კარაბინი, როგორც “სახლის დაცვის იარაღი”

options6411oleg volkსურათის ავტორი Oleg Volk. წარწერის თარგმანი: ღამის სამ საათზე მოგესმათ ძლიერი ხმაური. რომელს დაავლებთ ხელს? 

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ  პისტოლეტის როგორც პირადი იარაღის პლუსები გამომდინარეობენ, მხოლოდ მისი მცირე გაბარიტებიდან, რაც იძლევა საშუალებას ეს იარაღი ისროლოთ ერთი ხელით, ფარულად ატაროთ ტანზე და პრაქტიკულად მუდმივად იქონიოთ თან. აქ მთავრდება პისტოლეტის უპირატესობები და იწყება მხოლოდ მინუსები და შეზღუდვები. მაგალითად პისტოლეტიდან სროლის სწავლა რთულია.  სროლა ზუსტად და სწრაფად სტრესის პირობებში ასევე ძალიან ძნელიდა და ითხოვს სერიოზულ მომზადებას და რა თქმა უნდა უმთავრესი მინუსი უკავშირდება ზოგადად პრაქტიკულად ყველა პისტოლეტის კალიბრს, რომელიც არის ძალიან სუსტი და როგორც მონადირეები იტყოდნენ კალიბრი ცხოველს (ადამიანს) არ შეესაბამება. დაივიწყეთ ზღაპრები .45-ის შემაჩერებელ ძალაზე და ჯადოსნურ მაგნუმებზე. ესეთი რამე, როგორც შემაჩერებელი ძალა საერთოდ არ არსებობს და ეს კვაზი-მეცნიერული ტერმინი მოგონილია არიფების მიერ მათთვის გაუგებარი ეფექტის ასახსნელად.  შეეგუეთ ამას, რომ პისტოლეტი სუსტი იარაღია ადამიანის წინააღმდგ გამოსაყენებლად და მხოლოდ მისი კომპაქტურობის გამო ჩვენ ვეგუებით ამ სისუსტეს და ვცდილობთ პისტოლეტის გამოყენების ტაქტიკის დახვეწით გავზარდოთ მისი ეფექტურობა. აქიდან გამომდონარე, როდესაც ჩვენ გვინდა ავარჩიოთ რამე ჩვენი სახლის დასაცავად, ჩემი აზრით პისტოლეტის განხილვა არ ღირს ვინაიდან სახლის დაცვისას ფარულობას, კომპაქტურობას და მცირე წონას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, უფრო სწორედ აქვს მაგრამ არა ისეთი, როდესაც საჭიროა იარაღი დამალოთ თხელი პერანგის ქვეშ.  ლოგიკური არჩევანი უნდა იყოს რამე გრძელლულიანი იარაღი ადეკვატური კალიბრის, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტური უნდა იყოს  ორფეხა მტაცებლების წინააღმდეგ ვიდრე პისტოლეტი.

სტატიის სათაურიდან გამომდინარე ჩვენ გვექნება საუბარი კარაბინზე, კონკრეტულად ნახევრად-ავტომატურ კარაბინზე, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს საუკეთესო სახლის დაცვის იარაღი. შედარებისთვის 12 კალიბრის თოფი, და მათ შორის ჩემი საყვარელი პომპა არის ძალიან ძლიერი და უნივერსალური იარაღი და ასეთი ინსტრუმენტი სასურველია ქონდეს ყველას ვინც მეტ ნაკლებად სერიოზულად ფიქრობს საკუთარი თავის უსაფრთხოებაზე მაგრამ ამავე დროს უნდა ავღნიშნო რომ “პომპას” აქვს გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად ეფექტური სროლის მანძილი, სიზუსტე, ოპერირება უნდა ხდებოდის ორი ხელით, ვაზნები სპეციალიზირებულია და თუ ტაქტიკური გარემო შეიცვალა საჭიროა ვაზნის გამოცვლა და ეს უფრო რთულია ვიდრე უბრალოდ მჭიდის გამოცვლა. ასევე 12 კალიბრის თოფს აქვს დიდი უკუცემა. 20 კლაიბრის გამოყენებისას უკუცემის პრობლემა მეტ ნაჯკლებად ქრება მაგრამ შეზღუდვები განპირობებული კონსტრუქციით და გლუვლულიანი ვაზნის სპეციფიქით მაინც რჩება.  ამავდროულად თოფებთან და პისტოლეტებთან შედარებით კარაბინს აქვს შემდეგი პლუსები: ის იტევს მეტ ვაზნას ვიდრე ორივე, ისვრის უფრო ზუსტად ვიდრე ორივე, კარაბინის „დამუღამება“ უფრო ადვილია ვიდრე პისტოლეტის ან თოფის, საშუალო კალიბრის კარაბინს აქვს უფრო ნაკლები უკუცემა ვიდრე თოფს რაც იძლევა სწრაფი და  ზუსტი სროლის საშუალებას. პლუსები ბევრია მაგრამ არის მინუსებიც. ესენია მაგალითად ზედმეტი სიმძლავრე და ზედმეტი შეღწევის პრობლემა, როდესაც ტყვიას შეუძლია გახვრიტოს სამიზნე, კედელი მის უკან და მაინც ქონდეს საკმარისი ძალა რომ მოკლას უდანაშაულო ადამიანი, ძალიან მაღალი გასროლის ხმა და/ან ლულის ალი რასაც შეიძლება მოყვეს სმენის დაზიანება ან მსროლელის დიზორიენტაცია/დროებითი დაბრმავება. გარდა ამისა კარაბინი არ არის პოლიტკორექტული იარაღი, განსაკუთრებით საქართველოში, რომელიც გაძეძგილია კონვერსიული (ყოფილი სამხედრო) იარაღებით, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში ტრადიციულად ასოცირდება მხედრიონთან, ყაჩაღობასთან, ომთან და განუკუთხაობასთან. თოფით აქ ვერავის ვერ გააკვირვებ, მაგრამ ჩემ AR15-ს რომ ნახულობენ ადამიანები ვისაც არ აქვთ იარაღთან ახლო შეხება პირველ რიგში გაკვირვებულები მეკითხებიან: კი მაგრამ ამის ფლობის უფლება გააქვს???  ასევე საქართველოს რეალიებიდანაც გამომდინარე პისტოლეტი არ არის საუკეთესო არჩევანი ვინაიდან ეს იარაღი საკმაოდ შეზღუდულია კანონებით. ის ფორმდება შენახვის უფლებით, თუ თქვენ არ განეკუთვნებით „ელიტას“, რომლის წრმომადგენელბი  ჩვენი სულელი კანონმდებლების აზრით უფრო მაღლა დგანან ვიდრე უბრალო მოქალაქეები. შესაბამისად ასეთი დისკრიმინაციის გამო უბრალო მოქალაქე იქნება შეზღუდული პისტოლეტის „დამუღამებაში“. გარდა ამისა არსებობს კიდე ფინანსური მხარეც. პისტოლეტის შედარებით ძლიერი კალიბრების ფასი უტოლდება კარაბინის კალიბრებს (ისევე როგორც პისტოლეტის ფასი არ არის კარაბინის ფასზე ნაკლები) რაც კიდე უფრო მიზანშეუწონელს ხდის პისტოლეტის არჩევას. არის კიდევ ერთი ნიუანსიც, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ. საქართველოში ომების და არეულობების შედეგად შემორჩა დიდი რაოდენობით სამხედრო იარაღი და დღეს დიდი ალბათობით თუ მოხდება დაპირისპირება ყაჩაღებთან ისინი არ იქნებიან შეიარაღებული თვითნაკეთი დამბაჩებით და გადაჭრილი სანადირო თოფებით (თუმცა უკანასკნელი ძალიან საშიში იარაღია ახლო მანძილებზე) არამედ იქნებიან შეიარაღებული თანამედროვე ავტომატურო იარაღით. დაუპირისპირდე მათ პისტოლეტით ან ორლულიანი თოფით იქნებოდა არასწორი გადაწყვეტილება. გარდა ამისა საქართველოს რიგ რეგიონში დიდია ალბათობა გადაეყარო შეიარაღებულ პირებს, რომლებიც პრაქტიკულად წარმოადგენენ უკანონო ბანდფორმირებას, რომელიც შეიარაღებული იქნება ისე როგორც ქვეითი ოცეული. მე სიმართლე გითხრათ არ მსმენია ასეთი ჯგუფებისგან წარმატებით დაცვის ფაქტებზე ან თუნდაც მცდელობაზე მაგრამ ვალდებულად ვთვლი ეს ფაქტორი თქვენ გაგაცნოთ.

p1020214

თუ პისტოლეტი არის თქვენი ერთადერთი დასაყრდენი სახლის/ბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას ეს უნდა იყოს პისტოლეტი მაქსიმალურად დიდი მჭიდით, გრძელი ლულით, ტაქტიკური მძლავრი „შუქით“ და „ტრიტიუმებით“. კალიბრი უნდა იყოს მინიმუმ 9X19.

რა თქმა უნდა ჩვეულებრივი ადამიანის გადმოსახედიდან სახლში ნახევრად ავტომატური კარაბინის, 30 ვაზნიანი „რაჟოკით“ დადების იდეა  შეიძლება აბსურდულად გამოიყურებოდეს, მაგრამ დაფიქრდით თავად,  კარაბინს ნამდვილად აქვს ბევრი უპირატესობა და ის შეიძლება იყოს ეფექტური იარაღი თუნდაც გამოუცდელი ადამინის ხელში. თუ კვლავ მიგაჩნიათ რომ კარაბინი ზედმეტად ძლიერი და არაჰუმანური გაითვალისწინეთ რომ თუ მოგიწიათ ცოცხლა სამიზნეზე სროლა, თქვენი მიზანი იქნება პირველ რიგში შეაჩეროთ აგრესია/საფრთხე თქვენს მიმართ და არა მოკლათ ვინმე მაგრამ სამწუხარო ფაქტი არის ის რომ მხოლოდ აგრესორის  სიკვდილი გარანტირებს აგრესიის უმალვე შეწყვეტას. შესაბამისად თქვენ გჭირდებათ საუკეთესო და ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ამისთვის. პისტოლეტი ყველაზე საუკეთესო თვადაცვითი ვაზნებით, თოფი საუკეთესო დამანგრეველი სლაგებით,  ან ტაქტიკური კარაბინი, პრაქტიკულად ოქროს შუალედი პირად ცეცხლსასროლ იარაღში. გრძელლულიანი იარაღის მთელი სპექტრი რომ წარმოვიდგინოთ გვექნება ორი უკიდურესობა, .22 კალიბრის კარაბინი, რომელიც არის კონტროლირებადი და იძლევა სწრაფი და ზუსტი სროლის საშულებას, ვინაიდან სუსტ ვაზნას არ აქვს არანაირ უკუცემა, ლულის ალი ან გასროლის ხმა, ეს კი განაპირობებს მსუბუქ მანევრირებად და კომპაქტურ იარაღს, რომლის „დამუღამება“ იქნება ადვილი. მეორეს ბოლოში იქნება მაგალითად   .30 კალიბრის გარანდის შაშხანა, რომელიც იყენებს მძლავრ და ეფექტურ ვაზნას, მაგრამ არის მძიმე, გაბარიტული და სწრაფი სროლა არის ძალიან ძნელი. იარაღი არ არის კომპაქტური და მანევრირებადი. მისი გასროლა დახურულ სივრცეში გამოიწვევს მსროლელის სმენის დაზიანებას. ტაქტიკური საშუალო კალიბრის კარაბინი არის მათ შორის განლაგებული და წარმოადგენს საუკეთესო კომპრომისს, სიმძლავრის, საცეცხლე ძალის, კომპაქტურობის და კონტროლირებადობას შორის. საშუალო კალიბრის ტაქტიკური კარაბინის ეს თვისებები მაგალითად სათანადოდ არის შეფასებული აშშ-ში. აშშ-ს სასროლოსნო სპორტის ეროვნული ასოციაციის კვლევის შედეგად, რომელიც ჩატარდა 2012 წელს, თავდაცვა დასახელდა მეორე მიზეზად რის გამოც მომხმარებლები ყიდულობდნენ ნახევრად ავტომატურ კარაბინებს. რა გასაკვირია, 1863 წელს ნიუ იორკის აჯანყებისას, როდესაც ხელკეტებით და ცივი იარაღით შეიარაღებული ბანდები ატერორებდნენ კანონმორჩილ მოქალაქეებს (ეს მოვლენები ნაწილობრივ ასახულია მარტინ სკორსეზეს ფილმში ნიუ იორკის ბანდები) ჟურნალ ნიუ იორკ ტაიმსის რედაქციის შტაბ ბინაზე მიტანილი იერიში მოგერიებულ იქნა არა პისტოლეტებით და შაშხანებით და მითუმეტეს არა ქვებიტ და ხელკეტებით არამედ გატლინგის კონსტრუქციის ტყვიამფრქვევებით. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც მძიმე სოციალური და კრიმინოგენური სიტუაციაა, ორი “დაძინებული” კონფლიქტი, გვყავს მინიმუ ერთი აგრესიული მეზობელი და სულ ახლახან ახალმა ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მა (რომელმაც პრაქტიკულად ნახევარი ერაყი აიღო) გამოაცხადა საქართველო მომავალი მუსულმანური ზესახლმიწოფს ნაწილად. იფიქრეთ ამაზე და ნუ მოგერიდებათ არჩევანის კარაბინის სასარგებლოდ გაკეთოთ.

article-1166482-043EAED0000005DC-547_468x640

ებრაელი „კიბუცნიკებისთვის“ ორგანიზებული შეიარაღებული თავდასხმა პალესტინელებისგან არის ჩვეულებრივი რეალობა რომელშიც ისინი ცხოვრობენ და ზრდიან ბავშვებს და მათ აქვთ განსაკუთრებული უფლებები იარაღის ფლობასთან და გამოყენებასთან დაკავშირევით. მტერი, რომელსაც ისინი უპირისპირდებიან არის სასტიკი და დაუნდობელი ისევე როგორც ყაჩაღი, რომელიც აპირებს ძალადობა გამოიყენოს თქვენი და თქვენი ოჯახის მიმართ. მათი არჩევანი არ არის ორ ლულიანი თოფები და პისტოლეტები, უმეტესობა იყენებს თანამედროვე სამხედრო ტიპის ცეცხლსასროლ იარაღებს. 

მე არ მინდა, რომ თქვენ დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ მე ვიძახი, რომ კარაბინი არის საუკეთესო თავდაცვის საშუალება, თუნდაც მხოლოდ სახლის დასაცავად. იარაღის არჩევისას უნდა გათვალისწინებული იყოს ბევრი ფაქტორი და რა თქმა უნდა მათ შორის ის თუ სად ცხოვრობთ თქვენ, როგორია კრიმინოგენური სიტუაცია, რა ტიპის პოტენციალური საფრთხეები არსებობს. თუ თქვენ ცხოვრობთ ცენტრალურ უბანში იტალიურ ეზოში და წყნარ ღამეში გესმით კედლის იქით მეზობლის სუნთქვა, 7.62X39 კალიბრის საბჭოთა CКС-ი ალბათ არ იქნება ყველაზე კარგი არჩევანი, იმიტომ რომ სროლისას რისკი უდანაშაულო ადამიანის დაშავების არის ძალიან მაღალი. საშუალო სტატისტიკური იარაღის მფლობელი საქართველოშიც და ამერიკაშიც ძალიან შორს დგას შეიარაღებული ბორტ გამცილებლევბისგან, რომლებიც წინასწარ საზღვრავენ ტყვიის ტრაექტორიას და იციან თვითმფრინავის სალონში მნიშვნელოვანი მოწყობილობების განლაგების სქემა, რომ გამორიცხონ მათი დაზიანება ცეცხლის გახსნისას. მაგრამ თუ თქვენ ცხოვრობთ ქალაქის გარეთ, პოლიცია შორს არის, თავდაცვითი იარაღი შეიძლება  იყოს კარაბინი, ყოველთვის უნდა იყოს კარაბინი მე თუ მკითხავთ. ქალაქის პირობებში, სახლის დაცვისთვის კარაბინის არჩევისას თქვენ უნდა გესმოდეთ ყველა ტაქტიკური ნიუანსი, რომელიც ამ ტიპის იარაღს უკავშირდება. რამდენიმე ასეთი ნიუანსი მე უკვე დავასახელე. გარდა ამისა ყველა კარაბინი არ არის ერთნაირი  და ეს სხვაობა თვისებებში და სპეციფიკაში უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად რა კარაბინები არის ხელმისაწვდომი დღეს საქართველოში?  პირველ რიგში რუსული/საბჭოთა სკს-ი და კალაშნიკოვის სისტემის იარაღის სამოქალაქო ვერსიები (საიგა, ვეპრი). პირველი წარმოადგენს ავტომატური კარაბინის გუშინდელ დღეს, დახურული მჭიდით ათ ვაზნაზე და შაშხანის მაგვარი კონდახით, რაც ალბათ კარგი იქნება იმისთვის ვინც მიჩვეულია თოფს. ასეთ მსროლელს არ მოუწევს გადაჩვევა ახალი ტიპის იარაღზე. ფასი სკს-ზე დღეს მერყეობს 900 ლარიდან 1500 ლარამდე რაც ჩემი აზრით ძალიან ბევრია.  ”საიგების” და “ვეპრების” ძალიან დიდი მოდელების გამა არის წარმოდგენილი, რომლებიც იწყება წმიდა სანადირო ვერსიებით და მთავრდება ტაქტიკური მოდელებით დასაკეცი კონდახით და მოკლე ლულებით. უკანასკნელი ძალიან კარგი იარაღია მაგრამ იმის გამო რომ ეს იარაღი დიდი ხანია არ  შემოტანილა საქართველოში მათი ფასი აღწევს 3500 ლარს (სანადირო ვერსიები 1200-1600 ლარი). ორივე ამ იარაღების ოჯახი სთავაზობს მომხმარებელს საიმედოობას, მომსახურების სიმარტივეს და საკმაოდ დიდ საცეცხლე ძალას. ვინც მსახურობდა ამ იარაღით უკვე იცნობს მას და არ გაუჭირდება მათი გამოყენება. ასევე ბოლო დროს საქართველოში საკამოდ დიდი რაოდენობით შემოიტანეს ჩეხური წარმოების Vz 58-ის სამოქალაქო ვარიანტები. მათი უმეტესობა დღეს იყიდება 900 ლარად და ეს დღეს დღეისობით არის საუკეთესო იარაღი თავის კლასში საქართველოში. ასეთი ფასით ის იგივე კატეგორიაში გადის რაც ყველაზე უბრალო  12 კალიბრის „პომპა“!

აბსოლუტური უმეტესობა ამ იარაღების იყენებს საბჭოთა ვაზნას 7.62×39, რომელიც ძალიან ეფექტური ვაზნაა ახლო მანძილებზე. შეზღუდული რაოდენობა საიგების და ვეპრების ასევე არის სხვა კალიბრებშიც, როგორებიცაა 5.45х39, 5.56х45, 7.62х54, .308 WIN. თავდაცვითი კარაბინის კალიბრს რაც შეეხება გამოდგება 7.62×39, 5.45х39 და 5.56х45 ხოლო უკანასკნელი არის საუკეთესო ამ სამიდან თუ ჩვენ ვსაუბრობთ თავდაცვაზე. 7.62×39 არის კარგი ვაზნა მაგრამ მას აქვს შედარებით დიდი უკუცემა ხოლო უნარი წინაღობებში გავლის და სასიკვდილო ძალის შენარჩუნების ამ შემთხვევაში არ არის კარგი, იმიტომ რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმაში, რომ ტყვია დარჩეს სამიზნეში და არ გააგრძელოს ფრენა. 5.45х39 ასევე კარგი ვაზნაა, მას აქვს დაბალი უკუცემა და ახლო მანძილებიდან ის ძალიან ეფექტურია მაგრამ იარაღი ამ კალიბრზე საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელია, თანაც ეს ვაზნა პრაქტიკულად არ იშოვება მაღაზიებში. 5.56х45 ბოლო დროს ძალიან პოპულარულია გამომდინარე იქიდან, რომ ახლო მანძილებზე (დიახ თავდაცვითი სცენარის დროს, კარაბინი გამოიყენება პისტოლეტის დისტანციებზე) ის ძალიან ეფექტურია პრაქტიკულად ნებისმიერი კონფიგურაციის მუხტით, უკუცემა არის დაბალი, ვაზნა მსუბუქია, ძალიან ზუსტი. ამ კალიბრის მსუბუქი ტყვია ძალიან მაღალი საწყისი სიჩქარის გამო განიცდის სწრაფ ფრაგმენტაციას უმნიშვნელო წინაღობებშიც გავლისას (მათ შორის FMJ ტყვიაც), რაც ამცირებს კარაბინებთან დაკავშირებული ზედმეტი შეღწევის პრობლემის ხარისხს. ამ ვაზნის ბევრნაირი მუხტია იყიდება მაღაზიებში თუმცა მე არ შემხვედრია მუხტი, რომელიც სპეციალურად შექმნილია თავდაცვისთვის, როგორც მაგალითად Winchester DPX1. ზოგადად ზედმეტი შეღწევის პრობლემა არ უკავშირდება მარტო კარაბინს/შაშხანას. 9მმ-ნი პისტოლეტიდან ნასროლი მთლიანად გარსით დაფარული ტყვია საკამოდ საშიში რამეა და ეს ტყვია დიდი ალბათობით გახვრეტს ადამიანის სხეულს და გააგრძელებს ფრენას საკმარისი კინეტიკური ენერგიით, რომ დაჭრას უდანაშაულო ადამიანი. ასე, რომ რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა იყოს შეიძლება 5.56 კალიბრის ტყვია ნაკლებად საშიში იყოს ვიდრე 9მმ-ნი FMJ ვაზნა. არა და პისტოლეტისთვის მხოლოდ FMJ ტიპის ვაზნებია ხელმისაწვდომი საქართველოში.  პრობლემა, რომელიც უკავშირდება 5.56/.223 Rem-ს მდგომარეობს იმაში. რომ მასზე გათვლილი იარაღი საქართველოში წარმოდგენილია ადგილობრივად აწყობილი AR15-ის სახით (ფასი 2400 ლარიდან და ზევით), რომლებიც და მე ამაზე უკვე არაერთხელ დამიწერია, მაინც და მაინც არ გამოირჩევიან კარგი ხარისხით და საიმედოობით. მას მერე რაც ჩემ თვალწინ ე.წ. იარაღის ხელოსანმა  პირიქით დააყენა სამიზნე მოწყობილობები, ხოლო ჩემ მეგობარს მიყიდეს კარაბინი რომელზეც დენთის იარების მილი არ იყო დამაგრებული შტიფტით მე დიდი სიფრთხილით ურჩევდი ვინმეს Ar-15-ის შეძენას. არსებული კარაბინების ნომენკლატურიდან AR-15 კალიბრში 5.56 არის საუკეთესო კანდიდატი თავდაცვით გრძელლულიან იარაღის როლზე მაგრამ თუ ეს არის ქარხნული წარმოების კარაბინი და არა აქაური ოსტატების ქმნილება. ჩემი კუთვნილი კარაბინიც აქ აწყობილია, მაგრამ მე თავად ვუკვეთავდი ყველა კომპონენტს და კარგად მესმის ამ იარაღის კონსტრუქცია და თავისებურებები, რის გამოც ჩემი კარაბინი შვეიცარული საათივით მუშაობს. თუ საშუალო სტატისტიკურმა მომხმარებელმა შეიძინა გაბერილ ფასად AR-15 და აღმოჩნდა, რომ ის არ მუშაობს, მაშინ მას ძალიან გაუჭირდება  ამ იარაღის სამუშაო კონდიციამდე მიყვანა. ამით იმის თქმა მინდა, რომ AR-15-ზე არჩევანის შეჩერება საკმაოდ რისკიანი ნაბიჯია. თავდაცვითი იარაღის მთავარი თვისება უნდა იყოს საიმედოობა, მერე საიმედოობა და ისევ საიმედოობა და ეს არის ის სადაც “კალაშნიკოვის” კლონები ტრადიციულად ძლიერ პოზიციას იკავებენ.

dsa fal

.30 კალიბრის ნახევრად ავტომატური შაშხანა ძალიან სერიოზული და მრისხანე იარაღია პროფესიოანლის ხელში მაგრამ ახლაბედასთვის ეს არ იქნება კარგი არჩევანი. იარაღი მძიმეა, აქვს დიდი უკუცემა, .30 კალიბრის ვაზნა (.308 win, 7,62x54r) არის ზედმეტად ძლიერი ქალაქისთვის. საქართველოში ამ კალიბრის ნახევრად-ავტომატური იარაღების  აბსოლუტური უმეტესობა წარმოდგენილია სუფთა სანადირო ან მორალურად მოძველებული სამხედრო კონვერსიული მოდელებით, რომლებიც ნაკლებად გამოდგებიან თავდაცვითი კარაბინის როლზე.   სურათზეა თავდაცვითი .308 კალიბრის იარაღის ნიმუში,  DSA SA58 mini OSW.

იარაღის არჩევანის თემას რომ დაუბრინდეთ, რა თქმა უნდა არჩევანი არ არის შეზღუდული მხოლოდ “ესკაესებით”, “საიგებით”, “ვზორებით” და “არებით”. არის ასევე კარაბინები, რომლებიც იტენება ხელით და უფრო სწრაფად ვიდრე ტრადიციული “ბოლტები”. მაგალითად ე.წ. “ლევერ ექშეენები” (ჰენრის სისტემის გადატენვის მექანიზმით). საქართველოში ეს იარაღები ძალიან ცოტა არის წარმოდგენილი ხოლო ყველაზე გავრცელებული ბრაზილიური როსის კარაბინები ჩემი აზრით ნაკლებად გამოდგება თავდაცვისთვის, იმიტომ, რომ უბრალოდ ეს არ არის მაღალი კლასის იარაღი და მე ამ ბრენდს არ ვენდობი და არც ვინმეს ურჩევ რომ ენდოს. როსის “ლევერ ექშენები” არის გასართობი სათამაშოები, რომლებითაც შეიძლება გაართოთ სტუმრები ან მარტო რომ ხართ სახლში წარმოიდგინოთ რომ ხართ კოვბოი და დასდევთ ინდილეებს ოთახიდან ოთახში.  თუმცა რა თქმა უნდა ასეთი “გასართობი/დეკორატიული) იარაღი უკეთესია ვიდრე საერთოდ არაფერი. პირადად  მე არ მესმის რატომ უნდა იყიდო თავდაცვისთვის “ჟესტის” როსსი 1100 ლარად (ზოგი დაჟინებით ცდილობს გაასაღოს ისინი mymarket-ზე 2000 ლარად), როდესაც 900 ლარად იყიდება გამოცდილი სამხედრო სამსახურში და შესანისნავი Vz 58. გარდა ამისა როსსი-ს კარაბინები ხელმისაწვდომია რევოლვერის კალიბრებში, რომელთა ფასი უტოლდება და აღემატება 5.56/7.62 კალიბრის ვაზნების ფასს. კონცეფცია “გრძელლულიანი იარაღი და მოკლელულიანი იარაღი ერთ კალიბრში” აქ არ მუშაობს ვინაიდან როსსი-ს კარაბინები რევოლვერის ვაზნებზეა და რევოლვერს მე არ ურჩევ არავის არაფრისთვის.

TSR_3b

ის რასაც თქვენ სურათზე ხედავთ არ არის ნახევრად-ავტომატური კარაბინი. ეს არის Troy Industries მიერ შექმნილი 5.56 კალიბრის “პომპა” PAR, შექმნლი იმ ადგილებისთვის სადაც იურისდიქცია ზღუდავს ნახევრად ავტომატური იარაღების ფლობას. 

ბოლო დროს გაიზარდა ინტერესი ნახევრად-ავტომატური კარაბინების მიმართ, რომლებიც გათვლილია პისტოლეტის კალიბრზე. მათი რაოდენობა საქართველოში უმნიშვნელოა მაგრამ ფასები ძალიან მაღალია. არანაირი პრაქტიკული აზრი არ აქვს ასეთი იარაღის ყიდვას, ვინაიდან კალიბრი არის პისტოლეტის, ხოლო პისტოლეტის კალიბრი რაოდენ ძლიერიც არ უნდა იყოს უბრალოდ აკეთებს ნახვრეტებს სამიზნეში და თუ მუხტი კარგია და ტყვია ექსპანსიურია ნახვრეტი იქნება ოდნავ დიდი. კარაბინის კალიბრები ხვრეტენ და გლეჯენ ქსოვილებს, განიცდიან ფრაგმენტაციას და ქმნიან დამატებით ჭრილობის არხებს.  კარაბინები ბოლო დროს ხელმისაწვდომია ძალიან მოკლე კონფიგურაციაში და მათ პრაქტიკულად გამოდევნეს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბი იმიტომ რომ აშკარად კომპაქტური კარაბინი უპირატესი იარაღია. მე არ ვამბობ იმას, რომ პისტოლეტ ტყვიამფრქვევს არ აქვს ტაქტიკური ნიშა, მაგრამ ვის ჭირდება კარაბინის ხელა იარაღი, რომელიც იყენებს პისტოლეტის ანემიურ ვაზნას? პოპულარული ამ ტიპის კარაბინი იწონის 2.5 კგ-ს და იყენებს 15 ვაზნიან მჭიდს სადაც ჩადის 15 9მმ-ნი ვაზნა. 124 გრანიანი 9მმ-ნი ტყვიის ენერგია შეადგენს დაახლოებით 550 ჯოულს. AR15 მოკლე 10 ინჩიანი ლულით იწონის 2.7 კგ-ს და იყენებს მჭიდს სადაც ალაგია 30 5.56 კალიბრის ვაზნა, რომლის ტყვიის ენერგია არის 1700 ჯოული. რომელი უფრო გამოგადგებათ ორფეხა მტაცებლებისაგნ თავის დასაცავდ მგონი გასაგებია.

არც ისე დიდიხანია კიდევ ერთი საინტერესო იარაღის ტიპი გაჩნდა ან უფრო სწორედ გახდა პოპულარული იმიტომ რომ იარაღის ეს კლასი ძალიან დიდიხანი არსებობს. მე ვნახე, რომ თბილისის აეროპორტში და ამბობენ საზღვარზე საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე დგანან მოსამსახურეები პისტოლეტებით, რომლებიც ჩასმულია მოწყობილობაში, რომელიც აქცევს პისტოლეტს კომპაქტურ ფსევდო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევად.  ასეთი მოწყობილობა რომელიც წარმოადგენს პრაქტიკულად ნიჟარას, რომელშიც თავსდება ჩვეულებრივი პისტოლეტი და რომელიც  იძლევა საშუალებას დაყნდეს მასზე კონდახი, ოპტიკა და დამატებითი ვერტიკალური სახელური. ყველაფერი ეს აადვილებენ ზუსტ და სწრაფ სროლას მაგრამ მაინც საცეცხლე ძალის მხრივ ეს მაინც არის პისტოლეტი. ასეთი ნიჟარის ფასი უტოლდება პისტოლეტის ფასს და ორივე მთლიანობაში უტოლდებიან ტაქტიკური კარაბინის ფასს.  რაც შეეხება 9მმ-ან FMJ ტყვიას, რომელსაც ასეთ იარაღში ჩვენები იყებენ, ჩემი გლოკიც დატენილია ასეთი ვაზნებით მაგრამ იმიტომ, რომ მე სხვა არაფერი არ ამქვს და ვიყენებ იმას რაზეც ხელი მიმიწვდება. ამ ფსევდო კარაბინების ყიდვას ალბათ სჯობს დაურიგონ უსაფრთხოების პერსონალს AR-15-ები და ადეკვატური ამუნიცია. პისტოლეტი მათ არ ჭირდებათ. რეალობა არის ის, რომ პისტოლეტიდან სწრაფი და ზუსტი სროლა არის ძალიან ძნელი და ეფექტური სასწავლო კურსის ორგანიზება, რომელიც ხანმოკლე პერიოდში მოამზადებს დიდი რაოდენობით კურსანტებს ადეკვატური ტაქტიკური უნარჩვევებით არის ძალიან ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც. თუ ჩვენ ვნახავთ როგორია სროლის ეფექტურობა ძალოვან სტრუქტურებში მტელ მსოფლიოში, ვანხავთ, რომ ეს მაჩვენებელი იშვიათად აღემატება 30% ყველაზე კარგად დაფინანსებულ და “მიხედულ” სამსახურებში. ანუ ასი გასროლილი ვაზნიდან, რომელსაც პოლიციელები ისვრიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას  მხოლოდ 30 ხვდება სამზინეს და 70 მიფრინავს კაცმა არ იცის სად.  ახალწვეული ადვილად სწავლობდა ამ იარაღის ეფექტურ გამოყენებას. შეიძლება ძნელად “დასამუღამებელი” პისტოლეტის ადვილად “დასამუღამებელ” კვაზი-კარაბინად გადაკეთებას მართლაც ქონდეს აზრი, თუმცა მთლიანად გარსით დაფარული ტყვიების გამოყენება ქართველი სამართალდამცავების მიერ არის სერიოზული შეცდომა. თავის დროზე ამერიკელი სამხედროები დაფიქრდნენ ამ პრობლემაზე და შექმნეს ალბათ პირველი იარაღი, რომელიც დაიკავებდა შუალედურ ადგილს ძლიერ ნახევრად ავტომატური .30 კალიბრის გარანდს და .45 კალიბრის პისტოლეტს შორის. საუბარი მაქვს M1 ტიპის კარაბინზე. ეს მსუბუქი და კომპაქტური იარაღი იმეორებდა გარანდის შაშხანის ერგონომიკას მაგრამ იმის გამო რომ იყენებდა გაცილებით უფრო სუსტ 7.62×33 კალიბრის ვაზნას იყო მსუბუქი, კომპაქტური და არ ჯდებოდა ძვირი.

21st conv kit

იდეა პისტოლეტის კარაბინად ქცევის არსებობს ძალიან დიდიხანია მაგრამ დღეს რა თქმა უნდა ხელმისაწვდომია უფრო ტექნოლოგიურად დახვეწილი და მრავალფუნქციური მოწყობილობები ვიდრე 100 წლის წინ. 

37049-M1

M1 Carbine არის ძალიან კარგი და გარკვეულწილად უნიკალური იარაღი. ნებისმიერს შეუძლია ამ იარაღის ათვისება ძალიან მოკლე ვადაში. მას აქვს მოსახსნელი დიდი ტევადობის მჭიდი და შესანიშნავი ერგონომიკა. მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ის იქნებოდა კარგი არჩევანი თავდაცვითი კარაბინის როლზე. ამერიკაში M1 არ არის ძალიან პოპულარული ვინაიდან იქ ხალხი განებივრებულია 5.56 კალიბრის იარაღების ნაირსახეობებით. მაგალითად მე საქართველოს პირობებში თავდაცვითი კარაბინის როლში M1 კარაბინი მიმაჩნია უკეთეს არჩევნად ვიდრე საბჭოთა “სკს”, იმ პირობით, რომ ადეკვატური ამუნიცია იქნება ხელმისაწვდომი.

ყველა კარაბინი, რომელიც იყიდება დღეს საქართველოში არის საბაზისო კონფიგურაციაში. რკინის სამიზნე მოწყობილობები, სტანდარტული ფურნიტურა, მაგრამ იმისთვის, რომ იარაღი გამოდგეს თავდაცვისთვის, საჭიროა მას ქონდეს ისეთი თვისებები რაც ასეთ სტანდარტულ „მილიტარის“ სტილში კარაბინებს როგორც წესი არ აქვს.

შუქი. შუქი/ტაქტიკური ფარანი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოწყობილობა, რომელიც აუცილებლად უნდა ეყენოს თავდაცვით კარაბინზე. ეს საჭიროა პირველ რიგში სამიზნის იდენტიფიცირებისთვის, რომ ჩვენ ზუსტად ვოცოდეთ რას ვესვრით. ყველაზე საშინელი კოშმარი იარაღის მფლობელისთვის შეიძლება იყოს უდანაშაულო ადამიანის „გაგორება“, როდესაც თქვენ გეგონათ რომ ბოროტმოქმედი შეიჭრა თქვენს სახლში არა და სინამდვილეში ასე არ აღმოჩნდა. ძალიან ბევრი იღებს გადაწყვეტილებას გასროლაზე ისე რომ არ არის დარწმუნებული რას ესვრის და მერე უწევთ დიდი ფასის გადახდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის. სამწუხაროდ ეს ძალიან ხშირად ხდება. უკანასკნელი გახმაურებული შემთხვევა მართალია არ უკავშირდება შუქის გამოყენების თემას მაგრამ გვასწავლის, რომ სამიზნის იდენტიფიცირება არის აუცილებელი და ამისთვის ადეკვატური განათება არის საჭირო. ლაპარაკი მაქვს სამხრეთ აფრიკელ მორბენალზე ოსკარ პისტორიუსზე, რომელიც თავისი შეყვარებული მოკლა, იმიტომ, რომ ეგონა რომ კარის უკან აბაზანაში მძარცველი იმყოფებოდა და კარის გავლით ესროლა მას. მან არ მოახდინა სამიზნის იდენტიფიცირება და დაანგრია თავისი და სხვების ცხოვრება. ასეთი შეცდომის დაშვების უფლება ჩვენ არ გვაქვს. გარდა იმისა, რომ შუქი საჭიროა იდენტიფიკაციისთვის ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სამიზნის დიზორიენტაციის და დროებითი დაბრმავებისთვის. თანამედროვე ტაქტიკურ ფარნებს აქვს ძალიან ძლიერი ნათება, თუნდაც ძალიან კომპაქტურ მოდელებს. ჩემი რჩევა იქნება მოერიდოთ იაფ ჩინურ პროდუქციას და შეიძინოთ მაღალი ხარისხის ფარანი განკუთვნილი იარაღზე დასაყენებლად, რომლებსაც უშვებენ Streamlight, Surefire, Insight Technology.

streamlightlarge

კარგიშუქიარ ღირს ძალიან ძვირი. ავტორი იყენებს Streamlight TLR-1-. მიუხედავად გარკვეული მინუსებისა ეს კარგი და უკიდურესად გამძლე მოწყობილობაა და ის მხოლოდ 100 დოლარი ღირს.

ოპტიკა არის მეორე აუცილებელი ელემენტი თავდაცვით გრძელლულიან იარაღზე. დადასტურებული მეცნიერული ფაქტია, რომ კოლიმატორის გამოყენება ზრდის სროლის სისწრაფეს და სიზუსტეს. განპირობებულია ეს იმით, რომ არ არის საჭირო ჯერ წინა და უკანა სამიზნის გასწორება ერთმანეთის მიმართ და მხოლოდ შემდეგ დამიზნება სამიზნეზე. თვალი ვერ ფოკუსირდება სხვადასხვა მანძილებზე განლაგებულ ობიექტებზე. რკინის სამიზნე მოწყობილობები არ ჩანს ცუდი განათების პირობებში. ამიტომაც კოლიმატორი არის ზესასარგებლო მოწყობილობა.  დაადეთ “წითელი წერტილი” სამიზნეს და განახორციელეთ გასროლა, მეტი არაფერი საჭირო არ არის. ასე მარტივად ხდება კოლიმაოტირს გამოყენება. წითელი წერტილი კარგად ჩანს სიბნელეში. ახლო მანძილებზე კოლიმატორს არ აქვს ალტერნატივა, მაგრამ მე ასტიგმატიზმის გამო კოლიმატორს ვერ ვიყენებ, ვინაიდან წითელი წერტილს ვერ აღვიქვავ მკაფიოდ და კოლიმატორში წერტილის ნაცვალდ ვხედავ პატარა ფეირვერკს ობიექტივის ცენტრში. ასტიგმატიზმი აწუხებს მოსახლეობის 15% და ამიტომაც მე დავწერ რისი გამოყენება შეუძლიათ მათ ვინც ჩემსავით ამ 15%-ში შედის. ეს არის მაგალითად 1х ოპტიკური სამიზნე 30მმ-ნი მილით და ბადის განათებით. ის პრაქტიკულად ისეთივე სწრაფია როგორც კოლიმატორი თუმცა აქვს შედარებით მცირე ხედვის კუთხე. მე ვიყენებ Bushnell-ის 1-4X ოპტიკას, რომელსაც ასევ გააჩნია ბალისტიკური კომპენსატორი. ეს მაძლევს მე საშუალებას გამოვიყენო კარაბინი 5.56 კალიბრის ეფექტური მანძილის ნებისმიერ დიაპაზონში. პრაქტიკულად ნოლიდან 300 მეტრამდე (რეზულტატიური სროლა შესაძლებელია 700 მეტრზეც). სხვათაშორის 100 მეტრზე ჩემი კარაბინი ასეთი ოპტიკით უფრო უკეთეს შედეგს მაძლევს  ვიდრე ნებისმიერი СВД/Тигр რომელიც მე მისვრია. ეს რაც შეეხება Ar15-ის სიზუსტის პოტენციალს.

Home-Defense-AR15

წარმოიდგინეთ 30 ვაზნიანი კომპაქტური, მსუბუქი, ერგონომიული, მანევრირებადი კარაბინი არარსებული უკუცემით, რომელიც უკიდურესად ეფექტურია და სწრაფია ახლო მანძილებზე მაგრამ გაძლევთ საშუალებას ასეთი კონფიგურაციით გაანადგუროთ სამიზნე 500 მეტრზე. არ არსებობს მასზე უფრო უნივერსალური იარაღი. სურათის წყარო gundigest.com

ოპტიკა არ შეიძლება ღირდეს იაფი თუმცა რიგი კომპანიების უშვებენ კარგ მუშა მოდელებს ხელმისაწვდომ ფასად. ასე “ბუშნელი” დაყენებული ჩემ კარაბინზე ფასდაკლებით დაჯდა სულ რაღაც 180 დოლარი პლუს განბაჟება. კოლიმატორები, როგორც წესი გამოდის ინტეგრირებული სამაგრებით და არ არის საჭირო მათი ცალკე ყიდვა იმიტომ, რომ კარგი სამაგრი არ არის იაფი. Millet-ის კრონშტეინი, რომელსაც მე მიყენებ ღირდა 80 დოლარი. თუ ოპტიკის დაყენება უკავშირდება დიდ ხარჯებს და უბრალოდ არ გაქვთ ამის საშუალება გააკეთეთ მაქსიმუმი, რომ გაადვილოთ დამიზნება და გახადოთ ის უფრო სწრაფი სტანდარტული რკინის სამიზნე მოწყობილობების გამოყენებისას.  მაგალითად უკვე ნახსენებ ჩეხურ “ვზორს” აქვს ძალიან დაბალი და წვრილი უკანა სამიზნე მოწყობილობა. გუდვილში ნაყიდმა 5 ლარიანმა აკრილის საღებავმა და შეღებილმა “მუშკამ” მნიშვნელოვნად გაზარდა  დამიზნების სისწრაფე და კომფორტი ახლო მანძილებზე. მაგრამ არასდროს, მე ვიმეორებ არასდროს არ იყიდოთ იაფი, ჩინური ოპტიკა ან სამაგრები.

მე ხშირად მისვამენ კითხვას რომელი იარაღი ვიყიდო. ეს კითხვა ისევე სულელურად ჟღერს, როგორც ვინ მოვიყვანო ცოლად. მე არ ვიცი თქვენ მოგწონთ მაღლები თუ დაბლები, ქერები თუ შავგრიმანები, გინდათ დაელაპარაკოთ მას რამეზე თუ გამოიყენოთ როგორც სექს სათამაშო. მე წარმოდგენა არ მაქვს თქვენ რა ცოლი გინდათ და რა იარაღი უნდა იყიდოთ, მაგრამ თუ დაგებადათ კითხვა რომელი კოლიმატორი იყიდოთ აქ მე გაგიადვილებთ საქმეს და გიპასუხებთ: იყიდეთ Aimpoint. რატომ? იმიტომ. თუ არ მოგწონთ ჩემი პასუხი თავად გამოიკვლიეთ ეს თემა. ზოგადად ტაქტიკური ოპტიკის არჩევა როგორც მინიმუმ ცალკე სტატიას იმსახურებს, ხოლო ამ თემის კონტექსტში მე მსურდა მხოლოდ ყურადღება გავამახვილო ოპტიკის სარგებლიანობაზე თავდაცვით იარაღზე და დამატებით რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსისთვის ხაზი გამესვა.

ჩვენ ვცხოვრობთ ღარიბ ქვეყანაში, სადაც ყველას არ შეუძლია არა თუ იყიდოს სასურველი იარაღი არამედ საერთოდ იყიდოს რამე იარაღი. AR-15 და 5.56х45 რა თქმა უნდა არის საუკეთესო არჩევანი მაგრამ ჩეხური Vz 58 დასაკეცი კონდახით 900 ლარად არის დღეს ყველაზე ოპტიმალური კანდიდატი თავდაცვით კარაბინზე თუმცა ამ იარაღის აღჭურვა “შუქით” და ოპტიკით იქნება ცოტათი უფრო ძნელი. მოერიდეთ 7.62х39 კალიბრის იარაღში ფოლადის გულიანი ვაზნების გამოყენებას (ინდექსი  57-Н-231), რომელსაც ჩვენი სამართალდამცავები ენა გადმოგდებულები დასდევენ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო. არც ფოლადის გულიანი “მწვანე თავიანი” 5.56-ები არ არის ჯავშანგამტანი ვაზნა და არც  57-Н-231 ამიტომ ასეთი დაჟინებული ინტერესი მათ მიმართ პოლიციის მხრიდან არის სასაცილო. შედარებისთვის ფოლადის გულიანი 5.56 (М855) მაინც არ გამოირჩევა განსაკუთრებული შეღწევის უნარით ბარიერებში (წინაღობას გახვრეტით გახვრეტს მაგრამ მეორე მხარეს გამოვა ფრაგმენტები, რომლებიც დააზიანებენ უშუალოდ ბარიერის უკან მდგარ სამიზნეს)  მაგრამ 7.62х39 ფოლადის გულით პირიქით ძალიან სახიფათოა ქალაქის პირობებში სროლისას ვინაიდან ტყვია ისეთი მყარია რომ წინაღობაში გავლისას ის ინარჩუნებს ფორმას და მასას. მაღალია რიკოშეტის ალბათობაც. სწორედ ამის გამო 2002 წელს რუსებმა შექმნეს მილიციისთვის ტყვიები ინდექსით ПРС (მათ შორის 7.62х39 კალიბრის), ფოლადის გულების გარეშე, რომ შეემცირებინად რიკოშეტის და ზედმეტი შეღწევის პრობლემები. რა თქმა უნდა სამოქალაქო პირის მიერ სპეციალური ჯავშანგამტანი და მგეზავი ვაზნების გამოყენება  ქალაქში არის კანონდარღვევა და სრული იდიოტიზმი.

მუხტის, “შუქის” და ოპტიკის გარდა ყველაფერი დანარჩენი რაც დღეს იყიდება არის ჩემი ღრმა რწმენით არა თუ ზედმეტი არამედ შედარებით ნაკლებად საჭირო. ტაქტიკური სახელურები, აქსესუარები, “ნავაროტები” არის მეორე ხარისხოვანი. პირველ ხარისხოვანია ადეკვატური “მუხტი”, შუქი და ოპტიკა. სწორედ ამიტომ აქ ისევ გამარჯვებულად გვევლინება AR15, რომლის ადაპტირება ნებისმიერი დავალებისთვის მათ შორის თავდაცვისთვის არის ადვილზე ადვილი.

თავდაცვითი კარაბინი არის სპეციალიზირებული დავალებისთვის შექმნილი იარაღი და ბუნებრივია სასურველი თვსებები რაც მას უნდა გააჩნდეს არ შემოიფარგლება მხოლოდ შუქით და ოპტიკით.  ერთ-ერთი ტაქტიკური ნიუანსი, რომელიც მე უკვე ვახსენე არის გასროლის მაღალი ხმა და ლულის ალი ასევე დენთის აირების დარტყმა. იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ მსროლელზე კარაბინის ასეთი ზემოქმედება (დახურულ სივრცეში ეს ზემოქმედება ხდება აუტანელი)  საჭიროა შესაბამისი ლულის მოწყობილობის გამოყენება. ჩეხურ „ვზორზეც“ და ამერიკულ „არზეც“ ეს ადვილად ხორციელდება, ხოლო ყველა სკს-ი, და ბევრი საიგა და ვეპრი არ იძლევა ამის საშუალებას და საჭიროა იარაღის ოსტატის ჩარევა. ყველა ლულის მოწყობილობა არ მუშაობს ერთნაირად, მაგრამ როგორც წესი მოწყობილობები ბევრი წვრილი ნასვრეტით უკეთ ამცირებენ ლულის ალს და უკუცემას. უკუცემის (ლულის ხტომის) შემცირება ასევე დადებითი ფაქტორია, რაც მოყვება ასეთი მოწყობილობის გამოყენებას. მაგრამ გაითვალისწინეთ ასეთი მოწყობილობები იქმნება კონკრეტული დავალებისთვის. მაგალითად ჩემ კარაბინზე დაყენებული კომპენსატორი Tromix Shark, საერთოდ აქრობს უკუცემას და ამცირებს ლულის ალს მაგრამ გასროლის ხმა აუტანელია, და კარაბინის გვერძე დგომა სროლისას საერთოდ მავნეა ჯანმრთელობისთვის დენთის აირების დარტყმის გამო.

fer cqbარსებობს ლულის მოწყობილობების მოდელები, რომლებიც  სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცვან მსროლელი „გასროლის მავნე ზემოქმედებისგან“. სურათზე ასახული მოწყობილობა Ferfrans CQB Modular Muzzle Brake System შედგება ორი კომპონენტისგან და ამცირებს უკუცემას, ალს და გასროლის ხმას. მიიღწევა ეს იმით, რომ  დენთის აირების „გადამისამართება“ ხდება წინ და შორს მსროლელისგან. დღეს ეს ეს არის ალბათ როლს-როისი ტაქტიკური კარაბინის ლულის მოწყობილობებში. ფასიც შესაბამისი აქვს 180 დოლარი რაც ორჯერ სამჯერ უფრო მეტია ვიდრე ტრადიციული კონსტრუქციის კომპენსატორისთვის.

რაც შეეხება ღვედს, ჩემი აზრით ღვედი თავდაცვით იარაღზე საჭირო რამეა. თუნდაც იმ უბრალო მიზეზით რომ ხელჩართულ ჩხუბში თუნდაც რამდენიმე მოწინააღმდეგესთან თქვენ იარაღს  ვერ შეაბრუნებენ თქვენს წინააღმდეგ (ან ეს ძალიან გაუჭირდებათ). ანუ თავდამსხმელებს გაუჭირდებათ იარაღის წართმევა, ან ჩხუბში თქვენს წინააღმდეგ გამოყენება თუ კარაბინი პრაქტიკულად მიბმულია თქვენზე.  რაც შეეხება ღვედის ტიპს ალბათ ერთ წერტილიანი მაღალი ხარისხის ქამარი იქნება კარგი არჩევანი, ის არ აიბლანდება იარაღთან და მანევრერიება კარაბინით ვიწრო აადგილებბში იქნება ადვილი. ამავე დროს მისი წართმევა იქნება პირიქით ძნელი. ნებისმიერი გადაადგილებისას ის არ ჩამოგძვრებათ მხრიდან და შეიძლება მიარტყათ მოარტყათ კარაბინი გადარბენა/მანევრირებისას მაგრამ ის დარჩება თქვენთან ერთად ყოველთვის.

Redi-mod

დღეს როგორც არასდროს ადრე გაადვილდა იარაღის კასტომიზაცია. ხელმისაწვდომია უამრავი აქსესუარი და დამატებითი მოწყობილობა. თუ ოპტიკა და “შუქი” აუცილებელია ხოლო ღვედი და კარგი ლულის მოწყობილობა სასურველია ყველაფერი დანარჩენი ალბათ არის “ტაქტიკური ფუფუნება”. ასეთი  ფუფუნების კარგი მაგალითია Redi-mag, რომელიც გაძლევთ საშუალებას იარაღზე დაამაგროთ დამატებითი მჭიდი. რით არის ეს მოწყობილობა კარგი? ღამე როდესაც თქვენ კარებში მტვრევის ხმა ან ახლობლების კივილი გაგაღვიძებთ და თუ თქვენ საკმარისად ჭკვიანი ხართ და იარაღი გაშვერილი ხელის სიშორეზე დევს ხომ კარგი, მაგრამ თუ იარაღი დევს სეიფში ჩაკეტილი და ვაზნებს ბებიას კარადაში მეორე სართულზე ინახავთ (მე ვიცნობ ისეთებს ვინც ასე ინახავს იარაღს) მაშინ შარში ხართ. წარმოვიდგინოთ, რომ იარაღი ახლოს გქონდათ და ეხლა ჩარბიხართ ხმაურის ხმაზე “ტრუსიკებში” და “ბრეტელებიან” მაისურში, ფეხშიშველი (ფეხშიშველი კარგია იმიტომ რომ ასე უფრო ჩუმად გადაადგილდებით) იმისთვის რომ გაერკვიოთ რა ხდება. ასეთი სცენარისას თქვენ მოგიწევთ გაუმკლავდეთ პრობლემას იმით რაც ხელში გაქვთ. ანუ ერთი კარაბინი ერთი მჭიდით, რომელიც ბევრად უკეთესია ვიდრე აკანკალებულ ხელში პისტოლეტი 15 ანემიიური ვაზნით და თოფი მაქსიმუმ 8 ვაზნით.  ასეთ შემთხვევაში redi-mag გაძლევთ საშულებას გაზარდოთ საბრძოლო კომპლექტი ორჯერ.  ეს მოწყობილობა არ ღირს კაპიკები მაგრამ მე ვთვლი რომ ასეთი ტაქტიკური “ნავაროტები” არის უფრო ფუფუნება ვიდრე აუცილებლობა. კარაბინი (და თოფიც) იმიტომ არის უკეტესი პისტოლეტზე. რომ ვაზნები რომ გამოგელიოთ თქვენ ხელში მაინც არის მეტალის ხელკეტი, რომლითაც თუ აქამდე საქმე მივიდა შეგიძლიათ ჩაქოლოთ მოწინააღმდეგე. ფუფუნების ასეთი საგნების დაყენებისას (ლაზერები, სახელურები, დიდი ზომის მართვის ელემენტები და ასე შემდეგ) გახსოვდეთ, რომ იზრდება იარაღის მასა, გაბარიტები, მატულობს დეტალების და ხრახნების რაოდენობა. ხრახნებს ჭირდება გადაჭერა, ყურადღება. ელექტრონულ მოწყობილობებს ჭირდება ელემენტები და ასე შემდეგ (გამონაკლისი თანამედროვე მაღალი კლასის კოლიმატორები, რომლებიც ერთ ელემენტზე წლობით მუშაობენ). ასე, რომ კარგად უნდა დაფიქრდეთ ზუსტად რა გჭირდებათ თქვენ კარაბინზე. გული მეწვის, როდესაც ვხედავ mymarket-ზე AR15-ებს, რომლებზეც აყენია ჩინური ხარახურები და პატრონი შვილებს იფიცება, რომ ამ ნაგავშო ათასობით დოლარი აქვს გადახდილი.

როგორ გგონიათ საჭირო არის თუ არა თავდაცვით კარაბინზე ხიშტი? ხიშტის და ასევე ღვედის თემა უკავშირდება ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება იმას რასაც ინგლისურად ეძახიან weapon retention ანუ უნარს არ მისცეთ უფლება მოწინააღმდეგეს წაგართვათ იარაღი. ღვედი ართულებს თვქენთვის იარაღის წართმევას, ხიშტი გაძლევთ საშუალებას დაჭრათ მოწინააღმდეგე, კომპენსატორს, რომელიც აყენია ჩემ იარაღზე აქვს ეკლები წინიდან, რომელიც შეიძლება ატაკოთ მოწინააღმდეგეს, ე.წ. “ბოლო შანსის დანა” დამალული ტანზე გაძლევთ საშუალებას გაუშვათ ხელი კარაბინს სანამ მოწნააღმდეგე ცდილობს ის თქვენ “გაგხადოთ” და შეეცადოთ აკუწოთ ის სანამ მოწინააღმდეგე კონცენტრირებულია იარაღის წართმევაზე. ეს თემაც ნამდვილად იმსახურებს ცალკე სტატიას და იმსახურებს იმას რომ თქვენ ამაზე დაფიქრდეთ.

lanyard safety

სამხედროები დიდიხანია იყენებენ  retention lanyard-ებს ანუ უსაფრთხოების მოწყობილობებს, იმიტომ რომ კარგად ესმით მათი საჭიროება, ისევე, როგორც გადიან შესაბამის მომზადებას. სამოქალაქო პირისთვის იგივე დანიშნულებას შეასრულებს იარაღის ღვედი.  

ორი სიტყვა “დამუღამებაზე”. ამ “ტერმინის” ქვეშ მე ვგულისხმობ იმას, რომ პატრონი იცნობს იარაღის კონსტრუქციას, ერგონომიკას,  იცის მისი მოვლა, იცის როგორ ჭედავს იარაღი ანუ რა არის ტიპიური გაჭედვა და როგორ უნდა დააბრუნოს იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში, იცის ბალისტიკა ანუ იცის ტყვიის ტრაექტორია და როგორ უნდა დაუმიზნოს სხვადასხვა მანძილებზე რომ მოარტყას სამიზნეს ზუსტად. რამდენს თქვენგანს ვინც ეხლა კითხულობთ ამ სტატიას გაქვთ კარაბინი და იცით სად ხვდება ტყვია 100 მეტრზე სროლისას და რამდენმა იცით სად ხვდება ტყვია თუ ესვრით სამიზნეს თქვენგან 2 მეტრში? თუ არ იცით ჯობია გაარკვიოთ, იმიტომ რომ ვიმეორებ თავდაცვითი სიტუაციის დროს გრძელლულიანი იარაღი გამოიყენება მოკლე ლულიანი იარაღის მანძილზე ანუ სასაუბრო დისტანციებზე.

გახსოვდეთ, 100 ვაზნიანი “ბარაბნები”, სუპერ ფარნები, ლაზერები და ჯადოსნური ტყვიები არ იგებენ შეტაკებას, ამას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა თუ თქვენ არ იცით სროლა და იარაღთან მოპყრობა და არ გაქვთ სურვილი გამოხვიდეთ დაპირისპირებიდან გამარჯვებული. 1918 წლის 8 ოქტომბერს, როდესაც ალვინ იორკმა ერთ შეტაკებაში გაანადგურა 28 მოწინააღმდეგე და 132 ტყვედ აიყვანა  მას ქონდა მხოლოდ შაშხანა Enfield M1917 და .45 კალიბრის 7 ვაზნიანი პისტოლეტი  M1911.

stay safe



2 Responses to “კარაბინი, როგორც “სახლის დაცვის იარაღი””

  1. გიორგი says:

    მოგესალმებით ლევან,
    თქვენ ახსენეთ სამიზნე მოწყობილობის ჩამოტანა/განბაჟება – ქართული სატრანსპორტო კომპანიები (როგორც USA2 Georgia) უარს ამბობენ იარაღის ნაწილები ჩამოტანაზე (მათ შორის სამიზნე მოწყობილობებზე) – თუ საიდუმლო არ არის თქვენ როგორ ახერხებთ ამ პრობლემის გადალახვას?

  2. leva says:

    ყოჩაღ ლევან
    ძალიან სასარგებლო სტატიაა

    კარგი იქნება თუ მსგავს წერილებს ბევრი იარაღის მოყვარული წაიკითხავს, თორემ მაიმარკეტის განცხადებების მიხედვით ისეთი შტაბეჭდილება მრჩება რომ იარაღის კულტურა ჩვენში თითქმის არ არსებობს

დატოვეთ კომენტარი