Cz 97 – ჩეხური პისტოლეტი ამერიკული ფესვებით

ჩემი აზრით Cz97 არის ერთ ერთი ყველაზე მე ვიტყოდი დაუმსახურებლად ყურდღება არ მიქცეული .45 კალიბრის პისტოლეტი. ცნობილი და პოპულარული მხოლოდ ვიწრო წრეებში არა და ეს იარაღი გაცილებით მეტ ქებას იმსახურებს.  მე თვითონ 6 წელი მივდიოდი ამ იარაღის შეძენამდე და ეხლა ვნანობ რომ აქამდე ის არ ჩავიგდე ხელში.

DSC00377

მე მაქვს ვერსია, რომ .45 კალიბრის არც ტუ ისე დიდი პოპულარობა პოპულარობა (ის ფართოდ გავრცელებულია პრაქტიკულად მხოლოდ ჩრდილო ამერიკაში) ისევე, როგორც .45–ის ჩანაცვლება 9მმ–ნი და .40 კალიბრით განპირობებულია პირველ რიგში არა ბოლო კალიბრების ბალისტიკური უპირატესობებით არამედ თვითონ .45 კალიბრის იარაღის გეომეტრიით და ასევე წმიდა ეკონომიკური მოსაზრებებით. საქმე იმაშია, რომ .45–ით კარგად სროლას ჭირდება დრო და ვარჯიში, უფრო მეტი ვიდრე უფრო მცირე კალიბრების შემთხვევაში. .45 ვაზნა უფრო ძვირია და ბოლოს .45 კალიბრზე გათვლილი იარაღი არ და ვერ იქნება მოსახერხებელი მსროლელებისათვის, რომლებსაც აქვთ პატარა ზომის ხელები.  ამასთანავე ქალების რაოდენობა სულ უფრო იზრდება როგორც შეიარაღებულ ძალებში ისევე ძალოვან სტრუქტურებში, შესაბამისად პარლელურად იზრდება მათი ადეკვატური იარაღით უზრუნველყოფის საკითხი. ორი ზომის იარაღის შეძენა (მაგალითად სრული ზომის პისტოლეტი  და მისი კომპაქტური მოდიფიკაცია) არის მიღებული პრაქტიკა ძალოვან სტრუქტურებში  და ეს განპირობებულია, როგორც ფარული ტარების აუცილებლობით ასევე იმისთვის, რომ პატარა ხელების პატრონებმა შეძლონ იარაღის ეფექტური გამოყენება. აღნიშნული პრაქტიკა რა თქმა უნდა უცნობია საქართველოში სადაც მუდამ ან ველოსიპედს იგონებენ ხელახლა ან ყველაფერი 20–30 წლის დაგვიანებით ჩადის ან საერთოდ ვერ ჩადის ხოლმე. შესაბამისად სამოქალაქოში ჩაცმული თანამშრომლებისთვის მაკაროვი კვლავ რჩება არჩევანის იარაღად იმიტომ რომ გაბარიტული HS-9 მათთვის ზედმეტი წონაა. ცხადია ამ რეალობაში მსხვილი .45 კალიბრის პისტოლეტები არ ჯდებოდა. ცოტა უკან, რომ დავბრუნდეთ მე უნდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ სრული ზომის ფოლადის ან პოლიმერის რესივერიანი .45 კალიბრის პისტოლეტის უკუცემა არ არის არც აუტანელი და არც ზედმეტად ძლიერი. .45 ოპერირებს დაბალ წნევებზე, ხოლო იარაღებს ამ კალიბრში აქვთ საკმარისად მოსახერხებელი ტარები და დიდი წონები, რაც კიდე უფრო ახშობს უკუცემას. სურათი იცვლება თუ ჩვენ ვხმარობთ კონპაქტურ ან სუბკომპაქტურ პისტოლეტებს. მათ “დამუღამებას” უკვე გაცილებით მეტი დრო ჭირდება და ისინი მოითხოვენ მსროლელისგან სროლის ოსტატობის მაღალ დონეს. გარდა ამისა მათ გააჩნიათ საკმაოდ მცირე ტევადობის (დღევანდელი სტანდარტების მიხედვით) მჭიდები. მაგალითად სუბკომპაქტური Glock 36–ის მჭიდის ტევადობა “სულ რაღაც” 6 ვაზნაა. იგივე ზომის 9მმ–ნი Glock 26–ის ტევადობა არის 12 ვაზნა, ორმაგი განსხვავება. Glock 26 ჭორდება ნაკლები მომზადება, ის მოსახერხებელია ყველანაირი ანატომიის ადამიანისთვის, მას ჭირდება ნაკლები მჭიდები სტანდარტული ტყვიაწამლის მარაგისთვის, რომელიც უნდა ქონდეს მის ოპერატორს, 9მმ–ნი ვაზნა უფრო იაფია ვიდრე .45 და არსებობს დახვეწილი ექსპანსიური ვაზნების დიდი არჩევანი რაც ზრდის 9მმ–ნი ვაზნის ეფექტურობას.  არჩევანი? უმეტეს შემთხვევაში ეს იქნება Glock 26. ეხლა გავიმეორებ ჩემ აზრს: .45 პოპულარობის შემცირება განპირობებულია ფაქტორებით, რომლებიც პირდაპირ არ უკაბშირდებიან ვაზნის ბალისტიკურ მახასიათებლებს, არამედ უფრო უკავშირდება გარეშე ფაქტორებს, როგორებიცაა ეკონომიკური ფაქტორები, ამ კალიბრზე გათვლილი იარაღის გეომეტრიული ზომები და ასევე მისი მომხმარებელების ანატომია. ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ტყვიაწამლის მწარმოებლები სთავაზობენ დღეს ძალიან რთულ და დახვეწილ ტყვიის კონსტრუქციებს სხვა და სხვა მათ შორის მცირე კლაბრებში, რაც კიდე უფრო ზრდის მათ ეფექტურობას და ამცირებს ტყვიის დიამეტრის ზომის ფაქტორს. 

მაგრამ, ამავე დროს  უნდა ავღნიშნო, რომ იქ სადაც ალბათობა მოხვდე შეიარაღებულ შეტაკებაში არის დიდი ხოლო არჩევანი იარაღის არის თავისუფალი .45 კვლავ ინარჩუნებს პოზიციებს. მაგალითად რამოდენიმე ელიტარული სპეცდანიშნულების ნაწილი აშშ–ს შეიარაღებულ ძალებში დღემდე იყენებს .45 კალიბრის პისტოლეტებს. ესენია პირველ რიგში საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის სადაზვრევო ნაწილები (Kimber ICQB) და სამხედრო საზღვაო ძალების  სპეცდანიშნულების   რაზმი SEAL (Heckler&Koch Mk23).  .45 ასევე ინარჩუნებს პოზციებს პოლიციურ სტრუქტურებში და უბრალო იარაღის მოყვარულებში. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ .45 კალიბრის სრული ზომის ავტომატური პისტოლეტი არის პირადი თავდაცვის იარაღის კვინტესენცია და პროფესიონალების ყველაზე კარგი არჩევანი, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, რომ .45ACP რჩება ეტალონურ თავდაცვის კალიბრად, რომლის ეფეტურობა არასდროს არ დამდგარა ეჭვქვეშ. მასად აიუბი, ჯეფ კუპერი, პიტერ კოკალისი და ბევრი სხვა გურუ რღებიან .45–ის ქომაგად და ეს ნამდვილად რაღაცას ნიშნავს. 

ეხლა კიდე დაუბრუნდეთ სტატიის ძირითად თემას. ცნობილია, რომ ჩეხურ კომპანია Česká zbrojovka Uherský Brod (დაფუძნებული 1936 წელს)  უკავია ძლიერი პოზიციები აშშ–ს ბაზარზე.  მისი იარაღი სარგებლობს ამ ქვეყანაში დიდი პოპულარობით, და ფასობს ხელმისაწვდომი ფასის და მაღალი  ხარისხის გამო. ბუნებრივია, რომ ამ კომპანიაში გაჩნდა იდეა შექმნილიყო იარაღი ამერიკისთვის  ტრადიციულ კალიბრში ანუ .45–ში. ამ გზით წავიდა ბევრი ევროპული მწარმოებელი – იგივე ზიგ ზაუერი ან ტანფოლიო, ძირითადად 9მმ–ნი პისტოლეტების ბაზაზე შესაბამისი .45 კალიბრის მოდელების შექმნით.  იგივე გზით მაგრამ პატარა ცვლილებებით წავიდნენ ჩეხებიც.  მიუხედავად იმისა, რომ ჩზ97 შექმნილია Cz 75–ის ბაზაზე განსხვავებები საკმაოდ ბევრია. სრული სიგრძის რესივერი, ჩაკეტვა ხდება არა ლულაზე განთავსებული ”უპორების” მეშვეობით არამედ ისევე როგორც პირველად Sig Sauer P220-ზე, სადაც ლულა იკეტება პირდაპირ ექსტრაქციის ფანჯარაზე. ასევე ლულის ცენტრირება საკეტში ხდება სპეციალური ”ვტულკის” მეშვეობით.   საკეტის ზედა მხრიდან განლაგებულია ვაზნის ინდიკატორი. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე ძალიან აუცილებელია, მაგრამ სავაზნეში ვაზნის არსებობა შეიძლება   შემოწმდეს ვიზუალურად და ხელით, როდესაც ინდიკატორი არ ჩანს, მაგალითად სიბნელეში.  პისტოლეტის წარმოება დაიწყო 1997 წელს და დღემდე გრძელდება. 1999 წელს ჟურნალ Soldier of Fortune-ის ამერიკულმა რედაქციამ გამოცადა მთელი რიგი სრული ზომის .45 კალიბრის პისტოლეტები და  აღიარა, რომ Cz97 არის “ყველაზე ზუსტი სერიული .45 კალიბრის პისტოლეტი”.

არსებობს პისტოლეტის ორი მოდიფიკაცია, სტანდარტული B მოდელი და BD, აღჭურვილი დეკოკერით, რომელმაც შეცვალა არაავტომატური დამცველი.  მე ავირჩიე BD მოდელი რიგი მიზეზების გამო. პირველ რიგში მე არ მინდოდა დამცველი. მიმაჩნია, რომ ორმაგი მოქმედების იარაღზე ის ზედმეტია. გარდა ამისა BD მოდელი აღჭურვილია შავი რეზინის სახელურით და ასევე Meprolight-ის გამოშვებული ტრიტიუმის სამიზნე მოწყობილობებით რაც უკვე უპირატესობაა. განსხვაბვება ფასში შეადგენს სულ 70 ევროს რაც არც ისე ბევრია. 

ეხლა რაც შეეხება იარაღის ერგონომიკას. Cz97 დიდია, ის ძალიან დიდია. ამას ხვდები იმ მომენტიდან, როდესაც მას პირველად დაინახავ ან ხელში აიღებ.  ზუსტად ამან გადამაფიქრებინა მისი შეძენა 8 წლის წინ. Cz97-ის წონა ვაზნების გარეშე შეადგენს 1.09 კილოგრამს, რაც ბევრია. მაგრამ ამავე დროს იარაღი საკამოდ თხელია, ხოლო ერგონომიკა ….. მე არ მეგულება არც ერთი სხვა პისტოლეტი, რომელიც ხელში ჯდება ისე კარაგდ და ბუნებრივად როგორც  Cz97.  პრაქტიკულად ის ხელში იგრძნობა, როგორც სპორტული პისტოლეტი,  ინდივიდუალურად მორგებული მსროლელის ხელზე. დიდ როლს ამაში თამაშობს ასევე შესანიშნავი რეზინის სახელურის პანელები.   სასხლეტს დაჭირდა პატარა დამუშავება რაც გამოიხატა 800–1000 შეყენება დაშვბეაში, რის შემდეგაც ის გახდა უფრო რბილი და ერთგვაროვანი.

34

Cz92 შედარებაში 9მმ–ან Beretta 92FS Inox–თან. სხვაობა არც ისე დიდია, თუმცა არც ბერეტა არ არის კომპაქტური იარაღი.  

რომ შევადაროთ ის სხვა .45 კალიბრის პისტოლეტებს მაშინ Cz97 თავისი ზომა–წონით აბსოლუტირად ბუნებრივად გამოიყურება. ის იგივე წონისაა რაც მაგალითად .45 კალიბრის M1911A1 ან Sig Sauer P220 ფოლადის რესივერით. ამასთანავე ის უფრო თხელია, იტევს მეტ ვაზნას  და უფრო იაფიც ღირს. კოლტის .45 კალიბრაინისგან ის განსხვავდება მჭიდის გაზრდილი ტევადობით (10 ვაზნა 8–ს წინააღმდეგ) და რაც მთავარია აქვს შესანიშნავი, ორმაგი მოქმედების დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმი.  სუბიექტურად Cz97 ხელში უფრო კარგადაც ზის ვიდრე M1911A1 მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია.

იარაღს კომპლექტში მოყვება, პლასტმასის კეისი, ინსტრუქცია, ქარხნული ტესტირების სამზინის ასლი, ორი მჭიდი, სპეციალური ინსტრუმენტი ლულის “ვტულკის” მოსახსნელად და გასაღებიანი საკეტი. რესივერზე აქვს CZ-USA–ს საიმპორტო დამღა რაც მეტყველებს იამზე, რომ იარაღი აშშ–ს ბაზრისთვის იყო დამზადებული.

მიუხედავად მზგავსობისა Cz75–თან, 97–ე ცოტა სხვანაირად იშლება. საკეტი ეხსნება ისევე როგორც Cz75 ის შემთხვევაში, შემდეგ კიდე უნდა ამოიღოთ დამაბრუნებელი ზამბარა, ფოლადის ცილინდრი მოყვება მას და ათავისუფლებს ლულის “ვტულკას’, შემდგომ იხსნება ლულის ვტულკა და ლულა გამოდის გარეთ. მეტი დაშლა ჩვეულებრივი წმენდისთვის და მომსახურებისთვის საჭირო არ არის. 

DSC00396

საკეტი აწყბილს მდგომარეობაში

როგორც უკვე ავღნიშნე იარაღი ცნობლია თავისი უნიკალური სიზუსტით. ამას განაპირობებს რა თქმა უნდა შესანიშნავი ერგონომიკა და ასევე ლულის “ვტულკა” რომელიც დამატებით აფიქსირებს ლულას და ასევე სრული სიგრძის საკეტის “სალაზკები”, რაც უზრუნველყოფს საკეტის საიმედო ფიქსაციას და მინიმალურ რხევას, სროლიდან სროლამდე.

img0840zx1

სიზუსტის დამადასტურებელი ფოტოსურათი ინტერტენტიდან (სროლის მანძილი 23 მეტრი), მე თვითონაც ვიტყოდი სიამოვნებით Cz97–ის სიზუსტეზე მაგრამ უაზრო კანონმდებლობა  მიკრძალავს მის სახლიდან გატანს.

რას ვისურვებდი მე დამატებით ამ იარაღში? პირველ რიგში დამაბრუნებელი ზამბარის ღერძს ფოლადისგან, ასევე ფოლადის ძირებს მჭიდებისთვის (ეს კიდევ უფრო შეამცირებდა გაბარიტებს)  ასევე იარაღის ქამრის სამაგრს ტარის ქვედა ნაწილზე, არჩევანი, რომ მქონოდეს სავაზნის ინდიკატორზეც ვიტყოდი უარს. იაარღის გაბარიტებიდან გამომდინარე მჭიდის ევადობა შეიძლება ცოტა გაზრდილიყო თუნდაც 12 ვაზნამდე. ვისურვებდი, რომ ნემსა პირდაპირ ამოდიოდეს საკეტიდან როგორც პირველ Cz75–ში. იარაღს აქვს სრული ზომის რესივერი, მასზე დაყენებული უნივერალური სამაგრი იქნებოდა აბსოლუტურად ბუნებრივი, თუმცა მისი მანდ დამაგრება პრინციპში პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ფოლადის, ზუსტი ჩამოსხმის მეთოდით დამზადებული რესივერი უპრობლემოდ აიტანდა ორ ხვრელს ხრახნებისთვის რაც საკამრისი იქნებოდა, რომ დამაგრებულიყო უნივერსალური სამაგრი.   მომავალში შეიძლება ასეც გავაკეთებ….  

Shooterscentral–ის დასკვნა

Cz97 წარმოადგენს ხარისხიან და საიმედო .45 კალიბრის იარაღს, რომელსაც გააჩნია საბრძოლო და სამომხმარებლო თვისებების მშვენიერი ნაკრები, როგორიცაა: შესანიშნავი ერგონომიკა, მთლიანად ფოლადის კონსტრუქცია, ორმაგი მოქმედების  დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი და შესანიშნავი სიზუსტე. დიდი უპირატესობაა ასევე მისი ხელმისაწვდომი ფასი. ასევე ის გაცილებით უფრო თხელია ვიდრე ნებისმიერი სხვა .45 კალიბრის პისტოლეტი ორ რიგიანი მჭიდით. ამასთანავე ის არ გამოდგება სუსტი აღნაგობის მსროლელებისათვის და პატარა ხელების პატრონებისათვის. მისი დიდი მასა და გაბარიტები ართულებენ იარაღის ფარულ ტარებას.



დატოვეთ კომენტარი