Archive for the ‘მოკლელულიანი იარაღი/handguns’ Category

H&K USP გამადიდებელი შუშის ქვეშ

Saturday, November 12th, 2016

14724651_2178335599057643_1144398430616544778_n

დიახ, დიახ, ჩვენი მორიგი ტესტირების და შეფასების ობიექტი ამჯერად ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი H&K USP 9 არის, 9მმ-ნი სრული ზომის პისტოლეტი გერმანიიდან. ჩემი პირველი “ხეკლერ&კოხის” წარმოების იარაღი, პისტოლეტი ასევე 9მმ-ნი USP Compact Stainless მე შევიძინე ჯერ კიდევ 2006 წელში და მაშინ არც ვფიქრობდი, თუ ოდესმე დავიწყებდი იარაღებზე წერას. პისტოლეტი მერგო მე 1500 დოლარად. იმ პერიოდისთვის ეს იყო საკმაოდ მოკრძალებული ფასი ასეთ იარაღში. პირველი სტატია (ინტერნეტ ფორუმისთვის) რომელიც მე მიუძღვენი USP-ს პისტოლეტებს მე დავწერე ჯერ კიდევ თუ არ ვცდები 2007-ში, მაშინაც ბლოგი იარაღებზე ჯერ იდეის დონეზეც არ არსებობდა. მას მერე ბევრი დრო გავიდა ისევე, როგორც მე მქონდა ბედნიერება ახლოს გამეცნო “ხეკლერ&კოხის” სხვა პისტოლეტებიც და მოდელ USP-ს და USP Compact-ს დაემატა მოდელები “Expert” .40S&W კალიბრში, “Tactical” .45ACP კალიბრში, ორივე “საასპარეზო” დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებით, ასევე 9მმ-ნი P2000, “LEM” ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით აღჭურვილი. დაგროვილი გამოცდილების ფონზე დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ წარმოგიდინოთ ამ პისტოლეტის უფრო ობიქტური და ზუსტი შეფასება, რომელიც დააინტერესებს როგორც ამ იარაღის მფლობელებს ასევე ზოგადად ცეცხლსასროლი იარაღის მოყვარულებს. კომფორტულად მოთავსდით მონიტორების წინ იმიტომ, რომ ცოტახანში ძალიან ბევრ  საინტერესო რამეს მოისმენთ ამ იარაღზე.

2006-ში, როდესაც მე ჩემი პირველი  ”ხეკლერ&კოხი” შევიძინე ის ჯერ კიდევ ითვლებოდა შედარებით ახალ იარაღად, მაგრამ ეხლა 2016 წელს ის უკვე წარმოადგენს საბრძოლო პისტოლეტის ნამდვილ კლასიკურ მოდელს. რას ნიშნავს კლასიკური პისტოლეტი? ჩემი აზრით ეს ისეთი პისტოლეტია, რომლის საბრძოლო და საექსპლუატაციო თვისებები იმდენად კარგი გამოდგა რომ მრავალი წლის შემდეგ ის კვლავ ღირსეულად გამოიყურება უფრო თანამედროვე ანალოგებთან შედარებით და კვლავ შეუძლია შესთავაზოს მსროლელს ისეთი რამე რასაც ვერ ან იშვიათად თუ ნახავთ ბევრ სხვა ისევ და ისევ უფრო თანამედროვე იარაღში.

რაც შეეხება თარიღებს, “ხეკლერ&კოხში” ახალ პისტოლეტზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 1989 წელს, იმავე წელს აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალებმა გამოაქვეყნეს მოთხოვნა ახალ პისტოლეტზე ფორმალიზებული OHWS პროგრამის ფორმით (Offensive Handgun Weapon System, თავდასხმითი პისტოლეტის შეიარაღების სისტემა). მუშაობა ორ პროექტზე ხეკლერ&კოხში პარალელურად მიმდინარეობდა და უკვე 1992 წელს USP-ს პისტოლეტმა საბოლოო ფორმა მიიღო, მას მერე რაც  დასრულდა OHWS-ის პროგრამის საგამოცდო ნაწილი, რომლის შედეგების მიხედვითაც შესაბამისად დაიხვეწა USP-ს პროტოტიპის კონსტრუქცია. უკვე 1993 წლის იანვარში, აშშ-ში „შოტ შოუზე“ “ხეკლერ&კოხმა” ოფიციალურად წარმოადგინა თავისი ახალი პისტოლეტი დარქმეული როგორც “USP”   (USP –Universale Selbstlade Pistole, უნივერსალური თვით-დამტენი პისტოლეტი),  ხოლო 1996 წელს მიაწოდა აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობას მათთვის შექმნილი Mk23 Mod 0 ტიპის პისტოლეტები, რომელმაც დაამარცხა კოშმარული “კოლტის” მიერ წარმოდგენილი პროტოტიპი და  გაიმარჯვა კონკურსში.

or70x42

Colt OHWS წარმოადგენდა M1911, All American 2000 და Double Eagle-ის ჰიბრიდს, ერთდროულად საინტერესო და საკითხავი ტექნიკური გადაწყვეტილებებით. 

ეს მნიშვნელოვანი ფაქტი USP-ს შექმნის ისტორიიდან გარკვეულ წილად ხსნის იმ გამოყენების ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც ის იყო ჩაფიქრებული, ანუ გამძლე სამსახურეობრივი იარაღი, დიდი რესურსით და მაღალი საიმედოობით. გარდა ამისა დარწმუნებული ვარ “ხეკლერ&კოხის” ხელმძღვანელობას არ ესიამოვნებოდა ავსტრიული “გლოკის” წარმატება, რომელიც იყენებდა ტექნოლოგიას , რომელიც პირველად გამოიყენა სწორედ  ”ხეკლერ&კოხმა”, ვგულისხმობ რა თქმა პისტოლეტის ჩარჩოს დამზადებულს დარტყმა გამძლე პოლიმერისგან. თავისი დროისთვის USP იყო გარკვეულწილად ინოვაციური იარაღი, მაგრამ ამავე დროს ამ კომპანიის სხვა პროდუქტებთან შედარებით უფრო ნაკლებად ორიგინალური და თამამი დიზაინის მქონე. ამჯერად ის იყენებდა მეტ წილად, დროით გამოცდილ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებს. ინოვაციურობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ეს იყო პირველი პისტოლეტი კომპოზიტური ჩარჩოთი, რომელიც ამავე დროს იყენებდა დროით გამოცდილ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, გარედან განლაგებული ჩახმახით. ახალი პისტოლეტი იყო ხელმისაწვდომი 9 ვარიანტში, მცველის, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და დეკოკერის სხვადასხვა კომბიანციებით, რომელთა დაყენება შესაძლებელი იყო ნებისმიერ USP-ზე შესაბამისი დეტალების გამოცვლით, რაც ასევე იყო ონოვაცია. შექმნილი მეტ წილად ამერიკული ბაზრისთვის პისტოლეტი იყენებდა მექანიკურ მცველს, რომელიც განლაგებული იყო ჩარჩოს მარცხენა უკანა მხარეს, როგორც ამერიკელებისთვის საყვარელ M1911-ზე და ისევე, როგორც M1911-ზე შესაძლებელი იყო მისი ტარება შეყენებული ჩახმახით, მცველზე დაყენებული.  პირველად პისტოლეტის სტანდარტულ ოფციას წარმოადგენდა ჩარჩოზე შესრულებული უნივერსალური სამაგრი, რომელიც გათვლილი იყო ასევე “ხეკლერ&კოხის” წარმოების ფარანზე. მოგვიანებით სხვა კომპანიებმა მიბაძეს “ხეკლერ&კოხს” და ჯერ საკუთარი სტანდარტის და შემდგომ უნიფიცირებული სამაგრები გახდა ტაქტიკური პისტოლეტის განუყრელი ნაწილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ აქსესუარების დაყენების ოფცია ჩარჩოზე შესრულებული სამაგრის გამოყენებით ერგო USP-ს OHWS პროგრამისგან. განსხვავებით “ხეკლერ&კოხის” სხვა პისტოლეტებისგან (P7, P9, VP70) USP იყენებს ტრადიციულ და ნაცად მოდიფიციფრებულ ბრაუნინგის ჩაკეტვის სქემას და “ხეკლერ&კოხის” დაპატენტებულ ბუფერს, რომელიც ამცირებს უკუცემას და შესაძლებელს ხდის შეზღუდვების გარეშე გამოიყენოთ ნებისმიერი სიმძლავრის შესაბამისი კალიბრის მუხტები. აღნიშნული ბუფერი მხოლოდ სრული ზომის პისტოლეტებშია, USP Compact იყენებს ზამბარაზე ჩამოცმულ პლასტმასის მრგვალ ბუფერს, რომელიც ისეთი ეფექტურობით არ გამოირჩევა, როგორც მექანიკური. რა თქმა უნდა USP ტრადიციულად გერმანული იარაღისთვის გამოირჩეოდა შესრულების მაღალი ხარისხით.

მე ვერ ვიტყვი რომ USP-ს ოჯახს ხვდა წილად ისეთივე წარმატება, როგორც “გლოკს”.  ვერც იმას ვიტყვი რომ ეს პისტოლეტი თუნდაც ღირსეულ კონკურენცას უწევდეს ავსტრიულ პისტოლეტს. თავიდან “ხეკლერ&კოხმა” სცადა USP-ს აგრესიული რეკლამირება ამერიკულ ბაზარზე მაგრამ იმის თქმა რომ პისტოლეტის დიდი პოპულარობა მოიპოვა იქნებოდა გადამეტება. ამის მიზეზი იყო პისტოლეტის დიდი ფასი (იმ დროს გერმანული მარკის დოლართან მიმართებაში კურსით განპირობებული), პისტოლეტის დიდი ზომები, რის გამოც ის პრაქტიკულად გამოუსადეგარი აღმოჩნდა მსროლელების დიდი ნაწილისთვის, მათ შორის ქალებისთვის და ალბათ ასევე მჭიდის ღილაკის უჩვეულო კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა ამერიკელების გემოვნებას. გამოყენებული ჩაკეტვის სქემა იყო “ნელი” ხოლო ლულის ღერძი შედარებით მაღალი რაც არ მოეწონა სპორტსმენებს. “ხეკლერ&კოხმა” სცადა ვითარების გამოსწორება კომპაქტური მოდელის გამოშვებით და იმისთვის, რომ პისტოლეტის ტარი შეთხელებულიყო გამოიყენა უფრო თხელი მეტალის მჭიდი. USP Compact მართლაც გამოვიდა უფრო ერგონომიული მაგრამ დაიკარგა მჭიდების თავსებადობა სრული ზომის და კომპაქტურ USP-ეებს შორის. ამერიკელი ძალოვნები ასევე გულგრილად შეხვდნენ ახალ პისტოლეტს და რეალურად “ხეკლერ&კოხმა” მას მერე მიიღო მსხვილი შეკვეთები, რაც წარმოადგინა LEM ტიპის მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. მე მქონდა საშუალება გამომეცადა ეს სასხლეტი და ის მართლაც სთავაზობს ტრადიციულ მხოლოდ ორმაგ მოქმედების სასხლეტებთაბ შედარებით მოკლე სვლას, ის ასევე მსუბუქია და აქვს მოკლე რესეტი. იმ პერიოდში ამერიკელ ძალოვნებს ქონდათ ძლიერი ალერგია “შეყენებული” პისტოლეტების მიმართ და ამიტომაც მოიწონეს “ხეკლერ&კოხის” გადაწყვეტილება და ამ კომპანიის პისტოლეტებმა გაიკვლიეს გზა აშშ-ის ძალოვან სტრუქტურებში. ბედის ირონიით არც Mk23 არ გახდა ფავორიტი სპეცრაზმელებს შორის. “ხეკლერ&კოხმა” ბრწყინვალედ გაართვა თავი დავალებას და შექმნა ზუსტად ის რაც მას სთხოვეს, “სუპერ პისტოლეტი” მაგრამ ჩაიჭრა თავად დამკვეთი, რომელმაც დაუშვა შეცდომა მოთხოვნების შედგენაში და შედეგად მიიღო იარაღი, რომელიც სპეცრაზმელებს არ ჭირდებოდათ. ზე-გამძლე, ზე-ზუსტი Mk23 გამოდგა ზედმეტად დიდი და მძიმე და ძალიან შეზღუდული გამოყენება ნახა.

დიდი და ძვირი, USP გამოირჩეოდა შესაშური სიზუსტით და საიმედოობით და გერმანელებისთვის ტრადიციული მაღალი ხარისხით, რის გამოც ამერიკაში პისტოლეტს გაუჩნდა ერთგული ფანატების პატარა არმია, რომელიც გაერთიანდა კლუბებში და ფორუმებზე და მათი წყალობით კომპანიამ მოიკიდა ფეხი ამერიკულ ბაზარზე. საქართველოში ხეკლერ&კოხის პისტოლეტების იმპორტი რეგულარულად ხდებოდა და ეს პისტოლეტი ასევე სარგებლობს პოპულარობით ჩვენ ქვეყანაში და მას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს. როგორც ამერიკაში, საქართველოშიც “ხეკლერ&კოხის” პისტოლეტები ძალიან ძვირი ღირს.

p1070779

USP-ს „ფარფლებიანი“ მჭიდის ჩამკეტით, გამოყენებული პირველად H&K P7-ზე,  ჯერ გახდა  ხეკლერ&კოხისის და შემდგომ ცალკეული „ვალტერის“ პისტოლეტების საფირმო ნიშანი.

ეხლა მოვიდა დრო  H&K USP შევაფასოთ ჩვენს მიერ შემუშავებული საბრძოლო იარაღის შეფასების 8 კრიტრეუმით, რომლებიცაა: უსაფრთხოება, საიმედოობა, გამძლეობა, კოსნტრუქციული სიმარტივე, სიზუსტე, სროლისუნარიანობა და ნამსახურეობა.

უსაფრთხოების მხრივ USP აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.  დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის, მცველის და დეკოკერის კომბინაციების 9 ვარიანტი იძლევა საშუალბას აარჩიოთ თქვენთვის სასურველი კონფიგურაცია.  გარდა ოფციონალური მექანიკური მცველისა, პისტოლეტი აღჭურვილია ასევე დამრტყმელის მცველით, რომელიც გამორიცხავს გასროლას თუ სასხლეტზე არ არის თითი დაჭერილი. ჩახმახს გააჩნია ნახევრად შეყენების ფუნქცია (half-cock). პისტოლეტმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები, რომლებიც მათ შორის გულისხმობდა ყველა მხარით, 1.80 მეტრიდან ბეტონის ზედაპირზე პისტოლეტის დაგდებას შეყენებული ჩახმახით და ვაზნით სავაზნეში. დამატებით პისტოლეტის ექსტრაქტორი მარკირებულია წითელი საღებავით რომელიც ხდება ხილვადი, როდესაც ვაზნა სავაზნეშია თუმცა ამ საკითხავი ეფექტის მქონე “სისტემის” ნდობას არ გირჩევთ, ვინაიდან ნამწვავი და ჭუჭყი შეუძლებელს ხდის ზუსტად დაადგინოთ ცარიელია სავაზნე თუ არა.  პისტოლეტი ასევე დაცულია გასროლისგან თუ საკეტი ბოლომდე არ არის დახურული.  როგორც ხედავთ პისტოლეტის კონსტრუქცია საკმარისად უსაფრთხოა და მას აქვს ყველაფერი რაც უნდა ქონდეს თანამედროვე საბრძოლო პისტოლეტს.

კონსტრუქციული სიმარტივის მხრივ USP ერთის მხრივ ადვილად იშლება რეგულარული მომსახურებისთვის, მაგრამ ამავე დროს საკეტი აწყობილია ხვეული პინებით, რომლების ამოგდებაც ითხოვს სპეციალურ ინსტრუმენტს. იგივე ეხება პისტოლეტის მექანიზმს, რომლის ბოლომდე დაშლა სულაც არ არის ადვილი. ჩემი სუბიექტური შეფასებით ამ მხრივ USP ყველაზე მეტ კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ეს გაკეთდა იმ გათვლით, რომ რეგულარულ (მინიმალურ) მომსახურებას მას ჩაუტარებდა მფლობელი ხოლო უფრო სერიოზული მომსახურება ან შეკეთება იქნებოდა მეიარაღის პრეროგატივა, ეს ტიპიური ევროპული მიდგომაა, რომელიც ხშირად გვხვდება დასავლეთ ევროპაში წარმოებულ კომერციულ იარაღში. რა თქმა უნდა ბევრი იტყვის, რომ საშუალო სტატისტიკური იარაღის მფლობელს შეიძლება არასდროს არ დაჭირდეს იარაღის მექანიზმის ან საკეტის დაშლა, მაგრამ ჩემი აზრით ის ფაქტი, რომ  დღეს მწარმოებლები ცდილობენ გამოუშვან მოდულური პისტოლეტები, რომლებიც გამოირჩევიან აქამდე არნახული კონსტრუქციული სიმარტივიდ ცალსახად მეტყველებს იმაზე რომ ეს თვისება არის მნიშვნელოვანი და სულაც არ არის ურიგო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ USP მექანიზმის (ჩარჩოს) და საკეტის დაშლის სირთულე ცალსახად არის ამ პისტოლეტის მინუსი. რაც შეეხება დეტალების თავსებადობას, USP არ საჭიროებს დეტალების მორგებას მათი გამოცვლისას. სამწუხაროდ კომპაქტური და სრული ზომის პისტოლეტები იყენებენ სხვადასხვა მჭიდებს რის გამოც კომპაქტურ მოდელზე არ მიდის სრული ზომის 15 ვაზნიანი მჭიდი, სამაგიეროდ სრული ზომის მოდელში მიდის “ექსპერტის” 18 ვაზნიანი მჭიდი, რომელიც იქნება ოდნავ გარეთ გამოშვერილი თუ სახელურზე არ დაყენდება მჭიდის “ძაბრი”.

uspdis11

USP დაშლილი გაწმენდისთვის

იარაღის დასაშლელად უნდა მოხსნათ მას მჭიდი, დარწმუნდეთ, რომ იარაღი განმუხტულია, გაწიოთ საკეტი უკან ისე რომ მასში ამოჭრილი ღარი გაუტოლდეს საკეტის შემაკავებელს, დააწექით ტყვიის თავით საკეტის შემაკავებლის ღერძს მარჯვენა მხრიდან და მარცხენა მხრიდან ის გამოაძრეთ. გაწიეთ საკეტი წინ, რომელიც მოცილდება ჩარჩოს. შემდეგ ამოიღეთ დამაბრუნებელი ზამბარა ბუფერით და ღერძით (შესრულებულია როგორც ერთიანი დეტალი). ბოლოს ამოიღეთ ლულა. ბოლო დროს ბერვი მწარმოებელი ირწმუნება რომ მათი პისტოლეტები უფრო ადვილად იშლება ან ისე იშლება რომ საკეტი უკან უნდა გაწიო ისე რომ ვაზნა შიგნით შემთხვევით არ დაგრჩებათ, რაც უფრო უსაფრთხოა და ბლა ბლა ბლა. ეს ყველაფერი არის არიფზე გათვლილი სისულელეები. დაშლამდე ყველა პისტოლეტი უნდა განმუხტოთ და მერე კიდევ ერთხელ ვიზუალურად დარწმუნდეთ რომ ის ნამდვილად განმუხტულია, განურჩევლად იმისა თუ როგორ იშლება ის. ყველა პისტოლეტი რომელიც მე მინახია თუ არ ჩავთვლით ძალიან ძველ მოდელებს ადვილად იშლება და იწყობა, ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა ამისთვის საჭიროა ორი თუ სამი მოძრაობა. გამონაკლისი ალბათ არის სლოვაკური Grand Power K100 რომელიც რთული არ არის უბრალოდ უცნაური ალგორითმი აქვს დაშლის, უფრო სწორედ აწყობის. თუ კონკრეტულად არ იცი როგორ ააწყო, შეიძლება გაგიჭირდეს, თუ წინასწარ არ ნახე ინსტრუქცია ან შესაბამისი რგოლი „იუთუბზე“.

კიდევ ერთი კრიტერიუმია საიმედოობა და ამ მხრივ პისტოლეტს აქვს შესანიშნავი რეპუტაცია. USP უპრობლემოდ ინელებს ყველა ტიპის ტყვიით აღჭურვილ ვაზნებს, არც „ცხელი“ მუხტების გამოყენებაზე შეზღუდვა არ არის (ამაზე ცოტა უფრო ვრცლად მოგვიანებით). შექმნის სტადიაზე და  მისი ყიდვის მსურველების მიერ მოწყობილ მომდევნო გამოცდებში პისტოლეტმა გაიარა მრავალი ტესტი საიმედოობის ხარისხის დადგენის მიზნით. 10 000 – 20 000  გასროლა დაბრკოლების გარეშე არ წარმოადგენს პრობლემას ამ პისტოლეტისთვის, ისევე როგოც ექსპლუატაცია სიცხეში თუ ყინვაში. სამხედრო „ბექგრაუნდის“ იარაღისგან სხვა რამეს გარდა უკიდურესი საიმედოობისა არც უნდა ელოდო. ალბათ ძალიან ცოტა პისტოლეტი მოიძებნება, რომელმაც წარმატებით გაიარა ამდენი ტესტირება და გამოცდა, რომელთა მოთხოვნება ბევრად აღემატებოდა იმ მოთხოვნებს რომლებიც წაყენებულია კომერციული იარაღებისთვის. განიერი საექსტრაქციო ფანჯარა, მასიური ექსტრაქტორი, ვაზნის მიწოდების კუთხე ასევე უზრუნველყოფენ მაღალ საიმედოობას. ჩვენ გავსინჯეთ პისტოლეტში შემცირებული მუხტის მქონე ვაზნებით, რომელზეც მაგალითად არ მუშაობდა საიმედოთ Beretta Px4. USP-მ უპრობლემოდ მოინელა ეს ვაზნები თუმცა მასრები პრაქტიკულად იქვე, მსროლელის ფეხებთან ვარდებოდა.

გამომდინარე იქიდან რომ პისტოლეტი შექმნილია პრაქტიკულად ამერიკელი სპეცრაზმელების მოთხოვნით უნდა ვივარაუდოთ რომ გამძლეობაში, რომელიც ჩვენი მორიგი კრიტერიუმია, USP მაღალ შეფასებას მიიღებს და ეს ასეც არის. აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობის ერთ-ერთი მოთხოვნა მათ შორის იყო +P კატეგორიის ვაზნების ხანგრძლივი გამოყენების შესაძლებლობა. ამისთვის H&K Mk23  და მისი უმცროსი ძმა USP აღჭურვილია მექანიკური უკუცემის ბუფერით, რომლის დანიშნულებაა უკუცმის იმპულსის შემცირება, რაც ნიშნავს რომ პისტოლეტი უპრობლემოდ გაუძლებს თუნდაც ყველაზე ცხელ მუხტებს და შესაბამისად მისი რესურსი სტანდარტული მუხტებით არის ძალიან დიდი.

რაც შეეხება დაცვას გარემოს ზემოქმედებისგან. პისტოლეტის საკეტი დამუშავებულია “ხეკლერ&კოხის” საფირმო დაფარვით HE (Hostile Environment) რომელიც იცავს პისტოლეტს ძირითად ნაწილებს ცვეთისგან და კოროზიისგან ხოლო საკეტის ზედაპირის სიმკვრივე ბევრად აღემატება დაუმუშავებელ ფოლადის სიმკვრივეს. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალები დაფარულია კომპანია Dow Corning-ის საფირმო დაფარვით “Molykote” რომელიც იცავს დეტალებს ცვეთისგან, კოროზიისგან და ამცირებს ხახუნის კოეფიციენტს. პისტოლეტის ანტიკოროზიული თვისებების გამოცდაში თავის დროზე მონაწილეობდნენ გერმანელი საბრძოლო მცურავებიც. პისტოლეტის ჩარჩო დარტყმა გამძლე პოლიმერის არის. “ხეკლერ&კოხი” იყო პიონერი პოლიმერების გამოყენებაში და სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის პირველი სერიული პისტოლეტები პოლიმერის ჩარჩოთი, P9 და VP-70.

dsc02984

სპეციფიური დამღა, რომელიც ირმის რქის ფორმის, ადასტურებს რომ პისტოლეტმა გაიარა შემოწმება დამოუკიდებელ ლაბორატორიაში, რომელიც განლაგებულია ულმში (Beschussamt Ulm) და ფუნქციონირებს 1952 წლიდან. ხეკლერ&კოხი ექსკლუზიურად სარგებლობს ამ ლაბორატორიის მომსახურებით, სადაც ყველა მისი პისტოლეტი ასევე გადის ტესტირებას საცდელი მუხტით რომელიც დაახლოებით 30% უფრო ძლიერია ვიდრე ყველაზე „ცხელი“ კომერციული თუ სამხედრო მუხტი. აღნიშნულ პროცედურას მიმართავენ ბევრი მაღალი კლასის მწარმოებლები, რომ დაადასტურონ მათი იარაღის ხარისხი და საიმედოობა. BF არის გამოშვების წელი, სადაც A=0, B=1, C=2 და ასე შემდეგ. შესაბამისად BF ნიშნავს 15-ს, ანუ იარაღი გამოშვებულია 2015 წელში. 

მოგეხსენებათ, როდესაც სცნაზე გამოჩნდა .40 S&W, ბევრმა მწარმოებელმა ცადა 9მმ-ნი პისტოლეტების ადაპტაცია .40 კალიბრისთვის და მალევე სერიოზულ პრობლემებს წააწყდნენ. საქმე იმაშია, რომ .40 S&W „ოპერირებს“ გაცილებით მაღალი წნევებით, რაც დიდ დატვირთვას აყენებს პისტოლეტის კონსტრუქციას, მითუმეტეს თუ ის თავიდან იყო გათვლილი უფრო დაბალ წნევიან 9×19-ზე. მალე აღმოჩნდა, რომ უბრალოდ უფრო ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარის დაყენება არ არის საკმარისი და პისტოლეტების რესურსი და გამძლლეობა საგრძნობლად შემცირებული იყო 9მმ-ან მოდელებთან შედარებით. USP თავისუფალი იყო ამ კონსტრუქციული სისუსტეებისგან ვინაიდან თავიდანვე იყო გათვლილი .40 S&W-ზე (9mm-ნი ვერსიის გაყიდვა დაიწყო 1995 წელს) ხოლო მექანიკური ბუფერი დამატებით იცავდა პისტოლეტს დატვირთვისგან და უზრუნველყოფდა მის ხანგრძლივ ექსპლუატაციას დეტალების ზედმეტი ცვეთის და მათი ნაადრევად მწყობრიდან გამოსვლის გარეშე. ყველაფერი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ პისტოლეტს უნდა ქონდეს რესურსის საუკეთესო მაჩვენებელი კონკურენტებთან შედარებით.

hk-usp-expert-4

ცივად ნაჭედ ლულას (ლულის სიგრძე 108მმ), რომელიც დამზადებულია იგივე ფოლადისგან რომლისგანაც მზადდება ქვემეხების ლულები გააჩნია პოლიგონალური ხრახნები, რაც უზრუნველყოფს მაღალ რესურსს, სიზუსტეს და წმენდის სიადვილეს. ერთ-ერთი ტესტირებისას  USP-ს ლულის არხში  სპეციალურად გაჭედეს ტყვია და განახორციელეს გასროლა. პისტოლეტი დარჩა ფუნქციონალური ხოლო სიზუსტე მისაღები. ასეთი ჩაკეტვის სქემა პირველად გამოყეებული იქნა Peter-Stahl-ის სპორტულ პისტოლეტებში. 

მორგება ადაპტაცია შემდეგი კრიტერიუმია და ამ მხრივ გამომდინარე იქიდან რომ USP-ზე მუშაობა 80-ნი წლების ბოლოს დაიწყო და მისი ჩარჩო „მონოლითურია“,  მას არ გააჩნია ისეთი თანამედროვე მოდური ოფციები როგორიც არის ცვლადი ტარის პანელები ან საზურგეები. ადრე როდესაც პისტოლეტები და რევოლვერები იყენებდნენ ხის სახელურებს და პანელებს, სერიოზული მსროლელები ცვლიდნენ ქარხნულ დეტალებს შეკვეთით დამზადებულზე და ასე ირგებდნენ მათ თავის ხელზე. როდესაც გამოჩნდა პოლიმერის ჩარჩოიანი პისტოლეტები, გარკვეული პერიოდი გავიდა სანამ “ვალტერმა” პირველად 1996 წელს გახადა შესაძლებელი
„პლასტმასის“ პისტოლეტის ადაპტაცია მსროლელის ხელზე, ცვლადი საზურგეების მეშვეობით. ამ ტენდენციას აყვა ბევრი მწარმოებელი ხოლო 2006 წელს ხეკლერ&კოხი კიდევ უფორ შორს წავიდა და წარმოადგინა პისტოლეტი P30 რომელიც იყენებდა როგორც ცვლად საზურგეებს ასევე გამოსაცვლელ გვერდითა პანელებს.

აქსესუარების არჩევანი რომელიც განკუთვნილია ამ პისტოლეტისთვის ძალზედ მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი დიდიხანია გამოდის და საკმაოდ გავრცელებულია. “ხეკლერ&კოხის” ორიგინალური დეტალები ძალიან ძვირიც ღირს.  ამავე დროს პისტოლეტზე ადვილად შესაძლებელია სამიზნე მოწყობილობების გამოცვლა, შესაძლებელია სასურველი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის, მცველის და დეკოკერის საჭირო კონფიგურაციის არჩევა, მაგრამ საქართველოსთვის ეს ნაკლებად აქტუალურია ვინაიდან აქ ჩამოდის წინასწარ შეკვეთილი პისტოლეტები და შესაბამის ნაწილების შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩემი აზრით გარდა სასურველი სამიზნე მოწყობილობებისა, USP-ს პატრონი უნდა დაფიქრდეს პისტოლეტის სამაგრის ადაპტორის შეძენაზე ვინაიდან ეს პისტოლეტი იყენებს ორიგინალური სტანდარტის სამაგრს, რომელიც გათვლილია ორიგინალურ ფარანზე. ასეთი ადაპტორები ღირს 15 დოლარიდან 60 დოლარამდე და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თქვენთვის სასურველი მოდელის თანამედროვე ფარნები თუ ლაზერები. სტანდარტული სამიზნე მოწყობილობები რკინის არის, სამი თეთრი წერტილით და ამიტომაც მათი გამოცვლა როგორც „გლოკის“ შემთხვევაში გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს. სასარგებლო „გააკეთე-თვითონ“ მოდიფიკაცია იქნება წინა წერტილის წითლად შეღებვა რაც ხელს შეგიწყობთ სწრაფ დამიზნებაში. ყოვლთვის სასურველია რომ წინა სამიზნე მოწყობილობა იყოს განსხვავებული ფერის ვიდრე უკანა, რომ კორა ეგრევე გამოარჩიოთ, იმიტომ რომ სწორედ კორა თამაშობს გადამწყვეტ როლს სწრაფ დამიზნებაში.

sdgsdgsdfg55

2005 წლიდან USP გახდა ხელმისაწვდომი “ფერადი” ჩარჩოებით (მწვამე, ქვიშის ფერი, ღია ნაცრისფერი). სამწუხაროდ პისტოლეტებზე არასდროს არ გამოჩნდა უფრო მისაღები და უნივერსალური “პიკატინის” სამაგრი. 

სროლისუნარიანობა. პისტოლეტი ერგონომიულად მოსახერხებელია, მიუხედავად დიდი ზომებისა 9მმ-ნი მოდელი სულაც არ არის მძიმე (წონა მჭიდის გარეშე 730 გრამი) და ჩემ ხელშიც კარგად ზის. სასხლეტის დამცავი განიერი რკალი, გაძლევთ საშუალებას კომფორტულად ისროლოთ ხელთათმანებით. სამიზნე მოწყობილობები დიდია და დამიზნებაც ადვილია. სასხლეტი USP-ზე აბსოლუტურად ადეკვატურია. რესეტი მოკლეა, სვლა ერთგვაროვანია. ასეთი ფასის იარაღზე ალბათ ბევრი ისურვებდა „სპორტულ“ უფრო დახვეწილ სასხლეტს მაგრამ   USP საბრძოლო პისტოლეტია და მას ამისთვის აბსოლუტურად ადეკვატური სასხლეტი აქვს. USP სხვა უფრო ძვირიან მოდიფიკაციებზე (Elite, Expert და ასე შემეგ “საასპარეზო სასხლეტი” სტანდარტულია). ორმაგი მოქმედების რეჟიმზე სათქმელი არაფერია, ჩვუელებრივია არც განსაკუთრებულად კარგი და არც განსაკუთრებულად ცუდი. ერთმაგ რეჟიმში სასხლეტი რბილია, მოკლე ზედმეტი სვლით (“overtravel”). ბუფერი ამცირებს უკუცემას და მიუხედავად შედარებით მაღალი ლულის ღერძისა პისტოლეტი ზომიერად სწრაფად ბრუნდება დამიზნების ხაზზე, თუმცა ლულის ღერძის სიმაღლის გამო ის იმდენად კონტროლირებადი არ არის, იგივე “გლოკთან” შედარებით. რაც მე მომწონს განსაკუთრებულად, მართვის ელემენტები პისტოლეტზე არის დიდი და მუშაობენ ძალიან პოზიტიურად, ხმით და შეგრძნებით ეგრევე ხვდებით, რომ მცველი ჩაირთო ან გამოირთო, მჭიდი ჩაჯდა თავის ადგილას. სტრესულ პირობებში ადამიანის მოტორიკა სმენა და მხედველობა აურესდება, ოპერირება პატარა ღილაკებით და გადამრთველებით ხდება რთული. ამ მხრივ USP ბრწყინავს, იმიტომ რომ გარდა იმისა რომ მართვის ელემენტები იქ არიან სადაც უნდა იყვნენ ისინი დიდი ზომის არიან. ეს ასევე ნაწილობრივ პისტოლეტის სამხედრო „ბექგრაუნდის“ დამსახურებაა. მოგეხსენებათ ამერიკლებემა სწრაფად აღმოაჩინეს რომ შეიარაღებაში მიღებულ ბერეტა 92-ს ქონდა პატარა მართვის ელემენტები, განსაკუთრებით მცველი, რომელიც თან იყო საკეტზე განლაგებული, რის გამოც ბერეტადან სროლა ხელთათმანებში იყო მოუხერხებელი. გერმანელებმა გამოიტანეს დასკვნები და გახადეს მართვის ელემენტები დიდი და რაც მთავარია მცველი შეასრულეს ჩარჩოზე და არა საკეტზე.

სროლისუნარიანობის შეფასებისას უნდა გავხსოვდეს რომ განსხვავებით 7 სხვა კრიტერიუმისგან ეს კრიტერუმი დამოკიდებულია მსროლელის სუბიექტურ შეფასებაზე და ამიტომაც ეს კრიტერიუმი შეიძლება სხვა მსროლელმა სხვაგვარად შეაფასოს და სხვა შედეგი მიიღოს. მე არ მქონდა პრობლემა იარაღის ერთი ხელით ოპერირებაში ჭერის შეცვლის გარეშე, მაგრამ პატარა ხელის მფლობელებს შეიძლება ამ მხრივ ქონდეთ პრობლემები. ასევე ვერ ვიტყვი რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ტარის ტექსტურით. ის ზედმეტად აგრესიულია და როგორც ჩანს გათვლილია ხელთათმანების გამოყენებაზე. თუ დისკომფორტი მნიშვნელოვანია ტექსტურის „დარბილება“ აბრაზიული ქაღალდის საშუალეებით არ არის დიდი პრობლემა და პისტოლეტის იერსახე ამით არ დაზარალდება ( რა თქმა უნდა თუ ხელები ტრაკიდან არ გეზრდებათ).

p1070789

დიდი ზომის საკეტის შემაკავებელი და მცველი. ჩვენი პისტოლეტი იყენებს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის პირველ ვარიანტს, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე მოსახერხებულია და ასევე ყველაზე გავრცელებულია. ორმაგი მოქმედების, მექანიკური მცველით და დეკოკერით.

“ხეკლერ&კოხის” პისტოლეტებისთვის მაღალი სიზუსტე ყოველთვის იყო დამახასიათებელი თვისება. P7, P9 ფიქსირებული ლულის წყალობით იყვნენ ძალიან ზუსტი პისტოლეტები, USP-ს ოჯახის პისტოლეტებში იგივე თვისება მიიღწევა მაღალი ხარისხის პოლიგონალური ლულის გამოყენებით, ჩაკეტვის სქემით რომელიც გამოიყენებოდა აქამდე მაღალი კლასის საასპარეზო პისტოლეტებში  და ზოგადად იარაღის დამზადების მაღალი ხარისხით, სადაც ყველა დეტალი იდეალურად არის მორგებული ერთმანეთზე. ყველა USP-ს მოდიფიკაცია, რომელიც ჩვენ გვქონდა იყო ძალიან ზუსტი. აქედან გამომდინარე ჩვენ მოთხოვნებს ეს პისტოლეტები გადაჭარბებით ასრულებენ. გნებავთ კომპაქტური USP, გნებავთ მოდიფიკაცია Expert, ყველა გვახარებდა თავისი შესანიშნავი სიზუსტით. USP-დან შესაძლებელია მომაბეზრებელი რეგულარობით მოარტყა 100 მეტრზე განლაგებულ სილუეტს და თანაც ზედმეტი ძალდატანების გარეშე. 15 მეტრიდან პისტოლეტიდან სროლა ძალიან ადვილია. ასე რომ მოთხოვნა 50 მეტრიდან მორტყა სილუეტზე და 15 მეტრიდან განახორციელო brain-shot გადაჭარბებით შესრულებულია.

პისტოლეტი ტოვებს ქარხანას მისროლილი და სიზუსტის გარანტიით, რასაც ადასტურებს სატესტო სამიზნე, რომელიც ყველა ახალ პისტოლეტს მოყვება.

 

p1070865

15 მეტრზე პისტოლეტი კარგად ისროდა, პოპულარული ჩვენთან Magtech-ის და Sellier&Bellot-ის 124 გრანიანი ვაზნებით. 

p1070864

USP არის ორამგი მოქმედების პისტოლეტი, შესაბამისად მფლობემა დრო უნდა დაუთმოს სროლას ორმაგ რეჟიმში (ჩახმახის წინასწარი შეყენების გარეშე), 15 მეტრიდან მხოლოდ ორმაგ რეჟიმში სროლის ეს შედეგი ადასტურებს რომ ავტორი კარგად ფლობს ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს.

ნამსახურეობა არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. იარაღი რომელმაც გაიარა ექსპლუატაცია ჯარში და პოლიციაში, როგორც წესი კარგად მოემსახურება თავის სამოქალაქო პატრონს. „ვიკიპედიას“ რომ მივმართოთ (რომელიც ზოგადად არ არის ყველაზე სანდო წყარო) დავინახავთ, რომ USP მიიღეს შეიარაღებაში მინიმუმ 20 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში და სამართალდამცავ სამსახურებში. აშშ-ში USP-ს პისტოლეტებს იყენებს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში გაერთიანებული მთელი რიგი სამსახურების, ისევე როგორც რამდენიმე ცალკეული პოლიციური სამსახური. USP-ს ვარიანტი ინდექსით „P08“ 1994 წლიდან დღემდე არის ბუნდესვერის სტანდარტული პისტოლეტი. მსახურობა ჯარში და პოლიციაში არის საუკეთესო და ყველაზე მკაცრი ტესტი ნებისმიერი იარაღის გარდა იმისა, რომ როგორც წესი ყოველი სამსახური იარაღის შეძენამდე იყენებს ტესტირების საკუთარ რეგლამენტს . ნებისმიერი მცირე სისუსტე ან ნაკლი ეგრევე ხდება სტატისტიკა და მას ეგრევე ექცევა ყურადღება. ამ კრიტერიუმით USP ცხადია იღებს საუკეთესო შეფასებას გამომდინარე იქიდან რომ ეს პისტოლეტი წარმატებით მსახურობს 1993 წლიდან დღემდე და მას პრაქტიკულად არასდროს არ გაუვლია „რესტაილინგი“, დახვეწა, მოდერნიზაცია ან თაობების გამოცვლა რაც მეტყველებს იმაზე რომ თავის დროზე “ხეკლერ&კოხის” ხალხმა დავალებას ბრწყინვალედ გაართვა თავი და მართლაც შესანიშნავი და კლასიკური პისტოლეტი შექმნა.  რა თქმა უნდა ამდენი წლის განმავლობაში პისტოლეტის კონსტრუქციაში შევიდა რიგი ცვლილებების, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება პისტოლეტმა განიცადა 1996 წელს როდესაც მომხმარებლების დაჟინებული მოთხოვნით ლულა ტრადიციული ხრახნებით შეიცვალა პოლიგონალურით. რამდენჯერმე შეიცვალა მცირე დეტალები დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმში (ყველა ეს ცვლილება 90-ან წლებში მოხდა როდესაც ჯერ იარაღი იყო ძალიან ახალი). ყველაზე ბოლოს 2005-ში შეცვალა ნემსას ფორმა და მისი მცველი, ამიტომ თუ თქვენი იარაღი 2005 წლამდე არის გამოშვებული მოერიდეთ ხშირ “მშრალ” სროლას, დაუდეთ ჩახმახს რეზინის საფენი ან გამოიყენეთ ვაზნის იმიტატორები (snap-caps). ახალი ნემსა და მისი მცველი პირდაპირ მიდის ძველ პისტოლეტებში.

შემდგომ USP-ს  ბაზაზე გამომდინარე იქიდან რომ მან გაამართლა, “ხეკლერ&კოხმა” შექმნა მთელი ოჯახი პისტოლეტების, რომელიც გარდა USP-ს მოდიფიკაციებისა ასევე მოიცავს P2000-ის, HK45 P30-ის სხვადასხვა მოდიფიკაციის პისტოლეტებს, რაც მეტყველეებს იმაზე რომ ამ კონსტრუქციამ გაამართლა და მართლაც გამძლე გამოდგა.

hk-p30_002

USP-თან სედარებით საგრძნობლად გამხდარი P30 არის USP-ს ოჯახის ყველაზე დახვეწილი წარმომადგენელი და ავტორის აზრით დღეს არის საუკეთესო ხეკლერ&კოხის პისტოლეტი და ზოგადად ერთ-ერთი საუკეთესო პისტოლეტი.

2-usp45-tactical-stilllife-aug-19-2014

.45 კალიბრის USP 45 Tactical. .45 კალიბრის USP რომელიც მხოლოდ 5% გაზრდილია ზომებში სტანდარტულ მოდელთან შედარებით გახდა ნამდვილი გაყიდვების ხიტი აშშ-ს სამოქალაქო ბაზარზე. ჩინებულმა სიზუსტემ, საიმედოობამ და ამერიკელებისთვის საყვარელმა კალიბრმა განაპირობა ამ პისტოლეტის დიდი პოპულარობა.  

ეხლა როდესაც თბილისში შესაძლებელია 1100-1200 ლარად იყიდოთ კარგი 9მმ-ნი პისტოლეტი, ნებისმიერი ადამიანი დგება დილემმის წინაშე, იყიდოს „გლოკი“ ან „ჩეზე“ ხსენებულ ფასად თუ გადაიხადოს ორჯერ სამჯერ და შეიძლება ოთხჯერ მეტი „ზიგში“ ან “USP“-ში. არც ერთი და არც მეორე არ არის ორჯერ და სამჯრ უკეთესი „გლოკზე“ და სიმართლე გითხრათ თუ გაწყობთ “გლოკის” დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი და მექანიკური მცველის არ არსებობა არც უნდა იფიქროთ და იყიდოთ “გლოკი”, მაგრამ თუ გინდათ რამე განსაკუთრებული, რატომაც არა, იყიდეთ USP, რომლის შეძენა მეორად ბაზარზე შესაძლებელია 2500-2000 ლარად. გამომდინარე იქიდან რაც დავწერეთ, შეგიძლიათ პატრონს არ კითხოთ: რამდენია ნასროლი თქვენი იარაღიდან. USP-ს მიმართებაში ეს კითხვა ზედმეტია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს პისტოლეტები არასდროს არ იყვნენ თუნდაც შეზღუდული რაოდენობით შეიარაღებაში მიღებული, ანუ ალბათობა გადააწყდეთ პისტოლეტს რომელსაც იყენებდა რომელიმე სპეცრაზმი და შემდეგ მოხდა მისი გადაცემა საჩუქრად ან გამოსყიდვა, არის ძალიან მცირე. მე არ გეუბნებით, რომ იარაღი არ უნდა შეამოწმოთ შეძენის წინ, უბრალოდ გახსოვდეთ რომ კოსმეტიკური დეფექტების ქვეშ შეიძლება იმალებოდეს პრაქტიკულად ტექნიკურად ახალი იარაღი.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: H&K USP არის კლასიკური საბრძოლო პისტოლეტი. მისი საბრძოლო თვისებები არ იწვევნ ეჭვს, მაგრამ პისტოლეტის არის ძალიან გაბარიტული, რის გამოც მისი ფარული ტარება ძალიან მოუხერხებელია, ხოლო მსროლელს პატარა ხელებით გაუჭირდება ამ პისტოლეტით ოპერირება. მნიშვნელოვანი მინუსი არის ხეკლერ&კოხის არასტანდარტული სამაგრი პისტოლეტის ჩარჩოზე, რაც ნიშნავს რომ პატრონს ექნება საყიდელი ადაპტორი რომელიც (თუ ის ხარისხიანია) არ ღირს იაფი. ალბათობა რომ ეს პისტოლეტი გამოვა მწყობრიდან ძალიან მცირეა მაგრამ მისი ნაწილების შეკვეთა შეიძლება რთული გამოდგეს. ასევე მოკრძალებულია მჭიდის ტევადობა, რომელიც შეადგენს 15 ვაზნას რაც დღევანდელი სტანდარტებით ცოტა არის ამხელა პისტოლტისთვის. ჩვენ არ მოგვწონს რომ პისტოლეტის საკეტის დასაშლელად საჭიროა პინების ამოგდება. მიუხედავად ამისა, აღჭურვილი კარგი სამიზნეებით და/ან ტაქტიკური ფარნით ეს იარაღი კარგი სახლის დაცვის იარაღია. თუ თქვენ გქვთ დიდი ხელები, ბევრი ფული და არ გიწევთ იარაღის ყოველიური ტარება ეს პისტოლეტი თქვენთვისაა.  ახალი თაობის საბრძოლო პისტოლეტებთან შედარებით USP გამოიყურება, როგორც სატვირთო მანქანა GT კლასის სედანებთნ შედარებით.  რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებიც ატარებენ Ford F350-ს ქალაქში მაგრამ თუ გაქვთ საშუალება და არჩევანი ნახეთ H&K P30 ან P2000. თუ არჩევანი არ გაქვთ და USP-ს გაბარიტები არ გიქმნით პრობლემებს, მაშინ შეიძლება იყოთ დარწმუნებულები რომ ეს პისტოლეტი თქვენ არ დაგაღალატებთ. გარდა ამისა “ხეკლერ&კოხის” იარაღები, როგორც არც ერთი სხვა იწვევენ მფლობელში სიამაყეს მათი ფლობისგან.

ჩვენი ტესტი – Glock 42

Friday, September 30th, 2016

p1070688

და აი როგორც იქნა უნდა შემოგთავაზოთ დიდიხნის დაგვიანებული გლოკ 42-ის მიმოხილვა და ტესტირების შედეგები. გლოკის ერთ-ერთი ყველაზე უახლესი პისტოლეტი უკვე ალბათ თითქმის ერთი წელი იყიდება  თბილისში და მისი შეძენა შესაძლებელია საკმაოდ დაბალ ფასად (სხვა გლოკებთან შედარებით) სულ რაღაც 1200 ლარად (ამერიკაში ის 400 დოლარის ფარგლებში ღიორს), თუმცა როდესაც ეს პისტოლეტი აქ პირველად გამოჩნდა გაყიდვაში, მისი ფასი თუ სწორად მახსოვს 2000 ლარს აღწევდა. მიუხედავად იმისა რომ ფასმა დაიწია ჩვენ დიდად არ ვჩქარობდით ამ იარაღის შეძენას, გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ინფორმაციის ანალიზი გვაძლევდა ყველა საფუძველს გვევარაუდა, რომ ეს პისტოლეტი არ გამოირჩეოდა გლოკებისთვის დამახასიათებელი მაღალი საიმედოობით, თუმცა რა დაგიმალოთ, ინტერესი ამ პისტოლეტის მიმართ ჩვენ საკმაოდ დიდი გვქონდა. მართლაც,  გლოკ 42 არის პირველი მეტ ნაკლებად ახალი და გამორჩეული იარაღი რომელიც გლოკმა შესთავაზა მყიდველს ბოლო 14 წლის განმავლობაში. უკანასკნელი სიახლე ამ კომპანიისგან იყო 2000 წელს, როდესაც გლოკმა წარმოადგინა  .45 კალიბრის გლოკ 36, გლოკებისთვის არადამახასიათებელი  ერთ რიგიანი მჭიდით. ამჯერად  კი „უჩვეულო“ გლოკებს შეემატა გლოკ 42 წარმოდენილი 2014 წლის „შოტ შოუზე“ .45 კალიბრის „გრძელ-საკეტიან“ გლოკ 41-თან ერთად. უნდ ავღნიშნო, რომ ბევრი ელოდა გლოკისგან ასე ნანატრ 9×19 კალიბრის ერთ რიგიან, თხელ პისტოლეტს და ამიტომ, როდესაც გაირკვა რომ ახალი პისტოლეტი იქნებოდა .380 კალიბრის კომპაქტური მოდელი, ყველა ჩემის ჩათვლით გაოცებული და ალბათ იმედგაცრუებულიც შეხვდა ამ ამბავს. მაგრამ ამაზე ცოტათი მოგვიანებით.

comparisonggg

ზევიდან ქვევითმ G42, G43 და G26. სურათის წყარო: recoilweb.com

ტრადიციულად უნდა დავიწყოთ პისტოლეტის კონსტრუქციის და თავისებურებების აღწერით და შემდეგ გადავალთ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე. გლოკ 42 არის .380ACP კალიბრის ნახევრად-ავტომატური პისტოლეტი.  ის იყიდება სტანდარტული ზომის გლოკის საფირმო კეისში და იარაღი დაკომპლექტებულია ლულის საწმენდი ჯაგრისით, ინსტრუქციით, ორი მჭიდით. გლოკ-42-ში გამოყენებული ავტომატიკის სქემა არის საკმაოდ უჩვეულო. ნაცვლად თავისუფალი საკეტისა, რომელიც როგორც წესი გამოიყენება ამ კალიბრის პისტოლეტებში, გამოყენებულია გადაბმული საკეტი, მოდიფიცირებული ბრაუნიუნგის ჩაკეტვის სქემა, რომელიც პირველად იქნა გამოყენებული SIG-Sauer-ის წარმოებულ P220 ტიპის პისტოლეტში, სადაც საბრძოლო ბჯენი შესრულებულია სავაზნესთან ერთად და ჩაკეტვა ხდება საექსტრაქციო ფანრჯრის წინა მხარზე. ეს ძალზედ პოპულარული სქემა მათ შორის გამოიყენება გლოკის სხვა პისტოლეტებშიც.  ლულა ტრადიციულად პოლიგონალურია, მისი სიგრძე 82 მმ-ია.  ჩარჩო პოლიმერის არის. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი გლოკის საფირმო „უსაფრთხო მოქმედების“,  უსაფრთხოების სამი საფეხურით.  როგორც ხვდებით გლოკ 42  ტექნიკურად,  ვიზუალურად და მართვის ელემენტების განლაგებით არ განსხვავდება სხვა გლოკებისგან. უბრალოდ ძალიან დაპატარავებული და შეთხელებულია ერთ რიგიანი მჭიდის და უფრო სუსტი ვაზნის გამოყენების წყალობით.  თავად განსაჯეთ, პისტოლეტის წონა სულ რაღაც 350 გრამია, პრაქტიკულად იმდენი რამდენსაც იწონის ჯიბის 6.35 კალიბრის „ბები ბრაუნინგი“. სავსე მჭიდით პისტოლეტის წონა არ ცდება 410 გრამს. მისი სისქე კი მხოლოდ 24მმ.

p1070702

პისტოლეტი ისევე იშლება და იწმინდება, როგორც ყველა სხვა გლოკი. RTF3 ტიპის ტექსტურა გლოკ 42-ზე ნაკლებად აგრესიულია და ამიტომაც სპეციალური რეზინის ფირები უფრო საიმედოთ დაეკრობა ჩარჩოს და ამით შესაძლებელია ჭერის კომფორტის და საიმედოობის გაზრდა. 

მისი პოლიმერის  ჩარჩოს ტექსტურა არის გლოკის მე-4 თაობის მაგვარი, მაგრამ გაცილებით ნაკლებად აგრესიული. გამოყენებული დამაბრუნებელი ზამბარა ასევე გავს მეოთხე თაობის გლოკების ზამბარის კონსტრუქციას. იგივე ეხება დიდი ზომის მჭიდის ღილაკს რომლის გადაყენება შესაძლებელია მარცხენა ან მარჯვენა მხარეს. მაგრამ განსხვავებით მეოთხე თაობისგან  გლოკ 42 არ აქვს ტარის საზურგეების გამოცვლის ოფცია. პისტოლეტი იყენებს ასევე პოლიმერის ერთ რიგიან მჭიდს, შიგნით რკინის ლეინერით მეტი გამძლეობისთვის, როგორც სხვა გლოკების მჭიდებში. პატარა მჭიდში ჩადის 6 ვაზნა. პისტოლეტი ისევე როგორც ადრინდელი გლოკები იყენებს მხოლოდ ორ პინს ნაცვლად სამისა რომელიც არის ახალ „დიდ“ გლოკებში. შიგნით რომ ჩავიხედოთ ვერაფერს განსაკუთრებულს ან რადიკალურად განსხვავებულს ვერ ვნახავთ გარდა იმისა, რომ შეცვლილია დამრტყმელის მცველის ფორმა, შეცვლილია საკეტის შემაკავებლის კონსტრუქცია და ოდნავ შეცვლილია დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონსტრუქციაც. სულ ეს არის.

g42sights

გლოკ 42-ის სამიზნე მოწყობილობები სტანდარტული „გლოკის“ პლასტმასის წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობებია. მინიატურული ჯორჯიას შტატის ფორმის დამღა ასო P-თი შიგნით, ნიშნავს რომ იარაღი დამზადებულია ჯორჯიას შტატში, ქალაქ სმირნაში მდებარე საწარმოში.  მეტს ის არაფერს არ ნიშნავს, ვინც რა არ უნდა გითხრათ.

 როგორც უკვე აღვნიშნე სასროლოსნო საზოგადოებაში ამ პისტოლეტის გამოჩენას ძალიან არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოყვა. დაწყებული თავშეკავებული სკეპტიციზმით და დამთავრებული ბრალდებებით რომ გლოკი თავის მომხმარებლებს არ უსმენს და მათ ღალატობს. მიუხედავად ამისა, პისტოლეტი კარგად მიიღეს და მისი გაყიდვებიც კარგად დაიწყო თუმცა საქმე გართულდა, როდესაც გამოჩნდა პირველი გამოხმაურებები და ჩივილები ახალი პისტოლეტის არასაიმედო მუშაობაზე. როგორც ჩანს ჩივილებმა მიაღწიეს ადრესატამდე და გლოკმა მალევე დაიწყო პისტოლეტის კონსტრუქციის დახვეწა. ეს პროცესი ტრადიციუალად გლოკისთვის მიმდინარეობდა აფიშირების და ყოველგვარი განამრტებების გარეშე. მაგრამ ეს ყველაფერი არ დარჩა შეუმჩნეველი და სულ მალე ერთი მეორეს მიყოლებით ინეტრენ-რესურსებმა გაშიფრეს ყველა ცვლილება ახალი პისტოლეტის კონსტრუქციაში. სამწუხარდ გლოკის პოლიტიკა კლიენტებთან ურთიერთობის არ იცვლება. გაქვთ პრობლემა იარაღთან, გამოაგზავნეთ ჩვენ მივხედავთ. გლოკის საგარანტიო მომსახურების სერვისი მუშაობს ძალიან კარგად, მაგრამ როდესაც ვინმე ეცდება მიიღოს განმარტება პისტოლეტების წარმოებასთან ან კონსტრუქციის შეცვლასთნა დაკავშირებით, პასუხი იქნება სიჩუმე. ჩვენ დაწვრილებით შევისწავლეთ პრაქტიკულად ყველაფერი რასაც ამ პისტოლეტზე წერენ და ლაპარაკობენ და მივედით შემდეგ დასკვნებამდე. როგორც ჩანს პისტოლეტის პრობლემები საიმედობასთან გამოიხატება ორ რამეში, ზოგი მუხტი უბრალოდ არ ტენის საერთო პისტოლეტს (არ ყოფნის ენერგია) ანუ გასროლილი მასრის ექსტრაქცია არ ხდება, და ზოგი განსაკუთრებულად  ძლიერი მუხტი სროლის დროს იწვევს საკეტის შემაკავებლის გააქტიურებას და საკეტი რჩება ღია თუმცა ვანზები მჭიდში ჯერ კიდევ არის. ორივე შემთხვევაში დაბრკოლებები ეგრევე იჩენენ თავს, ანუ საკმარისია რამდენიმე ვაზნა ისროლოთ და თუ ეს ვაზნა არ მოეწონება გლოკ 42-ს, თქვენ ეგრევე ამას გაიგებთ იმიტომ რომ პისტოლეტი ეგრევე გაჭედავს.  ადრინდელი გამოშვების პისტოლეტის პრობლემის წყაროს წარმოადგენს ასევე საკეტის შემაკავებელი. ადრინდელ ვარიანტში წვერი რომელზეც ზემოქმედებს მჭიდის მიმწოდებელი და წევს მას მაღლა რომ მან დატოვოს საკეტი ღია, იყო განლაგებული უშუალო სიახლოვეში ვაზნის თავისგან და ხელს უშლიდა მას მჭიდიდან მიწოდებისას. პრობლემა მოგვარდა როდესაც პისტოლეტებზე დაყენდა ახალი დეტალი სადაც წვერს ქონდა ფორმა შეცვლილი. ასევე ამ დეტალს უკავშირდება მეორე პრობლემა, როდესაც ძალიან „ცხელი“ +p ტიპის ვაზნების გამოყენებისას, ეს დეტალი ხტება და კეტავს საკეტს ღია მდგომარეობაში მაშინ როდესაც ჯერ მჭიდში რჩება ვაზნები. როგორც ჩანს გლოკში ესეც გაითვალისწინეს და შემაკავებლის ზამბარა გახდა უფრო ხისტი. მაგრამ არასაკმარისად ხისტი რომ ეს პრობლემა ბოლომდე გამქრალიყო. ამიტომ ძალიან „ცხელი“ მუხტების გამოყენებისას ეს პრობლემა კვლავ აღინიშნება ახალ პისტოლეტებშიც. პრობლემები მიწოდებასთან გადაწყდა მჭიდის კონსტრუქციის დახვეწით (ამ ეტაპზე უკვე არსებობს მინიმუმ სამნაირი მჭიდის ნაირსახეობა გლოკ 42-თვის), მათ შორის შეიცვალა მიმწოდებლის მჭიდში განლეგების კუთხე (რამაც ასევე ალბათ განაპირობა საკეტის შემაკავებლის წვერის ფორმის ცვლილება) და ასევე ბოლო გამოშვების მჭიდებზე მიმწოდებელი არის ღარით რომელშიც გადის მჭიდზე შესრულებული ამობურცული ადგილი, რაც სავარაუდოთ ეხმარება მიმწოდებელს დაიკავოს სწორი მდგომარეობა. რას გაიგებ? გლოკი მუდამ ცვლის მჭიდების კონსტრუქციას, ერთი შეხედვით უხილავი ცვლილებები, გამოჩნდება თუ ყურადღებით დააკვირდებით მიმწოდებლების, მჭიდების კედლების ან ტუჩების ფორმას. მათი ფორმები ხშირად განსხვავდება და მარკირებულია სხვადასხვა ციფრებით.

g42mags

ამ დროისთვის მიიჩნევა, რომ მჭიდები ინდექსით 02 ან  03 არის უპრობლრმო და ყველაზე ახალი გამოშვება.  

როგორც ჩანს ამ ცვლილებებმა მეტ წილად გადაწყვიტეს პრობლემები და ამჯერად მე სპეციალურად  გადავხედე მსხვილი ამერიკული, ონლაინ იარაღის მაღაზიების ვებ გვერდებზე ატვირთულ გლოკ 42-ის მიმოხილვებს და პრაქტიკულად ყველა საიტზე გლოკს აქვს 4.5 ვარსკვლავი 5-დან რაც ერთგვარად ადასტურებს რომ პისტოლეტი განიკურნა ბავშვური დაავადებებისაგან. ამას ასევე ადასტურებს პისტოლეტი გაყიდვებიც, იმიტომ რომ გლოკ-42 გახდა ნამდვილი „ბესტსელერი“ და სიმართლე გითხრათ საკმარისია ეს იარაღი ხელში აიღოთ რომ ეგრევევ მიხვდეთ რატომ. თხელი, მსუბუქი, უაღრესად ერგონომიული, ლაკონური დიზაინით და არც ერთი ზედმეტი დეტალით გლოკ-42 უკიდურესად სიმპატიური პატარა პისტოლეტია. იარაღი დახვეწილი ჩარჩოს ფორმის და ტექსტურის წყალობით კარგად ზის ხელში. მჭიდის ღილაკი დიდია, სასხლეტის დამცავი რკალი განიერია, სამიზნე მოწყობილობები სრული ზომის არის. ტარის ქვედა ნაწილს მკვეთრად გამოხატული კუზიანი ფორმა აქვს. გლოკ 26-ის ტესტირების შემდეგ ჩვენ ვიცით რომ ეს კუზი აწვება ხელის გულს შიგნიდან და უზრუნველყოფს პისტოლეტის მყარ და საიმედო ჭერას. ვიზუალურადაც პისტოლეტი უნაკლოდ გამოიყურება. ამერიკული გლოკების შესრულება არის უნაკლო, დამხადების ხარისხი არის ძალიან მაღალი. არანაირი ზედმეტი წარწერები: „გამოყენებამდე წაიკითხეთ ინსტრუქცია“ და „ტყვია გამოფრინდება აქიდან“ ან ასეთი რამეები. საკეტი დაფარულია შედარებით ღია პრიალა საღებავით, რომელიც გვხდება სხვა გლოკებზე და არ არის ისეთი გამძლე, როგორც უფრო მუქი და თუ შეიძლება ასე ითქვას „ხავერდოვანი“ დაფარვები, მაგრამ რკინის დეტალები ისევე როგროც სხვა გლოკებში დამუშავებულია ზედაპირის ცემენტირებით და თუ შავ საღებავს რამე დეფქტები ან ცვეთის ნიშნები გაუჩნდა ამით რკინის დეტალების ანტიკოროზიული თვისებები არანაირად წესით არ შეიცვლება. გლოკი პერიოდულად ცვლის დამცავი საღებავის „რეცეპტს“ რაც აისახება გარე დაფარვის ფერზე, ტექსტურაზე და გამძლეობაზე და ჩვენ ამაზე უკვე ადრე ვსაუბრობდით.

ერთადერთი ნეგატიური რამ, რაც იჩენს თავს, პისტოლეტთან მანიპულაციების დროს არის ზედმეტად ხისტი საკეტის შემაკავებელი. არ ვიცი ეს რისი ბრალია, მძიმე ზამბარის თუ სხვა რამის მაგრამ გლოკ-42-ის საკეტის შემაკავებლიდან მოხსნა ითხოვს მასზე საკმაოდ დიდი ძალით დაჭერას. პირადად მე მირჩევნია საკეტი გავათავისუფლო არ შემაკავებელზე დაჭერით არამედ მისი (საკეტის) უკან გამოწევით მაგრამ,  რაც არის ის უნდა ვთქვათ. არც ერთ სხვა გლოკზე ასეთი მძიმე შემაკავებელი მე არ შემხვედრია.  სუსტი ხელების პატრონს გაუჭირდება ამ დეტალზე დაჭერა. დანარჩენში პისტოლეტი მართლაც რომ იდეალურია. სულ მიწევდა ჩემი თავისთვის შეხსენება, რომ ეს არის .380 კალიბრის იარაღი და მისი მჭიდი სულ რაღაც 6 ვაზნას იტევდა.

strindg42

ამ ეტაპზე შესაძლებელია მჭიდის დამაგრძელებლის შეძენა, რომელიც გაზრდის მჭიდის ტევადობას 8 ვაზნამდე. სურათზე არის Striker Industries მიერ წარმოებული მჭიდის დამაგრძელებელი, რომლის ფასი 19 დოლარია.

რომ დავასრულოთ საუბარი საიმედოობაზე, პატარა ზომის პისტოლეტების გამორჩეული მადა არ არის რაღაც ახალი. უამრავი პისტოლეტი შექმნილი როგორც გლოკი, ფარული ტარებისთვის, გამოირჩევა განსაკუთრებული მადით როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა ვაზნების მონელებას. მაგალითად 7.65 კალიბრის Seecamp იქმნებოდა ერთი კონკრეტული ვაზნის გამოყენებისთვის, Winchester-ის SilverTip-თვის. Bobergh-ის მიკრო პისტოლეტს მოყვება სია მუხტების რომლებთანაც ეს პისტოლეტი საიმედოთ მუშაობს. პირველი არის მიკრო-პისტოლეტი რომელიც ხელის გულზე ეტევა, მეორე უნიკალური კონსტრუქციის მქონეა, სადაც ვაზნების მჭიდიდან ამოღება ხდება საკეტის უკან და არა წინ მოძრაობისას. გლოკ 42-ის თავისებურება არის გადაბმული საკეტის გამოყენება უკიდურესად პატარა ფორმატის პისტოლეტში, რაც განაპირობებს მის პრეტენზიულ მადას. მე არ მგონია რომ მუხტის შერჩევა გლოკისთვის იყოს დიდი პრობლემა. მარტო ერთ მაღაზიაში მე ვნახე 6 განსხვავებული მწარმოებლის .380 კალიბრის ვაზნები.  ერთი რჩევის მიცემის უფლებას მივცემ ჩემ თავს., ჩემი აზრით .380 კალიბრის ასეთ იარაღში ჯობია მაინც გამოიყენოთ მთლიანად გარსით დაფარული ტყვიები, განსაკუთრებულად ზამთრის პერიოდში. ერთია რომ ეს ვაზნები, როგორც წესი უპრობლემოდ მუშაობს ამ პისტოლეტში, მეორე ის არის რომ ზამთარში სამიზნე შეიძლება ჩაცმული იყო სქელ ტანსაცმელში და ექსპანსიურ ტყვიას შეიძლება არ ეყოს ენერგია რომ უზრუნველყოს ტყვიის გაშლა და ამავე დროს ადეკვატური შეღწევაც (ტყვიის გაშლა ამცირებს შეღწევის სიღრმეს). ასე რომ ზაფხულში გამოიყენეთ შემოწემბული ექსპანსიური ვაზნები, ზამთარში შემოწმებული ვაზნები მთლიანად გარსით დაფარული ტყვიებით, სადაც შემოწმებული ნიშნავს რომ ისროლეთ მინიმუმ 20-30 ვაზნა  და იარაღს არ ქონდა დაბრკოლება. უფრო მეტი ინფორმაცია .380ACP-ზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ ადრინდელ სტატიაში რომელიც მიუძღვენით ბოლო დროს ამ ვაზნისადმი ინტერესის მკვეთრ ზრდას.

p1070704

მჭიდების სამი თაობა, ჩივილები საიმედოობასთან დაკავშირებით და ასევე ეს საკმაოდ უჩვეულო დამუშავების ნიშნები სავაზნის ყელთან კვლავ მეტყველებს რომ ეს პისტოლეტი დახვეწის სტადიაშია. 

სიმართლე გითხრათ სროლის წინ, მორალურად მოვემზადეთ, რომ იარაღს შეიძლებოდა ქონოდა შეფერხებები, მითუმეტეს, რომ ტესტირებისთვის მოვიმარაგეთ სხვადასხვა ვაზნები და დარწმუნებული ვიყავი, რომ რომელიმეზე გლოკ 42 აუცილებლად უარს იტყოდა. ჩვენ გვქონდა Fiochi „Black Mamba“ კონუსური მსუბუქი 85 გრანიანი ტყვიით, Remington UMC 95 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით (FMJ), Fiochi FMJ 95gr, Sellier&Bellot 93gr FMJ. პარალელურად უნდა დაგვედგინა პისტოლეტის სიზუსტის პოტენციალი და საუკეთესო მუხტი (სიზუსტე-საიმედოობა-ფასი). იარაღმა არც ერთხელ არ გაჭედა და მოინელა უპრობლემოდ ყველა ვაზნა. მხოლოდ ერთხელ ჩეხური Sellier&Bellot-ის ვაზნაზე იარაღი დადგა შემაკავებელზე მაგრამ ვინც სროლას აკვირდებოდა იმან თქვა, რომ მგონი ესე ღრმად გეკავა იარაღი რომ შენი დააწექი საკეტის  შემაკავებელსო. იგივე მწარმოებლის კიდე  15 ვაზნის გასროლის შემდეგ არანაირ დაბრკოლბას ადგილი არ ქონდა ასე რომ დიდი ალბათობით ეს დაბრკოლება მართლაც რომ მსროლელის ბრალი იყო. ექსტრაქცია იყო ძალიან სტაბილური, ზევიდან რომ შევხედოთ მსროლელს მასრები ტოვებდნენ პისტოლეტს 4 საათის მიმართულებით და იყრებოდნენ მსროლელისგან 1.5 მეტრში. მასრების დათვალიერებისას არანაირ ანომალიური ნიშნები (ამობურცულობები, ამაალებელზე სუსტი დარტყმა, ბზარები, შეჭეჭყილობები) აღმოჩენილი არ იქნა.

glock42-results

ყველა მუხტით პისტოლეტი გამოდგა ძალიან ზუსტი. სხვადასხვა მუხტების გამოყენებისას რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ჯგუფების სიგანეში ან მოხვედრის წერტილის განლაგებაში ადგილი არ ჰქონია. ყველაზე საუკეთესო გამოდგა Remington UMC, რომელიც ყველაზე ძვირიც ღირს, ცალი ვაზნა იყიდება 2.30-ად, მაშინ როდესაც დანარჩენების ფასი ორი ლარია ერთ ცალ ვაზნაში. (ზედა ჯგუფი (წითელი) ნასროლია შავი წრის ზედა ზღვარში). 

სურათიდან ჩანს რომ რემინგტონის ამუნიციას მცირე უპირატესობა აქვს მაგრამ ასევე რემინგტონის ვაზნები სულ ბოლოს ვისროლეთ და  ამიტომ ალაბათ უკვე ცოტათი მიჩვეულები ვიყავით იარაღს და შედეგიც გაუმჯობესდა. სროლა ხორციელდებოდა დგომიდან 10 მეტრის მანძილიდან. ვიღაცა იტყვის, რომ ეს მანძილი პატარაა, მაგრამ ჩვენი აზრით ეს არის ტიპიური თავდაცვითი დისტანცია და გლოკ 42-იც არის სწორედაც რომ თავდაცვითი პისტოლეტი.

მიუხედავად იმისა, რომ .380 და გერმანული წარმოშობის საბჭოთა 9×18 პრაქტიკულად იდენტური ვაზნებია, ჩემი აზრით .380 უფრო „რბილია“ და უკუცემა ნაკლები აქვს. გლოკ 42-დან სროლაც იყო ძალიან სასიამოვნო, იარაღი ადვილად კონტრლირებადია, უკუცემა და ლულის ხტომა მინიმალურია მიუხედავად პატარა ტარისა და მცირე წონისა. ტარის ზურგზე შესრულებული “კუდი” იცავს ხელს საკეტის კბენისგან, მეოთხე თაობის გლოკებზე იგივე ეფექტი მიიღწევა ცვლადი საზურგის დაყენებით.  სამიზნე მოწყობილობები და სასხლეტი ზუსტ და სწრაფ სროლას მნიშვნელოვნად აადვილებს. განსხვავებით სხვა ანალოგებისგან, რომლებსაც პრაქტიკულად რევოლვერის ნაირი ორმაგი მოქმედების სასხლეტები აქვთ, შესაბამისად მძიმე, გრძელი სვლით და ასეთივე გრძელი რესეტით, „გლოკს“ აქვს შედარებით მოკლე სვლა, სასხლეტი სუბიექტური შეფასებით უფრო მძიმეა ვიდრე დიდ გლოკებზე მაგრამ რესეტი არის ასეთივე მოკლე. ამის გამო გლოკ 42 ორი ნაბიჯით წინ უსწრებს ანალოგებს რომლებსაც მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები აქვთ. რამდენიმე ტესტირებაში რომელიც გამოქვეყნდა ნეტში, აღნიშნული იყო რომ პისტოლეტიდან სროლისას მორტყმები ჯგუფდება ოდნავ მარცხნივ, ეს ფენომენი კარგად არის ცნობილი ბევრი მსროლელისთვის, რომელიც ხშირად უჩივის რომ გლოკიდან სროლისას არტყავს მარცხნივ და დაბლა. არ ვიცი შეიძლება ეს მიჩვევის ამბავია, ან გასროლის მომენტში მსუბუქი პოლიმერის ჩარჩო იბრიცება, ან ვიწრო ტარის და შედარებით მძიმე სასხლეტის ბრალია  თუ რა ხდება მაგრამ, ჩვენ შემთხვევაშიც მიუხედავად იმისა, რომ გლოკებს მიჩვეული ვართ, მოხვედრის წერტილი მაინც ოდნავ მარცხნივ არის.  მიუხედავად ამისა, გლოკ 42 სროლისუნარიანობის მხრივ იმსახურებს ძალიან მაღალ შეფასებას. ჩვენ უკიდურესად კმაყოფილები დავრჩით გლოკ 42-ით და ცალსახად ეს პისტოლეტი საუკეთესოა პატარა პისტოლეტებიდან, რომელიც ჩვენ ოდესმე გვისვრია.

tart2g42

მეორე მსროლელის სამიზნეზეც გამოიკვეთება მარცხნივ დაჯგუფების ტენდენცია. გლოკ 42 ძალიან ზუსტი გამოდგა. 

ნებისმიერი იარაღი უნდა შეფასდეს მისი გამოყენების ფილოსოფიის გათვალისწინებით. გლოკ-42 იქმნებოდა როგორც იარაღი მოდით ასე ვთქვათ ღრმა ფარული ტარებისთვის. იმისთვის, რომ ამ იარაღის ტარებამ მინიმალური დისკომფორტი შეუქმნას პატრონს და მას ქონდეს საშუალება თან იქონიოს იარაღი ნებისმიერი გარდერობის შემთხვევაში. ამავე დროს აშკარად მისი შექმნელები ცდილობდნენ რომ მცირე ზომის პლატფორმიდან ამოეღოთ მაქსიმუმი საბრძოლო შესაძლებლობების. სამწუხაროა რომ ეს არ შეეხო მჭიდის ტევადობას, იმიტომ რომ 6 ვაზნა ძალიან ცოტა არის. ჩვენი პრეფერენციები დიდი საბრძოლო პისტოლეტების მიმართ გასაგებია, მაგრამ მიანც 6 ვაზნა ძალიან ცოტაა. კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ პისტოლეტი როგორც ეს ეხლა მიღებულია დაკომპლექტებულიყო ორი ტიპის მჭიდით, გრძელით და მოკლეთი, როგორც ეს გააკეთა მაგალითად Walther-მა PPS-ის  ან Beretta-მ Nano-ს შემთხვევაში.

ასევე მაქსიმუმი გაკეთდა რომ პისტოლეტი ყოფილიყო თავსებადი სხვა გლოკებთან და მე აქ არ ვგულისხმობ დეტალების თავსებადობას. „მიკრო-გლოკი“ მიუხედავად ზომებისა არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი გლოკი, სასხლეტი, სამიზნე მოწყობილობები, მართვის ელემენტების განლაგება, დაშლა-აწყობა-მოვლა, კონსტრუცია ერთი და იგივეა. ვისაც აქვთ დიდი გლოკები და სურთ მიკრო-პისტოლეტები, რატომ უნდა იყიდონ სხვა იარაღი, ისწავლონ მისი მოვლა და ხმარება, შეეჩვინ მას თავიდან, როდესაც შეუძლიათ იყიდონ გლოკ 42? დააკვირდით სხვა მსხვილი და სახელგანთქმული მწარმოებლების მიკრო პისტოლეტებს. მათ პატარა პისტოლეტებს არაფერი საერთო არ აქვთ თავის „დიდ“ ნათესავებთან. გაქვს სრული ზომის SIG P-226, ყიდულობ ამავე კომპანიის მიკრო-პისტოლეტს SIG P-938 და იღებ პრაქტიკულად სხვა პისტოლეტს. გაქვს გლოკ-17, ყიდულობ გლოკ 42-ს და გაქვს იგივე გლოკი, უბრალოდ პატარა. ეს არის, რაც ხდის გლოკ-42-ს განსაკუთრებულს, მე ვიტყოდი გენიალური იდეის პროდუქტს. ბევრმა შექმნა მიკრო პისტოლეტები რომ დაეკმაყოფილებინა გაზრდილი მოთხოვნა ასეთ იარაღზე  მაგრამ არავის არ გაუკეთებია ეს ისე როგორც გლოკმა გააკეთა. ამიტომ ჩვენი აზრით გლოკ-42 არის უნიკალური. მიუხედავად პრობლემური სტარტისა (პრობლემები პისტოლეტის საიმედოობასთან) და ყოველგვარი განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე, გლოკ 42-მა ადვილად დაიპყრო ადგილი ბაზარზე რომელიც ისედაც გაჯერებულია უმრავი შემოთავაზებებით. ისწავლეთ ბატონებო როგორ უნდა იარაღის წარმოება, გლოკმა კიდევ ერთხელ ყველას გაჯობათ. გლოკი არ იყო პიონერული ამ მხრივ, ვინაიდან .380 კალიბრის კომპაქტური პისტოლეტები დაფუძნებული ბრაუნინგის M1911-ის კონსტრუქციაზე დიდიხანია არსებობენ, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ გლოკი როგორც ყოველთვის ყველაზე მეტ მოგებას ნახავს ამ კონცეფციის გამოყენებით.

რომ დავასრულოთ გლოკ 42 აღწერა, აღვნიშნავ ხმოლოდ რომ ეს პისტოლეტი  არ არის მიკრო პისტოლეტი კლასიკური გაგებით, როგორც “Seecamp” ან Kel-tek P-3, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გლოკის კონსტრუქცია არის ზე-ეფექტიანი, პროპორციული, პისტოლეტი გამოირჩევა დიდი იარაღის სრულყოფილი ერგონომიკით და ამავე დროს აღიქმევა როგორც ჯიბის პისტოლეტი. ამ მხრივ მისი მოდით ასე ვთქვათ დიზაინის ფილოსოფია უფრო ახლოს დგას Walther PPS-თან რომელიც ხელში აღებისას აღიქმევა როგორც უკიდურესად კომპაქტური, ადვილად სატარებელი იარაღი მაგრამ ამავე დროს გამოირჩევა ჩვეულებრივი პისტოლეტის ერგონომიკით,  კარგი სროლისუნარიანობით იმიტომ რომ სულაც არ არის პატარა უბრალოდ ის დაპროექტებულია მაქსიმალურად კომფორტული ტარებისთვის. გლოკ-42 სიმაღლით და სიგრძით პრაქტიკულად გლოკ-26-ის ტოლია მაგრამ მისი სითხელის გამო აღითქმევა როგორც ბევრად უფრო პატარა იარაღი. ასე რომ ჩვენი აზრით გლოკ-42 იცავს იდეალურ ბალანსს, ზომა/წონის და ერგონომიკა/სროლისუნარიანობას შორის. ის საკმარისად დიდია, რომ კარგად იჯდეს ხელში და იყოს ადვილი სასროლად და ამავე დროს ის საკმარისად კომპაქტურია რომ ატარო ყველგან ნებისმიერი ტანსაცმლით.

g42mag

გლოკ-42-ის დიდი ზომის ადვილად მისაწვდომი და ორივე მხარეს გადასაყენებელი მჭიდის ღილაკი. მჭიდის ღილაკი არის მნიშვნელოვანი დეტალი ნებისმიერი პისტოლეტის, ის უნდა იყოს საჭირო ზომის და სიმაღლის რომ ადვილად დააჭიროთ მას მაგრამ ამავე დროს ის არ უნდა გააქტიურდეს თავისით როდესაც იარაღი ჯიბეშია ან ქამარში ან თუნდაც ძირს რომ დავარდება. იგივე ეხება მისი ზამბარის წონასაც, ის არ შეიძლება იყოს ზედმეტად მსუბუქი ან მძიმე.  უმეტესობა გლოკ 42-ის ანალოგებს მჭიდის ღილაკები ძალიან პატარა აქვთ და მისი გადაყენება მეორე მხარეს შეუძლებელია. სურათში ასევე კარგად ჩანს ტარის “კუდი” რომელიც იცავს ხელს საკეტისგან. 

რამდენიმე სხვა იარაღის შეძენა შეიძლება იგივე ფასად რა ფასადაც იყიდება დღეს გლოკ 42. მათ შორის Beretta Pico და 9მმ-ნი Nano, ასევე ა9მმ-ნი SCCY CPX-1, რომელიც ბოლომდე არ ჯდება მიკრო პისტოლეტის ფორმატში მაგრამ სამაგიეროდ ღირს იაფი. ასევე “მაკაროვი” იყენებს პრაქტიკულად იდენტურ ვაზნას და მეორადი ღირს ორჯერ სამჯერ უფრო იაფი მაგრამ თითქმის ორჯერ უფრო მძიმეც არის. გლოკ 42-ის ამ პისტოლეტებთან შედარება არ შედის ამ სტატიის მიზნებში, მაგრამ გარდა ყველა ჩამოთვლილი გლოკ 42-ის ძლიერი მხარეებისა ასევე უნდა გაითვალისწინოთ რომ გლოკს აქვს უკიდურესად კარგი რეპუტაცია საქართველოში რაც ნიშნავს რომ ის ყოველთვის გაიყიდება და ასევე ხელმისაწვდომია აქსესუარების და სათადარიგო ნაწილების დიდი არჩევანი.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: ახალი გლოკ-42, ყველაზე პატარა გლოკის პისტოლეტია და მას ერგო პრაქტიკულად ყველა გლოკისთვის დამახასიათებელი თვისება, კარგი ერგონომიკა, მაღალი სროოლისუნარიანობა, მარტივი დიზანი, მოვლის, მომსახურების და კასტომიზაციის სიადვილე, გამძლე მჭიდები, დაბალი ლულის ღერძი, სასხლეტი რომელიც მართალია „დიდ“ პისტოლეტებში ყველას არ მოწონდა მაგრამ ის საუკეთესო ჯიბის პისტოლეტებს შორის. პატარა გლოკისთვის „მუშა“ მუხტების შერჩევა ადვილია და საქართველოს პირობებშიც არ უნდა იყოს რთული. სტანდარტული მჭიდის ტევადობის გაზრდა შესაძლებელია მცირე ინვესტიციებით რაც კიდე უფრო ზრდის ამ პისტოლეტის მომხიბვლელობას. გარდა იმისა, რომ გლოკ 42 არის უაღრესად კომპაქტური პრაქტიკულდ ჯიბის პისტოლეტი, შესაძლებელია ამ იარაღიდან ტირში მთელი დღე კომფორტული მიზანში სროლა. გლოკ 42 იმსახურებს ჩვენგან უმაღლეს შეფასებას.

PS
სტატიის წაკითხვისას ალბათ ბევრს დაებადება კითხვა, რატომ გამოუშვა “გლოკმა” გაყიდვაში იარაღი, რომელიც ბოლომდე არ არის მზად და რომ უკვე წარმოებაში გაშვებული იარაღის დახვეწა არის მიუღებელი. კი ნამდვილად ასე არის, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ აშშ-ში ეხლა არის ბუმი იარაღების გაყიდვების რაც განპირობებულია მომავალი პრეზიდენტის არჩევნებით და მუდმივი საშიშროებით რომ  ამერიკელების კონსტიტუციური უფლება იარაღის ფლობის მნიშვნელოვნად შეიზღუდება. გაცემული იარაღის ტარების ნებართვების რაოდენობა ასევე პროპორციულად იზრდება. ასეთ პირობებში მწარმოებლები ჩქარობენ დააკმაყოფილონ მოთხოვნა და დაიპყრონ ბაზრის სტილი. სიჩქარეში კიდე ხდება შეცდომების დაშვება და ხანდახან  მწარმოებლები ცდილობენ რაც შეიძლება მალე გამოიტანონ ახალი პროდუქტი ბაზარზე, რომ დაასწრონ კონკურენტებს. შედეგი ამ გაცხარებული ბრძოლის არის ის რომ ხანდახან მომხმარებელი იღებს ბოლომდე დაუმთავრებელ პროდუქტს ისევე როგორც იზრდება ბრაკის ალბათობაც. რემინგტონის სამარცხვინო ფიასკო R51-ის პისტოლეტთან არის კარგი მაგალითი იმისა თუ რამდენად ჩქარობენ კომპანიები და რა შეიძლება ამას მოყვეს. ჩვენი გლოკი გამოდგა ძალიან კარგი. გაგვიმართლა ჩვენ? არ ვიცი. გლოკს მუდამ შეაქვს ძნელად ხილვადი ცვლილებები თავისი პისტოლეტების კონსტრუქციაში და უნდა ვიმედოვნოთ რომ ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ უფრო უკეთეს პროდუქტს. ჩვენი გლოკ 42 აღმოჩნდა მართლაც რომ ჩინებული პისტოლეტი.

პატარა დიდი პისტოლეტი – Walther P22

Saturday, September 10th, 2016

14137996_2130048007219736_54210397743476649_o

ჩვენი მორიგი ტესტირების ობიექტი ამჯერად არის საქართველოში საკმაოდ გავრცელებული მცირეკალიბრიანი პისტოლეტი “Walther P22″.  ვალტერი ამ პისტოლეტს უშვებს 2001 წლიდან და შეიძლება ითქვას რომ პისტოლეტი კომერციულად წარმატებული გამოდგა, ხოლო რატომ, შევეცდებით მის მიმოხილვაში ავხსნათ.

კონსტრუქციულად „P22“ არის ტიპიური „ბლოუბექი“ ანუ ის იყენებს თავისუფალ საკეტს და ფიქსირებულ ლულას. საკეტი ორ კომპონენტიანია, საკეტის ჩარჩო დამზადებული მსუბუქი შენადნობისგან, ხოლო მის შიგნით ერთი ხვეული პინი იჭერს საკეტის გულს, რომელშიც მოთავსებულია დამრტყმელის მცველი, დამრტყმელი და ექსტრაქტორი. პისტოლეტის ჩარჩო პლასტმასის არის.  ტარს ისევე როგორც “Walther P99″-ზე, აქვს საზურგის გამოცვლის ოფცია. პისტოლეტი ვიზუალურად გავს 9მმ-ან Walther P99-ს თუმცა ბევრად უფრო მსუბუქია და შედარებით პატარა. ისევე როგროც P-99-ზე საზურგეები იდეალურად შესრულებულია, ადვილად იხსნება (საკმარისია გამოაძროთ შტიფტი ტარის ძირში) და დაყენებული ის გამოიყურება, როორც ტარის განუყრელი ნაწილი. ამიტომაც პისტოლეტს აქვს ძალიან ერგონომიული სახელური. მისი წყალობით პისტოლეტი მიუხედავად იმისა, რომ პატარაა ღრმად ზის ხელში მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი ხელებიც რომ გქონდეთ, საკეტი ხელს არ წამოედება. ჩარჩოზე ასევე შესრულებულია პატარა ზომის „პიკატინის“ სამაგრი, რომელზეც ყენდება ვალტერის ორიგინალური აქსესუარების განკუთვნილი სპეციალურად ამ იარაღისთვის. პისტოლეტი იწონის 430 გრამს. ლულის სიგრძე მოკრძალებული 87მმ-ია ხოლო მის ბოლოზე შესრულებულია ხრახნები და დაყენებულია ხრახნების დამცავი ხუფი. ქანჩი მის მოსახსნელად შედის პისტოლეტის კომპლექტში.

twop22

ჩვენი პისტოლეტის ჩარჩო კონსერვატიული შავი ფერის არის, მაგრამ ეხლა “P22”-ები გამოდის სხვადასხვა ფერის  ჩარჩოებით. მარცხნივ სტანდარტული პირობითად პირველი თაობის პისტოლეტი, მარჯვნივ პისტოლეტი ახალი დიზაინით, რომელიც ამჯერად წააგავს Walther PPQ-ს და კამუფლირებული ჩარჩოთი. პისტოლეტს კომპლექტში მოყვება ორი მჭიდი, სათადარიგო კორები (წინა სამიზნე მოწყობილობა), გასაღები, ლულის დაბოლოების დამცავი ხუფის ქანჩი, ტარის საზურგეები, ინსტრუქცია, პლასტმასის ღერძი (მის დანიშნულებზე ცოტათი მოგვიანებით მოგოყვებით)  და ყველაფერი ეს ჩალაგებულია პლასტმასის კეისში. 

P-22-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედების არის, გარედან განლაგებული ჩახმახით.

3-1019754_1

იარაღს მოყვება ორი 10 ვაზნიანი მჭიდი კომპლექტში. მჭიდის კორპუსი ფოლადის არის, ხუფები პლასტმასის. მჭიდებს გვერდიდან აქვთ ღილაკი, რომ თითით დაწიოთ ზამბარა მჭიდის ვაზნებით ავსებისას. ეს ოფცია ჩემი აზრით არის აუცილებელი მცირეკალიბრიანი იარაღების მჭიდებზე მაგრამ სამწუხაროდ მას ბევრი არ იყენებს.

პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობები პლასტმასის არის. უკანა სამიზნე მოწყობილობის რეგულირება შესაძლებელია ჰორიზონტალურ სიბრტყეში, ხრახნის მეშვეობით. ვერტიკალური შესწორებისთვის შესაძლებელია წინა სამიზნე მოწყობილობის გამოცვლით, რომლებიც პისტოლეტს კომპლექტში მოყვება. ყველაფერი ეს იარაღის მისროლას მნიშვნელოვნად აადვილებს.

“P22” არის უსაფრთხო იარაღი. ის აღჭურვილია მთელი რიგი უსაფრთხოების სისტემებით, მათ შორის მექანიკური მცველით, დამრტყმელიs მცველით და მჭიდის მცველით. ასევე საკეტის ზედა ნაწილში არის ღარი, რომელშიც ჩანს ვაზნა მოთავსებული სავაზნეში. მექანიკური მცველი განლაგებული საკეტზე ბლოკავს დამრტყმელს და არ აძლევს საშუალებას ჩახმახს მიწვდეს მას. ანუ სასხლეტს რომ დააჭიროთ ჩახმახი დაეცემა მაგრამ უბრალოდ ის დაეჯახება მცველის ღერძს და ვერ მიწვდება დამრტყმელს. მაგალითად იმისთვის რომ დაუშვათ ჩახმახი შესაძლებელია დააყენოთ იარაღი მცველზე და დააჭიროთ სასხლეტს. ჩახმახი დაეცემა ისე თითქოს მოხდა დეკოკერის გამოყენება, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ნაცვლად სასხლეტზე დაჭერისა, ჯობია დაუშვათ ჩახმახი თითით, რომ გამორიცხოთ გასროლა, თუ მაგალითად დაგავიწყდათ იარაღის მცველზე დაყენება. დამატებით დამრტყმელის მცველი გამორიცხვას გასროლას თუ არ მოხდა სასხლეტზე თითის დაჭერა. მაგალითად თუ იარაღი დავარდა ჩახმახით მიწაზე. მჭიდის მცველი თიშავს სასხლეტს და თუ მჭიდი იარაღში მოთავსებული არ არის გასროლა შეუძლებელია. ჩემი აზრით ეს უსაფრთხოების ფუნქცია უკვე ზედმეტია. თუ ეს ყვეალფერი საკმარისი არ არის, გეტყვით ასევე რომ შესაძლებელია პისტოლეტის გასაღებზე ჩაკეტვა. ჩარჩოს მარჯვენა მხარეს არის „კლიტე“ რომელიც იკეტება გასაღებით. გასაღები პისტოლეტს კომპლექტში მოყვება.

“P22” შედარებით ადვილად იშლება. დარწმუნდით რომ იარაღი განმუხტულია, ისევე როგოც Walther P99-ზე, ჩამოწიეთ დაბლა საკეტის ჩამკეტი, შემდეგ როგორც „მაკაროვზე“ გაწიეთ საკეტი ბოლომდე უკან და აწიეთ მაღლა. საკეტი უნდა მოცილდეს ჩარჩოს. ამოიღეთ დამაბრუნებელი ზამბარა და მისი ღერძი, რომელიც სხვათაშოის არის ფოლადის და არა პალსტმასის.  იარაღი მზად არის გასაწმენდად.

პისტოლეტის კონსტრუქცია ტექნიკურად გავს Walther G22 ტიპის შაშხანას. ეს არის ლითონის რესივერი, რომელიც აერთიანებს ლულას და დამრტყმელ სასხლეტ მექანიზმს და ის მოთავსებულია პლასტმასის ჩარჩოში. პისტოლეტის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი დამზადებულია ნაბეჭდი და ჩამოსხმული (MIM) ნაწილებისგან და ისევე როგორც G22, “P22”-ის კონსტრუქცია არანაირად არ არის მარტივი და საკმაოდ ბევრ დეტალსაც იყენებს. ორივე ასე ვთქვათ ტიპიური გერმანული იარაღებია, რთული მაგრამ მუშა და საიმედო. ორივე იარაღი ასევე იყენებს ერთი და იგივე მჭიდებს, განსხვავდება მხოლოდ ხუფების ფორმაშია.

უფრო სერიოზული წმენდისთვის შესაძლებელია ლითონის რესივერის პლასტმასის ჩარჩოდან ამოღება.  ამისთვის უნდა ამოაგდოთ ორი პინი და ამოწიოთ ლითონის რესივერი, რომელიც ტექნიკურად არის იარაღის ძირითადი ნაწილი და სწორედ მასზე და ასევე საკეტზე არის დატანილი სერიული ნომერიც. ყუარადღება მიაქციეთ საკეტის შემაკავებელს და მის V ფორმის ზამბარას, რომ დაშლისას ზამაბარა არ ამოხტეს და არ დაიკარგოს. შესაძლებელია რესივერის ბოლომდე დაშლა, ორი ხრახნის ამოღების შემეგ მაგრამ, ამის გაკეთებას ვურჩევ იმას ვისაც აქვს ასეთ შედარებით რთულ დ ფაქიზ მექანიზმებთან მუშაობის გამოცდილება. თუ ოდესმე ამოიღებთ რესივერს ჩარჩოსგან, დარწმუნდით რომ ხსენებული ორი ხრახნი, რომელიც კრავს რესივერის ორ ნახევარს ბოლომდე გადაჭერილია და თუ არის საშუალება გამოიყენეთ ხრახნების ფიქსატორი (ლურჯი “locktite”).

p22resiver

ჩარჩოდან ამოღებული “P22”-ის ლითონის რესივერი, რომელიც აერთიანებს ლულას და დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს.

პისტოლეტის დამაბრუნებელი ზამბარა და მისი ღერძი არ არის გადაბმული ანუ ცალკე დეტალებია. აწყობისას თუ ზამბარა შიგნით აიხლართა და ამასობაში მოახერხეთ და საკეტი გაუკეთეთ ჩარჩოს, ჩათვლეთ, რომ სერიოზულ შარში ხართ. იარაღის დაშლა და ზამბარის მოხსნა ხდება ძალიან რთული და შესაძლებელია ზამბარის ან იარაღის დაზიანება. ეს რომ არ მოხდეს აწყობისას გამოიყენეთ პლასტმასის ღერძი რომელიც  კომპლექტში მოყვება პისტოლეტს.

p22guide rod

იმისთვის რომ ზამბარა არ აიხლართოს შიგნით, წამოაცვით მას პლასტმასის ღერძი. როგორც კი საკეტს გაუკეთებთ ჩარჩოს ის თავისი ამოვარდება.

რაიმე დამატებითი, განსაკუთრებულ პროცედურები ან თავისებურებები ამ იარაღის მოვლისთვის არ არსებობს. უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება ორ ხრახნს რომელიც კრავს ფოლადის ქვე-ჩარჩოს და შეეცადეთ ლულის წმენდისას არ გამოიყენოთ რკინის შომპოლი. დანარჩენში ეს იარაღი ისევე იწმინდება, როგორც ნებისმიერი სხვა ნახევრად-ავტომატური პისტოლეტი და რა თქმა უნდა read the fucking manual, ანუ წაიკითხეთ წყეული ინსტრუქცია, სადაც მოცემულია ის მინიმუმი რაც უნდა იცოდეთ თქვენ იარაღზე.

რაც შეეხება “P22”-ის გამოყენების ფილოსოფიას, ის  არის „პლინკერი“, შექმნილი Walther P99-ის „მოტივებზე“, მაგრამ იმის თქმა რომ “P22” არის “P99”-ის სავარჯიშო ვარიანტი ნამდვილად არ შეიძლება. პისტოლეტები გვანან ერთმანეთს მხოლოდ ვიზუალურად, ხოლო მასა, გაბარიტები, მართვის ელემენტები და კონსტრუქცია ძირეულად განსხვავდება. “P22” არის ტიპიური „კვაზი ტაქტიკური“ პლინკერი, ანუ მცირეკალიბრიანი პისტოლეტი გასართობი სროლისთვის, მაქსიმალურად მიმსგავსებული საბრძოლო იარაღს. მცირეკალიბრიანი პისტოლეტების მეორე ოჯახს განეკუთვნება მოდელები, რომლებიც განკუთვნილია მიზანში სროლისთვის და სპორტისთვის. ესენია მაგალითად Colt Woodsman, Hi-Standard, Browning Buckmark, Ruger Mk1,2,3 და ასე შემდეგ. რომელ მოდელზე გააკეთოთ არჩევანი თქვენი საქმეა, მაგრამ ჩემი აზრით “P22” და მისი ანალოგები უფრო გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც ყიდულობენ თავის პირველ იარაღს ან სურთ ასწავლონ სროლა თავის შვილებს. იარაღი ლამაზად, „ტაქტიკურად“ გამოიყურება. სავსეა უსაფრთხოების სისტემებით, მაგრამ მისი მოდით ასე ვთქვათ საბრძოლო თვისებები და გამძლეობა გრძელვადიან პერსპექტივაში საკითხავია. ლულა მეტისმეტად მოკლეა, პლასტმასის სამიზნე მოწყობილობები ვერ გაუძლებენ უხეშ მოპყრობას. მოკლედ “P22”  არის კლასიკური სამოქალაქო „პლინკერი“, მაგრამ თავისი უნიკალური თვისებებითაც. ესენია მცირე ზომები და წონა, იარაღი ძალიან ადვილად იშლება, ხელმისაწვდომია ბევრი აქსესუარი და მას აქვს ყველაფერი რაც გვხვდება საბრძოლო და თანაც ძვირიან, თანამედროვე პისტოლეტებში. ფასს რაც შეეხება, საქართველოში “P22” საკმაოდ ბევრია და ფასიც არ არის მაღალი. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ერთ მაღაზიაში მართალია “P22” -ს ადევს 1650 ლარი, მაგრამ ავტორმა შეიძინა მეორადი იარაღის ბაზარზე პრაქტიკულად ახალი პისტოლეტი სულ რაღაც 500 ლარად.

viridianp22

“P22” არის ხარისხიანად შესრულებული იარაღი. დეტალები უნაკლოდ არის შესრულებულია. არაფერი არ არის მორყეული ან ცუდათ მორგებული. მიუხედავად მოკრძალებული ზომებისა და არც ისე დიდი ფასისა პისტოლეტი არ გამოიყურება როგორც იაფი იარაღი. შთაბეჭდილებას ოდნავ აფუჭებს სხვადასხვა წარწერების და დამღების სიმრავლე მაგრამ ეს გემოვნების ამბავია. სურათზე პისტოლეტს დამატებით დაყენებული აქვს ლაზერული სამიზნე მოწყობილობა Viridian WP22.  

სიმართლე რომ გითხრათ ეს “P22” არის უკვე მესამე, რომელიც ჩემ საკუთრებაში იყო. სულ პირველი “P22” მე შევიძინე ჯერ კიდევ იმ დროს როდესაც საერთოდ არც ვფიქრობდი მეწერა იარაღებზე. მეორეც არც ისე დიდიხნის წინ მქონდა მაგრამ დიდი ხანი არ გამიჩერდა. მახსოვს ის პირველი „ვალტერი“ რომ შევიძინე, მივიტანე ტირში სადაც დამხვდა ჩემი მეგობარი და ცელოფნის პარკში მას ჩალაგებული ქონდა ასე 300-400 ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა წარმოების ვაზნა. უმეტესობა დაფარული გამხმარი პარაფინით და რა თქმა უნდა რკინის მასრებით.  დროში ორივე შეზღუდული ვიყავით და ამიტომაც ეს ვაზნები ისე სწრაფად ვისროლეთ რამდენად სწრაფადაც ვახერხებდით ორი მჭიდის ვაზნებით ავსებას. პისტოლეტს ბოლი ასდიოდა მაგრამ ეს ვაზნები შეჭამა მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე. ამის მერე მე მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს თანამედროვე „ტაქტიკური პლინკერები“ (Walther P22, SIG Mosquito, GSG-1911), ჩემთვის ჩავინიშნე რომ პატარა „ვალტერი“ არ არის ზედმეტად პრეტენზიული ვაზნებთან მიმართებაში, რასაც ვერ ვიტყვი SIG Mosquito-ზე, რომელიც არ მუშაობდა ყველა ვაზნასთან.

მცირეკალიბრიან იარაღის საიმედოობის ხარისხი პირველ რიგში ზარალდება გამოყენებული ვაზნის გამო. .22LR არ არის ვაზნა, რომელიც მაინცდამაინც საუკეთესოა ავტომატური იარაღისთვის. თავიდან ეს ვაზნა იქმნებოდა რევოლვერებისთვის და ხელით გადასატენი შაშხანებისთვის. როდესაც ჯონ ბრაუნინგი ქმნიდა თავის 1905 წლის მოდელის პისტოლეტს, მან როგორც ჩანს დაასკვნა რომ .22LR არ იქნებოდა საიმედო და ამიტომაც შექმნა მისი ანალოგი ცენტრალური აალებით – „6.35 ბრაუნინგი“. ბუნებრივია გარსით დაფარული ტყვიის და ცენტრალური აალების სქემის გამო ეს ვაზნა ბევრად უფრო ძვირი გამოვიდა და ვერ ჰპოვა ისეთი გავრცელება, როგორც .22LR-მა. უკანასკნელს აქვს რბილი ტყვია,  გარსის გარეშე და თხელი მასრა, რის გამო ტყვიის თავის ან ვაზნის დეფორმაცია შესაძლებელია ხელით. დენთის ნესტის ზემოქნედებისგან დაცვის მზინით გამოიყენება პარაფინი, რომელიც დამატებით აბინძურებს იარაღს ხოლო თუ ის გახმა საგრძნობლად ზემოქმედებს საიმედოობაზე და ბოლოს მასრას აქვს რკალი, რომლის დიამეტრი მასრის დიამეტრზე დიდია რაც განაპირობებს სპეციფიური მჭიდის  გამოყენებას სადაც ვაზნები ლაგდება კუთხით და როგორც წესი ერთ რიგად, რის გამო მიუხედავად ვაზნის პატარა ზომისა აბსოლუტური უმეტესობა პისტოლეტების იყენებს მაქსიმუმ 10 ვაზნიან მჭიდებს. ჩემი დაკვირვებით არც წრიული აალების სქემა არ გაოირჩევა საიმედოობით, იმიტომ რომ ყველაზე ხშირი დაბრკოლება .22lr ვაზნების სროლისას არის როდესაც დამრტყმელის დარტყმას არ მოყვება გასროლა. და ბოლოს გარდა ამ ყველაფრისა ამ კალიბრის სხვადასხვა მუხტების საწყისი სიჩქარეები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. 240 მ/წ-დან 520 მ/წ-მდე რაც ორმაგი განსხვავებაა.  მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს ტყვიის ფორმაც. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ბოლო დროს მწარმოებლები აკომპლექტებენ იარაღებს სხვადასხვა წონის დამაბრუნებელი ზამბარებით, რომლებიც გათვლილია ვაზნებზე სხვადასხვა საწყისი სიჩქარით ან უბრალოდ უთითებენ ინსტრუქციაში რა ტიპის ვაზნების გამოყენება სასურველია იმისთვის რომ იარაღი საიმედოთ მუშაობდეს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით ბუნებრივია, რომ .22 კალიბრის ავტომატური იარაღები გამოირჩევიან ნაკლები საიმედოობით, რაც დასტურდება ჩემი ჩანაწერებითაც. წლების განმავლობაში ათობით მცირეკალიბრიანი იარაღის ექსპლუატაციისას, დაბრკოლებები იმდენი დაგროვდა, რომ მე გამოვყავი .22 კალიბრის იარაღების სტატისტიკა ცენტრალური აალების ვაზნებზე გათვლილი იარაღების სატატისტიკისგან.

p22options

ოფციებით გაჯერებული P22, პრაქტიკულად ყველაზე მდიდრულად დაკომპლექტებული .22 კალიბრის პისტოლეტია. მეტის მოთხოვნა ამ ფასად უბრალოდ არ შეიძლება. 

ასე რომ შეეგუეთ, რომ თუ იყენებთ სხვადასხვა .22lr კალიბრის ვაზნებს, ადრე თუ გვიან მიაგნებთ ისეთს, რომელზეც თქვენი იარაღი კატეგორიულ უარს იტყვის. ზოგ იარაღი უფრო გათვლილია სწრაფ და ზე-სწრაფ (high velocity, hyper velocity) ვაზნებზე, ეს ეხება მეტ წილად თანამედროვე იარაღებს, ზოგი პირიქით სტანდარტულ სიჩქარიან ვაზნებზე. ეს უკვე განსაკუთრებით ეხება ძველ იარაღებს, რომლებიც გამოშვებულია იმ დროს როდესაც ზე-სწრაფი .22 კალიბრის ვაზნები არც არსებობდა. ჩემი აზრით კარგი იარაღია ის რომელიც მუშაობს ყველაზე იაფ და სუსტ ვაზნებზე. “პლინკერი” უნდა სწორედ ასეთ ვაზნებზე მუშაობდეს საიმედოთ. იმიტომ რომ “პლინკინგი” ანუ გასართობი/რეკრეაციული სროლა პირველ რიგში ითხოვს იაფ ვაზნებს ხოლო სამიზნეს ტყვია რა სიჩქარით მოხვდება ამას არანაირი აზრი არ აქვს. გარდა ამისა ჩემი დაკვირვებით უფრო ნელი ტყვიები უფრო უკეთეს სიზუსტეს აჩვენებენ, რისი მიზეზიც არის სავარაუდოთ ის რომ რბილი ტყვია უკეთესად იჭრება ხრახნებში და კარგად სტაბილიზირდება. რხევა და ვიბრაციაც ნაკლებია.

400px-waltherp22ca

Walther P22CA, მოდელი გრძელი ლულით (127მმ) და ე.წ. ლულის სტაბილიზატორით რომელიც აგრძელებს საკეტის ფორმას და მასზე განლაგებული მორას წყალობით სამიზნე ხაზიც უფრო გრძელია 170მმ, 130მმ-ის ნაცვლად. დანარჩენში ეს პისტოლეტები აბსოლუტურად იდენტურია. 

შეიარაღებული ამ ცოდნით ჩვენ გქვონდა მოლოდინი რომ იარაღი უპრობლემოდ იმუშავებდა, მაგრამ ცხადია არ ველოდებოდით სპორტული იარაღის სიზუსტეს. ჩვენ სპეციალურად მოვაგროვეთ ექვსი მუხტი და დამატებით ნაყარი ძველი, ვაზნები სხვად სხვა ტიპის ტყვიებით. ვისროლეთ როგორც ზე-სწრაფი, სწრაფი, სტანდარტული და ასევე “საბ-სონიკ” მუხტები. ტყვიები იყო მრგვალთავიანი, ექსპანსიური, კონუსური ფორმის, დაფარვით და დაფარვის გარეშე, ლატუნის და რკინის მასრებით. მოკლედ პრაქტიკულად ყველანაირი .22lr კალიბრის ვაზნა, რომელიც შეიძლება შეგხვდეს. როგორც ველოდით და ვიმდეოვნებდით, პისტოლეტმა მოინელა ყველა ვაზნა შეფერხების გარეშე. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ  P22 არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მცირეკლაიბრიანი პისტოლეტი, რომელიც ჩვენ შეგვხვედრია. ასევე ტესტირებისას ჩვენ მივაქციეთ ყურადღება იმას, რომ ექსტრაქცია იყო არაერთგვაროვანი. ძალიან სუსტი “ელეი სპორტის” გამოყენებისას, მასრები მსროლელის ფეხებთან ვარდებოდა, ორჯერ პისტოლეტი არ დადგა საკეტის შემაკავებელზე, რაც ნიშნავდა რომ კიდე ცოტაც და მოხდებოდა დაბრკოლება, მაგრამ მაინც პისტოლეტმა მოინელა ერთი კოლოფი ამ ვაზნების შეფერხების გარეშე. ინეტრენტში არის “რეცეპტები” P-22-ის “ტიუნინგის” მათ შორის ექსტრაქციის გაუმჯობესების, მაგრამ თუ იარაღი მუშაობს, მისი ხელის ხლება არ ღირს. შეგახსენებთ, მხოლოდ რომ სროლისას დამცავი სათვალე აუცილებელია. P-22-ის შემთხვევაში ის დაგიცავთ თქვენ დენთის ნაწილაკებისგან და თუნდაც უკან გამოსროლილი მასრისგან.

რა თქმა უნდა შემოწმდა პისტოლეტის სიზუსტე. სროლა ხორციელდებოდა ხელიდან 15 მეტრზე, ხოლო ქვემოთ მოცემულია სროლის შედეგები 15 მეტრზე ხელიდან.

Winchester SuperX Sub-sonic – 5.5სმ

Sellier&Bellot HP- 4.5სმ

Eley Sport – 5სმ

CCI MiniMag – 5.5სმ

Sobol LVE – 4.8სმ

Sellier&Bellot High Velocity – 4.8სმ

შედეგები არ არის განსაკუთრებულად გამაოგნებელი მაგრამ, იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი. პისტოლეტს მკვეთრად გამოხატული ჩვევა აქვს ერთი ტყვია აქციოს “ფლაიერად” და ზევით ჯგუფები მოცემულია ერთი “ფლაიერის” გამორიცხვით (სამ შემთხვევაში ექვსიდან).  ფლაიერი არის ტყვია რომელიც ანომალიურად შორს არის ძირითადი შეჯგუფებისგან. ეს ფენომენი აღწერილია არა ერთ მიმოხილვაში სხვადასხვა პისტოლეტების. რა არის ამის მიზეზი დადგენა ძნელია. შესაძლებელია საქმე იყოს იმაში, რომ პირველი ვაზნა თავსდება მექანიკურად მსროლელის მიერ ხოლო დანარჩენი ვაზნები ავტომატურად გადატენვით და ვაზნის განთავსება სავაზნეში ხდება სხვანაირად რაც იწვევს ამ ფენომენს. მოკლედ არ ვიცი ზუსტად მაგრამ ეს ფენომენი ამ კონკრეტულ პისტოლეტში არსებობს. ტყვია ძალიან შორს არ ხვდება, უბრალოდ ის უფრო მეტად არის დაცილებული ძირითადი ჯგუფისგან. გარდა ამისა ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ უკანა სამიზნე მოწყობილობა ოდნავ თამაშობდა ზევით ქვევით რამაც ასევე ალბათ დააზარალა სიზუსტე მაგრამ, რაც არ უნდა იყოს P-22 არ არის სპორტული პისტოლეტი. 15 მეტრიდან ამ იარაღიდან გარანტირებულად გაარტყავთ “კოკა-კოლის” ქილას და მეტი მას არც მოეთხოვება. რა თქმა უნდა გაარტყავთ თუ სროლა იცით. თუ იცით არც P-22  არ გიმტყუნებთ. რაც მთავაროა ეს პისტოლეტი არის აბსოლუტურად საიმედო და არ გაჭედავს სროლისას. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ კარგად დაზეთოთ პისტოლეტი,  და წმენდისას მიაქციოთ ყურადღება რომ საკეტის სარკე, ექსტრაქტორი, მჭიდი და სავაზნე იყოს სუფთა.

ბოლოს დავამატებდი, რომ სროლა P-22-დან ძალიან სასიამოვნოა. უკუცემა პრაქტიკულად არ არის. იარაღი ზის ღრმად  ხელში მაგრამ გამორიცულია რომ საკეტი გამოედოს ხელს. სამიზნე მოწყობილობები დიდია და დამიზნება ადვილია თუმცა ჩემი აზრით უკანა სამიზნე მოწყობილობა ძალიან განიერია და მასში კორა ძალიან ვიწრო ჩანს. ხანდახან სამიზნეები ისეა შესრულებულია რომ შუქს ცუდათ ატარებენ და დამზინეაბ ძნელია, ამ შემთხვევაში პირიქით მაგრამ სამაგიეროდ ცუდი განათების პირობებში დამიზნება ცოტათი უფრო ადვილი იქნება. იარაღის მართვის ელემენტები უნაკლოდ მუშაობენ. მცველით, საკეტის შემაკავებლით, მჭიდის ღილაკით ოპერირება ადვილია. ყველაფერი თავის ადგილას არის და ისე მუშაობს როგორც უნდა მუშაობდეს გერმანული წარმოების იარაღში. პისტოლეტის სასხლეტი არის კარგი, ის არ არის უნიკალური, რამით გამორჩეული, თავისი მახასიათებლებით ის ზუსტად შეესაბამება იარაღის დანიშნულებას. სვლა სასხლეტს ოდნავ გრძელი აქვს, რესეტი კარგია, წონა ერთმაგ რეჟიმში 2.2 კგ, ორმაგ რეჟიმში 5.7კგ.  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია P-22 არის ყველაზე გავრცელებული .22 კალიბრის პისტოლეტი მსოფლიოში. საქართველოში ის “მარგოლინთან” ერთად ასევე ყველაზე ხშირად გვხვდება, და ეს გასაკვირი არ არის. ეს პისტოლეტი ისევე კარგად მუშაობს როგორც გამოიყურება.

P-22 არ არის თავდაცვითი იარაღი და მისი ამ როლისთვის რეკომენდირება არ შეიძლება. .22 კალიბრის ტყვიას 87მმ-ნი ლულიდან ექნება ძალიან დაბალი საწყისი სიჩქარე, მაგრამ რამე არ შეგეშალოთ, P-22 არის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც შეუძლია მოკლას ადამიანი, უდიერად მოპყრობას ეს იარაღი არ გაპატიებთ და თუ ღმერთმა არ ქნას და მოგიწიათ ამ პისტოლეტის გამოყენება თავის დასაცავად, მაშინ გამოგადგებათ მისი ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები და უმჯობესია მჭიდში ელაგოს ყველაზე ძლიერი ვაზნები, მითუმეტეს როდესაც პისტოლეტს არანაირ შეზღუდვა ასეთი ვაზნების გამოყენებისას არ აქვს.

p1070663

გაბარიტებით და საცეცხლე ძალით P22 შუაში დგას “გლოკ 19″-სა და “ჩზ92″-ს შორის. 10+1 ვაზნაც კარგად ჯდება ამ პატარ პისტოლეტის ფორმატში. 

ამ მიმოხილვის დასასრულს მე მინდა გითხრათ, რომ P-22-ის შემთხვევაში, რაც უფრო ახალია პისტოლეტი მით უკეთესი. პირველი გამოშვების P-22-ები იყო საკმაოდ პრობლემური პისტოლეტები და ლომის წილი პრობლემების უკავშირდებოდა მჭიდების არასრულყოფილ კონსტრუქციას. ასე რომ იმისთვის, რომ P-22-მა საიმედოთ იმუშაოს, ახალი პისტოლეტიდან უნდა ისროლოთ 15-200 ძლიერი ვაზნა, რომ პისტოლეტი “მოჯდეს”, ეს ეხება პირველ რიგში დისკონექტორის ყურებს რომლებიც შესრულებულია სასხლეტის ბერკეტზე და ედება საკეტს და იარაღი უნდა იყოს კარგად დაზეთილი. როგორც წესი ასეთ შემთხვევაში P-22 უპრობლემოდ მუშაობს.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. Walther P-22 ითვლება იაფ იარაღად, ითვლება რომ ის შექმნილია Umarex-ის მიერ, რომელიც უშვებს აირსოფტ და პნევმატურ იარაღებს და მათ შორის ფლობს “Walther”-ს, ინტერნეტში ხშირად წერენ პრობლემებზე ამ პისტოლეტთან, მაგრამ ჩვენ გვაქვს მხოლოდ პოზიტიური გამოცდილება ამ იარაღთან და ჩვენ შეგახსნებთ გვქონდა სამი P-22. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე P-22 არის ულტრა საიმედო და კარგი გასართობი პისტოლეტი. ის ისევე როგორც საბრძოლო პისტოლეტები დაკომპლექტებულია ყველაფრით რაც საბრძოლო პისტოლეტს უნდა ქონდეს მაგრამ ამავე დროს იყენებს იაფ ვაზნას, ღირს ნაკლები და არის ბევრად უფრო კომპაქტური. ეს პისტოლეტი არის იმისთვის ვისაც სურს დახვეწოს თავისი ზუსტი სროლის უნარი, ეს იარაღი არის შექმნილი გასართობი სროლისთვის და თქვენი მეგობრები შეაფასებენ მის მაგარ გარეგნობას და ყველა ერთად შესანიშნავად გაერთობით ამ იარაღიდან სროლისას. შეძენისას მიიღეთ გარანტიები რომ იარაღი უპრობლემოა. ეს წესი ეხება ყველა “ბიუჯეტურ” იარაღს.

1905 წლის ბრაუნინგის პისტოლეტის და .25 ACP-ს მიმოხილვა

Thursday, July 14th, 2016

ვინ იცის როგორ განვითარდებოდა იარაღის წარმოების ისტორია რომ არა ერთი შეხვედრა ჰარტ ბერგსა და ჯონ მოზეს ბრაუნინგს შორის ქალაქ ჰარტფორდში აშშ. ჰარტფორდი, ქალაქი რომელიც ყველა იარაღის მოყვარულისთვის უნდა იყოს ცნობილი იმით რომ სწორედ მანდ იყო დაფუძნებული კომპანია კოლტი, რომელზეც იმ დროს მუშაობდა ნიჭიერი კონსტრუქტორი ჯონ მოზეს ბრაუნინგი. ჰარტ ბერგი იყო ბელგიური სინდიკატის FN-ის წარმომადგენელი რომელიც საქმიანი ვიზიტით ეწვია აშშ-ს. აღნიშნული სინდიკატი დაფუძნდა 1889 წელს და გააერთიანა 13 ბელგიელი იარაღის მწარმოებელი ხოლო ჰარტ ბერგის მიზეზი ამერიკაში ჩასვლის იყო მოლპარალაბები ველოსიპედების წარმოების განვითარებაზე აშშ-ში და სწორედ ამ ვიზიტის დროს შეხვდა ის ჯონ ბრაუნინგს. უნდა განვმარტოთ ის გარემოებები რომლებმაც განაპირობეს ეს ისტორიული შეხვედრა იმიტომ რომ ამ გარემოებემა განაპირობეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამშრომლობის დაწყება. იმ პერიოდში ბრაუნინგი უშედეგოდ ცდილობდა დაერწმუნებინა კოლტი მისი ახალი .32 კალიბრის პისტოლეტის წარმოების მიზანშეწონილობაში, ხოლო FN-ის დაინტერესება ველოსიპედების წარმოებით იყო განპირობებული იმ ფაქტით, რომ მათ შეასრულეს ბელგიის არმიის დაკმაყოფილება საკმარისი რაოდენობის 1889 წლის მოდელის მაუზერის შაშხანებით (რაც იყო FN-ის დაფუძნების მიზეზი) და 1894 წელს შეკვეთის შესრულების შემდეგ გერმნაული DWM-გან ნაყიდი ახალი საწარმოო ხაზები პრაქტიკულად არ იყო დატვირთული წარმოებით, რის გამოც FN-ი გადავიდა ველოსიპედების, ავტომობილების და ტყვიაწამლის გამოშვებაზე. ხსენებული შეხვედრისას ბერგმა და ბრაუნინგმა  დაინახეს ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ წინაშე იშლებოდა. 1897 წლის 17 ივლისს FN-ის პრეზიდენტმა შარლ დე მარმოლმა და ჯონ ბრაუნინგმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც FN-ს გადაეცემოდა ექსკლუზიური უფლება ბრაუნინგის 7.65 კალიბრის პისტოლეტის წარმოებაზე და გაყიდვაზე (გარდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის და კანადისა). 1900 წლის მოდელის ბრაუნინგის პისტოლეტს  უდიდესი კომერციული წარმატება ხვდა წილად. ის იყო მარტივი, კომპაქტური და საიმედო პისტოლეტი. ამის პარალელურად ბრაუნინგი მუშაობდა ურიცხვ სხვა იარაღის მოდელებზე, თოფებზე, კარაბინებზე და პისტოლეტებზე. გამოდმინარე იქიდან რომ მისი იდეები უსწრებდნენ დროს და უბრალოდ იმ პერიოდში არ არსებობდა ისეთი ვაზნები რომლებიც მას ჭირდებოდა ის ასევე ყველაფერთან ერთად თავად ქმნიდა ახალ კალიბრებს. ასე გაჩნდა მაგალითად .45 ACP და .32 ACP. ბრაუნინგი მუშაობდა როგორც FN-ის ასევე Colt-ის ინტერესებში, ხოლო ამ ორმა კომპანიამ ეფექტურად გაიყვეს ბაზარი მაქსიმალური მოგების მიზნით. ბოლომდე უცნობია ვის ეკუთვნოდა იდეა ახალი კომპაქტური ჯიბის პისტოლეტის შექმნის, FN-ის ხელმძღვანელობას თუ თავად ბრაუნინგს, მაგრამ 1905 წელს FN-მა მიიღი უფლება ახალი 6.35 (.25) კალიბრის ჯიბის პისტოლეტის წარმოებაზე და გაყიდვაზე ხოლო იმავე წელს კოლტმა წარუდგინა საზოგადოებას პირველი ბრაუნინგის კონსტრუქციის .45 კალიბრის პისტოლეტი. ახალი ჯიბს .25 კალიბრის (6.35მმ) დაპატენტებული იქნა 1905 წელს მაგრამ ის ასევე ცნობილია როგორც ბრაუნინგის 1906 წლის მოდელი.

 browning_1906_first_model

1905 წლის ბრაუნინგის პისტოლეტი. ადრინდელი გამოშვება

1908 წელს კოლტმა მოიპოვა უფლება ამ პისტოლეტის წარმოების და გაყიდვის აშშ-ის ტერიტორიაზე და პისტოლეტს ეწოდა „კოლტის 1908 წლის მოდელი ჯიბის პისტოლეტი“. (Colt 1908 Vest Pocket Pistol).

 Colt_Model_1908_.25_auto

კოლტი უშვებდა 1908 წლის მოდელის პისტოლეტს 1946 წლამდე და სულ დაახლოებით ნახევარი მილიონი ცალი იქნა გამოშვებული.

ტექნიკურად 1905 წლის ბრაუნინგის პისტოლეტი არის კომპაქტური ავტომატური პისტოლეტი, თავისუფალი საკეტით. ლულა მოსახსნელია და ფიქსირდება იარაღში სამი ბჯენის საშუალებით, რომელიც შედის შესაბამის ჭრილებში ჩარჩოში. პისტოლეტი იყენებს დახურულ დამრტყმელს, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების არის. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პისტოლეტი აღჭურვილი იყო ავტომატური ტარის მცველით, რომელიც ითიშება მას მერე რაც ტარს ხელს მოკიდებთ. პისტოლეტი მთლიანად ფოლადისგან იყო დამზადებული და მისი წონა იყო მოკრძალებული 350 გრამი. მოსახსნელი ერტ რიგიანი მჭიდი ფიქსირდებოდა პისტოლეტში ტარის ქვევით განლაგებული ჩამკეტით და იტევდა 6 ვაზნას. ლულის სიგრძე 53მმ-ს შეადგენდა.

0_492_fn_browning_standard_1906,_6,35_mm

FN-ის გამოშვების 1905 წლის მოდელი. ამჯერად აღჭურვილი მექანიკური მცველით. პირველ მსოფლიო ომამდე გამოშვებულ იქნა ნახევარი მილიონი პისტოლეტი. 1931 წელს ამ რიცხვმა ერთ მლიონს გადააჭარბა.

ბრაუნინგი გაწაფული იყო სამხედრო იარაღის შექმნით და კარგად ესმოდა რომ მარტივი იარაღი უფრო საიმედო იქნებოდა, ისევე როგორც მას კარგად ესმოდა როგორ სირთულეს წარმოადგენდა საველე პირობებში იარაღის წმენდა ან რთული იარაღის ათვისება ჯარისკაცის მიერ. სწორედ ამიტომ თუნდაც სამოქალაქო დანიშნულების „ბრაუნინგი 1905“ გამოირჩეოდა მარტივი კონსტრუქციით და იშლებოდა ინსტრუმენტების გარეშე.

9.1

მოხსენით იარაღს მჭიდი, დარწუნდით რომ სავაზნე ცარიელია, დააფიქსირეთ საკეტი უკანა მდგომარეობაში, დაატრიალეთ ლულა რომ მისი ბჯენები გამოვიდეს ჩარჩოსთან კონტაქტისგან, გაწიეთ საკეტი წინ და ის მოცილდება ჩარჩოს. ამოიღეთ ლულა, დამრტყმელი და მისი ზამბარა. ჩარჩოს მოაცილეთ დამაბრუნებელი ზამბარა თავის ღერძით. იარაღი მზად არის გასაწმენდათ და დასაზეთად.   

პისტოლეტმა ეგრევე ჰპოვა აღიარება, დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მომდევნო წლებში მისი უამრავი ულიცენზიო ასლიც გამოდიოდა, აქიდან ცხადია ყველაზე ბევრი ასეთი ასლი და ამ პისტოლეტზე დაფუძნებული ანალოგიური კონსტრუქციის იარაღი გამოდიოდა ესპანეთის ეიბარში. „ბრაუნინგ 1905“-ის ყველა ევოლუციურ განშტოების  განხილვას ცალკე წიგნი დაჭირდება ამიტომ ჩვენ მიმოვიხილავთ მხოლოდ ამ პისტოლეტის ოფიციალური მწარმოებლების მიერ განხორციელებულ მოდიფიკაციებს.

1908 წელს კოლტმა ოდნავ შეცვალა პისტოლეტის კონსტრუქცია და აღჭურვა ის ბრაუნინგის კონსტრუციის მექანიკური მცველით, რომელიც ამავე დროს აფიქსირებდა საკეტს უკანა მდგომარეობაში, რაც აადვილებდა მის დაშლას. ამ გადაწყვეტილებამ ასევე გადაინაცვლა FN-ის მიერ წარმოებულ პისტოლეტებზე.

1916 წელს კოლტმა დამატებითი უსაფრთხოების მიზნით აღჭურვა პისტოლეტი ტანსლის კონსტრუქციის მჭიდის მცველით. ანუ იარაღი არ გაისროდა თუ მჭიდი არ იყო მასში მოთავსებული. ბელგიელებმა ამ გადაწყვეტილებაზე უარი თქვეს.

ბელგიაში 1905 წლის მოდელი გამოდიოდა ორ ძირითადი შესრულებით, შავი ოქსიდირებით და ნიკელით დაფარული. FN სთავაზობდა პისტოლეტს დამატებით ექვსი შესრულების ვარიანტით, რომელიც გულისხმობდა გრავირებას, ძვირფასი მეტალებით ინკრუსტაციას და იშვიათი მასალებისგან დამზადებული დეკორატიული სალოყეების დაყენებას.

1931 წელს წარმოებაში მოხვდა რადიკლაურად სახეშეცვლილი პისტოლეტი, რომლის ავტორიც იყო დიდიე სევი, „ბრაუნინგ ჰაი პაუერის“ და “FN FAL” კონსტრუქტორი.  პისტოლეტის კონსტრუქციიდან ამოღებულ იქნა ტარის მცველი რამაც კიდე უფრო შეამცირა პისტოლეტი მასა (275 გრამამდე). ორმხრივი მექანიკური მცვეელი განლაგდა სალოყეს ქვეშ ტარზე, დამაბრუნებელი ზამბარა ამჯერად გახდა ორმაგი (ერთი მეორეზე ჩამოცმული). შეიცვალა ასევე პისტოლეტის იერსახე და სამიზნე მოწყობილობების დიზაინი.  შეცვლილი ჩარჩოს წყალობით, რომელზეც აღარ იყო განლაგებული ტარის მცველი და დამრტყმელის სიგრძის დამოკლებით პისტოლეტის სიგრძე შემცირდა 114 მმ-დან 102 მმ-მდე. პისტოლეტი უსაფრთხოების ხარისხი ასევე გაიზარდა იმით, რომ შეყენებულ მდგომარეობაში დამრტყმელის უკანა ნაწილი გამოდიოდა გარეთ რაც აუწყებდა მსროლელს რომ პისტოლეტი იმყოფებოდა შეყენებულ მდგომარეობაში.

11076_original

1931 წლის  FN Baby. ეს პისტოლეტი გამოდიოდა 1983 წლამდე. გამოშვებული იქმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ერთეული. თავდაპირველად პისტოლეტს უწოდებდნენ „ბები ბრაუნინგს“.

1931 წლის მოდელის ბრაუნინგი გამოდიოდა სამი ძირითადი შესრულებით, სტანდარტული შავი ოქსიდირებით, ე.წ. „რენესანსის“ მოდელი და ასევე მსუბუქი მოდელი, რომელიც დამზადებული იყო „ჰიდუმინიუმისგან“ (Hi-Du-Minium შემოკლებული High Duty Aluminium Alloys), მსუბუქი შენადნობისგან, რომლისგანაც მაგალითად „როლს როისი“ ამზადებდა თავის თვითმფრინავის ძრავებს.

შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც განაპირობა ამ პისტოლეტის ბედი მოხდა 1969 წელს, როდესაც აშშ-ში შევიდა ძალაში კანონი იარაღზე კონტროლის შესახებ, რომელმაც პრაქტიიკულად აკრძალა პისტოლეტების იმპორტი აშშ-ს ტერიტორიაზე და ბუნებრივია ამან იმოქმედა FN-ზე და „ბები ბრაუნინგების“ წარმოება ჯერ შემცირდა შემდეგ წარმოება გაგრძელდა საფრანგეთში Manufacture d’Armes de Bayonne-ს მიერ  და ბოლოს წარმოება საერთოდ შეწყდა.

გამომდინარე იქედან, რომ ეს პისტოლეტები პოპულარობით სარგებლობდა აშშ-ში მის წარმოებას შეეცადნენ ადგილობრივი კომპანიები. ერთ-ერთი იყო Bauer Firearms, მიჩიგანის შტატიდან, რომელმააც ასევე შეწყვიტა არსებობა 1984 წელს. მათ მიერ დამზადებული პისტოლეტები იყო „ბრაუნინგის“ ზუსტი ასლები იმ განსხვავებით რომ საკეტი და ჩარჩო მზადდებოდა ჩამოსხმის მეთოდით, უჟანგავი ფოლადისგან. ბაიონეში FN-ის საკუთრებაში არსებული ქარხნის დახურვის შემდეგ მეორე ამერიკულმა კომპანიამ დაიწყო პატარა „ბრაუნინგების“ წარმოება და ეს იყო PSA (Precision Small Arms) კოლორადოდან, რომელმაც შეიძინა ამ იარაღის წარმოების უფლებები, დარჩენილი ნაწილები და განაახლა წარმოება, მათ შორის დაიწყო საერთაშორისო გაყიდვები FN-ის სახელის გამოყენებით. PSA არის მცირე წარმოება, რამდენადაც ცნობილია მხოლოდ ერთი ოსტატი ახორციელებს ამ პისტოლეტების ხელით აწყობას თუმცა ნაწილების დამზადება ხდება თანამედროვე დაზგების გამოყენებით. PSA-25 აბსოლუტურად იდენტურია 1931 წლის „ბები ბრაუნინგის“ და გამოდის უამრავი შესრულებით და გაფორმებით, დამზადებული ფოლადისგან, ალუმინისგან ან უჟანგავი ფოლადისგან.

psa25

უნაკლო PSA-25. მაგრამ ფასი…. რომელიც საბაზისო მოდელში 800 დოლარიდან იწყება. ორიგინალური კოლტების და ბრაუნინგების ფასი აშშ-ში იწყება 350-400 დოლარიდან თუ პისტოლეტი კარგ მდგომარეობაშია.

როგორც უკვე აღვნიშნე .25 ACP (6.35x15SR) შეიქმნა სპეციალურად 1905 წლის მოდელის ბრაუნინგისთვის. ეს ვაზნა შეიქმნა, როგორც უკეთესი ალტერნატივა .22LR-ის, იმისთვის რომ მას საიმედოთ ემუშავა მოკლელულიან ავტომატურ პისტოლეტში. ამისთვის განსხვავებით .22lr-გან, .25ACP არის ცენნტრალური აალების ვაზნა და უკვე ამიტომ უფრო საიმედოა, ტყვია დაფარულია გარსით რაც უზრუნველყოფს მეტ შეღწევას იმის ხარჯზე რომ არ ხდება ტყვიის ფრაგმენტაცია ან დეფორმაცია, ხოლო მასრა არის „ნახევრად-რკალიანი (Semi Rimed), რაც ზრდის მის საიმედოობას პისტოლეტში გამოყენებისას.  .25 კალიბრის „კლასიკური“ მუხტი არის 50 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვია, საწყისი სიჩქარით 230 მ/წ-ში და ენერგიით 88 ჯოული. თანამედროვე მუხტის მაგალითი არის Cor-Bon-ის ვაზნა 35 გრანიანი ტყვიით, საწყისი სიჩქარე შეადგენს 340 მ/წ-ში ხოლო ენერგია 127 ჯოულს. გამომდინარე იქიდან, რომ სპეციალიზირებული .25 კალიბრის ვაზნები საქართველოში პრაქტიკულად არ გვხვდება, არჩევანი შეზღუდულია „კლასიკუირი“ მუხტებით. ამას შემიძლია მხოლოდ ის დავამატო რომ არსებული მუხტებიდან ავტორის გამოცდილებით ყველაზე ძლიერი არის იუგოსლავიური „პრივი პარტიზანის“ წარმოებული .25 კალიბრის ვაზნები, ხოლო ყველაზე სუსტი ჩეხურ Sellier&Bellot-ის ვაზნები. წლების წინ CZ-92-ის ტესტირებისას იუგოსლავიურმა ვაზნამ ორჯერ მეტი პენეტრაცია აჩვენა ქსოვილის იმიტატორში ვიდრე ჩეხურმა ვაზნამ. ჩეხური ვაზნის ასეთი მოკრძალებული მონაცემები სავარაუდოთ აიხსნება იმით რომ, ამ კალიბრის გამოყენება ხდება მეტ წილად ძველი იარაღებში და მაღალწნევიანი ვაზნების გამოყენება არ იქნებოდა უსაფრთხო და ამიტომ ჩეხებმა ხელოვნურად შეამცირეს მათ მიერ წარმოებული ვაზნების სიმძლავრე. ტერმინალური ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ექსპანსიური ვაზნების გამოყენება არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ ვაზნას უბრალოდ აქ აქვს საკმარისი სიმძლავრე რომ უზრუნველყოს ადეკვატური შეღწევა ტყვიის გაშლლის შემდეგ. .380 ACP-ის (9mm Kurz) ენერგია თუნდაც სტანდარტულ ვაზნაში არის 270 ჯოული რაც სამჯერ უფრო მეტია ვიდრე ტიპიური  .25ACP  კალიბრის ტყვიის ენერგია. მაღალსიჩქარიანი .22LR კალიბრის ტყვიის ენერგია მერყეობს 200 ჯოულის ფარგლებში მაგრამ მოკლე ლულიდან რა თქმა უნდა ეს ციფრი იქნება შემცირებული.  ერთი პერიოდი ითვლებოდა რომ საუკეთესო ტყვია .25ACP კალიბრისთვის, არის მოკლე მთლიანად სპილენძისგან დამზადებული, რომელიც შეღწევისას არ აყირავდებოდა და მაქსიმალურ შეღწევას აჩვენებდა. ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციით მთლიანად სპილენძისგან დამზადებული პისტოლეტის ვაზნების ტყვიები ახალი რეგულაციებით აშშ-ში ითვლება ჯავშანგამტანად და მათი გაყიდვა კერძო პირებზე აიკრძალა, ბუნებრივია ამან შეწყვიტა ამ მიმართულებით სამუშაოები თუმცა ვაზნა ასეთი ტიპის ტყვიით ერთი პერიოდი გამოდიოდა აშშ-ში.

.25ACP პრაქტიკულად არ გამოყენებულა რაიმე სხვა ტიპის იარაღში გარდა ჯიბის პისტოლეტებისა და ამის მიზეზი პირველ რიგში არის მისი ფასი, რომელიც ბევრად უფრო მეტია ვიდრე  .22LR-ის ფასი.

თანამედროვე რეალიებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა .25 კალიბრის ჯიბის პისტოლეტი არ შეიძლება იყოს განხილული როგორც სერიოზული თავდაცვის საშუალება. ზოგ სტატიაში რომელიც ეხება .25 კალიბრის პისტოლეტებს, წერია რომ მათი მცირე ზომის და მისაღები ფასის გამო ამ იარაღის ტარება შესაძლებელია ნებისმიერ დროს ნებისმიერ ტანსაცმელში ჩაცმული და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ არ შეიძლება იმის იგნორირება, რომ .25 არის უბრალოდ ძალიან სუსტი ვაზნა. ამავე დროს ამ კალიბრის პისტოლეტები არ გამოირჩევიან კარგი ერგონომიულობით, სროლისუნარიანობით და დახვეწილი სამიზნე მოწყობილობებით, რის გამოც დაბალი უკუცემა, გასროლის ხმა და ლული ალი დიდად სროლის ეფექტურობას არ უწყობენ ხელს და ზუსტი სროლა ასეთი პისტოლეტებიდან საკმაოდ რთულია.

dffdsfsddfasdfasdafsdfs

.25 კალიბრის „ბერეტტა“ .380 კალიბრის „კელ-ტექ“-თან შედარებით. განსხვავება გაბარიტებში აშკარაა, ისევე როგორც კალიბრის სიმძლავრეში. 

დიახ ბევრიც თვლის რომ .25 ACP არ არის ხელწამოსაკრავი კალიბრი, მაგრამ ჩემი აზით ამ კალიბრის იარაღი არის ბოლო შანსის თავდაცვითი იარაღი, რომლის ეფექტური გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სასაუბრო დისტანციებზე, მსუბუქად ჩაცმული „ადვვილი“ სამიზნეების წინააღმდეგ, ხოლო არჩევანი მასზე უნდა გააკეთოთ თუ ცხოვრობთ ან მუშაობთ ისეთ გარემოში სადაც თავდასხმის ალბათობა მინიმალურია და არ გულისხმობს რამდენიმე თავდამსხმელს. ამავე დროს .25 ACP სულაც არ არის სათამაშო კალიბრი და ისეთივე სიფრთხილეს ითხოვს როგორც მსხვილ კალიბრიანი იარაღი. .25 კალიბრის ვაზნებს დღეს უვებს ყველა მსხვილი მწარმოებელი ხოლო იარაღებს ამ კალიბრზე გარდა მცირე წარმოებებისა ასევე უშვებს Cz, Beretta, Taurus.

გამოყენებული ვაზნის ტიპიდან გამომდინარე .25 კალიბრის კარგი პისტოლეტი და თუ ის  მითუმეტეს FN-ი, Colt-ი ან PSA არის, იქნება უფრო საიმედო ვიდრე .22LR პისტოლეტი, ექნება უფრო ნაკლები ლულის ალი და ხმა ვიდრე ცხელ .22LR ან ჩვეულბრივ .22WMR-ს, ერთი და იგივე ლულის სიგრძის შემთხვევაში, ხოლო განსხვავება ენერგიაში იქნება მინიმალური. გაითვალისწინეთ, რომ კოროზიით დაზიანებული ლულიდან სროლისას თუ არ ხდება ტყვიის საკმარისი ობტურაცია ტყვიის ენერგია შეიძლება კატასტროფულად შემცირდეს ისეთ ზღვრამდე, რომ იარაღი გახდეს საერთოდ არაეფექტური.

სიზუსტეს რაც შეეხება თუნდაც ყველაზე პრიმიტიული სამიზნე მოწყობილობებით, როგორიც არის 1905 წლის მოდელზე (ღარი საკეტის ზედა ნაწილში) 10-15 მეტრიდან სილუეტში გარტყმა არ არის პრობლემა. ასე რომ იცოდეთ თქვენი იარაღის შესაძლებლობები და რეგულარულად ივარჯიშეთ მის გამოყენებაში.

54_174

1905 წლის „ბრაუნინგიდან“ სროლისას, უხერხულობას ქმნის პისტოლეტის ტარის ფორმა და ტარის მცველი. პისტოლეტს მაგრად უნდა წაავლოთ ხელი და როგორც ყველა ანალოგიური გადაწყვეტილების მქონე პისტოლეტი, ის მგძნობიარეა ჭერის მიმართ. დიდი ხელების პატრონს ეს არ მოეწონება. 

ჩვენი ტესტი – SIG-Sauer P239

Saturday, May 7th, 2016

ალბათ იარაღის წარმოების ისტორიაში არ არის უფრო უკეთესი თანამშრომლობის ისტორია, ვიდრე შვეიცარიული SIG-ის და გერმანული „ზაუერის“. ეს ორი კომპანია გაერთიანდა ახალი 9მმ-ნი სამხედრო და პოლიციური იარაღის შექმნის მიზნით, რომელსაც უნდა შეეცვალა შეიარაღებაში მყოფი მოდელი P210, რომელიც დღემდე ითვლება ყველაზე მაღალი ხარისხის 9მმ-ან პისტოლეტად შეუდარებელი ხარისხით, სიზუსტით და საიმედოობით. ასეთი მაღალი მოთხოვნებით შექმნილი იარაღი ორ ქვეყანაში, რომელიც სახელგანთქმულია თავისი მაღალი საწარმოო კულტურით უნდა ყოფილიყო ფენომენალური და ეს ასეც გამოვიდა.  ამ თანამშრომლობის პირველი პროდუქტი იყო ჩინებული “SIG Sauer” P220, ინოვაციური როგორც კონსტრუქციული თვალსაზრისით ასევე გამოყენებული საწარმოო ტექნოლოგიებით. მისი წარმოება დაიწყო 1975 წელს.  ინოვაციების გრძელ სიაში მათ შორის შედიოდა ჩაკეტვის სქემა რომელშიც ბჯენის როლს ასრულებდა სავაზნეს კუთხე, რომელიც თავის მხრივ ებჯინებოდა ექსტრაქციის ფანჯრის კუთხეს. ასევე პისტოლეტი იყენებდა ფოლადის ფირფიტისგან დაბეჭდილ (stamped, штамповка) საკეტს, ხოლო საკეტის გული დამზადებული ფრეზირებით, ფიქსირდებოდა მასში გაყრილი ხვეული შტიფტის მეშვეობით. ამის გამო საკეტი იყო მსუბუქი და მისი წარმოება ჯდებოდა იაფი. ასევე ინოვაციური იყო ნაცვლად იმ დროს პოპულარული მექანიკური მცველისა, ჩარჩოს მარხენა მხარეს ჩახმახის მექანიკური დამშვების ‘დეკოკერის” გამოყენება, რომელიც ერგო პისტოლეტს Sauer 38-ისგან.  მოგვიანებით შესანიშნავ P220-ს მოყვა პრაქტიკულად „ვალტერ პპ“-ს კონცეპტუალური კლონი, მოდელი P230 გათვლილი მოკლე 9მმ-ან ვაზნაზე და შემდგომ მოდელი P225, P220-ის კომპაქტური ვერსია. 70-ნი წლების მიწურულს ახალ კომპანიაში შედიოდა უკვე ნახსენები გერმანული „ზაუერი“ რომელიც “ზოგმა” იყიდა  და ასევე შვეიცარიული სპორტული იარაღების მწარმოებელი “Hammerli”. ამ კომპანიების ისტორიას რომ გადავხედოთ, მივხვდებით რატომ გამოვიდა “P” სერიის პისტოლეტები (ამ სტატიაში “P” სერიას პირობითად ვუწოდებთ პისტოლეტების ოჯახს, რომელიც მოიცავს P220-ის კონსტრუქციაზე დაფუძნებულ მოდელებს მხოლოდ)  ასეთი კარგი. შვეიცარიელებმა SIG-იდან შექმენს ახალი იარაღისთვის გონივრული და ჭკვიანური კონსტრუქცია, გერმანელებმა „ზაუერიდან“ უზრუნველყვეს ტრადიციულად მაღალი გერმანული წარმოების ხარისხი ხოლო სპორტულ იარაღში სპეციალიზირებულ „ჰამერლის“ მიერ დამზადებული ლულების წყალობით P-სერიის პისტოლეტებს ერგოთ შეუდარებელი სიზუსტე.

bdasig

P220, SIG-Sauer-ის პირველი პისტოლეტი. კალიბრი 9×19 Luger, ერთ რიგიანი მჭიდის წყალობით პისტოლეტი თხელია. ტარი ძალირან ერგონომიულია. იარაღი გამოირჩევა შესანიშნავი სიზუსტით და საიმედოობით.  სურათზე ასახული პისტოლეტი არის ადრინდელი მოდელი იმპორტირებული აშშ-ში “ბრაუნინგის” სავაჭრო ნიშნის ქვეშ. ყურადღებას იქცევს პისტოლეტის უნაკლო შესრულება და “ევროპული” მჭიდის ღილაკი განლაგებული ტარის ძირში. 

ახალი გერმანულ-შვეიცარიული პისტოლეტები პირველი შეხედვით არანაირად არ გავდნენ ტიპიურ იმ დროინდელ ევროპული წარმოების იარაღებს, პისტოლეტები იყო გაბარიტული, დაკუთხული ფორმებით, იყენებდნენ პლასტმასის სალოყეებს და მსუბუქ შენადნობებს. თავდაპირველად იმპორტირებული აშშ-ში „ბრაუნინგის“ სავაჭრო ნიშნის ქვეშ, პისტოლეტებს ზომიერი წარმატება ხვდა წილად და მხოლოდ მას, მერე რაც 1985 წელს „ზიგ ზაუერმა“ დაარსა აშშ-ში SIGARMS Inc. და დაიწყო ექსპანსია ამერიკულ ბაზარზე, ამ პისტოლეტებმა მიიღეს ის აღიარება, რომელსაც იმსახურებდნენ. 2004 წლამდე ამ მწარმოებლის პისტოლეტები მეტ ნაკლებად სტანდარტულად გამოიყურებოდნენ, უმეტესობა დეტალების ჩარჩოების ცათვლით კვლავ მზადდებოდა გერმანიაში მაგრამ მას მერე რაც 2004 წელს  კომპანიამ დაიწყო წარმოების მოწყობა აშშ-ში “ზიგ ზაუერის” პისტოლეტების იერსახე რადიკალურად შეიცვალა. გაჩნდა “ლიმიტირებული” სერიები, პისტოლეტები უცნაური დაფრავებით და ათასი დეტალით რომელთა მიზანი იყო პისტოლეტის გამორჩევა. ზოგი ამას უკავშირებს ამ კომპანიაში რონ კოენის გადასვლას, რომელიც მანამდე ამერიკულ “კიმბერში” მუშაობდა, ხოლო “კიმბერი” ცნობილი იყო თავისი “მოხატული” და მდიდრულად გაფორმებული პისტოლეტებით. ამ პერიოდიდან “ზიგებზე” ასევე გაჩნდა პიკატინის სამაგრი და “კუდი” ჩარჩოზე რომელიც პიკატინის სამაგრისგან განსხვავებით რბილად რომ ვთქვათ იყო ზედმეტი და აბსოლუტურად არანაირი ფუნქციის მატარებელი არ იყო. დღეს გაყიდვებით “ზიგ-ზაუერის” პისტოლეტები აშშ-ში მეორე ადგილზეა და მხოლოდ გლოკს უთმობენ პოზიციებს.  ამჯერად “Sig Sauer Inc” არის ცეცხლსასროლი იარაღის მსხვილი მწარმოებელი, 800 კაციანი შტატით და ასევე გარდა თანამედროვე წარმოებისა ასევე გააჩნია სახმელეთო და საზღვაო სასწავლო ცენტრი აშშ-ში.

beaversig

ძველი სტილის ჩარჩო მარცხნივ, ახალი მარჯვნივ.  

ჩვენ უკვე ვწერდით „ზიგ-ზაუერის“ სხვა მოდელებზე, P226-ზე და SP2022-ზე, გვქონდა ჩვენ ასევე ძალიან ადრე P229-ის და P220-ის ტესტირების საშუალებაც. ამჯერად ჩვენი შესწავლის ობიექტია კიდევ ერთი „ზიგ-ზაუერის“ პისტოლეტი მოდელი P239. კომპაქტური 9მმ-ნი პისტოლეტი, დღეს იშვიათი ერთ-რიგიანი 8 ვაზნიანი მჭიდით.

ჩვენი პისტოლეტი გერმანიაში გამოშვებული იარაღია, სავარაუდოთ 90-ნი წლების ბოლოს. გამოშვების პერიოდიდან გამომდინარე ის ატარებს ხარისხის და დეტალებისადმი ყურადღების ისეთ ნიშნებს, რომელიც დღეს უბრალოდ აღარ გვხვდება ასეთ იარაღში. დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი რკინის არის, მჭიდის ღილაკი დაფარულია უნაკლოდ შესრულებული „ჩეკერინგით“. ერთადერთი რაც პისტოლეტში არის პლასტმასის, არის მხოლოდ ტარის სალოყეები. პისტოლეტი შიგნიდან და გარედან უნაკლოდ არის შესრულებული. საკეტი დაფარულია შავი დამცავი საღებავის სქელი ფენით. ამჟამად “ზიგ-ზაური” იყენებს დაფარვას, რომელსაც „ნიტრონს” ეძახის, მაგრამ ადრე პისტოლეტების საკეტების ნაწილი იღებებოდა ან იყო ოქსიდირებული. წლების განმავლობაში დაფარვები პისტოლეტებზე იცვლებოდა და ეხლა უმეტესობა P სერიის “ზიგები” არიან ანოდირებული ალუმინის ჩარჩოთი და უჟანგავი რკინის საკეტით, რომელიც იფარება “ნიტრონით”. ის რასაც “ზიგი” ეძახის “ნიტრონს” არის ვაკუუმში დაფრქვევის ტექნოლოგია, რომელიც ქმნის რკინის ზედაპირზე თხელ დამცავ ფენას და ამ სამუშაოს “ზიგ ზაუერისთვის”  ახორციელებს კომპანია “იონბონდი”. დაფარვა კარგად უძლებს ბუდეში ტარებით და ჩადება-ამოღებით გამოწვეულ ცვეთას მაგრამ არც ისე მდგრადია მყარ ზედაპირებთან შეხებისას.  ის ასევე საერთოდ არ ირეკლავს შუქს.

ჩვენი პისტოლეტი, ჩვენ შევიძინეთ მეორადი. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი არ იყო ახალი და გარედან ცვეთის ან უფრო ზუსტად უხეში მოპყრობის ნიშნები ქონდა, შიგნიდან იარაღი პრაქტიკულად ახალი ჩანდა, რამაც გადამაწყვეტინა ამ იარაღის შეძენა.  ჩემი აზრით ასეთი გარიგება არის საუკეთესო ვარიანტი პისტოლეტის შეძენის, ადამიანისთვის, რომელსაც უნდა კარგი იარაღი მაგრამ არ უნდა ბევრის გადახდა. ასეთი „ჩამოწერილი“ პისტოლეტები არის საუკეთესო შენაძენი, როდესაც იარაღს არ ადევს დიდი ფასი გარეგანი ცვეთის ნიშნების გამო მაგრამ, უმეტესობა ასეთი იარაღების, როგორც წესი ტექნიკურად იდეალურ მდგომარეობაში არიან. ჩვენი „ზიგი“ იყო ინკასაციის იარაღი და როგორც ჩანს მაგ იარაღიდან საერთოდ არ ისროდნენ, და ის იდო ან სავარძლის ქვეშ ავტომანქანაში ან ე.წ. „ბარდაჩოკში“, იმიტომ რომ ცვეთის ასეთი ნიშნები ნამდვილად არ იყო გამოწვეული ბუდეში მისი ტარებით. მას მერე რაც იარაღის დათვალიერებამ გამოავლინა აბსოლუტურად საღი ლულა, მჭიდი და ზამბარები, გადაწყვეტილება შეძენაზე მალევე იქნა მიღებული. კარგმა კაცმა დამითმო ეს პისტოლეტი სულ რაღაც 1000 ლარად. მე დავრეკე “ზიგ-ზაუერის” საფირმო მაღაზიაში თბილისში, სადაც მაცნობეს, რომ ახალი P239 ღირდა 1437 დოლარი!

sdsdf7777

არაპრეზენტაბელური იერახის ქვეშ იმალეებოდა პრაქტიკულად ახალი (ტექნიკური თვალსაზრისით) პისტოლეტი. ხშირად ასეთ ნატანჯ პისტოლეტებზე გვხვდება უფრო სერიოზული ნაკლები, დაჭეჭყილი (ალუმინის) ჩარჩო, რომელიც ცუდათ იტანს დავარდნებს, იგივე მიზეზის გამო დაზიანებული ლულის გამოსასვლელი, უხეში წმენდის კვალი ლულის არხში, კოროზია, დამჯდარი ზამბარები, დაზიანებული მჭიდები და ა.შ. ჩვენ შემთხვევაში ერთადერთი ნაკლი იყო გაქუცული დაფარვა. 

P239 არის პრაქტიკულად იდენტურია P სერიის სხვა პისტოლეტებთან თავის კონსტრუქციით და მართვის ელემენტების განლაგებით. ის ასევე იყენებს ჩარჩოზე განლაგებულ „დეკოკერს“, საკეტის შემაკავებელი ასევე შედარებით უკან არის განლაგებული. ჩარჩო ალუმინის არის, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი იგივე არის რაც P სერიის სხვა პისტოლეტებში ანუ ორმაგი/ერთმაგი მოქმედების, იგივე ეხება ჩაკეტვის სქემას. გამოყენების /დანიშნულების ფილოსოფიით ყველაზე ახლოს მასთან დგას კლასიკური  P225, კომპაქტური 9მმ-ნი პისტოლეტი, რომელიც ისევე როგორც P239 იყენებს 8 ვაზნიან ცალ რიგიან მჭიდებს. მაგრამ ამავე დროს უფრო თანამედროვე P239 გათვლილია უფრო ძლიერ კალიბრებზეც .40 S&W და .357 SIG. ამის გამო საკეტი ამ პისტოლეტზე არის ფრეზირებული და უნდა ვივარაუდოთ, რომ რესურსი 9მმ-ნი P239-ის უფრო მაღალია ვიდრე P-225-ის, რომელიც იყენებს „დაბეჭდილ“ (stamped) საკეტს და გათვლილია და გამოდის მხოლოდ კალიბრში 9×19.

sigtopslide

ჩაკეტვა სავაზნეს და საექსტრაქციო ფანჯრის კუთხეებზე პირველად განხორციელდა P220-ზე და დამზადების სიმარტივის და საიმედოობის გამო ჩაკეტვის ეს სქემა გამოიყენება უამრავ სხვა პისტოლეტში. 

„ზიგ ზაუერის“ განმარტებით P239 არის „პერსონალური“ ზომის იარაღი, რომელიც შეიქმნა ძალოვნების მოთხოვნით, როგორც კომპაქტური, დამხმარე იარაღი ფარული ტარებისთვის. იგივე P225-თან შედარებით მისი საკეტი უფრო თხელია, ტარი უფრო მოკლე. პისტოლეტი მაქსიმალურად ოპტიმიზირებულია ფარული ტარებისთვის მაგრამ ჩვენ მას ვერ ვუწოდებთ პატარა ან მსუბუქ იარაღს. მისი წონა 714 გრამია რაც უტოლდება ორ რიგიანი მჭიდის მქონე სხვა პისტოლეტებს პოლიმერის ჩარჩოთი. ლულის სიგრძე 91მმ-ია. ლულა კლასიკური ხრახნებით არის. მიუხედავად ამისა პისტოლეტი ზომიერად თხელია ხოლო მისი მოკლე და ვიწრო ტარი ხელს უწყობს კომფორტულ ფარულ ტარებას.

ისევე როგორც სხვა პისტოლეტები P239 არ იყენებს მექანიკურ მცველს და ამის მაგივრად გააჩნია ოთხი ავტომატური დაცვის მექანიზმი, დამრტყმელის მცველი, სასხლეტის ბერკეტის დისკონექტორი, ჩახმახის ინტერცეპტორი და ასევე “ზიგ ზაუერში” თვლიან, რომ დეკოკერი ასევე არის ერთ-ერთი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქცია.

ყველა „P“ სერიის „ზიგ-ზაუერი“ პრინციპში იყოფა ორ დიდ ჯგუფად (საქართველოსთვის მაინც), მოდელები „ნაბეჭდი“ საკეტით და ფრეზირებული საკეტით. ჩვენთან პისტოლეტი “დაბეჭდილი” საკეტით უფრო ხშირად გვხვდება. ამავე დროს ფრეზირებული საკეტი გათვლილია უფრო ძლიერ ვიდრე 9მმ „ლუგერი“ ვაზნაზე და ბოლო დროს პრაქტიკულად ყველა “ზიგ-ზაუერის” პისტოლეტი გამოდის ფრეზირებული საკეტით. მათი გარჩევა ძალიან ადვილია, ადრინდელი საკეტები ორ  კომპონენტიანია საკეტი და მასში ჩასმული საკეტის გული, გარედან ექსტრაქტორი არ ჩანს, საკეტში გაყრილი პინი არის ხვეული. ფრეზირებული საკეტი ამოჭრილია რკინის ნაჭრიდან და “მონოლითურია”, ექსტრაქტორი გარედან არის განლაგებული, პინი არის ასევე ფრეზირებული (ვინც ვერ გაიგეთ ხვეულ პინს გვერდიდან რომ შეხედოთ ის არის ნასვრეტიანი ხოლო ფრეზირებულს ნასვრეტი არ აქვს). ჩემი მოკრძალებული აზრით, 9მმ-ნი “ზიგი” უმჯობესია იყოს ადრინდელი გამოშვება. იარაღი უფრო მსუბუქია, უკეთესი ბალანსი გააჩნია, დამზადების ხარისხი უმაღლესია ხოლო ფასი ბევრად ნაკლებიც არის, როგორც წესი. მე არ მინდა სპეკულირება ამ თემაზე მაგრამ ჩემი აზრით გერმანული (დასავლეთ გერმანული) “ზიგ-ზაუერები” არიან გამორჩეულები ხარისხით და შესრულებით. მას მერე რაც წარმოება ჯერ გაიყო და შემდეგ ამერიკაშიც ცალკე დაიწყო, პისტოლეტები ისე კარგად არ გამოიყურებიან და ბევრი თვლის რომ ხარისხის სტანდარტმაც დაიწია. მე ვერვ ვუარყოფ ამას და ვერც დავადასტურებ, ყველა “ზიგი”, რომელმაც ჩემ ხელში გაიარა ყველა კარგად მუშაობდა, იყო ზუსტი, საიმედო და ხარისხიანი, თუმცა მსუბუქი საკეტის და საუკეთესო შესრულების გამო ჩემი ფავორიტებია ადრინდელი “ზიგ ზაუერები”.

მოთხოვნამ უფრო ძლიერ კალიბრზე გათვლილ იარაღზე განაპირობა “ზიგ-ზაუერის” მოდელების გამაში ახალი პისტოლეტების: P229 და P239-ის გამოჩენა მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიური გაბარიტების პისტოლეტები ზიგ-ზაუერს უკვე ქონდა, P228 და P225 შესაბამისად. როგორც უკვე აღვნიშნე, ახალ მოდელებს ქონდათ შედარებით მძიმე და უფრო ძლიერი საკეტები და ასევე გაძლიერებული ჩარჩოები. მას მერე, რაც P229 გახდა ხელმისაწვდომი 9მმ-ან კალიბრშიც, P228-ის წარმოება საერთოდ შეწყდა. აღსანიშნავია, რომ წარმოების ხარჯების შემცირების და უნიფიკაციის მიზნით P229-მ მიიღო ერთი ზომის ჩარჩო ყველა კალიბრისთვის, რის გამოც შესაძლებელი გახდა მისი ტევადობის გაზრდა 15 ვაზნამდე რაც უფრო შეესაბამებოდა თანამედროვე სტანდარტებს. P225-ის წარმოება ასევე შეწყვეტილი იყო და განახლდა არც ისე დიდიხნის წინ. მიზეზი ამისა არის ამ პისტოლეტის პოპულარობა და მთელი თაყვანისმცემელების კულტი რომელიც ამ მოდელის ირგვლივ შეიქმნა. პისტოლეტი ფასობს ძალიან დაბალი წონის, მაღალი სიზუსტის, ერგონომიკის და კომპაქტური გაბარიტების გამო. P239-ის წარომება არ შემწყდარა და ეს პისტოლტი დღემდე გამოდის. ამჟამად P239 ხელმისაწვდომია გარდა სტანდარტული კონფიგურაციისა ასევე  უჟანგავი საკეტით (დაფარვის გარეშე), მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მქანიზმით (DAK), სამ კალიბრში (9×19, .40S&W, .357 SIG), ტაქტიკურ ვარიანტში გრძელი ლულით საპრესორის დასაყენებლად, ასევე მოდელი SAS დამრგვალებული კუთხეებით უფრო კომფორტული ტარებისთვის და მოდიფიკაცია Scorpion, შეღებილი ქვიშის ფერში, განსხვავებული სალოყეებით, SRT სასხლეტით (სასხლეტი მოკლე რესეტით).

sigstsights

P239-ს ასევე ერგო ალბათ საუკეთესო სტანდარტული რკინის სამიზნე მოწყობილობები, რომელიც ოდესმე დაყენებულა პისტოლეტზე. ისინი დიდია, ადვილად დასანახია, კარგად ატარებენ შუქს.

.

როდესაც საქმე მივიდა სროლამდე, გამოცდილება გვკარნახობდა, რომ არც თუ ისე კარგი ბალანსი, მაღალი ლულის ღერძი და „ზიგის“ საფირმო გრძელი რესეტი გარკვეულ პრობლემებს შექმნიდა. მიუხედავად ამისა შედეგები მაინც კარგი მივიღეთ. P239 არ არის „რეის განი“ და სპორტული „ბლასტერი“, მაგრამ თავის ფუნქციას ის მშვენივრად ასრულებს. პისტოლეტს გააჩნია შესანიშნავი სიზუსტე, სწრაფი სროლისას ის ასევე ეფქტურია, ორმაგი გასროლების რეჟიმში “სპლიტები” არ არის ძალიან მოკლე (დრო გასროლიდან გასროლამდე) მაგრამ მიუხედავად ამისა ასეთ რეჟიმშიც ეფექტური თავდაცვითი სროლა შესაძლებელია. მიუხედავად ვიწრო და თხელი ტარისა იარაღი დამაკმაყოფილებლად კომფორტულად ზის ხელში და იძლევა საშუალებას ორივე ხელის ეფექტური გამოყენების. რა თქმა უნდა მოკლე და ვიწრო ტართან მძიმე ფრეზიერებული საკეტის გამოყენება დაარღვია ბალანსი და პისტოლეტის ჭერისას იგრძნობა საკეტის წონა

13106703_274006629608168_856473373_o

12 იარდზე სროლისას პისტოლეტმა შესანიშნავი სიზუსტე აჩვენა კომპაქტური პისტოლეტისთვის. სამი მუხტიდან საუკეთესო აღმოჩნდა Magtech-ის 124 გრანიანი ტყვიით აღჭურვილი ვაზნები, რაც ეწინააღმდეგება შედეგებს, რომლებსაც ჩვენ ადრე ვიღებდით რა დროსაც ეს ვაზნა ყოველთვის იყო ყველაზე უარესი სიზუსტის მხრივ.  შესაძლებელია საქმე არის ახალ პარტიაში, რომელიც იყიდება ღია ცისფერი ყუთებით . 

sdfg

ორმაგი  (double tap) გასროლებით 6 მეტრიდან ასევე დამაკმაყოფილებელი შედეგი მივიღეთ. P239 ითხოვს კონცენტრაციას და არ პატიებს შეცდომებს, რაზეც მეტყველებს ერთი აცილება, უჩვეულო მსროლელისთვის ახლო მანძილის გათვალისწინებით. 

dgdsg

12 იარდიდან სწრაფი გასროლები (კონტროლირებადი ორ-ორი გასროლა) იყო ძალიან ადვილი.

ghf74321

ტესტირება ვაზნების მონელებაზე იარაღმა ასევე ჩააბარა წარმატებით.  ერთ მჭიდში მოვათავსეთ 90, 115 და 124 გრანიანი მთლიანი გარსით დაფარული ვაზნები, ორი ვაზნა კონუსური ტყვიით, ერთი ვაზნა ექსპანსიური 147 გრანიანი ტყვიით და ასევე ერთი ფრაგმენტირებადი ვაზნა.  დაბრკოლებას ადგილი არ ქონია.

სასხლეტი როგორც ყველა „ზიგ“-ზე კარგი გამოდგა, გრძელი „რესეტი“ დიდიხანია “P” სერიის „საფირმო“ ნიშანია და ამაზე წუწუნი არ ღირს. აღსანიშნავია, რომ ორმაგ რეჟიმში სასხლეტის 10 ფუნტიანი წონა ჩვენი აზრით ცოტათი უფრო მეტია ვიდრე უნდა იყოს.  ასევე თავის შეგვახსენა “P” სერიის კიდევ ერთმა საფირმო თვისებამ, საკეტის შემაკავებელმა, რომელიც განლაგებულია ისეთ ადგილას, რომ ადვილად ექცევა მარჯვენა ხელის დიდი თითის ქვეშ, რის გამოც პისტოლეტის საკეტი შესაშური პერიოდულობით არ რჩებოდა ღია ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ. ექსტრაქცია იყო ძალიან პოზიტიური და ერთგვაროვანი, მასრებს არ ეტყობოდა რამე ანომალიური დეფექტები. პისტოლეტი მუშაობდა როგორც შვეიცარიული საათი და სხვას არც შეიძლება ველოდებოდეთ ამ მწარმოებლის იარაღებისგან.

მთლიანობაში იარაღი გამოირჩევა კარგი სროლისუნარიანობით, ის არ ბრწყინავს, არ გვაოცებს ის უბრალოდ აკეთებს თავის საქმეს და მეტი ასეთ იარაღს არც მოეთხოვება. მექნიკური თვალსაზრისით P239 არის სრულყოფილი იარაღი. არაფერი ამ იარაღზე არ თამაშონს, არ ხმაურობს, ყველა მართვის ელემენტი მუშაობს იდეალურად.

რაც შეეხება გერმანული და ამერიკული “ზიგების” შედარებას უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს რომ დღევანდელი პისტოლეტები ისე აღარ გამოიყურებიან როგორც თუნდაც 10-15 წლის წინ. მწარმოებლები მაქსიმალურად ცდილობენ ხისტი კონკურენციის პირობებში დაწიონ ფასი და შეამცირონ ხარჯი. პირადად ჩემი აზრია, რომ საღი გერმანული ან აღმოსავლეთ გერმანული “ზიგი” კარგ ფასად ბევრად უკეთესი შენაძენია ვიდრე ახალი გამოშვების, რომლებიც ძალიან ძვირები ღირს. რაც შეეხება “ზიგ ზაუერის” ახალი თაობის პისტოლეტებს, P250-ს, P320-ს და ასე შემდეგ ჩემი აზრით ეს კარგი იარაღებია მაგრამ მათ ყველას აკლია “ზიგ-ზაუერის” “ჯადო” …

ბოლოს როდესაც ჩვენ დავრწმუნდით, რომ პისტოლეტი კარგია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ის იმსახურებდა აღდგენას და თუნდაც მსუბუქ კასტომიზაციას. შედეგი აღდგენის ჩვენი აზრით ღირდა შრომად. პისტოლეტი დაიფარა Duracoat-ით, ჩარჩო მუქი მწავენე ფერის გახდა, საკეტი შავი. დამაბრუნებელი ზამბარის და სალოყეს ხრახნების ხელახალი ოქსიდირება მოვახდინეთ. ლულის ფოლადმა საკმაოდ უჩვეულო ფერი მიიღო, ბრინჯაოს და მდგოვის ფერის ნარევი, ალბათ იმიტომ რომ ნაწილობრივ უჟანგავი ფოლადის გამოყენების გამო. ამის გამო ის იდეალურად მოუხდა პისტოლეტს. დამატებით ჩვენ დვაკარით მჭიდის ხუფს წებოვანი აბრაზიული ფირი ხოლო წინა სამიზნე შევღებედ წითლად.  შედეგად ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად უნიკალური, „კასტომიზირებული“ პისტოლეტი.

dfl98989

1000 ლარად და ცოტა შრომის ფასად ჩვენ მივიღეთ გამორცეული, განსაკუთრებული იარაღი, რომელიც გაცილებით უფრო მეტი ღირს. 

shooterscentral.ge-ს დასკვნა. SIG-Sauer P239 არის კარგი იარაღი მაგრამ შედარებით დიდი მასის, გაბარიტების და ერთ-რიგიანი მჭიდის გამო, ის ვერ ჯდება კარგად იმ ტრენდში, რომელიც დღეს არსებობს თავდაცვით იარაღში. დღეს ასეთი გაბარიტების და მასის პისტოლეტის წარმოება ერთ-რიგიანი მჭიდით უბრალოდ არ არის მიღებული. მიუხედავად ამისა, P239-ს გააჩნია ყველა ის თვისება, რის გამოც პოპულარულია „ზიგ-ზაუერი“, ხარისხი, გამძლეობა, სიზუსტე, საიმედოობა. კომპაქტური 9მმ-ნი პისტოლეტი ტრადიციული ორმაგი/ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმით და ანალოგიური ხარისხის, არც ისე ბევრია, მაგრამ თუ თქვენ არ გაქვთ პრობლემა პოლიმერის ჩარჩოიან “სტრაიკერებთან“, ბევრი უკეთესი ალტერნატივა არსებობს, რომელიც თან ბევრად უფრო იაფიც ღირს. 1430 დოლარი ერთ-რიგიან 9მმ-ან სტანდარტული შესრულების პისტოლეტში არანორმალურად დიდი ფასია. ასევე  ჩვნი აზრით P239 ხდება მისაღები მხოლოდ კალიბრში .40S&W ან .357 SIG, 9მმ-თვის ეს იარაღი ზედმეტად დიდია.

რევოლვერი, კი თუ არა?

Tuesday, April 5th, 2016

1831 წლის ზამთარში  სემუელ კოლტი იმყოფებოდა კალკუტაში (ინდოეთი), სადაც ის პირველად გაეცნო კოლლიერის კონსტრუქციის ბრუნავ პისტოლეტებს. კოლტმა ჩათვალა, რომ აღნიშნული პისტოლეტები ზედმეტად რთული იყო (მხოლოდ დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი 40-ზე მეტი ნაწილისგან შედგებოდა) და გარდა ამისა ყოველი გასროლის შემდეგ საჭირო იყო ბრუნავი სავაზნის ხელით დატრიალება და ლულასთან გასწორება. მიუხედავად ამისა კოლტს იდეა მოწონა და სანამ მისი ხომალდი მიცურავდა ბოსტონისკენ ის ფიქრობდა ნანახი იარაღის გაუმჯობესებაზე და პიველ რიგში მას უნდოდა რომ ბრუნვა მომხდარიყო ავტომატურად ყოველი გასროლს წინ და არა მეორე ხელის დახმარებით. გემზე განლაგებული ჯალამბარის (windlass) მუშაობაზე დაკვირვებით მან მოიგონა სისტემა რომელიც ერთდროულად შეაყენებდა ჩახმახს მორიგი გასროლისთვის და ასევე გადაატრალებდა დოლურას. ბოსტონში დაბრუნებისას კოლტმა შექმნა ხისგან დამზადებული მომავალი რევოლვერის პირველი მოდელი, დანარჩენი კიდე უკვე ისტორიაა…..

რაღა დროს რევოლვერია?! ხალხი კოსმოსში დაფრინავს, როგორც იტყოდა ჩემი მეგობარი, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ არის თუ არა კოსმოსში ფრენების ეპოქაში კვლავ დარჩენილი ადგილი რევოლვერისთვის? ასე თვალი გადავავლოთ იმ რევოლვერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ამ იარაღის ევოლუციაში, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ იმ უპირატესობებზე და შეზღუდვებზე რომელსაც ამ ტიპის იარაღი სთავაზობს მომხმარებელს.

ტექნიკური თვალსაზრისით რევოლვერის იერსახე თითქოს პრაქტიკულად არ შეცვლილა. ის კვლავ შედგება ჩარჩოსგან, მასში ჩახრახნილი ლულისაგან, სახელურისგან და რაღა თქმა უნდა დოლურასაგან. ახალი კატალოგები რომ გადავშალოთ, დავინახავთ რომ რევოლვერები თუ არ ჩავთვლით ერთპორ ეკზოტიკურ მოდელს ერთმანეთს ისე გვანან, როგორც ორი წყლის წვეთი, ხოლო ორი უმსხვილესი მწარმოებელი „ტაურუსი“ და „სმიტ&ვესონი“ პრაქტიკულად იდენტურ რევოლვერებს უშვებენ. სამწუხაროდ „კოლტის“ რევოლვერები როგორც ჩანს საბოლოოდ ჩაბარდა ისტორიას თუმცა ჭორები წარმოების განახლებაზე პერიოდულად ჩნდება და იარაღის მოყვარულებში ხანმოკლე აჟიოტაჟს იწვევს.  თავდაპირველად ათზე მეტი გადატენვის სქემიდან შემორჩა რეალურად მხოლოდ ერთი, გვერდიდან გასახსნელი დოლურათი, რომელიც გამოიყენება პრაქტიკულად ყველა თანამედროვე რევოლვერში, რომელიც შექმნილია თავდაცვისთვის.

colt-revolver1

სმიტ&ვესონი M&P მოდელი 10,  თხელი ლულით, გათვლილი “.38 სპეციალურზე” მრავალი წელი იყო ტიპიური ამერიკული პოლიციური რევოლვერი. მარტივი, უტყუარი, საიმედო იარაღი. წლების შემდეგ მას ჩაენაცვლება იგივე თვისებების მქონე “გლოკის” პისტოლეტი. რევოლვერებმა ევროპაში მალე დაუთმეს ადგილი პისტოლეტებს, მაგრამ აშშ-ში 70-ნი წლების ბოლომდე რევოლვერი რჩებოდა პოლიციის და არმიის შეიარაღებაში და ამიტომაც თანამედროვე რევოლვერის სახის ფორმირებაში აშშ-ის მწარმოებლებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს.

საქართველოში რევოლვერი ტრადიციულად ასოცირებულია ბელგიურ „ნაგანთან“, რომელიც გარდა იმისა, რომ დიდი რაოდენობით გაიყიდა სამოქალაქო ბაზარზე ასევე ხშირად ფიგურირებს კრიმინალურ ქრონიკაშიც.  „ნაგანი“ ჩვენთან ისევე როგორც პრინციპში ზოგადად რევოლვერი აშშ-ში, ითვლება უფროსი თაობის იარაღად, სადაც ის ჩვენ შემთხვევაში ასოცირებულია „საბჭოთა“ „ვესტერნებთან“ ან რაღაც “კრიმინალურ რომანტიკასთან”. იგივე მიზეზის გამო მაგალითად დიდი პოპულარობით ასევე სარგებლობს ჩვენთან მაუზერის პისტოლეტიც – C96. „ნაგანზე“ ჩვენ ვწერდით ადრე, ეს არის დიდი, მექანიკურად საიმედო იარაღი მაგრამ გააჩნია ანემიური კალიბრი, დაბალი ერგონომიკა, საშინელი სასხლეტი და მის გადატენვას მთელი საუკუნე ჭირდება.  „ნაგანის“ შემდეგ ყველაზე გავრცელებული რევოლვერი საქართველოში არის ბრაზილიური „ტაურუსის“ წარმოების (ასევე „როსის“) იარაღები.  „ტაურუსის“ რევოლვერების იმპორტი ხდებოდა საქართველოში რეგულარულად და ამ მომენტისთვისაც ბევრ მაღაზიაში დევს ახალი “ტაურუსი/როსის” რევოლვერები, ისევე როგორც არის საკმარისი შემოთავაზებები მეორადი იარაღის ბაზარზე. „ტაურუსის“ რევოლვერები მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად გამოიუყურებიან, გამოირჩევიან პირდაპირ ვიტყვი ფანტასტიური დაფარვებით და დიზაინით, მაგრამ აღრთოვანება სწრაფად გადაგივლით როდესაც ჯერ შეეცდებით ორმაგ რეჟიმში გასროლას ან დაშლით რევოლვერს და დახედავთ მისი მექანიზმის შესრულებას. სასხლეტი მძიმეა და უხეში, ხოლო შიგნიდან რევოლვერები ასევე უხეშად არიან დამზადებულები.  „ტაურუსები“ იმდენად კარგად არიან დამზადებულები გარედან, რომ როგორც ჩანს ეკონომია ხდება სადღაც სხვაგან, ან გამოყენებულ მასალებში ან დეტალების მორგებაში. და დეტალები მართლაც რომ უხეშად არის დამზადებული და ცუდათ მორგებული, რისი მიზეზიც არის საშინელი სასხლეტი ორმაგ რეჟიმში პრაქტიკულად ყველა „ტაურუსზე“ რაც მე ხელში მჭერია. გარდა ამისა მათი საიმედოობაც სერიოზული ეჭვის ქვეშ უნდა დავაყენოთ. ჩემი პირადი გამოცდილებით კარგად მუშაობენ .22 კალიბრის მოდელები, მე მქონდა ასეთი ორი: “როსსი 518″ და “ტაურუსი” მოდელი 60. რაც შეეხება .38 ან .357 კალიბრის რევოლვერებს, ერთი ჩემი მეორადი “ტაურუს 85″ საერთოდ არ მუშაობდა, მეორე .357 კალიბრის მოდელი 66, ჯერ ყოველთვის არ ურტყავდა ამაალებელს საკმარისი ძალით და ბოლო აბსოლუტურად ჩვეულებრივი ექსპლუატაციის პირობებში მას გაუტყდა „ტრანსფერ ბარი“. თუ გავითვალისწინებთ რომ არც „ტაურუსის“ პისტოლეტები არ იყო უპრობლემო (გატეხილი ექსტრაქტორი პრაქტიკულად ახალ PT1911-ზე) ჩემი პირადი აზრით „ტაურუსის“ იარაღი არ შეიძლება იყოს რეკომენდირებული როგორც სერიოზული საბრძოლო/თავდაცვის ინსტრუმენტი. ლომის წილი პრობლემების, რომელიც მე მქონდა იარაღის 150 მოდელთან უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უკავშირდება „ტაურუსის“ იარაღებს, ასე რომ გამართლება: „ტაურუსი“ ყიდის ბევრ იარაღს და ამიტომაც მათ პრობლემებზე ხშირად წერენ ჩემზე არ ვრცელდება. ეს სტატია არ ეხება „ტაურუსის’ რევოლვერების მიმოხილვას, მაგრამ მე უნდა დამიფიქსირებინა ჩემი მოსაზრება ამ კომპანიის პროდუქციაზე. არ გამოვრიცხავ სადმე არიან “ტაურუსების” კმაყოფილი მფლობელები, უბრალოდ მე არ ვარ მათ რიცხვში.

7602c-1024x768

ბილ რუგერმა  რადიკალურად გააუმჯობესა კლასიკური კოლტის ერთმაგი მოქმედების რევოლვერი Single Action Army და 1955 წელს გამოუშვა მოდელი “Blackhawk”. ამ რევოლვერმა გააღვივა ინტერესი კლასიკური “ვესტერნის” სტილის რევოლვერების მიმართ და ის დღემდე გამოდის და პოპულარობით სარგებლობს სპორტსმენებში და უბრალო იარაღის ენთუზიასტებში.  

ტაურუსის გარდა რევოლვერების მსხვილი მწარმოებლები არიან ასევე Smith&Wesson, Ruger, Charter Arms”, რევოლვერებს დღემდე უშვებენ ასევე ევროპაში. პიონერმა “კოლტმა” შეწყვიტა რევოლვერების წარმოება 1996 წელს. ამის გამო ძალიან ცოტა „კოლტის“ რევოლვერია საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც ფასი მათ იარაღზე შესაბამისად მაღლა იწევს. მე 12 წლის განმავლობაში შემხვდა სულ სამი “კოლტი”, .357 კალიბრის „ანაკონდა“ და „პიტონი“ და .38 კალიბრის  „დეტექტივ სპეშელი“.  „რუგერის“ რევოლვერი მე არ შემხვედრია და არც მახსოვს, რომ რომელიმე მაღაზიას გაეყიდოს ესეთი, „სმიტ&ვესონიც“ საკმაოდ იშვიათია და გარდა ამ ორისა კიდე გვხვდება საქართველოში სამი ევროპული მწარმოებლის რევოლვერები, ჩეხური „ხოლეკი“, ესპანური „ლამა“ და გერმანული „ვაირაუხი“.   აბსოლუტური უმეტესობა მოდელების არის კომპაქტური .38 Special კალიბრის რევოლვერები. უკანასკნელი სამის ავკარგიანობის შესახებ მე ნაკლებად ვარ ინფორმირებული თუმცა გარეგნულად ეს რევოლვერები კარგად გამოიყურებიან, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი.

Korth-Super-Sport

მჭუდროდ დასახლებული, წყნარი ევროპა მკაცრი რეგულაციებით ხდის ხელმისაწვდომს მხოლოდ სპორტულ სროლას, ამის გამო ევროპაში რევოლვერები უფრო მიზანში სროლისთვის გამოიყენება და ნაკლებად ნადირობისთვის ან თავდაცვისთვის. ევროპაში არის ბევრი მწარმოებელი მაღალი კლასის სპორტული რევოლვერების. სურათზეა გერმანული Korth “Super Sport” კალიბრში .357 მაგნუმ. 

 ”კოლტი” და “სმიტ&ვესონი” ყოველთვის წარმოადგენდენ ძველი სკოლის ხარისხიან და საიმედო იარაღს, რომელშიც ჩანდა კვალიფიციური და გამოცდილი ოსტატების ხელების შრომა. “რუგერმა” მოიტანა ახალი ტექნოლოგიები, წარმოების გამარტივება და ხელმისაწვდომობა, რაც ყველას არ მოეწონა. ამ სამიდან, მხოლოდ ორ დარჩა, ხოლო “კოლტმა” დაკარგა თავისი პოზიციები ნაწილობრივ  იმის გამო, რომ არ უსმენდა თავის მომხმარებლებს და ასევე კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი ტექნიკური დეტალის გამო. 50-ნი წლების ბოლოს პოლიციამ აშშ-ში დაიწყო უარის თქმა აქამდე ტრადიციულ სროლის შესწავლის დოქტრინაზე სადაც კადეტები მწკრივში დაწყობილები ისროდნენ “ხარის თვალში”, წინასწარ შეყენებული ჩახმახებით. აღმოჩნდა, რომ ორმაგ რეჟიმში “სმიტის” სასხლეტებს ბევრად უფრო რბილი და მოკლე სვლა აქვთ, რაც ეგრევე შეაფასეს მსროლელებმა, მას მერე რაც საცეცხლე მომზადება გახდა უფრო რეალობაზე ორიენტირებული. “კოლტში” ვერ დაინახეს ეს ტენდენციები, დაკარგეს ბაზარი და 1996 წელს “კოლტის” ლეგენდა დასრულდა.

რევოლვერის კალიბრებს რაც შეეხება, საქართველოში რევოლვერები წარმოდგენილია, როგორც პრინციპში დანარჩენ მსოფლიოშიც ყველაზე პოპულარულ კალიბრებში .22lr, რომელსაც წარდგენა არ ჭირდება, .22WMR, გაცილებით უფრო ძლიერი ცენტრალური აალების კალიბრებით .38 Special, .357 Magnum და ასევე ძალიან მძლავრი  .44 Magnum-ით. პირველი ორი კარგად არის ცნობილი და როგორც ვთქვი მათი წარდგენა საჭირო არ არის. რაც შეეხება .38 სპეციალურს (9×29.5mmR), ბევრს გონია რომ მისი დიდი ზომის გამო ეს ძლიერი ვაზნაა მაგრამ რეალობაში ეს ასე არ არის. მასრის დიდი ზომა განპირობებულია იმით, რომ გამოჩენისთანავე 1898 წელს ეს ვაზნა იყენებდა შავ (კვამლიან) დენთს რომელსაც მეტი ადგილი ჭირდებოდა. 4 ინჩიანი ლულიდან გასროლისას სხვადასხვა წონის ტყვიების გამოყენების შემთხვვაში .38 კალიბრის ტყვიის ენერგია ვარირებს 220-დან 320 ჯოულამდე. შედარებისთვის „9მმ მაკაროვისს“  ენერგია არის 231 ჯოული. რა თქმა უნდა “მოკლე-ცხვირიანი” რევოლვერის ორ ინჩიანი ლულიდან ენერგია კიდე უფრო დაბალი იქნება. 70-ნი წლებიდან რევოლვერებში შესაძლებელია +P ან +P+ ვაზნების გამოყენება რაც ზრდის ენერგიას 20%-ით. “.38 სპეციალური” დაბალწნევიანი ვაზნაა, რის გამოც მას სტანდარტულ ვარიანტში აქვს დაბალი ხმა, უკუცემა და იარაღიც ნაკლებად ცვდება. ბევრი თვლის, რომ .38 არის სუსტი, ჯეფ კუპერი იძახდა .38-ზე, რომ ის ვინც ატარებს ორ ინჩიან .38 კალიბრის რევოლვერს უნდა დაფიქრდეს რა არის უფრო მნიშვნელოვანი, მისი იარაღის თუ მისი საკუთარი სიცოცხლე. მადლობა ღმერთს მას მერე ბევრი დრო გავიდა და .38-ის ეფექტურობაც გაიზარდა, მათ შორის მაღალტექნოლოგიური ექსპანსიური ტყვიების გამოყენების წყალობით. გარდა ამისა .38-ის დადებით მხარეებს განეკუთვნება მისი ძალიან მაღალი თანდაყოლილი სიზუსტე.

18520633175_7

მაღალი თანდაყოლიილი სიზუსტის გამო .38 სპეციალური გამოიყენებოდა სპორტულ პისტოლეტებშიც კი, როგორიც მაგალითად ეს Hammerli P240

მიუხედავად მოკრძალებული ციფრებისა “.38 სპეციალური” დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ ვაზნად რევოლვერებისთვის. 2006 წლის Guns&Ammo-ს აპრილის გამოცემაში მე ამოვიკითხე, რომ ვაზნების გადატენვის კომპონენტების გაყიდევბით “.38 სპეციალური” მერვე ადგილზეა, რაც არც ისე ცუდია ვაზნისთვის, რომელიც 108 წლის იყო იმ პერიოდისთვის.  .38-ს პოპულარობით მოსდევს “.357 სმიტ&ვესონ მაგნუმი” (9×33mmR).  აღნიშნული კალიბრი გამოჩნდა არენაზე 1934 წელს და მისი დაბადება მჭიდროდ უკავაშირდება ავტომობილების გავრცელებას, კრიმინალის ზრდას და პირველი ჯავშანჟილეტების გამოჩენას, ყველაფერი ეს ითხოვდა უფრო მძლავრ ტყვიას, წინაღობებში გავლის კარგი შესაძლებლობებით. ვიზუალურად ის ძალიან გავს “.38 სპეციალურს” და განსხვავდება მხოლოდ მასრის სიგრძით. ვაზნა გაცილებით უფრო მაღალწნევიანია და შესაბამისად ბევრრად უფრო მძლავრია. ტყვიის წონა ვარირებს 125 გრანიდან 180 გრანამდე ხოლო ენერგია 800-დან 1100 ჯოულამდე. მაღალი წნევის გამო “.357 მაგნუმს” გააჩნია გასროლის დიდი ხმა ხოლო მოკლე ლულიდან ალის „ბურთი“ მზიან ამინდშიც კარგად ჩანს. ამავე დროს ავტორს თუ დაუჯერებთ, სრული ზომის .357 მაგნუმის რევოლვერიდან სროლა ძალიან დიდი სიამოვნებაა. არც ამ კალიბრის ეფექტურობა ორფეხა მტაცებლების წინააღმდეგ არასდროს არ დამდგარა ეჭვქვეშ.

.44 მაგნუმი არ შეიძლება ჩავთვალოთ თავდაცვით კალიბრად, ის უფრო გამოიყენება სანადირო, სპორტულ იარაღებში, თუმცა არის შედარებით მსუბუქი, კომპაქტური მოდელებიც, რომლიდანაც სროლა ექსტრემალური გართობაა ძნელად ასატანი უკუცემის გამო. ამ ძლიერი  კალიბრის ენერგია ვარირებს 1000-დან 2000 ჯოულამდე რაც 500 ჯოულით უფრო მეტია ვიდრე „კალაშნიკოვის“ 7.62×39 ვაზნის ენერგია. ბუნებრივია იარაღი ამ კალიბრზე ძალიან გაბარიტული და მძიმეა.

329PDsw

1955 წელს შექმნილი “.44 მაგნუმზე” გათვლილი Smith&Wesson M29 იყო პირველი პრაქტიკული და საიმედო მსხვილკალიბრიანი ზე-ძლიერი რევოლვერი. .44 კალიბრის ვაზნა ისევე როგორც .357 მაგნუმი შეიქმნა ლეგეენდარული ელმერ კეიტის იდეების შესაბამისად და .44-ის დანიშნულება იყო დიდ და საშიშ ნადირზე ნადირობა. თაბამედროვე ტექნოლოგიებმა შესაძლებეელია გახადა .44 რევოლვერების წარმოება, რომელთა ფარული ტარება შესაძლებელია მაგრამ, “მაჯის-სამტვრევი” უკუცემის გამო ასეთი იარაღის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ფიზიკურად ძლიერ და კარგად მომზადებულ მსროლელს. სურათზე არის სწორედ ასეთი .44 კალიბრის რევოლვერი S&W 329PD. 

როგორც უკვე აღვნიშნე .22, .38, .357 და .44 არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული რევოლვერის კალიბრები მათ შორის საქართველოშიც თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა ბებერ “ნაგანს”. მისი ვაზნა – 7.62×38mmR (7.62mm Nagant), დღევანდელი სტანდარტებით  აბსურდულად სუსტია ასეთი ზომა წონის რევოლვერისთვის. ტყვიის წონა 97 გრანია, საწყისი სიჩქარე 270 მ/წ-ში, ენერგია 210 ჯოული. საქართველოში უმეტეს წილად ჩვენ გვხდება ე.წ. სპორტული ვაზნები (ინდექსი 7,62 СР гл ) რომელთა ენერგია სულ რაღაც 160-180 ჯოულია.

another_smith_et_up

“სმიტ&ვესონის” 1917 წლის მოდელი, პირველი მასობრივი წარმოების რევოლვერი პისტოლეტის კალიბრზე. გამომდინარე იქიდან, რომ .45ACP-ს არ ქონდა რანტი, ვაზნები ფიქსირდებოდა დოლურაში ნახევარმთვარის ფორმის კლიპებით, რომლებიც ასევე აჩქარებდნენ  იარაღის გადატენვას. 

რევოლვერების ევოლუციის საინტერესო განშტოებას წარმოადგენენ რევოლვერები პისტოლეტის კალიბრებზე. ასეთი რევოლვერების გამოჩენა უკავშირდება პირველ მსოფლიო ომს და აშშ-ის არმიაში წარმოქმნილ .45ACP კალიბრის პისტოლეტების დეფიციტს. სიტუაციის გამოსწორების მიზნით მიღებული იქნა გადაწყვეტილება მომხდარიყო რევოლვერების ადაპტაცია პისტოლეტი კალიბრზე და ასე გაჩნდა “სმიტ&ვესონის” 1917 წლის მოდელი, დიდი .45 კალიბრის 6 ვაზნიანი რევოლვერი. იდეა აღმოჩნდა როგორც ჩანს კარგი და რევოლვერები გათვლილი პისტოლეტის კალიბრებზე (მეტ წილად .380 ACP, 9×19 Luger, .45ACP და ძლიერი 10mm Auto) დღემდე გამოდის.

ეხლა როდესაც მეტნაკლებად გავერკვიეთ რა ტიპის და რა კალიბრის რევოლვერების შეძენა შეიძლება საქართველოში, მოდით განვიხილოთ რა გაუმჯობესდა რევოლვერებში უკანასკნელი 150 წლის განმავლობაში და რა უპირატესობებს გვთავაზობს რევოლვერი.

sdaas19

გაიცანით “სმიტ&ვესონ” “ქომბათ მაგნუმი”, რევოლვერი შექმნილი სამართალდამცავის მიერ სამართალდამცავებისთვის, გამოჩენისთანავე წარმოადგენდა ახალ სტანდარტს კომპაქტურობის და საცეცხლე ძალის მშვენიერი ბალანსით. 

რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი გამოიხატა გამოყენებულ მასალებში. ამან გამოიწვია როგორც რევოლვერების მასის და გაბარიტების შემცირება ასევე კალიბრის ზრდა და მათ შორის გაზარდა დოლურის ტევადობა 7,8 და 10 ვაზნამდე. პირველი მერცხალი, რომელმაც შემდგომ წარმოქმნა მთელი ტენდენცია იყო სმიტ&ვესონის რევოლვერი „ქომბატ მაგნუმი“. ამ რევოლვერის იდეის ავტორი იყო გამოცდილი სამართალდამცავი ბილ ჯორდანი. მისი აზრით .357 მაგნუმის კალიბრის რევოლვერი, რომელიც ზომებით იქნებოდა იდენტური K ზომის ჩარჩოს მქონდე .38 კალიბრის რევოლვერების მაგრამ ექნებოდა მძიმე ლულა და რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები იქნებოდა „საოცნებო“ იარაღი ნებისმიერი სამართალდამცავისთვის. „ქომბათ მაგნუმმა“ შემდგომში წოდებული მოდელი 19, შექმნა ტენდენცია, რომელიც დღემდე გრძელდება, რევოლვერების გაბარიტების შემცირება და სიმძლავრის და საცეცხლე  ძალის ზრდა. “ქომბათ მაგნუმი” იყო პირველი რევოლვერი შექმნილი სერიოზული პოლიციური სამსახურისთვის, და რომელიც გაბარიტებით და საცეცხლე ძალით გაუწევდა კონკურენციას პისტოლეტებს. გაშვებული წარმოებაში 1955 წელს “ქომბათ მაგნუმი” ეგრევე გახდა ზეპოპულარული და მათ შორის გახდა  აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტში ახლად შექმნილი სპეცდანიშნულების რაზმის “SEAL”-ის პირველი ოფიციალური საშტატო იარაღი.

P101dd0014

Smith&Wesson 340PD არის კარგი მაგალითი თუ რამდენად დაიხვეწა რევოლვერების კონსტრუქცია. 

იმაზე თუ რამდენად განვითარდა ტექნოლოგია ზოგადად და რევოლვერების კონსტრუქცია კონკრეტულად  ნათლად მეტყველებს “სმიტ&ვესონის” კიდევ ერთი რევოლვერი მოდელი 340PD.  იარაღის ჩარჩო დამზადებულია ალუმინისგან და მას ასევე მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული დოლურა აქვს. ლულა ასევე არის ალუმინის მაგრამ ლულის არხი არის ფოლადის ლეინერით. მისი წონა სულ რაღაც 340 გრამია. გაბარიტები და დამალული ჩახმახი იძლევა საშუალებას ეს იარაღი კომფორტულად და შეუმჩნევლად ატაროთ შარვლის ჯიბეში და ამავე დროს მისი კალიბრი არის მძლავრი “.357 მაგნუმი”. შედარებისთვის 40 წლის წინ “კოლტმა” დაამზადა აშშ-ს საჰაერო ძალებისთვის მთლიანად ალუმინის .38 კალიბრის რევოლვერი სახელად “Aircrewman”, იმ დროს ტექნოლოგია ჯერ არ იყო საკმარისად განვითარებული და ალუმინის დოლურა ვერ უძლებდა სტანდარტულ .38 კალიბრის ვაზნის დაბალ წნევასაც კი, რის გამოც 1123 მიწოდებული რევოლვერი და მასთან ერთად 40 000 ალუმინის “სმიტ&ვესონი მ13′ ამოღებულ იქნა მიმოქცევიდან და განადგურდა. თანამედროვე და ტექნოლოგიურად დახვეწილი მოდელი 340PD არის იარაღი ვიწრო სპეციალიზირებული მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტი და კარგი მაგალითი რევოლვერების პირველი უპირატესობის: შესაძლბლობა გამოიყენოთ უკიდურესად მძლავრი კალიბრი ძალიან კომპაქტურ იარაღში.

rweerr

Smith&Wesson J-frame რევოლვერების ოჯახი დღეს არის ნომერ პირველი კომპაქტური .38 კალიბრის რევოლვერების ოჯახი. ამ ზომის რევოლვერები ასევე გამოდის სხვა კალიბრებშიც აქიდან ყველაზე ძლიერი .357 მაგნუმია, მაგრამ .38 რჩება საუკეთესო კომპრომისად საცეცხლე ძალასა და კონტროლირებადობას შორის. სურათზე არის .38 კალიბრის მოდელი Centennial (მცველი) რომლის წარმოება დაიწყო 1953 წელს და ის არის ალბათ საუკეთესო კომპაქტური რევოლვერი ფარული ტარებისთვის. ისევე როგორც “ქომბათ მაგნუმმა” ამ რევოლვერმა შექმნა მთელი ტრენდი და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რევოლვერის ევოლუციაზე. J ზომის ჩარჩოთი, “სმიტ&ვესონ” მოდელი 30 ასევე გახდა პირველი მოკლელულიანი იარაღი მთლიანად დამზადებული უჟანგავი ფოლადისგან. 

რა თქმა უნდა საოცრებები არ ხდება და  ასეთ იარაღს, მსუბუქს მაგრამ ძალიან ძლიერს ყოველთვის ექნება გარკვეული შეზღუდვები რომელიც ეგრევე გამოვლინდა პირველ ასეთ რევოლვერში – სმიტ&ვესონის „კომბათ მაგნუმში“. მალე აღმოჩნდა, რომ „მაგნუმის“ ვაზნების ხშირი გამოყენება შედარებით კომპაქტურ რევოლვერში იწვევდა მათ ნაადრევ ცვეთას .38 კალიბრის იგივე ზომის რევოლვერებთან შედარებით. აქიდან გამომდინარე წარმოიქმნა პრაქტიკა, რომელიც გულისხმობდა ვარჯიშს “.38 სპეციალურის” გამოყენებით, ხოლო ტარება ხდებოდა “.357 მაგნუმის” ვაზნებით დატენილი რევოლვერის. აღნიშნული შესაძლებელია იმიტომ, რომ “.357 მაგნუმ” კალიბრის იარაღში დასაშვებია უფრო სუსტტი “.38 სპეციალურის” გამოყენება. ეს მიდგომა ზოგავს იარაღის რესურს და მსროლელის ჯიბესაც ნაკლებად ურტყავს. რაც შეეხება მოდელს 340პდ, ამ იარაღში არ არის რეკომენდირებული 120 გრანზე ნაკლები წონის ვაზნების გამოყენება ვინაიდან ბოლომდე არ დამწვარმა დენთის ნაწილაკებმა შეიძლება გამოიწვიონ ჩარჩოს ეროზია, ან დაძრან მსუბუქი ტყვია მასრაში რაც გამოიწვევს იარაღის გაჭედვას. ეს შეზღუდვები ძნელად ასატან უკუცემასთან ერთად არის ფასი რომელსაც იხდით შესაძლებლობაში ჯიბით კომფორტულად ატაროთ იარაღი, შაშხანის კალიბრის სიმძლავრით.

IMGm58

Smith&Wesson M57/58, წარდგენილი 1964 წელს გათვლილი იყო ძლიერ .41 მაგნუმზე, რომლის შექმნის უკან იდგნენ ელემერ კეიტი, ბილ ჯორდანი და სკიტერ სკელტონი. ძლიერი ვაზნა შექმნილი “რემინგტონში” და მასზე გათვლილი რევოლვერი მოდელი 57 იმით არიან საინტერესო რომ წარმოადგენენ ევოლუციურ ჩიხს, იმ წერტილს სადაც სიმძლავრემ გადაწონა პრაქტიკულობა. 1964 წელს ჯერ არ არსებობდა მაღალტქნოლოგიური ექსპანსიური ტყვიები და ვიდრე .38 იყო სუსტი ხოლო .357 მაგნუმი ხასიათდებოდა ზედმეტი შეღწევით, ჩაითვალა რომ .41 მაგნუმი,  10 მმ-ნი 210 გრანიანი ტყვიით და ენერგიით 1500 ჯოული იქნებოდა იდეალური პოლიციური ვაზნა. სამწუხაროდ პოლიციელებმა არ მოიწონეს გასროლის მაღალი ხმა, ლულის ალი და უკუცემა ისევე როგორც სმიტ&ვესონის რევოლვერი N ზომის ჩარჩოთი კარგად ვერ ინელებდა ახალ მაგნუმს. “.41 მაგნუმი” მართალია დღემდე გამოდის მაგრამ ის უბრალოდ ვერ გახდა “მეინსტრიმ” კალიბრი, როგორც “.357 მაგნუმი” ან “.44 მაგნუმი” და სარგებლობს სიყვარულით და აღიარებით მხოლოდ ენთუზიასტების ვიწრო წრეში. 

მეორე უპირატესობა უკავშირდება თვითონ რევოლვერის კონცეფციას. რევოლვერის ათვისება ადვილია. რევოლვერს არ გააჩნია მცველი, მჭიდი, მჭიდის ღილაკი, არ არის საჭირო ვაზნის ხელით მიწოდება. ზოგი პისტოლეტი ისეთია, რომ სუსტი ხელების პატრონს საერთოდ გაუჭირდება ვაზნის მიწოდება, ვიწრო საკეტის და ხისტი ზამბარის გამო. ნაკლები მანიპულაცია და ღილაკი ნიშნავს, რომ სტრესის პირობებში ნაკლებია რამის დავიწყების ან არასწორად გაკეთების ალბათობა. რევოლვერში ყველაფერი ძალიან მარტივია, ამოიღე და ისროლე, როგორც „გლოკი“, იმ განსხვავებით, რომ რევოლვერის სასხლეტი გაცილებით უფრო მძიმეა და თან გრძელი სვლით რაც ამცირებს უნებლიე გასროლის რისკს. საკმარისია ერთხელ დახედოთ რევოლვერს რომ დაინახოთ დოლურა სავსეა თუ ცარიელი. ერთი ღილაკის დაჭერით დოლურა გარეთ გამოდის და შესაძლებელია დარწმუნდეთ რომ იარაღი მართლაც დატენილია. ერთი მოძრაობით კეტავთ დოლურას და იარაღი ისევ მზად არის სასროლად. 2 წუთიანი ინსტრუქცია და მსროლელი მზად არის რევოლვერის გამოყენებისთვის. ეს ასევე არის მიზეზი რის გამოც რევოლვერს ხშირად ურჩევენ გამოუცდელ ახალბედა მსროლელს, თუმცა ეს ყოველთვის სწორი არ არის. რატომ ამას მერე მიხვდებით.

Colt_Detective

Colt Detective Special ასევე გათვლილი “.38 სპეციალურზე”, ბრიტანული “ბულდოგის” შორეული შთამომავალი, იყო პირველი თანამედროვე “მოკლეცხვირიანი” რევოლვერი. გამოშვებული 1927 წელს ის წარმოებაში იყო 69 წელი.  ისევე როგორც “ქომბათ მაგნუმი” და სმიტ&ვესონის Centennial, ეს რევოლვერი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს რევოლვერების ისტორიაში. 

მესამე უპირატესობა: დატენილი და სროლისთვის გამზადებული რევოლვერი „დასვენებულია“.  არც ერთი ზამბარა არ არის წნევის ქვეშ. არც მჭიდის ზამაბარააა დატვირთული არც ჩახმახის/დამრტყმელის. დატენილი და სროლისთვის გამზადებული რევოლვერი ასი წლის მერეც გაისვრის თუ არ დაიჟანგა და არ დალპა ცუდი შენახვის გამო.

მეოთხე უპირატესობა: ავტომატური ექსტრაქცციის არ არსებობა. გასროლისას არ არის საჭირო ძლიერი ჭერა, რომელიც აუცილებელია მცირე ზომის პისტოლეტებიდან სროლისას, იმისთვის რომ საკეტს ეყოს ინერცია მასრის ამოსაგდებად. ავტომატური ექსტრაქციის არ არსებობა განაპირობებს დამატებით უპირატესობებს: შესაძლებლობა ისროლოთ პირდაპირ ჯიბიდან (ვიღაცას გაეცინება მაგრამ წაიკითხეთ სტატია ბოლომდე და უკვე ისე აღარ გაიცინებთ). თუ პისტოლეტის საკეტს ან მასრას დახვდა რამე წინაღობა პისტოლეტი გაჭედავს, რევოლვერი გაისვრის ყოველთვის. ზოგი იძახის რომ რევოლვერის დამატეებითი უპირატესობა არის უნარი ეგრევე გაიმეორო გასროლა თუ ვაზნა არ აალდა და გასროლა არ მოხდა.  თეორიულად ეს არის უპირატესობა, მაგრამ რეალურად თანამედროვე ვაზნები იმდენად საიმედოა რომ მე არ მახსოვს ასეთი შემთხვევა მომხდარიყო უაკანასკნელი წელი და ჩვენმა ინსტრუქტორებმა დამიდასტურეს რომ პოლიგონზე ასი ათასობით გასროლილ ვაზნაზე მათ „ასეჩკა“ არ ახსოვთ. ვინაიდან ექსტრაქცია მექანიკურია, რევოლვერი გაცილებით ნაკლებად არის მგრძნობიარე ვაზნის ხარისხთან მიმართებაში. თუ ვაზნა ჩაეტია რევოლვერში ის მას როგორც წესი გაისვრის. რევოლვერი გაძლევთ საშუალებას შეზღუდვების გარეშე გამოიყენოთ საფანტის, ფუჭი, ნაკლბად-ლეტალური, მსუბუქი სპორტული და მძლავრი თვადაცვითი მუხტები. თუმცა ზემსუბუქ რევოლვერებში უკუცემა იმდენად ხისტია რომ რეკომენდირებულია რაღაც წონის წონის ზევით ტყვიით აღჭურვილი ვაზნების გამოყენება.

360pd-6

ხისტმა უკუცემამ შეიძლება უბრალოდ დაძრას ტყვია დარჩენილ ვაზნებში  და გაჭედოს რევოლვერი. ეს აქტუალურია მხოლოდ ზე-მსუბუქ, ალუმინის მსხვილკალიბრიანი რევოლვერებისთვის. წარწერა ლულაზე აფრთხილებს მსროლელს ამის შესახებ. 

მეხუთე უპირატესობა: რევოლვერი არ იყენებს მჭიდებს. მჭიდი პისტოლეტის საიმედოობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს და ლომის წილი პრობლემების რომელიც შეიძლება წარმოიშვას პისტოლეტში უკავშირდება სწორედაც რომ დეფექტურ/დაზიანებულ მჭიდებს. ხშირად დეფექტური მჭიდის ვიზუალური დათვალიერებით ამოცნობა შეუძლებელია. რევოლვერს მჭიდი არ გააჩნია და შესაბამისად არც ასეთი პრობლემები აქვს. სწრაფ-დამტენები, ე.წ. “სპიდლოდერები” ასრულებენ გარკვეულ წილად მჭიდის ფუნქციას რევოლვერებში, აჩქარებენ მის გადატენვას. ამასთანავე ისისნი არანაირად არ თამაშობენ როლს რევოლვერის საიმედოობაში და ასევე ძალიან იაფი ღირს, HKS-ის “სპიდლოდერის” ფასი არ აღემატება 10 დოლარს. ზოგ მოდელში გათვალისწინებულია ნახევარმთვარის ან მრგვალი კლიპების გამოყენება, რომლებიც ერთად იჭერენ ვაზნებს და მათთან ერთად თავსდებიან ბარაბანში. ასეთი კლიპის გაღუნვა ავტომატურად გამოიწვევს დაბრკოლებას, დოლურა უბრალოდ არ დაიკეტება.

speedl

რევოლვერის გადატენვის დაჩქარების ორი მეთოდი, ელასტიური სტრიპი და მექანიკური „სპიდლოდერი“.

მეექვსე უპირატესობა: რევოლვერის მორგება ადვილია ნებისმიერი ზომის ხელზე. გნებავთ რევოლვერი სპორტული სროლისთვის, ერთი ხრახნი მოხსენით და დააყენეთ ორთოპედიული სახელური. გნებავთ ფარული ტარებისთვის მაქსიმალურად კომპაქტრუი იარაღი, მოხსენით ერთი ხრახნი და დააყენეთ კომპაქტური სახელური. პოპულარულ რევოლვერებზე არსებობს ათასნაირი სახელურის ქარხნული კონფიგურაციები და თუ სასურველი ვერ ნახეთ დაამზადებინეთ ისეთი რომელიც მხოლოდ თქვენ ხელზე იქნება მორგებული.

უპირატესობებზე თუ ჩამოვყალიბდით მოდით გავიხსენოთ რევოლვერის შეზღუდვებიც. ესენია პირველ რიგში ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი და განსხვავებული ერგონომიკა, რომელიც ითხოვს მიჩვევას. ასევე გადატენვის დაბალი სისწრაფე და შეზღუდული ტევადობა. მსუბუქ რევოლვერში თუნდაც “.38 სპეციალური +P”-ს აქვს საკმაოდ ხისტი უკუცემა. ასეთ რევოლვერში .357 მაგნუმის გამოყენება უკვე ითხოვს სერიოზულ მომზადებას.

sw6278sm

1998 წელს სმიტ&ვესონმა წარმოადგინა მოდელი 627-2. ეს იყო 8 ვაზნიანი რევოლვერი გათვლილი ,357 მაგნუმზე. 2 ვაზნის დამატებამ გაზარდა რევოლვერის საცეცხლეე ძალა. .22 კალიბრის რევოლვერებში დოლურად ტევადობა გაიზარდა 10 ვაზნამდე რაც პრინციპში შეესაბამება უმეტესობა ამ კალიბრის პისტოლეტების მჭიდის ტევადობას. 

ჩემი აზრით საიმედოობის და სიზუსტის მხრივვ პისტოლეტი და რევოლვერი ერთნაირია, თანამედროვე წარმოების პირობებში, პრაქტიკული თვალსაზრისით პისტოლეტიც და რევოლვერიც ადეკვატურად ზუსტია, თუმცა რევოლვერს მაინც აქვს მცირე უპირატესობა საიმედოობაში გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს მჭიდი და ის ნაკლებად სენსიტიურია ვაზნის ტიპის და ხარისხის მიმართ. ეს არ ნიშნავს რომ რევოლვერები არ ჭედავენ. მაგრამ თუ გაჭედილი პისტოლეტის დაბრუნება მწყობრში  შესაძლებეელია წამებში, აი რევოლვერის “გაცოცხლება” ასეთი ადვილი არ არის. თუ რევოლვერმა გაჭედა ის გაჭედავს  კონკრეტულად და  შესაძლებელია საჭირო გახდეს იარაღის ხელოსანთან მიტანა. რამ შეიძლება შეაფერხოს რევოლვერის მუშაობა გარდა ვთქვათ მექანიკური პრობლემისა? ბინძურმა სავაზნეებმა ან გახეთქილმა მასრამ შეიძლება გახადოს ექსტრაქცია შეუძლებელი. ჭუჭყი ან  არდამწვარი დენთის ნაწილაკების მოხვედრა/დაგროვება საექსტრაქციო ვარსკვლავის ქვეშ არ მისცემს მას საშუალებას დაბრუნდეს გადატენვის შემდეგ თავის ადგილას და დოლურა ვერ ჩაიკეტება. ორივე შემთხვევაში დაბრკოლების აღმოფხვრა იქნება ძალიან რთული, განსაკუთრებით თუ ირგვლივ ისვრიან ან თქვენ ხართ თავდასხმის ობიექტი. გამომდინარე იქიდან რომ, რევოლვერის მექანიზმეების მუშაობა უნდა იყოს სინქრონიზირებული ხანდახან ხდება უცნაური რამეები თუ მექანიზმი მორყეულია. მაგალითად ერთი ჩემი “ტაურუსის” რევოლვერი (მოდელი 85) სროლის დროს ჭედავდა დოლურას. სასხლეტი ქვავდენოდა და იარაღი გამოდგებოდა მარტო მტრის მიმართულებით სატყორცნად. ასე, რომ თუ პისტოლეტის რემონტი და მასში დაბრკოლების აღმოფხვრა შეუძლია უშუალოდ პატრონს, რევოლვერის შემთხევაში ეს ასე არ არის.  რევოლვერის მწყობრში დაბრუნება არის კვალიფიციური ოსტატის საქმე. გვერდებიდან გამოსროლილი ტყვიის ნაწილაკები ასევე მეტყველებენ, რომ რევოლვერს აქვს სინქრონიზაციის პრობლემა ანუ სავაზნე ზუსტად არ უსწორდება ლულას. ასე, რომ ყურადღების მიქცევა და გაფრთხილება არის აუცილებელი. დაივიწყეთ ხელის ერთი მოძრაობით დოლურის ინერციით ჩაკეტვა, როგორც კინოფილმებში.

ჩნდება კითხვა, დასახელებული ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით  რა ტაქტიკური ნიშა შეიძლება გამოვუყოთ რევოლვერებს?

აშშ ალბათ არის ერთადერთი ქვეყანა სადაც დაშვებულია ნადირობა რევოლვერით და ამავე დროს მოკლელულიანი იარაღის ფლობა და ტარება  პრაქტიკულად არ არის შეზღუდული, შესაბამისად სანადირო მოკლელულიან იარაღში რევოლვერი მანდ დომინირებს და რევოლვერი აქტიურად გამოიყენება სანადირო იარაღის როლში. საქართველოსთვის ნადირობა რევოლვერით ნაკლებად კი არა და საერთოდ არ არის აქტუალური.

სამსახურეობრივი იარაღის როლში რევოლვერები აღარ გამოიყნება 70-ნი წლების ბოლოდან, როდესაც გამოჩნდა უამრავი დიდი ტევადობის საიმედო პისტოლეტი, რომლებიც უპრობლემოდ ინელებდნენ ექსპანსიურ ვაზნებს. მე არ ვიტყვი რომ რევოლვერების გამოყენება საერთოდ არ ხდება. რევოლვერებს დღემდე აქტიურად იყენებს საფრანგეთის სამართალდამცავები.  ასევე მაგალითად ერთ-ერთმა პოლიციის დეპარტამენტმა აშშ-ში, სთხოვა სიტ&ვესონს შეექმნა ტაქტიკური რევოლვერი, რომელიც გამოდგებოდა საიერიშო რაზმის ბალისტიკური ფარის ოპერატორის შესაიარაღებლად. დამკვეთების აზრით რევოლვერი არ გაჭედავდა იმ შემთხვევაში თუ ოპერატორი მას შემთხვევით მიაბჯენდა ან უბრალოდ წამოდებდა ფარს. ასე დაიაბადა მოდელი 327 TRR8, 8 ვაზნიანი, “.357 მაგნუმ” კალიბრის რევოლვერი აღჭურვილი “პიკატინის” სამაგრებით. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს რევოლვერი საუკეთესო იარაღია ამ როლში, ბობ ტაუბერტი გამოცდილი ინსტრუქტორი, რომელიც მათ შორის იდგა  FBI-ს HRT (მძევალთა გათავისუფლების სპეციალური ჯგუფი) დანაყოფის შექმნის პროცესის  სათავეში, თავის მართლაც შესანიშნავ წიგნში Rattenkrieg, არაფერს არ წერდა გაჭედილ პისტოლეტებზე, პირიქით ის იძახდა რომ ფარის ოპერატორის იარაღი უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი ტევადობის მჭიდით, რომ მას არ დაჭირდეს გადატენვა. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს არიან სპეც-დანიშნულეების ნაწილები სადაც სხვაგვარად თვლიან და სმიტ&ვესონმაც მათი თხოვნა შეასრულა.

RR5 სმიტ&ვესონ 327 TRR8 გაჩნდა სამართალდამცავების მოთხოვნის შესაბამისად და ეს კომპანია ყოველთვის ყურადღებით უსემნდა და ხშირად სთავაზობდა კიდევაც მათ და სპორტსმენ სმროლელებს სამსახურს. ამის გამო ამ კომპანიამ მალე დაიკავა ლიდერის პოზიციები და დაძირა კიდევაც თავისი მთავარი კონკურენტი “კოლტი”. როგორც ბილ რუგერმა ერთხელ თქვა, “კოლტის” მმართველობა უფრო გატაცებული იყო გოლფის თამაშით ვიდრე სროლით. 

ასევე ჩემი აზრით ტაქტიკური ნიშა ე.წ. “მოკლე-ცხვირიანებისთვის” (კომპაქტური რევოლვერები 2 ინჩიანი ლულით) კვლავ არსებობს. უბრალოდ გამომდინარე მათი შეზღუდევბიდან კარგად უნდა გვესმოდეს რომ ეს ნიშა საკმაოდ ვიწროა. რაც უფრო იზრდება “მოკლეცხვირიანის” სიმძლავრე პირდაპირ პროპორციულად მცირდება კომფორტი და რთულდება ეფექტური სროლა. “მოკლე-ცხვირიანს” აქვს მძიმე სასხლეტი (როგორც ყველა რევოლვერს) რომელიც ვერ შეედრება პისტოლეტის სასხლეტებს, აქვს მოკლე სამიზნე ხაზი და მსუბუქი მასის გამო გააჩნია დიდი უკუცემა.

.

640pro_series400x300

ასე უნდა გამოიყურებოდეს რევოლვერის თავდაცვითი კომპლექტი: საიმედო რევოლვერი (ამ შემთხვევაში S&W 640), კარგი ბუდე, რამდენიმე „სპიდლოდერი“ (HKS) და მათი „პაუჩი“.

დასახელებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ბუნებრივია რომ პოტენციალური რევოლვერის “კლინეტი” უნდა დარწმუნდეს, რომ რევოლვერს რომელსაც ის აირჩევს არის კარგი ხარისხის, აქვს საუკეთესო სასხლეტი, პატრონს ხელთ უნდა ქონდეს „სპიდლოდერები“ ხოლო ინტენსიური ვარჯიში არის აუცილებელი, მათ შორის იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ მას შეუძლია რევოლვერის მოთოკვა სასურველი ვაზნების გამოყენებისას. იდეაში პრაქტიკის 90% უნდა დაეთმოს ორმაგ რეჟიმში სროლას. კომპაქტური რევოლვერის გამოყენება შესაძლებელია როგორც სათადარიგო უკანასკნელი შანსის იარაღის როლში, რაც გულოსხმობს გამოყენების კრიტიკულად ახლო მანძილებს. ყოველდღიური ტარებისთვის სადაც ალბათობა თავდასხმის არ არის მაღალი. რევოლვერი ადვილი სატარებელია და 5-6 ვაზნა საკმარისია რომ დაიცვა თავი. რაც შეეხება ჯიბიდან სროლას, არაფერი სასაცილო და კურიოზული ამაში არ არის. თუ არ იცით ხართ თუ არა საფრთხის ქვეშ ჩაყავით ხელი ჯიბეში და მოკიდეთ ხელი რევოლვერს. გარედან თქვენ ჩვუელებრივად გამოიყურებით მაგრამ ამავე დროს მზად ხართ ნახევარ წამში განახორციელოთ გასროლა. თუ საფრთხე არ არის, ამოიღეთ ხელი ჯიბიდან და მიესალმეთ გვიან სტუმარს რომელიც სახლის კარზე მოგადგათ ან გააგრძელეთ თქვენი გზა თუ ქუჩაში ხართ. არ არის საჭირო  ვაზნის მიწოდება და მერე განმუხტვა, მცველის მოხსნა და ჩაკეტვა.

გაითვალისიწნეთ, რომ მართალია რევოლვერს არ აქვს საკეტი, რომელსაც შეიძლება გასროლისას წინაღობა შეხვდეს და იარაღიც გაჭედავს, მაგრამ სამაგიეროდ რევოლვერი შეიძლება ეფექტურად დაბლოკო და არ მისცე გასროლის საშუალება თუ წაავლებთ და მოუჭერთ ხელს ბარაბანს. მსროლელის თითს ძალა არ ეყოფა დაძლიოს წინააღმდეგობა და გაისროლოს (თუ ჩახმახი არ არის შეყენებული).

cobra52

იგივე შესაძლებელია ასევე ჩახმახის ხელით დაბლოკვით, რევოლვერზე გაცილებით დიდი და გარეთ გამოშვერილი ჩახმახებია ვიდრე პისტოლეტებზე და ამიტომაც დამალული ან ნახევრად დამალული ჩახმახი გარდა იმისა, რომ აადდვილებს იარაღის ჯიბით ტარებას ასევე იცავს ჩახმახს დაბლოკვისგან, იქნება ეს თავდამსხმელის ხელი თუ ტანსაცმელი რომელსაც შეიძლება ეს წამოედოს და ხელი შეგიშალოთ მის ამოღებაში. სურათზეა “კოლტ კობრა” ჩახმახის დამცავით. ასევე არსებობენ მოდელები დამალული ჩახმახით და პოპულარულია ჩახმახის გამოშვერილი ნაწილის მოჭრა რის შემდეგ რევოლვერი ხდება პრაქტიკულად მხოლოდ ორმაგი მოქმედების იარაღი. 

რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ გარკვეულ კი არა და სერიოზულ შეზღუდვებს გვიწესებს. ვაზნები ძვირია და მათი ნომენკლატურია მწირია. კარგი თავდაცვითი მუხტბი .38 კალიბრში პრაქტიკულად არ გვხვდება და იგივე ეხება .357 მაგნუმს, იმ სხვაობით რომ მაგნუმი მაინც ძლიერი ვაზნაა ხოლო .38-ში ადეკვატური მუხტის გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრობლემას წარმოადგენს პრაქტიკაც. კარგი რევოლვერები პრაქტიკულად არ იყიდება და არც მეორად ბაზარზე არ იშოვება, რის გამოც ჩემი ღრმა რწმენით თუ ადამიანი ეძებს მოკლელულიან თავდაცვით იარაღს, მან ჯობია გვერდი აუაროს რევოლვერებს და აირჩიოს ადეკვატური კალიბრის პისტოლეტი.

P1070146

ავტორის კუთვნილი, სქართველოში ძალიან იშვიათი Colt Detective Special. სწორედ ამ რევოლვერის გაცნობით “ინსპირერებულია” ეს სტატია. 

ჩვენი ტესტი – Ruger SR9c

Friday, March 11th, 2016

“რუგერის” მიერ წარმოებულ იარაღს პრაქტიკულად არ იცნობენ  საქართველოში. რამდენადაც მე მახსოვს არც ერთი რუგერის იარაღი არასდროს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი რაოდენობით საქართველოში არ შემოსულა. ეს კომპანია ტრადიციულად ორიენტირებულია ჩრდილო-ამერიკულ ბაზარზე და მას ასევე ნაკლებად იცნობენ მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც. დაარსებული 1949 წელს ბილ რუგერის და ალექსანდერ სტურმის მიერ, ამ კომპანიის ისტორია წააგავს ახდენილ ამერიკულ ოცნებას. ორმა ადამიანმა 50 000 დოლარით გახსნეს კომპანია ნაქირავებ პატარა სახელოსნოში და დაიწყეს ერთი მცირეკალიბრიანი პისტოლეტის წარმოებით. არც ისე დიდიხნის შემდეგ ეს კომპანია გახდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი აშშ-ში და ამჟამად მათი კატალოგი სამასამდე მოდიფიკაციის გრძელ და მოკლელულიან იარაღს ითვლის.  ბევრს საქართველოში გაუკვირდება, თუ რამდენად მსხვილი მწარმოებელია “რუგერი” მაგრამ ეს კომპანია 2008-2011 წლებში იყო ნომერ პირველი იარაღის მწარმოებელი აშშ-ში.  1986 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში “რუგერმა” ყველაზე მეტი იარაღი გამოუშვა ყველა ამერიკულ მწარმოებელს შორის (15.3 მილიონი ერთეული) და თუ ეს არ არის საკმარისი, 2009 წლიდან 2012 წლამდე აშშ-ში „რუგერი“ ყველაზე მეტ მოკლელულიან იარაღს უშვებდა სხვა მწარმოებლებთან შედარებით. უკანასკნელი მაჩვენებელი განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ამ სტატიისთვის ვინაიდან ლომის წილი ასეთ მიღწევაში მიუძღვის სწორედაც რომ პირობითად ახალი თაობის „რუგერის“ პისტოლეტებს და მათ შორის ჩვენი მორიგი ტესტირების გმირს Ruger SR9-ს, რომლის წარმოება 2008 წელს დაიწყო.

რუგერის მსხვილკალიბრიანი პისტოლეტების ისტორია იწყება 80-ან წლებში, როდესაც „რუგერმა“ გამოუშვა 9მმ-ნი P-85. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც აშშ-ის არმიამ გადწყვიტა ახალ 9მმ-ან პისტოლეტზე გადასვლა და უარი თქმა .45 კალიბრზე. ბილ რუგერმა ჩათვალა რომ შედეგად სამართალდამცავები და სამოქალაქო მსროლელებიც აყვებოდნენ ამ ტენდენციას და შესაბამისად მოთხოვნაც 9მმ-ან პისოლეტზე ტევადი მჭიდით გაიზრდებოდა. პისტოლეტს თავიდან რთული სტარტი ქონდა, გამოწვეული იმით, რომ ის იქმნებოდა შეზღუდულ ვადებში, იმისთვის რომ მოესწრო კონკურსისთვის, რომელიც არჩევდა ახალ პისტოლეტს აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის. კონკურსში როგორც ცნობილია გაიმარჯვა ‘ბერეტტა 92“-მა, ხოლო ბილ რუგერს მიეცა მეტი დრო დაეხვეწა თავისი იარაღი. საბოლოო ჯამში P-85 დაიხვეწა, პრობლემები აღმოიფხვრა და მისმა გაუმჯობესებულმა ვარიანტმა – P-89 თავისი მაღალი საიმედოობის გამო დაიმსახურა ჩუმი აღიარება სამოქალაქო მსროლელებს და პოლიციელებს შორის. ჩუმი, იმიტომ რომ 80-ნი წლების ბოლოს, პისტოლეტის მწარმოებლები ტყავში ვერ ეტეოდნენ თავის პროდუქციის რეკლამირებისას. აქ ცხადია ლიდერობდა და ამინდს ქმნიდა ახალი აგრესიული მოთამაშე „გლოკი“, რომლის გაყიდვების გურუებმა საერთოდ შეცვალეს იარაღის გაყიდვების სქემა, თავისი ინოვაციური და თამამი მიდგომით, რომელიც მათ შორის მოიცავდა თავისი იარაღის ლობირებას კინოინდუსტრიაში, რეკლამებში ტოპ-მოდელების გამოყენებას და ასევე პოტენციალური კლიენტების მოთაფვლას ძვირადღიორებულ კლუბებში და რესტორნებში ღონისძიებების წყალობით, რომლებიც ცხადია კომპანიის ხარჯებით იფარებოდა.  რამდენად რევოლუციური “გლოკის” პისტოლეტი იყო კონსტრუქციულად იმდენად რევოლუციური იყო გლოკის ბიზნეს მოდელი და ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად ოდესმე მოგითხრობთ. მეორეს მხრივ “რუგერის“ პროდუქციას არ მოსდევდა ასეთი ხმაურიანი სარეკლამო კამპანია და როგორც ჩანს აშშ-ში საკმარისად იყვნენ ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ ეყიდათ უცნაური გარეგნობის “რუგერის” პისტოლეტები. ცხადია გაყიდვებს ხელს უწყობდა ორი რამე, დაბალი ფასი , „რუგერის“ პისტოლეტების მაღალი საიმედოობა, კომპანიის რეპუტაცია და ის ფაქტი, რომ “რუგერის” იარაღი კეთდებოდა ამერიკულ მიწაზე ამერიკელების ხელებით. P სერიის პისტოლეტები თანდათან იხვეწებოდნენ და 1991 წელს გამოვიდა ამ სერიის პისტოლეტების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი Ruger P90, .45 კალიბრის პისტოლეტი, რომელიც იმ პერიოდისთვის აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე იაფი .45 კალიბრის პისტოლეტი, რომელიც იყო ამავე დროს ყველაზე ზუსტი ამ კალიბრის იარაღი, რომელიც პირდაპირ კოლოფიდან უკეთ ისროდა ვიდრე ბევრად უფრო ძვირადღირებული პისტოლეტები. სამწუხაროდ პისტოლეტების იერსახე რჩებოდა ღრმად უტილიტარული და „რუგერის“ პისტოლეტებმა დამსახურებულად მიიღეს დამცინავი მეტსახელი „სასხლეტიანი აგურები“. ეს ყველაფერი შეიცვალა 2004 წელს, როდესაც „რუგერმა“ „შოთ შოუზე“ წარმოადგინა პრაქტიკულად ახალი თაობის .45 კალიბრის პისტოლეტი P345. ეს პისტოლეტი რადიკალურად განსხვავდებოდა ტიპიური “რუგერი” პისტოლეტებისაგან პირველ რიგში იმით, რომ ის უკვე აღარ გავდა „სასხლეტიან აგურს“.  პისტოლეტის დიზაინერებმა საფუძვლიანად იშრომეს P345-ზე რის გამოც პისტოლეტი გამოვიდა კომპაქტური, ლამაზი ფორმებით, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნა წინა პისტოლეტების ყველა დედებითი თვისება.

Ruger_P345_Pistol_107674

P345 შეიძლება ჩაითვალოს გარადამავალ მოდელად, რომლის გამოჩენის შემდეგ „რუგერების“ პისტოლეტების იერსახე და ერგონომიკა რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ.

მინი-რევოლუცია “რუგერში” დაიწყო 2008 წელს, როეაც წარმოებაში წავიდა ახალი თაობის პისტოლეტები ინდექსით SR. ვიზუალური მზგავსება P345-სა და SR-ს შორის აშკარა არის. ტექნოლოგიურად ასევე ისინი ძალიან გვანა ერთმანეთს. აქ მე მინდა ცოტათი ავცდე ჩვენი სტატიის მთავარ თემას და ორი სიტყვით მინდა გიამბოთ, რისი წყალობით მიაღწია ამ კომპანიამ ასეთ შთამბეჭდავ წარმატებას. უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა წარმატება არის უშუალოდ ბილ რუგერის დამსახურება, რომლის წინასწარმეტყველების უნარი აღიარებულია იარაღის ბევრი ისტორიკოსის მიერ. პირველ რიგში ის ყველაზე ადრე ხვდებოდა რაზე იქნებოდა მოთხოვნა მომავალში, მოვლენებს უსწრებდა და სხვებზე ადრე სთავაზობდა მომხმარებელებს  ახალ ინოვაციურ პროდუქტებს, რომელიც მათ ჭირდებოდათ. გარდა ამისა მას ქონდა უნარი, სხვისი კონსტრუქციების შესწავლის და დახვეწის, რისთვისაც ის მათ შორის იყენებდა ახალ ტექნოლოგიებს. ბილ რუგერის მიერ გაუმჯობესებული იარაღი გამოდიოდა უფრო საიმედო, უფრო ტექნოლოგიური, ხოლო მისი წარმოება უფრო იაფიც ჯდებოდა. „რუგერმა“ პირველად დაიწყო ჩამოსხმული დეტალების მასიურად გამოყენება, და ამზადებდა ასეთი მეთოდით საკეტებს, საკეტის თავებს და ლულებსაც კი. ბევრი მითქმამოთქმა არსებობს ჩამოსხმის მეთოდით (casting) დამზადებული დეტალების საიმედოობაზე მაგრამ „რუგერში“ ეს მეთოდი როგორც ჩანს სრულყოფილებამდე დაიყვანეს, რის გამოც „რუგერის“ წარმოებული ჩამოსხმული დეტალების ხარისხზე ჩივილები პრაქტიკულად არ გვხვდება. რა თქმა უნდა „ესთეტები“ დაიწუნებენ ჩამოსხმულ დეტალებს, მაგრამ „რუგერის“ პისტოლეტების გამძლეობა ცნობილია, ამიტომაც არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს რა მეთოდით არის დამზადებული პისტოლეტის საკეტი და ლულა. თუ ტექნოლოგია დაცულია და დეტალის კონსტრუქცია სწორედ არის პროექტირებული, ასეთი საკითხები გადადის წმიდა თეორიულ და პირადი გემოვნების სიბრტყეში. შორს, რომ არ წავიდეთ ამის საუკეთესო მაგალითი არის „კალაშნიკოვის“ რესივერების დამზადების ტექნოლოგია. ერთის მხრივ ფრეზირებული რესივერი უმჯობესია, ბეჭდვით დამზადებულზე მაგრამ პრაქტიკაში ორივე რესივერით იარაღი ერთნაირად მუშაობს. ზოგი აირჩევს ფრეზირებულს, იმიტომ რომ ის თეორიულად უფრო გამძლეა, ზოგი აირჩევს მეორეს, იმიტომ რომ ის უფრო მსუბუქია. „რუგერის“ შემთხვევაშიც ეგრეა, ვიღაცა აარიდებს თავს „რუგერის“ პისტოლეტებს, ვიღაცა პირიქით ჩათვლის, რომ ასეთ ფასად მას სწორედ ასეთი იარაღი ჭირდება. ჩემი აზრით ის ვინც “რუგერს” აირჩევს არ წააგებს მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და თანმიმდევრულად მოგიყვებით ამ იარაღზე.

SR სერიის პისტოლეტებს დიდი წარმატება ხვდა წილად და მალევე მათ პრაქტიკულად მთლიანად ჩაანაცველს P სერიის პისტოლეტები და ამჯერად არსებობენ ამ სერიის პისტოლეტები სამ ყველაზე პოპულარულ კალიბრში: 9×19; .45ACP და .40S&W. გარდა იმისა, რომ პისტოლეტეებმა საგრძნობლად “დაიკლეს წონაში”, გაიზარდა მათი მჭიდების ტევადობაც. 9მმ-ნი SR9 იტევს 17 ვაზნას, მანამდე რუგერების მაქსიმალური ტევადობა იყო 15 ვაზნა.

rugernib

ჩვენი ტესტირების ობიექტი, SR9c, კომპაქტური 9მმ-ნი პისტოლეტი. პისტოლეტს მოყვება კომპლექტში პლასტმასის კეისი, ინსტრუქცია, უსაფრთხოების საკეტი, ორი მჭიდი, 10 და 17 ვაზნიანი, ტარის ადაპტორი 17 ვაზნიანი მჭიდისთვის, გამოსაცვლელი ხუფი 10 ვაზნიანი მჭიდისთვის და რკინის მჭიდის დამტენი. “რუგერს” ასევე გააჩნია სრული ზომის SR9, მათ შორის “შავი” საკეტით.

ტრადიციულად პისტოლეტის შეფასებისას ჩვენ ვიყენებთ ჩვენს მიერ შემუსავებულ შეფასების სქემას, რომელიც შედგება 8 კრიტერიუმისგან. ესენია საიმედოობა,  (პისტოლეტი უნდა იყოს 100% საიმედო FMJ ტიპის ვაზნებით და გათვლილი  +P კატეგორიის JHP ვაზნების გამოყენებაზე. შერჩეულ JHP ვაზნების გამოყენებისას უნდა იყოს 100% საიმედო და ჯდებოდეს სიზუსტის მოთხოვნებში), კონსტრუქციული სიმარტივე, (პისტოლეტი უნდა მოიცავდეს მცირე რაოდენობის დეტალებს, იშლებოდეს არასრულად ინსტრუმენტების გარეშე და მარტივი ინსტრუმნეტების გამოყენებით უნდა შედარებით ადვილად იშლებოდეს ბოლომდე.  დეტალების გამოცვლისას არ უნდა იყოს საჭირო მათი ინდივიდუალური მორგება), უსაფრთხოება (პისტოლეტი უნდა იყოს აღჭურვილი ავტომატური მცველებით, რომლებიც გამორიცხავენ გასროლას სასხლეტზე დაჭერის გარეშე (მაგალითად დავარდნისას, ჩახმაზე გარედან დარტყმისას და ა.შ.), გამძლეობა (პისტოლეტი უნდა უძლებდეს ყოვლდღიურ ინტენსიურ ექსპლუატაციას, გააჩნდეს გამძლე მჭიდები, რომლებიც უძლებენ ვარდნას მიწაზე, უნდა გააჩნდეს ანტიკოროზიული თვისებები და იარაღი უნდა ინარჩუნდებდეს საიმედოობას მინიმალური მოვლის პირობებში), სუზუსტე (პისტოლეტი უნდა ისროდეს ქირურგიული სიზუსტით 15 მეტრის მანძილამდე (Brain shot) და 50 მეტრის მანძილამდე იძლეოდეს საშუალებას სილუეტის მასის ცენტრში მორტყმის). მორგება/ადაპტაცია (პისტოლეტს უნდა გააჩნდეს ტარის მსროლელის ხელზე მორგების საშუალება, ორმხრივი მართვის ელემენტები, უნივერსალური სამაგრი. სასურველია დიდი ტევადობის მჭიდები და ასევე აქსესუარების ხელმისაწვდომობა და არჩევანი, რაც მისცემს მსროლელს საშუალებას მოარგოს პისტოლეტი თავის საჭიროებებს. სროლისუნარიანობა (კარგი სასხლეტი მოკლე რესეტით, დაბალი ლულის ღერძი სრწაფი და კონტროლირებადი გასროლებისთვის , ტარის ფორმა მორგებული მჭიდის სწრაფი გადატენვისთვის, ადვილად მისაწვდომი მართვის ელემენტები), ნამსახურეობა (პისტოლეტი უნდა იყოს შეიარაღებაში (არმია/პოლიცია) გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

SR9c არის ავტომატური პისტოლეტი, პლასტმასის ჩარჩოთი, რომელიც იყენებს ბრაუნინგის მოდიფიცირებულ ჩაკეტვის სქემას. SR9 არის „სტრაიკერი“ ანუ ნაცვლად ჩახმახისა ის იყენებს დახურულ საკეტში მოთავსებულ დამრტყმელს. იარაღის წონა არის 630 გრამი. “რუგერი” აყვა მოდას და პისტოლეტი იყიდება ორი მჭიდით, 10 ვაზნიანი და 17 ვაზნიანი + ტარის ადაპტორი.  ეს კარგი გადაწყვეტილებაა, თუ გინდა იარაღი ფარული ტარებისთვის, ატარე ის 10 ვაზნიანი მჭიდით და 17-ნი იყოს სათადარიგო, თუ იყენებ იარაღს სახლის დაცვისთვის, დაუყენე 17 ვაზნიანი მჭიდი და 10 ვაზნიანი გქონდეს ყოველი შემთხვევისათვის, თუ 17 ვაზნა არ გეყო სახლზე “შეტევის” მოგერიებისთვის. მჭიდების კორპუსები მეტალის არის, ხუფები კი პლასტმასის.

პისტოლეტი აღჭურვილია მთელი რიგი უსაფრთხოების სისტემებით, მათ შორის მცველით სასხლეტზე, მჭიდის მცველით (იარაღი არ გაისვრის თუ მასში მჭიდი არ არის მოთავსებული), მექანიკური მცველით და ასევე დამრტყმელის მცველით, რომელიც კეტავს მას მანამ სანამ არ მოხდება სასხლეტზე დაჭერა. დამატებით პისტოლეტი არის აღჭურვილი დიდი ინდიკატორით, რომელიც გვაფრთხილებს რომ ვაზნა სავაზნეშია.

sr9options

“რუგერის” დაშლის შემდეგ პირველ რიგში იქცევს ყურადღებას მზგავსება გლოკის სისტემის პისტოლეტებთან. ეს ეხება როგორც ჩაკეტვის სქემას ასევე დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონსტრუქციას.  პირობითად და ხუმრობით SR9-ს შეიძლება ვუწოდოთ გართულებული “გლოკი”. გართულებული იმიტომ, რომ რიგი მიზეზების გამო „რუგერის“ კონსტრუქტორებმა თავი აარიდეს „გლოკის“ ბოლომდე კოპირებას. მაგალითად SR9-ს საკეტი ისევე როგორც გლოკის საკეტი ადვილად იშლება, მაგრამ საკეტის ხუფი ფიქსირდება საკეტში ცალკე დეტალით, მაშინ როდესაც „გლოკში“ ის ფიქსირდება იგივე დეტალით, რომელიც ზემოქმედებს ექსტრაქტორზე. ეს მარტივი და ელეგანტური გადაწყვეტილება „გლოკში“ ითხოვს ნაკლებ დეტალს და გაძლევთ საშუალებას ადვილად მოხსნათ ექსტრაქტორი გამოცვლის ან გაწმენდის მიზნით. SR9-ში მასიური ექსტრაქტორი დამაგრებულია საკეტში ხვეული პინით, რომლის ამოსაგდებად დაგჭირდებათ სპეციალური ინსტრუმენტი. დანარჩენში SR9-ს საკეტის კონსტრუქცია მარტივია და ადვილად იშლება, საკეტის ხუფის მოხსნის შემდეგ გარეთ გამოდის მასიური დამრტყმელი თავისი ზამბარით, შემდეგ იხსნება მჭიდის მცველი, რომელიც დაწეულ მდგომარეობაში (როდესაც მჭიდი მას არ აწვება ქვევიდან) არ აძლევს საშუალებას დამრტყმელს მიწვდეს ვაზნას.  ეგ გადაწყვეტილება ჭკვიანურია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ იარაღში მჭიდი არ დევს, სასხლეტზე დაწოლისას ისმის მკაფიო „კლიკი“ იმიტომ, რომ მჭიდის მცველი დამრტყმელს ნახევარგზაზე აჩერებს და არ აძლევს მას საშუალებას მიწვდეს ვაზნის ამაალებელს. ასეთ გადაწყვეტილებას ასევე მოყვა ის რომ მჭიდის მოთავსებისას იარაღში, ზედმეტი ძალა არის საჭირო. უფრო მეტი ვიდრე სხვა პისტოლეტებში. მაგრამ ამავე დროს ვისაც არ სურს ასეთი მცველი, საკეტის აწყობისას უბრალოდ მას არ დააყენებს და ააწყობს საკეტს მის გარეშე.  იარაღი ჩვეულებრივად იმუშავებს და გაისვრის თუნდაც მჭიდის გარეშეც. მჭიდიც გაილებით ადვილად მოთავსდება იარაღში ზედმეტი ძალის დატანების გარეშე.

sr9slide

დაშლილი საკეტი. დამრტყმელის ქვევით არის მჭიდის მცველი, რომელიც საკეტშია განლაგებული.

SR9-ს ჩარჩო დამზადებულია პლასტმასისგან რომელიც შეხებით უფრო მყარია და პრიალა ვიდრე „ზიტელის“ მარკის პოლიმერი, რომელსაც იყენებს ზოგი სხვა მწარმოებელი მათ შორის “გლოკიც”. SR9-ს პლასტმასის ჩარჩოში 4 პინით არის ჩასმული დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოდული, ჩამკეტი ბლოკი, რომელთანაც ზემოქმედებს ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავი ლულა. წინა სამი პინი პირდაპი ამოდის, მეოთხე უკანა პინი, რომ ამოიღოთ უნდა დაწიოთ ეჟექტორი ოდნავ ქვევით, რომ ის გამოათავისუფლოთ. წინა პინები დამატებით ფიქსირდება ჩარჩოში სწორი ზამბარით. ამიტომ აწყობისას პინები სწორი მხარით უნდა ჩასვათ. “გლოკში” მნიშვნელობა არ აქვს რა მხრით ჩასვავთ პინებს. დამრტყმელ-სასხლეთ მექანიზმთან გადაბმულია ჩამკეტი ბლოკიც (რატომ?), ხოლო კონსტრუქცია “გლოკთან” შედარებით გართულებულია მათ შორის ორმხრივი მექანიკური მცველის გამოყენების გამო. კარგი გადაწყვეტილებაა, რომ მიუხედავად ამისა, ეს მოდული მთლიანად ამოდის ჩარჩოდან და შესაბამისად ადვილად იწმინდება. მექანიზმი გართულებულია, მაგრამ ცხადია მაინც უფრო მარტივია ვიდრე პირობითად მეორე თაობის პისტოლეტების მექანიზმები, რომლებიც აწყობილია ჩარჩოში და არა ცალკე მოდულად. SR9c-ს გააჩნია 89მმ-ნი ლულა, 6 „კლასიკური“ ხრახნით, ბიჯი 1:10. ლულაც, საკეტიც და ჩამკეტი ბლოკიც დამზადებულია ჩამოსხმით. რის გამოც რა თქმა უნდა ისე ლამაზად არ გამოიყურება როგორც ფრეზირებული ნაწილები, თუმცა კრიტიკული ადგილები, ლულის არხის ზედაპირი, ისევე როგორც გარედან საკეტი, სუფთად და კოსმეტიკური დეფექტების გარეშე არის შესრულებული.

rugerframe1

ჩარჩო, დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოდული და პინები. მზგავსება გლოკთან აშკარაა. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდულთან გადაბმულია ჩამკეტი ბლოკიც.

როგორც რიგი სხვა პისტოლეტების, SR9 ისე არის დაპროექტებული, რომ მის დასაშლელად საჭირო იყოს საკეტის გახსნა. აღნიშნული აქტუალურია უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რომ პატრონს არ დაავიწყდეს იარაღის განმუხტვა. იარაღი ადვილად იშლება, საკეტი იკეტება გახსნილ მდგომარეობაში, ზევიდან თითით აწვებით ეჟექტორს, რომელიც ფიქსირდება წინ დახრილ მდგომარეიბაში, მარჯვენა მხრიდან ტყვვიის თავით ან რაიმე სხვა საგნით აწვებით ღერძს, რომელიც იჭერს საკეტს, და მისი ამოღების შემდეგ, უშვებთ საკეტს წინ, ის თავისუფლად მოცილდება ჩარჩოს. შემდეგ ამოიღებთ ორმაგ დანააბრუნებელ ზამბარას და ლულას. საკეტი ასევე ადვილად იშლება. დააჭირეთ თითი ქვევიდან დამრტყმელის  მცველს, რომ გაწიოთ დამრტყმელი წინ, თხელი სახრახნისით დააწეკით საკეტის ხუფის ფიქსატორს (პატარა ნასვრეტი საკეტის ხუფზე) და ჩამოწიეთ ხუფი დაბლა, ის ადვილად მოშორდება საკეტს და მოგცემთ შაშუალებას ამოიღოთ საკეტიდან დამრტყმელი  ზამბარით და მჭიდის მცველი თავისი ზამბარით. დეტალური წმენდისთვის, ამოაგდეთ ჩარჩოდან ოთხი პინი და ამოიღეთ დამრტყმლ-სასხლეტი მექანიზმი. აწყობა პირიქით ხდება, ეჟექტორი შეგიძლიათ დააბრუნოთ თავის ადგილას ხელით ან მჭიდის მოთავსებისას, ის თვითონ დააბრუნებს ექსტრაქტორს თავის ადგილზე.

მთლიანობაში პისტოლეტი გამოირჩევა მართალია “გლოკთან” შედარებით ნაკლებად დახვეწილი კონსტრუქციით, მაგრამ ბევრ სხვა პისტოლეტთან შედარებით მაინც მარტივია. დეტალები არ არის რთული კონსტრუქციის/ფორმის და წესით უნდა გაუძლონ ხანგრძლივ და ინტენსიურ ექსპლუატაციას. ჩვენი პისტოლეტის საკეტი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, რაც პლასტმასის ჩარჩოსთან ერთად გულისხმობს, რომ ის უპრობლემოდ გაუძლებს ნესტის და ოფლის ზემოქმედებას. საკეტზე განლაგებულია დიდი ზომის ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები. ფოლადისგან დამზადებული წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობები მერცხლის კუდის ტიპის სამაგრებშია ჩამაგრებული, ხოლო უკანა სამიზნე დამატებით რეგულირდება ვერტიკალურ სიბრტყეში. ეს საუკეთესო გადაწყვეტიილებაა, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სამიზნე მოწყობილობების გამოცვლა და იარაღის ზუსტი მისროლაც ადვილდება. ასეთი ფასის იარაღზე ასეთი სრულყოფილი სამიზნე მოწყობილობების ნახვა ძალიან სასიამოვნოა. ნეტა ყველა მწარმოებელი აკეთებდეს იგივეს.

P1070067

SR9-ს საკეტის უკანა ნაწილი და სამიზნე მოწყობილობები. ერთადერთი მინუსი არის მათი დაბალი პროფილი, რის გამოც ერთი ხელით ვაზნის მიწოდება, მაგალითად ქამარზე გამოდებით შეუძლებელია. სამი თეთრი წერტილი არ არის საუკეთესო კომბინაცია, სასურველია წინა სამიზნე მოწყობილობის წერტილის ფერი იყოს განსხვავებული, რომ თვალმა სწრაფად განასხვავოს წინა წერტილი ორი უკანა წერტილისგან და ამისთვის საკმარისია უბრალოდ მდგრადი საღებავით შევღებოთ წინა წერტილი. წლებია ამისთვის მე ვიყენებ Revell-ის საღებავს, რომელიც იყიდება იქ სადაც იყიდება თვითმფრინავების ასაწყობი მოდელები (მაგალითად მე დიღმის „გუდვილში“ შევიძინე). უნდა აღვნიშნო, რომ SR9-ზე წინა წერტილი უფრო დიდია ვიდრე უკანა და ამით ის ცოტათი უფრო მოსახერხებელია.

საბრძოლო პისტოლეტის კრიტერიუმებთან თანხვედრა პრაქტიკულად სრულია. იარაღი მექანიკურად გამძლეა, მარტივია, ადვილად იშლება, გააჩნია დახვეწილი და გამძლე სამიზნე მოწყობილობები. ის ასევე აბსოლუტურად უსაფრთხოა. რაც შეეხება მორგების და ადაპტაცციის საშუალებას, პისტოლეტის ჩარჩო აღჭურვილია უნივერსალური სამაგრით, ხოლო ტარის უკანა ნაწილში არის განლაგებული, შედარებით რბილი რეზინის ჩანართი, რომელსაც გააჩნია ორი ფორმა, ბრტყელი და ამობურცული ზედაპირით. იმისთვის, რომ გამოცვალოთ ის, ამოაგდეთ ერთი პინი, მოხსენით ჩანართი, შეატრიალეთ და ისევ უკან დაამაგრეთ პინით. ვერ ვიტყვი, რომ აღნინული ოფცია მნიშვნელოვნად ცვლის იარაღის ერგონომიკას, მაგრამ ასეა თუ ისე რაღაც მორგების საშუალება მაინც არსებობს. სათადარიგო ნაწილები, ბუდეები, ღამის სამიზნეები ასევე არის ხელმისაწვდომი შესაკვეთად, იმიტომ რომ SR9 საკმაოდ გავრცელებულია აშშ-ში. რაც შეეხება ნამსახურეობას, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია იყენებს თუ არა SR-ს, რომელიმე პოლიციური სამსახური. იარაღი შედარებით ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.

P1070080

SR9-ს საკეტის გვერდები გაპრიალებულია, მე სიმართლე გითხრათ არც ეს არ მომეწონა და არც ის რომ, ჭრილები საკეტზე ზედმეტად ბასრი იყო ასე რომ 15 წუთი ხელობა აბრაზიული ქაღალდით იყო საკმარისი რომ ორივე ეს „პრობლემა“ მოგვარებულიყო.  

ჩარჩოზე განლაგებული მცვლის წყალობით, საკეტი თავისუფალია (კიდე ერთი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი P სერიის პისტოლეტებთან შედარებით), ჭრილები განლაგებულია მის როგორც უკანა ასევე წინა ნაწილში. იარაღს საკმაოდ ხისტი დამაბრუნებელი ზამბარა აქვს, რის გამოც ასეთი ჭრილების არსებობა აუცილებელია. მთლიანობაში ჩარჩოს და საკეტის ფორმები მომრგვალებულია და მას პრაქტიკულად არ გააჩნია ბასრი კუთხეები. პისტოლეტის ტარი საკმაოდ თხელია. იარაღი ზომიერად კომპაქტურია და ადვილი სატარებელია. კონსტრუქციის და დიზაინის შეფასებისას, რაიმე ნაკლის გამოვლენა შეუძლებელია. ნაკლში ვგულისხმობ რამეს რაც შეამცირებს იარაღის ერგონომიკას ან რამით გაურთულებს ცხოვრებას იარაღის მფლობელს. მჭიდის მცველი ადვილად იხსნება, ვისაც არ სურს ასეთი ოფცია ადვილად გააუქმებს მას. ასეთ მცველს შეუძლია როგორც სარგებლის ასევე ზიანის მოტანა. ერთის მხრივ იარაღი არ გაისვრის მჭიდის გარეშე, მეორეს მხრივ თუ იარაღს დაეუფლა სხვა, მოხსნილი მჭიდი არ მისცემს მას საშუალებას გაისროლოს. ორივე მდგომარეობა შეიძლება დადგეს. უსაფრთხოების მხრივ ეს გადაწყვეტილება ზედმეტია ჩემი აზრით, იარაღს ისედაც მასიური ინდიკატორი აქვს, რომელცი პირდაპირ ყვირის რომ ვაზნა სავაზნეშია. რა ტიპის უბედური შემთხვევისგან უნდა დაგვიცვას მჭიდის მცველმა ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ეს მომხმარებლის გადასაწყვეტია, რაც მთვარია SR9-ში ამ ოფციის გაუქმება/გააქტიურება ადვილზე ადვილია.

P1070082

SR9-ს ჩარჩო და საკეტი. ისრით ნაჩვენებია მჭიდის მცველი, (მჭიდის დისკონექტორი). პისტოლეტის კონსტრუქცია გათვლილია +P კატეგორიის ძლიერ ვაზნებზე.

რაც შეეხება სხვა საბრძოლო პისტოლეტის კრიტერიუმებს, როგორიც არის საიმედოობა, სიზუსტე, სროლისუნარიანობა, მათი დადგენა შესაძლებელია თუ პისტოლეტს გავატარებთ რიგ ტიპიურ ტაქტიკურ ვარჯიშებში და მათ შორის გავისვრით ამ იარაღიდან ისეთ სამიზნეში, რომ დავადგინოთ ამ იარაღის სიზუსტის ხარისხი. დავიწყოთ ნეგატივით და იმით, რომ საოცრებები იარაღის სამყაროში როგორც წესი არ ხდება.  ბიუჯეტური იარაღისგან არ უნდა ველოდოთ რაიმე განსაკუთრებულს და როგორც წესი აბსოლუტური უმეტესოაბ ესეთი იარაღის „დაჯილოდებულია“ თავისებურებებით. არც „რუგერს“ არ აცდა ეს ბედი და პირველ რიგში ყურადღება მიიქცია მჭიდის ღილაკმა. იმისთვის რომ მჭიდი იარაღში მოათავსოთ საჭიროა გვარიანად მიარტყათ მას ხელი ქვევიდან. მნიშვნელობა არ აქვს მჭიდი სავსეა თუ ცარიელი. თუ საკმარისი ძალა არ დაატანეთ ღილაკის კბილი მჭიდს არ დააფიქსირებს. მეორე ნიუნასი, რომელმაც მიიქცია ყურადღება არის ზედმეტად ხისტი დამაბრუნებელი ზამბარა (რაც როგორც წესი მეტ ნაკლებად ტიპიურია კომპაქტური იარაღისთვის). მეტი არაფერი განსაკუთრებულად ნეგატიური არ შეგვმიჩნევია. იარაღი ღრმად ზის ზელში, სამიზნე მოწყობილობები კარგი ზომის და პროპორციების არის, სასხლეტი ძალიან კარგია. უფრო მოკლე სვლით ვიდრე გლოკზე, ერთგვაროვანი თუმცა ცოტათი მძიმე. რესეტი მოკლე და პოზიტიურია. პირობითად 10 ბალიანი სკალით, SR9-ს სასხლეტი შეიძლება შეფასდეს 8 ქულით.

სროლის წინ იარაღი არც გაწმენდილა და არც დაზეთილა, როგორიც იდო კოლოფში ისეთი გამოვიყენეთ. სროლა SR9-დან ძალიან სახალისოა, იმიტომ რომ უკუცემა პრაქტიკულად არ არის, სასხლეტი ძალიან კარგია ხოლო სამიზნე მოწყობილობები ძალიან მოსახერხებელია ყველა ტიპის სროლისთვის, იქნება ეს საუკუთესო ჯგუფებზე სროლა თუ თავდაცვითი, მაქსიმალურად სწრაფი და დინამიური. პისტოლეტს არ დაჭირდა გასწორება, პირდაპირ კოლოფიდან ის ურტყავდა იქ სადაც უმიზნებდით. სამწუხაროდ ბოლო დროს მწარმოებლები თავს არ იწუხებენ პისტოლეტის ზუსტი მისროლით, არა და ზოგი მოდელისთვის ზუსტი გასწორება შეიძლება შეუძლებელიც იყო, გამოყენებული სამიზნე მოწყობილობების ტიპიდან გამომდინარე.

P1070091

ერგონომიკა ამ პისტოლეტის იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. მიუხედავად მოკრძალებული ზომებისა ის თუნდაც დიდ ხელებში ღრმად და საიმედოთ ზის. ლულის ღერძიც დაბალია. 

sr9target1

ჯგუფები 12 მეტრზე, ციფრი აღნიშნავს ჯგუფის რიგითობას, ყველაზე ბოლოს ნასროლი ყველაზე კარგი გამოვიდა. გამოყენებული მუხტი იყო  Magtech 124gr FMJ. სროლისთვის ტრადიციულად ვიყენებთ ე.წ. Ghost Target-ს, არაკონტრასტულ ბუნდოვან სილუეტს რომელზეც პირობითად აღნიშნულია სასიკვდილო ზონები, ხერხემალი, თავის ტვინი, გული.  თეთრი წრეები განკუთვნილია ზუსტი სროლისთვის. 

P1070079

სწრაფი სროლისას, ორმაგი გასროლებით, 3-8 მეტრის მანძილზე, ჯგუფი არ გამოვიდა ძალიან დიდი.

იარაღი ერგონომიული ტარის წყალობით ძალიან ღრმად ზის ხელში, რის გამოც ლულის ხტომა და უკუცემის შეგრძნება მინიმალურია. იარაღი მაღალი სროლისუნარიანობით გამოირჩევა. 10 ვაზნიანი მჭიდზე ჩვენ გვეყენა დაგრძელებული ხუფი, რის გამოც ჭერის კომფორტი პრაქტიკულად იგივეა რაც 17 ვაზნიანი მჭიდის გამოყენებისას. სასხლეტი როგორც აღვნიშნე ცოტათი მძიმეა, რის გამოც დაჭირდა მცირე მიჩვევა. პირველი ჯგუფები საკმაოდ ნორმალური იყო მაგრამ როდესაც “გავუგეთ” სასხლეტს, ჯგუფები პირდაპირ პროპორციულად შემცირდა.

სროლის დროს არ არის ურიგო ხოლმე გადაამოწმოთ მასრები. შეჭეჭყილობები, ამობურცული გვერდები, ბზარები, დამრტყმელის სუსტი კვალი ამაალებელზე შეიძლება მეტყველებდნენ ბერვ რამეზე. ჩვენ შემთხვევაში არანაირ ანომალიას ადგილი არ ქონდა. ექსტრაქცია იყო პოზიტიური, გასროლი მასრები დაგროვდა მსროლელისგან მარჯვნივ და ოდნავ უკან, 4-5 მეტრის მანძილზე.

იარაღმა იმუშავა, როგორც შვეიცარიულმა საათმა, ზუსტად, უნაკლოდ, შეფერხებების გარეშე. ენერგიუალად შეაგდეთ მჭიდი ტარში, ასევე ენერგიულად გამოქაჩეთ საკეტზე და დაიწყეთ სროლა. საკეტის შემაკავებელი, მცველი მუშაობენ მკაფიოდ და  პოზიტიურად. განსაკუთრებულ ქებას იმსახურებს მცველი. ის მარტივი კონსტრუქციის არის, ორმხრივია მაგრამ ზუსტად იქ არის განლაგებული და ისეთი ზომის არის რომ არც ხელს გიშლით, ხოლო მისი ჩართვა გამორთვა ადვილია, ამასთანავე ჩართვა გამორთვა კარგად იგრძნობა ხელით და მკაფიოდ ისმის. ეგრევე ხვდებით რომ ის ან ჩართეთ ან გამორთეთ.

შეიძლება ითქვას, რომ ტესტი სიზუსტეზე და სროლისუნარიანობაზე პისტოლეტმა წარმატებით და წარჩინებით ჩააბარა. სამწუხაროდ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ერთი მუხტი,  Magtech 124gr FMJ. რომ მოვიშველიოთ სხვა რესურსები, შეიძლება დავასკვნათ, რომ “რუგერი” არ არის წუნია ვაზნების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია SR9 არასდროს აღარ გამოჩნდეს თბილისის იარაღის მაღაზიების თაროებზე, ჩვენ მაინც გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება გაგვეცნო ახლოს ტრადიციული, სუფთა ამერიკული მწარმოებლის ეს პროდუქტი. ჩვენი ტესტის შედეგები თანხვედრაშია იმ გამოხმაურებებთან რაც ნეტში მოიპოვება, Nutnfancy, SootchOO, hickok45, The Daily Shooter, ისევე როგორც სხვა ცნობადი სახეები სროლის და იარაღის სამყაროდან, კოლიონ ნუარე, დეივ სპოლდინგი, ძალიან მაღალი შეფასებები მისცეს ამ პისტოლეტს.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად მესმის სასაცილო კითხვა რესურსზე, რამდენი აქვს იარაღს რესურსი?  ეს კითხვა ერთის მხრივ ლოგიკურია მაგრამ მეორეს მხრივ საქართველოსთვის აბსოლუტურად უაზრო. თუ X პისტოლეტს აქვს რესურსი 10 000 გასროლა ხოლო Y პისტოლეტს 8 000, ეს რამეს ნიშნავს? 99.9% პისტოლეტის მფლობელების საქართველოში დაკმაყოფილდებიან რესურსით რომელსაც ქვია “ერთი მჭიდი ახალ წელს ჰაერში”. კითხეთ თქვენ თავს, რამდენს ისვრით პისტოლეტიდან და გარწმუნებთ, რომ თუ პისტოლეტი სადმე თურქული პროვინციის სარდაფებში არ არის დამზადებული გადამდნარი ლუდის ქილებისგან ის არ დაიშლება ძალიან დიდხანს. Guns&Ammo-მ ტესტირებისას რამდენიმე დღეში SR9-დან 15 000 ვაზნა ისროლა. The Daily Shooter-მა 2.5 წელიწადში 10 000 გასროლა განახორციელა ყოველგვარი მექანიკური პრობლემების გარეშე.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. „რუგერის“ ტრადიციული ძლიერი მხარე, დაბალი ფასი და A+ კლასის ტექნიკური მხარდაჭერა, საქართველოსთვის ნაკლებად რელევანტურია. იმის ფონზე რომ დღეს ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის პრაქტიკულად ახალი მეორადი “გლოკის” ფასი 1300-1500 ლარია, საქართველოსთვის იშვიათი „რუგერი“ არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც რეალური ალტერნატივა სხვა პისტოლეტებისათვის, უბრალოდ იმიტომ რომ მას ვერსად ვეღარ იყიდით. თუ ვთქვათ და ის გამოჩნდა გაყიდვაში,  ”რუგერი” პირველ რიგში დააინტერესებს იმ ადმაინებს ვისაც სურთ იაფი მაგრამ თანამედროვე “სტრაიკერი”, რომელსაც ამავდროულად ექნება ტრადიციული მცველი, რის გამოც ვაზნის სავაზნეში  ტარება არ იქნება განსაკუთრებული საფრთხის შემცველი. ასეთ შემთხვევაში კომპაქტური SR9c, რომელიც 700 გრამსაც არ იწონის, იტევს 18 9მმ-ან ვაზნას იქნება კარგი და ეეფექტური იარაღი. განსაკუთრებულ ქებას იმსახურებს პისტოლეტის საუკეთესო ერგონომიკა. ყოველდღიური ტარება და ექსპლუატაცია იარაღს არაფერს არ დააკლებს, პლასტმასის ჩარჩო არ იცვითება და არ იჟანგება, ისევე როგორც უჟანგავი ფოლადის საკეტი. ვისაც აქვს ინტერესი ამერიკულ იარაღში, სურს მექანიკური მცველი და არ უნდა ბევრის გადახდა, SR9 იქნება ძალიან კარგი არჩევანი. იარაღის კომპაქტური ზომები შეცდომაში ნუ შეგიყვანთ, SR9 ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი კომპაქტური პისტოლეტია იმ 70-ზე მეტი პისტოლეტიდან რომელიც ჩვენ გამოვცადეთ. ჯეფ კუფერმა ერთხელ თქვა, რომ კარგ საბრძოლო პისტოლეტს უნდა ქონდეს კარგი სასხლეტი, კარგი სამიზნე მოწყობილობები და ის უნდა იყოს საიმედო. გამოდის, რომ SR9 ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს და თანაც საკამოდ ზომიერ ფასად.

10 მოკლელულიანი იარაღი რომელმაც “ვერ გაამართლა მოლოდინი”.

Saturday, February 6th, 2016

მოკლე-ლულიანი იარაღი იქნება ეს პისტოლეტი თუ რევოლვერი ფასობს პირვლ რიგში მისი კომპაქტური ზომების გამო, რაც გვაძლევს საშუალებას ეს იარაღი მუდამ თან ვიქონიოთ და ვატაროთ ფარულად.  ყველა პისტოლეტის და უმეტესობა რევოლვერების კალიბრების საკმაოდ სუსტია რაც განპირობებულია პირველ რიგში იმით რომ ეს კალიბრები გამოიყენება შედარებით მცირე ზომის იარაღში. ის თუ რამდენად დაცულია ბალანსი კალიბრის სიძლიერის, კომპაქტურობის და სროლისუნარიანობის შორის განაპირობებს ამ თუ იმ მოკლელულიანი იარაღის წარმატებულობას. რა თქმა უნდა იგულისხმება რომ იარაღი საკმარისად ზუსტია და საიმედო. ამ რეიტინგში ჩვენ წარმოგიდგენთ 10 პისტოლეტს, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ დაიმკვიდრეს ადგილი სეგმენტში, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ მოკლელულიან იარაღს.

1.       Vz.61 “Scorpion”

csavz

როგორც წესი იარაღის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოველთვის ხდება არაადეკვატური ვაზნა, რომელიც ან არ არის საკმარისი იმ დანიშნულებისთვის რისთვისაც იარაღი პროექტირდებოდა ან უბრალოდ ხარვეზიანია. ზუსტად უცნობია რატომ აირჩიეს ჩეხებმა მაინც და მაინც სუსტი ვაზნა რომლის 5 გრამიანი ტყვიის ენერგია სულ რაღაც 220 ჯოულს შეადგენდა, მაგრამ იარაღი გამოვიდა უდაოდ საინტერესო, სპეციფიური იერსახით, კარგი სროლისუნარიანობით მაგრამ სუსტი ვაზნის გამო ნაკლებად ეფექტური. „სკორპიონის“ პარტიები მალევე მოხდა სოციალისტური ჩეხოსლოვაკიიდან არალეგალური იარაღის ბაზარზე და გამოყენებული იქნა ბევრ გახმაურებულ ტერორისტულ აქტში. შემდგომ ამ იარაღის „სამოქალაქო“ ვარიანტები გახდა ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის და ეს იარაღი სპეციფიური იერსახის, ტერორისტული წარსულის და დაბალი ფასის გამო გახდა იარაღის ენთუზიასტის საყვარელი სათამაშო. სუსტი ვაზნა არის ამ იარაღის მთავარი მინუსი, დანარჩენში იარაღი საკმაოდ ღირსეულად გამოიყურება, კონსტრუქციულად დახვეწილი, საიმედო და ზუსტი. ამის გამო თუ სხვა არჩევანი არ არსებობს ამ იარაღის გამოყენება თავდაცვისთვის სავსებით შესაძლებელია თუ გავითვალისწინებთ რომ ის იყენებს დიდი ტევადობის 20 ვაზნიან მჭიდებს.  რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს იარაღი დღემდე წარმოებაშია.

2.    IWI Desert Eagle

DesertEagle50AE

ჩემი დაკვირვებით იერსახე თამაშობს ძალიან დიდ როლს სამოქალაქო იარაღების ბაზარზე. დიდი პროცენტი ჩვეულებრრივი ადამიანების არჩევს იარაღს მხოლოდ იმის მიხედვით თუ როგორ გამოიყურება ის. სამკუთხედი ცხვირის და ვეებერთელა ზომების გამო დეზერტ იგლი არის ყველა კომპიუტერლი თამაშების და „მატრიცის“ მოყვარულების ოცნება. შექმნილი იზრაელში მაგრამ წარმოებული ამერიკაში, განსხვავებით „სკორპიონისგან“ ეს იარაღი არ ღირს იაფი და აშშ-ში მისი ფასი 1000 დოლარს ცილდება. იარაღი დიდია და მძიმეა, მაგრამ ამ შემთხვევაში სიმძიმე არ ნიშნავს საიმედოობას და ეს პისტოლეტი ნამდვილად არ გამოირჩევა ამ თვისებით.  მიუხედავად ამისა ეს იარაღი წარმატებით იყიდება იმიტომ რომ ყოველ წელს უხვად გამოდის ფილმი და კომპიუტერული თამაში სადაც ეს პისტოლეტი ფიგურირებს და მოთხოვნა ყველაზე დიდ და ძლიერ პისტოლეტზე არ მცირდება. გათვლილი ძლიერ ვაზნებზე (.357 მაგნუმ, .44 მაგნუმ, .50 ექშენ ექსპრესი) ის განსხვავებით ამ რეიტინგის სხვა მონაწილეებისგან ძალიან ეფექტურია ცოცხალი ობიექტების წინააღმდეგ გამოყენებისას თუ რა თქმა უნდა სროლის დროს არ გაჭედა. პისტოლეტი გადატენვისთვის იყენებს დენთის აირების ენერგიას ხოლო საკეტი იკეტება და იხსნება ბრუნვით (პრაქტიკულად საიერიშო შაშხანა!)  და ძლიერი ვაზნების გამო  სროლა „დეზერტ იგლიდან“ ძალიან სახალისოა რის გამოც ეს პისტოლეტი ალბათ კიდევ დიდი ხანი დარჩება წარმოებაში.

3.    FN Five-seveN

FNFiveSeven

უჩვეულო კალიბრის გამო (5.7×28), რომელიც შეიქმნა ჯარისკაცის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დასამარცხებლად, დიდი ფასის, 20 ვაზნიანი მჭიდის და შედარებითი იშვიათობის გამო ეს პისტოლეტი საქართველოში ავტომატურად მოხვდა „საიდუმლო-ვაენნი-ასობავა-ნაზნაჩენია“ კატეგორიაში და სწორედ ამიტომაც საქართველოში ამ იარაღში მეორადი მერსედესის ფასს ითხოვენ და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ხალხი ამ იარაღში სამჯერ მეტს იხდის ვიდრე ის რეალურად ღირს. მეორე ქვეყანა სადაც ეს პისტოლეტი არის ამის გამო პოპულარული არის მექსიკა, სადაც „ფაივ-სევენი“ ნარკოდილერების საყვარელი სათამაშოა.  სამწუხაროდ ნაკლებად ცნობილია, რომ ამ პისტოლეტისთვის განკუთვნილი სამოქალქო ვაზნები განსხვავდება „სამხედრო“ ვაზნებისგან იმით რომ არ გააჩნიათ შიგნით ფოლადის პენეტრატორი რის გამოც ამ პისტოლეტიდან ნასროლი 6 გრამიანი ტყვია წინაღობებში გავლით და ტერმინალური ეფექტურობით დიდად არ განსხვავდება .22WMR-გან, რომელსაც საქართველოში «მაგნუმის გეკოს“ ეძახიან. ამ პისტოლეტის მწარმოებელი კომპანია FN ერთ-ერთი ლიდერია თანამედროვე იარაღის  წარმოებაში და ამიტომაც პისტოლეტი გამოვიდა ზუსტი და საიმედო. როგორც უკვე ვთვქი ამ პისტოლეტის ყველაზე დიდი მინუსი არის მისი ვაზნა, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის რომ გაეხვრიტა სტანდარტულ ჩაფხუტებში და ჯავშანჟილეტებში გამოწყობილი მტრის ჯარისკაცები მესამე მსოფლიო ომის დროს. ბუნებრივია ასეთი იდეებით შექმნილ იარაღს ნაკლეები გამოყენება ექნებოდა სამოქალაქო სექტორში, თუ არ ჩავთვლით ისევ „გაუთვითვნობიერებელი ფანატიკოსების“ ფაქტორს, რომელთა ირაციონალური მიდრეკილება ყველაფერი უცნაურისთვის აცოცხლებს უამრავ კომპანას, რომელიც წესით უკვე არ უნდა იყოს იარაღის წარმოების ბიზნესში. FN-ის პისტოლეტიდან დაბალი უკუცემის გამო სროლა ადვილია და სახალისოა, იარაღი მაღალი ხარსხის არის და რაც მთავარია საიმედოდ მუშაობს. საკითხავი ეფექტურობის მქონე ვაზნის და მაღალი ფასის (როგორც იარაღზე ასევე ვაზნაზე) გამო მისი რეკომენდირება თავდაცვის იარაღის როლზე იქნება არასწორი. პისტოლეტი ზომიერი ენთუზიაზმით იქნა მიღებული სხვადასხვა ქვეყნების სპეც დანიშნულების დანაყოფების მიერ და ჯერ-ჯერობით მიუხედავად იმისა, რომ ეს პისტოლეტი 1993 წლიდან გამოდის ის კვლავ რჩება ეკზოტიკად.

4.    „Calico“

LIBERTY

როდესაც ვამბობდი რომ „გაუთვითცნობიერებელი ფანატიკოსები“ ხელოვნურ სუნთქვაზე ამყოფებენ მწარმოებელს რომელიც დიდიხანია უნდა გარდაცვლილიყო, პირველ რიგში ვგულისმხობდი “Calico Light Weapons Systems” რომელიც 1990 წლიდან უშვებს ორიგინალურ იარაღს იგივე დასახელებით. ეს ფუტურისტული იარაღი, სპეციფიური იერსახის გამო მოთხოვნით სარგებლობს როგორც მედია ინდუსტრიაში ასევე სამოქალაქო სექტორშიც. მისი უნიკალური იერსახე განპირობებულია იმით, რომ პისტოლეტი იყენებს ორიგინალურ მჭიდებს 50 ცალ 9×19 კალიბრის ვაზნაზე ხოლო მასრების ექსტრაქცია ქვევიდან ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ იარაღს ქონდა კარგი ერგონომიკა, და ძალიან დიდი ტევადობის მჭიდი 1990 წლიდან კომპანიამ ვერ მიაღწია იმას რომ იარაღმა დატოვოს წარმოება მუშა მდგომარეობაში და დიდი პროცენტი ამ პისტოლეტების ან საერთოდ არ მუშაობს ან მალე გამოდის მწყობრიდან. პორბლემა უარსდება იმით რომ კომპანია პრაქტიკულად უარს იძახის იარაღის შეკეთებაზე და კლიენტებთან ურთიერთობაზე. მიუხედავად ამისა კომპანია დღემდე არსებობს, მხოლოდ იმიტომ რომ მათ პროდუქტს უნიკალური გარეგნობა აქვს.

5.  АПС

apss1

საქართველო ის იშვიათი ადგილია დედამიწის ზურგზე სადაც მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ლეგალურად შეიძინოს АПС-ი ქარხნულ მდგომარეობაში ანუ ჯერებით სროლის საშუალების შენარჩუნებით.  სამწუხაროდ ისევე როგორც „სკორპიონი“ “სტეჩკინი” “დაწყევლილი” იყო სუსტი ვაზნით, რომელიც არ შეესაბამებოდა არც იარაღის გამოცხადებულ დანიშნულებას და არც მის წონას და გაბარიტებს. გამოცხადებული ეფექტური სროლის მანძილი 200 მეტრი აღმოჩნდა ზედმეტად ოპტიმისტური და საბჭოთა არმიის ოფიცრები დარჩნენ იმედგაცრუებულები ახალი იარაღის შესაძლებლობებით, რომლის შექმნის კონცეფცია უკვე იმ დროს მიჩნეული იყო არაეფექტურად. პისტოლეტი სულ რარაც 9 წელი გამოდიოდა რის შემდეგაც ის მოხსნილი იქნა შეიარაღებიდან. პისტოლეტი ნაკლებად არის გავრცელებული დანარჩენ მსოფლიოში და განიხილება უფრო როგორც საკოლქციო იარაღი ვიდრე ბრძოლო ინსტრუმენტი. სასაცილო ბუდე კონდახით ამ პისტოლეტიდან სროლა სახალისოა ხოლო ერთჯერად რეჟიმში პისტოლეტი შესანიშნავი სროლისუნარიანობით და სიზუსტით გამოირჩვა. პისტოლეტი საკმაოდ საიმედოც არის. მაღალი ფასი ამ იარაღზე გამართლებულია იმ ფაქტით რომ იარაღი ხელუხლებელია და როგორც წესი ყველა ძალიან კარგ დმგომარეობაშია, იყიდება აუთენტიკური ბუდე-კონდახით და 5 მჭიდით. პრაქტიკული გამოყენება ამ იარაღს არ აქვს, სუსტი ვაზნის, დიდი გაბარიტების და მაღალი ფასის (5000 ლარი) გამო ეს იარაღი არ გამოდგება როგორც სამსახურებობრივი ან თავდაცვის იარაღი ხოლო ავტომატურ რეჟიმში იარაღი პრაქტიკულად უკონტროლოა.

6.    Nagant M1985

nagantrevolver_7

როგორც ყველა იარაღის მოდელს იმ მცირე ასორტიმენტიდან რომელიც ხელმისაწვდომი იყო საბჭოთა კავშირიში ბელგიური ნაგანსაც ხვდა თავისი წილი მითების და ლეგენდების. ერთ-ერთის თანამხმად პარტიზანებს მოწონდათ ნაგანი იმის გამო, რომ მისი ნელი და წვრილი ტყვია  ხვრეტდა ქოხის შუშას და ინარჩუნებდა ტრაექტორიას და საკმარის ენერგიას რომ მოეკლა ქოხში მყოფ ფაშისტი ან პოლიცაი. ასე ეპარებდონენ პარტიზანები მტერს და ქუჩიდან კლავდნენ მას ნაგანებიდან.   რეალობა კი ის არის რომ უკვე შეიარაღებაში მიღებისთანავე ეს რევოლვერი მორალურად მოძველებული იყო, იყენებდა სუსტ ვაზნას, იყო მძიმე და მის გადატენვას მთელი საუკუნე ჭირდებოდა ხოლო კონსტრუქცია ხელოვნურად იყო გართულებული წინ-უკან მოძრავი დოლურათი რომელიც გამორიცხავდა დენთის აირების გაპარვას ლულას და დოლურას შორის. ასეთმა გაუმართლებელმა გადაწყვეტილებამ შეამცირა რევოლვერის საიმედოობა და სანაცვლოდ მისის სუსტი ვაზნა გახდა რამდენიმე ჯოულით ნაკლებად სუსტი. ტრადიციულად რუსეთში იარაღის არადამაკმაყოფილებელი საბრძოლო თვისებები კომპენსირდებოდა საზარბაზნე ხორცის დიდი მარაგებით, რამაც განაპირობა ის საოცარი ფაქტი რომ “ნაგანი” შემორჩა შეიარაღებაში მთელი ერთი საუკუნე.  მიუხედავად თანდაყოლილი ნაკლოვანებებისა ნაგანი არის შედარებით საიმედო და საკმარისად ზუსტი, მაგრამ საშინლად მძიმე სასხლეტის გამო ორმაგ რეჟიმში ამ რევოლვერიდან ეფექტური სროლა პრაქტიკულად შეუძლებელია.  ნაგანის სისტემის რევოლვერები საკმაოდ გავრცელებულია და მსოფლიოს ბევრ კუთხეში გვხდება მაგრამ არსად ყოფილი საბჭოთა კავშირის გარდა ეს რევოლვერი აჩქარებულ გულის ცემას არ იწვევს. მძიმე სასხლეტის გამო სროლა ამ რევოლვერიდან ნაკლებად სახალისოა და მაგიტომ ამ რევოლვერს კოლექციონერები ყიდულობენ და თაროზე შემოდების შემდეგ ივიწყებენ. სროლა ამ რევოლვერიდან მოეწენობა ალბათ მხოლოდ მაზოხისტს, რომელიც კმაყოფილი დარჩება გადატენვის დამრთგუნველი ხანგრძლივობით და სირთულით ისევე როგორც საოცრად მძიმე სასხლეტით.

7.       ПСМ

300Psmp

ხანდახან იარაღი იყიდება მხოლოდ იმიტომ რომ მოცულია მითებით და ლეგენდებით. ყოველშემთხვევაში საქართველოში ეს ფაქტორი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა. საბჭოთა მცირეკელიბრიანი პისტოლეტი ПСМ მიღებული შეიარაღებაში 1974 წელს განკუთვნილი იყო მაღალი რანგის ოფიცრებისთვის და “კაგებეს” ოპერატიული თანამშრომლებისთვის. ეს იარაღი არც ისე გავრცელებულია სხვა ქვეყნებში (არავის არ ჭირდებოდა ეს პისტოლეტი თუნდაც საჩუქრად იდეოლოგიური მოკავშირესგან) და ბევრი უცხოელი კოლექციონერი და ენთუზიასტი იქნებოდა გახარებული ამ პისტოლეტის შეძენით. მეორეს მხრივ საქართველოში ეს პისტოლეტი  სულაც არ წარმოადგენს დიდ იშვიათობას განსხვავებით მისი ვაზნისგან, რომელიც ერთი პერიოდი ცალი 50 ლარი ღირდა. პისტოლეტი წარმოადგენს იარაღის ისტორიის საინტერესო ნაწილს, საიმედოა და საკმაოდ ზუსტიც მაგრამ ვაზნა დაფუძნებული მცირეკალიბრიან 1897 წლის 5მმ-ან ფრანგულ ვაზნის კონსტრუქციაზე ძალიან არაეფექტური გამოდგა. რიცხვი ადამიანების, რომლებმაც მიიღეს რამდენიმე ჭრილობა ამ იარაღიდან ნასროლი ტყვიით და შემდგომ თავისი ფეხით მიაკითხეს საავადმყოფოს საკმაოდ დიდია.  იარაღი დღემდე სარგებლობს მოთხოვნით საქართველოში მაგრამ მთელ მსოფლიოში ის აღითქმევა როგორც ცეცხლსასროლი კურიოზი და უბრალოდ იარაღის ისტორიის პატარა ნაწილი. ჭკუადმყოფელი ადამიანი ამ იარაღს არ ანდობს თავის სიცოცხლეს.

8. “Derringer”

der3

ზევიდან ქვევით, ორიგინალური “ფილადელფიური დერინჯერი”, “თანამედროვე” ორლულიანი “დერინჯერი” და ცალლულიანი .223 კალიბრის პისტოლეტი PAR1.  

“დერინჯერები”, ერთ ან ორლულიანი პისტოლეტები ძირითადად გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში, მაგრამ გვხვდება საქართველოშიც, სადაც  მაღაზიების ერთი ქსელი ცდილობს უკვე მეორე წელია ამოყიდოს ამ პისტოლეტების მარაგი. შექმნილი ორიგინალური ჰენრი დერინჯერის ლულიდან დასატენი ცალლულიანი პისტოლეტის მოტივებზე ეს პისტოლეტი წარმოადგენს რამდენიმე ლულიან ზეკომპაქტურ ხელის იარაღს, სხვადასხვა მათ შორის ძალიან ძლიერ კალიბრებზე. როგორც წესი ეს იარაღი იტენება იარაღის შუაზე “გადატეხვით”. იმ ეპოქაში როდესაც ავტომატური იარაღი ჯერ არ არსებობდა, რა თქმა უნდა “დერინჯერები” და მრავალლულიანი პისტოლეტების მეორე სახეობა ე.წ. “პეპერბოქსები” იყო ერთადერთი ალტერნატივა, რამდენიმე გასროლის წარმოების, 21-ე საუკუნეში ძნელად წარმოსადგენია ვის შეიძლება თავში აზრად მოუვიდეს იარაღის შეძენა რომელიც სულ ორჯერ ისვრის და გადატენვას კიდე საკმაოდ დიდი დრო უნდა. მიუხედავად ამისა სიყვარული ეკზოტიკისადმი მაინც არსებობს, იმიტომ რომ ეს კალსიკური დიზაინი არ ქრება და რიგი კომპანიები აწარმოებენ, როგორც მეტ ნაკლებად კლასიკურ დერინჯერებს ასევე შედარებით თანამედროვე ორლულიან პისტოლეტებს გათვლილებს არც მეტი არც ნაკლები შაშხანის .223 Rem კალიბრზე. რა თქმა უნდა ცარიელ ხელებს “დერინჯერი” ჯობია, მაგრამ დღეს ამ ფასად და ამ გაბარიტებში გაცილებით უფრო უკეთესი იარაღებია ხელმისაწვდომი.

9. Semmerling LM4

semmerling

ორიგინალური “სემერლინგი”

ძველად სანამ გაჩნდებოდა ავტომატური პისტოლეტები, რამდენიმე გასროლის წარმოების შესაძლებლობა იყო მხოლოდ მრავალლულიანი იარაღიდან (პეპერბოქს), მოგვიანებით რევოლვერებიდან და ასევე ხანმოკლე პერიოდის დროს შედარებით ნაკლებად გავრცელებული ხელით გადასატენი პისტოლეტებიდან, რომლებიც იკვებებოდნენ მჭიდებიდან. ეს პისტოლეტები ძალიან წააგავდნენ თანამედროვე პისტოლეტებს, იმ განსხვავებით, რომ გადატენვის ციკლს მსროლელი ხელით ასრულებდა. არ ვიცი რა ნახა ამ მიდგომაში მიმზიდველი ამერიკელმა ფილიპ ლიხტმანმა მაგრამ მან მე-20 საუკუნის 80-ან წლებში შექმნა კომპაქტური .45 კალიბრის ხელით გადასატენი პისტოლეტი LM4.  ალბათ ეკზოტიკურობის ხარისხის ამაღლების მიზნით, ლიხტმანის პისტოლეტი იტენება საკეტის წინ მოძრაობით. მწარმოებელი იუწყება რომ პისტოლეტი “სულ რაღაც” 33 დეტალისგან შედგება, მარტივია, კომპაქტურია და საიმედო თუმცა აღსანიშნავია, რომ “გლოკიც” იგვე რაოდენობის დეტალებისგან შედგება. LM4 იყენებს 4 ვაზნიან მჭიდს და დატენილ მდგომარეეობაში იწონის 560 გრამს რაც ხდის მას ალბათ ყველაზე მსუბუქ .45 კალიბრის პისტოლეტად. ბაზარმა არ გაიზიარა ფილიპ ლიხტმანის ენთუზიაზმი და არსებული მონაცემებით ლიხტმანის კომპანიამ გამოუშვა სულ 600 ცალი, ხოლო 90-ან წლებში “American Derringer”-მა დაიწყო მათი გამოშვება ლიმიტირეული რაოდენობებით. დღეს ორიგინალური LM-4-ები დიდი მოთხოვნით სარგებლობენ კოლექციონერებს შორის. გარდა ამისა პისტოლეტი მართლაც დამზადების და გამოყენებული მასალების უმაღლესი ხარისხით გამოირჩეოდა.

10. Wildey Magnum

ეს სტატია ორი თვე იდო დრაფტებში სანამ მე ვფიქრობდი რომელი იარაღი იქნებოდა მეათე ადგილზე და ბოლოს ვიფიქრე, რომ თუ “უდაბნოს არწივი” მოხვდა ამ სიაში მაშინ “Wildey Magnum”-იც იმსახურებს ერთ ადგილს. რგორც “უდაბნოს არწივი” ეს პისტოლეტი გათვლილია განსაკუთრებულად ძლიერი ვაზნების გამოყენებაზე. ამისთვის პისტოლეტი იუენებს საკეტს რომელიც ბრნივით იკეთება ხოლო გადატენვისთვის გამოიყენება დენთის აირები. თუ ეს არ არის საკმარისი რომ გაოცდეთ, გეტყვით კიდე რომ პისტოლეტი აღჭურვილია დენთის აირების რეგულატორით, რომელიც იძლევა საშუალებას მოარგოთ პისტოლეტი სხვადასხვა სიმძლავრის მუხტებს. იარაღის წაროება დაიწყო 1973 წელს მაგრამ პისტოლეტი ცუდად იყიდებოდა და მხოლოდ მისი გამოჩენამ დიდ ეკრანზე (ფილმების სერია Death Wish ჩარლზ ბრონსონთან ერთად მთავარ როლებში) გამოაცოცხლა გაყიდვები და კომპანია გადაურჩა გაკოტრებას.  პისტოლეტის კონსტრუქციის ავტორი უაილდი ჯეი მური იყო გატაცებული მონადირე და მას ძალიან უყვარდა მოკლელულიანი იარაღით ნადირობა. პისტოლეტიც მან შექმნა გატაცებული მონადირეებისთვის, კალიბრის გამოცვლის, მუხტზე მორგების და სხვა საჭირო ოფციებით. იარაღი გამოვიდა დიდი, მძიმე, ძვირი, გათვილი ეკზოტიკურ “გარეულ” კალიბრებზე. მეორადი და ყველაზე გავრცელებული მოდელების ფასიც კი 1000 დოლარიდან იწყება.  პისტოლეტი 2011 წლამდე გამოდიოდა და სარგებლობა პოპულარობით ენთუზიასტი მსროლელების ვიწრო წრეში მაგრამ პოპულარობა ვერ მოიპოვა ვინაიდან მისი ექსპლუატაცია და მორგება ითხოვდა დროს, ცოდნას და გამოცდილ მსროლელს. 2001 წელს კომპანიის დამუძნებლის ჯანმრთელობის პრობლემების გამო წარმოება გაჩერდა და 2015 წელს USA Firearms Corporation-მა განაცხადა რომ განაახლებს ამ პისტოლეტების წარმოებას.  ”უალდი მაგნული” რჩება საინტერესო არტეფაქტად და უნიკალურ იარაღად, მაგრამ გამოვიდა ზედმეტად არაპრაქტიკული და სპეციფიური რის გამოც ის მოხვდა ჩვენ ათეულში.

450Wildey8_inch

გამადიდებელი შუშის ქვეშ – Beretta M9A1

Saturday, January 9th, 2016

P1060825

ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის Beretta M9A1. ამერიკული წარმოების პისტოლეტი, რომელიც წარმოადგენს იმ პისტოლეტის სამოქალაქო ვერსიას, რომლითაც დღეს შეიარაღებულია აშშ-ს საზღვაო ფეხოსანთა კორპუსი. აღნიშნული იარაღი შეიქმნა კორპუსის მოთხოვნების შესაბამისად და 2006 წლიდან ეს პისტოლეტები ნელ-ნელა ანაცვლებენ  M9 მოდელის პისტოლეტებს. Beretta 92FS-ზე ჩვენ გვაქვს გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია მაგრამ ჩემი აზრით ეს პისტოლეტი იმსახურებს კიდევ ერთ სტატიას ვინაიდან ის განსხვავდება რიგ დეტალებში, გარდა ამისა ამ პისტოლეტის ფასები საქართველოში საკმაოდ დაიწია და არ იქნებოდა ურიგო ჩვენი მკითხველების ყუარადღება მიგვექცია ამ საინტერესო იარაღისთვის. რა თქმა უნდა M9A1-ის ყველაზე თვალში საცემი განსხვავება არის პისტოლეტის ჩარჩოზე შესრულებული MIL-STD-1913 სტანდარტის უნივერსალური სამაგრი მაგრამ სხვა უფრო ძნელად ხილვადი განსხვავებების არსებობს და სწორედ მათი აღწერით დავიწყებთ ჩვენ საუბარს ამ შესანიშნავ პისტოლეტზე.

railcloseup

MIL-STD-1913 სტანდარტის უნივერსალური სამაგრი უზრუნველყოფს ტაქტიკური ფარანის, ლაზერის ან ორივეს კომბინაციის სწრაფ დაყენებას პისტოლეტზე. ეს იყო საზღავო ფეხოსანთა კორპუსის მოთხოვნა. პისტოლეტზე შესრულებულია მოხლოდ ერთი სლოტი, რაც ერთის მხრივ ნაკლებად ტვირთავს ჩარჩოს მეორეს მხირვ ზღუდავს სხვადასხვა ზომის მოწყობილობბის დაყენებას სასურველ ადგილას. ავტორის პისტოლეტზე დაყენებულია ფარანი Streamlight TLR-1, რომელიც კარგად მოერგო პისტოლეტს. განსხვავებით 92A1 მოდელისგან, რომელსაც ასევე გააჩნია ოდნავ განსხვავებული კონფიგურაციის სამაგრი ჩარჩოზე, M9A1-ში სასხლეტის დამცავი რკალი არ არის მრგვალი არამედ დაკუთხული ფორმის არის. ერგონომიკის თვალსაზრისით ეს არ ქმნის პრობლემას, ისევე როგორც სამაგრი არ არის დიდი და ბასრი კუთხეებით, გაბარიტების ცვლილება მინიმალურია მაგრამ ამასთანავე რკალის და ჩარჩოს გაზრდილი სისქე ნიშნავს რომ თეორიულად ეს დეტალები უფრო გამძლეა და დავარდნისას ან დარტყმისას გაცილებით უფრო გამძლეები იქნებიან. სამწუხაროდ, მეორეს მხრივ ბუდეების არჩევანი A1 მოდელისთვის გაცილებით უფრო შეზღუდულია.


P1060855

მჭიდები რომლებითაც კომპლქტება M9A1 ასევე ოდნავ განსხვავებულია. მჭიდის კორპუსი ღია ნაცრისფერია, იმიტომ რომ დამუშავებულია PVD (Physical Vapor Deposition) ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს მჭიდის საიმედო ფუნქციონირებას ქვიშით დაბინძურების შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან, რომ კორპუსი წლებია იბრძვის  ერაყში და ავღანეთში ეს მოთხოვნაც სავსებით ლოგიკურია. იმისთვის რომ მჭიდების საიმედოობა კიდე უფრო გაიზარდოს მჭიდების კორპუსზე გვერდებიდან შესრულებულია ღარები, რომლებიც გარედან იკრეფენ ჭუჭყს რომ მჭიდი არ გაიჭედოს იარაღში, ხოლო შიგნიდან  ოდნავ აცილებენ ვაზნებს მჭიდის კედლებსნ და შესაბამისად ამცირებენ ხახუნის კოეფიციენტს რაც დადებითად აისახება საიმედოობაზე. M9A1-ის მჭიდები იტევენ 15 ვაზნას და გააჩნიათ სქელი, პლასტმასის ხუფები.

P1060854

ნაკლებად შესამჩნები ცვლილება ასევ არის ოდნავ გაფართოებული და ფორმა შეცვლილი ტარის ყელი, რაც უზრუნვლყოფს უფრო იოლ და სწრაფ გადატენვას. სურათზე სტანდარტული ბერეტას პლასტმასის ტარის პანელი დაფარულია “სტიპლინგით”. 

checkeringm9a1

სახელურის წინა და უკანა მხარე დაფარულია უჯრედებიანი ღარებით განსხვავებით მხოლოდ ვერტიკალური ღარებისგან. ერთის მხრივ პისტოლეტი უფრო ესთეტიურად ლამაზია, მეორეს მხრივ ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა პისტოლეტის ჭერის კომფორტი. ესთეტიურად ასეთი ტექსტურა ასევე გაცილებით უკეთესად გამოიყურება. 

მინდა აღვბიშნო რომ უკანასკნელი რამდენიმე წელი ბერეტა 92-ის რამდენიმე დეტალის დამზადება გაგრძელდა პლასტმასების გამოყენებით. კონკრეტულად მცველის ღერძი და ღილაკი, სასხლეტი, დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი და მჭიდის ღილაკი შესრულებულია პლასტმასისგან. M9A1-შიც ეს დეტალები პლასტმასის არის, და რახან კორპუსს არ აქვს ამასთან პრობლემა უნდა ვივარაუდოთ რომ ეს დეტალები ისეთივე საიმედოა, როგორც ადრინდელი რკინის დეტალები. მესმის თუ ვინმე ამას კრიტიკულად შეაფასებს მაგრამ მეორეს მხრივ ასეთმა მიდგომამ დაწია იარაღის ფასი და შეამცირა მისი მასა დაახლოებით 40 გრამით. ფასს რაც შეეხება მაგალითად რომ მოინდომოთ ბერეტას რკინის სასხლეტის ცალკე შეძენა ის დაგიჯდებათ დაახლოებით 30 დოლარი მაშინ როდესაც იგივე დეტალი შესრულებული პლასტმასისგან ღირს სულ რაღაც 9 დოლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ეს შესანიშნავი იარაღი 600-650 დოლარი ჯდბა აშშ-ში, ასეთი ცვლილება მისაღები უნდა იყოს ყველასთვის.

ბერეტა 92 ისევე როგორც რიგი სხვა იარაღის მოდელების არის ჩემი პირადი ფავორტი და  წლების განმავლობაში მე მქონდა რამდენიმე ბერეტა 92, აქიდან ორი (92FS, 92FS Stainless) იყო იტალიური წარმოების ხოლო ორი (M9A1, 92FS Trident Edition) ამერიკული წარმოების. რატომ ვახსენებ ამას? იმიტომ რომ საქრთველოში ორივე მოდელი იშოვება და აქამდე ბერეტები ყოველთვის საკმაოდ ძვირი ღირდა. მაგალითად არც ისე დიდი ხნის წინ სტანდარტული 92FS ერთ მაღაზიაში 5000 ლარად იყიდებოდა. მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, როდესაც ჯერ ერთმა და მერე მეორე მაღაზიამ შემოიტანეს ამერიკული წარმოების ბერეტების დიდი ასორტიმენტი და ერთი პერიოდი 92-ე მოდელი იყიდებოდა 1500 ლარად! ეხლა ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ბერეტების ფასი თბილისში მერყეობს 1800-დან 2200 ლარამდე. პისტოლეტების მარაგი ამოიყიდა და ისეთი დიდი არჩევანი მოდელების აღარ არის.  პირადად მე გული დამწყდა რომ ვერ შევიძინე  M9A1 Compact Inox მოდელი, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია და კარგი ბალანსი აქვს გაბარიტებსა და საცეცხლე ძალას შორის, გარდა ამისა პისტოლეტი უბრალოდ შესანიშნავად გამოიყურება.

როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე, ასეთ გაიაფებას მოყვა ჭორების გაჩენა რომ ახალი ბერეტები არაორიგინალურია, ჩამოუვარდება ხარისხით „ორიგინალ“ იტალიურ ბერეტებს და ასე შემდეგ. ვერაფერს ვერ იზამ, ჭორაობა და მითების მოგონება ჩვენი ეროვნული სპორტია. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის სისულელე.  ბერეტა უშვებს ამერიკაში პისტოლეტებს უკვე 30 წელია. ბერეტას ხარისხთან არასდროს არავის არ ქონდა ამერიკაში არანაირი პრეტენზია. ბერეტას ამერიკული ქარხანა არის აღჭურვილი უახლესი, ყველაზე თანამედროვე დაზგა-დანადგარებით და იქ შრომობს სამასი კვალიფიციური ოსტატი. გადაუმოწმებელი მონაცემებით დაბრაკული დეტალების რაოდენობა ამერიკულ ქარხანაში უფრო ნაკლებია ვიდრე იტალიაში. მე ვერ ვიხსენებ ვერც ერთ შემთხევას როდესაც ბერეტას დაჭირდა უკან გამოთხოვა თავისი პისტოლეტების, უფრო მეტიც მე ვერ ვიხსენებ ვინმეს ჩემს ირგვლივ ან ფორუმზე ოდესმე დაეწეროს რომ რაიმე პრობლემა ქონდა ბერეტას პისტოლეტთან. ვიხსენებ რა თემას ბერეტას ამერიკულ ფორუმზე სადაც ახალბედამ იკითხა რა უფუჭდება ამ იარაღს ყველაზე ხშირადო და ვინმეს რამე პრობლემა ხომ არ ქონდაო, თემა ისე გაგრძელდა რომ არც ერთი მომხმარებელი არ გამოჩნდა პრეტენზიებით. 92-ე მოდელის ასეთი რეპუტაციის  მიზეზი არის ის ხარსხის კონტროლის სისტემა რომელიც მოქმედებს ბერეტას წარმოებაში და ის ფაქტი, რომ 92-ე მოდელის აწყობისას ხელით შრომის წილი საკმაოდ დიდია. ყველა მნიშვნელოვანი დეტალი ჯერ ცალ ცალკე და შემდეგ ყველა აწყობილი პისტოლეტი გადის უმკაცრეს ხარისხის კონტროლს, რაც უზრუნველყოფს იმას რომ მომხმარებლის ხელში ხვდება სათანადოდ შემოწმებული უმაღლესი ხარისხის იარაღი. ეს განცდა რომ ხელში გიჭირავს არა სერიული პისტოლეტი არამედ შეკვეთით დამზადებული მაღალი კლასის იარაღი სწორედ ასეთი მიდგომით მიიღწევა. შეუდარებლად რბილი ბერეტას საფირმო, საკეტის სვლა მიიღწევა იმით რომ ხდება ლულის საკეტზე და საკეტის პისტოლეტის ჩარჩოზე ხელით მორგება კვალიფიციური ოსტატის მიერ. რომელი სერიული მწარმოებელი აკეტებს ამას დღეს? ალბათ ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი. დაუმატეთ ამას აუცილებელი ტესტი სიზუსტეზე და საიმედოობაზე სხვადასხვა ტიპის ვაზნებთან რომელსაც ყოველი პისტოლეტი გადის და მიხვდებით რამდენად სრულყოფილ იარაღს ყიდულობთ. რომ დავხუროთ იტალიური და ამერიკული ბერეტების შედარების თემა,  გაითვალისწინეთ ისიც, რომ იტალიური ბერეტების ნაწილი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გვხვდება შემოტანილია დიდიხნის წინ და შესაბამისად ექსპლუატაციისას ისინი კარგად “მომჯდარებია”, შედარებით რბილი სასხლეტები შეიძლება ქონდეთ და ასე შემდეგ. ახალი იტალიური და ახალი ამერიკული ბერეტებს შორის რაიმე განსხვავების დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა დამღებს. შესრულების ხარისხით პირადად მე არ შემიმჩნევია სხვაობა.

P1060850

ბერეტას ლეგენდარული საიმედოობა მიიღწევა მათ შორის გამოყენებული ავტომატიკის სქემით, ლულა პრაქტიკულად არ იხრება, ვაზნა მჭიდიდან პირდაპირ სავაზნეში იყურება, საკეტის ღია კონსტრუქცია პრაქტიკულად გამორიცხავს მასრის გაჭედვას, ხოლო თუ მოხდა საოცრება და იარაღმა გაჭედა, დაბრკოლების აღმოფხვრა ძალიან ადვილია. ბერეტა 92 აშშ-ში იყო პირველი იარაღი, რომელიც ქარხნულ მდგომარეობაში უპრობლემოდ მუშაობდა ექსანსიურ ვაზნებთან მათ შორის ყველაზე ფართოდ გახსნილი ტყვიის თავებით, რატომ , კარგად ჩანს სურათიდან. 

ალბათ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს ნეტში გახშირდა M9-ს ლანძღვა, პრინციპში ლანძღვა არასდროს არ შემწყდარა უბრალოდ ბოლო დროს უფრო გახშირდა. გვესმის ესეთი რამეებიც: კარგი სპორტული პისტოლეტია, მაგრამ არა საბრძოლო, ის ჭირს და ეს ჭირს, წერენ სხვადასხვა ფორუმებზე და იძახიან სხვადასხვა ინტერვიუებში. ამ ჩივილების ახსნა არის ჩემი აზრით მარტივი. გარდა იმისა რომ ამერიკელებს არ მოწონთ ევროპული 9მმ-ნი პისტოლეტი თავის ჯარში, ბერეტა 92 უკვე 30 წელია შეიარაღებაშია და ამ პისტოლეტებმა უბრალოდ ამოწურეს თავისი სიცოცხლის ციკლი. სამხედროების ხელში ნებისმიერი იარაღი დაჩქარებულად იცვითება და არასდროს არ იღებს სათანადო ტექნიკურ მომსახურებას. გავიხსენოთ M9-ის ექსპლუატაციის ადრინდელი ეპიზოდები. გაბზარული საკეტები და დატეხილი საბრძოლო ბჯენები, არასტანდარტული ვაზნების და მაყუჩების გამოყენების გამო. ბზარები ჩარჩოში გამოწვეული ისევ და ისევ არასტანდარტული ვაზნებით და იმ ფაქტით რომ პისტოლეტებს არ უცვლიდნენ დროზე დამაბრუნებელ ზამბარებს. ის ვინც ერკვევა პისტოლეტებში და მსახურობს აშშ-ს ჯარში აღნიშნავენ საშტატო ბერეტების სავალალო ტექნიკურ მდგომარეობას.

ნუ დაგვავიწყდება აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში M9-მ გაიარა სამი სრულფასოვანი ტესტირება, JSSAP-ის ტესტირების პროგრამა, XM-9-ს ტესტირების პროგრამა და ბოლოს XM-10-ის ტესტირების პროგრამა და ყველგან გამოვიდა გამარჯვებული. და დღეს M9 კიდე უფრო უკეთესი და დახვეწილი იარაღია ვიდრე იმ დროს როდესაც ეს ტესტირებები ტარდებოდა. ამიტომ უწოდო ბერეტას სპორტული/სამოქალაქო იარაღი არის სრული სისულელე. ბერეტამ მიაწოდა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ზუსტად 620435 ცალი პისტოლეტი. დოკუმენტირებული ექსპლუატაციის და ტესტირების შედეგების მიხედვით M9 საშუალოდ ისვრის 21 500 ვაზნას დაბრკოლებებს შორის რაც ფრიად შთამბეჭდავი მაჩვენებელია. თუ ვინმეს უნდა თავი დაიმკვიდროს დიდებული რეპუტაციის მქონე იარაღის ლანძღვით ეს მისი ნებაა, ჩვენ ეს ნაკლებად გვაინტერესებს. გარდა ამისა ბერეტა 92-ის მოყვარულების ბანაკში ისეთი ცნობილი ფიგურები არიან როგორც მასად აიუბი, კენ ჰაკატორნი, ერნსტ ლანგდონი, რეი ჩაპმანი და ბილ უილსონი, Willson Combat-ის დამფუძნებელი. უკანასკნელს იმდენად მოწონდა ეს იარაღი რომ მან და ერნსტ ლანგდონმა (მრავალგზის ჩემპიონი სროლაში და კორპუსის ვეტერანი)  გადაწყვიტეს აეღოთ სტანდარტული ბერეტები და  ლანგდონის ექსპერტული რჩევების თანახმად შეექმნათ გაუმჯობესებული პისტოლეტები.

wilson-combat-beretta-92g-compact

Willson Combat-ის ბერეტები ცალკე სტატიას იმსახურებენ მაგრამ ერთი სურათიც საკმარისია, რომ მიხვდეთ რამდენად დახვეწილი და ამავე დროს პრაქტიკული იარაღებია ეს პისტოლეტები, რომლებიც პრაქტიკულად ყველა ექსპერტისგან და მსროლელისგან უმაღლეს შეფასებებს იღებენ. 

არის თუ არა ბერეტა 92 მორალურად მოძველებული? ჩემი აზრით არა. ავიღოთ ჩვენს მიერ შემუშავებული საბრძოლო პისტოლეტის შეფასების კრიტერიუმები. ეს არის საიმედოობა, კონსტრუქციული სიმარტივე, უსაფრთხოება, გამძლეობა, სუზუსტე, მორგება/ადაპტაცია, სროლისუნარიანობ, ნამსახურეობა. დასახელებული კრიტერიუმებიდან ბერეტა 92 ვერ აკმაყოფილებს მხოლოდ მსროლელზე მორგების შესაძლებლობით და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი კრიტერიუმებით. პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან კრიტერიუმებს რაც შეეხება, მაგალითად ბერეტა 92-ის საიმედოობაზე ჩვენ ვწერდით ყველა სტატიაში, რომელიც მიუძღვენით ამ იარაღს. მე არ მქონდა არც ერთი პრობლემა არც ერთ ჩემ ბერეტასთან. ვაზნებს წონებით 115-დან 159 გრანამდე, მრგვალი, კონუსური, ბრტყელი ტყვიების თავებით, რუსული ვაზნები რკინის მასრებით, ეს პისტოლეტები როგორც ჩანს ინელებენ ყველაფერს. კარგი სასხლეტის, რბილი უკუცემის და მშვენიერი ერგონომიკის გამო (ვისთვის როგორ) გამო ზუსტი და სწრაფი სროლა ამ პისტოლეტიდან სიამოვნებაა. ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი აღნიშნავენ რომ ბერეტა 92 არის ჩინებული “სასროლოსნო მანქანა”. როგროც თავისი ეპოქის ყველა პისტოლეტი, კონსტრუქციული სიმარტივით ის ვერ შეედრება გლოკებს მაგრამ მარტივი ინსტრუმენტებით შესაძლებელია პისტოლეტის ბოლომდე დაშლა.  სროლისუნარიანობაც მაღალია, ჩემ ხელებში ეს იარაღი კარგად ზის და კარგადაც ისვრის. ალუმინის ჩარჩო არ იჟანგება, სხვა დეტალები ადეკვატურად დაცულია ოფლის და ნესტის მავნე ზემოქმედებისგან. ნამსახურეობაზე უკვე ვილაპარაკეთ და რამის დამატება შეუძლებელია. ასე რომ, თუ გავითვალისწინებთ რამდენი მოდიფიკაციის ბერეტა 92-ია, ნებისმიერი ადამიანი იპოვის მისთვის მისაღებ ვარიანტს.

m9acc

ჩვენი M9A1-დან ნასროლი სამი ტყვია 15 მეტრიდან ერთმანეთს ეხება. სიზუსტის მხრივ ბერეტა 92-ს არ აქვს პრობლემები. 

P1060851

M9A1 განსხვავებით M9-გან იყენებს სამიზნე მოწყობილობებს სამი წერტილით. სასურველია რომ წინა სამიზნე მოწყობლობის წერტილის ფერი შეცვალოთ სხვა ფერით, ამ შემთხვევაში მუქი ნარინჯისფრით. სასურველია, რომ წინა სამიზნე მოწყობილობა ყოველთვის იყოს კონტრასტული და ამისთვის გამოდგება ნებისმიერი ფერი, რომელიც იშვიათად გვხვდება ბუნებაში. ასეთი ადვილი მოდიფიკაცია საგრძნობლად გაზრდის სწრაფი დამიზნების კომფორტს. 

ასე, რომ რა გასაკვირია რომ M9A1 იმსახურებს უმაღლეს შეფასებებს. ყველაფერი რაც ამ პისტოლეტში განხორციელდა კიდე უფრო გაზარდა მისი თვისებები და შესაძლებლობები. ასეთ ფასად ასეთი იარაღი მართლაც რომ კარგი შენაძენია. რა იარაღის შეძენა შესაძლებელია ამ ფასად საქართველოშ, თუ ვთქვათ არ გინდათ გლოკი ან მისი რომელიმე კლონი? Cz-75 კარგი იარაღია მაგრამ საიმედოობით, გამძლეობით და შესრულების ხარისხით ახლოს ვერ მოდის ბერეტასთან, თუმცა ცოტათი იაფიც ღირს. ზიგ-ზაუერების ფასი საკმაოდ მაღალია, ისევე როგორც ჩახმახიანი ხეკლერ&კოხების. სხვა იარაღს მე ვერ ვიხსენებ.

ა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა იარაღს ბერეტას აქვს თავის ძლიერი და სუსტი მხარეები. ზოგ ბერეტაზე მაგალითად წინა სამიზნე მოწყობილობა შესრულებულია ჩარჩოსთან ერთად რაც ნიშნავს რომ მის შესაცვლელად საჭირო იქნება ოსტატი. დიახ ტარიც ცოტათი სქელია და როგორც ჩანს მსროლელების უმეტესობას და მათ შორის მეც, არ მოწონს საკეტზე განლაგებული მცველი. ყველაფერ ამას ბერეტამ უპასუხა ჩემი აზრით ფენომენალური და ყველაზე საუკეთესო 92-ის მოდიფიკაციით M9A3.

M9A3-b

                                                                                                                         M9A3

M9A3 არის საბრძოლო-ტაქტიკური პისტოლეტის ბერეტას ვერსია. ეს ჩინებული იარაღი აღჭურვილია უნივერსალური სამაგრით, ტარის ფორმა და სისქე შეცვლილია, წინა სამიზნე მოწყობილობა ადვილად იცვლება, ასევე შეცვლილია მცველის კუთხე რაც გამორიცხავს მის ჩართვას საკტის გადატენვისას. ჩემი აზრით ეს იარაღი არის ნმადვილი შედევრი, რომელიც გაანცვიფრებს ამ მოდელის მოყვარულებს და უდაოდ მოიზიდავს ახალ ქომაგებს, რომლებიც გაურბოდნენ ამ პისტოლეტს ხსენებული თავისებურებების გამო.

რა თქმა უნდა მე ვისურვებდიი რომ ბერეტას გადაეტანა მცველი ჩარჩოზე და ქარხნულ კომპლექტაციაში დაეყენებინა მაღალი სამიზნე მოწყობილობები ვინაიდან იარაღი გათვლილია საპრესორის გამოყენებაზე, მაგრამ რას იზამ, არაფერი არ არის სრულყოფილი ამ დედამიწაზე ხოლო M9A3 არის სრულყოფილებასთან ძალიან ახლოს. არ ვიცი თბილისში რამდენიხანი შენარჩუნდება ბერეტა 92-ზე ასეთი ფასები (რამდენიმე თვის წინ ბერეტა 92 1400 ლარად გაიყიდა) ასე რომ თუ აქამდე ყოყმანობდით და დუქნის ექსპერტების გამო ეჭვებში იყავით, დროზე გაიქეცით და იყიდეთ სანამ კიდე ეს შესაძლებელია.

ჩვენი ტესტი – АПС

Sunday, November 22nd, 2015

Пистолет-Стечкина_01_tb-620x400

მიღებული შეიარაღებაში მაკაროვის სისტემის პისტოლეტის შემდეგ, სტეჩკინის სისტემის პისტოლეტი (АПС) ძალიან წააგავს “მაკაროვს”, მართვის ელემენტების განლაგება პრაქტიკულად არ განსხვავდება, სახეზეა ვიზუალური მსგავსებაც. ავტომატიკის სქემა იყენებს ისევე როგორც „მაკაროვი“ თავისუფალ საკეტს. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედების არის. სროლის რეჟიმის გადამრთველი და მექანიკური მცველი ერთი დეტალით არის შესრულებული და ისევე როგორც „მაკაროვზე“ განლაგებულია  საკეტის მარცხენა მხარეს. და ისევე როგორც „მაკაროვი“, „სტეჩკინის“ დასაშლელად საკმარისია ჩამოწიოთ დაბლა სასხლეტის დამცავი რკალი და გადაწიოთ საკეტი უკან და ზევით მისი მოხსნის მიზნით. ცნობისთვის „სტეჩკინის“ პირველი პროტოტიპებზე დამაბრუნებელი ზამბარა იყო განლაგებული ლულის ქვეშ, შემდგომ როგორც მაკაროვზე ზამბარამ გადაინაცვლა ლულაზე. რაღა თქმა უნდა “სტეჩკინი” ისევე, როგოც “მაკაროვი” იყენებს 9მმ-ან ვაზნას 9×18, რომელიც ტრადიციულად რუსებისთვის შექმნილია გერმანული ვაზნის მიხედვით (9×18 Ultra).

უფრო გრძელი ლულის (140მმ), ავტომატური სროლის რეჟიმის და დიდი ტევადობის (20 ვაზნა) მჭიდის წყალობით ბუნებრივია სტეჩკინის პისტოლეტსუფრო მეტი საცეცხლე ძალა აქვს ვიდრე კომპაქტურ მაკაროვს. გრძელი (ისევე, როგორც “მაკაროვში” ქრომირებული) ლულის წყალობით ტყვიის საწყისი სიჩქარე 340 მ/წ-ში შეადგენს ხოლო სროლის ეფექტური მანძილი ინსტრუქციის შესაბამისად დაყენებული ბუდე-კონდახით  არის ძნელად დასაჯერებელი 100 მეტრი ჯერებით და 200 მეტრი ერთჯერადი გასროლებით. პირდაპირ ვიტყვი ეს არის არარეალური მაჩვენებლები და თუ გავითვალისწინებთ რა ყურადღება ექცეოდა პისტოლეტის შესწავლას საბჭოთა არმიაში ძალიან საეჭვოა რომ საერთოდ ოდესმე მომხდარიყო ამ იარაღიდან ეფექტური სროლის ათვისება.

ტრადიციულად რუსული/საბჭოთა იარაღის კონსტრუირების სკოლა ითვალისწინებდა ყველა დეტალისთვის მრავალი ფუნქციის მინიჭებას. “სტეჩკინში” მაგალითად სროლის ტემპის მარეგულირებელი მექანიზმი ასევე ასრულებს ავტომატური დამშვების ფუნქციას, ექსტრაქტორის ზამბარა ასევე ასრულებს მცველის ფიქსატოირის ფუნქციას და ასე შემდეგ. ამის გამო პისტოლეტი დეტალები რთული ფორმის არის, შტიფტების მაგივრად იყენებს დეტალთან ერთად შესრულებულ ჰაბებს (ისევე როგორც მაკაროვის პისტოლეტი). ასეთი მიდგომა ითხოვს რთული ფორმის დეტალების დიდი სიზუსტით დამზადებას, რაც ძვირი ჯდება მაგრამ სამაგიეროდ “სტეჩკინის” პისტოლეტი სულ 35 დეტალისგან შედგება. როგორც ჩანს საჭირო სიზუსტის დაცვა ვერ ხდებოდა და ერთ-ერთი რუსული წყაროს მიხედვით თითოეული პისტოლეტზე დეტალების მორგება ხელით ხდებოდა ინდივიდუალური წესით.   რუსული წყაროები აღნიშნავენ, რომ პისტოლეტი რეკორდულ ვადებში შესრულდა და წავიდა სერიაში მაგრამ გამოშვების პერიოდში ტექნიკურ დოკუმენტაციაში ათასზე მეტი ცვლილება იყო შეტანილი ხოლო მიღებისას პისტოლეტების 20% იწუნებოდა და ბრუნდებოდა ქარხანაში გამოვლენილი ხარვეზების გამო, რომელთა დიდი წილი უკავშირდებოდა არასაიმედო ფუნქციონირებას. (“Оружие пехоты” В. Мураховский). ალბათ წარმოების სირთულის გამო “სტეჩკინი” საბჭოთა კავშირის გარდა არავის არ გამოუშვია.

მოგეხსენებათ “სტეჩკინი” განეკუთვნება საკმაოდ იშვიათ პისტოლეტების კლასს, ანუ გააჩნია ჯერებით სროლის საშუალება. ავტომატურ რეჟიმში „სტეჩკინის“ სროლის ტემპი შეადგენს 700-750 გასროლას წუთში. აღნიშნული ტემპი მიიღწევა როგორც საკეტის დიდი მასით ასევე მექანიკური ტემპის დამწევის გამოყენებით.  ეს მექანიზმი ერთდროულად ამუხრუჭებს საკეტს და ასევე ავტომატური დამშვების ფუნქციას ასრულებს. განლაგებული პისტოლეტის ტარის უკანა ნაწილში აღჭურილი ზამბარით ის ჯერ ამუხრუჭებს საკეტს ხოლო საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას  ათავისუფლებს სასხლეტს მის ბერკეტზე ზემოქმედებით. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ ეს დეტალი ასევე ამცირებს სროლის ტემპს იმით, რომ უშვებს სასხლეტს მცირე დაგვიანებით. მაღალი ხარისხის შენელებულ კადრებზე ჩანს რომ როდესაც საკეტი ბრუნდება წინა მდგომარეობაში გადის რაღაც დრო რის მერეც ეცემა ჩახმახი.  ანალოგიური მიდგომა განხორციელებულია მაგალითისთვის მოდერნიზირებულ კალაშნიკოვის ავტომატში. თუ სროლის რეჟიმის გადამრთველი დაყენებულია ერთჯერად რეჟიმზე მისი ღერძი არ აძლევს საშუალებას ტემპის შემანელებელს მიწვდეს სასხლეტის ბერკეტამდე და ასე გამოირიცხება ჯერით გასროლა.  რა თქმა უნდა სტეჩკინი არ იყო პირველი ვინც ტემპის მარეგულირებელი გამოიყენა და ამით მიაღწია სასურველ სროლის ტემპს. მექანიკური და ჰიდრავლიკური ტემპის მარეგულირებელი მქანიზმები ჯერ კიდევ ყველაზე ადრინდელ ტყვიამფრქვევების კონსტრუქციაში გამოიყენებოდა. ასეთი მექანიზმის გარეშე ტიპიური პისტოლეტის საკეტის შედარებით დაბალი მასის და მოკლე სვლის გამო სროლის ტემპი ადვილად ცილდება 1000 გასროლას წუთში. მაგალითად ავტომატური „გლოკების“ სროლის ტემპი შეადგენს 1100-1300 გასროლას წუთში.

stech1

სროლის ტემპის მარეგულირებელი მექანიზმი (ნაჩვენებია ისრით) განლაგებულია ტარის უკანა ნაწილში რის გამოც ტარი საკმაოდ სქელი გამოვიდა.  

სავარძლის ექსპერტები იტყვიან ალბათ, რომ რაც უფრო დიდია სროლის ტემპი მით უფრო უკეთესია მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასეთი მაღალი სროლის ტემპისას იარაღის კონტროლი შეუძლებელია და სროლა ხდება არაეფექტური. სტეჩკინმა რატომღაც ჩათვალა, რომ 1.2 კგ-ის წონის ავტომატური იარაღიდან სროლის ტემპი 700 გასროლა იქნებოდა ოპტიმალური მაგრამ მაგალითად გერმანელებმა, MP-5-ის შექმნისას გამოიყენეს სროლის ტემპი 650 გასროლა წამში რისთვის საკეტი დაამძიმეს ვოლფრამის ჩანართებით. ტომპსონის პისტოლეტ ტყვიამფრქვევის (M1) სროლის ტემპი შეადგენდა 600 გასროლას წუთში და ყველა ეს იარაღი აღიარებულია როგორც ზუსტი და ეფექტური იარაღი ჯერებით სროლისას. სამხედრო იარაღების ცნობილი ექსპერტი კოკალისი საერთოდ თვლიდა რომ 600 გასროლა წუთში არის საუკეთესო სროლის ტემპი ავტომატური იარაღისთვის ხოლო 890 გასროლა წუთში არის ეფქტური სროლის ტემპის ზედა ზღვარი. არსებობს მეორე გზაც სროლის ეფექტურობის გაზრდის, ეს არის ფიქსირებული ჯერებით სროლის რეჟიმი. ასეთი მიდგომა განხორციელდა მაგალითად მოგვიანებით H&K VP70-ში და Beretta 93R-ში.   ჩემი აზრით 750 გასროლა წუთში 1.2 კგ-ის წონის იარაღში მასიური საკეტით არ უზრუნველყოფს ეფექტურ სროლას ავტომატურ რეჟიმში და ავტომატური სროლის ეფექტური გამოცხადებული მანძილი 100 მეტრი რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. საინტერესო ის არის რომ სტეჩკინის გარდა კონკურსზე პისტოლეტები წარადგინეს ასევე ვოევოდინმა და კალაშნიკოვმა, რომლებმაც საერთოდ  ფეხზე დაიკიდეს სროლის ტემპი და არც უცდიათ სროლის ტემპის შემცირება. ბუნებრივია მათი პისტოლეტები დამარცხდნენ. კალაშნიკოვმა როგორც მას ჩვევია ხოლმე არ გამოიჩინა თავი ორიგინალურობით და პრაქტიკულად წარმოადგინა ზომებში გაზრდილი Walther PP-ს კოპია თანაც ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით.

პისტოლეტზე მუშაობისას სტეჩკინი დიდ პრობლემებს წააწყდა ვაზნების საიმედო მიწოდების უზრუნველყოფის პროცესში. პრობლემების მიზეზი იყო ორ რიგიანი ვაზნების  გამოსვლის სქემის გამოყენება, ასევე სქელი და მოკლე მასრა პრაქტიკულდ მრგვალი ტყვიის თავით. ამის გამო სტეჩკინი მუშაობდა სხვადასხვა ტარის კუთხეებთან და ხვეწავდა მჭიდის კონსტრუქციას.  შრომა მართლაც რომ ტიტანური იყო, უმეტესობა პრობლემების სტეჩკინმა გადაწყვიტა მაგრამ მის იარაღს მაინც დარჩა საფირმო დაბრკოლება, ორმაგი მიწოდება, როდესაც ერთი ვაზნა თავით ზევით იყურება საექსტრაქციო ფანჯრიდან და რის გამოც როგორც ჩანს ნაწილი პისტოლეტების ვერ გადიოდა სამხედრო მიღების პროცედურებს. ამ პისტოლეტისთვის სტეჩკინმა სრულიად დამსახურებულად მიიღო სტალინის პრემია.

stech2

მოკლე სქელი მასრის და საკეტის უჩვეულოდ გრძელი სვლის გამო პირველი პროტოტიპების ტესტირებისას, საკეტის გახსნისას დარტყმა ჩარჩოზე საკმარისი იყო რომ მომხდარიყო ზედა ვაზნის თვითნებური ინერციული მიწოდება. ისრით ნაჩვენები ღარები იჭერენ ვაზნას, რომელიც მიწოდებამდე პრაქტიკულად გადახრილ და ნახევრად მიწოდებულ მდგომარეობაში ელოდება სანამ საკეტი დაარტყავს მას უკან დაბრუნებისას და შეაგდებს სავაზნეში. ასეთი პრაქტიკულად ორ საფეხურიანი მიწოდება უზრუნველყოფდა მოკლე ვაზნის საიმედო მიწოდებას მჭიდიდან ორრიგიანი ვაზნების გამოსვლით.

თავისთავად ავტომატური პისტოლეტის ამხელა არმიის შეიარაღებაში მიღება მოვლენა უნიკლაურია. არასდროს მანამდე და მის მერე ავტომატური პისტოლეტი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არ ყოფილა შეიარაღებაში არც ერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. პისტოლეტის საბრძოლო თვისებების გაზრდა და კარაბინის როლის დაკისრება არ იყო მაშინ რაღაც ახალი.  ჯერ კიდევ 1914 წელს გერმანელებმა გარკვეული კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეები შეაიარაღეს „გრძელი“ „პარაბელუმებით“, 1904 წლიდან შეიარაღებაში იყო „პარაბელუმის“ ე.წ. „საზღვაო“ მოდელიც. რა თქმა უნდა იყო მოდელები რომლებიც ისროდნენ ჯერებით, მაგალითად Steyr M1912, Astra 901 და ა.შ. ხანმოკლე ინტერესი ავტომატური პისტოლეტების მიმართ გამოწვეული იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში პირველ რიგში იმით, რომ პისტოლეტი იყო ერთადერთი ნახევრად-ავტომატური ან თუნდაც ავტომატური იარაღი, მსუბუქი და საიმედო და ამიტომაც იყო მცდელობები ამ იარაღის ეფექტური სროლის მანძილის და საცეცხლე ძალის მაქსიმალური გაზრდის. როგორც კი გამოჩდნენ პირველი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და დაიწყო მათი მასიური წარმოება სამხედროების ინტერესი “საიერიშო პისტოლტების” მიმართ მკვეთრად დაეცა და მას მერე მოყოლებული ავტომატური პისტოლეტები რჩებიან ეკზოტიკად და იშვიათად ხვდებიან სადმე შეიარაღებაში. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს პისტოლეტებზე შემორჩენილი იყო მხოლოდ კონდახის დაყენების ოფცია, ხოლო დიდი მჭიდები, რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები, გრძელი ლულები, ავტომატური სროლის რეჟიმები ჩაბარდა წარსულს, მაგრამ არა საბჭოთა კავშირში სადაც ყველა სიახლე და აღმოჩენა დიდი დაგვიანებით აღწევდა. შექმნილი წარუმატებელი და ბებერი ევროპული კონცეფციით გათვლილი სუსტ ვაზნაზე, „სტეჩკინის“ მიწოდება ჯარში იწყება 1952 წელს. ამ პისტოლეტით იარაღდებოდა ის სამხედრო პერსონალი, რომელიც ვერ ატარებდა ავტომატს, საბრძოლო მანქანების ეკიპაჟები, არტილერისტები, პილოტები და ასე შემდეგ. ბუნებრივია არადამაკმაყოფილებელი საცეცხლე ძალის და დიდი გაბარიტების გამო ამ იარაღმა არ დაიმსახურა კარგი გამოხმაურებები და  ზუსტად 7 წლის შემდეგ პისტოლეტის წარმოება შეწყდა. 1981 წლიდან მისი ჩანაცვლება მასიურად დაიწყო  AKC-74У ტიპის ავტომატებით. საბრძოლო პირობებში, მაგალითად ავღანეთში საბჭოტა არმიის საბრძოლო ნაწილებში „სტეჩკინი“ პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა როგორც ძირითადი საბრძოლო იარაღი და მაგის მაგივრად ოფიცრები ავტომატების ტარებას ამჯობინებდნენ. სტეჩკინი გახდა უფრო მოდური აქსესუარი, რიტუალური იარაღი რომელიც მეტყველებდა მისი პატრონის განსაკუთრებულ სტატუსზე.   გარდა მოკრძალებული საბრძოლო თვისებებისა როგორც უკვე აღვნიშნეე „სტეჩკინი“ გამოვიდა გაბარიტული, მძიმე (1.22 კგ სავსე მჭიდით), კომპლექტში მას მოყვებოდა ხის ბუდე-კონდახი (მოგვიანებით პლასტმასისგან დამზადებული), და ტყავის ჩანთა გათვლილი 4 სათადარიგო მჭიდზე. ეკიპირების ეს ელემენტები გაცილებით უფრო ნაკლებად გამძლე გამოვიდა ვიდრე პისტოლეტი და ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. ჩემთვის საერთოდ ის ფაქტი, რომ “სტეჩკინმა” ჯარამდე მიაღწია დიდ გაკვირვბას იწვევს და ბევრ კითხვას ბადებს. ცნობილია მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირში მიხვდნენ, რომ პისტოლეტის როლი ჯარში იყო ძალიან უმნიშვნელო და ამის შედეგად შეიარაღებაში მიიღეს შედარებით მსუბუქი და კომპაქტური 9მმ-ნი მაკაროვის პისტოლეტი, გერმანული ვალტერ პპ-ს კონცეპტუალური ასლი ამის ფონზე უშველებელი პისტოლეტის აბსოლუტურად არარეალური გამოცხადებული მაჩვენებლებით შეიარაღებაში მიღება ძალიან უცნაურად გამოიყურება. როგორ დადგინდა გამოცხადებული ეფექტური სროლის მანძილები? 200 მეტრზე 9მმ-ნი “მაკაროვის” ვაზნის ვარდნა ისეთი იყო რომ პატარა შეცდომა სამიზნემდე დისტანციის გამოთვლაში და ტყვია სამიზნეს უბრალოდ არ მოხვდება. რა თქმა უნდა ასეთ მანძილზე ეფექტური სროლის წარმოება ჯერებით იყო აბსოლუტურად შეუძლებელი.

АПС

1952 წელს ასეთი პირადი იარაღი კონცეფცია მორალურად მოძველებული იყო და მისი შეიარაღებაში მიღება მორიგი დადასტურებაა რუსების/საბჭოთა კავშირის ჩამორჩენის ახალი სისტემის იარაღების შემოღებაში.  შექმნისას ამ პისტოლეტს ადარებდნენ “მაუზერის” და იგივე სისტემის “ასტრას” ავტომატურ პისტოლეტებს, რომლებიც წინა საუკუნეში იყვნენ შექმნილები. ბუნებრივია, რომ “სტეჩკინი” უკეთ გამოიყურებოდა.  

მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტის წარმოება მალევე შეწყდა გარკვეული მისი რაოდენობა მოხდა აფრიკაში, სადაც საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა და ამარაგებდა ბევრ ტერორისტულს ორგანიზაციას ან თუნდაც “მეგობარ” სახელმწიფოებს რომლებიც იზიარებდნენ უტოპიურ საბჭოთა იდეოლოგიას. ცნობილია, რომ “სტეჩკინი” საჩუქრად მიიღეს ფიდელ კასტრომ და ჩილეს პრეზიდენტმა სალვადორ ალიენდემ დიდი რაოდენობა “სტეჩკინების” დაილექა საბჭოთა არმიის სპეც დანიშნულების ნაწილებშიც.

საბჭოთა კავშირში სადაც ცეცხლსასროლი იარაღის არც ისე ბევრი მოდელი იყო წარმოდგენილი, ნებისმიერი იარაღის ირგვლივ იქმნებოდა უამრავი მითქმა-მოთქმა, მითი და ლეგენდა. რუსული წყაროების გადაკითხვისას, ხშირად წააწყდებით ესეთ ფრაზებს, როგორიც: “სარგებლობდა პოპულარობით სპეცრაზმებში, კრიმინალურ წრეებში, კილერებში, შპიონებში“ და ასე შემდეგ. რეალობა ის არის რომ საბჭოთა კავშირში და შემდგომ რუსეთში ნებისმიერი იარაღზე იყო მოთხოვნა და გამოიყენებოდა ყველაფერი რისი საშუალებაც კი იყო.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ლოკალური კონფლიქტების და კრიმინალური განუკითხაობის ფონზე მოთხოვნა კომპაქტურ იარაღზე გაიზარდა და ანემიური “მაკაროვის” გარდა აღმოჩნდა რომ ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ “სტეჩკინი”, იგივე კალიბრის მაგრამ უფრო უკეთესი სროლისუნარიანობით (რა თქმა უნდა ერთჯერადი გასროლებით), დიდი ტევადობის მჭიდით და რამე იყოს შესაძლებლობით დაეცალა მჭიდი ერთ წამზე ნაკლებ დროში. ყველა უწყება დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროთი და დამთავრებული ფინანსთა სამინსიტროთი ქმნიდნენ საკუთარ სპეც-რაზმებს და დაიწყო “სტეჩკინის” “რენესანსი”. ასევე გამოყენება მოიძებნა ამ იარაღის “დახშობილი” ვერსიისთვის (АПБ, შეიარაღებაში მიღებული 1972 წელს), რომელიც იყენებდა მოსახსნელ საპრესორს და ბევრად უფრო ერგონომიულ რკინის მავთულის კონდახს. მოთხოვნა პისტოლეტზე იმდენად დიდი იყო რომ ერთ-ერთი წყაროს მიხედვით ჩეჩნეთის ომში რუსები იყენებდნენ ლენდ-ლიზით მიღებულ M1911A1 ტიპის პისტოლეტებს და ტყვიაწამალს. ამჟმამად ყველაზე ელიტარული რუსული სპეც-დანიშნულების ნაწილები გადავიდნენ დასავლურ პისტოლეტებზე და ასევე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელ ადგილობრივი წარმოების იარიგინის კონსტრუქციის პისტოლეტზე. იმის ფონზე რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რუსებმა ვერ შექმნეს საკუთარი წარმოების წარმატებული პისტოლეტი “სტეჩკინის” გამოყენება კვლავ გრძელდება “დაბალი რანგის” სპეც-რაზმებში, რომლებიც ფართოდ არიან წარმოდგენილი რუსეთის ყველა ძალოვან სტრუქტურაში. ასევე ის გამოიყენება უკრაინის, ბელორუსიის და სხვა ქვეყნებში რომლებსაც ერგოთ “სტეჩკინები” საბჭოთა კავშირისგან.   გამოდგა სტეჩკინის “დახშობილი” ვარიანტიც. მავთულის კონდახის და საპრესორის გამოყენების წყალობით იარაღი უფრო ერგონომიული და კონტროლირებადი გახდა მათ შორის ჯერებით სროლისას.

apb1

კონსტრუქციულად პისტოლეტი АПБ საკმაოდ საინტერესო არის. ერთი შეხედვით თითქოს ეს ჩვეულებრივი “სტეჩკინია” ლულაზე დაყენებული საპრესორით, მაგრამ რეალურად პისტოლეტს გააჩნია ორ კომპონენტიანი ინტეგრირებული გასროლის ხმის დახშობის სქემა. იმისთვის, რომ ტყვიის საწყისი სიჩქარე დაწეულიყო ბგერის სიჩქარეზე დაბლა, პისტოლეტის ლულას გააჩნია 12 ნახვრეტი საიდანაც დენთის აირები ხვდებიან სპეციალურ კამერაში, რომელიც ჩამოცმულია ლულაზე, ხოლო კამერაზე დამატებით ყენდება საპრესორი, რომელიც დამატებით ახშობს გასროლის ხმას. ასეთი იარაღი ძალიან სპეციფიური ინსტრუმენტია. დაყენებული საპრესორით და მავთულის კონდახით მისი სიგრძე 785მმ-ია ხოლო წონა 1800 გრ. 

“ბნელი 90-ების” დროს საქართველოში “სტეჩკინი” დიდი პოპულარობით სარგებლობდა და “რემბოს” სათვალესთან ერთად აუცილებელი ატრიბუტი იყო ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ოდნავ მაინც აღელვებდა თავისი გარეგნობა. გარკვეული რაოდენობის პისტოლეტები მათ შორის “დახშობილ” მოდიფიკაციაში მოხვდა სხვადასხვა ქართული შეიარაღებული ფორმირებების ხელში ლაგოდეხში განლაგებული გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-12 სპეციალური დანიშნულების  ბრიგადის ნაწილიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ შეიარაღების დიდი ნაწილი დატოვა ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე (მეორე ვერსიით რუსებმა უბრალოდ გაყიდეს შეიარაღება). გარკვეული რაოდენობა “სტეჩკინების” “გაპრავდა” და გახდა ლეგალური სამოქალქო იარაღი გამომდინარე იქიდან, რომ ამ იარაღის ფლობა ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. ასევე გარკვეული რაოდენობა შემოიტანეს საქართველოში უკრაინიდან და გაყიდეს სამოქალაქო ბაზარზე.

სიმართლე გითხრათ სტატიის დაწერა სტეჩკინის სისტემის პისტოლეტზე მე საკმაოდ დიდი ხანი მინდოდა. მართალია ეს იარაღი არასდროს არ ყოფილა ჩემ პირად საკუთრებაში, საშუალება მისი ახლოს გაცნობის მომეცა 5-6 წლის წინ როდესაც მე პრაქტიკულად შემთხვევით მომიწია სასროლეთზე ყოფნა ერთ-ერთი უწყების სპეცრაზმელებთან. სხვადასხვა იარაღებს შორის რომელიც იმ დღეს ჩვენ ვისროლეთ  მათ შორის იყო თვისობრივად ერთმანეთთან ახლოს მყოფი MP5K და “სტეჩკინის” პისტოლეტი.

არ მეხამუშება ვაღიარო რომ “სტეჩკინი” ლამაზი და ქარიზმატული იარაღია. იმ ეპოქის საბჭოტა იარაღებს ახასიათებს მაღალი დამზადების ხარისხი და ძალიან კარგი ხარისხის დაფარვები. მე ადრე ვწერდი 50-ან წლებში იჟევსკში გამოშვებულ TT-ს პისტოლეტებზე, რომლებიც დამზადების მაღალი ხარისხით გამოირჩეოდნენ და ძალიან ლამაზი შავი ფერის დაფარვა გააჩნდათ. ეს იარაღები ასევე ძალიან კარგად ისროდნენ. ამ მხრივ “სტეჩკინის” პისტოლეტიც სრულყოფილად გამოიყურება. სხვათაშორის “სტეჩკინს” უშვებდა ქარხანა “მოლოტ” განლაგებული ქალაქ ვიატსკიე-პლიანიში. ამ ქარხნის პროდუქცია დღესაც გამოირჩევა კარგი ხარისხით.  სოლიდური ზომები, სუფთა ფორმები, კარგი დაფარვა. საკეტი რბილად მოძრაობს,  უჩვეულო  გრძელი სვლა აქვს და მაკაროვისგან განსხვავებით არ საჭიროებს ძალის დატანებას. მიუხედავად დიდი ზომებისა ხელში სიმძიმე არ იგრძნობა. პისტოლეტის “საბრძოლო-საომარ” დანიშნულებაზე მეტყველებს უკანა სამიზნე მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს დოლურას ღარებით და გათვლილია 25-50-100-200 მეტრზე სასროლად.

“სტეჩკინის” ბუდე-კონდახი ლამაზად გამოიყურება სურათებზე მაგრამ რეალურად ასეთი მიდგომის გამოყენებას მოყვა ის რომ ბუდის როლში ეს მოწყობილობა გამოვიდა დიდი, მძიმე, მოუხერხებელი, ხოლო კონდახის როლში ის ძალიან მოუხერხებელია. განლაგება, სიგრძე და ფორმა გამორიცხავს მის სწრაფად მიბჯენას მხარზე და მოსახერხებელი პოზიციის დაკავება პრაქტიკულად შეუძლებელია. კისერი არაბუნებრივად უნდა გადახაროთ და სულ ცოტახანში დაგეწყებათ ტკივილები. ერთ-ჯერადი გასროლებისას კონდახი კიდე რაღაცაში გეხმარებათ მაგრამ ავტომატური სროლა “სტეჩკინიდან” მოუხერხებელია და შესაბამისად ნაკლებად ეფექტური.

asdasda12

პისტოლეტის მცველი და სროლის რეჟიმების გადამრთველი მოუხერხებელია, ჯერ იმიტომ რომ განლაგებულია საკეტზე, მერე იმით რომ  გადამრთველით მანიპულირება ერთი ხელით ძნელია. 

ერთჯერად რეჟიმში სროლისას ტრადიციულად ვიწრო სამიზნე მოწყობილობები, რბილი სასხლეტი და გრძელი (185 მმ) სამიზნე ხაზი უზრუნველყოფს შესანიშნავ სიზუსტეს თუ წყნარად ისვრით კარგად განათებულ ტირში. ასეთ რეჟიმში სროლა ძალიან სასიამოვნო და ადვილია. ამ მხრივ “სტეჩკინი” სროლისუნარიანობით მე მირჩევნია ყველა სხვა რუსულ/საბჭოთა პისტოლეტს. ცუდი განათების პირობებში სამიზნე მოწყობილობების გარჩევა და ეფექტურად გამოყენება რთულია.

stechkin target

12 მეტრიდან, დაყენებული კონდახით ორ და სამ გასროლიანი ჯერებით  ყველა ტყვია ხვდება სანიზნეს თუ უმიზნებთ მუცელში. (სროლა ხორციელდებოდა კონდახის მარცხენა მხრზე მიბჯენით). ტარის კუთხის, მოუხერხებელი კონდახის  და ლულის მაღალი ღერძის გამო ეს იარაღი თითქოს საერთოდ არ არის შექმნილი ჯერებით ეფექტური სროლისთვის. 

ავტომატურ რეჟიმში სროლისას, გამოცდილ მსროლელს არ გაუჭირდება მიაღწიოს 2 გასროლიან კონტროლირებად ჯერებს. შედარებისთვის ეს აბსოლუტურად შეუძლებელია ავტომატურ გლოკში, სადაც 3-4 გასროლიანი ჯერების მიღწევა უფრო რეალურია. დაყენებული კონდახით “სტეჩკინი” ოდნავ უკეთესად კონროლდება ჯერებით სროლისას მაგრამ სროლა ხდება მოუხერხებელი. ასეთი კონდახის არანაირ ტაქტიკურ გამოყენებაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ სანგრიდან წყნარად ესვრით მოშორებულ სამიზნეებს ეს “კონდახი” კიდე რაღაცნაირად ასრულებს თავის ფუნქციას, ახლო მანძილებზე სროლისას მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩემი აზრით არ აქვს მნიშვნელობა იარაღის სროლის ტემპს, მოხსნილი კონდახის შემთხვევაში, ეფქტური სროლა ასეთი ტიპის იარაღიდან ითხოვს სერიოზულ მომზადებას. ავტომატური კომპენსატორიანი “გლოკიდან” და “სტეჩკინიდან” რეზულტატიური სროლა ჯერებით შესაძლებელია 10 მაქსიმუმ 15 მტერის მანძილზე, ისიც მაქსიმალურად მოკლე ჯერებით. გრძელი ჯერი ორივე იარაღში ერთნაირად არაფეფქტური იქნბა, 2 მაქსიმუმ 3 ტყვია მოხვდება სამიზნეს, დანარჩენი უბრალოდ აცდება. ესეც იმ შემთხვევაში თუ იარაღი მყარად გიჭირავთ და სამიზნე პირდაპირ თქვენ წინ არის. მოუხერხებელი პოზიციებიდან და ერთი ხელით, ჯერებით სროლას აზრი არ აქვს.  მოუმზადებელი მსროლელისთვის ავტომატური პისტოლეტის გადაცემა სახიფათოა რაზეც მეტყველებს ქვემოთ ვიდეოს “სკრინშოტი” და თბილისის ტირებში “სტეჩკინიდან” დაცხრილული ჭერები და კედლები. სროლის დროს “სტეჩკინმა” გაგვახარა საფირმო დაბრკოლებით, ვაზნა ამოხტა მჭიდიან და გაიჭედა თავით მაღლა. უნდა ვივარაუდოთ რომ ცვეთის პარალელურად იარაღის საიმედოობა პირდაპირ პროპორციულად მცირდება.

oopsacs

მომენტი როდესაც მსროლელმა გაიხვრიტა ხელი ავტომატური “გლოკიდან”.  

რა შეიძლება ვთქვათ ამ მიმოხილვის ბოლოს? ავტომატური პისტოლეტები არასდროს არ იყვნენ პოპულარულები და ვერ ჰპოვეს ფართო გავრცელება. დედამიწის ზურგზე ძალიან ცოტა ქვეყანაა სადაც კერძო პირებისთვის ნებადართულია ასეთი იარაღების ფლობა, ხოლო ძალოვან სტრუქტურებში ეს იარაღი არ სარგებლობს პოპულარობით მისი ათვისების სირთულის გამო, რაც ითხოვს დიდი ხარჯებს ხოლო სარგებელი საკითხავი რჩება. ეს იარაღები რჩება ეკზოტიკად და ვერასდროს ვერ შეავსეს ალბათ არ არსებული ნიშა პისტოლეტსა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს შორის. ავტომატური პისტოლეტები დღეს შემორჩნენ ძალიან სპეციალიზირებულ თითებზე ჩამოსათვლელ სპეციალური დანიშნულების რაზმებში, კერძო კოლექციებში და კრიმინალურ წრეებში. ვისაც აქვს ბედნიერება და უფლება ფლობდეს ასეთ იარღს აფასებენ მათ მათი ისტორიული ღირებულების და იშვიათობის გამო ისევე როგორც იმის გამო, რომ ასეთი იარაღებიდან სროლა ძალიან სახალისოა. ამართლებს დღეს “სტეჩკინი” იმ ფასს, რომელსაც მაგაში ითხოვენ საქართველოში (4000 ლარი და ზევით)? თუ შევხედავთ მას პრაქტიკული თვალსაზრისით არ ვიცი. ერთის მხრივ იმ პირობებში, რომ პისტოლეტის სახლიდან გატანა საქართველოში შეუძლებელია, ლეგალური ავტომატური იარაღი თუ ის გამოცდილ ხელებშია სახლის დაცვის უზრუნველყოფის სცენარებში მრისხანე და ეფექტური იარაღი იქნება (თუ მსროლელი კარგად მომზადებულია) ყაჩაღების წინააღმდეგ. ფსიქოლოგიური ეფექტი როდესაც ტყვიების წვიმის ქვეშ მოექცევი ისეთია, რომ არ მგონია ბევრმა ყაჩაღმა გადაწყვიტოს განაგრძოს თავისი ბოროტი ქმედებები, როდესაც მას ჯერებით დაუშენენ ახლო მანძილიდან.  როგორც თავდაცვის იარაღი ფარული ყოველდღიური ტარებისთვის  ”სტეჩკინს” არანაირი აზრი არ აქვს უკვე დასახელებული მიზეზების გამო. რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ იარაღს მის ხელუხლებელ მდგომარეობაში (ავტომატური სროლის რეჟიმის შენარჩუნებით) აქვს ძალიან დიდი საკოლქციო ღირებულება და როგორც აღვნიშნე დედამიწაზე არც ისე ბევრი ქვეყანაა სადაც უბრალოდ მოქალაქეს შეიძლება ლეგალურად საკუთრებაში ქონდეს ეს იარაღი. ასე რომ ალბათ ასეთი მაღალი ფასი გამართლებულია.