რედაქტორის სვეტი 30.01.2012

ჩემი, როგორც ბლოგის ავტორის პოზიცია
ბოლო დღეებში რამოდენიმე მოვლენამ თუ შეიძლება ასე ითქვას მიბიძგა იმისკენ, რომ დამეწერა გარკვეული ე.წ. ‘დისქლეიმერი“, რომელიც კიდევ ერთხელ განმარტავდა ამ ბლოგის არსებობის მიზეზებს ისევე, როგორც ნათელს მოფენდა რამოდენიმე საკითხს, რომელიც მე მის ავტორს მიკავშირდება. სიმართლე, რომ გითხრატ არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ ღირს ამის გაკეთება, მაგრამ, როგორც მინიმუმ მსურს დჩემი პოზიციის დაფიქსირება იმ გარკვეულ მითქმა-მოთქმებთან, რომლებიც ჩემ ყურამდე მოვიდა.
ბლოგი, არის ჩემი პირადი, დამოუკიებეელი პროექტი, რომელიც წარმოადგენს ჩემს მიერ დაწერილ სტატიებს, ჩემს მიერ შედგენილ სტატიებს და სხვა მასალებს, რომლებიც ძირითადად ეხება ცეცხცლსასროლ იარაღს, მისი განვითარების ისტორიას, მის პრაქტიკულ გამოყენებას და ასევე სროლას.
ბლოგის შექმნის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ მე ერთ დღეს ჩავთვალე, რომ მხოლოდ ფორუმებზე მოღვაწეობა უკვე საკმარისი ჩეთვის არ იყო. მითუმეტეს, რომ ფორუმის ფორმატი არ არის საუკეთესო ფორმა იმისთვის რასაც მე ვაკეთებ. პირველი ბლოგი შეიქმნა Bero-ს guns.ge-დან ტექნიკური დახმარებით და შემდეგ გახდა მთლიანად (ტექნიკურადაც) ჩემი პროექტი.
ბლოგი არის სამოყვარულო პროექტი, ის არ ისახავს მიზნად გამოაცხადოს ჩემი თავი გურუდ, ექსპერტად ან ყოვლისმცოდენედ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი სურათები, სახელი და გვარი იქნებოდა აქ ყველგან გამოკრული და პათეტიკაც მეტი იქნებოდა  ასევე არავის არ ვახვევ თავზე ჩემ შეხედულებებს და მოსაზრებებს. ის ყოველთვის იქნენა ცოტათი მიკერძოებული და ცოტათი სუბიექტური, იმიტომ რომ ეს ჩემი ბლოგია
ჩემი მიზანი არის ძალიან მარტივი, მოუყვე სხვას, რაც ვიცი მე. ვისაც აინტერესებს წაიკითხავს ვისაც არა თუ უნდა ნუ წაიკითხავს. ის რაც, ვიცი მე არის იარაღებთან მჭიდრო ურთიერთობის 10 წელი და საკმაოდ ვრცელი ბიბლიოთეკა ოთხ ენაზე დაწერილი წიგნების. თქვენთან ერთად ვსწავლობ მეც, როდესაც სტატიებს ვამზადებ, ჩემთვის ეს ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობაა.
ბლოგის სუსტ წერტილად რჩება ორფოგრაფია და ლიტერატურული დონე. დამიჯერეთ ამ ბლოგს უკეთესად 3 უცხო ენაზე დავწერდი, მაგრამ ჩავთვალე, რომ უნდა ყოფილიყო ქართულ ენაზე და ქართულ აუდიტორიაზე გათვლილი. მე ამ პრობლემაზე ვმუშაობ და ვცდილობ ამ მხრივ მდგომარეობა გავაუმჯობესო.
ზუსტად, ჩემ ცნობისმოყვარეობის და ბოლო სამი წლის განმავლობაში რომ ამ ბლოგის მიზნების გამოც მე ხშირად ვიცვლი იარაღებს, ამას ავღნიშნავ განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ზედმეტად მდიდარი (ან პირიქით ღარიბი) ფანტაზიის პიროვნებები ავრცელებენ ჭორებს ჩემი იარაღით „ბარიგობაზე“. პირველ რიგში მე 10 წელიწადში 70-მდე იარაღი გამოვიცვალე და ეს საკმარისი არ არის, რომ მე ამით ვინმემ ფული იშოვოს და ცხოვრება აიწყოს, ხოლო აბსოლუტური უმეტესობა ჩემი ყოფილი იარაღების გაფორმებული აქვთ ჩემგან ჩემ მეგობრებს, დიდი სიამოვნებით დავიტოვებდი სამოცდაათივეს, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება მე არ მაქვს და როტაცია არის ერთადერთი გამოსავალი.  მეორე რიგში გირჩევთ საკუთარ თავში მოკლათ საბჭოური და ქურდული მენტალიტეტი, იმიტომ რომ სწორედ „ბარიგობაზე“ ანუ სპეკულაციურ ოპერაციებზე დგას მთელი ცივილიზებული სამყაროს ეკონომიკა, და ალბათ ეს მენტალური დილემა არის იმის მიზეზი, რომ საქართველო დოქტორების და პროფესორების რაოდენობით ას სულ მოსახლეზე ლიდერობს და ამავე დროს რჩება ერთ ერთ ყველაზე ღარიბ და განუვითარებელ ქვეყანად მსოფლიოში და ყველაზე ღარიბ ქვეყანად რეგიონში (მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით). ჩემთვის ასეთი დაბალი დონის ხალხის ასეთი აზრები საერთოდ ინტერესს არ წარმოადგენს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვენთვის დამახასაითებელ ფანიტიზმამდე დასულ ჭორების გავრცელების სურვილს, ჩავთვალე საჭიროდ ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა ღიად და საჯაროდ, ამ საკითხზე და მათ შორის სხვა საკითხებზეც.
ასევე ჩემთვის დიდი სიურპრიზი გახდა კიდევ ერთი ჩემზე გავრცელებული ჭორი ფორუმ guns.ge-ს ერთ ერთი წევრის მიერ, თითქოს მე ვთანამშრომლობ პოლიციასთან. არ ვიცი რა იგულისხმა ამ პიროვნებამ, მაგრამ ჯერ ჯერობით არც მე მიმიმართავს თანამშრომლობის სურვილით შსს-ს და არც შსს-ს მოუმართია ჩემთვის.
რა თქმ უნდა მე ვხვდები, რომ ეს ბლოგი მოიპყრობს, როგორც კარგ ასევე ცუდ ყურადღებას. უნდა ავღნიშნო, რომ აქამდე 99.9% გამოხმაურებების იყო პოზიტიური და ჩემთვის ძალიან სასიამოვნო. დანარჩენი 0.1% იყო ჩემი აზრით დაუმსახურებელი კრიტიკა მაგრამ ძალიან კორექტულად გამოთქმული , და რა თქმა უნდა ასეთივე კორექტული და ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული.
არ არის გასაკვირი მაგრამ საწყენია, ჩემთვის როგორც ყველა ნორმალური ცოცხალი ადამიანისთვის, რომ გარკვეული პიროვნებები მათ შორის წარმოდგენილები სხვა და სვხა ფორუმებზე ცდილობენ ჩემზე სიბინძურეების და სისულელეების წერით საკუთარი თავი წარმოაჩინონ „მცოდნეებად“ და „საკითხში გარკვეულ ადამიანებად“. ჯერ ეს ერთი პირდაპირ ვიტყვი მე ცოტათი მაინც კომპეტენტური ასეთი „კრიტიკოსი-პოზიორი“ ჯერ არ შემხვედრია, მეორეც ერთი შესაძლებელია ნებისმიერ სტატიაზე კომენტარის გაკეთება ან ჩემთვის გამოხმაურების ელ-ფოსტით გამოგზავნა, სულაც არ არის საჭირო სადღაც ამაზე ყვირილი. ცხადია მე არ დავეძებ მეგობრობას და ურთიერთობას ასეთი კატეგორიის პიროვნებებთან მაგრამ თუ მე მომმართავენ, უპასუხოდ არ დარჩებიან. რა თქმა უნდა ეს უნდა და ხდება კიდევაც ძალიან კორექტული და “ჯენტლმენური” ფორმით, საღორეში ღორთან ჩახტომას მე არ ვაპირებ ნამდვილად, არც დრო მაქვს არც სურვილი. თუ ყაყანი ფორუმზე მათთვის უფრო მისაღები ფორმაა მაშინ ასეც დარჩეს  პირადად მე გულწრფელად არ მესმის რა პრეტენზიები შეიძლება გაუჩნდეს ჭკუადალაგებულ ადამიანს ჩემი პროექტის მიმართ, თუ მას ჩემსავით უყვარს და აინტერესებს იარაღი და სროლა.
გავაგრძელებ ამ თემას და დავამატებ, რომ ვიწრო (ინტერნეტ) წრეებში ასევე ჭორები ტრიალებს, იმ მიეზების შესახებ, რის გამოც მე თავის დროზე წამოვედი ფორუმიდან guns.ge. მიზეზი მრავალია და ეს მიზეზები დიდიხანია მწიფდებოდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. მაგრამ ძირითადი არის ის, რომ მანდ არსებული სულისკვეთება და იმ მომენტში შექმნილი ვითარება მთლიანად ეწინაღმდეგებოდა ჩემ შეხედულებებს. ეს ეხება, როგორც ფორუმის მართვას და მოდერაციას ასევე ბევრ სხვა რამეს. არანაირ ჩხუბს, საქმეების გარჩევას, ფინანსურ პრეტენზიებს (იმიტომ წავიდაო, რომ ფული ვერ გაიყვესო, ხო და სად იყო მანდ ფული რომ გასაყოფი ყოფილიყო) ადგილი არ ქონდა. არავითარ ტრაგედიას მე ამაში არ ვხედავ, ასეთი დაყოფის შედეგად შექმნილია უმეტესობა ფორუმების საქართველოში. თავის დროზე მარტო მე ხელი შეუშალე guns.ge-ს გაყოფას, მაგრამ, როგორც ჩანს არც ერთი კეთილი საქმე არ რჩება დაუსჯელი :) დავამატებ, რომ განსხვავებით ამ ფორუმის ზოგიერთი წევრისგან მე ჩემი მხრიდან არავისთან და არასდროს არ მითქვამს ცუდი არც ფორუმზე და არც ფორუმის წევრებზე და არც არავისზე ნაწყენი არ ვარ, თუმცა ნახსენებმა ეპიზოდმა პოლიციასთან თანამშრომლობაზე (კიდე სხვა მოსაზრებებიც იყო გამოთქმული ჩემ კომპეტენციასთან დაკავშირებით) რა თქმა უნდა გამაღიზიანა და ეს არის ერთ ერთი მიზეზი რატომაც ეხლა მე ამ „დისქლეიმერს“ ვწერ.
თუ ასე ძალიან გინდათ რამეში შემეჯიბროთ ( მე არავის არ ვეჯიბრები, მარტო საკუთარ თავს), გავაკეთოთ ეს ღირსეულად, კარგი და სასარგებლო საქმეებით და არა უნიჭო, ტალახის სროლით და ენის ტლიკინით. ტალახი შეიძლება არ მოხვდეს იმას ვისაც ესროლეთ აი თქვენი ხელები კი დასვრილი აღმოჩნდება  ზუსტად ამიტომ მე მაქვს ჩემი ბლოგი და მხარს უჭერ ყველა სხვა ანალოგიურ რესურსს და მათ განვითარებას და ნამდვილად არ მინდა ვინმე დაიძიროს ან შეწყვიტოს თავისი არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ეს რესურსი ძალიან დაბალი დონის არის. არ ტეხავს დიბადო სულელად, ტეხავს მოკვდე სულელი. ჩემი აზრით ფორუმების განვითარების ერთადერთი გზა არის „კარგი კადრების შერჩევა“ და შენარჩუნება და არა ყველაზე თავხედი და გრძელ ენიანი „იუზერების“ წახალისება. კიდევ ერთი საკმაოდ არასასიამოვნო ტენდენციაა ასეთი კვაზი „მინი-ექსპერტების“ გამოჩენა, რომლებსაც, როგორც ჩანს იდეა გახდნენ ადგილობრივი დანიშნულების ავტორიტეტები ძალიან მოწონთ და შესაბამისად ამ იდგილის შენარჩუნებისთვის ივეწყებენ მთავარს, სურვილს თვითგანვითარების. ეს სხვათაშორის კიდევე ერთი მიზეზი იყო ჩემი ერთი ქართული ფორუმებიდან წასვლის. ჯერ ეს ერთი არანაირ სურვილი არ მქონდა ასეთ „მინი-გურუებთან“ პაექრობის (რომლებიც ისე მექცეოდნენ გეგონება ლუკმა-პურს ვართმევდი), მეორეც ერთი და მიიღეთ ეს თუ ამას კითხულობთ მოდერებო, როგორც კონსტრუქციული კრიტიკა: დისკუსიების დონე და ხარისხი ქართულ ფორუმებზე არის ძალიან ძალიან დაბალი და ეს მდგომარეობა ან საერთოდ არ იცვლება ან იცვლება მაგრამ ძალიან ნელი ტემპებით. პირდაპირ დავწერ: საერთოდ ნუ შედიხართ მანდ თუ გინდათ რამეში გაერკვიოთ ან ისწავლოთ. არის გამონაკლისებიც, მაგრმა უფრო დიდი ალბათობაა გადაეყაროთ უვიც მაგრამ დამაჯერებლად მოლაპარაკე პიროვნებას, რომელიც თავგზას აგიბნევთ. სიმპტომები შემდეგია: მე ერთმა კაცმა მითხრა, რომ; მე არ ვიცი ვინ სად რას წერს და სხვა რაიმე ბუნდოვანი არგუმენტებით, უცნობი წყაროებით აპელირება, ე.წ. „თითების ღუნვა“ და მისტიციზმის და საიდუმლოების ატმოსფეროს შექმნა. მაგალითად ერთ ერთ ასეთ ფორუმზე ახალმა მომხმარებელმა გახსნა თემა, ვინ იცით როგორ უნდა აკმ-ის მისროლა, ანუ რამდენით უნდა გადაწიო მუშკა, რომ გამოასწორო ცდომილება სროლისას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორუმზე საკმაოდ ბევრი აქტიური სამხედრო მოსამსახურე არის წარმოდგენილი ამ კაცმა პასუხი ვერ მიიღო და ბოლოს საუკეთესო ტრადიცებში ის დააბოლეს, რომ ეს ინფორმაცია არის ვითომ გასაიდუმლოებული. ჩემი აზრით ასეთ ფორუმზე გამოჩენაც არ ღირს. ამიტომ ჩემი რჩევაა: იკითხეთ ბევრი. ლიტერატურის განყოფილება ბლოგზე მალე გაჩნდება და შევეცდები შემოგთვავაზოთ კარგი სერიოზული ლიტერატურა.
დავასრულებ. ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის. ბლოგი გააგრძელებს თავის არსებობას, ასეთი „კრიტიკა“ პირიქით მიბიძგებს უფრო მეტი შრომისკენ და უფრო მაჩქარებს. გეგმა ბლოგის სრულფასოვან ვებ რესურსად გადაკეთების არსებობს და აუცილებლად წელს განხორციელდება. ამის საშუალებით გაადვილდება რესურსზე ნავიგაცია და დამატებული იქნება მთელი რიგი ახალი ოფციებია . ფორუმს მე ალბათ ჯერ არ გავხსნი, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებ მის მართვას.
როგორც ყოველთვის ნებისმიერი კრიტიკა, სურვილები, შეკითხვები და მოსაზრებები შეგიძლიათ გამომიგზავნოთ მეილზე, რომელიც თავფურცელზეა მითითებული. ფორუმებს თავს ვარიდებ, მაგრამ პერიოდულად ვწერ ochopintre.ge-ზე, სადაც ჩემი აზრით ძალიან მისაღები კლიმატია და სადაც ასევე შეგიძლიათ მე „შემხვდეთ“.

საუკეთესო სურვილებით,
Shooter

პს ბოდიშს უხდი ბლოგის მკითხველებს ასეთი არა საიარაღო თემის გამოქვეყნებისთვის :) გპირდებით მაღლა ეს თემა დიდხანს არ გაჩერდება.



5 Responses to “რედაქტორის სვეტი 30.01.2012”

  1. bidzina says:

    gamarjoba levan
    karg saqmes aketeb zogadad da am konkretul shemtxvevashi imit rom qartuli mentalitetis am ert-ert cud moments sheexe. me piradad ar mesmis eg momenti, wesit yvelaferi martivad unda iyos, mogwons kitxulob, ar mogwons tavs anebeb an tu guli shegtkiva koreqtulad akritikeb. chven samwuxarod eg ar shegvidzlia.
    qartul forumebze sitoaciis gamosworeba mxolod kargi magalitis micemitaa shesadzlebeli.
    imedi maqvs adre tu gvian gvachveneb kargi da imave xarisxit sasargeblo, rogori sasargebloc sheni blogia, forumis magalits.
    keep up the good work

  2. koba says:

    ლევან!!! !(shooter) ეს შენა ხარ კაცოუუ??? გამეხარდა შენი ეს ახალი ყველაფერი. მაგარი ხარ საროლ. მე კობა ვარ(EMILICHI)განს. გე–დან.

  3. koba says:

    კომაგრამ როდის შაქმენი ეს საიტი??/

  4. Shooter says:

    სალამი კობა :)

  5. Shooter says:

    მგონი უკვე 2 წელია ამ ფორმით არსებობს :)

დატოვეთ კომენტარი