Beretta 92 – 25 წელი შეიარაღებაში

2010 წლის იანვარში შესრულდა 25 წელი, რაც ეს იტალიური პისტოლეტი არის აშშ–ს შეიარაღებული ძალების საშტატო პისტოლეტი. ჩემთვის გახდა ცნობილი დამატებითი ინფრომაცია ამ იარაღის შესახებ, რომელსაც ამ იარაღს მიუძღვნი.

bereta cover

ჟურნალ American Rifleman-ის ყდა, 1985 წლის მარტის ნომერი, რომელიც იუწყება ახალი პისტოლეტის შეიარაღებაში მიღების თაობაზე.  

92–ე ბერეტის სირთულეებით სავსე გზა დაიწყო 1978 წელს, როდესაც გამოიცა მოთხოვნები ახალ საშტატო პისტოლეტზე. მოთხოვნების მიხედვით იარაღი უნდა ყოფილიყო 9X19 ვაზნაზე გათვლილი, ერთნაირად მოსახერხებელი მარჯვენა და მარცხენა ხელიდან სროლისთვის და მჭიდის ტევადოპბა განისაზღვრა მინიმუმ 13 ვაზნით. სანამ ბერეტა წარადგენდა თავის პისტოლეტს კონკურსზე, შემდეგი ცვლილებები იქნა შეტანილი კონსტრუქციაში: მჭიდის ღილაკი განთავსდა ტარის ზედა ნაწილში და შესაძლებელი გახდა მისი ადვილი გადანაცვლება მარჯვენა ან მარცხენა მხარეს, დამცველი ასევ გახდა ორმხრივი, გაიზარდა სამიზნე მოწყობილობების ზომა, ტარს დაემატა ვერტიკალური ღარები. ასევე შეიცვალა ტარის პანელების ფორმა. პირველი ტესტირებები გაიმართა ეგლინის საჰაერო ძალების ბაზაზე სადაც ბერეტას პისტოლეტი გამოვლინდა გამარჯვებულად და რეკომენდირებული იყო შეიარაღებაში მისაღებად აშშ–ს საჰაერო ძალებში.  1981 წელს დაატებითი ტესტირებები ჩაატარა უკვე აშშ–ს სახლემეთო ჯარებმა. მათ ჩათვალეს, რომ საჰაერო ძალების მიერ ჩატარებული ტესტირება იყო იმპროვიზირებული, არამეცნიერული და ვერ უზრუნველყოფდა მიღებული შედეგების უტყუარობას.    გარდა ამისა სახმელეთო ჯარებმა წააყენეს უამრავი ახალი მოთხოვნა, დაწყებული იარაღის დაშლის შესაძლებლობიდან  ინსტრუმენტების გარეშე და მოთხოვნით რომ პლასტმასის ტარის პანელები უძლებდნენ მწერების საწინააღმდეგო მალამოებს. სულ იყო 72 სავალებულო მოთხოვნა და 13 სასურველი.  არც ერთმა პისტოლეტმა არ დააკამყოფილა ერთდროულად 13 მოთხოვნაზე მეტი. ანუ მოთხოვნები იყო არარეალური. ამასობაში  ბერეტა 92 მოდიფიკაცია SB გამოჩნდა სამოქალაქო იარაღის ბაზარზე. ბერეტამ კიდევ უფრო დახვეწა დიზაინი. ამჯერად შეიცვლა მართვის ელემენტების დიზაინი და ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, დამრტყმელის დამცველის შემოღება, რომელიც კეტავდა დამრტყმელს მანამ სანამ სასხლეტი არ იქნებოდა ბოლომდე დაჭერილი, აღნიშნული დამცველი  გამორიცხავდა იარაღის გასროლას თუ სასხლეტი ბოლომდე არ იყო დაჭერილი. ოდნავ სეიცვალა სასხლეტის ფორმაც.

მას მერე რაც სახმელეთო ჯარებმა წარმოადგინეს 1981 წლის ტესტირების შედეგები, გახდა ნათელი, რომ მოთხოვნები იყო არარეალური, 2მლნ დოლარი დახარჯული იქნა შედეგის მიღწევის გარეშე. აღნიშნული დადასტურდა აშშ–ს კონტროლის სამსახურით, რის შემდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი ტესტირების პროცესის დაწყებაზე. ამასობაში შეწყდა დაფიანსება, რომლითაც ხდებოდა .45 კლაიბრის ტყვიაწამლის შეძენა, ხოლო დაფინანსება აღსდგებოდა მას მერე,რაც  გამოვლინდებოდა ახალი გამარჯვებული პისტოლეტი. ცხადი იყო, რომ შეიარაღებული ძალების სარდლობას არ სურდა M1911–ის შეცვლა და ამიტომაც ამგვარი გადაწყვეტილება იყო მიღებული. 1983 წელს დაიწყო ახალი ტესტირების პროგრამა სახელად XM9 (აქამდე პროგრმას ერქვა JSSAP – The Joint Service Small Arms Project).  ტესტირებაზე იყო წარდგენილი სულ 8 მოდელის პისტოლეტი. Сolt SSP, FN Double Action, Heckler&Koch P7M13,  Sig Sauer P226, Smith&Wesson 459, Steyr GB და Walther P88. ბერეტამ წარადგინა კვლავ მოდიფიცირებული პისტოლეტი 92SB-F (სამოქალაქო ბაზარზე, ცნობილი, როგორც 92F) , ცვლილებები ძირითადად ეხებოდა გარეგნულ დიზაინს, შეიცვალა დაფარვის ტიპი და ლულა გახდა ქრომირებული. ტესტირება დაიწყო 1984 წელს, და ითვალისწინებდა მათ შორის დამრტყმელის ენერგიის შემოწმებას, სხვა და სხვა რთულ პირობებში საიმედოობაზე ტესტირებას, მოწმდებოდა სიზუსტე და გამძლეობა.

ტესტირება საიმედოობაზე ნორმალურ პირობებში გაიარა ყველა იარაღმა გარდა შტეიერის პისტოლეტისა, რომელიც გამოეთიშა კონკურს. FN-მა და Colt–მა ამოიღეს თავისი იარაღები კონკურსიდან, ხოლო ცნობილ აბერდინის პოლიგონზე მერილენდის შტატში, გაემგზავრა დარჩენილი 5 კონკურსანტი. აღნიშნულ პოლიგონზე ჩატარდა ტესტირება იარაღის ფუნქციონირებაზე სხვა და სხვა რთულ პირობებში. ხეკლერ კოხის, ბერეტას და სმიტ ვესონის პისტოლეტებმა მიაღწიეს თითქმის იდეალურ ფუქნციონირებას, ზიგ ზაუერმა აჩვენა 79%–ნი საიმედოობა მშრალი დანიბძურების პირობებში, ვალტერის პისტოლეტმა ჩააგდო ორივე “მშრალი” და “სველი” ტესტირების ფაზა. ეტალონის როლში, შედარებისთვის ასევე მონაწილეობდა საშტატო M1911A1, რომელმაც ჩააბარა ტესტი აბსოლუტური რეზულტატით. წინა ტესტებში მიღებული შედეგების მიხედვით, ხეკლერ კოხის, ვალტერის და სმიტ ვესონის პისტოლეტები გამორიცხულ იქნენ შემდგომი ტესტირებებიდან. ძირითადად შენიშვნები იყო ამ იარაღების სასიცოცხლო ციკლთან დაკავშირებული. ასევე ცნობილია, რომ ამ იარაღებს იმიტომ ცდიდნენ დამატებით, რომ ბოლომდე გამოევლინათ მათი დადებითი და სუსტი მხარეები.  როდესაც გამოვლინდა ორი აშკარა ლიდერი, ტესტირების გადაყვანა შეიძლებოდა უკვე  ვაჭრობის ფაზაში, ანუ ვინ შესთავაზებდა იარაღის მიწოდების უფრო ხელსაყრელ პირობებს.

თავდაპირველად ზიგ ზაუერმა აჯობა ბერეტას, და შესთავაზა ფასი პისტოლეტებზე, მჭიდებზე და სათადარიგო ნაწილების კომპლექტზე, რომელიც იყო 6მლნ დოლარით ნაკლები ვიდრე ბერეტას შემოტავაზებაში. სახმელეთო ჯარების სარდლობა დაუკავშირდა ორივე მწარმოებელს, და დამატებითი კორექტივების შეტანის შემდეგ, გაიმართა მეორე რაუნდი, როდესაც ბერეტამ უკვე აჯობა ზიგ ზაუერს 3 მლნ დოლარით.  გარდა ამისა, ბერეტას ქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, მას უკვე გააჩნდა საწარმოო საშუალებები აშშ–ს ტერიტორიაზე, რაც იყო კონკურსის ერთ ერთი პირობა. 1985 წლის  14 იანვარს, ბერეტას პისტოლეტმა მიიღო ოფიციალური სამხედრო ინდექსი M9. კონტრაქტი ითვალისწინებდა სულ 315.930 პისტოლეტის მიწოდებას. 

ტესტირების რეზულტატები გაპროტესტებულ იქნა სმიტ ვესონის და ხეკლერ კოხის და ზიგ ზაუერის წარმომადგენლების მიერ. ხეკლერ კოხის და ზიგ ზაუერის საჩივრები სასამართლომ არ მიიღო, მაგრამ სმიტ ვესონმა უარი გააპროტესტა და უჩივლა პირდაპირ აშშ–ს კონტროლის სამსახურს. საქმეში ჩაერია კონგრესი, რომელმაც დაადგინა, რომ ბერეტას კონტრაქტის შესრულება უნდა გაგრძელდეს, ამავე დროს უნდა ჩატარდეს დამატებითი ტესტირებები და დარჩეს შესაძლებლობა სხვა პისტოელტის შეძენის – თუ მიღებულ იქნება განსხვავებული შედეგები.  ტესტირება (ახალი XM10 პროგრამის ფარგლებში) ჩატარდა სადაც წარდგენილ იქმა სმიტ ვესონის მოდიფიცირებული პისტოლეტი მოდელი 459 და რუგერის ახალი პისტოლეტი P85. რა თქმა უნდა ბერეტას პისტოლეტიც იღებდა მონაწილეობას. ტესტირება ჩატარდა XM9 პრიგრამის მიხედვით და ბერეტამ კვლავ გაიმარჯვა და 1989 წელს მიიღიო დამატებითი კონტრქტი 57.000 პისტოლეტზე. ამით მან დაიმტკიცა პოზციები, როგორც ძირითადი საშტატო პისტოლეტი აშშ–ს შეიარაღებულ ძალებში.   

konk

ბერეტას კონკურენტები

წლების განმავლობაში, სანამ ბერეტა მსახურობდა ჯარში, კოსტრუქციაში დამატებით იქნა შეტანილი ცვლილებები, რამაც კიდევ უფრო გაზარდა იარაღის საიმედოობა და რესურსი. გამოსწორდა აბსოლუტურად ყველა ნაკლი, რაც გამოვლინდა ექსპლუატაციის დროს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ეხებოდა საკეტის ბზარებს და მათ დაშლას სროლის დროს (14 დოკუმენტირებული შემთხვევა 3 მილიონ პისტოლეტზე და არც ერთი მას მერე, რაც საკეტის დიზაინი შეიცვალა). უფრო დაწვრილებით ამ საკითხზე წაიკითხეთ აქ – http://shooterscentral.ge/?p=456. ასევე გადაწყდა პრობლემა უხარისხო მჭიდებთან, რომლებსაც დაბალ ფასად აწვდიდა აშშ–ს შეიარაღებილ ძალებს კომპანია Check-mate Industires, და რომელთა დაბალი ხარისხი იწვევდა უამრავ პრობლემებს საიმედოობაში. 2 მლნ დამატებითი ე.წ. “ქვიშის” მჭიდები იქნა შეკვეთილი, რამაც გაზარდა იარაღი საიმედოობა ქვიშით დაბინძურების დროს. 

მიუხედავათ კრიტიკული დამოკიდებულებისა .45 კალიბრის და M1911-ის ფანატებისგან, ბერეტა 92 წარმატებით ასრულებს თავის როლს. ბევრი აყენებდა ამ იარაღის ეფექტურობის საკითხს, მაგრამ 9მმ–ნი ვაზნა კვლავ რჩება ყველაზე გავრცელებულად მთელ მსოფლიოში, ხოლო აშშ–ს ჯარში საუკეთესო მოდიფიცირებულმა ბერეტებმა აჯობეს ასეთივე მოდიფიცირებულ M1911–ს, პისტოლეტიდან (და არა მხოლოდ)  ზუსტი   სროლის მეკაში, კემპ პერიში სადაც იმართება, უმაღლესი დონის შეჯიბრებები შეიარაღებული ძალების  მოსამსახურეებს შორის. ასევე ჯარი გამოჩნდა ცნობილი ტყვიების კონსტრუქორის ტომ ბრუზინსკის მიერ შექმნილი გარსით დაფარული ექსპანსიური ვაზნები, რომლებმაც გაზარდეს ამ კალიბრის ეფექტურობა.  საოცარია მაგრამ ფაქტია რომ, იმ ყურადღებამ და კრიტიკამ, რაც გამოიწვია იტალიური პისტოლეტის გამოჩენა აშშ–ს ჯარში, გამოიწვია ის, რომ დღეს Beretta 92FS არის ყველაზე გამოცდილი, შემოწმებული და დახვეწილი ავტომატური პისტოლეტის მოდელი მთელ მსოფლიოში.

დღეს 2010 წელს ბერეტა 92 კვლავ არის აშშ–ს შეიარარებული ძალების ძირითადი პისტოლეტი. მხოლოდ აშშ–ს სანაპირო დაცვამ შეცვალა ის ზიგ ზაუერის ორ მოდელზე. ბოლო საბრძოლო მოქმედებებმა ერაყში და ავღანეთში დაამტკიცეს, რომ ბერეტა საიმედო იარაღია. ამას ადასტურებს 2009 წელს დამატებითი შეკვეთა 450.000 ახალ პისტოლეტზე (M9A1), რაც წარმოადგენს ყველაზე დიდ კონტრაქტს პისტოლეტებზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. საინტერესოა, რომ ბარტოლომეო ბერეტა და მისი წარმოება იყო პირველი ვინც მიიღო ორგანზიებული შეკვეტა სამხედრო იარაღზე, ანუ ეს შეკვეთა თუ არ ვცდები 158 არკებუზის შეძენაზე 1526 წელს  არის ყველაზე ძველი დოკუმენტირებული სამხედრო იაარღის პარტიის შეძენა შეიარარებული ძალების მიერ.

PSfamily

PS

ბერეტა92–ის წარმატება, ნათლად მიუთითებს იმაზე რომ ეს კომპანია ნამდვილად არის უნიკალური და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების და განვითარების ისტორიაში. 92–ე მოდელის პისტოლეტის მაგალითზე მათ შეძლეს ის რაც ვერვაინ ვერ შეძლო, პირველ რიგში, უღალატეს ტრადიციულ ბრაუნინგის ავტომატიკის სქემას, რომელიც დღეს გამოიყენება თანამედროვე პსიტოლეტების 99.9% პროცენტში და შექმნეს ერთ ერთი ყველაზე გამძლე და დახვეწილი ავტომატური პისტოლეტი.მიუხედავა იმისა, რომ  პირველად ასეთი სისტემა გამოყენებულ იქნა ვალტერ პ38–ში, ბერეტა 92–ის შემთხვევაში კონსტრუქტორებმა ჯუზეპე მაზეტიმ და ვიტორიო ვალემ (კარლო ბერეტას უშუალო კონტროლის ქვეშ) გამოიყენეს ამ სისტემის ყველა უპირატესობა და შექმნეს სხვებისგან გამორჩეული პისტოლეტი, რომელიც არ ჩამოუვარდება არაფრით გენიალური ბრაუნინგის დიზაინს  და ამავე დროს  მათ შეძლეს შეუძლებელი – Pietro Beretta S.p.A. გახდა პირველი უცხოური კომპანია, რომელიც აწვდის  პირად საშტატო ცეცხლსასროლ იარაღს მსოფლიოს ყველაზე ძლიერ შეიარაღებულ ძალებს.



One Response to “Beretta 92 – 25 წელი შეიარაღებაში”

  1. lasha says:

    გამარჯობა ბატონო ლევან გილოცავთ თბილისობას მრავალს დაესწარით. ერთი კითხვა მაქვს გლობალ არმსში ფასდაკლება გააკეთეს თურქულ ბერეტებზე იავუზ 16 ზე 750 ლარად ვიყიდე სულ ახალი ორი აბოიმი მოყვა იტალიურები მეც გარის ფირმის ცნობილი ფირმაა და ხარისხიან აბოიმებს უშვებს. უკვე ვისროლე 100ვაზნა ტარების უფლებით მაქვს ეს პისტოლეტი და კარგად იმუშავა უშეცდომოდ მიზანშიც კარგად ისროლა ტაურუს პტ 92 აჯობა. ერთი შეხედვით კარგი ჩანს რამე ინფორმაციას ხო არ ფლობთ ამ პისტოლეტთან დაკავშირებით დიდი მადლობა წინასწარ პატივისცემით ლაშა ტუღუში

დატოვეთ კომენტარი