ბერეტა 92-ის შესახებ


სურათი

9mm Beretta. Takes 15 in the mag, 1 up the pipe, wide ejection port, no feed jams. (с) Martin Riggs, Lethal Weapon

 ყველასთვის ალბათ ცნობილია 92-ე სერიის ბერეტას პისტოლეტები, გადაღებული უამრავ კინოში, ამავე სისტემის უამრავი და ძალიან იაფი გაზის და საფანტის მოდელები კილო მანეთად, რომ იყიდებოდა საქართველოში, სპეციფიური ლამაზად ჟღერაი სახელი და ასევე მრავალმა სხვა ფქტორმა განაპირობა ის რომ ბერეტას სახელს იცნობს ყველა , დიასახლისების და პატარა ბავშვების ჩათვლით. ბერეტა გახლდათ რაღაც სერიოზული “ბლატნოი” იარაღის სინონიმი. მართალია ბერეტას ასეთი რეპუტაცია არ არის შექმნილი რაიმე კონკრეტული საექსპლუატაციო საბრძოლო თვისებებით, როგორც ეს სხვა ქვეყანებში ხდება, უბრალოდ ბერეტას ბრენდს საქართველოში ქონდა სახალხოდ ცნობილი, სიმბოლური, ელიტარული სტატუსი, მეტი არაფერი. რაიმე ობიექტური აზრი ამ იარაღზე და მის საბრძოლო თვისებებზე არ არსებობდა და მეტიც, შეიძლება ვთქვათ რომ შესაბამის წრეებში ბერეტა 92-ს და მის მოდიფიკაციებს უფრო არაერთმნიშვნელოვნი რეპუტაცია აქვთ. ამაზე უფრო დაწვრილებით ცოტა გვიან.

სურათი

ბერეტა 92-ის სახელი წამოვიდა მისი ინდექსიდან. 9 მმ პისტოლეტი მეორე მოდიფიკაცია, პირველი მოდიფიკაცია რომელიც იყენებდა ბრაუნინგის ჩაკეტვის სისტემას მოხსნილ იქნა კონკურსიდან და სერიაში წავიდა მეორე მოდიფკაცია, რომელიც იყენებდა ვალტერ P38-ს ანალოგიურ ჩაკეტვის სისტემას. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ ლულა იარაღსი ზევიდან ღია არის და ტრადიციიული ბრაუნინგის სქემა აქ არ გამოდგებოდა. უბრალოდ ადგილი არა,ა რაზეც ჩაკეტვა მოხდებოდა.  სიმართლე რომ გითხრათ ჩემთვის უცნობია და გაუგებარია რატომ აირჩიეს იატალიელებმა P38 უფრო რთული და თავისებური ავტომატიკა. იტალიელები არიან, ექსტრავაგანტული ხალხი, მიუხედავათ ყველა სირთულისა მათ შექმნეს კონკურენტუნარიანი პისტოლეტი, რომელიც  არ იყენებს ბრაუნინგისქემას. მეტსაც ვიტყვი მათ შექმნეს ორი ასეთი პისტოლეტი, პირველი ბერეტა 92, რომელზეც ეხლა ვსაუბრობთ და მეორომპქტური ბერეტა პ8000 , რომელიც ბრუნავ ლულას იყენებს. 92–ე მოდელს P38-დან ასევე ერგო ალუმინის რესივერი. კონსტრუქციულად ბერეტა 92 წარმოადგენს ნახევრად ავტომატურ პისტოლეტს, რომელსაც გააჩნია ნაწილობრიბ ღია საკეტი, ქრომირებული ლულა, ორ რიგიანი მჭიდი და არავატომატური დამცველი.  ის ასევე წააგავს თავის წინადმორბედებს ბერეტა M1922 და M1951–ს. აღსანიშნავია, რომ P38-ის ორიგინალურმა ჩაკეტვის სისტემამ განაპირობა ის, რომ ბერეტა 92 ადვილად მუშაობს მაყუჩებთან, განსხვავებით იმ პისტოლეტებისგან, რომლებიც იყენებენ ბრაუნინგის ავტომატიკის სქემას. იარაღის სერიული წარმოება დაიწყო 1975 წელს.

სურათი
ბერეტა 92-ის არასრული დაშლა

92 სერიის წარმოება კომპანია Fabbrica d’Armi Pietro Beretta დაიწყო 1975 წელს (პისტოლეტიზე მუშაობა გრძელდებოდა 3 წელი). თავის ორიგინალურ თავდაპირველ ვერსიაში გამოვიდა მხოლოდ 5000 ცალი, რის შედეგადაც ბერეტა 92-ს ჩაუტარდა პირველი მოდიფიკაცია. მოდიფიცირებული ბერეტა 92S განსხვავდებოდა იმით, რომ მას ქონდა განალგებული დამცველი-დეკოკერი საკეტზე, როგორც ამას სამართალდამცავი სტრუქტურები ითხოვდნენ. ორიგინალურ ვერსიაში, ბერეტას ქონდა დამცველი განლაგებული რესივერზე. ამის შედეგად ბერეტა92ს-ი სწრაფად მიიღო შეიარაღებაზე იტალიის პოლიციამ და შეიარაღებულმა ძალებმა. სწორედ იტალიური პოლიციის მოთხოვნით, ბერეტას აქვს უნიკალური ბრუნვადი დამრტყმელი, რომელიც ტრიალდება დამცველის მოძრაობით და ხდეაბ სეუძლებელი გასროლა მაგალითად დავარდნისას. იგივე სქემა გამოიყენება მოდელ პ8000–ში.

 P-Beretta-92-sx

პირველი გამოშვების ბერეტა 92

 

შემდეგი მოდიფიკაცია გახლდათ ბერეტა 92 ინდექსით SB. სპეციალურად მოდიფიცირებული კონკურსისთვის, რომელიც გამოცხადებულ იქნა აშშ-ს საჰაერო ძალების სარდლობის მიერ. ინდექსი B ნიშნავს, რომ იარაღს დაემატა დამრტყმელის (ნემსის) ბლოკირების მექანიზმი, რომელმაც გაზარდა არაღის უსაფრთხოება და ასევე მჭიდის ღილაკი გადაინაცვლა ტარის ძირიდან უფრო ჩვეულ ადგილზე, დამცველი გარდის გვერძე, ტარის ზედა ნაწილში. ბერეტამ კონკურსი მოიგო და ბერეტამ შეადგა ფეხი ამერიკულ ბაზარზე. ეგ უდაოდ სერიოზული წარმატება იყო, იმიტომ რომ ოფიცილაური სტრუქტურების შეიარაღებაში მიღება იყო საუკეთესო რეკლამა და გარანტირებულად ნიშნავდა მოთხოვნის გაზრდას სამოქალაქო ბაზარზე, რაც კიდევ უფრო მეტ მოგებას პირდებოდა ბერატას კომპანიას.

მორიგი და ალბათ ყველაზე დიდი წარმატება ბერეტაად ხვდა 1985 წელს, როდესაც გაიმარჯვა კომკურსში, რომელიც მოწყობილი იყო აშშ-ს შეიარაღებული ძალების მიერ ერთიან პისტოლეტზე. კონკურსის თემა საერთოდ ცალკე უნდა განიხილოს ვინაიდან ამ კონკურსთან დაკავშირებით უამრავი ჭორი და არაზუსტი ინფორმაცია არსებობს. ითვლება, რომ აშშ-მ მოაგებინა იტალიიურ ბერეტას და სანაცვლოდ მიიღო პირობა, რომ ამერიკული სამხედრო ბაზები დარჩებოდნენ იატალიაში, რის გამოც თურმე ბევრი უფრო პერსპექტიული პისტოლეტებს წააგებინეს კონკურსში (მათ შორის, რატომღაც მოიხსენიებდნენ ჩზ-75-საც). კონკურსში ბერეტას გარდა მონაწილეობდნენ კოლტი SSP, Smith&Wesson 459, FN DA, FN FA, FN High Power, Star M28, H&K P9S და H&K VP70. კონკურის სამჯერ ხელახლა ჩატარდა ვინაიდან ორ წინა შემთხვევაში, ვერც ერთმა პისტოლეტმა ვერ გაიარა საჭირო ტესტირებები. მხოლოდ მესამე ჯერ ჩატარებულმა კონკურსმა (ახალი სახელით XM-9) გამოავლინა გამრჯვებული – ბერეტა 92 და ზიგ ზაუერი P226. ბერეტამ შესთავაზა უფრო დაბალი ფასი და ამავე დროს არ აჩვენა რაიმე სერიოზული ტექნიკური ხარვეზი, მაშინ როდესაც რამოდენიმე ზიგ ზაუერს დაუზიანდა ალუმინის რესივერები (ბზარები რელსებში). ბერეტა გამოცხადდა გამარჯვებულად და მიიღო შეკვეთა 500 000 პისტოლეტზე, რომლებსაც მთლიანად უნდა შეეცვალა .38 კალიბრის რევოლვერები, ლეგენდარული .45 კალიბრის კოლტები და ასევე სხვა პისტოეტები, რომლებიც უმნიშვნელო რაოდენობით იმყოფებოდნენ შეიარაღებაში. კონკურსში წარმოდგენილი ბერეტა 92 განსხვავდებოდა ყვეკლაზე ბოლო მოდიფიკაციისგან იმით რომ დამატებით ქონდა ქრომირებული ლულა, ოდნავ შეცვილი სახელურის ფორმა, ასევე დამცველი რგოლის (გარდის) დიზაინი და ასევე ახალი ტიპის დაფარვა “ბრუნიტონი” რომელიც უფრო გამძლე იყო და უკეთესად იცავდა პისტოლეტს კოროზიისგან. ასევე პისტოლეტის შიდა ნაწილები 100% იცვლებოდა ბერეტა 92G-ს მოდელებთან, რომელიც იქმნებოდა საფრანგეთის შეიარაღებული ძალების დაკვეთით. აღსანიშნავია, რომ ბერეტამ მაინც ვერ შეძლო გამხდარიყო ერთადერთი პისტოელტი აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში. ზიგ ზაუერმა თითქმის სინქრონულად ბერეტასთან პარალელურად მიიღო კონტრაქტი კომპაქტურ “სერვის” პისტოლეტზე (მოდელი P228 სამხედრო ინდექსი M11). ასევე საზღვაო ძალების სპეც დანიშნულების ძალებმა მიიღეს ზიგ ზაუერი P226 (რატომ ამაზე ცოტა გვიან) ხოლო საზღვაო ფეხოსნების კორპუსის სადაზვევრო ნაწილებმა გააგრძელეს საკუთარი ძალებით მოდიფიცირებული .45 კალიბრის M1911A1 სისტემის პისტოლეტების გამოყენება.

საინტერესო ფაქტი, მხოლოდ კონექტიკუტის შტატის პოლიციამ მიიღო ბერეტა 92 შეიარაღებაში 1980 წელს და დაასწრო აშშ–ს შეიარაღებულ ძალებს. ხოლო მას მერე რაც არმიამ გადაწყვიტა ბერეტას ყიდვა, ეს იარაღი შეიძინა ურიცხვმა პოლიციის სამსახურებმა ამერიკის სხვა და სხვა შტატებში.

5290_beretta_92fs

 ბერეტა 92FS

ამ პერიოდს ასევე ემთხვევა პირველი სერიოზული პრობლემების წარმოქმნა. მას მერე რაც პისტოელტების წარმოება, როგორც ამას კონტრაქტის პირობები იხოვდა დაიწყო აშშ-ს ტერიტორიაზე და ახალი წარმოებული პისტოლეტების აუცილებელი ტესტირებების ჩატარება დაიწყო გამოვლინდა სერიოზული პრობლემები. ლულის და პატრონნიკის დეფექტები (ფოლადის სტრუქტურული დეფექტები ლულის და პატრონნიკის შიგნით) რა რაც მთავარია საკეტის ფოლადში მიკროსკოპიული ბზარები რაც იწვევდა საკეტის დაშლას და მსროლელის დაშავებას (სიკვდილი დაფიქსირებული არ არის, მიუხედავათ არსებული ჭორებისა). პირველად ეს განიცადეს საზღვაო ძალების სპეცრაზმელებმა, კონკრეტულად ყველაზე ელიტური “ზღვის ლომების” მე-6 რაზმი. ინტენსიური ექსპლუატაციის გამო (კვირაში 3000 გასროლამდე) დაფიქსირდა რამოდენიმე ფაქტი საკეტის სტრუქტურული დეფორმაციის რის გამოც სერიოზული ჭრილობები მიიღეს როგორც მინიმუმ ორმა სპეცრაზმელმა. ამის მერე დაიწყო გამოძიება, როემლმაც დაადგინა რომ აღნიშნული დეფექტები გამოწვეულია საწარმოო პროცესებით, ანუ დამნაშავეა და პასუხსმგებელია კომპანია ბერეტა. ბერეტამ გამოითხოვა ტესტირების მსალები და დაადგინა, რომ გამოყენებული ვაზნები, რომლის მიწოდებას უზრუნველყოფდა აშშ არ აკმაყოფლებდნენ სპეციფიკაციებს და წარმოქმნილი წნევები აღემატებოდნენ დასაშვებ მაჩვენებლებს. ბერტას მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებლმა ტესტირებებმა გამოავლინეს, რომ წარმოქმნილი წნევები ხშირად იყო 50 000 პსი რაც აღემატება მაქსიმალურად დასაშვებ ნორმას 35 000-ს, რასაც ნატოს სტანდარტები ითვალისწინებდნენ. ალბათ სიმართლე მიანც სადღაც შუაში იყო, ანუ ნაწილობრივ წარმოქმნილ პრობლემაში გარკვეული წილი ქონდა ასევე ტექნოლოგიური პროცესების დარღვევას, რაც განპირობებული იყო წარმოების გადატანით აშშ-ს ტერიტორიაზე და ალბათ კონსტრუქციულ ხარვეზებით სანამ წარმოება დალაგდებოდა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ბერეტამ შეიტანა აუცილებელი კონსტრუქციული ცვლილებები იარაღში, რომლებიც გამორიცხავდნენ საკეტის დაშლისას მისი ნაწილების მოხვედრას მსროლელის სახეში. ასევე ბერეტის გარკვეულ როლს ამ პრობლემაში ადასტურებს ისიც, რომ აღნიშნული შემთხვევები ანუ საკეტის ფრაგმენტაცია დაფიქსირდა საფრანგეთის ჯარშიც.
მას მერე რაც ბერეტამ შეცვალა კონსტრუქცია ხოლო M882 ტიპის ვაზნის დენთის შემადგენლობა ასევე შეცვლილ იქნა, პრობლემა ხელახლა აღარ წარმოშობილა. შემდეგმა ოფიცილაურმა ტესტებმა, რომელსაც პერიოდულად ატარებდა ამერიკული მხარე, დაადგინეს, რომ იარაღის ძირითად ელემენტებს აქვს შემდეგი რესურსი:
რესივერი – 35 ათასი გასროლა
ჩამკეტი ბლოკი (რესივერში) – 22 ათასი გასროლა
საკეტის – 75 000 გასროლა
ასეთი რეზულტატები მნიშვნელოვნად აღემატებოდა წინასწარ მოთხოვნას, იარაღოს სასიცოხლო ციკლი – 5000 გასროლა მხოლოდ. რას ნიშნავს ეს სამოქალაქო მსროლელისთვის? პირველ რიგში იმას რომ ბერეტას აქვს შესაშური რესურსი, ნატოს სტანდარტული 9მმ ვაზნები არის ყველაზე ცხელი ანუ +P ან თუნდაც +P+ ვაზნების ექვივალენტი, უმეტესობა “სამოქალაქო” 9X19 კალიბრის ვაზნები, ოპერირებენ გაცილებით უფრო დაბალი წნევებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის იარაღის რესურსს. ამიტომ სამოქალაქლო მსროლელისთვის ეს მაჩვენებელი უკვე გადადის თეორიაში – ანუ პრაქტიკულად ბერეტა 92-ის გაცვეთა არარეალურია ჩვეულებრივ პირობებში, ხოლო საქართველოს პირობებში მითუმეტეს.
რა გასაკვირია აღნიშნულმა ამბავმა სერიოზული ზარალი მიაყენა ბერეტა 92-ის რეპუტაციას (ჭორაობა მარტო საქართველოში არ უყვართ). წარმოიშვა უამრავი მითი და ლეგენდა, ყველაზე ლამაზია ალბათ პატარა ლექსი, რომელიც ვითომ მოიგონეს ამერიკელმა სპეცრაზმელებმა, ორგინალში ის დაახლოებით ასე ჟღერს – you are not a seal until you havent eaten italian steel. ანუ რომ ვთარგმნოთ მანამდე არ ხარ ზღვის ლომი სანამ არ შეჭამ იტალიურ ფოლადს.
ასევე გარკვეული პრობლემები წარმოიშვა M9-ს მჭიდებთან, საქმე იმაშია, რომ სახსრების დაზოგვის მიზნით, მჭიდები შეკვეთილი იქნა სხვა კომპანიისათვის, ხოლო მას მერე რაც დაიწყო კამპანიები ერაყსა და ავღანეთშო ეგრევე წამოვიდა უამრავი საჩივარი, ხანგრძლივი ტარების შემდეგ, მჭიდის ზამბარები “დაჯდა” და საიმედოობაც შემცირდა. რომ გამოვრიცხოთ ტრადიციული საჩივრები 9მმ ვაზნის შესაძლებლობების მიმართ საერთო ჯამში M9 არის ცნობილი როგოეც საიმედო იარაღი, რაც არ არის გასაკვირი. ამდენი ტესტირებების და ხანგრძლივი მსახურების შედეგად გამოვლინდა ყველა ოდნავ მნიშვნელოვანი პრობლემა, რამაც ჯამში შექმნა ალბათ ერთ ერთი ყველაზე უფრო კონსტრუქციულად დახვეწილი პისტოლეტი. ანუ ექსპლუატაციის პირობებში რაიმე სერიოზული პრობლემის წარმოქმნა რომელიც უკავშირდება იარაღის კონსტრუქციას და წარმოების პროცესს თითქმის გამორიცხულია.
დღეს დღეისობით ბერეტა 92 გამოდის უამრავ ვარიანტში ხოლო მის კლონებს უშვებს ბრაზილია (ტაურუსი) და ასევე თურქეთი. რა თქმა უნდა 92–ს უკვე არ უკავია იგივე პოზიციები “ოფიციალურ” ბაზარზე, 9 მმ ვაზნის ეიფორიამ დიდიხანი გადაიარა, ხოლო ბაზარი დღეს გადავსებულია ბევრად უფრო ახალი და უნივერსალუი სისტემებით, რის გამოც ბერეტა უკვე გახდა უფრო ეკზოტიკა და ენტუზიასტების არჩევანი, ვიდრე გავრცელებული “სერვის” პისტოლეტი. ასევ დასრლდა ბერეტას გეგემონია აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში. დამატებიტ აშშ-მ მიიღო შეიარაღებაში ზიგ ზაუერის, ხეკლერ კოხის სხვა და სხვა მოდელები, სანაპირო დაცვის სამსახურმა შეცვალა თავისი M9-ბი ზიგ ზაუერებით და ხეკლერ კოხებით. არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ M9A1-ის პისტლეტები შეუკვეთა საზღვაო ფეხოსანტა კორპუსმა. A1 ინდექსი ნიშნავს რომ შეტანილ იქნა გარკვეული ცვლილებები, ესენია უნივერსალური სამაგრი, ახალი ტიპის დაფარვა და რიგი სხვა გაუმჯობესებები.
ამჯერად ბერეტა 92-ს ნელ ნელა ენაცვლება მისი პოლიმერული ვარიანტები, მოდაში შემოსული ყველა ატრიბუტიკით, ცვლადი სახელურის პანელები, უნივერსალური რელსები და ასე შემდეგ.

000_2249
ალბათ ყველაზე ქარიზმატული და უკომპრომისა 92-ე ბერეტა, მოდელი steel–I. დამზადებულია მთლიანად უჟანგავი ფოლადისგან. დამცველი განლაგებულია რამკაზე.

ბერეტა უკვე 6 წელია მონაწილეობს ოპერაციებში ერაყში და ავღანეთში. შეძლების და გვარად თვალს ვეიქიდან მოწოდებულ ინფრომაციას, და პრინციპში ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რაიმე პრობლემა ყოფილიყო ამ იარაღთან. სოების გამოწვეულია დაბალი ხარსხი მჭიდებით, ხოლო კარგი ხარსხის მჭიდების არსებობის შემთხვევაში იარაღი მუშაობს საჭირო საიმედოობით. წესი მჭიდებს არჩევენ ფერით, სუო ორია, შავი და ნაცრსიფერი. როგორც წესი ნაცრსიფერები არის ნაგავი. დაახლოებით 5 ტიპის მჭიდებია აქიდან, მხოლოდ ახალი ტიპის სტანდარტულები და Mec-Gar–ის გამოშვება მუშაობს იდეალურად, ყველა დანარჩენი ითვლება არასაიმედოთ და მებრძოლები ცდილობენ ის მოიშორონ.  წმიდა თეორიული თვალსაზრისით ცხადია, რომ ქვიშიან გარემოში ბერეტას მოვლა იქნება კოშმარი, ის ძნელად იშლება მთლიანად რაც საციცხლოდ მნიშვნელოვანია. აგიხსნით: ერთხელ მე ჩზ83 ძლიერი დაბინძურების გამო გავწმინდე აბაზანის სახეხით (ცადეთ მაგრად წმინდავს). მერე ცხელი წყლიტ გამოვრეცზე და იარაღი ისე ხრაშუნობდა, რომ მივხვდი რომ ცხელი წყლით და წნევით რეცხვამ მაინც არ გამორეცხა სახეხის ნარჩენები. ჩზ–83–ს მესაათე თუ დაშლის ბოლომდე და ამიტომაც კაი ორი საათი ვიწვალე.მაგრამ ჩზ–83–ზე საკეტი მაინც იშლება და ბერეტა 92–ზე ძალიან ძნელად. ასე რომ რა გასაკვირია, რომ ბერეტას მოვლა და საიმედოობი უზრუნველყოფა ერაყში და ავღანეთში საკმაოდ პრობლემატურია. მსმენია, რომ სკოტჩით ხუფავებ ხვრელებს, რომელიც არის მჭიდში იქ რომ არ დაგროვდეს ჭუჭყი. ბევრი მსმენია რომ 9მმ საკმარისი არ არის, მაგრამ იარაღზე ყველას აქვს ტავისი პირადი მოსაზრება და აქ ვერაფერს ვერ უშველი, ფაქტია, რომ ოფიციალურად არავის არ დაუყენებია ბერეტას საიმედოობა და ეფექტურობა. ისე დაბინძურების პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდებოდა დახურული ტიპის ბუდეების გამოყენებით. ეხლა რასაც იყენებენ იწვევს იმას, რომ იარაღი მუდამ ქვიშის ზემოქმედების ქვეშაა.

060807-A-0559K-010

 orig

ძალიან ცნობილი ფოტოსურათი, აშშ–ს საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის სერჟანტი ბრედ კასალი გადაღებული იმ მომენტში, როდესაც მას დაჭრილს გამოიყვანენ სახლიდან, სადაც ის შევა იმისთვის, რომ დაჭრილი მეგობრები გადაარჩინოს. ის მიიღებს 40 ჭრილობას ნასხვრევებისგან და მას მოხვდება 7 7.62X39 კალიბრის ტყვია. სურათზე ჩანს იარაღი, რომლითაც ის იბრძოდა და გადაარჩინა თავისი მეგობრები, ბერეტა 92 და ცნობილი ამერიკული საბრძოლო დანა Ka-bar, რომელიც ფეხოსნებს შეიარარებაში უკვე თითქმის 80 წელი აქვთ. მოგვიანებით მას  დააჯილდოებენ  საზღვაო ძალების ჯვრით.  

ბერატა 92-ის მოდიფიკაციების მიმოხილვა

F (standard)
სანდარტული ბერეტა 92. წარმოებაშია დღემდე. სტანდარტული დამცველი და დეკოკერი.

G (დამცველი გარეშე)
შექმნილი საფრანგეთისთვის. აქ აქვს დამცველი, ხოლო ღილაკი საკეტზე ასრულებს მხოლოდ დეკოკერის ფუნქციას.

D (double-action, no safety)
მხოლოდ ორმაგი მოქმედების მოდელები F და FS

Vertec
გამოდის 2003 წლიდან. კოსმეტიკური განსხვავებები, ტრიტიუმის სამზინე მოწყობილობეი, მჭიდის შახტა სპეციალური ფორმის მისი სწრაფი შეცვლისთვის. პრქტიკულად სპორტული ბერეტაა.

Brigadier
გამოდიოდა 1993 წლიდან 2006 წლმდე. დამძიმებული საკეტით. “ნოვაკის” ტიპის სამზინე მოწყობილობებით

Elite I
ბრიგადირის ანალოგი, დამუსავებული მჭიდის შახტა და მცირედ შეცვლილი სახელური. გამოდიოდა 1999-2001 წლამდე და მას ჩაენაცვლა Elite 1A

Elite 1A
აქვს იგივე სახელური რაც მოდელ ვერტეკს. აქვს ინტეგრირებული უნივერსალური სამაგრი და ასევე მხოლოდ დეკოკერის ფუნქცია და ლულა უჟანგავი ფოლადისგან.

Elite II
ჩაენაცვლა 1A მოდელს 2001 წელს და გამოდიოდა 2006 წლამდე. თითქმის იგივეა მაგრამ აქვს სხვა ფორმის ჩახმახი და სეცლილი ფორმის მჭიდის ღილაკი.

Inox
უჟანგავი ფოლადის ლულა და საკეტი. ალუმინის რესივერი დამუსავებულია, რომ იყოს ერთი და იგივე ფერის. გამოდის დღემდე.
სურათი

Compact L
გამოდის 1992 წლიდან. კომპაქტური ვერსია. მოკლე ლულა და ტარი. მჭიდში ჩადის 13 ვაზნა მხოლოდ.

Compact Type M
იგივე რაც წინა მოდელი მაგრამ ტარი იტევს ერთ რიგიან 8 ვაზნიან მჭიდს.

Centurion
1992-1996. იგივე რაც კომპაქტური ვარიანტი მაგრამ ტარი აქვს სტანდარტული ზომის.

CB
1992-93. სპორტული მოდიფიკაცია ერთჯერადი მოქმედების დამრტყმელ სასხლეი მექანიზმით. აქვს ლულის ფიქსატორი რაც თეორიულად ზრდის სიზუსტეს

Stock
იგივე რაც ბრიგადირის მაგრამ ლულის ფიქსატორით. ექმნილია როგორც სპორტული მოდელი.

Combat
მოდელი ბრიგადირი, ლულის ფიქსატორით, დაგრძელებულუ ლულით. მხოლოდ ერთჯერადი მოქმედებით. ასევე შექმნილი როგორც სპორტული მოდელი.

Billennium
საკოლექციო მოდელი. გამოშვებულია მხოლოდ 2000 ცალი 2001 წელს. პრაქტიკულად ბრიგადირია.

Steel I
მთლიანად უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული. აქვს ერთჯერადი და ორმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი.

93R – ავტომატური “სუპერ ბერეტა”
ამაზე მალე დავწერ

beretta93r19gq

Shootercentral-ის დასკვნა

მიუხედავათ იმისა, რომ ბერეტა გარკვეულწილად შეიძლება ჩაითვალოს მორალურად მოძველებულ სისტემად, მას არ გააჩნია კომპაქტური და სუბკომპაქტური ვერსიები, კალიბრი სულ ორია, 9მმ ლუგერი და .40 სმიტ&ვესონი, ის საკმაოდ გაბარიტულია და მძიმე, ბერეტა 92 დღეს დღეისობით არის ერთ ერთი ყველაზე დახვეწილი 9მმ–ნი სრული ზომის პისტოლეტი, რომელსაც პრაქტიკულად არ გააჩნია სუსტი წერტილი და ამავე დროს აქვს შესაშური რესურსი და გამძლეობა.

პლიუსები: მაღალი საიმედოობა, გამძლეობა, დიდი ტევადობის მჭიდი, მაღალი სიზუსტე, “შესაშური გარეგნობა” 

მინუსები: საკეტის რთული კონსტრუქცია, დიდი გაბარიტები.

შეიძლება იდაო ბერეტას ერგონომიკაზე, ვიღაცას მოწონს ვიღაცას არა, ვიღაცას ბერეტა დიდი ეჩვენება, თუმა იგივე ხეკლერ კოხ უსპ–სთან შედარებიტ ბერტა კომპაქტური იარაღია. ერთი რამ რჩება უდაოდ ბერეტა 92 არის ერთ ერთი ყველაზე ლამაზი და ქარიზმით სავსე პისტოლეტი მსოფლიოში.   ზუსტად ამის გამო ის არის ძალიან პოპულარული კინოფილმებში, რეჟისორები არ არიან დიდი სპეციალისტები იარაღში ამიტომაც ხშირად ირჩევენ იარარს საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე და ერთადერთი კრიტერიუმი ხშირად არის (თუ პროფესიონალი იარაღის ექსპერტები არ არიან ჩართული) იარაღის გარეგნობა. მაგალითად ჯონ ვუმ ცნობილმა ჩინური წარმოშობის რეჟისორმა (Broken Arrow, Face off, Mission Impossible II)  ერთ ერთ ინტერვიუში განაცხადა: “მე ვთვლი, რომ ბერეტა არის სერიოზული ქარაქტერი, ის ძალიან ძლიერი და ელეგანტურია, სხვა იარაღები მეჩვენება სისულელედ, კიდე რაც მომწონს მასში იცით? რამდენი ვაზნა ჩადის ბერეტაში? 17 ხო? (ახალი მჭიდები 16 ვაზნიანია +1 სავაზნეში) , შენ შეგიძლია ისროლო 17 ვაზნა, და როცა აგრძელებ სროლას ეს როგორც ბარაბნების დარტყმაა, როგორც მუსიკა ისე ჟღერს”.

KillerJeff1

ადრი ჯონ ვუს ფილმიდან The Killer  

 

ავტორის კუთვნილი Beretta 92FS

bertta 92 silver on red 

 

 



One Response to “ბერეტა 92-ის შესახებ”

  1. SPEC says:

    კიდევ ერთი შესანიშნავი სტატია,ასე განაგრძე : ))

დატოვეთ კომენტარი