გერმანული ანტი ტერორისტული ქვედანაყოფი GSG-9

Monday, March 16th, 2009

ამ პატარა სტატიაში ლაპარაკი მექნება ერთ ერთ ყველაზე პროფესიონალური და ელიტარულ ანტიტერორისტლ ნაწილზე მსოფლიოში გერმანულ გსგ-9-ზე.

გსგ-9 სმაკერდე ნიშანი
gsg9logo

ეს ნაწილი შეიქმნა 1973 წლის 17 აპრილს, მიუნხენის ოლიმპიადაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, როდესაც გერმანული პოლიციის და არაპროფესიონალი სნაიპერების არაეფექტური მოქმედებების გამო სამაშველო ოპერაცია მთლიანად ჩაიშალა და დასრულდა მძევლების (ებრაელი სპორტსმენების) სიკვდილით.

ქვედანაყოფის სახელი იშიფრება შემდეგ ნაირად: ფედერალურ საზღვირს დაცვის სამსახურის მეცხრე ჯგუფი (Grenzschutzgruppe 9 (GSG-9). მეცხრე იმიტომ რომ იმ დროისთვის არსებობდა საზღვრის დაცვის 8 რეგულარული ქვედანაყოფი.

მეორე მსოფიო ომის დასრულების შემდეგ, გერმანიაში გარდა იმისა რომ იყო უამრავი სხვა სახის და ხასიათის  პრობლემა მოსაგვარებელი ვერავინ ვერ ბედავდა დაეწყო მუშაობა რეალურ სამხედრო პოლიციურ ძალაზე, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევდა იმ დროისთვის უკვე საქმაოდ გაძლიერებულ ტერორისტულ მოძრაობას როგორც გერმანიის გარეთ ისევე მის ტერიტორიაზე. ასეთი გულუბყივილო დამოკიდებულება უსაფრთხოების საკითხების მიმართ გამოიწვია ის რომ ოლიმპიადის მონაწილეების უსაფრთხოებაც პრაქტიკულად არანაირად არ იო დაცული,  რის გამოც პალესტინელმა ტერორისტებმა შეძლეს განეხროციელებინად თავხედური თავდასხმა ებრაელ სპორტსმენებზე.

მიუნხენის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც მოთხოვნა ძალაზე რომლიც შეძლებდა გაეწია ეფექტური წინააღდმეგობა და მოეგვარებინა ასეთი სახის კრიზიული სიტუაციები გახდა აშკარა და უკვე 6 თვის გასვლის შემდეგ გაიცა სპეციალური ბრძანება ახლი კონტრ ტერორისტული ნაწილის შექმნაზე. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო კონტრ ტერორისტული ნაწილი არ შეიქმნა შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში და არც პოლიციაში, არამედ საზღვრის დაცვის სამსახურში. ამით ასევე შესაძლებელი გახდა რომ ახალ ფორმირებას მიეღო მონაწილეობა ოპერაციებში ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

გასული საუკუნის 60-ნი 70-ნი წლებს უკავშირდება მარავალი ანალოფიური სპეცდანიშნულების ძალების შექმნას, რაც განპირობებული იყო ძალიან კონკრეტული და რეალური საფრთხეების არსებობით.  ერთგვარი პასუხი საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის ზრდაზე. იმ დროისთვის როდესაც გსგ-9 იწყებდა შექმნას მხოლოდ ორ ქვეყანას ქონდა ტერორიზმთან ბრძოლის ფართო გამოცდილება. ეს იყო იზრაელი და ინგლისი, მათ ასევე გააჩნდათ საკმაოდ ძლიერი და კარგად ჩამოყალიბებული კონტრ ტერორისტული ნაწილები, რომლებსაც ქონდათ დიდი გამცოდილება და მებრძოლთა მომზადების ეფექტური და სრულყოფილი მეთოდები. ინგლისური სპეციალური საჰაერო სადესანტო სამსახურის და იზრაელის გენერალური შტაბის სპეციალრი დანიშნულების ნაწილი საიერეტ მატკალის ინსტრუქტორებმა მიიღეს უშუალო მონაწილეობა გსჰ-9–ს ბირთვის შექმნაში, რომის გარშემოც გერმანლეებმა ტავად დაიწყეს საკუთარი ელიტარული ქვედანაყოფის შექმნა.  ახლად შექმილი ნაწილის მეთაური გახდა ობერსტლეიტენანტი ულრიხ ვეგენერი, პიროვნება ძალზედ კარგად ცნობილი შესაბამის წრეებში, და პიროვნება რომელაც უკავშირდება ზოგადად გერმანისს სპეციალური დანიშნულების ფორმირებების დაბადება. ის იყო მიუნხენის ტრაგედიის უშუალო მოწმე და სწორედ მას დაევალა ახალი ქვედანაყოფის შექმნა და მეთაურობა. არსებობს ასევე ეჭვი, რომ ის უშუალოდ მოანწილებდა უგანდაში ენტებეს აერპორტზე თავდასხმაში, როდესაც ებრაელმა სპეცრაზმელებმა გაათავსუფლეს მძევლები და დააბრუნეს ისინი იზრაელში (ოპერაცია იონატანი). უკვე ეს ეჭვი, რომელიც დიდი ალბათობით ალბათ მაინც არის სიმართლე, მეტყველებს იმაზე რომ ულრიხ ვეგენერი მთელი სერიოზულობით მიუდგა ამოცანის შესრულებას და ასევე იმაზე თუ რამენად მჭიდრო კონტაქტები არსებობდა ორ ქვეყანას შორის ამ პროექტის გამხორციელებისას. ის ასევე უშუალოდ ღებულობდა მონაწილეობას რამოდენიმე გახმაურებულ ოპერაციაში, რომელიც ჩაატარა მას დაქვემდებარებულმა ფორმირებამ. ულრიხ ვეგენერმა დატოვა თანამდებობა პოლკოვნიკის წოდებით და დღეს მუშაობს ერთ ერთი კერძო უსაფრთხოების კომპანიაში KÖTTER GmbH & Co. KG ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
2005 წელს საზღვრის დაცვის სამსახური შეუერთდა ფედერალურ პოლიციას და შესაბამისად გსგ-9 მიიღო ყველა ის უფლებები რაც გააჩნია ამ სამსახურს. მიუხედავათ იმისა რომ ფედერალურ მიწებს აქვთ საკუთარი პოლიციური რაზმები (აშშ-ს SWAT-ის ანალოგები) ფედერალური მიწის თვითმართველობის ხელმძღვანელობის მოთხოვნით გსგ-9 შეიძლება მიიღოს მონაწილეობა ან თავად ჩაატაროს ოპერაცები ამ მიწების ტერიტორიაზე. ადგილობრივი სპეცრაზმების შექმნამ Spezialeinsatzkommando (SEK) და ასევე ცალკე სპეციალური დანიშნულების ფორმირების შექმნამ შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში (Kommando Spezialkräfte (KSK) და Kampfschwimmer აშშ-ს Navy SEAL-ის ანალოგი გსგ9 კვლავ ინარჩუნებს დამოუკიდბელი ნაწილის სტატუსს და როგორც ჩანს მასში დაგროვილი უნიკალური გამოცდლება არ იძლევა მისი გაუქმების საშუალებას.

სურათი
მუქი მფრინავის კომბინიზონი და კამუფლირებული ჩაფხუტები, ეს იყო გსგ-9-ს სტანდარტული ფორმა რის საშუალებიტაც მათი იდენტიფიცირება ადვილი იყო.

vid-gsg9-1
საჩვენებელი სურათი, ოპერატორები სხვა და სხვა აღჭურვილობაში, იარაღი, სპეცტექნიკა, მოდიფიცირებული მერსედესები და გსგ-9ს საჰაერო ტაქსი UH-1 ტიპის ვერტმფრენები.

ნაწილის შტაბ ბინა დღემდე მდებარეობს სანქტ აუგუსტინში (ფედერალური მიწა ჩრდილოეთ რაინი და ვესტფალია).
ორგანიზაციულად ფორმირება შედგება სამი ელემენტისგან: GSG-9/1, GSG-9/2 და GSG-9/3. ანუ კონტრტერორისტული ოპერაციები, კონტრტერორისტული ოპერაციები ზღვაზე და საჰაერო სადესანტო ოპერაციები.
პირველი ორი ელემენტი შედგება დაახლოებით ას ასი ოპერატორისგან ხოლო ბოლო საჰაერო სადესანტო არის ყველაზე მცირე რიცხოვანი, დაახლოები 50 ოპერატორისგან შემდგარი. მათი სპეციალობა არის მაღალი სირთულის საჰაერო სადესანტო ოპერაციები მათ შორის HALO (High Altitude Low Open) ტიპის  და ამ მხრივ ამ ყველაზე პატარა და სპეციალიზირებული დანაყოფი გადის განსაკუთრებულ მომზადებას.

ასევე ფორმირების სტრუქტურაში შედის ტექნიკუირ ნაწილი (სპეციალური აღჭურვილობის ტესტირება, შეძენა ექსპლუატაცია და ასევე მასში შედიან ფეთქებად ნივთიერებებთან მომუშავე სპეციალსიტები)

ე.წ. ცენტრალური განყოფილება (იარაღის და ფეთქებადი მასალების ტესტირება შეძენა მომსახურება ექსპლუატაცია)

ე.წ. დოკუემნტაციის ნაწილი
საკომუნიკაციოა და სადაზვერვო ტექნიკის, ტესტირება, შეძენა, მომსახურება

ასევე ფორმირებაში შედის ადმინისტრაციული და საწვრთნელი ელემენტები

გსგ-9 აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი საწვრთნელი კომპლექსი, რომელიც ასევე მოიცავს საჰაერო ჰომალდის სრულმასშტაბიან მაკეტს ავტობუსებს, ავტო მანქანებს და სხვა ობიექტებს სადაც შესაძლებელია, რომ ჩატარდეს ოპერაცია. ასევე გსგ-9 პოლიგონზე შესაძლებელია წვრთნების ჩატარება საჰაერო ტრანსპოტის გამოყენებით.

32728426646200308139249dn3
გსგ9 ოპერატორების საკმაოდ ძველი სურათი, იარარებია მპ5 და ხეკლერ კოხ პ7. ასევე იმ დროისთვის საკმაოდ ახალი ხილი, ტაქტუკური ფარი, რომელიც დღეს შედის ყველა ასეტი პროფილის ფორმირების არსენალში.

როგორც ყველა განსაკუთრებლ ნაწილს გსგ-9-ს აქვს საკმაოდ დიდი სპეციალური საშუალებების არჩევანი. მოდიფიცირებული ავტოტრანსპორტი, მათ შორის ფარული ოპერაციებისათვის. გსგ-9-ს მძღოლები ითვლებიან ერ ერთ საუკეთესო სპეციალისტებად თავის დარგში და გადიან განსაკურებულ სპეციალურ მომზადებას ავტოტრანსპორტის ექსტრემაულ მართვაში.
ასევე შთამბეჭდავად გამოიყურება ფორმირების არსენალი. პისტოლეტ ტყვიამრქვევები Heckler & Koch MP5 (და მისი მრავალი მოდიფიკაცია) Heckler & Koch MP7A1. მოიერეშე შაშხანები Heckler & Koch G36, G36K და G36C ასევე
Heckler & Koch 416 და G8.
სნაიპერული სისტემები Heckler & Koch PSG-1 და უახლესი AMP Technical Services DSR-1.
ასევე აქვთ უცხოური წარმოების იარაღი შვეიცარული SG 550 ავსტრიული Steyr AUG A3 პისტოლეტები Glock 17 და
USP  (ეს უკვე გერმანული იარაღია) და მისი მოდიფიკაციები. ადრინდელ ეტაპზე ოპერატორები იყენებდნენ მსხვილ კალიბრიან რევოლვერებს მაგრამ სომალიში ოპერაციის შემდეგ მათზე უარი თქვეს. ასევე გათვალისწინებულია სპეციალური კურსი სადაც ოპერატორები სწავლობენ სხვა ტიპის იარაღებს მათ შორის იმას, რომელსაც შესაძლებელია, რომ ხმარობდნენ ტერორისტები. რა თქმა უნდა უმეტესოაბა არის რუსული საბჭოური და აღმოსავლეთ ევროპული სისტემები.

c
გსგ-9-ს სანიპერი. იარაღი AMP Technical Services DSR-1 მაღალტექნოლოგიური სნაიპერული სისტემა შექმნილი სპეცილაურად ”ურბანული” პოლიციური სპეცოპერაციებისთვის.

ადიდასის მიერ ექსკლუზიურად გსგ-9 ოპერატორების სპეციფიკაციებით შექმნილი ფეხსაცმელი.
Adidas%20GSG

გამოცდილების გასაზიარებლად ოპერატორები ხშირად მიემგზავრებიან ოფიციალური ვიზიტებით სხვა და სხვა ქვეყნების სპეციალურ ფორმირებებში და ასევე ხშირად ღებულობენ სტუმრებს საკუთარ ბაზაზე.

ფორმირების მაღალ მომზადებაზე მიუთითებს ის რომ მიოუხედავათ თავისი ბოლო დროს ნაკლებად გარკვეული სტატუსისა და როლისა მისი ოპერატორები კვლავ წარმოადგენენ ძალიან მაღალ სტანდარტს ინდივიდუალურ მომზადებაში. ბოლოს World SWAT Challange-ში, შეჯიბრებაში, რომელიც ტარდება აშშ-ში, რომელშიც მონაწილეობენ სპეციალური პოლიციური რაზმები, გსგ-9 2005 წელს მოიგო ყველა 11 დისციპლინა ხოლო 2006 წელს დაიცვა ჩემპიონის ტიტული.

კადრები შეჯიბრებიდან
86066828

met WORLD SWAT 1.jpg

გსგ9-ს ოპერატორი შეიძლება იყოს მხოლოდ მოხალისე, რომელსაც აქვს პოლიციაში ან საზღვრის დაცვაში მსახურების 2 წლიანი გამოცდილება. მომზადების კურსი შედგება 22 კვირისგან და პირველი 13 კვირა არის თეორიული და აკადემიური მომზადება ხოლო დანარჩენი დრო ეთმობა პრაქტიკულ ვარჯიშებს. მოხალისეების 80% ვერ ხვდება ნაწილში და შემდგომ იგზავნებიან (თუ ამის სურვილი აქვთ) ნატოს სადაზვევრვო სათვალთვალო ქვედანაყოფების მომზადების საერთაშორისო სკოლაში, რომელიც ასევე გერმანიაში ქალაქ ვაინგარტენში არის განლაგებული.
ოპერატორების მომზადების და წვრთნის პროცესი საკმაოდ დახვეწილია და მას მიბაძეს ბევრმა სხვა ნალოგირუმა ნაწილებმა, რომლებიც მოგვიანებით შეიქმნა სხვა ქვეყნებში. ცნობილია რომ ამ ფორმირებაში დიდი ყურადღება ენიჭება ოპერატორების ფსიქოლოგიურ მომზადებას. სამსახურის დრო იყოფა სამ ნაწილად, მორიგეობა, წვრთნა და თავისუფალი დრო. ქვედანაყოფები იმყოფებიან მუდმივი როტაციის პირობებში. სტანარტული ოპერატიული ელემენტი შედგება 5 ოპერატორისგან. ნაწილში მსახურების ვადა არ არის წინასწარ განსაზღვრული. ოპერატორი რჩება ნაწილში მანამ სანმა აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს და ასრულებს აუცილებელ ნორმატივებს.
აქტიური შემადგენლობა დაახლოებით 250 ადამიანი ხარჯავს წელიწადში ერთ მილიონ ვაზნას სხვა და სხვა ტიპის ვარჯიშებში. ცნობილია, რომ ნაწილის ხელმძღვანელობა დიდი ყურადღება უთმობს სპეცილაური ტაქტიკების და ილეთების დამუშავებას. კონკრეტულად ცნობილია, რომ სწორედ გსგ-9ში პირველად შეიქმნა სროლის და გადაადგილების ისეთი ტექნიკა, რომელიც განსაკუთრებულად ეფექტურია თვითმფრინავის სალონში ტეროროსტების ნეიტრალიზაციისას. ე.წ. “continuous fire drill”, როდესაც სამი ოპერატორი სამ რიგად გადადაადგილდება სალონში და სხვა და სხა პოზიციებიდან ახორციელებნ განუწყვეტელ სროლას სტატიკური სამიზნეების მიმართულებით მანამ სანამ არ დაასრულებენ სამიზნეებზ ეშეტევას უკვე ახლო მანძილიდან. აღნიშნული მეთოდი უკვე გახდა სტანდარტული სხვა ქვეყნების უამრავ კონტრტერორისტულ ნაწილში.

ოპერაციები
გსგ-9 მიიღო მონაწილეობა რამოდენიმე გახმაურებულ ოპერაციაში, თუმცა ყველაზე გახმაურებული და წარმატებული იყო ოპერაცია ”ჯადოსნური ცეცხლი” (Feuerzauber).
1977 წლის 13 ოქტომბერს ავიაკომპანია ლუფტჰანზას თვითმფრინავი ბოინგ 737 რეისი ნომერი LH181 გატაცებულ იქნა ოთხი პალესტინელი ტერორისტის მიერ. თვითმფრინავმა შეიცვალა კურსი, რომში დაიმატა საწვავი და შემდგომ მრავალი აფრენა დაჯდომის შემდეგ სხვა და სხვა აერპორტებში ბოლოს დაეშვა მოგადიშუს საერთაშორისო აეროპორტში (სომალი). მანამდე ტერორისტებმა მოკლეს ჰომალდის კაპიტანი შუმანი, რომელიც მათი აზრით ზედმეტად დიდიხნით გაჩერდა თვითმფრინავის გარეთ, როდესაც ერთ ერთი დაშვების შემდეგ დატოვა თვითმფრინავი იმისთვის რომ შემოეწმებინა თვითმფრინავის შასი.

გსგ-9ს მიეცა საშუალება ჩაეტარებინა ოპერაცია სომალიში, სადაც ისნი ჩაფრინდნენ სპეციალურად აღჭურვილი ბოინგ 707-ით იმავე დღეს და მიიღეს თანხმობა სომალის ლიდერისგნა საიდ ბარესგან ოპერაციის ჩატარებაზე. 18 ოქტომბრის საღამოს 11 საატზე ოპერატორებმა დაიწყეს შტურმი. ოპერაციაში ასევე მონაწილეობდნენ ორი ინგლისური სპეცტრაზმელი  SAS-იდან, რომელბსაც უნდა გამოეყენებინად მაგ დროისთვის ჯერ კიდევ საცდელი ყუმბარები ე.წ. flash bang grenades ანუ ყუმბარები, რომლებიც აფეთქებისას გასცემდნენ ძალიან ხმამაღალ აკუსტიკურ დარტყმას და მაღალის სიძლიერის შუქს რომელსაც უნდა გამოეწვია ტერორისტების დისორიენტაცია და დროებითი ნეიტრალიზაცია.

მოიერეში ელემენტები (სულ 20 ოპერატორი, მეთაური ლრიხ ვეგენერი და ოეი ინგლისელი სპეცრაზმელი) განთავსდნენ ფრთებზე კარებების გვერძე და ხომალდის ქვეშ სატვირთო ლუკებთან. მაგნიტური ასაფეტქბელი მოწყობილობების საშულებით. ამ მომენტამდე ყველა დარწმუნდა რომ შტურმი იყო აუცილებელი, ტერორისტების მეთაური გააფრთხილეს რომ 11 ტერორისტი უკვე გაათავისუფლეს, რის გამოც დედლაინი გადაიწია ღამის ორ საათამდე. ტერორისტების მეთაური ”კაპიტანი მაჰმუდი” მუდამ იმუქრებოდა, რომ ააფეთქებდა თვითმფრინავს ხოლო თავისი ზრახვების დასამტკიცებლად მან გადმოაგდო ჰომალდის მეთაურის გვამი პირდაპირ აერპორტის ასაფრენი ბილიკის ბეტონზე.

ოპერაცია დაიწყო ღამის პირველ საათზე როდესაც სომალელმა ჯარისკაცებმა დაანთეს გიგანტური ცეცხლი რამოდენიმე ასეულ მეტრში თვითმფრინავის ცხვირის წინ. ამან მიიზდა ტერორისტების ყურადრბა რომლებიც გადაინაცვლნენ კოკპიტში და ამის შემდეგ ვეგენერმა გასცა ბრძანება შტურმის დაწყებაზე. ინგლისელებმა – მაიორმა ალისტერ მორისონმა და სერჟანტმა ბარი დევისმა შეაგდეს თვითმფრინავის სალონში ადრე მომზადებული ყუმბარები და მისცეს საშუალებე ოპერატორებს უპორბლემოდ შეეღწიად სალონში.
სალონში მოწინავე ჯგუფი დაეტაკა პირველ ქალ ტერორისტს, რომელიც ადგილზე იქნა მოკლული ერთი გასროლით თავში .38 კალიბრის რევოლვერიდან, მეორე ქალი ტერორისტი გაიქცა თვთმფრინავის ბოლოში და ჩაიკეტა ტუალეტში. ის უკვე დაჭრილი იყო მპ-5-დან და ის იქნება ერთადერთი გადარჩენილი.

დანარჩენი ორი ტერორისტი დაიბლოკება კოკპიტში, მაჰმუდი დაჭრილი რამოდენიმე .38 კალიბრის ტყვიით შეძლებს რამოდენიმე ხელყუმბარის სროლას და მსუბუქად დაჭრის რამოდენიმე მგზავრს და ერთ ერთ ოპერატორს. ხანმოკლე სროლა დასრულდება ორივე ტერორისტის სიკვდილით, ბოლო ტერორისტს თავად ვეგენერი მოკლავს ოთხი გასროლით თავში.

ოპერაცია დასრულდება სრული წარამტებით და გსგ-9 ოპერატორები შინ დაბრუნდებიან როგორც გმირები.

ადგილი ქონდა ასევ რამოდენიმე სხვა ოპერაციას მათშორის 1993 წელს ვოლფგანგ გრამსის არ შემდგარი დაკავება. გერმანული ტერ. ორგანიზაციის ”წითელი არმიის ფრაქციის” მაღალჩინოსნის დაკავება ვერ მოხერხდა, მან ამოიცნო ოპერატორები და მოახერხა ერთის მოკვლა პისტოლეტიდან გასროლით ხოლო შემდგომ თავი მოიკლა. ოპერატორებს დააბრალეს რომ მათ ადგილზე მოკლეს გრამსი. პრესამ აიტაცა ეს ბრალდებები და მაშინდელი გერმანიის კანცლერი ჰელმუტ კოლი გახდა იძულებული ესტუმრა ოფიციალური ვიზიტით ნაწილის შტაბ ბინაში და პატივი მიეგო დაღუპული მებრძოლის ხსოვნას. თავის სიტყვაში მან მკაცრად გააკრიტიკა პრესა და გააქარწყლა წარმოთქმული ბრალდებები.
იმავე წელს გსგ-9-მ აღიდგინა რეპუტაცია, როდესაც გასროლის გარეშე აიძულია ტერორისტი ჩაბარებულიყო, რომელმაც გაიტაცა თვითმფრინავი და დასვა ის გერმანიის ტერიტორიაზე ქალაქ დიუსელდორფში.
სულ მათ ჩაატარეს დაახლოებით 1500 ოპერაცია. ბოლოს დანაკარგები განიცადეს 2004 წელს ფალუჯაში (ერაყი) სადაც ტერორისტებს აერიათ გერმანული კონვოი ამერიკულში და ცეცხლი გაუხსენს მანქანებს. ორი ოპერატორი დაიღუპა, ხოლო ტერორისტულმა ორგანიზაციამ ”ოფიციალურად” მოუხადა ბოდიში გერმანიას ამ შეცდომისთვის.
ყველაზე უახლესი ოპერაცია რომლის შესახებ არის ცნობილი, არის სამი ალ ქაედასტანა სოციირებული ტერორსტის დაკავება, რომლებიც გეგმავდნენ მასიურ თავდასხმას ამერიკულ ობიექტებზე გერმანიაში.



4 Responses to “გერმანული ანტი ტერორისტული ქვედანაყოფი GSG-9”

  1. gurami says:

    neta amat donemde rodis avalt?!

  2. Shooter says:

    სურვილი იყოს და ……

  3. beka says:

    rogor dagikavshirdet telefonze?

დატოვეთ კომენტარი