მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და მისი მოდიფიკაციები

 სიგრძე: 161მმ (165მმ ПММ)
წონა ვაზნების გარეშე: 730გ (760გ ПММ)
ლულის სიგრძე: 94 მმ
მჭიდის ტევადობა: 8 (12 ПММ) 

მაკაროვის სქემა 
pmshema 

შენიშვნა: საერთოდ როდესაც ლაპარაკია საბჭოთა და მის თანამედროვე რუსული წარმოების ვარიანტებზე, ყველაზე სასარგებლო იქნებოდა ინფომაციის მიღების მხრივ  – ნსდ-ს (наставление по стрелковому делу) წაკითხვა. სადაც მოთავსებულია ყველა საჭირო ინფრომაცია რაც აუცილებელია, რომ იცოდეს ამა თუ იმ იარაღის მოდელის მფლობელმა. იარაღოს მოწყობილობა, ფუნქციონირება, მოვლა, შემოწმება, მისროლა და ასე შემდგე. ლინკი მაკაროვის პისტოლეტის ნსდ-ზე მოცემულია დაბლა.

მოკლე ისტორია

დეტალურად ამის მოყოლას აზრი არ აქვს მაკაროვის შექმნაზე და მისი შეიარარებაში მირების ისტორია წერია ალბათ მილიონ საიტზე. მე გავჩერდები მხოლოდ რამოდენიმე საინტერესო ფაქტზე.  პირველ რიგში საინტერესო არის ის, რომ როდესაც იქმნებოდა მოთხოვნები ახალი პისტოლეტის მიმართ მიღებულ იქნა შენიშვნა ვეტერანი ჯარიკაცებისგნა, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ტტ–ს ზომისა და მასის პისტოლეტი ზედმეტად ღლიდა ჯარისკაცს, ამიტომაც საჭირო იყო უფრო კომპაქტური იარაღის შექმნა.  

ასევე სანამ დაიწყებოდა კონკურსისი ძირითადი ეტაპი,  გამოცდილ იქნა რამოდენიმე უცხოური პისტოლეტი მათ შორის ვალტერის პისტოლეტი PP და P38, ბერეტა,  კოლტი და კიდევ რამოდენიმე.  მათი გამოცდის შემდეგ შესაბამისმა კომისიამ გამოსცა ტაქტიკურ ტექნიკური დავალება, რომელშიც მოთხოვნები აღემატებოდა გამოცდილ იარაღის მონაცემებს.  რა გასაკვირია, რომ მალე აღმოჩნდა რომ ასეთი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო, რის გამოც ეტაპობრივად გაიზარდა მასა,  სასხლეტზე მოქმედების ძალა, და შემცირდა მოთხოვნები სიზუსტის მიმართ.  ისიც უნდა ვთქვა რომ არც ერთი გამოცდილი საბჭოტა პისტოლეტი, რომელიც იქნა წარდგენილი ვერ აჯობა სიზუსტეში ვალტერ PP-ს. 

ხანგრძლივი გამოცდების და სროლების შემდეგ გამოიკვეთა მაკაროვის კონსტრუქციის პისტოელტის ლიდერობა. ეს გამოიხატებოდა ნაკლების დეტალების რაოდენობაში (თუმცა მათი დამზადება საკმაოდ შრომატევადია) ასევე მაკაოვის პისტოლეტი გაცილებით უფრო უკეთესად მუშაობდა  რთულ პირობებში ქონდა დამაკამაყოფილებელი სიზუსტე.

გასაკვირი არ არის, რომ თითქმის ყველა პისტოლეტი წარდგეილი კონკურსზე მეტ ნაკლებად წარმოადგენდა ვალტერ პპ–ს იდეის კლონს, იმიტომ რომ მოცემული დავალების მიხედვით ეს პისტოლეტი აკმაყოფილებდა ყველაზე უფრო მათ და ამიტომაც ზუსტდ ის გახდა პროტოტიპი თითქმის ყველა საკონკუსო პისტოლეტისთვის.  გამონაკლისი იყო კოროვინის პისტოლეტი, იმიტომ რომ ის უფრო ადრე იყო შექმნილი და რა თქმა უნდა არ აკმაყოფიელბდა ამ მოთხოვნებს და სულ მალე ის მოხსნეს კონკურსიდან.

მაკაროვმა შეეცედა გარკვეული ორიგინალური გადაწყვეტილებები შეეტანა და გაეუმჯობესებინა პპ–ს კონცეფცია მაგრამ სულ მალე მისი ორი ინოვაცია ანუ საკეტის ჩამკეტის ორიგინალური კონსტრუქცია და მასრის ამრეკლის მჭიდზე განთავსება აღმოჩდა არაეფექტური და ცამკეტი გახდა სწორი ანუ ვალტერ პპ–ს ნაირი ხოლო ამრეკლი გადაინაცვლა იქ სადაც საჭიროა, თუმცა აქ მაკაროვმა საკმაოდ ორიგინალური სვლა გააკეთა და ამრეკლი საკეტის “დამჭერთან” ერთად ერთ დეტალში შეასრულა. 

მაკაროვთან ახლოს იდგა ბარიშევის კონსტრუქციის პისტოლეტი, ის ბევრად უფრო ორიგინალური იყო ამავე დროს ჯობნიდა მაკაროვს სიზუსტეში მაგრამ ქონდა უფრო ემტი დეტალი და შედარებით ნაკლებად საიმედო იყო რთულ პიორბებში ფუნქციონირებისას. გასაკვირი არ არის, რომ მაკაროვმა დამსახურებულად გაიმარჯვა კონკურსში რასაც ვერ ვიტყვით მიხაილ კალაშნიკოვზე და მის ავტომატზე სადაც “ჩაწყობას” და კონკურსის პირობების უხეშ დარღვევას ქონდა ადგილი.

მნიშვნელოვანი ტექნიკური საკითხები

როდის ისვრის მაკაროვი ავტომატურად?
განსაკუთრებულათ დაბინძურებული მაკაროვები, მაშინ როდესაც ჭუჭყი კარგახანია იმყფება იარაღში, იგი ხდება საკმაოდ მკვრივი და არ აძლევს შეპტალოს საშუალებას დაიჭიროს დამრტყმელი, რის გამოც საკეტის წინა პოზიციაში დაბრუნებისას ის (დამრტყმელი)  დიდ ძალით ასკდება ნემსას რაც იწვევს გასროლას. იშვიათად მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება გახდეს შესაბამისი ნაწილების ფიზიკური ცვეთაც. 

ჟანგის პრობლემა
ყველა მაკაროვი იჟანგება. ამას მე ვიძახი როგორც 5 სხვა და სხვა მწარმოებლის და მოდიფიკაციის მაკაროის პისტოეტების ყოფილი პატრონი.  განპირობებულია ეს იმით, რომ ყველა მაკაროვზე გამოიყენება არც თუ ისე ეფექტური დაფარვის ტექნოლოგიები ანუ უბრალოდ მოძველებული. მიაქციეთ ყურადღება ტარის ქვეშ განლაგებულ რამკის მონაკვეთებს. იარაღს ტარებისას და ხმარებისას მანდ ხშირად ჩნდება ჟანგი. რეგულარული წმენდა ზეთით რეკოემნდირებულია და ინახავს რკინას.
ასევე მე გამიჩნდა პრობლემა სინთეტიკურ ბუდეებთამ. იარაღის ბუდესტან კონტაქტის ადგილებში გაჩნდა კოროზია, რომელიც წააგავდა რაღაც ქიმიური ზემოქმედებისგან დარჩენილ კვალს. 

თანამედროვე რუსული მაკაროვები
არ მქონია და არ მისვრია, მაგრამ ყველგან, მე ვიმეორებ ყველგან, საქართველოში, თავად რუსეთში, ამერიკაში, ანუ სადაც კი შეაღწია ამ იარაღმა, ლაპარაკობენ მხოლოდ უარყოფით შთაბეჭდილებებზე. სავარაუდოთ ახალი იჟების და ბაიკალების ხარისხი არის ძალიან დაბალი, რაც განაპირობებს ნეგატიური გამოხმაურებების ასეთ დიდ რაოდენობას. ჩემი რეკომენდაციაა მოერიდოთ ასეთ იარაღს.  თუმცა ზოგისთვის “ნავაროჩენი” მაკაროვი იგივეა რაც კარგი შეკრული საექსპორტო “შესტი”, რომელიც როგორც ცნობილია მერსედესს ჯობნის :–)

მაკაროვის “აფგრეიდი”
გაფრთხილება: თუ არ ხარ დარწმუნებული იმაში რასაც აკეთებ ჯობია რომ თავი შეიკავო!!!
ყველაზე იაფი “აფგრეიდი” გამოიხატება ტარის შეცვლაში უფრო ერგონომიული მოდელით და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დამუშავებით/ პოლირებით. ეს ყველაფერი საქართველოშიც შესაძლებელია. უფრო ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყნებში შესაძლებელია უფრო სერიოზული ცვლილებების შეტანა, მაგრამ იქაც ეს არ არის გავრცელებული ვინაიდან ცოტა ვინმე ჩადებს დამატებით 200-300 დოლარს 150-დოლარიან იარაღში.

 

 

მფლობელების მიერ ხშირად დასმული შეკითხვები

მაკაროვის რომელი მოდიფიკაციები გამოდის რუსეთში
იჟევსკის მექნიკური ქარხანა უშვებს მაკაროვის გაზის მოდიფიკაციას ИЖ-79, ასევე ИЖ-71-ს კალიბრით .380, სექსპორტო მოდელს Байкал МР-442 (კალიბრი 9X18). იჟევსკის ახალი მაკაროვების მარკირება გაიშფრება შემდეგ ნაირად: ИЖ-70 იარაღოს მოდელი -18 ნიშნავს ვაზნის ტიპს ანუ 18 = 9ხ18-ს ხოლო 17 ნიშნავს 9X17 (.380) და ასო A ნიშნავს სტანდარტულ ტევადობას (8 ვაზნა) და და H ნიშნავს გაზრდილ ტევადობას, ორ რიგიანი 12 ვაზნიანი მჭიდით. მაგალითად ИЖ-70-18H

 

marks20pics20small
რომელი ქვეყნები უშვებდნენ მაკაროვის სისტემის პისტოლეტებს?
ცნობილია, რომ მაკაროვის სისტემის პისტოლეტს უშვებდნენ რუსეთი, ჩინეთი, ბულგარეთი, აღმოსავლეთ გერმანია, უკვე გაერთიანებული გერმანია.
ბულგარული მაკაროვებს უშვებდა ქარხანა “არსენალი” და კომპანია “მილტექსი” (სპეციალური გამოშვება)
აღმოსავლეთ გერმანიაში მაკაროვის სიტემის პისტოლეტებს უშვებდა ერნსტ ტილემანის საწარმო
გაერთიანებულ გერმანოაში სიმსონ ზულის საწარმო

marks20draw
რა კალიბრებში გამოდიოდა მაკაროვის სისტემის პისტოლეტები?
მაკაროვი ძირითადი კალიბრი არის 9X18 მაკაროვი, ასევე ის გამოდის .380ACP კალიბრში  და გამოდიოდა არც მეტი არც ნაკლები  9X19 კალიბრშიც კი. დიახ დიახ! არსებობდა მაკაროვები 9X19 პარაბელუმის ვაზნებზე. ასეთი ძლიერი ვაზნის გამოყენება დასაშვები გახდა სპეციალური კონსტრუქციის სავაზნის გამოყენებით. გამომდინარე იქიდან რომ ასეთი იარაღიდან სროლა არაკომფორტული და სახიფათოც იყო, ამ კალიბრის მაკაროვები მასიურად არ გამოდიოდა და საერთოდ უცნობია თუ ყოფილა გაყიდვაში.

გამოშვების თარიღის დადგენა
საბჭოთა მაკაროვებზე გამოშვების თარიღი წერია სერიული ნომერის და ქარხნის ნიშნის შემდეგ
გერმანულ მაკარობებზე გამოშვების წელი არის დატანილი რამაზე მარცხენა მხარეს გამოშვების წლის ბოლო ორი ციფრის სახით.
ბულგარულ მაკაროვებზე (2000 წლამდე გამოშვებულები) კოდი იკითხება შემდეგნაირად პირველი ორი ციფრი სერიის ნომერი, შემდეგი ორი ციფრი გამოშვების წლის კოდი, ბოლო ოთხი ციფრი ერთეულის ნომერი სერიაში. (იხილე ცხრილი)

 

 

cxrili

არსებობს თუ არა პოლონური ან უნგრული მაკაროვები?
პოლონურ მაკაროვს ხშირად უწოდებენ რადომის ქარხნის მიერ გამოშვებულ პისტოლეტის მოდელებს P-64 და P-83 . ვიზუალურად ისინი გვანან, როგორც მაკაროვის სისტემის პისტოლეტს და იგივე კალიბრი გააჩნიათ, მაგრამ ისინი ნამდვილად არ წარმოადგენს მაკაროვის კოპიას და განსხვავდებიან მისგან, როგორც მოწყობით ასევე დამზადების ტექნოლოგიებით. დამატებითი ინფრომაცია ამ პისტოლეტებზე იხილე აქ http://www.world.guns.ru/handguns/hg143-r.htm და აქ http://www.world.guns.ru/handguns/hg142-r.htm
არსებობს ასევე უნგრული პისტოლეტი, რომელიც წააგავს მაკაროვს. მისი პირველი მოდიფიკაცია – მოდელი 48 შექმნილია 40-ნი წლების ბოლოს და წარმოადგენს ვალტერ პპ-ს სისტემას უმნიშვნელო განსხვავებებით. მისი შემდეგ მოდიფიკაციას (გამოდის 50-ნი წლების ბოლოდან) ეწოდა PA-63. ის ვიზუალურად წააგავს მაკაროვის სისტემის პისტოლეტს, იგივე კალიბრისაა და აშშ-ში ის იყიდებოდა როგორც “PA-63 მაკაროვი”. მაგრამ უნგრული პისტოლეტი განსხვავდება მაკაროვისგან, ასევე დამზადების ტექნოლოგიით და სხვა მცირე დეტალებით. დამატებითი ინფრომაცია ამ პისტოლეტზე იხილე აქ http://en.wikipedia.org/wiki/FEG_PA-63

არსებობს თუ არა უკრაინული მაკაროვი?
საქართველოში იყიდება ე.წ. უკრაინული მაკაროვები. სავარაუდოთ ეს არის უკრაინაში საბჭოთა კავშირიდან დარჩენილი სათადარიგო ნაწილებისგან აწყობილი პისტოლეტები.

არის თუ არა მაკაროვი Walther PP-ს კოპია?
ყველაფერს რაც ეხლა მე აქ დავწერ წარმოადგენს მხოლოდ ჩემ აზრს. შეიძლება ის გაიზიარო და შეიძლება არა მაგრამ მე ვეცადე მხოლოდ ფაქტები გამომეყენებინა.
ჩემი აზრით, მაკაროვი არ არის Walther PP-ს კოპია პირდაპირი გაგებით. განსხვავებები მაგათ მექანიზმში არის და თანაც ბევრი, მაგრამ მაკაროვის კონცეფცია და იდეა მთლიანად იმეორებს Walther PP-ს კონცეფციას. მზგავსობები უფრო სწორედ იდენტურობა ვალტერსა და მაკაროვ შორის გამოიხატება შემდეგში:
1. ერთნაირი სისტემის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმები, ანუ ორმაგი მოქმედების, გარეთ განლაგებული დამრტყმელით.
2. რამაზე დამაგრებულ ლულას ზედ წამოცმული ზამბარით
3. ორივე ერთნაირად იშლება ანუ საკეტი ერთნაირად მაგრდება რამაზე
4. დამცველის მექანიზმი განლაგებული საკეტზე (ფუნქციონირებს განსხვავებულად)
5. ერთნაირი კალიბრი (მოკლე 9მმ ვაზნა), თითქმის ერთნაირი ზომა წონა და დიზაინი.

ფაქტია, რომ მაკაროვმა აიღო Walther PP, როგორც საწყისი წერტილი თავის საკუთარ პისტოლეტის შექმნისას (ისევე როგორც კონკურსის მონაწილეების აბსოლუტურმა უმეტესობამ, იმიტომ რომ იმ დროს მოცემულ ტაქტ. ტქნ. დავალებებს ყველაზე უფრო პასუხობდა ვალტერის პისტოლეტი). შესაბამისად მაკაროვის სისტემის პისტოლეტი არ არის რაიმე უნიკალური, განსაკუთრებული და პრინციპიალურად ახალი სისტემა, როგორიცაა მაგალითად კოლტ-ბრაუნინგის სისტემა ან გლოკი ან თუნდაც ბრაუნინგ P35. თითოეული ეს პისტოლეტი იყო ინოვაციური და ატარებდა განსაკუთრებულ ნიშნებს, რაც აქმდე არც ერთ პისტოლეტში არ იყო ერთდროულად განხორციელებული/გამოყენებული.
მაკაროვი არის Walther PP გაუმჯობესებული კონცეფცია განხორციელებული ცოტა განსხვავებულათ (გამომდინარე იმ უნიკალური მოთხოვნებიდან, რომელბსაც აყენებდა კონკრეტული ვითარება და წარმოების დონე საბჭოთა კავშირში) ისევე როგორც ტტ-ს სიტემის პისტოელტი არის კოლტ-ბრაუნინგის სისტემა ადაფტირებული საბჭოთა კავშირისთვის. ამასთანავე მინდა ავღნიშნო, რომ ბოლომდე გაურკვეველია, რომელი პისტოლეტი უფრო ტექნოლოგიურა დამზადებაში, ვალტერი თუ მაკაროვი, დეტალების რაოდენობის სიმცირე სულაც არ უდრის წარმოებაზა დანახარჯების სიმცირეზე. ფაქტია, რომ მაკაროვმა შეამცირა დეტალების რაოდენობა მათი ფორმის გართულებით.
მაკაროვის უნიკალურობის მომხრეები ამტკიცებენ რომ ამ პისტოლეტში არსებობს დეტალი, რომელიც უნიკალურია, ეს არის საბრძოლო ზამბარა, რომელიც თურმე უნიკალური დეტალია და უამრავ ფუნქციას ატარებს. სინამდვილეში ასეთი ფორმის საბრძოლო ზამბარა უკვე ცნობილი იყო Vz.24-ის სიტემის პისტოლეტში, რომელიც მაკაროვზე გაცილებით ადრეა შექმნილი, 1924 წელს. (ამ ნახაზზე დეტალი ნომერი 017 http://www.gunsworld.com/cz/graphs/cz1927b.gif). რაში გამოიხატება მაკაროვის უპირატესობები? მაკაროვს უფრო ერგონომიული და დიდი სახელური აქვს (თუმცა მისი კუთხე არ არის ოპტიმალური), რომელიც გამორიცხავს მაჯის დაზიანებას საკეტის გახსნა ჩაკეტვისას.  საკეტის ჩამკეტით ოპერირება შესაძლებელია ერთი ხელით. გააჩნია ქრომირებული ლულა რაც სამხედრო იარაღისთვის ძალიან საჭირო და სასარგებლო რამეა. მაკაროვს გააჩნია სამხედრო პისტოლეტისთვის უფრო მისაღები (საკამათოა მაგრამ მაინც) მჭიდის ჩამკეტით, რომელიც გამორიცხავს მის შეცდომით გააქტიურებას. ასევე მაკაროვის მჭიდები უფრო მოსახერხებელია მომსახურებისათვის (გაწმენდა/დაშლა). ასევე უდაოდ მაკაროვის დამცველის მუშაობა უფრო მოსახერხებელია. მაკაროვის დამცველი ღიაა როდესაც ქვედა პოზიციაშია და დაკეტელია ზედა პოზიცაში, ვალტერში ეს პირიქითაა, რაც ნამდვილად არ არის მოსახერხებელი.
საინტერესოა, რომ დღეს, მიუხედავათ ამ გაუმჯობესებისა მაკაროვი აშკარად აგებს თავის კონკუერენტებთან შედარებაში. ეს განპირობებულია იმით, რომ ეს კლასი ამოვარდა სამხედრო იარაღის კატეგორიიდან ხოლო, როგორც თავდაცვის იარაღმა, დაუთმო პოზიციები კომპაქტურ და სუბ-კომპაქტურ მოდელებს უფრო ძლიერ კალიბრებზე. ამავე დროს პოტენციალური მყიდველისთვის, ვალტერის ბრენდი ან ის დადებითი მხარეები, რომლებიც გაჩნია სხვა ანალოგებს უფრო მისაღებია და სასურველი ვიდრე მაკაროვი, რომლის გაუმჯობესებებმა დღევანდელ პირობებში აზრი დაკარგეს. სამოქალაქო იარაღისთვის ქრომირებული ლულა და გაძლიერებული კონსტრუქცია არც ისე მნიშვნელოვანია, ხოლო მოუხერხებელი მჭიდის ჩამკეტი, დიდი ზომა, მასა და რუდიენტარული სამიზნე მოწყობილობები მიუღებელიც აღმოჩნდა. ამას ემატება ახალი მაკაროვების ძალიან დაბალი დამზადების ხარსხიც და შედეგად გვაქვს ის რაც გვაქვს. კარგი ხარსხის “რესტაილინგ” გავლილი ბულგარული მაკაროვები, დომინირებენ იმ მცირე ბაზარზე რომელიც შემორჩა ამ კლასის იარაღისთვის. ასევე მინდა ავღნიშნო რომ ამ კლასისი იაფ ფასიან სეგმენტში არსებობენ ასევე სხვა ანალოგები, რომლებიც უკვე თავისი თვისებებით ბევრად ჯობნიან კლასიკურ მაკაროვს, ესენია პირველ რიგში შესანიშნავი ჩეხური CZ-83 ასევე არგენტინული Bersa Thunder .380 და სამხრეთ კორეული DH-380.

არსებობდა თუ არა მაკაროვი ალუმინის რამით?
საბჭოტა კავშირში ტარდებოდა ექსპერიმენტები ალუმინის რამკების გამოყენებით. როგორც ჩანს ასეთმა მოდიფიკაციებმა არ დააკმაყოფილეს მოთხოვნილებები და რამენადაც ცნობილია ალუმინის რამკიანი მაკაროვები არასდროს არ იწარმოებოდა.  თუმცე დღს ამ ამსალისგან დამზადებული მაკაროვები უფრო მსუბუქი გამოვიდოდა მაგრამ ეხლანდელი წონითაც მაკაროვიდან სროლა არც თუ ისე კომფორტულია და მისი შემსუბუქება ამ პრობლემას მხოლოდ გაზრდის.

რომელი მაკაროვია ყველაზე მაღალი ხარისხის?
ამ შეკითხვაზე პასუხი შესაძლებელია თუ თავიდან გავერკვევით რისთვის გჭირდებათ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. საქართველოს შემთხვევაში კოლექციისთვის საუკეთესოა აღმოსავლეთ გერმანული (შემოდიოდა 2001-2002 წლებში) ან ორიგინალური საბჭოთა მაკაროვი. როგორც პრაქტიკული იარაღი საუკეტესო ვარიანტია ბულგარული მაკაროვი. თავის ფასში თქვენ ღებულობთ მაღალი ხარსიხის საიმედო იარაღს, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება ორიგინალურ საბჭოთა მაკაროვს, რომელიც ითვლება (მართალია მხოლოდ საქართველოში და რუსეთში) ამ სისტემის საუკეთესო პისტოლეტად. ზოგადად გამომდინარე ხარისხიდან, რესურსიდან და საიმედოობიდან საუკეთესო მაკაროვის სისტემის პისტოლეტები გამოდიოდა აღმოსავლეთ გერმანიაში. საზღვარგარეთ აღმოსავლეთ გერმანული მაკაროვები სამჯერ-ოთხჯერ უფრო ძვირია ვიდრე საბჭოთა, რუსული და ბულგარული მაკაროვები.

რამდენად ზუსტია მაკაროვი?
მაკაროვი იმდენად ზუსტია რამდენადაც ზუსტი შეიძლება იყოს ანალოგიური ტიპის ნებიმიერი სხვა პისტოლეტი.
სხვა და სხვა მოდიფიკაციები (ერგონომიული ტარი, დახვეწილი სამიზნე მოწყობილობები კიდევ უფრო ზრდიან დამიზნების და სროლის კომფორტს და შესაბამისად მის სიზუსტეს).

განსაკუთრებული “ელიტარული” და “ბალტნოი” მაკაროვები საქართველოში
თავის დროზე და ალბათ ეხლაც საქართველოში არსებობდა მაკაროვის ელიტარული ვარიანტები, რომლის ფლობაც ითველებოდა განსაკუთრებულ პრივილეგიად და სტატუსის ნიშნად. ასეთი მაკაროვი რომელსაც გააჩნია მაყუჩის დაყენების საშუალება და პისტოლეტი, რომელსაც ასევე მაკაროვს ეძახდნენ და გააჩნდა ინტეგრირებული მაყუჩი. ლაპარაკია პისტოლეტ ПБ-ზე ანუ 6П9. http://www.world.guns.ru/handguns/hg154-r.htm
გარკვეულ წრეებში პოპულარობით სარგებლობდნენ ასევე მაკაროვები მოოქროვილი დეტალებით.

მაკაროვი “ბანძი” იარაღია!? (დამატებულია 29.11.07)
არსებობს “სპეცილისტები” რომლებსაც აქვთ ორი დიამტრალურად განსხვავებული “აზრი” მაკაროვის პისტოლეტებზე. ერთი ნაწილი თვლის რომ მაკაროვი სუპერ პისტოლეტია, მეორე რომ ის არის უვარგისი. მითს ემატება განცხადება რომ ნამდვილი სპეციალისტები ტტ-ს ირჩევენ მაკაროვის ნაცვლად. მ

აკაროვი ვერანაირად ვერ ჩაითვლება უვარგის იარაღად, მიუხედავათ იმისა რომ მას ჯობნიან თითქმის ყველა მისი კონკურენტები. ვერ ჩაითვლება იმიტომ რომ მაკაროვი ნამდვილად ასრულებს თავის ფუნქციას და გააჩნია ტავდაცვის იარაღის ყველაზე მთავარი და მნიშვნეოვანი თვისება – საიმედოობა. ის არის გამძლე და საიმედო იარაღი . შეიძლება ის ცოტა მძიმეა, მოუხერხებელია მაგრამ ის მუშაობს და მისი საიმედო ფუნქიონირებისათვის არ არის საჭირო რაიმე განსაკუთრებული ცოდნა და ხრიკები.
შენიშვნა: იგულისხმება მხოლოდ საბჭოთა და უცხოური წარმოების მაკაროვები. სამწუხაროდ თანამედროვე კომერციოულ რუსეთის წარმოებულ მკაროვებზე ინფორმაცია ძალიან არაზუსტია მაგრამ გამომდინარე ნეგატიური გამოხმაურებების სიმრავლიდან მე არავის არ ურჩევ რუსული კომერციული მაკაროვის შეძენას.

 

 

ძალზედ მნიშვნელოვანი

ვაზნები, რომელიც გამოიყენება მაკაროვის სისტემის პისტოლეტში

საბჭოთა კალიბრი 9X18 მაკაროვი, როგორც აქამდე და მას მერე ყველა სხვა კალიბრი გამოშვბული საბჭოთა კავშირში და შემდგომ რუსეთში დაფუძნებულია უცხოურ კალიბრზე, ამ შემთხვევაში გერმანულ 9X18 ულტრაზე, აღნიშნული ვაზნის ტიპი პირველად წარმოადგინა გერმანულმა კომპანია “გკომ” ის წარმოადგენდა 9X17 -ის (.380ACP) დაგრძელებულ მასრას და 9X19 პარაბელუმის ტყვიას.
9X18 მაკაროვის ვაზნა განსხვავდება იმით რომ შენარჩუნებულია 9X17 ვაზნის სიგრძე და იმავედროულად გაზრდილია მისი ეფქტურობა.

აკრძალულია 9X17 (.380ACP) და 9X18 ულტრას ვაზნების გამოყენება მაკაროვის სიტემის პისტოლეტებში, რომელთა კალიბრია 9X18 მაკაროვი !!!
ასევე გასათვალისწინებელია რომ 9X18 მაკაროვის რეალური დიამეტრაი 9.2 მმ-ია. ლულის დიამეტრი არის .356, მაშინ როდესაც დასავლური სტანდარტით 9მმ ლულის დიამეტრი არის 364″ and .365. შესაბამისად 9X18 მაკაროვის ვაზნის გამოყეენბა უცხოურ 9მმ კალიბრი იარაღში უფრო სახიფათოა და რა თქმა უნდა აკრძალულია!

9X18 მაკაროვის კალიბრის ვაზნების სახეობები:
1. სტანდარტული ვაზნა 57-H-181C;
2. პმმ-ის ვაზნა 57-H-181CM (7Н16);
3. სტანდარტული ვაზნა ტყვიის გულით, ნოვოსიბირსკის, ტულის და ბარნაულის ქარხნის გამოშვება. იწარმოება საექსპორტოთ
4. ექსპანსიური ვაზნები. სამი მოდიფიკაცია. პლასტმასისი წვერით და ორი მოდიფიკაცია ეგრედ წოდებული კლასიკური ჰოლოუ პოინტი 6 ჭრილით.
5. ტრასირებადი ტყვია (ПТ)
6. ჯავშსანგამტანი ვაზნა. (БЖТ) უშვებს ნოვოსიბირსკის ქარხანა.

სტანდარტული ვაზნის მონაცემები

რეალური კალიბრი – 9.2 მმ
ვაზნის მასა – 10 გრ.
ტყვიის მასა – 6.1გრ. ,
დენთის მასა – 0.25 გრ
ვაზნის სიგრძე – 25 მმ
მასრის სიგრძე – 18.1 მმ
დასატენი კამერის მოცულობა – 0.56 სმ3,
გაზების მაქს. წნევა 1200 კგ/სმ2

ვაზნის ბალისტიკური მონაცემების ცხრილი იხილე აქ http://faq.guns.ru/tabl.html

პოპულარული მითები

მითი პირველი: მაკაროვი ყველაზე მარტივი იარაღია
სიმარტივე ყოველთვის არ ნიშნავს საიმედოობას და პირიქით, აგრეთვე ეს არ ნიშნავს გამოშვების სიიაფეს და ტექნოლოგიურობას. მაკაროვის პისტოლეტი შედგება სულ 30 დეტალისგან და არ გააჩნია არც ერთი შტიფტი და ხრახნი რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ვალტერ პპ მაგალითად შედგება დაახლოებით 40 დეტალისგან. თავის მხრივ ეს არაფერს არ ნიშნავს. ბოლოს და ბოლოს არსებობს გლოკი სრული ზომის საბრძოლო იარაღი, რომელიც შედგება 33 დეტალისგან.

 

მითი მეორე: მაკაროვის ტყვია იმითაა კარგი რომ ეგრევე აგდებს ადამიანს.
ეს მითი დაიბადა მას მერე რაც გახდა ცნობილი რომ მაკაროვი არჩიეს ტტ-ს მისი უფრო დიდი შემაჩერებელი ძალის გამო. ცხადია რაიმე უნიკალური თვისებები მაკაროვის ვაზნას არ გააჩნია. ძალიან ბევრ სხვა კალიბრს გააჩნია გაცილებით უკეთესი მონაცემები. დასავლეთში 9X18 მაკაროვი არასდროს არ და ვერც ჩაითვლებოდა კარგ “მენ სტოპერად” ანუ ბიოლოგიურ ობიექტებზე ეფექტური ზემოქმედბეის მქონე ვაზნად. ფაქტიურად სხვა კალიბრებთან შედარებით ის წარმოადგენს ყველაზე დაბალ საფეხურს როდესაც ლაპარაკია ადეკვატურ თავდაცვით კალიბრზე.
 
მითი მესამე: მაკაროვი ყველაზე საიმედო პისტოლეტია.ჩემი და აარამარტო ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, რომ წესიერად მოვლილი კარგი ხარსხის ავტომატური პისტოლეტი აჩვენებს აბსოლუტურ საიმედოობას. მეტიც: მე განვიცადე გაცილებით უფრო მეტი დაბრკოლება მაკაროვიდან სროლისას ვიდრე ყველა სხვა უცხოური პისტოლეტიდან რომლიდანაც მე მისვრია. ხშირად სხვა და სხვა დაბრკოლებების მიზეზი ხდება სხვა და სხვა სახეობის ვაზნების გამოყენება, სხვა და სხვა მუხტებით, ტყვიის ფორმებით და ასე შემდეგ. მაკაროვს კი ბოლო დრომდე გააჩნდა მხოლოდ ერთი ტიპის ვაზნა. მაგალიტად ექსპანისური ვაზნების გამოყენებისას ჩემი მაკაროვი რეგულარულად ჭედავდა. ასე რომ მაკაროვი ნამდვილად არ არის ყველაზე საიმედო პისტოლეტი მაგრამ უდაოდ შეიძლება ჩაითვალოს ზოგადად საიმედო იარაღად.
მითი მეოთხე ე.წ. “ნულევოი” და “აფიცერსკი” მაკაროვი
ეს არის ყველაზე პოპულარული და ჩემთვის პირადად ყველაზე ნერვების მომშლელი მითი. ითვლება რომ ცელიკზე განთავსებული ციფრი ნიშნავს კონკრეტული პისტოლეტის სიზუსტის ხარისხს, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში ეს ციფრა აღნიშნავს ცელიკის სიმაღლეს, რომელსაც არჩევენ და აყენებნ ქარხანაში მისროლის დროს. ანუ რაიმე წინასწარი გრადაცია სიზუსტის მიხედვით არ არსებობს!
მითი მეხუთე: საბჭოთა მაკაროვი ყველაზე მაღალი ხარისხისაა და საერთოდ ყველას ჯობია.
ყველა გამოცდილი მაკაროვის მფლობელისათვის დიდიხანი ცნობილია ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ გერმანული მაკაროვები ზოგადად უფრო ზუსტია, მაღალი ხარსხისაა, არ იჟანგება ისე სწრაფად და მეტი რესურსიც აქვს. არც ბულგარული მაკაროვები არ ჩამოუვარდება ხარისხში. საბჭოტა მაკაროვი კარგია კოლექცისთვის, საქმისთვის მე პირადად ავირჩევდი ჯერ აღმოსავლეთ გერმანულ, მერე ბულაგრულ და ბოლოს საბჭოთა მაკაროვს.

 

 

 

 

ბულგარული მაკაროვი

დღეს დღეისობით ბულგარეთის წარმოების მაკაროვები არიან ყველაზე მაღალი ხარსხის იარაღი თუ ლაპარაკია ახალ წარმოებულ მაკაროვის სისტემის პისტოლეტებზე.
არსებობს სამი ტიპის მაკაროვი ბულგარეთიდან. ჩამოწერილი ყოფილი სამხედრო მაკაროვები
არსენალის წარმოებული კომერციული მაკაროვები
და ყველაზე იშვიათი მილტექსის “დანავაროტებული” მაკაროვები, რომლებსაც ქონდათ ექსკლუზიური შეთანხმება არსენალის ქარხანასთან და უშვებდნენ მაღალი ხარსხის “დანავაროტებულ” მაკაროვებს.

სამხედრო ბულგარლ მაკაროვებს არტყია სპეციალური მარკა – ციფრი ათი (ჩემთვის უცნობია თუ საქართველოში არის ასეთი ტიპის მაკაროვები)

კომერციულ ბულგარულ მაკაროვებს ზატვორზე გააჩნიათ წარწერა “Arsenal”. ასეთი მაკაროვები დიდიხანია შემოდის საქართველოში და კარგათაც იყიდება.

მილტექსისი მაკაროვები გამოირჩევა განსაკუთრებული გაუმჯობესებული ფორმებით, სხვა და სხვა დაფარვით და ტარის ფორმებით. შეიძლება გააჩnდეს წარწერა Miltex Inc. გამომდინარე იქიდან რომ ეს მაკაროვები გამოდიოდა მხოლოდ აშშ-ს ბაზრისთვის საქართველოში მათი არსებობა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა გამორიცხული არ არის.

makarov20bulg

 

 

მაკაროვის კონკურენტები ეს იარაღები ჯობნიან კლასიკურ მაკაროვს იმაში, რომ გააჩნიათ დიდი ტევადობის მჭიდები, უფრო ერგონომიულები არიან, აქვთ თანამედროვე სამიზნე მოწყობილობებია, გამოდიან სხვა და სხვა დაფარვებით და გაფორმებით 

თანამედროვე მაკაროვებს ჯობნიან პირველ რიგში გაცილებით უფრო მაღალი ხარსხით და შესაბამისათ მაღალი საემედოობით და უფრო დიდი რესურსით

koncurents
ლინკები 

დიდი მადლობა თემის წაკითხვისათვის და როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დატოვოთ შენიშვნები ან წინადადებები  აქ ან გამოგზავოთ ჩემ მეილზე რომელიც ბლოგის დასაწყისია.

რუსულეენოვანი
http://www.pishtov.com/Russian/instr_PM/Instr_PM.htm
Наставлениеие по стрелковому делу Пистолет ПМ
3. http://imzcorp.ru/ იჟევსკის მექნიკური ქარხნის ოფიციალური ვებ გვერდი

ინგლისურენოვანი
1. http://www.makarov.com/ ყველაზე საუკეთესო ინგლისურენოვანი რესურსი მაკაროვის სისტემის პისტოლეტებზე
2. http://www.arsenal-bg.com/main.htm არსენალის ქარხნის ოფიციალური ვებ ვერდი
2. http://www.youtube.com/watch?v=kVY4BEpVEwg მაკაროვის დაშლის ვიდეო კლიპი

არსებობს პისტოლეტები, რომელბმაც აკობეს მაკაროვს (როგორც ორიგინალურ საბჭოთა ვერსიას ასევე მის ყველა თანამედროვე მოდიფიკაციას.
ესენია:
1. Cz-83
2. Daewoo DH-380
3. Bersa Thunder .380
4. FEG PA63

ტაქტიკურ ტექნიკური მახასიათებლები
კალიბრები 9×18; 9×18 ПММ; .380ACP (შენიშვნა: სხვა და სხვა ლიტერატურაში შეიძლება შეგვხვდეს 9X18 კალიბრის შემდეგი დასახელებები 9 მმ “მაკაროვი”, 9მმ “მაკ” და 9,2 მმ.)



4 Responses to “მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და მისი მოდიფიკაციები”

  1. Misha says:

    gamarjoba avtoro. sheizleba chemi pm-dan visrolo expansiuri 9×18 – ze vaznebi? xom ar damizianebs? da sad sheizleba vikido tu metkvi? did madloba !

  2. Alex says:

    მადლობა ასე კარგი გვერდისთვის

  3. Shooter says:

    მადლობა გამოხმაურებისათვის

  4. Misha says:

    GAMARJOBAT BATONO LEVAN. TQVENTAN 1 SHEKITXVA MAQVS: SAD SHEMIZLIA DAVAYENO MAKAROVIS PISTOLETZE UPRO KARGI, DIDI, FOSFORIS SAMIZNEEBI? TAVISI QARXNULEBIADAN GHAMIS PIROBEBSHI DAMIZNEBA SHEUZLEBELIA.

დატოვეთ კომენტარი