Akdal Ghost–ის მიმოხილვა პაკისტანიდან

არც ისე დიდიხანია, რაც თბილისში გამოჩნდა თურქული წარმოების 9მმ–ნი პისტოლეტები Akdal Ghost.  ფასის და შედარებით თანამედროვე დიზაინის გამო ამ იარაღის გამოჩენამ გარკვეული მითქმა მოთქმა და აჟიოტაჟიც კი გამოიწვია. გლოკის თურქული კოპია სულ რაღაც 850 ლარად.  მოგეხსენებათ დღეს ამ ფასში 9მმ–ნი პისტოლეტი საქართველოში არ იყიდება თუ არ ჩავთვლით ჩინურ 9მმ–ან ТТ-ს კლონებს. აქ კიდე გვაქვს ყველაფერი,  პოლიმერის რესივერი , ორ რიგიანი მჭიდი, კარგი ერგონომიკა. იარაღთან გასაცნობად მე ვეწვიე მაღაზიას და პრინციპში გაცნობა ვერ შევძლე. იარაღის საკეტის გახსნა იყო აკრძალული, ასევე დამაფიქრა იმან, რომ იარაღს მოყვებოდა მხოლოდ ერთი მჭიდი.  ინტერნეტში სურათების გაცნობის შემდეგ გახდა ცხადი, რომ აკდალი არის გლოკის თითქმის პირდაპირი კოპია თუმცა ზომების დაცვის გარეშე, რის გამოც ნაწილები ურთიერთცვლადი არ არის, ისევე როგორ მჭიდები.  არც დაფარვა არ ტოვებდა კარგ შთაბეჭდილებას. თურქული ნაგავი – დავასკვენი მე და გავაგრძელე ცხოვრება.  მაგრამ ცოტახანში ჩემთვის ხელმსაწვდომი გახდა ერთ ერთ პაკისტანურ ფორუმზე განთავსებული ამ პისტოლეტის ტესტირების რეზულტატები. პრინციპში არ გამიკვირდა, მაგრამ პაკისტანი ბევრად უფრო მდიდარი სასროლოსნო ცხოვრებით ცხოვრობს ვიდრე ნომერ პირველი რაღაც სადღაც საქართველო.  აქვთ იარაღიც, ტყვიაწამლის და ტირებიც.  მე დაუკავშირდი ფორუმ   pakguns.com-ის ადმინისტრატორს, ვისაც ეკუთვნოდა თემა  აკდალის ტესტირებაზე და ვთხოვე მას ნებართვა გამომეყენებინა სურათები და მისი შეფასებები, ისევე როგორც რამოდეინმე ტექნიკური საკითხის დამეზუსტებინა.

466

აბასის კუთვნილი გლოკ17 და აკდალი

 

ბლოგის ერთ ერთი მიზანი არის იარაღის მოყვარულებისთვი ზუსტი და აქტუალური ინფორმაციის მიწოდება, ამიტომაც მე ვთვლი, რომ მიუხედავათ ნეგატივისა, მაინც შეიძლება ორი სიტყვის დაწერა და პოტენციალური მყიდველები გაფრთხილება შესაძლო შედეგებზე. ბოლოს და ბოლოს ეს ეხება პირადი თავდაცვის იარაღს და არა ასანთის კოლოფს.  თვითონ ტესტის ავტორი Abbas–ის სვავს კითხვას თუ, როგორ იძლევა თურქეთის სახელმწიფო ასეთი იარაღის ექსპორტის ნებართვას.  როგორც უკვე ვხვდებით იარაღმა დაიმსახურა ძალიან დაბალი შეფასება.

მაშ ასე, რა დაადგინა ბატონმა Abbas-მა? მინდა გითხრათ მე აქამდე არ მსმენია ასეთი ნეგატიური შეფასებები და ასეთი საშინელი შედეგების შესახებ.

სულ ტესტირებისას გასროლილ იქნა 75 ვაზნა და თითქმის არც ერთხელ არ მოხდა მათი უპრობლემო ექსტრაქცია. 5 რუსული წარმოების ვაზნა გასროლილ იქნა უპრობლემოდ ამის მერე ორი ზედიზედ გასროლა არ მომხდარა საერთოდ! მე ასეთი რამის შესახებ არ მსმენია არასდროს.  მიუხედავათ იმისა, რომ 7 სხვა და სხვა მწარმოებლის ვაზნები იყო გამოყენებული, არც ერთ მათგანთან იარაღი არ მუშაობდა.

3453445

მჭიდის უცნაური ფორმა და აშკარა სხვაობა ხარისხში. შუაში აკდალის მჭიდი, გვერდებიდან გლოკის მჭიდები.

გარდა ამისა აბასის სიტყვებით:

1) საშინელი სასხლეტი, და გამოუსადეგარი მიზანში ზუსტი სროლისთვის.

2) საკეტის ღილაკი ურტყავს დიდ თითს ყოველი გასროლისას.

3) იარაღი არ მუშაობდა არც ერთ ვაზნასთან (არ აგდებდა ცარიელ მასრებს). შესაძლებელია აკდალში გაერთნენ ცალვაზნიანი მუშკეტის შექმნის იდეით.

4) ცალი გასროლის რეჟიმის მიუხედავათ სიზუსტე იყო როგორც მინიმუმ საშუალო.

ak

აბასის კუთვნილი პისტოლეტი, ტესტირების წინ

დაუშვათ ეს კონკრეტული მოდელი იყო დეფექტიანი. მაგრამ იმავე თემაში ვკითხულობთ შემდეგს. ტესტირებისას გასროლილ იქნა 30 ვაზნა აქიდან 3 დაბრკოლება. ორი არ ამოგდებული მასრა და  ერთი არ მიწოდება.  ასევე აბსოლუტურად მიუღებელი შედეგი. იქვე სხვა ფორუმის წევრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ დადებითი შეფასებები სროლსიგან ამ იარაღს არასდროს არ მიუღია.

35345

10 მეტრის მანძილზე ნასროლი ჯგუფი.  იარაღი აშკარად არ არის მისროლილი ხოლო სიზუსტე არადამაკმაყოფილებელი ასეთი მანძილისთვის.

საინტერესოდ მომეჩვენა კომენტარი სადაც მიუხედავთ თითქმის ერთნაირი ლულის გეომეტრიული ზომებისა აღინიშნა, რომ თურქული პისტოლეტის ლულა იყო ძალიან მსუბუქი, რაც კიდევ ერთხელ აყენებს ავადსახსენებელ თურქული იარაღის ფოლადის მარკის და ხარისხის საკითხს.

0000890

მასრის ექსტრაქცია არ მოხდა.  ჩემი დაკვირვებით იარაღს აშკარად აქვს არასწორი ვაზნების მიწოდების გეომეტრია.  თუმცა ტესტირებისას მიწოდების პრობლემა არ ყოფილა.

რა დასკვნების გამოტანა შესაძლებელია ამ ტესტირებიდან?  პირველ რიგში საინტერესოა ექსტრაქციის პრობლემის მიზეზები. ხშირად ავტომატურ პისტოლეტბში მასრის ექსტრაქცია არ ხდება სწორედ იმის გამო, რომ ზედმეტად რბილია ექსტრაქტორის კბილის ზამბარა, რის გამოც გასროლის მომენტში ის საიმედოთ ვერ აფიქსირებს მასრას კბილით და კბილი ხტება და უშვებს მასრას.  ცუდი სიზუსტე არის პირველ რიგში იმის ბრალი, რომ იარაღი არ იქნა მისროლილი ქარხანაში, და სავარაუდოთ დეტალების ცუდი მორგბა, რაც იწვევს დიდ დაცილებბს დეტალებს შორის, რის გამოც გასროლის მომენტში ლულა თამაშობს, თუმცა შეიძლება იყოს ჩაკეტვის დეტალების არასწორი გეომეტრიის ბრალიც, რიოს გამოც ლულა იწყებს მოძრაობას მანამ სანამ ტყვია დატოვებს მას. მეტი სპეკულირება ამ თემაზე არ ღირს, ტესტირებამ აჩვენა, რომ Akdal Ghost არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც თავდცავის იარაღი.   

გარდა ამისა, არის რაღაც კანონები, რომელბის მიხედვითაც იგება კარგი პისტოლეტი. ანუ ასე ვთქვათ მოდური ტენდენციები. არ შეიძლება, რომ იარაღს მოყვებოდეს მხოლოდ ერთი მჭიდი.  იარაღის წინა ნაწილს თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ მას აქვს ბასრი კუთხეები, ეს უეჭველი შექმნის პრობლემებს იარაღის ბუდეში მოთავსებისას, მაშინ როდესაც უმეტსობა “სერვის” პისტოლეტებს, რომლებიც დღეს გამოდის აქვთ გლუვი კუთხეები.  წვრილმანი დეტალები იტყვით თქვენ, მაგრამ ასეთი დეტალების გათვალისწინებით იგება მართლა კარგი იარაღი.

გამომდინარე იქიდან, რომ უხარსხო თურქული იარაღი არც ისეთი იშვიათობაა, პატიოსანმა თურქმა მწარმოებელმა უნდა მაქსიმალურად შეეცადოს რომ მოახდინოს მყიდველის ინფორმირება გამოყენებული მასალების შესახებ და არსებული ხარსხის კონტროლის პროცედურების შესახებ.  თუ ასე გაგრძელდა მე არ მგონია, რომ თურქული იარაღი ვინმემ სერიოზულად განიხილოს.  არა და არის გამონაკლისებისც.  მაგალითად  Stoeger–ის,  Hatsan–ის Huglu–ს იარაღი. დადებითი გამოხმაურებები არსებობს Armsan-ის იარაღებზეც.



One Response to “Akdal Ghost–ის მიმოხილვა პაკისტანიდან”

  1. jurkha says:

    გმადლობთ საინტერესო სტატისა და და ინფორმაციისათვის

დატოვეთ კომენტარი