კითხვა Beretta 71-ის შესახებ

gamarjoba levan
sistematiurad vecnobi shens statiebs blogze da gamomdinare mati kompetenturobis xarisxidan minda gkitxo Beretta-71-is shesaxeb, romelic iyideba magazia qaravnshi sakmaod misageb fasad qartuli realobistvis.
gadawyvetili maqvs viqonio erti pistoleti am kalibrze da sheidzleba swored am iaragze shevachero archevani. misi istoriuli girebuleba chemtvis sainteresoa da tu gsmenia rame misi xarisxis an sxva samomxmareblo tvisebebis shesaxeb (tu odesme sheiqmneba am qveyanashi praqtikuli gamoyenebis pirobebi). chemtvis sheni rekomendacia mnishvnelovani iqneba.
Browning-is da Ruger-is fass ver gadavixdi da P22-s da Mosquito-s amis qona mirchevnia.
madloba.

ესეიგი ეხლა საქმე რაშია. იარაღის ნაწილი, რომელიც იმ მაღაზიაში იყიდება არის ნახმარი. მათ შორის ეს ბერეტებიც. ფასი ასეთი კლასის კომპაქტური მეორადი იარაღისთვის არ არის პატარა. მას არ აქვს რეგულირებადი სასხლეტი, სამიზნე მოწყობილობები, გრძელი სპორტული ლულა, ყველაფერი ის, რაც ახალისებს ასეთი იარაღიდან სროლას.  მოყვება მხოლოდ ერთი მჭიდი. თუ სწორედ მახსოვს ბერეტა 71-ის ფასი არის 690 ლარი. ეს ცოტა არ არის. იარაღი კარგია, რაზეა ლაპარაკი, არც ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ “ქარავანში” კონკრეტული ეგზემპლიარების მდგომარეობა განსხვავევბულია.  როგორც ამიხსნეს ეს იარაღები ისრაელიდან არის ჩამოტანილი. ეს იყო ან საწვრთნელი იარაღი პოლიციაში/ჯარში/კერძო ტირში ან ის პისტოლეტებია, რომლებიც იყო მიღებული შეიარაღებაში ისრაელის სპეც სამსახურების და შეიარაღებული ბორტ-გამცილებლების მიერ. ჩემი აზრით უკანასკნელ შემთხვევაში მათი ისტორიული ღირებულება ნებისმიერი იარაღის ენტუზიასტისთვის არის საკმაოდ დიდი.  სხვა იარაღების მოდელებს თუ გადავხედავთ ესენი ეტყობა არიან წარსულში ტირში გასაქირავებელი იარაღები. ზოგი უბრალოდ მწყობრიდან არის გამოსული ან რაღაც ელემენტები აკლია. მე მინდოდა მანდ გერმანული “ერმა’-ს ნახევრად ავტომატური მცირეკალიბრიანი კარაბინის შეძენა, მაგრამ ერთს აკლდა უკანა სამიზნე მოწყობილობა, მეორეს ქონდა მცველი ჩატეხილი. გაფუჭებულ იარაღზე ფასი არ დამიკლეს, ხოლო მეორეზე სამიზნის დაყენებაზე უარი მითხრეს. ეს არ არის ნორმალური დამოკიდებულება.  ასე რომ თუ მაინც და მაინც გინდათ ეს ბერეტა, ნახეთ ორი სამი ცალი მაინც და საუკეთესო აარჩიეთ, მჭიდი ერთი მოყვება და ნახეთ რომ არ იყოს ნაწვალები და გარემონტებული (მე რომელიც მანახეს იმის მჭიდი გადასაგდები იყო).  კიდე იქ აქვთ ბერნარდელი იტალიური სპორტული პისტოლეტი. მგონი მოდელი 90. ისიც ძალიან კარგი ვარიანტია და მე მაგაზე გავამახვილებდი ყურადღებას.

საერთოდ “იმ ეპოქის ” მცირეკალიბრიანი იარაღი, როგორც წესი მზადდებოდა მაღალი ხარისხის ფოლადისგან და ძალიან ხარისხიანად იწყობოდა, რაც სამწუხარდ აღარ ითქმის “ახალი” თაობის პლასტმასის და სილუმინის ნაწარმზე. რა თქმა უნდა ლაპარაკი მაქვს კარგ მწარმოებლებზე, სერიოზული რეპუტაციით. “იმ ეპოქაშიც” იყვნენ არასერიოზული მცირე საწარმოები, რომლებიც ერთჯერად ან დაბალი ხარისხის “მასობრივი მოხმარების” მცირკალიბრიან იარაღს უშვებდნენ. მათი პროდუქციაც ქარავანში წარმოდგენილი არის ფართოდ.

წარმატებები



დატოვეთ კომენტარი