ნახმარი პისტოლეტის და რევოლვერის არჩევა

ადრე ხშირად მეკითხებოდნენ ხოლმე, მათ შორის უცხო ხალხიც სხვა და სხვა რჩევებს ამა თუ იმ იარაღის შეძენისას. მას მერე, რაც ფორუმებზე აღარ დავდივარ ცხადი, რომ მხოლოდ ახლო მეგობრებს ხოლმე დავყვები იარაღების სანახავად. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ პატარა სტატია დამეწერა ნახმარი იარაღის კონკრეტულად კი პისტოლეტების და რევოლვერების არჩევაზე. დავიწყოთ იქიდან, რომ  არსებობს ზოგადი შემოწმების წესები და არსებობს შემოწმების წესები კონკრეტული იარაღის მოდელისთვის, რაც გამომდინარეობს ამ იარაღის კონსტრუქციიდან.  რაც შეეხება საყურადღებო წერტილებს კონკრეტული იარაღის შემოწმებისას, ამაზე მე მიწერია ხოლმე თემებში, რომლებიც სპეციალურად ეხება ამა თუ იმ იარაღს, ხოლო ზოგად წესებზე მე დავწერ ამ სტატიაში.

პირველ რიგში დავიწყოთ მარტივი რჩევებისგან თუ როგორ, მაქსიმალურად შევამციროტ ალბათობა დავრჩეთ გაფუჭებული იარაღით ხელში. პირველ რიგში, იყიდეთ იმისგან ვისაც ენდობით, მეგობარი, ახლობელი, მეგობრის მეგობარი ბოლოს დ ბლოს ანუ ის ვინც მოგცემთ გარანიას, რომ თუ იარაღი გაფუჭებულია თქვენ არ გექნებათ პრობლემა ფულის დაბრუნების. მე ერთხელ ასე გავხდი შაშხანის მფლობელი, რომელიც აღმოჩნდა გახვრეტილი და დადუღებული ლულით. პატრონმა გაითამაშა სულელი, ვითომ არ იცოდა რაზე იყო ლაპარაკი ხოლო ფული უკვე ვალების გასტუმრებაში დახარჯა. არ არის ეს კაცური საქციელი და მე ბევრის უფლება მქონდა მაგრამ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე (ბოლო ბოლო არავინ არ მაძალებდა იმ შაშხანის ყიდვას) პრობლემა ჩემით და პრაქტიკულად ჩემ ხარჯზე მოვაგვარე.  მაგრამ გაკვეთილი ავითვისე. ამისთვის დიდი მადლობა. იმ პიროვნებას თავისი საქციელი მერე წინ დახვდა…… აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, მე თუ ვიონმეს გადავცემ იარაღს მე ვაგებ პასუხს იარაღის ტექნიკურ მდგომარეობაზე და იმაზე რომ ის გამართულად მუშობს და ტექნიკური დეფექტები არ გააჩნია.  თუ გადაცემულ იარაღს ერთ კვირაში გაუტყდა ზამბარა მე ცხადია არფერ შუაში არ ვიქნები. იარაღი მოწყობილობაა და ცხადია ფუჭდება ხანდახან.  ერთი შემთხვევა მოხდა, ადამიანმა დააბრუნა მაღაზიაში იარაღი (სტეჩკინის სისტემის პისტოლეტი), რომელსაც ლულაში ქონდა 8 ტყვია გაჭედილი. მას უნდოდა, რომ მაღაზიას გამოეცვალა მისთვის იარაღი. აღმოჩნდა, რომ პატრინმა ჯერით გაისროლა ძველი ჟანგიანი ვაზნები. ცხადია, რომ მისი პრეტენზიები იყო უსაფუძვლო. ამით ჩვენ მხარეთა პასხუისმგებლობის საკითხი დავხუროთ.  რა თქმა უნდა ასეთი სიურპრიზები, რომ არ მოხდეს იარაღი უნდა კარგად შეამოწმოთ. როგორ, ამას ეხლავე დავწერ.

პირველ რიგში ნახეთ, როგორ გამოიყურება პისტოლეტი. დაფარვა, ნაკაწრები დაფარვაზე, ცვეთის ნიშნები. ახალი პისტოლეტები (გლოკები, ზიგები) როგორც წესი თითქმის არასდროს არ არის დიდი “ნასტრელით”. არ ისვრუიან ჩვენთან პისტოლეტებიდან ბევრს, არც ტირებია, ვაზნები ძვირია ხოლო მოკლელულიანი იარაღების ბრუნვა შეზღუდულია, ამიტომაც მე 10 წლის განმავლობაში არ მინახია იარაღი, რომელიც ახალი შეძენილა მაღაზიაში საქართველოში და ამავე დროს ყოფილიყო ნაცვეთი. გარედან ტარების ნიშნებით იარაღი არ ნიშნავს, რომ შიგნიდან ის ასევე გამოიყურება. მე ასეთ იარაღს უწოდებ ხელში ნაწვალებს. ანუ იარაღს უხეშად ატარებდნე, ცუდათ ინახავდნენ მარამ ტექნიკურად იარაღი ახალია.  უმეტესობა თანამედროვე პისტოლეტების თავისუფალდ იტანს ცუდ მოპყრობას და რომც წლების განმავლობაში არ წმინდო, მაქსიმუმ მეტი დრო დაგჭირდეს მის გასაწმენდად მარამ რომ გაწმინდავ იქ არც ჯანგს და არც რაიოემ სხვა დეფექტს არ იპოვით. ცხადია განსაკუთრებულად ცუდათ მოვილი იარაღი შეიძლება ძალიან თუ მოინდომო გაფუჭო. მაგალოთად მინახია გლოკ 19, რომელსაც ქონდა ლულა და სავაზნე დაკაწრული, ალბათ იმიტომ რომ გამოიყენეს რკინის სახეხი. დეფექტი არ იყო კატასტროფული მაგრამ ის იყო. ასეთი დეფექტი დათვალიერებისას ეგრევე გამოჩნდება. ამავე დროს მე მინახია უამრვაი ჭუჭყიანი მოუვლელი იარაღი, რომელიც ინტენსიური გამაჯანსაღებელი პროცედურების შემდეგ ნამდვილი ლამაზმანი ხდებოდა. თავისთავად ეს პროცესი მე სიამოვნებას მანიჭებს.  აღსანიშნავია, რომ იარაღის ხელში წვალებისგან და სროლისგან ღებულობს განსხვავებულ ცვეთის ნიშნებს და ისინი თავის მხრივ განსხვადებიან სხვა და სხვა იარაღის მოდელების შემთხვევაში. მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია, მარამ აქ იმდენი ნიუანსია, რომ ამ სტატიის ფორმატში ეს ყველაფერი ვერ ჩაჯდება. თეამუტურ სტატიებში, რომლებიც აღწერენ სხვა და სხვა იარაღს მე, როგორც წესი ამაზე მიწერია ხოლმე ასე, რომ გადახედეთ ძველ პოსტებს.  მაგალითად ძლიერი ცვეთის ნიშნები ტარის შიგნით და ქვედა ნაწილის ირგვლივ მეტყველებს, რომ იარაღში ხშირად ძალით და სწრაფად ტენიდნენ მჭიდებს რაც სავარაუდოთ ნიშნავს, რომ იარაღიდან ბევრს ისროდნენ.

ლულა. გარედან დაათვალიერეთ, რომ ლულა არ იყოს გაბერილი და იყოს სწორი. გაბერილი ლულა ავტომატურ პისტოლეტში არის მიუღებელი. ლულები ძლიერია და გაჭედილ ტყვიას შემდეგი ტყვია ამოაგდებს ხოლმე ისე, რომ ლულა არ გასკდება მხოლოდ გაიბერება. გაბერილი ლულა  არის სერიოზული დეფექტი, გაბერილ ლულიანი იარაღის ყიდვა სისულელეა.  თუმცა გაბერილი ლულის (გაბეტვას გააჩნია)  შეკეთება შესაძლებელია. ასევე დააკვირდით ლულის ბოლოს, არ უნდა იყოს დარტყმის ნიშნები და ნაკაწრები, რაც სიზუსტეს შეამცირებს. შეამოწმეთ ძლიერი შუქის ქვეშ ხრახნების მდგომარეობა. დაკუთხული სწორი ფორმის ხრახნები კარგია, დამრგვალებული არა ერთგვაროვანი ხრახნები ცუდია.  ნახეთ სავაზნე, სავაზნე ინდა იყოს სუფთა და არ უნდა ქონდეს კოროზიის ნიშნები, ასეთი სავაზნე შექმნის პრობლემებს მასრის ექსტრაციის დროს, რაც აისახება საიმედოობაზე.  კარგი იქნება თუ ტან იქონიებთ ლატუნის ჯაგრის და სხვა საწმენდ საშუალებებს, რომ ადგილზე გამოხეხოთ ლულა თუ ის ჭუჭყიანია. მე ასეშევიძინე როსის მცირე კალიბრიანი რევოლვერი გამოტენილი ტყვიით, შიგნით რომ შეგეხედა გული გაგისკდებოდა, მაგრამ ორჯერ სამჯერ გამოვატარე ლატუნის ჯაგრისი და ლულა ბზინავდა, როგორც ახალი.

DSCF0019-2

მაკაროვის პისტოლეტის ლულა. ამ შემთხვევაში იარაღი მუსაობდა, უმეტეს წილად გაბერილი ლულა ასევე საკეტის მოძრაობისას ეხება მას და უშლის. ამიტომაც საკეტის მოძრაობისას თუ აწყდებით გაურკვეველ წინაღობას ეს შეიძლება გაბერილი ლულის ბრალი იყოს. 

გადადით იარაღის ფუნქციონალურ შემოწმებაზე, (რა თქმა უნდა დარწმუნდით, რომ იარაღი განმუხტულია და მჭიდი ცარიელია). დააჭირეთ სასხლეტს, ამუშავეთ ის როგორც ორმაგ ასევე ერთჯერად რეჟიმში. დაჭერის ძალა უნდა იყოს ერთნაირი, სასხლეტი გამოკვრიდან გამოკვრამდე ერთნაირად უნდა იქცეოდეს. თუ სასხლეტი ზედმეტად რბილია, ფრთხილად დაარტყით შეყენებული იარაღი რამე რბილ ნივთს, ისე რომ დაფარვა არ დააზიანოთ, თუ ჩახმახი დაეცემა ესეიგი იარაღი გაუმართავია.  შეეცადეთ ხელით დაატანოთ ძალა, რომ დაწიოთ ჩახმახი სასხლეტზე დაჭერის გარეშე. ჩახმახი უნდა ადგილზე დარჩეს. 

ექსტრაქტორი. არ უნდა იყოს შეჭმული, არ უნდა დადიოდეს თავისუფლად თავის ბუდეში. უნდა იყოს ხისტი და მყარად იჯდეს ბუდეში. კბილი არ უნდა იყოს დეფორმირებული.

11-12-07-burr

a1

დეფექტური ექსტრაქტორები

დაიწყეთ იარაღის მართვის ელემენტების შემოწმება. როგორ მუშაობენ ღილაკები, მოქმედებს თუ არა დამცველი, ირთვებადა ითიშება ადვილად, ფიქსირდება თუ არა დამცველის ღილაკი საიმედოთ ორივე პოზიციაში. საიმედოთ კეტავს თუ არა დამცველი იარაღს. როგორ მუშაობს მჭიდის ღილაკი. ვარდება თუ არა მჭიდი თავისუფლად და პირიქით თავსდება თუ არა ის იარაღში ადვილად და ფიქსირდება საიმედოთ. შეეცადეთ ძალის დატანებით მაგრამ ფრთხილად ამოგლიჯოთ მჭიდი  იარაღიდან ღილაკზე დაჭერის გარეშე. მჭიდი უნდა საიმედოთ იყოს ფიქსირებული იარაღში.  იარაღის ნაწილბი არ უნდა იყოს მორყეული, ხშირად ბევრი თვლის, რომ ლუფტი საკეტსა და რამკას შორის ცუდია, ასე თუ არა, შეიძლება დადგინდეს თუ ვიცით “ლუფტის” ქარხნული სპეციფიკაცია და შეგვიძლია ის ზუსტად გავზომოთ ხელსაწყოებით კონკრეტული იარაღში. ლუფტი ყოველთვის იქნება წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა ჭუჭყიც მოქცეული საკეტსა და რამკას შორის გამოიწვევს ზედმეტ ხახუნს და იარაღი გაჭედავს. ასე რომ აღნიშნული დეტალით მაინც და მაინც თავს ნუ აიტკიებთ. ცხადია თუ საკეტი ძვრება რამკას მაშინ ეს პრობლემაა :–) მოკლედ გამოიყენეთ საღი აზროვნება.  

შეამოწმეთ დამრტყმელის დამცველი.  მოხსენით პისტოლეტს საკეტი და ხელით აამოქმედეთ ის და ნახეთ კეტავს და ხსნის ის თუ არა ნემსას.

pin

ისრით ნაჩვენებია დამრტყმელის დამცველი, სხვა და სხვა მოდელებში ის სხვა და სხვანაირია მაგრამ მუშაობის პრინციპი ერთია სასხლეტზე დაჭერისას ის იხსენბა და ათავისუფლებს დამრტყმელს.  

ამუშავეთ საკეტი, რამდენად რბილად და ერთგვაროვნულად მოძრაობს ის. თუ უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას გაძლევენ შეამოწმეთ ვაზნების მიწოდბა და ექსტრაქცია.

დასკვნა: ყიდვის წინ შეამოწმეთ ყველა ფუნქცია, რაც იარაღს გააჩნია და გააკეთეთ ეს აგრესიულად მაგრამ დინჯათ! ააქვს იარღს მჭიდის დამცველი? ამოწმებთ ისვრის თუ არა იარაღი ამოღებული მჭიდით და ასე შემდეგ!  

ძალიან მნიშვნელოვანია შეამოწმოთ საკეტი და “რამკა”  სტრუქტურულ დეფექტებზე ანუ ბზარებზე. ძლიერი შუქის ქვეშ კარგად დაათვალიერეთ ეს დეტალები. კრიტიკული ადგილები, ყველაზე დატვორთული, ყველაზე თხელი ადგილები. ასევე საკეტის სარკე. დაიმახსოვრეთ, რომ გაფუჭებული ზამაბარა ან დეტალი გამოიცვლება, ახალი ლულაც კი შესაძლებელია დაამზადო მაგრამ საკეტს და რამკას ვერ გამოცვლი და ვერ დაამზადებ. ისევე როგროც მანქანას გამოუცვლი ძრავს მაგრამ ძარას ვერ გამოცვლი.  

crack

Beretta Tomcat-ის გაბზარული საკეტი

ყურადღება მიაქციეთ სამიზნე მოწყობილბებს, განსაკუთრებულად თუ ისინი რეგულირებადია. ზედმეტად გადაწეული ცელიკი მეტყველებს, რომ იარაღი ან ისვრის დიდი ცდომილებით რაც პოტენცილურად მიუთითებს პრობლემაზე ასევე შეიძლება ნიშნავდეს, რომ ცელიკი გადაიწია დარტყმისგან და იარაღი მისასროლია.

მჭიდს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ავტომატრუი პისტოლეტის გამართული ფუნქციონირებისათვის, კარგ და ცუდ მჭიდებზე მე მიწერია აქ  – http://shooterscentral.ge/?p=423

სროლით შემოწმება კარგია, მაგრამ საქარველოში მიუხედავათ სხვა და სხვა ტოტალური თავდაცვის მოდელების მიღებისა და ასე შემდეგ , მოკლელულიანი  იარაღის კანონმორჩილი პატრონები კვლავ შეზღუდულები არიან და სახლიდან ვერ გააქვთ თავიანთი “სათამაშოები”. რა დასანანია ….  

რევოლვერები

კარგი რევოლვერი არის კარგი საათივით. როგორც საათი უნდა იყოს იდეალურად აწყობილი და გამართული, რომ ზუსტი დრო აჩვენოს წლების განმავლობაში ისევე რევოლვერის დოლურა და ლულა უნდა იყოს იდეალურად სინქრონიზირებული, რომ რევოლვერი იყოს ზუსტი და მუშაობდეს საიმედოთ. აქიდან პირველი დასკვნა. რევოლვერის ყველაზე სერიოზული და რთული პრობლემა დოლურას და ლულის სინქრონიზაციაა. დოლურას არ უნდა ქონდეს აშკარად გამოხატული ლუფტები, ცოტა მოძრაობა იქნება. ზოგ რევოლვერზე მეტად მოძრაობს ზოგზე ნაკლებად. სინქონიზაცის ზუსტ ხარსხს დაადგენს მხოლოდ კომპეტენტური ხელოსანი.  თქვნე შეგიძლიათ თვალით შეამოწმოთ დოლურად ბუდეების და ლულის სინქრონიზაციის ხარისხი. თუ აშკარად ხედავთ რომ თანხვედრა დარღვეულია ესეიგი საქმე გაქვთ პრობლემასთან. ასევე დოლურა არ უნდა მოძრაობდეს წინ და უკან. გვერდიდან გასახსნელი დოლურა და დეტალი, რომელითაც ის მაგრდება რევოლვერზე უნდა იჯდეს მყარად და ერთგვარიოვნულად.

ყურადღება მიაქციეთ ლულის კონუსს. ის ღებულობს განსაკუთრებულ დატვირთვას. არ უნდა აღინიშნებოდეს დეფრომაცია და ეროზია. ცოტა ეროზია ნორმალურია, მაგრამ ცოტა.

შეამოწმეთ დოლურა. განსაკუთრებით ბუდეები და მისი წინა მხარე. ყველა ეს დეტალი დიდი დატვირთვას იღებს და არის ცხელი აირების ზემოქმედების ქვეშ. ცოტა ეროზია არაუშავს, დიდი ეროზია ცუდა.

შეამოწმეთ სასხლეტი და ჩახმახი. ისევე როგორც ავტომატურ პისტოლეტებში. ჩახამახი კარგად უნდა ფიქსირდებოდეს ყველა პოზიციაში და არ უნდა ვარდებოდეს თუ არა მხოლოდ სასხლეტზე დაჭერისას.

ამ ზოგადი რჩევებით რევოლვერებზე შემოვიფარგლები, ვინაიდან ვერ მოგცემთ რჩევას იამზე რაც მე თავად არ გამისინჯავს. თუ დაინტერესდით ამ თემით შეგილიათ ნახოტ ინტერნეტში. იქ უამრვაი მასალ დევს.

ერთს დავამატებ, რომ რევოლვერში განსხვავბით პისტოლეტისგან ლუფტები არ არის კარგი. ლუფტი რევოლვერში ავტომატურად ნიშნავს მეტ ცვეთას და ნაკლებ სიზუსტეს. რევოლვერი ბევრად უფრო ფაქიზი იარაღია ვიდრე ავტომატური პისტოლეტი. მაგრამ კარგად აწყობილი და მორგებული რევოლვერი ისეთივე ესთეტიურ სიამოვნებას განიჭებთ როგორც უმაღლესი კლასის შვეიცარული საათი. :–)

 crackedm19forcingcone2kg3

გაბზარული კონუსი სმიტ&ვესონ 19–ზე

Shooterscentral -ის დასკვნა

თანამედროვე იარაღი, პისტოლეტბი და ხშირად რევოლვერების არიან ძალიან გამძლე კონსტრუქციის მქონე მოწყობილობები. მათი მწყობრიდან გამოყვანა არასწორი მოვლით ძალიან ძნელია. მაგრამ შესაძლებელია. მათი რესურსის ამოწურვა საქართველოში ჩვეულებრივი ადამიანის მიერ   შეუძლებელია.  დაწვრილებით შეამოწმეთ იარაღი ზემოაღწერილი მითითებების გამოყენებით, ხოლო კონკრეტული იარაღის შემთხვევაში დაძებნეთ ინტერნეტში იქ ნახავთ ძალიან ბევრ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ გამოვლინოთ პრობლემა თუ ის არსებობს.  

PS

მე არ მინდა შევეხო ძველ და ძალიან ძველ იარაღებს, მათ შორის ჯერ კიდე საბჭოთაკავშირის დროიდან შემონახულ ვალტერებზე, მაყზერებზე და პარაბელუმებზე. იმ დროინდელი იარაღს მე პირადად არ გავეკარები. მათი უმეტესობა არანირ ღირებულებას არ წარმაოდგესნ და არის სავალალო მდგომარეობაში. 9მმ კურცზე გათვლილი იარაღიდან ისროდნენ 9Х18 ვაზნებს, 9მმ ლუგერიდან ისროდნენ თვითდატენილ ვაზნებს ან ისევ 9Х18 ვაზნებს. იარაღს ხშირად “არემონტებდნენ”  არაკომპეტენტური პირები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზუსტი დიაგნზოის დასმა ასეთი იარაღისთვის ითხოვს ძალიან ზუსტ ექსპერტიზას, რაც ჩვენ შემთხვევაში შეუძლებელია ასე, რომ ერიდეთ ასეთ იარაღს.

PS2

 როგორც ყოვლთვის ეს სტატია არ არის სრულყოფილი ინსტრუქცია, ის მხოლოდ უბიძგებს მკითხველს მეტად დაინტერესდეს კონკრეტული საკითხით.



4 Responses to “ნახმარი პისტოლეტის და რევოლვერის არჩევა”

  1. AK says:

    ლევან 2 შეკითხვა მაქვს:
    – სად შეიძლება თბილისში იარაღის მაღაზიაში “მაკაროვის” შეძენა?
    – რა აზრის ხართ საერთოდ ბოლო დროს გამოშვებული რუსული და ბულგარული მაკაროვების ხარისხზე?

  2. gamarjoba says:

    mainteresebs informacia sportuli naganis Sesaxeb,,,,,,,madloba winaswar,,,…

  3. DatuNiko says:

    გმადლობთ, რომ შეგირჩევიათ ჩემთვის Mail-ის მისამართი,მაგრამ, საუბედუროდ ეგ არ გამოდგა სწორი.
    სხვა შემთხვევებში, კიდევ მეტი ყურადღებიანი ვიქნები.
    რაც შეეხება სტატიას – მე ამდენს, ჩემი ასაკის გამო, აღარ ვკითხულობ – რომანებსაც კი.

  4. Shooter says:

    ver mivxdi ras meubnebit

დატოვეთ კომენტარი