ჩეხური Vz 52


მორიგი სტატია ეხება საკაოდ საინტერესო ჩეხურ პისტოლეტს, რომელიც მიუხედავად იმისა რომ თითქმის 60 წლის წინ გაჩნდა, დღესაც საკმაოდ კარგად გამოიყურება. ეხლა ის ცნობილია სახელით CZ52 თუმცა მისი ისტორია იწყება პროტოტიპისგან მოდელი 491, რომელიც იყო 9მმ ლუგერზე გათვლილი ორმაგი მოქმედების პისტოლეტი, ორ რიგიანი მჭიდით. მას უნდა შეეცვალა .32 კალიბრის სუსტი პისტოლეტები ა გამხდარიყო ძირითადი პისტოლეტი ჩეხოსლოვაკიის შეიარაღებულ ძალებში.  შემდეგ გასაგები მიზეზების გამო ტექნიკური დავალებები შეიცვალა და გაჩნდა მოდელი 513, რომელმაც შეიცვალა კალიბრი და გახდა ერთჯერადი მოქმედების.  Vz (Vzor მოდელი)  52, ასეთი ინდექსით იარაღი წავიდა სერიაში.  იარაღი გამოდიოდა 1952 წლიდან 1954 წლამდე ქალაქ Strakonice-ში. სულ დაახლოებით 200 000 ცალი იყო გამოშვებული. ინდექსი CZ52 მიენიჭა მას სავარუდოთ სამოქალაქო ბაზარზე გამოჩენისას. შეიარაღებაში პისტოლეტი იყო 30 წელი . დიდი რაოდენობით ეს იარაღი მოხვდა საზღვარგარეთ, აშშ-ში და საქართველოშიც. მიუხედავათ იმისა, რომ იარაღი შედარებით მცირე სერიით არის გამოშვებული და 30 წელი ჯარში მსახურობდა, ის მაინც საკმაოდ გავრცელებულია და არც ისე ძვირი ღირს, რაც ირიბად ადასტურებს მის გამძლეობას.

ჩეხოსლოვაკიის გარდა ეს იარაღი არსად არ იყო შეიარაღებაში. არსებობს ინფორმაცია, რომ გარკვეული რაოდენობა მოხდა ავღანეთში და ვიეტნამში. შავ ბაზარზეც ერთ დროს ის ასევე არც ისე იშვიათი იყო. ალბათ ყველაზე ცნობილი მომხმარებელი ამ იარაღის გახლავთ საერთაშორისო ტერორისტი ილიჩ რამირეზ სანჩესი (იგივე კარლოს შაკალი). რომელმაც მინიმუმ ორჯერ გამოიყენა ეს იარაღი, ერთხელ როდესაც გაექცა ფრანგ პოლიცილელებს (ორი დაჭრა, ერთი მოკლა) და ლონდონში ებრაელი წარმოშობის ბიზნესმენზე თავდასხმისას (მძიმედ დაჭრა ის). მიუხედავათ პოპულარული მოსაზრებისა CZ 52 არ იყო მისი „ტაბელური“ და ალბათ არც ყველზე საყვარელი იარაღი.  კარლოს შაკალი არალეგალურად ან ინკოგნიტო მოძრაობდა მთელ მსოფლიოში და წარმოუდგენელია ამ გადაადგილებებისას მას თან ეთრია ერთ კილოგრამიანი ვეებერთელა პისტოლეტი. ეს მითი ალბათ წამოვიდა ჯონ ფოლაინის წიგნიდან, რომელიც აღწერდა კარლოსის ცხოვრებას.  პისტოლეტს იმ წიგნში ასევე მიუწერეს საშუალება გაისროლოს 8 ვაზნა წამში.  მას მერე რაც პისტოლეტი ამოიღეს შეიარაღებიდან, ის ძალიან დაბალ ფასად გაიყიდა საზღვარგარეთ, სამოქალაქო ბაზარზე და დღემდე არც ისე დიდი იშვიათობაა.

CZ 52 ტექნიკურად წარმოადგენს თვითდამტენ ავტომატურ პისტოლეტს, ერთჯერადი დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმით, რომელიც გათვლილია რუსულ 7.62X25 პისტოლეტის ვაზნაზე, რომელიც თავის მხრივ იგივე მაუზერის ვაზნის თითქმის ზუსტი კოპიაა. მას მერე რაც იარაღი გაჩნდა სამოქალაქო ბაზარზე, ასევე ხელმისაწვდომი გახდა ცვლადი 9მმ-ნი ლულაც.  მხოლოდ ლულის გამოცვლით იარაღი ხდება 9მმ-ნი პისტოლეტი. ორი კალიბრის პისტოლეტი და თანაც ხელმისაწვდომ ფასად. ამ ფაქტორმა დამატებით განაპირობა CZ52-ის პოპულარობა სამოქალაქო იარაღის მფლობელებში. ჩემი დაკვირვებით მიუხედავად სპეციფიური ერგონომიკისა და დიდი გაბარიტებისა მასზე მეტ წილად მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები არსებობს.

რა გამოარჩევს ამ პისტოლეტს სხვებისგან? რა თქმა უნდა ჩაკეტვის სისტემა, რომელიც იმსახურებს დეტალურ აღწერილობას. ავტომაკი სქემით მას ამსგავსებენ ცნობილ გერმანულ ტყვიამფრქვევს MG42-ს, რის გამოც მას ეძახიან მინი- ტყვიამფრქვევს და სხვა მითიურ თვისებებს ანიჭებენ. მაგრამ ახლო დაკვირვების შემდეგ ადვილად მიხვდებით, რომ არაფერი ექსტრაორდინალური  და განსაკუთრებული თვისებები ამ სქემას არ გააჩნია და მეტიც, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა რატომ იქნა საერთოდ ეს სქემა არჩეული. ზემოთხსენებული ტყვიამფრქვევი იყენებდა ჩაკეტვისას ლულის მოკლე სვლას, ისევე როგორც CZ52, ხოლო რგოლები მონაწილეობენ ლულის გახსნა/გათავისუფლებაში საკეტისგან, ანუ პრაქტიკულად რგოლები ასრულებდნენ ლულის და საკეტის გახსნა ჩაკეტვას. მოძრაობისას ლულა არ იხრება, ისე როგორც მაგალითად ბრაუნინგის სქემაში მაგრამ CZ52 ის ლულა  უკან მოძრაობს 6მმ-ით. ამ სქემას, რომელსაც იყენებენ ტყვიამფრქვევი და ჩეხური პისტოლეტი ქვია roller-locked recoil operation, სადაც როგორც უკვე ავხსენი გახსნა ჩაკეტვა ხდება რგოლბის მეშვეობით.  ალბათ CZ52 არის ერთადერთი თავის კლასში, ვინც ასეთ სქემას იყენებს იმიტომ, რომ გერმანული Heckler & Koch-ის წარმოებული პისტოლეტი P9 იყენებს სხვა სისტემას, რომელიც ასევე იყენებს რგოლებს მაგრამ სხვა როლში. ე.წ.  Roller-delayed blowback ავტომატიკის სქემას ასევე ითვალისწინებს რგოლების გამოყენებას მაგრამ სულ სხვა დანიშნულებით.  სახელიდან გამომდინარე, ეს სისტემა დროში წელავს უკუცემას, ორ ნაწილად გაყოფილი საკეტის ნაწილების სხვა და სხვა სიჩქარით მოძრაობისას ხოლო რგოლბია სრულებენ გადაცმათა კოლოფის ფუნქციას.  ეს სისტემა განაპირობებს მეტ სიზუსტეს და კონსტრუქციის სიმარტივეს, ეს კიდე CZ52-ში არ შეინიშნება, როგორც მინიმუმ კონსტრუქიის სიმარტივის მხრივ. ამ სისტემის გამოყენებისას შესაძლებელია უარი ითქვას შედარებით რთული ფორმის ჩაკეტვის სისტემაზე საბრძოლო ბჯენებით, ლულა შესრულდეს ფიქსირებული და ამავე დროს გამოყენებულ იქნას ძლიერი კალიბრები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლიუდვიგ ფორგიმლერი და ტეოდორ ლიოფლერი დახვეწეს Roller-delayed blowback სისტემა ფრანგულ კომპანიაში მოღვაწეობისას. პირველი სერიული იარაღი ალბათ არის ესპანური შაშხანა CETME (მანამდე არსებობდა ექსპერიმენტული MG42 და კიდე რამოდენიმე სისტემა სადაც რგოლების მეშვეობით ხდებოდა საკეტის გახსნის მომენტის „გადადება“), შემდეგ შვეიცარიული Sturmgewehr 57 და ალბათ ყველაზე ცნობილი „როლიკებიანი იარაღი“ Heckler & Koch G3 და რა თქმა უნდა იგივე კომპანიის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP5.  ზრდის თუ არა CZ52-ში გამოყენებული სისტემა პისტოლეტი რესურსს, გამძლეობას და საიმედოობას? მე არ ვიცი. არ ვარ დარწმუნებული. მაგრამ ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით მე ვერ დავასკვნი, რომ იარაღი არ არის საკმარისად გამძლე ან საიმედო.  თუმცა ჩემთვის ძნელად ასახსნელია რით არის განპირობებული ასეთი სქემის არჩევა. არა, CZ52 ნამდვილად არ არის კონსტრუქციული კურიოზი, უბრალოდ იმიტომ რომ ის მუშაობს. თუ რამე ერთი დანახვით სულელური და გაუგებარი ჩანს მაგრამ ის მუშაობს, მაშინ ეს არ არის სულელური. შევთანხმდეთ იმაზე, რომ იარაღი არის როგორც მინიმუმ საინეტერესო ტექნიკური თვალსაზრისით. მოყვარულებს კიდე მოსწონთ, რომ ის სქემით იმეორებს ცნობილ გერმანულ ტყვიამფრქვევს.

ამ სურათზე კარგად ჩანს ჩაკეტვის სისტემის ელემენტები. ქვედა მარჯვენა სურათზე არის სტანდარტული ტესტირების გავლის დამღა, რომელიც ტარდებოდა პრაღაში და აუცილებელი იყო ხრახნილლულიანი იარაღისთვის.

რა ხდება შესამჩნევი იარაღის ხელში აღებისას? პირველ რიგში მოსახერხებლი დამცველის კონფიგურაცია და შესრულება.  ის კეტვას სასხლეტს მაგრამ ტოვებს შესაძლებლობას გახსნათ და დაკეტოთ საკეტი, უსაფრთხოდ ამოიღოთ ვაზნა სავაზნედან, ხელით შეაყენოთ ჩახმახი. ჩახმახის დაკეტვა შესაბამისად შესაძლებელია შეყენებულ მდგომარეობაში, რაც არის აუცილებელი ერთჯერადი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმისთვის.  ორი პოზიციის გარდა (გახსნილი, ჩაკეტილი) ზევით აწევისას ხდება ჩახმახის უსფართხო დაშვება (დეკოკერის ფუნქცია).  თუმცა თუ დამრტყმელის დამცველი გაცვეთილია შესაძლებელია არ მოხდეს დამრტყმელის შეკავება და ის აღწევს ვაზნის ამაალებლამდე რასაც გასროლა მოყვება. ასე რომ შეამოწმეთ და გადაამოწმეთ ამ პროცესის უსაფრთხოება. მე ვიცი მინიმუმ ერთი შემთხვევა, როდესაც CZ 52-მა გაისროლა დამცველით ჩახმახის დაშვებისას. ეს რა თქმა უნდა კონსტრუქციული მინუსია, რომელიც წარმოუდგენელია თანამედროვე პისტოლეტზე. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ დამცველის განლაგების გამო სროლის დროს ხდება მისი უნებლიე ჩართვა და ორი ხელით ჭერისას ის ტკენს მეორე ხელს.  გამოსავალი? ქლიბით მოაცილოთ ზედემტი რკინა, დამცველით მანიპულირება ოდნავ რთულდება მაგრამ ის აღარ ირთვება თვითონ და ხელსაც არ ტკენს.

CZ 52 გამოდიოდა ორი ტიპის დაფარვით, ჩვეულებრივი გაშავება (черное ворононение) და ფოსფატირება, რომელიც იარაღს ნაცრის ფერს აძლევდა.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ არ ღირს იარაღის დამრტყმელის ზედმეტი დატვირთვა „მშრალი/ცივი“ სროლით. მეტსაც ვიტყვი საერთოდ ნუ შეეცდებით ამის კეთებას. გამოიყენეთ ან სქელი რეზინის ნაჭერი, რომელიც მოთავსდება ჩახმახს და დამრტყმელს შორის ან სპეციალური ვაზნების იმიტატორები, რომელიც განტვირთავენ დამრტყმელს. წინააღმდეგ შემთხვევაში დამრტყმელი (ნემსა) მალევე გატყდება.

იმ დროს როდესაც იქმნებოდა ეს პისტოლეტი ზოგადად და სოციალურ ქვეყნებში კონკრეტულად იარაღის ერგონომიკას დიდი ყურადღება არ ექცეოდა და ეს ასე თუ ისე აისახა CZ 52-ზეც. მას საკმაოდ მოუხერხებელ ტარის ფორმა, რომელიც არის ვიწრო, განიერი და ამავე დროს რაც უფრო ცუდია აქვს ისეთი კუთხე, რის  გამოც იარაღი ხელში ჭერისას იყურება დაბლა. ინსტინქტური სროლისას ეს დიდი პრობლემაა, ერთი ხელიდან სროლისას კიდევ უფრო დიდი. თუმცა ნელი მიზანში სროლისას ორი ხელიდან იარაღი შესანიშნავს სიზუსტეს აჩვენებს, რაც იშვიათობაა მასობრივი სამხედრო პისტოლეტებისთვის, მითუმეტეს, რომლებიც იქმნებოდა სოციალისტუირ ბანაკის ქვეყნებში.

სოციალისურ წყობას ალბათ ასევე შეეწერა ნორმალური საკტის შემაკვბელი (slide stop lever).  იარაღი ტოვებს საკეტს ღიას, ბოლო ვაზნის გასროლისას, მაგრამ გარედან ღილაკი არ არის, რომელიც გაათავისუფლებს საკეტს მასზე თითის დაჭერით. ეს საინტერესოა იმიტომ რომ დეტალი, რომელიც აკავებს საკეტს ჩანს გარედან მაგრამ ის არის თხელი ფირფიტა, რომელზეც თითის დასაჭერი ადგილი არ არის, საკეტის გათავისუფლება ხდება მისი ოდნავ უკან გაწევით.  რა უშლიდა ხელს ის თავიდანვე ყოფილიყო სწორი ფორმის გაურკვეველია. აშშ-ში შესაძლებელია ამ დეტალის ცალკე ყიდვა, რომლის დაყენებს შემდეგ საკეტის შემაკავბელის გააქტიურება შესაძლებელი ხდება თითით. თუ გავითვალისწინებთ, რომ უმეტესობა პისტოლეტის სროლის თანამედროვე ტექნიკების ითვალისწინებს საკეტის გათავისუფლებას მისი უკან გაწევით (ე.წ. sling shot მეთოდი) ჩავთვალოთ რომ ჩეხოსლოვაკებმა დროს გაუსწრეს (ხუმრობით).

სასხლეტს ჩემი სუბიექტური აზრით დაამშვენებდა ”ტრიგერ სტოპი” (რაც სამხედრო იარაღზე წარმოუდგენელია მაგრამ მაინც), რომელიც გამორიცხვას სასხლეტის უკან მოძრაობას ჩახმახის გაშვებისას. მთლიანობაში სასხლეტი ადეკვატურია და მე ვერ ვხედავ რამის შეცვლის აუცილებელ და გადაუდებელ საჭიროებას.

მჭიდის ტევადობა 8 ვაზნაა. მჭიდები უმეტეს წილად ფოსფატირებულია და დამახასიათებელი ნაცრის ფერისაა. მჭიდის კედლებში არის ამოჭრილი ფანჯრები რაც საშუალებას იძლევა გააკონტროლოთ ვაზნების რაოდენობა.

მჭიდის ღილაკი ტარის ქვეშ არის განლაგებული რაც კიდევ ერთი (პრინციპში ნაკლებად მნიშვნელოვანი) მინუსია თუ იარაღს ვაფასებთ, როგორც თანამედროვე თავდცავის საშუალება.  ღილაკის მანდ განლაგბასთან დაკავშირებით არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ტარის ქვეშ განლაგებული მჭიდის ღილაკი მიუხედავად იმისა, რომ მოუხერხებელია უფრო საიმედო არის.  იმასაც ყვებიან რომ ერნესტო ჩეგევარა აიყვანეს იმის გამო, რომ გადამწყვეტ მომენტში მის M1911-ს ბრძოლის დროს მჭიდი გაძვრა და მან ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევის გაგრძელება. სინამდვილეში საქმე სხვაგვარად არის.  ძირითადი მიზეზი, რის გამოც მჭიდი ღილაკს ათავსებენ ტარის ძირში არის განპირობებული პირველ რიგში მჭიდის გამოცვლის მეთოდიკა. ჭკვიანმა გერმანელებმა იფიქრეს და მიხვდნენ, რომ სამხედრო იარაღში მჭიდის თავისუფალი ამოგდების ფუნქცია არ არის საჭირო. ბრძოლაში ყელამდე ტალახში მყოფი მებრძოლი თავს არ აიტკივებს მჭიდის შენარჩუნებით და უბრალოდ დატოვებს მას მიწაზე. დიახ, გამოცვლის დრო იზრდება მაგრამ პრაგმატულობიდან გამომდინარე, წინა ხაზზე მებრძოლი მეომრების მომარაგება სათადარიგო მჭიდებით იქნებოდა უფრო დიდი პრობლემა შორს მიმავალი შედეგებით.  ეს წესი ბოლო დრომდე სრულდებოდა ევროპაში. ჩზ75-ის ტარში მოთავსებული ფირფიტა აკავებდა მჭიდს ტარში, გლოკის პირველ სამხედრო მოდელებში ასევე მჭიდი არ ვარდებოდა თავისუფლად. მჭიდის ფიქსირების საიმედოობა არაფერ შუაშია, მთავარია პრაგმატულობა და შორს ხედვა.

იარაღი ძალიან ადვილად იშლება. ამოიღეთ მჭიდი, შეამოწმეთ სავაზნე, დაწიეთ ჩახმახი, ჩამოწიეთ დაბლა ჩარჩოზე განლაგებული ორი ღილაკი და იარაღს ეგრევე გაძვრება საკეტი. რაიმე რკინის ღერძით (ინსტრუქცია გთავაზობთ გამოიყენოთ მჭიდი მაგრამ მე გირჩევდით მჭიდს გაუფრთხილდეთ და გამოიყენოთ შესაძლებლობის შემთხვევაში რაიმე სხვა ნივთი) გაწიეთ წინ სავაზნეს ქვეშ განლაგებული დეტალი რგოლებით, რგოლები შევა პაზებში და ლულა ამოვა ზევით. აწყობა პირიქით ხდება. ცოტა მიჩვევა საჭიროა, მაგრამ როგორც კი მიხვდებით სწორ თანმიმდევრობას, დაშლა აწყობას შეძლებთ ძალიან სწრაფად.

დამღები. აქ ყველაფერი მარტივია. აღნიშნული ილუსტრაცია სრულად ასახავს დამღებს და მათ მნიშვნელობას.

RID – სამხედრო შეკვეთით დამზადებული

VOZ – რემონტ გავლილი პისტოლეტი, ორი ციფრი ნიშნავს რემონტის ჩატარების წელს. VOP დამღა იგივე ნიშნავს.

გადაჯვარედინებული ხმლები – მიუთითებს რომ პისტოლეტი შეიარაღებული ძალების საკუთრებაში იყო

წრე შიგნით T ასოთი – ტესტირების დამღა

Z (ჩარჩოზე სასხლეტთან ახლოს) ჩახმახის დამწევის დამცველის შეცვლის ნიშანი.

52 – 55 – გამოშვების წელი

CAI.ST.ALBANS.VT და INT OR INTER.CO -   აშშ-ის იმპორტიორის დამღები

გაურკვევლობა ახლდა ორი წერტილის ახსნას, რომელიც ადვილად შესამჩნევია საკეტის ზედა ნაწილზე. ერთი ვერსიის თანახმად ერთი წერტილი ნიშნავდა, რომ იარაღი უფრო ზუსტია ვიდრე ორ წერტილიანი. ეს ვერსია შეგხვდებათ რამოდენიმე რესურსზე, რომელიც ამ იარაღს აღწერს. ჩემი ინფრომაციით რომლის წყარო ჩეხეთშია, ეს საერთოდ არ არის დამღა და უბრალოდ არის როკველის მეთოდით საკეტის ფოლადის სიმკვრივის შემოწმების შედეგები.  საინტერესოა, რომ არა ყველა პისტოლეტზე არის ეს წერტილები და ხან ერთია და ხან ორი ასე, რომ ალბათ ეს გამოცანა მაინც ბოლომდე ახსნილად ვერ ჩაითვლება.

რაც შეეხება ვაზნებს, რომელიც ამ იარაღისთვის არსებობდა.  ცნობილია, რომ ჩეხური წარმოების M48 ვაზნა უფრო სწრაფია ვიდრე სტანდარტული საბჭოთა 7.62X25. ტყვიის წონა ერთია, 5.5გრამი (85 გრანი), მაგრამ ჩეხური ვარიანტის საწყისი სიჩქარე შეადგენს 480-490 მ/წ-ში, ხოლო საბჭოთასი  ”მხოლოდ”  420 მ/წ-ში.  აღნიშნული მონაცემები შეიძლება განსხვავდებოდეს და მე მომყავს მხოლოდ დეივ ფორტიეს სტატიაში მოყვანილი მონაცემები, სადაც მან გამოცადა ორივე ტიპის ვაზნები.  არ არის გამორიცხული სხვა წყაროებში იყოს სხვა მონაცემები, მაგრამ არ მგონია  სხვაობა იყოს მნიშვნელოვანი. ჩეხოსლოვაკების ასეთი მიდგომა განპირობებული იყო იმით, რომ ასე უფრო ადვლი იქნებოდა მომარაგება ომის დროს. არ იქნებოდა საჭირო ცალკე ორი ტიპის ვაზნებით მომარაგების უზრუნველყოფა. იმ დროს მოგეხსენებათ უმეტესობა პისტოლეტების ვერ უძლებდა დატვირთვას, რომელიც ქონდათ  პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისთვის განკუთვნილ იგივე კალიბრის მაგრამ ურო ძლიერ ვაზნებს.  წესი ერთი ტიპის ვაზნა ყველა შესაბამისი კალიბრის იარაღისთვის ჯერ პარადიგმად არ იყო ქცეული.  არსებობს ორი ტიპის ვაზნა, ერთი არის პრაქტიკულად ჩვეულებრივი მთლიანად გარსით დაფარული ვაზნა, რომელიც გამოიყენება პისტოლტებში , მეორე ტიპის ვაზნა განკუთვნილი პისტოლეტ-ტყიამფრქვევებში გამოსაყნებლად არის ფოლადის გულიანი, შესაბამისად იგივე ბალისტიკის შესანარჩუნებლად ვაზნა დაგრძელებულია 2მმ-ით. ორივე ტყვიის გარსი არის ეკონომიური ბიმეტალის  (რკინის გარსი დაფარული რბილი მეტალით) რაც მაღალ საწყის სიჩქარესთან ერთად საკმაოდ დაუნდობელია ლულის მიმართ და მის სწრაფ ცვეთას იწვევს. არსებობს მოსაზრება, რომ მეორე ტიპის ვაზნის გამოყენება CZ52-ში არ არის მიზანშეწონილი, იმის გამო, რომ გაზრდლი სიგრძე იწვევს მეტ წინაღობას და შესაბამისად წნევა მაღლა იწევს,  მაგრამ ამავე დროს ვაზნები ვიზუალურად ერთმანეთისგან არ განსხვავდება.  თუ მარკირება არ განსხვავდება ესიეგი არც მათი თავსებადობის საკითხი არ იდგა ხო? მართალია მაგრამ შეიძლება არა. იმიტომ, რომ დაახლობით იგივე პრობლემა იდგა ისარელში სადაც დღემდე ბოლომე მგონია რავინმა არ იცის არსებობს თუ არა სპეციალურად უზის პისტოლეტ-ტყვმფრქვევისთვის განკუთვნილი ვაზნები თუ არა თუმცა ბევრი ჭორი და ლეგენდა დადის განადგურებულ პისტოლეტებზე, რომელშიც ზედმეტად ”ცხელ” უზისთვის განკუთვნილ ვაზნებს ტენიდნენ.  პრინციპში ამის გამოკვლევაზე დროის დახარჯვა არც ღირს, იმიტომ რომ საქართველოში ეს ვაზნები მაინც არ არის ხელმისაწვდომი იმ რაოდენობით, რომ მათი გმოყენებისას იარაღი დაანგრიოთ. დღეს რაც იყიდება თბილისის მაღაზიებში, ყველა გაოსადეგია ჩეხური პისტოლეტისთვის, ყოველგვარი აკრძალვების გარეშე.

დღეს ცივილიზებულ ქვეყნებში ასევე  ხელმისაწვდომია კომერციული/თავდაცვითი ვაზნები ამ კალიბრში. ყველაზე შთამბეჭდავი ალბათ არის ამერიკული კომპანია MagSafe-ის Defender-ი, რომლის ტყვია წარმოადგენს  3.3 გრამიან კაფსულას  წვრილი საფანტით დატენილს. საწყისი სიჩქარე შეადგენს ძნელად დასაჯერებელ 640 მ/წ-ში (!!!).  ასევე ხანმოკლე პერიოდი არსებობდა ვაზნა სახელად .223 Timbs. რომელიც წარმოადგენდა ქვეკალიბრულ 5.56 კალიბრის ტყვიას მოთავსებულს სტანდარულ 7.62X25 მასრაში და განკუთვნილ იყო ამავე კალიბრის იარაღში გამოყენებისთვის იარაღის ყოველეგვარი გადაკეთება/მოდიფიკაციის გარეშე.  ამ ტყვიის საწყისი სიჩქარე შედგენდა 580 მ/წ-ში.

არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ რახან ჩეხური ვაზნა უფრო მძლვრია შესაბამისად მათზე გათვლილი იარაღიც უნდა იყოს  გამძლე. ეს არ არის აუცილებელი იყოს სიმართლე. პისტოლეტიანი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე იმ დროს ძალზედ ცოტახანი ცოცხლობდა. ძლიერი ვაზნა შეამცირებდა პისტოლეტის რესურსს მაგრამ ის მაინც ეყოფოდა ორ სამ მის მფლობელს. რომელია უფრო საიმედო რუსული TT თუ  ჩეხური  CZ 52? მე არ ვიცი. ჩემი გადმოსახედიდან ჩანს მხოლოდ ის, რომ რუსულ პისტოლეტს აქვს ზოგადად პატარა რესურსი და ინტენსიური ექსპლუატაციას ის მალევე გამოყავს მწყობრიდან. და ეს ალბათ უფრო უკავშირდება რკინის დამუშავებას და მის ხარისხს ვიდრე იარაღის კონსტრუქციას. მაგრამ ამავე დროს ასეთი პრობლემების შესახებ მე არ მსმენია CZ 52-ის შესახებ. რაც მაფიქრებს, რომ ჩეხური პისტოლეტი ალბათ უფრო გამძლე და დიდი რესურსის მქონეა ვიდრე ტოკარევის ქმნილება,  თუმცა რაიმე ამის მყარი და თუ გნებავთ მეცნიერული დადასტურება მე არ მაქვს.  არ შეიძლება ასევე არ ვახსენო ამ თემასთან დაკავშირებული ერთი შემთხვევა, რომლის შესახებ ალბათ მარტო ჩემნაირი ინტერნეტში მუდმივად მცხოვრებ პიროვნებას არ გამოეპრებოდა. რამოდენიმე ფორუმზე, მათ შორის ერთზე, რომელზეც მე ვიყავი დარეგისტრიტრებული, ერთი პიროვნება ჯიუტად იმეორებდა და ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში   CZ 52 არის ძალიან სუსტი პისტოლეტი. რომ დავამოკლო მისი ვერსია, გამოვა, რომ ჭარბწნევიანი ვაზნას შეეძლო ადვილად გაეხეთქა CZ 52-ის სავაზნე,  რომელიც არის თხელი იმ ადგილებში სადაც მოძრაობენ რგოლები.  ანუ სტანდარტულ ვაზნებს პრობლემა არ ქონდათ, ჭარბწნევიანი არასტანდარტული ვაზნები მისი აზრით ადვილად გახეთქავდნენ CZ 52-ის სავაზნეს.  რაც მან ტესტირებისას დაამტკიცა და შესაბამისი სურათებიც ატვირთა ფორუმზე. სხვა იარაღებში რომელიც მან გამოცადა (ან დაიბრალა მათი გამოცდა) უკეთესად იტანდნენ ჭარბ წნევას. ჯერ სკდებოდა მასრები და ამაალებლები, რასაც კიდევ უფრო  წნევის გაზრდის შემდეგ მოყვებოდა იარაღის ნაწილების ნგრევა. ანუ გახეთქილ მასრამდე CZ 52 არ მივიდა და პირდაპირ გასკდა სავაზნე.  არ ვიცი არის თუ არა ამ ჰიპოტეზის უკან რამე რეალური საფუძველი. დეივ ფორტიეს ერთ ერთ სტატიაში ზედმეტად ”ცხელი” ვაზნების გამოყენებისას მათ მიიღეს დახეთქილი ამაალებლები (blown primer) მაგრამ, სავაზნე არ გახეთქილა, რაც უარყოფს იმ ჰიპოტეზას, რომელი მე ეხლა ავღწერე. ასევე რეალობაც არ ადასტურებს მოსაზრებას სუსტი სავაზნის შესახებ.  ასეა თუ ისე ერთი გახეთქილი ლულა ნამდვილად არაფერს არ ადასტურებს ხოლო CZ 52-ს. როგორც გამძლე იარაღის რეპუტაციას ვერ წაართმევ.

ჩეხური წარმობის M48, ყუთებში და აბოიმებში.

 

Shooterscentral-ის დასკვნა: CZ 52 აბსოლუტურად თანამედროვე პისტოლეტად შეიძლება ჩაითვალოს, დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი. ანუ თავის ტექნიკური გადაწყვეტილებებით ის მთლიანობაში პასუხობს დღევანდელ მოთხოვნებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც თავდაცვის იარაღი. ამას ხელს უწყობს მისი ბრტყელი ფორმა, ადეკვატური სასხლეტი, დამცველი სისტემების კონფიგურაცია (მათ შორის დამრტყმელის ავტომატური დამცველი), კონსტრუქციის სიმარტივე. როგორც ყველა იმ ეპოქის იარაღს მას აქვს შეზღუდვები რაც გამომდინარეობს მისი კალიბრიდან და კონსტრუქციული თავისებურებებიდან (მჭიდის ღილაკი ტარის ქვეშ, მარგინალური სამიზნე მოწყობილობები და სხვ.). თუმცა მთლიანობაში ის გამოდგება ეფექტური თავდაცვის იარაღის როლში (თუ სხვა რამის საშუალება არ არის) მისი საექსპლუატაციო თავისებურებების გათვალისწინებით (დეკოკერის არასაიმედო მუშაობა, 7.62 კალიბრის ტყვიის ზედმეტი შეღწევა). საშუალების არსებობის შემთხვევაში თუ იარაღი უნდა გამოყენებულ იქნას, როგორც თავდაცვის იარაღი პირველ სასურველია შეიცვალოს სამიზნე მოწყობილობები, დაყენდეს საკეტის შემაკავაბელი ღილაკით და შეიცვალოს ტარის პანელები. სამწუხაროდ უაზრო და აბსურდული იარაღის შესახებ კანონის გამო, შეუძლებელია იარაღის რეალური ტესტირება, თუნდაც იმისთვის, რომ ინახოს ერთი კონკრეტული პისტოლეტის სიზუსტის პოტენციალი და დადგინდეს ამ მხრივ მისთვის ყველაზე საუკეთესო ტიპის ვაზნა .  ასევე ტექნიკურად შესაძლებელია მოხდეს სხვა და სხვა ტიპის ვაზნების ქრონოგრაფირება და გარკვევა მათ შესაძლებლობებში მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი სამწუხაროდ არა ეხლა და არა ამ ქვეყანაში.

 

დამატებითი წყაროები

The Czech roller-locking hot shot: going … going … almost gone!  by Holt Bodinson. Guns Magazine.  Nov, 2004

Gunsmithing Pistols and Revolvers. 3rd Edition. Patrick Sweeney. 2009.

www.bobtuley.com

A customized CZ52. By David Fortier. American Handgunner. Sept-Oct, 2002 .

wikipedia

Know Your Czechoslovakian Pistols by  R.J. Berger 1989

 

 



5 Responses to “ჩეხური Vz 52”

  1. Gilgamesh says:

    გმადლობ, ბატონო ლევან.

  2. zaza says:

    გამარჯობათ, მემგონი მაქვს ე.წ. სპარსული მოდელი, სად შეიძლება გადმოგიგზავნოთ სურათი და გამიწიოთ კონსულტაცია ვაზნებთან დაკავშირები>

  3. levani says:

    gamarjoba levan. am iaragis shedzena minda. shemtxvevit xo ar ici sad sheidzleba movdzebno sayidlad?

  4. Shooter says:

    salam. kerdzo gancxadebebshi edzebet mymarket.ge-ze. me chemi erti kviris tsin gadauforme axal mflobels. sheidzleba sadme maghaziashic gamochndes. cotaxanshi es iaraghi dzaan ishviati gaxdeba.

დატოვეთ კომენტარი