თანამედროვე საბრძოლო სამიზნე მოწყობილობები

სამიზნე მოწყობილობები, წინა (მყშკა) და უკანა (ცელიკი) წარმოადგენს თქვენი იარაღის დამიზნების ძირითად მოწყობილობებს. არსებობს აზრი, რომ ახლო მანძილზე შეიარაღებულ შეტაკებაში მსროლელს არ ექნება დრო, რომ გამოიყონოს სამიზნე მოწყობილობები და ის უბრალო მიუშვერს მოწინააღმდეგეს იარაღს და ისე განახორციელებს გასროლებს. ასე გაჩნდა ტერმინი მიშვერით სროლა (point shooting). ალბათ შესაბამის ფორუმებზე  და იარაღის მოყვარულთა სფეროში არ არის უფრო გაცხარებული კამათების მიზეზი ვიდრე მიშვერით და დამიზნებით სროლის ტექნიკის შედარებები. მაგრამ ფაქტია, რომ შეიარაღებული პროფესიონალების საზოგადოებაში პრონციპში ეს საკამათო თემა დიდი ხანია აღარ არის. პროფესიოანლები მათ შორის ყველაზე ხმამაღალი და ავტორიტეტული სახელები, თანხმდებიან რომ მიშვერით სროლა არის უპასუხისმგებლო და სახიფათო. ნებისმიერი სერიოზული სასროლოსნო სკოლა ასწავლის სწრაფ და ეფექტურ სროლას და სწავლების ერთ ერთ მთავარ ნაწილს ყოველთვის  წარმოდგენს დამიზნების ილეთები, როგორიცაა flesh sighting (ამ ტერმინის ავტორი და ტექნიკის დამფუძნებელი ჯეფ კუპერი) ან ე.წ. out-of-the-notch shooting (ამ ტექნიკის პიონერი ტოდ ჯარეტი) და კიდევ სხვა ტექნიკებს მაგრამ მათ ყველას აერთიანებს ერთი საერთო რამ, სამიზნე მოწყობილობების აუცილებელი გამოყენება. მიშვერით სროალს აქვს თავისი ადგილი რა თქმა უნდა, მაგრამ ის ეფექტურია უკიდურესად ახლო მანძლებზე ანუ დანით ან მუშტებით ჩხუბის მანძილებზე.  იმის დასადასტურებლად, რომ სამიზნე მოწყობილობები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამოდენიმე ცნობილამა ავტორმა ჩაატარა დამოუკიდებელი და ვრცელი გამოკითხვები, მათ შორის ვინც იმყოფებოდნენ რეალურ შეტაკებებში და გამოვიდნენ გამარჯვებულები. გამოკითხულების აბსოლუტური უმეტესობა ადსატურებდა, რომ ისინი კარგად და ძალიან კარგად ხედავდნენ თავისი იარაღის სამიზნე მოწყობილობებს, ისე მკაფიოდ რომ ციტატა: მუშკაზე რკინის დამუშავების ყველა წვრილმანი დეფექტის იყო შესამჩნევი.  აქიდან დასკვნა: თავდაცვის ან საბრძოლო მოკლელულიან იარაღს უნდა ქონდეს ეფექტური და მოსახერხებელი სამიზნე მოწყობილობები.  რა უნივერსალური მოთხოვნების წაყენება შეიძლება სამიზნე მოწყობილობებისათვის? პირველ რიგში გამძლეობა და მყარი, საიმედო კონსტრქუცია. სამიზნეები უნდა უძლებდნენ დაუნდობელ ექსპლუატაციას და სტრესებს, რომლებიც განპირობებულია საბრძოლო და თავდაცვის იარაღის პირდაპირი დანიშნულებით ან რეალური სწავლებების დროს. ყველაფერი დანარჩენი არის მეორე ხარისხოვანი, თუმცა სამიზნე მოწყობილობების კონსტრუქცია უნდა აკმაყოფილებდეს მოთხიოვნებს , რომლებსაც კარნახობს იარაღის გამოყენების კონკრეტული სპეციფიკა. დღეს იარაღის მწარმოებლები აყენებენ სხვა და სხვა  ტიპის სამიზნე მოწყობილობებს მათ მიერ წარმოებულ იარაღებზე, ხოლო უამრავი კომპანია დამატებით სთავაზობს ნაირ ნაირი ტიპის სამიზნე მოწყობილობების ფართო არჩევანს. ამ სტატიაში იქნება განხილული ყველა ძირითადი კონსტრუქციის სამიზნე მოწყობილობა, რომელიც დღეს ბაზარზე არსებობს.

სანამ მიმოხილვას დავიწყებდი მინდა ავღნიშნო. რომ ის სამიზნე მოწყობილობები, რომლებითაც აღჭურვილია ძველი იარაღები (კოლტი 1911, მაკაროვი, ტტ) არანაირად არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებსაც აყენებს თანამედროვე რეალიები. მასად აიუბი თავის წიგნში Combat Handgunnery წერს, რომ საბრძოლო/თავდაცვის იარაღზე სამიზნეები უნდა იყოს დიდი, დაკუთხული, ადვილად შესამჩნევი სტრესულ პირობებში, საიმედო და გამძლე. აღნიშნული ძველი გამოშვების იარაღების სამიზნე მოწყობილობები არ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნილებებს.   წვრილი მუშკა და დაბალი პატარა ცელიკი ცუდათ ჩანს ან საერთოდ არ ჩანს დაბნელების პირობებში, წვრილი მუშკა ადვიალდ ზიანდება (იღუნება) იარაღის დავარდნისას.  უმეტესობა მომხმარებელბის, რომლებიც ირჩევენ ძველ იარაღს პირველ რიგში ცვლიან ძველი ტიპის სამიზნე მოწყობილობებს ახლებით. ასევე მიუხედავათ იმისა, რომ დღეს უმრაველსობა საბრძოლო და თავდაცვის პისტოლეტების უკვე ქარხნიდან გამოდის სავსებით ადეკვატური სამიზნე მოწყობილობებით, მაინც შეიარაღებული პროფესიონალები აყენებენ მათზე ისეთ მოდელებს, რომლებიც 100% პასუხობენ მათ სპეციფიურ მოთხოვნებს. ქარხნული თანამდეროვე სამიზნეების უმეტესობა წარმოადგენს კლასიკურ რკინის სამიზნე მოწყობილობებს, რომლებსაც დამატებით გააჩნიად თეთრი ზოლები ადვილი დაზმინებისათვის. მაგრამ მათი უმეტესობა არის მარტივი და იაფი ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში აპრიორი არასკამრისად გამძლე, როგორიცაა მაგალითად გლოკის სტანდარტული პლასტმასის სამიზნე მოწყობილობები.  ზოგი კომპანია თავიდანვე აყენებს კარგი მწარმოებლის საბრძოლო სამიზნე მოწყობილობებს მაგრამ ეს ზრდის იარაღის საბოლოო ფასს.

sight

სურათზე ჩანს სტანდარტული სამიზნე მოწყობილობების ფორმების და შესრულების  მრავალფეროვნება სხვა და სვხა იარაღის მწარმოებლებს შორის.

დამატებით არსებობს მოსაზრება, რომ ზოგადად ფიქსირებული სამიზნე მოწყობილობების უფრო გამძლეა ვიდრე რეგულირებადი. ეს ძირითადში ასეა, თუმცა არსებობს უკიდურესად გამძლე რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები, რომლებსაც უშვებენ მაგალითად კომპანიები Bo Mar ან MMC. რეგულირებადი სამზინე მოწყობილობების პლიუსი არის ის, რომ შესაძლებელია უფრო ზუსტი მისროლა ვიდრე არარეგულირებადი სამზინე მოწყობილობებით. ვერტიკალური გაფნტვის პირობებში, გამოსაცვლელი იქნება მთლიანი ცელიკი, ხოლო რეგულირებადი ცელიკის შემთხვევაში, საკმარისია შესაბამისი შესწორების შეტანა ნაწილების გამოცვლის გარეშე.  ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობაა მაგრამ არა გადამწყვეტი.

MMC

უკიდურესად გამძლე და საიმედო რეგულირებადი ცელიკის მაგალითი. ამ შემთხვევაში MMC “Combat Adjustables” დაყენებული ზიგ–ზაუერზე. ორივე მხრიდან ”ცელიკი” დაცულია მასიური ფოლადის “ყურებით”, როგორც ადრე პისტოლეტ –ტყვიამრქვევ უზის შემთხვევაში.  

ღამის სამიზნე მოწყობილობები

მათი ისტორია იწყება 1970–ანი წლებიდან, როდესაც ხულიო სანტიაგომ პირველად შექმნა Bar-Dot-ი,  ცელიკი ტრიტიუმის ელემენტებით, რომლებიც ანათებდა სიბნელეში. ტრიტიუმის სამიზნე მოწყობილობების ნათების “სიმძლავრე” საკმაოდ დიდია ხოლო ნათების ხანგრძლივობა 10–15 წელი.  აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ვინაიდან სამიზნეები შეიცავდა რადიოაქტიურ ნივთიერებას, მათი დამზადების და გაყიდვისთვის იყო საჭირო სპეციალური ნებართვა აშშ–ს ენერგეტიკის დეპარტამენტისგან.  მიუხედავად იმისა, რომ ტრიტიუმი რადიოაქტიური ნივთიოერებაა ( და შესაბამისად მას არ ჭირდება მზის შუქი რომ ანათოს ან დაიტენოს), მისი რაოდენობა სამიზნე მოწყობილობებში იმდენად მცირეა, რომ რომც გადაყლაფოთ შიგ მოთავსებული ტრიტიუმი, მიიღებთ ისეთივე დოზით რადიაცას, როგორც ერთ გარეთ გატარებულ მზიან დღეს. ასეთი სამიზნე მოწყობილობები საკამოდ ძვირი ღირს, 80–150 დოალრი, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ რკინის დეტალი ზედ დაწვეთებული ტრტიტუმით. პირიქით, ეს არის საკმაოდ რთული და მაღალტექნოლოგიური პროდუქტი. ტრტიუმი გაზის ფორმით არის წნევით დატუმბული გამჭირვალე პოლიმერის კოლბაში (რადიატორში), რომელიც თავსდება  ცელიკში და დამატებიტ ამორტიზაციისთვის და უკუცემის ენერგიის შთანთქვისთვის არის მოთავსებული რეზინის ამორტიზატორში. გარედან კოლბა შეიძლება იყოს დამატებით დაცული საფირის შუშის ფირფიტით, რომელიც დაიცავს კოლბას დაზიანებისგან. ასევე კოლბას გააჩნია, თეთრი რკალი რაც აადვილებს მათ სამიზნე მოწყობილობების გამოყენებას დღისით. სხვა და სხვა დიზაინები და ფერების კომბინაციები არის ხელმისაწვდომი. მაგალითად ყვითელი ორი წერტილი ცელიკზე და მწვანე მუშკა. განსხვავებული ფერები პირველად გამოიყენა კომპანია IWI-იმ. ასევე არის მაგალითად მეიარაღე დიკ ჰეინის მიერ მოგონილი ერთი მეორეს ზევით მოთავსებული ორი მწვანე წერტილი, ე.წ. “straight eight”. ზოგი ირჩევს მხოლოდ ტრიტიუმის მუშკას, ხოლო ცელიკი არის კონვენციონალური “რკინის”.  ტრიტიუმის სამიზნე მოწყობილობებს უშვებენ: Trijicon, IWI, Meprolight, AmeriGlo და სხვა მწარმოებლები.

ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ღამის სამიზნე მოწყობილობები სინამდვილეში გამოუსადეგარია, ვინაიდან ღამით ისედაც სამიზნე არ ჩანს და შესბამისად მისი იდენტიფიცირებაც და ცეცხლის გახსნაც შეუძლებელია. მე (და ჩემთან ერთად ექსპერტების უმეტესობა) ვთვლით, რომ ეს აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა. ტრიტიუმი კარგად ანათებს უმნიშვნელო დაბნელების პირობებშიც, როდესაც უკვე რთულია “რკინის” სამიზნე მოწყობილობების გარჩევა მაგრამ საფრთხის იდენტიფიცირება შესაძლებელია. გარდა ამისა თუ თქვენ ღამით თქვენ ეზოში ხედავთ სიბნელეში სილუეტს და თქვენ ბრძანბეაზე: სდეგ! ან რომელი ხარ! ისმის დედის გინება და გასროლა, სამიზნე წარმატებით იდენტიცირებულია და ცეცხლის გახსნაც შესაძლებელია. ტრიტიუმი იძლევა საშუალებას არა მხოლოდ დაუმიზნოთ სიბნელეში იდენტიფიცირებულ სამიზნეს არამედ მაგალიტად სწარაფდ იპოვოთ დავარდნილი იარაღი სიბნელეში.

DSC00384

საიტის ავტორის კუთვნილი .45 კალიბრის Cz97BD აღჭურვილი Meprolight Tru Dot ტიპის ტრიტიუმის სამიზნე მოწყობილობებით. დიდ წილად ამ პისტოელტის BD მოდიფიკაციის არჩევის მიზეზი იყო ის რომ მის  კომპლექტაციაში თავიდანვე იყო გათვალისწინებული აღნინული სამიზნე მოწობილობები.

ექსპრეს ტიპის სამიზნე მოწყობილობები

აღნიშნული დიზაინის ავტორი არის ეშლი ემერსონი, კომპანია Eshley Outdoors–ის დამფუძნებელი. კონსტრუქციულად ის წარმოადგენს დიზაინის მოდიფიკაციას, რომელიც უკვე ერთი საუკუნეა ცნობლი, და რომელიც ყენდებოდა მსხვილკალიბრიან ხრახნილულიან თოფებზე – ექსპრესებზე.  ეშლი ემერსონმა გამოიყენა ეს დიზაინი და მცირე შესწორებების შეტანით შექმნა ძალიან ეფექტური სამიზნე მოწყობილობების ტიპი. ის წარმოადგენ V ფორმის ცელიკს, რომელსაც შუაში აქვს თეთრი ხაზე, ხოლო ცელიკი არის მრგვალი ფორმის, რომელიც დამიზნებისას ამ V-s შიგნით “თავსდება”. მუშკა შეიძლება იყოს ტრიტიუმის რადიატორით.  ამ ტიპის  სამიზნე მოწყობილობა არის ძალიან მოსახერხებელი ხალხისთვის, რომელიც ახლოს ცუდათ ხედავს, დიდი ზომების და ადვილად აღთქმადი ფორმების გამო მისი გამოყენება სწრაფია და ადვილი. მინუსი?  25 მეტრზე და ზევით ძნელია ზუსტი სროლა. ბოლო ბოლო ექსპრეს ტიპის თოფები იყო განკუთვნილი ახლო მანძილზე სწრაფი სროლისთვის საშიშ ნადირზე ნადირობისას.  იგივე პრინციპი შენარჩუნებულია პისტოლეტის ექსპრეს ტიპის სამიზნე მოწყობილობებში. სისწრაფე და სიზუსტე ახლო მანძილზე მხოლოდ.  

xssightstop

ექსპრეს ტიპის სამიზნე მოწყობილობები, კომპნია XS Sight Systems მიერ წარმოებული. ამ შემთხვევაში დაყენებული Smith & Wesson–ის  M&Pსერიის პისტოლეტზე.

ოპტიკურ ბოჩკოვანი სამიზნე მოწყობილობები

ერთ ერთი ყველაზე უკანასკნელი მატება სამიზნე მოწყობილობების როგებშირ აირს ე.წ. ოპტიკურ ბოჩკოვანი (Fiber-optic) სამიზნე მოწყობილობები. კონსტრქუციის ძირითად ელემენტს წარმოადგენს ე.წ. “შუქის მილი”, გამჭირვალე ცილინდრი რკინის ან პლასტმასის ჩარჩოში, რომელიც აგროვებს დღის შუქს, ატარებს მას მილში და ფოკუსიებას უკეთებს მილის ერთ მხარეს. შესაბამისად იქმენა ილუმინაციის ეფექტი, რომელსაც ხედავს მსროლელი როგორც მანათობელ წერტილს, რომელიც ცოტათი უფრო კაშკაშაა ვიდრე გარშემო ობიექტები. ჯეფ კუპერმა თავის დროზე თქვა: თუ აპირებთ გამოიყენოთ კონტრასტული სამიზნე მოწყობილობები აირჩიეთ ის ფერი, რომელიც ბუნებაში იშვიათად გხვდებათ. მისაღებია ღია წითელი, ნარინჯის ფერი, კაშკასა ცისფერი და ასე შემდეგ. ფიბერ ოპტიკური სამიზნე მოწყობილობები გამოუსადეგარია ღამით, მაგრამ ზომიერი დაბნელების პირობებში ის საკმოდ ადვილად ხილვადია. მისი გამოყენება საბრძოლო და თავდაცვის იარაღში საკმაოდ შეზღუდულია, მაგრამ სპორტში და ნადირობაში ის დომინირებს.  კონსტრუქციის მინუსია, რომ “შუქის მილი” უნდა იყოს ღია, რომ შუქს ეფექტურად აგროვებდეს. ღია დიზაინი განაპირობებს მილის დაზიანების ალბათობას.  ასეტი კონსტრქუციის ერთ ერთი უპირატესობა არის მათი მარავალფეროვნება და ასევე დაბალი ფასი. ფიბერ ოპტიკურ სამიზნე მოწყობილობებს უშვებენ AmeriGlo, Hi-Viz (ძირითადად პლასტმასის ჩარჩოებით დამზადებული) და სხვა კომპანიები.  

HGcombative_061207F

სურათზე ჩანს ფიბერ ოპტიკური მუშკების ნაირსახეობები, ზოგი უფრო კაშკაშაა ზოგი უფრო ნაკლებად. დიზაინი თავიდანვე არ არის გათვლილი ინტენსიურ ექსპლუატაციაზე და ცუდათ იტანს დარტყმებს.   

როდესაც ეს სტატია უკვე მზად იყო, ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ კომპანია Hi-Viz–მა გამოუშვა ახალი ტიპის ფიბერ ოპტიკური მუშკა, რომელიც ფოკუსირებას უკეთებს შუქს პირდაპირ მსროლელის დომინანტ თვალისთვის, და მეორე თვალისთვის ის უხულავი რჩება. როგორც ჩანს ფიბერ ოპტიკურ სამიზნეებში კიდევ ყველაფერი მოგონილი არ არის.

Ghost Ring

აღნიშნული ტერმინის ავტორი არის ჯეფ კუპერი. ასე ამნ დაარქვა ილეტს, რომელსაც იყენებდნენ მე–19 საუკუნის მაერიკელი ირმებზე მონადირეები. ისინი ხსნიდნენ აპერტურული ცელიკიდან დისკებს და იყენებდნენ იმ რგოლებს, რომელშიც ეს დისკები ეყენა. მიზეზი იო მარტვივი. ცნობილია, რომ აპერტურული, დიოპტრიული სამიზნეები ძალიან ზუსტია, მაგრამ ხვრელის ზომა რომლშიც იხედება თვალი იყო მცირე. რაც უფრო მცირე მით უფრო ზუსტი, მაგრამ მცირე ხვრელი ატარებს ნაკლებ შუქს ხოლო უმნიშვნელო დაბნლებას დაყავდა დიოპტრიული სამზინის ეფექტურობა ნოლამდე. უნდა ვაღიარო, რომ იგივე ილეთამდე მე მივედი დამოუკიდებლად, ჩემი სპორტული ტოზ–8–ის ქსპლუატაციის დროს.  როდესაც მე აღმოვაჩინე, რომ დიოპტრი უმნიშვნლო დაბნელებაში კარაგვს  თავის ეფქტურობას ანუ მასში უბრალოდ არაფერი არ ჩანს, მე ავიღე და მოვხსენი დისკი ხვრელით და დავიწყე იმ რგოლის გამოყენება, რომელშიც ყენდებოდა დისკი. 50 მეტრამდე მანძილზე სიზუსტის შემცირება იყო უმნიშველო.  იგივე პრინციპით მუშაობენ პისტოლეტის Ghost Ring–ები. მათი პოპულარობა არ არის დიდი ბუნებრივი მიზეზების გამო.  რგოლი შორსაა თვალებისგან, ის მაინც ატარებს ნაკლებ შუქს, სიბნელეში ის გამოუყენებელია. დაქვეითებული მხედველობის პატრონებს მოექონებათ ასეთი ტიპის სამიზნე მოწყობილობები, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ის  ნაკლებად ეფექტურია და შესაბამისად ნაკლებად პოპულარულია.

ნაკლებად ცნობილია Ghost Ring–ის მოდიფიკაცია, რომელიც წამროადგინა იარაღის ექსპერტმა გარი პოლ ჯონსტონმა. მან უბრალოდ გადაჭრა Ghost Ring–ი შუაზე. დიზაინი მოიწონა და გაუშვა სერიაში უეინ ნოვაკმა (ცნობილი სახელი სამიზნე მოწყობილობების წარმოებაში).

app-760

 Smith & Wesson 686–ზე დაყენებული Ghost Ring–ი …

sights

…და “გადაჭრილი “  Ghost Ring–ის მოდოფოკაცია Novak Tritium Ghost Sight დაყენებული M1991A1-ზე

ჯერ ჯერობით Novak რჩება ერთადერთი მწარმოებელი ასეთი ტიპის სამიზნე მოწყობილობის, მაგრამ სავარაუდოთ მა იდეას მალე სხვა მწარმოებლებიც აიტაცებენ.

ოპტიკური სამიზნეები

ოპტიკური სამიზნეების პისტოლეტებში გამოყენების პიონერი იყო მსოფლიო ჩემპიონი ჯერუ ბარნჰარტი, მან პირველად აღმოაჩინა 1980–ან წლებში, რომ “წითელი წერტილის” ტიპის სამზინე მოწყობილობა იყო ბევარდ უფრო სწრაფი და მოსახერხებელი დამიზნებაში ვიდრე ნებისნმიერი სხვა. ამ აღმოჩენის შემდეგ  პრაქტიკული სროლის ღია კლასში ოპტიკური სამიზნეები პისტოლეტზე არის ნორმა.  ყვლაზე დიდი უპირატესობა ასეტი ტიპის მოწყობილობის არის ის რომ დამიზნების ელემენტი – წერტილი მხოლოდ ერთია, და ის პროეცირებულია პირდაპირ სამზინეზე, რაც გამორიცხავს სიტუაციას, როგორიცაა მუშლა ფოკუსში –სამიზნე ფოკუსი გარეთ. ეს კი ძალიან სერიოზლული უპირატესობაა. პრაქტიკული სროლის სამყაროში “წითელმა წერტილებმა” ეგრევე ფეხი მოიკიდეს მაგრამ პრაქტიკული სროლა არის სპორტი, სპორტულ ინვენტარზე გაბარიტული ოპტიკური სამზინეების დაყენება არ წარმოადგებნდა პრობლემას.  ხოლო ოპტიკური საზმინის საბრძოლო პისტოლეტზე დაყენება საკამოდ რთული ტექნიკური დავალებაა.  ძალიან ბევრი რამე რაც ახასიათებს ოპტიკურ სამიზნეებს არის მიუღებელი, როდესაც ვსაუბრობთ საბრძოლო პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობებზე. ესენია პირველ რიგში:  გაბარიტები, დამოკიდებულება კვების ელემენტებზე, კონსტრუქციის გამძლეობა და ასე შემდეგ. მაგრამ ის, რაც იყო შეუძლებელი 20 წლის წინ გახდა შესაძლებელი დღეს.   პრინციპში პირველმა კომპანიამ, რომელმაც შეძლო მართლაც კარგი, საბრძოლო პისტოელტის ოპტკური სამოზინის შექმნა იყო Tasco. მათი სამზინე/კოლიმატორი Tasco Optima 2000, იყო გამძლე, მსუბუქი და მოსახერხებელი. მისი დიზაინი იძლეოდა საშუალებას გამოყენებულიყო ჩვეულებრივი რკინის სამზინე მოწყობილობებთან ერთად, რაც ელემენტების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში  იარაღი მიან მწყობრში რჩებოდა. კომპანია დაიხურა და სესაბამისად ოპტიმა 2000 უკვე ხელმიუწვდომელია.  ერთ ერთ კარგ დიზაინს ასევე წარმოადგენს J Point ტიპის კოლიმატორი. მისმა შემქნელმა ჯონ პოლმა თავდაპირველად შექმნს ის როორც სპორტული კოლიმატორი, მაგრამ  ის მალე გახდა პოპულარული პოლიციელებში და სამხედროებში. პოპულარობის მიზეზი ისევ და ისევ იყო კომპაქტურობა, საიმედოობა და გამძლე კონსტრუქცია.

img280

პირველი მერცხალი საბრძოლო პისტოლეტების ოპტიკაში, Tasco Optima 2000 დაყენებული Glock 26-ზე…..

M_P_J-Point-480x339

…და უახლესი J point დაყენებული “მძიმედ” მოდიფირებულ Smith&Wesson M&P 9-ზე

კოლიმატორებს გათვლილებს საბრძოლო და თავდაცვის იარაღზე ასევე უშვებენ Docter,  Trijicon და Burris

როგორც ხედავთ, უამრავი ტიპის და დიზაინის სამზინე მოწყობილობებია ხელმისაწვდომი. მათი შეკვეთა და ჩამოტანა შესაძლებელია. რომელი გჭირდებად კონკრეტულად თქვენ, თქვენი გადასაწყვეტია, მე შევეცადე მოკლედ და გასაგებ ფორმაში მეამბო, როგორც მათ კონსტრუქციაზე ასევ მათ სუსტ და ძლიერ მხარეებზე.

Stay safe!

 

Shooter



One Response to “თანამედროვე საბრძოლო სამიზნე მოწყობილობები”

  1. [...] სამიზნე მოწყობილობები. გლოკის სტანდარტული პლასტმასის მოწყობილობები არის ძალიან ფაქიზი და ადვილად ტყდება და იცვითება. მსუბუქი დარტყმაც საკმარისია, რომ გლოკს წაატეხოთ “მუშკა”. უკანა სამიზნე მოწყობილობა გაცილებით გამძლეა და უპრობლემო მაგრამ პლასტმასა ექსპლუატაციისას ადვილად იცვითება.  ამიტომ 90-100 დოლარის ინვესტიცია კარგ რკინის ტრიტიუმიან/ღამის სამიზნე მოწყობილობებში იქნება გონივრულად დახარჯული ფული.  თუ თანხა გენანებათ და თვლით, რომ მაინც და მაინც არ გჭირდებათ ასეთი სამიზნე მოწყობილობები მაშინ შუალედური გამოსავალია მხოლოდ “მუშკის” შეცვლა. ეს დაგიჯდებათ 40 დოლარი “მუშკაში” ტრიტიუმით და 25-30 დოლარი „მუშკაში“ ოპტიკურ ბოჭკოვანი მილით. თუ 20 დოლარიც გენანებათ, მაშინ იყიდეთ სტანდარტული სათადარიგო პლასტმასის „მუშკა“ რომელიც 5 დოლარი ღირს. ჩემი აზრით ქარხნული პალსტმასის სამიზნე მოწყობილობების გამოცვლა არის ერთადერთი მოდიფიკაცია, რომელიც არის ჩემი აზრით აუცილებელი. სხვა და სხვა მოდელის, ტიპის და დანიშნულების სამიზნე მოწყობილობები არის ხელმისაწვდომი, საუკეთესო მოდელებს უშვებენ კომპანიები, Meprolight, Trijicon, XS, Ameriglo და ასე შემდეგ. სტატია პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობების სახეობებზე იხილეთ ამ ბმულზე. [...]

დატოვეთ კომენტარი