ცოტახნის წინ მე დავწერე სტატია რუსეთში აწყობილ გლოკებზე.( სტატიის ლინკიhttp://shooterscentral.ge/?p=819 )
ამ ისტორიას მოყვა ძალზედ საინტერესო გაგრძელება. კონკრეტულად კი ინტერნეტში გაჩნდა სტატიის სკანები, რომელიც გამოქვეყნდა ერთ ერთ რუსულ ჟურბნალში. სტატია კრიტიკულია და ამ იარაღის მწარმოებლებს ადანაშაულებს არაკეთილსინდისიერებაში. სურათებზე არის ნაჩვენები რუსული გლოკის საკეტი, საკმაოდ უჩვეულო დეფექტებით.
უჩვეული დაზიანების ნაკვალევი საკეტი სარკეზე და ჩამოთლილი დამრტყმელი.
მოძიებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ რუსულ გლოკში გამოყენებულია დეაქტივირებული ანუ განადგურებული გლოკების ნაწილები. მაგალითად უცნაური ნაკვალევი საკეტის სარკეზე აიხსნება ამ სურათით, სადაც გლოკის დეაქტივაციისას ანუ მის გადაქცევისას იარაღის მაკეტად ხდება საკეტის სარკის დრელით გახვრეტა. შესაბამისად რუსმა “ოსტატებმა” უბრალოდ გადააკეთეს მაკეტი ისევ იარაღად. ლულა ახალია. დეაქტივირებული ლულის საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანა გარანტირებულად წარმოუქმნის მსროლელს სეროზულ პრობლემებს ჯანმრთელობასთან ასე რომ, როგორც ჩანს ლულა ახალია. მართლაც ამერიკიდან, როგორც ამას აცხადებდნენ. ცხადია გახვრეტილი სარკე, შემდგომში აღდგენილი არ გამოდგება იარაღში. ეს უბრალოდ “ხალტურაა”, ტიპიური რუსული ან უფრო სწორედსაბჭოური “ხალტურა”. ჩამოთლილი დამრტყმელი სავრაუდოთ უზრუნველყოფს გასროლილი მასრის მარკირებას, რასაც რუსული კანონდმებლობა ითხოვს. რა გავლენა ექნება ამას საიმედოობაზე უცნობია.
საკეტის სარკის გახვრეტის პროცესი. დეაქტივაციის მიზანია საბრძოლო იარაღი გადაკეტდეს მაკეტად, მოდელად და შესაბამისად გამოირციხოს მისი საბრძოლო მდგომარეობაში დაბრუნების შესაძლებლობა.
ამ სურათზე ასევე ჩანს ნახევრად წაშლილი რომბის ფორმის სიმბოლო, რაც ასევე არის დეაქტივაციის დამადასტურებელი დამღა
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობს ვერსია, რომ დეაქტივირებული აღდგენილი გლოკები გამოყენებული იყო მხოლოდ სერტიფიკაიის პრეცესისთვის, რომ ისინი დაეშვათ რუსულ ბაზარზე, ხოლო შემდგომი პისტოლეტბი, იქნებოდნენ აწყობილები ახალი ნაწილებისგან.
დაველოდოთ ამ ისტორიის გაგრძელებას.