Hot Shots: Bob Vogel

დღეიდან ბლოგზე იმოქმედებს ახალი რუბრიკა Hot Shots სადაც იქნება არა მხცოლოდ შესაბამისი სტატიების ტარგმნები არამედ დამატებით ჩემს მიერ მოზმადბული მოკლე სტატიები იმადმაინებზე,რ ომლებმაც კვალიდ ატოვეს იარაღუს პრაქტიკულ გამოყენებაში და სპორტის განვითარებაში.
ახალ კი მორიგი სტატიის თარგმანი, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ Handguns Magazine-ში.
ავტორი  James Tarr

 მრავალი წელი  პოლიციის იფიცრები აქტიურად მონაწილოებდნენ Bullseye და PPC ფორმატით მოწყობილ შეჯიბრებებში, მაგრამა 2008 წალმდე არც ერთ პოლიციელი არ გამხდარა ჩემპიონი პრაქტიკულ სროლაში.

 Bob_Vogel_09ProAm-DRTV_1

ბობ ვოგელმა (Bob Vogel), ქალაქ კენტონის პოლიციის დეპარტამენტის ოფიცერმა 2008 წელს მოიგო  ”ქარხნული დივიზიონი” (Production division) ამერიკის პრაქტიკული სროლის კონფედერაციის ეროვნულ ჩემპიონატზე და მან ეს შეასრულა თითქმის ქარხნული გლოკით. მან ასევე გაიმეორა ეს შედეგი 2009 წელს და დამატებით მოიგო ექვსი ეროვნული ტიტული თავდაცვითი პისტოლეტის საერთაშორისო ასოციაციის  (IDPA) მიერ ჩატარებულ შეჯიბრებებში.

“ყველაფერი რაც მე ვისწავლე არის ჩემით ნასწავლი” ხსნის ვოგელი. “ვკითხულობდი წიგნებს, უყურებდი ვიდეოებს, დავდიოდი შეჯიბრებებზე და უყურებდი საუკეთესო მსროლელებს. ისინი ასე უბრალოდ არ გახდნენ საუკეთესოები, ასე რომ მე მათ მეცნიერულად ვსწავლობდი, რას და როგორ აკეთებენ, და მერე მე ვცდილობიდ იგივეს გამეორებას”.  

ვოგელი გაიზარდა გარემოში, რომელსაც ის ეძახის “იარაღის კულტურას” სადაც ყველა ნადირობდა, მაგრამ არავინ არ ასპარეზობდა. “მე დავინტერესდი შეჯიბრებებით ძალიან რეალისტური მიზნების გამო, მე ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი პოლიციელი. მე ვიყავი 19 წლის, როდესაც პირველად მივიღე მონაწილეობა IDPA-ს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრებაში და მე ეს ძალიან მომეწონა”

მოასპარეზე ადამიანები ასპარეზობენ ყველაფერში და ვოგელი, ისევე, როგორც ბევრი სხვა მსროლელი ასევე არის სხვა სპორტის მოყვარულიც. თუმცა მისი არჩევანი ცოტა მაინც უჩვეულოა, ეს არის არმრესტლინგი.

 ”ეს ის არის რისი გაკეთებაც მე მიყვარდა ახალგაზრდობაში. მომწონდა იმიტომ რომ ადამინზე ვერ უტყვია მს ამქეში რამდენად კარგია მარტო მას რომ ზევიდან გადახედო, ძლიან ბევრი რამე დამოკიდებულია ტექნიკაზე. იგივე მომწონს სროლაში, აქ ბევრი რამე დამოკიდებულია იარაღის კონტროლზე”  

ვოგელი არის ინსტრუქტორი საცეცხლე მომზადებაში თავის დეპარტამენტში და ასევე არის  SWAT–ის წევრი.  როდესაც მას ეკითხებიან თუ რა გამოყენება აქვს რეალურ სამყაროში იმ უნარჩვევებს, რომელიც მან სპორტში შეიძინა მას საკმაოდ მყარი მოსაზრება გააჩნია ამის შესახებ.  

“მე ვთვლი, რომ პრაქტიკული სროლა ძალიან ბევრ რამეში გეხმარება. ბევრი ოფიცერი, რიომლიც ტაქტიკურად კარაგდ არის მომზადებული, თვლის, რომ პრაქტიკულ სროლა ქმნის ძალიან ბევრ ცუდ ჩვევას, მე ასეთი რამ არ შემიმჩნევია, პრაქტიკული მსროლელები იმდენ დროს ატარებენ იარაღთან და იმდენს ისვრიან, რომ გაცლებით უფრო უკეთესი მსროლელები არიან პოლიციელებთან შედარებით ”.  

როგორც ოხახის პატრონისთვის და სამსახურით დატვირთული ადამიანისთვის, მისთვის ძალიან ძნელია ვარჯიშისთვის საკამრისი დროის პოვნა. “ძალიან იშვიატად მე მიწევს კვირაში ერთხელ სროლა, მაგრამ მე მშრალად ვვარჯიშობ კვირაში ოთხჯერ, თუ სერიზულად გინდა გახდე კარგი მსროლელი, მშრალი ვარჯიშები არის კარგი გზა. ბევრს ურჩევნია უბრალოდ სროლა, ეს უფრო სახალისოა და არ არის ცუდი მაგრამ მარტო ამ გზით უკეთესი ვერ გახდები”.  

“იქონიე მიზანი, როდესაც მიდიხარ სავარჯიშოდ. ისროლე ქულებისთვის, გამოიყენე ტაიმერი, დააკვირდი სენ რეზულტატებს და ადევნე მათ თვალი, რომ შემდეგ გასვლაზე შეეცადო აჩვენო უკეთესი რეზულტატი”.   

ვოგელი ბოლო რამოდენიმე წელი ისვრის მხოლოდ გლოკებიდან, მაგრამ ასე ყოველთვის არ ყოფილა. ”მე ვისროდი 1911–დან სამი თუ ოთხი წელი  და მქონდ საკმოდ ბევრი პრობლემები ამ იარაღებთან და მე ვარასდროს ვერ ვამუშავებდი მათ სტაბილურად.  ხო და ერთხელ ემ ვისროლე გლოკ 17–დან, რომელიც უყიდე ჩემ მეუღლეს.  ერთ ერთ შეჯიბრებაზე მე წავირე ის თან და მივიღე იგივე შედეგი, რაც ჩემი საასპარეზო 1911–ით.  

“მე მქონდა მოსაზრება, რომ გლოკს ისე სწრაფად ვერ გაისვრი როგროც 1911–ს, ვინაიდან მათ აქვთ სასხლეტი, რომელიც არის უფრო გრძელი და მძიმე, სესაბამისად სწრაფად სროლა გართულებულია.  მაგრამ მე ეს შევძელი. მე გავაგრძელე გლოკიდან სროლა, გავაკეთე შედარებები და დავადგინე, რომ შემიძლია ამ იარაღიდან ისევე კარგად სროლა როგორც 1911–დან. მე გავყიდე ჩემი 1911, ვიყიდე სამი გლკი და ამის მერე უკან არც გამიხედვას.  

 


დატოვეთ კომენტარი