როგორ იწერება სტატიები ბლოგზე

სამწუხაროდ ბლოგი განიცდის ტექნიკურ პრობლემებს ჰოსტინგთან რის გამოც დროებით შეუძლებელია სურათების ატვირთვა და ამიტომაც შევეცდები გაგართოთ მოკლე აღწერილობით იმ პროცესის, რომელსაც ქვია სტატიის მომზადება.  ვინაიდან მე ფულს ამაში არავინ არ მიხდის და ამ ბლოგის მეშვეობით მე შემოსავალს არ ვიღებ ახალი სტატიის ბედი ყოველთვის დამოკიდებულია პირველ რიგში ჩემ განწყობაზე, რამდენად მე მსურს საერთოდ რამის დაწერა და შემდეგ უკვე მუზაზე, ან უფრო სწორედ იმ თემაზე რომელზეც მე მინდა სტატია დავწერო. თემის ძიება არის მთავარი. თემა შეიძლება შემთხვევით მოვიფიქრო, ან უცხოური წყაროების კითხვისას აღმოვაჩინო ის (ინტერნეტი ან ახალი წიგნი). თუ ეს მეთოდები ხანგრძლივი დროის განმავლობაში მე რამე თემამდე არ მიმიყვანენ მე შეიძლება ვესტუმრო ქართულ ფორუმებს, რომლებიც არაჩვეულებრივი შთაგონების წყაროა. ფორუმებზე ვეძებ ორ რამეს, ვინმე მე უნდა მლანძღავდეს (მაგან რა იცის აი მე ვიცი როგორც არის! ტიპები) და ან ვინმე ყანწიანი მეთოფე ან “რემბო” უნდა დაჟინებით ამტკიცებდეს რაიმე სისულელეს. პირველი მიბიძგებს კიდე უფრო  გავაქტიურდე (მტრის ჯინაზე)  და თემა, როგორც წესით თავისით მოდის, ხოლო მეორე (რაიმე სისულელე) თავისთავად მაძლევს თემას, რომელზეც შეიძლება ორი სიტყვის დაწერა.  ძალიან იშვიათად მე ვიყენებ სხვის სტატიას, როგორც შაბლონს, რომ მასზე ავაგო უფრო ვრცელი, დახვეწილი და ყოვლისმომცველი სტატია. მე არ ვარ პროფესიონალი მწერალი და შესაბამისად მიწევს ასეთი ტრივიალური მეთოდების გამოყენება რომ რამე პროდუქტი შევქმნა. ყველა მეთოდი აპრობირებულია და კარგად მუშაობს.  ხო ასევე ხანდახან მე ვაკეთებ სტატიების კომპილაციას. ხდება ეს თუ მე ჩამივარდა ხელში კარგი ინფორმაციის წყაროი და ვწერ იმაზე რაზეც უშუალოდ ხელი არ მიმიწვდება ასე დაიწერა მაგალითად სტატია მონდრაგონის შაშხანაზე. ასეთ შემთხვევაში მე რა თქმა უნდა უთითებ გამოყენებულ წყაროებს.

მას მერე რაც თემა არჩეულია იწყება უშუალოდ სტატიაზე მუშაობა. საშუალოდ სტატიაზე მჭირდება სამიდან ოთხ დღემდე მაგრამ ზოგ სტატიას დიდი რო უნდა, ზოგიც დრაფტის სტატუსით შეიძლება რამდენიმე თვე იდოს სანამ მუზა მეორეჯერ არ მესტუმრება და არ მომცემს საშუალებას სტატია დავასრულო. სტატიის ტექსტის დაწერას და ფოტომასალების მოძიება/მომზადებას არ მიაქვს იმდენი დრ რამდენი დროც მიაქვს ფაქტების გადამოწმებას. პრაქტიკა მიჩვენებს, რომ ავტორიტეტული  ექსპერტის სტატია არ არის საკმარისად საიმედო, ისევე, როგორც ვიკიპედია გაძეძგილია უამრავი შეცდომით. ამიტომაც როდესაც მე ვწერ რამე ფაქტზე, ციფრზე, მოვლენაზე ის უნდა გადამოწმდეს ორ სამ წყაროში რომ ინფორმაცია ნამდვილად სიზუსტეს შეესაბამება და მხოლოდ ამის მერე ხდება ის სტატიის ნაწილი. მაგალითად სტატია, რომელიც ეხლა მზად არის და ვერ იტვირთება ტექნიკური პრობლემების გამო დაახლოებით ორი კვირა იწერებოდა. გასაგებია, რომ შეცდომები მაინც მექნება მაგრამ ჩემი მიზანია ამის ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანო. ეს არის სტატიის დაწერის ყველაზე შრომატევადი პროცესი და ის რაც ჩემი აზრით გამოარჩევს ამ რესურს სხვებისაგან.

ხშირად მე შეიძლება ვახსენო ისეთი ადამიანი, რომლის სახელი მკითხველს დაავიწყდება ნახევარ საათში, და ფაქტი, რომელიც ამ ადმიანს უკავშირდება შეიძლება მოგეჩვენოთ უმნიშვნელოდ. ამას მე ვაკეთებ ხოლმე იმიტომ რომ პატივი მივაგო ადამიანს და მის ხსოვნას იმით, რომ ქართულ ენაზე დავწერ მის სახელს და გვარს და აღვწერ თუ რაში მდგომარეობს მისი დამსახურება.  ასე მოხვდა მაგალითად ახალ სტატიაში ჯინ კლარკი (ზუსტი M16-ის მამა, როგორც მას დახურულ წრეებში ეძახდნენ). შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყოს კონკრეტულად ვინ იყო M16-ის “გაზუსტების” ავტორი ვიდრე ვთქვათ ტექნიკური ცვლილებების ჩამოთვლა რის წყალობითაც M16/AR15 გახდა ზუსტი იარაღი მაგრამ ჯინ კლარკის სახელის ხსენება არის პატივისცემის ნიშანი და მისი დამსახურების აღიარება. ქართულ ენაზე ამის გაკეთება ჩემთვის მნიშვნელოვანია.

წყაროებს რაც შეეხება აქ მე გარკვეული უპირატესობა მაქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მე კარგად ვმუშაობ ინტერნეტში. ანუ რამე ინფორმაციის მოპოვება ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მეგობრებო (და ასევე რემბოებო და ყანწიანო მეთოფეებო), დღეს ადამიანები უმაღლეს განათლებას იღებენ ინტერნეტიდან და 21-ე საუკუნეში იაფი ინტერნეტის ეპოქაში რამის არ ცოდნა არის მიუტევებელი და მე ამას ვერ და არ გაპატიებთ. კილომეტრიანი უაზრო პოსტების წერას ფორუმებზე ჯობია ხანდახან წიგნი გადაშალოთ. საკმარისია დახარჯო უმნიშვნელო დროის რაოდენობა იმისთვის, რომ ამომწურავი პასუხი მიიღოთ ნებისმიერ საკითხზე. ეხლა ეს თუ თქვენთვის რთულია მაშინ მე თქვენ ადგილას საერთოდ თავს შევიკავებდი საჯარო ინტერნეტ რესურსებზე რამის წერისგან. ასევე მე ვიცი რამდენიმე უცხო ენა, ხოლო ხანდახან მიწევს “ტრანსლიტის” გამოყენებაც თუ რაიმე ინფორმაცია არის ენაზე, რომელიც მე არ ვიცი. ეს მნიშვნელოვნად ზრდის იმ ინფორმაციის ნაკადს, რომელიც მე შეიძლება გამოვიყენო სტატიის მომზადებისას. გარდა ამისა მე მაქვს პირადი ბიბლიოთეკა. ეს არის ორი საკამოდ დიდი კარადა ავსებული წიგნებით, ჟურნალებით და ამობეჭდილი ფაილებით და ბოლოს მე ვარ დარეგისტრირებული რამდენიმე უცხოურ/ამერიკულ ფორუმზე სადაც მე ვიცნობ იარაღის ოსტატებს, კოლექციონერებს და მოქმედ სამხედროებს/ძალოვნებს. მაგათ ხშირად არ ვაწუხებ მაგრამ ხანდახან კონსულტაცია რაიმე ძალიან კონკრეტულ საკითხზე არის აუცილებელი და ასეთი წყაროებისგან მე ძალიან ღირებულ ინფორმაციას ვიღებ. მაგალითად ამ წყაროების გარეშე სტატია ისრაელის საბრძოლო სროლის მეთოდზე უბრალოდ ვერ დაიწერებოდა.

ტესტირებისას მე მიწევსმოკლე ჩანაწერების გაკეთება, იმისთვის, რომ მოგვიანებით ეს ყველაფერი არ დავივიწყო და სტატიაში გამოვიყენო. მომავალი სტატიისთვის რამე კონკრეტული იარაღის შეძენაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევანი შეზღუდულია მე მიწევს ხანდახან ფინანსური ზარალის სანაცვლოდ იარაღის გამოცვლა და სასურველი მოდელის შეძენა. ეს სამწუხაროდ ხდება 99% შემთხვევაში მაგრამ მე ვთვლი რომ ეს არ არის ზარალი, ეს არის გადასახადი იმ ცოდანში, რომელსაც მე ვიღებ. მეგობრებო, ინტერნეტი კარგია, პრაქტიკაც სასრგებლოა მაგრამ ინტენსიური პრაქტიკა და ღრმა თეორიული ცოდნა დაუმარცხებელი კომბინაციაა.

გრამატიკა, სტილისტიკა და უცხოური ტერმინების “გადმოქართულება”  რჩება სერიოზულ პრობლემად მაგრამ მეგობრებო ჩემი მიზანი არ არის მხატვრული ნაწარმოების შექმნა არამედ ჩემი მიზანია მოგცეთ ამომწურავი ობიექტური ინფორმაცია საკითხზე, ხოლო რესივერს გეჯას დაუძახებ თუ პირიქით მაგას ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სამწუხაროდ მე არ გამოვდგები ქართული ენის სისუფთავის დამცველად. ეს უნდა მაპატიოთ ვინაიდან მე უბრალოდ ამის დრო არ მაქვს. მე რომ ვიყო პროფესიონალურად ამით დაკავებული და იარაღზე წერა, რომ ყოფილიყო ჩემი შემოსავლების წყარო მე დავხარჯავდი დროს ენერგიას და ფულს, რომ ეს პრობლემა მომეგვარებინა მაგრამ ჯერ ჯერობით ეს ყველაფერი დარჩება ბლოგის სუსტ წერტილებად. თუ აზრი გასაგებია ჩემი მისია შესრულებულია. თუ ამისთვის საჭირო გახდა ქართული ენის დამახინჯება, რა ვქნა ესეიგი სხვა გზა მე არ მაქვს. ფაქტია, რომ ორ უცხო ენაზე მე გაცილებით უფრო უკეთესი სტატიების დაწერა შემიძლია. ორფოგრაფიის შემოწმებაზე მე ხშირად ძალა უბრალოდ აღარ მყოფნის. მომიტევეთ.

საინტერესოა რამდენი დრო მიაქვს წერას. “ვორდში” ერთი ფურცლის ასავსებად საჭიროა ერთი ან ორი საათი, გამომდინარე იქიდან თუ რამდენად რთული და ტექნიკურია თემა. საბოლოო რედაქტირება არის სტატიის სტრუქტურის და წყობის დახვეწა და ფოტომასალების ატვირთვა.  ძალიან იშვიათად ხდება უკვე გამოქვეყნებული სტატიების რედაქტირება, ხოლო თუ ეს ხდება, როგორც წესი შესაბამის შენიშვნას ვაკეთებ.

მთლიანობაში ეს პროცესი ძალიან შრომატევადია და ბევრი დრო და ენერგია მიაქვს. ასე, რომ არც ისე მარტივია ეს, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ. ჩემი დევიზი არის მარტივი ის დღე როდესაც მე რამე ახალს არ გავიგებ არის დაკარგული დღე ;)

 

 



One Response to “როგორ იწერება სტატიები ბლოგზე”

  1. jurkha says:

    ბატონო ლევან, ძალიან საინტერესოა თქვენი სტატიები, განსაკუთრებით ჩემთვის რომელსაც უცხო ენებთან და დროსთან მუდმივი პრობლემა მაქვს, ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები ყოველ ახალ პუბლიკაციას. გისურვებთ წარმატებებს და ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრ საინტერესო თემას ვიხილავთ შემდგომშიც.

დატოვეთ კომენტარი