გლოკის მოდიფიკაცია – რისი გაკეთება ღირს და რისი არა

გლოკ 19, სტანდარტული რკინის, ტრიტიუმის სამიზნეებით. ალბათ საუკეთესო მოკლელულაინი იარაღი მსოფლიოში. თუ ვინმეს არ აკმაყოფილებს ასეთი გლოკი მაშინ კარგად წაიკითხეთ ეს სტატია.

სიმართლე გითხრათ სანამ ამ სტატიის დაწერას დავაპირებდი ვინმეს რომ ეკითხა სულ რამდენი გლოკი მქონდა მე გამიჭირდებოდა ეგრევე პასუხის გაცემა.  სულ მქონდა სხვა და სხვა დროს ხუთი გლოკის პისტოლეტი, აქედან ყველა 9მმ-ნი იყო. სულ ყველა გლოკი, რომელიც მე მინახავს და მისვრია იყო აბსოლუტურად ქარხნული იარაღები ყოველგვარი მნიშვნელოვანი მოდიფიკაციების გარეშე. ორის გარდა. ერთი იყო მეორე თაობის გლოკ 17 და მეორე მესამე თაობის გლოკ 19. ორივე იყო “მძიმედ” მოდიფიცირებული, სხვა ლულებით, ერთს ქონდა სხვა კომპანიის წარმოების საკეტი და ბევრი სხვა “გაუმჯობესება”. ამ თვისებების გარდა ორივეს აერთიანებდა ის რომ ორივე უბრალოდ არ მუშაობდა. ერთი არ მუშაობდა საიმედოდ მეორეს ქონდა ისეთი გაფანტვა 10 მეტრზე, რომ მე ვიფიქრე ხომ არ მეჩვენება და სინამდვილეში მაკაროვიდან ხომ არ ვისვრი? (ხუმრობა).   გამერკვია პირველი გლოკი რატომ ჭედავდა მე ვერ შევძელი, იმიტომ რომ იარაღი არ დამაშლევინეს. თუმცა 40 გასროლილ ვაზნაზე 7 დაბრკოლება პრაქტიკულად ნიშნავს, რომ იარაღი მწყობრიდან გამოსულია.  მეორეს შემთხვევაში ყველაფერი უფრო მარტივად გადაწყდა. პისტოლეტის ხელში აღებისას მე ეგრევე შევამჩნიე, რომ საკეტი და ლულა უცნაურად იყო გადაბმული, ხოლო საკეტის მოძრაობისას დამრჩა უცნაური შთაბეჭდილება თითქოს შიგნით რაღაც ეშმაკური ბუფერი/ამორტიზატორი იყო დაყენებული. სინამდვილეში პატრონმა “ჩააგდო” შიგნით ძვირადღირებული დამბრუნებელი ზამბარა ტელესკოპური ღერძით. არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ ამან გამოიწვია ის, რომ გასროლისას ტყვია ტოვებდა ლულას როდესაც ის გასროლიდან გასროლამდე სხვა და სხვა მდგომარეობაში იყო რაც იწვევდა ისეთ გაფანტვას, რომელიც მე არასდროს არც ერთ პისტოლეტში არ მინახავს. გარდა ამისა ერთხელ სასხლეტზე დაჭერისას ტყვია არ გავარდა რამაც წარმოშვა ეჭვი, რომ საკეტის შიგნითაც სხვა დეტალები იყო. ასევე ექსტრაქცია იყო სუსტი, იმის გამო რომ ექსტრაქტორი ალბათ მისი განახლების მიზნით იყო შავად შეღებილი, ხოლო საღებავის  ფენამ გაზარდა მის სისქე და ხახუნმაც იმატა. როგორც კი იქვე  ეს საეჭვო დეტალი შევცვალეთ ქარხნული, სხვა გლოკიდან ამოძრობილი ქარხნული 7 დოლარიანი ზამბარით პრობლემა სიზუსტესთან ეგრევე გაქრა.

ამ შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ პირველ შემთხვევაშიც პრობლემა მოგვარდებოდა ადვილად, უბრალოდ ახალი დეტალების დაყენებით. გლოკის სიკეთეც არის იმაში, რომ საკმარისია იყიდოთ ქარხნული დეტალი, რომელიც იყიდება პრაქტიკულად ყველა საიტზე რომელიც ყიდის რამეს, რაც იარაღს უკავშირდება, ჩააგდოთ ის იარაღში და მორჩა.  პრობლემა მოგვარებულია.  გარდა ამისა გლოკის ქარხნული დეტალები ღირს კაპიკები. ზემოაღნიშნული მაგალითებიდან ჩანს, რომ მოდიცირებისას პრობლემების მიღება ისეთივე ადვილია, როგორც გლოკის მწყობრში დაბრუნება. ამიტომაც გლოკის ნებისმიერი მოდიფიკაციისას საჭიროა გონივრული მიდგომა. გლოკების მოდიფიკაცია ძალიან ადვილია, იაფია და ამის გაკეთება შეუძლია ნებისმიერს. პრაქტიკულად არ არსებობს ოპერაცია გლოკზე, რომელიც საჭიროებს ოსტატს. ყველაფერი შეუძლია უბრალო ადამიანმა გააკეთოს.

რისი შეცვლა რეკომენდირებულია გლოკებში? ჩემი აზრით გლოკის გაუმჯობესება უნდა ეხებოდეს მხოლოდ გლოკის სროლისუნარიანობის გაზრდას ხოლო დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის და სხვა დეტალების გამოცვლას არანაირი აზრი არ აქვს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გსურთ მისი თვისებები შეცვალოთ, წონა, „რესეტი“ და ასე შემდეგ. კომპლექტები სასხლეტის შესაცვლელად (მთელი პაკეტი, კონექტორით, ზამბარებით და ასე შემდეგ) იყიდება და როგორც წესი არასდროს არ მოქმედებს იარაღის საიმედოობაზე, თუ რა თქმა უნდა არ იწყებთ ცალ  ცალკე დეტალების ყიდვას და მათ კომბინირებას, მაშინ შეიძლება მიიღოთ გლოკი, რომელიც ყოველთვის არ გაისვრის, რაც არის ძალიან ცუდი. ჩემი რჩევაა სასხლეტის შესაცვლელად იყიდოთ კონკრეტული კომპლექტი მთლიანად და დააყენოთ ყველა დეტალი  და არა მხოლოდ რამდენი. ბუნებრივია უნდა დარწმუნდეთ რომ იარაღი ისევ 100 პროცენტიანად საიმედო არის, როგორც ეს გლოკს შეეფერება.

სამიზნე მოწყობილობები. გლოკის სტანდარტული პლასტმასის მოწყობილობები არის ძალიან ფაქიზი და ადვილად ტყდება და იცვითება. მსუბუქი დარტყმაც საკმარისია, რომ გლოკს წაატეხოთ “მუშკა”. უკანა სამიზნე მოწყობილობა გაცილებით გამძლეა და უპრობლემო მაგრამ პლასტმასა ექსპლუატაციისას ადვილად იცვითება.  ამიტომ 90-100 დოლარის ინვესტიცია კარგ რკინის ტრიტიუმიან/ღამის სამიზნე მოწყობილობებში იქნება გონივრულად დახარჯული ფული.  თუ თანხა გენანებათ და თვლით, რომ მაინც და მაინც არ გჭირდებათ ასეთი სამიზნე მოწყობილობები მაშინ შუალედური გამოსავალია მხოლოდ “მუშკის” შეცვლა. ეს დაგიჯდებათ 40 დოლარი “მუშკაში” ტრიტიუმით და 25-30 დოლარი „მუშკაში“ ოპტიკურ ბოჭკოვანი მილით. თუ 20 დოლარიც გენანებათ, მაშინ იყიდეთ სტანდარტული სათადარიგო პლასტმასის „მუშკა“ რომელიც 5 დოლარი ღირს. ჩემი აზრით ქარხნული პალსტმასის სამიზნე მოწყობილობების გამოცვლა არის ერთადერთი მოდიფიკაცია, რომელიც არის ჩემი აზრით აუცილებელი. სხვა და სხვა მოდელის, ტიპის და დანიშნულების სამიზნე მოწყობილობები არის ხელმისაწვდომი, საუკეთესო მოდელებს უშვებენ კომპანიები, Meprolight, Trijicon, XS, Ameriglo და ასე შემდეგ. სტატია პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობების სახეობებზე იხილეთ ამ ბმულზე.

სასხლეტი. მე პირადად მომწონს გლოკის ე.წ. სპორტული 3.5 ფუნტიანი სასხლეტები, ის უფრო მსუბუქია ვიდრე სტანდარტული (5.5 ფუნტიანი), მაგარმ აქაც სიფრთხილე არის საჭირო. არსებობს მოსაზრება, რომ გლოკი უფრო უსაფრთხოა მძიმე მაგალითად 8 ფუნტნიანი სასხლეტით. რომელიც უნებლიე გასროლის რისკს ამცირებს.  ჩემი ასეთი პრეფერენცია გამომდინარეობს იქიდან, რომ მე არ ვატარებ იარაღს და ჩემთვის ესთემა კრიტიკული არ არის, მე მირჩევნია მსუბუქი სპორტული სასხლეტი მაგრამ ეს არჩევანი შეიძლება არ იყოს საუკეთესო პოლიციელისთვის ვინც გლოკს ყოველ დღე ვაზნით სავაზნეში ატარებს. ასე რომ ეგრევე ნუ დაიწყებთ ფიქრს სასხლეტის შემსუბუქებზე ჯერ დაფიქრდით რა და რისთვის გინდათ და მერე იმოქმედეთ.

Vanek Trigger არის ერთ-ერთი საუკეთესო არაქარხნული დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი გლოკისთვის. წონა მხოლოდ 2.5 ფუნტია. ეს სასხლეტი იდეალურია სწრაფი და ზუსტი სროლისთვის ტირში/შეჯიბრებაზე, მაგრამ ქუჩისთვის ის ძალიან მსუბუქია. ფასი 95 -100 დოლარი.


სასხლეტის თვისებების შესაცვლელად მეტ წილად იცვლება მხოლოდ კონექტორი (1), თუმცა მთლიან ნაკრებში როგორც წესი შედის ასევე დამრტყმელის ზამბარა (2), შეპტალოს ზამბარა (3) და ასევე უფრო სრულ ნაკრებებში, სასხლეტის ბერკეტი (4) და დამრტყმელის მცველის ზამბარაც (5). ზედა სურათზე ნაჩვენები ვანეკის ნაკრები პრაქტიკულად წარმოადგენს უკვე აყობილ/სრულ დამრტყმელ სასხლეტ მექანიზმს, რომელაც პირდაპირ “აგდებთ” პისტოლეტში.

გაითვალისწინეთ, რომ დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოდიფიკაცია არის დამატებითი პასუხისმგებლობა და რისკი. არათავსებადი დეტალების მოთავსება იარაღში გამოიხატება საიმედოობის შემცირებაში. მაგალითად სუსტი შეპტალოს და მძიმე დამრტყმელის ზამბარების კომბინირება გამოიწვევს იმას, რომ  დამრტყმელს არ ეყოფა ძალა “გახეთქოს” ამაალებელი. ჩემი რჩევა იქნება შემოიფრაგლოთ კონექტორის გამოცვლით ან იყიდოთ მთლიანი ნაკრები სასურველი წონის სასხლეტით დამზადებული კარგი მწარმოებლის მიერ.

სიას გავაგრძელებდი, მაგრამ სამწუხაროდ უნდა გული გაგიტეხოთ და გითხრათ, რომ ჩემი ღრმა რწმენით არაფრის შეცვლა საჭირო მეტი არ არის. მაგრამ დავწერ რის შეცვლა არ არის საჭირო ან არის ზედმეტი ან არის ფულის უაზრო ხარჯვა.

ლულა. გლოკის პისტოლეტის ლულები არის ცნობილი თავისი ფენომენალური რესურსით. მე 10 წლის განმავლობაში ჯერ არასდროს არსად არ გამიგია და არ წამიკითხავს, რომ ვინმეს ჭირდებოდა ლულა გლოკისთვის იმიტომ რომ თავისი ლულა გაიცვითა. კარგად რომ დავფიქრდე მე არც მინახავს გლოკის გაცვეთილი/შეჭმული ლულა ან მასეთის სურათი. რატომ? იმიტომ რომ ტექნოლოგია რომელსაც გლოკი იყენებს შესაძლებელია ქონდეს მხოლოდ მსხვილ მწარმოებელს.  არა ქარხნული ლულების მწარმოებლებს არ აქვთ საშუალება იქონიონ ციანიდით სავსე აბაზანა, რომელიც 500 გრადუსამდეა გახურებული. არა და ასეთ აბაზანაში ხდება გლოკის ლულების ზედაპირის ცემენტირება, რის შემდეგადაც ლულის ზედაპირი არ იჟანგება და საოცრად გამძლე ხდება და ნებისმიერ სტრესს, რომელიც მას შეხვდება ნორმალური და თუნდაც მძიმე ექსპლუატაციის პირობებში ის ადვილად იტანს.  არის ორი მიზეზი, რის გამოც გლოკებზე ცვლიან ლულას და არც ერთი ეს მიზეზი არ არის საქართველოსთვის აქტუალური. პირველი: როდესაც პატრონს სურს მიიღოს ზე ზუსტი გლოკი სპორტული შეჯიბრებებისთვის, მაშინ ხდება არა ქარხნული მატჩ კლასის ლულის დაყენება  და მორგება. მეორე:  პატრონი ისვრის ტყვიებს გარსის გარეშე. პოლიგონალური ლულიდან გარსის გარეშე ტყვიების სროლა იკრძალება იმიტომ, რომ ტყვია იგლისება და ტოვებს სქელ ნადებს ლულის ზედაპირზე რასაც მოყვება წნევის ზრდა და შესაძლო იარაღის კატასტროფული ნგრევა.  მაშინ პატრონი ისევ აყენებს არა ქარხნულ ლულას კლასიკური ხრახნებით და უპრობლემოდ ისვრის გადატენილ და უფრო იაფ ამუნიციას. უფრო გრძელი ლულები (რისთვის და რატომ?) და ლულები ხრახნებით (მაყუჩი იკრძალება საქრთველოს კანონდმებლობით) არის სრულიად ზედმეტი რამეები რაც არ ღირს ის ფული რასაც მათში ითხოვენ. დაივიწყეთ სიზუსტის გაუმჯობესება. გლოკი ისედაც საკამოდ ზუსტი იარაღია ხოლო ზე-სიზუსტის მისაღებად კარგი ლულის გარდა საჭიროა კიდე ლულის უფრო ზუსტი მორგება რისთვისაც პროფესიონალი ოსტატი იქნება საჭირო.

არა ქარხნული ნაწილები. არანაირი აზრი არ აქვს გლოკის ქარხნული ნაწილების შეცვლას არა ქარხნულებით. ტიტანის მცველები, მსუბუქი დამრტყმელები, უჟანგავი ფოლადის ღერძები სუპერ ზამბარები და ასე შემდეგ არის სრულიად უაზრო ფულის ფლანგვა და ყველაფერი ეს საფრთხის ქვეშ აყენებს იარაღის საიმედოობას. მათი დაყენების შემდეგ არანაირი ეფექტი არ იქნება შესამჩნევი. პრობლემები, რომლებსაც არა ქარხნული დეტალები იწვევენ კიდე ძალიან რეალურია და რისკს აზრი არ აქვს.  ვიხსენებ რა ერთ-ერთ ფორუმზე ატვირთულ გლოკის ფოტოსურათს  გატეხილი ზამბარით. ესეც თქვენი საიმედო გლოკიო. რო ვკითხე კი მაგრამ ზამბარა აშკარად არა ქარხნულია, მივიღე პასუხი, რომ ზამბარა კი არის არა ქარხნული მაგრამ ქარხნულს ჯობიაო. როგორ ჯობია ესეც ვნახეთ. ლოგიკა პოსტში? ნოლი. რომ დავფიქრდე ერთადერთი რისი გამოცვლაც გამართლებულია არის დამბრუნებელი ზამბარის ღერძი. ქარხნული დეტალი არის პლასტმასის და პრინციპში მეტალის ღერძზე გამოცვლა არ არის ურიგო. მაგრამ დაფიქრდით რამდენად ეს საჭიროა. თეორიულად მეტალის ეს დეტალი უფრო გამძლეა მაგრამ პრაქტიკაში არანაირი პრობლემა გლოკის პლასტმასის ღერძებთან არ არსებობს.

რადიკალური მოდიფიკაციები. ყველაზე რადიკალური მოდიფიკაცია გლოკის პისტოლეტის არის მისი ტარის გეომეტრიის და კუთხის შეცვლა. არ ვიცი რატომ მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს მსროლელების დიდი პროცენტი, რომლებიც ვერ იტანენ გლოკის ტარის კუთხეს და შესაბამისად უჭირთ ამ პისტოლეტიდან კარგი სროლა. ტარის მოდიფიკაციის პროცესი გულისხმობს ტარის უკანა ნაწილის ამოვსებას ეპოქსიდით, რის გამოც ადრე ცარიელი სივრცე ამოვსებული ეპოქსიდით ხდება პრაქტიკულად ტარის განუყოფელი ნაწილი, რაც იძლევა საშუალებას მოხდეს მისი ფორმის შეცვლის. საჭიროების მიხედვით იცვლება ტარის ზედაპირის ტექსტურა და შემდეგ ჩარჩო იღებება.

Grip reduction job. მარცხნივ ჩანს პროცესის ნაწილი, როდესაც ტარის ფორმა შეცვლილია ხოლო ლურჯი ფერის არის ეპოქსიდი, რომელმაც ამოავსო ადგილები სადაც სხვა შემთხვევაში იქნებოდა ხვრელები.  მარჯვნივ უკვე არის დამთავრებული იარაღი. მე-4 თაობის გლოკებს კომპლექტში მოყვებათ ცვლაი ტარის პანელები, რომლებიც ნაწილობრივ წყვიტავენ პრობლემას ტარის ფორმასთან.

ტარის მოდიფიკაცია/მორგების თემა რომ გავაგრძელოთ, დავამატებ, რომ გარკვეული პოპულარობით სარგებლობს ასევე რეზინის ჩამოსაცმელი ადაპტორები. მაგრამ მე ვერ გაუწევ მათ რეკომენდაციას. ისინი ადვილად იცვლიან მდგომარეობას ტარზე და საბრძოლო/თავდაცვით იარარში მათი გამოყენება არ არის რეკომენდირებული. ასევე პოპულარულია რეზინის დეკალები, რომლებიც წეპდება პისტოლეტზე. პრაქტიკა აჩვენებს, რომ სინესტე ასუსტებს წებოს და ასეთი დეკალები ადვილად ცილდება პისტოლეტს.

“სტიპლინგი” არის საკამოდ იაფი და პოპულარული მეთოდი ტარის მოდიფიკაციის.  ამის გაკეთება ყველას შეუძლია და ეს პროცესი შესანიშნავ შედეგებს იძლევა. გიღირთ თუ არა 1500 დოლარის ღირებულის პისტოლეტზე ამ პროცედურის ჩატარება თქვენი გადასაწყვეტია. ჩარჩოს ზედაპირი, რომელიც უნდა დამუშავდეს ჯერ სწორდება და შემდეგ ხდება სარჩილავით სასურველი ტექსტურის შექმნა

ასევე კაპიკებში იყიდება სხვა და სხვა ფორმის და ზომის მჭიდის ხუფები. მოკლე გლოკებზე ასეთი ხუფი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს იარაღის ჭერას და  შესაბამისად სროლის კომფორტს.

გლოკ 30, Pearce-სის მჭიდის ხუფით. ფასი 8 დოლარი.

საკეტი გლოკის საკეტი არის მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, ის გადის ისეთივე ცემენტირებას როგორიც არის ლულა. რის გამო მისი ზედაპირი არის ძალიან მყარი ხოლო შიგნით საკეტი შედარებით რბილია რაც უზრუნველყოფს ამ დეტალის ხანგრძლივ და უპრობლემო ექსპლუატაციას. ცემენტირებული ზედაპირი შემდეგ იღებება დაფრქვევით შავ ფერში. ეს საღებავი არის ასევე ძალიან გამძლე და ძნელად იცვითება, თუმცა საღებავი სულ რომ მოაცილოთ, ცემენტირება (ზედაპირის ამ დამუშავების მეთოდს ქვია ტენიფერი) მაინც დაიცავს საკეტს კოროზიისგან და დაზიანებებისგან, რაც გამოწვეულია იარაღის ექსპლუატაციით. ერთადერთი მიზეზი თქვა უარი ამ ნაწილზე არის როდესაც მსროლელს ჭირდება რაიმე რადიკალურად განსხვავებული სამიზნე მოწყობილობის ან გიბრიდული კომპენსატორის დაყენება. ამ შემთხვევაში უფრო რბილი საკეტი იქნება გამოსავალი, ვინაიდან ის ადვილად დაემორჩილება ბურღს და დრელს. არა ქარხნულ საკეტს ბევრი კომპანია უშვებს და ფსი ამ დეტალის მერყეობს 150-დან 250 დოლარამდე.  გლოკი არის თავდაცვითი იარაღი და ასეთ მოდიფიკაციებს ადგილი აქვს თუ პისტოლეტის გამოყენება ხდება დინამიური სროლის რომელიმე დისციპლინაში.

ეს პისტოლეტი გავს გლოკს მაგრამ გლოკი არ არის. ჩარჩოც, საკეტიც და ლულაც სხვა მწარმოებლების არის. საკეტი არის Lone Wolf Distributors-გან, ჰიბრიდული კომპენსატორით (სამი ნახვრეტი  საკეტის ზედა წინა ნაწილში) და დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.  სამიზნე მოწყობილობის როლს ასრულებს კოლიმატორი Burris FastFire II. სურათების წყარო tactical-life.com

ბევრს მიაჩნია, რომ ღია ფერის საკეტი უფრო მაგრად გამოიყურება მაგრამ „მაგარი ვიდი“ არ არის საკმარისი ჩემთვის რომ გადავიხადო ფული ახალ საკეტში, რომელიც თვისებებით იქნება უარესი ვიდრე ორიგინალური საკეტი. არა მე არ ვარ კასტომიზაციის და იარაღის პერსონალიზაციის წინააღმეგი. არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ პირველ რიგში გლოკი არ არის ის იარაღი, რომელიც იმსახურებს მორთვას სხვა და სხვა ზიზილპიპილოებით და მეორე რიგში ეს იარაღი პრაქტიკულად იდეალურია თავის ქარხნულ მდგომარეობაში და არ საჭიროებს დიდი ინვესტიციებს. უბრალოდ გლოკის მოდიფიცირება იმდენად ადვილია ხოლო არა ქარხნული ნაწილები იმდენად ბევრი და იაფი რომ ბევრს ასე ვთქვათ ცდუნებას ვერ უძლებს. როგორც უკვე ავღნიშნე მთავარია არ შემცირდეს იარაღის საიმედოობა და საბრძოლო თვისებები.

უწყინარი კასტომიზაციის მაგალითი. ეს არის საკეტის ხუფი ავტორის გლოკ 19-ზე. ეს დეტალი არის ალუმინის და თეორიულად უფრო მყარია ვიდრე ორიგინალური პლასტმასის დეტალი. ფასი 19-25 დოლარი. ეს დეტალი უნდა იყოს ალუმინის ხოლო სურათი უნდა იყოს ლაზერული გრავირებით შესრულებული.


ავტორის კუთვნილი მეორე გლოკი ამჯერად მე-19 მოდელი. წინა სამიზნე მოწყობილობა  Hi-viz, მჭიდი არის 17 ვაზნიანი, A&G-ის ტარის ადაპტორით. უმეტესობა მოქალაქეებისთვის პისტოლეტი სახლის დაცვის იარაღია და შესაბამისად დიდი მჭიდი არის სასურველი ოფცია. ასევე აუცილებლობაა კარგი ფარანი, ამ შემთხვევაში ეს არის Streamlight TLR-1.

რა თქმა უნდა გლოკის შესაძლო მოდიფიკაციები არ შემოიფარგლება იმ ვარიანტებით რაც მე აქ დავწერე. სრული მიმოხიილვისთვის ალბათ პატარა წიგნის დაწერა შეიძლებოდა. მე შევეხე ყველაზე აქტუალურ, პოპულარულ და პრაქტიკულ მოდიფიკაციებს. ეს იარაღი ალბათ ყველაზე პოპულარულია მსოფიოსი და საკმაოდ იაფი ღირს ასევე იაფი ჯდება მისი მოდიფიკაცია. სწორედ ეს განაპირობებს არა ქარხნული დეტალების სიუხვეს. ბოლოს მხოლოდ მინდა ავღნიშნო, რომ თუ აპირებთ გლოკის მოდიფიცირებას/კასტომიზაციას ჯერ დარწმუნდით, რომ ნადვილად გინდათ ის რისი გაკეთებასაც აპირებთ და შემდეგ როდესაც უკვე რამეს გამოცვლით/დააყენებთ დარწმუნდით, რომ იარაღი ვარგისია ექსპლუატაციისთვის.

ბოლოს რამდენიმე რჩევა: იყიდეთ მხოლოდ ამერიკული ან ევროპული მწარმოებლების დეტალები. ერიდეთ უსახელო პროდუქციას. თუ დეტალის გამოცვლა განპირობებულია მისი მწყობრიდან გამოსვლით უპირატესობა მიანიჭეთ ქარხნულ დეტალებს.  დარწმუნდით, რომ ის რისი გაკეთებას, ყიდვას აპირებთ ნამდვილად აუცილებელია და გჭირდებათ. ყოველთვის შეამოწმეთ იარაღი ნებისმიერი დეტალის გამოცვლის ან დამატების შემდეგ.

ის რაც მუშაობს სპორტისთვის/ტირისთვის თითქმის არასდროს არ მუშაობს ქუჩისთვის. კომპენსატორი ამცირებს ლულის ხტომას და უკუცემას მაგრამ არ არის სასურველი თავდაცვით იარაღზე ზევით მიმართული დენთის ცხელი აირების გამო, რომლებიც გარდა ამისა წარმოქმნიან დიდ ალს, რომელიც სიბნელეში იწვევს მსროლელის დროებით დაბრმავებას. გიგანტური “მაგველი” აუცილებელია სპორტულ პისტოლეტში მაგრამ ის ზრდის იარაღის გაბარიტებს და ართულებს ფარულ ტარებას. მჭიდის დიდი ზომის ღილაკი ზრდის მჭიდის გამოცვლის სიჩქარეს მაგრამ შეიძლება უნებლიე გააქტიურდეს ბუდეში ან ქამრის უკან და მჭიდი იარაღს “მოძვრება”. მსუბუქი სასხლეტი კარგია ზე-სწრაფი და ზუსტი სროლისთვის მაგრამ ყოველდღიურ სცენარებში ის პოტენციალური საფრთხის მატარებელია.  გარედან ასე დამაგრებული კოლიმატორის მიზანშეწონილობაზე ქუჩის იარაღზე აღარაფრს ვიძახი. სურათზე S&J Custom-ის მიერ მოდიფიცირებული გლოკ 17 განკუთვნილი რკინის სილუეტებზე სასროლად.



2 Responses to “გლოკის მოდიფიკაცია – რისი გაკეთება ღირს და რისი არა”

  1. leva says:

    ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე
    ბრავო ლევან

  2. dato says:

    გამარჯობათ ბატონო ლევან. ძალიან საინტერესო სტატიაა. თქვენ გამოცდილება გაქვთ და მაინტერესებს შეიძლება ზამბარების, მჭიდების, ოპტიკის(კოლიმატორებიც) გამოწერა? პრობლემა ხომ არ იქნება(საბაჟოზე მაგალითად), მე usa2georgia-თი ვსარგებლობ და მისი მეშვეობით თუ შეიძლება ამ ნივთების გამოწერა(თქვენ თუ გამოგიწერიათ)? აკრძალულ ნივთებში უწერიათ საიტზე არადა ჩვენთან მაღაზიებში მჭიდები და ზამბარები რომ იყიდო იარაღის საბუთს არ ითხოვენ.

დატოვეთ კომენტარი