ექსკლუზივი: ახალი თაობის ჩეხური პისტოლეტი CZ75 P07 Duty

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ და შევაფასებთ ახალ ჩეხურ პისტოლეტს CZ75 P07 Duty, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩეხური მწარმოებელი Česká zbrojovka Uherský Brod.  P07–ის პირველი საჯარო პრეზენტაცია მოხდა 2009 წლის მარტში, ნურემბერგში გამართულ გამოფენაზე IWA 2009.  2010 წლის დეკემბერში კი მასზე უკვე იწერება ქართულ ენაზე ქართულ საიტზე! ზუსტად ასეთი მომენტების გამო არსებობს ეს ბლოგი.  დავკონკრეტდები: ვწერთ ცოხალ იარაღზე, ექსკლუზიურ სტატიას და არა კომპილაციას ინტერნეტში არსებული სტატიების. ცხადია ასრებული მასალები გამოიყენება მაგრამ სტატიის მთავარი ნაწილი არის “ცოცხალ” იარაღთან ურთიერთობის შთაბეჭდილებები.

Cz75 P07 Duty 9mm

ავტორის კუთვნილი სრულიად ახალი 9მმ–ნი CZ75 P07 Duty. გამოშვებული 2010 წლის ოქტომბერში.  Duty ითარგმნება, როგორც სამსახურეობრივი.

თავდაპირველად მოკლე ისტორიული მიმოხილვა. ახალი პისტოლეტის შექმნას დაჭირდა სულ სამი წელი, თუმცა იდეა მისი შექმნისა გაჩნდა 10 წლის წინ, როდესაც ჩეხმა კონსტრუქორებმა დაიწყეს ახალი ტიპის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის შექმნა პირობითი სახელით “ომეგა”.  ახალი მექანიზმის ძირითადი “მუღამი” თუ შეიძლება ასე ითქვას, იყო შესაძლებლობა მისი ადვილად გადაკეთების, როგორც არაავტომატური დამცველის გამოყენებისთვის ასევე ჩახმახის უსაფრთხო დაშვების “დეკოკერის” გამოყენებისთვის. გადაყვანა ერთი რეჟიმიდან მეორეში ხდებოდა ერთი დეტალის გამოცვლით და ხელოსნის ჩარევის გარეშე, თავად  იარაღი მფლობელის მიერ.  თავდაპირველად აღნიშნული მექანიზმი დაყენდა CZ 85 კომპაქტზე, ხოლო შემდეგ უკვე ახალ CZ75 P07 Duty–ზე.   ისიც უნდა ითქვას, რომ დათვალიერების შედეგად მე დავრწმუნდი, რომ “ომეგა” გაცილებით უფრო მარტივი და იაფი უნდა იყოს წარმოებაში. ასევე წარსულს ჩაბარდა ორმხრივი სასხლეტის ბერკეტი, რომელიც ტრადიციული იყო ყველა 75–ე სერიის პისტოლეტისთვის და მისი კლონებისთვის. 

ახალი პისტოლეტის კონსტრუქტორი გახლავთ ივან ფილკო, კომპანია Česká zbrojovka Uherský Brod ერთ ერთი ინჟინერი. ის ქმნიდა იარაღს, რომელი უპასუხებდა ყველა იმ მოთხვონას, რაც დგას დღეს სამსახურეობრივი მოკლელულიანი ავტომატური იარაღის წინ. ესენია პირველ რიგში, გაბარიტების შემცირება, გაზრდილი მჭიდის ტევადობა, მაღალი საიმედოობა, სხვა და სხვა აქსესუარების დაყენების ოფცია და ერთნაირად მისაღები ერგონომიკა ქალის და მამაკაცის ხელისთვის. კიდევ  რა თქმა უნდა კონსტრუქციის სიმარტივე და დაბალი ფასი.  შევეცადოთ და შევაფასოდ რამდენად ეს გამოუვიდათ ჩეხ კონსტრუქტორებს.  

4

იარაღი არაფოტოგენიურია :–) რეალობაში ის გაცილებით უფრო უკეთესად გამოიყურება ვიდრე სურათებზე.

უნდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის პირველ რიგში გაურკვეველია, რით არის განპირობებული იარაღის დასახელებაში ჩზ75–ის ხსენება.  P07–ს არ აკავშირებს 75–ე სერიასთან აბსოლუტურად არაფერი.  P07 უბრალოდ სხვა სისტემაა. შესაძლებელია ეს მარკეტინგული სვლაა, ცნობილი და პოპულარული სახელი ხელს შეუწყობს ახალი იარაღის გავრცელბას.  ჩემი მხრიან  ეგრევე ყოველგვარი მოთელვის გარეშე უნდა ავღნიშნო, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის თეორიულად P07 უკეთესი იარაღი ჩანს ვიდრე 75–ე სერიის პისტოლეტები მისი მოდიფიკაციები და  კლონები, რომელიც მე თავის დროზე მქონდა (Cz75A, Cz75B, Cz75BD, Cz75 Sp01, Cz75 P01 Phantom, Jericho Pl, PSL, FBL) .  და ავხსნი რატომ.

პირველ რიგში გაცილებით უფრო საიმედოთ გამოიყურება ვაზნის მიწოდების სქემა. უკუცემისას ლულა იხრება უფრო დიდი კუთხით, ვაზნა უფრო ახლოსაა სავაზნესთან და უფრო მაღლა დგას ვიდრე 75– სერიის პისტოლეტებში, ეს კი ყველაფერი ერთად ჯამში თეორიულად უზრუნველყოფს ვაზნის უფრო საიმედო მიწოდებას.

შეცვლილია ჩაკეტვის სისტემა.  P07–ში ჩაკეტვა ხდება სავაზნეზე ისევე, როგორც ეს პირველად Sig Sauer P220–ში განხორციელდა და არა ლულაზე და საკეტის შიგნით განლაგებულ “უპორებზე” როგორც 75–ე სერიის პისტოლეტებში.  ასეთი გადაწყვეტილების დადებითი მხარეები? გაზრდილი საიმედოობა დაბინძურების შემთხვევაში, ჭუჭყისთვის უბრალოდ არ რჩება ადგილები სადაც ის შეიძლება დაგროვდეს და გახსნა ჩაკეტვა გაართულოს. მეორე დადბითი ფაქტორი, მასრის ამოსაგდები ფანჯარა ხდება უფრო განიერი, რაც ზრდის მასრის ექსტრაქციის საიმედოობას, ისევე როგორც ადვილდება სავაზნის ვიზუალური შემოწმება. ნორნმალური განათების პირობებში გვერდიდან ასევე შესაძლებლია დანახვა ვაზნის, რომელიც არის სავაზნეში მოთავსებული. იარაღს ცალკე სავაზნის ინდიკატორი არ გააჩნია.  საკეტი ტრადიციულად მოქცეულია რამკის შიგნით, და დადის ოთხ საკმაოდ სოლიდურ და გრძელ რკინის “ლიანდაგებზე”.  ლულა არის ცივად ნაჭედი, 6 მარჯვენა კლასიკური ხრახნით, სიგრძე 95მმ.  მისი კედლების სისქე საკმაოდ დიდია.

P1200586

CZ75 P07 Duty. არა სრული დაშლა. დამაბრუნებელი ზამბარა საკმაოდ გრძელია და ძნელად თავსდება ტავის ადგილას, თუმცა იარაღის დაშლა ისევე ადვილია და ის ისევე იშლება, როგორც კლასიკური 75–ე სერიის ჩეხური პისტოლეტები.

იარაღს გააჩნია საუკეთესო ერგონომიკა. ეს ლაბათ მისი ყველაზე ძლიერი მხარეა. Cz75 სერიის პისტოლეტებს და უმეტესობა მის კლონებს ყოველთვის ქონდათ შესანიშნავი ერგონომიკა (თუმცა არა პატარა ხელის პატრონებისთვის) , მაგრამ P07 კიდევ უფრო შორს წავიდა.  რა თქმა უნდა ადამიანის ხელის ზომები განსხვავდება, ის რაც მომწონს მე შეიძლება არ მოეწონოს სხვას და ჩემი შეფასებები სუბიექტურია, მაგრამ მე სიტყვები არ მეყოფა რომ ავღწერო თუ რამდენად შესანიშნავი ერგონომიკა აქვს ამ ახალ ჩეხურ პისტოლეტს. მისი შექმნისას ჩეხი კონსტრუქტორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ იოლ სწრაფ სროლას, რომ იარაღი ბუნებრივად ჯდებოდეს ხელში და ინტუიციური დამიზნება ყოფილიყო ადვილი. და მათ ამ საქმეს მშვენივრად გაართვეს თავი. მე არ მეგულება არც ერთი სხვა პისტოლეტი, რომელის ასე სწრაფად და ბუნებრივად ჯდებოდეს ხელში და თავსდებოდეს სამიზნე ხაზზე.  გაიშვირე წინ პისტოლეტი და მუშკაც და ცელიკიც იდეალურად გასწორებული გხვდება ყოველგვარი კორექციის გარეშე.  ამ მხრივ ჩემთვის ყველაზე ავტორიტეტული პისტოლეტის გლოკის პოზიციებიც კი შეირყა. ტარს აქვს ზალიან კარგი და მოსახერხებელი ფორმა, ის ერთნაირად მოსახერხებელია დიდი და პატარა ხელებისთვის. ის საკმაოდ ვიწროა და მოკლე, ამავე დროს მასში თავსდება ორ რიგიანი მჭიდი, რომლის ტევადობა შეადგენს 16 ვაზნას, რაც ერთი ვაზნით მეტია ვიდრე მის ანალოგში გლოკ 19–ში. კომპაქტი, სრული ზომის იარაღის მჭიდის ტევადობით, ძალიან კარგია.  მჭიდი ფოლადისაა, მაგრამ მჭიდის ხუფი პლასტმასის.  კარგი იქნებოდა რომ ის ასევე რკინის ყოფილიყო.  ახალ მჭიდში გაგიჭირდებათ მე–16 ვაზნის მოთავსება. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ მჭიდს გააჩნია გვერდებიდამ ორ ორი შეღუნული ღარი, რაც ამცირებს ვაზნბის ხახუნს შიგნიდან მჭიდის კედლებზე  და ზრდის მიწოდების საიმედოობას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ტარის შიდა გეომეტრია უზრუნველყოფს მასში მჭიდის სწრაფ და იოლ მოთავსებას. გაცილებით უფრო იოლს ვიდრე 75–ე სერიის პისტოლეტებში.  იარაღი ჩარჩოზე არის განლაგებული  MIL-STD 1913 სტანდარტის უნივერსალური სამაგრი. სასხლეტის დამცველი რკალი დიდი და განიერია. ის დამატებით უზრუნველყოფს იარაღის ფიქსირებას ბარიერზე მიყუდებით სროლისას. სასხლეტი რბილი და რაც მთავარი ერთგვაროვანია, სრულიად ახალ პისტოლეტზეც.  არანაირი შენიშვნა.  იარაღის წონა ვაზნების გარეშე არის 770 გრამი, რაც ამ კლასის იარაღში წონის ზედა დასაშვებ ზღვარს წარმაოდგენს.  სამაგიეროდ იარაღს გააჩნია საიმედო საკეტი, სქელკედლიანი ლულა, ხოლო მასიური ფოლადის ელემენტები პლასტმასის ჩარჩოში ასევე საიმედოობის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

P1200562

ამ სურათზე კარგად ჩანს სავაზნე და მასრის ექსტრაქციის განიერი ფანჯარა.  ვიზუალურად ის საკმოდ წააგავს Heckler&Koch USP Compact–ს.  

50442714-tfb-tm

P07–ის ერთ ერთი პროტოტიპის იშვიათი სურათი.

მაგრამ არის მცირე მინუსებიც, რომელზეც მინდა დავწერო. ჭრილები საკეტის უკანა ხმარეს საკამოდ აგრესიული ფორმისაა, და ვარჯიშისას, როდესაც ხდება სწრაფი და აგრესიული ვაზნის მიწოდება საკეტის მოძრაობით, თითები საკმაოდ მალე იწყებენ ტკივილს. ცელიკის ფორმა უკანა მხარეს არის წაწვეტებული, თუ საკეტი ბოლომდე არ დაიხურა, საკეტზე უკნიდან ხელის დარტყმა ეგრევე გამოიწვევს ხელის ტრავმირებას “ცელიკის” ბასრი კუთხეებით. კარგი ამბავი ისაა, რომ ”ცელიკი” პლასტმასისაა და შესაძლებელია კუთხეების დამრგვალება.  თვითონ “ცელიკი”  არის ცნობილი დაბალპრფილიანი Novak–ის ტიპის “ცელიკის” იმიტაცია.    ჩახმახის დამშვები ჩემის აზრით ძალიან ახლოს არის განლაგებული საკეტის გამშვებ ღილაკთან, რის გამოც სტრესულ პირობებში შესაძლებელია საკეტის დახურვისას ასევევ უნებლიე ჩახმახის დაწევაც.  არ არის კრიტიკული, მაგრამ დიდი ხელების და ხელთათმანების შემთხვევაში ამის ალბათობა შესაძლებელია გაიზარდოს. დამატბით მე ვისურვებიდ, რომ საკეტის და რამკის კუთხეები ყოფილიყო დამრჰვალებული, იმისთვის რომ გაადვილდებს იარაღის ბუდეში მოთავსება.  ყველა ეს სენიშვნა არ არის კრიტიკული, და ასეთი თავისებურებები გააჩნია ნებისმიერ იარაღს და ალბათ ყველაფერ ამას არც უნდა ეწოდოს მინუსები, უფრო ალბათ იარაღის კონსტრუქციის და ერგონომიკის თავისებურებები.  მცირე დაუდევრობაც არის ის, რომ იარაღს ინსტრუქციაში არ უწერია, როგორ უნდა გამოცვალ დამშვები დამცველზე. რთული არაა მაგრამ გარკვვევას დრო ჭირდება.  ამაზე ცალკე სურათებიან ინსტრუქციას მოვამზადებ და ბლოგზე ავტვირთავ უახლოეს მომავალში.

target

ყველა Cz-s იარაღს მოყვება საცდელი სამიზნე. ამ კონკრეტული პისტოლეტის საცდელი სამიზნე იუწყება შესანიშნავ სიზუსტეზე და იამზე, რომ იარაღი ადეკვატურად მისროლილია. სროლის მანძილი 25 მეტრი.

 რაც შეეხება იარაღის ტესტირებას.  2008 წელს ჩატარდა შემაჯამებელი ტესტირება, რომელშიც მონაწილეობდა ორი P07. ერთი სულ ახალი სერიული პისტოლეტი, ხოლო მეორე ირაღს უკვე ქონდ აგავლილი სტანდარტული ტესტი რესურსის დადგენზე, ანუ ეს იყო პრაქტიკულად რესურს ამოწურული პისტოლეტი. ტესტირება ტარდებოდა  VOP-26 Sternbrek საცდელ ბაზაზე. ძირითადო ამოცანა იყო დადგენილიყო იარაღის საიმედოობა რთულ და ძალიან რთულ პირობებში ექსპლუატაციისას.  ყველაზე საინტერესო ტესტებს მე ავღწერ.

სროლები ტარდებოდა ექსტრემალური სიცხის პიროებებში. იარაღი ხურდებოდა +50 გრადუსამდე, ხოლო ვაზნები +70 გრადუსამდე. შემდეგ სროლა ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურაში –30 გრადუსი. ორივე ტეტსირება ორივე იარაღმა უპრობლემოგ გაიარა.  ტესტირება დაბინძურებაზე შედგებოდა ორი ფაზისგან, დბინძურება ტალახით და ქვიშით. იარაღი თავსდებოდა  10 ლიტრა ტალში გახსნილ 1 კგ თიხის ხსნარში 30 წამით. შემდგომ ხორციელდებოდა სროლა. ორივე იარაღი დაუბრკოლებლად ისროდა, მხოლოდ ორივე არ ტოვებდა საკეტს ღიად,  ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ.   ქვიშის ტესტი ორი ნაწილისგან შედგებოდა. ორივე იარაღი და დატენილი მჭიდები იძულებით ბინძურდება ქვიშით, როგორც ბუდეში ყოფნისას ასევე ბუდის გარეთ. ორივე იარაღმა დაბრკოლების გარეშე გაარა ეს ტესტირება. მეორე ნაწილის დროს, იარაღს ათრევდნენ ქვიშაზე, 5 მეტრი მარჯვენა მხარეს, 5 მეტრი მარცხენა მხარეს.  ორივე იარაღი დაუბრკოლებლად ისროდა. მხოლოდ ახალმა პისტოლეტმა ერთხელ არ დატოვა საკეტი ღიად, ბოლო ვაზნის გასროლისას.

ასევე P07–მა გაიარა სტანდარტული ტესტი ვარდნაზე.  ვარდნა ბეტონის იატაკზე, ორივე გვერდზე, მუშკაზე, ცელიკზე, შეყენებული და დაშვებული ჩახმახით, ჩართული და გამორთული დამცველით.  სიმაღლე 1.5 და 3 მეტრი. მხოლოდ ერთმა იარაღმა დაკარგა პლასტმასის მუშკა. რის გამოც ძალოვნები სავარაუდოთ შეიძენენ იარაღს რკინის მუშკა ცელიკებით.

tests

P07 ტესტირების პროცესში.  

ტესტირებებმა დაადგინა, რომ ახლამა პისტოლეტმა უმნიშვნელოდ აჯობა Cz85 D კომპაქტს, რომელიც ასეთი ტესტირებების შედეგად მიღებულ იქნა ჩეხეთის პოლიციის შეიარაღებაში.

რა ბედი ელოდება P07 Duty–ის? არ ვიცი. ის არ არის რევოლუციური, ის არ არის ინოვაციური. ის არის უბრალოდ მორიგი კარგი სასამხურეობრივი იარაღი, რომელიც გამოდგება ნებისმიერი სამოქალაქო პირისთვის, რომელსაც უნდა ხელმისაწვდომი (აშშ–ში ამ იარაღის ფასი 480–550 დოლარს შეადგენს რაც 100 –150 დოლარით ნაკლებია ვიდრე გლოკი) მაგრამ საიმედო და ეფექტური პისტოლეტი. რა აკლია ამ იარაღს? ბევრი არაფერი, მე ვისურვბდი სხვა და სხვა ზომის გამოსაცვლელ ტარის უკანა პანელებს, როგორც ამას დღევანდელი მოდა ითხოვს და ალბათ გამოჩნდება ამ იარაღის უფრო მცირე და მსუბუქი სუბკომპაქტური ვერსიაც.   

პრაქტიკული ტესტირება ცხადია ვერ ჩატარდება, განსაკუთრებული და “დიდი” “მადლობა” “ნიჭიერ” ქართველ კანონმდებლებს, ვისი წყალობითაც მე იარაღი სახლიდან ვერ გამაქვს. შემიძლია ის ვთქვა მხოლოდ, რომ ინტერნეტში ჯერჯერობით მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები ისმის. 

shooterscentral.ge-ს დასკვნა. იარაღი ტოვებს საიმედო და გამძლე სამუშაო ინსტრუმენტის შთაბეჭდილებას და მაღალ სეფასებებს იმსახურებს. ბრწყინვალე ერგონომიკა, მიმზიდველი დიზაინი, მაღალი ტევადობა და კომპაქტურობა არის ამ პისტოლეტის ძლიერი მხარეები. მისი ფასი აბსოლუტურად კონკურენტუნარიანია. მინუსები: დაბალი ინოვაციის ხარისხი, ანუ იარაღი არ შეიცავს რაიმე განსაკუთრებულ და ინოვაციურ ან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს (უკუცემის ბუფერები, ცვლადი ტარის პანელები და ა.შ.), რაც მას გამოყოფს კონკურენტებისგან. შედარებით სუსტი საკეტის დაფარვა.  

 

გაგრძელება მოყვება …..



4 Responses to “ექსკლუზივი: ახალი თაობის ჩეხური პისტოლეტი CZ75 P07 Duty”

  1. ბესიკ ბუთურიშვილი says:

    გამარჯობათ, ვაპირებ -ის შეძენას, დიდად დამავალებთ თუ მირჩევთ ან არ მირჩევთ ამ იარაღის ყიდვას, თქვენი სტატია აღნიშნულ იარაღთან დაკავშირებით უკვე წავიკითხე, თუმცა სტატია ცოტა ადრეა დაწერილი და მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ იარაღზე ახლა. ძალიან დიდი მადლობა წინასწარ.

  2. ბესიკ ბუთურიშვილი says:

    გამარჯობათ, ვაპირებ CZ duty-ის შეძენას, დიდად დამავალებთ თუ მირჩევთ ან არ მირჩევთ ამ იარაღის ყიდვას, თქვენი სტატია აღნიშნულ იარაღთან დაკავშირებით უკვე წავიკითხე, თუმცა სტატია ცოტა ადრეა დაწერილი და მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ იარაღზე ახლა. ძალიან დიდი მადლობა წინასწარ.

  3. Shooter says:

    იყიდეთ.

  4. ბესიკ ბუთურიშვილი says:

    უღრმესი მადლობა

დატოვეთ კომენტარი