ყველაფერი ჩზ-75 ტიპის პისტოლეტებზე და მის მოდიფიკაციებზე

image014

Thursday, March 19th, 2009

 

ჩზ-75 ტიპის პისტოლეტები საქართველოში ძალიან ფართოდაა წარმოდგენილი და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ ასე, რომ გადავწყვიტე დამემატებინა კიდევ ერთი თემა სერიიდან “ყველაფერი …… შესახებ”. ჩვეულებრივ წინასწარ ვიხდი ბოდიშს ორფოგრაფიული შეცდომებისათვის რომლებსაც აუცილებლად გამოვასწორებ და ასევე ჟარგონული სიტყვებისთვის. ტექნიკური ტერმინების “გადმოქართულება” ჯერ ჯერობით მიჭირს.

ძირითადი ტაქტიკურ ტექნიკური მონაცემები
წონა მჭიდის გარეშე (ჩზ-75 “A”) – 1000 გრ*
ლულის სიგრძე – 120 მმ*
მთლიანი სიგრძე – 206მმ*
მჭიდის ტევადობა – 15/16*

*განსხვავდება მოდელების მიხედვით

მოკლე ისტორია
აღნიშნული პისტოლეტი შექმნილი იყო ძმები კოუჩეკი და იოსებ ფრანტიშეკის მიერ, რომლებიც იყვნენ ინჟინერები კომპანია Ceska Zbrojovka-ში განლაგებული ჩეხეთში ქალაქ უჰერსკი ბროდის მახლობლათ (Uhersky Brod).
უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი სტატია ამ პისტოლეტზე არ იწერება, სადაც არ იქნება აღნიშნული ის საოცარი ფაქტი რომ ასეთი ტიპის იარაღი წარმოებულ იქნა სოციალისტური ბლოკის ქვეყანაში სადაც მაგ დროს სულ სხვა ტიპის პისტოლეტის ვაზნა იყო უნიფიცირებული როგორც ვარშავის შელშეკრულების წევრ ქვეყნის. (7.62X25 ტტ და 9X18 მაკაროვი). ალბათ საქმე იმაშია, რომ ჩეხები მაინც არასდროს არ იყვნენ იმ (კომუნისტრუ საბჭოური) სამყაროს ნაწილი და ამიტომაც ცოტა უფრო განსხვავებულათ აზროვნებდნენ და ხვდებოდნენ რა ტიპის იარაღი ჭირდებოდათ მათ ან დაჭირდებოდათ მომავალში. ამიტომაცაა რომ ჩვენი დიდი მეზობელი დღემდე შეიარაღებულია მორალურად მოძველებული მაკაროვის სისტემის პისტოლეტებით ხოლო ჩზ-75 რჩება ერთ ერთ ყველაზე გავრცელებულ სამხედრო, პოლიციურ და სამოქალქო პისტოლეტად მსოფლიოში დღემდე.
ასეა თუ ისეა პირველად 1975 წელს ნაჩვენები პისტოლეტი ნამდვილად ძალიან კარგი მახასიათებლებით და თვისებებით გამოირჩეოდა.
აშკარად კონსტრუქტოტრებმა ბევრი იდეა გადმოიღეს იმ დროს ერთ ერთი ყველაზე ძლიერი და ეფექტური სამხედრო პისტოლეტისგან ბრაუნინ ჰაუ პაუერი.  პისტოლეტი ისეთივე კომპაქტუარია, თხელია, მთლიანად ფოლადისაა და ვიზუალურადაც წააგავს ჰაი პაუერს თუმცა ტექნიკურად საკმაოდ განსხვავდება. პისტოლეტის ავტომატიკა იყენებს უკუქცევის ძალას ლულის მოკლე სვლასთან ერთად, ლულა იკეტება ორი საბრძოლო “უპორის” მეშვეობით რომელიც განლაგებულია ლულის ზედა ნაწილზე, რომლებიც თავისმხრივ თავსდებიან შესაბამის “პაზებში”  საკეტის შიგნით . ლულის დაწევა ხორციელდება კლასიკური ბრაუნინგის სისტემით (ლინკის გარეშე). იარაღის თავისებურებაა რომ საკეტი მოძრაობს ღარებში რომლებიც ზატვორის შიგნითაა განლაგებული.  ეს ამცირებს მათი დაბინძურების საშიშროებას. ამცირებს ვიბრაციას და შესაბამისათ ზრდის სიზუსტეს.
ჩზ-75 ტიპის პისტოლეტებს აქვთ ლულები პოლიგონალური და კლასიკური ხრახნილებით, მათი წმენდა და მოვლა ძალიან ადვილია ხოლო მათ რესურსზე დადის ლეგენდები. საერთოდ ჩზ–ს ნებიმსიერი პროდუქციის ყველაზე ძლიერი მხარეა საუკეთესო ფოლადისგან დამზადებული საუკეთესო ხარსხის ლულები შესანიშნავი მონაცმეებით.  ბევრი დაობს ჩზ–ს ხარსხზე, საიმედოობაზე, დაფარვის ტიპებზე მაგრამ არავინ არასდროს არ დაობს ლულის ხარსხზე და სიზუსტეზე.
ჩზ–75–ის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედებისაა და იყენებს ღიად განლაგებულ დამრტყმელს (ზოგ სპორტულ მოდელს აქვს ერთჯერადი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი). საბაზო ვარიანტში ჩზ-75 გააჩნია გარედან განლაგებული დამცველი რომელიც იძლევა საშუალებას ატარო შეყენებული იარაღი გააქტიურებული დამცველით, განსხვავებით ბევრი მსი კლონისგან დამცველის ჩართვა დაწეულ ჩახმახზე შეუძლებელია რაც ჩემის აზრით ძალიან კარგია და მოსახერხებელი.
ჩზ–75–ის მეორე ყველაზე გავრცელებუი მოდიფიკაცია ჩზ-85, გამოდის 85 წლიდან და ერთადერთი განსხვავება არის ორმხრივი მართვის ორგანოები. მას მერე, რაც ჩზ-75 დაემატა ნემსას დამცველი, ჩზ-85-მა განიცად იგივე მოდიფიკაცია და მიიღო ინდექსი ჩზ-85B
ჩზ-75 და მისი კლონები ძალიან ბევრ ქვეყანაშია მიღებულია შეიარაღებაში, მათ შორის განვითარებად ქვეყნებში, აზიასა და აფრიკაში, რასაც ხელს უწყობდა ჩეხეთში ადრე არსებული საკმაოდ ლიბერალური კანონმდებლობა, რომელის აწესრიგებდა საექსპორტო პისრობებს. თავისი დაბალი ფასის და მაღალი საბრძოლო თვისებების გამო ის ასევე ძალიან პოპულარულია იარაღის სამოქალქო ბაზაზრზე. წარმატებულად იყიდება აშშ-ში. უნდა აღინიშნოს რომ ჩზ-ს პისტოლეტები მაიმც და მაინც დამზადების დიდი ხარსხით არ გამოირჩევიან მაგრამ ისინი ნამდვილად საიმედო და გამძლეები არიან. საქართველოში ჩზ საკმაოდ პოპულარულია მაგრამ მაგალითად პრიბალტიკის ქვეყნებში ჩზ-ს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს იმის გამო, რომ ერთ დროს მანდ მოხდა, როგორც ჩანს ბრაკიანი იარაღის დიდი პარტია, თუმცა ეს იშვიათი გამონაკლისია.  1975 წლიდან ჩზ-75/85 არის დახვეწილი, გამძლე სისტემა, რომელიც მოითხოვს მინიმალურ ყურადღებას მფლობელისგან და იშვიათად საჭიროებს ხელოსნის ჩარევას.

მოდელები

(პირვლეი მერცხალი ჩზ-75 აღარ გამოდის)

 

CZ- 75B – განსხვავდება პირველი ვარიანტის  ჩზ-75-გან დამრტყმელის ავტომატური დამცველით და მცირე კოსმეტიკური დეტალებით.

http://www.ceskazbrojovka.com/index.php … 10&lang=en

 
CZ- 75BD – განსხვავდება იმით რომ დამცველის მაგივრად აქვს მხოლოდ “დეკოკერი” ანუ ჩახმახის უსაფრთხო დაშვების ღილაკი.

http://www.ceskazbrojovka.com/index.php … 11&lang=en

CZ- 75DAO – დამრტყმელ სასხელტი მექანიზმი მხოლოდ ორმაგი მოქმედების

CZ- 75SA – სპორტული მოიფიკაცია. დამრტყმელ სასხლეტი მექანიმზი “ერთჯერადი” მოქმედების “single action”.

http://www.ceskazbrojovka.com/index.php … 72&lang=en

CZ- 75 Automatic – მოდიფიკაცია რომელიც ისვრის ჯერებით. ადრეული ვარიანტები იყო დაგრძელებული ლულით, რომელსაც გააჩნდა ღაერები, რომლებიც ასრულებდნენ კომპენსატორის როლს. ასეთი ტიპის პისტოლეტებს ასევე გააჩნდა სამაგრი, რომლის საშუალებითაც მას წინიდან უმაგრდებოდა სათადარიგო მჭიდი, რომელიც ასრულებდა სახელურის ფუნქციას და ზრდიდა სროლის კომფორტს და სიზუსტეტს. სროლის ტემპი დაახლოებით 1000 გასროლა წუთში.

CZ- 75 Semicompact – კომპაქტური მოდიფიკაცია (ტარის სიგრძე როგორც სტანდარტულ მოდელებში)

CZ-75 Compact – კომპაქტური ვარიანტი, უკვე დამოკლებული ტარით, რომელშიც თავსდებოდა 13 ვაზნიანი მოკლე მჭიდი. ასეთი იარაღი ასევე “ითვისებს” სტანდარტულ მჭიდებს. ამ მოდიფიკაციის პისტოლეტებს აქვთ რამკა რომელიც დამზადებული ალუმინის შენანდობისგან (ამცირებს მასას)

http://www.ceskazbrojovka.com/index.php … =4&lang=en

CZ 75 D COMPACT (CZ 75 P-01) – კომპაქტური პისტოლეტი, რომელსაც გაჩნია ინტეგრირებული სამაგრი.

http://www.ceskazbrojovka.com/index.php … =7&lang=en

CZ-75 Champion – ტიპირი სპორტული პისტოლეტი. გაჩნია კომპენსატორი, სპორტული დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი (რეგულირებადი) ასევე რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები.

http://www.ceskazbrojovka.com/index.php … 17&lang=en

CZ-75 Tactical Sport – ერთ ერთი ყველაზე სერიოზულად მოდიფიცირებული მოდელი. გააჩნია მაღალი ხარისხის რეგულირებადი სპორტული დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა და სხვა მოდიფიკაციები, რომლებიც დაშვებულია საერთაშორიო პრაქტიკული სროლის ფედერაციის მიერ. აღსანიშნავია, რომ სტანდარტული მჭიდების ტევადობა შეადგენს 20 ვაზნას (კალიბრი 9X19 ლუგერი)http://www.ceskazbrojovka.com/index.php?p=32&idp=1&ids=4&idz=18&lang=en

CZ 75 KADET – მოდიფიკაცია გათვლილი .22LR კალიბრზე ანუ “გეკოზე”

http://www.ceskazbrojovka.com/index.php … 12&lang=en

CZ 75 SP-01 სტანდარტული ზომის საბრძოლო თანამედროე პისტოლეტი. გააჩნია ინტეგრირებული სამაგრი სხვა და სხვა ტიპის აქსესუარებისათვის. გაზრდილია მჭიდის ტევადობა, რომელშიც ჩადის 18 ვაზნა.  აქვს ასევე გარკვეული ტექნოლოგიური ცვლილებებიც. ეს იარაღი შეიძლება ჩავთვალოთ მომავალი თაობის ჩზ–75–ად.

http://www.ceskazbrojovka.com/index.php … 16&lang=en

CZ 75 SP-01 Shadow
მოდიფიცირებული სხვა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მოთხოვნების მიხედვით. არ გააჩნია დამრტყმელის ავტომატური დამცველი.

http://www.ceskazbrojovka.com/index.php … 08&lang=en

CZ 85 COMBAT განსხვავდება სტანდარტული მოდელისგან რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობით, სასხლეტს გააჩნია ზედმეტი თავისუფალი მოძრაობის გასაუქმებელი დეტალი და ასევე არ აქვ მჭიდის მუხრუჭი (ანუ მჭიდის მთლიანად ამოღება ხდება მხოლოდ შესაბამისი ღილაკის დაჭერით).

http://www.ceskazbrojovka.com/index.php … 14&lang=en

გარდამავალი მოდელები
1993 1994 წლებში, წარმოებულ იქნა მცირე რაოდენობით “გარდამავალი” მოდელები. ისინი ატარებდნენ კლასიკური და “B” მოდიფიკაციის იარაღის ნიშნებს მაგალითად კლასიკური საკეტი, რომელიც მოთავსებულია “B” მოდიფიკაციის რამკაზე. შეიძლება პისტოლეტს გააჩნდეს დაკუთხული სასხლეტის დამცველი და მომრგვალებული დამრტყმელი (”B” მოდელი) მაგრამ ქონდეს კლასიკური “A” მოდელის საკეტი და მართვის ორგანოები.  თუ ვინმე ამოიცნობს თავის იარაღში ზუსტად ასეთ პისტოლეტს, გილოცავთ თქვენ იშვიათი იარაღის პატრონი ხართ.

კლასიკური “A” მოდელის ჩზ -75-ის გაშლილი სურათი

cz75-686

 

ამ სურათზეა ჩზ–ს განსხვავებული მოდელები

834a3db120f1 

ამ სურათზე კი მისი სხვა და სხვა კლონები

d2633136d0cb 

კითხვა პასუხები

ჩემი პისტოლეტი არ აგდებს მჭიდს ღილაკზე დაჭერის შემდეგ.
ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ჩზ-75 ტიპის პისტოლეტების მოდელების უმეტესობა არის სამხედრო ტიპის. მჭიდის თავისუფალი ექსტრაქცია ასეთ მოდელებში არ არის სასურველი. მჭიდის “დამუხრუჭება” ხდება სპეციალური დეტალის მეშვეობით (ინსტრუქციქში ნაწილის ნომერი არის 24) მისი კონსტრუქცია და ზომა განსხვავდება სხვა და სხვა მოდელებში. სპორტულ პისტოლეტებში ის გაუქმებულია. 

შეიძლება თუ არა ამ ნაწილის მოხსნა ან გაუქმება?
კი შესაძლებელია და ამის რამოდენიმე გზა არსებობს (თუ არ ხარ დარწმუნებული ჯობია არ ცადო ასეთი მოდიფიკაცია)
1. დააყენო ანალოგიური ქარხნული ნაწილი რომელიც აღარ ამუხრუჭებს მჭიდს
2. მოღუნო ის (სახიფათოა, და შესაძლებელია მისი დაზიანება)
3. საერთოდ მოხსნა (მჭიდი ფიქსაცია აღარ იქნება საიმედო)
4. გააკეთო საკუთარი შემცვლელი ნაწილი

როგორ დავშალო ჩემი ჩზ მთლიანად?
ამას მე პირადათ არ გირჩევთ. მიუხედავათ იმისა რომ პიტერ კოკალისი თავის ცნობილ სტატიაში, რომელიც ეძღვნებოდა ჩზ-75-ს წერს რომ მის დაშლისას ის ვერ ხედავს დეტალების და ზმაბარების სიმრავლეს მინდა გითხრათ რომ ჩზ სკმაოდ რთული იარაღია და მისი დაშლა და აწყობა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. არ გირჩევთ საკუთარ იარაღზე გამოცადოთ გეყოფათ თუ არა უნარი მთლიანად დაშალო და ააწყოთ ის.  ვინც გამოცდილია ასეთ საკითხებში მას ეს არ გაუჭირდება. ვინც არა, ჯობია არც ეცადოთ.

არსებობს თუ არა ჩზ-75 .45 კალიბრში?
არა არ არსებობს. არსებობს მშვენიერი ჩზ-97 რომელიც გამოდის მხოლოდ .45 კალიბრში და განსხვავდება ჩზ-75-ის ტიპის პისტოლეტისგან. უფრო დაწრილებითი ინფრომაციისათვის იხილე ეს ლინკი http://www.world.guns.ru/handguns/hg97-r.htm

რა კალიბრებში გამოდის ჩზ-75/85 ტიპის პისტოლეტები?
ესენია 9х19мм პარა, .40SW და ნაკლებად გავრცელებული 9х21мм IMI.

არსებობს თუ არა “პლასტმასის” ჩზ-75???
არა არ არსებობს. თუმცა გამოდის მისი კლონები, რომლებსაც გააჩნია პოლიმერის რამკები, მაგალითად იერიხო , ბულ ჩეროკი და ასე შემდეგ.

ვინ უშვებს ჩზ-75-ის კლონებს?
ესენია პირველ რიგში იტალიური ფირმა ტანფოლიო http://www.tanfoglio.it/
ასევე მასთან მჭიდროდ მომუშავე Israel Weapons Undustries http://www.israel-weapon.com/. თურქული http://www.sarsilmaz.com.tr/. ყველაზე მაღალი ხარსხის კლონები გამოდის შვეიცარიაში, კომპანია ITM და Sphinx Systems Limited http://www.sphinx-systems.ch/, ჩინური Norinco, ამერიკული Springfiled Armory http://www.springfield-armory.com/ და კიდევ ერთი კომპანია იზრაელიდან Bull Transmark http://www.bultransmark.com/index2.htm

ჩზ-75-ის რომელი მოდიფიკაციები და კლონები იყიდება (შემოსულა) საქართველოში?
ალბათ ყველა. მე მინახია “A” მოდელები, სპორტული და უახლესი სპ-01 და ასე შემდეგ. კლონებს რაც შეეხება იყო და ეხლაც იყიდება ტანფოლიო, ბულ ჩეროკი, იერიხო, სარსილმაზი და ჩინური ჩზ-75

არსებობს თუ არა საქართველოში გამოშვებული ტანფოლიო?
ჩემი ინფორმაციით იტალიაში შეკვეთილი ნაწილებისგან რაღაც რაოდენობა ტანფოლიოს პისტოლეტებისა აიწყო და გაიყიდა საქართველოში. ზოგიერთს ან ყველას რამაზე მარცხენა მხარეს აქვს წარწერა “kavkasiony”. იმ ინფრომაციით რაც მე მაქვს იარაღი საკმაოდ დაბალი ხარსხისაა და საკმაოდ პრობლემატურია. ასევე ტანფოლიოს ეს მოდელები განსვავდებიან იმით რომ ვაზნის მიწოდებისას ექსტრაქტორი ზატვორს მოძრაობის ბოლო ეტპაზე ახტება მასრას და ის ექცევა ექსტრაქტორის ქვეშ (როგორც მაგალითად მაკაროვის სისტემის პისტოლეტში) თუ მაკაროვში ეს მუშაობს უპრობლემოთ (ძლიერი ზატვორის ზამბარა) სისტემაში მოძრავი ლულით სადაც ზამბარას ნაკლები ძალა აქვს ეს უკვე შეიძლება განხილულ იქნას ფაქტორად რომელიც ამცირებს საიმედოობას. ეს შეიძლება თეორიაა მაგრამ მე პირადად ამას განვიხილავ, როგორც სისტემის ნაკლს.  თუ ვინმე ფლობს უფრო დაწვრილებით ინფრომაციას შემატყობინეთ და და ამ მონაკვეტს შესაბამისად ჩავასწორებ.

გამოშვების ვადის დადგენა
როგორც წესი ზატვორის მარჯვენა მხარეს ორი ციფრი. მაგალითად 78 ანუ 1978 წელი. ახალ მოდლებზე ორი ციფრი დატანილია საერიულო ნომერის გვერძე.

ტექნიკური საკითხები “ბ” სერიის პისტოლეტებზე ნემსას მოხსნა
მოხსენით ზატვორი, შესაბამისი ზომის “ვიკოლოტქით” ან ლურსმნის ნატეხით ფრთხილად ამოიღეთ (არა ბოლომდე!!!) შტიფთი რომელიც იჭერს ნემსას 

დააყირავეთ ზატვორი

დააფარეთ ხელი ზატვორის უკანა ნაწილს, დააჭირეთ თითი დამცველს რომელიც კეტავს ნემსას და განლაგებულია ზატვორის ქვევიდან. გათავისუფლებული ნემსა ჩაგივარდებათ ხელში (გამოვარდება ზატვორის უკანა ნაწილიდან).

აწყობა ხდება პირიქით

ყურადღება!!! დაიმახსოვრეთ ნემსას მდგომარეობა ზატვორში! ან ისარგებლეთ დიაგრამით. თუ ის დაყენებულია არსწორედ ქვენ ვერ ააწყობთ იარაღს

ამ პროცედურის ზედმეტად ხშირი გამეორეა არ არის სასურველი. მოხდება შტიფტის და ადგილის სადაც ის ზის ზედმეტი ცვეთა.

მჭიდის თვითნებური ამოვარდნა სროლის დროს
ახასიათებს იერიხოს ზოგირთ მოდელს (ჩემთვის ცნობილია ასეთი პრობლემის შესახებ მხოლოდ პოლიმერის რამკიან მოდელებში). არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ ჩარევას. იკურნება შემდეგ ნაირად. საჭიროა მჭიდის ის ნაწილი (პაზი) სადაც შედის კბილანა, რომელიც მას აფიქსირებს ცოთა ამოწეულ იქნას რაიმე ინსტრუმენტით. ანუ მჭიდის პაზის ის მხარე, რომელიც ედება კბილს. ეს ოპერაცია ფრთხილად უნდა ჩაატაროთ. ძალა რომელსაც დაატანთ უნდა დაატანოთ მთლიანად ზედაპირს რომ ამან გამოიწვიოს ზედაპირის თაბაბარი ამოწევა. ეს მეთოდი ბრწყინვალედ მოქმედებს.

CZ SP01 ზატვორის ჩამკეტი (завторная задержка)
არსებობს ინფრომაცია რომ ამ მოდელის პისტოლეტებზე გარკვეული რაოდენობა ნასროლი ვაზნების შემდეგ ხშირად ტყდება აღნიშნული ნაწილი. გამოწვეულია ეს ზედმეტად რბილი ქარხნული ზატვორის ზამბარით (возвратная пружина) ჩემი რჩევაა ან იყიდოთ სათადარიგო ნაწილი ან დატრიალდეთ და იშოვოთ უფრო ძლიერი ზამბარა, როგორც ამას ყველა ჩემი ნაცნობი აკეთებს. ჩვეულებრივო მფლობელებო, მაინც და მაინც ნუ ინერვიულებთ. ასეთი ტიპის პრობლემა ჩნდება (უჩნდება) მხოლოდ პისტოლეტებს დიდი “ნასტრელით”. 

 

ლინკები

1. მწარმოებლის საიტი – http://www.czub.cz/
2. ჩზ-75-ის ინსტრუქცია – http://www.czub.cz/navody/cz75_en.pdf
3. ჩზ-ს სისტემის პისტოლეტების მოყვარულთა ფორუმი – http://czechpistols82792.yuku.com/
4. საინტერესო სიუჟეტი ჩზ-75 სპ-01-ზე – http://www.youtube.com/watch?v=iWk4i3OfPfg
5. ჩზ-75 ვიკიპედიაზე – http://en.wikipedia.org/wiki/CZ_75
6. სტატია ჩზ-75-ზე ჟურნალ “ამერიკან ჰენდგანერში” – http://www.americanhandgunner.com/FTR0907.html

 

ნაწილი, რომელიც ეხებოდა ჩზ–ს კლონებს იერიხოს და ბრენ თენს გამოყოფილია ცალკე თემებად.

ამ სტატიის ორიგინალის მისამართი: http://forum.guns.ge/viewtopic.php?f=25&t=843

ნემსას მოხსნა ადრეულ ჩზ-ს სიტემის პისტოლეტებზე (ასევე ვრცელდება იერიხოს და ტანფოლიოს მიერ გამოშვებულ კლონებზე)
შესაბამისი ინსტრუმენტით დააჭირეთ ნემსას და დააცურეთ ქვევით ნაწილი რომელიც მას იკავებს არხში. ნემსა თავისუფლად ამოვარდება (და თუ ხელი ან ინსტრუმენტი თავიდანვე არ მიაშველეთ და დააფიქსირეთ ის, მოგხვდებათ თვალში ან გაფრინდება ძალიან შორს). ასევე ფრთხილად ამოიღეთ დამცველი თავისი ზამბარით (იერიხოს პისტოლეტებში).
არხი რომელშიც მოძრაობს ნემსა არ საჭიეობეს შეზეთვას!



One Response to “ყველაფერი ჩზ-75 ტიპის პისტოლეტებზე და მის მოდიფიკაციებზე”

  1. Gregor says:

    gamarjoba levan.. cz 100 ze maineresebs sheni azri, kidvis shansi maqvs da zogadad ra girs eg iaragi xarisxi pasiT.. (1400 gel ? ) axalia..

დატოვეთ კომენტარი