რედაქტორის სვეტი – 18.03.19

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ამბავი, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა ახალი გამკაცრებული რეგულაციების შემოღება, რომელიც დიდი ალბათობით შეეხებოდა იარაღის მფლობელების მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის იყო საუბარი იარაღების ხელახალ რეგისტრაციაზე. ფეისბუქზე ეს ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა და მათ შორის მე დამბომბეს კითხვებით.  რეალურად უცნობია რა ტიპის რეგულაციების შემოღება იგეგმება ან იგეგემება თუ არა საერთოდ, იმიტომ რომ მას მერე საკმარისი დრო გავიდა და არანაირი დადასტურება რომ საფრთხე რეალურია ჯერჯერობით არ გამოჩნდა. ინტერნეტში მოიპოვბეა სკრინშოტები დოკუმენტის, რომელიც როგორც ჩანს არის განმარტებითი ბარათის ნაწყვეტი, რომელიც ერთვის კანონში ცვლილებების პროექტს და  სადაც ამ შემთხვევაში საუბარია ერთ კარგ ამბავზე, რაც არის იარაღის გამოცდების გაუქმება და ასევე ბუნდოვნად განმარტებულია რიგი სხვა საკითხები, რომელიც მათ შორის ეხება რაღაც საშიშ (ვისთვის?) იარაღებზე და მათი სიის ფორმირებაზე. უნდა აღნიშნოს, რომ ბიუროკრატია (also known as სახელმწიფო) მუდმივად მუშაობს რაღაც ახალ რეგულაციებზე, მუდმივად იწერება სამუშაო დოკუმენტები, სადაც სახელმწიფო ჩვენზე ზრუნვით აქტურად ცდილობს ჩაერიოს მოქალაქეების ცხოვრებაში და დაარეგულიუროს მათი ცხოვრების ყველა ასპექტი. პირადად მე მივიღე მონაწილეობა ორჯერ ასეთი მავნე რეგულაციების ჩაგდებაში, მაშინ როდესაც ვმუშაობდი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლად. პირველ შემთხვევაში, როგორც ვხვდები რაღაც ცვლილებებს კანონში ითხოვდნენ ჩვენი “მეგობრები” ევროკავშირიდან და ლაპარაკი იყო იარაღების მჭიდების ტევადობის შემცირებაზე სამ ვაზნამდე და ასევე ნახევრად-ავტომატური იარაღების აკრძალვაზე. ჩვენი მყისიერი რეაგირების შემდეგ ეს ინიციატივა დაიმარხა. მეორე შემთხვევაში კანონპროექტის ინიციატორი იყო იუსტიციის სამინისტრო და ამჯერად ახალი რეგულაციები ეხებოდა საკოლექციო იარაღს და ასევე რიგ სხვა საკითხს. ეს კანონპროექტიც არ გაცდა სამუშაო დოკუმენტის ფორმატს, იმიტომ რომ მაშინ, იმ დროს სახელმწიფო პოლიტიკას წარმოადგენდა რეგულაციების, ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობის შემცირება. დღეს ჩვენ გვაქვს საპირისპირო მდგომარეობა. ყველაფერი რაც ჩაგდებულ იქნა მაშინ მიღებულ იქნა დღეს, დიახ მათ შორის ჩაგდებული იყო მარჯვენა-საჭიანების აკრძალვა/შეზღუდვის კანონპროექტიც, რაზეც მე მაქვს დაწერილი უარყოფითი დასკვნა და რომელიც მიიღეს ეხლა. მოკლედ ასე მუშაობს ეს ყველაფერი, ბიუროკრატია ქმნის ბარიერებს, წესებს, შეზღუდვებს, აკრძალვებს ხოლო დანარჩენები (მოქალაქეებ, ბიზნესი, დაინტერესებული ჯგუფები) ამას ეწინააღმდეგებიან. უბრალოდ მაშინ ერთგვარი ფილტრის ფუნქციას ასრულებდა სახელმწიფო მინისტრი, ყვლასთვის კარგად ცნობილი პიროვნება, კახა ბენდუქიძე, რომელსაც კარგად ესმოდა ჭარბი რეგულაციების მავენბლობა, დღეს ასეთი ფილტრი/მუხრუჭი აღარ არის.  ახალი რეგულაციები ყოველ დღე შედის ძალაში.  ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ ტაქსისტებთან, მწეველებთან და მძღოლებთან ერთად იარაღის მფლოებელბიც აღმოჩნდებიან ამ წნეხის ქვეშ. მაგრამ გავმეორდები ჯერ ეს ოფიციალურად უცნობია, იმიტომ რომ ახალი რეგულაციები როგორც მაქსიმუმ, არსებობენ არაფორმალური სამუშაო დოკუმენტის ფორმატში, რომელიღაცა (დიდი ალბათობით შსს-ში) სამინისტროში.  უნდა აქვე აღვნიშნო, თუ ეს სიმართლეა, ცალსახად გამოცდების გაუქმება არის კარგი ნაბიჯი და სამინისტროს ჯანსაღი ინიციატივა. სამწუხაროა რომ ორი წელი დაჭირდათ ამის მისახვედრათ იმიტონ, რომ თავიდანვე იყო ცხადი რომ გამოცდების შემოღება იყო არასწორი ნაბიჯი. ეს თავიდანვე იყო ზედმეტი და უაზრო ადმინისტრაციული ბარიერი, რომელმაც წარმოშვა მრავალი პრობლემა იარაღის მფლობელებისთვის და დააზარალა ბიზნესი (იარაღის იმპორტიორები). ჩემი აზრით სახელმწიფომ უნდა დაუბრუნოს ყველას ამ გამოცდების ჩაბარებაში დახარჯული ფული, რაც იქნება სამართლიანი, მაგრამ ეს ალბათ არასდროს არ მოხდება. ეხლა კიდე გადავიდეთ ყველაზე საინტერესო საკითხზე.  რა გამოხმაურება მოყვა სოც. ქსელებში  SOS ძახილზე. საინტერესო ეს იმიტომ არის, რომ ეს გამოხმაურებები ჩემი აზრით რეალურად მეტყველებენ იმ მძიმე და არასახარბიელ სიტუაციაზე, რომელიც არის  შექმნილი ქართულ “გან ქომიუნითიში”.  იმ გამოხმაურებებიდან და მათ შორის “sos ძახილის” ავტორებისგან ვიგებთ, რომ ცალსახად პოზიტიური ცვლილება – გამოცდების გაუქმება თურმე კარგი არ ყოფილა, პირიქით გამოცდების გამკაცრების სურვილი გამოთქვეს. თავისთავად სიტუაცია როდესაც ადამიანი, რომელიც ითხოვს სახელმწიფოს მხრიდან მეტ რეგულაციებს თავის მიმართ და საკუთარი უფლებების მეტ შეზღუდვას, არის იმდენად აბსურდული რომ მე მეუხერხულება ამაზე წერა და ამის ახსნა მაგრამ ეს არის სამწუხარო რეალობა.  ასევე ანალოგიური საინიციატივო ჯგუფი სულ რაღაც ერთი წლის წინ აქტიურად მუშაობდა საბჭოთა მონკავშირის აღდგენაზე (მადლობა ღმერთს ეს ინიციატივა ჩავარდა) რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს სერიოზულ პრობლემაზე და საფრთხეზე, რომელცი ემუქრება ყველა იარაღის მფლობელს იქიდან საიდანაც ამას არავინ არ ელოდება. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს ბიუროკრატია, რომელიც ყოველთვის შეეცდება ჩაერიოს ჩვენ ცხოვრებაში და დაარეგულიროს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი რაც აბსოლუტურად ყოველთვის გამოიხატება ჩვენი თავისუფლების შეზღუდვაში, დროის და ფულის ზედმეტ ხარჯვაში (მაგალითად დრო და ფული დახარჯული გამოცდების ჩაბარებაში, რომელიც ასე გამოდის საერთოდ არც ყოფილა საჭირო), მეორეს მხრივ დგანან “საინიციატივო” ჯგუფები, რომლებიც თითქოს სურთ იარაღის მფლობელების დაცვა მაგრამ ეს, ბიუროკრატიასთან მოლაპრაკებების და მისი დახმარების გზით, რაც ისევ და ისევ გამოიხატება იარაღის მფლობელების უფლებების შეზღუდვაში. ჩემი აზრით ის რომ იარაღის მლოებელბზე ზრუნვით გარკვეული ჯგუფები ცდილობენ შექმნან “მონკაცშირები” და ახალი მწერალთა კავშირები არის სერიოზული პრობლემა და არანაკლები სერიოზული პრობლემა ვიდრე ბიუროკრატიის თანდაყოლილი თვისება/სურვილი სხვის საქმეებში ჩარევის. ეს არ არის ჩემი ირაციონალური შიშები და დაუსაბუთებელი მოსაზრებები. ეს იდეები მე მოსმენილი მაქვს ჩემი ყურით არაერთხელ ასეთი ჯგუფების შეკრებებზე მაგრამ როგორც წესი ასეთი ჯგუფების სიმცირის და არაორგანიზებულობის გამო საქმე ლაპარაკს არ გაცდენია (მადლობა ღმერთს). გამონაკლისია ის, რაც ერთი წლის წინ მოხდა, როდესაც დაიდო ნადირობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი სადაც ახალი “მონკავშირი” თავის თავზე იღებდა ბიუროკრატიის ფუნქციების ნაწილს და მათ შორის გულისხმობდა უამრავ ახალ რეგულაციებს, იარაღის მფლობელების კონკრეტულად კიდე მონადირეების უფლებების და თავისუფლებების შემზღუდველ პირობებს.

ჩემი აზრით ის ფაქტი, რომ ასეთი მავნე ინიციატივა მოხდა ოფიციალურ სამუშაო დოკუმენტში არის საშიში პრეცენდენტი. უნდა ვივარაუდოთ რომ მცდელობები იარაღის მფლობელების მხარდაჭერის მოპოვების და ამის წყალობით საკუთარი თავის პრივილეგირებლ მდგომარეობაში ჩაყენების არ შეწყდება. დაზარალებულები ყოველთვის იქნებიან იარაღის მფლობელები, იმიტომ, რომ ასეთი ორგანიზაციებისთვის უფლებების და პრივილეგიების გადაცემა მოხდება მხოლოდ იარაღის მფლობელების უფლებების ხარჯზე. ამის გარეშე ასეთი ორგანიზაციების არსებობას აზრი არ აქვს, ეს არის ცხადი, როგორც ორჯერ ორი ოთხია. იარაღის მფლობელების  უფლებების დამცველი ორგანიზაციები საზღვარგარეთ ასე არ მოქმედებენ, იმიტომ რომ იარაღის მფლობელები მათ სამართლიანად დაადანაშაულებენ ღალატში. იარაღის მფლობელებს არ ჭირდებათ “ბატონი” არც ბიუროკრატიის და არც ბიუროკრატიასთან დაახლოებული პრივილეგირებული ჯგუფის სახით. იდეაში, ჩვენთან როგორც ვატყობ ასე არ არის რაც ძალიან ცუდია.

რა უნდა ხდებოდეს ამის ნაცვლად? ამის ნაცვლად ასეთი ჯგუფები უნდა მუდმივად იცავდნენ იარაღის მფლობელების უფლებებს არა იმით, რომ თვითონ გახდნენ  თავისი გადმოსახედიდან უკეთესი/სამართლიანი “მარეგულირებლები” არამედ იმით, რომ შეამცირონ ბიუროკრატიის წნეხი იარაღის მფლობელებზე, მათ შორის სამართლებრივი გზების გამოყენებით (მაგ, გასაჩივრება კონსტიტუციურ სასამართლოში), მათ შორის დასწრებით კანონპროექტების განხილვებზე პარლამენტში და ა.შ. რაც არ ხდებოდა, არ მოხდა და როგორც ჩანს არავინ არ აპირებს რომ ეს მოახდინოს თუნდაც იმ შემთხვევაში თუ ხსენებული ჭორი დადასტურდება და მოხდება კანონში ცვლილებების ინიცირება. აქ ლაპარაკი არის ბრძოლაზე და არა თანამშრომლობაზე და ბიუროკრატიის დახმარბაზე, იმიტომ რომ ბიუროკრატია აკეთებს იმას რასაც აკეთებს, ზღუდავს სხვის უფლებებს. ეს მნიშვნელოვანი რამე როგორც ჩანს ამ საინიციატივო ჯგუფებს არ ესმის. მაგრამ უნდა ესმოდეთ ალბათ “აირსოფტერებს” რომლებმაც ცადეს თანამშრომლობა და მიიღეს უფრო მკაცრი და უაზრო რეგულაციები. ეს უნდა ესმოდეს ბიზნეს, რომლისთვისაც ახალი რეგულაციები ყოველთვის უდრის ზარალს/ხარჯებს. ბიუროკრატიამ უნდა გაიგოს რომ კანონმორჩილი იარაღის მფლობელები არ წარმაოდგენენ არანაირ პრობლემას და საფრთხეს საზოგადოებისთვის და უნდა შეწყვიტონ ჩვენზე ზეწოლა საზოგადოების უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიზეზით. საქართველოში უკვე რეგისტრირებულია 223591 ერთეული სამოქალაქო იარაღი და ეს იარაღი რომ ყოფილიყო პრობლემა ჩვენ ყველა ამას უკვე გავიგებდით.

სხვათაშორის ასევე მცდარია მოსაზრება, რომ ამ ჯგუფებში უფრო მეტი იციან იმაზე თუ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამოქალაქო იარაღის ბრუნვის საკითხები ან თუნდაც ნადირობის სექტორი (გამოცდის გაუქმების გაპროტესტება, მონკავშირის შექმნის მახრდაჭერა ამას ადასტურებს),  ვიდრე მაგალითად ეს იცის ბიუროკრატიამ. ამის ნათელი მაგალითი გარდა ყოვლად აბსურდული პოზიციისა გამოცდების მიმართ, არის რაიმე გასაგები და მკაფიო დოკუმენტის არარსებობა, რომელიც ზუსტად ასახავს რა პრობლემები არის ამ სფეროში, ისევე, როგორც საჯარო თუ დახურულ განხილვებში რაიმე მართლა აქტუალური საკითხების არ/ვერ გამოკვეთა. მაგალითად სადმე როდესმე გსმენიათ, რომ ვინმეს ეთქვა, რომ არასწორია იარაღის დაყოფა დანიშნულების მიხედვით, როგორც ეს ეხლა არის საქართველოს კანონში იარაღის შესხებ, რაც აბსურდია იმიტომ, რომ იარაღი კლასიფიცირდება მისი ტექნიკური მახასიათებლებით და არა იმით რაში გამოიყენება, იმიტომ, რომ ერთი და იგივე ტიპის იარაღი შეიძლება იყოს გამოყენებული მრავალი დანიშნულებით. ან ვინმეს გაუპროტესტებია დისკრმიმინაციული კანონი, რომელიც აძლევს სამოქალაქო-თავდაცვის იარაღის ტარების უფლებას მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ჩინოვნიკებს?

ყოველი ასეთი ჯგუფის ვიწრო/სპეციალიზირებული ინტერესები განაპირობებენ იმას, რომ არ არსებობს საერთო იდეები/მიზნები, რომლის ირგვლივაც ისინი ყველანი გაერთიანდებიან. ყველს სურს გაიტანოს თავისი და ვერც ერთი ვერ ხვდება, რომ რეალურად რაც იარაღის მფლობელებს ჭირდებათ არის ბიუროკრატიის მხრიდან წნეხის შემცირება (დერეგულირება), რაც მიცმს მათ თავისუფლებას აკეთონ ის რაც მათ სურთ და არა უფრო უკეთესად ორგანიზებული ბიუროკრატია რაღაც პრივილეგირებული ჯგუფისგან, იქნბა ეს “მომკავშირი”  თუ “მწერალთა კავშირი”, რომელიც გადაწყვიტავს ვის უნდა ქონდეს მონადირის სტატუსი და ვის არა, ვინ არის ჭეშმარიტი მსროლელი და ვინ არა და ამისთვის გაზრდიან ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობას, დააწესებენ ახალ ადმინისტრაციულ ბარიერებს შესაბამისად შეზღუდავენ იარაღის მფლობელების უფლებებს. მეტი რეგულაცია ზრდის ალბათობას რომ მეტი შეცდომა და კოლიზია იქნება დაშვებულ, როგორც ეს მოხდა გამოცდების შემოღებისას და მემკვიდრეობით მიღებული იარაღის გასხვისების გართულებას, რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა კონკრეტულ ადამიანებს. რატომ ვარ ამაში დარწმუნებული? იმიტომ რომ რასაც მე ვხედავ, კომპეტენცია რაც აუცილებელია კანონების წერისთვის არ გააჩნია არც ერთ მხარეს. ეს ობიექტური ფაქტია. არა და სამუშაოს რა გამოლევს. ერთ დროს მოწინავე, პროგრესული და ყველაზე ლიბერალური პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის იარაღთან დაკავშირებული საქართველოს საკანაონმდებლო ბაზა იქცა გაურკვეველ, ურთიერთგამომრიცხავ, სამართლებრივი კოლიზიებით გატენილ, ორაზროვან დოკუმენტად. გარდა ამისა მეტი ბარიერი, მეტი შეზღუდვა უდრის მეტ კორუფციას.

ეხლა კიდე ყველაზე მთავარი, რა გვინდა იარაღის მფლობელებს? და იარაღის მფლობელებში მე ვგულისხმობ თავისუფლების მოყვარულ, გონივრულ და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანებს? მარტივი პრინციპის იმპლემენტირება, თუ მე არ ვუქმნი საფრთხეს სხვას, დამანებეთ თავი, არავის საქმე არ არის მე რას ვაკეთებ და სეიფში რას ვინახავ. უფრო კონკრეტულად. სამოქალაქო-თავდაცვის იარაღის ტარების ლეგალიზება. ეს არ უნდა იყოს პრივილეგია გარკვეული კატეგორიის ჩინოვნიკებისთვის, იმიტომ, რომ ეს არის 100%-ნი დისკრიმინაცია და უსამართლობა. იარაღის სავალდებულო რეგისტრაციის  გაუქმება, იმიტომ რომ რეგისტრაცია ნიშნავს, კონფისკაციას თუ ბიუროკრატიამ ჩათვალა რომ აღარ სურს რომ იარაღი გქონდეთ. როგორც სახელმწიფოს მხრიდან ასევე ოკუპანტი ძალის მხრიდან, რომელიც გამოიყენებს რეესტრს იმისთვის, რომ მოახდინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სრული და ეფექტური განიარაღება. ზოგადად გამოძიების წარმოების პროცედურები და ის, რომ წინასწარი ბალისტიკური შემოწმება არის ზედმეტი და არაეფექტური ზომა, ამას დამატებული ოკუპაციის რეალური საშიშროება, ყოველგვარ აზრს უკარგავს სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციის პროცედურას. მაქსიმალური დერეგულირება ანუ არსებული ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობის კიდე უფრო შემცირება ან სალიცენზიო პირობების გადახედვა, იმისთვის რომ ბიზნეს უღირდეს სანადირო მურნეობების, სახელოსნოების და სასროლეთების მოწყობა, ხოლო იარაღის მფლობელები არ იდგნენ მუდმივი სამართლებრივი დევნის საფრთხის ქვეშ. დაუჭერენ მხარს ამ ბუნებრივ და ლოგიკურ მოთხოვნებს საინიციატივო ჯგუფები, კლუბები, კავშირები, ფედერაციები, ფორუმები და სხვა ორგანიზაციები? დიდი ნაწილი ალბათ არა და ყველაზე სერიოზული პრობლემა სწორედ ეს არის. ასე რომ ფხიზლად იყავით.



2 Responses to “რედაქტორის სვეტი – 18.03.19”

  1. გიორგი გოქაძე says:

    მოგესალმებით, რამდენიმე წელია რაც თქვენი ბლოგის აქტიური მკითხველი ვარ და გიდასტურებთ პატივისცემას იმ საქმის წამოწყების გამო, რასაც ჰქვია იარაღის პოპულარიზაცია სამოქალაქო საზოგადოებაში (ბევრს რატომღაც ჰგონია ყველა იარაღიანი “ბოროტმოქმედი”).

    ცოტა არ იყოს უსიამვნო გრძნობა გამიჩნდა სტატიის კითხვისას მაგრამ, ბოლო აბზაცის წაკითხვისას, გამიჩნდა იმედი რომ საღ აზრს აქვს არსებობისთვის ბრძოლის უფლება. ამისთვის კი საზოგადოებამ უნდა წამოაყენოს ინიციატივები და არა სახელმწიფომ. ასე რომ 100% გეთანხმებით.

    რაც შეეხება იარაღის ფლობისთვის საჭირო გამოცდებს, მე პირადად ჩაბარებული მაქვს და მინდა ჩემი აზრი მოგახსენოთ.

    1. ტესტებში იარაღთან და მის კალიბრებთან დაკავშირებულ შეკითხვებში სასწავლი არაფერი არაა იმათთვის, ვინც იარაღის თემატიკითაა დაინტერესებული (და რატომ უნდა იქონიოს იარაღი იმან ვინც კალიბრს ვერ არჩევს აბსოლიტურად გაუგებარია).

    2. კანონი იარაღის მიმოქცევასთან დაკავშირებით: აბსოლუტურად ყოველდღიური თემაა, ისევე როგორც სასამართლო ორგანოებით სარგებლობისას არავინ გვთხოვს იურისტის დიპლომს (ამისთვის არსებობს ადვოკატი). არსებობს მომსახურების სააგენტო, სადაც შეგვიძლია მივიღოთ ამომწურავი პასუხები იარაღის მიმოქცევასთან დაკავშირებით.

    3. გადაუდებელი სამედიცინო დახმარება: აქაც ჩემი აზრით პატარა შეუსაბამობაა. კრიტიკულ სიტუაციებში არაკომპეტენტური სამედიცინო ჩარევა რას გამოიწვევს, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. სასურველია სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. ამ ორ საკითხს აბსოლუტურად ვერ აგვარებს ზემოთ ნახსენები ორი მეთოდი (იარაღის გამოყენების კრიტიკული სიტუაციებიდან გამომდინარე), ხოლო გამოცდაზე თეორიულად ნასწავლი არტერიული სისხლდენის შეჩერების პრაქტიკაში გამოყენება მეეჭვება ვინმემ შესძლოს. ეს უნდა იწავლებოდეს სკოლებში, სამხედრო საქმესთან ერთად და მსურველებისთვის უნდა არსებობდეს მოკლე გადაუდებელი სამდიცინო დახმარების კურსები.

    სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ იმედია წაკითხვად ღირდა…

  2. Shooter says:

    მადლობა გამოხმაურებისათვის

დატოვეთ კომენტარი