მსოფლიოს საუკეთესო მსროლელები – ტოდ ჯარეტი

გთავაზობთ ჟურნალ handguns-ში გამოქვეყნებულ ჯეიმს ტარრის სტატიის თარგმანს ერთ ერთ საუკეთესო მსროლელზე ტოდ ჯარეტზე. untitled

 

ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესოა, ფრჩხილებში ჩემი კომენატრებია.

ტოდ ჯაერეტი პრაქტიკული სროლის მსოფლიო ოთხ გზის ჩემპიონი, აშშ-ს ჩემპიონის 9 ტიტულის მფლობელი და ჯერ ჯერობით ერთადერთი აშშ-ს პარქტიკული სროლის ასოციაციის სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი. სპორტსმენი და ინსტრუქტორი, რომელიც ასწავლის უკვე 20 წელია. 1993 წლიდან მსახურობს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში. როგორ გახდი ის ასეთი მაგარი მსროლელი?

ჯარეტის თქმით 1988 წლიდან 2001 წლამდე მან გაისროლა დაახლოებით 1.7მლნ ვაზნა. “ყოველ დღე მე ვატარებდი 2 საატს იარაღით ხელში, იმისთვის რომ დამეხვეწა უნარები”. მისი სიტყვებით ის მაჯერად უკვე არ სწეავლობს არამედ უფრო მუშაობს ფორმის შენარჩუნებაზე. “მე დავხარჯე ვაზნების პირველი მილიონი მხლოდ იმისთვის რომ მესაწვლა როგორ უნდა სროლა” იძახის ის სიცილით.

მაგრამ ამავე დროს ის აღნიშნავს რომ არ უნდა გყავდეს სპონსორი იმისთვის რომ გახდე მაგარი მსროლელი. (ტოდ ჯარეტი არის პარა ორდნანსის სარეკლამო სახე)

თუ გინდა პრაქტიკა, მაშინ მშრალი ვარჯიში არის მთავარი (მშრალი ვარჯიში ანუ სროლის გარეშე). “შენ შეგიძლია ამოიღო იარაღი და გაისროლო დაახლოებით ერთ წამში. ამ დროის 99.9% არაფერი არ ეხება სროლის წარმოებას, ის ეხება მხოლოდ მანიპულაციებს იარაღთან, ყველაფერი იწყება ძირითადით, სწავლობ როგორ უნდა იდგე, შეინარჩუნო ბალნსი, ამოიღო და დატენო იარაღი”. ეს არის ის რაც დაგიზოგავთ ათასობით დოლარს ტყვიაწამლზე.

“მაგრამ მაინც თქვენ უნდა დააჭიროთ სასხლეტს , და ისროლოთ ვაზნები იმისთვის რომ გაგით თუ როგორ რეაგიებთ გასროლაზე, როგორ აკონტროლებთ იარაღს და აკონტროლებთ უკუცემას”.

ტოდ ჯარეტი ასევე არის ასევე ლაზერის დიდი ფანატი. “თუ თქვენ აპირებთ ფულის ჩადებას რამეში რაც დაგეხმარებათ გაზარდოთ რეზულტატები, მაშინ ჩადეთ ფული კარგი ლაზერის სამიზნე მოწყობილობების შეძენაში. კაზერი პრაქტიკულად გიჩვენებთ რას შვება თვქენი იარაღი, ეს კარგია არა მარტო უსაფრთხოების თვალსაზრისით არამედ გეხმარებათ მიიტანოთ იარაღი სამიზნემდე, გაძლევთ მა პროცესზე უკეთეს წარმოდგენას რა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თქვენ პირველ გასროლას. ის ასვე გაძლვეთ საშუალებას დაინახოთ სად გარბის სამზინე როდესაც ცვლით მჭიდს და ასე შემდეგ”.

და რაც ეხება არა სპორტსმენებს არამედ უბრალოდ იარაღის მფლობელებს, რომლებსაც იარაღი აქვთ თავდაცვის მიზნებისთვის მხოლოდ? ტოდ ჯარეტის აზრით ასეთმა მსროლელებმა შეიძლება ბევრი რამე ისწავლონ პრაქტიკული სროლის დისციპლინებიდან.

“მე ყოველთვის ვეუბნები ჩემ სტუდენტებს, სამხედროებს, სამართალდამცავებს და სამოქალაქო პირებს – ის რაც თქვენ იცით სროლაზე სასროლეთში არის სულ სხვანაირი ექსტრემალურ პირობებში”. პრაქტიკული სროლის შეჯიბრება ზუსტად ასეთი ექსტრემალური სიტუაციაა, ხვდებით იქ სადაც აქამდე არ ყოფილხართ. თუ თვლი რომ იცი იარაღი და კარგი სმროლელი ხარ მხოლოდ შეჯიბრება დაადასტურებს მართალი ხარ თუ ცდებოდი. ყველაფწერი რაც ხდება მატჩის დროს შეიძლება მოხდეს ქუჩაშიც, ჩემთვის სულ ერთია რა ტიპის შეჯიბრება იქნება ეს PPC (Practical Pistol Course ერთ ერთი სასროლოსნო დისციპლინა), ხარის თვალის ტიპის შეჯიბრება ან სილუეტებზე სროლა, ნებისმიერი შეჯიბრება ასწავლის მოანწილეს იმოქმედოს სტაბილურად სტრესულ პირობებში”.

ტოდ ჯარეტი თვლის რომ IPSC უფრო მეგობრულია დამწყები სროლელების მიმართ. “ბევრი მსროლელი რომელიც იწყებს IDPA-ში მალე გადადის IPSC-ში. იმიტომ რომ ეს დისციპლინა სთავაზობს უფრო მეტ თავისუფლებას სხვა და სხვა ეტაპებზე და ამვე დროს გიწევს უფო მეტი ტყვიის სროლას”.

ტოდ ჯარეტის აზრით ყველაზე რთული სროლაში არის ის რასაც ის ყველაზე კარგად აკეთებს. ეს არის სროლა მოძრაობაში. “მე დავხარჯე დაახლოებით ნახევარი მილიონი ვაზნა მოძრაობაში სროლით ბოლო 10 წლის განმავლობაში. ძალიან ხშირად ჩემი ვარჯიშის დიდი ნაწილი ეთმობა სროლას მოძრაობაში, ზოგადად კი დაახლოებით დროის 50% მე ვხარჯავ ამაზე.”

ჯარეტი დიდი ენტუზიაზმით უყურებს იმას რაც ხდება სროლის და იარაღის ტექნოლოგიებში. “მე ვხედავ რომ მომავალში, რომელიც სინამდვილეში უკვე რეალობაა წიტელი წერტილის ტიპის სამზინე მოწყობილობებს სამართალდამცველების მოკლელულიან იარაღებზე, ალბათ ისინი იქნებიან გასაშლელი ტიპის (flip-up). მათ ექნებათ კომპენსატორები, მჭიდის შახტები, რომლებიც სწორი ფორმისაა, სასხლეტები, რომლებიც უფრო მოსახერხებელია ხოლო იარაღის სიზუსტე გადააწარბებს რეალურ მოთხოვნებს. ღამის სამიზნე მოწყობილობები, ბოჩკოვანი სამიზნეები, ლაზერები, “წითელი წერტილები’ – ეს ის რაღაცეებია რაც აუმჯობესებს ხედვას და ზრდის დამიზნების სიჩქარეს და სიზუსტეს სტრესულ ვითარებაში”.

“და კაბურები იმდენა უკეთესია იმასთან შედარებით რაც იყო ხელმისაწვდომი 20 წლის წინ!” ამის დასადასტურებლად ის წარნოაჩენს Kydex ტიპის კაბურას. “ის არ იცვითება და მე შემიძლია ამოვიღო იარაღი 0.85 წამში ჩემი Blackhawk-ის კაბურიდან რომელსაც გააჩნია Serpa lock ტიპის საკეტი. და საიდან მოვიდა ეს ტექნოლოგია? IPSC-ის სამყაროდან”.

კომენტარი ჩემგან
არ მინდა წუწუნი მაგრამ დასანანია, რომ მიუხედავათ იმისა რომ სხვა ქვეყნებში სასროლოსნო სპორტის ბუმია, საქართველო სადღაც კუდში მოეთრევა, მაშინ როდესაც ყიოველდღე იხარჯება უამრავი ფული იმისთვის, რომ ჩვენ დაგვაჯერონ რომ ქართველები თურმე მაგარი მეომრები არიან არა და რა აზრი აქვს მეომრობას, როდესაც ჯარშიც და პოლიციაშიც კი ეკზოტიკაა ისეთი რამეები, როგორიცაა თუნდაც წიტელი წერტილის ტიპის სამზინეები, სადაც ჯარისკაცმა არ იცის კალაშნიკოვის მისროლა. იმაზე არაფერს არ ვიძახი, რომ კანონგარეშეა დაყენებული პრაქტიკულად მთლიანად სასროლოსნო სპორტი და არც იმაზე არ ვიზახი არაფერს, რომ რამოდენიმე ხარბი ადმიანის გამო საქართველოში ჩინური “შირპოტრები” უფრო ძვირი ღირს ვიდრე საუკეთესო უცხოური აღჭურვილობა ნორმალურ ქვეყნებში ხოო ტყვიაწაამლის ფასი საერთოდ გამორიცხავსდ პრაქტიკას ალბათ საქართველოს მოსახლეობის 99.9%-თვის. სამწუხაროა ის რომ რაიმე გამოსავალიც ამ სიტუაციიდან ჯერ არ ჩანს.

მულტიმედია მასალები

ტოდ ჯარეტის ვიდეო კლიპები იუთუბზე



დატოვეთ კომენტარი