ზეთების არჩევანი

მორიგი კითხვა მივიღე რომელზეც პასუხი შეიძლება სხვებისთვისაც საინეტეროს იყოს.

Gamarjoba levan,

Iqneb mirchio sad shevidzino tbilisshi met-naklebad normaluri zetebi. Neitralurebi maqvs.tyviis da dentis mosashorebeli mchirdeba.

 GIGA

 გამარჯობა გიგა,

პირველ რიგში, მოდი შევთანმხდეთ, რომ ზეთით ლულას არავინ არარ წმინდავს. ზეთი ზეთია ხოლო ნაგარის მოსაშორებელი საშუალება არის ე.წ. ნიტრო–სოლვენტი ანუ გამხსნელი (растворитель). სამწუხაროდ ჩვენ მაღაზიებში სპეციალური იარაღის ნიტრო–სოლვენტები არ იყიდება მაგრამ სამაგიეროდ ქიმიურად იგივე შემადგენლობა აქვს კარბურატორის საწმენდ სითხეს. მე წარმატებით ვიყენებ ABBRO-s ფირმის. ის საუკეთესოდ ხსნის ნაგარს.  ტყვიის და სპილენძის მოსაშორებლად იყიდე Robla Solo-Mil, ორ კვირაში ექნებათ გაგარინზე მაღაზია კალიბრში. და ასევე იხმარე ლატუნის ჯაგრისები, ყველგან იყიდება. 

დღეს დღეისობით ზეთების საკმაოდ დიდი არჩევანია, 10 წლის განმავლობაში უამრავი ბრენდი მოვსინჯე და გარკვეული წარმოდგენა უკვე შემექმნა.

ყველაზე კარგი ნეიტრალური ზეთი, რაც მე მიხმარია არის “ბალისტოლი” (მაღაზია კალიბრი გაგარინზე), ნორმალურად მუშაობდა ESSO-ს უნივერსალური ზეთი, რომელიც გუდვილში ვიყიდე. მაგრამ ბოლო 2–3 წელი მე ბალისტოლს ვიყენებდი.   და ეხლახან აღმოვაჩინე ძალიან მაგარი ზეთი Legia რომელსაც “ბრაუნინგი” უშვებს. ღირს 9 ლარი თუ არ ვცდები და მგონი ამაზე უკეთესი ზეთი დღეს საქართველოში არ იშოვება . იყიდება ეხლა ამ მომენტში ფინანსთა სამინისტროს სავაჭრო ობიექტში, რომელიც არის ინგოროყვას ქუჩის პარალელურ ქუჩაზე, იქ ადრე საგადასახადო ოყო.  სხვა ზეთებიც ნორმალურია მაგრამ მე არ ვიყიდიდი თურქულს და არ ვიყიდიდი სპრეის (ლეგია კი არის სპრეი მაგრამ ზეთი იქიდან წნევით არ გადმოდის და ყველაფერს არ სვრის).  სპრეი არ მომწონს, რომ იმიტომ რომ ძალიან თხევადია, საკმაოდ ჭირს მისი ზომიერად გამოყენება და ასევე მალე ორთქლდება.

ცხადია საზღვაერგარეთაც დიდი არჩევანია, როგორც წესი კარგი ბრენდის ზეთი ყოველთვის კარგია. ასევე მე მაქვს Hoppe`s –ის ზეთი, მაგრამ ის ძალიან სქელია და მაგალითად დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის დასაზეთად მე მას არ ვიყენება მაგრამ საკეტის “რელსებისთვის’ და დიდი დეტალებისთვის ის კარგია.  

დღეს თუ გინდა კარგი ზეთი, იყიდე Legia.  

იმედია ეს ინფორმაცია გამოგადგება

i474bea7cd7a36



დატოვეთ კომენტარი