.22lr კალიბრის იარაღი საქართველოში

შედეგი შეკითხვა  მომივიდა ელ ფოსტაზე:

gaumarjos levan, ra mainteresebs, saqartveloshi romeli iaragis shedzena sheidzleba 22kalibrze, da cesieri optikis dayenebis shemtxvevahsi ra maximaluri shedegi sheidzleba miigo iaragit? cinascar didi madloba

დღეს დღეისობით ბოლო მონაცემებით, რაც მე მაქვს შეგიძლია მაღაზიაში იყიდო შემდეგი შაშხანები

ყველაზე მაღალი კლასის გერმანული ვალტერ G22, ფასი იწყება 1400 ლარიდან და ზევით. აქვს სამაგრები და ადვილად დაყენდება ნებისმიერი ოპტიკა თუ აქსესუარი. მაღაზია ქარავანი დინამოს სტადიონის უკან

ამავე მაღაზიაში დევს ასევე ორი ტიპის რუსული ტოზის შაშხაბა, ფასი 590 ლარიდან და ზევით. ერთი ბოლტიანი მეორე ნახევრად ავტომატური. ორივე ქ სამაგრები და დაყენდება ოპტიკა.

ასვე მაღაზიებშიდ ევს ჩინური ნორინკო. რამოდენიმე მოდელი. ფასი იწყება სადღაც 500 ლარიდან. გამომდინარე იქიდან რომ ტოზიც არის მე ტოზს ავირჩევდი. ადრე ჩინელები ებვრად იაფი ღირდა და მათ ყიდვას აზრიც ქონდა.

ასევე ხანდახან ხელიდან იყიდება ძველი რუსული ტოზები, ცალვაზნიანები და მჭიდიანებიც, ფასები იწყება 400 ლარიდან.

რამოდენიმე ძვირიანი შაშხანა დევს მაღაზია დენთში, ინფექციურის პირდაპირ ყაზბეგის გამზირზე.

ოპტიკას რაც შეეხება მცირე უკუცემის გამო დაყენდება ყველაფერი რასაც მოისურვებ, მათ შორის 50 ლარიანი ჩინური ოპტიკა.  ანუ მინიმალურ გადიდბას ავიღებდი Х4-ს და მაგის ზევით. გეკოზე კარგია 6ჯერადი ფიქსირებული გადიდება ან 4ჯერადი. 6ჯერადი ზუსტ დამზინების საშუალებას მოგცემს და ამავე დროს ხედვის ველიც დიდი ქნება და ზომაში მსუბუქი და კომპაქტური. ეხლა მე რომ ვაყენებდე ოპტიკას დავაყენებდი ყოველგვარი კამათის გარეშე იაპონურ შირსტოუნს (ბრონზის სერია) იყიდება 120 ლარად მაღაზია მაგნუმში თამარ მეფის გამზირზე. ოპტიკა არის სასაცილო ფასში და იაპონური ხარსხის. ძალიან მაგარია ვფიქრობ ხომ არ ვიყიდო ერთ “ნა ვსიაკი სლუჩაი” სანამ არის….. არის კიდე ქარავანში ტრუ–გლო–ს ოპტიკა. ნორმალური ჩანს მაგრამ უფორ ძვირი ღირს. ბადე დუპლექსი ან ნებისმიერი თხელი ჯვარით, ფსევდო–მილდოტებს ძალიან სქელი ბადე აქვს და დამიზნება მოუხერხებელია მაგრამ ბიუჯეტიან ოპტიკებში რატომღაც სულ ამ მილდოტს ტენიან. თუ ბადეს ექბევა დამატებითი ელემენტები და მანძილმზომები ესეც კარგია, “გეკოს” “კრუტოი”  ტრაექტორია აქვს და შეიძლება სხვა და სხვა მანძილებზე ბადის სხვა და ხვა ელემენტები გამოიყენო დამინებისთვის, იმისთვის რომ ტყვიის დაცემის კომპნსირება გააკეთო.  

რეზულტატებს რაც შეეხება ზუსტი სროლა შესაძლებელია კარგი ხარსხის ოპტიკით (რომელსაც კარგი გამოსახულება აქვს ანუ ჩინური შირპატრები არ იგულისხმება) 150 მეტრამდე. მე სამასზეც მისვრია მაგრამ 150 მეტრის ზევით სტაბილური სროლა საველე პირობებში უკვე პრობლემატურია. 100 მეტრზე ჩემი ტოზ 8 აკეთებს ოპტიკის გარეშე, დიოპტრით, 4–5 სმ ჯგუფებს იაფი ვაზნებით.  50 მეტრზე პრაქტიკულად  ტყვია ტყვიაში.

იმედია ეს ინფორმაცია დაგეხმარება.



10 Responses to “.22lr კალიბრის იარაღი საქართველოში”

  1. mamuka says:

    gamarjoba

    tu gaqvt informacia CZ27-ze? yidvas vapireb da ras mirchevt?

  2. Shooter says:

    ar mqonia shexeba am iaraghtan. dzveli da moralurad modzvelebuli iaraghia. mimartet google-s da naxet statiebi/temebi dzveli iaraghis shemotsmebaze.

  3. ირინოლა says:

    ხომ ვერ მეტყვით რა ღირს CZ 52?

  4. Shooter says:

    dges albaT 800-1000 lari. gaachnia mdgomareobas. ori lulit cota meti albat.

  5. გიო says:

    gaumarjos, minda shevidz sanadiro tofi magram biujetshi var dzaan shezguduli… vapireb “sarsilmaz” m204 std 61 sm.lulit shedzenas ras mirchevt gamodgeba rameshi..??

  6. Shooter says:

    სარსილმაზი კარგი მწარმოებელია და წესით არ უნდა იყოს ცუდი თოფი მაგრამ ყიდულობთ იმდენს რამდენსაც იხდით. ეს გასათვალისწინებელია იაფი იარაღის შეძენისას.

  7. დათო says:

    გამარჯობა.
    არ ვიცი, შეიძლება ძველი სტატიაა, მაგრამ ძებნაში ეს შემხვდა და ამიტომ აქ ვიკითხავ.
    ამ ბოლო დროს დავინტერესდი პისტოლეტებით .22 LR კალიბრზე.
    ფასები არ ვიცი და შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაში არჩევანი კეთდება რუსულ “марго” -ზე,
    რადგან ეჭვი მაქვს, რომ ევროპულებზე შედარებით იაფი უნდა ღირდეს.
    ნუ Walther PPK/S -იც განიხილება, თუ ფასში დიდი სხვაობა არ არის.
    “марго” რომელ მაღაზიაში ექნებათ და სავარაუდოდ რა ფასში?
    PPK/S რომელ მაღაზიაშია და რა ფასში?
    (ვალტერი დიანას უდევას საიტზე , მაგრამ ფასი არ უწერიათ).

  8. Shooter says:

    ახალი ვალტერი პპკ ეს ის ვალტერი არ არის ადრე რომ გამოდიოდა. თანამედროვე იფფასიანი პისტოლეტია რომელიც ვიზუალურად გავს კლასიკურ ვალტერს. მარგო ძალიან უბრალოა მაგრამ ამ ორს შორის ალბათ ისევ “მარგოს” ავირჩევდი. ვალტერი არის ასევე მაღაზია აპაჩიში.

  9. დათო says:

    გასაგებია და “მარგო” ჩვენ მაღაზიებში იპოვება? თუ მარკეტზე უნდა თვალის დევნება?

  10. Shooter says:

    მარკეტზე უნდა თვალის დევნა

დატოვეთ კომენტარი