Mp-446 – ვიკინგი რუსეთიდან

მეილი მივიღე შეკითხვით ამ იარაღის შესახებ. მგონი დრო მოვიდა ერთი ორი სიტყვა ამ იარაღზეც დავწერო, იმიტომ რომ მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. დარწმუნებული ვარ ბევრს ეს სტატია დააინტერესებს. უნდა ავღნიშნო, რომ ყველაფერი დაწერილი ეხება იარაღს, რომელიც მქონდა კონკრეტულად მე და 2001 წელს. გამომდინარე იქიდან, რომ ვიკინგი გამოჩენისთანავე  იყო “უმი”,  წარმოების პერიოდში ბევრი ცვლილება იქნა შეტანილი. ყოველ შემთხვევაში თუ ყიდულობთ ან გაქვთ ეს იარაღი გეცოდინებათ რას უყუროთ პირველ რიგში. ერთი წლის წინ კიდევ ერთხელ  მქონდა პერსონალური ურთიერთობა ამ პისტოლეტთან და იმან უკეთესი შთაბეჭდილება დამიტოვა ვიდრე ადრინდელი მოდელები.  viki

 

Mр-446 ვიკინგი შეიქმნა გასული საუკუნის 90–ნი წლების ბოლოს იჟევსკის მექანიკური ქარხნის კონსტრუქტორის ვ.ა. იარიგინის შეფობით და წარმოადგენდა რუსეთის არმიისთვის შექმნილი 6პ35 ”გრაჩ”–ის პისტოლეტის მოდიფიკაციას. ძირითადი სხვაობა იყო, რომ ვიკინგის რამკა მზადდებოდა პოლიმერსიგან. შეიქმნა ის, როგოც სამოქალაქო და სპორტული მოდიფიკაცია. არ ვიცი რატომ გადაწყდა ვიკინგის პოლიმერის რამკი გამოშვება, შესაძლებელია რუსებმა როგროც მათ ჩვევიათ ამით თავისი აზრით  იარაღის საბრძოლო თვისებები შეამცირეს.  მათ უყვართ ესეთი უცნაურობები, სკს–ები ხელოვნურად შემცირებული საბრძოლო თვისებებით ან უბრალოდ გაფუჭებული ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი.  არის თუ არა ვიკინგის კონსტრუქცია განგებ დასუსტებული მე არ ვიცი. მაგრამ რომც იყოს ეს გასაკვირი არც იქნებოდა. ტექნიკურად იარაღი წამროადგენს  ბრაუნინგის მოდიფიცირებულ სისტემას, აქ რუსებმა არ დაიწყეს ველოსიპედის ხელახლა გამოგონება როგორც იგივე გშ18–ში და მიმართეს ნაცად კონსტრუქციას. ჩაკეტვა ხორციელდება როგორც ზიგ ზაუერის პისტოლეტებში ანუ მასრის ამოსაგდები ფანჯრის კუთხეზე. საკეტის გამჩრებელი გაყრილია შესაბამის ლულის ნაწილში, როგორც ჩზ75–ში. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, ჩახმახიანი, ორმაგი მოქმედების. დამცველი არაავტომატური, კეტავს ჩახმახს, სასხლეტს და საკეტს. ირტვება როგორც სეყენებულ ისვე დაწეული ჩახმახით. კალიბრი არა პატრიოტული 9მმ ლუგერი, უფრო სწორედ არალიცენზირებული მისი კოპია, რომელსაც რუსებმა შეარქვეს 7N21. გეგონება ახალი რამე მოიგონეს…   ანუ ყველაფერი ნაცნობია, გამოცდილი და აპრობირებული გადაწყვეტილებები, მაგრამ მათი შესრულება…… 

კონსტრუქციის თავისებურებები

პირველი, რასაც შეამჩნევთ არის საკეტის უკან განლაგებული “ფრთები”, რომლებიც იცავენ ჩახმახს. საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილებაა, ეს კონსტრუქტორის აზრიტ განპირობებულია ჩახმახის დასაცავად, რომ მიწაზე დავარნისას ის ან არ გატყდეს ან არ გამოიწვიოს შემთხევითი გასროლა, რაც საკმაო აქტუალურია თუ გავითვალისწინებთ, რომ ვიკინგს არ გააჩნია დამრტმელის ავტომატური დამცველი.

შემდეგ დავინახავთ, რომ ექსტრაქტორი განთავსებულია არა გვერდიდან არამედ ზევიდან, როგორც კოროვინის პისტოლეტში. ექსტრაქტორი ასევე ასრულებს სავაზნეში ვაზნის ყოფნის ინდიკატროს.

მჭიდს, რომ შევხედოთ, ვნახავთ რომ მას ორ რიგიანი გამოსასვლელი აქვს, ანუ ვაზნების ერთ რიგად გადაწყობა არ ხდება.  გასაგები ხდება, რატომ არის განლაგებული ექსტრაქტორი ზევიდან.  ხოლო მისი ზევიდან განლაგება განაპირობებს კიდევ ერთ თავისებურებას: ვაზნბების ექსტრაქცია ხდება შემაწუხებელი. მასრები მოფრინავენ პირდაპირ სახეში ან თავში. მაგალითად ტულას ნახევრად გარსით დაფარული ექსპანსიური ვაზნები გროვდებოდა ჩემი პერანგის  გულის ჯიბეში, ამერიკული “ფედერალის” წარმოებული ვაზნის მასრები კი პირდაპირ შუბლში მხვდებოდა, ერთხელ ცხელი მასრა თვალსა და სათვალეს შორის მოექცა, რაც ასევე არაასასიამოვნო ოყო. ამიტომაც ვიკინგს მე ვისროდი მხოლოდ ”ბეისბოლკით” თავზე.  

viking2

ამ სურათზე კარგად ჩანს “ფრთები”, რომლებიც ჩახმახს იანახავენ, ექსტრაქტორი და რეგულირებადი სპორტული ტიპის ცელიკი.

ორრიგიანი მჭიდი ადვილია დასატენად, ეს პლიუსია. ის იტენება, როგორც კალაშნიკოვის მჭიდი, დაადე ზევიდან ვაზნა და დააჭირე, ის ადვილად ხტება შიგნით. მჭიდის კონსტრუქცია დამამხსოვრდა ძალიან ბინძური გარეგნობით, უხარსიხო დაფარვით და ზოგადად უხარსხო სესრულებით. მასში ჩადიოდა 17 9მმ–ნი ვაზნა.  2004 წლიდან მჭიდის ტევადობა შეადგენს 18 ვაზნას.  უნდა ავღნიშნო, რომ მჭიდის ზედა ნაწილის დიდი გაბარიტების გამო მისი სწრაფი მოთავსება იარაღში საკმაოდ მოუხერხებელია.

dsc02975pnl7

სურათზე კარგად ჩანს მჭიდის კონსტრუქციის თავისებურება.

ცნობილია, რომ პისტოლეტის დაპროექტებისას იარიგინმა სერიოზული შეცდომა დაუშვა ლულის დაპროექტებისას, საკეტი მოძრაობის თანავე იწყებდა დაბლა სვლას და გახსნას. ანუ მას არ ქონდა პირაპირი სვლა, ამან კი ცხადია იარაღის სიზუსტე შეამცირა.  აბსოლუტურად ბავშვური შეცდომა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ან იარიგინს არაყი ძალიან უყვარდა ან ის უბრალოდ არ იყო კარგი კონსტრუქტორი.  როგორც მე ვიცი ეს დეფექტი გამოსწორდა.

იარაღს ქონდა კიდევ ერთი დეფექტი, კონკრეტულად კი მჭიდის სწრაფი “შეტენვისას” იარაღში ის ურტყავდა დეტალს, რომელიც იჭერდა ჩახმახს და თუ ვაზნა სავაზნეში იყო (მაგალითად ტაქტიკური გადატენვისას) ხდებოდა გასროლა. ეს დეფექტიც მოგვიანებით გამოასწორეს.

სამიზნე მოწყობილობები არარეგულირებადია (უმეტესობა მოდელებში) , საკმაოდ კარგი ზომები და პროპორციები აქვთ მაგრამ აქაც შეცდომა დაუშვეს, თუ უმიზნებ თეთრი წერტილბით არ ემთხვევა ერთმანეთს მუშკა და ელიკი, თუ უმიზნებ მუშკა ცელიკით შესაბამიად არ ემთხვევა ერთმანეთს თეთრი წერტილების განლაგება.

დამზადების ხარისხი არის ვიკინგის ყველაზე სუსტი წერტილი. ხარსხისი კი საშინელია. ეს რბილად რომ ვთქვათ. საკეტი ამოჭრილია უხეშად, კუთხეები გამოყვანილია არასიმეტრიულად. ლულას საერთოდ არ აქვს გარედან პოლირება გაკეთებული, რის გამოც ის წააგავს სკოლის სასწავლო სახელოსნოში გაკეთებულ ნახევრად კუსტარულ პროდუქტს.  იგივე ეხება პოლიმერის რამკის მასალას და დაფარვის ხარისხს. ერთი დღე ტანზე და დღის ბოლოს იარაღი ჟანგის თხელი ფენით იფარება. ასევე ცვეთა დაიწყო პოლიმერის რამკამ, რის გამოც სინთეტიკური ბუდე გაივსო ნაცრსიფერი მტვერით. ხშირად არ აქებენ მჭიდებსაც, მათ აქვთ საკმაოდ ბასრი კუტხეები რაც დატენვას ხდის არაკომფორტულს, თუმცა ჩემ იარაღზე ეს პრობლემა არ შემიმჩნევია.

დამზადების ხარისხს ისიც უნდა დავაბრალოთ, რომ ბევრი ნაწილი პისტოლეტში არ არის ადვილად გამოსაცვლელი, ანუ შემდგომი მორგება ჭირდება. ესეც გასათვალისწინებელია.

იშლება იარაღი, ისევე როგორც, ჩზ75, ოდავ გაწევთ უკან საკეტს, ამოაძრობთ საკეტის გამჩერებელს და გააძრობთ საკეტს. ამოიღებ დამაბრუნებელ ზამბარას თავისი შტოკით და ლულას. ეს არის და ეს.  გამჩერებლის უკან მოტავსებისას ყურადღებიტ იყავით, რომ ზუსტად მოათავსოტ ის თორე თუ ხელი აგიცდათ დაკაწრავთ რამკას.

სროლა და ექსპლუატაცია

მიუხედავათ ძალიან ბევრი ხარვეზისა და დაბალი ხარსხისა იარაღი ისროდა. დაახლოებიტ ხუთას ვაზნაზე მოვია მხოლოდ ერთი დაბრკოლება. იარაღი დაიკეტა და სავაზნე ცარიელი აღმოჩნდა. კიდევ ერთი საკმაოდ დამაფიქრებელი თავისებურება იყო ის, რომ გასროლილი მასრები იყო გაბერილი. ეს მეტყველებს ისევ იმაზე, რომ საკეტი იხსნება ადრე სანამ წნევა ლულაში ჯერ კიდევ მაღალია. მე არც ერთ იარაღზე ასეთი გაბერილი მასრები ჯერ არ შემხვედრია. ჩემი დაკვირვებით, მასრებს ცოტა ბერავენ ძირითადად კომპაქტური მოდელები მაგრამ 112 მმ–ნი ლულით?  არსებობს ინფორმაცია, რომ ქარხანამ გაზარდა დამაბრუნებელი ზამბარის სიხისტე, რამაც ეს პრობლემა მოაგვარა.  ერგონომიკა,  ცხადია წარმოადგენს უშველებელ ნაბიჯს წინ, მაკაროვთან შედარებით.  რაც დამამახსოვრდა იყო სასხლეტის ძალიან გრძელი ”ოვერტრეველი” ანუ გასრლის შემდეგ თავისუფალი სვლის დიდი სიგრძე. მაგრამ თვითონ სასხლეტი იყო საკმაოდ რბილი. სხვა დანარჩენი – არაფერი განსაკუთრებული.  სიზუსტე: მაშინ მე არ ვიყავიმაინც და მაინც კარგი მსროლელი, თუმცა სიზუსტე ზოგადად ვიკინგების ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. მაგრამ ის ადეკვატურია თავდაცვის იარაღისთვის. კიდევ ერთი არასასიამოვნო თავისებურება გამოვლინდა იარაღის ტარებისას, თუ ის არ იყო ბუდეში მოთავსეული და ხდბოდა მისი ტარება “მექსიკურად” ანუ ქამარში გაყრილის, დიდი ალბათობით ხდებოდა მჭიდის თვითნებური ამოვარდნა. ამის მიზეზი იყო არასწორედ განლაგებული და დიდი ზომის მჭიდის ღილაკი.  რამოდენიმეჯერ 17 ვაზნით დატენილი მჭიდი ამოვარდა და კაი დიდი მანძილი იფრინა სანამ მიწაზე დაეცა. უნდა ავღნიშნო, რომ ასეთი ექსტრემალური “ტესტი” მჭიდმა გა წარმატებით ანუ არ დაიშალა და არ დაზიანდა. მსმენია, რომ ასეთ ტესტს ხორვატიული Hs9 ხშირად ვერ გადის.

მე ვერ ვიტყვი, რომ იარაღი წარმატებით სარგებლობს იქ სადაც იყიდება. რუსეთში ის დღეს ძირითადი იარაღია, რომელიც გამოიყენება ტირებში და პრაქტიკულ სროლაში. იყიდებოდა ვიკინგი კანადაშიც, 450 დოლარად რაც ძვირი პრინციპში არაა მაგრამ იქაც პოპულარობა არ მოიპოვა. შეგიძლიატ ამ სურათით შეაფასოთ იარაღის საექსპორტო “შეფუთვა”.  ასეთ კოლოფში, რომ რამე განსაკუთრებული არ იდება ფაქტია )))).

vik

ვიცი, რომ საუკეთესო რუსი სპორტსმენი სმროლელები ცდილობენ რაც შეიძლება მალე შეცვალონ ვიკინგი იმპორტული პისტოლეტით. მაგრმა პრაქტიკული სროლა ძალიან სპეციფიურ მოთოვნებს აყენებს იარაღის მხრივ ამიტომაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელიც ატარებს იარაღს თავდაცვისთვის, სიფრთხილით უნდა შეისწავლოს ამ სფეროში არსებულ გამოცდილება.

Shooterscentral-ის დასკვნა

მთლიანობაში იარაღი მაინც ტოვებს სასიამოვნო შთაბეჭდლებებს. მე ნამდვილად არ მეგულება იარაღი, რომელსაც ვიკინგს ვამჯობინებ, მაგრამ თუ მისი ფასი მისაღებია, მაშინ მიი ყიდვა შესაძლებელია. მე ასე ვიტყვი, ვიკინგის მაქსიმალური მისაღები ფასი არის 1000 ლარი. (გაითვალისწინეთ, რომ მისი ნაწილების შოვნა არარეალურია). ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ ეს იარაღი არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ კონსტრუქციას, ის არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი დიდი ზომის სამსახურეობრივი 9მმ–ნი პისტოლეტი საშუალო ხარსხის. რამე განსაკუთრებული თვისება, რაც მას აყენებს სხვა ანალოგზე მაღლა მას არ გააჩნია. კარგია იმისთვის ვისაც უნდა გლოკი მაგრამ ფული არ ყოფნის. მე ვიყავე ასე 2001 წელში. გლოკი მინდოდა მაგრამ ფული არ მქონდა და 500 დოლარად ვიყიდე ვიკინგი. უნდა აღნინიშბოს, რომ იაარღს ანალოგებთან შედარებით აქვს დიდი მასა და გაბარიტები.

პლიუსები: კარგი კალიბრი, დიდი ტევადობის მჭიდიდ, მისაღები ერგონომიკა. დაბალი ფასი.

მინუსები: დამზადების დაბალი ხარისხი. ნაწილების და აქსესუარების არ არსებობა. დიდი მასა და გაბარიტები.  

ყიდვისას აზრი აქვს იარაღი კარგად ნამდვილად კარგად შეამოწმოთ. ვიკინგის კონკურეტნებად შეიძლება ჩავთვალოთ ბულგარული არკუსი (ფასი 1100 ლარი), ისრაელის წარმოებული იერიხო და ბული (1400–1600 ლარი), თურქულ–იტალიური შტოეგერ კუგარი (1600 ლარი).  ჩინურ იარაღს არ განვიხილავ, არ მქონია შეხება და ვერ შევადარებ თუმცა ის ძალიან იაფია.  მე ჩემი აზრები და გამოცდილება გაგიზიართ არჩევანი თქვენზეა.



დატოვეთ კომენტარი