პატარა იტალიელი დიდი ისტორიით – Beretta 71

დაახლოებით ერთი ორი თვე გავიდა მას მერე, რაც მე ბლოგის საშუალებით უპასუხე მკითხველს შეკითხვაზე ბერეტა 71-ის შესახებ და აი დღეს ამ მოდელის პისტოლეტი უკვე ჩემ საკუთრებაშიც მოხვდა. ვინც პირადად მიცნობს იცის, რომ იარაღი ჩემთან დიდხანს არ ჩერდება და გარკვეული ხანდახან საკმაოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში ის მე მტოვებს და მორიგი იარაღით იცვლება. სავარაუდოთ ეს პატარა პისტოლეტი იქნება გამონაკლისი და შევეცდები ავხსნა რატომ ვფიქრობ მე ასე.

მე გადავწყვიტე უარი ვთქვა ენციკლოპედიური ტიპის სტატიებზე. თუ გაინტერესებთ მშრალი ინფორმაცია, ფაქტები და ციფრები შეგიძლიათ მიმართოთ შესანიშნავ ინგლისურ და რუსულენოვან რესურს, რომელსაც უკვე მრავალი წელია მიუძღვება ძალიან კარგი ადამიანი და შესანიშნავი ექსპერტი მაქსიმ პოპენკერი. მისგან და მისი საიტისგან და მისი ძალიან ადრინდელი პროექტისგან, რომელიც ითვალისწინებდა მოკლე და საინეტერსო მეილების დაგზავნას  დაიწყო ჩემი ნაცნობობა ცეცხლსასროლი იარაღის სამყაროსთან.

დღეიდან ჩემი სტატიები იქნება უფრო ცოცხალი, უფრო უშუალო მაგრამ ძალიან ინფორმატიული. ყოველშემთხვევაში მე ვეცდები, რომ ეს ასე იყოს. გარდა ამისა სტატიები იქნება აქტიური ბმულებით დოკუმენტებზე და ვიდეოფაილებზე, რომ უფრო მეტი და უკეთესი ხარისხის ინფორმაცია მიიღოთ.

ამჯერად მოვიდა დრო ავღწეროდ კლასიკა იტალიიდან, მცირეკლაიბრიანი ავტომატური პისტოლეტი ბერეტა 71, მეტ სახელად “იაგუარი”. ვინც არ იცით,  ბერეტას ქონდა ტრადიცია იარაღებისთვის კატების ოჯახის ცხოველების სახელების დარქმევის , ტომკეტი, ბობკეტი, ჩიტა (პუმა) და ასე შემდეგ.

რატომ მომწონს მე ეს იარაღი და რატომ დაიმსახურა ამ იარაღმა ჩემი განსაკუთრებული სიმპატიები? პირველ რიგში ეს იარაღი გამოირჩევა იმ პლასტმასის ხარახურებისგან, რომლებიც ეხლა ქმნიან მცირე ზომის მსუბუქი გასართობი .22 კლაიბრის პისტოლეტების სეგმენტს.  მე ნამდვილად არ ვარ წინააღმდეგი თანამედროვე იარაღების, პირიქით მიმაჩნია, რომ თანამედროვე პოლიმერებისგან და შენადნობებისგან დამზადებული მოკლელულიანი იარაღი ბევრად უპირატესია „ძველი სკოლის“ პისტოლეტებზე, მაგრამ სამწუხაროდ იგივე არ შეიძლება ითქვას ე.წ. „პლინკერებზე“, სადაც ეს პროცესი უკუღმა წარიმართა. ეს პისტოლეტები, ვალტერები, მოსკიტოები და ასე შემდეგ გამოირჩევიან საშინელი საიმედოობით, საშუალო დამზადების ხარისხით და საკმაოდ პრობლემატურებია მექანიკური გამძლეობის თვალსაზრისით. “იმ ეპოქის” (მაგ. გასული საუკუნის 50–ნი 70–ნი წლები), „ძველი სკოლის“ პლინკერები გაცილებით უფრო საინტერესო იარაღია და ალბათ იმიტომ, რომ მაშინ .22 კალიბრის პატარა პისტოლეტები, სულაც არ განიხილებოდნენ სათამაშო იარაღად. 1972 წელს, როდესაც ებრაელი სპეცრაზმელები ათავისუფლებდნენ ბელგიური კომპანია საბენას ავუალაინერს, მათი შეიარაღება სწორედაც, რომ ასეთი პისტოლეტები იყო, უფრო კონკრეტულად კიდე იტალიური ბერეტა 71-ები.  ზუსტად ისეთი, რომელიც ეხლა მე აქვე ჩემი ლეპტოპის გვერძე მიდევს. ასე, რომ იმ დროს, როდესაც ეს და ანალოგიური პისტოლეტები იქმნებოდა, კონსტრუქტორები არ ფიქრობდნენ კოკა-კოლის ცარიელი ბანკების გამანადგურებელ მოწყობილობებზე, ისინი ფიქრობდნენ იარაღზე, რომლის საშუალებითაც ერთი ადამიანი მეორეს სიცოცხლეს ართმევდა .

“იმ ეპოქის” კიდევ ერთი კარგი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი Star Model F. გამოდიოდა 1932 წლიდან 1983 წლამდე.

ანუ უფრო გასაგებად რომ ავხსნა ჩემი აზრი, რას ვგულისხმობ იმ ეპოქის იარაღში, ეს არის პირველ რიგში დამზადების ხარისხი და მასალები. ასევე ჩემი ღრმა რწმენით, მცირეკალიბრიან იარაღს იმ დროს, სთხოვდნენ ისეთივე საიმედოობას და გამძლეობას, როგორც საბრძოლო მსხვილკალიბრიან იარაღს. არანაირი წარმოების გაიაფება, გამარტივება, მეორეხარისხოვანი მასალები. რა თქმა უნდა იმ დროსაც ყველა არ იყო კეთილსინდისიერი მწარმოებელი, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ბერეტა 71 ისეთივე კარგია, როგორც ბერეტა 92, მაგრამ მაგალითად იგივე არ შეიძლება ითქვას ზიგ ზაუერ P226-ზე და ზიგ ზაუერ მოსკიტოზე. პირველი არის შესანიშნავი საბრძოლო/თავდაცვითი იარაღი, მეორე არის ჩემი აზრით აშკარად იარაღის ცუდი იმიტაცია, რომელიც არ უნდა ატარებდეს ასეთ ცნობილ სახელს.

ბერეტა 71 პატარა და მსუბუქი პისტოლეტია, ის იწონის სულ რაღაც 460 გრამს, მაგრამ არ გამოიყურება, როგორც სათამაშო. 70–ე სერიის პისტოლეტები ასევე გამოდიოდა უფრო ძლიერ კალიბრებში, .32ACP და .380ACP. აქიდან გამომდინარე შესაძლებელია დასკვნების გაკეთება პისტოლეტის კონსტრუქციის გამძლეობაზე. საკეტი ბერეტას პისტოლეტებისთვის დამახასიათებელი ფორმის არის, ანუ ზევიდან ღია არის და დამზადებულია ფოლადისგან და არა მისი იაფფასიანი შემცვლელისგან. საკეტში განლაგებულია სოლიდური ზომის ექსტრაქტორი (ყველაზე დიდი, რაც მე მინახავს მცირეკალიბრიან პისტოლეტებში), რომელსაც არ გაუჭირდება ურპობლემოდ “ამოათრიოს” სავაზნიდან თუნდაც ძალიან ბინძური და დეფორმირებული მასრა. 71-ე მოდელის ჩარჩო ალუმინისგან არის დამზადებული, მოდელი ინდექსით S არის ფოლადის ჩარჩოთი. ჩარჩოს უკანა მხარეს არის განლაგებული ერთმხრივი (მარცხენა მხარეს)  მცველი, რომელიც კეტავს შეყენებულ ჩახმახს. იმ დროს cocked&locked ჩვეულებრივი ტარების მეთოდად მოისაზრებოდა! ადრინდელ მოდელებზე მცველი წარმოადგენდა ღილაკს, რომელიც გვერდიდან იყო “გაყრილი ჩარჩოში”.  მცველის ჩართვა შესაძლებელია ნახევრად შეყენებულ ჩახმახზეც. რაც კარგი ოფციაა თუ გსურთ დამატებით დაიცვათ იარაღი არაავტორიზირებული მომხმარებლისგან და რომელიც ნაკლებად ერკვევა იარაღის მოწყობილობაში, მაგალითად ბავშვისგან.  ტარის პანელები, ორი ცალი არის შავი პლასტმასის (ზოგ მოდელებზე ყავისფერებია დაყენებული) და ორივე ნაწილზე არის ბერეტას საფირმო ლოგო.  ისინი მაგრდებიან ჩარჩოზე ორი ხრახნის მეშვეობით და ადვილად იხსნებიან და ყენდებიან.

საინტერესო თავისებურებაა, რომ პისტოლეტს ლულა არ აქვს მყარად დამაგრებული ჩარჩოზე, რაც ძალიან მოსახერხებელია. ლულა ასევე მთლიანად ფოლადის არის და არა შენადნობის შიგნით თხელი ფოლადის ლეინერით. წინიდან ორი წერტილი აქვს, რაც ალაბთ არის როკველის მეთოდით ფოლადის სიმყარის ტესტირების ნიშნები. მოსახსნელი ლულის გამო, ბერეტაზე ადვილად ყენდება უფრო გრძელი ლულები და ხანდახან ის იყიდებოდა, ორი ლულით კომპლექტში.

არასრულად დაშლილი ბერეტა 71.

სამიზნე მოწყობილობები მოდელ 71–ზე არარეგულირებადია (რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები დაყენებულია მოდელ 74–ზე), მუშკა ლულაზე არის შესრულებული და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ცელიკი დამაგრებულია ჩარჩოზე და არ არის რეგულირებადი. თუმცა შესაძლებელია მისი დაძვრა მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.  მაინც და მაინც მე არ მომწონს როდესაც სამიზნე მოწყობილობები სხვა და სხვა დეტალებზეა დაყენებული, მაგრამ მცირე ზომის მცირეკალიბრიან იარაღში ეს ალბათ ისეთი კრიტიკული არ არის.

უჩვეულოა მჭიდის ღილაკის განლაგება, ის განლაგებულია ჩარჩოს ძირში, მარცხენა მხრიდან. რა დაგიმალოთ და მე ვამჯობინებდი მის განლაგებას უფრო ტრადიციულ ადგილას, მაგრამ მჭიდის ღილაკი საიმედოთ მუშაობდა, საიმედოთ აფიქსირებდა მჭიდს თავის ადგილას და დაჭერისას ადვილად აგდებდა მას გარეთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ იარაღს მხოლოდ ერთი მჭიდი მოყვება ხოლო მეორეს შოვნა პრაქტიკულად არარეალურია, მჭიდის ღილაკის განლაგება ხდება არა პრინციპული. ბერეტას მჭიდი არის ფოლადის, შიგნით განთავსებულია ცილინდრული ზამბარა. მასში ჩადის მხოლოდ 8 ვაზნა და მერვე ვაზნა თუ მას არ აქვს მრგვალთავიანი ტყვია მიწოდებისას გაიჭედება – დაეჯახება სავაზნის ზედა კუთხეს. ჩვეულებრივი მრგვალთავიანი ტყვია უკვე უპრობლემოდ ხვდება სავაზნეში. ძალიან მოსახერხებელია მჭიდის ძირის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს პისტოლეტის კომფორტულ ჭერას და ეს მიუხედავად მოკლე ტარისა. ასევე უჩვეულო ფორმის არის საკეტის შემაკავებელი, რომელიც მიუხედავადდ მისი ფორმისა ასევე კარგად მუშაობს. ბერეტა 71–ის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ ხოლო სრული დაშლა აწყობის ვიდეო აქ.


ჩარჩოს მეორე მხარეს არის განლაგებული ბერკეტი, რომელის საშუალებითაც იარაღი იშლება. თუ წითელი წერტილი ჩანს იარაღი მზად არის სროლისთვის, იმისთვის, რომ დაშალოთ პისტოლეტი, საკეტი უკან უნდა გამოწიოთ სანამ მასში ამოჭრილი ადგილი არ გაუთანაბრდება ბერკეტს, შემდეგ ბერკეტი უკან უნდა გადაწიოთ და საკეტი წინ გაუშვათ, ის თავისუფლად დაცილდება ჩარჩოს.

ბერეტა 71–ის ისტორიას, რომ დაუბრუნდეთ მას საკმაოდ საინეტერსო ბიოგრაფია ქონდა ისარელში და ამ პისტოლეტმა დიდი მოწონება დაიმსახურა ამ ქვეყანაში მისი პატარა ზომა წონის, სუზუსტის და საიმედოობის გამო.  ეს პისტოლეტი ფიგურირებდა, რამოდენიმე ეპიზოდში, რომლებიც ქმნიან ამ ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების ბრწყინვალე ისტორიას და ასევე ფიგურირებდა რამოდენიმე … მმმ… არც თუ ისე ბრწყინვალე ეპიზოდში. მაგალითად კანადელი  მეცნიერის ჯერარდ ბულის მკვლელობას, რომელიც ეხმარებოდა სადამ ხუსეინის დიქტატორული მმართველობის დროინდელ ერაყს იარაღის შექმნაში.  ამ პისტოლეტით იყო შეიარაღებული ისრაელის ავიაკომპანია “ელ–ალის” მცველი მორდეხაი რახამიმი, როდესაც ის 1968 წელს გაუმკლავდა ოთხ მძიმედ შეიარაღებულ პალესტინელ ტერორისტს ციურუიხის საერთაშორისო აეროპორტში. მოკლა ერთი (ორი გასროლით) და დააკავა მეორე. ბერეტა 71 ასევე იყო ისრაელის შეიარაღებული ბორტ-გამცილებლების სტანდარტული შეიარაღება 60-80-ან წლებში. 80–ნი წლებიდან ისრაელში ბერეტა 71 ყველგან შეცვალეს უფრო სერიოზული კალიბრის პისტოლეტებით.

ასე, რომ არ გეგონოთ, რომ ბერეტა 71 არის სათამაშო, გასართობი პისტოლეტი.  ეს არის საკმაოდ მდიდარი საბრძოლო ისტორიის მქონე იარაღი, რომელიც არ შეესაბამება მის ზომა-წონას და კალიბრს. არც ისე ბევრი მცირეკალიბრიანი იარაღს შეუძლია იტრაბახოს ასეთი სოლიდური  ბიოგრაფიით.  იშვიათი შემთხვევაა ისიც, რომ ეს იარაღი ჩვენთან იყიდება უფრო იაფად ვიდრე ის ნამდვილად ღირს. აშშ-ში ბერეტა 71 იაგუარი ღირს 400-დან 700 დოლარამდე, გააჩნია მდგომარეობას და კომპლექტციას. ჩვენთან ისინი იყიდება ან უკვე გაიყიდნენ 690 ლარად. აშშ-ში ის უყვართ და დაეძებენ ასეთ პისტოლეტებს. არც არის გასაკვირი, განსხვავებით ჩვენგან მსროლელ აშშ-ში იციან ფასი საიმედო და გამძლე მცირეკალიბრიანი იარაღის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ამ კლასის ახალი თაობის იარაღები არ არიან მოწოდების სიმაღლეზე. მე მქონდა ანალოგიური რუსული წარმოების პისტოლეტი Марго, ის  ძალიან წააგავდა ბერეტას, ასეთივე კომპაქტური, აბსოლუტურად ერთი კლასის იარაღი, მაგრამ ბერეტასტან შედარებით მარგო იყო უკვე ზედმეტად გამარტივებული, მე ვიტყოდი პრიმიტიული პისტოლეტი. მას არ გააჩნდა მცველი, მისი დაშლა და აწყობა გარკვეულ წილად კურიოზულიც კი იყო. მჭიდში მხოლოდ 7 ვაზნა ჩადიოდა. რა თქმა უნდა დამზადების ხარსხითაც რა გასაკვირია იტალიური პისტოლეტი ჯობდა რუსულს. ორივე ერთი კლასისი და ერთი ფასის  (საქართველოში) პისტოლეტია და ბერეტა გაცილებით უფრო უკეთესი არჩევანს წარმოადგენს. სხვა თანამედროვე პისტოლეტებთან შედარებით, ის უკვე მოძველებულად გამოიყურება. მჭიდში 2  ვაზნით ნაკლები ჩადის, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედებისაა, არ აქვს აქსესუარების დასაყენებელი სამაგრი, მჭიდის ღილაკი უჩვეულო ადგილას არის განლაგებული, მაგრამ ამავე დროს ბერეტა უფრო მარტივია, უფრო გამძლეა და უფრო საიმედოც. უბრალოდ ის უფრო იარაღია თუ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.

აღნიშნული მოდელის პისტოლეტები ერთ-ერთმა მაღაზიამ შემოიტანა საქართველოში, სულ დაახლოებით 50 ცალი. გადაუმოწმებელი ინფორმაციით ეს პისტოლეტები ისრაელიდან არის ჩამოტანილი, თუმცა ჩემმა ებრაელმა მეგობრებმა არ ამოიცნეს ეს პისტოლეტები, ანუ მათ რაიმე ძალოვანი სტრქუტურის დამღები არ გააჩნდათ. ჩემმა პისტოლეტმა დატოვა ეს პარტია მანამდე სანამ ის გაყიდვაში მოხვდებოდა, ანუ, როგორც ეხლა იტყვიან: არჩეულია 50 ცალიდან! ვინც არჩევდა და ვისგანაც ის ჩემთან მოხვდა აშკარად იცოდა რას ეძებდა. სხვა ამ ტიპის პისტოლეტებისგან განსხვავებით, რომელიც მე ვნახე, კონკრეტულად ეს პისტოლეტი შესანიშნავ მდგომარეობაშია, საუკეთესო დაფარვით და რაც მთავარია, მის მჭიდი (ის ერთი ცალი მოყვება) არის იდელაურ მდგომარეობაში. სხვა პისტოლეტებს, რომლებიც მე ვნახე, მჭიდები სავალალო მდგომარეობაში ქონდათ. მჭიდი ასევე ორგინალურია და ბერეტას მიერ არის დამზადებული. ტექნიკურად იარაღი იდეალურ მდგომარეეობაში არის, სუფთა ლულით და ყოველგვარი დეგექტების ფარეშე, მხოლოდ დაფარვაზე ცვეთის მსუბუქი ნიშნები აღენიშნება. სამწუხაროდ სიურპრიზი იყო პისტოლეტის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ის გაიყიდა. სურათიდან კარგად ჩანს დაბინძურების უკიდურესი ხარისხი. თავიდან ტარის პანელებიც კი არ შორდებოდა ჩარჩოს. ორივე მიკრული იყო ჩარჩოზე ნამწვავის, ზეთის და მტვერის ნარევით.  ისევ და ისევ, ასეთ მდგომარეობაში პისტოლეტის გაყიდვა არ არის ეთიკური საქციელი. მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციონალურად იარაღს დიდი არაფერი ეტყობოდა, ადრე თუ გვიან ასეთი დაბინძურება გავლენას მოახდენდა საომედოობაზე.  ასეა თუ ისე მაღაზიიდან ნაყიდი პისტოლეტის დაშლის შემდეგ, ასეთი სურათის ნახვა არ მგონია ვინმეს ესიამოვნოს.

 

ერთი საღამო, WD40, ნამწვავის მოსაშორებელი მსუბუქი სითხე, სუფთა ჩვრები და ბამბის ჩხირები სკმარისი იყო, რომ იარაღი გაწმენდილიყო. მარტივი კონსტრუქციიდან გამომდინარე სრული დაშლა არ გახდა საჭირო. გაწმენდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაფარვა და ფოლადი არ იყო დაზიანებული ან შელახული.  ძალიანაც კარგი. მსუბუქი, საიმედო, უმაღლესი ხარისხით დამზადებული საუკეთესო მასალებისგან, ასეთ ფასში მას კონკურენტი არ ყავს. მისი ისტორიიდან გამომდინარე ასეთი პისტოლეტის ფლობა კიდევ უფრო სასიამოვნოა.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. ბერეტა 71 მიუხედავად მჭიდის ღილაკის უჩვეულო განლაგების, ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და მჭიდის ტევადობისა (ასევე იმის გამო, რომ მოყვება მხოლოდ ერთი მჭიდი) ალბათ ვერ შეედრება თანამედროვე მის კონკურენტებს, პირველ რიგში Walther P22-ს, ISSC M-22 და Sig Sauer Mosquito -ს, გასართობი იარაღის როლში.  მაგრამ ის წარმოადგენს ერთ ერთ საუკეთესო მცირეკალიბრიან კომპაქტურ პისტოლეტს, არის ძალიან მარტივი, უფრო ადვილი მოვლაში, უკეთესი დამზადების ხარისხით და დიდი ალბათობით გაცილებით უფრო საიმედო და გამძლე იქნება. მიუხედავად მცირე ზომებისა, ის არის ძალიან ერგონომიული და სასიამოვნო სროლაში. ის შესანიშნავი არჩევანი იქნება იმისთვის ვისაც მოწონს „ძველი სკოლის“ პისტოლეტები და არ წყალობს თანამედროვე პოლიმერულ მოდელებს.  მიუხედავად მისი კომპაქტური ზომისა და მსუბუქი წონის ბერეტა 71 არ ტოვებს სათამაშო პისტოლეტის შთაბეჭდილებას და არც შეიძლება ასეთად ჩაითვალოს. გამომდინარე იქიდან, რომ იარაღი აღარ გამოდის და მას მდიდარი ისტორია გააჩნია მას უკვე  გარკვეულ საკოლექციო ღირებულებაც აქვს. იმ პირობით თუ იარაღი კარგ ტექნიკურ მდგომარეობაშია, ხოლო მჭიდი ორიგინალურია და ასევე კარგ მდგომარეობაშია ის ძალიან კარგი შენაძენი იქნება.

 



4 Responses to “პატარა იტალიელი დიდი ისტორიით – Beretta 71”

  1. gio says:

    ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, მადლობა ლევან

    პისტოლეტის ეს მოდელი ქარავანის ვებგვერდზე ვნახე
    http://caravani.ge/pistoletebi_post.php?id=19

  2. avto says:

    savaraudot chventan iyidet iaragi, qaravanshi xom?… tu moiclit mere, kargi iqneba rom shemogviarot da gagvaxsenot tavi, rogorc statiis avtorma…

    pativiscemit
    avto

  3. Shooter says:

    ara tqventan ar mikidia. nebismier dros shegidzliat damikavshirdet mailze an aq tu rame shekitxvebi gaqvt. pativiscemit levani

  4. გელა says:

    სერიოზული და კარგი მეგობარია

დატოვეთ კომენტარი