Walther P99

 wetwet2

1994 წელს კომპანია Carl WALTHER GmbH Sportwaffen–ში ახლად შექმნილმა კონსტრუქტორების და დიზაინერების ჯგუფმა დაიწყო ახალი ტიპის პისტოლეტზე მუშაობა. ახალი პისტოლეტი წინასწარი ჩანაფიქრით უნდა ყოფილიყო იდეალური კომპაქტურ სამსახურეობრივ და სამოქალაქო იარაღი. მას ასევე უნდა შეეცვალა შესანიშნავი მაგრამ ძალიან რთული წარმოებაში და შესაბამისად ძვირადღირებული ვალტერ P88 და ასევე ვალტერ P5.   სამუშაოები მაქსიმალური საიდუმლების რეჟიმის დაცვით გრძელდებოდა სულ რაღაც 3 წელი და 1997 წელს საზოგადოებას კომოპანია ვალტერმა წარმოუდგინა ახალი 9მმ ავტომატური პისტოლეტი, რომელსაც მიენიჭა ინდექსი P99.  ახალი პისტოლეტი გარკვეულწილად წარმოადგენდა სხვა მისის ნალოგების კომპილაციას მაგრამ ამავე დროს მას უნიკალური თვისებებიც გააჩნდა. P99 პრაქტიკულად გახდა პირველი პისტოლეტი მსოფლიოში, რომელსაც გააჩნდა შიდა დამრტყმელიანი მექანიზმი (striker fired) და ამავე დროს მას ქონდა ორმაგი მოქმედების რეჟიმი! თავისი გამოჩენით მან პრაქტიკულად ახალი კლასი შექმნა. თავის მხრივ კომპანია Carl WALTHER GmbH Sportwaffen–მა აჩვენა მუშაობის მაღალი კლასი, რეკორდულ ვადებში შესანიშნავი იარაღი შექმნა და შეინარჩუნა ინოვაციური და ხარსხიანი იარაღის სერიოზული მწარმოებლის რეპუტაცია.  თავდაპირველად იარაღი იყო გათვლილი 9X19 para-ს ვაზნაზე. მოგვიანებით ერთ წელიწადში გამოვიდა მისი ვერსია კალიბრში .40Smith&Wesson. 
პისტოლეტები, რომლებიც Sეცვალა P99-მა. ვალტერი P5 და P99

untitled2 

ტექნიკურად (ფრჩხილებში ჩავწერ ანალოგიურ პისტოლეტებს, რომლებსაც იმ დროს უკვე ქონდათ აღნიშნული ფუნქცია) Walther P99 საკმაოდ საინტერესო და ორიგინალური პისტოლეტია. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ განსხვავებით მარავალი თავისი ანალოგისა ის მთლიანად იშლება ინსტრუმენტების გარეშე, რაც აადვილებს მის მომსახურეობას და მოვლას. მას გააჩნია პოლიმერის რესივერი (Glock, H&K USP) და ფოლადის საკეტი. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი შეიძლება იყოს რამოდენიმე ტიპის. თავდაპირველად Walther P99 გამოდიოდა სტანდარტული ორმაგი მოქმედების ვარიანტში. მას ქონდა საკეტის შიგნით განლაგბული დამრტყმელი (Glock) და შესაბამისად არ გააჩნდა ღია ჩახმახი. ამით ის წააგავდა პოპულარულ გლოკის პისტოლეტებს მაგრამ განსხვაბებით ბოლოსგან, მას ქონდა სროლის წარმოების ორი რეჟიმი. საკეტის მოძრაობით ხდებოდა დამრტყმელის სრული შეყენება ხოლო საკეტის ზედა ნაწილში განლაგებული ღილაკის მეშვეობით შესაძლებელი იყოს დამრტყმელის დაშვება და პირველი გასროლა
მოხდება ორმაგი მოქმედების რეჟიმში, შესაბამისად გრძელდებოდა სასხლეტის სვლაც. ანუ ის მოქმედებდა ისევე როგორც „კონვენციონალური“ ორმაგი მოქმედების პისტოლეტი, მაგალითად Sig Sauer P226 იმ განსხვავებით, რომ მას არ ქონდა ჩახმახი. იმისთვის, რომ დამრტყმელის შეყენება კვლავ მომხდარიყო, საკმარისი იყო საკეტის რამოდენიმე მილიმეტრით უკან გადმოწევა, რაც კვლავ შეაყენებდა მას. P99-ის ავტომატიკა
მარტივი დ კარგად ცნობილი მოდიფიცირებული ბრაუნინგის სისტემაა (SigSauer P220). ლულა იკეტება საკეტზე მასრების ამოსაგდებად განკუთვნილ ადგილას. დამრტყმელს დამატებიტ აქვს შეყენების ინდიკატორის ფუნქცია. ის თავისი წვერით გამოდის საკეტის უკნიდან და მსროლელს ანიშნებს, რომ იარაღი შეყენებულია. დამატბითი ინდიკატორის ფუნქცია ასევე აქვს ექსტრაქტორს, რომელიც ანიშნებს მსროლელს რომ ვაზნა სავაზნეში არის მოთავსებული. დაუმატოთ ამას 4 ავტომატური დამცველი და შეიძლება დავასკვნად, რომ P99 აბსოლუტურად უსაფრთხო იარაღია.

 

დამრტყმელის მდგომარეობის ინდიკატორი ორივე მდგომარეობაში

dek1

როგორც გლოკი, სიკგმა და მრავალის ხვა შიდა დამრტყმელიანი სისტემები P99–ს არ აქვს არაავტომატური დამცველი. მჭიდის კლავიში განლაგებულია ტრადიციულ ადგილას და არის ორმხრივი (H&K USP). სპეციალისტების აზრით კლავიშის გამოყენება ღილაკის მაგივრად აადვილებს მის ოპერირებას ხელთათმანებიანი ხელით და ასევე იცავს უნებლიე ამოქმედებისგან. მე პირადად მაინც ღილაკი უფრო მირჩევნია. თუმცა ეს სუბიექტური აზრია რა თქმა უნდა.   იარაღის დასაშლელად საკმრისია ჩამოწიოთ დაბლა ღილაკი განლაგებული რესივერზე და წინ მოძრაობით მოხსნად საკეტი (Glock).  მართვის ორგანოების ასეთი განლაგება და არაავტომატური დამცველის არ არსბეოდა ამ იარაღს საკმაოდ კომპაქტურს და თხელ ხდის. ტარის სიტხელე ასევე განპირობებულია მეტალის მჭიდების გამოყენებით. ერგონომიკა არის ამ იარაღის ერთ ერთი ყველაზე ძლიერი მხარე. ამას ემატება ისიც, რომ ყველა პისტოლეტს მოყვება სამი სხვა და სხვა ზომის ტარის უკანა შესაცვლელი პანელები, რაც საშუალებას აძლევს მებისმიერ მსროლელს მოირგოს იარაღი თავის ხელზე.  ბოლოს და ბოლოს P99–ის ერგონომიკაზე თავად ჩეზარე მორინი მუშაობდა. სახელგანთქმულიპისტოლეტების  სპორტული ანატომური ტარების დიზაინერი.

ასეთ კომპლექტაციაში იყიდება ახალი P99–ი.

 p99_as_9

P99 საკმაოდ მსუბუქი და პატარა გაბარიტების იარაღია. ვაზნების გარეშე ის იწონის 720 გრამს. ლულის სიგრძე 102მმ. სრული სიგრძე 180მმ. მჭიდის ტევადობა 16  ვაზნა (12 .40).

2004 წელს იარაღის დიზაინი შეიცვალა. გარეგნული ცვლილეები კარგად ჩანს ამ სურათიდან. ასევე შეიცვალა მოდელების ინდექსები.   

 

ქვევით P99-ის ძველი ხოლო ზევით განახლეული ვარიანტი

dzveli-da-axli

პირველ ვარიანტს დაერქვა P99AS (Anti-stress). ანუ პირველი გასროლისას შეყენებული ჩახმახით სასხლეტს მაინც ქონდა გრძელი პრაქტიკულა ორ საფეხურიანი სვლა (როგორც Browning-ის Fast Action). კოპმანიის სპეციალისტების აზრით ეს ზომა შეამცირებდა სტრესულ სიტუაციაში შემღხვევითი გასროლის ალბათობას. ჩემის ღრმა რწმენით ასეთი გადაწყვეტილება არის შეცდომა. პირველი გასროლა შეტაკებაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი და შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს. ასეთი უცნაური რეჟიმის დამატება მოითხოვს მსროლელის გადაჩვევას და აბსოლუტურად უნიკალური უნარჩვევის ჩამოყალიბებას. ასეთ სასხლეტზე მიჩვეულმა მსროლელმა შეიძლება სხვა ტიპის შეყენებული იარაღი შემთხვევით გაისროლოს. ის უბრალოდ ჩათვლის რომ შეყენებულ იარაღზე ჯერ უნდა პირველი საფეხური გაიაროს ანუ სასხლეტზე დაჭერით და შედეგი რა იქნება თავად ხვდებით.  ნებისმიერი სხვა იარაღი უბრალოდ გაისვრის.  2000 წელს ვალტერმა გლოკის კვალს გაყვა და გამოუშვა P99QA (Quick-action), რომელსაც როგორც გლოკში ნახევრად შეყენებულ დამრტყმელს ითვალისწინებდა, რამაც სასხლეტი სვლა შეამოკლდა და დაარბილა. აღნიშნულ მოდელს დეკოკერი აღარ აქვს, და გაცილებით მცირე ზომის ღილაკი განკუთვნილი მხოლდო საკეტის დასაშლელად.

P99QA–ის საკეტის დასაშლელი ღილაკი.

lever

ასევე არსებობს მხოლოდ ორმაგი მოქმედების მოდიფიკაცია P99DAO (Double-action only). 2004 წლამდე ამ მოდელს ქონდა ინდექსი P990.  აღნიშნულ მოდელს ასევე აქვს დამცველი, რომელიც სახლეტშია განლაგებული.  როგორც უკვე დავწერე P99 გამოდის ორ ძირითად კალიბრში, 9X19 Para, 40S&W ასევე ამერიკული კომპანია Smith&Wesson უშვებს .45 კალიბრის პისტოლეტს. ის ღებულობს გერმანიიდან გამზადებულ რესივერებს ხოლო საკეტებს და ლულას ამზადებს თვითონ. ერთი და იგივე კომპანია Mec-gar უშვებს მჭიდებს და როგორც წესი სმიტ ვესონის და „ევროპული“ ვალტერის მჭიდები თავსებადია. ასევე გამოდის 9X21 კალიბრის პისტოლეტები იმ ქვეყნებისთვის სადაც სამოქალაქო ბაზარზე შეზღუდულია სამხედრო და პოლიციური სტნდარტის ვაზნების გამოყენება (იტალია მაგალითად). ცნობილია, რომ რამოდენიმე პროტოტიპი დამზადდა .357SIG კალიბრში. ამერიკაში კომპანიები Bar-sto და Jarvis უშვებენ ცვლად ლულებს ამ კალიბრში, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ. .40 კალიბრის  ვალტერის პისტოლეტებისათვის. იცვლება მხოლოდ ლულა. საკეტი და მჭიდი იგივე რჩება.   

 .45 კალიბრის  ”ამერიკული” P99.  Smith&Wesson P990L

120223_large

 

ამჟამად P99 გამოდის სამი „გაფორმებით“. შავი საკეტი და რესვერ, მწვანე საკეტი და სავი რესვიერი და ტიტანის ფენით დაფარული საკეტით. ახალი კომპაქტური P99 გამოდის მხოლოდ სრულიად შავ კონფიგურაიაში.

სურათზეა კომპაქტური P99C DAO. კარგად ჩანს დამცველი სასხლეტზე და მოდიფიცრებული სრული ზომის მჭიდი, რომელიც აგრძელებს ტარის ფორმას.

compactadaptor_800 

შექმნისთანავე ვალტერის სპეციალისტები ხელმძღანელობდნენ ევროპის ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურების რჩევებით იმისთვის, რომ შეექმნათ იდელაური სამსახურეობრივი იარაღი. მე პირადად დავრწმუნდი იმაში, რომ მათ ეს ნამდვილად შეძლეს. უნიკალური როგორც ტექნიკურად ასევე დიზაინის მიხედვით P99 არის ერთ ერთი ყველაზე ერგონომიული და სასიამოვნო სროლაში იარაღი.  მისმა ხანგრძლივმა ექსპლუატაციამ არ გამოავლინა რაიმე პრობლემები იარაღის დიზაინში. ჩემის ღრმა რწმენით P99 დიდი ალბათობით არის იდეალური პირადი იარაღი. სტანდარტულ ვერსიაში მას აქვს კომპაქტური 9მმ პისტოლეტის წონა და გაბარიტები, ამასთანავე სრულყოგილი ერგონომიული ტარი, 16 ვაზნიანი მჭიდი და არჩევანი სხვა და სხვა დამრტყმელ სასხლეტ მექანიზმებს შორის.  სროლაში ძალზედ სასიამოვნოა, საკმაოდ ზუსტი. მე ნასროლი მაქვს მხოლოდ P99AS და თუ არ ცავთვლით ორსაფხურიან სასხლეტს (ერთჯერად რეჟიმში) ის ძალიან მოსახერხებელია. ტავდაპირველად არ მომეწონა მისი სამზინე მოწყობილობები, ცელიკი ნამეტანი ფართე მომეჩვენა მაგრამ სიზუსტე იყო შესანიშნავი, რამაც დამარწმუნა რომ სამიზნე მოწყობილობებთან ყველაფერი რიგზე იყო. მათი საშუალებით სილუეტში მოხვედრა ადვილად შესაძლებელია 50 მეტრამდე მანძილზე. უფრო დიდ მანძილებზე უკვე სისინი ნაკლებად მოსახერხებელია მაგრამ პისტოლეტი მითუმეტეს ამ კლასის ასეთი სასროლოსნო ექსტრიმისთვის არც არის განკუთვნილი.  მოკლედ მხოლოდ სასიამოვნო შთაბეჭდილებები დამრჩა. პირადად ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ სარგებლობს ეს იარაღი ისეთივე პოპულარობით, როგორც ვთქვათ გლოკი ან ზიგ ზაუერი. მეტაც ვიტყვი ეს ბრწყინვალე იარაღი არის ყველაზე არასაკმარისად შეფასებული, ის გაცილებით მეტ ქებას იმსახურებს ნამდვილად. ნაწილობრივ ეს ალბათ იმის ბრალია, რომ განსხვავბიტ იგივე გლოკისგან ის არ არსი ხელმისაწვდომი იმდენ მოდიფიკაციაში და კლაიბრში. ასევე 1997 წლის Guns & Weapons For Law Enforcement–ის სტატიაში პოლ ჯონსტონი  აღნიშნავს, რომ მისი აზრით კომპანია ვალტერმა ვერ შეაფასა სათანადოთ ჩრდილო ამერიკული ბაზრის სპეციფიური მოთხოვნები. ის აღნიშნავს რომ სიამოვნებით იხილავდა დამატებით ჭრლებს საკეტის წინა ნაწილში, ასევე შეცვლიდა ტარის შიდა ნაწილის ფორმას, რომ გაადვილდეს მჭიდებს მოთავსება. ასევე მან გააკრიტიკა ტარის ზედა ნაწილის კუთხე, რომელიც შესაძლებელია პრობლემებს შექმნიდა იარაღის სწრაფი ამოღებისას. პრინციპში 6 წლის განმავლობაში ვალტერმა უპასუხა ნაწილობირვ ამ მოთხოვნებს. 2004 წლის შემდეგ გამოშვებული მოდელები უკვე უფრო განკუთვნილია აშშ–ს ბაზარზე. ამისთვუის ვალტერმა კიდევ უფრო მეტი გააკეთა, ადგილობრივ კომპანიასთან დაიწყო საერთი წარმოება. გამოუშვა პისტოლეტი .45 კალიბრში. დიდი ფული ჩადო რეკლამაში. სპეციალური ხელშეკრუელბით იან ფლემინგის ეკრანიზაციებში აგენტი ჯეიმს ბონდი ექსკლუზიურად იყენებს ახალ P99–ს (დებიუტი შედგა ფილმში Die another day).  კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ  ყოველი ახალი სერიის გამოსვლისთანავე მოთხოვნა მათ პისტოლეტზე საგრძნობლად იზრდება. ხელშეკრულების ვადა უკვე ამოიწურა და გაურკვეველია რა იარაღით გააგრძელებს თავის ბრძოლას აგენტი 007.

james_bond_everything_or_nothing_pierce_brosnan

რაც შეეხება მის გავრცელებას და შეიარარებაში მიღებას, ის სტანდარტული იარაღია გერმანისი ფედერალური მოწების პოლიციის სამსახურებში. ძალიან ფართოდ არის გავრცელბული პოლონეთში და პოლონური პოლიციის სტანდარტული იარაღია. სხვათა შორის პოლონეთში ლიცენზიით იწარმოება  P99 კომპანია Lucznik Arms Factory მიერ.  

 

სურათზე პოლონეთის არმიის სპეციფიკაციების მიხედვით დამზადებული P99. მე პირადად ორიგინალზე უფრო მომწონს.

rt1-z01rad02

 ასევე P99–ით შეიარაღებულია კანადის მონრეალის და კვებკის პოლიცია, ფონეთის სამხედრო პოლციია ასევე, პორტუგალიის, ესპანეთის და მალაიზიის სხვა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურები. 

walther-1024x784



დატოვეთ კომენტარი