ავტომატური პისტოლეტების დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმების ვარიანტები

პირველად გამოქვეყნდა Monday, March 16th, 2009

 მოკლედ არ დავწერ რამ მაიძულა ამ პატარა მიმოხილვის დაწერა მაგრამ ალბათ საინტერესო იქნება. ესეიგი არსებობს შემდეგი დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმები : Single Action – ერთჯერადი მოქმედება. სასხლეტზე დაჭერა აკეთებს მხოლოდ ერთ რამეს, თუ მანამდე ცახმახი შეყენებულია ის სასხლეტზე დაჭერისას ტავისუფლდება და ხდება გასროლა. ამისთვის აუცილებელი ძალა ძალიან მცირეა და სასხლეტის სცლა მოკლეა. სვლაც და ზალაც ერთნაირია გასროლიდან გასროლამდე იმიტომ რომ გასროლის შემდეგ უკან მოძრავი საკეტი ავტომატურად შეაყენებს ჩახმახს. მაგალითები: კოლტმ1911, ბრაუნინგ ჰაი პაუერი, ტტ. Double Action – ორმაგი მოქმედება. სასხლეტის გამოკვრა აკეტესბ ორ რამეს. ჩახმახის შეყენება და შემდგომ მისი გაშვება. ორმაგი მოქმედების რეჟიმში სასხლეტი მძიმეა და გრძელი სვლა აქვს იმიტომ რომ უნდა დაძლიოს აბრძოლო ზამბარა შეაუენოს ჩახმახი და შემდგომ ის გაუშვას. მსროლელს შეუძლია ხელით შეაყენოს ჩახმახი და დააგრძელოს სროლა ერთჯერად რეჟიმში. ანუ პირველი გასროლა არის ორმაგ რეჟიმში შემდეგი გასროლების დროს სროლა ხდება ერთჯერად რეჟიმში. ცუდი ის არის რომ პირველი და სავარაუდოთ ყველზე მნიშვნელოვანი გასროლა ხორციელდება განსხვავებულ რეჟიმში. სასწავლო ცენტრებში არის დამატებითი ვარჯიშები, რიომლებიც ასწავლიან სტუდენტებს სწრაფ და ზუსტ გასროლას ორმაგ რეჟიმში მაგრამ სტრესულ სიტუაციაში სხვობამ სასხლეტში ორ გასროლას შორის შეიძლება ფატალური როლი ითამაშოს. მაგალითები: ხეკლერ კოხ უსპ, ჩზ75А, მაკაროვი. Double Action ONLY: მხოლოდ ორმაგი მოქმედების. ნებისმიერი ორმაგი მოქმედების იარაღი რომელშიც გამორცხულია წინასწარი მანუალური ჩახმახის შეყენაბა. ჩახმახი ასეთ იარაღზე როგორც წესი პატარა და მოკლეა და ხშირად დამალულია იარაღის შიგნით. მიზეზი ასეთი ამოგონების იყო პირველ რიგში რევოვერებში მათი ზომის სემცირების სურვილი ხოლო პისტოლეტებში, გახშირებული ჩივილები სასამრთლოში სადაც ოფიცრებს აბრალებდნენ რომ ისინი მოქმედებდნენ შყენებული ესეიგი ზედმეტად სახიფათო იარაღით და გასროლები განახორციელეს შემთხვევით. იგივე ეხება ე,წ, სპორტულ შემსუბუქებულ და მოკლე სასხლეტებს. ანუ ვიღაცა “ბრძენმა” გადაწყვიტა რომ თუ ედავებიან ერთჯერად სასხლეტებს მოდი და საერთოდ გავაუქმოთ ის. ანუ პრინციპში ერთის მხრივ რაღაცა ლოგიკური არის, არც ისე მსუბუქი არც ისე მოკლე სასხლეტი რომელიც პირველი გასროლიდან ბოლო გასროლამდე ერთნაირია. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ პრობლემა არსაიდან წარმოიშვა და იყო მხოლოდ ადვოკატების ფიქცია ხვდები რომ არანაირი აუცილებლობა ასეთ გადაწყვეტილებაში არ იყო. ჯეფ კუპერმა ასე თქვა მხოლოდ ორმად მოქმედებაზე: არარსებული პროლემის საუკეთესო გადაწყვეტა. ჯეფ კუპერია რა, მოკლედ და ზუსტად ჩამოაყალიბა. მიუხედავათ ამისა ასეთი სისტემის პისტოლეტები ბევრია და ვინაიდან ადვილია კონვენციონალური ორმაგი მოქმედების პისტოლეტების კონვერტირება თითქმის ყველა მწარმოებელს აქვს მხოლოდ ორმაგი მოქმედების პისტოლეტები რომლებსაც ტან ახალ და კალორიებიტ სავსე სახელებს არქმევენ. ზიგ-ზაუერისებული მხოლოდ ორმაგ მოქმედებას ქვია DAK, დაბლ ექშნ კელერმანი (კელერმანი ამ კონსტრუქციის ავტორია), პარ ორდნანსი ყველაზე შორს წავიდა და შექმნა M1911-ის ვერსიები მოლოდ ორმაგი მოქმედების სასხლეტით და დაარქვა მას LDA (light double action)

STpara_1030A

პისტოლეტი para ordnance Tac-Four LDA

sig_sauer_p250_1

 Sig sauer p250 DAK

ეხლა ყველაზე საინტერესო. იმ დროს როდესაც ატყდა ეს ამბები სცენაზე გამოჩნდა გლოკი. მას ქონდა ჩახმახის მაგივრად დამრტყმელი. გლოკის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი არც უნიკალური და არც ახალი არ ყოფილა. პირველად ანალოგიური სისტემა თითქმის იმ დროს 70 წლის წინ პისტოლეტ როტ-შტეიერში იყო გამოყენებული, ხოლო გლოკამდე იმ პერიოდში არსებობდა მთელი რიგი პისტოლეტების ანალოგიური მექანიზმებით. გლოკი მთელი მუღამი ის იყო რომ როგორც როტ-შტეირი დამრტყმელის “შეყენება” ხდებოდა საკეტის მოძრაობით ანუ ტყვიის მიწოდებით და ამ შემთხვევაში ის მხოლოდ ნახევრად შეყენებული იყო. საბოლოო შეყენება ხდებოდა სასხლეტზე დაჭერისას უშუალოს გასროლის წინ. ეხლაც უმეტესობა დამრტყმელიანი პისტოლეტების დამრტყემლის სრული შეყენება ხდება ანუ სასხლეტზე დაჭერისას გასროლსი წინ საბოლოო შეყენება აღარ ხდება ან პირიქით გასროლიდან გასროლამდე ხდება სრული ხელახალი შეყენება. ვინაიდან გასტონ გლოკი და მისი პერსონალი ჭკვიანი ხალხი იყვნენ, მათ არ დაიწყეს ბორბლის ხელახლა გამოგონება და ახალი სახელის ძიება – უბრალოდ დაარქვეს თავის სისტემას მხოლოდ ორმაგი მოქმედების და მორჩა. როგროც ამას იმ დროს წარმოშობილი მოდა ითხოვდა. არა და ტექნიკურად ის უფრო ალბათ ერთჯერადი მოქმედების იყო (და მას ასე ვერ დაარქმევდნენ ვინაიდან პოლიცია-მილიციები ასეთ იარაღს არ ითხოვდნენ) ხოლო რეალურად ეს იყო განსხვავებული სისტემა, რომელიც ღირსი იყო ახალის ახელის. მაგრამ მილია-პოლიციბში ზიან ძალიან კონსერვატიული პიროვნებები და ყველაფერი ახალი ესეიფი უცნობი მათში იწვევდა ავტომატურ პროტესტს, ეჭვებს და ასე შემდეგ. გლოკის გამოჩენამ და ძააააალიან დიდიმა პოპულარობამ ძალოვნებში გამოიწვია სხვა ამდაგვარი ანალოგების გამოჩენა და სულ ყველას ავტომატურად დაერქვა მხოლოდ ორმაგი ან უბრალოდ ორმაგი მოქმედების პისტოლეტები. ბოლო დროს როდესაც ამ ეიფორიამ ჩაიარა შემოვიდა და აღიარებულ იქნა ახალი ტერმინები reset action და Striker Fire. ანუ იარაღის შიგნით განლაგებული დამრტყემლის შეყენება ხდება მხოლოდ საკეტის მოძრაობით და მისი დაშვება შესაძლებელია მხოლოდ სასხლეტის გამოკვრით. გამონაკლისი ვალტერიპ99 რომელსაც საერთოდ განსხვავებული სისტემა აქვს და რომელცი არის ორმაგი მოქმედების და reset action–ის სიმბიოზი. reset action კარგია იმით რომ გასროლიდან გასროლამდე სასხლეტი ერთნაირად იქცევა და შესაძლებელია სასხლეტზე დაჭერის ზალის რეგულირება კონექტორის და დამრტყმელის ზამბარის შეცვლით. პოლიციაში უფრო შორს წავიდნენ და დაჭერის ძალა იმდენად გაზარდეს რომ თითქმის შეუძლებელი გახდა ზუსტი სროლა და ყოველი შემტხვევისთვის ცალკე ბრძანებებით აკრძალეს სასხლეტის მოდიფიცირება ან გლოკის ქარხნული სპორტული შემსუბუქებული სასხლეტების გამოყენება. რამდენი ოფიცერი დაიღუპა და დაიჭრა ამის გამო, რომ მათი იარაღის სასხლეტი ესპანდერს დაემზგავსა არვის არ დაუთვლია. სამწუხაროდ. რატომ არ არის reset action მხოლოდ ორმაგი ორმაგი მოქმედების სქემა? იმიტომ რომ შეუძლებელია და არც არის საჭირო ჩახმახის/დამრტყმელის სასხლეტის მეშვეობით შეყენება და მისი შეყენება ხდება მხოლოდ საკეტის მოძრაობით და ის რჩება შეყენებული გასროლიდან გასროლამდე. ასევე ორმაგი მოქმედება გულისხმობ სურვილისამებრ ერთჯერადი მოქმედების რეჟიმში გასროლის წარმოებას წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეწოდება მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. ასეთი ოფცია არც გლოკში არც შტეირში და აბსოლუტურ უმეტესბა სხვა ანალოგიურ სქემებში არ გამოიყენება. შესაბამისად შეუძლებელია “ასეჩკის” შემთხვევაში კაფსულის ხელმეორედ ამოქმედება. ეს სხვათაშორის ყველაზე სერიოზული და ალბათ reset action–ის ერთადერთი მინუსია. reset action–ი გამოყენებულია გლოკებში, შტეირებში, სმიტ&ვესონის M&P სერიის პისტოლეტებში და ასე შემდეგ.

glock17

გლოკ 17

glockcUTOUT1



One Response to “ავტომატური პისტოლეტების დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმების ვარიანტები”

  1. Luka says:

    5 წლის ვიყავი რომ დაიწერა ? :D

დატოვეთ კომენტარი