—- Welcome to ShootersCentral—-

May 14th, 2011

Грузия-Украина: друзья, но не больше - SOVA

ГЕРОЯМ СЛАВА! - Борцовский портал "Самсон"

სალამი მეგობრებო, ყველა ვინც ამდენი წელი ხართ ჩემი ბლოგის მკითხველები, ბოლო ერთი წელი კონტენტის შექმნის მხრივ ბევრი ჩემ მხარეს არ გაკეთებულა, რისი მიზეზიც არის პრინციპში ყველაფერი ის რაც ჩვენ თავს ხდება, მათ შორის არნახული აქამდე შეტევა იარაღის მფლობელებზე სახელმწიფოს მხრიდან, რამაც მათ შორის შეუძლებელი გახადა ჩემთვის იარაღების შეძენა და რევიუების მომზადება. ამის გარდა ამ ყველაფერს ეხლა დაემატა ტექნიკური პრობლემა ბლოგის ვებ-გვერდთან, რის გამოც მე ვეღარ ვტვირთავ ახალ პოსტებს. შემიძლია მხოლოდ უკვე არსებული დრაფტები გამოვიყენო ანუ შემიძლია კიდე 32 სტატია დავწერო და მორჩა. პრობლემა მოგვარებადია და ალბათ მოგვარდება,  მაგრამ სწრაფად ეს ვერ მოხდება.

ეს ბლოგი არსებობს უკვე ძალიან დიდიხანია, დარწმუნებული ვარ ბევრი ხალხი მიეჩვია სიახლეებს და არ გეგონოთ, რომ მე არ მაწუხებს ის ფაქტი რომ თქვენ მოლოდინს ვერ ვამართლებ. დროის უქონლობის გამო “იარაღი და თავისუფლება” დაიხურა, ახალ ბლოგპოსტებსაც ვერ ვდებ, გავმეორდები ძალიან ბევრის მიზეზის გამო. მე ჩემი განვითარების პროცესი არ შემიწყვეტია არც ერთი წუთით, იზრდება ჩემი პირადი ბიბლიოთეკა, ყოველ დღე რაღაცას ახალს ვსწავლობ, სათქმელი. დასაწერიც ძალიან ბევრია, უბრალოდ არ ვიცი, ვერ ჩამოვყალიბდი რა ფორმით გავაკეთო ეს.

სამწუხაროდ ის რაც ჩვენ ქვეყანაში ეხლა ხდება და ის გეზი რაც აღებულია, შეუძლებელია ამის იგნორირება, რაც ასევე მიქმნის დეპრესიულ ფონს და განწყობას და მიშლის ხელს ახალი გეგმების განხორციელებაში. ტყუილი იქნება იმის თქმა რომ მე არ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, უბრალოდ გულის სიღრმეში მინდოდა რომ შევმცდარიყავი ჩემ პროგნოზებში. გამოდის რომ არ ვცდებოდი. ალბათ ყველაფერი ბევრად უფრო გაუარესდება სანამა დაიწყება გაუმჯობესება. ამ მომენტისთვის, ვისაც გსურთ რაღაც ხარისხით და სიხშირით მიიღოთ ჩემგან სიახლეეები, გამოიწერეთ ჩემი youtube არხი. თავს გაუფრთხილდით. 

როგორ აარჩიო კარგი იარაღი და არ დარჩე იმედგაცრუებული

May 7th, 2024

ეს სტატია დაფუძნებულია პოსტზე, რომელიც პირველდ FB-ზე გამოვაქვეყნე.
მე როდესაც დავიწყე იარაღთან ურთიერთობა, ეს იყო 90-ების ბოლო, 2000-ების დასაწყისი საქართველოში. იარაღის მოდელები, რომლებიც მაშინ იყო ხელმისაწვდომი, ყველა იყო უკვე საკმაოდ დიდიხანი გაყიდვაში მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებში. პირველ რიგში ვგულისხმობ პისტოლეტებს და რევოლვერებს, იმიტომ რომ თავიდან იარაღის სხვა სახეობების მიმართ, მე მქონდა თითქმის ნულოვანი ინტერესი. ამ პისტოლეტებთან, რომლებიც მაშინ იყო წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, არც მე და არც არავის ჩემ ირგვლვი არასდროს არ ქონია არანაირი პრობლემა. შეიძლება მთელი ცხოვრება ისროლო ამ პისტოლეტებიდან და არც ერთი დაბრკოლება არ მიიღო, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ძირითადად საქართველოში ვისვრით კარგი ხარისხის, ქარხნულ ამუნიციას მრგვალთავიანი ტყვიით, რომელიც არ ქმნის მიწოდებისას პრობლემებს ნებისმიერ პისტოლეტებში. ასეთ პისტოლეტებს განეკუთვნება მაგალითად იტალიური წარმოების Beretta 92FS, გერმანული წარმოების SigSauer P226, ჩეხური ან ჩეხოსლოვაკური Cz75/85/83, ავსტრიული წარმოების მეორე და მესამე თაობის Glock-ები, Heckler&Koch USP და რამდენიმე სხვა მწარმოებლის მოდელები, რომელიც პოპულარული იყო საქართველოში, როდესაც სამოქალაქო იარაღი გახდა ხელმისაწვდომი ჩვენ ქვეყანაში. ყველა ეს პისტოლეტი გამოირჩეოდა აბსოლუტური საიმედოობით და დამზადების მაღალი ხარისხით (ეს ალბათ ნაკლებად ეხება CZ’ს პისტოლეტებს). წლების განმავლობაში, არ ვუტრიურებ, არა თუ გაუმართავ პისტილეტს ვერ ნახავდი, ვერ ნახავდი ადამიანს, რომელიც იტყოდა, რომ მისი პისტოლეტი ჭედავდა. არასაიმედო მუშაობა თავიდან ბოლომდე იყო მხოლოდ საბჭოთა TT-ს პრეროგატივა. გაგეცინებათ, მაგრამ იმ პერიოდში ეს იყო ერთადერთი იარაღი, რომლის პრობლემებზე პერიოდულად გესმოდა ხოლმე.
მერე მსოფლიოში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. youtube-ის წყალობით იარაღი და სროლა გახდა ერთგვარი მასობრივი პოპკულტურა, რომელმაც მართალია დიდი დაგვიანებით და ნაწილობრივ მაგრამ ჩვენამდეც ჩამოაღწია. ამ პოპკულტურის გავრცელებამ მსოფლიოში წარმოშვა აქამდე უნახავი მოთხოვნა იარაღზე,  ამის ეპიცენტრში იყო ცხადია ამერიკა და მანდ ყველაფერთან ერთად, სიტუაცია პერიოდულად ღვივდებოდა ჭორებით მოსალოდნელ შეზღუდვებზე, რაც მხოლოდ იწვევდა გაყიდვების წარმოუდგენელ ზრდას. ამ ყველაფერმა ცხადია იმოქმედა იარაღის წარმოებაზეც.

ეხლა რომ დაუბრუნდეთ პისტოლეტის იმ მოდელებს, რაც ზევით ჩამოვთვალე, მწარმოებელი უშვებდა მათ იმ დროისთვის უკვე 15-25 წლის განმავლობაში. თუ თავიდან ამ პისტოლეტებს რამე პრობლემები ქონდათ, ამ პერიოდში მწარმოებელმა ეს პრობლემები/სუსტი წერტილები აღმოაჩინა და გამოასწორა. ეს პროცესი ისეთივეა, როგორც მანქანების შემთხვევაში. გამოდის ახალი მოდელი, ის იყიდება, წლების განმავლობაში გროვდება ინფორმაცია, გამოხმაურებები ამ მოდელის ექსპლუატაციაზე და საჭიროების შემთხვევაში მწარმოებელს შეაქვს კონსტრუქციაში გაუმჯბესებები, რომელიც მიდის სერიაში, ამიტომ ერთი და იგივე თაობის ბოლო წლების მანქანები ყოველთვის უკეთესია ვიდრე პირველ წლებში გამოშვებული მანქანები.

როგორც აღვნიშნე, სიტუაცია იარაღების სამყაროში რადიკალურად შეიცვალა. მოთხოვნა იარაღზე გაიზარდა წარმოუდგენლად და მწარმოებლები დადგნენ და ეხლაც დგანან ორი გამოწვევის წინაშე, მოიპოვვონ უპირატესობა კონკურენტებზე და დააკმაყოფილონ მზარდი მოთხოვნა, რაც ჩვენთვის, მომხმარებლებისთვის, ნიშნავს რომ, მწარმოებელი პრაქტიკულად იძულებულია ყოველ წელს გამოუშვას, რაღაც ახალი და მწარმოებელს ამავე დროს არ აქვს დრო სათანადოდ გამოცადოს იარაღი, იმიტომ რომ მას დაასწრებს კონკურენტი და ის დაკარგავს ამის გამო ფულს. ეს მოცემულობა იწვევს იმას, რომ ბაზარზე მასიურად ხვდება ნედლი, ბოლომდე გამოუცდელი იარაღი. წარმოების ტემპის ზრდაც, თავისთავად წარმოშობს რისკებს ხარისხის კონტროლის მხრივ. წარმოების მკვეთრი ზრდა და ხარისხის შენარჩუნება, თავისთავად არის ერთგვარი გამოწვევა.

smith-wesson-model-41

Smith&Wesson-ი ქმნიდა თავისი .22 კალიბრის საასპარეზო მოდელ 41-ს, 9 წელი. პისტოლეტი გამოვიდა ყოველმხრივ დახვეწილი და გამორჩეული მახასიათებლებით. დღეს ვერც ერთი კომპანია ვერ დახარჯავს 9 წელს პისტოლეტის შექმნაზე.

ბაზარზე “გაგდებული” ასეთი ნედლი იარაღების მაგალითების ჩამოთვლა რომ დავიწყო, ეს სტატია გადაიქცევა წიგნად. ამიტომ უბრალოდ ვიტყვი რომ ასეთი მაგალითების რიცხვი უხვია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ბევრია მაგალითიც, როდესაც მწარმოებელმა გააფუჭა უკვე გამოცდილი მოდელები, იმიტომ რომ მისდევდა ეკონომიას, წარმოების ზრდას და ა.შ. რემინგტონ 870, ამის კარგი მაგალითია. ბევრი სხვა ანალოგიური მაგალითის დასახელება შემიძლია, სამწუხაროდ. მაგრამ ეს არის რეალობა. ეს არის მოცემულობა. ამერიკა უშვებს წარმოუდგენელი რაოდენობის სამოქალაქო იარაღს, მაგრამ ხარისხის თვალსაზრისით, ეს პერიოდი ჩემი აზრით არის შავი პერიოდი.

რამდენი მაგალითის დასახელება შეიძლება, როდესაც ნედლი იარაღი მიოხვდა გაყიდვაში? Remingron R51, ყველანაირი გაგებით ინოვაციური პისტოლეტი, განსხვავებული კონსტრუქციის. აღმოჩნდა უკიდურესად არასაიმედო, რემინგტონმა მოხსნა ეს იარაღი გაყიდვიდან. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები, უპირობო ჩემპიონი SIG Sauer P320, ამ კომპანიის პირველი სტრაიკერი, მიმომხილველმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ გარკვეულ პირიობებში ეს პისტოლეტი ისვრის თავისით, რაც დადასტურდა რეალური ინცინდენტებით. ნედლი პისტოლეტის მაგალითი, Glock 44, ამ კომპანიის პირველი .22lr კალიბრის პისტოლეტი და ასევე Glock 42, ამ კომპანიის პირველი სუბკომპაქტური .380 კალიბრის პისტოლეტი ერთ რიგიანი მჭიდით. არ აცდა “დაღვინების” სტადია ისეთ მონსტრის პროდუქტს, როგორიც არის Heckler&Koch. მათი VP9, პირველი სტრაიკერი, “გლოკის” გრმანული კლონი, წვალობდა არასწორად შერჩეული ზამბარების გამო, რაც იწვევდა პრობლემურ საიმედოობას. და ამ სიის გაგრძელება შემიძლია უსასრულობამდე.

ეხლა იარაღის ახალი მოდელის ყიდვისას, მყიდველი გამოდის პრაქტიკულად ბეტა ტესტერი. მერე თუ რამემ ამ ტესტირების დროს “გაასხა” მწარმოებელი აცხადებს “ნებაყოფლობით გამოწვევას” და “უფასოდ” ააფგრეიდებს იარაღებს. როგორც წესი. დასავლეთის ქვეყნებში (ევროპა, ამერიკა) იარაღის მფლობელისთვის ეს ნიშნავს, რომ ასეთი იარაღის მფლობელმა უნდა მარტო ფოსტის კურიერი გამოიძახოს და ცოტახანი იჯდეს თავისი იარაღის გარეშე სანამ ის უკან არ დაუბრუნდება მას, უკვე შეკეთებული. ცოტახანში თუ ასეთი პროლემები დაგროვდება ბევრი, მწარმოებელი უშვებს მოდელის “გაუმჯობესებულ”, “ახალ” ვერსიას. მაგრამ ხანდახანაც კონსტრუქციის ცვლილებები ინკრემენტალურია და წლები გრძელდება.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი სააქართველოსთვის? პირველ რიგში იმას, რომ თქვენ იარაღს ვერ დააბრუნებთ, გამოცვლით ან დააფგრეიდებთ. ეს გამორიცხულია. არავინ საქართველოდან იარაღს უფასოდ არ გააგზავნის მაგალითად ამერიკაში. ამიტომ შეგრჩებათ პრობლემური და/ან იარაღი, რომლის გამოყენება სახიფათოა. ნაწილების იმპორტიც გართულებულია, როგორც არასდროს აქამდე, რომ ცადო შენი ძალებით იარაღის აფგრეიდი.
ერთადერთი, რაც შეიძლება გააკეთოთ ასეთ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდე არის, შეამციროთ შანსი დარჩეთ ასეთი იარაღით. თქვენ არ გჭირდებათ, უახლესი, უმაგრესი იარაღი, რომელიც აი სულ ეხლახანს წავიდა წარმოებაში. თქვენ იდეაში გინდათ იარაღი, რომელმაც გაიარა ეს დაღვინების ეტაპი. მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს ასე მარტივი იმიტომ, რომ უნდა გამოიკვლიოთ იარაღი, რომელ თაობას მიუეკუთვნება იარაღი, სერიული ნომერია გამოსაკვლევი ან ხანდახან ვიზუალურად შეიძლება გამოარჩიო, როდესაც ახალი თაობის იარაღი ვიზუალურად განსხვავდება პირველ წლებში გამოშვებული იარაღებისგან. მაგალითად ჩემთვის ეს ადვილია, მე წლებია თვალს ვადევნებ იარაღების ბაზარს და მწარმოებლებს. ვიცი რა და როდის გამოდიოდა, რომელ მოდელებს აქვთ ისტორია პრობლემების. უცხო ენებიც ვიცი და შემიძლია მარტივად გამოვიკვლიო ნებისმიერი იარაღი, რომელსაც ვყიდულობ.
და აქვე დავამატებ, ბრმად ბრენდის ნდობა არ შეიძლება, მე რამოდენიმეჯერ ვენდე ბრენდს/მწარმოებელს და მის რეპუტაციას, ვიყიდე იარაღი გამოკვლევის გარეშე და მწარედ მოვტყუვდი. დამიჯერეთ ხარისხის შენარჩუნების, ხარისხის კონტროლის პრობლემა არ აცდა ყველაზე მსხვილ მწარმოებლებს.

glock-19-generation-4-new-sealed-pack-rs335000-karachi

Glock-ს ბევრი დამსახურებების გარდა აქვს კიდევ ერთი, წლების განმავლობაში ის სტაბილურად იჭერს ხარისხს და მაგალითები, როდესაც ისეთი “გლოკი” მოხვდა ბაზარზე, რომელიც არ იყო გამძლე და საიმედო, ძალზედ მცირეა, კომპანიის თითქმის 40 წლიან ისტორიაში ასეთ მაგალითებს დაითვლი ერთი ხელის თითებით.

იყიდო ძველი გამოშვება პისტოლეტები, იმპორტირებული საქართველოში ადრინდელ პერიოდში ყოველთვის არ არის გამოსავალი. დიდი დრო გავიდა მას მერე და იარაღიც ძველდება და იცვითება. მე მინახია 90-ან წლებში გამოშვებული H&K USP მჭიდის დამჯდარი ზამბარით მაგალითად. ზამბარები სუსტი წერტილია იგივე პერიოდში გამოშვებული CZ-ს პისტოლეტებისთვის და მე მინახია გატეხილი, გაფუჭებული დამჯდარი ზამბარები ამ მწარმოებლის პისტოლეტებში, რომლებიც 90-ებში იყო გამოშვებული. სხვათაშორის აქვე დავწერ, რომ CZ-ს პროდუქციაზე თამამად შემიძლია ვთქვა, რაც უფრო ახალია მით უფრო ის უკეთესია. დაძველებას რაც შეეხება, მე შემხვედრია პისტოლეტები, რომელზეც ტარის პლასტმასის ჩანართები/ნაწილების სიძველისგან გამოშრა და დაიფშვნა ან გატყდა, Beretta 9000-ის სახელური ამით ცნობილია, ასევე ადრინდელი გამოშვება Walther P99-ის ტარის ჩანართები შრება და იმსხვრევა თითებით. ასე რომ კი, სიძველე/ასაკი თავის პრობლემებს ქმნის.

კონკრეტული მოდელის გამოკვლევისას, ბრმად არ უნდა ენდოთ იუთუბ მიმოხილვებს და სტატიებს ჟურნალებიდან, უმეტესობა ამ კონტენტის ავტორების უბრალოდ არიან დაკავებული იარაღის რეკლამირებით. თუ ხედავთ ნეგატიურ რევიუს, ესეც ბევრს არაფერს არ ნიშნავს, ადამიანს აქვს ერთი ცალი იარაღი და ეს სტატისტიკურად არაფერს არ ნიშნავს. ზოგი კონტენტის შემქმნელიც, კარგი იარაღების ლანძღვით ცდილობს დააგენერიროს ინტერესი და ნახვები თავისი არხისთვის. მოკლედ, რომ გაიგოთ ზოგადი ინფორმაცია იარაღზე, გაერკვიოთ მის მოწყობილობაში, “იუთუბი” კარგია, მაგრამ “იუთუბზე” დაყრდნობით არ ღირს გადაწყვეტილების მიღება რა იყიდოთ. გაფილტრეთ ინფორმაცია და მოიპოვეთ ის რაც გჭირდებათ. სხვადასხვა არხებს სხვადასხვა მიზნები ამოძრავებთ, ვიღაცა თავის იარაღებს არეკლამებს, ვიღაცა უბრალოდ პროდუქტების მიმოხილვით არის დაკავებული, ვიღაცა ცდილობს იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მიმომხილველი (როგორც მე) ვიღაცა არის მკვლევარი. ყველა ეს არხი ქმნის კონტენტს კონკრეტული განხრებით.

ხანდახან რევიუებში ახსენებენ გამოწვევებს და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ყიდვისას, მაგრამ 99% მეინსტრიმ “განთიუბერების” იარაღს არეკლამებენ, როგორც გასაყიდ პროდუქციას და ნეგატივს/კრიტიკას მანდ თითქმის ვერ ნახავთ. მე არ გეუბნებით, იუთუბს არ უყუროთ, მე გეუბნებით რომ რასაც ნახავთ, მოისმენთ უნდა კარგად გაფილტროთ და ყოველთვის კრიტიკულად შეაფასოთ. ეს პროცესი ხანგრძლივია და ბევრს უბრალოდ მოთმინება და მონდომება არ ყოფნის, უყუროს ათობით ვიდეოს და აანალიზოს კონტენტი. ძალიან ცოტა მიმომხილველი ამახვილებს ყურადღებას “გამოწვევებზე” და აუცილებელ გაუმჯობესებებზე, ამის მაგივრად ცდილობენ ყველაზე სწრაფად დადონ ახალი იარაღის მიმოხილვა და გაამახვილონ ყურადღება “გაუმჯობესებებზე” რომელთა მიზანია აიძულონ დაგაჯერონ მყიდველი, რომ იარაღი უკეთესია ვიდრე წინა მოდელი. მაგრამ ჩვენ გვინდა ღრმა ტექნიკური ანალიზი და სანდო დასკვნა, რომ პისტოლეტი ვარგისია და გაიარა ეს “დაღვინების” სტადია. საქართველო ღარიბი და იზოლირებული ქვეყანაა და ეს სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ადამიანებს აქ არ აქვთ ფუფუნება იყიდონ რამდენიმე პისტოლეტი, ტესტონ და ააფგრეიდონ, ადამიანს აქ, უნდა საიმედო და კარგი იარაღი, რომელიც მას საჭირო მომენტში არ უღალატებს.

მოკლედ შარში თავი, რომ არ ამოყოთ, შემიძლია ასეთი “ჩეკ-ლისტი” შემოგთავაზოთ, რომელიც უნდა გამოიყენოთ პისტოლეტის და პრინციპში ნებისმიერ იარაღის ყიდვისას:

1. მწარმოებელი, რა რეპუტაცია აქვს და რამდენიხანი არის ის ბაზარზე?
ცხადია კომპანია რომელიც დიდიხანია ბაზარზეა, ფინანსურად წარმატებულია, არ ქონდა წარმოების რელოკაცია ან არ შეუცვლია მფლობელი, დიდი ალბათობით გამოუშვებს კარგ და სტაბილურად ხარისხიან იარაღებს. კომპანია რომელიც ხშირად იცვლის მფლობელებს, კოტრდება, იცვლის ლოკაციებს. ცხადია ეს ყველაფერი აისახება ხარისხზე. რელოკაციამ, ახალი ქარხნის გახსნამ, ასევე შეიძლება დააგდოს ხარისხი. ბერეტას პისტოლეტები ამისი კარგი მაგალითია.
2. კონკრეტული მოდელი რომელიც მომწონს, რამდენიხანი გამოდის?
რაც უფრო დიდიხანი გამოდის მოდელი, მით უფრო ნაკლები შანსია მას ქონდეს სუსტი წერტილები/ხარვეზები.
3. ქონდა თუ არა ამ მოდელს “რესტაილინგი”/”აფგრეიდი”?
რესთაილინგი ანუ პისტოლეტის მოდელის იერსახის/კონსტრუქციის რადიკალური ცვლილება (მაგალითად CZ75 “Duty” და CZ P07) მეტყველებს, რომ მოდელი რესტაილინგამდე იმდენად ცუდი და/ან ნედლი იყო, რომ მწარმოებელს მოუწია მისი რადიკალური ცვლილება. ცხადია “რესტაილინგი” ჯობია პირვანდელ ვერსიას. აფგრეიდი კი ნიშნავს, რომ მომდევნო სერიებში მწარმოებელმა შეცვალა კონსტრუქციის ელემენტი ან ელემენტები და გამოიწვია უკვე გაყიდული პისტოლეტები რომ მათი აფგრეიდი მოეხდინა და ისე დაებრუნებინა მფლოებელებისთვის.
4. ქონდა თუ არა ამ მოდელს მწარმოებლის მიერ მისი უკან გამოწვევის ისტორია?
ეს კითხვა უკავშირდება წინას. საქართველოდან ვერავინ ვერაფერს ვერ გაიწვევს, ამიტომ უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი პისტოლეტი არ მოყვა გამოწვევაში, რაც ნიშნავს რომ მას რაღაც ხარვეზი აქვს. ეს შედარებით ადვილია, იმიტომ რომ ინფორმაცია გამოწვევებზე არის მწარმოებლის საიტზე და იქვეა მითითებული, როგორც წესი სერიული ნომრების რენჯები ან ნიშანთვისებები, რითიც იდეაში ასევე მაგალითად უნდა მიხვდეთ რომ პისტოლეტი უკვე დააფგრეიდებულია. მაგრამ ხანდახან ეს აფგრეიდები ხდება ჩუმად, როგორც გლოკ 42-ის შემთხვევაში და მაშინ საჭიროა გამოკვლევა მათ შორის “იუთუბის” გამოყენებით.

ჩემი კომენტარი ე.წ. “სატელევიზიო არხებზე” გასულ ე.წ. “სიუჟეტზე”

May 11th, 2023

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პროპაგანდისტურმა ფრთამ (ტვ იმედი) გაავრცელა სიუჟეტი სადაც იყო მოყოლილი “გირჩის” ვითომ მზადებაზე, რაღაც ძალადობრივი კამპანიისთვის, “გირჩის” მიერ ორგანიზებულ ბანაკებში. თავისთავად ეს წარმოუდგენელი სისულელეა, ეს ბანაკები არის “გასვლით” ლექციების კურსი, სადაც ქალაქ გარეთ, იკრიბებიან მსმენელები და ლექტორები და ჩვეულებრივი ლექციები, დისკუსიებია მილიონ თემაზე, მათ შორის სამხედრო თემებზე. მაგაზე უკვე საკმარისად ითქვა, ყველაფერი რაც იქ ხდება არის სრულიად ტრანსპარენტული და მე აღარაფერს არ დავამატებ.  პროპაგანდისტების ჯგუფმა მანდ გაატარა მთელი დღე, ამაში თავად დარწმუნდნენ და მაინც გააკეთეს ის რაც გააკეთეს.

მე მინდა შევეხო ნაწილს ამ სიუჟეტის, რომელიც ეხებოდა უშუალოდ ჩემ თავს. ორი რამე გაჟღერდა (მე რაც მითხრეს, სიუჟეტისთვის არ მიყურებია): მე ვარ ნაციონალური მოძრაობის დროს, უშიშროების საბჭოს თანამშრომელი და ვატარებ იარაღის გამოყენების პრაქტიკულ კურსებს ამ ბანაკებში.  ეხლა რეალურად რა ხდება. უშიშროების საბჭოში მე ვმუშაობდი შევარდნაძის დროს, როდესაც საბჭოს თავმჯდომარე იყო თედო ჯაფარიძე. ვარდების რევოლუციის შემდეგ, საბჭოს მდივანი გახდა ვანო მერაბიშვილი და მეორე დღეს ვანო მერაბიშვილმა გამიშვა მე ამ სამსახურიდან.  აღნიშნული დასტურდება ადვილად, მათ შორის ჩანაწერით ჩემ შრომის წიგნაკში. ეს იცოდნენ პროპაგანდისტებმა მაგრამ მაგათ ეტყობა ჭირდებოდათ ვინმე ვინც დააკავშირებდა გირჩს ნაციონალურ მოძრაობასთან და ეს ვიღაცა მე აღმოვჩნდი. ბედის ირონია, “ნაცები” მეძახდნენ “რეჟიმის გადმონაშთს”,  “ქოცები” კიდე “ნაცს”.  “ნაციონალური მოძრაობის” დროს მე ვიყავი კახა ბენდუქიძეს მრჩეველი, სულ მიკვირდა რა ნახა კახამ საერთო “ნაციონალურ მოძრობასთან”, სავარაუდოდ ამის გამო მე ისევ მოვხვდი ვანო მერაბიშვილის ყურადღების ქვეშ და დიდი ალბათობით კახამ სერიოზული შარი ამარიდა თავიდან, რაზეც ერთხელ თვითონ ირიბად მიმანიშნა. მერე დაამატა, ძალიან შეშინებულები არიაონო, ხომ ხვდებიო. რეალურად მაშინ რატომ, როგორ და რისთვის მოხდა, იცოდა მარტო კახამ და ალბათ ეხლაც იციან რამდენიმე მასთან დაახლოებულმა ადამიანმა. 9 წლის შემდეგ ვანო მერაბიშვილი მეორეჯერ გამიშვებს სამსახურიდან, როდესაც პრემიერის რანგით მოვა სახელმწიფო კანცელარიაში. რანაირად შეიძლება ჩემი აფილირება ნაციონალურ მოძრაობასთან, ჩემთვის გაუგებარია

რაც შეეხება ბანაკებს, ანუ რეალობა ის გახლავთ, რომ მე არასდროს არ ვიყავი ამ ბანაკების პროექტის მონაწილე. იმიტომ რომ უბრალოდ დრო არ მქონდა. ბანაკში ვიყავი ერთხელ, ქობულეთში წინა ზაფხულს, სადაც ნახევარი დღე გავატარე, თემატიკა ტრადიციული: კანონი იარაღის შესახებ, რეგულაციები და იარაღის ბრუნვის კონტროლი, მითები იარაღების სამყაროდან  და ა.შ. არანაირი იარაღის პრაქტიკული კურსი მანდ არ ყოფილა არც იმ ბანაკში და ვერც იქნებოდა სხვა ბანაკებშიც, პრაქტიკული კურსი ნიშნავს იარაღიდან სროლას, ვარჯიშს რაც ქობულეთის სასტუმროში და არც სხვა ლოკაციებზე ფიზიკურად ვერ მოხდებოდა.  თავისთავად ასეთ კურსებში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ასეთი რამე უბრალოდ ამ ბანაკებში არ ყოფილა. სხვები ზუსტად რას ყვებოდნენ და რაზე ლაპარაკობდნენ, ჩემთვის უცნობია, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა რომ არავის მომზადება ირაღის გამოყენებაში მანდ არ ხდებოდა.  “მილიტარისტული”, სამხედრო კომპონენტი, როგორც ყველა ლექცია ასეთ ბანაკში, არის ზოგადი თეორიული ღონისძიება, იმიტომ რომ ინტერესი ამ თემის მიმართ ცხადია დიდია და ვისაც რა შეეძლო რომ მოეყოლა ამ თემაზე იმას უყვებოდა დამსწრეებს. არანაირი კურსი, სისტემური მიდგომა ან ორგანიზებული ხასიათი ამას არ ქონია.  თავისი საკუთარი, ლეგალური იარაღის, აღჭურვილობის გამოყენება მომხსენებლების მიერ თუ ხდებოდა, ეს ხდებოდა დემონსტრირებისთვის ან როგორც ლექციის ანტურაჟი/დეკორაცია. არანაირი კანონდარღვევის ან დანაშაულის ნიშნების შემცველ საქმიანობას ეს არ წარმოადგენდა. ეს პრაქტიკულად იგივეა, რასაც მაგალითად მე თითქმის სამი წელია ვაკეთებ, როგორც გადაცემა “იარაღი და თავისუფლების” წამყვანი. ყველაფერი ეს კარგად იცოდნენ ამ სიუჟეტის დამკვეთებმაც, შემსრულებლებმაც და “ქართულმა ოცნებამაც” რომლის სახეები ეხლა ამ სისულელეს ავრცელებენ. დარწმუნებული ვარ იგივე ცნობილია შსს-თვის და სუს-ისთვის. ზუსტად იგივეს აკეთებდნენ თავის დროზე “ნაცებიც”, თხზავდნენ რაღაც “ხორორ სთორებს”, რომ დაეშინებინათ ყველა. არაფერი არ იცვლება, ჩვეულებრივი ადამიანები იჭყლიტებიან შუაში.

ეხლა ასეთი რამე, რომ გაგიკეთოს მტერმა, გასაკავირი არ არის, ომის ნაწილი არის პროპაგანდა, მაგრამ ამ შემთხვევაში პროპაგანდას ერთი ჯგუფი იყენებს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს არის მახინჯი რეალობა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ 2023 წელს.  როგორც ჩანს არასდროს ეს ქვეყანა არ განიცდიდა ნაკლებობას ადამიანებში, რომლებიც მოკრძალებული ანზღაურებისთვის ყველანაირ სიბინძურეს იკადრებდნენ. სად მიგვიყვანს ეს გზა კაცმა არ იცის.

ესეც მტკიცებულება “ტვ იმედის” სიცრუის.