ორი სიტყვა AR-15-ის საკეტზე და საკეტის იძულებით დახურვის ღილაკზე

არ ჩერდება გაუთავებელი კამათი, იმის შესახებ თუ რა უფრო მაგარია M16  თუ კალაშნიკოვი.  მე ჩემთვის უკვე დავასკვენი, რომ ამ კამათებს იწყებს მხოლოდ ის ხალხი, რომელიც: ა)აზრზე არაა იარაღის (ეს ცუდი არაა, მეც ბევრი რამის აზრზე არ ვარ); ბ) არ დაუჭერია ხელში და არ უსვრია არც ერთი და არც მეორე. წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ მალე ხვდები ორივე სისტემის ნაკლოვანებებს და უპირატესობებს და ხვდები რომ საკამათო არც არაფერი არ არის.  ორივე სისტემა მრავლი წელია შეირაღებაში, რაც საკმარისია რომ ყველა შეკითხვაზე გაცემულ იქნას პასუხი.  საკმარისია მხოლოდ მოინდომო გაერკვიო.

ასეთ კამათებში ხშირად AR-15 დიზაინის ანტაგონისტები აღნიშნავენ, რომ AR-15–ს და მის ყველა მოდიფიკაციას გააჩნია ცალკე მოწყობილობა, რომელიც იძულებით კეტავს საკეტს იმ შემთხვევაში თუ დამაბრუნებელი ზამბარა ამას რაღაც მიზეზის გამო ვერ ახერხებს. ამ მოწყობილობის არსებობა, განიხილება როგორც ცალსახად იმის ნიშანი, რომ ავტომატი თავიდანვე არასაიმედოა. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მოწყობილობის არსებობა არ იქნებოდა საჭირო.  პირველი შეხედვით ლოგიკური შენიშვნაა მაგრამ, სინამდვილეში აბსოლუტურად არასწორი .

061122-corpsmen5

ისევ AR-15–ის და კალაშნიკოვის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ საქმე იმაშია, რომ კალაშნიკოვში საკეტის დახურვა შესაძლებელია საკეტის სახელურზე დარტყმით აღნიშნული შეუძლებელია AR-15–ში მისი კონსტრუქციიდან გამომდინარე, იმიტომ რომ იქ საკეტი და მისი სახელური ორი განსხვავებული დეტალია და საკეტის სახელურით შესაძლებელია მხოლოდ მისი “ამოწევა” მაგრამ უკვე “დაშვება” ხდება მხოლოდ დამაბრუნებელი ზამბარის მეშვეობით და დამატებითი ხელით ძალის დატანება უკვე შეუძლებელია.  საბრძოლო პირობებში ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში კალაშნიკოვის საკეტსაც შეიძლება არ ეყოს ინერცია და ზამბარას ენერგია რომ დახუროს საკეტი, შესაბამისად უფრო მსუბუქ AR-15–ის საკეტის შემთხვევაში ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა. ზუსტად ამის გამო AR-15–ში ამ ფუნქციას ასრულებს ცალკე მოწყობილობა.  ის ფაქტი რომ საკეტის იძულებით დახურვის ოფცია აუცილებელია ნებისმიერ იარაღში – განხილვას და კამათს არ საჭიროებს.

სხვათაშორის ჩემი ებრაელი მეგობრების სიტყვებით მათ მრავალწლიანი მსახურების პერიოდში ამ ღილაკის გამოყენება როდის მოუწიათ არც ახსოვთ.  მაგრამმაინც კარგია რომ არის, მე თუ მკითხავთ.  

AR-15 ანუ ფართო მასებში ცნობილი, როგორც M16



დატოვეთ კომენტარი