ხანმოკლე რომანი ზუსტ სროლასთან

შესავალი

ეს სტატია დრე ავწერე, და გამოვაქვეყნე ჩემ ძველ ბლოგზე. დღეს გადავიკითხე და მინდა ვთქვა, რომ არაფერი არ შეიცვლა, რაც სამწუხაროა. სტატია საკმაოდ აქტულურია, და ბევრისთვის საინტერესოა. ბერვი ოცნებობს ოპტიკიან იარაღზე და აქვს გარკვეული შეკითხვები. აღნიშნული სტატია არის ჩემი გამოცდილება და შესაძლებელია ბევრ კითხვაზე პასუხი გაგცეთ.

dsc04746

 

როგორც უკვე ბევრისთვის ცნობილია, საქართველოში შეზღუდულია მოკლელულიანი ცეცლხსასროლი იარაღის ბრუნვა. შეზღუდულია განგებ თუ ეს არის იურიდული ხარვეზი მე არ ვიცი. ვიცი, რომ ეს თემა არავის არ აინტერსებს. მოქმედი  კანონის ადმინისტრირება არ ხდება, პრობლემას არავინ არ ხედავს და როგორც ჩანს ახლო მომავალში ეს სიტუაცია არ გამოსწორდება. დღეს, უფლება დაიცვა საკუთარი თავი (მათ შორის იარაღით, რომელსაც საქართველოს კანონმდმებლობა ირონიულად ცნობს როგორც: ” სამოქალაქო, თავდაცვის იარაღი”), შეიძლება დამთავრდეს სასამართლო პროცესით “ყველაზე ჰუმანურ და სამართლიან” სასამართლოში და დასრულდეს საპროცესო გარიგებით, რომლის ღირებულება იქნება დაახლოებით 30 000 ლარი. ასეთი პერსპექტივა მე პირადად არ მახარებს და არც არავის გაახარებს. ასე, რომ ნებისმიერი პისტოლეტებიდან და რევოლვერებიდან სროლის მოყვარულს აქვს რამოდენიმე გზა თუ როგორ გააგრძელოს თავისი სასროლსნო ცხოვრება: გახდეს პრივილეგირებული “კასტის” წევრი, რომელსაც აქვს იარაღის ტარების უფლება; მიიღოს სამხედრო ან სპეციალური წოდება და დაელოდოს მრავალი წელი სანამ გახდება მაიორი; გადაერთოს რამე სხვა ტიპის იარაღზე. ცხადია, რომ ჩემი ინტერესისი სფეროში მალევე მოიქცა შაშხანები და კარაბინები. მანამდე მე მქონდა სკს–ი, სვტ–40 , საიგა 7.62 და მოსინის შაშხანა. ადრე ტირში სროლა შეიძლებოდა ქალაქიდან გაუსვლელად და ამიტომაც არც ერთი ეს იარაღი დიდხანს ჩემთან არ ჩერდებოდა. მას მერე, რაც სროლის სურვილი ავტომატურად უტოლდებოდა მრავალკილომეტრიან გზას დაუსახლბელი ხეობებისკენ ექსტრმალური ოფროუდის ელემენტებით, ცხადია გამიჩნდა სურვილი ვიოქნიო ადეკვატური იარაღი (და მანანაც). რა თქმა უნდა ოპტიკური სამიზნით. პირველი ასეთი იარაღი გახდა რუსული წარმოების ვეპრი, კალიბრში 5.45Х39 (ანუ ფართო მასებში ცნობილი როგორც “აკს–ის ტყვია”). ეს იყო შესანიშნავი იარაღი, მაღალი ხარსხის, როგროც ზოგადად “მოლოტის” ქარხნის ნებისმიერი პროდუქცია. დაბალ იმპულსიანი ვაზნა, კარგი ბალანსი და ერგონომიკა ნებისმიერ პირობებში შესანიშნავ სიზუსტეს იძლეოდა. საუკეთესო ჯგუფები იყო 3 სმ 100 მეტრზე და 9 სმ 200 მეტრზე. ძალიან ზუსტი და საიმედო. იარაღს ეყენა პსო–1 ტიპის სამიზნე, რომელიც შესანიშნავად იჭერდა ნოლს და უამრავი მოხსნა დაყენების ციკლის მიუხედავათ ნოლი არ იკარგებოდა. 7.62Х54R და 5.45X39 ბალისტიკური ტრაექტორია 400 მეტრამდე ერთამნეთს ემთხვევა ისე, რომ პსო–1ს გამოყენება ადვილად შესაძლებელია. იდილია არც თუ ისე დიდხანს გრძელდებოდა. მაღაზიებში ამოიწურა 5.45 კალიბრის ვაზნების მარაგი. სასამრთლოსთან და შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობის პერსპექტივა მე არ მიზიდავდა არანაირად არ მაინ და არ ეხლა ამიტომაც ვეპრი გასხვისებულ იქნა. პარალელურად მე ვერთობოდი ტოზ78 ტიპის შაშხანით, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო სასროლად თუმცა საკმაოდ მალე ის მომბეზრდა. უნდა ვთქვა, რომ ორივე იარაღმა ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დატოვა. შეიძლებოდა ზრდის გაგრძელება და უფრო სერიოზული იარაღის ძებნა.

dsc00053

შესანინავი ვეპრი. მოსახერხებელი და ძალიან ზუსტი.  ქვევით ტოზ 78 აღჭურვილი საკმაოდ კარგი ჩინური წარმოების ოპტიკური სამიზნით (Konus).

პირველი (და უკანასკნელი) სერიოზული გრძელლულიანი იარაღი, რომელიც მე ხელში ჩამივარდა იყო ჩზ550 ვარმინტი ლამინირებულ კონდახში. კატალოგის დათვალიერებისას მე ეჭვიც არ მეპარებოდა არჩევანში. კალიბრი – ლეგნდარული .308 ვინჩესტერი. გრძელი და სქელი ლულა. არანაირი ღია სამიზნე მოწყობილობები და ძალიან ლამაზი სპორტული ტიპის ლამინატისგან დამზადებული კონდახი. ეს იყო ნამდვილი ზუსტი იარაღი და არა რაღაც გადაკეთებულ–გადმოჩარხული მეორე მსოფლიო ომის დროინდელი რელიქტი. ჩამოტანის შემდეგ იარაღი დაამშვენა შესანიშნავმა ნიკონის იაპონურმა ოპტიკამ მაქსმალური გადიდებით 16.5. ჩვენ მაღაზიებში სამწუხაროდ იყიდება ერთი და იგივე უხარსხო პროდუქცია, ძვირად ან ძალიან ძვირად. სანამ “სოშკებს” საზღვარგარეთ შევიძენდი, მაღაზიაში ნაყიდი იქნა 100 ლარად (!!!) ალუმინის სოშკები (მეიდ ინ ჩაინა).
პირველი გასვლა და თითქოს ყველაფერი კარგად იყო. პირველი ჯგუფი აჩვენებს ჰორიზონტალურ გაფანტვას სულ რაღაც 8მმ–ს 100 მეტრზე. ვერტიკალური უკვე ცივი ლულიდან ნასროლის ჩათვლით – 3.5 სმ. მისროლაზე დაიხარჯა სულ 4 ვაზნა.

dsc04444

ესეც პირველი სერია. სულ ზედა არის ცივი ლულიდან ნასროლი.
პრობლემებიდ დაიწყო მერე. თუ იცით, რატომ ხდება ისე რომ უმეტესობა ქარხნული იარაღის ხანდახან შესანიშნავ რეზულტატებს გაჩვენებს, რომლებიც არ ჩამოუვარდება შეკვეთით დამზადებულ შაშხანებს და ამავე დროს შეკვეთით დამზადებული შაშხანები ფასით აღემატებიან ქარხნულებს მარავალჯერ? იმიტომ, რომ ქარხნული შაშხანის რეალურ სიზუსტეს და საუკეთესო ჯგუფს შორის სხვოაბა შეიძლება იყოს სანტიმეტრები, ხოლო შეკვეთით დამზადებული (იგულისხმება მაღალი კვალიფიკაციის ხელოსნის მიერ დამზადებული) შაშხანა იძლევა ყველაზე მნიშვნელოვან რამეს ზუსტ სროლაში: სტაბილურიბას. ის სტაბილურად ისვრის 0.5 MOA-ს. ქარხნული სტაბილუარდ ისვრის ბევრად უარესად. ანუ საშუალო სიზუტე მაღალი ხარსხის იარაღში ბევრად აღემატება ასეთს ქარხნულ მასობრივად წარმოებულ იარაღში/  ამიტომაცაა, რომ ხშირად იარაღის მფლობელები და სხვა და სხვა სპეციალისტები იარაღის მიმოხილვისას ხშირად ნასროლი ჯგუფებიდან გამორიცხავენ ე.წ. “ფლაიერებს” ანუ ჯგუფიდან აშკარად შორს მყოფ მოხვედრებს. გამართლებები: ეს ჩემი ბრალია, იმ დროს ქარმა დაუბერა! გასროის მომენტში პამელა ანდერსონი გამახსენდა  ან ესეთი რამეები.  ჩემის აზრით ეს გარკვეული თაღლითობაა. მოგეხსენებათ, რომ მისროლა უნდა ჩატყარდეს რაც შეიძლება მეტი ვაზნით, თუ ისვრით არასტაბილურ გარემოში (ღია ჰაერზე). მხოლოდ 10–15 და 20 გასროლიანი ჯგუფები დაგანახებენ რეალურ სურათს.  მე შემიძლია ვთქვა რომ დაახლოებით 150 ნასროლი ვაზნიდან გამომდინარე ჩემი ჩზ550–ის სისზუსტე არის დაახლოებით 1.2 MOA 100 მეტრზე. ეს არის რეალური სიზუსტე. ის რომ ერთხელ სამ გასროლიანი ჯგუფი ერთ ნახვრეტს წარმოადგენდა არაფერს არ ნიშნავს. იყო დღეები როდესაც ვერ ვაკეთებდი 5 სმ–ზე ნაკლებ ჯგუფებს და სახლში “გატეხილში” ვბრუნდებოდი. ყველაზე საუკეტესო ნასროლი იყო შთამბეჭდავი 3 სმ 200 მეტრზე (!!!), ფეხების გარეშე, დაწოლილიდან, ღია ჰაერზე. 1.2 MOA 100 მეტრზე არ არის პრინციპში ცუდი, მაგრამ მე ვერ ვადგენდი რა გზით წავსყლიყავი, რომ ეს მაჩვენებელი შემემცირებინა და იმავე დროს რაც უფრო მნიშვნელოვანია, მე არ ვიყავი დარწმუნებული იმაში თუ რა ახდენდა გავლენებს ჯგუფის ზომაზე. გასაკვირი არაფერი არაა. როდესაც ამხელა “ბლასტერი” გაქვს და ზედ ამხელა “ტელესკოპი” უყენია, და 100 მეტრზე მიშენზე ჭიანჭველას ხედავ გინდა რაც შეიძლება მეტი სუზუსტე ამოწურო, გრძნობ რომ უკეთესი შეგიძლია, მაგრამ არ იცი რა უნდა ქნა ამისთვის.

dsc04748

ნებისმიერი მსროლელისთვის სასურველი “ერთი ნახვრეტი” სამიზნეზე.  რაოდენ საოცარი არ უნდა იყოს ეს მიღწეულია ძველის ძველი გერმნაული სანადირო ვაზნებით, რბილთავიანი ტყვიიებით.  ასეთი ვაზნები ყველაფრისთვისაა მოგონილი გარდა ზუსტი სროლისა.  აღნიშნული ვაზნები, 9 ცალი იყო სულ დარჩენილი,  შეძენილ იქნა პატარა მაღაზიაში თბილისის გარეუბანში. 

 
ეხლა დაუბრუნდეთ სტაბილურიბას. ცნობილი რუსული ფორუმის ცნობილი მონაწილის სიტყვების პერეფრაზირება, რომ გავაკეთო გამოვა შემდეგი: “მე არ მტოვებდა აზრები სტაბილურობაზე, რომელიც არ იყო”. ცხადია, რომ იმისთვის რომ მიიღო საუკეთესო შედეგი უნდა გამორიცხო, რაც შეიძლება მეტი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს სიზუსტეზე. ცხადია საქართველოში ეს შეუძლებელია. ანუ ძირითადი მიზეზი ამ “რომანის” დასრულების არის ზუსტად ეს მიზეზი პირველ რიგში. არ არის სროლის კარგი პირობები. რა არის ეხლა სროლის კარგი პირობები? მზიანი დღე, ქარის არ არსებობა და მიწაში “ჩაბეტონებული” მაგიდა ზედ დაყენებული “სტანოკით”. როგორც ყველა დასაქმებული ადამიანი მე შეზღუდული ვიყავი კვირაში ორი დღით. გასული ქალაგარეთ მე მხვდებოდა ხან ქარი, ხან წვიმა, ხან მენახირეები ძროხებთან, ხან ძროხები მენახირეების გარეშე. არანაირი სტაბილურობა. ასევე პრობლემაა უსაფრთხოება, პერმანენტული ნერვიულობა ამ საკითხზე არ უწყობს ხელს მშვიდ ხასაითს რაც ასევე აუცილებელია ზუსტი სროლისას. ანუ მე როგორც გამომივიდა, ნეგატური ფაქტორები უფრო მეტია ვიდრე დადებითი.
ასევე ძირითადი პრობლემაა იარაღის სამაგრი. 100 ლარიანი ჩინური ნაგავი მოირყა თითქმის ეგრევე. 60 დოლარიანი ხარისის სოშკები, თბილისამდე მოტანით ხდებოდა ორჯერ ძვირი, რატომღაც. მაღაზიები ამჯობინებენ ათმაგ ფასში გაყიდონ ნაგავი, ვიდრე ეცადონ ცამოიტანონ საშუალო ფასიანი ხარისხიანი ნივთები. სხვა და სხა ექსპერიმენტება სამაგრებტან არანაირი ეფექტი არ ამოიღო. ამ ექსპერიმენტებში კიდე იხარჯებოდა ძვირი ვაზნები….. სხვათაშორის მინდა ორი სიტყვა ვთქვა ოპტიკაზე უფრო სწორედ მის არჩევანზე, რომელიც თბილისის მაღაზიებში არსებობს. ათმაგ ფასში, 20 და 30 დოლარიანი “ოპტიკა”, რომელიც გამოდგება მარტო “გეკოს” იარაღზე ან ეირსოფტზე, პოზიციონირდება, როგორც მაღალი კლასის ძვირიანი ოპტიკური სამიზნეები. თან გამყიდველის აზრით რაც უფრო დიდია ზომებში ოპტიკა და რაც უფრო დიდი “ზუმი” აქვს, მით უფრო ძლიერ და დიდი კალიბრის იარაღზე ყენდება. ანუ მოკლედ, რომ ვთქვათ ფულიც რომ გქონდეს ბევრი, თბილიში კარგი ხარსხის საშუალო ფასიან ოპტიკას ვერ იყიდი პრინციპში. (ნიკონი მე იბეიზე ვიყიდე და ზედ კიდე 100 დოლარი წაუმატე). ისევე პრინციპში უბრალოდ ვერ იყიდი უბრალოდ კარგ ოპტიკას. შეუკვეთე, წაუმატე ერთი 100 150 დოლარი, დაელოდე ერთი თვე და იქნებ ვინმემ ჩამოგიტანოს. იგივე ეხება ნებისმიერ აქსესუარს. ყველაფერი ათმაგ ფასში (ხშირად პირდაპირი გაგებით ათმაგ ფასში). მესმის რომ ათმაგ ფასში იყოს კარგი ნივთები მაინც. არა. გამორიცხულია. მეიდ ინ ჩაინა ამ სიტყვის ყველაზე ცუდი მნიშვნელობით. ანუ ვაწყდებით ორ პრობემას, არ არსებობს სროლის კარგი პირობები/ინფრასტრუქტურა, მიუწვდომელია საჭირო წვრილმანები. ელემენტარული არაა, არაფერს ვიძაზი მანძილმზომებზე და ქარის სიჩქარის გასაზომ აპარატურაზე, ქრონოგრაფზე და ასე შემდეგ.  თუ მოინდომე ყვეკლაფერს იყიდი და ჩამოიტან მარამ ეს ჯდება ძალიან დიდი ფული.  მიდიხარ აზრამდე რომ გატაცება ამდენ ფულად არ გიღირს და ფიქრობ სხვა რამეებზე.

 

dsc05214

ვითხოვე და დაუყენე ასე ნანატრი ჰარისის სოშკები. სროლა იმ დღეს არ შედგა. ძლიერი ქარი ამოვარდა. ისევ სახლში “გატეხილში” დაბრუნება.

შემდეგი პრობლემა: ვინაიდან სროლისას სტაბილური პირობები მიუღწეველია ხოლო სიზუსტე არ იზრდება საჭიროა ექსპერიმენტები. სხვა და სხვა სამაგრები მაგალითად. ექსპერიმენტებისთვის საჭიროა ვაზნები. რა ღირს ცალი ვაზნა .308 კალიბრის? ცალი 5 ლარი. მე ავადინე, რომ მე მჭირდება ოცი ვაზნა, იმისთვის რომ, გონებამ და ორგანიზმა დაიწყოს სროლის რეჯიმში ფუქნციობირება. ჩემი გამოცდილებით საუკეთესო ჯგუფი გამოდის ან პირველი სერიიისას ან ამ 20 “გასახურებელი” გასროლის შემდეგ. სხვანაირად არასდროს არ ყოფილა. მე მქონდა ბლოკნოტი სადაც მე შემქონდა სროლის მონაცემები. ამ მონაცემების წაკითხვამ ასეთი სურათი მანახა. ყველაზე კარგი სერია ან პირველია ან 20–25 გასროლის შემდეგ. 20–25 გასროლა უდრის 100 – 125 ლარს. ძვირი სიამოვნება გამოდის! რატომ ღირს ცალი ვაზნა 5 ლარი მე არ მესმის. ჩამომტანებს უნდათ ფულის შოვნა თუ გადასახადებია და შემოტანის პროცედურები ამის მიზეზი მე არ ვიცი. ალბათ სულ ყველაფერი ერთად. რატომ ღირს აშშ–ში 1000 (ხო ათასი) ვაზნა 9Х19 ლუგერი 90–100 დოლარი ხოლო ჩვენთან ცალი ღირს 2 ლარი? თუ ვინმე იცით ამიხსენით. ესეც კიდევ ერთი ფაქტროი რაც წინა ორთან ერთად პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის დაკავდეს ზუსტი სროლით. მე არაფერს აღარ ვიძახი ამ გატაცების მასიურობაზე და ხელმისაწავდომობაზე ახალგაზრდებისთვის. გარდა ამისა ეს ხომ არ კეტდება ოქროს მედლებისთვის და საპაიო სიგელებისთვის, ეს არის მხოლოდ და მხოლო (სქართველოში მხოლოდ) ჰობი და გატაცება. ცივილიზებულ სამყაროში სადაც ვაზნაები არც ისე ძვირი ღირს, კიდე უფრო მეტი რომ ისროლო და ნაკლები დახარჯო გამოიგონეს რელოუდი, ანუ კომპონენტების ბითუმად ყიდვა და ვაზნების ხელით დამზადება, არაცივილიზებულ საქართველოში ეს კანონით იკრძალება. კანონი კრძალავას ყველა ტიპის ვაზნების დამზადება სშესაბამისი ლიცენზიის გარეშე. ეს ლიცენზია არ გაიცემა კერძო პირებზე ხოლო სალიცენზიო პირობებით მოგიწევთ პატარა ქარხნის გაგება და შპს– დაფუძნება. ხო სულ დამავიწყდა, რა თქმა უნდა არც ტყვიები, დენთი და კაფსულები არ იყიდება ცალკე. ჯობია მართლა ქვების სროლაზე გადახვიდე “რაგათკიდან”.

dsc04735

ასე გამოიყურება საშუალო ჯგუფი 100 მეტრზე, რომლის გამეორება შესაძლებელია ნებისმიერ პირობებში. ძალიან იშვიათად 100 მეტრზე გამოდიოდა 3.5 სმ–ზე განიერი ჯგუფები.

dsc06369

ერთ ერთ ილუსტრირებულ წიგნი მივაგენი იდეას გამოყენებულ იქნას ფოტო კამერის ტრიპოდი, როგორც იმპროვიზირებული საყრდენის. არაფერი არ გამომივიდა. ანუ საყრდენი გავაკეთე მაგრამ რეზულტატი ისევ 3 სმ გრუპა 100 მეტრზე.
მოკლედ ყველაფერი ისე განვითარდა, რომ მე შევედი ჩიხში. ვაზნბზე გაზრდილმა ხარჯებმა ჩემი ბიუჯეტი სავალალო დმგომარეობაში ჩააგდო. მე ვერ ვახდენდი მონაცემების სისტემატიზირებას. ხელის შემშლელი ფაქტორი იმდენი იყო რომ შეუძლებლი იყო გამეგო მათი ზემოქმედება ასეთ ნანატრ სიზუსტეზე. სტაბილურობა, რომელიც არ არსებობდა, ვაზნები რომელიც ძვირი ღირდა. ხო კიდევ ერთი მომენტი. .308 კალიბრის ვაზნები შემოდის სხვა და სხვა ფირმების. იყიდე ორი ყუთი ფედერალის გოლდ მედალი, გავიდა ერთი თვე და გოლდ მედალი აღარაა გაყიდვაში. ყიდულობ ახალ ვაზნებს, ისევ მისროლა. ჯგუფი უარესია ვიდრე ფედერალის ვაზნებით. რისი ბრალია? ჩემ იარაღში ფედერალი ჯობია? (მერე რა რო? ფედერალი მაინც აღარ იშოვება?) თუ იმ დღეს ქარი ნაკლებად იყო? თუ მაგიდა უფრო მყარად იდგა? თუ, თუ თუ….. მიდი და გაიგე………ვწერ ეხლა ამას და ვგრძნობ, რომ ხასიათი მიფუჭდება.
ასევე უნდა არსებობდეს იარაღის “ტიუნინგის” საშუალება. რომელიც არა არის რა თქმა უნდა. გარკვეულ ეჭვებს იწვევდა თვითონ კონდახი. მინდოდა ბედინგი. ვინ გააკეთებს ბედინგს? კი არიან ხელოსნები მაგრამ იქ არ არსებობს ეს ურთიერთობა, მე ვიხდი ფულს და შენ აკეთებ მე რასაც მინდა იმას. იქ უნდა მოელაპარაკო, დაითანხმო, იქნებ დატვირთულ გრაფიკში დრო გამონახონ….. გარანტია იმისა, რომ ხელოსანმა იცის თავის საქმე და კარგად შეასრულებს სამუშაოს არ არსებობს.  ასეთ პირობებში როდესაც ვერც ადგენ ზუსტად საჭიროა თუ არა ბედინგი, ასეთ ნაბიჯზე წასვლა უკვე გამართლებული არაა.
მოკლედ ეს არის და ეს. მე არ ვიძახი, რომ ყველა ვისაც სროლა უყვარს იგივე პრობლემებს წააწყდება. ვიღაცა კიდე გადაიხდის 700 ლარს იარაღის სამაგრში, იყიდის და დატენის ტყვიებს და გამონახავს გზებს რომ იშოვოს კაფსულები და დენთი, ვიღაცა უპრობლემოდ იყიდის ასობით 5 ლარიან ვაზნებს.  ვიღაცას იარაღი აქვს და არ ისვრის. ზოგი თვლის, რომ მოსინი “პულიმიოტის” ლულით არის აპოფეოზი ყველაფრის და ნანატრი “პულიმიოტის” ლულის ძებნაში არც აქვს დრო იფიქროს სხვა რამეზე. მე კიდე უკმაყოფილების გრძნობა არ მტოვებდა მთელი ეს პერიოდი.  ნათეილი წერტილი იყო ის რომ არც ერთი სკს–ი, მოსინები, საიგებიი, ტიგრები და ასე შემდეგ ერთობლივი გასვლებისას ახლოსაც არ იდგნენ სიზუსტეში ჩზსთან.   გზა სიტუაციის გამოსწორების მე ვერ ვნახე. ამიტომაც გადავწყვიტე ეს ურთიერთობა ზუსტ სროლასტან გამეწყვიტა სანამ ვალებში ისე არ გადავარდნილვარ, რომ ვერავინ ვეღარ მიშველიდა. დაველოდები უკეთეს დროს. თუ ის როდესმე დადგება.

 

პატივისცემით,

PS

მინდა ავღნიშნო, რომ ყველა ზემოდ ჩამოთვლილი პრობლემა არის უკიდურესად აქტუალური დამწყები მსროლელისთვის, როგორიც ვარ მე. თუ ადამიანი გამოცდილი მსროლელია აღნიშნული ფაქტორების როლი მცირდება. ანუ ვისაც გავლილი აქვს სნაიპერის მომზადება ჯარში ან სპეც სამსახურებში ვინ აქამდე გაცვიტა სვდ–ეები ან ტუიგრები “ცინკით” ნაჩუქარი ვაზნბეით და გამოცდილი მსროლელია ის ასე თუ ისე დაძლებს ამ პრობლემებს. იმათთვის ვინც ცდების და შეცდომების გზით მიდის ეს პრობლემები შეიძლება დაუძლეველი კედელი გახდეს.   საბოლოო ჯამში მე ვარ იმ ადამიანის კატეგორია რომელსაც სზაღვარგარეთ ეძახიან “recreational shooter” ანუ ადამიaნები რომლებსაც უბრალოდ  უყვრათ სროლა და ეს მათთვის  დროის გატარების ერთ ერთი მეთოდია. ასეთ პირობებში მე ნამდვილად არ ვიყავი მზად ათასობით ლარი დამეხარჯა სხვა და სხბა მოწყობილობების შესაძენად ასე რომ ყველაფერი ისე დავასრულე როგორც დავასრულე და არც ვნანობ. ბევრი ახალი რამე ვისწავლე და მაინც მაქვს საშუალება, რომ ნასწავლი არ დავივიწყო. 

PS2

სავარაუდოთ მომავალში მე დაუბრუნდები ზუსტ სროლას.  ამჯერად დაუბრუნდები  მსუბუქი .223 კალიბრის ვარმინტ კლასის შაშხანით.  ვნახოთ რა გამოვა.



One Response to “ხანმოკლე რომანი ზუსტ სროლასთან”

  1. irakli says:

    ძვირი იქნება თორე მე SL8 მინდოდა მერჩია 1750 € ღირს ნახევრად ავტომატური 223 ანუ 5,56X45. ჩამკეტ სისტემას საკეტზე ბოლტის ვარიანტში გაყავს, +მჭიდებით ოპტიკის რელსით, უზუსტესი ცივად მოჭედილი 600მმ-ანი ლულით G36-ის ვარიანტია მექანიზმი ოღონდ ნახევრად ავტომატური უფრო გრძელი ლულით ეგაა მარტო სხვაობა მემგონი ასე წავიკითხე სამხედროა მაგრამ როგორც ნახევრად ავტომატი მოქალაქეებზეც დაშვებულია ნადირობის ლიცენზიით რაღათქმაუნდა

დატოვეთ კომენტარი