პისტოლეტი ჩზ-83

 
 
 

cz83-1 

დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედების
კალიბრები 9×18, 9х17, 7.65х17
სრული სიგრძე 172მმ
ლულის სიგრძე 96მმ
დატენილი წონა 920 გრ.
მჭიდის ტევადობა 12 (9მმ) ან 15 (7.65მმ)

ამ იარაღს საქართველოში ძალიან კარგი რეპუტაცია და სახელი აქვს და მსი საკმაოდ დიდი რაოდენობაც არის ჩვენ ქვეყანაში გაყიდული. მე მახსოვს დრო როდესაც ჩზ-83-ის უახლესი მოდიფიკაციები 800 ლარად იყიდებოდა მაღაზიებში. ეხლა სამწუხაროდ მისი ფასი 2000 ლარს უახლოვდება. ინფლაციის ბრალია ალბათ.

ამ პისტოლეტის შექმნა განაპირობა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კალიბრის მიღებამ (9X18PM) და შესაბამისად მოხდა საკმაოდ იდი და მოუხერხებელი ჩზ-52 ტიპის იარაღის შეცვლა. ჩეხებმა გააუმჯობესეს 9X18 ვაზნა, 20% გაზარდეს მისი ენერგია და ასვე მალე 1983 წელს მიიღეს შეიარაღებაში ახლი პისტოლეტი, რომელსაც მიენიჭა ინდექსი “armadni pistol vz. 82″. ანუ სამხედრო პისტოლეტი მოდელი 82. პარალელურა დაიწყეს მისი კომერციული ვარიანტის გამოშვება კომერციული ინდექსით ჩზ-83. სამხედრო პისტოლეტები იყო 9X18 კალიბრის, კომერციული 9X17 და 7.65 ბრაუნინგის კალიბრებში. მოგვიანებით ამ ტიპის პისტოლეტების გამოშვება დაიწყო ერთნაირი ინდექსით ჩზ-83 და ასევე შესაბამისად გამოჩნდა 9X18 კალიბრის სამოქალაქო ვერსია.

ტექნიკურად ჩზ-83 არის საოცრად რთული და მრავალი დეტალისგან შემდგარი კომპაქტური პისტოლეტი, ფიქსირებული ლულით, ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით, რომელიც გარეგნულად საკმაოდ წააგავს ფორმით მაკაროვის სისტემის პისტოლეტს. დამაბრუნებელი ზამბარა ისივე როგორც მაკაროვის სიტემის პისტოლეტში განლაგებულია ლულის გარშემო.
განსხვავებით მაკაროვის პისტოლეტისგან ჩზ-83 გაცილებით უფრო დახვეწილია და ფართო შესაძლებლობები გააჩნია. უპირატესობებია: ორმხრივი მჭიდის ამოგდების ღილაკი განლაგებული ტარის ზედა ნაწილში; ორ რიგიანი დიდი მოცულობის მჭიდი; მაღალი ხარსხის და მოსახერხებელი სამიზნე მოწყობილობები; გაცუილებით უფრო მოსახერხებელი ტიპიური სამხედრო დამცველის სისტემა, რომლის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ შეყენებული ჩახმახით; საუკეთესო ერგონომიკა და დამზადების მაღალი ხარისხი.
მიუხედავათ რთული მექანიზმისა ჩზ-83 საოცრად საიმედოა და დიდი რესურსი გააჩნია. რა თქმა უნდა მისი სრული დაშლა ისე ადვილი არაა როგორც მაკაროვის სისტემის პისტოლეტის მაგრამ ეს უკვე თეორიაა თუმცა გაადვილებული სრული დაშლა ცემის აზრით მნიშვნელოვანი პლიუსია ნებისმიერი იარაღისთვის.  პრაქტიკაში ჩზ-83 ისეთივე საიმედოა და ნაკლებ ყურადღებას მოითხოვს, როგორც მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. ჩზ-83 ხშირად ხდება თავის რთული კონსტრუქციის გამო კრიტიკის საგანი მაგრამ დამერწმუნეთ, მეც და ჩემტან ერთად მარავალი ჩზ-83 მფლობელი აბსოლუტურად კმაყოფილები არიან თავისი იარაღით და მე არ მსმენია რაიმე პრობლემებზე მათთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში პრაქტიკა ნამდვილად განსხვავებულია თეორიისგან ან ტექნიკუარდ უფრო რთული კონსტრუქცია ისეთივე საიმედოა როგორც უფრო მარტივი. ამავე დროს არსებული იფნრომაცია მაძლევს საშუალებას რომ ვთქვა, რომ ცზ–83–ს უფრო დიდი რესურსიც აქვს.

ჩზ-83 მჭიდში ჩადის 12 9მმ ვაზნა და 15 7.65 კალიბრის ვაზნა რაც ამ იარაღს ხდის ალბათ ერთადერთ ასეთი კლასის იარაღად, რომელიც გამოდგება როგორც სამხედრო პისტოლეტი (არგენტინული ბერსაც ალბათ ამ კატეგორიაში შედის) . ფოლადის რესივერი კი ზრდის რესურს და მთლიანად კონსტრუქციის გამძლეობას. დაუმატეთ ამას მაღალი ხარსხის პოლიგონალური ლულა (მხოლოდ საბჭოთა 9X18 კალიბრისთვის) და თქვენ მიიღებთ იარაღს რომლის გაცვეთა შეუძლებელია.

როგორც ყველ ჩზ-ს სისტემის იარაღი მას გააჩნია ძალიან მოსახერხებელი სასხლეტი და საკმარისზე მეტი სიზუსტე. სროლის გონივრულ დისტანციებზე სიზუსტით ის არ ჩამოუვარდება არც ერთ უფრო სერიოზულ იარაღს (ე.წ 9მმ სერვის პისტოლეტებს, გლოკ 17, ზიგ ზაუერ P226 და ასე შემდეგ).

როგორც უკვე ავღნიშნე არ ჩამოუვარდება ჩზ-83 ერგონომიკაშიც. მას აქვს ყველაფერი რაც უნდა ქონდეს სერიოზულ პისტოლეტს. დიდი სრული ზომის სამზინე მოწყობილობები, ფოლადის რესივერი, მჭიდის ექსტრაქცია ღილაკის დაჭერით (ორმხრივი), მოსახერხეველი დამცველი, პოლიგონალური ლულა, ორრიგიანი მაღალი ტევადობის მჭიდი. გამომდინარე აქიდან ის საკმაოდ განსხვავდება თავისი ანალოგებისგან. რა ახასიათებს დღეს საშუალო და დაბალ ფასიან ამ კლასის პისტოლეტებს? რუდიმენტარული სამიზნე მოწყობილობები, ერთ რიგინაი მჭიდები, დაუმუსავებელი მოუხერხებელი სასხლეტები, საშუალო ერგონომიკა, იაფფასიანი – შეანადნობისგან ან ალუმინისგან დამზადებული რესივერები. ერთგავრი კომპრომისი ერგონომიკას, ფასსა და ეფექტურობას შორის. მათგან განსხვავებით ჩზ-83 არის უკომპრომისო ყველაფერში და სუსტი წერტილების გარეშე.

რა თქმა უნდა ჩზ-83 უფრო დიიდ და მძიმეა და ნაკლებად კომპაქტურია ვიდრე ანალოგიური კლასის იარაღი, იგივე მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ვალტერი, ბერსა და ასე შემდეგ მაგრამ ის ნამდვილად გაცილებით უფრო სერიოზული იარაღია ვიდრე ნებისმიერი მათგანი.

90-ნი წლებში ჩზ-83-მა გაირა რიგი მოდიფიკაციების და ძირითადად გაუმჯობესდა მისი გარეგნული იერსახე.

ასევე ხშირად ჩზ-83 გვხვდება .22 კალიბრზე გადასაკეთებლი კომპლექტით სადაც სედის მცირე კალიბრის ლულა, საკეტი და მჭიდი. რამოდენიმე წუთში სტანდარტული ჩზ-83 გადაკეთდება მცირეკალიბრიან პისტოლეტად. ეს საკამოდ მოსახერხებელია და შესაძლებელს ხდის ივარჯიშოთ პისტოლეტთან გაცილებით უფრო იაფფასიანი ვაზნების გამოყენებით. ასეთი კომპლექტის არსებობა ზრდის იარაღის ფასს დაახლოებით 50% მაინც მაგრამ პრაქტიკულად თქვენ ყიდულობთ ორ იარაღს, ხოლო საშუალება ივარჯიშოთ ნაკლება ფასად პრაქტიკულად ერთი და იგივე პისტოლეტით ასევე ძალიან სასურველია.

ჩზ-83 დღემდე ძალიან პოპულარულია, დღემდე გამოდის და კარგადაც იყიდება. მისი კარგი რეპუტაცია და შესანიშნავი თვისებები განაპირობებენ იმ ფაქტს, რომ ჩზ-83 რჩება ყველაზე პოპულარულ იარაღად თავის კლასში.

მე მქონდა ჩზ-83 დაახლოებიტ ერთი წელი. ერთი წლის განმავლობაში ნასროლი ქინა დაახლოებით 500 სხვა და სხვა ან ასე ვიტყვი ყველა ტიპის 9X19 ვაზნა, მათ შორის ექსპანსიური ტყვიით და კონუსის ფორმის ტყვიიებით. აბსოლუტური საიმედოობა და შესანიშნავი სუზუსტე, რომელიც აღემატებოდა ბევრ ჩემს მიერ ნასროლი უფრო სერიოზული და ძვირადღირებული პისტოლეტების შესაძლებლობებს.

სურათზეა არასრულად დაშლილი კომერციული ძველი ტიპის ჩზ-83 (კალიბრი 7.65). საკეტზე კარგად იკიტხება ჩზ-ს საფირმო ლოგო, კალიბრი და მოდელი

cz83-2-300x205

ეს უკვე მოდერნიზირებული ჩზ-83 “რესტაილინგის” შემდეგ.

cz83-3-300x187



One Response to “პისტოლეტი ჩზ-83”

  1. giorgi says:

    rogorc vici cz83 is vaznas 9*18 kalibrze makarovis 9*18-ze 20%-iT meti muxti aqvs.

    mainteresebs es esea Tu ara ?, Tu asea rames xomar avnebs Cveulebrivi makarovis 9*18 vaznebiT srola?

დატოვეთ კომენტარი