Hot Shots-J.J.Racaza

ვაგრძელებთ ამერიკულ ჟურნალ Handguns Magazine-ში გამოქვეყნებული სტატიების თარგმანს და მორიგ სტატიას გთავაზობთ.

 Hot Shots–J.J.Racaza By James Tarr

საიმონ ჯოზეფ „ჯეი,ჯეი.“ რაკაზას ორჯერ მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ სროლაში Steel Challenge და იმყოფებოდა აშშ-ის პრაქტიკული სროლის ასოციაციის და საერთაშორისო პრაქტიკული სროლის კონფედერაციის საუკეთესო ხუთეულში იმდენჯერ, რომ თავად არ ახსოვს ზუსტად რამდენჯერ. ბოლოს ის მონაწილეობდა History Channel-ის სასროლოსნო რეალითი შოუში “Top Shot”, რის შემდეგაც მისი ამოცნობა დაიწყეს აეროპორტებში.

ახალგაზრდა მსროლელი მცხოვრები ნიუ ჯერსიში მაგრამ წარმოშვებით ფილიპინელი, მოხვდა აღნიშნული შოუს საუკეთესო სამეულში. ამჟამად ის მუშაობს, როგორც წამყვანი ინსტრუქტორი საცეცხლე მოზმადებაში, სახლემწიფო დაცვის დეპარტამენტის (Department of Homeland Security) ნიუ იორკის ქვედანაყოფში. არც ისე ცუდია ადამიანისთვის, რომელიც სულ რაღაც 30 წლის არის.

 რაკაზამ სამსახური დაიწყო, როგორც აღნიშნული სამსახურის ფარული აგენტი. ჩვენ ვპასუხობდიტ სპეციფიურ სიტუაციებს და ვმოქმედებდიტ გარემოში, რომელზეც ბევრი რამ იყო ცნობილი. ხანდახან ჩვენ ისე, ყოველი შემთხვევისთვის გვაგზავნიდნენ. როგორც ახალგაზრდების უმეტესობა, ის გაეცნო სასროლოსნო სამყაროს მამამისის დახმარებით. „მამაჩემი იყო სპორტსმენი მსროლელი, მგონი იყო მასტერ კლასში ა.პ.ს.ა.-ში და მე ვიყავი მხოლოდ 9 წლის, როდესაც დავიწყე მასთან ერთად მოძრაობა შეჯიბრებებზე. ერთ დღეს, როდესაც ჩვენ პატარა ბავშვები საკუთარ თავს ვიყავით მიბარებულები და ვცდილობდით გამეორებას, რასაც ჩვენი მშობლები აკეთებდნენ, ისინი მოგვიტრიალდნენ სიტყვებით: აბა ვნახოთ რისი გაკეთება შეგიძლიათ“. რაკაზა გახდა გრანდ მასტერი ა.პ.ს.ა.-ში 20 წლის ასაკში და ეხლაც არის საკმაოდ აქტიური სპორტსმენი, თუმცა მისი ნამდვილი სიყვარული არის Steel Challenge.

სროლისას ფიქსირებულ ფოლადის სამიზნეებში, სტანდარტული კურსების დროს, რომელთა უმეტესობა არ საჭიროებს მოძრაობას, სიჩქარე არის გადამწყეტი ფაქტორი. „შენ ეჯიბრები სწრაფზე სწრაფ მსროლელებს, და სხვაობა პირველ და მეორე ადგილს შორის არის .04 წამი თითქმის ყოველ წელს. არ შეიძლება შეცდომის დაშვება. უნდა იყო სრულყოფილი“.

 სანამ მას დაიქირავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი, ის მუშაობდა, როგორც დაქირავებული ინსტრუქტორი, ხოლო მისი ბექგრაუნდი ცეცხლსასროლ იარაღთან ურთიერთობაში იყო საკმაოდ არასტანდარტული. „ჩემ სამსახურამდე, მე არასდროს არ ამიღია ხელში სხვა იარაღი გარდა კასტომიზირებული 1911-სა.“ ამბობს ის. „მე დავიწყე საკონტრაქტო სამსახური, სადაც მე მომცეს სტანდარტული ორმაგი მოქმედების პისტოლეტი და მითხრეს ის მესწავლა. ორი დღის განმავლობაში მე ვიყავი ყველაზე სწრაფი მსროლელი ინსტრუქტორებს შორის, რომლებიც ჩვენ გვასწავლიდნენ. ის რასაც შენ სწავლობ სპორტული სროლისას გეხმარება მოერგო სხვა და სხვა იარაღს, იმიტომ რომ ხარ დარმწუნებული შენ შესაძლებლობებში“.

ტირში ყოფნა მთელი დღე ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ უამრავი დრო პრაქტიკისთვის, არა? ასე ეგონა რაკაზის, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. სამსახურში 6 საათიანი ინსტრუქტაჟის შემდეგ მას აქვს მხოლოდ ერთი სურვილი, რაც შეიძლება მალე წავიდეს სახლში. მის საუბედუროთ უახლოესი სასროლეთი მის სახლისგან არის 100 კმ-ში. ამის გამო მისი დრო პრაქტიკისთვის შეზღუდულია და ის მხოლოდ კვირაში ერთხელ ისვრის. დანარჩენი დრო მისი პრაქტიკა შედგება მშრალი სროლისგან.

 რა კავშირშია სპორტული სროლა იმ უნარჩვევებთან, რომელიც საჭიროა სამართალდამცავისთვის და სახლის დამცველისთვის? „თქვენ უნდა გაიგოთ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი სხვოაბა სპორტულ სროლასა (შეჯიბრებებს) და რეალური სამყაროს ტაქტიკური სროლისგან“, ხსნის რაკაზა. „არსებობს სხვა და სხვა ცუდი ჩვევები, რომელიც გამოიმუშავება ბევრ შეჯიბრში მონაწილეობისას, მაგრამ თუ თქვენ იქნებით ფოკუსირებული საფუძვლებზე: იარაღის ფლობაზე, მანიპულაციები იარაღით, ზუსტ სროლაზე, თქვენ მოექცევით მაღალ ეშელონში“.

მიუხედავად იმისა, რომ რაკაზამ არ მოიგო ფულადი ჯილდო “Top Shot”-ში ის არ ნანობს იმ გამოცდილებაზე, რომელიც მიიღო. არ ნანობს მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენა ყველა მისი შვებულებები, იმის იმედით, რომ მოიპოვებდა ტიტულს. “მე ორჯერ ამომიცნეს აეროპორტში. რამოდენიმე ბავშვი ყვიროდა “Top Shot J.J.!” ერთ დროს, მე, ჩემი მეგობარი გოგონა და მამაჩემი მივფრინავდით კალიფორნიაში და ტერმინალის მენეჯერმა დამავლო მე ხელი და მკითხა: თქვენ ჯეი ჯეი ხართ? ჩემი დიდი ფანატი აღმოჩნდა და დაგვეხმარა დროზე გაგვევლო ყველა პროცედურა.”



2 Responses to “Hot Shots-J.J.Racaza”

  1. Gilgamesh says:

    მოგესალმებით.
    რას ნიშნავს “მშრალი სროლა” -?

    ასეთ სტატიებს რომ ვკითხულობ გულდაწყვეტის გარდა არაფერი მრჩება.
    ჩვენთან ხომ არასდროს გვექნება საშუალება სროლაში არამცთუ შევეჯიბროთ, არამედ ვივარჯიშოთ…

    რათქმაუნდა, არყით თრომა უკეთესია … :(

  2. Shooter says:

    მშრალი სროლა (dry fire, сухая стрельба, стрельба в холостую) ანუ გასროლის გარეშე ვარჯიშს.

    მადლობა კომენტარისთვის

დატოვეთ კომენტარი