მორიგი შეკითხვა

Zalian mainteresebs arcus98 -is Sesaxeb kompetenturi azri, monacmebi da gamoxmaurebebi rogorc saqarTveloSi ise ucxoetSi

(axali nayidi maqvs arcus98 DAC, Hi-power-is klonia da aSkarad !!! makarovs bevrad ufro rbili sasxleti aqvs !!!! , da Zalian mainteresebs yvela hi-power-s aseti sasxleti aqvs Tu marto arcus98-s? )

სრულყოფილს პასუხს ვერ გაგცემთ დროის უქონლობის გამო და იმის გამო რომ არკუსი არასდროს არ მქონია, თუმცა ვაპირებდი მის შეძენას. ერთადერთი რაც მე მაჩერებდა იყო ის რომ ის არ არის ჰაიპაუერის ზუსტი კოპია. პირველ როგში იმიტომ რომ არ არის მხოლოდ ერთჯერადი მოქმედების, როგორც ორიგინალური ჰი პაუერი. იარაღია იაფია და გააჩნია ყველა იაფი იარაღის ნიშანთვისება, დამუშაბევების დაბალი ხარსხი, სუსტი დაფარვა, სავარაუდოთ ლითონის ხარსხი არ არის ისეთი, როგორც უფრო თანამედროვე და ძვირადღირებულ იარაღში. სხვაგვარად რომ ყოფილიყო საქმე მაშინ ის გაიყიდებოდა არა 1000 არად არამედ 3000 ლარად. გამომდინარე იმ გამოხმაურებებიდან რაც მე წავიკითხე ნტერნეტშო, იარაღი  მუშაობს დამაკმაყოფილებლად.  ანუ რამე პრობლემები არკუსთან ჩემთვის უცნობია.  საქართველოს პირობებებში, როდესაც იაარღს არ ატარებ არ ისვრი არკუსი თავის საქმეს გააკეთებს და კარგად მოემსახურება პატრონს, ამაშუ დარწმუნებული ვარ.  მეეჭვება ამ იარაღმა გაუძლოს ინტენსიურ ექსპლუატაციას, ჩემი გათვლებით იაფი იარაღი საშუალოდ პირველ გაფუჭებამდე მუშაობს 3–5 ათასი გასროლა. მერე ნებდედებიან ჯერ ზამბარები და სხვა რკინის დეტალები, რომლებზეც მოდის დიდი დატვირთვა. იაფიანი იარაღის სუსტი წერტილი ხშირად არის ასევე მჭიდები, ზედმეტად თხელი და სუსტი, ასევე სუსტი ზამბარები.  ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ხარსხის კონტროლი და ხარსხის სტაბილურობა იშვიათია, რაც ნიშნავს, რომ ალბათობა გადაეყაროთ ქარხნულ ბრაკს არის გაცილებით დიდი ვიდრე ძვირადღირებულ იარაღებში. ასე რომ აზრი აქვს ყიდვისას იარაღი კარგად  შეამოწმოთ.

პატივისცემით,

ლევანი

shooterscentral.ge

 

ps

კომპეტენტური გამოხმაურებისათვის მიმართეთ google.com-ს, ჩაწერეთ იქ იარაღის სახელი და მერე ეძებეთ საჭირო ინფორმაცია.



2 Responses to “მორიგი შეკითხვა”

  1. ირაკლი says:

    კარგი საიტია, ავტორი ამომწურავ პასუხებს იძლევა, საკმარისია გულდასმით წაიკითხო თუ რაიმე თემა გაინტერესებს შედეგიც არის და ინტერესეც დაკმაყოფილებულია

  2. ირაკლი says:

    კარგი საიტია, ავტორი ამომწურავ პასუხებს იძლევა, საკმარისია გულდასმით წაიკითხო თუ რაიმე თემა გაინტერესებს შედეგიც არის და ინტერესიც დაკმაყოფილებულია

დატოვეთ კომენტარი