Delta A.R. Top Gun

 

თავდაპირველად მინდოდა ამ პისტოლეტის აღწერილობა დამემატებინა წინა სტატიაში, რომელიც ეხებოდა ჩეხოსლოვაკიურ CZ52-ს, მაგრამ მერე ჩავთვალე, რომ უკვე გამოქვეყნებული სტატიის ასე მნიშვნელოვნად შეცვლა არ იქნებოდა გამართლებული.  ამიტომაც ცალკე დავწერ ამ იტალიური პისტოლეტის შესახებ. საქმე იმაშია, რომ როდესაც მე ვწერდი, რომ CZ52 არის ალბათ ერთადერთი პისტოლეტი ამ სქემით მე ვცდებოდი.  ვცდებოდი, იმიტომ რომ არსებობს იტალიური სპორტული პისტოლეტი  საკმაოდ საინტერესო სახელით  Delta A.R. Top Gun და რომელიც როგორც მისი ჩეხოსლოვაკიური ანალოგი, იყენებს რგოლებიან ჩაკეტვის სისტემას და ლულას მოკლე სვლით. პისტოლეტი შექმნილია იტალიაში 90-ნი წლების ბოლოს, კონსტრუქტორების ანტონიო მიჩეტის და კარლოს ჩიავაჩის მიერ.  სურათებიდან ნათლად ჩანს, რომ იტალიური პისტოლეტი თითქმის ზუსტად აკოპირებს  CZ52 ჩაკეტვის სისტემას და საკეტის ჩარჩოზე ფიქსირება იგივენაირად ხორციელდება.  თუმცა ამავე დროს  Top Gun-ს გააჩნია მთელი რიგი გაუმჯობესებების და ოფციების, რაც მხოლოდ ძალიან ძვირადღირებულ სპეციალიზირებულ სპორტულ იარაღს გააჩნია. სქემა არჩეულ იქნა იმის გამო, რომ უფრო მეტი სიზუსტის პოტნცილი ქონდა. მოგეხსენებათ ამ სქემაში ლულა არ მოძრაობს ვერტიკალურ სიბრტყეში და შესაძლებელია მისი განლაგება საკეტში მინიმლურად შესაძლებელი დაშვებებით. იარაღი ხელმისაწვდომი იყო სხვა და სხვა კალიბრებში მათ შორის, 9X19 Para, .45ACP, .40S&W და მათი სპეციალური მოდიფიკაციები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ იტალიაში, სადაც სამხედრო ტიპის კალიბრები აკრძალულია სამოქალაქო იარაღში. დანიშნულებას რაც შეეხება, იარაღი განკუთვნილია ზუსტი და სხვა და სხვა პრაქტიკული სროლის დისციპლინებისთვის, სადაც გამოიყენება იარაღი გათვლილი საბრძოლო კალიბრებზე. ეხლა რაც შეეხება გაუმჯობესებებს. ესენია მაგალითად ლულის საკეტში პოზიციონირებისთვის განკუთვნილი ”ბუშინგი” (направляющая втулка) მეშვეობით, რაც ხშირია სპორტულ/ზუსტ პისტოლეტებში. ის უზრუნველყოფს დაშორებას მას და ლულას შორის მხოლოდ 0.03-0.04მმ-ით. საინტერესოა, რომ ამავე დეტალზე განლაგებულია წინა სამიზნე მოწყობილობა, რაც ცოტა უცნაურია, თუმცა ბუშინგის იდეა გულისხმობს მის მყარ განლაგებას და წესით ის არ უნდა მოძრაობდეს სროლისას.  კონსტრუქციულ თავისებურებებს ასევე განეკუთვნება: ჩარჩოში მოთავსებული პოლიმერის ბუფერი, რომელიც ამცირებს უკუცემას. პისტოლეტის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი სპორტული ტიპისაა და წარმოადგენს ცალკე მოდულს.  იგი 5 სხვა და სხვა მახასიათებლის რეგულირებების საშუალებას იძლევა.   ექსტრაქტორის კბილი განლაგებულია არა გევრდიდან, როგორც CZ52-ში არამედ ზევიდან.  რა თქმა უნდა იტალიური პისტოლეტი ძალიან რთული კონსტრუქციის არის და მისი დამზადება ძალინ შრომატევად პროცესებს გულისხმობს. თუმცა მაღალი კლასის სპეციალიზირებული სპორტულ პისტოლეტის შემთხვევაში ეს არ არის ნაკლი.  ფასი შეადგენდა გამოჩენის დროს 3000 გერმანულ მარკას.  დღეს მისი ფასი მერყეობს 2000-დან 3000 დოლარამდე, რაც ცოტა არ არის. როგორც სპორტულ იარაღს, ტოპ განს ასევე აქვს მაღალი კლასის რეგულირებადი მიკრომეტრიული უკანა სამიზნე მოწყობილობა, და სპეციალური ”ძაბრი” ტარის ქვედა ნაწილში, რაც უზუნველყოფ სწრაფ მჭიდის შეცვლას. ორივე ეს ელემენტი ბუნებრია სპორტული პისტოლეტისთვის და მოყვება მას სტანარტულ კომპლექტაციაში.  მჭიდის ღილაკმა გადმოინაცვლა ტარის ძირიდან მის ზედა ნაწილში და არის ორმხრივი. დამატებულია საკეტის შემაკავებელი, რომლით ოპერირება შეიძლება ხელით.

ახალი იარაღი მიეწოდებოდა მყიდველს კომბინაციური საკეტით აღჭურვილ ყუთში, რომელიც შიგნიდან იყო ნაჭრით გაწყობილი. მასში მოთავსებული იყო ერთი პისტოლეტი, DVD დისკი ინსტრუქციით, ორი მჭიდი, დამატებითი დამაბრუნებელი ზამბარა და ინსტრუმენტების კომპლექტი.

ჩაკეტვის სისტემის ელემენტები.  კარგად ჩანს ჩარჩოში ჩასმული პოლიმერის ბუფერი (სტაფილოს ფერი დეტალი). ასევე კარგად ჩანს აშკარა მზგავსობა CZ52-თან.  

მოკლე ტაქტიკურ ტექნიკური მონაცემები შემდეგია, ცარიელი წონა 950 გრამი, ლულის სიგრძე შთამბეჭდავი 130მმ, მჭიდის ტევადობა 10 ვაზნა (როგორც ჩანს 10 ვაზნა .45 კალიბრში, იარაღი სავარაუდოთ იყენებს ბერეტა 92-ის მჭიდებს და 9მმ-ან ვარიანტში მისი ტევადობა იქნება 15-17 ვაზნა).  დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების.

იარაღი დამზადებულია დიდი სიზუსტით. ყველა დეტალი მზადდება ფრეზირებით უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან. ასეთი მიდგომა ასევე განაპირობებს მის სიძვირეს. პისტოლეტის დეტალები იმდენად მჭიდოდ არის მორგებული, რომ იარაღი საჭირობს მორგების ციკლს (braking in). რა დროსაც დეტალები საბოლოოდ მოერგება ერთმანეთს და იარაღი დაიწყებს საიმედოდ ფუნქციონირებას.  ეს დაახლოებით 100-300 ვაზნის გასროლას გულისხმობს რა დროსაც იარაღს ექნება დაბრკოლებები სროლისას მაგრამ ციკლის დასრულების შემდეგ იარაღი საიმედოთ იმუშავებს.  9მმ-ან ვარიანტს იგივე მიზეზის გამო დაჭირდება 1000-მდე გასროლა, რაც ჩემი აზრით ცოტა ალბათ მოუხერხებელია.

სურათზე კარგად ჩან ლულა რგოლებით და დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოდული გასაღებით, რომლიც მის რეგულირების საშულებას იძლევა.

ცნობილია ასევე, რომ 1998 წელს ნიურნბერგის იარაღის გამოფენაზე ეს პისტოლეტი გამოცხადდა წლის საუკეთესო პისტოლეტად.  მასზე დაიწერა რიგი სტატიებიც სპეციალიზირებულ პრესაში. ამჯერად მე ვერ შევძლე დამედგინა ამ კომპანიის და იარაღის სტატუსი, ისევე როგორც გამოშვებული პისტოლეტების რაოდენობა.  ინტერნეტში ასევე საკმაოდ მწირი ინფორმაცია არის ამ იარაღზე და მის გამოყენებაზე.  ცნობილია, რომ აშშ-ში ის მხოლოდ ერთი ცალია შეტანილი, კანადაში იმპორტიორის საიტის მიხედვით შეტანილია ამ იარაღის სხვა და სხვა  მოდიფიკაციების გარკვეული რაოდენობა. თუ ჩემთვის გახდა ხელმისაწვდომი რაიმე დამატებითი ინფორმაცია მე ამ სტატიას განვაახლებ. შეგახსენებთ, რომ ყველანაირი განახლებების და ცვლილებების შესახებ იწერება ბლოგის ვებ გვერდზე ფაისბუქზე, ბმული რომელზეც ბლოგის თავფურცელზე პირველ პოსტშია.



დატოვეთ კომენტარი