მფლობელის თვალით – Unique “Ld”

Ld

რა ვიცით ჩვენ ფრანგულ იარაღზე? ალბათ ბევრი არაფერი. ყოველ შემთხვევაში მე ბევრი არაფერი არ მსმენია ფრანგულ იარაღზე.  მე არ მინდა ამით ვთქვა, რომ ფრანგებს არანაირი წვლილი არ შეუტანიათ ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების საქმეში, როგორც რუსებს, რომლებიც მარტო სხვებს პარავდნენ და “აკოპირებდნენ” ყველაფერს ან თავისი ჭკუით “აუმჯობესებდნენ”, სიმართლეში კიდე ადაპტაციას უკეთებდნენ უცხოურ მოგონებებს რომ მათ ემუშავათ გაუნათლებელი და ბრიყვი საშუალო სტატისტიკური რუსი ჯარისკაცის ხელში. ფრანგებს საკმაოდ ბევრი პიონერული გამოგონება უკავშირდებათ რამაც მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ცეცხლსასროლი იარაღის და მისი წარმოების გაანვითარებას. ალბათ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფრანგი ქიმიკოსის პაულ ვილეილეს მიერ შექმნილი უკვამლო დენთი და შესაბამისად საფრანგეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო შეიარაღებაში შაშხანა (1886 წლის მოდელის ლებელის სისტემის) რომელი იყენებდა 8მმ-ან ვაზნას სადაც უკვამლო დენთი გამოიყენებოდა. ასევე შეიძლება გავიხსენოთ ისიც, რომ ფრანგებს ეკუთვნით პირველი თანამედროვე ქვემეხის კონსტრუქცია.  მათი 1898 წლის 75მმ-ნი ქვემეხი პირველად იყენებდა ჰიდრო-პნევმატურ უკუცემის მექანიზმს და ამ ქვემეხმა განსაზღვრა არტილერიის სახე მომავალი ასი და მეტი წლის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული არმია და სამართალდამცავები იყენებენ უცხოური წარმოების პისტოლეტებს დანარჩენი ცეცხლსასროლი იარაღი ადგილობრივი წარმოების არის. ჩვენი სტატიის გმირი ამჯერად არის ფრანგული მცირეკალიბრიანი პისტოლეტი Unique Model L. ამ ოჯახის პისტოლეტებს (რომელიც ითვლის სამ მოდელს) საფუძვლად უდევს რამდენიმე მოდელი, რომელსაც ეს ფრანგული მწარმოებელი ადრე უშვებდა მათ შორის ერთი პისტოლეტი რომელსაც ის უშვებდა გერმანული ოკუპაციის დროს ოკუპანტების დაკვეთით. ანუ ჩვენ პატარა პისტოლეტს გარკვეული გერმანული ფესვებიც აქვს. რაც შეეხება მწარმოებელს მისი ოფიციალური სახელი იყო  Manufacture d’ Armes des Pyrénées Françaises (MAPF). კომპანია დაარსდა 1924 წელს და ქონდა სახელი Uria & Arenas Frères მაგრამ 1928 წელს წარმოებამ გადაინაცვლა ენდაიში (საფრანგეთი) და სახელიც იმ დროს შეეცვალა. 2001 წელს ამ კომპანიამ შეწყვიტა არსებობა. თავისი არსებობის განმავლობაში კომპანია უშვებდა დაახლოებით 20 მოდელის პისტოლეტს, რომელთა უმეტესობა იყო მარტივი ჯიბის/კომპაქტური ავტომატური პისტოლეტი მაგრამ მაგათთან ერთად ასევე უშვებდა სპეციალიზირებულ სპორტულ მოდელებს და ასევე მცირეკალიბრიან კარაბინებს და სპორტულ შაშხანებს.  მათი პისტოლეტებით იარაღდებოდნენ ფრანგი სამართალდამცავები  და 1951 წლიდან ფრანგმა სამართალდამცავებმა მიიღეს 102 000 ასეთი პისტოლეტი. კომპანია სთავაზობდა მყიდველს პისტოლეტს ორი კონფიგურაციით, პირველი იყო 7.65 კალიბრის სამსახურეობრივი იარაღი, ხოლო მეორე იყო იდენტური პისტოლეტი მაგრამ ის ჩაფიქრებული იყო, როგორც სასწავლო და მისი კალიბრი იყო .22lr. მოდელი RR51 და RD სწორედ ამ კონცეფციის მიხედვით შეიქმნა ხოლო მოდელი L-ის წარმოება  რომელიც დაფუძნებულია 51-ე მოდელზე დაიწყო სავარაუდოთ 1952 წელს.  Unique L ამჯერად გამოდიოდა უკვე სამ კალიბრში .380ACP (Model Lf), .32ACP (Model Lc) და .22LR (Model Ld).

map unique mod rr51 cal 765 et mod rd-05

მოდელები RR და RD

თუ მოდელი 51 ძალიან გავდა 1905 წლის ბრაუნინგის პისტოლეტს (ხოლო უფრო ადრინდელი ამ კომპანიის პისტოლეტები პრაქტიკულად ბრაუნინგის კოპიები იყო), მოდელი L უკვე განსხვავებული ქმნილება იყო. ისედაც პირობითადაც ამ კომპანიის პროდუქცია იყოფა ორ პერიოდად მეორე მსოფლიო ომამდე და მის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომამდე კომპანია უშვებდა როგორც უკვე ავღნიშნე ბრაუნინგის პისტოლეტის კოპიებს როგორც საკუთარი სახელით ასევე სხვა დამკვეთების სპეციფიკაციებით და მათი სახლწოდებების მინიჭებით. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო იმ წლებში და ეიბარი (კუთხე ესპანეთში) პრაქტიკულად ესაზღვრებოდა ენდაეს სადაც ფრანგული კომპანია მდებარეობდა ამიტომაც ეიბარის გავლენაც ასე იგრძნობა ამ კომპანიის პროდუქციაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე წარმოადგენა ბრაუნინგის 1906 წლის და 1910 წლის მოდლების კოპიებს უმნივნელო მოდიფიკაციებით, როგორც ეს ეიბარში ხდებოდა. კომპანიის დამფუძნებელის სახელი არის ხოსე (ჟოზე) ურია რაც მეტყველებს იმაზე რომ ის სავარაუდოთ ფრანგი ბასკი იყო.  პისტოლეტები, რომლებსაც ეს კომპანია უშვებდა იყო იმ დროის ევროპისთვის ტიპიური ჯიბის თვადაცვითი მოდელები. .მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონსტრუქცია პისტოლეტების შეიცვალა და გახდა უფრო ორიგინალური ხოლო პროდუქციის ნომენკლატურას დაემატა სპეციალური სპორტული მოდელები.

unique 17 roger papke-02

Model R17, პისტოლეტი, რომლისგანაც დაიწყო “Unique”ების ისტორია. არჩეული გერმანელი ოკუპანტების მიერ წარმოებისთვის, როგორც ე.წ. “Kriegsmodel”.

ეხლა, რომ გადავიდეთ ჩვენი პისტოლეტის ტექნიკურ აღწერილობაზე, ყურადღებას იქცევს ლულის ფიქსაციის მეთოდი, როდესაც ლულა ფიქსირდება ჩარჩოში გაყრილი ღერძით, რომელიც მცველის ფუნქციასაც ასრულებს. 51-ე მოდელში შედარებისთვის ლულა ფიქსირდებოდა ისევე როგორც 1906 წლის ბრაუნინგში, როდესაც ლულა ტრიალდებოდა და ჯდებოდა სპეციალურ ჭრილებში პისტოლეტის ჩარჩოში. აღნიშნული ლულის ფიქსაციის მეთოდი დღესაც გამოიყენება მაგალითად ჩეხურ Cz92-ში. არაფერი ცუდი ლულის ასეთი ფიქსაციაში არ არის გარდა იმისა, რომ დაშლა აწყობა ამ პისტოლეტის ცოტათი გართულებულია.   იმისთვის, რომ დაშალოთ  მოდელი L უნდა გაწიოთ საკეტი უკან და ჩართოთ მცველი. ასე საკეტი ჩაიკეტება გახსნილ მდგომარეობაში ხოლო ლულა გათავისუფლდება. დააწექით ლულას წინიდან და ის გაიწევა უკან და მოცილდება ჩარჩოს. მას მერე რაც ლულას ამოიღებთ, გაუშვით საკეტი წინ და ის ასევე მოცილდება ჩარჩოს. იარაღი დაშლილია და მზად არის წმენდისთვის.

უსაფრთხოებას რაც შეეხება, ფრანგებმა  ჩაატიეს ამ პისტოლეტში საკამოდ ბევრი უსაფრთხოების მექანიზმი. პირველ რიგში უკვე ნახსენები მექანიკური მცველი. მართალია დღევანდელი სტანდარტებით მცველი არალოგიკური კონსტრუქციის არის მაგრამ ღილაკი დიდია და მისი ჩართვა გამორთვა ადვილია. შემდეგ უკვე მოდის მჭიდის მცველი, იარაღი არ ისვრის თუ მჭიდი ტარში არ არის მოთავსებული. შემდეგ პისტოლეტი არ გაისვრის თუ საკეტი არ არის ბოლომდე დაკეტილი და დამატებით ჩახმახს აქვს ნახევრად შეყენების ფუნქციაც. მჭიდის ღილაკი განთავსებულია ტარის გვერდიდან მის უკანა ნაწილში (როგორც ბერეტა 71-ში).

mag safety unique l

მჭიდის მცველი, რომელიც ედება ვაზნას ნაჩვენებია ისრით

დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების არის გარეთ განლაგებული ჩახმახით. სასხლეტი ძალიან მძიმეა მაგრამ სვლა მოკლე არის. ტარი მოკლეა იტევს რკინის მჭიდს რომლის ტევადობა არის ყურადღება: 10 ვაზნა. იმ დროისთვის ეს პრაქტიკულად მაღალი ტევადობის მჭიდი იყო. ეს ტევადობა მით უფრო შთამბეჭდავია თუ გავითვალისწინეთ პისტოლეტის სხვებთან შედარებით მოკლე ტარს. ტარის პანელები არი დამზადებული ყავისფერი პლასტმასისგან. ეს დეტალები მყიფეა და მათი მოხსნა დაყენებისა ფრთხილად უნდა იყოთ რომ ისინი არ გატეხოთ. ტარის ქვედა მარცხენა ნაწილში განლაგებულია მჭიდის ღილაკი.  სამიზნე მოწყობილობები ადეკვატურია მაგრამ ძალიან დაბალია. ზე-ზუსტი სროლისთვის ისინი არ გამოდგება მაგრამ საკმარისია რომ კარგი შედეგები მიიღოთ არაფორმალური/გასართობი  სროლის (პლინკინგის) დროს.

პისტოლეტი სუფთად არის დამზადებული და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ეს არც არის გასაკვირი, ჯიბის პისტოლეტების გარდა კომპანია უშვებდა მაღალი კლასის სპეციალიზირებულ სპორტულ მოდელებს, როგორც პისტოლეტებს ასევე შაშხანებს. ჩვენი პისტოლეტის ჩარჩო დამზადებულია ფოლადისგან თუმცა არის მოდელების ალუმინის ჩარჩოთი. .22 კალიბრის პისტოლეტის  საკეტი მსუბუქი შენადნობისგან არის დამზადებული. დაფარვა არის პრიალა შავი ფერის და ზოგადად პისტოლეტი კარგად გამოიყურება. მოკლე ტაქტიკურ ტექნიკური მახასიათებლები შემდეგია: ლულის სიგრძე 87mm, წონა 560 გრამი, მჭიდის ტევადობა 10 ვაზნა.

Unique L disasembled

ასე გამოიყურება პისტოლეტი დაშლილ მდგომარეობაში

რაც შეეხება სროლას აქ ჩვენ შერეული გრძნობები დაგვრჩა. ერთის მხრივ პისტოლეტს აქვს მძიმე სასხლეტი, მოკლე ტარი და არც თუ ისე მოსახერხებელი სამიზნე მოწყობილობები. სროლისას ჩახმახი პერიოდულად კბენდა მსროლელის ხელს. მიუხედავად ამისა პატარა 10 ვაზნიანი პისტოლეტიდან სროლა იყო სასიამოვნო გართობა ხოლო სიზუსტე იყო ფრიად შთამბეჭდავი. პისტოლეტმა მოინელა ყველა ვაზნა სხვადასხვა საწყისი სიჩქარით და ტყვიის ფორმით და აჩვენა აბსოლუტური საიმედოობა. სიზუსტე იყო ძალიან კარგი ამ ტიპის პისტოლეტისთვის რაც სურათიდანაც ჩანს. შედარებისთვის იყო გამოყენებული თანამედროვე Walther P22. ფრანგული პისტოლეტი მიუხედავად უფრო მოკლე ტარისა იტევდა იგივე რაოდენობის ვაზნებს, მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ პისტოლეტს ქონდა ათი თავით უკეთესი ერგონომიკა და უფრო დიდი ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები და თან უფრო მსუბუქი სასხლეტი სროლის შედეგებმა ჩვენ გაგვაოცა. პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ ფრანგული პისტოლეტი ისროდა ოდნავ დაბლა და მარჯვნივ რაც არარეგულირებადი სამიზნე მოწყობილობების შემთხვევაში ასე ადვილად გამოსასწორებელი არ არის. წინა სამიზნე მოწყობილობა ლულის განუყრელი ნაწილია მაგრამ უკანა სამიზნე მოწყობილობის რეგულირება შესაძლებელია მისი გაწევით მარცხნივ ან მარჯვნივ. ამ ოპერაციის განოხორციელებისას დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ვინაიდან საკეტი რბილი ალუმინისგან არის დამზადებული და მისი დაზიანება შედარებით ადვილია.

Unique vs walther

სურათს შედეგების გთავაზობთ კომენტარების გარეშე. სროლის მანძილი 15 მეტრი.

თბილისში კარგახანია იყიდება .22 კალიბრის ვაზნები Eley Sport. ეს საკმაოდ სუსტი ვაზნაა, რომელიც ღირს საკმაოდ იაფი (22.5 ლარი 50 ცალში). ეს  ვაზნა კარგია სავარჯიშო და გასართობი სროლისთვის მაგრამ ის ცნობილია იმით, რომ არ მუშაობს საიმედოთ ნახევრად ავტომატურ იარაღში. სულ ბოლოს მაგალითად Beretta Neos-მაც თქვა უარი მათ მონელებაზე, მანამდე ჩვენ გვქონდა პრობლემები საიმედოობასთან როდესაც ამ ვაზნას სხვა ნახევრად ავტომატურ იარაღში ვიყენებდით. ჩვენმა პისტოლეტმა უპრობლემოდ იმუშავა ამ ვაზნასთან და ამიტომაც ის იმსახურებს საიმედო იარაღის წოდებას. არანაირ დაბრკოლებას სროლისას ადგილი არ ქონდა თუმცა სროლის დროს გამოჩნდა გარკვეული ნაკლოვანებებიც. პირველ რიგში, როგორც აღვნიშნე ჩახმახი “კბენდა” მსროლელს ხელზე და საჭირო გახდა ჩახმახის ფორმის შეცვლა, რომ ეს გამორიცხულიყო. ეს დეტალი არ არის დაფარული და მოდიფიკაციაც ადვილად მოხდა. უბრალოდ ზედმეტი მეტალის მოხსნა მოხდა რომ ხელის კანი არ მოყოლილიყო ჩახმახსა და ჩარჩოს შორის. პისტოლეტს არ აქვს საკეტის შემაკავებელი რაც დღევანდელი სტანდარტებით მინუსია.  თუ მჭიდი ამოღებულია სავაზნიდან გაუსროლელი ვაზნის ექსტრაქცია არ ხდება ანუ ვაზნა კი ამოდის სავაზნიდან მაგრამ მისი ამოგდება არ ხდება. მჭიდის მცველი რომელიც ტარის შიგნით არის განლაგებული ედება ტყვიას, როდესაც ცდილობთ მჭიდის ამოღებას და შეიძლება ის ამოაძროს ნაწილობრივ მჭიდიდან ან აათალოს ტყვიას თავი. ეს არის პრინციპში საექსპლუატაციო თავისებურებები ვინაიდან ვიმეორებ პისტოლეტის ისვრის, ისვრის ზუსტად და საიმედოთაც მუშაობს. შესრულება არის კარგი, ღიმილს იწვევს დიდი ოთხკუთხედა საკეტი, რომელიც არ გამოიყურება ესთეტიურად, ტარის პანელებიც თხელია და თუ დაუჯერებთ გამოხმაურებებს ხშირადაც ტყდება. ამას ყველაფერს შემიძლია დაუმატო მხოლოდ ის, რომ პისტოლეტს მხოლოდ ერთი მჭიდი მოყვება.

Unuque L bite

ადგილი, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეს მსროლელი Unique-ის სროლისას. 

ეხლა საიდან მოხვდა ეს პისტოლეტი საქართველოში? არც ისე დიდიხნის წინ ერთ ერთმა იმპორტიორმა შემოიტანა დიდი პარტია მეორადი .22 კალიბრის იარაღების და ეს პისტოლეტების გარკვეული რაოდენობა აღმოჩნდა საქართველოში. ამავე პარტიას მოყვა ასევე ბერეტა 71-ებიც, რომელზეც მე უკვე ვწერდი ადრე. ისევე, როგორც ნახსენები ბერეტები ეს პისტოლეტიც იყო დაფარული დროთა განმავლობაში გამომშრალი საფოხით და საჭირო გახდა მისი ხანგრძლივი წმენდა. პისტოლეტს მოყვებოდა მუყაოს წითელი ყუთი, მხოლოდ ერთი მჭიდი და საკმაოდ ლამაზი ფერადი ინსტრუქცია, რომელიც იყო თხრობით სტილში და მოიცავდა ძალიან ლამაზად დაწერილ პისტოლეტის აღწერილობას. აი მაგალითად ეს წინადადება როგორ ჟღერს: დამრტყმელი დაფიქსირებულია საკეტში არა შტიფტის მეშვეობით, არამედ სპეციალური მოსახსნელი ფირფიტით. ეს თავისებურება, რომელიც როგორც წესი გვხვდება მაღალი კლასის იარაღებში მეტყველებს იმ ყურადღებაზე, რომელიც დაეთმო ამ პისტოლეტის დიზაინს.  საინტერესოა არა?

მიუხედავად იმისა, რომ ეს პისტოლეტი არის მორალურად მოძველებული ის მაინც წარმოადგენს საინტერესო ნიმუშს იმისა, თუ როგორი მიდგომები იყო ადრე იარაღის წარმოების დროს. პისტოლეტმა პრაქტიკულად არ დაუთმო პოზიციები ფუტურისტულ ვალტერ პ22-ს არა და სხვაობა ასაკში იყო თითქმის ნახევარი საუკუნე. ეს პისტოლეტი კვლავ ინახება საფრანგეთის არსენალებში ხოლო რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბოლო შესყიდვა ამ პისტოლეტების ფრანგი სამართალდამცავების მიერ განხორციელდა 1998 წელს! უფრო მეტიც, “იუნიკის” სერიის პისტოლეტები იმდენად წარმატებული იყო რომ 1988 წელს ამ მწარმოებელმა მესამეჯერ შეიცვალა სახელი და სავაჭრ ნიშანი “Unique” გახდა კომპანიის სახელის ნაწილი: Manufacture d’ Armes “Unique”.

mapf unique carabine-01

მოდელი “l” ასევე იყიდებოდა ე.წ. “კომბო” კონფიგურაციაში რა დროსაც პისტოლეტი კეთდებოდა კარაბინად. 

მთლიანობაში მიუხედავად გარკველი საექსპლუატაციო ნაკლოვანებებისა Unique Ld არის სასიამოვნო პატარა პისტოლეტი, რომელიც გამოდგება გასართობი სროლისთვის და გამომდინარე იქიდან, რომ ის საიმედოც არის გამოდგება თავდაცვისთვის თუ მასზე უკეთესი არაფერი არ მოიძებნება. მომხმარებლები წერენ, რომ პისტოლეტი ინელებს მათ შორის “ცხელ” .22 კალიბრის ვაზნებს და რაიმე შეზღუდვის შესახებ მათ გამოყენებაზე მე არ მსმენია.  აქიდან გამომდინარე ეს პისტოლეტი იკავებს ადგილს იმ მოდელებს შორის, რომლებიც საიმედოთ მუშაობენ ნამდვილად ყველა ტიპის .22 კლაიბრის ვაზნასთან. იარაღი კარგად არის დამზადებული და დარწმუნებული ვარ მისი შეძენის შემთხვევაში ის გაახარებს თავის პატრონს.



დატოვეთ კომენტარი