DA/SA VS Striker

August 14th, 2018

არც ისე დიდიხნის წინ პისტოლეტები ორმაგი მოქმედების (DA/SA) ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებით დომინირებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. “სტრაიკერები” არსებობენ ერთ საუკუნეზე მეტი, მხოლოდ 80-ნი წლების ბოლოს, “გლოკის” პისტოლეტების გამოჩენამ წარმოშვა თავისებური ტრენდი, როგორც მექანიზმზე შიდა დამრტყმელით ასევე რა თქმა უნდა პოლიმერის ჩარჩოზე. ამჟამად სწორედ პოლიმერის ჩარჩოიანი “სტრაიკერი” არის თანამედროვე სამსახურებრივი/თავდაცვითი პისტოლეტის ახალი პარადიგმა, მაშინ როდესაც სულ უფრო ნაკლები ახალი ორმაგი მქომედების პისტოლეტები ჩნდება ბაზარზე. მიუხედავად ამისა, მაინც ჯერ კიდევ დიდია რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებიც კვლავ უპირატესობას ანიჭებენ კლასიკურ DA/SA ტიპის მექანიზმს ისევე, როგორც მწარმოებლები ჯერ კიდევ უშვებენ საკმარისი რაოდენობის პისტოლეტებს ასეთი მექანიზმებით. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით შევადაროთ ორივე ტიპის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები და შევეცდებით დავადგინოთ მათი სუსტი და ძლიერი მხარეები.

ჯერ გავერკვიოთ ტექნიკურ ნიუანსებში. ჩახმახიანი DA/SA (Double Action/Single Action) მექანიზმი (რუსულად механизм двойного действия, ქართულად ორმაგი მოქმედების მექანიზმი) გულისხმობს  გარედან განლაგებულ ჩახმახს, პირველი გასროლის წარმოებას მისი წინასწარი შეყენებით (ერთმაგი რეჟიმი) ან შეყენების გარეშე (ორმაგი მოქმედება) მომდევნო გასროლებით ერთმაგ რეჟიმში. მეორეს მხრივ “სტრაიკერი” არის პისტოლეტი, როგორც წესი შიდა დამრტყმელით, ჩახმახის გარეშე. დამრტყმელის შეყენება ხდება საკეტის მოძრაობით. უნდა აღინიშნოს რომ “სტრაიკერში” იგულისხმება კონკრეტული კონსტრუქცია შიდა დამრტყმელით, ხოლო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი შეიძლება იყოს რამოდენიმე ტიპის, წინასწარი შეყენებით როგორც “გლოკი”, ერთმაგი მოქმედების როგორც Springfield XD, ან ჰიბრიდული როგორც Walther P99-ში სადაც გასროლის წარმოება შესაძლებელია დაშვებული დამრტყმელით და ასევე შესაძლებელია დამრტყმელის უსაფრთხო დაშვება ღილაკზე დაჭერით, როგორც დეკოკერის გამოყენებისას კლასიკურ DA/SA მექანიზმიან პისტოლეტში და უკვე ამის შემდეგ პირველი გასროლის წარმოება მხოლოდ სასხლეტზე დაჭერით, როგორც ტიპიურ DA/SA პისტოლეტში.

dasastriker1

“სტრაიკერში” საბრძოლო ზამბარის ფუნქციას ასრულებს დამრტყმელის ზამბარა, რომელიც უკანასკნელთან ერთად მოთავსებულია საკეტში. ტიპიურ  DA/SA პისტოლეტში საბრძოლო ზამბარა, რომელიც გადაცემს ძალას ჩახმახს განლაგებულია ტარში და აწვება ჩახმახს ქვევიდან, უფრო იშვიათად ის შეიძლება იყოს განლაგებული პირდაპირ ჩახმახის შიგნით (მაგალითად Grand Power K100, TT). (სურათი ჩასწორებულია).

ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი ან უფრო სწორედ თავისებურება, რომელიც გააჩნია DA/SA პისტოლეტებს არის მათი სასხლეტის მოქმედების პრინციპი. მარტივად, რომ ავხსნა, თქვენ გაქვთ პისტოლეტი ორი სასხლეტით, მძიმე და გრძელი სვლით  ორმაგი მოქმედების რეჟიმში, მსუბუქი და მოკლე სვლით ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. ეს წარმოშობს პრობლემას, რომლის მნიშვნელობა მხოლოდ იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ უმეტესობა DA/SA  პისტოლეტების პატრონებს ურჩევნიათ ისროლონ მხოლოდ ერთმაგ რეჟიმში და საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას სროლას ორმაგი მოქმედების რეჟმში, სწრაფი მომდევნო გასროლით ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელიც უკავშირდება DA/SA  ტიპის პისტოლეტის ეფექტურ გამოყენებას. უნარი განახორციელოთ ზუსტი და სწრაფი გასროლა ორმაგ რეჟიმში და სწრაფი მომდევნო გასროლა ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. ამ ილეთის ათვისება არ არის რთული, უბრალოდ ის ითხოვს დროს და პრაქტიკას.  თუ ასეთი სროლის ტექნიკას თქვენ არ ფლობთ, თქვენ არ იცით სროლა DA/SA პისტოლეტიდან, სტრაიკერებს, მეორეს მხრივ პირველიდან ბოლო გასროლამდე სასხლეტი აქვთ ერთნაირი და ეს პრობლემაც არ არსებობს.

სტატიის კონტექსტიდან გამომდინარე განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს გერმანული პისტოლეტი Walther P99, რომელიც წარმოადგენს სტრაიკერის და DA/SA პისტოლეტის ჰიბრიდს. სროლა ამ პისტოლეტიდან შეიძლება როგორც “შეყენებული” დამრტყმელით ასევე “დაშვებული” დამრტყმელით, როგორც ტიპიური SA/DA პისტოლეტის შემთხვევაში. აღნიშნულ პისტოლეტს ასევე გააჩნია “დეკოკერი”. მაგრამ გარდა ამისა ამ ყველაფერისა მას აქვს სასხლეტი უნიკალური ფუნქციით, ვაზნის მიწოდების შემდეგ სასხლეტი რჩება უკიდურესად წინა მდგომარეობაში მიუხედავად იმისა, რომ დამრტყმელი “შეყენებულია”. იმისთვის რომ განახორციელოთ გასროლა მას უნდა დააწვეთ რის შემდეგ ის გადადის უკან და იკავებს პოზიციას როგოროც შეყენებული დამრტყმელის შემთხვევაში, მათ შორის უკვე ყოველი მომდევნო გასროლის შემდეგაც. “ვალტერში ასეთ სასხლეტს დაარქვეს “Anti Stress”. ამ ჩემი აზრით ზედმეტი უსაფრთხოების მექანიზმის გადალახვა წააგავს DA/SA პისტოლეტის სასხლეტთან მუშაობის ტექნიკას, როდესაც გასროლის წინ სანამ აიტანთ პისტოლეტს სამიზნე ხაზზე თითით იწყებთ სასხლეტზე დაჭერას, იმისთვის რომ პისტოლეტის სამიზნე ხაზზე მოთავსების შემდეგ სასხლეტი “ვალტერზე” მოვიდეს “ნორმალურ” მდგომარეობაში ხოლო სასხლეტი DA/SA პისტოლეტზე იყოს ნაწილობრივ უკან მისული და საჭირო იყოს სულ ცოტათი ბოლომდე მასზე დაჭერა რომ მოხდეს გასროლა. ეს ტექნიკა არის განხილული რამდენიმე რესურსზე და არ გამოვრიცხავ, რომ არიან ინსტრუქტორები, რომლებიც ამ ტექნიკას ასწავლიან, მაგრამ ჩემი აზრით ასეთ ტექნიკას აქვს პოტენციალურად საშიში ნაკლი. სასხლეტთან იწყებთ მუშაობას სანამ პისტოლეტის მიმართულია სამიზნეზე. სტრესის პირობებში სასხლეტთან ასეთი ნატიფი მუშაობა შეიძლება არ გამოვიდეს და მოხდეს უნებლია გასროლა, მაგრამ ალბათ გააჩნია მსროლელის მომზადების დონეს.

რა თქმა უნდა არის სხვა მიზეზებიც რომლებმაც განაპირობეს “სტრაიკერების” დომინირება. პირველ რიგში ტიპიური “სტრაიკერი” შედგება ნაკლები დეტალისგან.  მაგალითად “გლოკი” შედგება სულ 32 დეტალისგან და აბსოლუტური უმეტესობა დეტალების (გარდა დამრტყმელისა და დამრტყმელის მცველისა) არის ნაშტამპი ან პლასტმასის რაც ბუნებრვია ამცირებს ასეთი პისტოლეტის ფასს. შედარებისთვის Beretta 92SF, კლასიკური DA/SA პისტოლეტი, შედგება 75 დეტალისგან.  შესაბამისად მწარმოებლისთვის ახალი სტრაიკერის შექმნაც და გამოშვებაც უფრო ადვილი და იაფია.

სტრაიკერების კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სასხლეტი ასეთ პისტოლეტებზე, როგორც წესი შედარებით მოკლე და მსუბუქია, ხოლო პირველი გასროლიდან ბოლო გასროლამდე, სასხლეტის სვლა და წონა არ იცვლება.  DA/SA პისტოლეტებს მეორეს მხრივ იმისთვის რომ განახორციელოთ პირველი გასროლა ორმაგი მოქმედების რეჟიმში უნდა შეკუმშოთ საკმაოდ მძიმე საბრძოლო ზამბარა და სასხლეტის სვლაც გრძელია, რაც ბუნებრივია საგრძნობლად ართულებს სწრაფ და ზუსტ სროლას. ყოველი შემდეგი გასროლა რა თქმა უნდა უკვე განხორციელდება უფრო “კომფორტულ” და მოსახერხებელ ერთმაგ რეჟიმში, მსუბუქი სასხლეტით და მისიმოკლე სვლით. რა თქმა უნდა შესაძლებელია DA/SA პისტოლეტის ტარება სულ შეყენებული ჩახმახით და მცველზე. ამის შესაძლებლობა გააჩნია მაგალითად CZ-75-ს, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი და აბსოლუტურად ყველა უწყება, თვლის (სამართლიანად), რომ პისტოლეტი შეყენებული ჩახმახით არის ზედმეტი პასუხისმგებლობა. თუნდაც ეს პისტოლეტი იყოს აყვანილი მცველზე, ამიტომ ცხადია პისტოლეტის ტარება როგორც წესიყოველთვის ხდება დაშვებული ჩახმახით.  უშუალოდ იარაღის გამოყენებამდეც კი ჩახმახის შეყენება, მაგალითად ამერიკის პოლიციურ სამსახურებში განიხილებოდა, როგორც პოტენციალურად საფრთხის შემცველი მოქმედება, რამაც მათ შორის ასევე განაპირობა ამ ქვეყნის პოლიციურ სამსახურებში უარის თქმა პისტოლეტებზე ერთმაგი რეჟიმით, რომლებსაც ჩაენაცვლა ან “სტრაიკერები” ან პისტოლეტები გარეთ განლაგებული ჩახმახებით მაგრამ მისი შეყენების შესაძლებლობის გარეშე. ე.წ. DAO (Double Action Only, ქართულად მხოლოდ ორმაგი მოქმედების). პისტოლეტები ასეთი მექანიზმებით ჩადგნენ სადღაც შუაში “სტრაიკერებსა” და DA/SA პისტოლეტებს შორის.  მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პისტოლეტებიდან პრინციპში შესაძლებელია სწრაფი და ზუსტი სროლა მათ აქვთ უფრო ცუდი სასხლეტები ვიდრე “სტრაიკერებს” და ამავე დროს არ აქვთ ერთმაგი სროლის რეჟიმი, როგორც DA/SA პისტოლეტებს.  პისტოლეტებს ასეთი “პოლიციური” სასხლეტებით უშვებდნენ მაგალითად Para-Ordnance (LDA), Sig-Sauer (DAK), H&K (LEM).  ყველა ეს სისტემა იყო გათვლილი იმაზე, რომ მოხსნილიყო შეყენებული ჩახმახის ფაქტორი, როგორც დამატებითი პასუხისმგებლობის ფაქტორი პოლიციური სამსახურებისთვის. შეყენებული ჩახმახი განიხილებოდა, როგორც ზედმეტად სახიფათო მდგომარეობა გაუწვრთნელი პოლიციელებისთვის და გარდა ამისა ის გამოიყენებოდა როგორც სამხილი პოლიციელების წინააღმდეგ, რომლებმაც გამოიყენეს იარაღი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს.  დიახ, 80-ნი წლების დასაწყისში იყო რამდენიმე პრეცენდენტი, როდესაც გასროლა დაბრალდა შეყენებულ ჩახმახს, რომლის შეყენებაც ჩაითვალა სასამართლოს მიერ, როგორც  ქმედება, რომელმაც მოყვანა იარაღი “პოტენციალურად საშიშ” მდგომარეობაში. ვიღაცას გაეცინება მაგრამ ასეთ პრეცენდნენტებს მოყვა ძალიან შორს მიმავალი შედეგები. აშშ-ში, 70-ან წლებში ერთი ხელის თითებზე ჩამოთვლიდი მხოლოდ ორმაგი მოქმედების რევოლვერებს და ანალოგიური პისტოლეტები პრაქტიკულად არ არსებობდა. 2000-ან წლებში ასეთი პისტოლეტები და რევოლვერები ქონდა პრაქტიკულად ყველა მეტ ნაკლებად  მსხვილმწარმოებელს. “სტრაიკერების” გამოჩენიდან და მათი მოდელების რიცხვის ზრდასთან ერთად “მხოლოდ ორმაგი” მოქმედების პისტოლეტების პოპულარობამ და გავრცელებამ მკვეთრად იკლო. მხოლოდ ორმაგი მოქმედების ჩახმახიანი პისტოლეტები ჩემი აზრით არის ის იარაღი, რომელზეც ადამიანმა არჩევანი არ უნდა გააკეთოს. ასეთი იარაღის გამოჩენა განპირობებული იყო იურიდიული ნუანსებით და არა იმით, რომ გაუადვილოს ადამიანს იარაღის ეფექტური გამოყენება ან თუნდაც გაზარდონ იარაღის უსაფრთხოების ხარისხი.

P1030574

ავტორის კუთვნილი H&K P2000LEM არის ტიპიური 2000-ნი წლების დასაწყისის პოლიციური იარაღი. LEM (Law Enforcement Module)  დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის თავისებურება იყო ის რომ შესაძლებელი იყო ჩახმახის შეყენება მისი ვიზუალური შეყენების გარეშე. ეს მიიღწეოდა ორიგინალური დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის გამოყენებით, რომელიც პრაქტიკულად იეყნებდა ორად გაყოფილ ჩახმახს, შიდა ჩახმახი შეყენდებოდა მაგრამ გარე ჩახმახი ბრუნდებოდა ისევ უკიდურესად წინა მდგომარეობაში. როგორც წესი ყიველთვის, როდესაც იგონებ რთულ/უცნაურ იურიდიულ ბარიერებს  იბადება ასეთივე  რთული და უცნაური გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ბარიერებს გვერდს უვლიან. 

ერთი შეხედვით “სტრაიკერი” უპირობოდ უკეთესია ვიდრე მხოლოდ ორმაგი ან DA/SA პისტოლეტები და გაყიდვებიც და მწარმოებლების კატალოგებიც ამას ადასტურებენ მაგრამ ჩემი აზრით თუ მხოლოდ ორმაგი მოქმედების პისტოლეტები უნდა ჩაბარდნენ წარსულ,  DA/SA პისტოლეტების ჩამოწერა ჯერ აშკარად ნაადრევია. ასეთ პისტოლეტებს გააჩნიათ თვისებები, რომლებიც არ აქვთ “სტრაიკერებს” და ეს თვისებები ვიღაცისთვის შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი და მან ჩათვალოს, რომ DA/SA პისტოლეტი მისთვის უფრო მისაღებია.  მაგალითად DA/SA პისტოლეტი ვაზნით სავაზნეში, მცველზე აყვანის გარეშეც არის ისეთივე უსაფრთხო, როგორც მაგალითად დატენილი რევოლვერი. ჩახმახის წონის და გრძელი სვლის გამო ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე “სტრაიკერი” ვაზნით სავაზნეში. გასაგებია, რომ “სტრაიკერი” არ გაისვრის ჩახმახზე დაჭერის გარეშე, მაგრამ ადამიანი არის ძალზედ არასრულყოფილი არსება, რომელიც უშვებს შეცდომებს და ამიტომ ცხადია ალბათობა უბედური შემთხვევის პირველ შემთხვევაში იქნება უფრო ნაკლები ვიდრე მეორეში. ხშირად ამას იყენებენ იმისთვის, რომ გააკრიტიკონ “სტრაიკერები” როგორც სახიფათო იარაღი და რახან “გლოკი” ყველაზე პოპულარული “სტრაიკერია” ყველაზე მეტი ხვდება სწორედ მას. რეალობა ის არის რომ ნებისმიერი პისტოლეტი არის პოტენციურად სახიფათო ინსტრუმენტი, ამიტომ  უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა აუცილებელია. თუ ტექნიკის დარღვევას მოყვა გასროლა, ეს არ არის იარაღის ბრალი, ეს არის მსროლელის ბრალი. მე პირადად მოხარული ვიქნები თუ ეს მარტივი ჭეშმარიტება დავა იმ ადამიანებამდე ვინც ყვებიან საზარელ ისტორიებს სახიფათო “გლოკებზე”, რომლებიც თურმე თავისით ისვრიან. დიახ, თეორიულად პისტოლეტის ოთხი მცველით იქნება უფრო უსაფრთხო ვიდრე პისტოლეტი მცველის გარეშე, სადაც თითო მცველი იქნება თავისებური ბარიერი რომელიც ამოქმედდება უსაფრთხოების ტექნიკის დარღვევის შემთხევაში და შეამცირებს უნებლიე გასროლის ალბათობას, მაგრამ ამავე დროს ყოველი დამატებითი მცველი არის დამატებითი დეტალები, რაც ართულებს კონსტრუქციას და არის დამატებითი მანიპულაციები, რაც საჭიროა რომ პისტოლეტი მოვიყვანოთ საბრძოლო მდგომარეობაში. სახელგანთქმულ შეხვედრაზე სადაც გასტონ გლოკი შეხვდა პოლიციის და ჯარის წარმომადგენლებს გადაწყდა რომ მექანიკური მცველი მომავალ პისტოლეტზე საერთოდ იქნებოდა ზედმეტი. გარდა ამისა ფაქტი ჯიუტია, ორ ალბათ ყველაზე გავრცელებულ პისტოლეტზე მსოფლიოში – “სტრაიკერ” “გლოკზე” და DA/SA SIG Sauer P226-ზე მექანიკური მცველი საერთოდ არ არის გათვალისწინებული.

ზოგადად ითვლება, რომ “სტრაიკერი” ვაზნით სავაზნეში აუცილებლად უნდა იდოს კარგი ხარისხის ბუდეში. პირადად მე მაგალითად თავს ვიგრძნობ არაკომფორტულად, თუ მექნება “გლოკი” ვაზნით სავაზნეში, გაყრილი “მექსიკურად” ქამარში ან უბრალოდ იდება ჯიბეში ან ეგდება ზურგჩანთაში. დამეთანხმებით პისტოლეტი ყოველთვის არ შეიძლება რომ იყოს მოთავსებული ბუდეში. ასეთ მდგომარეობაში “გაშიშვლებული” სასხლეტი, რომელსაც აქვს მოკლე სვლა და საჭიროა მხოლოდ 2.5-3 კგ ძალა რომ ის ამოქმედდეს არის პირადად ჩემთვის პოტენციალურად სახიფათო სიტუაცია. მეორეს მხრივ Beretta 92FS ვაზნით სავაზნეში, დაშვებული ჩახმახით, სასხლეტის  გრძელი სვლით და წონით 6კგ-ის ფარგლებში გაცილებით ნაკლები ალბათობით გამოიწვევს რაიმე სახიფათო სიტუაციის წარმოშობის ალბათობას. ვისთვის როგორ,მაგრამ ჩემთვის ასეა და ბევრი იფიქრებს ჩემნაირად.

tgholster1

ე.წ. “trigger holster”არის საკმაოდ პოპულარული უსაფრთხოების სისტემა “სტრაიკერისთვის”, რომელიც ნაწილობირვ პასუხობს სტრაიკერის შენახვა-ტარების პრობლემას ბუდის გარეშე. ის უფრო კომპაქტური და მსუბუქია ვიდრე ბუდე და ამავე დროს უფრო იაფიც ღირს.   

განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი N1. ადამიანს საძინებელთან, მაღვიძარას გვერძე უდევს “გლოკი” ვაზნით სავაზნეში. მაღვიძარა რეკავს, კაცი ცდილობს ნახევრად ძილში, ხელით მიაგნოს მაღვიძარას და შემთხვევით აჭერს ხელს სასხლეტს. ისმის გასროლა, ტყვია ხვდება კაცს ხელში და მძიმე ჭრილობას აყენებს მას.

პრაქტიკული მაგალითი N2. ქალი პოლიციელი ბრუნდება სახლში. სთხოვს თავის ქმარს რაღაცა ამოიღოს ჩანთიდან. რამდენიმე წამში ისმის გასროლა და ქმარი კვდება ადგილზე. ჩანთაში იდო პისტოლეტი ვაზნით სავაზნეში. აღარ მახსოვს ეს იყო “გლოკი” თუ .38 კალიბრის რევოლვერი. ასეთი რამე შეიძლება მოხდეს ნებისმიერი იარაღით. “გლოკიც” და “ბერეტაც” გაისვრის ჩახმახზე დაჭერისას. უბრალოდ “ბერეტას” შემთხვევაში დაჭირდება უფრო ძლიერი დაჭერა, რაც ამცირებს უნებლიე გასროლის ალბათობას.ეს არის და ეს. შედარებით ხისტი სასხლეტი გრძელი სვლით ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას თუ ხელზე კიკეთიათ სქელი ხელთათმანები.

ასეთი შემთხვვა შეიძლება მოხდეს ნებისმიერი იარაღით, მაგრამ ცხადია რაც უფრო მეტი ძალა არის საჭირო სასხლეტზე დასაჭერად მით უფრო მცირდება ასეთი შემთხვევის დადგომის ალბათობა. სწორედ ამიტომ ყველაზე პოპულარლ “სტრაიკერზე” “გლოკზე” ერთი დრო იყო პოპულარული სასხლეტის დამძიმება, როგორც მცდელობა თავის დაზღვევის უნებლიე გასროლებისგან. მოგვიანებით, როდესაც მოხდა სასწავლო პროგრამების ადაპტაცია, გამოჩნდა ახალი ტიპის და ახალი მასალების ბუდეები, მომხმარებლებმა უკეთ შეისწავლეს პისტოლეტი, საჭიროება ხელოვნურად დამძიმებულ სასხლეტებში პრაქტიკულად გაქრა.

. აქვე უნდა დავძინო, რომ DA/SA პისტოლეტზე, ჩახმახის ხელით დაწევა არის პოტენციურად სახიფათო მოქმედება. სწორედ ამიტომ ბევრი მწარმოებელი იყენებს “დეკოკერს”, მოწყობილობას, რომელიც გაძლევს საშუალებას დაუშვა ჩახმახი უსაფრთხოდ ცალკე ღილაკზე დაჭერით. ზოგ პისტოლეტზე დეკოკერი ოფციონალურია (მაგალითად СZ-75-ზე), ზოგზე სტანდარტული ოფცია (მაგალითად SIG Sauer P226 ან Beretta 92FS-ზე).  თუ გაქვთ DA/SA პისტოლეტი დეკოკერის გარეშე, აუცილებლად უნდა ისწავლოთ ჩახმახის უსაფრთხო დაშვების ტექნიკა, რომელიც გულისხმობს ჯერ ჩახმახის საიმედო დაფიქსირებას, შემდეგ სასხლეტზე დაჭერას მისი გათავისუფლების მიზნით და როგორც კი ის გათავისუფლდება აუშვათ თითი სასხლეტს, რითიც გააქტიურდება დაცვის მექანიზმები რომლებიც გამორიცხავენ გასროლას თუ ჩახმახი გაგისსხლტად. ყველა თანამედროვე პისტოლეტი არის დაცული ამისგან, ერთი პირობით, სასხლეტზე არ უნდა იყოს დაჭერილი თითი. წინააღმდეგ შემთხვევაში პისტოლეტი “ჩათვლის” რომ თქვენ გინდათ სროლა და გაისვრის კიდევაც.  DA/SA პისტოლეტის მაღალ თანდაყოლილ უსაფრთხოების დონეს ასევე უზრუნველყოფს მაგალითად ის, რომ ბუდეში მოთავსებისას, სწორი ტექნიკის გამოყენებით (დიდი თითი კეტავს ზევიდან ჩახმახს) შეუძლებელია მოხდეს გასროლა, არა და იარაღის ბუდეში მოთავსება არის ასევე პოტენციურად 0 სახიფათო მოქმედება რა დროსაც სტატისტიკურად ძალიან ბევრი შემთხვევითი გასროლა ხდება

gdfgdf

დიდი თითი კეტავს ჩახმახს, სასროლი თითი არის შორს სასხლეტისგან. სწორედ ასე უნდა მოათავსოთ ჩახმახიანი პისტოლეტი ბუდეში. როგორც ავიაციაში თვითმფრინავის აფრენა-დაშვებისას ისე სროლაში, უმეტესობა უბედური შემთხვევების ხდება იარაღის ამოღება-ჩადებისას.

ეხლა რაც შეეხება სასხლეტებს. გასაგებია, რომ “სტრაიკერებს” სასხლეტი აქვთ ერთნაირი, პირველიდან ბოლო გასროლამდე, მაგრამ ამავე დროს, ჩემი აზრით პირდაპირ ყუთიდან, უმეტესობა DA/SA პისტოლეტს ერთმაგი მოქმედების რეჟიმში აქვს შესანიშნავი სასხლეტი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ბევრად ჯობია “სტრაიკერის” სასხლეტს. ეს ყოველგვარი ჩარევის, ტუნინგის, კასტომიზაციის და ნაწილების გამოცვლის გარეშე. ეს გემოვნების და მიჩვევის ამბავია მაგრამ ალბათ ამაშიც ბევრი დამეთანხმება.

რაც შეეხება პირველ გასროლას ორმაგ რეჟიმში, ეს თავისებურება დაიძლევა მხოლოდ პრაქტიკით. უმეტესობა კარგი ხარისხის პისტოლეტებზე ორმაგი მოქმედების რეჟიმში სასხლეტი არ არის იმდენად მძიმე და უხეში, რომ სროლა გახადოს შეუძლებელი. უბრაოდ არის საჭირო პრაქტიკა. ბევრი მსროლეი და წლების განმავლობაში მეც, ვერ უძლებენ ცდუნებას და ყოველთვის პირველ გასროლამდე წინასწარ აყენებდნენ ჩახმახს. რეალურ ცხოვრებაში, როდესაც მოგიწევთ იარაღის გამოყენება, ამის ფუფუნება შეიძლება არ გქონდეთ, ამიტომ უნდა გამოიმუშავოთ უნარი განახორციელოთ სწრაფი პირველი გასროლა ორმაგი მოქმედების რეჟიმში და სწრაფი დაყოლილი გასროლა უკვე ერთმაგი მოქმედების რეჟიმში. როგორც აღვნიშნე ეს უნარი მიიღწევა ვარჯიშით.

მას მერე რაც დახვეწავთ ორმაგი მოქმედების რეჟიმში სროლას, გაოცებულები დარჩებით რამდენად სწრაფად და ზუსტად შესაძლებელია ასე სროლა, რასაც ეს სამიზნე ადასტურებს. არსებობს კიდევ დამატებითი საიდუმლოებები, როგორ გააუმჯობესოთ DA/SA პისტოლეტის სასხლეტი ორმაგი მოქედების რეჟიმში. მაგალითად DA/SA Beretta 92-ზე მხოლოდ ორმაგი მოქმედების მოდელიდან აღებული საბრძოლო ზამბარის დაყენება და ა.შ. 

უმეტესობა DA/SA პისტოლეტების (და ნაწილი “სტრაიკერების”) აღჭურვილია მექანიკური მცველებით. მექანიკური მცველი არის დამატებითი უსაფრთხოების საფეხური, მაგრამ ამავე დროს დამატებითი საფეხური, რომელიც უნდა გადალახოთ რომ შეძლოთ გასროლის წარმოება. ამიტომ იარაღის ამოღებისას მცველის მდგომარეობის შემოწმება უნდა გახდეს ავტომატური მოქმედება. მცველს აქვს კიდევ ერთი უპირატესობა.  თუ მოხდა საშინელება და თქვენ იარაღი წაგართვეს, თავდამსხმელს ასევე მოუწევს ჯერ გარკვევა როგორ მოხსნას იარაღი მცველიდან. მაგალითად Beretta 92-ზე მცველი ირთვება მისი გადაწევით ზევით, მაშინ როდესაც საქართველოში ბევრად უფრო გავრცელებულ “მაკაროვზე” პირიქით, ღილაკის გადაწევით ქვევით. სანამ თავდამსხმელი გაერკვევა რატომ ვერ ისვრის თქვენი პისტოლეტიდან, ეს მოგცემთ პატარა, მაგრამ შანს, თავი დააღწიოთ საფრთხეს გაქცევით ან შეეცადოთ დაიბრუნოთ იარაღი ან თუ უკიდურესად კარგად ხართ მომზადებულები გამოიყენოთ დამხმარე (მეორე) იარაღი.

czcl

მექანიკური მცველი СZ-75-ზე ირთვება მხოლოდ შეყენებულ ჩახმახზე. ჩემი აზრით ყველა პისტოლეტზე მექანიკური მცველი უნდა იზიარებდეს ამ თავისებურებას.

ჩვენ პოლიციაში ერთმაგი მოქმედების “სტრაიკერების” და შეიარაღებულ პროფესიონალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული მოდელის (Blackhawk SERPA) ბუდეების გამოჩენას მოყვა ტალღა უნებლიე გასროლების და რამდენიმე შემთხვევაში ამას მოყვა სიცოცხლის მოსპობა. წლების წინ ბევრმა ამერიკულმა პოლიციის სამსახურმა ანალოგიური შეცდომები დაუშვა “სტრაიკერებზე” გადაიარაღებისას, ან თუნდაც უფრო ადრე, როდესაც რევოლვერებს ჩაენაცვლა მცველიანი პისტოლეტები, რის გამოც გახშირდა შემთხვევები, როდესაც პოლიციელები აყოვნებდნენ ცეცხლის გახსნას, იმიტომ რომ ავიწყდებოდათ მცველის გამორთვა. ვერანაირი მცველი და უსაფრთხოების სხვა სისტემები, ვერ დაიცავენ ადამიანს თუ ის არ იცავს უსაფრთხოების წესებს და არ იცნობს თავის იარაღს.  იარაღის მოწყობილობის და უსაფრთხოების წესების ცოდნა, უსაფრთხოების წესების დაცვა, კარგი ხარისხის აღჭურვილობა არის აუცილებელი იმისთვის, რომ უბედური შემთხვევის ალბათობა დავიდეს მინიმუმამდე.  თუ ლაპარაკი გვაქვს უწყებებზე, შესაბამისად თანამშრომლების ადეკვატური ტრენინგი და კარგი ხარისხის აღჭურვილობით უზრუნველყოფა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

როგორც ხედავთ ძირითად განსხვავებები “სტრაიკერებსა” და DA/SA პისტოლეტებს შორის მეტ წილად უკავშირდება უსაფრთხოებას და სასხლეტის “ხასიათს” და ეს ნამდვილად ასე არის, მაგრამ არის კიდე სხვა ნიაუნსები, რომლებსაც მე მინდა, რომ თქვენ ყურადღება მიაქციოთ და ამჯერად ეს ნიუანსები გამომდინარეობეს უფრო ორივე ტიპის პისტოლეტების კონსტრუქციულ თავისებურებებიდან. როგორც აღვნიშნე, სტრაიკერები უფრო მარტივი კონსტრუქციის არიან და იყენებნ უფრო მარტივ დეტალებს. ეს ნიშნავს რომ თეორიულად “სტრაიკერები” უფრო იშვიათად უნდა ფუჭდებოდნენ ხოლო თუ რომელიმე დეტალი გამოვიდა მწყობრიდან მისი ღირებულება იქნება ნაკლები. იგივე “გლოკის” დამრტყმ;-სასხლეტი მექანიზმის დეტალები პრაქტიკულად კაპიკები ღირს. ასევე “სტრაიკერები” წარმოადგენენ დახურულ კონსტრუქციას. საკეტი როგორც წესი დახურულია ხუფით და ყველა მოძრავი დეტალი არის საკეტის ან ჩარჩოს ქვეშ მოთავსებული. მეორეს მხრივ ნებისმიერი რამ (ტანსაცმლის ნაწილი, თითი, ტალახი) მოთავსებული გარედან განლაგებულ ჩახმახსა და დამრტყმელს შორის, პრაქტიკულად გამორიცხავს გასროლას. უკიდურესად კომპაქტურ პისტოლეტებში, რომელთა ტარება მოისაზრება ჯიბეში, გარედან გნლაგებული ჩახმახი შეიძლება რამეს წამოედოს მაშინ როდესაც უფრო გარსშემოდენილი “სტრაიკერის” შემთხვევაში ეს არ მოხდება.  თავის მხრივ ხშირად მესმის მოსაზრება, რომ განსხვავებით “სტრაიკერისგან”, DA/SA პისტოლეტის შემთხვევაში თუ მოხდა ვაზნის მტყუნება, შესაძლებელია სასხლეტზე ხელმეორედ დაჭერით მაინც მოახდინოთ გასროლა. თეორიულად ეს ასე არის, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ვაზნის მტყუნება არის იმდენად იშვიათი, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება ისროლოთ პისტოლეტებიდან და ასეთი მტყუნება არ განიცადოთ.

იმედია აღნიშნულ სტატიაში თქვენ იპოვეთ პასუხები შეკითხვებზე, რომლებიც გაწუხებდათ და  დაგეხმარეთ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

ყოველდღიური დანა “ჰიბრიდი”

July 30th, 2018

რამდენიმე წლის წინ მე მომივიდა პატარა შემთხვევა, რომელმაც გარკვეულწილად შეცვალა ჩემი შეხედულებები იმაზე თუ როგორი უნდა იყოს დანა “ყოველდღიური ტარებისთვის”. მოხდა კიდე შემდეგი, სამსახურის პიკაპით ვტრიალდებოდი ეზოში და გამომდინარე იქიდან რომ მანქანის გაბარიტებს შეჩვეული არ ვიყავი, ვერ დავინახე ასფალტის პატარა გორაკი და წამოვდე მას უკანა ბამბერი. მანქანამ არ მიიღო დაზიანება მაგრამ ჩამოძვრა სანომრე ნიშანი, რომელიც პირდაპირ პლასტმასის ბამპერზე იყო დამაგრებული. საჭირო გახდა ორი ხრახნით სანომრე ნიშნის უკან თავის ადგილას დაყენება. მანქანში მე მქონდა ორი დანა, Kershaw Secret Agent და SOG Topo Meridian.  ორივე აღმოჩნდა გამოუსადეგარი ამ დავალებისთვის და მიშველა იმან, რომ თან მქონდა პირადი მანქანის გასაღები და ზედ მინიატურული “ვიქტორინოქსი”, რომელსაც არა ერთი არამედ ორი სახრახნისი ქონდა.

როგორ აღმოჩნდა ისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ამდენი დანა (ამ მომენტში დაახლოებით 20 ცალი) ყველაზე ხშირად გამოყენებული რჩება მინიატურული “ვიქტორინოქსი”? ალბათ იმიტომ რომ თუ თქვენი საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება დანით მუშაობას, რეალურად ქალაქის პირობებში ჯადოსნური ფოლადები რომლებიც არ ბლაგვდება (ბლაგვდება, მართალია ცოტათი უფრო გვიან, მაგრამ გალესვა ასეთი ფოლადისგან დამზადებული პირის მერე ხდება ტანჯვა) , სუპერ გამძლე პირის საკეტები/ფიქსატორები და საკეტების საკეტები (ჩემ СRKT Сasper-ზე ორი საკეტია)  კარგავენ თავის აზრს და ასეთი დანა ხდება სხვა არაფერი თუ არა სათამაშო, აქსესუარი, რომელსაც უბრალოდ ვერ იყენებთ.

რამდენადაც მე არ უნდა მიყვარდეს “ვიქტორინოქსები” უმეტესობას თუ არა ყველა საშუალო და პატარა ზომის დანებს აკლია პირის ფიქსატორი რაც გამოუსადეგარს ხდის მათ მაგალითად თავდაცვით სცენარებში გამოყენებისგან. დიდი შვეიცარული დანები აღჭურვილია ფიქსატორებით, მაგრამ სატარებლად ისეთი კომფორტულები აღარ არიან.

61yQs7Ft2lL._SX466_

Victorinox Hunter XT არის ძალიან კარგი ზომის, გააჩნია ადვილად გასახსნელი პირი ფიქსტორით მაგრამ არ გააჩნია არც ერთი ბრტყელი სახრახნისი. ორი ხერხიც ზედმეტია და ქალაქის პირობებში არაფერში არ გამოგადგებათ.  

ჩემი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ ალბათ დანა, რომელიც იქნებოდა გამოსადეგი თავდაცვისთვის და ამავე დროს ექნება გარკვეული უტილიტარული ფუნქციები იქნებოდა “must have” აქსესუარი ნებისმიერი ადამიანისთვის თუნდაც იმისთვის ვინც ცხოვრობს ქალაქში. ასეთი “ჰიბრიდი” ასევე უნდა იყოს საკმარისად პატარა მისი ყოველდიური კომფორტული ტარებისთვის. გასაგებია რომ სპეიცაილიზირებული ინსტრუმენტი იქნება უფრო გამოსადეგი იმ კოკრეტულ ფუნქციაში, რომლისთვისაც ის არის შექმნილი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ადამიანს არ აქვს საშუალება თან იქონიოს რამდენიმე ინსტრუმენტი ამიტომ საჭიროა ერთი და უნივერსალური.

ასეთი ჰიბრიდები პრინციპში არსებობდა და არსებობს უბრალოდ მათი რაოდენობა ყოველთვის იყო ძალიან მცირე. მაგალითად Leatherman-ის E33/55 სერიის დანები. ერგონომიული ტარით, სრულფასოვანი პირით, ფიქსატორით და ამავე დროს სახრახნისებით და კარაბინით, ერთგვარი ტრადიციული დასაკეცი დანის და “მულტი-ინსტრუმენტის” ჰიბრიდი. სამწუხაროდ ამ დანების წარმოება ეხლა შეწყვეტილია.

28-c33t

Leatherman E33t Crater

დღეს ძალიან პოპულარულია პატარა ზომის დანები ფიქსირებული პირებით, კონცეფცია, რომელიც მე ძალიან მომწონს. ასეთი დანები ძალიან გამძლე ინსტრუმენტებია მაგრამ ასეთი დანა არაპოლიტკორექტულია. თუნდაც იყოს ძალიან მცირე ზომის. დასაკეცი დანით ვერავის ვერ გააკვირვებ და დანა ფიქსირებული პირით ქარქაშში ქამარზე ალბათ ბევრს გააკვირვებს და შეკითხვებს გაუჩენს. გარდა ამისა მე არ მეგულება ასეთი დანა ინსტრუმენტების ნაკრებით.

ასეთი ჰიბრიდის ძიებამ ბოლოს მომიყვანა კიდევ ერთ საინტერესო დანასთან რომელსაც უშვებს Kershaw. მოდელი Shuffle უკვე მეორე თაობაში გამოდის და ამ პატარა დანას აქვს საკმაოდ საინტერესო კონსტრუქცია და თვისებები. “ამერიკულ ტანტოს” სტილში შესრულებული პირი მოთავსებულია ორი ფოლადის ფირფიტას შორის რაც უზრუნველყოფს კოსნტრუქციის სიმყარეს და გამძლეობას. პირი მოკლე და სქელია. თხელი პლასტმასის სალოყეების და მარტივი ლაინერ ლოქის ტიპის ფიქსატორის წყალობით დანა ასევე არის ძალიან თხელი. ორივე მხრიდან მას ასევე გააჩნია ბოთლების გასახსნელი და საკმაოდ გამძლე ბრტყელი სახრახნისი. პირის სიგრძე 6 სმ-ია, სიგრძე გაშლილ მდგომარეობაში სულ რაღაც 16 სმ. წონა 90 გრ.  პლიუსებს განეკუთვნება ტარის ფორმა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ პატარაა უზრუნველყოფს დანის ძალიან მყარ და საიმედო ჭერას. ორივე ინსტრუმემტი. გასახსნელი და სახრახნისი არ არის იდეალური მაგრამ მყარია, არ ზრდის გაბარიტებს და ხელს არ უშლის დანის ჭერას.

KE-8750TTANBW

Kershaw Shuffle II გამოდის ბევრ ფერში და მისი ფასი არ აღემატება 20 დოლარს. 

 

დანებით გატაცება კარგია იმით, რომ ის ბევრად უფრო იაფი ჯდება ვიდრე გატაცება ცეცხლსასროლი იარაღით, ასე რომ ახალი და საინტერესო კონსტრუქციის დანების ძიება გაგრძელდება.

პრაქტიკული შაშხანა – Mossberg MVP Flex 5.56 Nato (updated)

June 21st, 2018

P1090435

The rifle itself has no moral stature, since it has no will of its own. Naturally, it may be used by evil men for evil purposes, but there are more good men than evil, and while the latter cannot be persuaded to the path of righteousness by propaganda, they can certainly be corrected by good men with rifles. ~Jeff Cooper

 სანამ მორიგ მიმოხილვას შემოგთავაზებდით, ეგრევე მინდა დავიწყო იმით, რომ მე არანაირად არ ვარ გრძივად მოსრიალე საკეტიანი შაშხანების  გაწაფული მომხმარებელი. მართალია ასეთი შაშხანებიდან მე წლებია ვისვრი, მაგრამ ჩემ ხელში არც ისე ბევრმა მოდელმა გაირა, ალბათ სულ ათამდე, იმისთვის, რომ მე ჩამომეყალიბებინა ჩემი აზრი იმაზე თუ როგორი უნდა იყოს კარგი შაშხანა გრძივად მოსრიალე საკეტით ან მითუმეტეს გამიჭირდება ჩამოვაყალიბო, როგორია იდეალური შაშხანა და რა აუცილებელ მოთხოვნებს უნდა  ის პასუხობდეს. ამიტომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე ყველაფერში რაც ეხება ასეთ შაშხანას, მისი ოპტიმალური კონფიგურაციის შერჩევას,  მე ვხელმძღვანელობ სახელგანთქმული პოლკოვნიკი ჯეფ კუპერის წიგნში „Art of the rifle” გამოთქმული „პოსტულატებით“. თუ ეს წიგნი წაკითხული გაქვთ იცით, რომ ის არ ეხება სპორტულ სროლას ბეტონის მაგიდებიდან, ის ეხება ადამიანის მიერ მტრულად განწყობილ გარემოში შაშხანის ეფექტურ და პრაქტიკულ გამოყენებას, იქნება ეს სახიფათო ნადირობა აფრიკაში თუ ბრძოლის ველი. მე მიყვარს ბუნებაში ყოფნა, ფეხით სიარული და მიზანში სროლა. აქიდან გამომდინარე ჩემი აზრით, კარგი პრაქტიკული/გამოსადეგი  შაშხანა უნდა იყოს მსუბუქი, კომპაქტური, ადეკვატურად ზუსტი და საიმედო, უძლებდეს ექსპლუატაციას გართულებულ პირობებში. სამწუხაროდ შაშხანების სამყაროში მოდას დღეს ქმნის სხვა მიმართულება, რომელსაც ნაკლები საერთო აქვს პრაქტიკულ საჭიროებებთან. ლაპარაკი მაქვს სპორტულ სროლაზე, კონტროლირებად გარემოში, სადაც ისვრიან ხან მაგიდებიდან, ხან შაშხანაზე მიმაგრებული ქვიშის ტომარებით, ხან რთული კონსტრუქციის სადგარებიდან, იარაღებიდან რომელთა წონა გამორიცხავს ფეხით ხანგრძლივ გადაადგილებას. ყველაფერი შაშხანიდან სროლის ამ მიმართულებაში ემსახურება ერთ მიზანს, მაქსიმალურად გამორიცხოს ადამიანის მონაწილეობა გასროლის პროცესში.  ყველა „ჩაციკლულია“ მაქსიმალურ სიზუსტეზე იმაზე ფიქრის გარეშე, თუ რა სიზუსტის ჩვენებას შეძლებს მსროლელი 10 კმ-ნი მარშის შემდეგ 35 გრადუსიან სიცხეში უცნობ მანძილზე სროლისას. ერთის მხრივ ეს გართულება სიზუსტეზე კარგია, იმიტომ რომ მომხმარებლები ითხოვენ მაქსიმალურ სიზუსტეს და შესაბამისად იზრდება შაშხანების და მათი კომპონენტების ხარისხი, ცუდია იმიტომ, რომ ეს იწვევს შაშხანის პრაქტიკული გამოყენების ოსტატობის თუ შეიძლება ასე ითქვას ეროზიას. იმისთვის, რომ უკეთ ავხსნა რას ვგულისხმობ ამაში მოვიყვან ორ მაგალითს კუპერის უკვე ხსენებული წიგნიდან, სადაც ის საუბრობს მისი აზრით დიდებულ მსროლელებზე.

“უაიტს  წარმოდგენა არ ქონდა რა არის ბალისტიკა ან ოპტიმალური სასროლოსნო პოზიცია. მის მიერ ნასროლი ჯგუფები არ იყო მაინცდამაინც პატარა მაგრამ ყოველთვის იყო ერთნაირი. 100 ნაბიჯიდან ყველა მისი ნასროლი  ჯდებოდა 10 სმ-ან წრეში, მიუხედავად განათების, პოზიციის, სროლის პირობების და სროლის სიჩქარისა.  დაწყნარებულ გულზე თუ გადაღლილი, დგომიდან თუ წოლიდან, ჩქარა თუ ნელა მისი მორტყმულები არ ცილდებოდა დამიზნების წერტილს 5 სმ-ზე მეტად. ასეთი შედეგით არ იგებენ მედლებს, ასეთ შედეგზე არ თხზავენ ლეგენდებს, მაგრამ სწორედ ეს უნდა ხდებოდეს შაშხანიდან  ყოველი გასროლისას. მე პატივს ვცემ ყველა ცნობილ და უცნობ გმირს მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სტუარტ ედვარდ უატი არის შაშხანის დიდებული ოსტატი.”

“საუკეთესო გასროლა, რომლის მოწმეც მე გავხდი, ეკუთვნის კერი ფინს და ეს მოხდა როდეზიაში. ჩვენ ვმოძრაობდით ბუჩქებში და კერი პირველი შეხვდა აფრიკულ კამეჩს. კერი გაშეშდა ერთ ადგილას და 25 ნაბიჯიდან დააჭედა ტყვია თავის .470 კალიბრის შაშხანიდან, კამეჩს პირდაპირ თვალებს შუა, მანამდე სანამ ის დაიძრებოდა მისი მიმართულებით. კერი ბრძოლაში დაიღუპება როდეზიაში, ხოლო იმ კამეჩის შუბლგახვრეტილი ქალა ამშვენებს ტერასას ჩვენ სახლში, არიზონაში. დიდებული მსროლელის მშვენიერი ძეგლი”

როგორც ხედავთ არც ერთი ეს ადამიანი არ ისროდა მაგიდიდან ორ კილომეტრზე, არ ქონდა ყველაზე ძვირადღირებული შაშხანა ყველაზე უახლესი “სკოპით” და არ იყენებდა აიპადში ჩაწერილ ყველაზე ბოლო ვერსიის ბალისტიკურ კალკულატორს. ყველა ეს ადამიანი პირველ რიგში იყო ეფექტური მსროლელი, რომლებიც იყენებდნენ თავისი იარაღის პოტენციალს მაქსიმალური ეფექტურობით და ეფექტიანობით იქ და იმ დროსა სადაც მათ ეს ჭირდებოდათ. სამწუხაროდ ხშირად ჩვენ გვავიწყდება, რომ ადამიანი-იარაღის სისტემაში მთავარი არის ადამიანი და არა იარაღი. ვერანაირი სუპერ ძვირადღირებული იარაღი და “სკოპი” ვერ გაზრდის ამ სისტემის ეფექტურობას თუ ადამიანი არის ნაგავი. კონტროლირებად გარემოში აღჭურვილობას აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ იარაღის პრაქტიკული გამოყენება მისი პირდაპირი დანიშნულებით ხდება ყოველთვის არაკონტროლირებად გარემოში, ამიტომ ნებისმიერი მსროლელის უმთავრეს მიზანს უნდა წარმოადგენდეს თავისი ზუსტი სროლის უნარების დახვეწა არაკონტროლირებად გარემოში, სადაც თქვენი მტერი არის არა ოპტიკა მცირე გადიდებით, არამედ საკუთარი თავი და გარემო, რომლის გაკონტროლება პირველ შემთხვევაში ძალიან ძნელია, მეორე შემთხვევაში შეუძლებელი.

While accuracy is the great god of the rifleman, its single-minded pursuit may occasionally obscure some of the facts of life. The difference between one-minute accuracy and two-minute accuracy is the difference between heaven and hell to the purist, but I sometimes wonder if it matters much in a weapon intended for general use in the field. ~ Jeff Cooper

ჯეფ კუპერს ასევე ეკუთვნის ე.წ. „სკაუტ შაშხანის“ კონცეფცია, რომელიც ჩემი აზრით არის ძალიან საინტერესო. ტიპიური „სკაუტ შაშხანა“ არის კომპაქტური (1 მეტრამდე) და მსუბუქი (3.5კგ-მდე) იარაღი, როგორც წესი .308 კალიბრის, რომელიც გაძლევს საშუალებას მოარტყა ადამიანისხელა სამიზნეს 450 მეტრის მანძილზე.  ეს იარაღი შექმნილია ადამიანისთვის, რომელიც მოქმედებს მარტო ან პატარა ჯგუფის (2-3 კაცი) შემადგენლობაში. როგორც წესი ეს იარაღი აღჭურვილია დაბალი გადიდების ოპტიკით, საშუალო და ახლო მანძილებზე სწრაფი და ეფექტური სროლის წარმოებისთვის. იყო სხვა, უფრო დეტალური მოთხოვნებიც, ტევადობა მინიმუმ 10 ვაზნა, სადგარი, რომელიც ინტეგრირებული იქნებოდა სინთეტიკურ სარეცელში, სათადარიგო მჭიდით კონდახში და ასევე აუცილებელი იყო სარეზერვო, რკინის სამიზნე მოწყობილობები. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეფცია გაჩნდა 80-ნი წლების დასაწყისში, უკანასკნელ წლებში ინტერესი ასეთი შაშხანების მიმართ გაიზარდა და თუ ადრე მხოლოდ ავსტრიული Steyr-Mannlicher-ი უშვებდა ნამდვილ „სკაუტ შაშხანას“, ანალოგიური მოდელები ეხლა გააჩნია ბევრ სხვა მწარმოებელს, მაგალითად Mossberg-ს , CZ-ს, Savage-ს, Ruger-ს.

cz557 ranger

СZ 557 Range Rifle კონცეფციით ახლოს დგას “სკაუტ შაშხანასთან”, თუმცა ამ მოდელის გაჩენას სხვა წინაისტორია აქვს. ეს მოდელი არის კარგი მაგალითი პრაქტიკული შაშხანის გრძივად მოსრიალე საკეტით.

ასე, რომ დაივიწყეთ მაგიდები, ქვიშის ტომრები და სხვა ტიპის სადგარები და დაუბრუნდით საფუძვლებს. მაგიდა ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს კომფორტისთვის, იმისთვის, რომ საჭმლის მიღება შეგვეძლო გამართული ხერხემალით და საჭმელმა ადვილად ჩააღწიოს კუჭამდე.  მოგვიანებით საჭმლის მოყვარულებმა აღმოაჩინეს, რომ სროლა მაგიდიდან მათთვის უფრო კომფორტულია, იმიტომ რომ მაგიდის ქვეშ თავსდება საჭმლით გაბერილი მუცელი, რომელიც სხვაგვარად მათ სროლაში ხელს უშლიდა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მაგიდა მაინც ადამიანის შექმნილია და ტყეებში და მთებში როგორც წესი არ გვხვდება, თუნდაც ჩვენ ქვეყნაში, სადაც ბუნებაში საკვების მიღება გავრცელებული რიტუალია. სამწუხაროდ პრაქტიკულად ყველა დინამიური სროლის დისციპლინა მათ შორის IPSC თავიდან იყო ჩაფიქრებული, როგორც პრაქტიკული სპორტი. ამ დისციპლინების შექმნის სათავეებში იდგა ხალხი რეალური საბრძოლო გამოცდილებით. შემდეგ მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. პრაქტიკულმა ნაწილმა დატოვა ეს დისციპლინები და უმეტესობა ამ დისციპლინებს ისეთივე პრაქტიკული ღირებულბა აქვს, როგორც, რომ ცხოვრობდე კრიმინოგენურ უბანში და დადიოდე ოლიმპიურ ფარიკაობაზე იმისთვის რომ თავი დაიცვა კრიმინალებისგან. იარაღი, რომელიც გამოიყენება იქ, გამოიყენება მხოლოდ იქ, თუმცა ადრე ხალხი მოდიოდა ამ შეჯიბრებებზე იარაღით რომელსაც ატარებდა, რომლითაც მსახურობდა, ნადირობდა, იყენებდა თავდაცვისთვის. მთლად უარესი, როდესაც სროლის დისციპლინები კარგ ფიზიკურ ფორმასაც არ ითხოვენ. საკმარისია შეძლო ტრაკის აწევა სავარძლიდან  და ჯიპამდე მიტანა, რომ მიაღწიო რენჯამდე, ითვლება რომ უკვე საკმარისად კარგ ფიზიკურ ფორმაში ხარ. მე ჩემ მეგობრებთან ერთად გვირჩევნია რამდენიმე კილომეტრი ფეხით ვიაროთ სასროლეთამდე, რომ დავღალოთ ორგანიზმი. არ არის იშვიათობა 10-15 კმ-ნი მარშებიც. დაუმატეთ ამას გარბენები პოზიციიდან სამიზნემდე და უკან, დამიჯერეთ კარგი ვარჯიში გამოდის. დამატებით ისწავლით სუნთქვის და გულისცემის კონტროლს.  არის სხვა მეთოდებიც.  მაგალითად ისრაელში, ინსტრუქტორი-სნაიპერები აიძულებენ სტუდენტებს ეძინოთ მუცელზე და ასე აჩვევენ მათ სამიზნეების ძიებისას საათობით მუცელზე წოლას, აიღეთ ეს მიდგომები შეიარაღებაზე, თუ გინდათ გახდეთ სერიოზული მსროლელი შაშხანიდან.  მეეჭვება ვინმემ წაიღოს 15 კილომეტრიან მარშზე ქვიშის ტომარა ან თუ ასეთი მოწადინებული  ენთუზიასტი მოიძებნება, მეეჭვება მან ტომარა მიიტანოს დანიშნულების ადგილამდე და ის გზაში, ხევში არ მოისროლოს. ან მოდით ასეთ რამეს ვიკითხავ? რამდენი შაშხანის პატრონი ვარჯიშობს მათი ახლო მანძილებზე გამოყენებაში? 1 მეტრი? 5 მეტრი? მოძრაობისას? არა და არც თუ ისე დიდი ხნის წინ ეს ყველაფერი განიხილებოდა აუცილებელ ტექნიკად მსროლელის არსენალში. დღეს ეს არავის აღარ ახსოვს.

jeff-cooper-gunsite-gossip-gunsite-gargantuan-8

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამე, რაც პრაქტიკულად დავიწყებას მიეცა მაგიდების და ჯიპების ეპოქაში, არის ღვედის გამოყენება. ჯეფ კუპერი თვლიდა, რომ ღვედი შაშხანაზე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბუდე პისტლეტისთვის. სამწუხაროდ სროლა ღვედის დახმარებით პრაქტიკულად დავიწყებულია. სურათზე არის თავად კუპერი  ე.წ. СW Sling, რომელიც მათ შორის ძალიან მოწონდა კუპერს. მისი მუშაობის პრინციპი წესით კარგად უნდა ჩანდეს ამ ილუსტრაციიდან. 

შაშხანის გამოყენების ასეთი ფილოსოფიიდან გამომდინარე, ჩემი აზრით (რომელსაც მე არავის თავზე არ ვახვევ) შაშხანა გრძივად მოსრიალე საკეტით უნდა იყოს, გავმეორდები მსუბუქი, ზუსტი, რასაც ამერიკელები ეძახიან slick, ანუ მაღალ ბალახში, ბუჩქებში გავლისას არ უნდა ედებოდეს არაფერს და არ უნდა კრიფავდეს ჭუჭყს და მტვერს. წონას რაც შეეხება, კუპერის წიგნში აღწერილია მეთოდი, რომლითაც შეძლებთ დაადგინოთ, რამდენად ოპტიმალურია თქვენთვის შაშხანის წონა. უნდა შეძლოთ შაშხანის ვერტიკალურ მდგომარეობაში და გაშლილ ხელში ჭერა 1 წუთის განმავლობაში. თუ ხელი დაგეღალათ და შაშხანას ვეღარ იკავებთ, ის თქვენთვის მძიმეა. მძიმე იარაღი კარგია თუ სასროლეთზე მიდიხარ “ჯიპით” და იქ გხვდება ბეტონის მაგიდა. მძიმე იარაღი ცუდია თუ გიწევს მისი საკუთარ კუზზე თრევა მთელი დღის განმავლობაში. გარდა ამისა მძიმე იარაღით მანევრირებაც ძნელია. მსუბუქი შაშხანა მაინც იქნება ზომიერად მსუბუქი, ოპტიკის, ბიპოდის და სხვა მოწყობილობების დაყენების მერეც.

Hold your rifle out shoulder high, at arm’s length, by the small of the stock, muzzle up, and hold it for 60 seconds. If this test is painful for you, you are either badly out of shape or your rifle is too heavy for you. ~ Jeff Cooper

სიზუსტეს რაც შეეხება, არც ისე დიდიხნის წინ, საარმიო სნაიპერული შაშხანისთვის იყო დადგენილი არაფორმალური სტანდარტი 1MOA 100 მეტრზე, ანუ პირობითად დაახლოებით 3სმ 100 მეტრზე. ნიშნავს ეს იმას, რომ შაშხანა, რომელიც ისვრის 4 სმ-ს 100 მერზე არ არის ზუსტი? ჩემი აზრით არა. საბჭოთა ჯარში 8 სმ 100 მეტრზე დიდი ხანი ითვლებოდა მისაღებ სიზუსტედ საშტატო დრაგუნოვის სისტემის შაშხანისთვის. მეორეს მხრივ ცხადია, რომ საველე პირობებში ისეთივე ზუსტი სროლა, როგორც რენჯზე მისროლისას იქნება შეუძლებელი, ასე რომ აქ მოქმედებს ჩემი აზრით ასეთი წესი, რაც უფრო ზუსტია შაშხანა მით უკეთესი. ერთი შენიშვნით, თუ შენარჩუნებული იქნება ზომიერი წონა. მსუბუქი, მოკლე და ზუსტი შაშხანის დაზმადება საკმაოდ რთული ტექნიკური დავალებაა. უმეტესობა საბაზისო მოდელებს, როგორც წესი აქვთ ძალიან კარგი ლულები და ძალიან ცუდი, რბილი პლასტმასის კონდახები. ასეთი შაშხანები ისვრიან სტაბილურად 4.5-5 სმ-ან ჯგუფებს 100 მეტრზე მაგრამ ბედინგის, სარეცელის გამოცვლით ან მოდიფიკაციით (ამოვსება ეპოქსიდით)  შესაძლებელია სიზუსტის დაყვანა 3.5-2.5-სმ-მდე. ეს აბსოლუტურად საკმარისია, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნები, რომელსაც კუპერი უყენებს “სკაუტ შაშხანებს”.

როდესაც მე გადავწყვიტე ასეთი პრაქტიკული შაშხანის შეძენა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, მე ვიყავი დაკავებული ჩვენ ბაზარზე არსებული მოდელების და ფასების შესწავლით.. განიხილებოდა სხვადასხვა ვარიანტები, СZ 557 Range Rifle, CZ 527 Varmint, Mossberg MVP, Tika T3 და სხვადასხვა კალიბრები (.308 Win, 5.56 Nato, 7.62x54r ან 7.62×39) . CZ527 და MVP-ს გარდა ყველა შაშხანის ფასი აღემატებოდა 3000 ლარს, რასაც დაემატებოდა ოპტიკის, „რინგების“, ვაზნების და სხვა აქსესუარების ღირებულება, რის შედეგადაც ფასი გაიზრდებოდა 4000 ლარამდე. რჩებოდა .223 კალიბრის СZ527 Varmint (2220 GEL) და ორი „მოსბერგი“ MVP, .308 და 5.56 კალიბრში (2800 ლარი). ამ ფასში ორივე ამერიკული შაშხანა უკვე იყო ქარხნულად დაკომპლექტებული UTG “Bug Buster” 3×9 ოპტიკით, ორივე იარაღი შესაბამისად იყენებდა სტანდარტულ AR-10-ის (.308) და AR-15-ის (5.56) მჭიდებს. საბოლოო არჩევანი გაკეთდა “მოსბერგის” 5.56 კალიბრის ვერსიაზე, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებით .308 კალიბრის შაშხანისგან მოდელ MVP FLEX-ს არ ქონდა რკინის სამიზნე მოწყობილობები. სახლში მქონდა AR-15-ის მჭიდები, ასევე 5.56 კალიბრის Arsenal SAR-SF, რაც ნიშნავდა, რომ არც ვაზნები მექნებოდა საყიდელი და არც საწმენდი კომპლექტი ასე, რომ ასეთი არჩევანი მე მომეჩვენა გამართლებულად. საღამოს უკვე სალხში შემქონდა დიდი ცისფერი კოლოფი, ზედ ყვითელი საფირმო წარწერით.

რა მერგო მე 2800 ლარად? ერთი შაშხანა შავი სინთეტიკური კონდახით, 16 ინჩიანი საშუალო სისქის ლულით (ბიჯი 1:9), ერთი 10 ვაზნიანი „მაგპულის“ P-mag-ით, ზედ დაყენებული კომპაქტური UTG-ს 3-9×32 ოპტიკით, მოთავსებული ამავე კომპანიის სწრაფად მოსახსნელ „რინგებში“.  სწორედ ასეთ კონფიგურაციაში იარაღმა დატოვა ქარხანა. იარაღის რკინის დეტალები დაფარულია შავი მქრქალი დაფარვით, რომელსაც მოსბერგი ეძახის mate blue და რომელიც ძალიან გავს პარკერიზაციას. იარაღს გააჩნია მექანიკური მცველი განლაგებული საკეტის სახელურთან მარჯვენა მხარეს. უნდა აღინიშნოს, რომ MVP-ის კალიბრი არის 5.56 NATO და არა .223 Remington, რაც ნიშნავს, რომ ამ კარაბინში შეიძლება როგორც კომერციული .223 კალიბრის ამუნიციის, ასევე 5.56 NATO-ს ვაზნების უსაფრთხო გამოყენება.

I suspect that superb accuracy could be had from a 16-inch bull barrel properly set up, if anyone wanted to build one. ~Jeff Cooper

ცალკე აღწერას იმსახურებს FLEX სისტემა. მარტივად რომ ავხსნათ FLEX არის „მოსბერგის“ მიერ შექმნილი გადაბმის სქემა, რომელიც გაძლევთ საშუალებას მარტივად შეცვალოთ სარეცელის კონსტრუქცია. უბრალოდ ამოწიეთ ფიქსატორი, გადაატრიალეთ ის და იარაღი პრქტიკულად ორად გაიყოფა. აღნიშნულ სქემას აქვს ორი დიდი პლიუსი: შეგიძლიათ სწრაფად შეცვალოთ სარეცელის კონფიგურაცია; ის მნიშვნელოვნად ამცირებს იარაღის გაბარიტებს რაც აადვილებს მის გადატანას. სტანდარტულ კონფიგურაციაში ჩვენ შაშხანაზე ეყენა AR-15-ის პისტოლეტის სახელური და mil-spec ბუფერის მილი ასეთივე სტანდარტული UTG-ს წარმოების კონდახით. ასეთ კონფიგურაციაში შაშხანის სიგრძე არ აღემატება 94 სმ-ს.  65 დოლარად ამერიკაში შესაძლებელია შეძენა კლასიკური კონდახის, ნახევრად პისტოლეტური სახელურით.  FLEX სისტემა პირველად გაჩნდა „მოსბერგის“ თოფებზე, მაგრამ შემდგომ გადაინაცვლა შაშხანებში. update: სახელური მხოლოდ გარედან გავს სტანდარტულ AR15-ის სახელურს, სინამდვილეში ადგილი რომელზეც ის მაგრდება და ხრახნი არის არა mil-spec. იმისთვის რომ სახელური გამოცვალოთ საჭირო გახდება ახალიცსახელურის ინდივიდუალური მორგება.

FLEX გადაბმის სისტემა ახლოდან. Mossberg-ის Varmint and Predator Rifle (MVP)-ის გამოშვება დაიწყო 2011 წელს და პირობითად შეიძლება ითქვას რომ შაშხანების ეს ოჯახი განეკუთვნება ამ კომპანიის მიერ წამოებული შაშხანების მესამე თაობას. მანამდე მოსბერგმა გამოუშვვა ATR და 4×4 ტიპის შაშხანები და MVP სერიაც კონსტრუქციულად მეტ წილად დაფუძნებულია ამ შაშხანებზე. 5.56 კალიბრის შაშხანას მალევე მოყვა .308 კალიბრის, კომპაქტური და მსუბუქი Patrol მოდელი, რომელიც იკვებებოდა, როგორც M-14-ის ასევე LR-308/SR-25-ის მჭიდებიდან რაც არის წინა თაობების შაშხანებისგან ძირითადი განსხვავება. უკანასკნელი (.308 კალიბრის) მოდელი ასევე იყიდება საქართველოში და იგივე ფასი ღირს რაც 5.56 კალიბრის MVP. მე კი მინდოდა 5,56 კალიბრის შაშხანა Patrol შესრულებით, მაგრამ რა გაეწყობა, საქართველო პატარა ქვეყანაა და ასორტიმენტიც ძალიან შეზღუდულია ….. 

mvp 308

.308 კალიბრის MVP Patrol. 

ვიღაცა ალბათ გაიფიქრებს, როგორ გავრისკე მე „მოსბერგის“ შეძენა, ეს კომპანია არც ისე დიდიხანია უშვებს შაშხანებს და ასევე მისი ხრახნლულიანი პროდუქცია თითქმის არ არის ცნობილი საქართველოში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ  მე მქონდა საშუალება ახლოს გამეცნო „მოსბერგის“ წარმოების  AR-15 20 ინჩიანი ლულით და იარაღი გამოდგა ძალიან ზუსტი თუმცა ჟინიანი “ხასიათით”. “ხასიათი” გამოიხატა იმაში, რომ ეს იარაღი კონკრეტული მუხტებით ისროდა ზუსტად ხოლო სხვა მუხტებით აჩვენებდა ისეთ დაბალ სიზუსტეს, რომ ჩვენ თავდაპირველად გვეგონა, რომ ან იარაღი ან ოპტიკა იყო დეფექტური. ამის გარდა მე ზურგს მიმაგრებდა ძალიან პოზიტიური გამოხმაურებები ინტერნეტში. ასევე არ მოვიტყუები, მე მინდოდა რამე სიახლე, რამე უჩვეულო იარაღი, რომლის შესახებ შესაძლებელი იქნებოდა კარგი მიმოხილვის დაწერა. Mossberg MVP ამისთვის იდეალურად გამოდგებოდა.

mossberg variants

MVP სერიის შაშხანების ნაირსახეობები 

ასეთი „მოსბერგი“ აშშ-ში ღირს 765 დოლარი (ოპტიკის გარეშე), რაც ცოტათი უფრო მეტია ვიდრე ტიპიური საბაზისო შაშხანები, რომლებიც 450-550 დოლარის ფარგლებში ღირს, მაგრამ სამაგიეროდ „მოსბერგს“ აქვს FLEX სისტემა, 6 პოზიციანი კონდახი დამატებითი რეზინის ამორტიზატორით, მოსახსნელი მჭიდი, “მოსბერგის“ საფირმო რეგულირებადი LBA დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით (რეგულირების დიაპაზონი 1300-3000 გრამი) და უკვე დაყენებული პიკატინის სამაგრი. დამატებით ლულაზე შესრულებულია ჭრილები, რაც ამცირებს მის მასას და ხელს უწყობს სწრაფ გაგრილებას, საკეტზე შესრულებულია სპირალური ჭრილები როგორც მაღალი დონის შაშხანებზე. სასხლეტზე ამოჭრილი „ელვა“ (LBA – Lightning Bolt Action, Lightning – ელვა) ასევე იუწყება, რომ “MVP” ცოტათი უფრო მეტია ვიდრე საბაზისო შაშხანა.

mvp barel

საშუალო სისქის ლულის გამოსასვლელი კონუსური ფორმის არის, რაც ინახავს მას გარე დაზიანებებისგან. ლულა სარეცელს არ ეხება. პრაქტიკულად იგივე პროფილის და კონფიგურაციის ლულა აყენია ორიგინალურ Steyr-Mannlicher-ის “სკაუტ შაშხანაზე” . 

შაშხანის სარეცელი არის პლასტმასის, მაგრამ ჩემი შეგრძნებით პლასტმასა არის უფრო ხისტი ვიდრე მაგალითად „სევიჯის“ შაშხანებში. 6 პოზიციანი გასაშლელ კონდახს აქვს საკმაოდ დიდი თავისუფალი სვლა, რაც ალბათ არ „უხდება“ შაშხანას გრძივად მოსრიალე საკეტით, მაგრამ ეს პრობლემა ადვილად მოგვარებადია. ასეთი ტიპის სარეცელი არის როგორც წესი ძალიან მსუბუქი, იაფიც მაგრამ იმის გამო, რომ ის ძალიან რბილია, როგორც წესი ეს ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე. ხანდახან გასროლის მომენტში დეფორმაცია იმდენად დიდია, რომ ხდება ლულის და სარეცელის კონტაქტი რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ლულა თავისუფლად დაკიდებული აღარ არის.

mvpsafe

„მოსბერგის“ 2 პოზიციანი მცველი და მჭიდის ღილაკი. მჭიდის ღილაკი ჩამალულია სარეცელის შიგნით და ვიღაცა ჩათვლის, რომ ის ნაკლებად მოსახერხებელია, მაგრამ სამაგიეროდ ის არ წამოედება რამეს და თქვენ არ დარჩებით იარაღით მჭიდის გარეშე. ზოგადად შაშხანაზე გრძვიდად მოსრიალე საკეტით, რომელზეც ყენდება 30 ვაზნიანი მჭიდი, მჭიდის გამოცვლის სისწრაფე არის უკანასკნელი რაც უნდა აგაღელვებდეთ. საკეტის ამოსაღები ღილაკი განლაგებულია შაშხანის მარცხენა მხარეს. 

რაც შეეხება ოპტიკას და „რინგებს“, მე თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან UTG-მ მიუხედავად იმისა, რომ საგრძნობლად აწია ხარისხის დონე და უშვებს პროდუქციას აშშ-ში, მაინც არ განიხილება, როგორც სერიოზული მწარმოებელი. როგორც ინტერნეტში წერე ხოლმე:  „მეგობრები არ აძლევენ  მეგობრებს UTG-ს პროდუქციის შეძენის უფლებას“….. შესწორების მექანიზმი ოპტიკაზე მუშაობდა მკაფიოდ, ლინზები იყო სუფთა. სწრაფად მოსახსნელი რინგები ჩემი აზრით ამ იარაღზე არის ზედმეტი. თანაც ეს რინგები არის იაფფასიანი, ერთ ცალზე ფიქსატორი აშკარად გადაბრეცილი იყო და თუ პირველი რინგი საიმედოთ ფიქსირდებოდა პიკატინის სამაგრზე, მეორე რინგის საიმედოთ დაფიქსირება იყო პრობლემური. მარეგულრებელი ხრახნის გადატრიალებით რინგი ან არ ფიქსირდებოდა საიმედოთ ან უბრალოდ შეუძლებელი იყო ბერკეტის ჩაკეტვა. სანამ მე გადავწყვიტავდი “აპგრეიდს” და ჩამოვყალიბდებოდი რა მიმართულებით დავიწყებდი გაუმჯობესებებს, გადავწყვიტეთ შაშხანის ტესტირება ქარხნული კომპლექტაციით.

რენჯზე ჯერ სწრაფად გავასწორეთ იარაღი 25 მეტრზე, დავრწმუნდით რომ სამიზნეში “ვიჯექით” და შევუდექით 100 მეტრზე გასწორებას, მათ შორის სხვადასხვა მუხტების ტესტირებით. პრინციპში ეგრევე გამოჩნდა UTG-ის ოპტიკის სუსტი მხარეები. პირველ რიგში, ოპტიმალური ფოკუსისთვის თვალი უნდა გქონდეთ ამ ოპტიკის ოკულართან ძალიან ახლოს. მოკლე eye relief არის სერიოზული ნაკლი ოპტიკისთვის, რომელიც მათ შორის ახლო მანძილებზე სროლისთვის გამოიყენება. გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ “მილ-დოტ” ბადეს აქვს სქელი ჯვარი რის გამოც პატარა სამიზნეებზე სროლა საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა. 100 მეტრზეც, ჯვარი სამიზნის სოლიდურ ნაწილს მთლიანად ფარავდა. მეორეს მხრივ ოპტიკის დადებით მხარეებს განეკუთვნება „დამჯერი“ შესწორებების მექანიზმი და მართლაც კარგი ლინზები და შუქის გამტარიანობა. გარდა ამისა ოპტიკას მოყვება ლინზების დამცავი გასახსნელი ხუფები. დოლურებს აქვს ზეროს რესეტის ფუნქცია და ასევე შესაძლბელია ბადის განათება. რომ არა ძალზედ მოკლე eye relief  ოპტიკა იქნებოდა პრინციპში კარგი და გამოსადეგი. ცალკე ქებას იმსახურებს “მოსბერგის” დაპატენტებული, რეგულირებადი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. ქრხნული “სეთინგი” იყო თითქმის იდეალური. თუ ის არ მოგწონთ, შესაძლებელია მისი წონის რეგულირება. შესაბამისი ინსტრუქცია შედის იარაღის კომპლექტში.

როგორც უკვე აღვნიშნე „მოსბერგი“ იკვებება სტანდარტული AR-15-ის მჭიდებიდან. ამის გამო საკეტის თავზე განლაგებულია მოძრავი ჩამჩა, რომელიც იღებს ვაზნებს მჭიდიდან. ასეთი გადაწყვეტილება საჭირო გახდა იმის  გამო, რომ მჭიდი ჩვეულებრივზე უფრო დაბლა ზის. როდესაც პირველად გავეცანი ამ ტექნიკურ გადაწყვეტილებას მე ჩავთვალე რომ ეს თხელი რკინის დეტალი იქნებოდა პატარა სიცოცხლის ციკლით, მაგრამ იმის მერე წლები გავიდა და ჯერ არ შემხვედრია ჩივილები ამ დეტალზე. ჩვენ ასევე სპეციალურად შევამოწმეთ რამდენად საიმედოთ მუშაობს 30 ვაზნიანი ალუმინის მჭიდები და არანაირი პრობლემა არ დაგვიფიქსირებია. მიუხედავად იმისა, რომ ვაზნის მიწოდების კუთხეც შესაბამისად დიდია არანაირი პრობლემა მიწოდებისას არ ყოფილა. პარკერიზაცია “გადაპრიალდა” და საკეტი მოძრაობდა სალულე კოლოფში რბილად და ყოველგვარი წინაღობის გარეშე. აქვე უნდა დავამატო რომ მე ვიყენებდი სტანდარტულ ალუმინის STANAG მჭიდებს. როგორც ინტერნეტში წერენ “Magpul”-ის მჭიდები ასე კარგად არ მუშაობენ ამ იარაღში, ასე რომ გაითვალისწინეთ ეს შენიშვნა.

mvp bolt

MVP-ის საკეტი ეკონომიურობის და ეფექტიანობის ნიმუშია. საკეტის თავი ცალკე დეტალია, ზედ განლაგებულია ორი ბჯენი, ექსტრაქტორი და ყვინთა ეჟექტორი. სპირალური ჭრილები უბრალოდ უხდება და ასევე ქმნის სივრცეს სადაც ექცევა ჭუჭყი, ტალახი, თოვლი და საკეტს ეძლევა საშუალება თავისუფლად მოძრაობის. ასევე კარგად ჩანს ჩამჩა, რომელიც იღებს ვაზნებს მჭიდიდან. 

რაც შეეხება სიზუსტეს მე ველოდი 5.5-6 სმ-ს 100 მეტრზე. ასეთი ოპტიკით, და ასეთი წონით, თანაც პლასტმასის სარეცელით, მეტის მოლოდინი არც უნდა გვქონოდა. საშუალო სიზუსტე გამოვიდა 6.2 სმ 100 მეტრზე. სროლა ხორციელდებოდა წოლიდან, საყრდენად გამოიყენებოდა ზურგჩანთა. ყველაზე დიდი ჯგუფი მიღებულ იქნა ჩეხური S&B 55gr FMJ ვაზნით. ყველაზე პატარა 62 გრანიანი FMJ ვაზნით.

სროლის დროს, როგორც ველოდეთ დიდ პრობლემას ქმნიდა იარაღის წონა, რის გამოც ოპტიკაში კარგად ჩანდა გულის ცემა. მიუხედავად ამისა, გასროლები დროზე იყო ადვილი. ფართო ხედვის კუთხე და კარგი სასხლეტი, სუფთა ლინზებთან ერთად ადვილად გაძლევდათ საშუალებას 100 მეტრიდან სილუეტის თავში სწრაფი გასროლის განხორციელებას. მიუხედავად ამისა ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ შაშხანას მეტი შეეძლო. როგორც ჩანს მოდელები ალუმინის შასით და ლამინატის სარეცელით უფრო ზუსტად ისვრიან ვიდრე მოდელები მსუბუქი პლასტმასის კონდახით, რაც გასაკვირი არ არის. არსებული მიმოხილვების მიხედვით, ასეთი მოდელები აჩვენებენ სიზუსტეს სადღაც 1.3 MOA-ს ფარგლებში რაც ძალიან კარგი შედეგია ბიუჯეტური შაშხანისთვის.

რენჯიდან დაბრუნების შემდეგ გახდა ცხადი, რომ სიზუსტის რადიკალურად გაზრდისთვის საჭიროა: ოპტიკის შეცვლა, უფრო ვიწრო ჯვარით და გრძელი eye relief-ით; კარგი ხარისხის “ფეხები”; ახალი საიმედო რინგები, იმიტომ რომ UTG-ის რინგების ნდობა არ შეიძლებოდა. სასურველი იყო ბედინგი და პიკატინის სამაგრის ვინტების დაფიქსირება “ლოქტაიტით”. მოკლე და უფრო ხისტი სარეცელის გამო, იმისთვის რომ გამორიცხული ყოფილიყო “ფეხებზე” ხტუნვა, მისი ეპოქსიდით ამოვსება იქნებოდა ზედმეტი. სასურველი იყო კონდახზე სალოყეს დაყენება. შესაბამისად პიკატინის სამაგრი დამაგრდა რესივერზე ეპოქსიდის გამოყენებით; რესივერის უკუცემის ბჯენი (recoil lag) “ჩავაწვინეთ” ეპოქსიდის საწოლში;  ახალ “Vortex”-ის დაბალ “რინგებზე” დადგა ასევე  “Vortex”-ის სკოპი Сrossfire II 3-9×40; დაყენდა Harris-ის საშუალო სიმაღლის ბიპოდი; დამატებით საკუთარი ძალებით მოვახდინე სარეცელის კამუფლირება.

20180611_195418

 მოკლე ბიპოდი თეორიულად უფრო სტაბილურია, უფრო კომპაქტურიც არის მაგრამ, გრძელი ბიპოდი მოგცემთ სროლის საშუალებას მაგალითად შედარებით გრძელი ბალახიდან. ასეთი ბიპოდი ასევე ხდის შესაძლებელს 30 ვაზნიანი მჭიდების გამოყენებას. ოპტიკა მაქსიმალურად ლულის ღერძთან ახლო დგას.  ვერტიკალური სახელურიც გამოდგა ძალიან მოსახერხებელი.  

სამწუხაროდ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე მოყვარულების შემთხვევაში, ბედინგის შემდეგ მე ვერ მოვახერხე სალულე კოლოფის სარეცელიდან ამოღება. როგორც ჩანს ეპოქსიდმა “კბილი” გაიკეთა და არ მაძლევდა საშუალებას სალულე კოლოფის და სარეცელის განცალკევებას. სალულე კოლოფი ხრახნების მოხსნის შემდეგ ოდნავ მოძრაობდა, უბრალოდ რაღაცა უშლიდა ხელს რომ ის ბოლომდე ამოსულიყო.   მორალურად მე მზად ვიყავი ამისთვის, იქიდან გამომდინარე რომ სალულე კოლოფზე იყო რამდენიმე ჩაღრმავება და ასევე ამ ორ დეტალს შორის იყო მოთავსებული პლასტმასის დეტალი, მჭიდის ფიქსატორით. ალბათ ერთი ძლიერი დარტყმა საკამრიის იქნებოდა რომ სალულე კოლოფი გათავისუფლებულიყო, მაგრამ მე ჩავთვალე რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ იყო და დავტოვე ყველაფერი როგორც იყო.

ეხლა ორი სიტყვით არჩეულ ოპტიკაზე. ჩემს მიერ არჩეულ მოდელს გააჩნდა BDC ტიპის ბადე, რომლის მოყვარული მე არ  ვარ.  უმეტეს შემთხვევაში საერთოდ უცნობია რა იარაღზე და მუხტზეა ასეთი ბადეები გათვლილი. ჩემი აზრით მიზეზი რის გამოც ოპტიკები გამოდის ასეთი ბადით (და იყიდება) არის მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგი. ოპტიკას აქცს BDC ბადე რომელიც გაძლევს საშუალებას ისროლო სხვადასხვა მანძილზე! ვა! მოდიდ ამას ვიყიდი….  მაგრამ რეალურად, როგორ უნდა გამოიყენო ეს ფუნქცია არავინმა არ იცის და არც იყენებს. თუ თქვენი იარაღი არ არის ზუსტად ის და იმ მუხტით, რომელიც გამოყენებულ იქნა მისი შედგენისას, ერთადერთი გზა გამოიყენოთ BDC ბადე არის, დაიმახსოვროთ კონკრეტულ დისტანციაზე განულების შემდეგ, BDC ბადის რომელი დამიზნების ელემენტი რა მანძილზე ემთხვევა მოხვედრის წერტილს (ადგენთ სროლით ან გათვლებით ბალისტიკური კალკულატორის გამოყენებით) და ამის მიხედვით გამოიყენოთ BDC ბადის ელემენტები. ამ მიზნისთვის ოპტიკას მოყვა დეკალი, რომელზეც ასახულია BDC ბადე და გათვალისწინებულია გრაფები სადაც ჩაწერთ მანძილებს. “ვორტექსის” საიტზე ასევე არის ბალისტიკური კალკულატორი, რომელიც მოგცემთ საშუალებას მოარგოთ BDC ბადე თქვენს მიერ გამოყებებულ მუხტს.  დეკალი შესაბამისი მინიშნებებით ეკრობა იარაღს და ეს გაძლევთ საშალებას მეტ-ნაკლები ეფექტურობით გამოიყენოთ აღნიშნული ბადე. კარგია რომ “Vortex”-ში ესმით ამდენი და ამაზე ზრუნავენ. მე მერჩივნა “მილ დოტი” ან ბანალური “დუპლექსი” მაგრამ საქართველოში  ოპტიკის არჩევანი ძალზედ შეზღუდულია ასე, რომ დავკმაყოფილდი იმით, რომ ჯვარი იყო თხელი ხოლო ოპტიკა ასევე შედარებით ნაკლებს იწონიდა.

cf2_turrets-t

Сrossfire II-ის შესწორების მექანიზმის დოლურები არის დაბალი, დაცული ხუფებით და მათი დატრიალება შეიძლება თითებით, ინსტრუმენტის (მონეტის) დახმარების გარეშე.

როგორც იქნა მოვიდა დრო რენჯზე მეორე გასვლის იმისთვის, რომ დაგვედგინა რამდენად პოზიტიური შედეგეი გამოიღო განხორციელებულმა ცვლილებებმა. ახალი ოპტიკის და “ბიპოდის” წყალობით სროლა ბევრად უფრ კომფორტული გახდა. პირველივე ჯგუფებმა დაადასტურეს, რომ იარაღი ბევრად უკეთესად ისროდა ვიდრე ქარხნულ კომპლექტაციაში. ჯგუფი შემცირდა 6.2სმ-დან 3.9 სანტიმეტრამდე. ყველაზე საუკეთესო ჯგუფი მიღებულ იქნა SMK-ს 69 გრანიანი ტყვიით, შთამბეჭდავი 2.4 სმ 100 მეტრზე. ყველაზე დიდი გაბნევა ისევ წილად ხვდა ჩეხური S&B-ის მუხტს 55 გრანიანი ტყვიით.

update: როგორც ჩანს ჩვენ მივაკვლიეთ ყველაზე ოპტიმალურ მუხტს როგორც მოსბერგის MVP ასევე MMR სერიის 5.56 კალიბრის შაშხანებისთვის 1:9 ტვისტით. ეს არის: დენთი wc844 22.5 gr, ტყვია Sierra Match King 69gr.  ვაზნის სრული სიგრძე 57 მმ. ეს მუხტი აჩვენებს საუკეთესო შედეგს ორივე იარაღში.  ამ მუხტით ჩვენმა შაშხანამ აჩვენა წარმოუდგენელი ასეთი კლასის იარაღისთვის 18მმ-ნი ჯგუფი 150 მეტრზე. 

3.9 სმ იარაღიდან, რომელიც იწონის 3კგ-ზე ცოტათი მეტს, იკვებება ორ რიგიანი მჭიდით და აქვს 5.56 Nato-ს სავაზნე, არის ძალიან კარგი შედეგი. რატომ? ორ რიგიანი მიწოდება არ არის ოპტიმალური მაქსიმალური სიზუსტის მისაღწევად გამომდინარე იქიდან, რომ ყოველ მიწოდებაზე ვაზნა სხვაგვარად თავსდება სავაზნეში, ხან მარჯვნიდან და ხამ მარცხნიდან, რაც თეორიულად განაპირობებს ჰორიზინტალურ გაფანტვას. არც 5.56 Nato სავაზნე თავისი გრძელი ყელით (ოპტიმიზირებული საიმედოობისთვის და უსაფრთხოებისთვის)  არ ჯდება ზუსტი შაშხანის კონცეფციაში. ნუ დაგვავიწყდება კონდახის სქემაც, რომელიც შექმნილია მოლე საიერიშო შაშხანისთვის. ასე, რომ გავმეორდები საშუალო სიზუსტე 3.9 სმ ასეთი იარაღიდან არის ჩემი აზრით ძალიან კარგი შედეგი. რამდენიმე სიტყვა მინდა ვთქვა 5.56 კალიბრის MVP-ში გამოყენებულ ხრახნების ბიჯზე, რომელიც შეადგენს 1:9-ს. ეს არის კარგი ბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატურ სიზუსტეს სხვადასხვა წონის ტყვიების გამოყენებისას. მე არ მესმის ეს საყოველთაო გატაცება 1:7 “ტვისტით”. ბოლოსდაბოლოს გადით მაღაზიაში და ცადეთ პოვნა რამე მუხტის რომელიც იყენებს 62-69 გრანზე უფრო მძიმე ტყვიას. აბსოლუტური უმეტესობა არის მუხტები კიდე უფრო მსუბუქი 55 გრანიანი ტყვიით. ასე რომ 1:9 არის კარგი ვარიანტი.

როგორც ხედავთ, MVP არ არის აღჭურვილი რამე ტიპის სალულე მოწყობილობით. უკუცემა იმდენად მცირეა, რომ მუხრუჭის გამოყენებას აზრი არ აქვს.  ლულის ალს რაც შეეხება, მართალია ლულა 16 ინჩიანია მაგრამ მალევე მზის ჩასვლის შემდეგ, თქვენ ამჩნევთ შთამბეჭდავ ცეცხლის ბურთს. დაახლოებით 100 გასროლის შემდეგ არანაირი პრობლემა ან დაბრკოლება არ დაფიქსირებულა. მიწოდება იყო ნარნარი, ექსტრაქცია პოზიტიური. მხოლოდ ერთ ვაზნაზე მოხდა ძალიან იშვიათი დაბრკოლება, ამაალებლის მტყუნება, რაც ვერ დაბრალდება იარაღს. საკეტი თავიდან ისე რბილად არ მოძრაობდა, მაგამ როდესაც დაფარვა ოდნავ გადაპრიალდა, მოძრაობა გახდა ძალიან რბილი.

ეხლა გადავიდეთ მათემატიკზე. ახალი ოპტიკის, რინგების და ბიპოდის ფასმა შეადგინა 590 ლარი. ქარხნული ოპტიკის ფასის გამოკლებით, იარაღის საბოლოო ფასმა შეადგინა 3240 ლარი. ეს 300 ლარით მეტია ვიდრე  “შიშველი” იგვიე კალიბრის Tika T3. ოპტიკის, რინგების და ბიპოდის დაყენების შემდეგ სხვაობა ორს შორის იქნება სულ რაღაც 250 ლარი. მაგრამ მოსბერგს ექნება უპირატესობა ორ რამეში, შესაძლებლობა მისი ორად “დანაწევრების” და იაფი ადვილად საშოვნელი მჭიდები. Tika-ს მხარეს იქნება რეპუტაცია და ზოგადად უკეთესი შესრულება + რკინის სამიზნე მოწყობილობები, რომელიც “მოსბერგს” არ გააჩნია. გარდა ამისა “მოსბერგს” აქვს  5.56 Nato-ს სავაზნე რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პლიუსია.  მაინც, ალბათ ყველაზე ხელმისაწვდომ .223 კალიბრის შაშხანად რჩება СZ527 Varmint, რომლის ფასუ 2200 ლარია, რაც ნიშნავს, რომ მიიღებთ ბოლომდე გამზადებულ შაშხანას, რომლის ფასიც იქნება 3000 ლარზე ნაკლები (მოსბერგის ანალოგიური “სეტაფით” გამოდის 2790 ლარი). ამ იარაღის მინუსები იქნება პატარა ტევადობის ძნელად საშოვნელი მჭიდი. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ “მოსბერგის” ფასში მოგდის იგივე კალიბრის AR-15-ის საბაზისო მოდელი + რამე ბიუჯეტური ოპტიკა. სიმართლე გითხრათ მე გამიჭირდება არგუმენტირება, თუ რატომ უნდა იყიდოთ “მოსბერგი” და არა AR-15, რომელიც არც ღირს ამაზე დავა ბევრად უფრო უნივერსალური იარაღია, ამავე დროს ასევე მსუბუქი და კომპაქტურიც. სიზუსტით “მოსბერგი” შეიძლება უპირატესი იყოს, მაგრამ არა, იმდენად რომ ეს განიხილებოდეს, როგორც სერიოზული არგუმენტი მის (“მოსბერგის”) სასარგებლოდ (ვგულისხმობ მოდელებს პლასტმასის სარეცელით).  მაგალითად მე, ვიყიდე “მოსბერგი” იმიტომ, რომ უკვე მქონდა ოთხი AR-15 და იმიტომ, რომ მინდოდა რაღაც სიახლე. გარდა ამისა ასეთი შაშხანა ბევრად უფრო ეკონომიური იარაღია ვიდრე “ნახევრად-ავტომატი”. ვგულისხმობ იმას, რომ ნაკლებ ვაზნებს ხარჯავთ რენჯზე. რა თქმა უნდა 5.56 კალიბრის “ბოლტი” უფრო ეკონომიურია ვიდრე თუნდაც .308 კალიბრის იგივე ტიპის შაშხანა. პრინციპში სულ ეს არის. არ მგონია საქართველოში მოიძებნოს ბევრი ადამიანი, რომელიც გადაიხდის AR-15-ის ფასს იგივე კალიბრის შაშხანაში გრძივად მოსრიალე საკეტით. ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ “მოსბერგს” აქცს პოტენციალი სიზუსტის კიდე უფრო გაუმჯობესების და ასეთ შემთხვევაში ის უკვე ერთი თავით უკეთესი იქნება ვიდრე ნებისმიერი საბაზისო AR-15. ასევე თუ გინდათ გამოიკვლიოთ 5.56 კალიბრის ბალისტიკის და სიზუსტის სრული პოტენციალი, ალბათ შაშხანა გრძივად მოსრიალე საკეთით უკეთესი არჩევანი იქნება ვიდრე “ნახევრად ავტომატი”. მოკლედ გადაწყვეტილება თავად მიიღეთ.

ვიღაცა ჩათვლის, რომ 5.56 კალიბრი არის არაადეკვატური ასეთი ტიპის შაშხანისთვის, მაგრამ თავად განსაჯეთ: 55 გრანიანი ტყვია დატოვებს ლულას საწყისი სიჩქარით თითქმის 1000 მ/წ-ში. გასწორებული 200 მეტრზე (ყველაზე ოპტიმალური ზერო ამ კალიბრისთვის და იარაღითვის),  250 მეტრამდე ნასროლი ერთ წერტილში ყველა მოხვედრა იქნება მაქსიმუმ 8 სმ-ით დაშორებული დამიზნების წერტილიდან. სილუეტის დაზიანება ყოველგვარი შესწორების (ცენტრში დამიზნებით) იქნება შესაძლებელი 350 მეტრამდე მანძილზე (ვარდნა 44 სმ). 300 მეტრამდე ტყვიას ექნება საკმარისის სიჩქარე რომ სრულად გამოიყენოს დაზიანების მექანიზმი იქნება ეს ფრაგმენტაცია თუ  ექსპანსია.

მე ჩემი მხრიდან უკიდურესად კმაყოფილი ვარ “მოსბერგის” ამ პატარა შაშხანით. ეკონომიურ, გამძლე, ზუსტი და მსუბუქი, უნიკალური იერსახით და პოტენციალით, რომლის გასარკვევად საჭიროა კიდე ბევრი გასვლა რენჯზე და სხვადასხვა მანძილებზე სროლა. ჩემთვის ასეთი სცენარი სრულად მისაღებია.

35804743_658725661136261_1406257393192402944_n

ექსპერტის იარაღის განმარტება

May 22nd, 2018

რამდენიმე დღის წინ ვკითხულობდი ფეისბუქზე, იარაღის სამყაროში ორი საკმაოდ ცნობილი ადამიანის მიმოწერას. განხილვის თემა იყო Glock 42, უფრო კონკრეტულად ის თუ რატომ მოწონს ყველას ასე ეს პატარა პისტოლეტი. საბოლოო ჯამში დისკუსიის ყველა მონაწილე (და მათთან ერთად, მთლიანად სასროლოსნო საზოგადოება) შეთანხმდნენ, რომ Glock 42 არის ყველასთვის კომფორტული პისტოლეტი. დაახლოებით იგივე დასკვნა ამ პისტოლეტზე ჩვენც გამოვიატანეთ.  Glock 42 არის პრაქტიკულად ჯიბის (ულტრა კომპაქტური)  პისტოლეტი, რომლიდანაც შესაძლებელია თუნდაც მთელი დღის განმავლობაში კომფორტულად მიზანში სროლა. იქვე ახსენეს Glock 43, რომელიც კონცეპტუალურად იმეორებს Glock 42-ს. ულტრა კომპაქტური, თხელი პისტოლეტი, ერთ რიგიანი მჭიდით, გათვლილი უფრო მძლავრ ვაზნაზე და შესაბამისად ცოტათი უფრო გაბარიტულია, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ძალიან კომპაქტურია. ორივე პისტოლეტი არ უჩივის გაყიდვებს და ძალიან პოპულარულია.

დისკუსიის მონაწილეებმა ეგრევე აღნიშნეს, რომ Glock 43-ს აქვს საკმაოდ ხისტი უკუცემა. “Glock 43 არის ექსერტის იარაღი!” -  ასეთი დასკვნა გამოიტანა დისკუსიის მონაწილემ, მაიკლ ბეინმა Shooting Gallery-ის უცვლელმა წამყვნამა. ამ ტერმინმა, “ექსპერტის იარაღი”,  დამაფიქრა იმაზე თუ რას ნიშნავს საერთოდ და არსებობს თუ არა ისეთი რამე, რასაც შეიძლება დაერქვას ექსპერტის იარაღი. ექსპერტის იარაღი პირველ რიგში, ალბათ ჩემი აზრით, არის იარაღი, რომლის ეფექტური გამოყენება შეუძლია მხოლოდ გამოცდილ მსროლელს. რატომ? შევეცდები ავხსნა. მაგალითად, არის H&K USP Expert,  ექსპერტის იარაღი? მიუხედავად დასახელებისა ჩემი აზრით არა. ამ პისტოლეტიდან კარგად სროლას შეძლებს პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი. დიახ საასპარეზო სასხლეტი, რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები და უშველებელი „მაგველი“ მისცემს ექსპერტ მსროლელს უპირატესობას, მაგრამ იმისთვის, რომ კარგად ისროლო ამ პისტოლეტიდან ექსპერტი მსროლელი ნამდვილად არ უნდა იყო.  მეორეს მხრივ ექსპერტის იარაღად უდაოდ ჩაითვლება მსუბუქი .44 მაგნუმის კალიბრის რევოლვერები, ცნობილი როგორც ე.წ.  ‘მთის რევოლვერები“.  მთის რევოლვერის კონცეფცია დაიბადა პრინციპში პირველ მასობრივი წარმოების და საკმარისად ძლიერი და ამავე დროს გამძლე რევოლვერთან ერთად. საუბარი მაქვს Smith&Wesson Model 29-ზე. ამ დიდმა და მძლავრმა .44 კალიბრის რევოლვერმა, რომელიც დღემდე გამოდის საკმაოდ გრძელი გზა გაირა და ერთ-ერთი მისი ყველაზე პრაქტიკული და პოპულარული ვარიანტია, სწორედ მთის რევოლვერის ფორმატი. საშუალო სიგრძის კონუსური ფორმის “მსუბუქი” ლულა, კუთხეებიანი სრული ზომის სახელური გამოარჩევს მას “მაგნუმების” სხვა მოდელებისგან. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ ტექნიკურ ლიტერატურაში რევოლვერის სახელურს უწოდებენ სარეცელს (ложе, stock) და არა სახელურს ან ტარს. “სმიტ&ვესონის” მიზანი იყო შექმნილიყო ზომიერად მსუბუქი რევოლვერი, რომელიც არ დაღლიდა ადამიანს ფეხით ხანგრძლივი ლაშქრობისას, მაგრამ ამავე დროს ექნებოდა სერიოზული საცეცხლე ძალა. მოგვიანებით ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა ასეთი რევოლვერის წონის დამატებითი შემცირება სპეციალური შენადნობების გამოყენებით.

163414_01_lg_1

Smith&Wesson 329PD Airlite არის 21-ე საუკუნის მთის რევოლვერი. ის იყენებს ალუმინის ჩარჩოს და ტიტანის დოლურას, რისი წყალობით რევოლვერის წონა დავიდა 714 გრამამდე (!!!). ეს იარაღი არის “ექსპერტის იარაღის” საუკეთესო მაგალითი, იმიტომ, რომ მხოლოდ ექსპერტი მსროლელი შეძლებს ამ რევოლვერის მოთვინიერებას.  ყურადღებას იქცევს მასიური ხის სარეცელი, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან უხდება რევოლვერს ასევე აძლევს მსროლელს საშუალებას აკონტროლოს იარაღი ხელში, რომელსაც უძლიერესი უკუცემის იმპულსი აქვს. ფარული ტარების შესაძლებლობა მთის რევოლვერში არ არის პრიორიტეტული, კომფორტული და საიმედო ჭერა უფრო მნიშველოვანია. 

ულტრა კომპაქტური დიდი კალიბრის პისტოლეტები და რევოლვერები, იგივე Glock 43 ან მაგალითად მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული .357 კალიბრის „მოკლე ცხვირიანი“ რევოლვერი, მძლავრი და მსუბუქი შაშხანები გრძივად მოძრავი საკეტით, ორ ლულიანი “ექსპრესები”,  არიან ექსპერტის იარაღები. ასევე მაგალითად მხოლოდ ექსპერტი მსროლელი შეძლებს ავტომატური (ჯერებით მსროლელი) პისტოლეტის მოთვინიერებას და ეფექტურად გამოყენებას. ზოგადად ჯერებით მსროლელი ნებისმიერი ხელის იარაღის მოთვინიერებას შეძლებს მსროლელი მხოლოდ სერიოზული მომზადებით, ანუ ექსპერტი.

დაუშვებელი, არიფული შეცდომაა იფიქრო, რომ გაზრდილი საცეცხლე ძალა (დიდი კალიბრი, მაღალი ტევაოდობა) კომპენსირებას გაუკეთებს სროლის უნარების არ არსებობას. ასეთივე შეცდომაა იფიქრო, რომ დიდი საცეცხლე ძალის მქონე იარაღის ეფექტურად გამოყენებისთვის საჭიროა დიდი ფიზიკური ძალა ან ძლიერი აღნაგობა. ინტერნეტი სავსეა ვიდეოებით სადაც სუსტი აღნაგობის მანდილოსნები ეფექტურად იყენებენ მძლავრ ცეცხლსასროლ იარაღებს. მთავარია სწორი ტექნიკა, რომელიც მიიღწევა და ნარჩუნდება რეგულარული ვარჯიშებით.

ასე, რომ ექსპერტის იარაღად შეიძლება ჩაითვალოს მეტ წილად სპეციალიზირებული იარაღები,  საცეცხლე ძალასთან შედარებით მცირე წონის და გაბარიტების მქონე, რომელთა ეფექტური გამოყენება საჭიროებს პრაქტიკას და უნარების გარკვეული დონის არსებობას. რა თქმა უნდა იგივე Glock 43 არ არის ისეთი რთული გამოსაყენებლად როგორც მსუბუქი .44 კალიბრის რევოლვერი, მაგრამ იმისთვის რომ ეფექტურად გამოიყენოთ 500 გრამიანი 9×19 კალიბრის პისტოლეტი ვიწრო და მოკლე ტარით, დაგჭირდებათ პრაქტიკა და სროლის უნაკლო ტექნიკა. ექსპერტის იარაღი არ პატიებს შეცდომებს. როგორც წესი ასეთ იარაღს აქვს შეზღუდული ტევადობა, რაც ყოველ გასროლას უფრო ძვირფასს ხდის. რაც უფრო ნაკლები ვაზნების რაოდენობაა მით უფრო ნაკლები შანსებია შეცდომების (აცილების) გამოსწორების.

მე უკვე აღვნიშნე, რომ სამთო რევოლვერზე, რომელიც თანაც მსუბუქი მასალებისგან არის დამზადებული, კომფორტული სრულფასოვანი ტარი არის აუცილებლობა, იმისთვის რომ შეძლოთ იარაღის გაკონტროლება. საქმე იმაშია, რომ იარაღებში, რომლებიც განკუთვნილია ფარული ტარებისთვის, მწარმოებელი ყოველთვის ცდილობს ტარის გეომეტრიული ზომების შემცირებას, იმიტომ, რომ ფარული ტარებისას, ტარი არის პისტოლეტის ან რევოლვერის ყველაზე რთულად “შესანიღბი” ნაწილი. მოკლე და ვიწრო ტარი განაპირობებს ორ სერიოზულ პრობლემას. პირველი პრობლემა არის უკვე ნახსენები შემცირებული მჭიდის ტევადობა, რაც ნიშნავს, რომ აცილების შემთხვევაში შეცდომის გამოსწორების შანსები მცირდება. მეორე პრობლემა არის იარაღის მართვის სირთულე. არასრულყოფილი ჭერა ხელს გიშლით უკუცემის უკეთეს კონტროლში და იარაღის დამიზნების ხაზზე შენარჩუნებაში. თავისთავად როლს თამაშობს ასევე მოკლე საკეტი, რაც ნიშნავს მოკლე სამიზნე ხაზს (მანძილს კორასა და თარაზოს შორის), რაც ასევე ამცირებს იარაღის თანდაყოლილ სიზუსტეს. ყველა ეს შეზღუდვა უნდა დაძლეულ იქნას სროლის ექსპერტის დონის უნარებით, რომელიც უკავშირდება უკუცემის კონტროლს და მაღალი სიზუსტის მიღწევას.

20170727_SSA_GMW_Grip00028_1-750x375

მოკლე და ვიწრო ტარი უკვე არის გამოწვევა მსროლელისთვის, დაუმატეთ ამას იარაღის მსუბუქი წონა და ძლიერი კალიბრი, თქვენ მიიღებთ იარაღს, რომლიდანაც ზუსტ და სწრაფ სროლას შეძლებს მხოლოდ გამოცდილი მსროლელი, ისიც გარკვეული პრაქტიკის და იარაღთან მიჩვევის ეტაპის შემდეგ.

იმისთვის რომ მოხდეს ამ ნაკლოვანებების კომპენსირება საჭირო იქნება,  როგორც პრაქტიკა ასევე ტექნიკის ადაპტაცია. იარაღის ჭერის შეცვლა, ჭერის ძალის გაზრდა, იდაყვების ჩაკეტვა, აგრესიული წინ გადახრილი დგომი, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ მიაღწიოთ ადეკვატურ კონტროლს იარაღზე. სწორედ ამიტომ იარაღები, რომლებიც საჭიროებენ ყველაფერ ამას შეიძლება ჩაითვალონ ექსპერტის იარაღებად.

womande

მძლავრი კალიბრი, ყოველთვის არ არის ექსპერტის იარაღის ელემენტი. სახელგანთქმული პისტოლეტი Desert Eagle იყენებს მათ შორის ზე-ძლიერ .50AE კალიბრს, მაგრამ კონსტრუქციული თვისებების და დიდი მასის გამო, ამ პისტოლეტიდან სროლას შეძლებს პრაქტიკულად ნებისმიერი. თუმცა ბევრს არ მოერგება ზედმეტად მსხვილი ტარი და არ მოეწონება გასროლის მაღალი ხმა.

ვიღაცა ალბათ გაიფიქრებს, რომ მერე რა, მე მაკმაყოფილებს ჩემი Glock 17-ით ან СZ85-ით, კი ბატონო, მაგრამ პრაქტიკა ადასტურებს, რომ ვისაც უწევს იარაღის თავის “კისერზე თრევა” უპირატესობას ანიჭებს კომპაქტურ და მსუბუქ იარაღებს. გავიხსენოთ თუნდაც, როგორ მისტიროდნენ გამომძიებლები “მაკაროვების” მოხსნას შეიარაღებიდან და Jericho 941-ზე გადაიარაღებას. უბრალოდ ამ შემთხვევაში ალბათ ნაკლებად ფიქრობდნენ პისტოლეტების სროლისუნარიანობაზე ან ჩათვლებზე სროლაში რომელიც არ არსებობს.  ზოგს უბრალოდ უდევს იარაღი, როგორც სტატუსის სიმბოლო და არც უფიქრდება შეძლებს თუ არა ზუსტად და სწრაფად სროლას ამ სტატუსის სიმბოლოდან. ჩემი აზრით იარაღის მფლობელისთვის ასეთი ქარაფშუტობა უნდა იყოს მიუღებელი.

კვირის იარაღი – Lahti L39

May 10th, 2018

1qhYj89

30-ანი წლებში ბევრი პატარა და არც ისე პატარა ქვეყნების შეიარაღებული ძალები გატაცებულები იყვნენ ტანკ-საწინააღმდეგო შაშხანებით. მძლავრ კალიბრზე გათვლილი, ხელით გადასატანი შაშხანები ითვლებოდა კარგ და იაფ საშუალებად გამკლავებოდი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკასთან, რომელიც იმ დროს მეტ წილად შეიარაღებულები იყვნენ მსუბუქი ტანკებით, რომლებსაც მეტი საერთო ქონდათ დაჯავშნულ ტრაქტორებთან ვიდრე თანამედროვე ტანკებთან. ფინელები წავიდნენ განსხვავებული გზით და ნაცვლად ვაზნისა გამოიყენებს 20მმ-ნი ჭურვები (20×113მმ), ვინაიდან ტესტირებისას ჭურვი გამოდგა უფრო ეფექტური ვიდრე 13.1მმ-ნი ტყვია რომელიც გამოიყენებოდა მეორე პროტოტიპში. იარაღის კონსტრუქტორი გახლდათ აიმო ლახტი, ხოლო იარაღს უშვებდა სახელმწიფო საწარმო Valtion Kivääritehdas (VKT), მომავალში “ვალმეტი”. იარაღი სახელწოდებით L-39, მიღებულ იქნა შეიარაღებაში 1939 წელს. იმავე წელს დაიწყო ზამთრის ომი საბჭოთა კავშირთან. საბრძოლო მოქმედებებმა დაადასტურეს რომ 20მ-ნი ვარიანტი იყო უფრო ეფექტური და თანაც საიმედო იარაღი და ომის დასრულებისას უკვე დაიწყო ახალი ქვემეხის მასობრივი წარმოება. არსებული ინფრომაციით სულ იყო გამოშვებული 2000-მდე ერთეული.

ტექნიკური თვალსაზრისით, Lahti L39 არის ნამდვილი შედევრი შექმნილი ზრუნვით მის საბოლოო მომხმარებლებზე და იდეალურად მორგებული იმ გარემოს სადაც იგეგმებოდა მისი გამოყენება. L39 არის ავტომატური იარაღი, სადაც გადატენვის ციკლისთვის გამოიყენება დენთის აირების ენერგია. იარაღი იკვებება 10 ჭურვიანი მჭიდიდან რომელიც თავსდება იარაღზე ზევიდან, შესაბამისად, როგორც ბრიტანულ “ბრენში”, სამიზნე მოწყობილობები განლაგებულია გვერდიდან (იარაღზე ოპტიკური სამიზნე არასდროს არ ყენდებოდა). მჭიდებზე შესრულებული იყო დარჩენილი ვაზნების რაოდენობის ინდიკატორი. სალაშქრო მდგომარეობაში მჭიდის შახტა იხურებოდა ხუფით.   მასრების ექსტრაქცია ხდება ქვევიდან. უკუცემის მძლავრი იმპულსის დახშობას უზრუნველყოფს მასიური ლულის მუხრუჭი, იარაღის დიდი მასა და ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარა. უკანასკნელი დეტალი იმდენად მძიმეა, რომ იარაღის გადატენვისთის, მასზე განლაგებულია ჯალამბარი (როგორც შუა საუკუნეების არბალტებეზე), რომლის დატრიალებითაც ხდებოდა საკეტის გახსნა. საინტრესო თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ყოველი გასროლის შემდეგ საკეტი რჩებოდა ღია მდგომარეობაში. ხოლო ტარზე განლაგებულ მცველის კლავიშაზე დაჭერით საკეტი მიდის წინ და აწვდის სავაზნეში ახალ ვაზნას, უფრო სწორედ ჭურვს. ასე იარაღი მზად არის გასროლისთვის. აღნიშნული განხორციელდა იმისთვის, რომ ალბათ მომხდარიყო იარაღის ლულის სწრაფი გაგრილება და ამავე დროს მსროლელს რაც შეიძლება ნაკლები დრო დაეხარჯა ჯალამბართან სამუშაოდ. იარაღი ასევე იყენებდა კომბინირებულ სადგარს, რომელიც ამ იარაღის დამახასიათებელი ნიშანია. სადგარი არის ორნაირი, გათვლილი თოვლის საფარიდან და მყარი ზედაპირიდან სროლისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ იარაღი გამოვიდა მძიმე (50 კგ) ის იყო საიმედო და ზუსტი. მის გათვლა ორი მებრძოლისგან შედგებოდა. ზამთრის ომის დროს მხოლოდ ორი პროტოტიპი იყო მზად გამოყენებისთვის. არსებული ინფომაციით ფინელებმა მოახერხეს ამ პროტოტიპებიდან 4 საბჭოთა ტანკის განადგურება, რამაც დაადასტურა კონცეფციის სისწორე და გზა გაუხსნა მის წარმოებას და შეიარაღებაში მიღებას. მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებისას, ცხადია მისი ჯავშანგამტანი თვისებები არ იყო საკმარისი ახალი საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ მაგრამ L-39 გამოუყენებოდა როგორც ანტი-მატერიალური, ჰაერსაწინააღმდეგო და კონტრს-სნაიპერული იარაღი. არსებობს ინფრომაცია რომ L-39 ასევე გამოიყენებოდა, როგორც ტყის ხანძრის გამჩენი იმპროვიზირებული იარაღი, რა დროსაც ხდებოდა მგეზავი, ფოსფორით სავსე ჭურვების გამოყენება, რომლებსაც დიდი კუთხით ისროდნენ მტრის ზურგში (6კმ-მდე მანძილზე)  და აჩენდნენ ასე ცეცხლის კერებს.  

lahti39

მასიური ლულის მუხრუჭი ჯაჭვზე დამაგრებული დამცავი ხუფით, “ციგა-სადგარი”, ზევიდან განლაგებული მსხვილი მჭიდი, ჯალამბარის სახელური და ტყვავის დამცავი “ბალიშები” ეგრევე გამოარჩევენ აიმო ლაჰტის სახელგანთქმულ იარაღს. 

გარდა გადასატანი იარაღის როლისა, Lahti L-39 ასევე გამოიყენებოდა როგორც ჯავშანმანქანის შეიარაღება და ასევე როგორც შეწყვილებული ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემა. ამ როლისთვის იარაღი კომპლექტდებოდა გაზრდილი ტევადობის 15 ჭურვიანი მჭიდებით. გარდა ნახევრად-ავტომატური ვარიანტისა არსებობდა ასევე მოდელი 39/44 რომელიც ჯერებით ისროდა. გარდა ამისა, საიერიშო თვითმფრინავებისგან თავის დასაცავად ხდებოდა კუსტარულად იარაღის გადაკეთება, ისე რომ კლავიშზე დაჭერით ის იწყებდა ღია საკეტიდან ჯერებით სროლას. ასეთი იარაღი დატენილი ჯავშანგამტანი და მგეზავი ჭურვებით მაგრდებოდა ხეებზე და გამოიყენებოდა დაბლა მფრინავი საბჭოთა თვითმფრინავების წინააღმდეგ.

aa3

20 ItK 40 VKT გამოიყენებოდა ფინურ ჯარში 70-ან წლებამდე. 

საინტერესო ფაქტს წარმოადგენს ის, რომ შეიარაღებიდან მოხსნის შემდეგ ეს იარაღები გაიყიდა კერძო პირებზე, მათ შორის საკმაოდ ბევრი იყო იმპორტირებული აშშ-ში სადაც ამ იარაღებიდან დღემდე ისვრიან. დიახ ამერიკაში შესაძლებელია ასეთი ქვემეხების ფლობა, რომლებიც კლასიფიცირდებიან, როგორც “გამანადგურებელი მოწყობილობა” და რეგისტრირდება, როგორც ეგეთი ალკოჰოლის, თამბაქოს და ცეცხლსასროლი იარაღის ბიუროში. ზოგ შტატში აკრძალულია სამოქალაქო პირების მიერ ასეთი მოწყობილობების ფლობა, მაგრამ ბევრ შტატში დასაშვებია.

ჩვენი ტესტი – GSG 522 SD

May 8th, 2018

31961029_634979713510856_3842555872198787072_n

იმის თქმა რომ გერმანული კომპანია “German Sport Guns” იყო პირველი ვინც შესთავაზა სამოქალაქო მსროლელებს ტაქტიკური მცირეკალიბრიანი იარაღი იქნება არასწორი, მაგრამ უდაოდ ეს კომპანია იყო პირველი ვინც ამ კონცეფციით მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას და შექმნა თავისებური ტრენდი. ალბათ პირველი ასეთი ტიპის იარაღები იყო თუნდაც P-08 “Luger”-ის იერსახის მქონე პისტოლეტები, რომლებსაც უშვებდა  Stoeger-ი 60-ან 70-ან წლებში (იმ დროს ამერიკული კომპანია, რომელსაც არ აქვს არაფერი საერთო “Stoeger”-თან, რომელიც ეხლა ბერეტას ხოლდინგის ნაწილია).  ეს იყო მარტივი, იაფი პისტოლეტები თავისუფალი საკეთებით, რომლებიც ვიზუალურად იყო სახელგანთქმული გერმანული საბრძოლო პისტოლეტის მზგავსი. 2008 წელს გერმანულმა “German Sport Guns”-მა იგივე კონცეფციით შექმნა მცირეკლაიბრიანი კარაბინების/პლინკერების მთელი სერია, რომელიც ვიზუალურად გავდა სახელგანთქმულ საბრძოლო იარაღის მოდელებს, ასევე გერმანულ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს “Heckler&Koch MP5″-ს. გარდა ვიზუალური მზგავსებისა, ახალი იარაღი ასევე იყენებდა პრაქტკულად იდენტურ მართვის ელემენტებს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არსებობდა გარკვეული დეტალების თავსებადობაც “GSG-522″-ს და “MP-5″-ს შორის, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

რაც შეეხება კომპანიის ისტორიას, “German Sport Guns” დაარსდა გერმანიაში 2002 წელს. მთავარი ოფისი და საწარმო მდებარეობს ქალაქ არნსბერგში (ნორდრაინ-ვესტფალიას ფედეალური მიწა). კომპანიაში დასაქმებულია ასამდე თანამშრომელი. 80% პროდუქციის იყიდება ჩრდილო ამერიკის ბაზარზე. 51%-ან წილს კომპანიაში ფლობს   L&O Group, რომელიც თავისმხრივ ასევე ფლობს ისეთ მწარმოებლებს, როგორიც არიან “Blaser”, “Mauser”,” Sig Sauer” და “John Rigby & Co”. 2014 წელს “GSG”-მ შეიძინა პნევმატური იარაღის გერმანული მწარმოებელი Diana.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ახალ კარაბინებს ქონდათ გარკვეულ პრობლემები, რომლებიც უკავშირდებოდა დეტალების რესურსს და ასევე ზოგადად საიმედოობას, მთლიანობაში იარაღი ძალიან კარგად იყიდებოდა და პოპულარობითაც სარგებლობდა. ისეთი პოპულარობით, რომ “ხეკლერ&კოხმა” უჩივლა “GSG”-ს, მისი კუთვნილი პროდუქტის ვიზუალური მხარის გამოყენებისთვის, რაც ნიშნავს, რომ “GSG” იყენებდა სხვა კომპანიის პროდუქტან მზგავსებას მოგების მიღების მიზნით. სასამართლო დავები, ორ კომპანას შორის გაგრძელდა 2014 წლამდე და არ არის გამორიცხული, რომ ეხლაც მიმდინარეობს, რადგანაც “GSG”-მ შეიატანა საპასუხო სარჩელი, რომლის მიხედვითაც “H&K”-ს არასდროს არ ფლობდა “MP5″-ის  დიზაინს და შესაბამისად მან თაღლითური გზიით მიიღო კომპენსაცია და აზარალა “GSG”. ალბათ “ჰეკლერ&კოხის” სარჩელის მიზეზი სავარაუდოთ ის იყო რომ “GSG”-მ უბრალოდ დაასწრო მას ასეთი კარაბინის გამოშვება, როდესაც ის ჯერ მხოლოდ მართავდა მოლაპარაკებებს ანალოგიური იარაღის გამოშვებაზე გერმანულ Umarex-თან.  “GSG-522″-ების წარმოება, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არასდროს არ შეჩერებულა. მხოლოდ მცირედ შეიცვალა კარაბინის ვიზუალური ნაწილი, რომ მზგავსება”ჰეკლერ&კოხის” პროდუქციასთან ასეთი აშკარა არ ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, “GSG”-ს მცირეკალიბრიანი კარაბინების მოდელების გამა კვლავ პრაქტკულად იმეორებს “MP5″-ის მოდელების გამას. არის სტანდარტული მოდელი, მოდელი SD დეკორატიული მაყუჩით და ასევე დამოკლებული ვარიანტი “K”. “GSG”-მ ასევე გამოიჩინა წინდახედულობა, და კარაბინებთან ერთად თავიდანვე გამოუშვა მთელი ასორტიმენტი დამატებითი ნაწილების და აქსესუარების, რომლებიც აძლევდნენ საბოლოო მომხმარებელს საშუალებას განეხორციელებინათ კარაბინების კასტომიზაცია საკუთარი ძალებით.

gsg5

GSG-5, კომპანიის პირველი მცირეკალიბრიანი კარაბინი. მოგვიანებით მისმა დიზაინმა და კონსტრუქციამ გარკვეული ცვლილებები განიცადა და იარაღს მიენიჭა ახალი დასახელება GSG-522

როგორც უკვე აღვნიშნე, მიუხედვად გარკვეული პრობლემებისა “GSG-522″ გამოდგა კომერციულად წარმატებული და წარმოშვა თავისებური ტრენდი, “ტაქტიკური” მცირეკალიბრიანი კარაბინების, რომლებიც გამოიყუებიან და მუშაობენ, როგორც საბრძოლო იარაღები მაგრამ იყენებენ მცირეკალიბრიან და შესაბამისად იაფ ვაზნას.   მალე მას მიბაძეს “Heckler&Koch”-მა “Сolt”-მა, “IWI”-მ (“Umarex”-ის საშუალებით), “Mossberg”-მა, Smith&Wesson-მა და სხვებმა, როდესაც ანალოგიური მოდელები გამოუშვეს. თავის მხრივ “GSG”-მ გააფართოვა მოდელების გამა და დაიწყო მცირეკლაიბრიანი “კალაშნიკოვის”, “STG”-44-ის, “MP-40″-ის, “Firefly”-ს (“SIG Mosquito”) და M1911-ის გამოშვება.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  GSG-522  კი გავს ვიზუალურად MP5-ს მაგრამ ტექნიკურად მას აქვს ბევრი საერთო სხვა გერმანულ მწარმოებლის, “Walther”-ის იარაღთან, კონკრეტულად კი მცირეკალიბრიან  კარაბინთან “G-22″. ისევე, როგორც “G22″-ში, “GSG-522″-ის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი და საკეტი მოთავსებულია მსუბუქი შენადნობისგან დამზადებულ მოდულებში, რომლებიც თავის მხრივ მოთავსებულია პლასტმასის “გარსაცმში”. ყველა ეს მოდული აწყობილია ორი ნახევრისგან და შეკრულია ხრახნების გამოყენებით. ერთის მხრივ საბრძოლო იარაღებთან შედარებით, ეს უაზროდ რთული კონსტრუქცია არის,  უამრავი პატარა დეტალით, მაგრამ მეორეს მხრივ ასეთი იარაღების წარმოება ადვილი და იაფია, იმიტომ რომ, როგორც ჩანს გამოიყენება სტანდარტული ხრახნები და ზამბარები, იაფი მასალები და ადვილად დასამზადებელი დეტალები. იმის გათვალისწინებით რომ დიტმარ ემდე და მასთან კიდევ ორი “GSG”-ს მმართველი და კომპანიის მფლობებელი მანფრიდ ნაიჰაუსი და მიქაელ სვობოდა ადრე მუშაობდნენ Umarex-ში (რომელიც ფლობს Walther-ს) მზგავსება წარმოების ტექნოლოგიაში უკვე გასაკვირი არ არის.

dinesvo

“GSG 522″-ის შემქნელები და კომპანიის მფლობელები და მმართველები: ნაიჰაუსი, ემდე და სვობოდა.

მე კარგად მახსოვს, რომ როდესაც პირველად გავეცანი “G-22″-ის კონსტრუქციას, შოკირებული ვიყავი, გამოყენებული ტექნიკური გადაწყვეტილებებით. ეს იარაღი საერთოდ არ გავდა ტრადიციული კონსტრუქციის მცირეკალიბრიან კარაბინებს, რამდენადაც განსხვავებული ის იყო ვიზუალურად, იმდენად განსხვავებული იყო მისი წარმოების ტექნოლოგიაც.  მახსოვს, რომ “G-22″ ლეგოს კონსტრუქტორსაც კი შევადარე. ზუსტად იგივე გადაწყვეტილებები  გამოყენებულია GSG-522-ში.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს იარაღები განკუთვნილია გასართობი სროლისთვის და მხოლოდ გასართობი სროლისთვის, ტრადიციულ მიდგომებზე აქ ითქვა უარი. კონსტრუქციის სიმარტივე, დეტალების სიმცირე, არანაირ როლს არ თამაშობს. მთავარია მაქსიმალური ტექნოლოგიურობა. ქვედა რესვიერის პლასტმასის გარსაცმში, რომელიც უზრუნველყოფს მზგავსევას “MP-5″-თან მოთავსებულია დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდული, ზედა რესივერში ხრახნებით დამაგრებულია ლულა და თავსედება საკეტის მოდული, რომელიც აერთიანებს საკეტს, ეჟექტორს და დამაბრუნებლ ზამბარებს.   მოდულების დაშლა საერთოდ არ არის რეკომენდირებული.

ასე, რომ აზრი არ აქვს ამ იარაღების შეფასებას, როგორც ჩვენ ვაფასებთ საბრძოლო, თავდაცვით ან სანადირო იარაღებს. ასეთი მიდგომით “G22″-იც და “GSG-522″ არიან უაზროდ რთული და ფაქიზი იარაღები, რომლებიც ნაკლებად გაუძლებენ კლდე-ღრეებზე ცოცვას და ტყეში ან ჭაობებში ბოდიალს. თუ ასეთ ადგილებში აპირებთ იარაღის ტარებას, იყიდეთ კლასიკური კოსტრქუციის კარაბინები, “რუგერები” და “მარლინები”,  რომლებიც უფრო მარტივია, მსუბუქი და გამძლე.  უბრალოდ რენჯზე არავინ არ დაინტერესდება რითი ისვრით, არ მოუნდება სროლა და სელფის გადაღება მაგალითად  “რუგერ 10/22″-თან. “GSG 522″-თან, საქმე პირიქით იქნება. ბავშვებიც დაინტერესდებიან ამ იარაღით, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ იპოვით კომპიუტერულ “შუტერს”, სადაც არსენალში არ არის ხელმისაწვდომი “MP-5″. უნდა ვაღიარო, რომ იარაღი გამოიყურება ძალიან კარგად. არის კარგად შესრულებული. ერგონომიული. ის ინტერესს გამოიწვევს ნებისმიერ თუნდაც იარაღებისგან ძალიან შორს მყოფ ადამიანშიც კი. სწორედ ამაზეც იყო გათვლა და სწორედ ეს არის “GSG-522″-ის დანიშნულება, გასართობი/სახალისო სროლა ღია და დახურულ რენჯებზე. ეს არ არის იარაღი, რომლითაც შეხვალ ტყეში ან წახვალ მთაში. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ ამისთვის “GSG-522″ უბრალოდ საკმაოდ მძიმეა  (3.2 კგ).

ტექნიკური აღწერილობა იარაღის იმით უნდა დავიწყოთ, რომ მართვის ელემენტების განლაგებით და მათი მუშაობით GSG-522 მაქსიმალურად გავს საბრძოლო MP5-ს. ორ პოზიციანი სელექტორი ორმხრივია, საკეტის სახელური განალგებულია მარცხენა მხარეს და შესაძლებელია მისი დაფიქსირება ღია მდგომარეობაში, ისევე როგორც MP5-ში. სროლის დროს ის არ მოძრაბს. მჭიდის ღილაკი ისევე როგორც MP5-ში გაძლევთ საშულებას გამოიყენოთ როგორც საკეტელა ასევე გვერდიდან განლაგებული ღილაკი, თუმცა ღილაკის ეფექტური გამოყენება რთულია, საჭიროა დიდი ძალის დატანება და გარდა ამისა ის ჩამალულია რესივერის შიგნით.

gsgbolt

საკეტის მოდულის სქემა. ის შედგება 32 ნაწილისგან, აქედან 11 არის ხრახნი. ხრახნების მოხსნა არ არის რეკომენდირებული, ხოლო თუ მაინც მოხსენით, უკან დაყენებისას უნდა გამოიყენოთ ხრახნების ფიქსატორი, რომ სროლის დროს არ მოხდეს მათი დაშვება. 

რა თქმა უნდა “GSG-522″-ის ავტომატიკის სქემა არ იყენებს გორგოლაჭებით ჩაკეტვას, როგორც ორიგინალური “MP5″. კარაბინში გამოყენებულია უფრო ტრადიციული და მარტივი თავისუფალი საკეტი, როგორც აბსოლუტურ უმეტესობა .22 კალიბრის ავტომატური იარაღებში. ასევე კარაბინს გააჩნია მჭიდის მცველი, რომელიც არ გვხვდება “MP5″-ში.  ეს ნიშნვას, რომ იარაღიდან მოხსნილი მჭიდით შეუძლებელი იქნება გასროლის განხორციელება. კიდევ ერთი განსხვავება არის ის, რომ “GSG”-ზე ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი რჩება ღია მდგომარეობაში, მაშინ როდესაც “MP5″-ზე ასეთი ფუნქცია არ არსებობს.

“GSG-522″ იყიდება ოთხი ტიპის ერთ რიგიანი მჭიდებით 2, 10, 15 და 22 ვაზნიანი ტევადობით. არსებობს ასევე უფრო ეკზოტიკური კვების მექანიზმები, როგორც დოლურა მჭიდები გათვლილი არც მეტი არც ნაკლები 110 ვაზნაზე.  გეომეტრიული ზომებით 22 ვაზნიანი მჭიდები იდენტურია “MP5″-ის მჭიდების, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია იგივე პაუჩების გამოყენება. მჭიდის გვერდიდან განლაგებულია “თაროები”, რომლებიც გაძლევენ საშუალებას თითებით ჩამოწიოთ მიმწოდებელი და ამით მნიშვნელოვნად გაადვილოთ მჭიდის ავსება ვაზნებით. დამატებით მჭიდი მონიშნულია, ისე რომ მოგეცეთ წარმოდგენა მჭიდში დარჩენილი ვაზნების რაოდენობის შესახებ.

gsg5221

GSG-522 -ის ძირითადი ნაწილები. 

იარაღის არასრული დაშლა ზომიერად ადვილია. მოხსენით კარაბინს მჭიდი და დარწმუნდით, რომ იარაღი განმუხტულია. სახრახნისით დაუშვით და მოხსენით  თავები ორ მსხვილ რესივერში გაყრილ პინებს, რაც მოგცემთ საშუალაბას ისინი ამოიღოთ და ამით ჯერ მოხსნათ კონდახი და შემდეგ განაცალკევოთ ზედა და ქვედა რესივერები. შემდეგ უნდა დაუშვათ ხრახნი, რომელიც აფიქსირებს პლატას, რომელიც ზედა რესივერის შიგნით იჭერს საკეტის მოდულს. პლატის მისი ხრახნის და ხრახნის საყელურის ამოღების შემდეგ, შესაძლებელია ზედა რესივერიდან საკეტის მოდულის ამოღება.  მეტი დაშლა რეკომენდირებული არ არის, იმიტომ რომ საკეტის მოდულიც და ქვედა რესივერიც შედგებიან უამრავი პატარა დეტალისგან.  გარდა ამისა ყუარდღება მიაქციეთ ზედა რესივერის შიგნით, სავაზნის გვერძე განლაგებულ ხვეულ ზამბარას, რომელიც ზეოქმედებს საკეტის შემაკავებელზე . თუ საკეტის მოდული ამოღებულია ამ პატარა ზამბარას ადგილზე არაფერი აღარ იკავებს და მისი დაკარგვა ადვილია (ისევე როგორც G22-ში). ამიტომ ფრთხილად ამოიღეთ ის, შეინახეთ და ისე გააგრძელეთ იარაღის წმენდა. მიაქციეთ ყურადღება, იმას, რომ ეს ხრახნიანი პინები დამზადებულია რბილი მეტალისგან და მათი თავების ან ხრახნების გაფუჭება ადვილია. ვისაც ფული არ ენანება ცვლის ამ პინებს ორიგინალური “ხეკლერ&კოხის” პინებით, რომლების გამოყენებაც შესაძლებელია ყოველგვარი მორგების გარეშე.

ვისაც უყვარს ყოველი ჭანჭიკის ინდივიდუალურად გაპრიალება, იმედგაცრულებული დარჩება, რთული კონსტრუქციით. ჩემი აზრით, ასეთი არასრული დაშლა აბსოლუტურად საკმარისია, რომ იარაღი გაიწმინდოს და დიდი საჭიროება იარაღის ბოლო ზამბარამდე დაშლის არ არის. დავამატებ, რომ შესაძლებელია ლულის სავაზნის მხრიდან გაწმენდა, რაც კარგია.

32072756_634950460180448_3661095939189243904_n

არასრულად დაშლილი “GSG-522SD”. საკეტის მოდული ამოღებული არ არის. კარგად ჩანს ლულის რესივერში ფიქსაციის მეთოდი. პლასტმასის დეტალები შეღებილია მწვანე ფერში ჩვენს მიერ. არაფერი განსაკუთრებულად რთული GSG-ს დაშლაში არ არის, უბრალოდ საჭიროა ორი სახრახნისი. 

ქვედა რესივერის გარსაცმი, კონდახი და ტიბჟირი პლასტმასის არის. ზედა რესივერი შესაბამისად რკინის. საკეტის და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ჩარჩოები ჩამოსხმულია მსუბუქი შენადნობისგან. იარაღი საკმაოდ მძიმეა -  3.2 კგ, რაც საგრძნობლად მეტია ვიდრე .22 კალიბრის კლასიკური კარაბინები, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ კარაბინს აქვს თხელი ლულა. მსუბუქი იარაღის უპირატესობა არის, ის რომ სხვადასხვა მოწყობილობების დაყენების შემდეგ, თქვენ მაინც გექნებათ შედარებით მსუბუქ იარაღი. GSG-ს შემთხვევაში იარაღი იმდენად დამძიმდება, რომ მისი წონა იქნება აბსოლუტურად შეუსაბამო მის მოკრძალებულ საცეცხლე ძალასთან.

მოდელ SD-ს გააჩნია 414მმ სიგრძის გრძელი და თხელი ლულა ე.წ. “ფანქრის პროფილით”. მოდელ SD-ში ეს ლულა დაცულია გარედან ბუტაფორიული მაყუჩით. ის მაგრდება რესივერზე წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზის ქვეშ. წინა ტიბჟირის არის მრგვალი პროფილის და ძალიან მოსახერხებელია.  ტიბჟირზე შესაძლებელია რეზინის “ბუბლიკის” დაყენება, რომელიც ასრულებს წინა საღვედეს ფუნქციას. შესაძლებელია მისი, როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა მხარეზე გადაყენება.

ცალკე აღწერას იმსახურებს სამიზნე მოწყობილობების კონსტრუქცია. უკანა სამიზნე მოწყობილობა პრაქტიკულად ზუსტი ასლია MP5-ზე დაყენებული სამიზნე მოწყობილობის იმ სხვაობით რომ დიოპტრების ნაცვლად მასზე შესრულებულია ვერტიკალური ჭრილები. იმის გათალისწინებით რომ დოლურა ჩაჭრილია განსხვავებულ სიღრმეზე, დამიზნება ხდება კორას ამ ჭრილის “ბსკერზე” მოთავსებით. შესაძლებელია საჭირო ვერტიკალური შესწორების არჩევა (დოლურა ოთხ პოზიციანია). იმისთვის, რომ შეიტანოთ ჰორიზონტალური შესწორება უნდა დუაშვათ ზედა ხრახნი-ფიქსატორი და დაატრიალოთ გვერდითა ხრახნი-მარეგლირებელი, იმისთვის, რომ გადაწიოთ სამიზნე მოწყობილობა მარცხნივ ან მარჯვნივ. წინა სამიზნე მოწყობილობის კორა პლასტმასის არის მრგვალი თავით, ხოლო დამცავი “ყურები” რკინის არის. სხვათაშორი მოდელებზე სადაც ეს ყურები პლასტმასის არის, ხშირია მათი მოტეხვის შემთხვევები. კარაბინებს კომპლექტში მოყვება “პიკატინის სამაგრი” რომელიც არის თხელი პლასტმასის დეტალი, თანაც მაგრდება რესივერზე ორი წვრილი და მოკლ ხრახნით. მოხსენით ეს დეტალი და გადააგდეთ, იმიტომ, რომ ის უვარგისია. ნაცვლად გამოიყენეთ სპეციალური ალუმინის სამაგრები, რომლებიც მაგრდება რესივერზე “კლანჭებით”. მათი ფასი 10-20 დოლარია რაც არც ისე ბევრია.

gsg5models

“GSG-522″-ის მოდელების გამა

ჩვენი იარაღი აღჭურვილია ოფციონალური გვერდიდან დასაკეცი კონდახით, რომლის რეგულირება შესაძლებელია სიგრძეში და სიმაღლეში, მაგრამ რაც მთავარია, მასზე განლაგებულია სწრაფად მოსახსნელი საღვედე და მისი დაყენების ადგილები, როგოც მარცხიდან ასვე მარჯვნიდან, რაც ჩემნაირი მსროლელისთვის არის კარგი საჩუქარი (მე ვისვრი მარცხენა მხრიდან). ქარხნულ კომპლექტაციაში SD იყიდება ფიქსირებული პლასტმასის კონდახით. ხელმისაწვდომია ასევე “ხეკლერ&კოხის” საფირომო გასაშლელი კონდახი. საკეცი ან თუნდაც ტელესკოპური კონდახი კარგი “აპგრეიდია” GSG-522SD-თვის, რომლის სიგრძე ფიქსირებული კონდახით საკმაოდ დიდია – 855მმ.

იარაღი კარგად გამოიყურება, კონტროლის ელემენტები მკაფიოდ  მუშაობენ, თამაში ზედა და ქვედა რესივერს შორის პრაქტიკულად არ არის. კონდახიც მყარად ზის. ტიბჟირი არ ზის თავის ადგილას ძალიან მყარად, მაგრამ ეს არ შეიძლება ჩაითალოს ნაკლად. გაცილებით უფრო ნაკლებად მომეწონა საღვედეს “ბუბლიკი”, რომელიც დაყენებულია არა რესივერზე, არამედ პლასტმასის ტიბჟირზე. კიდევ ერთი შეხსენება, რომ GSG-522 რენჯის იარაღია. არ მგონია ამ “ბუბლიკმა” ან ტიბჟირმა გაუძლოს ხანგრძლივ ექსპლუატაციას იმის გათვალისწინებით, რომ იარაღი სულაც არ არის მსუბუქი.

წლების განმავლობაში რაც ეს იარაღი გამოდიოდა, მისი კონსტრუქცია განიცდიდა გარკვეულ ცვლილებებს. ნაწილი ცვლილებების ხილვადია იარაღის დაშლის გარეშეც. მაგალითად მოდელ SD-ზე შეიცვლა წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზის ფორმა, ის იყო მრგვალი როგორც MP5-ზე და სარჩელის შემდეგ ის გახდა სწორ ყურებიანი. იარაღის დიზაინში ასევე იქნა შეტანილი სხვა ცვლილებებიც, მათ შორის გაურკვეველი დანიშნულების საღვედე შესრლებული სასხლეტის დამცავ კავზე. პირველი გამოშვების კარაბინები (GSG 5) იყენებდნენ პლასტმასის ზედა რესივერებს, მაშინ როდესაც უფრო ახალი მოდელები იყენებდნენ მეტალის შენადნობისგან დამზადებულ იგივე დეტალებს. ამის წყალობით GSG5 იწონიდა 3 კგ-ს, რაც ნახევარი კილოგრამით ნაკლებია ვიდრე GSG-522-ის წონა.

moqloni

კიდე ერთი პრობლემური ნაწილი იყო ეჟექტროი განლაგებული საკეტის მოდულში. გაუმჯობესებულ ვერსიას აქვს დამატებითი მეტალის მოქლომი, ხოლო ადრინდელი ეჟექტორი ასეთი დეტალის გარეშე რამდენიმე ათასი გასროლის შემდეგ იძვრებოდა ადგილიდან და იწყებოდა პრობლემები საიმედოობასთან. საკმარისია გახსნათ საკეტი და ჩაიხედოთ იარაღის შიგნით, რომ გაარკვიოთ როგორი ეჟექტორი არის დაყენებული თქვენ იარაღში. 

იარაღის გასწორებისას და სროლისას გამოვლინდა ამ იარაღის არასერიოზული “ხასიათი”. პირველ რიგში სანაგვეში წავიდა სტანდარტული პიკატინის სამაგრი და ორი პაწაწინა ხრახნი. სამაგრი თხელი პლასტმასის არის და შიგნით ცარიელია. პრაქტიკულად ეს ნაწილი ისეთივე დეკორატიულია, როგორც კარაბინის მაყუჩი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ უკანა სამიზნე მოწყობილობა არ ზის მყარად თავის ადგილას, რის გამოც ფიქსატორის დაჭერისას ან დაშვებისას ის იწყებდა მოძრაობას ყველა სიბრტყეში. აღნიშნული გარემოება აქცევდა იარაღის გასწორების პროცედურას ყავაზე მკითხოაბად. ჩემი რჩევა იქნება, რომ როგორც კი მიაღწევთ იმას, რომ ტყვიები დაიწყებენ მოხვედრას დაახლოებით იქ სადაც  უმიზნებთ, დაანებეთ თავი და დატოვეთ ყველაფერი ისე, როგორც არის, ხოლო მისროლის პროცესში ფიქსატორი ხრახნის დაჭერისას, ყოველთვის დაუჭირეთ ის ბოლომდე. რომ მიიღოთ საჭირო მოხვედრის წერტილი და შემდგომ ბოლომდე გადაუჭიროთ ფიქსატორს, სამიზნე მოწყობილობის ბაზა დაიძვრება და ზერო დაიკარგება.  თუ გაგიმართლად და მოხვედრის წერტილი დაემთხვა დამიზნების წერტილს ხელი აღაარაფერს არ ახლოთ. მეორეს მხრივ, როგორც ჩანს დოლურას ბრუნვის მექანიზმი მეტ-ნაკლებად სტაბილურად მუშაობს. ეს კარგია, იმიტომ, რომ დოლურას აქვს ოთხი პოზიცია, რომელიც გაძლევთ საშუალებას მოარგოთ კონკრეტული პოზიცია კონკრეტული ტიპის მუხტს. სწრაფი და ზე-სწრაფი მუხტები, როგორც წესი “ურტყავენ” ზევით, სუსტი (საასაპრეზო) მუხტები პირიქით,  ქვევით. დოლურას ოთხი პოზიცია ნიშნავს, ოთხ სხვადასხვა სიმაღლეს, რაც იდეაში უნდა მოგცეთ საშუალება დოლურას მარტივი გადატრიალებით დაამთხვიოთ ერთმანეთს დამიზნების და მოხვედრის წერტილები. დოლურაზე განლაგებული ღარები არის წვრილი, საკმაოდ მაღალი, და ძირი არის ნახევარმთვარის ფორმის. სწორედ ღარის ძირში უნდა მოათავსოთ წინა სამიზნე მოწყობილობის მრგვალი თავი და არ გაუტოლოთ ის ჭრილების ზედა მხარეს. როგორც კი მიეჩვევით და დაამუღამებთ დამიზნების ასეთ ტექნიკას, შეძლებთ მეტ-ნაკლები სიზუსტით 50 მეტრზე სროლას. რას ვგულისხმობ ამაში? 50 მეტრზე შეძლებთ თიხის თეფშების დაზიანებას, მოარტყვათ რკინის გონგს. თუ გნებავთ გამოიყენოთ კარაბინის სიზუსტის მთელი პოტენციალი, მაშინ შეუკვეთეთ სპეციალური სამაგრი, რომელიც კლანჭებით მაგრდება რესივერზე და დააყენეთ ზედ რამე კომპაქტური „სკოპი“. ეს მოგცემთ საშუალებას მიიღოთ კარგი ჯგუფები.  ლულები GSG-522-ებზე კარგი ხარისხის არის და იმ შემთხვევაში თუ მოხერხდა რესივერზე კარგი „სკოპის“ მყარად დამაგრება შესაძლებელი იქნება ამ იარაღის სიზუსტის პოტენციალის სრული გამოყენება. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ იარაღში რკინის სამიზნე მოყობილობების გამოყენება გათვალისწინებულია ძალიან ახლო მანძილებზე, ასე 25 მეტრამდე. სამიზნე მოწყობილობების კონსტრუქიციის გათვალისწინებით ფლაერები და ვერტიკალური გაფანტვაც არ იქნება იშვიათი. მე კარგად მახსოვს, როგორ ვისროდი ჩემი ТОЗ-8-დან დიოპტრიული სამიზნით 200 მეტრზე. ასეთი ფოკუსები GSG-522-ს არ შეუძლია. ყოველ შემთხვევაში ოპტიკის გარეშე.

sightpicturegsg

სწორი დამიზნების ტექნიკა GSG-522-დან სროლისას

მთლიანობაში იარაღი კომფორტულია სასროლად. უკუცემა საერთოდ არ იგრძნობა. სასხლეტი, რომელიც თავიდან მოგვეჩვენა არაინფორმატიული, ზედმეტად რბილი, როგორც სათამაშო იარაღზე, საბოლოო ჯამში გამოდგა გამოყენებადი და საერთოდ არ გვიშლიდა ხელს სროლაში. ინსტრუქციის მიხედვით მისი წონა 2.5 კგ-ია, რაც სიმართლეს გავს.  ნაკლებად მოსახერხებელი გამოდგა  ორმხრივი მცველი, რომელიც მისი ფორმის და განლაგების გამო ერთნაირად ძნელად მისაწვდომია, როგოც მარცხენა ასევ მარჯვენა მხრიდან სროლისას.

რაც შეეხება საიმედოობას, იარაღმა პრინციპში საიმედოთ იმუშავა ყველა ტიპის ვაზნით.  ერთხელ გაჭედა მხოლოდ Eley Sport-ის ვაზნებზე, რომლებიც ცნობილია იმით, რომ არიან ძალიან სუსტი და ბევრი ნახევრად-ავტომატი უარს აცხადებს ამ ვაზნების მონელებაზე. “S&B” 32gr HV, “Lapua Polar Biathlon”-მა იმუშავეს უპრობლემოდ, დაბრკოლებების გარეშე. ჯამში 70 ვაზნამდე ვისროლეთ, რაც არ არის ბევრი, მაგრამ საკმარისია შეფასებისთვის, იმის ფონზე რომ წლების განმავლობაში ასევე ვისროდით მოკლე “K” მოდიფიკაციებიდან. უნდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩანს მოდელები გრძელი (414მმ) ლულით უფრო საიმედოები არიან და ნაკლებად პრეტენზიულები მუხტების მიმართ ვიდრე მოდელი “K” 230მმ-ნი ლულებით (ინსტრუქციით მოდელ “K”-ს ლულის ისგრძე მითითებულია, როგორც 230მმ, მაგრამ ჩემი აზრით ეს შცდომაა და ლულა უფრო მოკლეა). ამის მიზეზიც შეიძლება იყოს ის, რომ გასროლის დროს გრძელ ლულაში წნევა უფრო დიდხანს ნარჩუნდება რაც უზრუნველყოფს საიმედო გადატენვას და მასრის პოზიტიურ ექსტრაქციას. ბუნებრივია გრძელლულიან მოდელებს ექნებათ უკეთესი ბალისტიკაც ტყვიის უფრო დიდი საწყისი სიჩქარის გამო. ისიც უნდა ითქვას, რომ იარაღზე კალიბრის წარწერის გვერძე დამატებულია ორი ასო: HV (High Velocity/მაღალი სიჩქარე). ეს ცალსახად მიგვითითებს, რომ იარაღი საიმედოთ მუშაობს ძლიერ მუხტებთან. საქართველოში დღეს ასეთი მუხტები იშოვება და მათი ფასი პრაქტიკულად არ აღემატება სტანდარტული მუხტების ფასს, ამიტომ “GSG-522″-ის ეს თავისებურება თქვენ ჯიბეს არ დაარტყავს. გავმეორდები ჩვენმა კარაბინმა მოინელა სტანდარტული საწყისი სიჩქარის მქონე ვაზნები.

წინ გველოდება ოპტიკის სამაგრის შეკვეთა, კარგი “სკოპის” მონტაჟი და სროლა 50 მეტრზე უფრო დიდი მანძილზე იმისთვის, რომ ბოლომდე გავერკვიოთ რა შეუძლია ამ კარაბინს. შედეგების შესახებ აუცილებლად მოგწერთ.

gsgmag

მიაქციეთ ყურადღება, მჭიდზე განლაგებული თაროები ერთის მხრივ აადვილებენ მჭიდის შევსებას ვაზნებით, მეორეს მხრივ ედებიან მჭიდის კორპუსს რაც ქმნის გარკვეულ წინაღობას და ასევე თუ ხელს კიდებთ მჭიდს, შესაძლებელია უბრალოდ არ მისცეთ მიმწოდებელს საშუალება მიაწოდოს მორიგი ვაზნა. GSG522-ის ზოგი პატრონი საერთოდ ხსნის ამ თაროებს (მაგრდება მიმწოდებელზე ერთი ხრახნით) და ამით ეს პრობლემები ამოიწურება.

ამ ეტაპზე შეუძლებელია ითქვას, როგორ აჩვენებს თავს “GSG-522″ გრძელვადიან პერსპექტივაში ან როგორი იქნება მისი ძირითადი ნაწილების რესურსი. გერმანელები, ცნობილები არიან, რომ ქმნიან რთულ მაგრამ საიმედო მექანიზმებს, მაგრამ ვერ ვიტყვი რამდენად ეს ეხება ამ იარაღს.   მე ვერ ვიტყვი. ეჭვი მაქვს ეს იარაღი  თავისი შენადნობებისგან ჩამოსხმული ნაწილებით, ურიცხვი ხრახნით და ზამბარებით არც არის არანაირად heavy-duty კატეგორიის.

რაც შეეხება კარაბინის ფასს, ის მერყეობს 1100 ლარიდან 2000 ლარამდე, გააჩნია მოდელს და კოპლექტაციას. ჩვენ კარაბინი გვერგო იაფად და ამიტომ გადავწყვიტეთ მისი შეძენა და ტესტირება. სხვა შემთხვევაში მე ამ იარაღს უბრალოდ არ შევიძენდი, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე მქონდა შეხება GSG-ს ამ სერიის კარაბინებთან და ეს იარაღები არ მომეწონა. იმდენად არ მომეწონა რომ ჩავთვალე რომ ზედმეტი იყო მათზე წერაც. მიუხედავად ამისა ფაქტია, რომ ეს იარაღები შედარებით დიდი რაოდენობით გაიყიდა საქართველოში, ხშირად გვხვდება ასევე მეორად ბაზარზეც, ამიტომ ტესირების შანში ხელიდან არ გავუშვი.   მთლიანობაში ჩემი აზრით GSG-522 არის სახალისო სათამაშო და მეტი არაფერი. შეუძლებელია იფიქრო მასზე, როგორც სანადირო, სპორტულ ან გადარჩენის იარაღზე. გამოყენებული მასალები, კონსტრუქცია და სხვა გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ყველაფერს რასაც პირადად მე ვარ მიჩვეული. სხვამ შეიძლება სხვაგვარად ჩათვალოს.

Shooterscentral.ge დასკვნა. GSG-522 არის გასართობი საშუალება, რომელიც იქნება ცოტათი უფრო სახალისო ვიდრე აირსოფტის ან პნევმატური იარაღი, ადამიანისთვის, რომელიც აქამდე არ იყო განებივრებული მაღალი კლასის ცეცხლსასროლი იარაღებით. ეს იარაღი იდეალურია, რომ ასწავლოთ სროლა ბავშვს, ერთად გაატაროთ კარგი დრო, „გაიმარიაჟოთ“ მეგობრებთან, რომლებიც შორს არიან იარაღებისგან და სროლისგან. ვისაც უნდა სერიოზული მცირეკალიბრიანი კარაბინი, რომელიც მას და მის შვილებს მოემსახურება ჯობია შეიძინოს რამე სხვა მოდელი. მაღალი ფასი არის ამ იარაღის ყველაზე დიდი მინუსი.

“არსენალის” კარაბინების გრძელვადიანი ტესტირების შედეგები

April 18th, 2018

P1080308
ვინც ყურადღებით კითხულობთ ჩემ ბლოგს, უნდა გახსოვდეთ ჩემი სტატიები ბულგარული წარმოების “არსენალის” სუბ-კარაბინზე – SAR-SF-ზე. აღნიშნული იარაღი, პრაქტიკულად წარმოადგენს  АКСУ-ს ფორმატის .223 და 7.62×39 კალიბრის კომპაქტური კარაბინს. კონკრეტულად ამ მოდელმა და “არსენალის” სხვა მოდიფიკაციებმა, როგორც კი გამოჩნდენ გაყიდვაში,  ეგრევე მიიპყრეს ჩემი ყუარღება პირველ რიგში იმით, რომ ფასი იყო ძალიან მიმზიდველი. შეგახსენებთ, როდესაც ‘არსენალის” პროდუქცია პირველად გამოჩნდა საქართველოში, ბაზარი არ იყო გადავსებული როგორც ეხლა იაფი “საიგებით” და “ვეპრებით”, ამიტომაც ახალი “არსენალები”, 1700-2100 ლარამდე ფასში იყო ალბათ საუკეთესო “კალაშნიკოვის” კლონები, ფასი-ხარისხის კრიტერიუმით. გარდა ამისა ჩემთვის იყო უკვე ცნობილი, რომ აშშ-ში “არსენალის” პროდუქცია სარგებლობდა ძალიან დიდი პოპულარობით და საკმაოდ ძვირიც ღირდა.

მას მერე, თითქმის სამი წლის განმავლობაში ჩემ ხელში გაიარა სამმა SF-მა და ერთმა M8F-მა. M8-ზე ბევრს ვერაფერს დავწერ, იმიტომ რომ მალევე გავყიდე. SF-ები, პირიქით რჩებოდნენ ჩემ ხელში გარკვეული პერიოდი და ერთი ეხლაც მაქვს. ასე, რომ შემიძლია ვთქვა, რომ SF-ზე საკმარისი გამოცდილება დამიგროვდა. ყოველთვის, როდესაც წერ იარაღებზე უნდა გესმოდეს, რომ არის ალბათობა შენ ხელში მოხვდეს დეფექტური იარაღი ან პირიქით გაგიმართლოს და შეგხვდეს კარგი იარაღი. შესაბამისად თქვენი დასკვნები მოვა წინააღმდეგობაში ზოგადად არსებულ მდგომარეობასთან. ამიტომ ყველაზე ზუსტი და ამომწურავი წარმოდგენის შექმნა იარაღზე შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში და თანაც რამოდენიმე იარაღთან “ურთიერთობით”.

M8-ას რაც შეეხება, მისი სწრაფი გაყიდვის მიზეზი იყო მოუხერხებელი კონდახი და პრინციპში საკმაოდ დიდი წონა. უკანასკნელი ფაქტორი არ იყო გადამწყვეტი, მაგრამ პირველი პირიქით. ასე გამოვიდა, რომ ასეთი კონდახით “არსენალი” მე უბრალოდ არ მერგება და ამიტომ იარაღი მალევე გავასხვისე. ვისაც არ ექნება პრობლემა კონდახთან, დააფასებს ამ მოდელის გაუმჯობესებულ ერგონომიკას და მის კომპაქტურ ზომებს.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ხალხი შეხვდა ამ იარაღებს საკმაოდ გულგრილად. ზოგი იწერებოდა პრობლემურ სიზუსტეზე, ზოგი რაღაცეებს იგონებდა კონტრაფაქტულ ლულებზე. არ ვიცი მოკლედ. რაც ვიცი ის არის, რომ პრინციპში განსაკუთრებულად აღრთოვანებული გამოხმაურებები მე არ შემხვედრია. ცხადია ეს არაფრის ინდიკატორი არ არის, თავის მასაში საქართველოში საშუალო სტატსიტიკური იარაღის მფლობელები საერთოდ არ ისვრიან თავისი იარაღებიდან და უფრო აღელვებთ იარაღის ვიზუალური იერსახე ვიდრე მისი საბრძოლო თვისებები, მაგრამ ფაქტია, რომ მეორად ბაზარზეც ეს იარაღები ჩნდება საკმაოდ დაბალ ფასად და საკმაოდ დიდიხანიც იყიდება. შეიძლება ამის მიზეზი ის არის, რომ მათ იმპორტიორს ჯერ კიდევ აქვს გაყიდვაში ეს იარაღები ამ შეიძლება საქმე იმაშია, რომ ყველა მაღაზია გადავსებულია იაფი “საიგებით” და “ვეპრებით”. შეიძლება ვიღაცას ქონდა გადამეტებული მოლოდინები…    ჩემთვის ასევე უცნობია, რამდენად კარგად ყიდის იმპორტიორი “არსენალებს”. მოკლედ,  ასეა თუ ისე, ჩემი აზრით ეს იარაღი არ იღებს იმ დაფასებას რომელსაც იმსახურებს.

როგორც უკვე გითხარით, SAR-SF-დან მე ვისვრი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, რაც მაძლევს მე საშუალებას გიამბოთ ამ იარაღის ხანგრძლივი ექსპლუატაციის შედეგებზე. თუ ძალიან მოკლედ მომიწევს თქმა, მე ეს პატარა კარაბინები ძალიან მომწონს. ხოლო უფრო ვრცელი შეფასებისთვის გააგრძელეთ ამ სტატიის კითხვა.

შეფასებას მე განვახორციელებ შემდეგი კრიტერიუმებით: საიმედოობა, გამძლეობა, სიზუსტე და ზოგადი შთაბეჭდილებები/თავისებურებები.

თუ საიმედოობით დავიწყებთ, როგორც ჩანს, “არსენალები” განურჩევლად მოდიფიკაციისა არიან საიმედო იარაღები, რასაც ადასტურებს ჩემი პირადი გამოცდილება და ასევე სხვა “იუზერების” გამოხმაურებები. ასევე მე ვერ ვიხსენებ, რომ მოდელ SF-ს, როდესმე გაეჭდოს ჩემ ხელში, ლულაზე დაყენებული სტანდარტული ბუსტერით ან თუნდაც მის გარეშე. ორჯერ, ორ სხვადასხვა SF-ზე, პირველი სროლების დროს საკეტით უხერხული მოძრაობისას მოხდა ორმაგი მიწოდება, როდესაც ქვედა ვაზნა ამოხტა მჭიდიდან, გაყვა ზედა ვაზნას, ცხვირით დაეჯახა რესივერს, რის გამოც ტყვია შევიდა მასრაში და ვაზნა გაფუჭდა. შესაბამისად ასევე ვერ მოხერხდა ზედა ვაზნის მიწოდება სავაზნეში. როგორც ვთქვი ეს მოხდა ორჯერ და არ ვიცი ეს უბრალოდ დამთხვევაა თუ არასწორი მანიპულაცია საკეტით იწვევს ასეთ დაბრკოლებას. უშუალოდ სროლის დროს, SF-ებს არასდროს არ გაუჭედავთ. ეს პატარა კარაბინები უპრობლემოდ ისვრიან ყველა ტიპის .223 კალიბრის ვაზნას მათ შორის AK-74-ის მჭიდებიდან, ეს კიდე საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ბულგარული წარმოების “კალშნიკოვის” მჭიდები ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, მაგრამ მათ აქვთ ორი ნაკლი. ისინი ღირს ძვირი და საქართველოში არ იშოვება. ამიტომაც, როგორც “ერზაც” საშუალება გამოდგება ბევრად უფრო იაფი და ადვილად საშოვნელი AK-74-ის მჭიდები. საჭიროა მხოლოდ მჭიდზე განლაგებული კბილის ოდნავ დაქლიბვა და ის უპრობლემოდ და საიმედოთ დაფიქისრდება კარაბინზე.

რამდენიმე მოძრაობა ქლიბით და შესაძლებელია AK-74-ის მჭიდების გამოყენება. მასრის გეომეტრიაში განსხვავების გამო, მე ვურჩევდი ყველას ჩადონ მჭიდში 20 .223 კალიბრის ვაზნა. მჭიდის უკანა კედელზე შესრულებულუია ნასვრეტი. თუ ნასვრეტში ჩანს ვაზნა და მიმწოდებელი, ესეიგი მჭიდში ზუსტად 20 ვაზნა არის ჩალაგებული. ავტორი ექსპერიმენტირებდა მჭიდების დამოკლებასთან და მჭიდები, როგორც წესი მუშაობდნენ, თუმცა ხუფების ფიქსირების მეთოდი დახვეწას ითხოვდა. 

მე დადასტურებით შემიძლია გითხრათ, რომ АК-74-ის მჭიდების გამოყენება არ მაცირებს “არსენალის” საიმედოობას. ზოგადად ითვლება, რომ საჭიროა მიმწოდებლის გამოცვლა, მაგრამ ამის გარეშეც გავმეორდები, მჭიდები მუშაობენ საიმედოთ, როგორც ნელი, ასევე სწრაფი სროლისას. რატომ არის მნიშვნელოვანი შეამოწმოთ მიწოდების საიმედოობა მაქსიმალური სროლის ტემპით? იმიტომ, რომ ცეცხლის წარმოებისას ვაზნები და ზამბარა იწყებენ თამაშს მჭიდში და თუ რამე არასწორედ არის მორგებული, მიწოდების კუთხე შეიცვლება და მოხდება დაბრკოლება, იარაღი გაჭედავს. მე მინახია ასეთი რამ 5.45 კალიბრის “საიგაზე”. АК-74-ის მჭიდით, ნელი “ჩაფიქრებული” სროლისას იარაღი მუშაობდა ჩვეულებრივად, მაგრამ საკმარისი იყო გესროლა მაღალი ტემპით და იარაღი იწყებდა ჭედვას.

რაც შეეხება გამძლეობას, “არსენალის” კარაბინები ფრეზირებული საკეტით აგებულები არიან, როგორც ტანკები. ფრეზირებული რესივერი უზრნველყოფს დიდ რესურს, ზედ დამაგრებული კონდახი არ იწყებს თამაშს. მჭიდის “შახტა” ფორმას არ იცვლის და მჭიდის თამაში რესივერში მინიმალურია. ასეითი რესივერები მზადდება ფრეზირებით წინასწარ ნაჭედი ნამზადისგან. იმისთვის, რომ ნამზადისგან მიიღოთ გამზადებული რესივერი საჭიროა არც ეტი არც ნაკლები 5 საათი. “არსენალის” “კალაშნიკოვები” ასეთი რესივერებით გადიან ამ მწარმოებლის ტოპ კატეგორიის მოდელებში და შესაბამისად მაღალი ფასიც აქვთ. . აშშ-ში სადაც “არსენალის” პროდუქცია 1993 წლიდან იყიდება, ითვლება რომ ასეთი “არსენალები” საუკეთესო ქარხნული “კალაშნიკოვის” კლონებია. ბონუსი ასეთი რესივერის ასევე არის ის რომ საკეტი შიგნით მოძრაობს ძალიან რბილად, ყოველგვარი წინაღობის გარეშე.

დეტალების გამძლეობას რაც შეეხება, მე არასდროს არ მსმენია ვინმეს აქ ეთქვას, რომ მათ “არსენალზე” რამე გატყდა, მოძვრა ან მწყობრიდან გამოვიდა. არც მე არ მქონია პრობლემები ჩემ კარაბინებთან.

საქართველოში “არსენალი” კარაბინები წარმოდგენილია ორი ტიპის კონდახით, გერმანული MP38/40 ტიპის ქვევიდან მოსაკეცი დუგლუგით და გვერდიდან (მარჯვნიდან) მოსაკეცი მილისებრი რკინის კონდახით.  გერმანული ტიპის დასაკეცი კონდახი, როგორც წესი არ გამოიყენებოდა ავტომატებში ნაშტამპი რესივერით. ასეთი რესივერების მქონე იარაღებში კონდახი მაგრდებოდა ბევრად უფრო ხისტ ფოლადის უკანა ტრუნიონზე, რაც უზრუნველყოფდა დასაკეცი კონდახის სახსარის ხანგრძლივ ექსპლუატაციას. ფრეზირებულ რესივერზე გერმანული ტიპის კონდახის გამოყენება არ წარმოადგენს პრობლემას, იმიტომ რომ კონდახის კბილები შედის კილოებში რომლებიც შესრულებულია რესივერის სქელი ფოლადის კედლებში და მათი დეფორმირება გამორიცხულია. შესაბამისად კონდახიც გაშლილ მდგომარეობაში იქნება მყარი და არ იმოძრავებს. “არსენალზე” გამოყენებული ორივე ტიპის კონდახი არის მყარი და გამძლე.

ქვევიდან მოსაკეცი კონდახის პლიუსებია, მისი უჯკიდურესი კოპაქტურობა დაკეცილ მდგომარეობაში. მინუსებს გაკენუთვნება საზურგე, რომელიც ედება ყველაფერს და იკეცება (ის არ ფიქსირდება მყარად ღია მდგომარეობაში). როგორც ყველა ასეთი ტიპის დუგლუგი ის გაცილებით ნაკლებად კომფორტულია ვიდრე ფიქსირებული კონდახი. გარდა ამისა შეუძლებელი ხდება ოპტკის გვერდითა სამაგრის გამოყენება ამიტომ  SF მოდელებზე ოპტიკის დაყენების შესაძლებლობა გათვალისწინებული არ არის.

jpg_5815-4978d75

SAR-M14SF, რომელიც ასევე იყიდება საქართველოში განსხვავდება მათ შორის იმით, რომ აქვს გვერდიდან მოსაკეცი კონდახი, რაც შესაძლებელს ხდის სამაგრის გამოყენებას და მასზე ოპტიკის დაყენებას. 

რაც შეეხება სიზუსტეს, არ უნდა იყო გენიოსი, რომ მიხვდე, კარაბინისგან, რომელსაც გააჩნია პრაქტიუკლად პისტოლეტის სიგრძის ლულა და სამიზნე ხაზი, არ უნდა ელოდო განსაკუთრებულ სიზუსტეს. კონკრეტულად  SAR-SF და ნებისმიერი АКСУ-ს ფორმატის “კალაშნიკოვის” კლონი არის სუბ-კარაბინი, ანუ  პრაქტკულად პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი შაშხანის კალიბრზე. მისი დანიშნულება არის თავდაცვა. ასეთი იარაღი სწორდება 50-მეტრზე და გამოიყენება ამ მანძილის შიგნით. ეს არ ნიშნავს, რომ ამ იარაღით შეუძლებელია სროლა უფრო დიდ დისტანციაზე მაგრამ ამისთვის ეს იარაღი არ არის განკუთვნილი და ნაკლებად გამოდგება. 50 მეტრზე წოლიდან შესაძლებელია 4-5 სმ-ი ჯგუფების მიღება. 100 მეტრზე ეს ჯგუფი იზრდება 10-12 სმ-მდე. გავმეორდები ეს შედეგები მიღებულია სამი სხვადასხვა SAR-SF-დან, რომლებიც მეტ ნაკლებად ერთნაირად ისროდნენ.  ვიღაცას ეს მოეჩვენება არასაკმარის სიზუსტედ, მაგრამ ასეთი იარაღების გამოყენების ფილოსოფიიდან გამომდინარე ასეთი სიზუსტე სავსებით საკმარისია. თავად განსაჯეთ, ადამიანის სილუეტის სიგანე საშუალოდ 60სმ-ია,  5 სმ-ნი ჯგუფი არის იგივე დიამტერის რაც კაცის მაჯის საათი, ანუ ჯგუფი საკმაოდ პატარაა და საკმარისია რომ 50 მეტრზე განახორციელოთ გასროლა ადამიანის თავის ხელა სამიზნეზე. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ეს შედეგები მიღებულია იარაღებიდან ახალი, შედარებით უხეში სასხლეტებით და რკინის სამიზნე მოწყობილობებით, თანაც ყველაზე იაფი ვაზნებით. შესაძლებელია უფრო უკეთესი შედეგების მიღებაც ოპტიკური სამიზნეების და კარგი ვაზნების გამოყენებით მაგრამ გავმეორდები, ნუ ელდოებით საოცრებებს.

fssf8956

უკანა სამიზნე მოწყობილობა SAR-SF-ზე დაყენებულია რესივერის ხუფზე, რომელიც თავის მხრივ სახსარით დაერთებულია რესივერზე. თავისთავად ცხადია, რომ ხუფი არ არის ხისტად დამაგრებული რესივერზე და ცოტათი მოძრაობს, რაც ასევე ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე.

პრობლემა, რომელიც უკავშირდება “არსენალიდან” კარგი სიზუსტის მიღებას და ზოგადად ასეთი იარაღის გასწორებას, უკავშირდება პრინციპში ყველა “კალაშნიკოვის” კლონს. შეიძლება აიღო იდეალური ლულა (“არსენალის” ლულები ცივად ნაჭედია, ქრომირებული არხით და სავზნით, 1:7 ტვისტით) და მისი “კალაშნიკოვზე” დაყენებით ის უბრალოდ გააფუჭო. არასწორედ ჩასმული ტრუნიონი, არასწორედ ჩასმული ლულა, დახრილი სამიზნე მოწყობილობის ბაზა და დენთის აირების კამერა, “არმატურით გადაჭერილი” ლულა, ზედმეტად თავისუფალი სავაზნე, ეს ყველაფერი გვხვდება “კალაშნიკოვის” სისტემის იარაღში და ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე.  სწორედ ამიტომ ჯიმ ფულერი, მარკ კრებსი, ძმები შარპსები და ბევრი სხვა “კალაშნიკოვის” პროფესორი არ რჩებიან საქმის გარეშე. მათ მიერ აწყობილი “კალაშნიკოვები” ერთი თვალის შეხედვით შეიშლება არ განსხვავდებოდნენ ქარხნული “კალაშნიკოვებისგან”, მაგრამ ეს იარაღები იქნებიან თავისუფალი ასეთი დეფექტებისგან რაც დამახასიათებელია მასობრივი წარმოების “კალაშნიკოვებისთვის” და რა კგასაკვირია,  ფასიც ექნებათ შესაბამისი. საერთოდ უნდა აღვნიშნო, რომ წლების არა და ათწლეულების განმავლობაში ითვლებოდა, რომ “კალაშნიკოვი” არის იაფი იარაღი. მაგალითად  აშშ-ში 90-ან წლებში “ნორინკოს” “კალაშნიკოვის” სადილერო ფასი იყო 120-150 დოლარი. ასევე ითვლებოდა, რომ მისი წარმოება შესაძლებელია ნებისმიერ სახელოსნოში დაბალ კვალიფიციური მუშების მიერ. მაგრამ რეალობა ის არის, რომ “კალაშნიკოვის” წარმოება იაფი არის მხოლოდ მაშინ თუ უშვებ ასიათასობით იარაღს დიდ და სრულად აღჭურვილ ქარხანებში. სადაც სრულდება მრავალი მაგრამ ცალკე იოლი ოპერაცია, რომელიც არ ითხოვს მაღალი კვალიფიკაციის ოსტატებს. საბოლოო პროდუქტი არის ტიპიური მასობრივი წარმოების იარაღი. დიახ, ცოტა რაღაცა იქნება დაბრეცილი, სადღაც გადახრილი, მაგრამ “კალაშნიკოვი” ისეა დაპროექტებული, რომ მიუხედავად ასეთი გადაცილებებისა ის მაინც გაისვრის.  ავტოფარეხში აწყობილი “კალაშნიკოვი” უკვე სულ სხვა თემა არის და აქ იმისთვის, რომ მიიღო კარგი საბოლოო პროდუქტი საჭიროა ბევრი შრომა და ოსტატობა. ეს მალე აღმოაჩინეს ადამიანებმა, რომლებმაც ცადეს “კალაშნიკოვების’ კუსტარულად წარმოება. სწორედ ამიტომ თუ აშშ-ში 900 დოლარად თქვენ მოგივათ კარგი ხარისხის AR-15, ანალოგიური ხარისხის ახალი გამოშვების (არა ყოფილი სამხედრო) АК, დაგიჯდებათ უკვე 1200-1400 დოლარი.

იმათ ვისაც უყვარს ყველაფრის გაზომვა და თვლის რომ ლულაში წინიდან ტყვის ჩატენვით და სპეციალური კალიბრებით არჩეული “კალაშნიკოვი” არის ის რაც მას უნდ, მინდა მოვუყვე ერთი ისტორია.  2016 წელს ჟურნალ “კალაშნიკოვმა” ჩაატარა ტესტირება სადაც სპეციალური კალიბრებით შეამოწმა მაღაზიიდან აღებული 10 ВПО-136-ის ლულები . შემდეგ აიღეს 4 კარაბინი, ყველაზე კარგი, საშუალო და “ცუდი” ლულებით და განახორციელეს საკონტროლო სროლები. ВПО-136 არის “მოლოტის” მიერ წარმოებული კონვერსული იარაღი და წარმოადგენს სამოქალაქო ბაზრისთვის ადაპტირებულ სტანდარტულ საბრძოლო АКМ-ს, რომელშიც გაუქმებულია ჯერებით სროლის შესაძლებლობა.  რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, კარაბინებმა ყველზე მჭიდრო ლულებით აჩვენეს ყველაზე ცუდი შედეგი. იქ სხვა საინტერესო, რამეებიც აღმოჩნდა, მაგრამ შეიძლება თამამად დაასკვნა, რომ აზომვების წარმოებას  და ნახაზების შედეგნას აზრი არ აქვს.     შესაბამისად “კალაშნიკოვის” საუკეთესო შემოწმების მეთოდი არის არა შტანგელცირკულები და სპეციალური კალიბრები, არამედ იარაღის  რენჯზე გატანა და სროლა.  ჯერ კიდევ 1952 წელს საბჭოთა კავშირში გამოცემულ ინსტრუქციაში შავი თეთრზე ეწერა, რომ კალიბრის გამოყენებით დაწუნებული ლულა არ შეიძლება ყოველთვის გახდეს ლულის ჩამოწერის საფუძველი, ასეთი საფუძველი არის მხოლოდ სროლების დროს მიღებული არადამაკმაყოფილებელი სიზუსტე. თუ თქვენი “კალაშნიკოვი” კარგად ისვრის, არ აქვს უაზრო ჰორიზონტალური გაფანტვა და კორაც გასწორების შემდეგ წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზის ცენტრში ზის, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლად.

asdas89032

მესამე SAR-SF-ზე იმისთვის, რომ იარაღი გასწორებულიყო 50 მეტრზე საჭირო გახდა წინა სამიზნე მოწყობილობის შესწორების მარაგის პრაქტიკულად მთლიანად გამოყენება. იარაღი გასწორდა, მაგრამ ვიღაცას ჩათვლის რომ ბოლომდე მარჯვნივ გაწეული კორა მიუღებელია. არიან ესეთი ადამიანები ყველაფერში იდეალს რომ ეძებენ. ჩემ შემთხვევაში, იარაღის გასწორდა? პრობლემაც არ არის.კიდევ ერთი ხერხი გაზარდოთ შესწორებების მარაგი და გაანულოთ იარაღი გადახრილი ლულით ან წინა სამიზნე მოწყობილობით, არის უკანა სამიზნე მოწყობილობაზე თარაზოს საჭირო ერთ მხარეზე მეტალის მოხსნა. ეს ერთის მხრივ ცოტათი უფრო გაზრდის სამიზნეების ხილვადობას და ახლო მანძილებზე გაადვილებს სროლას და გარდა ამისა, ასევე მოგცემთ საშუალებას კიდე ცოტათი გადაწიოთ საჭირო მხარეს მოხვედრის წერტილი. 

რაც შეეხება რაიმე განსკუთრებულ, ყურადღბა მისაქცევ თავისებურებებს, აღვნიშნავ ალბათ ორ რამეს. “არსენალების” დაფარვას და დეტალების თავსებადობას.

დაფარვას რაც შეეხება, როგორც ჩანს ნებისმიერი გამხსნელი ან ასეთის შემცველი საწმენდი სითხე ადვილად შედის რეაქციაში დაფარვასთან და შლის ან აზიანებს მას. სიმართლე გითხრათ მე არაფერი ასეთი სხვა იარაღზე არ შემხვედრია და როგორც ჩანს ბულგარელებმა არასწორი საღებავი აირჩიეს. სპირტი, აცეტონი, Hoppes 9 და ალბათ ბევრი სხვა საწმენდი სითხე არ უნდა გააკაროთ ამ საღებავს, რომლითაც იარაღი არის შეღებილი. საღებავი სქელი და გამძლეა, კარგად უძლებს ნორმალურ ექსპლუატაციას და არ იქუცება, მაგრამ უბრალოდ აქვს ეს ერთი თავისებურება, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.

რაც შეეხება კასტომიზაციას და გადაკეთებას, გასათვალისწინებელია, რომ იარაღს აქვს ფრეზირებული რესივერი და რამე ნაწილის შეძენისას უნდა დარწმუნდეთ, რომ ის მიდის “არსენალზე” ფრეზირებული რესივერით. აშშ-ში “არსენალი” ძალიან პოპულარულია და პროდუქტის აღწერილობაში წესით უნდა ეწეროს თავსებადობის შესახებ.

P1060766

ვტორის კუთვნილი პირველი SF, АК-ს ბაკელიტის მჭიდით, FAB Defense-ის ტიბჟირით (დაჭირდა მორგება), “Aimpoint-ის კოლიმატორით, Streamlight TLR-1 ფარნით და Сondor-ის ორ წერტილიანი ღვედით

პირდაპირ კოლოფიდან, “არსენალის” კარაბინები პრინციპში არაფერ განსაკუთრებულ ოპერაციებს არ ითხოვენ. ყველა მჭიდის კბილი აღმოჩნდა დასაქლიბი, რომ საკეტელა ბოლომდე დახურულიყო. მე ასევე არ მომეწონა ზედმეტად ბასრი საკეტის სახელური, რომელიც ქლიბით გადავამრგვალე. მეტი არაფრის დაქლიბვა/გადაჭერა საჭირო არ იყო.

მე კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც მივედი მაღაზიაში “არსენალის” კარაბინის ასარჩევად. ჯერ მინდოდა სტანდარტული მოდელი, მაგრამ მერე გადმოვიღე მოკლე SF და მივხვდი, რომ ეს იყო ის რაც მე მჭირდებოდა. დიახ მე ვიცოდი, რამდენად შემცირდებოდა საწყისის სიჩქარე და ასევე მესმოდა რომ 200 და 300 მეტრზე სროლაც არ გამოვიდოდა, მაგრამ  იარაღი იმდენა კომპაქტური, მსუბუქი და “მანევრირებადი” იყო, რომ არჩევანი მასზე გავაჩერე.

ახლო მანძილებზე SAR-SF არის მრისხანე და ეფექტური იარაღი, მჭიდში ჩადის 30 ვაზნა. მოკლე ლულის გამო, სიმძიმის ცენტრი უკან არის გადანაცვლებული, საყრდენი ხელის წინ, წონა პრაქტიკულად არ არის, რის გამოც ცეცხლის გადატანა და იარაღით მანევრირება ძალიან ადვილია. უკუცემა მინიმალურია. ყველა საქართველოში იმპორტირებული SAR-SF აღჭურვილია დახვეწილი და ეფექტური ალჩამხშობით, რომელიც ამცირებს როგორც ლულის ალს ასევე  დენთის აირების წნევის დარტყმას. ცალკე ეს მოწყობილობა რომ იყიდოთ, დაგიჯდებათ 80-100 დოლარი. SAR-SF-ზე ის სტანდარტულად ყენდება რაც ძალიან კარგია. მოკლე “არსენალი” არის სპეციალიზირებული ან თუ გნებავთ ვიწრო-სპეციალიზირებული იარაღი, რაც ნიშნავს, რომ ის თავს იჩენს ერთ კონკრეტულ სფეროში, მაგრამ ვერ ქაჩავს სხვა სფეროებში. ერთის მხრივ იარაღი არის გონივრულად მსუბუქი, არის ძალიან კომპაქტური (500მმ დაკეცილი დუგლუგით), მეორეს მხრივ კონსტრუქციული თავისებურებები, მოკლე ლულა და მოკლე სამიზნე ხაზი სერიოზულად ზღუდავენ ამ იარაღის ეფექტური სროლის მანძილს. გაითვალისწინეთ ეს არჩევანის გაკეთებისას.

პრინციპში მეტის თქმა ამ იარაღზე მე არ შემიძლია. სხვა კალაშნიკოვებთან შედარებით “არსენალი” ღირსეულად გამოიყურება და არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ამ სისტემის იარაღი, რომელიც იყიდება საქართველოში. უბრალოდ ნუ გექნებათ გადამეტებული მოლოდინები. “არსენალი” ისევე, როგორც “ვეპრი” და “საიგა” არის მასობრივი წარმოების იარაღი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ გამოირჩევიან მაინც და მაინც წარმოების მაღალი კულტურით.  გაითვალისწინეთ ეს “კალაშნიკოვის” ფლატფორმაზე არჩევანის გაკეთებისას.

კვირის იარაღი – Heckler&Koch P7

March 21st, 2018

p71omn

გასული საუკუნის მეორე ნახევარში გერმაული “ხეკლერ&კოხი” იყო დაკავებული ძალიან საინტერესო იარაღების შექმნით. ისინი ექსპერიმენტირებდნენ სხვადასხვა დიზაინებით და ტექნიკური გადაწყვეტილებებით. წარმოებაში გაშვებული უმეტესობა მათი იარაღი დროთა განმავლობაში გამოდიოდა მაგალითად წარმატებული, როგორც პირველი პისტოლეტი პოლიმერის ჩარჩოთი P09, ნაწილი გამოდიოდა არც ისე წარმატებული, როგორც პისტოლეტი VP70, ნაწილი კი დროთა განმავლობაში ხდებოდა უბრალოდ ლეგენდარული, როგორიც მაგალითად  H&K MP-5 ან ამ კვირის ჩვენი იარაღი – 9მმ-ნი ავტომატური პისტოლეტი – PSP/P7M8. მართლაც, რომ დავუფიქრდე მე არ მეგულება სხვა იარაღი, რომელიც თავის კონსტრუქციაში მოიცავდა ამდენ თამამ ტექნიკურ გადაწყვეტილებას და ამავდროულად გახდებოდა კომერციულად წარმატებული. უფრო მეტიც ძალიან ბევრი ავტორიტეტული ექსპერტი თვლის, რომ H&K P7 ყველა დროის ყველაზე საუკეთესო 9მმ-ან პისტოლეტია.

ახალი პისტოლეტი იქმნებოდა გერმანული პოლიციის დაკვეთით და აქიდან მოდის მისი პირველი სახელწოდება – PSP (Polizei Selbstlade Pistole, პოლიციური თვითდამტენი პისტოლეტი). ამ სახელით პისტოლეტი გამოდიოდა ორი წელი, რის შემდეგაც მას დაერქვა P7M8 (M-Magazincapazitat – მჭიდის ტევადობა, ამ შემთხვევაში 8 ვაზნა).   იმისთვის, რომ პისტოლეტი ჩამჯდარიყო მკაცრ მოთხოვნებში, რომლებიც უკავშირდებოდა წონას, გერმანელმა ინჟინერებმა აირჩიეს უჩვეულო ავტომატიკის სქემა, რომელიც იყენებდა დენთის აირების ენერგიას საკეტის დამუხრუჭებისთვის, იმ მომენტამდე სანამ ტყვია დატოვებდა ლულას და წნევა ლულაში დავარდებოდა უსაფრთხო მაჩვენებლებამდე, რის შემდეგაც ხდებოდა საკეტის გახსნა და მასრის ექსტრაქცია. დენთის აირების აღება ხდებოდა ნასვრეტიდან ლულაში, რომელიც პირდაპირ სავაზნის წინ იყო განლაგებული, ხოლო ლულის ქვეშ განლაგებული იყო დგუში რომელსაც დენთის აირები აწვებოდა და არ აძლევდა საკეტს გახსნის საშუალებას. ასეთმა სქემამ გაამარტივა იარაღის კონსტრუქცია და მისი წარმოება (ლულა დაფიქისირებულია ჩარჩოზე და არ მოძრაობს, საკეტი გამოვიდა მსუბუქი და კომპაქტური) ხოლო წონამ მიუხედავად მთლიანად ფოლადის კონსტრუქციისა შეადგინა მხოლოდ 785 გრ. გარდა ამისა P7 ასევე იყო ერთ-ერთი თუ არა ყველაზე პირველი პისტოლეტი ლულის პოლიგონალურ ღარიანი არხით. კიდევ ერთ საინტერესო პისტოლეტის სავაზნის კედლებზე შესრულებული იყო ე.წ. “რეველის ღარები”, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დენთის აირების წნევით მოხვედრას სივრცეში მასრის და სავაზნის კედლებს შორის რაც აადვილებდა ექსტრაქციას.

CCP_P7_PISTONS-900x496

ხეკლერ&კოხის კონკურენტმა „ვალტერმა“ არც ისე დიდიხნის წინ გამოიყენა ანალოგიური ავტომატიკის სქემა თავის უახლეს CCP-ში

ამით უჩვეულო და ინოვააციური გადაწყვეტილებების სია არ მთავრდება. P7-ს გააჩნდა უჩვეულო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელიც პირველად დააპატენტა ვინმე ალან ვუდროფმა, ჩიკაგოში 1918 წელს. იმისთვის, რომ პისტოლეტიდან განახორციელოთ გასროლა უნდა შეკუმშოთ მისი ტარი, ტარის მოძრავი წინა ნაწილი შეიწევა უკან და ნაწილობრივ შეაყენებს საბრძოლო ზამბარას, ხოლო სასხლეტზე დაჭერა გაათავისუფლებს დამრტყმელს და მოხდება გასროლა. თავისებურება ამ სისტემის ის არის, რომ ტარის შეკუმშვისთვის საჭიროა 6-7 კილოგრამის ტოლი ძალის დატანება, მაგრამ როგორც კი ტარი ბოლომდე შეიკუმშება საჭიროა მხოლოდ 500 გრამის ტოლი ძალა, რომ იარაღი ნახევრად შეყენებულ მდგომარეობაში გეჭიროთ ხელში. ხელს გაუშვებთ თუ არა იარაღი ისევ დაბრუნდება უსაფრთხო მდგომარეობაში. თუ საკეტი დაფიქსირებულია ღია მდგომარეობაში, სახელურის შეკუმშვა გამოიწვევს მის გათავისუფლებას და დაკეტვას.  ასე რომ გამოდის, რომ თქვენ გაქვთ იარაღი მშვენიერი ერთმაგი მოქმედების სასხლეტით, რომლის შეყენებისთვის (საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანისთვის) საკმარისია ის ხელში აიღოთ და ხელი მოუჭიროთ, ხოლო თუ ხელს აუშვებთ იარაღი ავტომატურად ბრუნდება უსაფრთხო მდგომარეობაში. თუ სტრესში აგერიათ თანმიმდევრობა, პრობლემა არ არის. ჯერ სასხლეტს რომ დააჭიროთ და მერე შეკუმშოთ ტარი, გასროლა მაინც მოხდება (თუ სასხლეტზე თითის დაჭერას განაგრძობთ).  რაიმე სხვა უსაფრთხოების ფუნქცია (მექანიკური მცველი) პისტოლეტს არ გააჩნია და არც ჭირდება. ჰეკლერ&კოხის მარკეტოლოგები ხაზს უსვავდნენ, რომ ახალ პისტოლეტს უნიკალური დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით არ ჭირდებოდა მექანიკური მცველი იმისთვის რომ ყოფილიყო აბსოლუტურად უსაფრთხო ვაზნით სავაზნეში.

P7_Stripped_Right-730x521

მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტის მექანიზმი სირთულით საათის მექანიზმს წააგავს, ის გამოდგა მუშა და საიმედო. მასად აიუბი თავის წიგნში აღწერს ტესტირებას, რომლის მიხედვითაც 80-ან წლებში ის თავის კურსებზე იყენებდა P07-ს, რომელმაც წმენდის გარეშე სხვადასხვა სტუდენტის ხელში გაისროლა 10 000 ვაზნა დაბრკოლების გარეშე.

მჭიდის საკეტელა P7-ზე განლაგებულია ტარის ძირში, როგორც მიღებული იყო იმ დროს ევროპულ პისტოლეტებზე, მაგრამ აქაც გერმანელებმა ნახეს ადგილი ინოვაციისთვის და იმისთვის, რომ მჭიდი გაათავისუფლოთ საკეტელა უნდა გაწიოთ არა უკან, როგორც მაგალითად “მაკაროვში”, არამედ მიწიოთ წინ, რაც უფრო მოსახერხებელი და სწრაფია. მოგვიანებით საკეტელა „ჩაიმალა“ ტარის შიგნით, რომ არ მომხდარიყო მჭიდის შემთხვევითი გათავისუფლება.

პისტოლეტის დაშლა ძალიან ადვილია. იმისთვის რომ მოხსნათ მას საკეტი საკმარისია დააჭიროთ პატარა ღილაკს ჩარჩოს უკანა მარცხენა ნაწილში, ოდნავ გამოწიოთ საკეტი უკან და ზევით. იარაღი მზად არის წმენდისთვის. ანალოგიური გადაწყვეტილება მე შემხვედრია გერმანული Ortgis-ის სისტემის პისტოლეტზე, რომელიც გამოვიდა 1919 წელს.

1976 წლიდან 1981 წლამდე ხეკლერ&კოხი დაკავებული იყო გერმანული პოლიციისთვის  ახალი პისტოლეტის მიწოდებით და ის სამოქალაქო ბაზარზე არ იყიდებოდა.  1986 წელს პისტოლეტით დაინტერესდნენ აშშ-ში, კონკრეტულად ნიუ ჯერსის პოლიციის დეპარტამენტმა ისურვა პისტოლეტის შეძენა, მაგრამ იმ პირობით რომ მჭიდის საკეტელას ნაცვლად, გამოყენებული იქნებოდა ტრადიციულ ადგილას განლაგებული ღილაკი. ვინაიდან ტარის მოძრავი წინა ნაწილის გამო ღილაკის განლაგება იყო შეუძლებელი, ჰეკლერ7კოხში გადაწყვიტეს ორმხრივი ბერკეტის მაგვარი ნაწილის ინტეგრირება კონსტრუქციაში. ასე გაჩნდა ხეკლერ&კოხის საფირმო სპეციფიური საკეტის ღილაკი თუ ბერკეტი, რომელიც შემდგომ გამოყენებულ იქნა ბევრ სხვა ამ კომპანიის პისტოლეტში.

PSP იყენებდა ერთ რიგიან 8 ვაზნიან მჭიდს, მოგვიანებით გაჩნდა მოდელი P7M13 13 ვაზნიანი ორ რიგიანი  მჭიდით. ასევე გამოვიდა მოდელი გათვლილი ძლიერ .40S&W-ზე, რომელიც მაინცდამაინც არ გახდა პოპულარული რიგი მიზეზების გამო, რომელთა დასახელება ცდება ამ სტატიის ფორმატს.  სხვა გაუმჯობესებებს რაც შეეხება, გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტის ქვედა ნაწილი ხურდებოდა ინტენსიური ცეცხლის წარმოების დროს, ჩარჩოს დაემატა პლასტმასის დამცავი ფარი, რომელიც იცავდა ხელს სიცხისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პისტოლეტი იყენებდა ფიქსირებულ ლულას, ადვილად იყო შესაძლებელი ამ პისტოლეტის ადაპტაცია სხვადასხვა კალიბრებზე. მოდელი P7K3, პისტოლეტი მარტივი,  თავისუფალი საკეტით გამოდიოდა ქარხნულად სამ  კალიბრზე 9mm Kurz (.380), 7.65mm (.32) და .22 LR და მსროლელს შეეძლო საკუთარი ძალებით პისტოლეტის კონვერტაცია.

მთლიანობაში P7M8 გამოვიდა, კომპაქტური, მსუბუქი, გამძლე, ზუსტი მაგრამ საკმაოდ ძვირი (ამდენი კვლევა-განვითარებისთვის საჭირო იყო ბევრი ფული). გარდა ამისა პისტოლეტი გამოირჩეოდა მშვენიერი სროლისუნარიანობით. ამას განაპირობებდა დაბალი ლულის ღერძი, ოპტიმალური ტარის კუთხე (110 გრადუსი), დაბალი უკუცემა, კარგი ერგონომიკა, კარგი სასხლეტი და უჩვეულოდ (იმ პერიოდისთვის) დიდი და შესაბამისად კარგად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები. ორ რიგიანი P7M13 ასევე იყო პოპულარული, თუმცა  უფრო სქელი ტარის გამო ისეთი სამაგალითო ერგონომიკით არ გამოირჩეოდა.

პისტოლეტი გამოდიოდა არც მეტი არც ნაკლები  32 წელი, 1976 წლიდან 2008 წლამდე და 19 ქვეყანაში იქნა მიღებული ჯარის და პოლიციის შეიარაღებაში. 90-ან წლებში ამ პისტოლეტების გარკვეული რაოდენობა საქართველოშიც იყო შემოტანილი და გაიყიდა სამოქალაქო ბაზარზე.

p7okob

2016 წელს გერმანიაში, ოქტობერფესტზე გადაღებული კადრები, რომლებიც ადასტურებენ რომ P7 ისევ მსახურობს გერმანულ პოლიციაში.

6 მიზეზი, რატომ ვთქვი უარი Zastava M70B1-ის გაყიდვაზე

March 20th, 2018

ერთი თვის განმავლობაში მე ვცდილობდი გამესხვისებინა ჩემი აზრით მართლაც კარგი იარაღი, თანაც ძალიან მოკრძალებულ ფასად – 1000 ლარად. ბოლოს გასხვისება გადავიფიქრე და რამდენიმე მიზეზის გამო გადავწყვიტე იარაღის ჩემთან დატოვება.

მიზეზი პირველი: ანალოგიურ ფასად უბრალოდ ვერ ნახავ სხვას ვერაფერს. „კალაშნიკოვების“ კლონების ფასი საქართველოში ბოლო ორი წელი საგრძნობლად დაეცა. ახალი „საიგა“ სანადირო ვარიანტში ღირს მაღაზიაში 1000 ლარი. ტაქტიკური მოდელების ფასი იწყება 1300 ლარიდან. მეორადი „ზასტავას“ ფასიც მერყეობს ამ ფარგლებში. მე ვყიდი იარაღს, იმიტომ, რომ ვიყიდო სხვა იარაღი და დავწერო მასზე სტატია. შესაბამისად ამ ფასში მე უბრალოდ ვერაფერ საინტერესოს ვერ ვიყიდიდი თუ არ დავამატებდი კიდე ერთ მაგდენს.

მიზეზი მეორე: „ზასტავა“ ამსხვრევს ყველა იმ სტერეოტიპს, რომელიც აქ აქვთ ასეთ იარაღთან მიმართებაში. როგორ? ქრომირებული ლულა არ აქვს? აუფ! ეს რა მითხარი!  და მერე მგონი ტელეფონში მესმის ტირილის ხმა…. არა რაზეა საუბარი, კარგია როდესაც ქრომი არის, მაგრამ ქვეყანა არ დაიქცევა თუ ის არ იქნება. მითუმეტეს როდესაც ფასიც მოკრძალებულია. მითუმეტეს, როდესაც იარაღი არ ისვრის ჯერებით და მითუმეტეს თუ თქვენ არ აპირებთ ახლო მომავალში საიდუმლო ოპერაციებში მონაწილეობას ინდო-ჩინეთის ნესტიან ჯუნგლებში. ჩემი „ზასტავა“ გამოშვებულია 1986 წელს, მან იმსახურა და იომა ჯარისკაცის ხელებში. მთელი ეს პერიოდი ამ იარაღიდან ისროდნენ კოროზიული ვაზნებით და მიუხედავად ამისა ლულა არის შესანიშნავ მდგომარეობაში. იარაღი თან ძალიან ზუსტია. 30 წლის განმავლობაში ლულა არ მოისპო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თუ ცოტათი მაინც იარაღს მოუარე, ეს იარაღი მთელი ცხოვრება გეყოფა. თუ რა თქმა უნდა ვაზნებს არ წვავ ცინკებით, რაც საქართველოში ნაკლებად სავარაუდოა. ერთადერთი პრაქტიკული ნაკლი, რაც აქვს არაქრომირებულ ლულას, ეს არის საჭიროება კარგი და ხშირი წმენდის. ამისთვის მე 15 დოლარად შევიძინე მეორადი შვეიცარიული 7.62 კალიბრის იარაღის საწმენდი კომპლექტი. ნებისმიერი ანალოგიური ხარისხის ახალი კომპლექტი დაჯდებოდა ოთხჯერ მეტი და ასეთი კომპლექტი საჭიროა იმისთვის, რომ „ზასტავას“ ლულამ იმუშაოს კიდე 30 წელი. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ერთ სროლით გაცვეთილ ლულაზე მოდის სამი ახალი ლულა გაფუჭებული არასწორი წმენდით ან მომსახურებით.

swisskit

ორი სიტყვა – შვეიცარიული ხარისხი. პლასტმასის ქილებში ჯერ კიდევ არის ტაოტი, ხოლო კომპლექტს მოყვებოდა სპეციალური სარკე, რომ ჩაანათოთ ანარეკლით ლულაში და დარწმუნდეთ, რომ ის იდეალურად სუფთა არის. ნაკრები არის საველე, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ის სულ თან გქონდეს და გაწმინდოთ იარაღი ეგრევე სროლის შემდეგ. 

მიზეზი მესამე: „ზასტავა“ ორიგინალური, ცივი ომის იარაღია. ის არ არის სამოქალაქო ბაზრისთვის აწყობილი იარაღი.  ეს იარაღი იქმნებოდა მესამე მსოფლიო ომისთვის. გაძლიერებული 1.5მმ-ნი ნაშტამპი რესივერი, გაძლიერებული “ტრუნიონი”, ცივად ნაჭედი ლულა – ეს ყველაფერი საჭიროა, რომ იარაღმა გაუძლოს ლულაზე წამოცმული ყუმბარებით სროლას და ჯარში მძიმე ექსპლუატაციას. ის არ იყო გადაწყობილი ან აწყობილი ნაწილების კომპლექტებიდან, არ აქვს შეცვლილი დაფარვა, როგორც ტიპიური კონვერსიული იარაღის შემთხვევაში. ერთადერთი ცვლილება, რაც ამ იარაღმა განიცადა არის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდიფიკაცია, რომ გამოირიცხოს ჯერებით სროლა. ყველა დეტალზე ამოტიფრული ნომრები ემთხვევა ერთმანეთს, რაც ზრდის ამ იარაღის საკოლექციო ღირებულებას. ასეთი იარაღი ბევრი არ არის და ასეთი იარაღი ასეთი კარგი ლულით საერთოდ იშვიათობაა.

მიზეზი მეოთხე: იარაღი უბრალოდ ლამაზია. ამ იარაღს აქვს ის ხიბლი, რომელსაცც ვერ ნახავთ ახალ იარაღში. ის გამოიყურება, როგორც პროფესიონალური ოფ-როუდის მანქანა. ის შეიძლება იყოს დაკაწრული, დაჭეჭყილი გვერდებით, ტალახიანი, მაგრამ ბევრად უფრო მომხიბვლელი და სასურველი ადამიანისთვის, რომელსაც უყვარს ბუნებაში ყოფნა, ვიდრე ახალი გასისისინებული „კროსოვერი“, იმიტომ რომ ფუნქცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფორმა.  ის გამოიყურება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც არ დაგაღალატებს ყველაზე რთულ სიტუაციაში და თანაც ეს, როგორც ჩანს დაამტკიცა უკვე არაერთხელ.

29432911_611093482566146_9213681521188143104_o

“ზასტავა” უბრალოდ ლამაზია

მიზეზი მეხუთე: როდესაც ბევრი იარაღიდან ისვრი წლების განმავლობაში და მე აქ არ ვგულისხმობ 4-5 იარაღს 2-3 წლის განმავლობაში, მე ვგულისხმობ მაგალითად 170-200 იარაღს 15 წლის განმავლბაში, შენ ამჩნევ, რომ არსებობენ ე.წ. „იღბლიანი იარაღები“. ასეთი იარაღები მაგალითად გამოირჩევიან იმით, რომ “ადვილად ისვრიან” თუმცა შეიძლება თავიდან იფიქრო, რომ ამ იარაღიდან რაიმე კარგი შედეგის დადება რთული იქნება. „ზასტავა“ ზუსტად ასეთი იარაღია. ის თავიდანვე იყო იდეალურად გასწორებული, ანუ მისი მისროლა და გასწორება არ იყო საჭირო. ეს კარგია, იმიტომ, რომ “კალაშნიკოვის” გასწორება შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ საწვალებელი დავალება. ვიღაცა იტყვის, რომ „კალაშნიკოვები“ არ გამოირჩევიან სიზუსტით. პირველი გასროლა 50 მეტრზე და მოხვედრა პირდაპირ სამიზნის ცენტრში. აიღე „ზასტავა“ ჩადე შიგნით კარგი ჩეხური ვაზნები, უბრალოდ დაჯექი ტრაკზე, და 10-დან 10-ვაზნას ჩასვავ სილუეტში 200 მეტრზე, თანაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. მერე ხედავ პატარა ქვას 130 მეტრზე. უმიზნებ, აჭერ სასხლეტს და თეთრი მტვერის ამოფრქვევით ხვდები, რომ იმპროვიზირებული სამიზნე განადგურებულია, რაშიც დასტურდები ადგილზე მისვლის შემდეგ. გვერძე მდგომებიც ამჩნევენ შენ კარგ შედეგებს.  გიჩნდება რწმენა იარაღში და საკუთარ თავში. 1000 ლარად ასეთი სიამოვნება, პრაქტიკულად ნაჩუქარია.

oneshotonekill

და ბოლოს მეექვსე მიზეზი: ასეთ იარაღს ჭირდება შესაბამისი მყიდველი. კაცი, რომ მოვა იარაღის სანახავად და ჯერ თხრის წინიდან ტყვიას ლულაში და „ვუი რა ღრმად ჩავიდაო“, მერე მზის შუქზე მოსევადების მოწითალო ფერი აერევა ჟანგში და ბოლოს გამოგიცხადებს, რომ ლულის „შავი“ არხი უფრო ბრჭყვიალა უნდა იყოს ვიდრე ქრომირებული… დიდი ბოდიში, მე არ მცალია ასეთი რამეებისთვის. ამიტომ „ზასტავა“ რჩება ჩემთან. კარგ ხელებში. სწორედ იქ სადაც არის მისი ადგილი.

.45 Auto და Glock 21 Gen4

March 15th, 2018

P1090061

ერთი საუკუნის წინ შექმნილი “ყველაზე ამერიკული” ვაზნა – .45 Auto (.45 ACP), დღემდე ბევრისთვის არის “ოქროს სტანდარტი” პისტოლეტის თავდაცვით კალიბრებში. ტყვიის კალიბრი 11.5მმ-ია. წონა 165-დან 230 გრანამდე. ენერგია სტანდარტული მუხტით (230 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვია) 500 ჯოულს შეადგენს. მიუხედავად სახელგანთქმული რეპუტაციის, შთამბეჭდავი ციფრების, ნამსახურებისა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში და სამართალდამცავ სტრუქტურებში, ამ ვაზნას ჩრდილო ამერიკის გარდა პრაქტიკულად არსად არ იყენებენ. პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე ქვეყანამ მათ შორის რუსეთმა მიიღეს  გარკვეული რაოდენობით აშშ-დან პისტოლეტები ამ კალიბრზე , მაგრამ საქმე ამას არ გაცდა და მეტი არსად და არასდროს ამ კალიბრის პისტოლეტები შეიარაღებაში არ მიღებულა. ყოველ შემთხვევაში ისეთი რაოდენობით, რომ ამაზე ღირდეს საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში აშშ-იც არმიამ და მეტ წილად პოლიციამ უარი თქვა .45-ზე, “სამოქალაქო სექტორში” მას კვლავ ყავს ლოიალური მომხმარებლების არც თუ ისე მცირერიცხოვანი არმია. თუ არ ჩავთვლით ჩრდილო ამერიკას, .45 პოპულარობის ნაკლებობა შეიძლება აიხსნას ბევრი მიზეზით. მაგალითად ეს კალიბრი არ იყო არსად მირებული შეიარაღებაში, რაც ნიშნავს რომ არ არის ხელმისაწვდომი იაფი ტყვიაწამალი და კონვერსიული იარაღი. შესაბამისად ფასები ასეთ იარაღზე და ამუნიციაზე ყოველთვის იქნება მაღალი. გარდა ამისა .45 არის დიდი და მძლავრი კალიბრი, შესაბამისად იარაღიც ამ კალიბრზე იქნება დიდი, ხოლო კომპაქტურ იარაღში რთული მოსათვინიერებლად. თავის დროზე ორმა რამემ განაპირობა ამ ვაზნის ზომები და სიმძლავრე. ახალი ვაზნას ავტომატური პისტოლეტისთვის უნდა გაეწია კონკურენცია იმ დროს არსებული ამერიკული წარმოების  .45 კალიბრის რევოლვერებისთვის და ასევე ის თავიდან იქმნებოდა მაღალი ტერმინალური ეფექტურობის მიღწევისთვის, რა თქმა უნდა ცოდნის იმ დონის გათვალისწინებით, რომელიც არსებობდა იმ დროს. ხოლო იმ დროს ნაკლები რამ იყო ცნობილი კონტროლირებად ექსპანსიაზე, ამიტომ ბუნებრივია, რომ არჩევანი გაკეთდა დიდი და მძიმე ტყვიაზე. საიდან ასეთი მოთხოვნები? საქმე იმაშია, .45 Auto-ს გამოჩენას აშშ-ის შეიარაღებული ძალების შეიარაღებაში წინ უძღვოდა კამპანია ფილიპინებზე. ამერიკული ჯარი იმ დროს იყო შეიარაღებული  .38 Long Colt კალიბრის, 1892 წლის კოლტის სისტემის რევოლვერით. შექმნილი 1892 წელს ეს კალიბრი იყნებდა 9 გრამიან ტყვიას, საწყისი სიჩქარით 230 მ/წ-ში და ენერგიით 260 ჯოული. როგორც ხვდებით ეს იყო ძალიან მოკრძალებული მაჩვენებლები და იარაღი ასეთი ვაზნებით ვერანაირად ვერ გამოდგებოდა ეფექტური ახლო ბრძოლებში. როდესაც გახდა ცხადი, რომ ეს იარაღი არ იყო ეფექტური და ვერ უზრუნველყოფდა საფრთხის სწრაფ ნეიტრალიზაციას, ჯარს დროებით დაუბრუნეს ძველი მსხვილკლაიბრიანი რევოლვერები.

american-philippines

ამერიკელი ჯარისკაცები პოზირებენ სურათისთვის .38 კალიბრის საშტატო “კოლტებით”. მანილა, ფილიპინები.

1904 წელს აშშ-ის შეიარაღებული ძალების არსენალის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ქროზიერმა, მისცა ბრძანება ორ ოფიცერს გამოეკვლია თუ როგორი უნდა ყოფილიყო მომავალი პირადი იარაღის ახალი კალიბრი.  ეს ოფიცრები იყვნენ კაპიტანი ჯონ ტომპსონი და სამხედრო ექიმი მაიორი ლუის ლაგარდი, ხოლო მათ მასშტაბურ კვლევას შემდგომ უწოდეს “ტომპსონ-ლაგარდის ცდები”. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ადამიანები ესროდნენ ცოცხალ და მკვდარ ცხოველებს და იწერდნენ შედეგებს. ბოლოს მათი რეკომენდაციით მომავალი იარაღის კალიბრი უნდა ყოფილიყო .45, თუმცა ასევე დაამატეს, რომ ჯარისკაცებმა უნდა შეისწავლონ ზუსტო სროლა, იმიტომ რომ ადამიანის სხეულის უმეტეს ნაწილებში მოხვედრა არ უზრუნველყოფს საჭირო ეფექტს, შოკით ან სხვა მექანიზმით მის შეჩერებას. დღევანდელი გადმოსახედიდან ყველა ეს რჩევა სწორი გამოდგა და პისტოლეტის შემთხვევაში, გადაწმყვეტია არა კალიბრი არამედ ადგილი სადაც ტყვია მოხვდება სამიზნეს.  ეს განსაკუთრებულად იმათმა უნდა ჩაინიშნონ ვისაჯ ჯერა რომ დიდი კალიბრის პისტოლეტის ტყვია მოხვედრილი თუნდაც “ფრჩხილში” ავტომატურად გამოყავს სამიზნე მწყობრიდან. ეს ასე არ არის.  პისტოლეტის არის კომპაქტური იარაღი და შეუძლებელია ისეთი კალიბრის მასში ჩატევა, რომელიც უზრუნველყოფს გადამწყვეტ უპირატესობას და რადიკალურად გაზრდის იარაღის ეფექტურობას, იმის გარეშე რომ პისტოლეტის წონა და გაბარიტები არ გაფრინდეს კოსმოსში.

gfdffd

1911 წლის 28 მარტს .45ACP და M1911 ტიპის პისტოლეტი ოფიციალურად იქნა მიღებული შეიარაღებაში.

.45 Auto არის გამორჩეული ვაზნა, გარკვეული უნიკალური თვისებებით. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მას აქვს ბგერზე უფრო დაბალი სიჩქარე, რაც ნიშნავს, რომ ეს ვაზნა იდელაურია მაყუჩიანი იარაღისთვის, იმიტომ რომ საჭირო არ არის მისი სპეციალური “შენელება”. გარდა ამისა ვაზნა ოპერირებს ძალიან დაბალ წნევაზე და ის არ განეკუთვნება მაღალ წნევიან კალიბრებს. ამის გამო ის არ ტვირთავს იარაღის კონსტრუქციას და აქვს სტაბილური შიდა ბალისტიკა რაც ნიშნავს, რომ ის მუშაობს საიმედოთ, წარმოებისას დაშვებული გადაცდომები არ აისახება რადიკლაურად ვაზნის საიმედოობაზე და სიზუსტეზე, ვაზნას გააჩნია მაღალი თანდაყოლილი სიზუსტე. . უკუცემის იმპულსი რა თქმა უნდა არ არის ნებისმიერი გაგებით პატარა, მაგრამ ის არის დინჯი, თითქოს დროში გაწელილი და არა ხისტი და მკვეთრად გამოხატული. ამის, გამო იარაღი ასეთ ვაზნაზე გათვლილი, როგორც წესი გამოდის ძალიან ზუსტი და ძალიან დიდი რესურსით. მათ შორის, როგორც წესი უფრო ზუსტი ვიდრე ანალოგიური სისტემის, მაგრამ სხვა კალიბრებზე გათვლილი იარაღები. რაც შეეხება მინუსებს, პირველ რიგში, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნე პისტოლეტი გათვლილი მსხვილ ვაზნაზე ასევე იქნება მსხვილი.  იარაღში, რომელიც მუდმივად და თანაც ფარულად უნდა ატარო ტანზე, გაბარტები და წონა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელსაც უნდა ყურადღება მიაქციოთ. გარდა ამისა არ უნდა იყო ბალისტიკსი ექსპერტი, რომ მიხვდე, რომ მსხვილკალიბრიანი შედარებით ნელი ტყვია არ იქნება ჩემპიონი წინაღობებში გავლის, თუმცა იმისთვის, რომ დაამარცხოს ისეთი ბარიერები, როგორიც არის ხის ან ავტომობილის კარი, საქარე მინა, სქელი ზამთრის ტანსაცმელი, .45-ს შეღწევა ეყოფა.

მე უპრობლემოდ ვურჩევ ადამიანს . 45 კალიბრის სრული ზომის პისტოლეტს იმ პირობით, რომ მას არ ექნება პრობლემა მის გაბარიტებთან, მაგრამ კომპაქტური   .45 კალიბრის პისტოლეტი უკვე სხვა თემა არის. უფრო სპეციფიური და თავისებური.  .45 ალბათ არ არის მაინცდამაინც საუკეთესო კალიბრი პატარა პისტოლეტში მოსათავსებლად. ლულის სიგრძის შემცირებასთან ერთად სწრაფად იკლებს საწყისი სიჩქარე, თუ 9მმ-ან სრული ზომის და კომპაქტურ  პისტოლეტებს შორის საწყისი სიჩქარე იკლებს საშუალოდ 10%-ით, იგივე მაჩვენებელი .45 კალიბრის შემთხვევაში იქნება 14% (აღებულია 5 ინჩიანი და 3 ინჩიანი ლულებიდან ნასროლი 10 სხვადასხვა მუხტის ტყვიების საწყისის სიჩქარეები). მე არ ვიძახი, რომ ეს განსხვავება სერიოზული და გადამწყვეტია, მაგრამ განსხვავება მაინც არის.  გარდა ამისა პისტოლეტის ზომის და წონის შემცირებას მოყვება მჭიდის ისედაც შემცირებული ტევადობის კიდე უფრო შემცირება და ასევე იზრდება უკუცემის იმპულსიც და რთულდება იარაღის კონტროლი.  საიმედო კომპაქტური .45 კალიბრის პისტოლეტის შექმნაც საკმაოდ რთული ტექნიკური დავალებაა. ასე, რომ კომპაქტურ .45 კალიბრის პისტოლეტში იკარგება ბევრი .45 კალიბრის იარაღის პლიუსი, რომელიც გააჩნია სრული ზომის პისტოლეტს  და ჩნდება მრავალი მინუსი. ჩემი აზრით ასეთი იარაღის არჩევას დიდი სიფრთხილით უნდა მიუდგეთ, რომ არ შეგრჩეთ პისტოლეტი, რომელსაც უბრალოდ ვერ იყენებთ.

ამერიკული კალიბრის და ავსტრიული პისტოლეტის “ქორწინება” შედგა 1991 წელს, როდესაც “გლოკმა” გამოუშვა თავისი პირველი .45 კალიბრის პისტოლეტი “სწორ” ფორმატში, ეს იყო სრული ზომის იარაღი იმ დროისთვის უპრცენდენტო ტევადობის ორ რიგიანი მჭიდით, რომელშიც ჩადიოდა 13 ვაზმა. პისტოლეტს მიენიჭა ინდექსი “21″ და ეს მოდელი გამოჩენისთანავე გახდა დიდი წარმატება ავსტრიული კომპანიისთვის.  ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ გარდა შთამბეჭდავი ტევადობისა ის იწონიდა ვაზნების გარეშე 830 გრამს, სავსე 13 ვაზნიანი მჭიდით მისი წონა შეადგენდა 1090 გრამს. იგივეს იწონიდა ცარიელი 8 ვაზნიანი M1911. გარდა ამისა, როგორც ყველა „გლოკი“ ის იყო მარტივი, გამძლე და საიმედო. კონსტრუქციულად პისტოლეტი არ განსხვავდებოდა სხვა “გლოკებისგან” მათ შორის იყო შენარჩუნებული დეტალების თავსებადობა “პატარა გლოკებთან” თუმცა ამავე დროს იყო სხვაობებიც.  გლოკ 21-ში გამოყენებულია ოქტაგონალური ლულა, ნაცვლად ჰექსაგონალურის, როგორც უფრო პატარა კალიბრების გლოკში. ლულის ასეთი გეომეტრია უზრუნველყოფდა დიდი კალიბრის ტყვიის უკეთეს ობტურაციას.

P1000229

ავტორის კუთვნილი პირველი გამოშვების Glock 21. მას დაასწრეს 10mm Auto და .40S&W “გლოკებმა”, მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ იმ პერიოდში ეს ორი ვაზნა განიხილებოდა ამერიკელი ძალოვნების მიერ, როგორც პერსპექტიული კალიბრები და ბუნებრივია “გლოკისთვის” ამ კალიბრის ახალი პისტოლეტების გამოშვება იყო პრიორიტეტული დავალება.  

G21 იყო არა პირველი, არამედ იყო მეორე “გლოკი” არასტანდარტული  ე.წ. “დიდი ჩარჩოთი” გათვლილი ძლიერ კალიბრზე. პირველი ასეთი პისტოლეტი იყო G20, გათვლილი მძლავრ 10mm Auto-ზე. სწორედ ამ პისტოლეტზე იყო დაფუძნებული ახალი G21. აქამდე მწარმოებლები ყოველთვის პირიქით აკეთებდნენ, როდეაც მათი 10მმ-ნი პისტოლეტები იყო დაფუძნებული .45 კალიბრის პისტოლეტებზე, 10mm-ნი Сolte Delta Elite იყო დაფუძნებული .45 კალიბრის M1911-ზე. პირველი 10მმ “სმიტ&ვესონები”  იყო დაფუძნებული .45 კალიბრის მოდელ 4506-ზე.  უნდა აღნინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 10მმ აუტოს ნომინალური კალიბრი უფრო მცირეა ვიდრე .45ACP-ს, პირველი ბევრად უფრო ძლიერი ვაზნაა. აქიდან გამომდინარე მალე აღმოჩნდა, რომ .45 კალიბრზე გათვლილი და შემდგომ 10მმ-ნი ვაზნისთვის ადაპტირებული პისტოლეტები არ გამოირჩეოდნენ დიდი რესურსით და ნაადრევად გამოდიოდნენ მწყობრიდან. პირველი დიდ ჩარჩოიანი “გლოკი” თავიდანვე, სუფთა ფურცლიდან იქმნებოდა სპეციალურად ძლიერი 10მმ-ნი ვაზნისთვის, შესაბამისად პირველი .45 კალიბრის “გლოკი” დაფუძნებული იყო უფრო ძლიერი 10მმ-ნი პისტოლეტის კონსტრუქციაზე. ასე, რომ .45 კალიბრის “გლოკები” “გენეტიკურად” გამოირჩევიან დიდი რესურსით. რომ შევადაროთ  G21 9მმ-ან G17-ს, რომელსაც სტანდარტული ჩარჩო აქვს, აღმოჩნდება, რომ  G21-ის საკეტი 2მმ-ით უფრო განიერია, G21 ასევე 5 მმ-ით უფრო გრძელია ვიდრე უკანასკნელი და აქვს 3მმ-ით უფრი გრძელი ლულა. ტარიც პროპორციულად უფრო სქელია. მსროლელების (განსაკუთრებულად ქალი მსროლელების) დიდ ნაწილს გლოკ 21-ს მოეჩვენება ზედმეტად მსხვილი.   ფაქტებიც იგივეს ადასტურებდნენ 10 გაყიდულ სტანდარტულ ჩარჩოიანი  გლოკის პისტოლეტზე მოდიოდა მხოლოდ სამი დიდი ჩარჩოიანი “გლოკი”. “გლოკში” ეს ესმოდათ და მათი მცდელობები .45 კალიბრის გლოკების გაბარიტების შემცირების არასდროს არ წყდებოდა. მითუმეტეს მათ თვალწინ იყო ამერიკული კომპანია “Robar-ის” მაგალითი, რომელიც დიდ ფულს შოულობდა G21-ის ტარის კონტურების შეცვლით.

Glock-რობ

რობერტ ბარქსმანის (Robar-ის დამფუძნებელი) იყო ალბათ პირველი ვინც ახორციელებდა “გლოკის” პისტოლეტების ტარის კონტრუსი შეცვლას, მათ შორის ეპოქსიდის გამოყენებით. დიდ ნაწილს შეკვეთების წარმოადგენდა დიდ ჩარჩოიანი “გლოკების” მოდიფიცირება. 

რა თქმა უნდა “გლოკშიც” ცდილობდნენ .45 კალიბრის პისტოლეტების გაბარიტების შემცირებას.  ასე გაჩნდა  მოდელი 21 SF (Short Fame), გამორჩეული უფრო თხელი კონტურის ტარით. თხელში მე ვგულისხმობ მანძილს ტარის უკანა ნაწილიდან სასხლეტამდე, ე.წ. trigger reach. მეოთხე თაობის G21-ს ტარი კიდე უფრო შეთხელებული აქვს SF-თან შედარებით.  “გლოკის” მცდელობები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ტარების კონტურების ცვლილებით და 1997 წელს გამოვიდა სუბ-კომპაქტურ კონფიგურაციაში .45 კალიბრის პისტოლეტი, მოდელი 30. 1999 წელს გამოვიდა პირველი “გლოკი” ერთ-რიგიანი მჭიდით, თხელი ჩარჩოთი და საკეტით,  მოდელი 36. 2004 წელს   ”გლოკმა” მიმართა რადიკალურ ხერხს და ამჯერად დააპატარავა არა პისტოლეტი არამედ ვაზნა. ახალ კომპაქტურ .45 კალიბრს დაერქვა .45GAP და მასთან ერთად “გლოკმა” გამოუშვა  სამი ახალი პისტოლეტი გათვლილი ამ კალიბრზე. მასრის სიგრძის შემცირებამ 3.4მმ-ით შესაძლებელია გახადა პირდაპირ პროპორციულად შემცირებულიყო ახალი პისტოლეტების ჩარჩოს ზომებიც, ხოლო ვაზნის წნევის გაზრდამ მინიუმამდე დაიყვანა სხვაობა სიმძლავრეში ორ კალიბრს შორის, მაგრამ ამბიციური მიზანი შექმნილიყო .45 კალიბრის “გლოკი”, რომელიც იქნებოდა 9მმ-ნი “გლოკის” გაბარიტების მქონე, მაინც ვერ იქნა მიღწეული.  არც კალიბრი არ გამოდგა ზედმეტად პოპულარული და ფეხი ვერ მოიკიდა. ამჯერად მხოლოდ “გლოკი”  აგრძელებს .45GAP კალიბრის იარაღების გამოშვებას. ასე, რომ, როგორც ხვდებით გაბარიტები ყოველთვის იყო ყველაზე დიდი ნაკლი .45 კალიბრის “გლოკების”. აქვე უნდა ვთქვა, რომ ალბათ არასდროს .45 კალიბრის გლოკებს არ ქონდათ პრობლემები საიმედოობის მხრივ, რაც საკმაოდ სერიოზული მიღწევაა. ტაქტიკურ-პრაქტიკული “გლოკებიც” ისევე როგორც სუბ-კომპაქტური მოდელები გამოირჩევიან ერთნაირი საიმედოობით, ხოლო დაბალწნევიანი ვაზნის გამო, მათი რესურსი არის ძალიან მაღალი.  რა თქმა უნდა .45-ის თანდაყოლილი სიზუსტე ასევე გამოიხატება იმაში, რომ .45 კალიბრის “გლოკები” ალბათ ყველაზე ზუსტი “გლოკის” პისტოლეტებია. Glock-41-narrower-slide

უახლესი G41, რომლის საკეტი აღებულია G36-სგან, სტანდარტულ G21-თან შედარებით. 

როგორც უკვე ვთქვი ტექნუკურად დიდი და პატარა “გლოკები” ერთნაირია, მოწყობილობა, ავტომატიკის სქემა. დამზადების ტექნოლოგია, მასალები უცვლელია. შენარჩუნებულია გარკვეული დეტალების თავსებადობა დიდი და სტანდარტულ ჩარჩოებიან მოდელებს შორის. გასტონ გლოკის პრაგმატული მიდგომა წარმოებისადმი გამოიხატა კიდევ ერთ, თითქოს უმნიშვნელო დეტალში. “გლოკ-21″-ები მაგალითად იყენებენ სტანდარტულ ჩარჩოინაი ტაქტკურ-პრაქტიკული მოდელების მჭიდის ღილაკებს, რომლებიც სტანდარტულზე ოდნავ დიდია და შესაბამისად აღარ გახდა საჭირო ახალი დეტალის დაპროექტება. იგივე ეხება მაგალითად სხვაობას 10მმ-ან და .45 კალიბრის გლოკებს შორის. ორივე პისტოლეტი იყენებს იდენტურ ჩარჩოებს, დანაბრუნებელი ზამბარებიც კი იდენტურია.  იმიტომ, რომ ინჟინერები წავიდნენ სხვა გზით და უბრალოდ შეამსუბუქეს საკეტი .45 კალიბრის პისტოლეტზე. შედეგად გლოკ 20-ის და 21-ის საკეტები ურთიერთ ცვლადია ხოლო დამაბრუნებელი ზამბარაც ერთნაირია, რაც აადვილებს ლოგისტიკას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ “გლოკების” კონსტრუქცია მუდმივად განიცდის თითქმის უხილავ ცვლილებებს და უკვე 5 თაობის პისტოლეტები არსებობს, ასე რომ დეტალების შეკვეთისას დარწმუნდით, რომ უკვეთავთ დეტალს, რომელიც განკუთვნილია ზუსტად თქვენი იარაღისთვის.

2010 წელს “გლოკმა” წარმოადგინა მეოთხე თაობის პისტოლეტების სერია და სულ მალე გაყიდვაში წავიდა ასევე მე-4 თაობის “გლოკ 21″-იც. სწორედ ასეთი პისტოლეტი მოხვდა ჩემ ხელებში. პრაქტიკულად ახალი, მე ის ვიყიდე საკმაოდ დაბალ ფასად, 1400 ლარად. როგორც, ყველა მეოთხე თაობის პისტოლეტს, მას ქონდა ცვლადი საზურგეები, რომლებიც მე არასდროს არ მომწონდა, დიდი ზომის მჭიდის ღილაკი, რომელიც მე ძალიან მომეწონა, ჯერ კიდევ ჩემ მეოთხე თაობის გლოკ-19-ზე. ასევე რამდენადაც მე გავარკვიე, მე-4-თაობის გლოკ 21-ის ჩარჩო კიდევ უფრო შემცირებულია ზომებში ვიდრე მაგალითად მოდელი SF. მე მქონდა საშუალება ახლოს გამეცნო, როგორც მეორე თაობის გლოკ 21, ასევე მოდელი SF და რა თქმა უნდა ეხლა უკვე მე-4 თაობის პისტოლეტიც. მე ვერ ვიტყვი, რომ თუნდაც მეორე თაობის გლოკის სახელური იყო ჩემთვის მოუხერხებელი, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, რომ ის იყო კომფორტულობის ზედა ზღვარზე. ამავე დროს SF და მეოთხე თაობა ჩემ ხელში იდეალურად ზის და უმეტესობა მსროლეს არ უნდა ქონდეს მასთან პრობლემები. რაც შეეხება პისტოლეტის დაშლას და მოვლა მომსახურებას, ის არ განსხვავდება სხვა “გლოკებისგან”. პისტოლეტი ადვილად იშლება, მათ შორის ბოლომდე, ისე რომ შესაძლებელია მისი ინსპექტირება და გაწმენდა.

21-gen4-nib_1

მე-4 თაობის გლოკის კომპლექტაცია პრაქტიკულად უცვლელია, თუ არ ჩავთვლით ცვლად სზურგეებს. საფირმო პლასტმასის კეისში მოთავსებულია ინსტრუქცია, ინფორმაციული ბუკლეტების ნაკრები, პლასტმასის ჯაგრისი, ორი მჭიდი და პისტოლეტი. აღსანიშნვია, რომ ამჯერად მეოთხე თაობის გლოკებს მოყვება სამი მჭიდი ნაცვლად ორისა. რატომ იყიდება ჩვენთან ეს პისტოლეტები მხოლოდ ორი მჭიდით, ჩემთვის უცნობია. შეიძლება ეკონომიის გამო იარაღები მოდიან მხოლოდ ორი მჭიდით და საკეტის გარეშე ან ამ ყველაფრის გაყიდვა ცალკე ხდება. 

კიდევ ერთი, რაც განასხვავებს მეოთხე თაობის გლოკებს არის ორმაგი დამაბრუნებელი ზამბარა.  სიმართლე გითხრათ მე არ მქონდა საშუალება ასე გვერდი-გვერდით შემედარებინა G21 სტანდარტული და ახალი ტიპის ზამბარებით, მაგრამ იმის მიხედვით რას წერენ და იძახიან ინტერნეტში, შესამჩნევი სხვაობა უკუცემაში არ არის. უკუცემის აღქმა რა თქმა უნდა სუბიექტურია, ჩემი აზრით G21 არ არის რთული “სამართავი”, მაგრამ საოცრებები არ ხდება და ცხადია 9მმ-ნი გლოკები უფრო სწრაფად ბრუნდებიან სამიზნე ხაზზე ვიდრე G21 და სწრაფი სროლისას დიდი “გლოკის” გაკონტროლება რთულია იგივე 9მმ-ან “გლოკთან” შედარებით.

სროლისას ჩვენ დავრწმუნდით, რომ G21 გამოირჩევა შესანიშნავი სიზუსტით. ასევე შევამჩიე, რომ ჩემ ხელს გაცილებით უკეთესად ერგება დიდ ჩარჩოიანი “გლოკები”. რამდენად სწრაფადაც არ უნდა ისროლო არ იცვლება მოხვედრის წერტილი, რომელიც როგორც წესი გადაინაცვლებს ხოლმე მარცხნივ ქვევით. როგორც უნდა ველოდოთ ხოლმე, პისტოლეტმა იმუშავა უპრობლემოდ ყველა ვაზნასთან, რომელზეც ჩვენ ხელი მიგვიწვდა. საქართველოში პრაქტიკულად არ იშოვება მუხტები ექსპანსიური ტყვიით და შესაძლებელია მხოლოდ FMJ, მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით ვაზნების შეძენა.  აბსოლუტური უმეტესობა არის სტანდარტულ წონის, 230 გრანი. ბუნებრივია ასეთი ვაზნებით პისტოლეტი უბრალოდ ვალდებულია  იმუშაოს კარგად.  ჩვენთან ითვლება რომ ამერიკული Federal-ის .45 კალიბრის 230 გრანიანი FMJ ტიპის ვაზნები არის “ოქროს სტანდარტი”. როდესაც მე დავაპირე ვაზნების შეძენა აღმოვაჩინე, რომ სწორედ ეს მუხტი ითვლება საუკეთესოდ. რაზეა ლაპარაკი Federal არის კარგი მწარმოებელი, მაგრამ სტანდარტული სიჩქარის .45 კალიბრის ვაზნა, 230გრანიანი FMJ  ტყვიით იქნება ერთნაირი განურჩევლად მწარმოებლისა. თუ რა თქმა უნდა მწარმოებელი იცავს სპეციფიკაციებს. სიზუსტე და ტერმინალური ბალისტიკა იქნება პრაქტიკულად იდენტური.  ტესტირებამ სიზუსტეზე გამოავლინა რომ Federal-ი იყო ყველაზე ნაკლებად ზუსტი მუხტი, დანარჩენ სამს შორის (S&B 230 gr FMJ “gold box”, S&B 230 gr FMJ “red box”, Magtech 230 gr FMJ). ყველა მუხტი გამოდგა ზუსტი, ყველა მუხტის მოხვედრის წერტილი დიდად არ განსხვავდებოდა, უბალოდ ყველაზე დიდ ჯგუფებს ვიღებდით Federal-ის ვაზნებით. ამერიკული წარმოების მუხტის დასაცავად ვიტყვით, რომ თუ ვენდობით მწარმოებლის მონაცემებს Federal-ის მუხტს აქვს 10 მ/წ-ით უფრო დიდი საწყისი სიჩქარე ვიდრე კონკურენტებს.

20180126_232050

პირველი სამი გასროლა 12 მეტრიდან

20180126_184711

15 მეტრი 

20180309_190421

საკვალიფიკაციო სამიზნე, 15-10 მეტრი. სამწუხაროდ სილუეტების ზომა 30-40% მცირეა რეალური ადამიანის სილუეტის ზომაზე, რის გამოც ჯგუფები ჩანს დიდი სილუეტთან შედარებით. შემდეგ სტატიებში ჩვენ გამოვიყენებთ უფრო რეალისტურ სამიზნეებს. 

ასე, რომ ჩემი აზრით, წყნარი გულით შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერი დასახელებული ან სხვა კარგი რეპუტაციის მწარმოებლის ვაზნები  და პრობლემა არ გექნებათ. არ ღირს ფულის გადახდა მხოლოდ კოლოფზე წარწერის გამო.  გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოში შემოვიდა სამხრეთ-აფრიკული წარმოების, გადატენილი ვაზნები. მათი ხარისხი იყო ძალიან ცუდი, გამოიყენებოდა ნაყარი (სასროლეთზე აკრეფილი) მასრები სსხვადასხვა მწარმოებლების. მასრების “რესაიზინგს” და შემოწმბას ადგილი არ ქონდა, რის გამოც ვაზნებზე აღინიშნებოდა ბზარები და მათი ზომები არ ჯდებოდა სპეციფიკაციაში. იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკურად შესაძლებელია .45 კალიბრის მასრაში შეცდომით ორმაგი დენთის მუხტის მოთავსება, ასეთი ვაზნების გამოყენება ემსგავსება სახიფატო ლატარეის თამაშს. ერთი ასეთი ვაზნის გამორჩევა ძნელია, მაგრამ თუ თქვენ ხედავთ რომ 10-20 ან მეტი ვაზნიდან უმეტესობაზე სხვადახვა მათ შორის უცნობი დამღებია, დიდი ალბათობით ეს ის ვაზნებია. თუ არ ხართ დარწმუნებული, ვიზუალურად დაათვალიერეთ ვაზნები რაიმე სახის დეფორმაციების ან ბზარების აღმოჩენის მიზნით და უსაფრთხოების წესების დაცვით “გაატარეთ” ისინი ყველა პისტოლეტში (მიაწოდეთ მჭიდიდან სავზნეში და ამოაგდეთ). თავის დროზე ჩემი ტესტირებისას 50 ასეთი ვაზნიდან 8 გაიჭედა სავაზნეში, იმიტომ რომ იყო გაბერილი ხოლო ორს ქონდა ბზარები მასრაში.  რა თქმა უნდა შეუძლებელია შეამოწოთ დენთის მუხტი ვაზნის დაშლის გარეშე, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება გამოიყენოთ, მხოლოდ ქარხნული ვაზნები.

fsvltac

ავტორის კუთვნილი Glock 21, ქართული წარმოების VL Tactical-ის კაიდექსის ბუდესთან ქარმრის შიგნით ტარებისთვის. ეს ბუდეები გაოირჩევა დამზადების კარგი ხარისხით და თითქმის ორჯერ უფრო დაბალი ფასით ვიდრე ამერიკული ანალოგები. ხშირად მესმის, რომ იძახიან, რათ მინდა ბუდე თუ იარაღს ვერ ვატარებო, მაგრამ ტარება აკრძალულა კანონით ხოლო კანონი შეიძლება გაუქმდეს ან უბრალოდ ჩვენ აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც კანონები აღარ მოქმედებენ, ამიტომ კარგი ბუდე და მასთან ერთად თუნდაც “მშრალი” ვარჯიში არის აუცილებელი. VL Tactical-ის ბუდეები არის ბიუჯეტური და ხარსხიანი პროდუქცია, რომლის შეძენა თქვენ ჯიბეს არ დაარტყავს. 

ახალი მეოთხე თაობის G21-ის , ისევე როგორც ყველა სხვა “გლოკი” აქამდე გამოდგა ზუსტი და საიმედო.  პისტოლეტს აშკარად მოუხდა უფრო თხელი ჩარჩო და მჭიდის დიდი ღილაკი. 13 +1 ტევადობაც წარმოადგენს სერიოზულ საცეცხლე ძალას. კი პისტოლეტი დიდია და მისი ტარება კარგი ხარსხის ბუდის გარეშე რთულია, მაგრამ შეარჩიეთ კარგი ბუდე და კომფორტული ტარების პრობლემაც მოგვარებული იქნება.  განსაკუთრებულად სერიოზულად განწყობილი ხალხი ალბათ ასევე შეცვლის სამიზნე მოწყობილობებს და დააყენებს რკინისგან დამზადებულებს.  ტრადიციულად მე არ დავუჭერ მხარს სასხლეტის მოდიფიცირებას ან გამოცვლას. ის აბსოლუტურად ადეკვატურია ასეთი პისტოლეტისთვის, თუმცა ალბათ ამ პისტოლეტის მაღალი სიზუსტის გათვალისწინებით ბევრს მოუნდება საასპარეზო სასხლეტის დაყენება.

dfghd

13 .45 კალიბრის ვაზნა ზუსტ და საიმედო იარაღში. კარგი ფარანი. ასეთი “სისტემა” იდეალურია სახლის დაცვის იარაღის როლში. 

shooterscentral.ge-ს დასკვნა: მეოთხე თაობის Glock 21 არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ქარხნული წარმოების .45 კალიბრის სრული ზომის პისტოლეტი. მიუხედავად დიდი გაბარიტების და შთამბეჭდავი ტევადობის მჭიდისა, მისი წონა არ აღემატება სრული ზომის რკინის 9მმ-ნი პისტოლეტის წონას. სუსტი აღნაგობის ადამიანს, პატარა ხელებით ეს პისტოლეტი არ მოეჩვენება კომფორტულად ტარებისას და სროლის დროს, მაგრამ თუ მისი გაბარიტები თქვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას, ფასის გათვალისწინებით ძნელი იქნება G21-ზე უკეთესი იარაღის არჩევა. ნებისმიერი მისი კონკურენტის ფასი იქნება ალბათ მინიმუმ ორჯერ უფრო დიდი. G21 ისევე, როგორც ყველა “გლოკი” გამოირჩევა მარტივი და საიმედო კონსტრუქციით, მისი მოდიფიცირება არის ძალიან ადვილი და ხელმისაწვდომია ყველანაირი აქსესუარი. ჩემი აზრით G21 დღეს არის საუკეთესო .45 კალიბრის პისტოლეტი საქართველოში, ფასი-ხარისხის კრიტერიუმით. ასეთი პისტოლეტის ყოველდღიური ტარებისთვის, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს კარგუ ბუდის შერჩევას.