10 წელზე მეტი

უკვე  ათ წელზე მეტი გავიდა, რაც აშშ და გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის იდეის ქვეშ გაერთიანებული ქვეყნების კოალიცია იბრძვის აქტიურად ერაყში და ავღანეთში, ისევე, როგორც სამყაროს სხვა ნაწილებში.  წელს   ერაყში პრაქტიკულად დასრულდა საბრძოლო ოპერაციებში უცხოური ქვეყნების სამხედრო ძალების მონაწილეობა. ავღანეთში სამწუხაროდ  პირიკით ხდება შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაცია და აქტიური საბრძოლო მოქმედებები ინტენსიურად  მიმდინარეობს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კონფლიქტებში AR15-ის ოჯახის იარაღებმა შესანიშნავად გამოავლინეს თავი.  რომ შევხედოთ ამ კონფლიქტებს ასეთი კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ამ სისტემის – იუჯინ სტოუნერის AR15–ის სრული ტრიუმფი.  გარდა იმისა, რომ ეს სისტემა კვლავ რჩება მწყობრში, ამ იარაღით უკვე შეირაღებულია ერაყის და ავღანეთის ახლად შექმნილი უსაფრთხოების ძალები.

ამერიკელი ინსტრუქტორი თვალს ადევნებს ავღანელი კურსანტების საცეცხლე მომზადებას, კაბულის საჯარისო სასწავლო ცენტრში. 2009 წელი. სურათის წყარო airforcetimes.com

ჭორების მის შეცვლაზე არ გამართლდა. რაზეა ლაპარაკი იარაღი ნახევარ საუკუნეზე მეტია შეიარაღებაში იმყოფება და ცხადია ეხლა ფიქრები ახალ იარაღზე არ წყდება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. დღეს არის 2012 წლის 27 იანვარი და AR15 ისევ მწყობრშია. დიახ გასაკვირი არ არის, იცვლება ომის წარმოების მეთოდები, იცვლება პირობები, იცვლეა იარაღი, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ პერიოდულად ჩნდება კარგი და არც ისე კარგი ალტერნატივები, რომლებმაც უნდა შეცვალონ გამოცდილი სისტემა, მაგრამ ყველა ამ მცდელობად თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ არც ერთი ალტერნატივა, რომელიც მოისახრებოდა AR15–ის შემცვლელად ჯერ ერთი და ვერ სთავაზობდა გადამწყვეტ უპირატესობას და მეორეც ერთი თავად გააჩნდა სერიოზული ნაკლოვანებები.  ბუნებრივია მოვა დრო და AR15–იც შეიცვლება, მაგრამ დღეს ის არის შაშხანა, რომელიც შეიარაღებაში ძალიან დიდიხანი გაჩერდა და მას ბრწყინვალე საბრძოლო რეპუტაცია აქვს მიუხედავად არც ისე კარგი სტარტისა ვიეტნამის ომში. დამერწმუნეთ ნებისმიერი ახალი იარაღი, რომელიც სახაზავი დაფიდან პირდაპირ ბრძოლის ველზე მოხვდება იგივე ბედს გაიზიარებს და გაიზიარა კიდევაც.

უფრო მეტიც, აშშ–ის საზღავო ფეხოსანთა კორპუსი ცვლის თავიანთ ბელგიური წარმოშობის M249 ტიპის მსუბუქ ხელის ტყვიამფრქვევებს ახალი ტიპის ზუსტი ნახევრად ავტომატური იარაღით ინდექსით M27, რომელიც წარმოადგენს AR15-ის ბაზაზე შექმნილ შაშხანას.

გარდა ამისა ამ კონფლიქტებს და ზოგადად ტერორიზმის საფრთხის ზრდას მოყვა უპრეცენდენტო მოთხოვნილება AR15–ის ტიპის იარაღებზე. აშშ–ში AR15 არის ყველაზე გაყიდვადი ასეთი სისტემა და დიდი ალბათობით სამოქალაქო ბაზარზე  ყველაზე გაყიდვადი გრძელლულიანი იარაღია.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ AR15–მა მოიკიდა ფეხი მისი “მთავრი კონკურენტის” სამშობლოში რუსეთში. სადაც რუსული კომპანია “Молот”, რომელიც РПК-ს ტიპის იარაღის ბაზაზე აწყობილ სამოქალაქო კარაბინებს და თოფებს უშვებდა დაიწყო AR15-ის აწყობა. არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ რუსეთში პრაქტიკული სროლის დისციპლინებში, კარაბინის კლასში AR15 დომინირებს და პრაქტიკულად მთლიანად განდევნა კალაშნიკოვის სისტემის ავტომატების კლონები.

რუსული AR15, საგამოფენო სტენდზე. წარმოადგენს გერმანიიდან იმპორტირებული ნაწილებისგან აწყობილ იარაღს, თუმცა მალე მისი სრული წარმოება “მოლოტ”-ის ქარხანაში საკუთარი ძალებით დაიწყება.

AR15–ის კლონებს დღეს უშვებენ ასევე კომპანიები უკრაინაში, გერმანიაში, ჩინეთში, სერბიაში და ასე შემდეგ. ანუ AR15 პრაქტიკულად ხდება გლობალური იარაღი, რომელიც იწყობა და იყიდება უამრავ ქვეყანაში. დაუმატეთ ამას მოდულური დიზაინი, სიმარტივე, ნაწილების და აქსესუარების ურთიერთცვლადობა და გასაგები ხდება, რომ ეს იარაღი სულ მალე გახდება სმოფლიოში ყველაზე პოპულარული ამ კლასის სისტემა, და ეს სხვათაშორის იდეოლოგიური მოკავშირეებისათვის მისი უფასოდ, საჩუქრად გადაცემის გარეშე.

ასე რომ ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის (ვეხმაურები რა გაუთავებელ დისკუსიებს ამ თემაზე ფორუმებზე და სხვა წრეებში), AR15 მიუხედავად უმძიმესი გამოცდისა 10 წლიან კონფლიქტში, კვლავ რჩება ფეხოსნის ძირითად იარაღად, აგრძელებს მსახურობას და მუდმივ ევოლუციასაც განიცდის.  მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი Colt Commando და ეხლანდელი სპეცრაზმელის კარაბინი ვიზუალურად მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, სისტემა პრაქტიკულად უცვლელია.  დახვეწილი მაღალ–ტექნოლოგიური “გაჯეტები” კი მხოლოდ ზრდიან შესანიშნავი საბრძოლო იარაღის თვისებებს და შესაძლებლობებს.

 

ვიეტნამი, 1965 წელი …..


………ავღანეთი, 2009 წელი



დატოვეთ კომენტარი