მონდრაგონის შაშხანა

Sunday, March 15th, 2009

 

mondragon
მონდრაგონის შაშხანა

ამ პატარა სტატიაში ლაპრაკი წავა პირველ ავტომატურ შაშხანაზე, რომელიც მიღებულ იქნა შეიარაღებაში. ლაპარაკია მექსიკელი კონსტრუქტორის მანუელ მონდრაგონის სისტემის ავტომატურ შაშხანაზე. უნდა აღინიშნოს რომ მისი იარაღი არ იყო პირველი ასეთი ტიპის შაშხანა. პირველი პატენტი ასეთი ტიპის იარაღზე გაიცა ამირეკელზე რ. პილონზე ჯერ კიდევ 1863 წელს. მას მოყვა ჯეიმს კერტისი 1866 წელს თავისი”ავტომატური თოფით”, შემდგომ უკვე ვინჩესტერმა და ლეგენდარულმა ჰაეირემ მაქსიმმა წარმოადგინეს თავისი ვარიანტები ამ ტიპის იარაღის. 1900 წლამდე ცნობილმა ევროპელმა კონსტრუქორებმაც ასევე შექმნეს ანალოგიური მოდელები. მოვლენების ასეთი განვითარება განაპირობა სწრაფმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა რამაც წარმოშვა ახალი ტიპის დაზგა დანადგარები და საწარმოო პროცესები, თეთრი უკვამლო დენთი, უნიტარული ვაზნები მეტალის გილზებში ხელს უწყობდნენ მრავალი ტიპის იარაღის ახალი სისტემების შექმნას. ამ პერიოდში არმიაში ფეხოსნების ძირითადი იარაღი ყოველთვის იყო შაშხანა. ტყვუამფრქვევბი, რომლებმაც დაიწყეს გამოჩენა იმ დროს უფრო გავდნენ დღევანდელ ავტომატურ ყუმბარტყროცნებს, შედიოდნენ არტილერიის შეიარაღებაში, იყვნენ ძალიან ტექნიკურად რთული და ძვირადღირებული იარაღი. ცხადია მსოფლიოს ყველა მეტ ნაკლებად გამოცდილი კონსტრუქტორი ფიქრობდა პირველ რიგში ფეხოსნის ძირითადი იარაღის-შაშხანის საბრძოლო თვისებების გაზრდაზე. წარმატების შემთხვევაში მათ ქონდათ უზარმაზარი მოგების და სახელგანთქმულობის გარანტია. ლოგიკურია, რომ პირველ რიგში კონსტრუქტორები იხილავდნენ ავტომატური ცეცხლის მეშვეობით ფეხოსნის საცეცხლე ძალის გაზრდას. სამხედროებში ტრადიციული კონსერვატიზმის გამო, ავტომტური შაშხანებმა ჯერ პირველად შეაღწიეს სამოქალაქო ბაზარზე და დაიმკვიდრეს მანდ საკმაოდ მყარი პოზიციები. ეხლა რა უპირატესობებს ხედავდნენ ავტომატურ შაშხანბეში იმ დროს? პირველ რიგში მნიშვნელოვნად გაზრდილი სწრაფსროლა და აქედან გამომდინარე უპირატესობები. გასროლის წარმოების ციკლიდან ამოვარდა შაშხანის ხელით დატენვა, რაც ზოგავდა ფეხოსნის ძალებს და აძლევდა მას საშუალებას ახორციელოს სწრაფი და ზუსტი გასროლები მათ შორის მოძრაობაში. თავდაპირველად სამხედრო მაღალჩინოსნები აყენებდნენ ზედმეტად გადაჭარბებულ და მკაცრ მოთხოვნებს ახალი იარაღის მიმართ, რომელთა დაკმაყოფილება იმ დროს იყო შეუძლებელი. კერძოდ ავტომატურ შაშხანას უნდა ქონოდა კონვენციონალურ შაშხანაზე არანაკლები ბალისტიკური მონაცემები, იგივე წონა და გამძლეობა. ასეთმა მოთხოვნებმა განაპირობა ის ფაქტი, რომ გაცილებით ადრე და დროულად მოხდა ტყვიამფრქვევბის და ავტომატური პისტოლეტების შეიარაღებაზე დაყენება ხოლო კლასიკური მექანიკურ საკეტიანი შაშხანა კვლავ რჩებოდა არმიების ძირიტად შეიარაღებად. მძიმე, გრძელლულიანი იარაღი მექანიკური\ხელის საკეტით გათვლილი ძლიერ ვაზნაზე, შესანიშნავი ბალისტიკით და სიზუსტით. მეXX საუკინის დასაწყისში ავტომატური შაშხანების გამოცდები უკვე მიმდინარეობდა თითქმის ყველა მეტ ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში (თქვენ წარმოიდგინეთ რუსეთშიც კი), მაგრამ რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს მექსიკამ დაასწრო ყველას და 1908 წელს მიიღო გადაწყვეტილება მონდრაგონის სიტემის 4000 ცალი შაშხანის შეძენაზე და მისი შეიარაღებაში დაყენებაზე რაც იყო ალბათ ერთგვარი სენსაცია და რევოლუციაც კი.

bba8b0aa28b2
გენერალი მონდრაგონი და ფელიქს დიასი

მონდრაგონის შაშხანის შექმნის ისტორია
მანუელ მონდრაგონმა (1855-1922) მექსიკური შეიარაღებული ძალების კავალერიის ოფიცერმა (სხვა წყაროებიდან არტილერიის ოფეიცერი), დაიწყო თავისი ავტომატური შაშხანის შექმნაზე მუშაობა 1890 წელს და 1903 წელს უკვე გენერლის ჩინით აიღო პირველი პატენტი თავის კონსტრუქციაზე. 1907 წელს ის უკვე იღებს პატენტს აშშ-ში. როგორც ჩანს მისი სამუშაოებს მხარს უჭერდა და ეხმარებოდა უშუალოდ მაშინდელი მექსიკის პრეზიდენტი გენერალი დიასი. მისი სახელი ასევე ფიგურირებს მონდრაგონის შაშხანის ოფიციალურ სახელში. ითვლება რომ თავად იდამსა დაავალა მონდრაგონს ასეთი სისტემის შექმნა.
რა თქმა უნდა მაშინდელ მექსიკაში არ არსებობდა წარმეობის ისეთი დონე, რომელიც უზრუნველყოფდა ასეთი ტიპის იარაღის მასობრივ წარმოებას, რის გამოც მონდრაგონმა მოძებნა პარტნიორი ქვეყანაში, რომელიც იმ დროს მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილი წარმოეით გამოირჩეოდა – მთაგორიანი შვეოცარია ევროპის შუაგულში. მონდრაგონის პარტნიორი ამ ქვეყანაში გახდა ყველასთვის კარგად ცნობილი შვეიცარიული კომპანია Schweizerishe Industrie Gesellschaft (SIG) განლაგებული ქალაქ ნოიჰაუზენში. 1894 წელს შეიქმნა პირველი პარტია 50 ცალის ოდენობით კალიბრზე 6.5მმ, შემდგომი 200 ცალი დამზადდა 5.2X68 ვაზნაზე. არ გეგონოთ რომ ეს ვაზნები ე.წ. “მელკაშკებია”. კალიბრი კი მცირე მაგრამ ენერგეტიკა კვლავ იყო ისეთივე როგორც მაგალიტად იმ დროინდელი .30 კალიბრის ვაზნებში. რუსები რატომღაც იბრალებენ, რომ იმ პერიოდში ფიოდოროვი იყო ავტორი კალიბრის შემცირების იდეის და პირველი “შუალედური” ვაზნები მისი იდეა იყო მაგრამ ეს ასე არ არის, ფიიოდოროვი ამტკიცებდა კალიბრის შემცირების საჭიროებას (რაც სწორია და ამ სტატიაში ნახსენები ორი ვაზნა ადასტურებს რომ ამას ფიოდოროვამდე ათვითცნობიერებდნე) მაგრამ ის არაფერს არ იძახდა ენერგიეს შსემცირებაზე (რაც უკვე არანაირ კავშირში არაა “შუალედურ” ვაზნებთან) ხოლო ფიოდოროვის ვითომ და პირველი ავტომატი შუალედურ ვაზნაზე ასეთი ნამდვილად არ იყო! ის იყო ტიპიური ავტომატური იარაღი იმ პერიოდისთვის მცირე კლაიბრის მაგრამ ტყვიის ენრგეტიკით რომელიც ბევრად უფრო მაღალი იყო ვიდრე ნებისმიერი შუალედური ვაზნა, რომელიც პირველებმა ალბათ გერანელებმა შექმნეს და მიიღეს შეიარაღებაში ასევე პირველ ავტომატურ მოიერიშე შაშხანასტან ერთად 1943 წელს. კარგით, დაუბრუნდეთ ისევ მონდრაგონს დამ ის შაშხანას. თავდაპირველად ეკზოტიკურმა კალიბრებმა და არანაკლებ ეკზოტიკურმა შაშხანამ არ გამოიწვია დაინტერესება ევროპელ სამხედოებში, მიუხედავათ იმისაც კი, რომ მაშინვე დამზადდა ასევე უფრო ცნობილ კალიბრებში – ამერიკულ 30-30-ში და შვეიცარიულ 7.5X55 “შმიდტ-რუბინ”-ზე. ამან ხელი არ შეუშალა მექსიკელებს და მონდრაგონის შაშხანა მიღებული შეიარარებაში კალიბრზე 7X57 (ე.წ ესპანური მაუზერი) და მას მიენიჭა ოფიცილაური სახელი ““Fusil Porfirio Diaz, Systema Mondragon, Modelo 1908”. სერიული წარმოება დაიწყო შვეიცარიაში. ერთი შაშხანის ფასი განისაზღვრა 160 შვეიცარიული ფრანკით რაც სამჯერ უფრო მეტი იყო ვირდე ჩვეულებრივი შაშხანის ფასი.
სამწუხაროდ შვეიცარიელებმა მოასწრეს მხოლოდ 400 ერთეულის გაგზავნა მექსიკაში, როდესაც იქ დაიწყო არეულობა და 1911 წელს დიასის რეჟიმი დაეცა. არავის აღარ ეცალა ახალი შაშხანისთვის, ფულიც არ იყო და შვეიცარიელებს ხელთ შერჩათ ყველა ნახაზი და შაშხანების სოლიდური რაოდნობაც……..
შვეიცარიელები შეეცადნენ დაეინტერესებინად ახალი შაშხანით ევროპული ქვეყნების არმიები. რამოდენიმე ცალი იყიდეს რუსებმა და ბრიტანელებმა მაგრამ გამოცდებმა დაადასტურეს რომ იარაღი ზედმეტად რთული იყო და არადამაკამაყოფილებლად მუშაობდა რთულ პირობებში. როგორც ალბათ ყველა ავტომატური იარაღი იმ დროს. შვეიცარიელებმა მოახერხეს გაეყიდათ შაშხანაბეის მარაგი მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ.
მონდრაგონის შაშხანის მეორე სიცოცხლე
პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ არც ერთ ქვეყანას არ ქონდა შეიარაღებაში ავტომატური შაშხანა თუმცა ძალიან ბევრი ცდიდა სხვა და სხვა კონსტრუქციებს, მაგრამ ვერც ერთი ვერ ბედავდა გადაიარაღების დაწყებას ვინაიდან იმ დროისთვის თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოს დროის ხანმოკლე პერიოდში ქონდა გამოვლილი მიმიმუმ ორი მსხვილმასშტაბიანი გადაიარაღება და ქვეყნები აკვიდრებოდნენ ერთმანეთს და იცდიდნენ თუ ვინ გაბედავდა და დაიწყებდა პირველი ახალი ტიპის შაშხანების შეძენას. ომის დაწყებამ ერთის მხრივ აქტუალური გახადა უკვე შეიარაღებაში არსებული იარაღის მოდელების წარმოების გაზრდა მაგრამ ამავ დროულად წარმოშვა მოთხოვნილება მსუბუქ ავტომატურ იარაღზეც. პირველი მსოფლიო ომის დროს ასევე მასობრივი ხასიათი მიიღო საჰაერო ომმა. პილოტები ებრძოდნენ ერთმანეთს ჯერ კაბინებიდან პირადი იარაღის გამოყენებით, შემდგომ ტყვიამფრქვევების მეშვეობით (სინქრონიზირებული ან ტურელში დამაგრებულით) ასევე წარმოისვა მოთხოვნა მსუბუქ ავტომატურ იარაღზე. ამ მომენტში მონდრაგონის უკვე არსბულმა და სერიულად წარმოებულმა შაშხანამ მიიპყრო გერმანელი სამხედროების ყურადღება. სულ მალე დაახლოებით 3000 ცალი შაშხანა დასაწყობდა შპანდაუს საარტილერიოს საწყობებში. 1915 წელს ცდების შემდეგ გერმანელები ღებულობენ შეიარაღებაში მაუზერის სისტემის და მონდრაგონის ავტომატურ შაშხანბეს (სახელწოდებები Flieger Gewehr Model 1916 (Mauser), Flieger Selbstladekarabin Model 1915, FSK.15 (Mondragon)), რომელიც გადაეცა დირიჟაბლების, აეროსტატების და აეროპლანების ეკიპაჟებს. ასევე შეკვეთილ იქნა 30 ვაზნიანი 20 000 ბარაბნის ფორმის მჭიდი (ტრომელმაგაცინ). სულ მალე მონდრაგონის შაშხანები მოხდა საზღავო ფლოტის ავიაციაში, საზღავო ფეხოსნებთნა, წყალქვეშა ნავების ეკიპაჟებში და ბოლოს ფეხოსნებთანაც პირდაპის დასავლეთის ფრონტის სანგრებში. უნდა აღინიშნოს რომ კონსტრუქციულად რთული იარაღი თანაც აუთვისებელი ცხადია ვერ იმუშავებდა კარგად და ცნობილია რომ სანგრენში პოზიციურ ბრძოლებში მონდრაგონის შაშხანას ქონდა დაბალი საიმედოობა. ის ითხოვდა ბევრ ზეთს, რაც ზრდიდა მისი დაბინძურებას და იწვევდა დაბრკოლებებს სროლისას საჭიროებდა კარგ მოვლას და მუდმივ წმენდას. მიუხედავათ ამისა საჰერო ძალებში მონდრაგონის შაშხანას წარამტებით იყენებდნენ. განსხვავბით მაუზერის ავტომატური შაშხანისგან მას არასდროს არ ქონდა უწყვეტი ცეცხლის წარმოების საშუელაბა. ამიტომაც ის ვერ გახდა სრულ ფასოვანი მსუბუქი ტყვიამფრქვევი, ანუ არ გაიზიარა ის ბედი რაც ეწია სულ ყველა იმ დროის ავტომატურ შაშხანს, არც ერთი არ გახდა ფეხოსნის ძირითადი ირარღი. გამონაკლისია ალბათ ბრაუნინგის ავტომატური შაშხანა, რომელიც კი იყო დიდი და მძიმე მაგრად ამავე დროს იყო გამძლე და საიმედო რაც განაპირობა მისი ხანგრძლივი სამხედრო კარიერა (ბარ ტიპის შაშხანები ვიეტნამის ომშიც კი მიიღეს მოანწილეობა და პრაქტიკულად მომავავალი “ოცეულის ავტომატური იარაღის” კონცეფციის პროტოტიპი გახლდათ). მონდრაგონის სამხედრო კარიერა მეორე მსოფლიო ომის დასრუელბამდე ოდნავ არდრე დასრულდა. შემდგომ რამოდენიმე ქვეყანა კვლავ დაინტერესდა ამ იარაღით მაგრამ ყველაფერი შემოიფარგლა ხანმოკლე ცდებით. მონდრაგონის შაშხანამ საბოლოოდ დაასრულა თავისი კარიერა. ვიკიპედიის შესაბამის სტატიაშ ნახსენებია რომ იარაღი იწარმოებოდა მექსიკაში და იაპონიაში და ასევე გამოიუენებოდა ლათინურ ამერიკაში. წარმოებაზე მე ვერაფერი დავადგინე მაგრამ არ არის გამორიცხული რომ მნდრაგონის შაშხანები ბევრ ქვეყანაში მოხვდა სხვა და სხვა გზით.

მონდრაგონის შაშხანის ტექნიკური აღწერილობა
mondragon_pat_drawing
მონდრაგონის შაშხანის ნახაზი

ჩემთვის ცოტა ძნელია, ძნელია რა და ალბათ შეუძლებელია ნახაზების მეშვეობით რამის თქმა ამ იარაღზე, მაგრამ ჩემ ხელთ არის ძალიან კარგი სტატია რუსული ჟურნალიდან ორუჟიე და ასევე რამოდენიმე მოკლე სტატია ინტერნეტიდან, რის საშუალებიტაც მე გავერკვიე ამ იარაღის კონსტრუქციაში და ვეცდები გაგარკვიოთ თქვენც. მონდრაგონის შაშხანა ძალიან ორიგინალუირ გადაწყვეტილებებით ხასიათდება. ის არ არის მარტივი და ტექნოლოგიური მაგრამ ის ნამდვილად ძალიან ორიგინალური და საინტერესოა. ავტომატიკა მუშაობს დენთის აირების ხარჯზე, რომელიც აიღება ლულიდან 1მმ დიამტრის ხვრელის საშუალებით. აირები მიემართბეა კამერაში სადაც განლაგებულია დგუში თავისი შტოკით. დგუშის კორპუსში ჩაპრესილია სპილენძის რგოლები, რომლებცი უზრუნველყოფენ ობტურაციას. შტოკი გადაბმულია დამწოლის საშუალებით საკეტთან რომელიც იკეტება რესივერში პაზებზე ბრუნვის საშუალებით (გამარჯობა აკმ). საკეტს გააჩნდა 3 საბრძოლო უპორი წინა ნაწილში და 5 უკანა ნაწილში. გვერდიდან საკეტს ქონდა ორი დახრილი პაზი რომელშიც თავდებოდა გვერდითი საკეტის კბილები და რომლებიც უზრუნველყოფდნენ საკეტის თავისუფალ ბრუნვას. გვერდიტა საკეტს ასევე ქონდა სახელური რომლითაც ხდებოდა საკეტის მართვა. სახელურზე იყო დაყენებული სპეციალური კაუჭი, რომელიც უკავშირდებოდა დამწოლს, რომელიც ამოძრავებდა თავად საკეტს. შესაბამისად სახელურის ხელით მოკიდებისას ხდებოდა დამწოლის და საკეტის ერთმანეთისგან გათავისუფლება რის გამოც საკეტის მოძრაოაბა იყო ადვილი მაგრამ მისი წინ დაბრუნება ასევე საჭიროებდა ხელით მოძრაობას. დამაბრუნებელი ზამბარა იყო განლაგებული შტოკის გარშემო ანუ საკეტის წინ და არა უკან რესივერში როგორც კლასიკურ სისტემებში. ავტომატურ რეჟიმში სროლისას დამაბრუნებელი ზამბარა უზრუნველყოფდა ავტომატიკის მუშაოაბას. ამავე დროს შაშხანას ქონდა მექანიკური სროლის რეჟიმი. დენთის აირების კამერის წინ იყო კრანი რომლის გადაკეტვა იწვევდა აირების ატმოსფეროში გამოსროლას. შესაბამისად საკეტით მუშაობა მანუალურ რეჟიმში და წააგავდა ანალოგიურ სისტემებს პირდაპირი მოძრაობის საკეტით (როგორც მაგალითად თანამედროვე ბლეიზერ რ93-ში). შემდგომ შცეიცარიელებმა დახვეწეს გვერდიტა საკეტის კონსტრუქცია და განალაგეს მანდ კლავისა რომელიც უზრუნველყოფდა საკეტის მუშაობის რეჟიმის შეცვლას. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი იყო ცალკე დეტალი განთავსებული სასხლეტთან ერთად, ქონდა მასიურ ჩახმახი და დახვეული საბრძოლო ზამბარა (გამარჯობა სვტ). მჭიდი იყო ფიქსირებული 10 ან 8 ვაზნაზე ქონდა თავსახური და ბრტყელი ზამბარა. იტენებოდა ზევიდან ამოიმის საშუალებით. შესაბამისი პაზები იყო გაკეთებული რესივერზე ზევიდან. შაშხანა აღჭურვილი იყო სექტროული ცელიკით და ღია მუშკით.
იარაღს ქონდა ასევე ორი დამცველი, პირველი მექანიკური განთავსებული იყო სასხლწტის წინ და კეტავდა ჩახმახს ავტომატური განლაგებული საკეტის სახელურის ქვეშ და რომეიც კეტავდა ნემსას იმ მომენტამდე სანამ არ მოხდებოდა სკეტის სრული დახურვა. შაშხანა ქონდა ხიშტი დაყენების ოპციაც, რომელცი პიდაპირ ლულაზ მაგრდებოდა. ხის კონდახი სწორი “შეიკით” წააგავდა კლასიკური შაშხანის კონდახს.

ტექნიკური მონაცემები:
წონა 4.12კგ
წონა დატენილი 4.35კგ
ლულის სიგრძე 577მმ
სრული სიგრძე 1050მმ
კალიბრი 7მმ
ტყვიის საწყისი სიჩქარე 760მ.წ.
ტყვიის ენერგია 2888 ჯოული
ვაზნა 7X57 ესპანური მაუზერი
მჭიდის ტევადობა 8-10-30 ვაზნა

როგორც მინიმუმ მონდრაგონის ავტომატური შაშხანა არ იყო უფრო დიდი და მძიემეა ვიდრე კლასიკური იმ დროინდელი ბოლტები მაგრამ ის ნამდვილად არ იყო მარტივი და ტექნოლოგიური. თქვენი არ ვიცი და მე სიამოვნებით ვიქონიებდი ასსეთ შაშხანას. მას ქონდა ბევრი მინუსი მაგრამ ის ნამდვილად იყო ერგონომიული მოსახერხებელი და დარწმუნებული ვარ სასიამოვნო სროლაში.

0f3cee015e45

ყწაროები:
ჟურნალი Оружие
German Military Rifles and Machine Pistols. Hans Dieter Gotz
wikipedia
http://www.cruffler.com
http://www.newmajority.com
და სხვა წვრილმანი საიტები რომელბიც ვერ დავიმახსოვრე :wink:



დატოვეთ კომენტარი