Colt Detective Special და სხვა “მოკლეცხვირიანები”

მიუხედავად ავტომატუირ პისტოლეტების დომინირებისა, შეიძლება ითქვს რომ დღეს ადგილი აქვს „მოკლეცხვირიანი“ რევოლვერების და მათი ეფექტური გამოყენების ტაქტიკის რენესანსს. შესაბამისად არც მოთხოვნა მათზე არ კლებულობს. უფრო მეტიც, პოლიმერებმა შეაღწიეს ამ ძალზედ კონსერვატიულ სეგმენტში, რასაც მოყვა რევოლვერების გამოჩენა ნაწილობრივ პოლიმერისგან დამზადებული ჩარჩოებით. რუგერი, ტაურუსი და ეხლა უკვე სმიტ&ვესონიც უშვებენ ასეთ რევოვერებს, ხოლო რამოდენიმე წლის წინ რუსულმა „იჟმაშმა“ წარმოადგინა რევოლვერის პროტოტიპი ასევე პოლიმერის ჩარჩოთი. როგორც ჩანს რევოლვერები კიდევ დიდიხანი არ დათმობენ თავის პოზიციებს.

რა იგულისხმება ტერმინში „მოკლეცხვირიანი რევოლვერი“? ეს არის .38 კალიბრის კომპაქტური რევოლვერი, რომლის ლულის სიგრძე არის ორი დუიმი (5 სმ). ასეთი კომბინაცია არის იდეალური კომპრომისი კომპაქტურობასა და საცეცხლე ძალას შორის. ასეთი რევოლვერები წარმოადგენენ პირადი თავდაცვის იარაღის ცალკე კლასს, რომელსაც პირობითად „მოკლეცხვირიანებს“ ეძახიან.  არის ასევე ტერმინი belly gun, რომელსაც უკვე არავინ არ ხმარობს. ეს ტერმინი (ითარგმნება დაახლოებით როგორც მუცლის იარაღი) წამოვიდა იმ მოსაზრებიდან, რომ ერთადერთი მეთოდი ასეთი რევოლვერის გამოყენების არის მიაბჯინო ის მოწინააღმდეგის მუცელს და ასე ესროლო. რა თქმა საქმე ასე ცუდათ არ არის და პრინციპში ამ სახელს არავინ უკვე არ ხმარობს.

მიუხედავად უამრავი ტაქტიკური შეზღუდვებისა და მცირე საცეცხლე ძალისა მწარმოებლების კატალოგები სავსეა ამ ტიპის რევოლვერებით. მათ პოპულარობას ირიბად ადასტურებს ის ფაქტიც, რომ როდესაც Blackhawk-მა გამოუშვა თავის CQC ტიპის ბუდეები, პირველი მოდელი იყო გათვლილი Glock-ის სტანდარტული ზომის პისტოლეტებზე, ხოლო მეორე სერია იყო გათვლილი არა ზიგებზე არა 1911-ზე არამედ სმიტ&ვესონის J-frame-ის რევოლვერებზე. რევოლვერების ოჯახზე, რომელიც არის დღეს „მოკლეცხვირიანი რევოლვერის“ სინონიმი. დიახ ამ ტიპის იარაღი არის ყველაზე რთული „დასამუღამებელი“ რევოლვერი, დიახ 5-6 ვაზნა თანამედროვე სტანდარტით ცოტა არის, მაგრამ ამავე დროს ასეთი რევოლვერი არის (გარკვეულ შემთხვევაში) ეფექტური და ძალზედ საიმედო დამხმარე/სათადარიგო ან თუ გნებავთ უკანასკნელი შანსის იარაღი. ის არის ძალზედ კომპაქტური და ამავე დროს აბსოლუტურად საიმედო. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის არის მარტივი. უმარტივესი. არა კონსტრუქციის მხრივ არამედ მისი ექსპლუარაციის თვალსაზრისით. ავხსნი უფრო გასაგებად.  ნებისმიერი ვისაც ქონდა საქმე სუსტი სქესის მოწაფეებთან, დაადასტურებს, რომ მათთვის რევოლვერის მოწყობილობის და ფუნქციონირების ახსნა საჭიროებს ბევრჯერ ნაკლებ დროს ვიდრე ავტომატური პისტოლეტის შემთხვევაში. არ არის მძიმე საკეტი, რომლითაც ოპერირება რთულია, და რომელსაც შეუძლია მოაგლიჯოს თითი ახალბედას (ყოველთვის, ყოველთვის ახალბედები ისე კიდებენ იარაღს რომ ხელის დაზიანების დიდი საშიშროება იქმნება) მას არ აქვს მჭიდი და სავაზნე რომლის მდგომარეობის კონტროლირებაა საჭირო. დააჭირე ღილაკს დოლურა გაიხსნება, ჩადე შიგნით ვაზნები, დახურე დოლურა დააჭირე სასხლეტს და მოხდება გასროოლა. ამას შეძლებს პრაქტიკულად ნებისმიერი, 10 წლის ბავშვიდან დაწყებული და 80 წლის მოხუცით დამთავრებული. პისტოლეტი ბევრი რამით არის უპირატესი რევოლვერზე მაგრამ ამის შედეგად ის გაცილებით მეტ მომზადებას ითხოვს საბოლოო მომხმარებლისგან.

დავაზუსტებ ჩემ პოზიციას ამ კლასის იარაღის მიმართ: „მოკლეცხვირიანი“ რევოლვერი შეიძლება იყოს უალტერნატივო უკანასკნელი შანსის ან მეორე სათადარიგო იარაღი, ან იარაღი მფლობელისთვის, რომელიც სავარაუდოთ არ მოიცლის ადეკვატური ვარჯიშისთვის. ეს არის პარადოქსი რომელსაც პირველად ალბათ მე გავაჟღერებ, მიუხედავად იმისა, რომ ახალბედები უკეთესად ისვრიან პისტოლეტს, რომელიც ამასთანავე უკეთესი თავდაცვის საშუალებაა, რევოლვერს აქვს უპირატესობა მოხმარების სიმარტივეში. ის არ საჭიროებს მჭიდის გამოცვლას, ვაზნის მიწოდებას და მცველთან მუშაობას, მისი შენახვა შესაძლებელია მრავალი წლის განმავლობაში. ის ყოვლეთვის მზადაა სროლისთვის და არის აბსოლუტურად უსაფრთხო. თუ დრო მოვიდა საკმარისია აიღო ის ხელში მიუშვირო მტერს და დააჭირო სასხლეტს. არის სიტუაციები რა დროსაც ასეთი რევოლვერი შეიძლება იყოს საკამარისი ძირითადი თავდაცვის იარაღიც, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზ გასმით ავღნიშნავ ამ როლში მას ნებისმიერი კარგი ხარისხის პისტოლეტი ყოველთვის აჯობებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდე ერთ არგუმენტს წარმოადგენს რევოლვერების სასარგებლოდ, განსხვავებით პისტოლეტეებისგან, რევოლვერის საიმედოობა არ მცირდება გაბარიტების შემცირებასთან ერთად. ამასთანავე 6 ან 5 .38 კალიბრის ვაზნა არის სერიოზული არგუმენტი ნებისმიერ შეიარაღებულ დაპირისპირებაში. 158 გრანიანი +P ტიპის ვაზნის ეფექტურობა არასდროს არ დამდგარა ეჭვქვეშ და 6 ასეთი „არგუმენტი“ 400 გრამიან ხელის იარაღში არის საკმოდ კარგი კომბინაცია, რომელიც ბევრის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს და აკმაყოფილებს კიდევაც. სწორედ ამ მიზეზების გამო „მოკლეცხვირიანი“ რევოლვერის კონცეფცია დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას.

Smith&Wesson J-frame რევოლვერები დღეს განასახიერებებენ  საუკეთესო „მოკლეცხვირიან“  რევოლვერებს. J აღნიშნავს ჩარჩოს ზომას და ის ყველაზე პატარაა სმიტ&ვესონის რევოლვერების ოჯახში.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს სმიტები წარმოადგენენ ტოპ კლასს „მოკლეცხვირიანებში“ არც ისე დიდიხნის წინ ეს ასე სულაც არ იყო. მას ყავდა ძლიერი და ღირსეული კონკურენტი, კოლტი დეტექტივ სპეშლის სახით (შემდგომში უბრალოდ დეტექტივი). ეს რევოლვერი იყო პირველი მერცხალი, რომელმაც შექმნა მთელი კლასი თავდაცვით იარაღებში. ის იყო პირველი „მოკლეცხვირიანი“ რევოლვერი .38 კალიბრში და 1927 წელს, გამოჩენიდან კიდევ რამოდენიმე ათეული წელი ის იყო სტანდარტული და უალტერნატივო იარაღი ფარული ტარებისთვის.

კოლტის „დეტექტივის“ წარმოება პირველად  დაიწყო 1927 წელს (სხვა წყაროების მიხედვით 1926 წელს). ახალი ფარული ტარებისთვის განკუთვნილი კომპაქტური რევოლვერი წარმოადგენდა კოლტის კარგად ცნობილი Police Positive-ის მოდელის რევოლვერს მაგრამ დამოკლებული ორ დუიმიანი ლულით. პირველი დეტექტივები ამ მოდელის სახელსაც ატარებდნენ ლულებზე. სიტყვა Positive სახელში, ნიშნავს კოლტის რევოლვერებში გამოყენებულ მცველის სისტემას. ის წარმოადგენს ფოლადის ფირფიტას, რომელიც სასხლეტზე დაჭერისას ჩადის დაბლა და აძლევს საშუალებას ჩახმახზე განლაგებულ დამრტყმელს მიაღწიოს ვაზნის ამაალებლამდე. აღნიშნული სისტემა მიზნად ისახავდა გამორიცხულიყო სასლეტზე თითის დაჭერის გარეშე დამრტყმელის მიღწევა ამაალებლამდე, მაგალითად მიწაზე დავარდნისას ჩახმახზე ძლიერი დარტყმის დროს. ტექნიკური თვალსაზრისით კოლტის აღნიშნული რევოლვერი წარმოადგენს 6 ვაზნიან კომპაქტურ რევოლვერს, ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. მისი წონა შეადგენ 590 გრამს. დამრტყმელი განლაგებულია ჩახმახზე, საბრძოლო ზამბარა არის ბრტყელი. ლულის სიგრძე შეადგენს 2 დუიმს, თუმცა ასევ გამოდიოდა რევოლვერები 3 დუიმიანი ლულებით. დღეს ასეთი ლულით აღჭურვილი კოლტების ღირებულება არის ძალიან მაღალი. აღსანიშნავია, რომ კოლტის რევოლვერებზე ჩახმახზე განლაგებული დამრტყმელი დიდხანს შენარჩუნდა დეტექტივის რევოლვერში მანამდე სანამ მისი წარმოება შეწყდა 1987 წელს.

კოლტის რევოლვერებში პირველად ჩარჩოში განლაგებული დამრტყმელი გამოჩნდა  მოდელ Python-ში და შემდგომ „გადაეცა“ დეტექტივის ბაზაზე შექმნილ რევოლვერებს, რომელთა წარმოება დროებით განახლდა 1995 წელს და შეწყდა 90-ნი წლების ბოლოს. მარჯვნივ პიტონის ჩახმახი დამრტყმელის გარეშე, მარცხნივ “დეტექტივის” იგივე დეტალი მასზე განლაგებული დამრტყმელით.


სტანდარტული დეტექტივები გამოდიოდა ორი ტიპის დაფარვით, მუქი ლურჯი პრიალა ოქსიდირებით (1) და ნიკელით დაფარულები (2). 1985 წელს ასევე გამოვიდა მოდელი Commando Special „პარკერიზებული“ დაფარვით (3).  ისინი გათვლილები იყვნენ .32 და .38 კალიბრების მთელ გამაზე.

მთელი პერიოდის მანძილზე 1927 წლიდან 1987 წლამდე, რაც „დეტექტივი“ იყო წარმოებაში მისი კონსტრუქცია პრაქტიკულად არ იცვლებოდა, იცვლებოდა მხოლოდ მისი დიზაინი. 1927 წლიდან 1933 წალმდე ტარი იყო დაკუთხული ფორმის. 1933 წლიდან 1947 წლამდე ტარის ფორმა შეიცვალა და კუთხეები გახდა მომრგვალებული. 1947 წლიდან 1966 წლამდე შეიცვალა წინა სამიზნე მოწყობილობის ფორმა და ის გახდა დახრილი ფორმის და არა ნახევარ წრის ფორმის. 1966 წლიდან დამოკლდა ტარის სიგრძე, თუმცა ხის ან პლასტმასის ტარის პანელეები იყო მისაწვდომი, რომელთა საშუალებითაც სიგრძე იგივე რჩებოდა, რაც ადრინდელ მოდელებზე. (საინტერესოა მაგრამ რევოლვერის ტარის პანელებს/სახელურს ამერიკელები ეძახიან stock-ს ანუ „ლოჟას“, როგორც შაშხანის ანალოგიურ დეტალს. უწოდო მას ტარი ან სახელური იგივეა რაც მჭიდს უწოდო „აბოიმა“). 1972 წლიდან რევოლვერმა ყველა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, დოლურას ეჟექტორის ღერძი მოექცა დამცავ ჩარჩოში, რომელიც ლულის განუყრელ ნაწილს წარმოადგენდა. სამიზნე მოწყობილობა იწყებოდა პირდაპირ იმ ადგილიდან სადაც ლულა უერთდებოდა ჩარჩოს. ტარის პანელები მთლიანად ფარავდნენ  სახელურის ფოლადის ნაწილს. ეს „დეტექტივების“ რიგით მეხუთე და უკანასკნელი „თაობა“ იყო. უნდა ითქვას, რომ „დეტექტივების“ თაობებზე დაყოფა ძალიან პირობითია, ვინაიდან გამანსხვავებელი ნიშნები (სხვებიც არის გარდა ჩამოთვლილისა) გვხვდება იმ წლების რევოლვერებში რა დროსაც ეს ნიშნები არ უნდა ყოფილიყო. თავად კოლტი განასხვავებს თავის რევოლვერებს არა თაობების არამედ მხოლოდ გამოშვების წლების მიხედვით. ასე, რომ რაიმე დაყოფა თაობებად ან გენერაციებად არის პირობითი. დამატებითი ინფორმაცია თქვენი კოლტის იარაღის გამოშვების წლის შესახებ შეგიძლიათ იპოვოთ ამ ლინკზე.

სურათში ნათლად ჩანს სხვაობები, მარცხნივ ზევით  პირველი მოდიფიკაციის “დეტექტივი” დაკუთხული სახელუირით და წინა სამიზნე მოწყობილობით ნახევარწრის ფორმით, მარჯვინვ ზევით დაახლოებით 1966 წელს გამოშვებული “დეტექტივი”, დაკუთხული წინა სამიზნე მოწყობილობ, დოლურას ღერძი ღიად არის განლაგებული, სახელურის კუთხეები დამრგვალებულია. ქვევით ცენტრში 1972 წლიდან გამოშვებული მოდელია, დოლურას ღერძი მოთავსებულია დამცავ ჩარჩოში, Pachmayr-ირის რეზინის ტარით და “ზურგიანი” წინა სამიზნე მოწყობილობით.

გარდა მოდელებისა ფოლადის ჩარჩოთო გამოდიოდა „დეტექტივის“ მოდიფიკაციები ჩარჩოთი დამზადებული მსუბუქი შენადნობისგან. კონკრეტულად 1950 წელს კოლტმა წარმოადგინა მოდელები Cobra და Agent. კიდე უფრო იშვიათი იყო მოდელი “Aircrewman”, რომლის დოლურაც იყო ალუმინისგან დამზადებული. დაახლოებით ათასამდე ეს მოდელი მიეწოდა სახელიდან გამომდინარე აშშ-ის საჰაერო ძალებს და გამოცდების შემდეგ სულ ყველა დაუბრუნდა კოლტს და განადგურდა.  ცალკე ხსენებას იმსახურებს სხვა მოდიფიკაცია სახელით Commando Special, იგივე პირობითად მეხუთე თაობის „დეტექტივი“ უფრო იაფფასიანი ფოსფატირების მეთოდით დაფარული. მას ფოლადის ჩარჩო ქონდა. ყველა მოდიფიკაციის „დეტექტივების“ გამოშვებული რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 450 000 რევოლვერს.

პრაქტიკულად 1949 წლამდე სანამ სმიტ&ვესონი წარმოადგენდა თავის მოკლელულიანს, „დეტექტივი“ იყო ერთადერთი მოთამაშე მოკლელულანი რევოლვერების ბაზარზე.  მოგვიანებით, როდესაც სმიტმა ფეხი კარგად მოიკიდა ბაზარზე და კოლტს შეუტია მთელი პლეადა ცნობილი მსროლელების და სამართალდამცავების უპირატესობას ანიჭებდა კოლტის მოკლელულიან რევოლვერს. მათ შორის ცნობილი მოსამართლე მილს ლეინი, ჩიკაგოელი პოლიციელი და პოლიციელთა გაერთიანების პრეზიდენტი ჯონ დინინი, ყველაზე „სასიკვდილო“ პოლიციელი ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამანტში ბილ ალარდი, მისი კოლეგა ასევე ლეგენდარული პიროვნება  ჯიმ სირილიო, კარგად ცნობილი მსროლელები და ინსტრუქტორები კლინტ სმიტი და რეი ჩაპმანი, გენერალი ჯორჯ პატონი და დუაიტ ეიზენხაუერი….. ამ სიის გაგრძელება შეიძლება კიდევ დიდხანს.

გარდა კვალისა, რომელმა „დეტექტივმა“ დატოვა იარაღის ისტორიაში ის ასევე უკავშირდება და განასახიერებს მთელ ეპოქას კინემატოგრაფში. კადრი ფილმიდან The Big Sleep. 1946 წელი.

ასეთი პოპულარობის მიზეზი, რომლითაც სარგებლოდა კოლტის იარაღები ყოველთვის იყო მათი დამზადების უმაღლესი ხარისხი და ასევე მაღალკვალიფიციური ოსტატების ხელის შრომა (მაგალითად Colt Python-ის ყველა მოდიფიკაციების მექანიზმების სრულყოფა ხდებოდა ოსტატების მონაწილეობით და დიდი რაოდენობით ხელით შრომას ითვალისწინებდა). ესთეტიური თვალსაზრისით კოლტის რევოლვერები ყოველთვის გამოირჩეოდნენ და ამით იმსახურებდნენ მოწონებას იმათგან ვისთვისაც იარაღი ასევე იყო სტატუსის ნიშანი. მეორეს მხრივ მიზეზი კოლტის პოპულარობისა სასროლოსნო წრეებში  იყო მისი შესანიშნავი „სროლისუნარიანობა“. უფრო გრძელი სასხლეტის სვლა განპირობებული ბრტყელი ზამბარის გამოყენებით განაპირობებდა მის სიმსუბუქეს. მას ყოველთვის ქონდა ძალიან კარგი სრულფასოვანი სამიზნე მოწყობილობები საკმარისად განიერი და კარგი ხილვადობის, ასევე შედარებით მძიმე წონა, რომელიც შთანთქავდა უკუცემას, სიმძიმის ცენტრი გადანაცვლებული რევოლვერის ლული წვერისკენ და დიდი ზომის ტარი.  გარდა ამისა  დოლურას ორმაგი ფიქსაციის მექანიზმი იცავდა რევოლვერს სინქრონიზაციასთან დაკავშირებული პრობლემებისგან, მანამდე სანამ დეტალები არ გაიცვითებოდნენ რაღაც სასწაულ დონემდე. აღნიშნული ფიქსაციის სქემა ითვალისწინებს დოლურას დამატებით ფიქსატორს, რომელიც სასხლეტზე დაჭერისას ამოდის და დამატებით აფიქსირებს დოლურას უშუალოდ  გასროლის წინ. ამის შედეგად დოლურის მოძრაობა პრაქტიკულად გამოირიცხება და ამის მარტივად დადასტურება შეიძლება თუ ერთდროულად გასინჯავთ დოლურას თავისუფალ მოძრაობას კოლტზე და ნებისმიერ სხვა რევოლვერზე. ბევრი ცნობილი მსროლელი სერიოზული რეპუტაციით თანხმდებიან, რომ სმიტებს შორის მხოლოდ უფრო დიდი K-frame რევოლვერები შეედრებიან პატარა კოლტს სროლის კომფორტით. გარდა ამისა ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ კოლტს აქვს ისეთი ერგონომიკა, რომელიც ერთნაირად კარგად უხდება მსროლელებს დიდი და პატარა ხელებით. ჩემმა ექსპერიმენტმა იგივე დაადასტურა, დიდიც და პატარაც, 50კგ-ნი ქალებიც და 120 კგ მამაკაცებიც არა თუ მოიწონეს კოლტი არამედ აღრთოვანებულები იყვნენ მისი ერგონომიკით და აღნიშნავდნენ, რომ იარაღი ისე ჯდება მათ ხელში თითქოს მათთვის იყო შექმნილი. ამას ხელს უწყობს ასევე Pachmayr-ის შესანიშნავი რეზინის „ლოჟა“, რომლითაც სტანდარტულად კომლექტებოდა „დეტექტივები“.  15 მეტრამდე მანძილებზე სროლაში სმიტი და კოლტი ახლოს იდგნენ ხოლო 15 მეტრიდან და ზევით კოლტი აშკარად უგებდა სმიტს, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო.

დეტექტივის დიდი წონის მიზეზი იყო მისი უფრო მყარი კონსტრუქცია და შესაბამისად დიდი რესურსი. დეტექტივი ასევე იყო პირველი „მოკლეცხვირიანი“ რომელშიც მწარმოებელმა დაუშვა +P კლასის ვაზნების გამოყენება. გარდა ამისა ეხლა უკვე დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ თავის დროზე კოლტში აიღეს სტანდარტული .38 კალიბრის „დეტექტივები“, ექსპერიმენტის ფარგლებში გაჩარხეს დოლურა .357 მაგნუმის კლაიბრზე და ასეთი წესით გადაკეთებულმა რევოლვერებმა გაუძლეს 5 000 გასროლას, ყოველგვარი მექანიკური პრობლემის გარეშე. აქიდან გამომდინარე დეტექტივის რესურსის საკითხი გადადის, როგორც მე ამის თქმა მიყვარს ხოლმე, თეორიულ სიბრტეში და მასზე ფიქრი აღარც ღირს. სხვათაშორის იგივე გამძლეობა და საიმედოობა ერგო „დეტექტივის“ მოდიფიკაციას Magnum Carry-ს. გაძლიერებული კრიტიკულ ადგილებში და გათვლილი ძლიერ .357 მაგნუმზე ის  ცნობილი იყო თავისი საიმედოობით მაშინ, როდესაც სმიტ&ვესონის ანალოგი მოდელი 640 პირველ ეტაპზე სერიოზულ მექანიკურ პრობლემებს განიცდიდა, როდესაც მას „კვებავდნენ“ სრულ მუხტიანი მაგნუმებით. ამის შესახებ წერდა მასად აიუბიც. ის ადასტურებდა  „კოლტების“ საიმედოობას და სმიტის პირველი პატარა მაგნუმების ძალზედ პრობლემატურ ექსპლუატაციას სხვა და სხვა კურსებზე სადაც საბრძოლო და თავდაცვით სროლას ასწავლიდნენ.

„დეტექტივი“ ხუთივე თაობის განმავლობაში არასდროს არ გამოდიოდა უჟანგავი ფოოლადისგან დამზადებული. 1965 წელს გამოშვებული სმიტ&ვესონის მოდელი 60 იყო პირველი მოკლელულიანი იარაღი დამზადებული მთლიანად  უჟანგავი ფოლადისგან. უჟანგავი ფოლადი გამოდგა გაცილებით უფრო მოსახერხებელი იარაღისთვის, რომელიც მუდამ ტანთან ახლოს იტარებოდა და ოფლის მუდმივი ზემოქმედების ქვეშ იყო. სურათზე არის Smith&Wesson Model 60.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ კოლტი გაცილებით უფრო უკეთესი იარაღი იყო ვიდრე მისი პირდაპირი კონკურნტი J-frame სმიტ&ვესონები, მე (და არა მარტო მე) ამას ვერ დავეთანხმები. ნამდვილად „დეტექტივს“ ქონდა ბევრი ძლიერი მხარე იყო მაგრამ ასეთი ტიპის იარაღში ასეთი შესაძლებლობები არ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, ხოლო სმიტებს პირიქით ქონდათ ისეთი ძლიერი მხარეები, რომლებიც ასეთი კლასისი იარაღში უფრო მნიშვნელოვანი იყო.  საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა, რომ სმიტს აქვს ერთი ვაზნით ნაკლები ის ამავე დროს უფრო მსუბუქია (ყველაზე მსუბუქი J-Frame იწონის სულ რაღაც 320 გრამს) , კომპაქტურია, თეორიულად მაინც უფრი გამძლე მექანიზმი აქვს, უფრო უკეთესი სასხლეტი (ორმაგ რეჟიმში სწრაფი სროლისთვის), დამრტყმელიც ჩარჩოში განლაგებული უფრო საიმედო აღმოჩნდა. დოლურას ღილაკი უფრო ბუნებრივ ადგილას არის განლაგებული და უფრო სწრაფია გამოყენებისას ვიდრე კოლტის ანალოგიური დეტალი, რომელიც არა წინ არამედ საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. სმიტი იყენებს ხვეულ საბრძოლო ზამბარას მაშინ, როდესაც კოლტში ზამბარა არის ბრტყელი, რაც ხშირად იწვევდა ჩახმახის არასტაბილურ მუშაობას. უკიდურესად უკანა პიზიციაში ის თითქოს რაღაცს ედებოდა ხოლმე, რაც კომპეტენტური ხელოსნის ჩარევას ითხოვდა. ამის წყალობით სმიტ&ვესონმა წაართვა კოლტს მოკლე ცხვირიანი რევოლვერების ბაზარი. შემდეგ რუგერმა გადახედა კოლტის კლასიკური ერთმაგი მოქმდების რევოლვერების კონსტრუქციას და შესთავაზა  მომხმარებელს მოდერნიზირებული რევოლვერი სახელად Blackhawk, რომელიც გამოჩენისთანავე იქცა კლასიკად. წარსულს ჩაბარდა ორიგინალური კოლტის ასაწყობი ჩარჩო და მუდმივად დაშვებული ხრახნების პრობლემა. მას ჩაენაცვლა ერთიანი ჩარჩო. ბრტყელი ზამბარა შეიცვალა უფრო საიმედო ხვეული ზამბარით. შედეგად ამერიკელმა მსროლელებმა ხელახლა აღმოაჩინეს კოლტის კონსტრუქციის მაგრამ რუგერის წარმოებული კლასიკური ერთმაგი მოქმედების რევოლვერები. Springfield Armory-მ პირველად შესთავაზა მომხმარებელს 1911A1 ტიპის პისტოლეტი ხელმისაწვდომ ფასად, რომელიც არ საჭიროებდა არანაირ გაუმჯობესებებს და გადაკეთებებს იმისთვის, რომ საიმედოთ ემუშავა და ამითაც წაართვა კოლტს ბაზრის წილი. ამავე დროს სხვა კომპანიებს არ ეშინოდათ ექსპერიმენტირება ახალ მოდლეებთან, სმიტმა გამოუშვა მოდელები დახურული ჩახმახით და სახელურის მცველით. მოდელები Bodyguard და Centennial გახდნენ ბესტესლერები თუმცა უკანასკნელს მეორედ მოსვლა დაჭირდა ამისთვის. მას მერე რაც სმიტ&ვესონმა დაბალი გაყიდვების გამო შეწყვიტა 1974 წელს Centennial-ის წარმოება, ამას მოყვა ამ მოდელზე მოთხოვნის ზრდა. ფასი ამ მოდელის მეორად რევოლვერებზე იზრდებოდა გეომეტრიულ პროგრესიაში, რასაც ბოლოს მოყვა წარმოების განახლება. თავის მხრივ კონცეფცია „მოკლეცხვირიანი“ რევოლვერის დახურული ჩახმახით ეკუთვნის პოლკოვნიკ რექს ეპლგეიტს, ლეგენდარულ ფიგურას, რომელიც არ საჭიროებს ჩემგან წარმოდგენას. სწორედ ამაზე პასუხად სმიტ&ვესონმა გამოუშვა მოდელები Bodyguard და Centennial. პირველს ქონდა გარეთ გამოშვერილი ჩახმახის კუდი რაც იძლეოდა მისი ხელით შეყენების საშუალებას. მეორეს ქონდა მთლიანად დახურული ჩახმახი. რა იყო კოლტის პასუხი? ხრახნებით დასამაგრებელი მოსახსნელი „შალითა“…… ის მუშაობდა მაგრამ ეს იყო არა ყველაზე ელეგანტური და კარგი გადაწყვეტილება, Bodyguard და Centennial მსროლელებმა აშკარად უფრო თბილად მიიღეს. ნაწილობრივ იმის გამო, რომ ორივეს კონსტრუქცია დამალული ჩახმახით განაპირობებდა მათ ღრმა ჭერას სროლის დროს, რაც უზრნველყოფდა  რევოლვერის სტაბილურობას. „დეტექტივის“ ანალოგიურ ჭერას მოყვებოდა ჩახმახის „კბენა“ ხელზე.  აღნიშნული არის კოლტის არამოქნილობის მხოლოდ ერთი მაგალითია, მაგრამ სამწუხაროდ სხვა მაგალითებიც იყო.

ორი უგებს ერთს. ორივე, Smith&Wesson Centennial (1) და Bodyguard (2) დღემდე გამოდიან და არიან ბესტსელერები. მარჯვნივ „დეტექტივი“ (3) აღჭურვილი ჩახმახის „შალითით“ უკვე წარმოადგენს იარაღის ისტორიას.

კლიენტებისადმი ასეთი არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო რა გასაკვირია, რომ კოლტმა  ნელ ნელა დათმო პოზიციები, რასაც 90-ების ბოლოს მოყვა რევოლვერების წარმოების საბოლოო შეწყვეტა.  გარკვეულ წილად  ამას ასევე ხელი შეუწყო ფინანსურმა და საორგანიზაციო პრობლემებმა კომპანიის შიგნით მათ შორის ხანგრძლივმა მუშების გაფიცვამ. მე ვერ ვიტყვი, რომ სამყარომ ბევრი დაკარგა იმით, რომ კოლტმა რევოლვერების წარმოება შეწყვიტა. ეს იყო ბუნებრივი გამომდინარე იქიდან, რომ სხვა კომპანიები უბრალოდ უფრო უკეთეს პროდუქციას უშვებდნენ და სწრაფად აკმაყოფილებდნენ მზარდი სასროლოსნო წრეების ახალ მოთხოვნებს. ამავე დროს ბაზარზე ასევე იყვნენ რუგერის და ჩარტერ არმსის „მოკლეცხვირიანები“. მოკლედ როგორც რუსები იტყვიან свято место пусто не бывает და დღეს „დეტექტივის“ ანალოგი ასეთივე კარგი „სროლისუნარიანობით“ არის 6 ვაზნიანი Ruger SP101.

კოლტი იყენებდა V ფორმის ზამბარას (მარცხნივ), მაშინ როდესაც სმიტ&ვესონის რევოლვერებს ქონდათ უფრო საიმედო ხვეული ზამბარა (მარჯვნივ). ხვეული ზამბარა კოლტის რევოლვერებში მოგვიანებით გაჩნდა მოდელებში Mark3 და “ანაკონდა”.

95 წლიდან გამოშვებული კოლტის რევოლვერები იყო მაქსიმუმი რაც ამ კომპანიას შეეძლო შეეთავაზებინა მომხმარებლებისათვის. ცვლილებები კონსტრუქციაში იყო მინიმალური და დიდი შედეგიც არ მოიტანეს. ალბათ ყველაზე საინტერესო რევოლვერი გამოშვებული ამ პერიოდში  არის „დეტექტივის“ ბაზაზე შექმნილი .357 მაგნუმ კალიბრის მოდელი „Magnum Carry“. მას ქონდა გაძლიერებული კონსტრუქცი, რომელიც უზრუნველყოფდა გამძლეობის და საიმედოობის საჭირო დონეს. მის გარდდა გამოვიდა „დეტექტივის“ სხვა მოდიფიკაციები, მათ შორის უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული, მოდელები Lady Special და SF-VI (small-frame six shot). ეს კარგი რევოლვერები იყო, მაგრამ მათი გამოჩენა არ იყო საკმარისი და პროცესებმა კოლტის შიგნით შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ხისტი კონკურენციის პირობებში იმარჯვებს უფრო ძლიერი და  კოლტს მოკლელულიანი იარაღების წარმოებას ეწია იგივე ბედი რაც ბრიტანულ პატარა სპორტული მანქანების მწარმოებლებს, რომლებმაც ვერ გაუძლეს კონკურენციას უფრო წინ წაწეულ და სრულყოფილ გერმანულ „ცხელ“ ხეტჩბეკებისგან.  იცვლება ბაზარი, იცვლება მოთხოვნები და თუ კომპანია ვერ ამჩნევს ცვლილებებს და ვერ რეაგირებს საკმარისად სწრაფად ის აგებს ბრძოლას. სამწუხაროდ კოლტი პირწმინდად დამარცხდა კონკურენტულ ბრძოლაში, რასაც მოყვა 1999 წელს რევოლვერების წარმოების მთლიანად შეწყვეტა.

Colt Magnum Carry, გამოდიოდა  1997 წლიდან 1999 წლამდე. პატარა მასა (590გრ) და ექვსი .357 მაგნუმის ვაზნა კარგ კომბინაციას ქმნიდა.

რაც შეეხება კალიბრს,  1898 წელს შექმნილი .38 Special (9×29.5mmR) ყოველთვის იყო და იქნება „მოკლეცხვირიანების“  მთავარი გამანსხვავებელი ნიშანი. ის იდეალურად მოერგო „მოკლეცხვირიანებს’ და არ მგონია უახლოეს მომავალში ის რამე ახალი კალიბრით შეიცვალოს. .357, .44 კალიბრის მოკლელულიანი იარაღები საშუალო და დიდი ზომის ჩარჩოებით მიუხედავად მოკლე ლულებისა არიან ძალიან მძიმე და გაბარიტული  იარაღები, ხოლო ასეთები პატარა ჩარჩოთი უკვე საკმაოდ ექსტრემალური ინსტრუმენტებია. უკუცემა არის ძალიან ძლიერი რის გამოც მათში ნებადართულია მხოლოდ გარსით დაფარული ტყვიების გამოყენება, უკუცემის გამო „რბილი“ ტყვიის ტყვიები უბრალოდ ცვივან მასრებიდან და ჭედავენ იარაღს. ხმა არის ძალიან მაღალი ხოლო ალი გასროლისგან ძალიან დიდი. რამდენადაც მე ამას ვამჩნევ არც ერთი ინსტრუქტორი, ექსპერტი არ ურჩევენ ასეთ იარაღებს გამოუცდელ მსროლელებს იმის გამო, რომ მათი მოთვინიერება და ეფექტურად გამოყენება ძალიან ძნელია.

ალი და ხმა შეიძლება შთამბეჭდავად გამოიყურება მაგრამ ის ჯერ არავინ არ მოუკლავს, მთავარია იარაღის სროლისუნარიანობა და ის ასეთი ტიპის პატარა მონსტრების შემთხვევაში ძალიან მცირეა და მოითხოვს მაღალ ოსტატობას მსროლელისგან. დააკვირდით უკუცემის ზემოქმედებას და ცეცხლის ბურთს, რომელიც დღისითაც ჩანს. ცუდი განათების პირობებში ასეთმა ალმა შეიძლება დროებით დააბრმავოს მსროლელი.

ხანდახან ზოგი თვლის, რომ რახან თავის დროზე  .357 მაგნუმმა ჩაანაცვლა პოლიციაში .38 (სხვათაშორის ძალიან არასწორი მოსაზრება), ესეიგი აზრი არ აქვს .38 კალიბრის რევოლვერის ყიდვას და ის აუცილებლად უნდა იყოს მაგნუმზე გათვლილი, მითუმეტეს, როდესაც ტექნოლოგიურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა საიმედო მცირე ჩარჩოიანი “მაგნუმების” გამოშვება. მეც ადრე ასე ვფიქრობდი და უფრო .357 მაგნუმს დავეძებდი ხოლო .38 არასერიოზულად აღვითქვავდი, მაგრამ მოდით შევხედოთ ციფრებს. მსუბუქი 115 გრანიანი ტყვია იღებს საწყის სიჩქარეს 300 მეტრს წამში. ენერგია შეადგენს 319 ჯოულს. ეს მაჩვენებელი უტოლდება 9X18 მაკაროვის სტანდარტული ვაზნის მაჩვენებლებს. +p ტიპის ვაზნის ტყვიის ენერგია შეადგენს უკვე შთამბეჭდავ 400 ჯოულს. არც ისე ცუდია კომპაქტური და მსუბუქი იარაღისთვის.  რეკომენდირებულ ვაზნად მიიჩნევა +P კლასის 158 გრანიანი ტყვიის ჭურვი ბრტყელი ჩახვრეტილი თავით (Lead Semi Wad Cutter Hollow Point) ე.წ. FBI Load. დრომ აჩვენა, რომ ეს გამოცდილი ვაზნა არის, მაგრამ მაგის გარდა არსებობს მთელი რიგი დახვეწილი ამუნიციის, რომელიც სპეციალურად შექმნილია “მოკლეცხვირიანებისთვის”. მაგალითად Hornady XTP და ასე შემდეგ. აბსოლუტური უმეტესობა ტყვიების წონით 125 გრანიდან 158 გრანამდე აღწევს სასურველ შეღწევის დონეს (30–38სმ) 10%–ან ბალისტიკურ ჟელატინში. თანამედროვე მაღალი კლასის ვაზნის ტიპები ასევე იძლევიან სტაბილური ექსპანსიის გარანტიას. აქიდან გამომდინარე იმ როლისთვის რა როლისთვისაც „მოკლეცხვირიანი“ არის გათვლილი .38 არის აბსოლუტურად არა თუ ადეკვატური არამედ საკმარისად ეფექტური. გარდა ამისა .38 ასევე ცნობილია იმით, რომ აქვს სიზუსტის ძალიან დიდი პოტენციალი. ჩვენი ქვეყნის გაჭირვებული რეალობიდან გამომდინარე, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ განსხვავებით ავტომატური პისტოოლეტის კალიბრებისგან, .38 კალიბრში ხელმისაწვდომია ვაზნები სხვა და სხვა ტიპის ტყვიებით. მათ შორის მთლიანად გარსით დაფარულები და ასევე ექსპანსიური ტყვიებით. ასე, რომ თუ .38 კალიბრის რევოლვერი გაქვთ, რაღაც ვაზნების შერჩევის საშუალებაც ჯერ ჯერობით არის.

ბოლოს მინდა ავღნიშნო, დადის ჭორები, რომ კოლტში გამზადებულია ყველა ნახაზი და მხოლოდ გადაწყვეტილებაა საჭირო, რომ რევოლვერების წარმოება კვლავ განახლდეს და პირველ რიგში აღდგება “Magnum Carry“-ს გამოშვება. არ ვიცი მოხდება ეს თუ არა მაგრამ დარწმუნებული ვარ კოლტებს მყიდველები ადვილად გამოუჩნდება. ყოველ შემთხვევაში მე მინდა ამის მჯეროდეს. მანამდე კოლტის მთავარი კონკურენტი სმიტ&ვესონი განაგრძობს დომინირებას და მოდის კარნახს რევოლვერებში. მის კატალოგში 12 ფურცელი ეკუთვნის რევოლვერებს, აქიდან 5 ფურცელი მხოლოდ j-frame მოდელებს უკავია მათ შორის Bodyguard-ებს და Centennial-ებს.  ძალიან დიდი სეგმენტი ბაზრის ასევე უკავია ბრაზილიური ტაურუსის რევოლვერებს. ამ კომპანიას ძალიან აგრესიული მარკეტინგული კამპანია აქვს და ძალიან ბევრ მოდელს უშვებს, ხოლო „მოკლეცხვირიანი“ მოდელი 85 არის ამ კომპანიის ყველაზე გაყიდვადი რევოლვერი. რუგერი სარგებლობს მძიმე მაგრამ საიმედო და გამძლე რევოლვერების მწარმოებლის რეპუტაციით. თუ კოლტი ოდესმე განაახლებს რევოლვერების წარმოებას მას საკმაოდ რთულ კონკურენტულ ბრძოლაში ჩაბმა მოუწევს. ვნახოთ რა იქნება.

“მოკლეცხვირიანების” ყველაზე ტექნოლოგიურად დახვეწილი წარმომადგენელი. Smith&Wesson Model 340PD. ჩარჩო მსუბუქი შენადნობისგან, დოლურა დამზადებულია ტიტანისგან. წონა 332 გრამი მხოლოდ. კალიბრი .357 მაგნუმი. რა თქმა უნდა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის (გარსით დაფარული ტყვიით)  .38 ვაზნის გამოყენება .

 

 



One Response to “Colt Detective Special და სხვა “მოკლეცხვირიანები””

  1. dato says:

    დიდი მადლობა ძალიან საინტერესო სტატიისთვის. საინტერესოა ევროპელი მწარმოებლები თუ უშვებენ მსგავს პროდუქციას?

დატოვეთ კომენტარი