ჩვენი ტესტი – Beretta U22 Neos

დაპროექტებული და დამზადებული აშშ-ში Beretta U22 Neos, როგორც ეს აღნიშნულია ბერეტას საიტზე შექმნილია დამწყები მსროლელებისთვის და გასართობი სროლისთვის. ამ პისტოლეტით ბერეტა თავის დროზე შეიჭრა საშუალო ფასიანი „პლინკერების“ სეგმენტში. პისტოლეტს კონკურენცია უნდა გაეწია ისეთი პოპულარული მოდელებისთვის, როგორებიცაა RugerMkIII და Browning Buckmark. ჩემთვის ნამდვილად უცნობია რამდენად წარმატებულად იყიდება ეს პისტოლეტი კონკურენტებთან შედარებით მაგრაამ უნდა ავღნიშნო, რომ რუგერის და ბრაუნინგის პისტოლეტის ოჯახები ითვლიან ძალიან ბევრ მოდელს მაშინ როდესაც „ნეოსი“ ხელმისაწვდომია სულ სამი ლულის სიგრძით (4.5, 6 და 7.5 ინჩიანი ლულებით) და ორი შესრულების ვარიანტით, „შავი“ და „უჟანგავი“აქიდან ორივე ხელმისაწვდომია DLX ვერსიაში (Deluxe). აქედან 7.5 ინჩიანი მოდელი უკვე  აღარც გამოდის. არ არის გასაკვირი, რომ “ბაკმარკიც” და რაღა თქმა უნდა რუგერიც ჩემის აზრით გაცილებით უფრო პოპულარულია და ცნობადი. მაგრამ ამავე დროს განსხვავებით კონკურენტებისგან ყველა „ნეოსი“ აღჭურვილია ინტეგრირებული პიკატინის სამაგრით, რომელზეც შესაძლებელია ოპტიკის დაყენება და ყველა იტალიური პისტოლეტი დაკომპლექტებულია რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობებით. არც ისე ცუდია საშუალო/დაბალ ფასიანი პისტოლეტისთვის. აშშ-ში “ნეოსის” ფასი შეადგენს 250-270 დოლარს.

მიუხედავად იმისა, რომ მე ჯერ კიდევ ვეძებ კარგ .22 კალიბრის პისტოლეტს, რომელიც გაიმეორებდა 9მმ-ნი პისტოლეტის ერგონომიკას მე ვერ ვთქვი ბერეტას შეძენაზე უარი, იმიტომ რომ ფასი იყო მიმზიდველი, მე დიდი ხანია მინდოდა ოპტიკით აღჭურვილი პისტოლეტი  და ბოლოს და ბოლოს ეს ხომ ბერეტაა! ლეგენდარული იტალიური ბრენდი, ყველაზე ასაკიანი იარაღის მწარმოებელი, რომლის ისტორია 500 წელზე მეტს ითვლის. რა პრობლემები შეიძლება ქონდეს ბერეტას? 500-ზე მეტი წლის განმავლობაში რაც ეს კომპანია არსებობს მათ ისწავლეს როგორ უნდა გამოუშვა მართლა კარგი იარაღი. ხო და რატომაც არა? დღეს თბილისში ახალი “ნეოსი” ღირს უფრო იაფი ვიდრე მეორადი Walther P22, რომელიც ალბათ ყველაზე გავრცელებული .22 კალიბრის პისტოლეტია საქართველოში. 700 ლარად (ასეთ ფასად იყიდება “ნეოსი” თბილისის რამდენიმე მაღაზიაში) შესაძლებელია ასევე მეორადი მარგოლინის სპორტული პისტოლეტის ყიდვა, რომელშიც სამწუხაროდ არ არის რეკომენდირებული მაღასიჩქარიანი ვაზნების გამოყენება. ვერც ოპტიკას ზედ ვერ დააყენებ. ასე, რომ “ნეოსი” შეძენილ იქნა ტესტირების და შეფასების მიზნით.

ნეოს ძველ  ბერძნულზე ნიშნავს ახალს, და პისტოლეტი მართლაც გავს იარაღს რომელიც მოუხდებოდა, რომელიმე ფანტასტიკის ჟანრის ფილმს. პისტოლეტის ასეთი ახლებური დიზაინი შეიქმნა იტალიურ დიზაინერულ სააგენტოში Italdesign Giugiaro, რომელიც დაფუძნებულია ჯორჯატოჯუჯაროს  მიერ, რომელიც თავის მხრივ 1999 წელს დასახელდა საუკუნის ავტომობილების დიზაინერად. ნეოსის გარდა ამ სააგენტოში ასევე მაგალითად  შეიქმნა ბერეტას კიდევ ერთი იარაღი ასევე ფუტურისტული კარაბინი Сx4 Storm და გლუვლულიანი თოფი UGB25 XcelTrap. ზოგს ბერეტას დანახვაზე შეიძლება უჩნდება ასოციაციები „სტარ-ტრეკთან“ ან „ვარსკვლავეთის ომებთან“, მაგრამ მე პირადად გამახსენდაპისტოლეტი WhitneyWolverine.

whitney vol

შექმნილი საავიაციო ინჟინერის ამერიკელი რობერტ ჰილბერგის მიერ 1953 წელს  .22 კლაიბრისWhitneyWolverine არის ალბათ ერთ-ერთი ყველა დროის ყველაზე ლამაზი პისტოლეტი.

neos22-1

ესეც ჩვენი ტესტირების გმირი, Beretta U22 Neos 6.5 ინჩიანი ლულით, „შავი“ სტანდარტული ვარიანტი.

დავიცვათ რიგითობა. პირველი შეკითხვა: რა მოყვება ახალ პისტოლეტს? მას მოყვება პლასტმასის იაფიანი კეისი, ორი მჭიდი, საკეტი გასაღებით, ინსტრუქცია. ბერეტა ქმნიდა საშუალო ფასიან პისტოლეტს და შესაბამისად ყველაფერი არის მინიმალისტური და ფუნქციონალური.

ეხლა რაც შეეხება პისტოლეტის კონსტრუქციას. პისტოლეტი შედგება ოთხი ძირითადი ელემენტისგან, ეს არის საკეტი, ჩარჩო (პლასტმასის ტარით), ლულა და პიკატინის სამაგრი. ის ძალიან წააგავს ამით „ბრაუნინგ ბაკმარკს“ მაგრამ თუ უკანასკნელი იშლებოდა სამი ხრახნის მოხსნით (ორი ზედა და ერთი ლულის) ბერეტას კონსტრუქცია ხრახნებს არ ითვალისწინებს, ამის მაგივრად პისტოლეტს აქვს ჩარჩოში განლაგებული რგოლი, რომელიც ეხრახნება ლულაზე განლაგებულ ხრახნს და პრაქტიკულად კრავს პისტოლეტის კონსტრუქციას. ვინაიდან დასაშლელად სახრახნისი საჭირო არ არის დაშლა აწყობა არაფრით არ გაცვითავს არც ერთ პისტოლეტის დეტალს. სროლის დროს რგოლმა რომ არ დაიწყოს ბრუნვა ის აღჭურვილია ღილაკიანი ფიქსატორით. მე ძალიან არ მომწონდა „ბაკმარკის“ კონსტრუქცია სამი ხრახნით, ვინაიდან მე მიჩვეული ვარ ვწმინდო პისტოლეტი სროლების შემდეგ და ხრახნების მუდმივი დაშვება-დაჭერა ადრე თუ გვიან გააფუჭებს მათ. ბერეტაში, როგორც ავღნიშნე ეს პრობლემა არ არსებობს. პისტოლეტი ძალიან ადვილად იშლება და ამით ის ბევრად ჯობია ბრაუნინგსაც და რუგერსაც, უკანასკნელი ზოგადად ცნობილია თავისი უკიდურესად რთული დაშლა აწყობის პროცედურით. პისტოლეტი დაშლის შემდეგ ჩვენ დავინახავთ მასიურ დამრტყმელს (პისტოლეტი არ იყენებს ჩახმახს), რომელიც იმდენად დიდია რომ მეეჭვება როდესმე ის გატყდეს ხოლო ფორმიდან გამომდინარე ის რომც გამოვიდეს მწყობრიდან ნებისმიერი ხარატი მას ადვილად დაამზადებს. გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტი არ იყენებს ჩახმახს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი არის ძალიან მარტივი და უნდა ვივარაუდოთ, რომ პისტოლეტს არ ექნება მექანიკური პრობლემები ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში. ერთადერთი რაც არ მომეწონა, ზამბარების განლაგება. დამრტყმელის ზამბარა განლაგებულია დამაბრუნებელი ზამბარის შიგნით. ეს მე მომეჩვენა უცნაურ გადაწყვეტილებად, მაგრამ როგორც ჩანს აღნიშნული რამე პრობლემებს არ ქმნის და არც ნეტში არ წამიკითხავს რამე ამასთან დაკავშირებული. სამაგიეროდ დამრტყმელი ცილდება საკეტს დაშლისას და სასხლეტზე დაჭერისას ცილდება ჩარჩოსაც, რომელშიც ის განლაგებულია. ასეთი მიდგომა აადვილებს პისტოლეტის ხარისხიან წმენდას. პისტოლეტის წონა 920 გრამს შეადგენს. სოლიდური წონა განპირობებულია ფოლადის ფართო გამოყენებით რაც იდევ ერთი ქულა არის “ნეოსის: რესურსის სასარგებლოდ.

ზუსტი პისტოლეტის აუცილელები ატრიბუტი არის კარგი სასხლეტი. სასხლეტი “ნეოსზე” საკმაოდ მძიმეა და აქ არ უნდა გვქონდეს ილუზიები, “ნეოსი” არის მასობრივი წარმოების პისტოლეტი დამწყები მსროლელისთვის და სასხლეტიც შესაბამისი აქვს. ის ახლოსაც ვერ მივა სტანდარტული მარგოლინის სპორტული პისტოლეტის და არც “ბრაუნინგ ბაკმარკის სასხლეტამდე”. გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტი მარტივია კომპეტენტური ოსტატი ადვილად დახვეწავს „ნეოსის“ სასხლეტს მაგრამ მე შემექნა შთაბეჭდილება, რომ სასხლეტი სიმძიმე პირველ რიგში განპირობებულია სასხლეტის ზამბარის დიდი წონით.

ერგონომიკას რაც შეეხება, რამე განსაკუთრებული დახასიათების მიცემა შეუძლებელია. პისტოლეტი კარგად ზის ხელში, ბალანსიც საკმაოდ კარგი არის მიუხედავად გრძელი ლულისა. აღნიშნულს ვერ ვიტყოდი იგივე “ბრაუნინგ ბაკმარკის” ანალოგიურ გრძელლულიან მოდელებზე. ვინაიდან „ნეოსი“ უფრო ღრმად ზის ხელში ხოლო ტარის კუთხე უფრო რადიკალურია და ტარი უფრო ახლოს არის სიმძიმის ცენტრთან, გრძელი ლულა არ იგრძნობა და პისტოლეტი ზის ხელში, როგორც ჩვეულებრივი ლულით აღჭურვილი პისტოლეტი.

მჭიდის ღილაკი განლაგებულია უჩვეულო ადგილას, ჩარჩოს ზედა ნაწილში მარჯვენა მხარეს და მისი გააქტიურება ხდება მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის დაჭერით. რატომ ასე? არ ვიცი. რატომ უნდა განავითარო მსროლელში რეფლექსი, რომელიც იმუშავებს მარტო „ნეოსიდან“ სროლისას? ჩემთვის ეს გამოცანად დარჩა. შემდეგ კიდევ ერთი ნეგატიური ნიუანსი, მჭიდი იმალება ტარში ბოლომდე რის გამოც თუ მას ჩვეულებრივად ტარში მოათავსებთ ქვევიდან ხელის გულით მიწოლით მჭიდის ძირზე, დიდი ალბათობით ის ბოლომდე არ ჩაჯდება და საჭირო გახდება მისი შიგნით მიწევა თითებით. თუ არ ჩავთვლით მჭიდის ღილაკის უჩვეულო განლაგებას და მჭიდის მოთავსების ამ თავისებურებას პისტოლეტი მთლიანობაში მაღალი ერგონომიული მაჩვენებლებით გამოირჩევა. მე მაქვს დიდი ეჭვი, რომ “პლინკერების” შექმნას დიდ კომპანიებში ხშირად ანდობენ დამწყებ ახალგაზრდა კონსტრუქტორებს, რის გამოც ასეთ იარაღში ხშირად ვაწყდებით უცნაორობებს კონსტრუქციაში. უცნაურობებს, რომლებიც წარმოუდგენელია მსხვილკალიბრიან იარაღში. მე ვიხსენებ “სევიჯის” მცირეკალიბრიან შაშხანას, რომელიდანაც საკეტს ვერ ამოიღებდით სანამ ლულას არ მოხსნიდით….

პისტოლეტის მექანიკური მცველი ორმხრივია. ის არ არის მაინცდამაინც მოხერხებული მაგრამ თავის ფუნქციას ასრულებს. თუ ის ჩართულია ის ედება ხელს და ამით მსროლელი ადვილად ხვდება რომ მცველი გააქტიურებულია.

neos diss

ასე გამოიყურება დაშლილი და წმენდისთვის გამზადებული „ნეოსი“

პისტოლეტი აღჭურვილია ძალიან კომპაქტური რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობებით. მე მომწონს რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები პისტოლეტებზე, რომლებიც გაძლევენ საშუალებას ზუსტად მიისროლოთ იარაღი და მოარგოთ ის კონკრეტულ მანძილს და მუხტს, არ მომწონს მხოლოდ ის რომ სამიზნე მოწყობილობები, რომლებიც ამის საშუალებას გაძლევენ, როგორც წესი გაბარიტულია და ხანდახან ზედმეტად რთული. „ნეოსის“ შემთხვევაში ეს ასე არ არის.  საყვედურს იმსახურებს მხოლოდ ზედმეტად განიერი წინა სამიზნე მოწყობილობა, რომელიც დამიზნებისას უკანა სამიზნეში მოთავსების შემდეგ ძალიან ცოტა შუქს ატარებს და სამიზნის მიმართ ძალიან განიერია. უახლოეს მომავალში მე შევეცდები მისი სიგანე შევამცირო.

Beretta_dlx

DLX ვერსიას სასხლეტი აქვს რეგულირებადი, ასევე განსხვავებით სტანდარტული ვერსიისგან მას მოყვება ცვლადი წინა სამიზნეების კომპლექტი. ასევე ასეთ შესრულებაში პისტოლეტს აქვს „ნეოსის“ საფირმო ლოგო.

სიზუსტეს რაც შეეხება ჩემი ღრმა რწმენით განიერი წინა სამიზნე მოწყობილობა და მძიმე სასხლეტი არ გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ამ პისტოლეტის სრული პოტენციალი, თუმცა ასეთ პირობებშიც „ნეოსმა“ ღირსეული შედეგი გვანახა. სხვა ვაზნების გამოყენებით დიდი ალბათობით შედეგი კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

neos target

ჯგუფები ნასროლი ხელიდან,  დაახლოებით 20 მეტრის მანძილიდან. ვაზნა Eley Sport

სროლის დროს პისტოლეტმა კატეგორიული უარი თქვა EleySport-ის მონელებაზე. ეს ვაზნა ცნობილია იმით რომ არის ყველაზე იაფია რაც დღეს თბილისში იყიდება და ასევე იმით, რომ ძალიან ბევრი ნახევრად-ავტომატური იარაღი არ მუშაობს საიმედოდ ამ ვაზნის გამოყენებისას. „ნეოსმა“ როგორც აღვნიშნე არ მოიწონა ეს ვაზნები და დაბრკოლებები სროლისას ხდებოდა მინიმუმ ყოველ მჭიდზე. პისტოლეტი უბრალოდ ვერ აგდებდა მასრას და ის საკეტსა და ლულას შორის იჭედებოდა. დღეს ნომენკლატურა ვაზნების იზრდება და შესაბამისად ადვილად მოიძებნება Eley Sport-ის შემცვლელიც ასე, რომ „ნეოსის“ ეს „კაპრიზი“ რეალურად პრობლემას არ წარმოადგენს. დანარჩენში პისტოლეტი არის ძალიან კარგი. ეს ხომ ბერეტაა. პისტოლეტი ძალიან სასიამოვნოა სასროლად, კარგად გამოიყურება, ზუსტია და მოსახერხებელი. ბალანსიც მიუხედავად გრძელი ლულისა არის როგორც უკვე აღვნიშნე ძალიან კარგი.

neos mag

ის ვინც ბევრს ისვრის .22 კალიბრს იცის რამდენად მნიშვნელოვანია ეს პატარა დეტალი მჭიდზე. მისი საშუალებით „ნეოსის“ მჭიდები ადვილად ივსება 10 ვაზნით. მჭიდები კარგი ხარისხისაა და ადვილად იშლება გასაწმენდად. 

პისტოლეტი არ არის შექმნილი, როგორც სასწავლო დანამატი სამსახურეობრივი იარაღისთვის. ამიტომაც განსხვავებული ერგონომიკა არ არის გასაკვირი, თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ მჭიდის ღილაკის ასეთი განლაგება არის შეცდომა. პისტოლეტი განკუთვნილია გასართობი სროლისთვის და გამოდგება იმისთვის, რომ მისმა პატრონმა დახვეწოს ზუსტი სროლის უნარები. ყველა „ნეოსზე“ არის გათვალისწინებული ოპტიკური სამიზნის დაყენება რაც გართობის ფაქტორს მნიშვნელოვნად ზრდის.

NEOS_CarbineWithScope-3

ასევე საზღვარგარეთ იყიდება კომპლექტები, რომლის საშუალებითაც პისტოლეტი იქცევა კარაბინად. აღნიშნული ტრანსფორმაციის განხორციელება ადვილად შეუძლია იარაღის პატრონს.

მოდულური, ტექნოლოგიური პისტოლეტი, დამზადებული ბერეტას მაღალი ხარისხის  სტანდარტებით, ბერეტა „ნეოსი“ არის უდავოდ ძალიან  კარგი იარაღი ყველასთვის ვისაც უნდა ზუსტი და საიმედო პისტოლეტი მიზანში სასროლად, გასართობი სროლისთვის ან უბრალოდ როგორც პირველი პისტოლეტი რომ ჩაწვდეს ზუსტი სროლის საფუძვლებს.

და ბოლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ პისტოლეტის მფლობელებისთვის. ეს პისტოლეტები ძველი ტიპის დამრტყმელით შესაძლებელია შემტხვევით გაისროლოს მაშინ როდესაც მსროლელი შეეცდებამცველის ჩაკეტვას. აღნიშნული პრობლემის აღმოჩენისთანავე ბერეტამ მოუწოდა მყიდველებს დაებრუნებინათ პისტოლეტები, რომ მომხდარიყო მათი მოდერნიზაცია. ბუნებრივია ბრუნვაში დარჩა პისტოლეტები ძველი ტიპის დამრტყმელებით თუმცა ალბათობა წააწყდეთ მათ თბილისში მცირეა მაგრამ ის მაინც არსებობს. პოტენციალურად დეფექტური პისტოლეტის იდენტიფიცირება შესაძლებელია დმარტყმელის ფორმის მიხედვით. ხოლო სურათში ნაჩვენებია ვიზუალური სხვაობა ძველ (პოტენციალურად საშიშ) პისტოლეტს და ახალ მოდელებს შორის.

U22 recall ge



დატოვეთ კომენტარი