იარაღი უდრის ცივილიზაციას

ძალია კარგ სტატიას გადავაწყდი და ამიტომაც გადავწყვიტე ის ვთარგმნო და გამოვაქვეყნო ჩემ ბლოგზე. საქმე ეხება იარაღს, მისი ტარების უფლებას და თავისუფლებებს, რაც ამ ბლოგის ყველაზე აქტუალური თემატიკაა და ასეთი იქნება ყოველთვის.  საქართველო ის ქვეყანაა, სადაც იარაღის მოყვარულთა ფორუმებზე, ხალხი მხარს უჭერს იარაღის ბრუნვის შეზღუდვას. ამ სტერეოტიპის დამსხვრევას ემსახურება ეს სტატია და მისი თარგმანი და კიდევ მრავალი ანალოგიური მასალა აუცილებლად განთავსდება ამ ბლოგზე მომავალშიც.

იარაღი უდრის ცივილიზაციას

ავტორი აშშ–ს საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის გადამდგარი მაიორი  ლ. ქაუდილი

ადამიანებს აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობების მხოლოდ ორი ტიპი, გააზრებული ქმედება და ძალა. თუ გინდა, რომ მე რამე გავაკეთო შენთვის, ამის მიღწევის ორი გზა არსეობს, დამარწმუნო არგუმენტებით ან მაიძულო ძალის განოყენების მუქარით. ნებისნმიერი ადამიანური ურთიერთობა ვარდება ან ერთ ან მეორე კატეგორიაში გამონაკლისის გარეშე.  გააზრებული ქმედება ან ძალა, ეს არის და ეს.

ნამდვილად მორალურ და ცივილიზებულ საზოგადოებაში, ადამიანები ურთიერთოებენ  დარწმუნების საშუალებით. ძალა არ განიხილება, როგორც არსებითი მეთოდი სოციალური ურთიერთობის და ერთადერთი რაც გამორიცხავს ზალას არსებული საშუალებების მენიუდან არის პირადი იარაღი, შეიძლება ეს ვინმეს პარადოქსად მოეჩვენოს.

როდესაც მე ვატარებ იარაღს, შენ არ შეგიძლია მომიდგე მე ძალის გამოყენების პოზიციიდან. შენ იძულებული ხარ გააზრებულად იმოქმედო და შეეცადო მე დამარწმუნო, იმიტომ, რომ მე მაქვს საშუალება უარყო შენი მუქარა და ძალის გამოყენება.
იარაღი არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ათააბრებს 50 კგ–ან ქალბატონს და 100 კილოგრამიან მძარცველს, 75 წლის პენსიონერს და 19 წლის მოძალადეს და ერთ კაცს მანქანაში ჩატენილ მთვრალებს ბეისბოლის ხელკეტებით.  პირადი იარაღი აუქმებს არათანამბრობას ფიზიკურ ძალაში, ზომაში ან რიცხვში, რომელიც შეიძლება იყოს თავდამსხელს და თავის დამცველს შორის.  

უამრავი ადამიანია, რომლებიც იხილავენ იარაღს, როგორც ავის მომტან ძალას.  ეს ხალხი თვლის, რომ ჩვენ უფრო ახლოს მივალთ ცივილიზაციასთან თუ საზოგაოდეაბს ჩამოერთმევა იარაღი, იმიტომ , რომ იარაღი გაუდავილებს საქმეს ბოროტმოქმედს.  ეს რა თქმა უნდა სიმართლეა, თუ ბოროტმოქმედის პოტენციალური მსხვერპლი არის უიარაღო, საკუთარი სურვილით ან განიარაღებულია კანონის მოქმედებით. ეს მოსაზრება მცდარია, როდესაც ბოროტმოქმედის სამიზნეები არიან შეიარაღებულები.
ადამიანები, რომლებიც ითხოვენ პირადი იარაღის აკრძალვას, ავტომატურად ითხოვენ მართვას ახალგაზრდა, ძლიერი და რიცხობრივად უფრო მეტისგან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ცივილიზებული საზოგადოების იდეას.  ბოროტმოქმდი, თუნდაც შეიარაღებული, წარმატებით იარსებებს მხოლდო იქ სადაც მას ექნება მონოპოლია ძალის გამოყენებაზე.

კიდევ ერთი არგუმენტი, ხსნის, რომ იარაღი გახდის დაპირისპირებას სასიკვდილოთ, მაშინ როდესაც სხვა შემთხვევაში ეს გამოიხატებოდა მხოლოდ დაჭრაში და არა სიკვდილში. ეს არგუმენტი მცდარია, რამოდენიმე მიზეზის გამო. იარაღის გარეშე, კონფრონტაციებში იმარჯვებს ის ვინც ფიზიკურად უფრო ძლიერია და შეუძლია წაგებულს მეტი ფიზიკური ზიანი მიაყენოს. ადამიანები, რომლებიც თვლია, რომ მუშტები, ხელკეტები, ჯოხები ან ქვები არ გულისხმობენ სასიკვდილო ძალას, ალბათ ზედმეტად უყურებენ ტელევიზორებს სადაც ცემა–ტყეპის შემდეგ ყველაზე უარესი რაც ხდება არის გახეთქილი ტუჩი.  ის ფაქტი, რომ იარაღი გულისხმობს სასიკვდილო ზალას, მოქმედებს მხოლოდ უფრო სუსტი თავდამცველის სასარგებლოდ და არა უფრო ძლიერი თავდამსხმელის. თუ ორივე შეიარაღებულია, ველი ხდება დონე.

პირადი იარაღი არის ერთნაირად სასიკვდილო, როგორც 80 წლის კაცის ასევე მძლეოსნის ხელში. ის უბრალოდ ვერ იქნება ასეთი ეფექტური გამათანაბრებელი, თუ ის არ იქნებოდა სასიკვდილიო და ადვილი მოსახმარებელი.

როდესაც მე ვატარებ იარაღს, მე ვატარებ მას იმიტომ არა, რომ ჩხუბი დავიწყო, მე ვატარებ მას იმიტომ , რომ მინდა მარტო ვიყო.  იარაღი, რომელიც მე მაქვს ბიშნავს, რომ მე ვერ დამაძალებენ, მხოლოდ დამარწმუნებენ. მე არ ვატარებ იარაღს იმიტომ, რომ მეშინია, მე ვატრებ მს იმიტომ რომ არ მინდა ვიყო შეშინებული. ის არ ზღუდავს იმათ ვისაც სურს ჩემთან ურთიერთობა, მხოლოდ იმათ ზღუდავს ვისაც სურს მე რაიმე დამაძალოს. ის გამორიცხავს ძალის გამოყენებას … ამიტომაც იარაღის ტარება არის ცივილიზებული აქტი.
By Maj. L. Caudill USM C (Ret)



2 Responses to “იარაღი უდრის ცივილიზაციას”

  1. დავითი says:

    ბატონო ლევან, თუ შეიძლება თქვენი საავტორო ნათარგმნი ტექსტი განვათავსო სხვა, ჩემი თანამოაზროვნეთა საიტზე?
    /ამით დიდ მადლობას გამოვხატავ პირადად თქვენსა და თქვენს საავტორო გვერდის მიმართ/.
    გთხოვთ მიპასუხოდ აღნიშნულ ელ.მისამართზე.
    პატივისცემით,
    დავით წერეთელი

  2. გიორგი გოქაძე says:

    ლევან გამარჯობა, ამ თემატიკაზე ერთ ბლოგს წავაწყდი რუსულად (7 წლის წინანდელი სტატიაა). დაახლოებით ამ ჭრილში იქნებოდა საინტერესო ჩვენი რეალობის გაშუქება (თუ დაგაინტერესებს რა თქმა უნდა). ბმული: http://tiaurus.name/10712/#

დატოვეთ კომენტარი