OODA Loop

გავიხსენოთ ფილმი Con Air სადაც „კარგი ბიჭი“ კამერონ პო (ნიკოლას კეიჯი) გასამართლებული ჩხუბში ადამიანის მკვლელობისთვის მოხვდება სპეც რეისზე ყველაზე სასტიკ დამნაშავეებთან. პო გასამართლდა იმის გამო, რომ როგორც მოსამართლე იტყვის გამოიყება სპეციალური სამხედრო მომზადება (სცენარის მიხედვით ის იყო არმიის რეინჯერი) იმისთვის რომ დაესაჯა სამოქალაქო პირები. ანალოგიური მომენტები ხშირად გვხვდება კინოში, ვეტერანი, პროფესიონალი სამხედრო, კარგად გაწვრთნილი “სიკვდილის მანქნანა” სამოქალაქო ცხოვრებაში ვერ აკონტროლებს თავის თავს და ხშირად შედარებით უწყინარ სიტუაციაზე რეაგირებს როგორც საბრძოლო სიტუაციაში და იყენებს სპეციფიურ უნარჩვევებს რასაც დამანგრეველი შედეგები მოყვება. იცით თუ არა თქვენ, რომ ამ პოპულარულ კინო სცენას შეიძლება ქონდეს აბსოლუტურად ლოგიკური მეცნიერული ახსნა?

50-ან წლებში აშშ-ის საჰაერო ძალების ოფიცერი ჯონ ბოიდი დაკავდა კორეული მიგ-15-ის და ამერიკული ეფ-86 “სეიბრის” საჰაერო ბრძოლების ანალიზით. მან შეიმუშავა ე.წ. “OODA loop”, კონცეფცია, რომელიც სწავლობს თუ როგორ რეაგირებს ადამიანი ან ორგანიზაცია სხვადასხვა მოვლენაზე. OODA იშიფრება როგორც Observe/დააკვირდი, Orient/გაერკვიე Decide/გადაწყვიტე, Act/იმოქმედე. ბოიდის აზრით აღნიშნულ ციკლში დრო არის უმთავრესი ფაქტორი. პილოტი ყველაზე მოკლე OODA ციკლით გამოვა გამარჯვებული საჰაერო შეტაკებიდან.

boyd loop

ბოიდის კონცეფციის გრაფიკული გამოსახულება. 

დაკვირვების ეტაპი გულისხმობს იმ ნედლ ინფორმაციის შეგროვებას, რომელზე დაყრდნობითაც ხდება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. მეორე ფაზა, გარკვევა, გულისხმობს საცავს, რომელშიც მოთავსებულია ჩვენი გენეტიკური მემკვიდრეობა, კულტურული ტრადიციები და გამოცდილება. ეს არის უმნიშვნელოვანესი ვინაიდან სწორედ ეს განაპირობებს იმას თუ როგორ ვაკვირდებით ჩვენ მოვლენას, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას და როგორ ვმოქმედებთ. ანუ ეს არის ერთგვარი ფილტრი, რომელშიც ჩვენ ვატარებთ მოვლენას. მას მერე რაც თქვენ გაერკვევით თუ რა ხდება თქვენს ირგვლივ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას მოქმედებაზე და ბოლოს უკვე იწყებთ მოქმედებას. თავდაცვის მეცნიერების გადმოსახედიდან ის ვინც შეასრულებს ამ ციკლს უფრო მოკლე დროში იდეაში მოიგებს ორთაბრძოლას. ხოლო ფოკუსი იმაშია, რომ თუ პირველი რაც თქვენ დაინახეთ/იგრძენით არის დარტყმა, გასროლა, მაშინ თქვენი ციკლი სამი საფეხურით დაგვიანებულია. თქვენ არ გაქვთ დაკვირვების და გარკვევის დრო. სანამ თქვენ შეეცდებით გარკვევას თუ რა ხდება/მოხდა ყველაფერი უკვე დამთავრებული იქნება და თქვენ დიდი ალბათობით მსხვერპლი გახდებით. პოტენციალურად ყველაზე ნელი ეტაპები გარკვევის და შემდგომ გადაწყვეტილების მიღების ჩქარდება თუ არის საკმარისი ცოდნა და გამოცდილება. მაგალითად ხელჩართული ორთაბრძოლების ოსტატმა იცის რომ დარტყმის ამოცნობა შესაძლებელია წინასწარ. იცვლება ხედვა, დგომა, სუნთქვა, ხოლო იწყება დარტყმა სპეციფიური მოძრაობებით, რომელსაც გამოცდილი თვალი ეგრევე დააფიქსირებს, ისევე როგორც გამოცდილი თვალი განასხვავებს იარაღის შესამოწმებლად მოძრაობას იარაღის ამოღების მოძრაობისგან. აღნიშნული კონცეფცია ადასტურებს მოსაზრებას რომ ქმედება ყოველთვის ჯობნის რეაქციას. ამიტომაც  როდესაც თქვენ ხედავთ რომ თავდასხმა პროცესშია ყველაზე მნიშვნელოვანია მიხვდეთ რომ დროა იმოქმედოთ ეგრევე ანუ გადახვიდეთ ბოლო მოქმედების ეტაპზე. ამიტომაც მებრძოლების/ოპერატორების მომზადება კონტრჩასაფრებაში გულისხმობს ბოიდის ციკლის მხოლოდ ორი ეტაპის გამოყენებას, დააკვირდი და იმოქმედე. მომზადების ციკლი ავითარებს ოპერატორში უნარს  იმოქმედოს დაუყონებლივ საფრთხის დანახვის თანავე მანამ სანამ საპასუხო ქმედებები არ გახდება რეფლექსი. არ ხდება იდეალური შედეგის მიღწევა კურსანტი წახალისდება ყოველთვის როდესაც ინსტრუქტორი შეამჩნევს პროგრესს, ეს არის უწყვეტი სწავლის პროცესი.  თუ ხდება ა უნდა გააკეთო ბ და ასე შემდეგ.  (კამერონ პომ დაინახა თავდასხმა და გააკეთა ის ის რაც მას ასწავლეს, გაანადგურა საფრთხე, უბრალოდ ეს მოხდა არა ბრძოლის ველზე არამედ ბარის ეზოში რამაც მას ციხეში ამოაყოფინა თავი). ასე რომ, როგორც ხედავთ ამ ტიპიური „კინოშნიკური“ სცენარის უკან დგას მთელი კონცეფცია.

და ბოლოს, ჩემი ნამდვილი ან უფრო სწორედ იძულებითი სამსახურიდან გამომდინარე მე მიწევს ხშირად ტრენინგების ჩატარება ქართველი მსმენელებისთვის. როდესაც მე უხსნი ანალოგიურ კონცეფციებს, ხშირად ვხედავ სკეპტიციზმს მათ სახეებზე. ვიღაცამ, რაღაცა ამერიკებში მოიგონა, ეს აქ არ იმუშავებს, ჩვენთვის ეს ადრეა, იმათმა არ იციან ჩვენი სპეციფიკა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ასეთი განწყობით ხალხი მაგალითად მერე მიდის და ქმნის რაღაცა კომიკურ იარაღებს და ითხოვს სახელმწიფო დამხარებას, გრანტებს, აღიარებას და პატივისცემას. ან იგონებს რაღაცა სისულელეებს ფორუმზე და თავის სადიდებელ ექსტრა სადღეგრძელოს იგებს სახინკლეში … მე არ ვარ პირველი ვინც ამას ვამჩნევ. რამდენიმე წლის წინ მე წავიკითხე ებრაელი ინსტრუქტორების ინტერვიუ სადაც ისინი ახასიათებდნენ მათ ქართველ მოწაფეებს როგორც ამპარატავან მატრაბაზებს, რომლებსაც არაფრის სწავლის სურვილი არ ქონდათ სამაგიეროდ პირდებოდნენ ინსტრუქტორებს სახლებს სოხუმში მას მერე რაც რუსებს და ბხაზებს დაამრცხებდნე. რა შედეგი მივიღეთ 2008 წელს მგონი შეხსენება არ ღირს. OODA Loop-ის ავტორი ჯონ ბოიდი, გადამდგარი პოლკოვნიკი, ასევე არის F-16, F-15 და F-18 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების კონცეფციის ავტორი. მას უწოდებენ ოპერაცია „ქარიშხალი უდაბნოში“  გამარჯვების არქიტექტორს. მის მიერ შექმნილი ანალიტიკური ჯგუფი მეტსახელად „მფრინავთა მაფია“ დგას უამრავი ბრწყინვალე იდეის სათავეში, რომელთა წყალობითაც აშშ-ის საჰაერო ძალები გახდა ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანა კაცობრიობის ისტორიაში. მისი კონცეფციების მიხედვით შექმნილმა საბრძოლო თვითმფრინავებმა გადაწიეს კონკურენტი საბჭოთა თვითმფრინავები მრავალი წლით უკან.

John Boyd

პოლკოვნიკი ჯონ ბოიდი წიგნის ყდაზე რომელიც მას მიუძღვნეს 



დატოვეთ კომენტარი