საწმენდი საშუალებების ნაკრები დამწყებისათვის

კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ: თუ ხართ სრულწლოვანი და ბავშობაში გიყვარდათ ომობანას თამაში, ხოლო სათამაშო იარაღი იყო ყველაზე სასურველი საჩუქარი მინდა შეგახსენო, რომ საქართველოში ნებადართულია სხვა და ხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და ფლობა. ასე, რომ გირჩევთ გადადგათ პირველი ნაბიჯი და იყიდოთ თქვენი პირველი იარაღი. ჩემი პირველი იარაღი იყო 12 კალიბრის 2 ლულიანი თურქული თოფი, რომელიც მე ვიყიდე როდესაც ვიყავი თ სწორედ მახსოვს 20 წლის.  კარგი თოფი იყო, “ტერმოსტაბილური” ვერტიკალური მოკლე ლულებით, ნიკელის დაფარვით…. ერთი ნაკლი ქონდა ანუ თურქული იყო ცუდი გაგებით. ის მალევე შეცვალა გაზის და საფანტის პისტოლეტმა ვოლტრა 85–მა.  მერე კიდე მაკაროვის სისტემის პისტოლეტი იყო…. მერ მოვხვდი ისეთ სამსახურში და ისეთ წრეში, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი საყვარელი სასაუბრო და არა მხოლოდ სასაუბრო თემა იყო. მერეც დავრეგისტრირდი talks.guns.ru-ზე და დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება სადაც იარაღი და მასთან დაკავშირებული თემები არის ჩემი ცხოვრების განუყრელი და მთავარი ნაწილი.

ცხადია იარაღის შეძენის შემდეგ, გამიჩნდა სურვილი შემეძინა საჭირო  მოვლის და წმენდის საშულებები. რამოდენიმე წელი მშრალ ხიდზე კუსტარულად დამზადებული ნეიტრალური ზეთი, ე.წ. “შელოჩი” და საწმენდი ხსნარი ბერკუტი იყო ჩემი ძირითადი და ერთადერთი “ქიმია” ხოლო აკმ–ის “ზიპი” მთელი საწმენდი ნაკრები, რომელსაც ვიყენებდი, მაგრამ ცოდნა მემატებოდა, ხელფასიც მეზრდებოდა, იზრდებოდა იარაღის და გასროლილი ვაზნების რაოდენობაც.

DSC08592

ასე გამოიყურება ხოლმე ჩემი მაგიდა წმენდის პროცესში

დღეს 8 წლის შემდეგ მე შემიძლია თავს უფლება მივცე და დავწერო მოკლე “სტატია” ახალბედებისთვის და გაუადვილო მათ შესაბამისი “ქიმიის” და აქსესუარების შერჩევა. ვიმეორებ, სტატია არ ეხება გამოცდილ მსროლელებს და არ მიცავს რაიმე განსაკუთრებულ ხრიკებს და ფოკუსებს. სტატიის მიზანია დაეხმაროს ადამიანს, რომელმაც იყიდა ცხოვრებაში პირველი იარაღი გააკეთოს სწორი პირველადი არჩევანი და შეიძინოს მინიმალური ნაკრები ზედმეტი ფულის ხარჯვის გარეშე.  ეს არ არის ზუსტი ინსტრუქცია, ეს არის პატარა ”შპარგალკა”, ბოლო ბოლო მხრებზე საკუთარი თავი გაქვთ და ინტერნეტიც ასე თუ ისე ხელმისაწვდომია, ასე რომ გირჩევთ გამოიყენიოთ საკუთარი ტვინი, ხოლო ყველაფერი რაც დაბლა წერია ცოტას დაგეხმარებათ.

ნაბიჯი პირველი: საწმენდები

დაანებეთ თავი ძველ რუსულ ფოლადის შომპოლებს. ისინი არ ვარგა. ისისნი სახიფათოა. ისინი ადრე თუ გვიან გაგიფუჭებენ იარაღს. შეეცადეთ იქონიოთ მხოლოდ პლასტმასის ან ხის შომპოლები და “პრაწირკები”. უკიდურეს შემთხვევაში რბილი ფოლადისგან დამზადებული.  გრძელლულიანი იარაღის შომპოლს უნდა ქონდეს გადაკრული რეზინა ან პლასტმასი. დასაშვებია სხვა და სხვა დამხმარე ინსტრუმენტბის გამოყენება. კბილის საჩიჩქნები, ბაბმის ჩხირები, კბილის ჯაგრისები. ზედმეტად თავს ნუ გადაიტვირთავთ, თქვენი მიზანი არის მარტივი, მოაშოროთ რკინის მექანიზმს ჭუჭყი და დაფაროთ საჭირო დეტალები საჭირო ადგილებში ზეთით. რაც ამისთვის გამოდგება და იმუშვებს ის გამოიყენეთ. თუ ბამბის ჩხირებით ეს უკეთესად გამოგდით, იყიდეთ აფთიაქში ბამბის ჩხირები და გამოიყენეთ ისინი.  მაგალითად ზეთის თხელი ფენის დასატანად მე ვიყენებ პატარა სამხატვრო ფუნჯს. შესაძლებელია გამოთალოთ ხისგან სპეციფიური ფორმის საწმნდები. მთავარია ისნი არ უნდა კაწრავდნენ იარაღს, არც რკინას და არც დაფარვას.  მაგალითად: პისტოლეტის საწმნდად საკამრისი იქნება ერთი რბილი ფოლადის დახვეული ლულის საწმნდი ჯაგრისი, ერთი პლასტმასის “პრაწირკა”, ერთი ხის ჩხირი წაწვეტებული თავით რომ ძნელად მისაღწევი ადგილებიდან ამოიღოთ ჭუჭყი.  პირველ ეტაპზე მეტი არაფერი არ დაგჭირდებათ.

18895627_w434_h_q80

ე.წ. “პრაწირკა”. ამ შემთხვევაში ხისგან დამზაებული. ხე შედარებით მალე გამოვა მწყობრიდან ზეთის და სხვა ქიმიის ზემოქმედების გამო.

გრძელი იარაღის შომპოლი უნდა იყოს ფოლადის (რომ არ გაიღუნოს), გადაკრული გარედან რეზინით ან პლსტმასით, რომელიც გამორიცხავს რკინის კონტაქტს იარაღთან, სახელური უნდა თავისუფლად ტრიალებდეს. არ უნდა იყოს ზედმეტად დრეკადი.

!!!საწმენდების გამოყებებისას მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი რკინის რკინაზე კონტაქტი!!!

ნაბიჯი მეორე: ნეიტრალური ზეთი

პირველი რაც უნდა იყიდოთ არის კარგი ნეირალური ზეთი. ნეიტრალური ნიშნავს, რომ ზეთს არ გააჩნია მინარევები, რომლებიც შლიან ნამწვავს ან ჭუჭყს. მაგალითად მე დიდიხანი ვხნმარობდი ESSO-ს უნივერსალურ ზეთს, რომელიც 5 ლარად ვიყიდე მაღაზია გუდვილში. აღნიშნული ზეთი გამოდგება მხოლოდ იარაღის დასაზეთად. თავი შეიკავეთ სპრეების ყიდვისგან. ასეთი ზეთები ძალიან თხევადია, ერთ დაჭერაზე ბევრ ზეთს აფრქვევენ, რომელიც ყველგან ხვდება. აპრობირებული მეთოდია ზეთის თხელი ფუნჯით დატანა. ზემოაღნიშნული ზეთი სპრეია მაგრამ საკმაოდ ბლანტი და დაჭერისას ცოტა რაოდენობით გამოდის.  სხვა ზეთები რაც მინახა ძალიან თხევადია.

ნაბიჯი მესამე: საწმენდი სითხე.

იარაღის საწმენდი საშუალება და ზეთი ერთი არ არის!!!  ზეთის დანიშნულებაა რკინის დეტალებში ხახუნის შემცირება და იარაღის კოროზიისგან დაცვა, საწმენდი საშუალებები მეორეს მხრივ განკუთვნილია იარაღის დეტალებისგან და ლულიდან დენთის წვის პროდუქტების მოშორება. ამისთვის ისინი ქიმიურ რეაქციაში შედიან ამ პროდუქტებთან შლიან მათ, არბილებენ რაც აადვილებს მათ მექანიკური საშუალებებით მოცილებას.  თუ იარაღი სახლში სადებათ გაქვთ ეს დასახელება თქვენ არ გჭირდებათ. იარაღის საწმენდი ქიმია საკმაოდ აგრესიულია და დიდიხნით მისი იარაღში გაჩერება არ არის რეკომენდირებული. ასევე პროფილაქტიკური წმენდისას მისი გამოყენება საჭირო არაა.  დამწყებისთვის გამოდგება უნივერსალური ზეთის ერთ ერთი სახეობა Ballistol, რომელიც თბილისის მაღაზიებში იყიდება. ეს ძალიან კარგი ზეთია, მას გააჩნია მინარევები, რომლებიც შლიან დენთის წვის პროდუქტებს და სხვაგვარ ჭუჭყს, ამავე დროს იცავენ ფოლადს, ამცირებენ ხახუნს ანუ მოქმედებს, როგორც ზეთი და ამავე დროს არ აზიანებს ხეს და რკინის დაფარვებს. გამომდიანრე იქიდან, რომ ამ ზეთში არის მინარევები, რომლებიც რეაქციაში შედიან “ნაგართან” ანუ ტუტოვანი ეფექტი არის, მე ბალისტოლს არ ვიყენებ იარაღის დასაზეთად, მაგრამ ის არის შესანიშნავი რბილი არააგრესიული საწმენდი საშუალება.  პირველ ეტაპზე მე მას გირჩევთ იმისთვის, რომ გაწმინდოთ იარაღის მექამიზმებიდ და ლულა დენთის წვის პროდუქტებისგან. ბალისტოლის მინუსებია, რომ არის შედარებით ძვირი, არის ბლანტი და ძნელად ცილდება (ასე თუ ისე ზეთია მაინც) მაგრამ სამაგიეროდ არ აზიანებს ხეს. ცოდნა და გამოცდიელბა, რომ მოგემატებათ სხვა უფრო აგრესიულ ქიმიაზეც გადახვალთ, რომელიც გამოყენებისას გარკვეულ სიფრთხილეს საჭიროებს. დაიმახსოვრეთ, რომ საწმენდი სითხეები არ უნდა რჩებოდეს იარაღის დეტალებზე !!არასდროს!!. რაც უფრო ძლიერი ქიმია არიას მით უფრო აგრესიული ნივთიერბეი შედის მასში მით უფრო მავნე ზეგავლენას ახდენენ ფოლადზე და დაფარვაზე.  გაითვალისწინეთ, რომ ქიმიის მოხამრებისას უნდა იყოთ ძალიან ფრთხილები და ხსნარი უნდა ხვდებოდეს მხოლოდ იმ ნაწილებზე და კონკრეტულად იმ ადგილებში სადაც არის ნამწვი. გამხსნელი ადვილად ხსნის ნამწვს და ასევე ადვილად (თუ ის ძლიერია) გახსნის საღებავს, რომლითაც იარაღის დეტალებია ხანდახან შეღებილი.

ასეთი ნაკრები უნივერსალურია და მოსახერხებლი მაგრამ გარკვეული მისი ელემენტები შეიძლება არ დაგჭირდეთ ხოლო ასეთი ნაკრების ფასი 100 დან 200 ლარამდე მერყეობს.

იარაღის გასაწმენდათ ასევე გამოდგება ხსნარი WD-40, რომელიც იყიდება მანქანის აქსესუარების მაღაზიებში და ელიავას ბაზრობაზე. ეს არის ნავთის შემცველი სითხე, რომელიც არბილებს ჭუჭყს და აადვილებს მის მოშორებას. რაიმე განსაკუთრებუკლი საწმენდი თვისებები არ აქვს მაგრამ მე მას ვეძახი იარაღის სარეცხ წყალს ანუ ის თხევადია, წნევით გამოდის და კარგად გამორეცხავს მექანიზმებს. საველე პირობებში ის ხანმოკლე დროთ ნეიტარლურ ზეთსაც შეცვლის. დადებითი მხარეებია დაბალი ფასი, უარყოფითი ალბათ ის რომ რაიმე განსაკუთრებული საჭირო თვისებები არ აქვს.

დამატებით შემიძლია გირჩიოთ სპეციალიზირებული საწმენდი სითხე, რომელსაც მე უკვე 3 წელია ვხმარობ კარგი შედეგებით. ეს არის ერთ დროს ძალიან პოპულარული საწმენდი სითხე Hoppes 9.  ის არსებობს 1903 წლიდან!!! შლის ნამწვს, ჟანგს, ტყვიის და სპილენძის ნადებს.  დადებითი მხარეები ბევრი აქვს: არ არის ძალიან აგრესიული, არ არის ძალიან ტოქსიკური, არ ყარს საშინელი სუნით ისე რომ ოჯახის წევრები ჩხუბს გიწყებენ.  ასევე შლის კოროზიული კაფსულების შედეგად ლულაში დარჩენილ წვის პროდუქტებს.  აქვს ძალიან სასიამოვნო სპეციფიური სუნი.  უარყოფითი მხარე არის ის, რომ ის არ არის ძალიან ძლიერი და აგრესიული მაგრამ მსროლელების 99% ის სრულყოფილად დააკმაყოფილებს.  ეს არის ერთადერთი გამხსნელი/ საწმენდი საშუალება, რომელსაც მე შემიძლია რეკომენდაციუა გაუწიო ახალბედა მსროლელის შემთხვევაში.

ნაბიჯი მეოთხე: საწმენდი ტილოები

აქაც ბევრი ფილოსოია და ტვინისჭყლეტა არ არის საჭირო, ყოველშემთხვევაში პირველ ეტაპზე. ბამბის ძველი მაისურები (ღია ფერის, რომ ზედ ჭუჭყი კარაგდ ჩანდეს), ძველი ზეწრები … გამოდგება ყველაფერი რაც კარაგდ იწოვს სითხეს და არ ტოვებს ბუსუსებს.   ჩემი პრიბალტი მეგობრები წარმატებით იყენებენ ლიტვურ ტუალეტის ქაღალდს და ესთეთიკაზე ზედმეტად არც ფიქრობენ. მე ვიყენებ ჩემ ძველ მაისურებს, ხანდახან ე.წ. “ძონძებში” სპეციალურად ვყიდულობ თეთრ ბამბის მაისურებს. ვჭრი მათ ”პატჩებათ” (პატარა კვადრატულ ნაჭრებად) და მერე, როდესაც მჭირდება უკვე გამზადებულებს ვხმარობ.

ნაბიჯი მეხუთე: ადგილის მოწყობა

საერთოდ, როდესაც ქიმიასთნა მუშაობთ კარგია თუ ოთახი იქნება კარგად განიავებული. დაიცავით მაგიდა ზეთის და სხვა ქიმიის ზემოქმედებისგან ასევე ნაკაწრებისგან. კარგი განათებაც აუცილებელია.

პატარა რჩევები და ხრიკები:

1. აი ასეთი მოწყობილობა გადაგიწყვიტავთ ქიმიის მობილურობის საკითხს. მე ხან ვერანდაზე ვწმინდავ იარაღს, ხან ბაღში ხან ოთახში და ასეთი მარტივი მოწყობილობა აადვილებს სითხეების შენახვას და გადაადგილებას.  მზადდება მარტვიად, ამ შემთხვევაში მაგთი ფიქსის ყუთზე, ჯერ შემოიხაზება ჭურჭელი ფანქრით, მერე ამოიჭრება ზედმეტი მუყაო და ეს არის სულ. საკმაოდ მოსახერხებელია. ბოთლები არ გადაყირვდება და სითხეები არ დაიქცევა.

DSC00415

2. თუ გაქვთ საშუალება იყიდეთ საწმენდები ინტერნეტით. ბევრად უფრო დიდი არჩევანია და ფასებიც ზომიერი გამოდის. მაგალითად აი ეს ნაკრები (L.L.Bean Elite Otis Gun Cleaning Kit) საკმარისი იქნება ნებისმიერი კალიბრის რამოდენიმე პისტოლეტისთვის და დიდიხანი მოგემსახურებათ.

3. როგორც იარაღი ისევე საწმენდები უნდა იყოს წესრიგში და სისუფთავეში. ცხელი წყლით და სახეხი ფხვნილით ან ხსნარით გაწმენდილი ჯაგრისების სიცოცხლე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

4. საკმაოდ კარგი ინვენტარის ყიდვა შეიძლება საყოფაცხოვრებო პროდუქციის განყოფილებები ან მაღაზიებში. მაგალითად კბილის ჯაგრისები, გრილის სახეხი ლატუნის ჯაგრისები კარგად წმინდავენ უჟანგავი რკინისგან დამზადებულ რევოლვერებს და პისტოლეტებს, ხის საჭრელი დაფები მოსახერხებელია ირაღის დასაშლელად და ზედ სამუშაოდ, ფეხის გასაწმენდი ნოხები (რა თქმა უნდა ახალი), რომელიც სახლის შესასვლელში დევს, გამოდგება მაგიდაზე დასადებად და ზედ სამუშაოდ, ისინი რბილია, ზედ არ დაგორავენ პატარა ნაწილები და იარაღიც რბილად დევს.  მოკლედ თუ რამეს ვერ პოულობთ სპეციალიზირებულ მაღაზიებში შეგიძლიათ იპოვოთ “სამოქალაქო” მაღაზიების დახლებზე. მთავარია დაგეხმაროთ მიზნის მიღწევაში ანუ იარაღის გაწმენდაში. ცხადია ეს არ იქნება ესტეთიკის თვალსაზრისით ისეთივე სასიამოვნო, როგოც სპეციალიზირებული საქონელი მაგრამ ხანდახან სხვა გამოსავლი უბრალოდ არ არის. გარდა ამისა ის რასაც იარაღის მწარმოებლის ბრენდი აკრია ყოველთვის უფრო ძვირია.

და ბოლოს არ დაგავიწყდეთ, იარაღი იწმინდება რაც შეიძლება მალე სროლის შემდეგ და თვეში ერთხელ მაინც პროფილაქტიკის მიზნით.  ასევე შეგახსენებთ ერთ ძველ წეს, რომელიც დაგეხმარებათ იარაღი სისუფთავეში იქონიოთ, ეს წესი ერთ ერთ ძველ წიგნში ამოვიკითხე: საუკეთესო წესი შეინახო იარაღი სისუფთავეში არის, ნაკლებად შეეხო მას ბინძური ხელებით.

 

წარმატებებს გისურვებთ!

 

პს

ეს დასაფენი მე შევიძინე ისევ გუდვილში. ღირდა სულ 7 ლარი. იწოვს სითხეებს, ზედ დალაგებული ნაწილები არ დაგორავენ იქით აქით და არ იკარგებიან ხოლო იარაღი ზედ რომ დევს არ იკაწრება.

9



13 Responses to “საწმენდი საშუალებების ნაკრები დამწყებისათვის”

  1. jurkha says:

    მადლობის გარდა არაფერი გვეთქმის.
    ყველა სტატია საინტერესო და სასიამოვნო საკითხავია.

  2. DatuNiko says:

    მადლობა ღმერთს, რომ შენნაირი უანგარო და საქმეზე შეყვარებული ახალგაზრდები მოდიხართ.

  3. temuri says:

    უერთდები ზემოთ დაწერილ კომენტარებს!!
    დიდი მადლობა!

  4. Gilgamesh says:

    გმადლობ!
    ძალიან გამოსადგი რჩევებია!
    წარმატებები!

  5. თედო says:

    madloba statiisatvis.
    Hoppes 9- es sad vishovo?

  6. Shooter says:

    unda sheukvetot da chamoitanot. magalitad amerikidan.

  7. zviadi says:

    albat yvela statiis cakitxvis shemdeg didi madlobebis gadaxda momicevs :D gaixare, janmrtelobada baraqa ar mogaklos gmertma rom bevri iaragi datesto da gagviziaro :)

  8. ilia says:

    სტატიის კითხვა მართლა სასიამოვნო იყო მადლობა რჩევებისათვის.
    ერთი შეკითხვა მაქვს მაინტერესებს როგორი საწმენდი ვიხმარო გლუვლულიან სანადირო თოფზე ვგულისხმობ ზუმბის თავში დასამაგრებელ ხელსაწყოებს ის რაც მაღაზიებში იყიდება მართალია თავის საქმეს მშვენივრად გაართმევს თავს მაგრამ მაინც მგონია რომ თოფის ლულას დავაზიანებ ან დავკაწრავ მეტალის საწმენდი ჯაგრისით. რას მირჩევთ როგორ მოვიქცე? მადლობა წინასწარ.

  9. Shooter says:

    სიმართლე გითხრათ მე სულ ასეთ მეტალის ჯაგრისებს ვხმარობ მაგრამ არა ხშირად, ანუ როდესაც ლულის დაბინძურება ტყვიის და პალსტმასის ნადებით მიაღწევდა რაღაც დოენს მშრალ ლულაში გავატარებდი მეტალის ჯაგრისს და ეს ჭუჭყი ფხვნილი სახით იყრებოდა (ტყვია ტოქსიკურია და ჯობია ეს პროცესი გარეთ ჩაატაროთ). მე არ მაქვს ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამოცდილება გლუვლულიანი თოფების. ბევრი კი მქონდა ძალიან მაგრამ არც ერთი 6-7 თვეზე მეტი. თუ გეხამუშებათ ჯაგრისის გამოყენება შეიძინეთ მაღალი ხარისხის ქიმია და ჯაგრისები და ლულაც დიდიხანი გემსახურებათ

  10. imeda says:

    gamarjoba. maqvs vz 58… gawmendis shemdeg kargat ki vasuftaveb lulas da vamshraleb magram mere da mesame dges jangebs isev ikidebs. dzveli rusuli iaragis zetit vwmendi da amas davabrale magram imis shemdeg rac megobars gavawmendide ragac axali zetit mainc igive shedegi qonda.. ukve davigale yovel sam dgeshi ertxel iaragis wmendit. tan gausrolelad.. ra gavaketo rom ase agar dajangdes..

  11. Shooter says:

    რას ქვია ჟანგებს იკიდებს?

  12. vaso says:

    Hoppes ლუბლიკანტი რომ არის სურათზე რაში გამოიყენება?

  13. Shooter says:

    დაზეთვოსთვის

დატოვეთ კომენტარი