ბელგიური ლეგენდა – FN High Power

high_power

 

მოკლე წინასიტყვაობა. ისეთ იარაღს ეხება ეს სტატია, რომ შესაძლებელია მთელი წიგნის დაწერა, და დაწერილია კიდევაც, ამიტომაც მე შევეცდები ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან მომენტებს შევეხო. არ მინდა, რომ სტატია წააგავდეს ათობით ინტერნეტში უკვე არსებულსდა მრავალჯერ დაკოპირებულს. დამატებით მინდა ავღნიშნო, რომ ინტერნეტში სულ უფრო მეტი ქართული რესურსი ჩნდება, ეს კარგია, მაგრამ ის რომ მასალები ამ საიტებზე პირდაპირ ქოფი პეისტით არის გადმოტანილი სხვა რესურსებიდან უკვე არის ხალტურა და პლაგიატი. უკეთესი იქნება თუ საიტების ავტორები ცოტა მეტს იშრომებენ და შესთავაზებენ დამთვალიერებლებს ცოტათი უფრო ხარისხიან, საინტერესო და უნიკალურ მასალებს. ალბათ დროთა განმავლობაში ესეც შეიცვლება. თვითონ ამ კონკრეტულ სტატიასაც რაც შეეხება, მე შევეცადე გამეერთიანებინა ყველაზე კარგი და ინფორმატიული მასალები ამ იარაღზე, რაც არსებობს  ნეტში და ჩემ პირად ბიბლიოთეკაში. წყაროების ჩამონათვალი მოცემულია სტატიის ბოლოს.

 

monacemebi

მინდა დავიწყო იმით, რომ  ბრაუნინგის პისტოლეტს უკავშირდება რამოდენიმე ცნობილი მითი. პირველი გახლავთ ის რომ ჰაი პაუერი არის ჯონ მოზეს ბრაუნინგის ბოლო ქმნილება, მაგრამ ეს ასე არ არის, როდესაც ის თავის ოფისში გარდაიცვალა, ის მუშაობდა თვითდამტენ გლუვლულიან თოფზე.  ჯონ ბრაუნინგის ახალი პისტოლეტის ორი პროტოტიპი იყო შექმნილი ოგდენში (იუტას შტატი, აშშ) ჯონ ბრაუნინგის მიერ და მისი ძმის ედის დახმარებით, იმისთვის, რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მიერ გამოცხადებულ კონკურსში ახალ 9მმ-ან პოისტოლეტზე.  კომპანია კოლტმა არ გამოხატა ინტერესი ამ პროექტისადმი სამაგიეროდ დიდი ინტერესი აღმოაჩნდა ბელგიურ კომპანია Fabrique National-ს.  ბრაუნინგი გაემგზავრა ბელგიაში სადაც მეორე პროტოტიპის საფუძველზე შექიმნა საცდელი ახალი პისტოლეტების მცირე პარტია. კიდევ ერთი რაც არის მნიშვნელოვანი, რომ ორგინალურ ბრაუნინგის დიზაინს შორის, რომელიც იყო შემოთავაზებული საფრანგეთის არმიისთვის და იმ ჰაი პაუერს შორის, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ არის დიდი სხვაობა. ორიგინალური ბრაუნინგის პისტოლეტი იყო საკმაოდ დიდი და მძიმე იარაღი 16 ვაზნიანი მჭიდით და დახურული ტიპის დამრტყმელით. გარდა ამისა იარაღს ქონდა ცალკე საკეტი, რომელიც მოძრაობდა პისტოლეტის კორპიუსისი შიგნით. იარაღი დეტალურად არის აღწერილი აშშ-ის საპატენტო ოფისის მიერ გაცემულ პატენტში #1,618,510 დათარიღებული 1923 წლის 28 ივნისით. 1922 წელს საფრანგეთის არმია ცდიდა ზუსტად ამ პისტოლეტს, რომელსაც მიენიჭა სახელი Grand Rendement (მაღალი ტევადობა).

 two

ბრაუნინგის გარდაცვალების შემდეგ, პროექტზე პასუხისმგებლოა დაეკისრა დიდიე სევის (Dieudonne Saive), რომელიც იყო ყველაზე ნიჭიერი და გამოცდილი ინჟინერი ბელგიურ Fabrique national-ში. მან შეამცირა იარაღის ზომა, შეამცირა ტევადობა 13 ვაზნამდე, დაამოკლა ტარი და შეცვალა ჩაკეტვის სისტემა, რომელიც წააგავდა M1911-ის ჩაკეტვის სქემას. ასე რომ თუ ბრაუნინგს ეკუთვნის კონცეფციის ავტორობა, დიდიე სევის ეკუთვნის კონცეფციის გარდაქმნა რეალურ იარაღში. სხვათაშორის უნდა ავღნიშნო, რომ ბრაუნინგს უკვე მაშინ 20-ან წლებში ესმოდა როგორი იქნებოდა მომავალში პირადი იარაღის კონცეფცია. ორმაგი მაღალი ტევადობის მჭიდი და დახურული დამრტყმელი, ამ ორ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს დღევანდელი პისტოლეტების უმეტსობა მათ შორის ყველაზე პოპულარული პისტოლეტების ოჯახები. რაც შეეხება დიდიე სევის, მისმა პისტოლეტმა მიიღო ახალი სახელი Grand Puissance (მაღალი სიმძლავრე) და 1935 წელს ის იყო მზად სერიული წარმოებისთვის. ამ წელს ასევე უკავშირდება სხვა სახელი, რომლითაც არის ცნობილი ეს პისტოლეტი GP-35.მალევე წარმოების დაყწბიდან  დიდიე სევის მოუწია პირველი მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა კონსტრუქციაში,  ლულაზე განლაგებული ჩაკეტვის ელემენტის სქემა გადაკეთდა, ვინაიდან ადრეულ მოდელებზე ხდებოდა მათი გატეხვა ინტენსიური სროლის  შედეგად. ეს ეხება პისტოლეტებს სერიული ნომრებით 35000-მდე.

შექმნილი პისტოლეტი იყო იმ დროისთვის ნამვილი ინოვაცია და ინჟინერული შედევრი. მარტივი, მსუბუქი, ელეგანტური, დიდი ტევაობის მჭიდით, საიმედო  და მოსახერხებელი. რაც მთავარია სწორ კალიბრზე, 9მმ ლუგერზე გათვლილი, რომელიც იმ დროს იკრეფდა პოპულარობას. გამოჩენისთანავაე ახალი პისტოლეტი შეიძინეს დანიის, ნიდერლანდების, ლიტვას, ესტონიის, რუმინეთის, ნაციონალისტუირ ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა. ფრანგებს ვისი წყალობთაც ჯონ ბრაუნინგმა დაიწყო ახალ პისტოლეტზე მუშაობა,  ჰაი პაუერი არ მიუღიათ შეიარაღებაში, ფრანგება საკუთარი წარმოების MAS 1932 აირჩიეს, რომელიც ბევრად ჩამორჩებოდა ბრაუნინის იარაღს,  მაგრამ ჰაი პაუერების გარკვეული რაოდენობა შეიძინეს და პისტოლეტს იყენებდნენ ფრანგული კოლონიალური ჯარები. ორიგინალურ კკატალოგში, ნაწილში, რომელიც ეხება ჰაი პაუერს არის დაწერილი საკმაოდ ვრცელი და საინტერესო სტატია, რომელიც ამცირებს რევოლვერის როლს სამსახურეობრივი/სამხედრო იარაღის როლში და ასევე აღწერს იდეალურ სამსახურეობრივ პისტოლეტს, ნახსენებია შემდეგი პოსტულატები: პისტოლეტის წონა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კილოგრამს, უნდა იყოს კომპაქტური და არა გაბარიტული…., …უნდა კარგად ერგებოდეს ხელს და იტევდეს ბევრ ვაზნას… ტყვიას უნდა ქონდეს საკამარისი ენერგია რომ მოკლას ადამიანი 50 მეტრის მანძილზე…. უნდა იშლებოდეს და იწყობოდეს ინსტრუმენტების დახმაარების გარეშე…, ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი უნდა რჩებოდეს ღია მდგომარეოიბაში…., სასურველია სავაზნის ინდიკატორის არსებობა. უკვე მაშინ FN-ში იცოდნენ მომავალი 100 წლის განმავლობაში როგორი იქნებოდა ტენდეცნიები პისტოლეტების წარმოებისას. დღეს აღნიშნული პოსტულატები ბუნებრივად გამოიყურება მაგრამ მე-20 საუკუნის 20-ან 30-ან წლებში  ეს იყო ნადვილი ინოვაცია.

როდესაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, დიდიე სევი და მისი კოლეგები გადაიხვეწნენ კანადაში, სადაც მათ დაიწყეს ჰაი პაუერების წარმოება John Inglis-ის, კანადელი მეწარმის კომპანიაში. კანადურ ჰაი პაუერებს ქონდათ ფიქსირებული სამიზნე და არ ქონდათ მოსახსნელი კონდახის სამაგრი თუმცა ადრინდელი მოდელებს (ე.წ. კაპიტნის მოდელი) ეს ოფციები გააჩნდათ. აღსანიშნავია, რომ ჰაი პაუერის ორიგინალური ნახაზები დაკარგულ იქნა მათი ბელგიიდან გამოტანის მცდელობისას.ამის გამო კანადაში დაიშალა ექვსი ჰაი პაუერი და მათ მიხედვით შედგა ახალი ნახაზები. სულ კანადაში 1945 წლამდე გამოშვებულ იქნა 151 816 პისტოლეტი. მეორე მსოფლიო ომის დროს ეს კომპანია ამარაგებდა მოკავშირეებს ჰაი პაუერისს პისტოლეტებით. 1941 წლიდან 45 წლამდე გარკვეული რაოდენობის ჰაი პაუერები ასევე გამოშვებულ იქნა ინგლისში, ენფილდის იარაღის წარმოეების სამეფო ქარხანაში. ოკუპირებულ ჰერშტალში, ბელგიაში, ოკუპაციის პერიოდში გამოშვებულ იქნა 319 000 პისტოლეტი, რომლებსაც მიენიჭა ოფიციალაური ინდექსი “Pistole 640 (b)”, ასო ბ აღნიშნავს რომ იარაღს აქვს ბელგიური წარმომავლობა. ჰერშტალის დეოკუპაციის შემდეგ გარკვეული რაოდენობა იარაღის იწარმოებოდა ნახევრად კუსტარულად გერმანიაში. მათი ხარისხი იყო ძალიან დაბალი და ეს იყო ყველაზე ცუდი ჰაი პაუერის მოდიფიკაციები, რომელიც ოდესმე წარმოებულა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრაში ჰაი პაუერი დომინირებდა უცხო არმიების შეიარაღებაში. ლიცენზირებული წარმოება მიმდინარეობდა კანადაში, არგენტინაში (არგენტინა დღემდე უშვებს ამ იარაღს). არალიცენზირებული კოპიები გაჩნდა უნგრეთში, ისრაელში და ინდონეზიაში. აშშ-ში ჰაი პაუერი პირველად გამოჩნდა დიდი დაგვიანებით 1954 წელს. მაშინ მას აშშ-ს ბაზარზე კონკურენციას უწევდა მხოლოდ 15 ვაზნიანი Smith&Wesson M59. დაახლოებით 50 ქვეყნის შეიარაღებული ძალების არჩევანი გახდა ჰაი პაუერი, განუმეორებელი რეკორდი დღემდე …..

ჰაი პაუერის თანამედროვე ისტორია

ჰაი პაუერების თანამედროვე ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პორტუგალიურ ჰაი პაუერებს. პრინციპში ესეც გარკვეულ ესეც გარკვეულ მითს წარმოადგენს. ითვლება, რომ პორტუგალიაში ხდებოდა წარმოება ამ პისტოლეტების, მაგრამ სინამდვილეში იქ ხდებოდა მხოლოდ მათი აწყობა ნაწილებისგან, რომლებიც იგზავნებოდა ბელგიიდან. ამას ადასტურებს წარწერაც ასეთ იარაღზე: “Made in Belgium” და მანდვე “Assembled in Portugal”. დამზადებულია ბელგიაში აწყობილია პორტუგალიაში. ხარსხის კონტროლს აწარმოებდნენ ბელგიელი სპეციალისტები, და ზოგადად პორტუგალიური ჰაი პაურებს აქვთ საყკეთესო რეპუტაცია. დამატებით უნდა ავხსნა რომ პისტოლეტის მწარმოებელი არის კომპანია Fabrique National, რომელიც უშვებს Browning High Power პისტოლეტს, ხოლო Browning Inc. არის ამერიკული იმპორტიორი.

 various pistols

სხვა და სხვა მწარმოებლების სხვა და სხვა თაობის ჰაი პაუერები

 ზოგადად ჰაი პაუერები იყოფა სამ თაობად, ორიგინალური პირველი თაობის ჰაი პაუერი, MkII და MkIII. პირველი თაობის პისტოლეტები დღეს ვერ ჩაითვლება ეფექტურ იარაღად პირველ რიგში დღევანდელი სტანდარტებით არადამაკმაყოფილებელი ერგონომიკის გამო. მეორე და მესამე თაობები ამ მხრივ გაცილეებით უფრო უკეთეს იარაღს წარმოადგენენ. დამცველი ადვილად ირთვება და ითიშება უკეთესი ფორმის გამო. სამიზნე მოწყობილობები უფრო დახვეწილია. პირველი თაობის ჰაი პაუერებზე ზედმეტად მცირე სამიზნეების გამო პოპულარობით სარგებლობდა 500 მეტრამდე გათვლილი რეგულირებადი ცელიკი, რომელიც უკეთეს სამიზნე სურათს სთავაზობდა მსროლელს. ყველაზე მნიშვნელოვანი სხვოაბა კი გახლავთ ის, რომ ბოლო ორი თაობის პისტოლეტი, ყოველგვარი გადაკეთების გარეშე ადვილად ინელებენ ვაზნებს ექსპანსიური ტყვიებით. პირველი ჰაი პაუერებეის თაობის იარაღი, როგოროც წესი გათვლილი იყო კლასიკურ მთლიანად გარსით დაფარულ ტყვიებზე, და იმისთვის, რომ იარაღს საიმედოთ ემუშავა ექსპანსიურ ვაზნებთან საჭირო იყო სავაზნის გაჩარხვა. ჰაი პაუერის ტექნიკურ თავისებურებებს განეკუთვნება სასხლეტის და ჩახმახის დაკავშირება დეტალით, რომელიც მოთავსებულია არა ჩარჩოში არამედ საკეტში, რის გამოც ასე ძნელია ჰაი პაუერის სასხლეტის გაუმჯობესება. ამის გამო იარაღი არის ძალიან თხელი და ელეგანტური. ჯონ ბრაუნინგი, ყოველთვის დიდი ყურადღებას ანიჭებდა ერგონომიკას და არც დიდიე სევი არ ჩამოურჩა თავის დიდ მასწავლებელს. ჰაი პაუერი არის ძალიან კარგი და ნაფიქრი ერგონომიკს მქონე იარაღი, რის გამოც ის მოსწონთ როგორც დიდი ასევე პატარა ხელის პატრონებს. იარაღი მსუბუქია და დატენილი იწონის დაახლოებით იმდენს რამდენსაც ცარიელი M1911A1. რა თქმა უნდა იარაღს ქონდა თავისი ნაკლოვანებებიც. პირველ ჰაი პაუერებს ქონდათ დამალული ექსტრაქტოირ. მცირე ზომის სუსტი დეტალი. მისი წმყობრიდან გამოყვანა ადვილად შეიძლებოდა თუ საკეტის დახურვისას სავაზნეში იქნებოდა ვაზნა, ამის გამო ჯობია მჭიდიდან მიაწოდოთ ვაზნა, ამოიღოთ მჭიდი და ბოლომდე შეავსოთ ის. დამალული ექსტრაქტოირ ყენდებოდა იარარზე 1962 წლამდე. ერგონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყა შემდეგ ორ თაობაში, და პირველ რიგში ეს ეხება დამცველის ღილაკს. ექსპანსიური ვაზნების მონელების საკითხი გადაწყდა 80-ან წლებში, პორტუგალიურ ჰაი პაუერებში. ამ დროს გადაწყდა სამიზნე მოწყობილობების პრობლემაც.

fed ramp

ორი განსხვავებული სავაზნის “რაპმის” ფორმა. ორივე ლულა არის Bar-sto-ს წარმოებული. ერთი ისეთივე როგორცორ ორიგინალური ლულა ორ კომპონენტიანია, ანუ სავაზნე და ლულა ცალკე მზადდება, მეორე ერთიანი ნაწილია. უფრო სწორი რამპა უზრუნველყოფს ექსპანსიური ვაზნების საიმედო მიწოდებას.

ტექმიკური აღწერილობა

ტექნიკურად ჰაი პაუერი წარმოადგენს ავტომატური პისტოლეტს, რომელიც იყენებს უკუცემის ძალას და გადაბმულ საკეტს. ლულის ჩაკეტვა ხდება დამატებითი  დამაკავშირებლის გარეშე, რომელიც გამოგონილია ჯონ ბრაუნინგის მიერ. სტანდარტული მჭიდი ორ რიგიანია და იტევს 13 ვაზნას.   

chaketva

ჰაი პაუერის ჩაკეტვის სქემა

dashla

ჰაი პაუერის დაშლის სქემა

 უსაფრთხოება. ბრაუნინგი არის აბსოლუტურად უსაფრთხო იარაღი, და ამ მხრვ სრულყოფილად აკმაყოფილებს დღევანდელ სტანდარტებსაც. დამრტყმელის კონსტრუქციის გამო, შესაძლბელია იარაღის უსაფრთხო ტარება დაშვებული ჩახმახით, ვაზნით სავაზნეში. იარაღი არ გაისვრის თუ საკეტი ბოლომდე არ არის დაკეტილი. არაავტომატური დამცველი საიმედოთ კეტავს შეყენებულ ჩახმახს და არ ირთვება დაწეულ ჩახმახზე. ნახევრად შეყენება გამორიცხავს გასროლას თუ თითი აგისხლტებათ ჩახმახის დაწევისას. ნახევარ გზაზე ჩახმახი გაჩერდება თუ სასხლეტი ბოლომდე უკან არ არის მისული. 80–ნი წლებიდან ყველა ჰაი პაუერზე დამატებით ყენდება ნემსას დამცველი.  ასევე შეუძლებელი იქნება გასროლა და მჭიდი არ არის იარაღში. აქ გარკვეული ყურადღებაა საჭირო ვინადიან ხშირად ამ დაცვის სისტემას ხსნიან, ვინაიდან ის გაველნას ახდენს (არა სასიკეთო მხარეს) სასხლეტზე. ასე რომ დარწმუნდით, აქვს თუ არა თქვენ იარაღს ეს დამცველი. ამოიღეთ მჭიდი იარაღიდან დარწმუნდით რომ სავაზნე ცარიელია, შეაყენეთ ჩახმახი და გამოკარით სასხლეტს თუ გასროლა შესაძლებელია დამცველი მოხსნილია და პირიქით. დამცველის მოხსნა ამცირებს სასხლეტის ძალას დაახლოებით 15%. დამატებით ხდება მჭიდის თავისუფალი ვარდნა ტარიდან, როდესაც თუ დამცველი ადგილზეა საჭიროა მეორე ხელის დახმარება მის ამოსაღებად რაც მოითხოვს ორ ხელს და მეტ დროს. ასეა თუ ისე გამოცდილი მსროლელები უფრო ხშირად არჩევენ ამ ოფციის გაუქმებას. გერმანიაში წარმოებულ ჰაი პაუერებს ეკონომიის მიზნით ასეთი დამცველები არ უყენდებოდათ.

დროთა განმავლობაში სრული ზომის იარაღისთვის 15-17 ვაზნა გახდა ჩვეულრბრივი ამბავი და შესაბამისად ჰაი პაუერის 13 ვაზნიანი ტევადობა უკვე ისე შთამბეჭდავად აღარ გამოიყურებოდა. პასუხს ამ პრობლემაზე წარმოადგენს ცნობილი კომპანიის Mec-Gar-ის 15 ვაზნიანი მჭიდი, რომელიც ზომით არ აღემატება ორიგინალურს მაგრამ ორი ვაზნით მეტს იტევს.

 magazine plates

სურათზე კარგად ჩანს რომ მიმწოდებლის ფორმის შეცვლის წყალობით შესაძლებელი გახდა ტევადობის 2 ვაზნით გაზრდა.  მიმწოდებელი გაცილებით მოკლეა ორიგინალურზე.

hp 

დაშლილი ჰაი პაუერი

სარგებლობს თუ არა ჰაიპაუერი პოპულარობით დღეს. პასუხი არის კი და არა.  კი იმიტომ, რომ უამრავი ძალოვანი სტრუქტურა დღესაც იყენებს ამ იარაღს ისევე, როგორც ურიცხვი ცეცხლსასროლი იარაღის ენთუზიასტები. არა იმიტომ, რომ იარაღი ასეა თუ ისე დაპროექტებულია გასული საუკუნის 20-ან წლებში, იმდროინდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით. გამომდინარე თავისი კონსტრუქციიდან ჰაი პაუერი გამძლეობით და რესურსით ვერ უტოლდება თანამედროვე ახალი თაობის პისტოლეტებს. მსუბუქ წონას და ელეგანტურობას აქვს თავისი ფასი. გაზრდილი სიმძლავრის ვაზნების გამოყენება ძალიან მალე “ანგრევს” იარაღს, ხოლო თვითონ იარაღი ვერ დაიტრაბახებს გამძლე კონსტრუქციით და დიდი რესურსით. ასევე როდესაც დაიწყო მასშტაბური, “ცხელი” ნატოს სტანდარტების 9მმ-ნი ვაზნების წარმოება, ჰაი პაუერების მომხმარებლებმა (ჯარი, პოლიცია) დაიწყეს ამ ვაზნების გამოყენება მათ შორის პირველი თაობის იარაღებში, რის შედეგადაც ჰაი პაუერები მასობრივად გამოვიდნენ მწყობრიდან, რის გამოც არსენალები გადაივსო პისტოლეტებით გატეხილი საკეტებით და ჩარჩოებით. უბრალოდ, როდესაც ჰაი პაუერი იბადებოდა, მძლავრი პისტოლეტ–ტყვიამფრქვევბში გამოყენბაზე გათვლილი 9მმ–ნი ვაზნებს არავინ არ აპირებდა პისტოლეტებში გამოყენებას.  

90-ან წლებში, როდესაც დაიწყო .40S&W გავრცელება, დაგვიანებით გამოჩნდა ჰაი პაუერი აღნიშნულ კალიბრშიც. ბევრად უფრო ძლიერი დამაბრუნებელი ზამბარა, გაზრდილი ზომაში და წონაში საკეტი იდეაში უზრუნველყოფდა საიმედო ფუნქციონირებას. ბილ ლოურიჯი, ცნობილი კომპანია Cylinder&Slides-დან განმარტავს, რომ საუკეთესო ჰაი პაუერი არის .40 კალიბრის პისტოლეტი გადაკეთებული 9X19 ლუგერზე. აღნიშნული კომპანია ასევე ცნობილია, როგორც საუკეთესო სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი ამ პისტოლეტისთვის. ასეთი დონის სპეციალისტის ამ ტიპის განცხადება თავისთავად არის დადასტურება, რომ პისტოლეტს აქვს პრობლემები გამძლეობასთან. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც განაპირობა ჰაი პაუერის პოპულარობის შემცირება არის ფასი. Shooters Bible 101th Edition იუწყება, რომ ფასი ახალ ჰაი პაუერზე შეადგენს 999 აშშ-ის დოლარს,  რაც 25-30% მეტია ვიდრე უმეტესობა სამსახურეობრივი დონის პისტოლეტების ფასი და უტოლდება ისეთ გრანდებს როგორიცაა Heckler&Koch USP სერიის პისტოლეტები და SigSauer-ის ძვირიანი მოდელები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთმაგი მოქმდების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, რჩება შედარებით მცირერიცხოვანი პროფესიონალი მსროლელების საყვარელი არჩევანი. ჰაი პაურისთვის მოგონილი იყო მრავალი ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები მათ შიორის 1952 წელს შექმნილი თავად დიდიე სევის მიერ.  

მიუხედავთ იმისა, რომ თამამად შეიძლება ვაღიაროთ, რომ ჰაი პაუერი უკვე მორალურად მოძველებულია, ის დღესაც იმსახურებს მაღალ შეფასებებს და დამაკმაყოფილებელია, როგორც სამსახურეობრივი და თავდაცვის იარაღი, მხოლოდ გაითვალისწინეთ რომ მას არ უნდა “აჭამოთ” P კატეგორიის ვაზნები.

პატივისცემით,

Shooter

წყაროები

The Browning High Power Today. By massad Ayoob. Guns Magazine. 2004

Пехотное оружие Третьего Рейха. Спец выпуск. 2002

Brownings Browny. American handgunner. 1977

Shooting Browning High Power. American Handgunner. 1977

სურათები და სტატიები საიტიდან highpowersandhandguns.com

Р. Адамс Личное Оружие.

Wikipedia

The Browning High Power. Stevens R. Blake 1996.

Shooters Bible. 101st Edition

Guns Illustrated. 2010.

  •  დამატებითი ინფრომაცია

 ჰაი პაუერების მოდიფიკაციების ცხრილი

ოროგინალური GP35, გამოდიოდა ორი მოდიფიკაცია, ფიქსირებული სამიზნეებიტ და რეგულირებადი + მოსახსნელი კონდახი.

FN 9mm Automatic Pistol Mark1 , მცირე რაოდენობით იწარმოებოდა ინგლისში, ენფილდის იარაღების სამეფო ქარხანაში.

FN 9mm Automatic Pistol N1 Mark 1, ჰაი პაუერი წარმოებული კანადაში. მოსახსნელი კონდახი დამატებით წარმოადგენს ბუდეს.

FN 9mm Automatic Pistol N2 Mark 1, კანადაში წარმოებული, ფიქსირებული სამიზნით, კონდახის სამაგრის გარეშე.

FN 9mm Automatic Pistol Mark 1*, გაუმჯობესებული ექსტრაქტორი და დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი

L9A1, ბრიტანული არმიის ოფიციალური სახელი 1962 წლის შემდეგ გამოშვებული ჰაი პაუერებისთვის.

Mark I Lightweight. 1950 წელს გამოჩნდა პირველი ჰაი პაუერები ალუმინის ჩარჩოთი, მაგრამ გავრცელება ვერ ნახეს.

Mark II. მოდიფიცირებული პირველი თაობის ჰაი პაუერები. იწარმოებოდა 1980 წლიდან. გაუმჯობესებული ფორმის ორმხრივი დამცველი, ქარხნულად გაჩარხული სავაზნე, პლასტმასის ტარის პანელები, გაუმჯობესებული სამზინეები.

Mark III. იწარმოება 1988 წლიდან. გაუმჯობესებული მარკ2, დამრტყმეელის დამცველით.

Mark III Practical. ორ ფერიანი შესრულებით. გააჩნია Pachmayr-ის რეზინის ტარი და იგივე კომპანიის მჭიდის ხუფები.

HP-SFS.  SFS (Safe-Fast-Shooting) ითარგმნება როგორც უსაფრთხო-სწრაფი სროლა. ოროგნალური დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის ვარიანტი, როდესაც იარაღი დატეენილია, ჩახმახი მიიწევა წინ რაც რთავს დდამცველს, დამცველის გამორთვისას ჩახმახი უბრუნდება შეყენბულ პოზიციას და იარაღი მზადაა სასროლად.  

ჰაი პაუერის გამოშვების თარიღის დადგენა

1988 წლიდან გამოშვებული პისტოლეტები დგინდება სერიულ ნომერში ასოების მიხედვით, თითო ასო შეესაბამება ციფრს

Z = 1, Y = 2, X = 3, W= 4, V = 5, T = 6, R = 7, P = 8, N= 9, M= 0

დამატებით, სერიული ნომრები  70000-დან 115823-მდე შეესაბამება  1954-დან 1964 წლამდე გამოშვებულ პისტოლეტებს. 64 და 69 წლებს შეესაბამება ნომრები T136568-დან T261000-მდე, შემდგომ წელი იშიფრებოდა წლის ბოლო ორი ციფრით და C ასოთი, ანუ 73C ნიშნავს, რომ იარაღი გამოშვებულია 1973 წელს.



დატოვეთ კომენტარი