ტესტირება ქართულად ანუ როგორ არ უნდა დაწერო სტატია

დღეს ჩემმა მეგობარმა გადმომიგზავნა ერთი სტატიის “სკანი”. ეს სტატია დაიბეჭდა ჟურნალ არსენალში.  მე არ ვარ ჟურნალ არსენალის მკითხველი იმის გამო რომ, როგორც წესი მანდ ჩემთვის საინეტრესო თემატიკაზე როგორც წესი არ წერენ და სტატიები ცეცხლსასროლ იარაღზე არის ზედაპირული და არასრული. თუმცა ამავე დროს პატივს ვცემ ამ ჟურნალის კოლექტივს მათი საჭირო საქმიანობის გამო. სამწუხაროდ ამ სტატიამ ძალზედ არასასიამოვნოდ  გამაოცა პირველივე გვერდიდან უფრო სწროედ სახელიდან, რომელიც ასე ჟღერს ” არსენალმა ქართული ავტომატი გამოცადა, HK416 ქართულად – ბუშმასტერის M4-ზე ბევრად საიმედო” და ბოლოს სამი წერტილი. სახელი არის რბილად რომ ვთქვათ არიფული. ჯერ ეს ერთი AR15 (ასე ქვია ამ სისტემის იარაღის ოჯახს მთლიანად, ხოლო M16  და M4 არის კონკრეტული მოდელების სახელები) დგუშით გაცილებით უფრო ადრე არის ცნობილი ვიდრე HK416 თუმცა ავტორებმა როგორც ჩანს ამის შესახებ არ იცოდნენ. დგუშიანი AR15-ის პროტოტიპი ქონდა დამზადებული კოლტს, ხოლო პირველი კომერციული ნაკრები, რომელსაც გადაყავდა AR15 დგუშზე 80-წლებში შექმნა Rhino International-მა. გარდა ამისა ამერიკული კომპანია ბუშმასტერის იარაღს, რომელიც საქართველოს შეიარაღებაში დგას ქვია XM-15 და არა M4. სწორედ ეს არის იმ ზედაპირულობის მაგალითი, რომელზეც მე ვსაუბრობ. თუმცა ეს ჩავთვალოთ, რომ წვრილმანებია, საინტერესო რამეები მერე იწყება, როდესაც ავტორი გამომდინარე სტატიის შინაარსიდან ცდილობს დაარწმუნოს მკითხველი, რომ AR15 არის ცუდი იარაღი ხოლო დგუშიანი ქართული G5 შესაბამისად არის კარგი იარაღი. ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებულ იქნა ბანალური ტყვილები. აქ ლაპარაკი არ არის აზრთა და შეხედულებების  სხვა და სხვაობაზე, ინფორმაცია მოყვანილი სტატიაში არ შეესაბამება სიმართლეს.

ტყუილი პირველი. AR15-ის დენთის აირების მილაკი იჭედება. გაცნობებთ, რომ ეს დეტალი საერთოდ არ არის განკუთვნილი წმენდისთვის. მიზეზი ამის არის მარტივი. წნევა, რომელიც წარმოიქმნება ამ მილში იმდენად დიდია, რომ მანდ ნადები არ რჩება. საერთოდ არ რჩება. აღნიშნული პრობლემას ქონდა ადგილი, როდესაც ხდებოდა M16-ის შეიარაღებაზე მიღება 60-ან წლებში და იმის გამო რომ აშშ საომარ მოქმედებებს აწარმოებდა ბევრი რამ ხდებოდა ნაჩქარებად მათ შორის ტყვიაწამლის მიწოდებაც, რომელიც არ შეესაბამებოდა სპეციფიკაციებს და ხდებოდა ნადების დაგროვება მათ შორის მილაკშიც. სპეციფიკაციებს არ შეესაბამებოდა ბევრი სხვა რამ, მათ შორის სავაზნის ზომები და ასე შემდეგ. პროცესი იარაღის შეიარაღებაში მიღების თითქმის არასდროს არ არის ადვილი და უპრობლემო. სხვაობა ის იყო, რომ ომის დროს ასეთ დაბრკკოლებები იწვევდნენ ჯარისკაცების სიკვდილს. სტატიის ავტორი უნდა დიანტერესდეს HK416 ნორვეგიაში შეიარაღებაში მიღებით და ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოაჩენს.  მას მერე რაც გახდა ცნობილი დენთის სპეციფიკაციები და ის სავალდებულო გახდა ეს პრობლემა გაქრა და მას მერე არასდროს აღარ დაბრუნებულა. ეს მოხდა თითქმის ნახევარი საუკუნის წინ.

ტყუილი მეორე. AR15-ს შემქმნელმა დაუშვა შეცდომა და გამოიყენა არასწორი აირგადამტენი სისტემა. სტატიიდან გამომდინარეობს რომ სტოუნერი არის ამ სისტემის ავტორი რაც ასევე არ არის სიმართლე.  Direct Gas Impingement  ანუ დენთის აირების პირდაპირი შეფრქვევის სისტემის ავტორი არის შვედი კონსტრუქტორი ერიკ ეკლუნდი, და ეს სისტემა მან 1941 წელს გამოიყენა თავის შაშხანაში  Ag m/42. იუჯინ სტოუნერმა კიდე ბრწყინვალედ შეასრულა ის რაც მას სთხოვეს. შექმნას იაფი, ადვილი წარმოებაში, ტექნოლოგიური, თანამედროვე მასალებისგან დამზადებული, მსუბუქი შაშხანა, მინიმალური მოძრავი დეტალებით და რომელსაც ექნებოდა ადეკვატური სიზუსტე ჯერებით სროლისას. სტოუნერმა დავალება ხუთიანზე შეასრულა და შექმნა ლეგენდა. მისი არჩევანი ამ სისტემის არისს ბუნებრივი. დენთის აირების პირდაპირი შეფრქვევა უზრუნველყოფს მოძრავი ნაწილების მასის შემცირებას რაც უზრუნველყოფს იარაღის სტაბილურობას. იმპულსის გადაცემა ხდება პირდაპირ საკეტზე რის გამოც ლულა ნაკლებად ირხევა. ასევე  ის უფრო ადვილია მოსავლელად, არ არის საჭირო დგუშის და დგუშის მილის წმენდა. მოძრავი ნაწილების მასის შემცირების გამო ბუნებრივია თანდაყოლილი უნარი გართულებულ პირობებში მუშაობის შემცირდა.  რაღაცას იგებ, რაღაცას აგებ. Direct Gas Impingement არის ის რაც არის. მას აქვს თავისი პლუსები და თავისი მინუსები, როგორც ყველა კონსტრუქციას. როგორც უკვე აგიხსენით მისი დენთის აირების მილაკი არ იჭედება და არანაირ თანდაყოლილი დეფექტი ამ სისტემას არ გააჩნია.

შემდეგ სისტემის აღწერილობისას ავტორმა აღწერა მხოლო ნაწილი ციკლისა სადაც ქმედება დამთავრდა როდესაც დენთის აირებმა მიაღწია “ბერკეტს” (დეტალის ზუსტი სახელია Gas Key). სინამდვილეში ეს დეტალი მხოლოდ შუალედური ნაწილია და ყველაზე საინტერესო იწყება როდესაც დენთი აღწევს საკეტის შიგნით და საქმეში ერთვება დენთის აირების რგოლები (gas rings) თუმცა ეს ყველაზე საინეტერესო ნაწილი ავტორს გამორჩა.  უმეტესობა პრობლემების, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას AR15-ში იწყება დენთის აირების მიერ მილაკის გავლის შემდეგ. უფრო მეტიც, ძველ იარაღში დენთის აირების წნევა არ ვარდება, ის პირიქით იზრდება ლულაზე დენთის აირების გამოსაყვანი ნახვრეტის ეროზიის გამო, რის შედეგადაც აირების რაოდენობა იზრდება და წნევა პირიქით მატულობს და არა იკლებს.  ხოლო მილაკი არის ისეთივე სუფთა როგორც ახალ იარაღში.

ტყუილი მესამე. Direct Gas Impingement სქემა დასახელდა “ბავშვურ ავადმყოფობად”. ბავშვური ავადმყოფობა, ანუ ეს ტერმინი ნიშნავს რაიმე კონსტრუქციის თავისებურებას/სისუსტეს, რომელიც ქმნიდა პრრობლემებს თავიდან და შემდგომ მოდიფიკაციებში ის იქნა გასწორებული.  ბუნებრივია ამ ტერმინის გამოყენება ამ შემთხვევაში არ არის სწორი.

სტატიაში ითქვა, რომ G5 არის HK416-ის ასლი. სამწუხაროდ დაშლილი G5-ის სურათები წარმოდგენილი არ იქნა. სურათები რომ დადებულიყო დარწმუნებული ვარ რომ ესეც ტყული აღმოჩნდებოდა.  HK416 გამოირჩევა ლულის კოლოფის “აპერის” მაღალი სიმაღლით რაც განპირობებულია უფრო მსხვილი დგუშის განლაგებით (ადრინდელ მოდელებზე ეს დეტალი ტყდებოდა და ამტვრევდა ლულის კოლოფს). სურათებიდან ნათლად ჩანს რომ G5 ლულის კოლოფი სტანდარტული სიმაღლის არის. ანუ არანაირ ასლზე ლაპარაკი არ არის. თუ ასლსში იგულისხმეს ის რომ HK416 არის დგუშიანი AR15-ების მამა მაშინ ავტორებმა არ იციან რაზე ლაპარაკობენ.

მერე მოდის ე.წ. გამოცდა. გამოცდის შედეგები მოყვანილია ერთ აბზაცში, სადაც ავტორი იუწყება რომ “რამდენიმე მჭიდი ისროლა”. ევრიკა! ავტომატი ისვრის! ეტყობა ეს ფაქტი საკმარისად ჩაითვალა და გამოცდის სხვა შედეგები არ დაიდო. სროლის ტემპი, სიზუსტე, საწყისი სიჩქარე, ლულის ტიპი და ხრახნების ბიჯი რჩება გამოცანად ან სამხედრო საიდუმლოებად. იჯდნენ ეხლა რუსები და იტეხონ თავი იმაზე რამდენად ზუსტია ეს G5.  მკითხველებისთვის G5 “უკეთესობა” ასევე რჩება დაუდასტურებელი. ასეთი მიდგომა დაახლოებით იგივეა რომ ქართული Auto-Bild-ის ჟურნალისტი ჩავიდეს იტალიაში ახალი ფერარის გამოსაცდელად და სტატიაში ტესტ-დრაივი აღწეროს ერთი წინადადებით “კაროჩე პავაროტებში მაგრად ვიგაზავე”. მერე კიდე აჩქარების მაჩვენებელი 0-დან 100 კმ/ს-მდე შეცვალოს ფრაზით “მაგრად კრიფავს”,  გადაცემათა კოლოფს დაარქვას ” ტიპტრონიკი კარობკა” და ბოლოს არასწორედ მიუთითოს მანქანის მოდელი. არ მგონია ავტომოყვარულებმა მოიწონონ ასეთი “ამომწურავი” ანგარიში.

მე შეგნებულად არ ვეხები AR15-ის “დგუშზე გადაყვანის” მიზანშეწონილობის თემატიკას. დავაზუსტებ მხოლოდ, რომ ასე, როგორც სტატიაში წერია ნამდვილად არ არის, “ჩააგდე” შიგნით დგუში და ვუა-ლა! მიიღე მაგარი ავტომატი. პრობლემებზე, რომელიც ახასიათებს “დგუშუან” AR15-ს ამ ბლოგზე წერია და კიდევ ერთხელ მათი აქ აღწერას აზრი არ აქვს. იხილეთ განყოფილება  AR15/M16/M4 და მანდ ნახავთ საკმარის მასალებს ამ თემატიკაზე. მე თავად მქონდა AR15 და დამერწმუნეთ საუკეთესო ინფორმაციის წყაროები მაქვს. სწორედ ამის შედეგად ამ განოყიფილებაში დევს 8 სტატია AR15-ზე და მის მოდიფიკაციებზე. ჩემი აზრით არსენალში დაბეჭდილი სტატია არის ბანალური “ხალტურა”, რომელიც არის არაზუსტი და შესაბამისად მავნე.

მაპატიეთ ბლოგის მკითხველებო, მე თავს ვიკავებ ნეგატივისგან და არ მინდა არავის კრიტიკით საკუთარ თავს ქულები დაუწერო მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო იგნორირება გამეკეთებინა ამ აბსურდული “ტესტირებისთვის”. მე მზად ვარ თუ ჩემი ხმა მიაღწევს ამ “სტატიის” ავტორებამდე ნებისმიერ დროს მათ პირადად წარმოუდგინო ჩემი არგუმენტები.

შენიშვნა: Ag m/42 იყო პირველი წარმატებული და სრულყოფილი სისტემა, რომელიც იყენებდა აირების პირდაპირ შეფრქვევას. მცდელობები დენთის აირების გამოყენების გადატენვისთვის ენერგიის პირდაპი საკეტისთვის გადაცემით იყო ადრეც და არსებული წყაროებით ამის შესახებ პირველი ხსენება ასეთი სისტემის შესახებ ეხება ფრანგებს და 1901 წლის როსინიოლის კონსტრუქციის ნახევრად ავტომატურ შაშხანას. იუჯინ სტოუნერი თავის პატენტში, რომელიც გაცემულია 1960 წლის 6 სექტემბერს, იუწყება, რომ მისი სისტემა არის გაფართოებული დენთის აირების სისტემა და ის უკეთესია ვიდრე პირდაპირი შეფრქვევა ან იმპულსის გადაცემა აირების ცილინდრის და დგუშის მეშვეობით. ხოლო საკეტი და საკეტის ჩარჩო არის ორმაგი დანიშნულების. უზრუნველყოფს ავტომატიკის მუშაობას და წარმოადგენს აირგადამტენ სისტემას დგუშის გარეშე ანუ აიძულებს სისტემას დაიწყოს გადატენვის ციკლი. არის მოსაზრება, რომ სტოუნერის AR15 არ შეიძლება ამის გამო ჩაითვალოს სისტემად პირდაპირი შეფრქვევით, თუმცა ზოგადად ითვლება, რომ AR15 იყენებს უფრო დახვეწილ მექანიზმს მაგრამ მაინც პირდაპირი შეფრქვევის სქემით არის აგებული. ასეთი აღწერილობა კიდე იყო საჭირო უბრალოდ გამოგონების არგუმენტირებისათვის და პატენტის მისაღებად.



2 Responses to “ტესტირება ქართულად ანუ როგორ არ უნდა დაწერო სტატია”

  1. ბიძინა says:

    მე ვიტყოდი რომ ეს მანკიერება არ ვრცელდება მარტო ერთ ტესტირებაზე და ერთ სტატიაზე, მთლინად ჟურნალ არსენალს შეგვიძია დავარქვათ “სამხედრო თემატიკის გამოცემა ქართულად, ანუ როგორი არ უნდა ჟურნალი” :) .

    P.S.
    დასაფასებელია თქვენი ხარისხიანი კრიტიკა. სამწუხაროდ ხშირად ვერ წააწყდები ასეთ რამეს ქსელში :( .

  2. jurkha says:

    მართალი ბრძანდებით ბატონო ლევან, საეჭვოა საქართველოში სრულფასოვნაი ტესტირება კეთდებოდეს საერთოდ, მაგრამ გულდასაწყვეტია ისიც, რომ სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც რომ არ იზიარებენ.

დატოვეთ კომენტარი