AR15-ის 10 ყველაზე უცნაური აქსესუარი/მოდიფიკაცია

November 19th, 2013

ალბათ ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ  AR15 არის პრაქტიკულად „ლეგოს“ იარაღი, მოდულური კონსტრუქცია რომლის იძლევა საშუალება იარაღის სწრაფი და ადვილი მოდიფიკაციის.  თავისი გენიალური დიზაინის დამსახურებით ეს სისტემა ადვილად ექვემდებარება მოდერნიზაციას და გადაკეთებას მათ შორის უშუალოდ  პატრონის მიერ და ამისთვის არ არის საჭირო რაიმე დანადგარები , რთული ინსტრუმენტები ან სპეციფიური უნარ ჩვევები.  შესაბამისად ამ სისტემის ირგვლივ აღმოცენდა მთელი ინდუსტრია ათეულობით კომპანიის სახით, რომელებიც ამ იარაღისთვის უშვებენ ათასი დასახელების აქსესუარს. მათ უმეტესობას აქვს კონკრეტული და პრაქტიკული დანიშნულება  მაგრამ ამ მოკლე სტატიაში ჩვენ დავასახელებთ 10 ყველაზე უცნაურ, უჩვეულო და თუ გნებავთ უაზრო აქსესუარს/მოდიფიკაციის სქემას რომელიც შეიქმნა AR15-თვის. პირობა არის მარტივი, მოწყობილობა უნდა იყოს სერიულ წარმოებაში და ხელმისაწვდომი უბრალო მოქალაქესთვის. 

„აპერი ტაქტიკური არბალეტი“

ჩვენ ყველამ ალბათ უკვე ვიცით, რომ სტოუნერის სისტემა გვაძლევს ჩვენ საშუალებას ადვილად დავაყენოთ ქვედა რესივერზე განსხვავებული სიგრძის და დანიშნულების ლულის მქონე „აპერი“.  მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა ცეცხლსასროლ იარაღზე არამედ არბალეტზე, რომელიც შესაძლებელია დაყენდეს სტანდარტული AR15-ის ქვედა რესივერზე ყოველგვარი მორგება გადაკეთების გარეშე. აღნიშნულ „აპერს“ უშვებს კომპანია PSE ისევე როგორც უშვებს უკვე აწყობილ და გამოყენებისთვის გამზადებულ არბალეტს.  გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ში იარაღად ითვლება მხოლოდ AR15-ის ქვედა რესივერი, არბალეტის საყიდლად არანაირი დამატებითი საბუთები/ნებართვები საჭირო არ არის. TAC15-ის ფასი შეადგენს 1200 დოლარს რაც უდრის ერთი ახალი კარგი ხარისხის AR15-ს ფასს. შესაბამისად უნდა ავღნიშნო რომ არბალეტიც არის უმაღლესი ხარისხის და ძალიან ძლიერი.

„გოლფის ბურთების გასაშვები“

არ ვიცი ვის და რატომ მოუვიდა იდეა ასეთი მოწყობილობის გამოგონების მაგრამ ფაქტია რომ ის არსებობს და მას რამდენიმე კომპანია უშვებს. ზუსტი მისი დანიშნულების დადგენა მე ვერ შევძელი გარდა იმისა, რომ გარკვეული კატეგორია AR15-ის მფლობელების თვლის რომ მათი კარაბინიდან გოლფის ბურთების ტყორცნა არის მაგარი გართობა. იმისთვის, რომ ეს შეძლოთ საჭიროა მოხსნათ ალმქრობი/კომპენსატორი, დააყენოთ ბურთების გასაშვები და გამოიყენოთ ფუჭი ვაზნები. ფასი ასეთი მოწყობილობის არის დაახლოებით 20-30 დოლარი.

„ტაქტიკური ბოთლის გასახსნელი“

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მაკაროვის სისტემის  პისტოლეტის უდიდესი და ერთადერთი უპირატესობა ყველა სხვა ცეცხლსასროლი იარაღთან შედარებით  არის ის რომ მაკაროვით შესაძლებელია ბოთლის გახსნა. მაგრამ უკვე ამაშიც ის არ არის ერთადერთი, იმიტომ რომ ნებისმიერ AR15-ის მფლობელს სულ რაღაც 15 დოლარად შეუძლია იყიდოს Del Ton-ის ტაქტიკური ბოთლების გასახსნელი! ის ყენდება სტანდარტულ პიკატინის სამაგრზე. გარდა ბოთლების გახსნისა ეს დეტალი ასევე ასრულებს ქამრის გასაყრელის როლს. სხვათა შორის ბოთლის გასახსნელის მნიშვნელობაზე თავის დროზე იფიქრეს ისრაელშიც და აღნიშნული დეტალი წარმოადგენს მანდ წარმოებული „გალილის“ შაშხანის განუყოფელ ნაწილს. რაოდენ გასაკვირიც არ უუნდა იყოს, ასეთ ბოთლის გასახსნელს აშშ-ში უკვე რამდენიმე კომპანია უშვებს რაც მეტყველებს იმაზე რომ იდეა მოწონებულ იქნა  მომხმარებელებისს მიერ.

 

„ავტომატური კონდახი“

რაც მე ძალიან მომწონს AR15-ის კარაბინებში არის ის სიმარტივე რა სიმარტივითაც შესაძლებელია კონდახის გამოცვლა. შესაბამისად ათობით სხვა და სხვა მოდელის კონდახია ხელმისაწვდომი მაგრამ ტეხასში არსებულმა კომპანია Slide Fire Solutions, ერთი ნაბიჯით წინ წაიწია და სულ რაღაც 369 დოლარად სთავაზობს მყიდველს კონდახს რომელიც იძლევა საშუალებას ნახევრად-ავტომატური AR15-დან  ისროლოთ ჯერებით და ეს ყველაფერი განახორციელოთ კანონის სრული დაცვით და ზედმეტი ნებართვების და ცნობების აღების გარეშე! მოწყობილობის მუშაობის პრინციპი მარტივია და იყენებს იარაღის უკუცემას. იმისთვის რომ ეს მოწყობილობა გამოიყენოთ უნდა იარაღი დაიჭიროთ ისე, რომ თითი მოექცეს სასხლეტზე საჭირო ადგილას და ასე ვთქვათ ჯადო მოხდეს. კონდახის დასაყენებლად საჭიროა სულ რაღაც 3 წუთი. ჩემი აზრით 369 დოლარი ასეთი პლასტმასის ნაგლეჯში ძალიან ბევრია და შეიძლება ვინმეს უღირდეს ასეთი სათამაშოს ყიდვა. სათამაშოს იმიტომ, რომ რაიმე პრაქტიკული გამოყენება ამ მოწყობილობას არ შეიძლება რომ ქონდეს ვინაიდან მისი გამოყენება მოითხოვს სპეციფიურ უნარ ჩვევებს და გარდა ამისა ზარალდება საიმედოობაც.

მსხვილკალიბრიანი “აპერი”

როგორც უკვე ავღნიშნე AR15-ის დიზაინის გენიალურობა არის ადვილად ცვლად “აპერში”, რის გამოც ერთი შაშხანის ტრანსფორმაცია შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერ ოლატფრომაში.  გარდა ამისა შესაძლებელია AR15-ის კვების სქემის შეცვლაც და მე გამოვყოფდიRhineland Arms-ის შექმნილ აპერს, რომელიც იყენებს ბელგიური P90-ის მჭიდებს და გათვლილია იგივე კალიბრზე 5.7×28mm რაც ნახსენები იარაღი და გააჩნია იგივე კვების სქემა ანუ მჭიდი განლაგებულია ზევიდან. მაგრამ ალბათ აპოფეოზი AR15-ის მოდულური დიზაინის არის, “აპერი” კალიბრით .338 ლაპუა მაგნუმი, წარმოებული ამერიკული კომპანია Zel Custom-ის მიერ. დაახლოებით 2000 დოლარად, თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ აპერი კალიბრზე .338, 416, .418 და .50 ანუ პრაქტიკულად ყველა ძლიერ, შორს მსროლელ კალიბრზე და მინიმალურ დროში დააყენოთ ის სტანდარტულ, 5.56-ზე გათვლილ AR15-ის ქვედა რესივერზე. არანაირი განსაკუთრებული გადაკეთება არ არის საჭირო, ვისაც შეუძლია AR15-ის ქვედა რესივერის დაშლა უპრობლემოდ გადააწყობს სტანდარტულ AR15-ს იმისთვის რომ მასზე დაყენდეს Tactilite T1 “აპერი” ნებისმიერ ზემოაღნიშნულ კალიბრზე. ბუფერი და ზამბარა ამოღებულ უნდა იქნას, ვინაიდან მათ ადგილს დაიკავებს აპერის ხელით მოძრავი საკეტი. ხელმისაწვდომია აპერი როგორც ცალმუხტიანი ასევე გვერდიდან დასაყენებლი მჭიდით. თუ ოდესმე ასეთ აპერს იყიდით გაითვალისწინეთ, რომ სასურველია გამოიყენოთ ფიქსირებული კონდახი, იმიტომ რომ თუ გასაშლელი კონდახი გასროლის დროს აიკეცა და ამის გამო სახეში მოგხვდათ ოპტიკა, ტრავმები საკმაოდ მძიმე იქნება. რამდენად გამართლებულია ასეთი აპერის შეძენა მე არ ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად გამზადებულია შაშხანა Savage 110 კალიბრში .338 ლაპუა მაგნუმ, ღირს პრაქტიკულად იგივე ფასი (2100 დოლარი).

ნატურალური ხის ფურნიტურა

AR15 ყოველთვის იქნება ასოცირებული თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მათ შორის პირველად საბრძოლო შაშხანაში ალუმინის და პლასტმასის დეტალების ფართო გამოყენებასთან. მაგრამ ვისაც სურს უფრო კლასიკური ხის დეტალები და ამავე დროს უნდა ისარგებლოს სტოუნერის სისტემის ყველა უპირატესობით, სულ რაღაც 300 დოლარად შესაძლებელია ხის კონდახის, ტარის და ტიბჟირის შეძენა!

ზომბი ხერხი

ბოლომდე უცნობია რა კავშირი აქვს ზომბებს პოპულარულ კულტურაში იგივე არსებებთან, რომლებიც წარმოადგენენ ჰაიტის და აფრიკული ქვეყნების რელიგიური კულტების ნაწილს, მაგრამ ფაქტია რომ ცოცხალი მკვდრების იდეა, რომლებიც ადამიანის ხორცით იკვებებიან არის ძალიან პოპულარული თანამედროვე გასართობ ინდუსტრიაში. დაწყებული პირველი პოპულარული  ფილმიდან ზომბეზბე (“ცოცხალი მკვდრების ღამე”, 1968 წელი) დღემდე, ზომბი აპოკალიფსის სცენარი კარგად იყიდებაა  და ალბათ დღეს ეს იდეა განიცდის პოპულარობის პიკს თუ ვიმსჯელებთ ფილმების და სერიალების რაოდენობით. უკანასკნელი ერთი წელი ზომბი-პარანოიამ გადაინაცვლა იარაღის და ტყვია-წამლის წარმოების ინდუსტრიაშიც (მეტ წილად აშშ-ში სადაც ამ პროდუქტის ყველაზე აქტიური მომხმარებლები ცხოვრობენ) რასაც მოყვა სპეციფიური პროდუქციის გამოჩენა, მაგალითად სპეციალური ანტი-ზომბი ვაზნები, სტილიზებული აქსესუარები და სპეციალური ზომბი სერიის იარაღის მოდელები. არც AR15-ს არ აცდა ეს ბედი და ნევადაში განლაგებული კომპანია Panacea X უშვებს AR15-ზე დასაყენებელ ელექტრო-ხერხს, რომელსაც ის ეძახის ხიშტ-ხერხს ZOMBIE X CHAINSAW. კარაბინზე დასაყენებელი ხერხი შექმნილი თავდაპირველად როგორც აღნიშნული კომპანიის სარეკლამო საშუალება, ეს მოწყობილობა წავიდა სერიაში და ეხლა ეს საეჭვო სიამოვნება ხელმისაწვდომია სულ  რაღაც 500 დოლარად. თუ ოდესმე ზომბი-აპოკალიფისის გახდება რეალობა, გავიგებთ რამდენად სასარგებლოა ეს გამოგონება.

ტყვიამფრქვევის სახელური

ოდესმე ოცნებობდით მაქსიმის ტყვიამფრქვევზე?  ამერიკული კომპანია KNS Precision-ის წყალობით და 460 დოლარის დაგახდის შემდეგ თქვენი AR15 დაემზგავსება ზემოხსენებულ ლეგენდარულ იარაღს. მადლობა AR15-ის მოდულურ კონსტრუქციას, აქაც არ არის საჭირო არანაირი გადაკეთება. ნაწილების კომპლექტი პირდაპირ ყენდება სტანდარტულ კარაბინზე ან შაშხანაზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ ავტომატურ კარაბინზე/შაშხანაზე ეს მოწყობილობა უფრო გამოდგება თუმცა რაიმე რაციონალურ გამოყენებაზე ლაპარაკი ზემდეტია.

 

არმატურის საჭრელი

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა მოგეჩვენოთ ეს მოწყყობილობა ალბათ არის ყველაზ პრაქტიკული რამე რაც აღწერილია ამ სტატიაში. სპეციალური ფორმის მოწყობილობა რომელიც ყენდება ლულაზე და გარდა იმისა, რომ ამცირებს უკუცემას და ლულის ალს ასევე გამოიყენება არმატურის საჭრელად. რა შემთხვევაში ეს შეიძლება გახდეს საჭირო? მოგეხსენებათ უკანასკნელი შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილებიდან გამომდინარე, ჯარს ხშირად უწევს ბრძოლა ქალაქის პირობებში. შესაბამისად ასეთი სცენარის დროს შენონაში შეღწევის ერთ ერთი სასურველი მთოდი არის კედელში გასასვლელების გაკეთებით რასაც მესანგგრეები უზრუნველყოფენ.  ამ ტაქტიკას აქვს ბევრი უპირატესობა, მაგალითად მოიერიშე გუნდს არ ჭირდება შენობაში შეღწევა კარებების გავლით, რომლებიც შეიძლება იყოს დანაღმული.  პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ფეთქებად მუხტი ანგრევს ბეტონს მაგრამ უჭირს რკინის არამტურის გაწყვეტა. ამიტომაც არის საჭირო ეს მოწყობილობა. ადებთ მას არმატურას და ესვრით  (სამხედროები იყენებენ ტყვიებს ფოლადის გულებით). არმატურა გადაჭრილია. რამდენიმე გასროლა და გზაც თავისუფალია. რამდენად ჭირდება ეს მოწყობილობა სამოქალაქო მსროლელს ღია საკითხია მაგრამ მთლიანობაში ეს მაგარი აქსესუარია.  ფასი არც ისე მცირეა. Rainer Arms-ის ლულის არმატურის საჭრელი 170 დოლარი ღირს.

150 ვაზნიანი “დისკი”

ჩვენ ყველამ ვიცით რომ AR15-ის სროლა სიამოვნებაა და შესაბამისად ეს სიამოვნება რომ დროში გავწელოთ საჭიროა დიდი მჭიდები, რომ მეტი დრო დაიხარჯოს სროლაზე და ნაკლები გადატენვაზე ან მჭიდების ავსებაზე. დიდი მოცულობის მჭიდები არ არის რაიმე ახალი. ჩვენთვის ყველაზე ნაცნობი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი იყენებდა დისკს, რომელშიც ეტეოდა 71 ვაზნა. ლეგენდარულ ტომპსონის კონსტრუქციის “საბეჭდი მანქანა” ასევე იყო აღჭურვილი ანალოგიური კონსტრუქციის მჭიდებით რომლებშიც ჩადიოდა 50 და 100 ვაზნა. ასევე კარგახანია არსებობს Beta-c მჭიდი, მათ შორის რომელიც მიდის AR15-ზე და ასევე იტევს 100 ვაზნას.  საქართველოში საიგების პატრონების ოცნებას წარმოადგენს რუსული მსუბუქი ტყვიამფრქვევის “რპკ’-ს  ”დისკი”, რომელიც იტევს “სულ რაღაც” 75 ვაზნას.  მაგრამ ვირჯინიაში განლაგებული Armatac Industries-ის ინჟინრები ყველაზე შორს წავიდნენ და შექმნეს Saw-mag, რომელიც იტევს 150 (!!!) ვაზნას. მათი პროდუქტი 419 დოლარი ღირს რაც ალბათ არც ისე დიდი ფასია მჭიდში, რომელსაც დატენი ერთხელ და მერე მთელი კვირა გყოფნის.

 

 

მორიგი შეკითხვა რომელიც იმსახურებს ვრცელ პასუხს

November 5th, 2013

წერილი ორიგინალური ტექსტი:  გამარჯობათ ბატონო ლევან, თბილისში ზოგიერთ მაღაზიაში რომ 9მმ ლუგერის გადატენილი(reload) ვაზნები იყიდება რამდენად არი საშიშროება რომ იარაღი მწყობრიდან გამოიყვანოს(ჭარბმა დენთმა)?
2. მაკაროვის (ფოლადის გულარიან) ვაზნებს უპირატესობა ხომ არ აქვთ სტანდარტულ ლუგერთან შედარებით (რამდენადაც ვიცი ტყვიის გულარები აქვთ) შეღწევადობის და ასხლეტის ნაკლები შესაძლებლობით(მაგ.ძვალზე).?

გამარჯობა,

მე არ ვარ დაკავებული ვაზნების გადატენვით და ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ “ლუგერის” მასრაში პრაქტიკულად ვერ ჩაატევ იმდენ დენთს რომ მოხდეს მასრის და სავაზნის “აფეთქება”. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გაცილებით მეტ პრობლემას წარმოადგენს მასრის მდგომარეობა. დეფორმაციები, ბზარები.  რაც მე მინახავს ხარისხი ასეთი მასრების ძალიან მერყეობს. გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიები ყიდიან გადატენილ ვაზნებს იგივე ფასში რაც ქარხნული ვაზნები, აზრი გადატენილი ვაზნის შეძენას არ აქვს. მე არ ვიყიდი ასეთ ვაზნებს, მაგრამ გავაკეთებდი მას რომ იყოს მნიშვნელოვანი სხვაობა ფასში. რახან სხვაობა არ არის მათი ყიდვაც აზრს კარგავს.

რაც შეეხება მეორე კითხვას, მე ასე გიპასუხებთ: თუ ლაპარაკია სრული გარსით დაფარულ ტყვიებზე, დიდი , პრონციპული სხვოაბა ამ ორ ვაზნას შორის არ იქნება.  გადამწყვეტ როლს ტყვიის ეფექტურობაში თამაშობს (მნიშვნელობის შესაბამისად) ტყვიის კონსტრუქცია და კონფოგურაცია, დიამეტრი, სიჩქარე, მასა. პირველი ორი მაჩვენებელი არის პრაქტიკულად იდენტური, ხოლო სხვაობა უკანასკნელ ორს შორის არის არც ისე დიდი რაც ლოგიკურად ნიშნავს რომ ეფექტურობის მხრივ ეს ორივე ვაზნა (იმ კონფიგურაციით რა კონფიგურაციებიც იშოვება სქართველოში) იქნება პრაქტიკულად ერთნაირი.

ფოლადის გულს რაც შეეხება, ის ხელს უწყობს შეღწევადობას და ფოლადის გულიან ვაზნებს აქვთ ძალიან სპეციფიური გამოყენება. ითვლება, რომ შეღწევადობა არის ერთადერთი თვისება ტყვიის რომლის დადგენა შესაძლებელია ზუსტად, ლაბორატორიულ პირობებში, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ შეღწევის სატნდარტებს რაც არსებობს, ფოლადის გულის გარეშეც ორივე ეს კალიბრი აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს და ფოლადის გული მათ ამისთვის არ ჭირდებათ.

ასხლეტას რაც შეეხება, მაკაროვის და ლუგერის ვაზნების ტყვიებს აქვთ პრაქტიკულად მრგვალი თავები და რიკოშეტის ალბათობაც საკმაოდ მაღალია.

კლასიკური საბრძოლო იარაღი – M14 (ნაწილი 1)

October 31st, 2013

ამჯერად ჩვენი მორიგი სტუმარია კიდევ ერთი ლეგენდარული იარაღი. მიუხედავად იმისა რომ ამერიკული წარმოების ავტომატური შაშხნა  M14 ყველაზე მცირე დრო დაჰყოვნა ამავე ქვეყნის შეიარაღებაში მას პრაქტიკულად ლეგენდარული რეპუტაცია აქვს. ის სასურველი შენაძენია ნებისმიერი  იარაღის მოყვარულისათვის, ხოლო ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანის ელიტარული ნაწილები დღემდე იყენებენ მას საბრძოლო ოპერაციებში. ჩვენ შევეცდებით დავადგინოთ რა არის ამის მიზეზი, რატომ სარგებლობს ის aseTi პოპულარობით გარკვეულ წრეებში მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაზე ხანმოკლე კარიერა ქონდა როგორც ფეხოსნის იარაღის სხვა დანარჩენ სისტემებს შორის, რომელსაც ამერიკლეი ჯარისკაცი იყენებდა. ჩვენ გავისვრით M14-ს, დავშლით მას, შევისწავლით მას და შევეცდებით ობიექტურად შევაფასოთ ის. დიახ, ჩვენ გვაქვს საშუალება პირადად და უშუალოდ გავეცნოთ იარაღის ისტორიის ამ ნაწილს და შემოგთავაზოთ ქართულ ენაზე ექსკლუზიური სტატია და ფოტომასალები. M14-ს პრაქტიკულად არ იცნობენ საქართველოში და ბევრისთვის დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება წაკითხვა ამ იარაღზე. სტატიის პირველ ნაწილში შემოგთავაზებთ ექსკურსს M14-ის შექმნის და მსახურობის ისტორიაში სადაც გავამახვილებთ ყურადღებას ყველაზე საკვანძო და საინტერესო ფაქტებზე და ინფორმაციაზე, რომელიც ამ შაშხანას უკავშირდება.

როგორც უკვე ავღნიშნე M14 (სრული ინდექსი The U.S. Rifle 7.62 mm M14) ყველაზე ნაკლები დრო იმყოფებოდა შეიარაღებაში, როგროც ფეხოსნის ძირითადი იარაღი. ის მიიღეს შეიარაღებაში 1957 წლის 1 მაისს და ოფიციალურად მოხსნეს შეიარაღებიდან 1963 წელს. ამ პერიოდში სულ გამოშვებულ იქნა 1,376,031 ცალი M14. შაშხანას აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის უშვებდა ოთხი კომპანია: Springfield Armory; Winchester; Harrington & Richardson Arms Company და Thompson-Ramo-Wooldridge, Inc. იმ ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ, რომელიც ეხება M14-ის ისტორიას მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იარაღი პრაქტიკულად შემთხვევით მოხვდა შეიარაღებაში. გრძელი ისტორია მოკლედ რომ მოვყვეთ, მისი გამოჩენა ჯარში მჭიდროდ უკავშირდება 7.62X51 ვაზნას. მე შეგნებულად არ ვწერ .308 winchester-ს, იმიტომ რომ 7.62X51 NATO და .308 Winchester არის განსხვავებული ვაზნები. მიზეზი მისი გამოჩენის არის მარტივი, სარდლობას სურდა იარაღი, რომელიც იქნებოდა უფრო მსუბუქი ვიდრე იმ დროს შეიარაღებაში მყოფი გარანდის შაშხანა, რომელიც შეძლებდა ჯერებით სროლას ხოლო ვაზნა იქნებოდა უფრო მსუბუქი და კომპაქტური. შეგახსენებთ 30-06, მასრის სიგრძით 63მმ იყო ყველაზე გრძელმასრიანი საშუალო სიმძლავრის სამხედრო ვაზნა. მიუხედავად უფრო მოკლე მასრისა თანამედროვე დენთების გამოყენებით ახალი ვაზნა იყო ბალისტიკურადდ პრაქტიკულად იდენტური 30-06-ის და ამავე დროს უფრო ზუსტიც. მოგვიანებით M14-ის გამოჩენამ პრაქტკულად ეგერევე გამოდევნა ყველა გარანდის და სპრონგფილდის შაშხანები სპორტული შეჯიბრებებიდან რომელშიც საუკეთესო სამხედრო მსროლელები იღებდნენ მონაწილეობას. 7.62X51 გარდა ამისა იყო 10% უფრო მსუბუქი ვიდრე 30-06, რაც ნიშნავდა რომ ერთი რეისით სატვირთო ტვითმფრინავი გადაზიდავდა 10%-ით მეტ ტყვიაწამალს. ბუნებრივია აშშ სერიოზულად ლობირებდა ახალ ვაზნას და ის მალევე გახდა NATO-ს სტანდარტული კალიბრი. ამის საპასუხოდ აშშ-ს უნდა მიეღო შეიარაღებაში ბელგიური კონცერნის FN-ის ახალი შაშხანა FAL. მიუხედავად იმისა, რომ NATO-მ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აშშ იქნებოდა ვაზნების ყველაზე საიმედო და სტაბილური მომწოდებელი და 7.62X51 გახდა სტანდარტული კალიბრი ალიანსში შემავალი ქვეყნებისთვის, აშშ-მ პირობა არ შეასრულა და ბელგიური შაშხანა არ მიიღო შეიარაღებაში. სანაცვლოდ გადაწყდა საკუთარი კონსტრუქციის T-44 მოდელის შაშხანის შეიარაღებაში მიღება, რომელიც უკვე მოგვიანებით გახდა ის რასაც ჩვენ ვიცნობთ, როგორც   M14-ს. ჩაითვალა, რომ რახან ახალი იარაღი დაფუძნებულია უკვე წარმოებაში ათვისებულ ჯონ გარანდის M1 ტიპის კონსტრუქციაზე, M14-ის მასობრივი წარმოებაც და ჯარში ათვისებაც არ იქნებოდა პრობლემა. სინამდვილეში ნაწილების თავსებადობა ამ ორ იარაღს შორის არის მხოლოდ 25% და ისიც ეხება მეორეხარსხოვან დეტალებს, შტიფტებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება განსხვავებებს ორიგინალური გარანდის კონსტრუქციისგან, გამვყოფდი ორ ძირითად სხვაობას. ეს არის 20  ვაზნიანი მოსახსნელი მჭიდი და მოდიფიცირებული დენთის აირების სისტემა, სადაც აირების “აღება” ლულიდან ხდება შუიდან (გადაიწია უკან 15 სმ-ით), რაც სროლის დროს იწვევს ნაკლებ რხევას და ვიბრაციას და ასევე წნევა უფრო სტაბილურია და შესაბამისად უზრუნველყოფს ავტომატიკის უფრო სტაბილურ მუშაობას. რა თქმა უნდა M14-ს ასევე ქონდა ჯერებით სროლის საშუალება, როგორც ამას სამხედროები სულ ტყვილა ითხოვდნენ. ავტომატიკის სქემა იყო იგივე და იყენებდა ბრუნავ საკეტს.

T-25. ერთ ერთი პროტოტიპი, რომელიც ასევე შეიქმნა გარანდის შაშხანის დიზაინზე დაყრდნობით. ამ ექსპონატს მჭიდი მოხსნილი აქვს.

ამ სურათიდან კარგად ჩანს გარანდის დიზაინის გარდაქმნა M14-ად. პირველი შაშხანა არის გარანდის კონსტრუქციის M1. მეორე არის პროტოტიპი ტ20 და მესამე, პროტოტიპი ტ44. აშშ-ს მთავრობას M14-ის შექმნა საერთო ჯამში დაუჯდა 10,927,523 დოლარი.

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში პირველი ნაწილი, რომელმაც მიიღო ახალი შაშხანა შეიარაღებაში იყო ლეგენდარული 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზია.   1963 წლისთვის M14-ით უკვე დაკომპლექტდა ყველა  საბრძოლო ნაწილი რომელსაც ეს იარაღი ეკუთვნოდა  საშტატო განრიგით. სამწუხაროდ ამ იარაღის მიღება მოხდა მაშინ, როდესაც უკვე კარგად იყო ცნობილი ამ კალიბრის იარაღის ყველა მინუსი, მათ შორის ვაზნის დიდი წონა რაც ამცირებდა ჯარისკაცის საბრძოლო კომპლექტს, თუმცა ამავდროულად ეს ვაზნა 10%-ით ნაკლებს იწონიდა ვიდრე მანამდე სტანდარტული 30-06. ასევე შეუძლებელი იყო ეფექტური სროლა ჯერებით დიდი უკუცემის და ლულის ხტომის გამო.  ამის გამო ბევრ M14-ზე ჯერებით სროლის რეჟიმი გაუქმებული იყო, ან ჯერებით სროლა დაშვებული იყო მხოლოდ ჩასაფრებაში მოყოლის დროს. თვითონ შაშხანა იყო მძიმე და გაბარიტული. ვიეტნმაში დაწყებული კონფლიქტის ინტენსიურობაც იზრდებოდა და დიდი და მოუქნელი M14-ის გამოყენება ჯუნგლებში იყო გართულებული, სადაც სროლის მანძილი იშვიათად აღემატებოდა 150 მეტრს. გარდა ამისა გენიალური სტოუნერი ასრულებდა მუშაობას თავის AR-15-ზე, რომელიც საბოლოოდ შეცვლიდა ფეხოსნის პირადი იარაღის კონცეფციას.

ასე გამოიყურებოდა ამერიკული შაშხანის ბელგიური კონკურენტი. ევროპაში და დანარჩენ მსოფლიოში FN FAL გახდება ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული საბრძოლო შაშხანა.

რასაც ვერ დაუწუნებ M14-ს არის ის, რომ მას აქვს საიმედო იარაღის რეპუტაცია. მიზეზი ამისა არის ხისტი მოთხოვნები, რომლებიც იყო წაყენებული დამკვეთის მიერ. ყველაზე საინტერესო გამოცდები, რომელშიც მიიღო მონაწილეობა M14-მა იყო მათ შორის ტესტი ხანგრძლივ სროლაზე ფორტ ბენინგში, სადაც კონკრეტული შაშხანიდან მიყოლებით გაისროლეს 3080 ვაზნა, ტემპით 60 გასროლა წუთში. იარაღს ცეცხლი მოეკიდა და ვაზნებმა დაიწყეს თვითაალება გადახურებული სავაზნის გამო, მაგრამ ლულა მაინც უზრუნველყოფდა ტყვიების სტაბილიზაციას. 1968 წელს ისევ ფორტ ბენინგში ჩატარდა მასშტაბური  ტესტირება სხვადასხვა იარაღების გამოყენებით ( M14E2, M60, HK33, AR18, Stoner 63 და  M16-ის ორი მოდიფიკაცია). 100 M14-დან გასროლილ იქნა ჯამში 445,268 ვაზნა, რაზეც მოვიდა 313 დაბრკოლება. ამ დაბრკოლებების შემდეგ მსროლელის ჩარევამ ეგრევე დააბრუნა შაშხანა მწყობრში 261 შემთხვევაში. ტესტირებაში მონაწილე იარაღებს შორის M14-ს ქონდა ყველაზე ნაკლები რაოდენობის დაბრკოლება და მწყობრიდან გამოსული ნაწილი. რემონტ გავლილი შაშხანები ასევე გადიოდნენ ტესტირებას რა დროსაც განსაზღვრული იყო არა მარრტო დაბრკოლებების რაოდენობა არამედ ასევე იყო განსაზღვრული დაბრკოლებების ტიპები რაც უზრუნველყოფდა შეკეთების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას.

როდესაც ამერიკელი სამხედროებისთვის გახდა ხელმისაწვდომი იუჯინ სტოუნერის AR-15 (შემდგომში M-16) მიუხედავად სამხედროეების წინააღმდეგობისა, აშკარა ხდებოდა სტოუნერის იარაღის უპირატესობები, ის  იყი მსუბუქი, იაფი, მარტივი, ზუსტი, სროლა ჯერებით იყო ბევრად ეფექტური, ტყვია ცოტას იწონიდა რაც ზრდიდა ჯარისკაცის საბრძოლო კომპლექტს. რობერტ მაკნამარას, რომელიც იყო იმ დროს თავდაცვის მდივანი, ყავდა ძალიან ნიჭიერი მრჩევლების გუნდი. ეს გუნდი ძირითადად იყო დაკავებული რთული გათვლებით, ისინი ითვლიდნენ ყველაფერს რაც უკავშირდებოდა თავდაცვის სტრუქტურას და მათ ქონდათ მყარი არგუმენტები ახალი შაშხანის სასარგებლოდ და მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ომის პირობებში მასშტაბური გადაიარაღება დიდ რისკებს უკავშირდებოდა, არაფერს ვამბობთ რომ ამ ნაბიჯით გამოდიოდა რომ M14-ზე გადაიარაღებაც იყო ფინასურად წამგებიანი, გადაწყვეტილება მაინც იყო მიღებული სტოუნერის ახალი იარაღის სასარგებლოდ ხოლო დანარჩენი კიდე უკვე ისტორიაა…

პრინციპში M14 და მასთან იმდროინდელი ყველა .30 კალიბრის საბრძოლო შაშხანა იყო გარდამავალი თაობის იარაღი, ეს უკვე არ იყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნახევრად ავტომატური შაშხანები მაგრამ ამავე დროს ასევე შორს იყვნენ ინ იარაღებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ დღეს თანამედროვე ფეხოსნის ძირითად შეიარაღებას, ხოლო თავისმხრივ M14 მათ შორის იყო ალბათ ყველაზე მოძველებული კონსტრუქციის მქონე. ყველაზე დიდი ნაკლი M14-ის, რომელიც გამოსწორდა მხოლოდ 2000-ან წლებში არის მოძველებული ტექნიკური გადაწყვეტილება როდესაც ლულის კოლოფიც და ლულაც ასვენია ხის კონდახში. საბრძოლო შაშხანისთვის ეს დიდი პრობლმას არ წარმოადგენს, თუმცა სრული ხის კონდახი იყო და იქნება ყველაზე სუსტი ელემენტი საბრძოლო იარაღის კონსტრუქციაში. თუ საბრძოლო შაშხანაში სრული ხის კონდახი არ არის კრიტიკული პრობლემა იგივე გადაწყვეტილება ხდება სერიოზული დაბრკოლება, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო შაშხანის ადაპტაციას სანიპერული იარაღის როლისთვის. მნიშვნელოვანია ეს იმიტომ, რომ დაწყებული პირველი მსოფლიო ომიდან, ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება საბრძოლო შაშხანის ბაზაზე სპეციალზიირებული სნაიპერული იარაღის შექმნა. მაგალითად იმ დროს FN FAL-იც,  გერმანული Stg.45  და  ესპანური CETME-ს შაშხანა (მომავალში Heckler&Koch G3) აღარ იყენებდნენ სრული ხის კონდახებს არ იყენებდა მას არც პირველის სპეციალიზირებული სნაიპერული თვითდამტენი შაშხანაც “სვდ”, რომელიც გაცილებით უფრო გვიან შეიქმნა. მიუხედავად ამისა ჩემთვის რჩება დიდ გამოცანად რით აზროვნებდა „სვდ“-ს შემქმნელი, როდესაც იარაღის დიზაინზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ დრაგუნოვის შაშხანა გაცილებით გვიან შეიქმნა და უფრო ტექნოლოგიურია ვიდრე M14, უკანასკნელთან შედარებით ის არის სრული ერგონომიული კოშმარი. ლოგიკურია ამ ორი იარაღის შედარება და მე მიკვირს, რატომ ამერიკული საბრძოლო შაშხანა უფრო მოსახერხებელია ზუსტი სროლისთვის ვიდრე სპეციალურად სნაიპინგისთვის შექმნილი იარაღი.

ხის სრული კონდახის გამოყენებას უკავშირდებაკიდევ რამდენიმე პრობლემა, M14-ში შედარებით გართულებულია მჭიდების სწრაფი გამოცვლა. ისე სწრაფად მჭიდის გამოცვლა როგორც თანამედროვე იარაღში M14-ში შეუძლებელია. თუ ავიღებთ M14-ს სნაიპერული როლისთვის, პირველ რიგში ვაწყდებით ხის და რკინის მორგების პრობლემას და შემდგომ იარაღის კონსტრუქციის გამო ოპტიკური სამიზნის მონტაჟის პრობლემას. უკანასკნელი პრობლემა მეტ ნაკლებად აქტუალურია ყველა იმ ეპოქის .30 კალიბრის შაშხანისთვის, მაგრამ M14-ში ის ყველაზე უფრო ღიად გამოხატულია ლულის კოლოფის დიზაინის გამო.

M14 როგორც სნაიპერის იარაღი. 60-ან წლებში, როდესაც აშშ-ის ჯარები აქტიურად იყვნენ ჩართული საბრძოლო ოპერაციებში ვიეტნამში, წარმოიშვა მოთხოვნილება ნახევრად-ავტომატურ სნაიპერულ შაშხანაზე. ასე გაჩნდა XM-21, M14-ის პირველი სნაიპერული მოდიფიკაცია. ყოველთვის იყო მიღებული პრაქტიკა საბრძოლო შაშხანის ადაპტაციის სნაიპერული იარაღის როლისთვის და არც M14–ს ეს ბედი არ აცდა. სნაიპერული M14 წარმოადგენდა M14 National Match-ის (მეტი ყურადღებით და ხარისხით აწყობილი, მცირედ მოდიფიცირებული სტანდარტული M14, ოპტიმიზირებული ზუსტი სროლისთვის) ბაზაზე აგებულ იარაღს. M14-ის M21-ში კონვერტაციას ასრულებდა Rock Island Arsenal . მთავარი მოდიფიკაცია მოიცავდა  Leatherwood 3–9  ოპტიკური სამიზნის მონტაჟს და სპეციალიზირებული ამუნიციის გამოყენებას.  XM-21 ასევე იყო აღჭურვილი სპეციალურად შერჩეული კაკლის კონდახით. შემდგომ მოდელი, ინდექსით M-21 იყო აღჭურვილი სინთეტიკური კონდახით (მაკ მილანის წარმოების), რამაც გარკვეულ წილად მოხსნა ყველა ზუსტი მსროლელისთვის ცნობილი ხის კონდახის და ლულის კოლოფოს მორგების პრობლემა. თუმცა სრულად ეს პრობლემა მოგვარდა მას შემდეგ რაც M14-თვის შეიქმნა ალუმინის „შასი“ რომელმაც ჩაანაცვლა ტრადიციული ფორმის კონდახები. ის რომ კონდახის და ლულის კოლოფის მორგება ყოველთვის იყო პრობლემატური საკითხი, მეტყველებს ჩანაწერი საველე ინსტრუქციაში (FM 23-10), რომლის მიხედვითაც სნაიპერს უნდა გაეწმინდა იარაღი მისი დაშლის გარეშე, ხოლო დაშლის უფლება ქონდა მხოლოდ მეიარაღეს. M21 ასევე აღჭურვილი იყო უფრო სრულყოფილი ოპტიკური სამიზნეებით  Bausch&Lomb Tactical 10×40 ან Leupold MK4 10×. სიზუსტეს რაც შეეხება ის საშუალოდ შეადგენდა 1.5 კუთხის წუთს 100 იარდზე სპეციალური ამუნიციის გამოყენების პირობით. XM-21 და M-21 მთლიანობაში გაამართლეს და იყვნენ ძირითადი სნაიპერული სისტემა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მანამ სანამ 1988 წელს ის არ ჩაანაცვლა რემინგტონის M-24-მა. მიუხედავად ამისა დაწყებული ამ პერიოდიდან M14 ყოველთვის ისევ ბრუნდებოდა მწყობრში, როდესაც აშშ-ის საბრძოლო დანაყოფები ერთვებოდნენ საბრძოლო მოქმედებებში და წარმოიქმნებოდა მოთხოვნა ზუსტ ნახევრად ავტომატურ .30 კალიბრის იარაღზე. ასე მოხდა 1991 წელს ერაყში და 1993 წელს სომალიში. ბოლო მოდიფიკაცია წმიდა სნაიპერული M14-ის არის M25, შექმნილი სპეციალური დანიშნულების ძალების მე-10 დაჯგუფების სახელოსნოებში (იმ დროს ერთიანი სარდლობა სპეც დანიშნულების შენაერთებს არ ქონდათ, ხოლო თავად შენაერთები (Special Forces Groups) განაწილებულები იყვნენ რეგიონალური პრინციპით, ასე მე-10 დაჯგუფებას უწევდა ევროპის ტერიტორიაზე მოქმედება და 1977-1978 წლებში მას ხელმძღვანელობდა ჩვენი თანამემამულე ოთარ შალიკაშვილი). ამ მოდიფიკაციას რომლის ძირითადი განსხვავება იყო ოპტიკური სამიზნის სამაგრი და ოპტიკური სამიზნეების უფრო დიდი არჩევანი იყენებდნენ საჯარისო და საზღვაო სპეციალური დანიშნულების შენაერთები ვისი დაკვეთითაც ეს იარაღი შეიქმნა.

სურათზე მებრძოლებს აქვთ  XM21-ები, რომლებიც აღჭურვილია Sionics SS-1 მაყუჩებით და  AN/PVS-2 Starlight ტიპის ღამის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობებით. მებრძოლები ეკუთვნიან 25-ე ქვეით დივიზიას. პირველებმა ვიეტნამში M21-ები მიიღეს მე-9 ქვეითი დივიზიის სნაიპერებმა 1968 წელში.

საჭიროა ცოტა მეტი დრო დაუთმოთ ვიეტნამის ომის პერიოდს, ვინაიდან ამ პერიოდს უკავშირდება გარკვეული საინტერესო ფაქტები, რომლებიც ეხება როგორც ჩვენი სტატიის გმირს ასევე ზოგადად სნაიპინგის თემას და მკითხველისთვის უნდა ინტერესს წარმოადგენდეს. საქმე იმაშია, რომ შეიძლება დავასკვნათ რომ სწორედ ვიეტნამის კამპანიამ საბოლოოდ დაარწმუნა სარდლობა, სნაიპერების მომზადების სისტემატიზირებაში. მოგეხსენებათ, რომ აქამდე ამერიკელები ჩაბმულები იყვნენ ორ დიდ კონფლიქტში, მეორე მსოფლიო ომში და კონფლიქტში კორეის ნახევარ კუნძულზე. ეს მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები წარმოშობდნენ ისეთ პრობლემებს სადაც სნაიპერების მომზადება, ტაქტიკა და შეიარაღება უბრალოდ იმალებოდა და არ ჩანდა. კორეის ომის შემდეგაც უმაღლესი სარდლობა და მაგათ შემყურე ოფიცრები იგნორირებას უკეთებდნენ სნაიპერებს და მათ მომზადებას. 1954 წელს „საარმიო ჟურნალის“ ერთერთ ნომერში პირდაპირ დაიწერა, რომ ოფიცრები არ იყენებენ საშუალებას  გააგზავნონ შერჩეული მსროლელები 10 დღიან სნაიპერების კურსზე. მაკნამარას სამსახური გართული იყო M16-ით და შეიმუშავა აბსოლუტურად უსაფუძვლო დოქტრინა ამ იარაღის გამოყენების, რომელიც აქცენტს აკეთებდა ჯერებით სროლაზე, იმისთვის რომ ჩაეხშო სამიზნე მასიური ცეცხლით და არა ზუსტი გასროლებით (ე.წ. სწრაფი სიკვდილის დოქტრინა). ამას მოყვა სამხედრო მოსამსახურეებში ზუსტი სროლის უნარის სწრაფი დეგრადაცია, რაც ეგრევე გამოვლინდა ვიეტნამში. ჯარისკაცებს არ ქონდათ შორსმსროლელი ზუსტი იარაღი, რომელიც იქნებოდა გამოსადეგი სნაიპინგისთვის. ამერიკელები კვლავ მოუმზადებლები შეხვდნენ ომს. ვითარებამ დაიწყო გამოსწორება როდესაც არმიის დეპარტამენტმა გამოსცა სახელმძღვანელო  ზუსტ სროლის გააღრმავებულ საფუძვლებზე და დაავალა სამხედრო მეთაურებს შეიმუშაონ მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრავენ ორგანიზაციულ, დოქტრინულ და მატერიალურ მოთხოვნილებებს სნაიპერების მოქმედების უზრუნველსაყოფად. ბოლო პუნქტის მიხედვით ამისთვის საჭირო იყო გამოცდილი, საიმედო შაშხანა 1000 იარდზე სროლის პოტენციალით. ბუნებრივია M14 იყო ლოგიკური არჩევანი ამ როლისთვის. 1968 წელს პირველი პარტია (50 ცალი) სნაიპერული M14-ების (ინდექსით XM21) გაიგზავნა მე-9 ქვეით დივიზიაში. იმავე წელს იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით დივიზიამ ჩაიწერა 1139 მოკლული მოწინააღმდეგე. ამავე დივიზიაში პირველად დაიწყო საველე პიორბებში სნაიპერების მომზადების პროგრამის შემუშავება. თავდაპირველად ის წარმოადგენდა 48 საათიან თეორიულ პროგრამას, რომელიც ოფიცრების და სერჟანტების მოტივაციის წყალობით გადაიზარდა 18 დღიან ინტენსიურ სწავლებაში, რა დროსაც მხოლოდ პირველ 6 დღეში მსროლელი ხარჯავდა 720 ვაზნას და იგივე დროს ატარებდა სპოტერის როლში. ასევე ისინი სწავლობდნენ საჰაერო და საარტილერიო დარტყმის გამოძახებას, შენიღბვის ხელოვნებას და ასე შემდეგ.

ამავე პერიოდს უკავშირდება ხარისხობრივი ნახტომი სნაიპერების შეიარაღებაში.  მათ მიიღეს მართალია საბრძოლო შაშხანის ბაზაზე შექმნილი მაგრამ უდაოდ დახვეწილი სნაიპერული სისტემა M21-ის სახით. სპეციალურად ღამის ოპერაციებისთვის M21-ები აღჭურვილი იყო Sionics inc.-ის საპრესორებით (საპრესორი ამცირებს გასროლის ხმას და ლულის ალს, მაყუჩი კი განკუთვნილია გასროლის ხმის სრული ჩახშობისთვის) და ასევ იმ დროისთვის ძალიან დახვეწილი ღამის სამიზნე მოწყობილობით AN/PVS-2 “სტარლაიტ” (ვასკვლავების შუქი). ამ სამიზნეს ქონდა მხოლოდ ორი მინუსი, წონა (3.4 კგ) და ფასი, რომელიც შეადგენდა 3000 დოლარს (იმ დროს ამერიკაში ახალი ავტომობილის ფასი იყო საშუალოდ 3900 დოლარი). XM21 აღჭურვილი ღამის ოპტიკით და საპრესორით საშუალოდ გამოიყენებოდა  400 მეტრის მანძილზე და იყო ძალიან ეფექტური იარაღი. არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი, როდესაც ერთმა სნაიპერმა გასროლების ერთი სერიით მოხსნა მოწინააღმდეგეს 14 გუშაგი, ეს იყო იმდენად ადვილი რომ უბრალოდ იყო სასაცილო, იხსენებდა შემდგომ სანიპეერი. ასევე ღამით, კონტრსნაიპერული ოპერაციების დროს, ჩრდილო ვიეტნამელ სნაიპერებს პრაქტიკულად არ ქონდათ გადარჩენის შანსი. საბჭოთა კავშირიდან გარკვეული რაოდენობით მათ მიიღეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ძველი ამერიკული წარმოების აქტიური ღამის ოპტიკური სამიზნეები (M1 და M2), რომელიც საბჭოთა კავშირმა თავის დროზე ამერიკიდან ლენდ-ლიზით მიიღო. აქტიური ნიშნავს, რომ სამიზნის გაშუქებისთვის გამოიყენებოდა ინფრა-წითელი პროჟექტორები ხოლო თავის მხრივ „სტარლაიტი“ იყენებდა არსებული ბუნებრივი განათების გაძლიერების მეთოდს (აძლიერებდა მას 75,000-ჯერ) და მათ შორის უპრობლემოდ აფიქსირებდა ინფრა-წითელი პროჟექტორების გამოსხივებას. ცხადია ასეთი თვითგანათებული სამიზნის განადგურება უკვე პრობლემას არ წარმოადგენდა. კონვენციონალურ ოპტიკური სამიზნეებს რაც შეეხება პირველი 50  შაშხანა, რომელიც მოხვდა მე-9 დივიზიაში  აღჭურვილი იყო სამხედრო ოფიცრის ჯიმ ლიზერვუდის კონსტრუქციის ოპტიკური სამიზნით (ART), რომლის კონსტრუქციაშიც გათვალისწინებული იყო სტანდარტული .308 კალბრის ტყვიის ვარდნის კომპენსირების სისტემაც. ეს ოპტიკური სამიზნე აღმოჩნდა საკმარისად გამძლე და ეფექტური და მასიურად ყენდებოდა როგორც M21-ზე ასევე სხვა შაშხანებზე. მთლიანობაში შეიძლება ითქვას რომ სნაიპერულმა M14-მა მაღალი შეფასებები დაიმსახურა და უდაოდ იყო წარმატებული პროექტი, ვიეტნამის თემაზე საუბარი რომ დავასრულოთ, უნდა ავღნიშნო რომ არმიისგან განსხვავებით საზღვაო ფეხოსანთა კორპუსი არ იყო აღტაცებული იდეით სნაიპინგისთვის გამოეყენებინა ნახევრად-ავტომატური შაშხანა. პირველ რიგში იმიტომ, რომ M14-ის წინამორბედი გარანდის შაშხანა და მისი სნაიპერული მოდიფიკაცია არ გამოირჩეოდა მაღალი საბრძოლო თვისებებით სნაიპერული იარაღის როლში. ტრადიციული „ბოლტი“ იყო მათთვის სასურველი სისტემა მიუხედავად იმისა, რომ არმიის ნაწილები ძირითადად განლაგებულები იყვნენ ვიეტნამის სამხრეთ ნაწილში და იბრძოდნენ უფრო ღია გაშლილ ადგილებში, ხოლო საზღვაო ფეხოსნებს უწევდათ ბრძოლა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეტ  წილად მჭიდრო ტყეებში და ჯუნგლებში.  კორპუსი მაინც სხვა გზით წავიდა და მათი არჩევანი ძირითადად იყო ვინჩესტერის 70-ე მოდელი თუმცა M14-ს ხშირად იყენებდა სნაიპერის სპოტერი. ისტორიის ეს ნაწილი არ ეხება ამ სტატიის თემას და ამიტომაც აღვნიშნავ მხოლოდ, რომ საზღვაო ფეხოსანებმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს სნაიპინგში და განიცადეს სწრაფი ადაპტაცია და ევოლუცია. ასევე ვიეტნამში მიღებულმა გამოცდილებამ საფუძველი ჩაუყარა საზღვაო ფეხოსნების სნაიპერების მომზადების სკოლის შექმნას, რომელიც დღეს ერთერთ საუკეთესო ამ პროფილის სასწავლებლად ითვლება მსოფლიოში.  ზოგადად სწორედ ვიეტნამის კამპანიის შემდეგ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შიგნით დამკვიდრდა იდეა რომ სნაიპინგი არის სამხედრო დოქტრინის განუყრელი ნაწილი. თუმცა სამწუხაროდ, მრავალი წლის შემდედ როდესაც M14-ს მოუხდა კიდევ ერთხელ დაბრუნება მწყობრში, საბრძოლო შენაერთები იგივე პრობლემებს წააწყდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ M14-ის კონკურენტები უკეთესად გამოიყურებოდნენ საბრძოლო შაშხანის როლში უნდა აღინიშნოს რომ სნაიპერული იარაღის როლისთვის ამერიკელებმა შეძლეს ამოწურონ მაქსიმუმი M14-ის კონსტრუქციიდან და თუ არ ჩავთვლით Heckler&Koch G3-ის ბაზაზე შექმნილ ძვირ და შესანიშნავ PSG-1-ს, ამერიკული შაშხანა არის საუკეთესო იარაღი სანიპინგისთვის კონკურენტებს შორის. ამაში დიდ როლს თამაშობს განსხვავებული ხედვა სნაიპერების როლზე და მათი გამოყენების დოქტრინაზე რის გამოც ზუსტი სროლისთვის გაანკუთვნილი ნახევრად ავტომატური იარაღი მეტ ყურადღებას იმსახურებდა აშშ-ში და ასევე National Match ფაქტორი, როდესაც გამოცდილი ოსტატი მეიარაღეები ახერხებდნენ საბრძოლო იარაღის კონსტრუქციიდან მაქსიმალური სიზუსტის მიღებას და ამის მიღწევა ხდებოდა ყველა დეტალისადმი მაქსიმალური ყურადღების მიქცევით და გამოყენებული კომპონენტების გადარჩევით.

მეორედ მოსვლა. პრინციპში არც სტანდარტული M14 არასდროს არ გამქრალა ბოლომდე არსენალებიდან და მას ძალიან შეზღუდულად იყენებდნენ გარკვეული ნაწილები მათ შორის აშშ-სს საზღვაო ფლოტის სპეციალური დანიშნულების შენაერთები, რომლებიც რამდენიმე როლში იყენებდნენ ამ იარაღს. ყველა M14, რომელიც გამოიყენებოდა ასეთ შენაერთებში იყო მეტ წილად ინდივიდუალურად მორგებული ოპერატორის გემოვნებას და მათი კლასიფიცირება ძალიან ძნელია. ასეთი ელიტარული რაზმები, ყოველთვის თავისუფლებით სარგებლობდნენ იარაღის არჩევაში და მათ ბევრი სისტემა ქონდათ, რომელიც მოხსნილი იყო შეიარაღებიდან  რეგულარულ შენაერთებში (პისტოლეტი M1911A1, ტყვიამფრქვევი M60E3) ან საერთოდ არ ყოფილა არასდროს შეიარაღებაში მიღებული (მსუბუქი ტყვიამფრქვევი Stoner 63).

M14 ძალიან ბევრ როლში გამოიყენებოდა, მათ შორის როგორც ცერემონიალური იარაღის, განმაღმველი საშუალება და ასევე იმისთვის, რომ ერთი გემიდან მეორეზე მოხდეს ტროსის გადასროლა, საბაგირო გზის ასაგებად და მძიმე ტვირთების გადასაზიდად. სურათზე სწორედ ეს პროცესია აღბეჭდილი.

რეალურად  M14-ის მასიური დაბრუნება საბრძოლო ნაწილებში მათ შორის საარმიო დანაყოფებში დაიწყო ავღანეთში ოპერაციის დაწყების შემდეგ 2001 წელში. რა დროსაც მალე გახდა აშკარა, რომ სტანდარტული 5.56 კალიბრის კარაბინი 14.5 ინჩიანი ლულით არ იყო  გაშლილ ადგილებში ეფექტური ცეცხლის წარმოებისთვის საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ M4 არის შესანიშნავი იარაღი, პატარა უკუცემას, მცირე წონას და გაბარიტებს მოყვა გარკვეული შეზღუდვები რაც პირველ რიგში აისახა ეფექტური სროლის სიშორეზე, რომელიც 300 მეტრს არ აღემატებოდა. 2009 წელს სპეციალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ ნახევრაზე მეტი შეიარაღებული შეტაკებების ავღანეთში ხდებოდა მანძილებზე, რომლებიც აღემატებოდა 300 მეტრს. ეს კიდე ნიშნავდა რომ ქვეითი ასეულის განკარგულებაში არსებული იარაღების 80% უბრალოდ ვერ წვდებოდა მოწინააღმდეგეს.  ამავე დროს M14-ის სანიპერული მოდიფიკაცია იყო საკმარისად ეფექტური 300-დან 800 მეტრამდე, განსაკუთრებულად ახალი  M118LR  ტიპის ვაზნის გამოყენები, რომელიც იყენებს მაღალი ხარისხის Sierra Match King-ის ტიპის ტყვიას და ოპტიმიზირებულია შორ მანძილებზე გამოყენებისათვის. ავღანეთამდე და ერაყამდე, არც ისე ბევრი M14 იყო შეიარაღებაში შემორჩენილი. ანტიტერორისტული კამპანიის დაწყების შემდეგ დარჩენილი M14-ის მწყობრში დაბრუნება დაიწყეს რომ დაეკმაყოფილებინად მოთხოვნა შორსმსროლელ ნახევრად ავტომატურ შაშხანაზე. სამწუხაროდ ძნელია ამ საგანგებო გადაწყვეტილების სარგებლიანობის განსჯა მაგრამ არ მგონია, რომ სამ დღიანი გადამზადების კურსი ყოფილიყო საკმარისი, რომ მსროლელმა აითვისოს ახალი იარაღი. ასეა თუ ისე ის ფაქტიც რომ მაღალი სარდლობა ათვითცნობიერებს პრობლემას და ცდილობს ის გადაწყვიტოს უკვე იმსახურებს მოწონებას. განსხვავებით ვიეტნმაის კამპანიისგან სანიპერები ადეკვატურად მომზადებულები იყვნენ, ხოლო მიზეზი M14-ის დაბრუნების იყო პრინციპში დაგეგმარების შეცდომა, როდესაც ფეხოსნების ასეულები განიცდიდნენ შორსმსროლელი სისტემების ნაკლებობას. უკვე დასახელებული მიზეზების გამო საბრძოლო მოქმედებების თეატრზე ასევე გაჩნდა რამდენიმე სხვა ანალოგიური სისტემა გათვლილი 7.62X51 NATO-ზე,  მათ შორის ისევ და ისევ სტოუნერის კონსტრუქციის AR10-ის ბაზაზე შექმნილი ორი შაშხანა M110 SASS (Knight’s Armament Company) და M27 (Heckler&Koch), ასევე ძალიან შეზღუდულად ორიგინალური დიზაინის ბელგიური FN SCAR-H. ხეკლერ&კოხის შაშხანის გამოჩენა უკავშირდება საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის გადაწყვეტილებას ჩაანაცვლოს მაგით M249 ტიპის მსუბუქი ტყვიამფრქვევბი, გადაწყვეტილება, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და დისკუსია ამ გადაწყვეტილებისს სისწორეზე დღემდე არ წყდება ისევე, როგორც არ წყდება მცდელობები შეიქმნას მსუბუქი .30 კალიბრის ტყვიამფრქვევი. სამწუხაროდ სახსრების უქონლობის გამო შემორჩეენილი M14 აღმოჩნდა უფრო მოსახერხებელი ამ ვაკუუმის შესავსებად.  ”შემორჩენილი” კიდე იმიტომ, რომ კლინტონის პრეზიდენტობის დროს არსენალებიდან გაიტანეს ძალიან ბევრი დაკონსერვებული  M14. ნაწილი განადგურდა ნაწილი გადაეცა ამერიკის მოკავშირეებს. დარჩენილი M14-ის გადაკეტება ხდებოდა ადგილობრივად და ხდებოდა შაშხანის ოპტიმიზირება ზუსტი სროლისთვის. ეს იარაღები არ არის სნაიპინგისთვის განკუთვნილი M21-ები, არამედ სტანდარტული შაშხანები, რომლებიც გარკვეულ მოდიფიკაციებს განიცდიდნენ, აქედან ძირითადად ხდებოდა კომპოზიტური კონდახების გამოყენება და ოპტიკური სამიზნის მონტაჟი. M14-ის დაბრუნებას მოყვა გარკვეული უნიფიკაცია და გაჩნდა მეტ ნაკლებად სტანდარტიზირებული მოდელები. მაგალითად  მოდელი Mark 14 Enhanced Battle Rifle, რომელიც წარმოადგენს მძიმედ მოდიფიცრებულ M14-ს მოკლე ლულით და დასაკეცი კონდახით. შექმნილი ახლო ბრძოლებისთვის და როგორც მარქსმენის იარაღი, ის ჯერ 2004 წლიდან იყო სპეციალური დანიშნულების ძალების შეიარაღებაში და 2010 წლიდან ორი ამ ტიპის იარაღი უკვე არის ყოველი საარმიო ქვეითი ოცეულის შეიარაღებაში, რომელიც მოქმედებს ავღანეთში. სულ დაახლოებით ავღანეთში მოხვდა 5 000 M14. ხოლო იმისთვის, რომ მიხვდეთ რამდენი M14-ის მოდიფიკაცია არსებობს გეტყვით მხოლოდ, რომ  Mark 14 Enhanced Battle Rifle-ის რვა სხვადასხვა მოდიფიკაცია არის შეიარაღებაში.

Mk14 Enhanced Battle Rifle Mod 0. პირობითად პირველი თაობის Mk14, გამოდიოდა 2004-2005 წლებში. შედარებით გრძელი ლულა შეცვლილია 457მმ სიგრძის ლულით. ტრადიციული კონდახი შეცვლილია ალუმინის “შასით” რომელსაც ამზადებს Sage International. ალმქრობი შეცვლილია უფრო ეფექტური მოდელით SEI 2000V. გამომდინარე იქიდან თუ ვინ არის ამ შაშხანების კლიენტურა, ყველა მათგანი არის განსხვავებული და მორგებული ინდივიდუალურ მსროლელზე. მათ შორის ეს ერთეულიც.

სავარაუდოთ ამ იარაღს აქვს ძალიან ნათელი მომავალი, სნაიპერული იარაღის როლში, მითუმეტეს როდესაც უკვე დღეს არსებობს ამ სისტემის შაშხანები მძლავრ .300 Win Mag-ზე. სურათზეა M110 Semi-Automatic Sniper System. ავღანეთში ის პირველად გამოჩნდა 2008 წელს საბრძოლო შენაერთ “ფიური”-ში (Task Force Fury) და სნაიპერებისგან უმაღლესი შეფასებები მიიღო. ამ შაშხანას შეუძლია “მინუტაზე” ნაკლები ჯგუფები ისროლოს და ამისთვის არ იქნება საჭირო ოსტატების ჩარევა.

სტოუნერის AR-10-ზე დაფუძნებული სისტემების გამოჩენა პრინციპში ნიშნავს, რომ M14-ის სამხედრო კარიერია საბოლოოდ სრულდება და მესამედ მოსვლა არ მოხდება.  ერთი თაობით უფრო ახალგაზრდა AR-10-ს შეუძლია, როგორც იტყვიან პირდაპირ ყუთიდან უზრუნველყოს სიზუსტე რომელიც არ აღემატება ერთი კუთხის წუთს 100 მეტრზე. ის მოდულურია, უფრო ტექნოლოგიურია და ადვილად ექვემდებარება მოდიფიკაციებს. მოვლა მომსახურებაც უფრო ადვილია. M14-ს რაც შეეხება, მგონი ამ მოკლე სტატიის წაკითხვის შემდეგ არავის ეჭვი არ შეეპარება, რომ ეს შაშხანა ნამდვილად იმსახურებს ლეგენდის სტატუსს. ერთხელ ჯარისკაცი ყოველთვის ჯარისკაცია და რაც არ უნდა მოხდეს M14 კიდევ დიდხანს შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული დავალეებები ისევე როგორც ის გაახარებს მის სამოქალაქო მფლობელებს, უმწიკლო მუშაობით, შესანიშნავი სროლისუნარიანობით და სიზუსტით.

ბუნებრივია, რომ როგორც ეს ყოველთვის ხდება საბრძოლო იარაღის მოდელები სამოქალაქო ბაზარზეც მოხვდა. 1971 წლიდან დღემდე M14-ის სამოქალაქო ვერსიებს უშვებს ან უშვებდა ათამდე კომპანია და თავისი რეპუტაციის და მაღალი საბრძოლო თვისებების გამო ეს იარაღი ძალიან პოპულარუული მსროლელთა და კოლექციონერთა წრეებში. გარდა ამისა ამერიკელები არიან პატრიოტები და საკუთარი ქვეყნის ისტორიას დიდ პატივს სცემენ, რის გამოც M14 ყოველთვის არის სასურველი შენაძენი. სამოქალაო მომხმარებლის თვალსაზრისით, რომელიც დაეძებს ეფექტურ იარაღს და ნაკლებად აინტერესებს კოლექციური და/ან ისტორიული ღირებულება M14 რა თქმა უნდა ყოველმხრივ მოძველებული იარაღია და ეს არის ფაქტი. როგორც თავდაცვის იარაღი ის ვერ გაუწევს კონკურენციას თანამედროვე შაშხანებს/კარაბინებს თითქმის არც ერთ პარამეტრში გარდა იმისა, რომ M14 იყენებს ძლიერ .308 კალიბრის ვაზნას. დანარჩენში ახალი თაობის კარაბინები ბევრად უკეთესი სამომხმარებლო თვისებებით გამოირჩევიან, აქვთ უკეთესი ერგონომიკა, მერტივი კონსტრუქცია. როგორც უკვე ავღნიშნე M14-ს აქვს დიდი გაბარიტები და მასა, სიგრძე არის 112სმ, ხოლო წონა 5.1 კგ. ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, ბერვს არ ექნება M14 ცოცხლად ნანახი ამიტომ ვიტყვი რომ ის პრაქტიკულად იგივე სიგრძის არის რაც საქართველოში უკეთესად ცნობილი სვტ-40, ხოლო წონა სვტ-სი არის 1.5 კგ-ით ნაკლები!  ეს შეგიქმნით წარმოდგენას იმაზე თუ რამდენად მძიმე იარაღია M14. კონკრეტულად ჩვენ შაშხანაზე, რომელაც ჩვენ ამ სტატიის მეორე ნაწილში გამოვცდით,  დამატებით აყენია Por-Mag-ის ფოლადის ოპტიკის კრონშტეინი, ოთხჯერადი გადიდების მქონე კომპაქტური ოპტიკური სამიზნე Shirstone, ასევე Por-Mag-ის 20 ვაზნიანი პოლიმერის მჭიდები და სტანდარტული სინთეტიკური ღვედი. ასეთ კომპლექტაციაში, სავსე მჭიდით იარაღის წონა ურტყავს 6.5 კგ-ს რაც ძალიან ბევრია. იარაღი მძიმეა და მისი “მართვა” გართულებულია ჩემნაირი კომპლექციის ადამიანისთვისაც კი. თუმცა ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ხელში გვიჭირავს ზუსტი და საიმედო ნახევრად-ავტომატური შაშხანა, რომელშიც “ზის” არც მეტი არც ნაკლები ოცი .308 კალიბრის ვაზნა. ეს კიდე შთამბეჭდავი საცეცხლე ძალაა.

ვისაც აქვს ამის საშუალება და სურს ფლობდეს M14 და მისცეს მას პრაქტიკული გამოყენება მაშინ ეს Springfield Armory-ის  M1A Squad Scout კარაბინი იქნება ერთ ერთი საუკეთესო არჩევანი.  Springfield Armory უშვებს სამოქალაქო M14-ის ვერსიებს 1974 წლიდან. კონკრეტულად ეს კარაბინი ასევე აღჭურვილია შესანიშნავი ოპტიკური სამიზნით Nightforce 2.5-10x, რომელიც დაყენებულია Springfield Armory-ის კრონშტეინზე. სურათი ეკუთვნის ოლეგ ვოლკს.

სამოქალაქო ბაზარზე სულ უფრო მეტი AR-10-ის კლონი ჩნდება . ისინი უფრო მსუბუქება, შედარებით უფრო იაფია, უფრო მეტი თანდაყოლილი სიზუსტე აქვთ და გარდა ამისა ადვილად მოდიფიცირდება. ერგონომიკაც იმეორებს AR-15-ს ანუ ის პრაქტიკულად იდეალურია. ასევე დახარჯულ ფულში გაცილებით უკეთეს შედეგს იღებთ ვიდრე M14-ის მოდიფიცირებისას. სურათზე არის Armalite AR10A

სტატიის მეორე ნაწილი თავიდან ბოლომდე დაეთმობა M14-ის კონსტრუქციის განხილვას, სროლას, მოვლა მომსახურებას და ტექნიკურ დეტალებს.

 

ვის ეძღვნება

October 30th, 2013

ეს ბლოგი ეძღვნება პირველ რიგში მამაჩემის, უშიშროების პოლკოვნიკის  გოგი ფხაკაძის ხსოვნას, რომელმაც თავის დროზე მიყიდა პირველი ჩემი იარაღი, პნევმატური შაშხანა და მომცა სროლის პირველი გაკვეთილი. ასევე ეძღვნება ჩვენ პოლიციელებს და ჯარისკაცებს ვინც იცავს ჩვენ ქვეყანას შიდა და გარეშე მტრებისგან, ყველა საქართველოს პატრიოტს და ყველა ჩემნაირ იარაღის და სროლის მოყვარულს. 

P1040634

გიორგი (გოგი) ფხაკაძე

6.09.1951 – 28.06.1991 

ყურადღება მყიდველო!

October 22nd, 2013

ამ ბოლო დროს ჩემი ყურადღება მიიქცია რამდენიმე ფაქტმა, რომელიც უკავშირდება სამოქალაქო იარაღის გაყიდვებს. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე ან არაკეთილსინდისიერი ან უბრალოდ არაკომპეტენტური კომპანია ცდილობს გამოიყენოს იარაღის ვიზუალური მზგავსება და გაყიდოს ერთი მწარმოებლის იარაღი ისე თითქოს ის იყოს სხვა მწარმოებლის.

ტიპიური მაგალითი არის მაგალითად ეს “სარეკლამო” განცხადება. სურათზე ნაჩვენები არის   გერმანული კომპანია German Sport Guns-ის მცირეკალიბრიანი კარაბინი. კომპანია დაარსებულია 2002 წელს, უშვებს მცირეკალიბრიან იარაღს, რომელიც იმეორებს ცნობილ საბრძოლო იარაღის მოდელებს (ასევე აირსოფტის იარაღებს და სხვა გასართობ და სპორტულ პროდუქციას), ამ შემთხვევაში ასევე გერმანული ხეკლერ&კოხი-ს პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის MP-5-ის ვიზუალურად მსგავს იარაღს (ფასი 400-500 USD). ამ იარაღის მწარმოებელ კომპანიას არანაირი კავშირი არ აქვს ხეკლერ&კოხთან და გააუგებარია რატომ არის “მიწეპებული” ხეკლერ&კოხ-ის ლოგოები ამ სურათზე და ასევე გაუგებარია, რატომ ამ მაღაზიის საიტზე ხეკლერ&კოხის განყოფილებაშია თავმოყრილი GSG-ს იარაღები. ალბათ იმიტომ რომ გამართლდეს არანორმალურად დიდი ფასი რომელიც განცხადების ტექსტის მიხედვით არის არც მეტი არც ნაკლები 2500 ლარი.   საინტერესო არის ის, რომ 2009 წელს ხეკლერ&კოხმა უჩივლა სასამართლოში German Sport Guns-ს, სწორედ იმის გამო, რომ მათი პროდუქცია ძალიან გავდა ხეკლერ&კოხის იარაღებს. აღნიშნული პროცესი დასრულდა გარიგებით, რომლის დეტალები უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ GSG აკრძელებს იარაღის წარმოებას.

იგივე ეხებოდა გერმანული კომპანია ISSC-ის მცირეკალიბრიან ძალზედ იაფფასიან პისტოლეტს, რომელიც ვიზუალურად ოდნავ წააგავს სახელგანთქმულ გლოკს.  შემდგომ განცხადებები სადაც იყიდებოდა გლოკი გეკოზე რეგულარული სიხშირით ჩნდებოდა ინტერნეტში. იმიტომ, რომ მყიდველი თავისი ჭკუით ყიდულობდა მცირეკალიბრიან გლოკს.

ასევე ვიხსენებ  ”ლუიჯი ფრანკის” თოფებს, რომლებსაც ეძახდნენ რატომღაც ბენელის და თურქულ ბერეტებს, სინამდვილეში “შტოეგერის” პისტოლეტებს.  შემდგომ შეცდომაშო შეყვანილი მყიდველი გაყიდვის მცდელობისას იგებს, რომ სინამდვილეში მთლად ის არ უყიდია რისი ყიდვაც უნდოდა. ამას ასევე მოყვება ის რომ მყიდველი იწყებს უაზრო კითხვების დასმას, ეს ნამდვილი ამერიკული იარაღია თუ თურქულია, ამერიკული კოლტია თუ თურქული კოლტი, მიუხედავად იმისა, რომ თურქული კოლტი ბუნებაში არ არსებობს და ასეთი კითხვების მოსმენა მე მიწევს მუდმივად.

ცალკე თემა არის ბრენდები, რომლებიც ნაყიდია თურქული მწარმოებლეების მიერ, მაგალითად “ბერნანდელი”, “ვებლეი&სკოტი” ან ევროპული/ამერიკული მწარმოებლების სახელებით გაყიდული იარაღი, რომელიც თურქული კომპანიები უშვებენ, მაგალითად “ჩზ”, “ვეზერბი”, “ვინჩესტერი”. ცალსახად ეს არ ნიშნავს, რომ თურქული “ბერნარდელი” ან “ჩზ” ცუდი იარაღია მაგრამ მე მაგალითად არ ვიყიდე თურქეთში წარმოებული ვინჩესტერის თოფი, იმიტომ, რომ მე მინდა ტრადიციული ამერიკული ბრენდი რომელიც იქნება made in USA და არა made in Turkey.

შესაბამისად გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიებში მომრავლდა იარაღის ასორტიმენტი (რაც კარგია) მე ურჩევდი მყიდველს გამოიჩინოს სიფრთხილე იარაღის არჩევისას და ყიდვანდე გადაამოწმოს “ნეტში” კონკრეტულად  რას ყიდულობს, იმიტომ რომ გარკვეულ მაღაზიებში მას ან არ ეტყვიან სიმართლეს ან შეცდომაში შეიყვანენ ან უბრალოდ ვერ გასცემენ კომპეტენტურ პასუხს.

 

ვარჯიშის ორგანიზება სახლის პირობებში

October 11th, 2013

იარაღი არის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც უნდა ისწავლოთ. გამოყენება არა ტირის პირობებში არამედ რეალურ მაღალ სტრესულ პირობებში. ბევრისთვის შეიძლება სიახლე იყოს რასაც ეხლა მე აქ დავწერ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვარჯიში სროლაში არ ხორციელდება მხოლოდ მაშინ როდესაც იმყოფებით ტირში ან პოლიგონზე და ესვრით სამიზნეს. მაგალითად ჩემი წესი არის მარტივი, სამჯერ მეტი დრო უნდა დაიხარჯოს მშრალ ვარჯიშებზე ვიდრე ის დრო, რომელსაც ტირში ან პოლიგონზე ატარებთ, რეალობაში კი მე გაცილებით მეტ დროს ვხარჯავ სახლის პირობებში ვარჯიშზე ვიდრე ტირში. ამის გათვითცნობიერება მითუმეტეს უფრო მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ რა დროს და რა ქვეყანაშიც ვცხოვრობთ, როდესაც უბრალო მოქალაქისთვის მიუწვდომელია მაღალი ხარისხის სასწავლო დაწესებულებები, იარაღი, ტყვია-წამალი და ასე შემდეგ.  მაგრამ მიუხედავად ამისა ასეთ პირობებშიც სურვილის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ეფექტური სავარჯიშო პროგრამის შედგენა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ გახდეთ უკეთესი და უფრო მომზადებული სმროლელი. ის ტირები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოში იძლევიან საშუალებას მიზანში სროლის პისტოლეტიდან მხოლოდ სტატიკური პოზიციიდან რა დროსაც არც თქვენ და არც სამიზნე არ მოძრაობს. თუნდაც რომ გადაიხადოთ 2 ლარი ვაზნაში და გაამდიდროთ ასეთი ტირად გადაკეთებული სათავსოების პატრონები, რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაზე ლაპარაკი მაინც ზედმეტია. მანდ უბრალოდ არ არის შესაბამისი პირობები.

იმისთვის, რომ ისწავლოთ მანიპულაციები იარაღთან, სწრაფი ამოღება, გადატენა, მოძრაობა, უსაფრთხოება, გადაადგილება, ბარიერების გამოყენება, სულაც არ არის საჭირო სროლა. საჭიროა მინიმალური ფართი და მინიმალური რაოდენობა აღჭურვილობის. ნუ ფიქრობთ 25 მეტრიან ტირზე. სტატისტიკა იუწყება რომ პისტოლეტის გამოყენების უმეტესობა შემთხვევების ხდება სასაუბრო დისტანციებზე. ამიტომ 5 მეტრიანი მანძილიც არის თქვენთვის აბსოლუტურად საკმარისი. მე შევეცდები ჩამოვწერო რამდენიმე იდეა, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ და რომელიც დაგეხმარებათ გადახედოთ თქვენ საწვრთნელ პროგრამას და მიაღწიოთ კარგ შედეგებს.

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიში, რომლისთვისაც არ არის საჭირო ტირი და შესაძლებელია შეასრულოთ ნებისმიერ ადგილას არის მშრალი სროლა. არასწორი სასხლეტის დამუშავება არის ზუსტი სროლის ყველაზე ხელშემშლელი ფაქტორი და ამის გამოსწორება შესაძლებელია სახლში ზედმეტი კაპიკის დახარჯვის გარეშე. მე წაკითხული მაქვს ისტორია, რომელიც ლათინოამერიკულ ქვეყანაში მოხვდა, სადაც შეიარაღებულ ძალებს არ ქონდათ საკმარისი ტყვია-წამალი რეგულარული წვრთნების ორგანიზებისთვის. ერთი ასეულის მეთაური აიძულებდა ჯარისკაცებს ყოველ დღე მშრალად ევარჯიშათ, რის შედეგადაც აღნიშნული ასეული გაცილებით უფრო მაღალ ქულებს იღებდა ჩათვლებზე ვიდრე ნაწილები, რომლებიც მხოლოდ ისროდნენ საბრძოლო ტყვია-წამალს. რჩევა რომელიც უკავშირდება ამ ვარჯიშს ჟღერს ასე, დასამიზნებელ ობიექტად გამოიყენეთ რაც შეიძლება პატარა სამიზნე, რომლის მიმართაც ეგრევე გამოჩნდება ცდომილება მიზანში სასხლეტის დამუშავებისას. ეს არის ასე ვთქვათ აკადემიური ვარჯიში და პირობები უნდა იყოს მაქსიმალურად კარგი, მათ შორის კარგი განათება რომ სამიზნეს და სამიზნე მოწყობილობებს კარგად ხედავდეთ. დანარჩენი ვარჯიშები მოითხოვენ მეტ რეალიზმს.

ე.წ. Penny Drill/კაპიკიანი ვარჯიში. იგივე ვარჯიშის ნაირსახეობას იყენებდნენ ინსტრუქტორები საბჭოთა ჯარში რა დროსაც ავტომატის ლულის კოლოფის ხუფზე იდებოდა მასრა. სასხლეტზე გამოკვრას არ უნდა მოყვეს მასრის, მონეტის ძირს დაცემა.

საწვრთნელი პისტოლეტი. ამ როლისთვის რა თქმა უნდა შესაძლებელია გამოიყენოთ თქვენი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი (უბრალოდ სანამ ვარჯიშზე გადახვალთ ყოველთვის დარწმუნდით რომ იარაღი განმუხტულია და სავსე მჭიდი ან ვაზნები ჯობია შეინახოთ ცალკე ოთახში, რომ სრულად გამორიცხოთ უბედური შემთხვევის ალბათობა) მაგრამ უფრო უკეთესია შეიძინოთ „აირსოფტისთვის“ განკუთვნილი კოპია. ასეთი იარაღები, როგორც წესი ზუსტად დეტალებში იმეორებენ საბრძოლო ანალოგს. გამოდგება პლასტმასის სათამაშოც, რომელიც მეტ ნაკლებად წააგავს პისტოლეტს, რომელიც თქვენ გაქვთ. ეს პირველ რიგში შეინახავს თქვენ  იარაღს ცვეთისგან და დაზიანებისგან (მაგალითად თუ ის ვარჯიშის დროს დაგივარდებათ).. მე არ ვიძახი, რომ სრულად უნდა ჩავანაცვლოთ სათამაშოთი ნამდვილი იარაღი მაგრამ ბევრ შემთხვევაში ასეთი სათამაშო უფრო გამოსადეგია, მაგალითად თუ ვარჯიშობთ პარტნიორთან ხელჩართულ ბრძოლაში.  გარდა ამისა შესაძლებელია ასეთი იარაღიდან შედარებით უსაფრთხო სროლა ოთხ კედელში და კონკრეტული ვარჯიშები შეიძლება მოიცავდეს „აირსოფტის“ იარაღიდან სროლას.

“აირსოფტისთვის” განკუთვნილი პისტოლეტი და ნამდვილი გლოკი. ორ პისტოლეტს შორის პრაქტიკულად არანაირი განსხვავება არ არის.

ვიდეო კურსები. ჩვენ რეალობაში სადაც არ არსებობენ ინსტრუქტორები და სკოლები ერთადერთი გზა მიიღოთ ხარისხიანი ინფორმაცია არის ვიდეო კურსები. ნეტში დევს უამრავი ასეთი ვიდეო ინსტრუქცია მაგრამ მე გირჩევთ თავი დაანებოთ ცალკეული ადამიანების მოკლე კლიპებს „იუთუბზე“ და გადმოწეროთ სრული კურსები. მაგალითად Panteao Production-ის, Magpul Dynamics-ის ვიდეო კურსები. კარგი ვიდეო კურსები/ლექციები აქვთ ცალკეულ ინსტრუქტორებს, Clint Smith-ს, Jeff Cooper-ს, James Yeager-ს და ასე შემდეგ. ყველაფრის სწავლა გაგიჭირდებათ, ამიტომ დაფიქრდით რა გჭირდებათ კონკრეტულად თქვენ გამომდინარე იმ საფრთხეებიდან, რომლის წინაშე დგეხართ და გარემოებებისა რა გარემოებებშიც გიწევთ ცხოვრება.  ნუ იქნებით სკეპტიკურები, ადამიანები იღებენ სამეცნიერო ხარისხებს ინტერნეტით და არც თქვენ არ გიშლის ხელს არავინ ინტერნეტის მეშვეობით გაზარდოთ თქვენი შესაძლებლობები სროლაში.

სამიზნეები. გამოიყენეთ რაც შეიძლება რეალისტური სამიზნეები, არა კონტრასტული სილუეტები, მანეკენები. სამიზნე მაქსიმალურად უნდა წააგავდეს რეალურ სამიზნეს, რომელზეც ნამდვილად წითელი ხარის თვალი ან ჯვარი არ იქნება დახატული.  სამიზნეები განალაგეთ, როგორც წინ ასევე გვერდებიდან და უკნიდან, იმიტომ, რომ თავდასხმა არ ხდება მხოლოდ წინა ფრონტიდან. დიდი ალბათობით თავდამსხმელი შეეცდება შეუმჩნევლად დაგვიახლოვდეს. შესაბამისად თქვენი სავარჯიშო პროგრამა უნდა მოიცავდეს სხვა და სხვა კუთხით სროლას/დგომას, პოზიციის, სროლის მიმართულების შეცვლას. შესაბამისად მიზნის სწრაფი გადატანა 360 გრადუსით შეიძლება იყოს სასარგებლო ვარჯიში.

ბარიერი. ბარიერის მოსაფარებლად გამოყენება და სროლა ბარიერიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ტაქტიკური, საცეცხლე მომზადების. ბარიერის დამზადება ადვილია. მაგალითად მე ჩემ ავტოფარეხში ვიყენებდი ერთი მეორეზე დალაგებულ საბურავებს ან ზეთის რკინის კასრს. შემდგომ დსპ-ს ფილისაგან დავამზადე ტაქტიკური ბარიერი, რომელსაც დღემდე ვიყენებ. ვარჯიში უნდა მოიცავდეს ასეთი ბარიერის უკან სხვა და სხვა სტაბილური სროლის პოზიციების დაკავებას რა დროსაც ყურადღება ექცევა პოზიციის სტაბილურობას და ბარიერის მაქსიმალურად გამოყენებას, რომ რაც შეიძლება ნაკლები სხეულის ნაწილი რჩებოდეს დაუცველი.  მიაქციეთ ყურადღება ფეხებს, მხრებს და თავს, იმისთვის, რომ ბარიერის უკან პოზიციის დაკავებისას არც ერთი სხეულის ნაწილი არ იყოს დაუცველი. უამრავი ვიდეო მასალა დევს ნეტში, რომელიც გასწავლით ბარიერის სწორ გამოყენებას. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ტექნიკა, ელემენტები და იმეორეთ ისინი ვარჯიშის დროს სანამ არ დაგამახსოვრდებათ ინსტინქტის დონეზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ გამოიყენოთ ბარიერის ორივე მხარე, მარცხენა და მარჯვენა, რაც გულისხმობს იარაღის გადატანას მარცხენა ხელში ან განსაკუთრებული დგომის გამოყენებას. IDPA-ში, სასროლოსნო სპორტში, რომელიც ეძღვნება თავდაცვით სროლას, ბარიერის არაეფექტური გამოყენება ისჯება საჯარიმო ქულებით, იმიტომ, რომ ეფექტურ ამოფარება ზრდის გადარჩენის შანს. სხეულის რაც შეიძლება მცირე ნაწილი უნდა დარჩეს ღია.

ბარიერების ნაირსახეობები. მათ გაკეთებას ჭირდება დრო და გარკვეული ხარჯები მაგრამ სარგებელი, რომელსაც მიიღებთ ასეთი სავარჯიშო ინვენტარისგან არის გაცილებით მეტი.

ფუჭი ვაზნები. ვინც რა არ უნდა თქვას მშრალი გასროლები იარაღს აფუჭებს. თუ თქვენ იარაღს აქვს გარე ჩახმახი დაუდეთ მას ქვეშ სქელი რეზინის ან ტყავის ნაჭერი, რომ დაიცვათ ნემსა. თუ დამრტყმელი შიგნით არის განლაგებული მაშინ ფუჭი ვაზნა აუცილებელია. გარდა ამისა ფუჭი ვაზნები აუცილებელია თუ ვარჯიშობთ სწრაფ ან ტაქტიკურ გადატენვაში, რა დროსაც ასეთი ვაზნების გამოყენება აუცილებელია. ფუჭი ვაზნა არც ისე ძვირი ღირს და თუ ის კარგი ხარისხისაა ძალიან დიდხანსაც ძლებს.

ფუჭი ვაზნები (Snap cap) ხელმისაწვდომია პრაქტიკულად ყველა გავრცელებულ კალიბრში და მათი კუსტარულად დამზადებას აზრი არ აქვს.

ეკიპირება. ვარჯიშების შესრულებისას გეცვათ ჩვეულებრივი თქვენი ყოველდღიური სამოსი. იმისთვის, რომ გაიგოთ რით გზღუდავთ ზედმეტად მოტკეცილი ჯინსები ან ერთი ზომით პატარა ან დიდი ფეხსაცმელი. რეალიზმი არის მთავარი რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და ეს მათ შორის ეხება ტანსაცმელსაც.

ზოგადი ფიზიკური ფორმა. მე ერთხელ დავესწარი ვარჯიშს, რა დროსაც ერთ ერთი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები აბარებდნენ ჩათვლებს. ერთ ადამიანს საერთოდ არა რთული ვარჯიშის შესრულებისას დაემართა ფეხის კუნთების სპაზმი. რა მოხდებოდა რომ ის რეალურ შეტაკებაში მოყოლილიყო? ის დაკარგავდა გადაადგილების უნარს და ადვილი სამიზნე გახდებოდა. ჩემი ტიპიური ვარჯიში მოიცავს მარტივ გიმნასტიკას, და შემდგომ ასევე სწრაფ დაძვრას ადგილიდან, სწრაფ შეჩერებას, ცეცხლის ხაზის დატოვებას სწრაფი დიაგონალური მოძრაობით. ნაწილობრივ ეს ვარჯიშები სრულდება იარაღის ამოღებით, იმიტომ რომ ერთია იარაღი ბუდიდან ამოაძროთ როდესაც ტირში სამიზნის წინ დგეხართ და მეორეა განახორციელოთ იგივე როდესაც მაქსიმალური სისწრაფით გაურბიხართ საფრთხეს. შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადარჩენის შანს იძლევა მხოლოდ გადაადგილება. ხოლო თუ ამას სწრაფად აკეთებთ გადარჩენის შანსიც იზრდება. თავდაცვა ყოველთვის არის რეაქტიული ქმედება, როდესაც თქვენ რეაგირებთ თავდასხმაზე. ეს რეაგირება უნდა იყოს ძალიან სწრაფი. მარტივად რომ ვთქვათ კარგი ფიზიკური ფორმა არის მნიშვნელოვანი! ხანდახან მე ვასრულებ ვარჯიშებს ძალოვანი ვარჯიშების შემდეგ  რა დროსაც კუნთები დაღლილია და ხელებიც და ფეხებიც დამძიმებულია და ილეთების შესრულება რთულდება.  თუმცა ამავე დროს ორგანიზმი რეაგირებს სხვა და სხვა ნაირად სტრესზე და ფიზიკურ დაღლილობაზე. ანუ ასეთი ვარჯიში კარგია მაგრამ უკიდურესის სტრესის პირობებში თქვენ სხვა ტიპის ბარიერების გადალახვა მოგიწევთ ვიდრე დაღლილობისგან დამძიმებული ხელები და ფეხები. მაგრამ ვიმეორებ ფიზიკური დატვირთვის და ტაქტიკური ილეთების კომბინირება არის კარგი.

სხვა ვარჯიშები. არ არის საჭირო ტირში სიარული იმისთვის, რომ ისწავლოთ იარაღის სწრაფი ამოღება. საკმარისია დადგეთ სამიზნის პირდაპირ და დაიწყოთ ვარჯიშები. დაიწყეთ ნელი ტემპით, იმისთვის რომ დარწმუნდეთ რომ ყველაფერს ზუსტად ასრულებთ და ნელ ნელა გაზარდეთ ტემპი. გაითვალისწინეთ, რომ სამოქალაქო პირის შემთხვევაში იარაღის ამოღებას ყოველთვის არ უნდა მოყვებოდეს გასროლა, ანუ დაყავით ეს ციკლი როდესაც ასრულებთ ამოღებას პირობითი გასროლით და გასროლის გარეშე. იგივე ეხება იარაღის გადატენვას (მჭიდის გამოცვლას). ასეთი ვარჯიშისთვის ფეხებს ქვეშ დაფენილი სქელი პარალონი გამორიცხავს მჭიდების დაზიანებას მიწაზე დავარდნისას. ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია პისტოლეტის „ატანა“ დამიზნების ხაზზე. ეს მოითხოვს მუდმივ ვარჯიშს, იმისთვის რომ ეს მოხდეს სწრაფად, მინიმალური კორექტირებების შეტანით. პრინციპში ეს ვარჯიში (სამიზნე ხაზზე ატანა როგორც წესი ხორციელდება სწრაფი ამოღების შემდეგ). პრინციპში ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ასრულებთ იარაღით იმსახურებს გამეორებას და ვარჯიშს, იარაღის ბუდეში მოთავსება, გადაადგილება, სასროლოსნო პოზიციების შეცვლა (დაწოლიდან ისევ ფეხზე დამდგარში და ასე შემდეგ)  და ასე შემდეგ. ყველაფრის ერთ დღეს გამეორება შეუძლებელია ამიტომაც ფურცელზე გაწერილი რამდენიმე ციკლიანი პროგრამა ძალიან დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ და განავითაროთ უნარები.

დახურულ კედლებში ვარჯიშს აქვს კიდევ ერთი უპირატესობა, ღილაკზე თითის დაჭერით დღე ცვლის ღამეს და პირიქით. შესაბამისად დაბნელებულ გარემოში ვარჯიში, ვარჯიში ტაქტიკური ფარნის გამოყენებით ასევე არის მარტივად მოსაწყობი, სახლის/ფარეხის პირობებში. გარდა ამისა თქვენ არ გჭირდებათ მგზავრობა იმისთვის, რომ საწვრთნელ ობიექტამდე მიაღწიოთ. თქვენი სახლი არის ასეთი ობიექტი და ყველა პირობა გაქვთ რომ ასეთი ვარჯიშები იყოს რეგულარული.

ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ პრაქტიკა არის ყველაფერი. კარგია, როდესაც არის ვინმე პროფესიონალი ინსტრუქტორი ვინც გასწავლის იმას რაც დაგეხმარება გადარჩე მაგრამ ჩვენ პირობებში ეს ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს ამიტომაც საჭიროა იმპროვიზაცია და მეტი შრომა. მაღალი შედეგის მიღწევა მაინც შესაძლებელია. აამოძრავეთ ტვინი და მოიფიქრეთ რა გჭირდებათ თქვენ. ერთ ერთი ინსტრუქტორი მაგალითად სთავაზობს ასეთ ტექნიკას. აავსეთ ორი დიდი ქილა, ქვაბი ან სხვა ჭურჭელი ყინულიანი წყალით და ჩაყავით ხელები შიგნით სანამ არ აგტკივდებათ. ამოიღეთ ხელები და დაიწყეთ ვარჯიშების შესრულება. ხელები იქნება სველი, გაყინული, კუნთები გაშეშებული, მგრძნობიარობა დაქვეითებული.  მიხვდით ხო იდეას? იგივე სიმპტომები რაც დიდი სტრესის დაძაბულობის დროს. იდეა ასეთი ვარჯიშების არის მარტივი, უზრუნველვყოთ რომ რეალური შეტაკების პირობებში არ დაკარგავთ კონტროლს საკუთარ სხეულზე და გულის რიტმზე.

რაც ამ სტატიაში ეხლა წაიკითხეთ არ არის სრული ინსტრუქცია. ეს არის მხოლოდ იდეების ნაკრები, რომელმაც უნდა გიბიძგოთ დაფიქრდეთ ამ თემაზე და მოიფიქროთ ის რაც საჭიროა  თქვენთვის. ვიმეორებ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ეს სფერო არის აუთვისებელი, თქვენ თუ გგონიათ, რომ აღნიშნული საკითხები სქართველოში მოგვარებულია სხვა და სხვა განსაკუთრებული დანიშნულების სამსახურებში, “სპეცნაზებში“ და სპეც-სამსახურებში მინდა გითხრათ რომ არც იქ არ არის ყველაფერი კარგად წვრთნების და ვარჯიშების ორგანიზებაში. ყველა ეს სტრუქტურა არის დახურული და მათ ძალიან უჭირთ თვითშეფასება და მეეჭვება დღეს სადმე ვინმეს ქონდეს ზუსტი წარმოდგენა რა დონეზეა მათ სტრუქტურებში ორგანიზებული საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება. რაც მე აქ დავწერე ეხება როგროც პისტოლეტს ასევე პრინციპში ნებისმიერ სხვა იარაღს.

 

კინო რომლის ნახვაც ღირს – The End of Watch

October 4th, 2013

არის ფილენი, რომლებსაც ერთხელ უყურებ და დაგავიწყდება, არის ფილმები, რომლებიც შეგიყვარდება არის ფილმებიც რომლებიც ცვლიან შენ აზრს ბევრ რამეზე. ეს ფილმიც სწორედ ასეთია.

ფილმი გადაღებულია დევიდ აიერის მიერ, რომელმაც მანამდე დაწრა სცენარი არანაკლებ კარგი ფილმისთვის  Training Day, რომელიც ეხებოდა ამერიკელი კინემატოგრაფისტების საყვარელ თემას, კორუფციას პოლიციაში. ფილმი მართლაც კარგი გამოვიდა მაგრამ ამჯერად მისი სიტყვებით მას უნდოდა უბრალოდ გადაეღო ფოლმი ორ კარგ ტიპზე, პოლიციის ოფიცერზე და ყველასთვის ეჩვენებინა რასთან გამკლავება უწევთ მათ მოვალეობის შესრულების დროს. სცენარი ძალიან ხანმოკლე პერიოდში დაიწერა, სახელი თავიდანვე იყო The End of Watch რაც დაახლოებით ნიშნავს მორიგეობის/სმენის დასრულებას. ჟარგონზე ასე ქვია დღეს როდესაც პოლიციელი დაიღუპება მოვალეობის შესრულების დროს.

ლინკი ფილმზე ჩემ მეგობარმა გამომიგზავნა, მსახიობები კარგი იყო და პოსტერიც მომეწონა. ყურება დავიწყე და სანამ ფილმი არ მორჩა მგონი არც მისუნთქია.

ასეთი მაღალი კლასის აუთენტიკური ფილმის გადაღება ძალიან ძნელია. ანუ როდესაც საქმე ეხება ღრმად სპეციფიურ თემას, როგორიც არის პოლიციური ტაქტიკა. მაყურებელი დღეს უკვე აღარ ხრავს იმ უხარისხო პროდუქციას, რომელიც იქმნებოდა ადრე. დღეს ყველგან არის კამერები. ყველას აქვს კამერები. ინეტრენეტი გაჯერებულია სისხლიანი ვიდეო კლიპებით სადაც შენ თვალწინ ხალხი ხოცავს ერთმანეთს ყველაზე წარმოუდგენელი მეთოდებით. ყველამ იცის რომ ტყვიის მოხვედრისგან ადამიანები არ დაფრინავენ, რომ იარაღი არ ისვრის გიგანტურ ცეცხლის ბურთებს. ყველამ უკვე იცის როგორ გამოიყურება სიკვდილი პირდაპირ ეთერში და ის თეატრალური ძალადობის სცნები, რომლებსაც დგავენ ჰოლივუდში ადამიანზე აღარ ახდენს შთაბეჭდილებას და აღითქმევა როგორც პაროდია რეალურ ცხოვრებაზე. ადამიანს უნდა რეალიზმი. რეალიმზი გვინდა ჩვენ, ვინც ვერკვევით იარაღში და სროლაში და ნებისმიერი ხარვეზი, უზუსტობა და ცუდად შესრულებული სპეცეფექტი ჭრის თვალს და კინოს ყურება ხდება აუტანელი. კი ხარვეზები ამ ფილმშიც არის, მაგალითად ფილმი იწყება სცენით სადაც ბრაიან ტეილორი (ჯეიკ გილენხალი) კამერაში უჩვენებს თავის იარაღს და იძახის, რომ ეს არის გლოკ 19 მაშინ როდესაც ნათლად ჩანს, რომ ხელში მას გლოკ 22 უჭირავს. მაგრამ ეს მცირე უზუსტობა საერთოდ იკარგება იმ შთაბეჭდილებების და ემოციების ფონზე, რომლებსაც იღებთ ფილმის ყურებისას. იმიტომ რომ ფილმი არის ზე რეალისტური, ზე სანახაობრივი, რომელსაც უბრალოდ ვერ მოწყდებით სანამ ის არ დამთავრდება. დამთავრების მერე კიდე ალბათ ბევრი დიდიხნით ჩაფიქრდება. პირადად მე რამდენიმე დღე ვიყავი შთაბეჭდილებების ქვეშ. შეიძლება იმიტომ, რომ არე ველოდი რომ მეგობირს ლინკზე ასეთი მაგარი კინო იქნებოდა. მე არ უყურებ ტრეილერებს, არ ვკითხულობ რეცენზიებს ამიტომაც ხშირად მხვდება ასეთი სიურპრეზები და ამიტომაც კინოს ყურებსიგან გაცილებით მეტ სიამოვნებას ვიღებ.

გლოკ 22 არის ყველაზე გავრცელებული .40 S&W კალიბრის სამსახურეობრივი პისტოლეტი აშშ-ში და ალბათ მმთელ მსოფლიოში. აქ პისტოლეტი ასევე აღჭურვილია Surefire X300 ტაქტიკური ფარნით.

დამატებითი მჭიდები. როგორც ჩანს დატენილია Winchester Ranger SXT ტიპის ტყვიებით, რომლებიც მართლაც არის ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღებაში. აუთენტიკურიბა ისევ დაცულია.

სერიოზული რეჟისორები მუშაობენ იმაზე, რომ ყველაფერი იყოს რეალური. სანამ გადაღებები დაიწყებოდა მაიკლ პენიაც (მაიკ ზავალა),  ჯეიკ გგილენხალი და სხვა მსახიობები გადიდონენ 5 თვიან საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას. შემდეგ დაყვებოდნენ პატრულირებაზე მორიგე პოლიციის ეკიპაჟებს. პირველივე ასეთი “ექსკურსიის” დროს ჯეიკ გილენხალი გახდა მკვლელობის მოწმე. ასე რომ თამაშის მხრივ მსახიობები იმსახურებენ ოვაციებს. ყველა კლასიკური და ჩვენთვის საყვარელი პოლიციური ფილმი იყო ასე გადაღებული, Heat, Street Kings,  Miami Vice და ასე შემდეგ. ეს მეთოდი აშკარად მუშაობს.

დანა  რომელსაც გვაცნობს ბრაიან ტეილორი, როგორც სპაიდერკოს სინამდვილეში არის Smith&Wesson First Responder. არც ისე მაღალი კლასის ინსტრუმენტი, რომლის საცალო ფასი დაახლოებით 30 დოლარია.

ფილმმა დამსახურებულად მიიღო ძალიან პოზიტიური გამოხმაურებები. შედარებით ცმირე ბიუჯეტიანი, მასზე დაიხარჯა მხოლოდ 7 მილიონი დოლარი, მან მოუტანა შემქმნელებს 40 მილიონი დოლარი მოგება. პოზიტიური გამოხმაურებები მოყვა პოლიცილების მხრიდანაც ვინაიდა ვიმეორებ ფილმი არის რეალურ პოლიციურ სამსახურზე. გაჯერებული სპეციფიური ჟარგონით, ჟესტებით და ტერმინებით.

ბუნებრივია გამოყენებულმა არსენალმა მიიპყრო ჩემი ყუარდღება და აქაც ყველაფერი აუთენტიკურია. მექსიკური კარტელების  ჯარისკაცები შეიარაღებულები არიან მოოქროვილი მონიკელებული იარაღებით, როგორც ეს ეხლა მანდ მოდაშია. პოლიციის შეირაღებაც სტანდარტულია და შეესაბამება ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის არსენალს.

რემინგტონ 870 არის ყველაზე გავრცელებული თოფი, რომელიც მგზავრობს პოლიციის მანქანაში. პოლიციელი ემზადება მორიგეობაზე გასასვლელად და საკეტი ღიად არისს დატოვებული რაც უზრუნვლყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას. იარაღი იტენება უშუალოდ საპატრულო მანქანაში ჩაჯდომის წინ.

5 თვიანმა მომზადება ტყვილა არ ჩაირა. მსახიობები მოქმედბენ, გადაადგილდებიან და მუშაობენ იარაღებთან, როგორც გამოცდილი პროფესიონალები.

ფილმში უამრავი ძლიერი დასამახსოვრებელი სცენაა, თუნდაც როდესაც საპატრულო მანქანა გადის მორიგეობაზე და ჟღერს Public Enemies-ის სიმღერა Harder Than You Think, ან აიღეთ ნებისმიერი სროლის/შეტაკების სცენა… დაწყებაც ძალიან კარგი გამოვიდა.

მთლიანობაში ფილმი გამოვიდა სანახაობრივი, ემოციური და რეალისტური. ორ კარგ ტიპზე, რომელიც უბრალოდ აკეთებს თავის საქმეს და არ ფიქრობს სხვაზე არაფერზე. მათ არ აშინებთ შურისძიება და მძლავრი ყოვლისშემძლე კარტელები, რაც ჩვენი მაყურებლისთვის იქნება გასაკვირი, ჩვენ ხომ სანამ რამეს მოვიმოქმედებთ ვფიქრობთ რას იფიქრებს ჩემზე ჩემი უფროსი, მისი უფროსი, მისი უფროსის უფროსი, ხომ არ გადაურბენ ვინმეს გზას….  აქ კიდე ყვეაფერი მარტივია, დაინახე ბოროტება გადაუდექი მას წინ და მოიქეცი ისე, როგორც უნდა მოიქცეს ის ვისი ვალდებულებაცაა კანონის დაცვა.  ამ მხრივ ეს ფილმი არც მეტი არც ნაკლები არის მაგალითი არა მარტო პოლიციელებისთვის არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის. ნუ იფიქრებ, იმოქმედე სწრაფად და მოიქეცი სწორედ.

ყველაზე ტიპიური დასამახსოვრებელი კადრი ფილმიდან. დიალოგები ამ სცენენში არ იყო წინასწარ დაწერილი  და უბრალოდ იყო მაიკლ პენიას და ჯეიკ გილენხალის იმპროვიზაცია.

მცირეკალიბრიანი კარაბინის არჩევა

October 3rd, 2013

პირველ რიგში სანამ უშუალოდ საკითხზე გადავალ მინდა გაგაფრთხილოდ, რომ ყველაფერი ამ სტატიაში დაწერილი არის ჩემი პირადი აზრი და ეს აზრი არ იქმნებოდა ჰაერიდან.  უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩემ ხელში გაიარა ურიცხვმა მცირეკალიბრიანმა იარაღმა, რომლებიდანაც მე ათასობით ვაზნა მაქვს ნასროლი. ბუნებრივია ამ პერიოდში დაგროვილი გამოცდილება შეიძლება ვინმესთვის წარმოადგენდეს გარკვეულ ინტერესს. დასაწყისისთვის მე შემიძლია ვთქვა რომ მცირეკალიბრიან კარაბინს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემ გულში. რატომ? იმიტომ, რომ მე მიმაჩნია რომ ამ ტიპის იარაღი არის ძალიან სასარგებლო და საჭირო ინსტრუმენტი მსროლელის არსენალში, იქნება ეს მონადირე თუ უბრალოდ სროლის მოყვარული. ამ იარაღის გამოყენების სფეროები ძალიან ფართეა.  მცირეკალიბრიანი იარაღის უმეტესობა მოდელების არის ძალიან ხელმისაწვდომი ფასის მიხედვით, მათ არ ჭირდებათ დარტყმაგამძლე ძვირად ღირებული ოპტიკური სამიზნეები, .22 კალიბრის ვაზნაც შედარებით ხელმისაწვდომია ყველასთვის. იქნება ეს ნადირობა, თავდაცვა, გასართობის თუ სავარჯიშო სროლა, .22 კალიბრის კარაბინი თავს გაართმევს ყველა ამ დავალებას. .22 -ით ნადირობდნენ დათვებზე, ამყარებდნენ ოლიმპიურ რეკორდებს და ათავსებდნენ მათ მფრინავების გადარჩენის კომპლექტში, რომლებიც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის სახმედრო აქტიურობას უთვალთვალებდნენ, ებრაელები ანადგურებდნენ ტერორისტებს და მსროლელების ბევრი თაობა იზრდებოდა ამ კალიბრის იარაღზე ამიტომაც არც ერთი სხვა კალიბრი არ  შეედრება ძველ და კარგ .22 გამოყენების სფეროებით. შესაბამისად მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნებისმიერს ვისაც უყვარს სროლა და ნადირობა უნდა ქონდეს ერთი .22 კალიბრის კარაბინი მაინც. მე მქონდა როგორც უკვე ავღნიშნე ძალიან ბევრი სხვა და სხვა მცირეკალიბრიანი კარაბინი. მინიმუმ 15 სხვადასხვა მოდელი. მაგრამ მე ვირჩევ იარაღებს ქაოტურად, თუ იარაღს ადევს მისაღები ფასი, ის მე მაინტერესებს და მითუმეტეს აქამდე არ მქონია მე უბრალოდ მას ვყიდულობ ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე. კარგად მესმის, რომ სხვებს გაცილებით მეტი კითხვა აწუხებთ და იმედია ეს სტატია ასეთ კითხვებს უპასუხებს.

პირობითად მცირეკალიბრიანი კარაბინები შეიძლება დაიყოს სამ ტიპად. “საბავშვო” მოდელები (1), ყველაზე იაფი მსუბუქი როგორც წესი ცალმუხტიანი, მოკლე კონდახით, სტანდარტული (2) და სპორტული (“მატჩ”) ტიპის (3)

პირველი შეკითხვა, რომელიც წარმოიშვება ასეთი კარაბინის არჩევისას როგორც წესი ჟღერს ასე: თვითდამტენი თუ “ბოლტი”? ზოგადად ჩვენთან ითვლება რომ “ბოლტი” უფრო ზუსტია და ასევე ტყვია უფრო მეტ საწყის სიჩქარეს იღებს. სიჩქარეს რაც შეეხება, შეგიძლიათ თამამად იგნორირება გაუკეთოთ ამ მოსაზრებას. არანაირი სხვაობა საწყის სიჩქარეში, რომელიც იქნება საკმარისი რომ დაიმსახუროს განხილვა  უბრალოდ არ არის.  ამ ფაქტორის გათვალისწინებას არანაირი აზრი არ აქვს. რაც შეეხება სიზუსტეს, ჩემი გამოცდილებაც ადსტურებს იმ ფაქტს, რომ “ბოლტები” უფრო ზუსტებია ნახევრად-ავტომატებთან შედარებით მაგრამ მიზეზი ამისა არის, “ბოლტების” უფრო უკეთესი სასხლეტი მექანიზმები, რა დროსაც ნახევრად-ავტომატები მეტ წილად იყენებენ უფრო რთულ დახურულ ჩახმახიან კონსტრუქციას. გამოდმინარე იქიდან, რომ ნახევრად-ავტომატები კონსტრუირდება ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად დაბალი ფასის მიღება, ცხადია არავინ არ იწუხებს თავს მათი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ჭკუაზე მოყვანით. ამ მექანიზმის დეტალებიც მზადდება რაც შეიძლება იაფი ტექნოლოგიით, რომელიც ხშირად გულისხმობს ჩამოსხმული რკინის და პლასტმასის დეტალების გამოყენებას. ბუნებრივია თავის მასაში ასეთ პირობებში ნახევრად-ავტომატებს საკმაოდ მძიმე და ცუდი სასხლეტები აქვთ, რაც ცუდათ მოქმედებს სიზუსტეზე. ჩემპიონი ცუდ სასხლეტებში კი არის Walther G22. აგებული ბულპაპის სქემით, რომელიც ტრადიციულად ცნობილია მძიმე სასხლეტებით არც ვალტერი არ ღალატობს ამ ტარდიციებს. მიზეზი არის უჩვეულოდ გრძელი გადაბმა სასხლეტსა და “შეპტალოს” შორის, რაც განპირობებულია “ბულპაპის” სქემის გამოყენებით. თუმცა არსებობენ ნახევრად-ავტომატები, რომლებიც იყენებენ ისეთივე დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, როგორც “ბოლტები”, მაგალითად ТОЗ99 და Savage 64. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაზარზე არის უამრავი ბიუჯეტური ნახევრად-ავტომატი და ძალიან ცოტა მაღალი კლაისის. მაშინ როდესაც “ბოლტების” არჩევანი გაცილებით უფრო მდიდარია.  ასე, რომ დიახ “ბოლტი” უფრო ზუსტია მაგრამ არა იმის გამო, რომ ნახევრად-ავტომატური სქემა არის ნაკლებად ზუსტი. ჩემი არჩევანი ამ ორს შორის ყოველთვის იქნება ნახევრად-ავტომატი. გამომდინარე იქიდან, რომ იარაღი ჩემთვის პირველ რიგში თავდაცვის ინსტრუმენტია, ბუნებრივია მე მირჩევნია იარაღი, რომელიც იძლევა საშუალებას განახორციელო 10 სწრაფი და ზუსტი გასროლა მაღალსიჩქარიანი ვაზნით. დამიჯერეთ ასეთი “ჯერი” იქნება ძალიან ზუსტი და დიდი ალბათობით გააჩერებს ნებისმიერ თავდამსხმელს. მიზეზი მეორე არის უნარი სწრაფად განახორციელო მეორე გასროლა. რამდენადაც ზუსტი არ  უნდა იყოს მცირეკალიბრიანი იარაღი, გასროლილი .22 კალიბრის ტყვია რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე ატმოსფერულ პირობებში.  ნახევრად-ავტომატი იძლევა საშუალებას სწრაფად შეიტანოთ შესწორება და ისროლოთ მეორეჯერ ან მესამეჯერ ან სანამ მჭიდი ბოლომდე არ დაიცლება. მე კატეგორიულად არ მომწონს ცალ-ვაზნიანი იარაღები. მიუხედავად იმისა, რომ ТОЗ-8 არის ყველაზე ზუსტი მცირეკალიბრიანი იარაღი, რომელიც მე მისვრია.  სიზუსტე კარგია, მაგრამ ცალვაზნიანი .22 კალიბრის იარაღი კარგავს უნივერსალურობას, რაც მე ყველაზე უფრო მომწონს ამ კლასის იარაღში.

მარცხნივ არის სამიზნე რომელშიც ნასროლია 20-მდე ვაზნა რუსული წარმოების TОЗ-78-დან (“ბოლტი”), მარჯვნივ არის 5 გასროლიანი ჯგუფი Mossberg 702-დან (ნახევრად ავტომატი). ხედავთ რამე მნიშვნელოვან სხვაობას? სროლა ხორციელდებოდა დახურულ  ტირში, მაგიდიდან, 50 მეტრზე.

თუ ზედა სურათზე ნაჩვენები ჯგუფები არ მოგწონთ და თუ გნებავთ მაქსიმალური სიზუსტე,  ეძებეთ ძველი რუსული სპორტული შაშხანები, რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან მეორადი იარაღის ბაზარზე  ან იყიდეთ უცხოური წარმოების სპეციალიზირებული მოდელები, რომლებიც 2-ჯერ სამჯერ მეტიც ღირს. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი წარმოების ბიუჯეტური კარაბინები შეიძლება იყონ ძალიან ზუსტები, მაქსიმალურ სიზუსტეს და სტაბილურად მაღალ შედეგებს უზრუნველყოფს მხოლოდ სპეციალიზირებული იარაღი.

რუსული წარმოების CM-2 არის ყველაზე იაფი “მატჩ” კლასის შაშხანა, რომელიც შეიძლება იყიდოთ მეორად ბაზარზე. ფასი 600-დან 900 ლარამდე. მინუსებიც აშკარაა. მძიმე წონა, გაბარიტები და ცალმუხტიანი კონსტრუქცია.

ნახევრად-ავტომატების საიმედოობას რაც შეეხება მოდით ვიყოთ რეალისტები და ნუ მოვთხოვთ ასეთ იარაღს ისროლოს მაგალითად ტალახში ჩაგდების შემდეგ. ასეთი იარაღის საკეტი არის ძალიან მსუბუქი, მოძრავი ნაწილების სიჩქარე არის მცირე. .22 კალიბრის ტყვია არის რბილი და გარსის გარეშე, თან ხანდახან საკამოდ უჩვეულო ფორმების. ამის გამო ასეთი კარაბინი ვერასდრიოს ვერ შეედრება საიმედოობით მსხვილკალიბრიან იარაღებს. ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი იარაღი როგორც წესი ასევე ითხოვს წმენდას და დაზეთვას. ამ მხრიც ცხადია “ბოლტი” უკეთესია მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი. დაბრკოლებები სროლაში არის იშვიათი თუ იარაღი სუფთა და მოვლილია. დაბრკოლებების 90% უკავშირდება ყოველთვის ვაზნას, ტყვიის ფორმას ან მის საწყის სიჩქარეს. 99.9% პროცენტში უბრალოდ არ ხდებოდა მასრის სრული ამოგდება, რაც სწორდება ეგრევე საკეტის გადატენვით და გაჭედილი მასრის “ამოფერთხვით”. წლების განმავლობაში მე ვიხსენებ ორ ბრენდს, რომელიც კატეგორიულად არ მუშაობდა ნახევრად-ავტომატებში. ეს არის RWS-ის ვაზნები (ზუსტი სახელი არ მახსოვს, მაგრამ მგონი RWS Club) და Eley Sport (მწვანე კოლოფებში). დანარჩენი ყველა ტიპის და მწარმოებლის ვაზნა, როგორც წესი  უპრობლემოდ მუშაობდა. ცხადია გამოცდილება სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა ექნება, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არაფერი არ მაძლევს მე საფუძველს ვიფიქრო, რომ მცირეკალიბრიანი იარაღის არის განსაკუთრებულად პრეტენზიული ტყვიაწამლის მიმართ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იარაღი არ არის ის იარაღი, რომელსაც უნდა სიცოცხლე ვანდოთ ამიტომ დაბრკოლება სროლაში არ არის კატასტროფის ტოლფასი მოვლენა, დააბრუნეთ იარაღი მწყობრში და გააგრძელეთ სროლა.  თუ თქვენ გსურთ  გამოიყენოთ ასეთი კარაბინი თავდაცვის მიზნებისთვის (იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ გაქვთ) მაშინ აირჩიეთ ყველაზე ძლიერი ვაზნა და დარწმუნდით, რომ მას თქვენი კარაბინი კარგად ინელებს. ბოლოს ვიტყვი რომ ძალიან იაფი კარაბინიდან (Mossberg 702) მე გავისროლე 2000-ზეე მეტი ვაზნა და მივიღე მხოლოდ 10 არამოგდებული მასრა, აქიდან ნახევარი მოვიდა უკვე ნახსენებ RWS-ზე, რომელიც მას მერე მე არც მიყიდია. იგივე მოსბერგი უპრობლემოდ ისროდა როდესაც ინტრევალები წმენდას შორის შეადგენდა 200 გასროლას და ორ სამ კვირას.

ტიპიური დაბრკოლება. მასრა გაიჭედა და ხელი შეუშალა საკეტის დაკეტვას. დაბრკოლება აღმოიფხვრება მარტივად, გაწიეთ საკეტი უკან და “დააწვინეთ” კარაბინი ისე რომ მასრა ძირს გადმოვარდეს.

კარაბინი უნდა იშლებოდეს ადვილად. სამწუხაროდ აქაც ჩემი არჩეული ნახევრად-ავტომატი ძლიერად ჩამორჩება “ბოლტს”. ბევრი თვლის რომ ასეთი ტიპის იარაღისთვის ეს არ არის პრინციპული, ვინაიდან ამ იარაღს წმინდავ მაშინ, როდესაც ის იწყებს ჭედვას ჭუჭყისგან. შესაძლებელია ეს იარაღი ყოველთვის არ უნდა იყოს იდეალურად სუფთა, მაგრამ მე ჩემი შეხედულებები მაქვს და ჭუჭყიანი იარაღის სეიფში არის ჩემი პირადი შეურაცხოფა. სამწუხაროდ ნახევრად-ავტომატების უმეტესობა ძალიან ძნელად იშლება. ჩემპიონი ისევ G22-ია, რომლის დაშლა აწყობა წააგავს ლეგოს კონსტრუქტორისგან კარაბინის აგებას. ზოგი იარაღიც ისეა მოწყობილი, რომ იფიქრებ ეს იარაღი საერთოდ არ იშლება. მაგალითად ამერიკული (სინამდვილეში იწყობა კანადაში) Savage 64. იმისთვის, რომ მოხსნათ საკეტი ამ იარაღში უნდა დაუშვათ 5 (!!!) ხრახნი. აქიდან მეხუთე იჭერს ლულას! ასევე მოხსნათ მჭიდის “ძაბრი” და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. “სევიჯის” პლიუსი მხოლოდ ის არის რომ შესაძლებელია ლულის სავაზნის მხრიდან გაწმენდა….  ზოგი მოდელი უფრო ადვილად იშლება მაგრამ, ზოგადად გართულებული დაშლა-აწობა ახასიათებს ბევრ ნახევრად ავტომატურ კარაბინს. მეორეს მხრივ ყველა ბოლტი იშლება ადვილად ხოლო გასაწმენდად საკმარისა სასხლეტზე დაჭერის შემდეგ ამოიღოთ საკეტი და ამის შემდეგ ლულა  შესაძლებელია გაიწმინდოს სავზნის მხრიდან რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ლულის გამოსასვლელის  დაზიანებას.

ეს G22 ჯერ კიდევ არ არის დაშლილი გასაწმენდად. ჯერ იშლება მრავალკომპონენტიანი პლასტმასის კორპუსი და შემდეგ ქვედა ჩარჩო და ლულის კოლოფი. დეტალების რაოდენობა არის ძალიან დიდი. მათი დაკარგვა რეალურია.

მორიგი შეკითხვა: ხე თუ პლასტმასა? ცალსახად პლასტმასის კონდახი იქნება საუკეთესო არჩევანი. .22 იარაღიდან ბევრის ისვრიან და ბევრს დაათრევენ იქით აქით, ბევრსაც ათხოვებენ სასროლად. რა დამავიწყებს მე იმ მომენტს როდესაც ერთმა …. ჩემი ახალთ-ახალი ТОЗ 78 გაჭედა რკინის ღობეში იმისთვის, რომ უფრო სტაბილურად დაემიზნებინა. შედეგი კი იყო რამდენიმე ძალიან ღრმა ნაკაწრი ხის კონდახზე, რამაც კიდე უფრო დააჩქარა ამ კონდახის გადაკეთება. არ ვდაობ, ხის კონდახი ძალიან ლამაზია, მაგრამ როგორც წესი მცირეკალიბრიან იარაღზე არ ხარჯავენ  ხის ძვირფასი ნედლეულის მარაგებს, ხოლო პლასტმასის კონდახის რემონტი, აღდგენა და განახლება არის გაცილებით ადვილი და როგორც წესი არ ითხოვს პროფესიონალის ჩარევას. პლასტმასა ადვილად წებდება, იღებება. ამას ყველაფერს შეძლებს ნებისმიერი. ასევე პლასტმასას არ ეშინია წყლის, საწმენდი სითხეების და ყინვის. არც დრო მას არ აკლებს არაფერს.

მცირეკალიბრიან იარაღს უნდა ქონდეს მექანიკური სამიზნე მოწყობილობები და სამგრი, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიკის მონტაჟს. მექანიკური სამიზნეები (ე.წ “რკინები”) საჭიროა იმიტომ, რომ როგორც წესი ბიუჯეტურ იარაღზე ყენდება ბიუჯეტური ოპტიკა, რომელიც შესაძლებელია მწყობრიდან გამოვიდეს. რამდენად გჭირდებათ ოპტიკა ეს თქვენი გადასაწყვეტია, იმ მანძილებზე რა მანძილებზეც გამოიყენება .22 “რკინებიც” გეყოფათ მაგრამ უდაოდ ოპტიკა აადვილებს სროლას, ზრდის სიზუსტეს და იძლევა საშუალბას სამიზნის უკეთ ამოცნობის. ამავე დროს ერთ ერთი საუკეთესო შედეგები სიზუსტის მხრივ მიღწეული მაქვს ТОЗ-8-ით, ზედ დაყენებული სპორტული დიოპტრიული სამიზნით. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ არც ძვირადღირებული ოპტიკური სამიზნეები არასდროს არ გამომიყენებია და ძალიან კარგ შედეგებს ვიღებდი იაფი Tasco-თი და Konus-ით. გაითვალისწინეთ, რომ ეს ოპტიკა არის ლატარეა და გამოდგომაზეა. თუ ჩაგივარდათ ხელში კარგი მუშა ოპტიკური სამიზნე ის კარგად გემსახურებათ, მაგრამ ბევრიც მინახია, რომელიც არ იძლეოდა იარაღის გასწორების საშუალებას დეფექტების გამო შესწორებების შეყვანის მექანიზმში. ამის გამო იარაღის გასწორების შემდეგ მე შესწორებები შემქონდა დამიზნებით და არა დოლურების ტრიალით.

ეს გადატვირთული ბადე გაამოიყენება ბევრს იაფ Tasco-ში და Bushnell-ში, ის წააგავს ყუმბარმტყორცნის ამერიკულ სამიზნეს  მაგრამ იძლევა საშუალებას გამოიყენოთ დამატებითი ბადის ელემენტები სხვადასხვა მანძილზე სროლისას.

მეორადი იარაღის ბაზარზე ძალიან ბევრია ძველი რუსული “ტოზები” (8,16,17 და ნახევრად-ავტომატური 21). ყველა ეს იარაღი არის მარტივი, მუშა, საიმედო და ძალიან ზუსტი. სამწუხაროდ არც ერთი მათგანი არ არის მზად “მიიღოს” ოპტიკა.  8 და 16 მოდელები ცალმუხტიანებია, ხოლო 17-ს პატარა მჭიდი აქვს. გამომდინარე იქიდან რომ ეს იარაღი იაფია და გამძლე ის კარგი შენაძენია ყოველთვის.  უბრალოდ ყურადღებას ითხოვს ლულები. ვინაიდან ეს იარაღები მძიმე ექსპლუატაციაში იმყოფებოდნენ, შებერილობები ლულაში არც ისე იშვიათია. დანარჩენის მხრივ ეს იარაღები აბსოლუტურად უპრობლემოა. მე მინახია 50-60 წლის წინ გამოშვებული კარაბინები, რომლებიც იდეალურად მუშაობდნენ. ამ იარაღებში მე არ მინახია არც ერთი გაცვეთილი ან კოროზიით დაზიანებული ლულა. შებერილობა არის ყველაზე სერიოზული და პრინციპში ერთადერთი დეფექტი, რომელიც მე ამ იარაღებში მინახია და რომლის მიზეზია უპასუხისმგებლო წინა მფლობელი. შეგახსენებთ გარედან ჟანგიანი მე-8 მოდელი, მთლიანად გადაქერცლილი კონდახით მცირე ხელის შევლების შემდეგ იყო ყველაზე ზუსტი .22 კალიბრის იარაღი რომელიც მე ოდესმე მქონია.  უნდა ვაღიარო საბჭოთა წარმოების მცირეკალიბრიანი იარაღიც და ამუნიციაც არის ძალიან კარგი.  პრინციპში რუსული წარმოების ამუნიციაც ძალიან კარგი არის და მე არასდროს არ მქონია პრობლემა რუსულ ვაზნებთან, რომელიც ყოველთვუს ძალიან კარგ შედეგებს მიჩვენებდა.

ლულის პროფილს რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ მე ვერ ვხედავ აზრს სქელ (ვარმინტ) ლულაში. ეს არ არის ისეთი კალიბრი, რომელიც იწვევს ისეთ ვიბრაციას, რომლის დასახშობად საჭიროა ლულის მასის გაზრდა. ჩემი აზრით ეს არის გემოვნების ამბავი. ვისაც უნდა მაქსიმალური სიზუსტე, გადაიზღვიეთ თავი და იყიდეთ იარაღი სქელი ლულით. დანარჩენ შემთხვევაში ჩვეულებრივი ლულის პროფილი არის სავსებით ადეკვატური .22 კალიბრისთვის. თუმცა სქელი ლულა ე.წ. “ბულ ბარელი” ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.  გარდა ამისა მძიმე იარაღი უფრო სტაბილურიც არის.

სამწუხაროდ ბევრი მსურველი მცირეკალიბრიანი იარაღის ყიდვის იწყებს ტანჯვას ნაკლებად მნიშვნელოვანი კითხვებით. რამდენი ხრახნია ლულაში? რა მნიშვნელობა აქვს? მარლინს აქვს 16 და ამიტომ რა? მარლინი ოთხჯერ უკეთესია ვიდრე ვთქვათ კარაბინი 4 ხრახნიანი ლულით? არასდროს არ მიფიქრია ამაზე და არც თქვენ გირჩევთ. იგივე ეხება სროლის მანძილებს. რა მანძილზე ისვრის მესმის ეს კითხვა ხშირად? რა მანძილზე ისვრის .22 როგორ გგონიათ? ან მოდელს რა მნიშვნელობა აქვს? მნიშვნელობა აქვს ალბათ ლულის სიგრძეს რაც განაპირობებს მეტ საწყის სიჩქარეს მაგრამ ამას არავინ არ კითხულობს. რა სამიზნეს ესვრით? ისვრით ჯგუფზე თუ რამე კონკრეტულ სამიზნეს? მსუბუქი და ნელი .22 კალიბრის ტყვია არ არის საუკეთესო კანდიდატი შორ მანძილებზე გასაგზავნად. მე ვიტყოდი, რომ საველე პირობებში კარგი იარაღიდან ეფექტური სროლის მანძილი არის 150 მეტრი მაქსიმუმ. რეალურად .22-ს გაცილებით ნაკლებ მანძილებზე იყენებენ. 200 მეტრზე კი მცირე ნიავიც იწვევს ტყვიის სერიოზულ გადხრას. სწორედ ამიტომ გარკვეული უპირატესობა აქვს ნახევრად-ავტომატს. ის იძლევა სწრაფი განმეორებითი გასროლის გაკეთების საშუალებას. იდეალურ პირობებში კარგი იარაღიდან სროლა შესაძლებელია 300 მეტრზეც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახევრად-ავტომატი საიმედოთ მუშაობდეს სუსტ ვაზნებთან. ყოველთვის იქნება ისეთი ვაზნები, რომლებიც არ იმუშავებს თითქმის არც ერთ თვითდამტენ იარაღში, მაგრამ სტანდარტული სისწრაფის ვაზნების მონელება არის აუცილებელი მოთხოვნა, თან როგორც წესი კარარაბინი უფრო ყოვლის მომნელებელია ვიდრე შედარებით მოკლელულიანი პისტოლეტები. მე მქონდა 70-ან წლებში გამოშვებული კოლტის ნახევრად-ავტომატი. ამ იარაღმა ისროლა ძალიან სუსტი “მწვანე Eley”, ყინვაში, რამდენიმე წლის გაუწმენდავმა ხოლო ახალი Savage 64, გაწმენდილი და გაზეთილი უარს ამბობდა ამ ვაზნებთან მუშაობაზე. Mossberg 702-მა შეჭამა 2000 სხვა და სხვა ტიპის ვაზნა და მხოლოდ RWS-ის ვაზნებზე თქვა უარი. სხვადასხვა იარაღს სხვადასხვა ხასიათი აქვს და ამ ხასიათის გარკვევა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია  ვიდრე ხრახნების რაოდენობა.  საქართველოში არ იყიდება ბევრი ტიპის .22 კალიბრის ტყვიაწამალი  და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია კარაბინი ინელებდეს ყველა ტიპის ვაზნას. ამიტომაც მე არ მომწონს როდესაც ზოგ იარაღს აწერენ .22LR – HV (HV = High Velocity, მაღალი სიჩქარე). ამით მწარმოებელი გეუბნება რომ უნდა გამოიყენო მხოლოდ მაღალი სისწრაფის ვაზნები რაც ნონსნენსია. .22lr არის .22lr და იარაღი უნდა ინელებდეს ყველა ამ კალიბრის ყველა ტიპის ვაზნას.

კვების სქემას რაც ეეხება ჩემი ფავორიტია მაინც ლულის ქვეშა მილისებრი მჭიდი. ის არ დაიკარგება, პრაქტიკულად არ იცვითება. ზამბარა თუ დაჯდა ან გატყდა, არ იქნება პრობლემა მისი შემცვლელის პოვნა. რა თქმა უნდა არც მოსახსნელი მჭიდი არის ცუდი. უბრალოდ მე მაინც ვთვლი, რომ თეორიულად ლულის ქვეშა მჭიდი უფრო საიმედოა და გამძლე. გარდა ამისა შესაძლებელია მისი შევსება, ის იტევს მეტ ვაზნას. სასურველია იარაღს მოყვებოდეს ორი მჭიდი მაინც. თუმცა ბიუჯეტურ კარაბინებს, როგორც წესი აკლებენ ყველაფერს, ანტაბკებს და სათადარიგო მჭიდებსაც. ამ მხრივ რუსული ТОЗ-99 არის კონკურენციის გარეშე. მას 4 მჭიდი მოყვება.

ბოლო დროს ბაზარზე გამოჩნდა ძალიან ბევრი მცირეკალიბრიანი იარაღი, რომელიც ზუსტად იმეორებს სახელგანთქმულ მოდელებს, როგორებიცაა AK-47, H&K MP5, Uzi და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ეს კარგი გასართობი იარაღებია მაგრამ ყველას მათ ახასიათებთ ზედმეტად რთული კონსტრუქცია, დიდი მასა და გაბარიტები და ასევე გამომდინარე იქიდან რომ დეტალები მასიურად მზადდება პლასტმასისგან გამძლეობით ის ვერ ედრება რეალურ მოდელებს. გარდა ამისა ყველა ეს იარაღი ითხოვს მაღალი სისწრაფის ვაზნებს, რომელთა ფასი საკმაოდ დიდია და სროლა ამ იარაღიდან ხდება ძვირი სიამოვნება. ასევე მათი ფასი იშვიათად არის 1200 ლარზე ნაკლები ხოლო ასეთ ფასში მოგივათ შესანიშნავი სრულიად ახალი Marlin 795, კარგი ოპტიკური სამიზნე, წვრილმანი აქსესუარები და ვაზნების სოლიდური მარაგი.

ფასებს რაც შეეხება, კარგია რომ იარაღების ასორტიმენტი გაიზარდა. 500 ლარამდე ფასში დომინირებს მეორადი საბჭოთა იარაღი. 500-1000 ლარამდე ყველაზე მეტი იარაღია  წარმოდგენილი. ე.წ. “პლინკერები” შექმნილები ნადირობისთვის, გასართობი სროლისთვის და ვარჯიშისთვის. მიუხედავად ასეთი არასერიოზული სახელისა, ეს იარაღი, როგორც წესი არის ძალიან ზუსტი და შესანიშნავი საექსპლუატაციო თვისებები აქვთ. 1000-ის ზევით ღირს უკვე შედარებით ძვირიანი მოდელები ან უკვე ნახსენები ცნობილი ისტორიული და თანამედროვე საბრძოლო იარაღის კოპიები.  ჩემი აზრით ყველაზე მიმზიდველი არის პირველი და მეორე კლასის წარმომადგენლები. დანარჩენები უბრალოდ ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ მხოლოდ ჩვენთან. “მატჩ” კლასის იარაღი ჩვენთან პრაქტიკულად არ შემოდის.  ამიტომ ეძებეთ ძველი საბჭოთა იარაღები. თან არ მგონია 3 000 დოლარიან “Anshutz 2013 Super Match”-ს ყავდეს ბევრი მყიდველი.  (საქართველოს პირობებში ეს ფასი ალბათ გაორმაგდება).

სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა. ყველაფერი რაც მე დავწერე არის ჩემი პიირადი აზრი. მე შევეცადე მაქსიმალურად ამეღწერა ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, რომლის შესახებაც ჩემთვის ცნობილია. არჩევანი თქვენზეა, ჩემ აზრს მე არავის თავზე არ ვახვევ ხოლო სულ ბოლოს ჩემი პერსონალური “ხიტ-ლისტი”:

ყველაზე კარგი შაშხანა, რომელიც მე ოდესმე მქონია, ფასისი, ხარისხის, სიზუსტის და საექსპლუატაციო თვისებების მიხედვით: Mossberg 702. ზე ბიუჯეტური (აშშ-ში ის 140 დოლარი ღირს), ის ინელებდა ყველაფერს, ისროდა ყოველთვის, იყო მსუბუქი, კომპაქტური და საკმარისად ზუსტი. შედარებით ადვილად იშლებოდა და იწმინდებოდა.  ჩემთვის ის იდეალური უნივერსალური კარაბინია.

ყველაზე ზუსტი – TОЗ-8. ნაყიდი 150 ლარად კუსტარულად დაყენებული დიოპტრით ის იყო ყველაზე ზუსტი მცირეკლაიბრიანი იარაღი, რომელიც მე მქონდა.

ყველაზე  გასართობი – Walther G22. ფუტურისტული, ზომიერად საიმედო და ზუსტი, ძალიან რთული. მაგრამ გამოიყურება შესანიშნავად, აქვს უნივერსალური სამაგრები და საკმაოდ ერგონომიულია.

ყველაზე ცუდი – Savage 64.  დაშლა აწყობა საოცრად რთულია. არ მუშაობდა სტანდარტულ სიჩქარიან ვაზნებთან. ერგონომიკა ძალიან საშუალო. ფასიც საკმაოდ დიდია (800 ლარი).

და ბოლოს, ჩემი საოცნებო კარაბინი – ყველაზე პოპულარული და კლასიკური Ruger 10/22. ზუსტი, საიმედო, ხელმისაწვდომი, მარტივი, უამრავი გაუმჯობესების ოფციით ის დღეს დამსახურებულად არის ყველაზე პოპულარული მცირეკალიბრიანი იარაღი მსოფლიოში.

 

ჩვენი ტესტი – Taurus PT 1911

September 10th, 2013

მგონი არავის არ გავაკვირვებ თუ ვიტყვი, რომ .45 კალიბრის იარაღის არჩევანი საქართველოში ძალიან მწირია და მითუმეტეს პრაქტიკულად შეუძლებელია ამ კალიბრზე გათვლილი ყველაზე ცნობილი და ქარიზმატული  M1911 ტიპის იარაღის შეძენა. ეხლა კარგად, რომ გავიხსენო თუ არ ჩავთვლით ისრაელის წარმოებულ ძალიან საშუალო BUL M5-ებს, 1911 ტიპის იარაღი მე ბოლოს ვნახე ერთი 6-7 წლის წინ და ეს იყო კოლტის პისტოლეტი, რომელიც იყიდებოდა 6 000 ლარად, რაც ძვირია და ასევე ძვირია ის პისტოლეტები, რომლებიც ძალიან იშვიათად ჩნდება მეორად ბაზარზე. სიტუაციის გაუმჯობესებად ალბათ ვერ ჩავთვლი ვერც ბრაზილიური წარმოების 1911-ის გამოჩენასაც ვინაიდან მათი ფასი, რომელიც შეადგენს 2600 ლარს არის ძალიან მაღალი.  ეს სტატია, სწორედ ტაურუსის მიერ წარმოებულ 1911-ის კლონს ეხება, რომელიც ჩემ ხელში მოხვდა პრაქტიკულად შემთხვევით და მე მასში დამერწმუნეთ არ გადამიხდია  2600 ლარი, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 1911 არ იყო მოქცეული ჩემ ყურადღების ქვეშ, ამხელა ფასს ამ იარაღში მაინც ვერ გადავიხდიდი. საბედნიეროდ მე გამიმართლა და პისტოლეტი მხოლოდ თითქმის ნახევარი მისი ფასი დამიჯდა. სწორედ ასე მომეცა საშუალება გავცნობოდი უშუალოდ და ახლოდან ჯონ ბრაუნინგის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ იარაღს. პირველი სტატია „1911 – ლეგენდა გრძელდება“ ეხებოდა ზოგადად 1911 ტიპის პისტოლეტებს, ისტორიას, ნაირსახეობებს და ამ სისტემის ევოლუციას. ეს სტატია ეხება კონკრეტულად ტაურუსის პისტოლეტს – PT1911-ს, რომელიც წარმოადგენს M1911A1-ის კიდევ ერთ კლონს.

ჩვენი ტესტის ობიექტი Taurus PT1911

ბრაზილიურმა ტაურუსმა პირველად ახალი/ძველი პისტოლეტი წარმოუდგინა საზოგადოებას აშშ-ში „შოტ შოუზე“ 2005 წელს. 1911-ის ახალი კლონით ჩვენ დროს ვერავის ვერ გააკვირვებ, თუნდაც ის ღირდეს ძალიან იაფი. 500 დოლარიანი 1911-ის კლონები აქამდეც ცნობილი იყო, ხოლო ტაურუსმა შეცვალა ის, რომ მორიგი ხელმისაწვდომი 1911-ის კლონი აღჭურვილი იყო ისეთი ოფციებით, რაც აქამდე იყო სტანდარტული მხოლოდ მაღალი კლასის და ძვირად ღირებული 1911-ის შემთხვევაში. და ყველაფერი ეს არ ღირდა 600 დოლარზე ძვირი (აშშ-ში). მოგეხსენებათ კარგი 1911-ები არსებობენ, მაგრამ მაგათი ფასი, როგორც წესი იწყება 1000 დოლარიდან.  მაღალი დონის 1911-ის ტიპის იარაღი უბრალოდ არ შეიძლება ღირდეს იაფი.

ორი წარმომადგენელი ბიუჯეტური 1911-ების ოჯახიდან. პირველი არის ამერიკული რუგერი, მეორე თურქული წარმოების Regent R100, თურქთან შედარებით რუგერი გამოირჩევა უფრო უკეთესი ოფციებით და ღირს დაახლოებით 700 დოლარი, თურქული პისტოლეტი პრაქტიკულად საბაზისო 1911А1-ია და მისი ფასი შეადგენს 500 დოლარს. PT1911 ღირს უფრო ნაკლები ვიდრე რუგერი და ამავე დროს გაცილებით უფრო ბევრი “ნავაროტი” აქვს.

ეხლა რას წარმოადგენს PT1911? ეს არის 1911-ის “სამთავრობო მოდელის”  კლონი, ფოლადის ჩარჩოთი და 5 ინჩიანი ლულით. მჭიდი არის ერთ რიგიანი და იტევს 8 .45 კალიბრის ვაზნას. შესაბამისად უმეტესობა ნაწილების თავსებადია მე-80 სერიის 1911-ის სხვა პისტოლეტებთან. აქვე ვიტყვი, რომ თუ მოგინდებათ PT1911-ის კასტომიზაცია არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ სისტემის პისტოლეტებში ხშირად ნაწილებს ჭირდება მორგება, ანუ უბრალოდ ჩააგდოთ პისტოლეტში ახალი დეტალი და დაიწყოთ სროლა დიდი ალბათობით არ გამოგივათ.  PT1911 აღჭურვილია ორმხრივი მცველით, რაც დიდი იშვიათობაა ბიუჯეტურ 1911-ში. ასეთი მცველი არ არის ერთადერთი რაც გამოარჩევს ბრაზილიელს სხვა ბიუჯეტურ 1911-ს შორის. სინამდვილეში პისტოლეტს აქვს საკმაოდ გრძელი „ნავაროტების“ ნუსხა.  მაგალითად, პისტოლეტის საკეტი აღჭურვილია ჭრილებით წინა ნაწილში, რომელიც მე არ მომწონდა მანამ სანამ არ ჩავირტყი მაჩეტე თითში და არ დავაფასე ასეთი ჭრილების სარგებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც ტრავმის გამო ყველა კიდურს სათანადოდ ვერ იყენებთ. პისტოლეტის ტარის წინა და უკანა ნაწილი დამუშავებულია ისე რომ გააჩნიათ აგრესიული ტექსტურა (ე.წ. “ჩეკერინგი”), რომელიც უზრუნველყოფს იარაღის საიმედო ჭერას. საბრძოლო ზამბარის ხუფი განლაგებული ტარის ძირში, არის ფოლადის და არის ბრტყელი ზურგით, ისევე როგორც სულ პირველ 1911-ში. ჩემი აზრით ესთეტიურად ასეთი დეტალი უფრო ლამაზად გამოიყურება და ბევრი მწარმოებელი სტანდარტულად სწორედაც, რომ სწორ ზურგიან ხუფებს იყენებს.   პისტოლეტი აღჭურვილია დიდი ზომის მჭიდის ღილაკით, როგორ უკვე ავღნიშნე ორმხრივი მცველით, სასხლეტით, რომელსაც გააჩნია ე.წ. „ტრიგერ სტოპი“.  საკეტზე, რომ გადავიდეთ მას აქვს დიდი ზომის საექტრაქციო ფანჯარა და რაც მთავარია ნოვაკის კონსტრუქციის რკინის სამიზნე მოწყობილობები.  წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობის რეგულირება ხდება ადვილად, ზევიდან ხრახნის დაშვებით. ნოვაკის სამიზნე მოწყობილობები ეხლა სტანდარტულია, მას ტაურუსი ლიცენზიით თავად ამზადებს ხოლო ადრინდელი PT1911-ები აღჭურვილი იყო ასევე ძალიან ეფექტური Heinie Specialty Products- ის SlantPro Straight Eight ტიპის სამიზნეებით, რომლებიც ნოვაკის სამიზნეეებს ჩემი აზრით ჯობია და არ მესმის რატომ შეცვალა ისინი ტაურუსმა. პისტოლეტს ასევე აქვს სრული სიგრძის დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი, რომელიც ითვლება რომ უზრუნველყოფს უფრო ერთგვაროვან საკეტის მოძრაობას.  მოკლედ პისტოლეტი გაძეძგილია ისეთი ოფციებით, რომლებსაც ვერ ნახავთ ვერც ერთ სხვა ბიუჯეტურ 1911-ზე. ასევე ყველა დეტალი დამზადებულია ფოლადისგან. არანაირ პლასტმასები რამდენიმე ცენტის მოგების მიზნით. ერთადერთი პლასტმასის დეტალი პისტოლეტში არის ტარის პანელები, რომლებიც დიზაინით იმეორებენ კლასიკური კოლტის ე.წ. „ორმაგი ბრილინტის“ ტარის პანელის ფორმას და ტექსტურას.

ლამაზი და პრაქტიკული. მაღალ დონეზე შესრულებული “ჩეკერინგი” უხდება იარაღს და ასევე ზრდის ერგონომიკას. დააკვირდით რამდენად ზუსტად და ხარისხიანად არის დამზადებული ჩარჩო.

თუ ეს არ არის საკმარისი დავამატებ, რომ  ყველა PT1911 იწყობა ინდივიდუალურად, რა დროსაც ოსტატები ინდივიდუალურად არგებენ ლულას, საკეტს და ჩარჩოს და ასევე ამუშავებენ სასხლეტს. შესაბამისად ყველა ძირითადი დეტალი ატარებს ერთნაირ სერიულ ნომერს და პრინციპში ეს ნიშნავს, რომ ერთი ტაურუსის დეტალი არ დაყენდება ეგრევე მეორე ტაურუსზე და შესაძლებელია გახდეს საჭირო მორგება.

ბუნებრივია ამის წაკითხვის შემდეგ ჩნდება კითხვა ასეთ პირობებში როგორ შეიძლება ასეთი დაბალი ფასის შენარჩუნება? ალბათ იმიტომ, რომ პირველ რიგში წარმოება მდებარეობს ბრაზილიაში სადაც შრომის ანაზღაურება არის ნაკლები. ასევე ყველა დეტალს,რომელსაც ტაურუსი იყენებს თავიანთ პისტოლეტებში ის თავადვე ამზადებს. გარდა ამისა დეტალების მაქსიმალური რაოდენობა მზადდება ჩამოსხმის მეთოდით, რაც იძლევა საშუალებას პატარა დანახარჯებით დიდი რაოდენობის დეტალების გამოშვების.  ყველა ეს ფაქტორი მთლიანობაში აძლევს საშუალებას ტაურუსს გამოუშვას 1911-ის კლონი, ისეთი ოფციების ნაკრებით, რომლის სხვა ანალოგი ღირს მინიმუმ ორჯერ მეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დეტალი ჩამოსხმით მზადდება (ე.წ. MIM ტექნოლოგია), PT1911-ის ლულა (ლულას 6 ხრახნი აქვს ხოლო ხრახნების ბიჯი არის 1:16), საკეტი და ჩარჩო არის ნაჭედი ფოლადისგან ფრეზირებით დამზადებული, ისევე, როგორც პრემიუმ კლასის 1911-ის კლონები. ეს კიდე ნიშნავს, რომ PT1911 არის სასურველი პლატფორმა სერიოზული მოდიფიკაციებისთვის.

უნდა ავღნიშნო, რომ PT1911 გამოდის, როგორც შავი დაფარვით ასევე უჟანგავი რკინისგან დამზადებული. სამწუხაროდ დაფარვა, რომელსაც იყენებს ტაურუსი არის ძალიან სუსტი და ადვილად გადადის. ასე, რომ თუ გაქვთ არჩევანი, გირჩევთ იყიდოთ „უჟანგავი“ მოდელი. სურათზეც სწორედ ის არის ასახული. დამატებით ეს მოდელი აღჭურვილია უნივერსალური სამაგრით, რომელიც სასარგებლო ოფციაა მაგრამ იარაღის ესთეტიკას ნამდვილად არ აუმჯობესებს.

კითხვა, რომელიც ალბათ აწუხებს ყველა მყიდველს: რა მოყვება ახალ პისტოლეტს? პირველ რიგში სოლიდური ზომის კარგი ხარსხის პლასტმასის კეისი, რომელშიც დევს პისტოლეტი, ინსტრუქცია, დასაშლელი ხელსაწყო, ლულის ჯაგრისი, ორი მჭიდი და გასაღები. პისტოლეტის ჩახმახზე არის საკეტი, რომელიც იკეტება ამ გასაღებზე და იარაღის გამოყენება ხდება შეუძლებელი. ეს ოფცია სტანდარტულია პრაქტიკულად ყველა ახალ ტაურუსზე.
ასეთ კეისში იყიდება PT1911. განსხვავებით სხვა ტაურუსის პისტოლეტებისგან, რომლებსაც იაფი მუყაოს ყუთი მოყვებათ.
გამომდინარე იქიდან, რომ PT1911 ასე გამდიდრებულია სხვადასხვა ოფციებით ის ძალიან მოსახერხებელი და ერგონომიულია. ვიზუალურად ის კარგად გამოიყურება და შესრულების ხარისხი არის კარგი. დაფარვის გარდა შეიძლება დაუწუნოთ საკეტის ბასრი კუთხეები. ბუნებრივია ასეთ ფასში ჩვენ ვეღარ მოვითხოვთ საკეტის და ჩარჩოს დამატებით ხელით დამუშავებას.

რაც შეეხება სროლას და ექსპლუატაციას აქ პისტოლეტმა დატოვა ერთდროულად კარგი და არც ისე კარგი შთაბეჭდილებები. პირველ რიგში, როგორც 1911-ის კლონს, პისტოლეტს აქვს ფენომენალური სროლისუნარიანობა და შესანიშნავი ერგონომიკა. დიდი მასა 1100 გრამი ადვილად შთანთქავს უკუცემას. სასხლეტი არის ძალიან კარგი, როგორც ყველა 1911-ზე ზოგადად, რის გამოც სწრაფი და ზუსტი სროლა არის ადვილი. პისტოლეტიდან შესაძლებელია ერთ ნახვრეტში სროლა 15 მეტრიდან და ასევე ეფექტური სროლა 100 მეტრამდე მანძილზე. ცუდია, რომ პისტოლეტი არ იყო გასწორებული და საჭიროა გახდა მისი მისროლა. პისტოლეტი ისროდა ქვევით და მარცხნივ. შესაბამისად საჭირო გახდა წინა სამიზნე მოწყობილობის დადაბლება და უკანა სამიზნე მოწყობილობის გადაწევა.

ნეტში წერდნენ სუსტ ექსტრაქტორზე, რომელიც მზადდება ჩამოსხმის მეთოდით (გადაუმოწმებელი ინფორმაცია). სამწუხაროდ ჩვენ შემთხვევაში ეს ჭორი დადასტურდა და ექსტრაქტორს მოტყდა კბილი დაახლოებით 50 გასროლის შემდეგ. ბევრი იარაღის მფლობელისთვის ეს გახდებოდა სერიოზული პრობლემა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში პრობლემა გამოსწორდა 5 წუთში, როდესაც გატეხილი დეტალი შეიცვალა ამჯერად სწორედ დამზადებული ფრეზირებული Wilson Combat-ის ექსტრაქტორით, რომელიც წინასწარ იყო შეძენილი. ექსტრაქტორის მცირე მორგების შემდეგ იარაღი დაბრუნდა მწყობრში. გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა მე-80 სერიისთვის განკუთვნილი ექსტრაქტორი და საჭირო იქნება დამრტყმელის ბლოკირატორის მოხსნა ან ექსტრაქტორის მოდიფიკაცია. ამ შემთხვევაში უკეთესი იყო ბლოკირატორის მოხსნა ვინაიდან მე ვერ გავრისკავდი 40 დოლარინი ექსტრაქტორის გაფუჭებას. ხშირად ასეთ ოპერაციას (როდესაც დამრტყმელის ბლოკირატორი იხსნება) ასევე მოყვება უფრო მსუბუქი ტიტანისგან დამზადებული დამრტყმელის დაყენებაც, რომელიც გამორიცხავს ინერციულ დარტყმას ამაალებელზე, მაგრამ ნეტში გამოიანგარიშეს ძალა, რომელიც უნდა მიიღოს დამრტყმელმა რომ დაძლიოს ზამბარა და მიწვდეს ამაალებელს და რეალურ სამყაროში ასეთი ტიპის სიტუაციის წარმოქმნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ბლოკირატორი პირველად გამოჩნდა 80-ან წლებში, კოლტის ე.წ. ,მე-80 სერიის პისტოლეტებში და აქამდე ამ იარაღს უპრობლემოდ ხმარობდნენ ბლოკირატოირს გარეშეც. ჩვენ შემთხვევაში სხვა არჩევანიც არ იყო და ამიტომაც ბლოკირატორმა თავისი ზამბარით დატოვეს პისტოლეტის კონსტრუქცია. მე არ ვიცი მოერგება თუ არა იარაღს 70-ე სერიის ექსტრაქტორი, რომელიც არ გულისხმობს ბლოკირატორის არსებობას. შემიძლოია დავწერო, იმაზე რაც მე თვითონ ვნახე და გავაკეთე. PT1911-ში ბლოკირატორი ითიშებოდა სასხლეტზე დაჭერით და ამიტომაც ამ ოპერციის შედეგად  ისედაც კარგი სასხლეტი კიდე უფრო უკეთესი გახდა. გაითვალისწინეთ, მე არავის არ ურჩევ იარაღის თვითნებურ მოდიფიკაციას. ეს ცვლილება განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტით რომ იარაღი მწყობრიდან გამოვიდა. თუ არ ჩავთვლით გატეხილ ექსტრაქტორს, სხვა არანაირ პრობლემას ადგილი არ ქონდა.  იარაღმა უპრობლემოდ მოინელა გადატენილი ვაზნები, რომლებიც ჩვენ მაღაზიებში იყიდება და რომლებიც ზოგადად ძალიან ცუდი ხარისხის არის.

გაყიდვაში .45 კალიბრის ვაზნები, მეტ წილად არის გადატენილი. თუ მასრებზე არის დეფორმაციები, ხოლო დამღები არის განსხვავებული, დიდი ალბათობით ეს გადატენილი ვაზნებია. ეს ორი ვაზნა აშკარად დეფექტურია და მათი გამოყენება სახიფათოა. ამიტომაც კარგად შეამოწმეთ ვაზნები, რომლებსაც ყიდულობთ. ამ ორი ვაზნის მასრები გაბზარულია, რაც ძალიან დიდ საფრთხეს ატარებს. ასეთი დაბალი ხარისხის ვაზნებში არ არის გამორიცხული დენთის ორმაგი მუხტიც რაც პრაქტიკულად დაანგრევს იარაღს და შეუძლია მსროლელიც დააზიანოს.

ექსტრაქტორის შეცვლამ გააუმჯობესა ექსტრაქცია, მასრები ტოვებდნენ იარაღს და საკმაოდ გრძელ მანძილებზე და კარგი ტრაექტორიით მიფრინავდნენ. ექსტრაქტორის ისტორია რომ დავასრულო, შემიძლია დავამატო, რომ სავარაუდოთ ედ ბრაუნის (Ed Brown) მე-80 სერიის ექსტრაქტორი ყენდება PT1911-ზე ისე, რომ შესაძლებელია დამრტყმელის ბლოკირატორის შენარჩუნება.

ექსტრაქტორის შეცვლაზე მე არ გავჩერებულვარ და ვინაიდან იარაღის დაფარვის შეცვლის გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო მე დამატებით დავამუშავე პისტოლეტის საკეტი ისე, რომ არც ერთი ბასრი კუთხე ზედ აღარ დარჩა.

1911-ის კუთხეების დამრგვალებას ქვია „დეხორნინგი“ და სარგებლობაზე ამ პროცესის ჯერ კიდევ 50-ან წლებში წერდა ჯეფ კუპერი. ასეთი პისტოლეტი უფრო სასიამოვნოა ხელში, ნაკლებად ცვითავს ეკიპირებას. მარცხნივ საკეტი ქარხნულ მდგომარეობაში, მარჯვნივ უკვე დამუშავებული.

შემდგომ იარაღი დაიფარა სპეციალური საღებავით Duracoat (ფერი Magpul Flat Dark Earth), რომელიც გაცილებით უფრო გამძლეა ვიდრე ქარხნული დაფარვა. ყველა წარწერა, დამღა და სერიული ნომრები დარჩა ხელუხლებელი და ადვილად წაკითხვადი. უკვე ამის შემდეგ ქარხნული ტარის პანელები შეიცვალა SI Custom-ის Punisher Grip Panel-ებით, რომელიც ყოველგვარი მორგების გარეშე პირდაპირ დაყენდა პისტოლეტზე. როგორც ჩემმა უცხოელმა მეგობარმა თქვა, არ არსებობს ორი ერთნაირი 1911.

იარაღის კასტომიზაცია ყველას ინდივიდუალური საქმეა, მაგრამ უდაოდ ჩვენ შემთხვევაში შედეგი კარგი გამოვიდა.

მთლიანობაში ამ ცმირე მოდერნიზაციის შემდეგ პისტოლეტი კიდე უფრო უკეთესი გახდა. რა თქმა ერთი კონკრეტული პისტოლეტისგან მიღებული გამოცდილება ბუნებრივია არაფერს არ ნიშნავს და მფლობელების გამოცდილება რა თქმა უნდა იქნება განსხვავებული. ყველაფერი რაც მე დავწერე არ ნიშნავს იმას, რომ ყველა 1911-ს ან ყველა PT1911-ს ჭირდება მოდიფიკაციები და გადაკეთებები, მაგრამ არ არის საჭირო ილუზიები. PT1911 არის ბიუჯეტური იარაღი ხოლო ზოგადად 1911 არ არის არიფისთვის, ამიტომაც 1911 ითხოვს გამოცდილ მფლობელს, რომელმაც იცის, როგორ მოუაროს ამ პისტოლეტს და „აიძულოს“ ის იმუშაოს კარგად. როგორც 60-ან წლებში გამოშვებული „მუსტანგი“ არ არის მანქანა ყველასთვის, ისე 1911 არ არის პისტოლეტი ნებისმიერისთვის ვისაც სურს პისტოლეტის ფლობა. ხოლო ბიუჯეტური 1911-ის შემთხვევაში პრობლემების ალბათობა მხოლოდ იზრდება. ზოგადად 1911-ის სისტემა უკვე მოძველებულია და გაცილებით ნაკლებად საიმედოა ვიდრე თანამედროვე პისტოლეტები. ერთადერთი რაშიც 1911-ს ჯერ ვერ ჯობნიან არის სროლისუნარიანობა და საოცარი ერგონომიკა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა 1911 კვლავ ჩვენთან არის და ფართოდ წარმოდგენილია. ხოლო PT1911 უდაოდ არის კარგი კლონი. როგორც ჩანს ტაურუსს ეს პისტოლეტი მართლაც გამორჩეული გამოუვიდა, მასად აიუბი თავის წიგნში Greatest Handguns of The World 1911-ის ევოლუციის ისტორიაში ამ პისტოლეტს ცალკე პარაგრაფი გამოუყო, როგორც 1911-ის ევოლუციის მნიშვნელოვან ეტაპს.

მოვლას და ექსპლუატაციას რაც ეხება, პისტოლეტის მოვლა ადვილია, და ამ მხრივ ის არაფრით არ განსხვავდება სხვა 1911-ის ტიპის პისტოლეტებისგან. უბრალოდ გირჩევთ პისტოლეტი დაშალოთ შემდეგნაირად. ჯერ დააჭირეთ ზამბარის ხუფს საკეტზე წინიდან და გაწიეთ გათავისუფლებული ბუშინგი მარცხნივ (საკეტს უყურებთ წინიდან). ამის შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ხუფი და ზამბარა. შემდეგ დაატრიალეთ ბუშინგი მარჯვნივ და მოხსენით ის საკეტს. უკვე ამის მერე გაწიეთ საკეტი უკან და ამოიღეთ საკეტის შემაკავებელი. მოხსენით საკეტი ჩარჩოს და ამოიღეთ ზამბარის ღერძი და ლულა. აწყობა პირიქით განახორციელეთ. გაცილებით უფრო ძნელია საკეტის ცალკე აწყობა და მერე დაყენება ჩარჩოზე, როგორც ეს უმეტესობა თანამედროვე პისტოლეტების შემთხვევაში ხდება.

 

PT1911-ს გაძეძგილია ოფციებით, რომლებიც განკუთვნილია უკეთესი სროლისუნარიანობის და ერგონომიკისთვის. ტარის მცველის ამობრცული ფორმა უზრუნველყოფს მცველის გათიშვას თუნდაც სუსტი ჭერის შემთხვევაში. მჭიდის ძირები არის სქელი და გარეთ გამოწეული რაც იდეაში უზრუნველყოფს უფრო ადვილ მათ მოთავსებას იარაღში და ასევე წესით უნდა იძლეოდეს “მაგველის” გამოყენების საშუალებას.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. PT1911 არის საკმაოდ საინტერესო იარაღი. ის ალბათ არ იქნება საუკეთესო იარაღი ყოველდღიური ტარებისთვის და ნაკლებად გამოდგება სამსახურეობრივი იარაღის როლისთვის მაგრამ თუ გაქვთ სურვილი იქონიოთ 1911-ის ტიპის იარაღი და არ გინდათ ბევრი ფულის დახარჯვა მაშინ PT1911 კარგი არჩევანია. გამომდიინარე იქიდან, რომ პისტოლეტი ძალიან მდიდრულ კომპლექტაციაშია, სროლის დროს თქვენთივს გარანტირებულია მასა სასიამოვნო ემოციების. გამოხმაურებების საფუძველზე და ჩვენმა ტესტმაც ეს დაადასტურა PT1911-ები ზოგადად ძალიან ზუსტი პისტოლეტებიაა. მცირე პრობლემებმა არ უნდა შეგაშინოთ, ეს არის 1911 და ის მუდმივ ყურადღებას ითხოვს.  რამდენად თქვენ გჭირდებათ ბიუჯეტური 1911 თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ამ კლასში ტაურუსი გამორჩეულ პოზიციას იკავებს.


 

M1911A1 – ლეგენდა გრძელდება

August 24th, 2013

სანამ საუბარს უშუალოდ დავიწყებდით ბრაუნინგის კონსტრუქციის ამ ცნობილ პისტოლეტზე ალბათ კარგი იქნებოდა ერთი ორი სიტყვა დაგვეწერა იმაზე თუ როგორ იქმნებოდა ის. “ორი სიტყვა” შექმნის ისტორიაზე იქნება საკმარისი, რომ სტატია გამოვიდეს უფრო სრულყოფილი, თუმცა უფრო ვრცელი ინფორმაცია M1911-ის შექმნაზე ადვილად ხელმისაწვდომია ინტერნეტით და აზრი არ აქვს სხვისი არაერთხელ მონაყოლის კიდევ ერთხელ ჩემ ბლოგზე გამეორება. ავღნიშნავს, რომ გენიალური ამერიკელი იარაღის კონსტრუქტორის ჯონ მოზეს ბრაუნინგის ლეგენადრული პისტოლეტის ისტორია იწყება ცოტათი უფრო ადრე ვიდრე 1911 წელი. ალბათ M1911-ს ისტორია იწყება 1906 წლიდან, როდესაც კიმპანია კოლტმა დაიწყო 1905 წლის მოდელის ავტომატური პისტოლეტის გაყიდვები. .38 კალიბრის კოლტის პისტოლეტებს ახასიათებდათ შესრულების მაღალი ხარისხი მაგრამ როდესაც სამქე მივიდა აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის ახალი პისტოლეტის შეძენამდე, საკითხავი ერგონომიკის გამო სამხედროებს ადრინდელი კოლტები არ მოეწონათ, თუმცა პრინციპული გადაწყვეტილება რომ არმიის ახალი იარაღი უნდა იყოს პისტოლეტი და არა რევოლვერი და თანაც .45 კალიბრის უკვე მიღებული იყო და ბრაუნინგმა შესაბამისად გადააკეთა თავისი პისტოლეტი ამ ახალ კალიბრზე. საერთოდ ითვლება, რომ პისტოლეტი საუკეთესოა იმ კალიბრში, რომელზეც ის თავიდანვე იყო გათვლილი და ბედის ირონიაა იმაში, რომ ყველაზე ცნობად და პოპულარულ  .45 კალიბრის იარაღს საფუძვლად უდევს 9მმ-ნი  პისტოლეტი. ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ პისტოლეტი გამოვიდა ასეთი თხელი და ასეთი ელეგანტური ფორმებით.

1905 წლის კოლტი. დააკვირდით ორ შტიფტს ჩარჩოს წინა მხარეში განლაგებულებს. ეს პისტოლეტი იყენებდა ორ რგოლს ლულის გადაბმისთვის.  შემდგომ ბრაუნინგმა 1911-ში გამოიყენა სქემა მხოლოდ ერთი რგოლით.

ამ პერიოდისთვის ლუის ლა გარდმა და ჯონ ტომპსონმა უკვე დაასრულეს თავიანთი გამოცდები და შეთანხმდენ რომ მომავალი პისტოლეტის კალიბრი უნდა იყოს .45 (11.43მმ), 230 გრანიან მრგვალთავიან გარსით დაფარულ ტყვიით (თავდაპირველად 200 გრანი) და საწყისი სიჩქარით 245 მ/წ-ში. შესაბამისად ახალი პისტოლეტი, რომელიც გახდებოდა სტანდარტული პირადი იარაღი აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში უნდა ყოფილიყო გათვლილი სწორედაც, რომ ამ ვაზნაზე.  ჯონ ბრაუნინგს დაჭირდა თითქმის 6 წელი რომ მომავალ 1911-ს საბოლოო იერსახე მიეღო თუმცა წინასწარი ცდების დროს აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობა უკვე თვლიდა კოლტის პისტოლეტებს საუკეთესო კანდიდატებად. მომავალი 1911-ის კონსტრუქცია ნელ ნელა იხვეწებოდა და ბოლო დეტალი, რომელიც მას შეემატა იყო სახელურის მცველის დამატება ვინაიდან სამხედროები თვლიდნენ რომ ბრძოლის დროს ერთი ხელით ჩახმახის დაწევა არ იქნებოდა უსაფრთხო. ბრაუნინგის პისტოლეტმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა კონკურსში და მიღებულ იქნა შეიარაღებაში. პირველი პარტიის მიწოდება კოლტმა განახორციელა 1912 წლის 4 იანვარს. ერთი პისტოლეტის ფასი შეადგენდა 14.25 აშშ-ის დოლარს.  რა დროსაც 1911 წლიდან 1923 წლამდე პისტოლეტს არ განუცდია არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება მის კონსტრუქციაში.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღის ეფქტურობის დასადგენად ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა რიგი პრობლემა 1911-თან, რომელიც გადაწყვეტას ითხოვდა. კვლევიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემდეგი ცვლილებები შევიდა 1911-ის კონსტრუქციაში: შეიცვალა საბრძოლო ზამბარის დამჭერი, მას გაუჩნდა დახრილი ზურგი რამაც აღმოფხვრა დაბლა სროლის ტენდენცია; სასხლეტი დამოკლდა რომ უკეთესად იყოს მისაწვდომი სხვადასხვა ზომის ხელის პატრონებისთვის; სამიზნე  მოწყობილობები უფრო ხილვადი გახდა; ტარის ფორმა გაუმჯობესდა ისე რომ ჩახმახი აღარ „კბენდა“ მსროლელს ხელზე; ოდნავ შეიცვალა ჩარჩოს ფორმაც, რომ თითი უკეთესად წვდებოდეს სასხლეტს. სტანდარტულ აღნიშვნას 1911-ს დაემატა ინდექსი A1, რომელიც სამი წლის შემდეგ გახდება ოფიციალური დასახელება მოდიფიცირებული პისტოლეტის. როგორც ხედავთ ტექნიკური ხასიათის ხარვეზები პისტოლეტს არ აღმოაჩნდა, რაც მეტყველებსს იმაზე, რომ ჯონ ბრაუნინგმა შესანიშნავად გაართო თავი თავის საქმეს.

M1911-ის სქემა. სამწუხაროდ მე არ ვიცი ბევრი დეტალის ქართული დასახელება, შემიძლია მხოლოდ უცნობი სიტყვა პირობითად ვთარგმნო და ბრჭყალებში მოვაქციო.

რას წარმოადგენს პირველი ე.წ. სამთავრობო მოდელი ტექნიკურად?  ეს არის სრული ზომის პისტოლეტი  აღჭურვილი 7-8 ვაზნიანი მოსახსნელი ერთ რიგიანი მჭიდით, ფოლადისგან დამზადებული ჩარჩოთი და საკეტით. ლულის სიგრძე არის 5 ინჩი (125მმ). წონა 1100 გრამი. ჩაკეტვა ხორციელდება ორი საბრძოლო ბჯენის მეშვეობით, რომელიც განლაგებულია სავაზნის წინ ლულის ზედა მხარეს. ლულის გადაადგილებას უზრუნველყოფს დეტალი, რომელიც დამაგრებულია ლულაზე შტიფტით და აკავშირებს მას საკეტის შემაკავებლის ღერძთან. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების არის. აღსანიშნავია, რომ განკუთვნილი სამხედრო სამსახურისთვის პისტოლეტი იქმნებოდა განსხვავებული ფილოსოფიით, რომელიც გულისხმობდა მაქსიმალურად გამარტივებულ კონსტრუქციას, მოვლის და მომსახურების სიადვილეს. მაგალითად ტარის ხრახნები ისეთი ფორმის იყო, რომ შესაძლებელია იყო მათი დაშვება გასროლილი .45 კალიბრის მასრის გამოყენებით. ღერძის, რომელიც განთაბვსებულია არხში მცველსა და საკეტის შემაკავებელს შორის, გამოყენება შესაძლებელია შტიფტების ამოსაგდებად. იარაღი ადვილად იშლება ბოლომდე, რაც იმ დორის პისტოლეტებისთვის იყო დიდი იშვიათობა.

წლების განმავლობაში სამთავრობო მოდელი იყო ერთადერთი ხელმისაწვდომი მოდელი. კოლტის გარდა მას რიგი სხვა კომპანიებიც უშვებდნენ, რაც გამოწვეული იყო დიდი მოთხოვნით ამ პისტოლეტზე ომების დროს. მეორე მსოფლიო ომის დროს 1911-ს დეფიციტმა ასევე წარმოშვა საკმაოდ საინტერესო რევოლვერების ჯგუფი, რომლებიც ასევე გათვლილი იყო .45 კალიბრის პისტოლეტის ვაზნაზე. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება და ბევრი კომპანია დღემდე სთავაზობს მომხმარებლებს რევოლვერებს პისტოლეტის ვაზნაზე.   „სამთავრობო“ მოდელი  იყო ხელმისაწვდომი  კალიბრში .45ACP და ასევე ბრიტანეთისთვის დამზადდა .455-ზე გათვლილი მოდელი. ბრიტანული .455 პრინციპში ბალისტიკურად იდენტურია .45ACP ვაზნიის და ზედმეტად დაწვრილებით მის აღწერას აზრი არ აქვს. ვიზუალურად .455 კალიბრის პისტოლეტები არ განსხვავდებიან ორიგინალური მოდელისგან და მათი გამორჩევა შესაძლებელია მარტო დამღების მეშვეობით.  უკვე 1929 წელს  კოლტმა გამოუშვა სამთავრობო მოდელი გათვლილი კალიბრზე .38 Super ხოლო 1931 წელს ისევ კოლტი უშვებს 1911-ს გათვლილს მცირეკალიბრიან .22lr-ზე. ახალ პისტოლეტს უწოდეს „ეისი“ (Ace) მაგრამ დაბალი საიმედოობის გამო ეს იარაღი არ გახდა კომერციულად წარმატებული და ვერ ჰპოვა გავრცელება. გაცილებით უფრო წარმატებული იყო მოდელები “სუპერ ეისი” და კოლტის მიერ შექმნილი ნაკრები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო .45 კალიბრის პისტოლეტის გადაწყობა .22 კალიბრის ვაზნების სასროლად. შემდეგ  გაცილებით უფრო გვიან ჩნდება 1911-ები, სხვა კალიბრებზეც. მათ შორის ძლიერ “10მმ აუტოზე” და სხვა პოპულარულ კალიბრებზე. მიუხედავად ამისა . 45 რჩება ყველაზე პოპულარულ კალიბრად 1911-ის შემთხვევაში.

1911-ის ევოლუციის შემდეგი ეტაპი იწყება, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,  კერძო ხელებში მოხვდა უამრავი ომ გამოვლილი 1911-ები და უბრალო მსროლელებს საშუალება მიეცათ ხელმისაწვდომ ფასად შეეძინათ უამრავი ჩამოწერილი 1911 და თავად შეეფასებინათ ამ იარაღის საბრძოლო და სამომხმარებლო თვისებები. ცხადია სამოქალაქო მსროლელებს არ აკმაყოფილებდათ მხოლოდ ერთი სსრული ზომის მოდელი და  იარაღის ოსტატები არსებული მოტხოვნილების დასაკმაყოფილებლად მასიურად ჭრიდნენ და ამოკლებდნენ სამთვარობო მოდელებს და მათ ბაზაზე აწყობდნენ პისტოლეტებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ უკეთესი ხარისხით, შედარებით მცირე გაბარიტებით და მასით. მაგრამ პირველი ვინც გამოუშვა 1911-ის „ოფიციალური“ კომპაქტური მოდიფიკაცია იყო ისევ კომპანია კოლტი, რომელმაც 1950 წელს შესთავაზა მომხმარებელს ერთდროულად კომპაქტური და მსუბუქი მოდიფიკაცია, წოდებული სამეთაურო მოდელად. ამ პისტოლეტს გააჩნდა ალუმინის მსუბუქი ჩარჩო და შედარებით მოკლე 4.25 ინჩიანი ლულა. მსუბუქ მოდელს ეწოდა მსუბუქი სამეთაურო მოდელი (Lightweight Commander), საბრძოლო სამეთაური მოდელი (Combat Commander) იყო ასეთივე კომპაქტური პისტოლეტი მაგრამ ფოლადის ჩარჩოთი.  გაცილებით უფრო გვიან, 1985 წელს, კოლტმა ასევე გამოუშვა სუბ კომპაქტური ოფიცრის მოდელი, რამაც შექმნა კიდევე ერთი ოფიციალური 1911-ის წონითი კატეგორია (მანამდე სუბ კომპაქტურ მოდელებსს მხოლოდ ცალკეული ოსტატები შეკვეთით ამზადებენ). სამეთაურო მოდელს კოლტი უშვებს დღემდე, უწყვეტად უკვე 60 წელზე მეტი. ევოლუციის შემდეგი ეტაპი დაემთხვა 1988 წელს, როდესაც ამჯერად კანადურმა კომპანია პარა-ორდნანსმა წარმოადგინა კიდევ ერთი მოდიფიკაცია, პისტოლეტი განიერი ჩარჩოთი, რომელიც იტევდა ორ რიგიან მჭიდს. კიდე უფრო მოგვინებით ჩნდება 1911-ები ნაწილობრივ პლასტმასის ჩარჩოთი გათვილი მაღალი ტევადობის ორ რიგიან მჭიდებზე, განკუთვნილი სპორტული შეჯიბრებებისთვის. პირველი ასეთი პისტოლეტი დააზმადა ამერიკულმა STI-იმ.

1911-ის ნაირსახეობები

გარდა იმისა, რომ ჩნდებოდა უფრო მსუბუქი და მოსახერხებელი 1911-ის მოდიფიკაციები ასევე იყო მცდელობები 1911-ის ტრადიციული ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის გაუმჯობესების ან საერთოდ მისი შეცვლის სხვა ტიპის მექანიზმით. 1911-ის ერთმაგი მოქმედების სასხლეტი,  შესაძლებელია არის საუკეთესო სასხლეტის კონსტრუქცია, რომელიც ოდესმე ყოფილა რომელიმე პისტოლეტზე და რომელიც ყოველთვის იყო ის რაც ყველაზე მეტად მოწონდათ და აფსებდნენ 1911-ის ფანატები. მიუხედავად ამისა, 1973 წელს ამერიკელი კონსტრუქტორი ლუის სიკემპი ქმნის ორმაგი მოქმედების სასხლეტის ნაკრებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო ჩვეულებრივი 1911-ის გადაკეთება. ამ ნაკრებს ზომიერი წარმატება ხვდა წილად. 1990 წელს კოლტმა გამოუშვა მოდელი „დაბლ იგლ“ (Double Eagle), რომელიც მეტ წილად დაფუძნებული იყო სიკემპის კონსტრუქციაზე. „დაბლ იგლი“ არ იყო კომერციულად წარმატებული პისტოლეტი და 1997 წელს მისი წარმოება შეწყდა. 2000 წელს პარა-ორდნანსმა გამოუშვა ალბათ ერთადერთი წარმატებული 1911 ტიპის პისტოლეტი, რომელსაც არ ქონდა ტრადიციული, ერთმაგი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. მათ მიერ შექმნილი მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი LDA, დღემდე ყენდება უმეტეს მოდელზე და გარკვეული პოპულარობით სარგებლობს. მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმები ერთ დროს გარკვეული პოპულარობით სარგებლობდა, როგორც პოლიციურ სამსახურებში ისევე უბრალო მოქალაქეებში. წოდებული ჯეფ კუპერის მიერ როგორც „არარსებული პრობლემის იდეალური გადაწყვეტა“ მათი გამოჩენა იყო მცდელობა იმ დროს პოპულარულ პისტოლეტებში გაუქმებულიყო ჩახმახის შეყენების ფუნქცია. კაბინეტებში მობინადრე ტაქტიკოსების აზრით შეყენებული ჩახმახი ხდიდა პისტოლეტს განსაკუთრებულად საშიშს და ეს რეჟიმი მათი აზრით უნდა გაუქმებულიყო. სწორედ ამ მოდას მოყვა მათ შორის გლოკის პისტოლეტების სწრაფი პოპულარიზება და უკვე შემდგომ სხვა ანალოგიური პისტოლეტების პოპულარობა.  პრაქტიკულად ყველა იმ დროს (90-ების ბოლო წლები) პოპულარული ჩახმახიანი, ორმაგი მოქმედების პისტოლეტები გამოდიოდა ასეთი ტიპის სასხლეტებით (მათ შორის ბერეტა 92, სმიტ&ვესონის პისტოლეტები, ხეკლერ&კოხ-ები და ზიგ-ზაუერები). მოდამ პრაქტიკულად განაპირობა ერთმაგი მოქმედების პისტოლეტების სიკვდილი სამხედროებში და სამართალდამცავებში, ხოლო სამოქალაქოები ყოველთვის თვალს ადევნებდნენ ტენდენციებს და შესაბამისად ინტერესი ერთმაგი მოქმედების პისტოლეტებზე შემცირდა სამოქალაქო ბაზარზეც. დღეს 1911-ის გარდა, ერთმაგი მოქმედების პისტოლეტების რამდენიმე მოდელს უშვებს „ზიგ-ზაუერი“ და მათი 220-ე მოდელი ძალიან წააგავს 1911-ის კონფიგურაციას.  შესაძლებელია, რომ 1911 დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი არ არის ყველაზე გამძლე კონსტრუქციისს მქონე, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე საშუალო 1911-ის სასხლეტიც მაინც არის უფრო უკეთესი ვიდრე თანამედროვე პისტოლეტების მექანიზმების 99%.

Para-Ordnance PXT Cary. მხოლოდ ორმაგი მოქმედების სუბკომპაქტური .45 კალიბრის პისტოლეტი.  პრაქტიკა ადასტურებს, რომ სუბკომპაქტური 1911-ები ამ სისტემის ყველაზე არასაიმედო წარმომადგენლები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ 1911-ის კონსტრუქცია 100 წლის განმავლობაში პრინციპიალურად არ შეცვლილა თანამედროვე 1911 და ის პისტოლეტი, რომლითაც ამერიკელები იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში არის განსხვავებული რამეები. 50-ნი წლების დასაწყისში, პოლკოვნიკმა ჯეფ კუპერმა კარგად განსაზღვრა თავის დროზე ის რაც ასე ესაჭიროებოდა  1911-ს, რომ ის უფრო ეფექტური იარაღი გამხდარიყო. სამთავრობო მოდელს მისი აზრით ჭირდებოდა უფრო მსუბუქი სასხლეტი, სავაზნე და „რამპა“ რომელიც უზრუნველყოფდა მაღალი კლასისი თავადაცვითი მუხტების გამოყენებას და უფრო ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები. საზოგადოებამ გულთან ახლოს მიიტანა ეს ყველაფერი (ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯეფ კუპერმა პირველმა შექმნა თანამედროვე თავდაცვითი სროლის სკოლა და ყველაფერს რასაც ის იძახდა ბევრი ხალხხი ყურადღებით ისმენდა)  და შემდეგი წლების განმავლობაში  1911-ის კონსტრუქციის დახვეწაში იარაღის ოსტატებმა უდიდესი როლი ითამაშეს. როგორც უკვე ვთქვი სწორედ მათ დაასწრეს კოლტს და მიხვდნენ რამხელა მოთხოვნა არსებობდა უფრო მსუბუქ და კომპაქტურ 1911-ზე. სანამ 1932 წელს, დიდი, სპორტული ტიპის სამიზნე მოწყობილობები გამოჩნდებოდა კოლტის მაღალი კალსის 1911-ზე – National Match მოდელზე, King Gun Works უკვე აყენებდა ასეთებს შეკვეთით. იგივე კომპანნიამ შესთავაზა მსროლელებს დიდი ზომის უფრო მოსახერხებელი მცველის ფორმაც. დღეს ყველაზე იაფი და „დამწყები“ 1911-ები აღჭურვილია კარგი, მსხვილი, ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობებით და ერგონომიული მცველებით.

ამერიკელი იარაღების ოსტატი არმანდ სვენსონი იყო პირველი ვინც შექმნა ორმხრივი მცველის კონსტრუქცია. ეს ოფცია დღეს არის სტანდარტი მაღალი კლასის 1911-ებზე. ასევე ოსტატებს ეკუთვნით ტარის ერგონომიული „კუდის“ ე.წ. „წავის კუდის“ კონსტრუქცია, რომელსაც ჯეფ კუპერი, 1911-ის ყველაზე დიდი და ცნობილი მოყვარული სინამდვილეში ამ დეტალის სპეციფიური ფორმის გამო მას უწოდებდა იხვის ნისკარტს.

ერთი პერიოდი იმისთვის, რომ 1911-ს ემუშავა ექსპანსიური ტყვიით აღჭურვილ ვაზნებთან საჭირო იქნებოდა იარაღის ოსტატთან მიტანა, რომელიც დაამუშავებდა “რამპას” და სავაზნეს, რომ იარაღს საიმედოთ „მოენელებინა“ ჩახვრეტილთავიანი ტყვიები, ხოლო ბილ ლაუდრიჯი იყო ერთადერთი ოსტატი, რომელიც მუშაობდა კოლტის ალუმინის ჩარჩოებთან, რისთვისაც იყენებდა გასაიდუმლოებულ მეთოდკიას. მოგეხსენებათ ალუმინის ჩარჩოების ზედაპირის დამუშავება ხდებოდა იმისთვის, რომ ზედა ფენა უფრო მყარი ყოფილიყო და უკეთესად გაეძლო ცვეთისთვის, ამიტომაც უბრალოდ ზედმეტი მეტალის მოხსნა და გაპრიალება აქ არ მუშაობდა. მას მერე რაც ასეთი ტიპის ამუნიცია გახდა ფართოდ გავრცელებული და სტანდარტული, ყველა მწარმოებელმა მიიღი ზომები რათა მათ იარაღს საიმედოთ ემუშავა ასეთ ამუნიციასთან ყოვლეგვარი გადაკეთებების გარეშე.

საექსტრაქციო ფანჯრის ფორმა ასევე შეიცვალა. ის გახდა უფრო განიერი, რამაც გააუმჯობესა ექსტრაქცია. სანამ ამას კოლტი განახორციელებდა, იგივეს აკეთებდნენ ოსტატები მსროლელების მოთხოვნით.

მცველის ფორმა გაუმჯობესდა და ძვირიან მოდელებში ის თითქმის ყოველთვის ორმხრივია.  ასევე ხელმისაწვდომია „დაბალი“ მცველები, რომელთა ავტორია იარაღების ოსტატი ამერიკიდან რობი ბარკმანი. ასეთი მცველები პოპულარულია კომპაქტურ და მუბუქ მოდელებზე, სადაც მაღალი ჭერა აუცილებელია იარაღის უკეთესი კონტროლისთვის.

უკეთეს კონტროლს და კომფორტულ ჭერას ასევე უზრუნველყოფს სქელი და განიერი ტარის მცველები, რომლებიც გახდა პოპულარულია 70-ან წლებში. ერგონომიკის მხრივ ეს იყო ძალიან დიდი ნაბიჯი წინ ადრინდელი, პატარა და ვიწრო მცველებთან შედრებით, რომლითაც აღიჭურვებოდა ადრინდელი 1911-ები.

თანამედროვე 1911-ები თეორიულად უფრო უსაფრთხო იარაღები არიან ვიდრე ადრე. პრაქტიკულად ყველა თვადაცვითი/სამსახურეობრივი მოდელი აღჭურვილია დამრტყმელის ბლოკირატორით, რომელიც კეტავს დამრტყემლს და გამორიცხავს გასროლას თუ სასხლეტზე დაჭერა არ მომხდარა. დამრტყმელის ბლოკირატორი (შვარცის კონსტრუქციის) პირველად გაჩნდა 1983 წელს კოლტის მარკ 80/IV მოდელებში. თუმცა ამავე დროს ის ოფცოები რაც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას თავიდანვე იყო გათვალისწინებული ბრაუნინგის მიერ. ეს არის დისკონექტორი, რომელიც გამორიცხავს გასროლას თუ საკეტი ბოლომდე არ არის დახურული და ჩახმახის ნახევრად შეყენების საშუალება.  კომპანია კიმბერში ჩათვალეს, რომ სასხლეტის თვისებები არ უნდა იცვლებოდეს ბლოკირატორის გამო და შესთავაზეს მომხარებელს მოდელები,რომელშიც ბლოკირატორი ითიშება არა სასხლეტზე თითის დაჭერით არამედ ტარის მცველზე დაწოლით.

ამ სურათიდან კარგად ჩანს 1911 ევოლუციის შედეგები. პირველი იარაღი (მარცხნივ) არის თანამედროვე Springfield TRP Operator (ფასი აშშ-ში 1400 დოლარი), ხოლო მარჯვნივ სტანდარტული M1911A1. დააკვირდით რა გამოარჩევს TRP-ს ორიგინალური მოდელისგან: ტარის მცველის ფორმა (1) უზრუნველყოფს კომფორტულ ჭერას და სროლას; ჩარჩოზე განლაგებულ პიკატინის სამაგრი (2) უზრუნველყოფს ფარნის და ლაზერული დამიზნები ხელსაწყოების დაყენებას; რეგულირებადი დიდი ზომის სამიზნე მოწყობილობები (3) აადვილებს დამიზნებას; ტარის “ძაბრი” (4) აადვილებს ტარში მჭიდის მოთავსებას; საკეტის წინა ნაწილზე განლაგებულ ჭრილები (5) უზრუნველყოფს საკეტის კომფორტულ და საიმედო გადატენვას; ორმხრივი მცველი (6)  ირაღი ერთნაირად მოსახერხებელია მარცხენა და მარჯვენა ხელიდან სროლისთვის, და გადიდებულ საექსტრაქციო ფანჯარა (7) უფრო საიმედო ექსტრაქციისათვის.  შიგნით იმალება მაღალი სიზუსტით და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან დამზადებული დეტალები და რეგულირებადი სასხლეტი. ერთი სისტემა მაგრამ ორი ძალიან განსხვავებული იარაღი.

ამ გაუმჯობესების სიის გარძელება კიდე დიდიხანი შეიძლება. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ ყველა ეს მცდელობა მიზნად ისახავდა გაუმჯობესდეს პისტოლეტის სამომხმარებლო თვისებები. ბევრი ოსტატი ეცადა გაეუმჯობესებინა პისტოლეტის ტექნიკური მხარე მაგრამ დრო ადასტურებდა ჯონ ბრაუნინგის გადაწყვეტილებების სისწორეს და ყველა ოსტატი დამარცხდა მცდელობებში შეექმნათ უფრო უკეთესი ტექნიკური  გადაწყვეტილებები ვიდრე შექმნილი თავის დროზე გენიალური ბრაუნინგის მიერ.

ოსტატების გარდა წარუმატებლობა განიცადეს დიდმა კომპანიებმაც. 1970 წელს კოლტმა შეცვალა „ბუშინგის“ ფორმა. ახალი კონსტრუქციის დეტალის ოთხი საცეცით ასრულებდა ზამბარის ფუნქციას და აუმჯობესებდა საკეტის და ლულის ჩაკეტვას და უზრუნველყოფდა უკეთეს სიზუსტეს. სამწუხაროდ ეს დეტალი არ გამოირჩეოდა საიმედოობით, ხშირად ტყდებოდა და კოლტი მალევე დაუბრუნდა ბრაუნინგის „ბუშინგის“ ოროგინალურ კონსტრუქციას. სურათის წყარო: www.sightm1911.com

თუ გავაგრძელებთ თანამედროვე და ადრინდელი 1911-ის შედარებას  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1911 იქმნებოდა პრაქტიკულად მე-19 საუკუნის ტექნოლოგიებით. დეტალების მორგება ადრინდელ 1911-ში იყო საშუალო, ხარისხიც მერყეობდა. დღეს სიტუაცია არის შეცვლილი და ჩემი ღრმა რწმენით დღევანდელი საწყისი დონის 1911-იც ბევრად უკეთესი პისტოლეტებია (თუ გამოყენებულია ხარისხსიანი მასალები და სწორი ტექნოლოგიები) ვიდრე ადრინდელი ორიგინალური ამერიკული 1911-ები. ამერიკულს იმიტომ ავღნიშნავ, რომ დღეს 1911-ის კარგ კლონებს უშვებს ბრაზილია, ჩინეთი, თურქეთი, ფილიპინები და რიგი სხვა ქვეყნების. გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე დაზგა დანადგარები გაცილებით მეტი სიზუსტით ამზადებენ დეტალებს, პროპორციულად გაიზარდა 1911-ების სიზუსტე, საიმედოობა და რესურსი. რა განაპირობებს 1911-ს მაღალ თანდაყოლილ სიზუსტეს, რის გამოც ეს იარაღი პრაქტიკულად კონკურენციის გარეშეა ხარის თვალში სროლის შეჯიბრებებში? პირველ რიგში ალბათ თვითონ ვაზნა. .45ACP არის დაბალწნევიანი ვაზნა ასევე ცნობილი თავისი მაღალი თანდაყოლილი სიზუსტით, ხოლო ტყვია, რომელსაც ის ისვრის არის  მძიმე და შედარებით ნელი. როგორც ჩანს დაბალი წნევის გამო იარაღი სროლის დროს განიცდის ნაკლებ დეფორმაციას და რხევას, მთლიანად ფოლადის კონსტრუქცია ასევე ახშობს რხევას და უკუცემას. .45-ის რბილი ხასიათი ასევე დიდხანს ინახავს პისტოლეტს და 1911-ის ფოლადის ლულის საკეტის და ჩარჩოს რესურსი მრავალ ათას ვაზნას უძლებს. ნაწილობრივ ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ თავის დროზე კოლტმა შეწყვიტა 9X19 და .38 Super-ზე გათვლილი მსუბუქი, სამეთაურო მოდელის გამოშვება. ერთ ერთი ვერსიით ეს ორი „ცხელი“ 9მმ-ნი ვაზნები ზედმეტად ტვირთავდნენ ალუმინის ჩარჩოს და იარაღის რესურსი მნიშვნელოვნად მცირდებოდა. .45 სიდინჯეს და სიზუსტეს დაუმატეთ პისტოლეტის შესანიშნავი ერგონომიკა, ლულის დაბალი ღერძი, სასხლეტის კოსნტრუქცია რომელიც უზრუნველყოფს მოკლე და ერთგვაროვან სვლას, ტარის ოპტიმალური კუთხე და მიიღებთ ყველა საჭირო ინგრიდიენტს ზუსტი სროლისთვის. საჭირო ხდება მხოლოდ ოსტატის ჩარევა, რომელიც მოარგებს დეტალებს და ყველაზე ზუსტი ავტომატური პისტოლეტი მზად არის.

პისტოლეტი ასევე ადვილად იშლება ბოლომდე რაც თავისი დროისთვის ასევე იყოს ძალიან იშვიათი. კონსტრუქცია მარტივი და გასაგებია.

ისიც  უნდა ავღნიშნო, რომ პროგრესს უარყოფითი შედეგებიც მოყვა. მაგალითად მწარმოებლები ცდილობენ გააიაფონ წარმოება და გაზარდონ მოგება და ამისთვის ხშირად გამოიყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც იარაღს არ უხდება. სამწუხაროა რომ ასეთ ხრიკებს მიმართვაენ არა მარტო ახალი და წვრილი კომპანიები არამედ მსხვილი მწარმოებლები ძალიან კარგი რეპუტაციით. ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ყოველთვის ამას არ აქვს პირდაპირი გავლენა საიმედოობაზე და რესურსზე. დაგისახელებთ რამდენიმე მაგალითს, რომ მიხვდეთ რაზე ვსაუბრობ. მაგალითად ამერიკული „კიმბერი“ უშვებს მოდელს „გრანდ რეპტორ ორი“ (Grand Raptor II), რომელიც ღირს 1500 დოლარზე მეტი. ეს არის ძალიან ლამაზი და მაღალ დონეზე შესრულებული პისტოლეტი. სამწუხაროდ ასეთი ფასის იარაღზე საბრძოლო ზამბარის დამჭერი არის პლასტმასის დეტალი, რომელიც შეღებილია ისეთი საღებავით, რომ გარედან ჩანდეს, როგორც ფოლადი. ასეთი კლასის იარაღში, ასეთი მწარმოებელი ასეთ ეკონომიას არ უნდა მიმართავდეს. ზოგ შემთხვევაში კი ზარალდება საიმედოობაც. მაგალითად ბრაზილიური „ტაურუსი“ თავიანთ PT 1911-ში იყენებს ლითონის ჩამოსხმის ტექნოლოგიით (MIM) დამზადებულ ექსტრაქტორებს და ეს დეტალი ითვლება ამ იარაღის ყველაზე სუსტ წერტილად. მე მაქვს ასეთი იარაღი, რომლის ექსტრაქტორი ჯერ კიდევ ჯანზეა მაგრამ ცალკე, ყოველი შემთხვევისთვის მე მაქვს შენახული „ვილსონ კომბატის“ ფრეზირებული სათადარიგო ექსტრაქტორი. ასევე ზოგი მწარმოებელი იყენებს ჩამოსხმულ საკეტს და ჩარჩოს (მაგ: კანადური „პარა-ორდნანსი“). თუმცა ითვლება რომ ფრეზირებით დამზადებული ჩარჩო და საკეტი უმჯობესია და უფრო უკეთესი ხარისხის დეტალებია. ერთ დროს „კიმბერში“ შეეცადნენ შეეცვალათ ექსტრაქტორის კონსტრუქცია უფრო იაფი გარე ექსტრაქტორით, რომელიც დღეს ყენდება ავტომატური პისტოლეტების უმეტესობაზე.  საჩივრების რაოდენობა იყო იმდენად დიდი, რომ მალევე კომპანია ისევ დაუბრუნდა ტრადიციულ შიდა ექსტრაქტორს. გარდა ტექნიკური წვრილმანებისა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ 1911-ის არჩევისას, ასევე გაითვალისწინეთ, რომ არის დიდი რაოდენობით უბრალოდ ცუდი ხარისხის 1911-ები, როდესაც მცირე წარმოებები ცდილობენ აიტაცონ ტენდენცია და „მოჭრან“ ფული. მაგალითი ამისა არის მაგალითად ამერიკული AMT Hardballer (1911-ის კლონი). სხვათაშორის სწორედ ეს პისტოლეტი უჭირავს არნოლდ შვარცენეგერს ფილმში „ტერმინატორ 2“ და პრინციპში ეს როლი კინოში იყო ყველაზე დიდი წარმატება ამ პისტოლეტის. რეალურ სამყაროში, დამზადებული უხარისხო უჟანგავი ფოლადისგან ეს პისტოლეტი კლასიფიცირდება, როგორც „ნაგავი 1911“.  ამით იმის თქმა მინდა, რომ არსებობს კარგი და ცუდი 1911-ები. არსებობს ქარხნული წესით დამზადებული, კონტროლ გავლილი პროდუქცია, არსებობს კვალიფიციური ოსტატების აწყობილი იარაღები და არსებობს იარაღები, რომლებსაც აწყობენ გაურკვეველი კომპონენეტებისგან, არაკვალიფიციური თვითნასწავლი პირები თავიანთ სარდაფებში. შესაბამისად გამოხმაურებებიც არის კარგიც და ცუდიც. შესაბამისად ორივე ტიპის გამოხმაურებები ძალიან ბევრია და მათზე დაყრდნობით რამე აზრის გამოტანა ძალიან ძნელია.  1911-ის პისტოლეტის იმდენი ნაირსახეობა გამოდის, რომ ამ შემოთავაზებების ყველა დეტალში გარკვევა არის ძალიან ძნელი. გარდა ამისა უამრავი კომპანია უშვებს დეტალებს, დეტალების ნაკრებებს, რომლისგანაც იწყობა იარაღები. 1911 დღემდე არის პისტოლეტი, რომლისთვისაც ყველაზე ბევრი არაქარხნული დეტალი და აქსესუარი გამოდის.  და ამიტომაც ეს სტატიაც იწერება იმისთვის, რომ მკითხველს ქონდეს საშუალება გაერკვიოს იმაში თუ რა ხდება 1911-ის სამყაროში და მიიღოს ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვან ნიუანსებზე, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება. შეუძლებელია ერთ სტატიაშუ აღწერო, 1911-ის სრული ისტორია და ევოლუციის ყველა საფეხური. მე შევეცადე ყურადღება გამემახვილებინა ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო დეტალებზე.

გარდა ასე ვთქვათ წონითი კატეგორიებისა, რომელზეც მე ზევით დავწერე, ზოგადად 1911-ები იყოფიან ასევე მათი დანიშნულების მიხედვით. წარმოიდგინეთ სწორი ხაზი, ერთ ბოლოს არის სიზუსტე, მეორე ბოლოს არის საიმედოობა და ყველა 1911-ის მოდელი სადღაც ამ ორ წერტილს შუა არიან განლაგებული.  ამერიკელი იარაღების ოსტატი ფრენკ პაჩმაირი იყო პირველი ვინც დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა გავლენა ქონდა პისტოლეტის სიზუსტეზე  დეტალების მორგებას და დაშვებებს დეტალებს შორის. ის იყო ასევე ერთ ერთი პირველი ვინც დაიწყო 1911-ების „გაზუსტება“.  რაც უფრო ნაკელბი დაშვებებია დეტალებს შორის მით უფრო ზუსტია 1911. იმისთვის, რომ 1911-გან მიიღოთ მაქსიმალური სიზუსტე უნდა მოხდეს ლულის, საკეტის და „ბუშინგის“ მორგება და შემდეგ უკვე საკეტის და ჩარჩოს ერთმანეთის მიმართ მორგება. მაგალითისთვის დაშორება „ბუშინგსა“ და ლულას შორის სტანდარტულ საბრძოლო/სამსახურეობრივ 1911-ში იქნება დაახლოებით .005 დუიმი. იგივე დაშვება 1911-ში რომელიც განკუთვნილია ზუსტი სროლისთვის და აწყობილია ოსტატის მიერ, შეიძლება იყოს  .0001 დუიმი. ზოგი ასეთი მოდელი საჭიროებს წმენდას ყოველი 50 გასროლის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღი წყვიტავს მუშაობას, მაგრამ გაწმენდილი და დაზეთილი ასეთი პისტოლეტი ისვრის 3.5სმ-ან ჯგუფებს 50 მეტრზე.  ოსტატებს შორის არის გარკვეული სტანდარტული დაშვებები, რომლებიც გამოიყენება სხვა და სხვა დანიშნულების იარაღის აწყობისას. ბუნებრივია, რომ ხარის თვალში სროლისთვის განკუთვნილი 1911 არ გამოდგება თავდაცვისთვის ან სამსახურეობრივი იარაღის როლისთვის. თუმცა ამავე დროს სტანდარტული კარგი ხარისხის 1911 იქნება უფრო ზუსტი ვიდრე ნებისმიერი 9მმ-ნი თანამედროვე პისტოლეტი. მაგალითად  მე შემიძლია გითხრათ რომ ჩემი კუთვნილი .45 კალიბრის „Taurus PT 1911” არის ყველაზე ზუსტი იარაღი, რომელიც მე მქონია.

1911-ის ფასებს რაც შეეხება, საწყისი დონის პიტოლეტები დამზადებული აშშ-ს გარეთ ღირს 500 დოლარიდან 600 დოლარამდე. ქარხნული ამერიკული მწარმოებლების საბაზისო მოდელების ფასი იწყება 800 დოლარიდან. პრემიუმ კლასის 1911-ს ფასი არის 1000-1500 დოლარი. “ჰაი-ენდ” 1911-ების ფასი იწყება 1500 დოლარიდან და აღწევს 3000 დოლარს, ხოლო სპეციალიზირებული სპორტული მოდიფიკაციები დამზადებული შეკვეთით შეიძლება ღირდეს 7-8 ათასი დოლარი.

მძიმედ მოდიფიცირებული 1911 (2011) განკუთვნილი სპორტული შეჯიბრებებისთვის - Limcat Custom Products-ის Razorcat. ფასი აშშ-ში 6500 დოლარი.

1911-ზე ჩემი პირადი შთაბეჭდილებების თემა რომ განვავრცო, სიმართლე გითხრათ დიდიხანი მე არ მჯეროდა 1911-ის უნიკალურობის და გამორჩეულობის და მე ნამდვილად  არ ვთვლიდი რომ ის იყო საუკეთესო პისტოლეტის დიზაინი. მე ვაღიარებდი რა მის კარგ ერგონომიკას და სხვა დადებით თვისებებს მაგრამ მე არასდროს არ ვიყავი 1911-ის ფანატი. მე მქონდა არც ისე სასიამოვნო გამოცდილება ისარელში გამოშვებულ 1911-ის მოდიფიკაციებთან კონკრეტულად კი „ბულ მ5“-თან (BUL M5 Ultra-X), რომელიც თავიდანვე იყო ძალიან პრობლემური და არასრულყოფილი პისტოლეტი. სამუშაოები, რომელიც მე მაგ იარაღზე ჩავატარე იმისთვის რომ მას ემუშავა იყო რთული და საკმაოდ ხარჯიანი. მე დამჭირდა ძალიან დიდი მოცულობის ლიტერატურის წაკითხვა, ხანგრძლივი სასწავლო ვიდეო ჩანაწერების ყურება და კონსულტაციები ჩემ უცხოელ მეგობრებთან, იმისთვის, რომ გავრკვეულიყავი იმაში თუ როგორ მუშაობს 1911. სამუშაოების არასრული ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: მჭიდის მიმწოდებლების გადაკეთება, ახალი ჩახმახის, „შეპტალოს“ და ტარის მცველის მორგება, სამიზნე მოწყობილობების გადაკეთება. საბოლოო ჯამში პისტოლეტი ამუშავდა და ისროდა შესაშურ ჯგუფებს (პრაქტიკულად ერთი ნახვრეტი 12 მეტრზე) და ეს მიუხედავად ძალიან მოკლე ლულისა. ამან მე დამაფიქრა 1911-ის რეალურ პოტენციალზე. ბუნებრივია მე ჭურში არ ვზივარ და ამომწურავი თეორიული ინფორმაცია მქონდა 1911-ებზე მაგრამ საჭირო იყო თავად დავრწმუნებულიყავი ყველაფერში. ერთი ორ “ბულთან” ურთიერთობა და არც ისე სასიამოვნო გამოცდილება არ მაძლევდა მე უფლებას გამევრცო ეს ნეგატიური გამოცდილება ზოგადად ყველა 1911-ზე, თუმცა გარკვეულწილად ჩემთვის ხდებოდა გასაგები რა იყო ამ სისტემისთვის დამახასიათებელი სუსტი მხარეები. მაგრამ სუსტ მხარეებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ჯერ მხოლოდ კარგი მხარეები განვიხილოთ. არც ისე დიდიხნის წინ მე როგორც იქნა ჩამივარდა ხელში კლასიკური სქემის მქონე პისტოლეტი, ბრაზილიური „ტაურუსი პტ1911“, რომელიც პრაქტიკულად ბოლომდე იმეორებს კალსიკურ სამთავრობო მოდელს. აი ეს პისტოლეტი, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს ბიუჯეტურ მოდელს, თუმცა ამავე დროს გაჯერებული ძვირიანი მოდელების ოფციებით, გახდა ერთ ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი ჩემთვის. გავიმეორებ იმას რაც უკვე აქ ერთხელ ვთქვი, “პტ 1911″ არის ყველაზე ზუსტი და ერგონომიული იარაღის რომელიც მე ოდესმე მქონია. მას აქვს საუკეთესო სასხლეტი და სიზუსტით ის უკან იტოვებს ყველა იმ ათეული მოდელის პისტოლეტს რომელიც მე აქამდე მქონია. ჩემთვის ეგრევე გახდა გასაგები, რატომ ყავს ამ იარაღს ამდენი ფანატი.  აქ მინდა შევჩერდე და ორიოდე სიტყვა ვთქვა გამოყენების ფილოსოფიაზე. ანუ რაში იყენებთ იმ იარაღს რაც თქვენ გაქვთ, თუ თქვენი გამოყენების ფილოსოფია და იარაღის დანიშნულება ერთმანეთს არ ემთხვევა მაშინ ჩნდება პრობლემები.  შევეცდები ავხსნა რას ვგულისხმობ. ჩვენ ოპერებს დღემდე ძალიან მოწონთ „მაკაროვი“. ის მინიმალურ მოვლას ითხოვს, საიმედოა და უფრო კომფორტულია ყოველდღიური ტარებისთვის. ანუ ყოველდღე სათრევად ის ურჩევნიათ „იერიხოსაც“ და HS9-საც. მაგრამ, როდესაც საქმე მიდის შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მაკაროვი თავისი მიკროსკოპიულო სამიზნე მოწყობილობებით, მძიმე სასხლეტით და სუსტი, პრაქტიკულად მრგვალი, გარსით დაფარული ტყვიით არის საშინელი არჩევანი. თეორეტიკოს რემბოებს უყვართ „მაკაროვი“ იმიტომ რომ მათ უბრალო არავინ არ თხოვს სამიზნეს წინ დგომას და მაღალი შედეგის ჩვენებას. სიმბოლური როლის შესასრულებლად კი ის იდეალურია.  იგივენაირად, რომ გავაანალიზოთ 1911, ერთის მხრივ სამთავრობო მოდელი არის მძიმე და დიდი იარაღი, რომლის ყოველ დღე ტარება საკმაიოდ რთულია. ის იწონის 1100 გრამს ვაზნების გარეშე. მჭიდი ერთ რიგიანია და იტევს 8 ვაზნას. დღევანდელი სტანდარტებით ის მორალურად მოძველებულია და ეს არის ფაქტი. მაგრამ, ამავე დროს ყველა სხვა მაჩვენებლით ის ან ერთ რიგში დაგას ან ბერად ჯობნის სხვა პისტოლეტებს.  იარაღი გახარებთ თქვენ ქირურგიული სიზუსტით, ხოლო ერგონომიკა არის იდეალური. ჩემი აზრით 1911 არის ყველაზე ერგონომიული პისტოლეტი, რომელიც მე ოდესმე მჭერია ხელში. პრინციპში 1911-ის  ერგონომიკას არავინ არ აყენებს ეჭვქვეშ, მათ შორის 1911-ის აპოლოგეტები. ის არის ალბათ ერთადერთი პისტოლეტი, რომელზეც მე ვწვდები მჭიდის ღილაკს, საკეტის შემაკავებელს და მცველს ისე რომ ჭერას არ ვიცვლი. ლულის ღერძი როგორც ავღნიშნე არის დაბალი, რის გამოც ლულის ხტომა არის მინიმალური ხოლო დამატებით დიდი წონა ადვილად ახშობს უკუცემას. ტარის კუთხე არის იდეალური, და დახუჭული თვალებით რომ 1911 წარმოსახვით სამიზნეს დაუმიზნოთ და თვალი გაახილოთ დაინახავთ რომ სამიზნეს ზუსტად უმიზნებთ. მასად აიუბმა ერთხელ დაწერა რომ სანამ სიტყვა ერგონომიკა საერთოდ გაჩნდებოდა ჯონ ბრაუნინგმა უკვე იცოდა ეს რა იყო. არ შემიძლია არ დავეთანხმო მას, იმიტომ რომ 1911 ნამდვილად არის ერგონომიკის ეტალონი. 100 მეტრზე სროლა? არანაირი პრობლემა. ერთადერთი რაც გზღუდავთ ამ ნაძილზე სროლისას იქნება თქვენი თვალის შესაძლებლობები და თქვენი უნარი ზუსტი სროლის. იარაღი თავისმხრივ მოგყვებათ თავისუფლად, მთავარია თქვენ თქვენზე დაკისრებული ფუნქცია შეასრულოთ.  მე მივიღე ეს ოდენ სასიამოვნო შთაბეჭდილებები დამწყები დონის, ბიუჯეტური 1911-სგან.  შესაძლებელია წარმოიდგინოთ რა ზღაპრული იარაღები იქნება მაღალი კლასის 1911-ები, „Les Baer“ ,  „Ed Brown” ან „Nighthawk“. 1911 არის გამოცდილი მსროლელის პროფესიონალური ინსტრუმენტი. ის მოითხოვს ცოდნას და დისციპლინას. დარწმუნებული ვარ 99% ამ ტექსტის წამკითხავების სასტიკად არ დამეთანხმება, თუ მე ვიტყვი რომ 1911-ის ტარების პჩვეულებრივი პრაქტიკა გულისხმობს ვაზნას სავაზნეში, შეყენებულ ჩახმახს და ჩართულ მცველს. ზუსტად ასეთი ფორმატით ტარებისთვის შექმნა ბრაუნინგმა ეს იარაღი. ზოგადად შემდეგი „მზადყოფნის“ მდგომარეობია მირებული 1911-თან მიმართებაში: მდგომარეობა 0: ვაზნა სავაზნეშია, ჩახმახი შეყენებულია, მცველი გამორთულია; მდგომარეობა 1(cocked and locked): ვაზნა სავაზნეშია, ჩახმახი შეყენებულია, მცველი ჩართულია; მდგომარეობა 2: ვაზნა სავაზნეშია, ჩახმახი დაწეულია;მდგომარეობა 3: სავაზნე ცარიელია, ჩახმახი დაწეულია, სავსე მჭიდი იარაღშია;მდგომარეობა 4: სავაზნე ცარიელია, ჩახმახი დაწეულია, იარაღში მჭიდი არ დევს. ტექნიკურად მდგომარეობა 1 არის საუკეთესო ბალანსი სისწრაფესა და უსაფრთხოებას შორის მაგრამ ის სასტიკად აშინებს ხალხს, რომლებსაც არ ესმით როგორ არის 1911 მოწყობილი.

მე ვერ ვიტყვი, რომ დღეს სამართალდამცავებში და სამხედორებში 1911 სარგებლობს დიდი პოპულარობით.  და გარდა ამისა უნდა გავითვალისწინოთ რა ის ფაქტი, რომ 1911 აშშ-ს გარეთ ძალიან ზომიერი პოპულარობით სარგებლობდა. მიზეზი ამისა არის ვაზნა და იარაღის გაბარიტები. 1911 წელს საშუალო ადამიანი უფრო პატარა და სუსტი იყო ვიდრე დღეს. ყველას არ მოწონდა პისტოლეტის დიდი ზომა და ეკზოტიკური კალიბრი. ფეირბარნის და საიკსის წიგნში Shooting to Live ნახსენებია, რომ აზიელი პოლიციელები (წიგნში აღწერილია შანხაის პოლიციის გამოცდილება) რთულად ითვისებდნენ .45 კალიბრის 1911-ებს და ხშირად მათი შეიარაღება იყო უფრო მსუბუქი და კომპაქტური კოლტის 1903 წლის მოდელი, გათვლილი უფრო სუსტ ვაზნაზე (.380ACP ან .32ACP).   როდესაც მე ვკითხე ჩემ ებრაელ მეგობრებს რა პოზიციები უჭირავს 1911-ს ისრაელში, მივიღე ასეთი პასუხი: იარაღი ძვირია, ვაზნები ძვირია, ნაწილები ცოტაა, რამდენჯერაც დავაპირებთ 1911-ის ყიდვას, ვამთავრებთ მორიგი გლოკის შეძენით. 9მმ-ან 1911-ის ასლებს უშვებდნენ დიდი რაოდენობით ესპანეთში, მაგრამ სამწუხაროდ ეიბარის პროდუქცია იყო ძალიან დაბალი ხარისხის. გარდა ამისა 9მმ-ნი 1911-ს არ აქვს ისეთი რეპუტაცია იტყუარი იარაღის, როგორც .45 კალიბრის  1911-ს. ზოგადად პირველი ქვეყანა სადაც დაიწყო 1911-ის ლიცენზირებული წარმოება იყო ნორვეგია. 1919 წლიდან 30-ნი წლების დასაწყისამდე ნორვეგიაში დამზადდა დაახლოებით 20 000 პისტოლეტი. მოდამ ორმაგი მოქმედების დახურულ დამრტყმელოიან პისტოლეტებზე გამოდევნა 1911 პოლიციური სამსახურების შეიარაღებიდან. მე არ მეგულება აშშ-ში არც ერთი პოლიციური დეპარტამენტი, რომელიც შეიარაღებული იყოს 1911-ით. ამავე დროს მე ვერ ვიტყვი, რომ 1911-ის შესანიშნავი საბრძოლო თვისებები ოფიციალური სტრუქტურების მიერ არ არის  დაფასებული საერთოდ. მინიმუმ ორი ძლიერი სამხედრო სპეციალური დანიშნულების დანაყოფი კვლავ იყენებს 1911-ებს. ერთი არის აშშ-ის საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის სადაზვერვო  ნაწილები და ასევე არმიის სპეც რაზმი, რომელსაც უფრო იცნობენ “დელტას” სახელით. საზღვაო ფეხოსნები ოდიდგნავე იყენებდნენ 1911-ებს, ჯერ საკუთარი მეიარაღეების აწყობილ და მოდიფიცირებულ 1911A1-ებს და ეხლა უკვე „კიმბერის“ მიერ სპეციალურად მათთვის, მათი სპეციფიკაციებით დამზადებულ ახალ პისტოლეტებს.  აშშ-ში ასევე ორი ძლიერი სამართალდამცავი დანაყოფი იყენებს 1911-ებს. აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიუროს მძევლების გათავისუფლების ჯგუფები და ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის SWAT დანაყოფი. ორივე იყენებს 1911-ებს. პირველს აწვდის იარაღებს Springfield Armory, მეორეს “Kimber“-ი.  იქ სადაც გაბარიტებს და მასას არ აქცევენ ყუარადღებას მაგრამ ითხოვენ მაღალ სროლისუნარიანობას 1911 ჯერ კიდევ დომინირებს. ლაპარაკი მაქვს ცხადია დინამიური სროლის დისციპლინებზე და არა ამრტო. 1911, თავის თვისებების გამო სსპორტულს დისციპლინებში დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს და წარმოდგენილია როგორც ასე ვთქვათ აკადემიურ დისციპლინებში (ზუსტი სროლა სტატიკური პოზიციიდან, ხარის თვალში სროლა) ასევე დინამიური სროლის დისციპლინებში (IPSC, IDPA, Steel Shooting, Bianchi Cup  და ასე შემდეგ). სპორტსმენებს მოწონთ 1911 სროლისუნარიანობა და ასევე ის რომ ხელმისაწვდომია 1911-ის დიდი არჩევანი, უამრავი ნაწილი და აქსესუარი და რა თქმა უნდა ბევრი კარგი ოსტატი, რომელიც სპეციალიზირდება 1911-ების გაუმჯობესება/მოდიფიცირებაზე. ხანდახან გამარჯვებულების სიებში (დისციპლინები სადაც ასპარეზობენ მნიშვნელოვნად მოდიფიცირებული იარაღებით) გაიელვებს “გლოკი” ან „CZ” მაგრამ ლომის წილი გამარჯვებების მოდის სწორედაც, რომ 1911-ზე, რომელიც რჩება ნომერ პირველ პლატფორმად სპეციალიზირებული იარაღის შექმნისას. გარკვეული დასტური 1911-ის გამორჩეულობის ასევე არის შემდეგი ფაქტიც. ალბათ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში ფართოდ არის გავრცელებული სხვა და სხვა სასროოლოსნო დისციპლინები, რომლებშიც გამოიყენება სტანდარტული ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც არის ან იყო შეიარაღებაში.  წლების განმავლობაში გრძელი იარაღი ასეთ შეჯიბრებებში იცვლებოდ. ჯერ იყო სპირნგფილდის 1903 წლის მოდელის შაშხანა, შემდეგ გარანდის კონსტრუქციის შაშხანა, შემდეგ M14 შემდეგ კი M16, მხოლოდ 1911 კვლავ რჩება ძირითად პისტოლეტად, რომელიც გამოიყენება შეჯიბრებებში სადაც ასპარეზობენ პისტოლეტით. სამოქალაო სექტორს რაც შეეხება მანდ 1911 არის ცალკე კულტი. და ასეთი პისტოლეტის ფლობა ითვლება ვალდებულებად, ყველას აქვს 1911 ან ყველა ნატრულობს ასეთის ფლობას. გარდა შესანიშნავი საბრძოლო და სამომხმარებლო თვისებებისა ამ იარაღს აქვს უდიდესი ისტორია და რაც მთავარია განსხვავებით პარაბელუმებისგა, ვალტერებისგან, ტტ-ებისგან და ნაგანებისგან, 1911 ყოველთვის იყო ასე ვთქვათ კარგი ბიჭების ხელში. იმაზე არაფერს არ ვიტყვი, რომ 1911 ბევრად უკეთესი იარაღია ვიდრე უკანასკნელები. მე შემიძლია დაგარწმუნოთ თქვენ, რომ  აურა და ქარიზმა რომელიც 1911-სგან იგრძნობა არ დაგტოვებთ თქვენ გულგრილს, ისევე როგორც არ ტოვებს გულგრილს არც ერთ იარაღის მოყვარულს. მისი განსაკუთრებულობა, დამსახურება, ისტორია, მიღწევები იგრძნობა, საკმარისია ხელში აიღოთ ის ან თუნდაც უბრალოდ ზედ დახედოთ.

და სტატიის ბოლოს ყურადღება გავამახვილოთ 1911-ის ნაკლოვანებებზე. მასაზე და გაბარიტებზე უკვე ვთქვით, ისევე როგორც ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტ მექანიზმზე. მაგრამ გარდა ამისა სხვა ნიუანსებიც არსებობს. პისტოლეტის ავტომატიკის სქემა იყენებს გადაწყვეტილებას, რომელიც დიდიხანია აღარ გამოიყენება. კონკრეტულად ლულის მოძრაობის უზრუნვლეყოფა  აჭვის რგოლის მეშვეობით. ეს რგოლი საკმაოდ პატარა დეტალია და მაგრდება ლულაზე ასევე პატარა და წვრილი შტიფტით. ე.წ. მოდიფიცირებული ბრაუნინგის სქემა იყენებს დახრილი ფორმის კუთხეების, რომელბიც არ ცდება, უფრო გამძლეა და აუფრო ადვილად მზადდება.  უმეტესობა პისტოლეტების იყენებს ბჯენებს, რომლებიც შესრულეებულია სავაზნესთან ერთად და იკეტება საექსტრაქციო ფანჯრის ერთ მხარეზე, როგორც პირველად ეს განხორციელადა „ზიგ-ზაუერ“ 220-ში. ეს მეთოდი უფრო ტექნოლოგიურია, იაფია და გაცილებით უფრო საიმედოა ვიდრე პისტოლეტის (1911-ის) საკეტის შიგნით განლაგებული ბჯენები. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი კომპანია აწარმოებს პისტოლეტებს და დეტალებს, როგორც წესი არც ერთი დეტალი 1911-ის არ არის drop-in დეტალი. ანუ მას უბრალოდ ვერ დააყენებ იარაღზე და როგორც წესი საჭირო არის მისი მორგება. მორგების გარდა შეიძლება საჭირო გახდეს დეტალის თვისებების შეცვლა. ექსტრაქტორის ტუნინგი, რომელიც ასრულებს ორ ფუნქციას, ის უზრუნველყოფს მასრის ამოღებას სავაზნიდან და ამავე დროს თვითონ ასრულებს ზამბარის როლს. იგივე ეხება ეჟექტორს, რომელიც მოკლდება და ეცვლება ფორმა იმისთვის, რომ მიღწეული იყოს ოპტიმალური ექსტრაქცია.  საექსპლუატაციო თვისებებს რაც შეეხება, სასურველი იქნებოდა რომ ჩართულ მცველზე შესაძლებელი იყოს საკეტის მოძრაობა და იარაღის განმუხტვა ან ვაზნის მიწოდება სავაზნეში. პისტოლეტი შედარებით ძნელად იშლება. არაფერი განსაკუთრებული მის დაშლაში არ არის მაგრამ შეკუმშულ დამაბრუნებელ ზამბარაზე ბუშინგის  წამოცმამ შეიძლება ცოტათი გაგაწვალოთ. ცხადია უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც უკვე ავღნიშნე ეს პისტოლეტი იქმნებოდა მე-19 საუკუნის ტექნოლოგიებით. არ შეიძლება იყო ზედმეტად ხისტი მისი შეფასებისას და უნდა აღინიშნოს, რომ ის იყო საუკეთესო პისტოლეტი თავის დროზე და დღემდე რჩება ერთ ერთ საუკეთესოდ. დღემდე მას უშვებს რამდენიმე ათეული კომპანია აშშ-ში და დანარჩენ მსოფლიოში და დღეს ის რაოდენ პარადოქსალურიც ეს არ უნდა იყოს უფრო პოპულარულია ვიდრე ოდესმე.

ერთი თვალის გადაველბითაც ჩანს რამდენად უსწრებდა M1911 თავის დროს და თავის კონკურენტებს.