რუგერის P სერიის “სასხლეტიანი აგურები”

 

untitledruh

მინდა შემოგთავაზოთ სტატია ერთ ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვაციური მაგრამ ნაკლებად ცნობილი კომპანიის შესახებ. ლაპარაკი მაქვს Sturm, Ruger & Company–ზე, და კონკრეტულად მის Pსერიის ავტომატურ პისტოლეტებზე. ეს კომპანია ევროპაში ზოგადად და კონკრეტულად საქართველოში ნაკლებად ცნობილია, მაინც და მაინც არ არის ისე “გაპიარებული” თვითონ აშშ–იც, როგორც სხვა ცნობილი სახელები, მაგალითად Glock, SigSauer ან Heckler&Koch. უფრო სწორედ კომპანიას ბევრი იცნობს, მაგრამ მაინც და მაინც ანგარიშს არ უწევს და სერიოზულად არ აღითქვავს.  მაგალითად რომ წააწყდეთ ფორუმებზე ერთ ერთ ყველაზე პოპულარულ თემას – რა იყიდო? რუგერის პისტოლეტს იშვიათად თუ ვინმეს ურჩევენ, თუმცა  გაყიდვების ციფრები ადასტურებენ რომ ჩრდილო ამერიკის ბაზარზე ამ კომპანიის პისტოლეტებს  მნიშვნეოვანი წილი უკავია. თვითონ კომპანია კი ერთის მხრივ იარაღის ისტორიაში დაიკავა ღირსეული ადგილი ერთ ერთი საუკეთესო მცირეკლაიბრინი პისტლეტით და სხვა წარმატებული მოდელებით და მეორეს მხრივ ძალიან დიდი როლი ითამაშა იარაღის სერიული წარმოების ტექნოლოგიების განვითარებაში. ყველფერზე ამაზე ამ სტატიაში მოგითხრობთ.

კომპანიის ისტორია იწყება  1949 წელს, როდესაც William B. Ruger-მა და Alexander McCormick Sturm–მა დაარსეს იარაღის მწარმოებელი კომპანია. პირველი ასე ვთვქათ უზრუნველყოფდა საქმის ტექნიკურ მხარეს, ხოლო მეორე იყო  ერთობლივი პროექტის დაფინანსების წაყრო. Alexander McCormick Sturm-ს, ჰერალდიკით გატაცებულს ასევე ეკუთვნის კომპანიის სიმბოლოს დიზაინი, გაშლილფრთებიანი არწივი.

Bill_ruger

1975 წელი. ბილ რუგერი და ჯილდო რომელიც მან იმ წელს მიიღო, Outstanding American Handgunner Award

დასაწყისისთვის მათ იქირავეს პატარა სახელოსნო, სადაც დაიწყეს ამ კომპანიის ისტორიაში პირველი იარაღის გამოშვება, მცირეკლაიბრინი  პისტოლეტის. ეს სტატია არ ეხება რუგერის პირველ პისტოლეტს, მაგრამ სტატია არ იქნებოდა სრულყოფილი, რომ მოკლედ არ დამეწერა იარაღზე, რომლიდანაც ამ კომპანიის ისტორია დაიწყო. რუგერის მცირეკალიბრიანი პისტოლეტი ტექნიკურად  წარმოადგენდა სამი იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილი პისტოლეტის კომპილაციას, გერმანული ლუგერი, რომლიდანაც აღებული იქნა ფრომა და ერგონომიკა, იაპონური ნამბუ, საკეტის განლაგება ჩარჩოს შიგნით და კოლტ ვუდსმენი იმ დროს ყველაზე საუკეთესო .22 კალიბრის პისტოლეტი.  Colt Woodsman  ნამდვილად შესანიშნავი მცირეკლაიბრიანი პისტოლეტი იყო, მაგრამ მას ქონდა ერთი დიდი ნაკლი, მაღალი ფასი. რუგერის პისტოლეტი Ruger Standard პირიქით იყო უფრო ტექნოლოგიური, ადვილი წარმოებაში და შესაბამისად უფრო იაფი. ამავე დროს ის იყო ზუსტი და საიმედო. რუგერის პისტოლეტის ტექნოლოგიურობა მაგალითად გამოიხატებოდა ჩარჩოს დამზადების მეთოდში. ის მზადდებოდა ორი თხელი ფოლადის ფირფიტისგან, რომელთა ფორმირება ხდებოდა პრესიით და შემდეგ ჩარჩოს იწყობოდა ამ ორი ნაწილის ერთმანეთზე დადუღებით.  ტექნოლოგიურობასთან ერთად ამავე დროს პისტოლეტი იყო საიემედო, ძალიან ერგონომიული და გამძლე. იარაღის საიმედოობა მოგვიანებით გახდება ამ კომპანიის საფირმო ნიშანი. რუგერ სტანდარტს დიდი წარმატება ხვდა წილად და მან პრაქტიკულად დაძირა კოლტი გაყიდვებში და ძალიან მალე მან უკვე დომინირებადი პოზიცია დაიკავა ბაზარზე მცირეკლაიბრიანი პისტოლეტების სეგმენტში. სამწუხაროდ ბილ რუგერის პარტნიორი ადრე გარდაიცვალა და ვერ მოესწრო მის მიერ დაფუძნებული კომპანნიის წარმატებას. ბილ რუგერი თავისი გგარდაცვლილი მეგობრის პატივისცემის ნიშნად შეცვალა  კომპანიის ემბლემის ფერი, წითლის ნაცვლად ის გგახდა სავი. პრაქტიკულად ამ პისტოლეტმა აქცია ორი ადმაინის მცირე სამეწარმეო საქმიანობა 50 000 დოლარიანი ინვესტიციით,  მსხვილ, მოსფილოში ცნობილ კომპანიად. დღეს ნახევარ საუკენეზე მეტი გავიდა და რუგერის მცირეკალიბრიანი იარაღი წარმოდგენილი მრავალ მოდიფიკაციებში კვლავ დომინირებს აშშ–ს ბაზარზე, და ასევე მნიშვნელოვანდ არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვა კუთხეებში. სამწუხაროდ ბილ რუგერის პარტნიორი ადრე გარდაიცვალა და ვერ მოესწრო მის მიერ დაფუძნებული კომპანნიის წარმატებას. ბილ რუგერი თავისი გგარდაცვლილი მეგობრის პატივისცემის ნიშნად შეცვალა  კომპანიის ემბლემის ფერი, წითლის ნაცვლად ის გახდა შავი. თავად ბილ რუგერმა ჯანმრთელობის მდგომარეობი გამო ჯერ დატოვა კომპნია 2000 წელს ხოლო 2002 წელს ის გარდაიცვალა.

 56iop

დაუბრუნდეთ რუგერის P სერიის პისტოლეტებს და მათი შექმნის ისტორიას. ბევრმა არ იცის, რომ იმაში, რომ P სერიის პისტოლეტების წარმატებაში დიდი წილი ეკუთვნის ცნობილი იარაღების ექსპერტის და ინსტრუქტორს მასად აიუბს. მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტი მე ძალიან მომწონს ეს პიროვნება და მიყვარს მისი სტატიების და წიგნების კითხვა, ამიტომაც ბლოგზე ხშირად ვაპელირებ მის გამოცდილებაზე და მოსაზრებებზე. ზუსტად მასად აიუბი იყო ერთ ერთი პირველი ადამიანი, ვისაც ბილ რუგერმა საიდუმლოდ აჩვენა თავისი 9მმ-ნი პისტოლეტის პროტოტიპების ნახაზები და დეტალები. ეს უნდა ყოფილიყო ახალი, მაღალი ტევადობის საიმედო და ხელმისაწვდომი ყველასთვის პისტოლეტი.  ბილ რუგერის ქონდა სამი კურდღელი მოსაკლავი.  პირველ რიგში მას უნდოდა იმ დროს აშშ-ს არმიაში გამოცხადებული ტენდერის მოგება (ცნობილი JSAAP პროგრამა). მეორე რიგში ის ხვდებოდა, რომ თუ ჯარი გადავა 9მმ-ან პისტოლეტზე პოლიციის სამსახურები მთელი ქვეყნის მასშტაბით იგივეს გაიმეორებდნენ. ეს კიდე ნიშნავდა მრავალ მომგებიან კონტრაქტს. და ბოლოს რა თქმა უნდა მას უნდოდა შეეთავაზებინა ხელმისაწვდომი პისტოლეტი უბრალო მოქალაქეებისათის. ამ დავაალების შესასრულებლად რუგერის კონსტრუქტორები 24 საათიან რეჟიმში დაუღალავად მუშაობდნენ, რომ მოესწროთ ტენდერისთვის. ასეთ სიჩქარეს ცუდი შედეგები მოყვა. ნაჩქარებად სერიაში გაშვებული იარაღი სახელად Ruger P85 ნაკლოვანებებით სავსე იყო. პირველ რიგში არადამაკმაყოფილებელი სიზუსტე, საშუალოდ 10 სმ 25 მეტრზე (რაც ბევრია), პრობლემები საიმედოობასთან და ჟანგვა.  ციებცხელება რუგერის კომპანიაში დამთავრდა, როდესაც ჯარმა მიიიღო Beretta 92, ხოლო პოლიციის დეპარტამენტებმა დაიწყეს გლოკების, ზიგების და ხეკლერ&კოხების შეძენა. რუგერს თავდაპირველი პრობლემების გამო თითქმის ყველა  გვერდს უვლიდა. მაგრამ წარუმატებლობას პისტოლეტი არ მოუკლავს და მალევე სერიაში წავიდა  ჯერ, როგორც შუალედური მოდელი Ruger P85 Mark II  და შემდეგ მოდერნიზირებული Ruger P89, რომელშიც ყველა აღმოჩენილი ნაკლოვანება აღმოფხვრილი იყო ხოლო მასად აიუბი გახდა ერთ ერთი პირველი 9მმ-ნი რუგერის მფლობელი. პირველი რაც აღმოაჩინა მან, იყო ის რომ მიუხედავათ საიმედოობის პრობლემის მოგვარებისა პისტოლეტი კვლავაც ცუდათ ისროდა. გარკვეულ პრობლეემებს ქმნიდა ასევე საკეტზე განლაგებული დამცველი ღილაკი, უფრო სწორედ მისი ფორმა.  მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მასად აიუბმა ჯერ გაუგზავნა ახალი პისტოლეტი ნოლან სანტის, რომელმაც დააყენა მასზე შეკვეთით დამზადებული დამცველის ღილაკი და ასევე დაამუშავა დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, რომ მისთვის სასურველი თვისებების მისანიჭებლად. ამის შემდეგ პისტოლეტი გაემგზავრა ირვ სტოუნთან ლულების მწარმოებელ კომპანია Bar-Sto-ში.  მანდ უკვე დამზადდა პირველი კასტომიზირებული, შეკვეთით დამზადებული ლულა რუგერის პისტოლეტისთვის. ასეთი მოდიფიკაციების შემდეგ სიზუსტე საგრძნობლად გაუმჯობესდა და შეადგენდა საშუალოდ 5 სმ-ს 25 მეტრზე. დამცველის ღილაკიც მოსახერხებელი გახდა.  კასტომიზირებული რუგერი შემდგომ დაუბრუნდა ბილ რუგერს შემდგომი შესწავლისთვის.  მოგვიანებით ირვ სტოუნი თავად გაემგზავრება რუგერთან და უფრო საფუძვლიანად ჩაერთობა რუგერის პისტოლეტების “დაზუსტებაში”. ყველაფერი ამის შედეგი კი არის ის, რომ დღევანდელი რუგერები არიან ერთ ერთი ყველაზე ზუსტი ავტომატური პისტოლეტები (როგორც მინიმუმ .45 კალიბრიანი მოდელები). ეს ისტორია, არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ რა შეუძლია გამოუვიდეთ რამოდენიმე ენთუზიასტ და მცოდნე ადამიანს თუ ისინი რაღაც იდეის ქვეშ გაერთიანდებიან. თუმცა იარაღის წარმოების ისტორიაში არსეობს საპირისიპირო მაგალითებიც. მაგალითად როდესაც კომპანია Colt-მა 50–ან წლებში დაიწყო ე.წ. ნიჭიერი მენეჯერების დასაქმება , რომელბსაც არანაირი კავშირი იარაღთან და სროლასთან არ ქონდათ. მათ უნდა მოეხდინათ…… არა წარმოების რეფორმირება არა, ასე ძალიან ცუდი პარალელების გავლება გამოვა. მათ უბრალოდ დაევალათ წარმოების ოპტიმიზაცია ანუ ხარჯების შემცირება და მოგების გაზრდა. ზუსტად  ამავე დროს კონკურენტ Smith&Wesson-ში დაიწყეს გამოცდილი პოლიციელების და სამხედორების ჩართვა იარაღის კონსტრუირების ადრინდელ სტადიებზე. ამ კონკურენტული ორთაბრძოლი შედეგად Colt-მა დაკარგა თავისი ლიდერის პოზიცია ბაზარზე, ხოლო ისტორიაში შევიდა სამართალდამცავის და კონსტრუქტორის ყველაზე ალბათ რეზულტატიური ალიანსი, როდესაც Smith&Wesson-მა და ცნობილმა ტეხასელმა რეინჯერმა ბილ ჯორდანმა შექმნეს ლეგნადრული Combat Magnum. ამ რევოლვერმა კი თავისმხრივ პერსონალურ იარაღში ახალი ეპოქის კომპაქტური მაგნუმების დაწყება განაპირობა. ეს იყო უბრალოდ პატარა ისტორიული მაგალითი იმათთვის ვინც ამდენი წლის მერე კიდე ნიჭიერი მენეჯერების იმედზე არის.

კვლავ დაუბრუნდეთ P სერიას. მას მერე რაც რუგერმა მასად აიუბის და ირვ სტოუნის დახმარებით საბოლოოდ დახვეწა პისტოლეტი, ახალმა პისტოლეტმა მალევე დაიმკვიდრა თავისი ადგილი ბაზარზე. პირველი პოლიციური სამსახური, რომელმაც მიიღო P85 შეიარაღებაში იყო კალიფორნიას შტატის სან დიეგოს პოლიციის დეპარტამენტი. მას მოყვა ასევე სხვა სამსახურები. მოგვიანებით რუგერმა ასევე მიიღო სამხედრო შეკვეთაც. აშშ-ს სატანკო ჯარების სარდლობამ შეიძინა 5000 პისტოლეტი ტანკის ეკიპაჟის წევრების შეიარაღებისათვის. სულ კი 2004 წლის მდგომარეობით რუგერმა გაყიდა 2 მილიონზე მეტი P სერიის პისტოლეტი, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი რეზულტატია.  კიდევ ერთი დადებითი თვისება რუგერების პისტოლეტების არის მათი ხელმისაწვდომობა მეორადი იარაღის ბაზარზე.

 1234567890

მორიგი  ეტაპი რუგერების პისტოლეტების ისტორიაში დაიწყო როდესაც 80-ნი წლების ბოლოს FBI-მ მიიღო ნაჩქარები გადაწყვეტილება ძლიერ 10მმ-ან ვაზნაზე გადასვლის შესახებ. ბილ რუგერმა დაუყონებლივ დაიწყო ახალ ძლიერ და გამძლე პისტოლეტზე მუშაობა, რომელიც გაუძლებდა 10მმ-ანი ვაზნის უძლიერეს დატვირთვებს. 91 წელს როდესაც ყველაფერი მზად იყო წარმოებისთვის, აშკარა გახდა, რომ თავდაპირველი ენთუზიაზმი ახალ ზედმეტად ძლიერ ვაზნასთან დაკავშირებით გაქრა, რუგერმა შეცვალა ახალი პისტოლეტის კალიბრი, ის სერიაში წავიდა  .45ACP ვაზნაზე გათვლილი. ასე დაიბადა P90. .45ACP  გაცილებით დაბალწნევიანი ვიდრე უძლიერესი 10mm Auto, შესანიშნავად მოერგო P90-ს. გამძლეობის მარაგი, რომელიც გააჩნდა P90-ს იყო ჭარბი შედარებით სუსტი .45 კალიბრის ვაზნისთვის, რის გამოც დროთა განმავლობაში რუგერის .45 კალიბრის პისტოლეტებს უკვდავი იარაღის რეპუტაცია შეექმნათ. დამატებით შეიძლება ითქვას, რომ ეს პისტოლეტები უპრობლემოდ ინელებენ ნებისმიერი რაოდენობის ყველაზე ცხელ +P კატეგორიის ვაზნებს ყოველგვარი პრობლემების გარეშე.  P90-ს მოყვა პისტოლეტები კალიბრებში .40S&W, სრული ზომის მოდელი P91, კომპაქტური მოდელი იგივე კალიბრში P94 და ახალი კომპაქტური 9მმ-ნი პისტოლეტი P93.  თითქმის ყველას ქონდათ სამი ტიპის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმები.  დასახელებაში მხოლოდ მოდელის აღნიშვნა ნიშნავდა რომ იარაღს აქვს სტანდარტული ორმაგი მომქედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. სუფიქსი DC ნიშნავს, რომ საკეტზე განლაგებული ღილაკი ასრულებს მხოლოდ ჩახმახის უსაფრთხო დამშვების ფუნქციას. მესამე ვარიანტი იყო მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი.  პრეფიქსი K, მოდელის სახელში ნიშნავდა, რომ იარაღის საკეტი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული. შემდეგი მოდელი იყო P95, 9მმ-ნი პისტოლეტი პოლიმერის ჩარჩოთი, შექმნილი, როგორც კონკურენტი პოპულარული გლოკის პისტოლეტებისთვის. 1997 წელს გამოვიდა იგივე მოდელი კალიბრით .45ACP.    

 ruger modes

სხვა და სხვა ტიპის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმები

 

ხოლო 2004 წელს დაიბადა ბოლო პისტოლეტი რუგერის P სერიის ავტომატურ პისტოლეტების ოჯახში. ტრადიციული ინდექსაციის სისტემა შეიცვალა  და აღარ უკავშირდებოდა წელს, როდესაც დაიწყო იარაღის წარმოება. ბოლო თაობის .45 კალიბრის პისტოლეტს დაერქვა P345, რაც იშიფრება როგორც მესამე თაობის .45 კალიბრის პისტოლეტი. ამ იარაღს ასევე გააჩნდა ისეთი ოფციები, რაც აქამდე არასდროს არ ყოფილა რუგერის პისტოლეტებზე. ესენია: მჭიდის მცველი, ანუ იარაღი არ გაისვრის თუ მჭიდი იარაღში არ არის მოთავსებული; დატენილი სავაზნის ინდიკატორი, რომეელიც იუწყება რომ ვაზნა სავაზნეშია მოთავსებული და ბოლოს შიდა საკეტი, რომელიც კეტავს იარაღს და გამორიცხვას მისგან გასროლის წარმოებას.

ტექნიკურად რუგერის p სერიის პისტოლეტები წარმოადგენენ ავტომატურ პისტოლეტს გადაბმული საკეტით. ჩაკეტვა ხორციელდება ისევე როგორც ეს პირველად განხორციელდა SigSauer P210-ში, ანუ ლულაზე და ექსტრაქციის ფანჯარაზე განლაგებული პაზების მეშვეობით.  ლულის დაწევა ხდება ისევე, როგორც M1911 სისტემის პისტოლეტებში ხოლო დაწყებული P95 სერიიდან ლულა იწევა მისი დამაბრუნებელი ზამბარის შესაბამისი ფორმის ღერძთან ზემოქმედების შედეგად. ჩარჩოს მასალა არისს ან ალუმინი ან პოლიმერი. საინტერესო თავისებურებაა პისტოლეტის დაშლის სქემა. პირველ რიგში უნდა გახსნათ საკეტი და დაბოლოკოთ ის უკანა მდგომარეობაში (ისევე როგორც მოგვიაანებით Springfield XD/HS9-ში) ამით გამოირიცხება ვაზნის ჩარჩენა სავაზნეში. შემდეგ სპეციალური ღილაკი პისტოლეტის შიგნით დაიწევა და შესაძლებელი გახდება  ჩარჩოს და საკეტის განცალკევება.  იარაღი ღირს იაფი იმიტომ, რომ რუგერის კომპანიას გააჩნია ძალიან ეფექტური და ტექნოლოგიური წარმოება. უმეტესობა დეტალების პისტოლეტში, მზადდება ჩამოსხმის მეთოდით, რაც ამცირებს მისი დამზადების შრომატევადობას.

 1kop

ახალი თაობის 9მმ–ნი პისტოელტი Ruger Sr9 და Ruger P345

გარდა ამისა, თუ მე დავაპირე რუგერის კომპანიის ინოვაციებზე საუბარი უნა აუცილებლად ვახსენო ბილ რუგერის მიერ ერთჯერადი რევოლვერების დახვეწაზე. 50-ნი წლების ბოლოს მან პირველად რადიკალურად შეცვალა კოლტის ორიგინალური დიზაინი და ბრტყელი ზამბარები შეცვლა ხვეული ზამბარებით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ამ სისტემის იარაღის საიმედოობა. ასევე რუგერმა განკურნა ყველა ერთჯერადი რევოლვერის სენი, და შესაძლებელი გახადა სრულად, 6 ვაზნით დატენილი რევოლვერის უსაფრთხო ტარება. მან ჯერ გადაიტანა დამრტყმელის ნაწილი ჩარჩოში ანუ ჩახმახი და დამრტყმელი ცალ ცალკე დეტალები გახდა და შემდეგ აღჭურვა დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი მოძრავი ბერკეტით, რომელიც ჩახმახს აძლევდა საშუალებას დაარტყას დამრტყმელს მხოლოდ მაშინ, როდესაც სასხლეტი უკიდურესად უკანა პოზიციაში იმყოფებოდა ანუ მსროლელმა დააპირა გასროლის განხორციელება. 

 

არ შეიძლება ორი სიტყვა არ ვთქვა იარაღის დიზაინზე. ის როგორც მინიმუმ თავისებურია და არავის არ გავს. ბერვს არ მოწონს პისტოლეტის გაბერილი ფორმები და დიდი გაბარიტები. თავად ამერიკელები ეძახიან ამ პისტოლეტებს სასხლეტიან აგურებს. ასევე ფოლადის მოდელებს აქვთ საკმაოდ გრძელი მანძილი ტარიდან სასხლეტამდე, რაც ართულებს მათ გამოყენებას მსროლელების მიერ, რომლებსაც აქვთ პატარა ხელები ან მოკლე თითები. აღნიშნული პრობლემა პრაქტიკულად აღმოფხვრილია პოლიმერის მოდელებში, სადაც მანძილი სასხლეტამდე შემცირებულია.  P სერიის რუგერი ასევე მძიმე იარაღია, 1070 გრამს იწონის P85 ხოლო 9mm-ნი P95 იწონის 780 გრამს.  მე მომეწონა ეს იარაღი, მისი უჩვეულო დიზაინიც და იერსახე. მე პირადად ძალიან მომეწონა Ruger P93, რომლის ახლოს  გაცნობის საშუელება მქონდა. ჩემ დიდ ხელებში ის იდეალურად იჯდა. უკუცემის ძალა ნაწილდება ეფექტურად სქელი ტარის გამო და ეს იყო ერთ ერთი ყველაზე რბილად მსროლელი პისტოლეტი, რომელიც მე ოდესმე მისვრია. მიუხედავათ ზომებისა, იარაღი ძალიან მოსახერხებელია, მას პრაქტიკულად არ აქვს ბასრი კუთხეები. ყველა კონტროლის ორგანოები მოსახრეხებელია, თუმცა მე მომეჩვენა, რომ მჭიდის ღილაკი პატარა ზომისაა. მაგრამ მთლიანობაში იარაღმა სასიამოვნო შთაბეჭდილებები დამიტოვა.  ეს იარაღი შექმნილია საქმისთვის და ეს იგრძნობა ყველა დეტალში. მიუხედავათ სპეციფიური გარეგნობისა და ერგონომიკისა, რუგერის პისტოლეტებს აქვთ ერთი უდაო უპირატესობა, ისინი არიან ძალიან საიმედოები, მინიმალური მომსახურებას ითხოვენ და ძალიან მრავალი ტიპის ვაზნებით იკვებებიან. მათი საიმედოობა არის მათი კონკრეტულად და ზოგადად რუგერის იარაღის საფირმო ნიშანი. თავის დროზე იარაღის ექსპერტი კლეი ჰარვი აწარმოებდა ჩანაწერებს სხვა და სხვა ტიპის .45 კალიბრის პისტოლეტების შესახებ, რომლებიც ქირავდებოდა სხვა და სხვა ტირებში. ციფრებმა აჩვენეს, რომ ყველგან რუგერის პისტოლეტები ყველაზე მაღალ ადგილებს იკავებედნენ საიმედოობის მხრივ. როგორც მასად აიუბი წერს, რუგერი არის კალაშნიკოვი პისტოლეტების სამყაროში, მაგრამ განსხვავებით კალაშნიკოვისგან, როგორც მინიმუმ .45 კალიბრში ეს იარაღი ძალიან ზუსტია. საშუალოდ .45 კალიბრის რუგერები უჩვენებნ სიზუსტეს 2.5 – 5 სმ 25 მეტრზე რაც შესანიშნავი მაჩვენებელია ხელმისაწვდომი სამსახურეობრივი ტიპის პისტოლეტისთვის.

KP345

Ruger  KP345PR

რუგერის ისტორიაში არის უფრო ნაკლებად ცნობილი და მუქი ფურცლები. მაგალითად ითვლება, რომ კლინტონის პერიოდში არსებული აკრძალავა ე.წ. მოიერიშე იარაღზე, დიდი  ტევადობის მჭიდებზე, იყო ინსპირირებული თავად ბილ რუგერის წერილებით კონგრესში სადაც ის ხსნიდა რა არის მისი აზრით სამოქალაქო და მოიერიშე იარაღი. კერძოდ  ბილ რუგერს ეკუთვნის გამოთქმა, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს, მე არ წარმომიდგენია სიტუაცია, რომელშიც კანონმორჩილ ადამიანს არ ეყოფა 10 ვაზნა. მოგეხსენებათ, რომ კლინტონის პრეზიდენტობის დროს პისტოლეტების მჭიდების ტევადობა სამოქალაქო პირებისთვის ხელმისაწვდომ იარაღში შეზღუდული  იყო 10 ვაზნით. ბილ რუგერის ასეთმა პოლიტიკურმა აქტიურობამ გამოიწვია მისი პროდუქციის შეზღუდული ბოიკოტირებაც ამერიკელი იარაღის მფლობელეების მიერ.

 ასე. რომ თუ თქვენ ხართ რუგერის იარაღის პატრონი, არ დაგწყდეთ გული იმაზე, რომ თქვენ იარაღზე არ წერენ და ლაპარაკობენ ასე ხშირად და ბევრს. თქვენ ფლობთ დიდი ტრადიციების და ისტორიის მქონე იარაღის მწარმოებeლი კომპანიის შესანიშნავვს ნაწარმს, რომელიც წარმოადგენს იარაღის ისტორიის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს.

 

პატივისცემით,

Shooter



2 Responses to “რუგერის P სერიის “სასხლეტიანი აგურები””

  1. ილია says:

    რუგერმა ახალი იარაღი გამოუშვა,ძალიან ძლიერია

  2. ბესიკ ბუთურიშვილი says:

    გამარჯობათ, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ruger lc9-ზე. რაც მოვიძიე და წავიკითხე ამ იარაღზე მხოლოდ დადებითი, თქვენ თუ იცნობთ ამ იარაღს და რამდენად კარგად შეგიძლიათ შეაფასოთ იგი. იყიდება მაღაზია მაგნუმში 1350 ლარი, ღირს თუ არა იგი ეს თანხა თუ როგორც ყოველთვის ჩვენთან ფასი სეუსაბამოდ მაღალია?

დატოვეთ კომენტარი