მჭიდის მნიშვნელობაზე

gloc

მე არა ერთხელ აქ ამ ბლოგზეც და სხვა და სხვა ფორუმებზეც მითქვამს, რომ მჭიდს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ავტომატური პისტოლეტის გამართულ მუშაობაში და ეს ზოგადად ეხება ნებისმიერ ავტომატურ იარაღს, რომელიც იყენებს მჭიდს. ჩვენთან შეცდომით მჭიდს უწოდებენ აბოიმას ხოლმე, აბოიმა არის როგორც წესი ფოლადის დეტალი, რომელიც ერთად კრავს ვაზნებს და აადვილებს მათ მოთავსებას იარაღში, ზოგ შემთხვევაში აბოიმა რჩება იარაღში (გარანდ მ1 მაგალითად) მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვაზნების ჩალაგების შემდეგ მას იარაღიდან იღებენ (მაგალითად არსებობს აბოიმები სკს–თვის, მაუზერის შაშხანისთვის და ასე შემდეგ). მჭიდი თავის მხრივ არის პრაქტიკულად იარაღის შემადგენელი ნაწილი. მჭიდის გარეშე პისტოლეტი ხდება ცალ ვაზნიანი იარაღი, ხოლო ზოგიერთი მოდელი საერთდოდ მჭიდი გარეშე არც გაისვრის იმიტომ რომ გააჩნია შესაბამისი დამცველი (მაგალითად ვალტერი პ22 ან ზასტავა მ57).  ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებშუ (იარაღის კულტურის მხრივ) ხშირად ეშლებათ ხოლმე magazine (მჭიდი) და clip (აბოიმა) ამაში არაფერი განსაკუთრებული და ტრაგიკული არ არის.

abo

სურათზეა ორი პისტოლეტი: შტეირი რომელიც იტენება აბოიმით და გლოკ 19 მჭიდით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია რომ იარაღის მფლობელმა უნდა შეძლოს უზრუნველყოს მჭიდის გამართლი მუშაობა, სწორედ მოუაროდ და ასევე გამოავლინოშ პრობლემატური მჭიდები მანამ სანამ სროლისას იარაღის ამის გამო გაჭედავს.  

დავიწყოთ ახალი მჭიდებით. თუ თქვენ ყიდულობთ მჭიდს კარგი მწარმოებლისგან ან თვქენი ირაღი არის კარგი ხარსხის, ალბათობა გადაეყაროთ გაუმართავ მჭიდს არის მინიმალური.  როგორც წესი იარაღს მოყვება ორი მჭიდი. ზოგი კომპნია თვითონ უშვებს მჭიდებს საკუთარი ძალებით, ზოგი უკვეთავს ცალკე. მაგალიტად ვალტერ პ99–ის მჭიდებს ამზადებს ცნობილი კომპანია Mec Gar. გლოკი მაგალითისთვის მჭიდებს უშვებს საკუთარი ძალებით. წვრილ წვრილი კომპანიები უშვებენ მჭიდებს პოპულარული პისტოლეტებისთვის, ზოგი კარგი ხარსხის ზოგი ცუდი ხარსხის მაგრამ მათი მიმოხილვა არ არის ამ სტატიის მიზანი. ანუ რისი თქმა მინდა, შეამოწმეთ მჭიდები თუნდაც ახლები წინასწარ.  ვიზუალურად დაათალიერეთ. მჭიდის კორპუსი უნდა იყოს სწორი დეფექტების გარეშე, როგორც შიგნიდან ასე გარედან. ნახეთ, რამდენად ტავისუფლად დადის მიმწოდებელი  მჭიდის კორპუსში. შეამოწმეთ მიმწოდებელი და ზამბარები. არ უნდა იყოს უხეში ზედაპირები, მიმწოდებელი თავისუფლად და ერთგავროვნულად უნდა მოძრაობდეს მჭიდში.  შეამომეთ ზამბარა, სწორედ არის თუ არა მოთავებული, არის თუ არა საკმარისი სიგრძის, ნუ გაწელავთ მას! ჩემთვის ცნობილია მაგალითად, რომ შტეირმა შეცდომით დააკომპლექტა თავისი სრული ტევადობის მჭიდები, შემცირებული ტევადობის მჭიდებზე გათვლილი ზამბარებით. იარაღები ჭედავდნენ, ვერავინ ვერ ხვდებოდა რატომ სანამ ერთმა კარგმა ადამიანმა არ დაშალა მჭიდები არ ნახა სხვაობები ზამბარის სიგრძეში. ესეთებიც ხდება ხოლმე. იარაღს ადამიანები აწყობენ ადამიანები კიდე ხანდახან შეცდომებს უშვებენ.  დათვალიერების შემდეგ გადავიდეთ ფუნქციონალურობის შემოწმებაზე.  ააწყვეთ მჭიდი და მოათავსეთ ის პისტოლეტში. შეამოწმეთ ამოვარდება ის თუ არა იარაღიდან თავისუფლად? გაითვალისწნეთ რომ ზოგიერთი იარაღის მჭიდები არ არის drop-free ანუ მათი კონსტრუქცია ისეთია, რომ ტავისი წონით ის არ ამოვარდება. მაგალითად პირველი გლოკები ასეთი იყო. ზოგიერთ ჩზ–ს პისტოლეტში ტარში არის ფოლადის ფირფიტა, რომელიც არ უშვებს მჭიდს გარეთ და მხოლოდ 1–2 სმ გამოუშვებს. ეს ძირითადად კეთდებოდა სამხედო ტიპის იარაღზე სადაც სასურველი არ იყო, რომ მჭიდი ტალახში ჩავარდნილიყო გადატენვის დროს. თანამედროვე პისტოლეტების უმეტესობა გამოდის drop free მჭიდებით. შეამოწმეთ ტოვებს თუ არა მჭიდი საკეტს ღია. დააკვირდიტ მჭიდის ტავსახურს, რჩება თუ არა ის თავის ადგილას.

შემდეგ დატენეთ მჭიდი, ნახეთ ცადის თუ არა მასში ვაზნების სრული რაოდენობა? ადვილად გამოდის თუ არა ვაზნა მჭიდიდან. ხანდახან ახალ მჭიდებში საკმაოდ პრობლემატურია ბოლო ერთი ორი ვაზნის ჩადება, ხანდახან ჩადის ერთი ვაზნით მეტი. ჩადეთ მხოლოდ ის რაოდენობა ვაზნების რა რაოდენობაზეც მჭიდი გათვლილია!  უნდა ავღნიშნო, რომ ერთი ორი ვაზნით ნაკლების ჩადება არ ინახავს მჭიდის ზამბარას. ეს პოპულარული მითი აღმოჩნდა. მე საფუძვლიანად გამოვიძიე ეს საკითხი და დავასკვენი, რომ ნორმალური ფუნქციონირება ისევე როგორც სავსე მჭიდის შეანახვა არ იწვევს ზამბარის დასუსტებას მრავალი წელი.  რაც ასუსტებს ზამბარას არის მისი ექსპლუატაცია ანუ შეკუმშვის და გაშვების ციკლი.  ბოლომდე სავსე მჭიდი შეინახება ათწლეულები მისი დასუსტების გარეშე, თუ რა თქმა უნდა ზამაბარა ხარისხიანია.

გადავიდეთ პრაქტიკულ შემოწმებაზე. უნდა ავღნიშნო, რომ თუ საქმე გვაქ პრობლემურ მჭიდთან, იარაღი გაჭედავს პირველ სამ ვაზნაზე ან ბოლო ვაზნებზე. შესაბამისად ვამოწმებთ იარაღს ჩვენც. ვტენით სამ ვაზნას და ვამოწმებთ სროლით. შემდეგ ბოლომდე ვტენით და ვივრით მხოლოდ პირველ ორ სამ ვაზნას. თითო მჭიდს რაც უფრო მეტჯერ ასე შეამოწმებთ მით უკეთესია. პრობლემა თუ ის არსებობს ეგერევე გამოვლინდება.  შემდეგი ეტაპი, გატენეთ მხოლოდ სამი ვაზნა და ისროლეთ იარაღიდან ისე, რომ რაც შეიძლება სუსტი ხელის მოჭიდებით, ანუ იარაღი თავისუფლა რომ იყოს მოთავსებული ხელში, საკმარისი მხოლოდ იმისთვის რომ ის არ გაგივარდეთ. თუ ამ ტესტმაც ურპობლემოდ ჩაიარა, გილოცავთ თქვენი მჭიდები აბსოლუტურადგამართულებია და მზადააა ექსპლუატაციისათვის.  აქ უნდა ავღნიშნო, რომ ზოგი პისტოლეტის მოდელი მძიმე საკეტებით (როგორც წესი პოლიმერის რამკიან პისტოლეტებს ყველას აქვთ მძიმე საკტები) აქვთ საკეტის მოძრაობის საკმაოდ დაბალი სიჩქარე, შესაბამისად ეს პისტოლეტები, უფრო რეაგირებენ სუსტ დაჭერაზე, ვირდე პისტოლეტები მსუბუქი საკეტით და შესაბამისად საკეტის მაღალი  მოძრაობის სიჩქარით. მიუხედავათ იმია, რომ სუსტი ხელის (limp wristing) გავლენა პისტოლეტის საიმედოობაზე იწვევს გაცხარებულ კამათებს და მისი ეფექტი ბოლომდე დადასტურებული არ არის,  შესაძლებელია აქ გარკვეული პრობლემა წარმოიშვას, რაც არ უკავშირდება მჭიდის ფუნქციონალურობას და უფრო თვითონ იარაღის კონსტრუქციას ეხება. ასე, რომ ამ ბოლო ტესტს  მე ბოლომდე ვერ დაუკავშირებ მხოლოდ მჭიდის შემოწმებას.  პტარიქ სუენი თავის ვრცელ სტატიაში მაგალითად ამ ტესტს სავალდებულოდ თვლის, მე არ ვიქნები ასეთი კატეგორიული.

თუ ამ ეტაპზე რამე პრობლემა გამოვლინდა, მაშინ თქვენ საქმე გაქვთ დეფქტურ მჭიდტან, რომლის გამოყენება თავდაცვის იარაღში არ შეიძლება. გამოსავალი? მე ვიტყოდი, რომ მონიშნეთ ეს მჭიდი (რომ არ აგერიოთ) და დაიტოვეთ გასართობი სროლისთვის. თუ გაჭედა, საშუალება გექნებათ წაივარჯიშოთ გაჭედილი იარაღოს სწრაფად საბრძოლო მგომარეობაში მოყვანაში.  შეგიძლიათ შეეცადოთ დაადგინოტ პრობლემა მაგრამ ჯერ პრობლემის დადგენა და მერე გამოცდა ზვირი დაგიჯდებათ და დროსაც ბევრს დახარჯავთ. იყიდეთ სხვა მჭიდი. ნუ მიყიდით გაფუჭებულ მჭიდს სხვას თუნდაც იაფად, ესეთებიც მინახავს.  ეს ძალიან არაკაცური საქციელია. აუხსენით ადამიანს რომ იაფად ყიდით მჭიდს, რომელიც არ მუშაობს კარგად და იმან თვითონ გადაწყვიტოს უღირს თუ არა მაგრამ ნუ შეაჩეჩებთ გაფუჭებულ მჭის!

44magblktal7722   

მჭიდების მოვლა

გაუფრთხილდით მჭიდებს, საჭიროების გარეშე ნუ შეტენით იარაში დიდი ძალით, ნუ დაგდებთ მიწაზე, ვარჯიშებისას მე ვაგებ იატაკზე სქელ ნაჭერს, რომელიც იცავს მჭიდს დეფორმაციისგან. მორალი: ნუ დატვირთავთ მჭიდს ზედმეტად. მას საკმაოდ ფაქიზი კონსტრუქცია აქვს და აგრესიული მოპყრობისას მას საგრძნობლად შეუმცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობა. ბევრი, მსროლელი “იქ” ცვლის ზამბარებს წელიწადში ერთხელ, “იქ” ასევე მჭიდები ღირს კაპიკები ჩვენთან კიდე 100 ლარზე მეტი. ასე რომ გაუფრთხილდით.  ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ კარგი ხარსხის მჭიდი ინახება დატენილი ათწლეულები, ზამბრის დასუსტების გარეშე. ასე რომ ამით თავს ზედმტად ნუ ავიტკიებთ.

არსებობს მოვლი რამოდენიმე ადვილი წესი, რომელთა დაცვა უზრუნველყოფს თქვენი მჭიდების ხანგრძლივ და უპრობლმო ცხოვრებას, ესენია:

არავითარი ზეთი.  არა ერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მჭიდებს დაზეთავ არ ირდება. მრავალი წლის წინ, მე მეგონა, რომ ბევრი ზეთი იყო კარგი. ერთხელაც ცივ ამინდში ზეთი შეიკრა და მჭიდმა არ მიაწოდა ვაზნა.  მასრა ამოაგდო, საკეტი დაიკეტა მაგრამ სავაზნე ცარიელი აღმოჩნდა.  ჩემი ბრალია. აკვეთილი ავითვისე. ზეთი მჭიდში მოიზიდავს ჭუჭყს, ზეთი მოხვდება ვაზნაზე რაც ასევე არასასურველია. მჭიდი გათვლილია ფუქნციონირებაზე ზეთის გარეშ, ვერნახავთ ვერც ერტ ინსტრუქციას, რომელიც ითხოვს მჭიდის დაზეთვას. განსაუთრებულად მიაქციეთ ყურადღება ე.წ. ნზ–ს იარაღს. მათი მჭიდება გარანტირებულად გადავსებულია ტაოტით, რომელიც აუცილებლად უნდა მოაშოროთ.  

ნუ გაწელავთ ზამბარებს!  ეს არაფერს არ უშველის.  გაწელილი ზამბარა “დაჯდება” ძალიან მალე. ზამაბარა არ დაჯდება დიხანს თუ ის ღებულობს იმ დატვირთვას რა დატვირთვაზეც გათვლილია. თუ ზამბარა დაჯდა გამოცვალეთ ის, გაწელვა მას არ უშველის. სათადარიფო ზამბარა “იქ” ღირს 2–3 დოალრი. ჩვენთან, მაღაზიებში არც იცინა ასეთი პრობლემის შესახებ და შემოგთავაზებენ ახალი მჭიდის ყიდვას “ას მანეთად”.

ნუ გაეკარებით მჭიდის ტუჩებს!  ეს არ არის სათვქენო საქმე. ტუჩებს აქვთ რთული გეომეტრია, დროტა განმავლობაში ისინი განიცდიან დეფორმაციას, საკუთარი ძალებით თქვენ ამ პრობლემას ვერ გადაწვიტავთ. თუ ხედავთ რომ მჭიდს აშკარად აქვ დეფორმირებული ტუჩები ნუ იყიდით მას, იარაღზე ასეთი მჭიდებიტ მოითხოვეთ ფასის დაკლება, იმიტომ რომ მოგიხევთ “ას მანეთად” ახალი მჭიდების ყიდვა. პროფესიონალი მსროლელები, ცხადია იციან ტუჩების მდრომარეობის დიაგნოსტიკა და არსებობენ “იქ” პროფესიონალი ხელოსნები, თქვენ კიე თუ დაიწყებტ წვალებას საბოლოო ჯამში მჭიდს გაანადგურებთ. ასე, რომ თუჩებს ტავი დაანებეთ. თუ პრობლემა გამოვლინდა მოემზადეტ დახარჯოთ “ასი მანეთი”. მჭიდის ტუჩები იმდენად ფაქისი დელიკატური და რთული საკიტხია, რომ არავის არ ურჩევ ამ პრობლემის საკუთარი ხელებით მოგვარებას.

lip

დაზიანებული ტუჩები. იმისთვის რომ დასვათ სწორი დიანოი საჭიროა იცოდეთ ზუსტი ზომები და ტუცების გეომეტრია თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი გეომეტრია განსხვავდება მაგრამ მჭიდი მაინც მუშაობს და წესრიგშია, მეორე სურათზე მ1911–ის ორი განსხვავებული მჭიდია, ორივე ახალია და ორივე იდეალურად მუშაობს. ასე რომ ნუკიდევ ერთხელ: ნუ შეეცდებით თავად ამ პრობლემასთან გამკლავებას.

dw26

ნუ დააგდებთ ძირს მჭიდებს!   უკვე დავწერე რომ ვარჯიშებისას, რომელიც არ მოითხოვს გადაადგილებას მე დაფენლი მაქს სქელი ნაერი, რომელი ინახავს მჭიდს. მჭიდი საკმაოდ თხელი ფოლადისაგნ არის დამზადებული ან პლასტამსისგან. მისი დადგება ბეტონზე, ასფალტზე, ქვბზე გამოიწვევს დიდი ალბათობით ან ეგრევე მის დეფორმაციას და მწყობრიდან გამოსვლას ან მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდება საგრძნობლად. დავარდნილი დატენილი ან ნახევრად დატენილი მჭიდი კიდევ უფრო უარესია.  მინახავს გატეხილი თავსახურები, დაღუნული მჭიდები. ასევე დავარდნისას ადვილად დფორმირდება უკვე ნახსენები ტუჩები.

ტალახი და მტვერი თქვენი მტერია.  ორივე ეს “ნივთიერება” პრაქტიკლულად ავტომატურად გამორიცხავს მჭიდის უნაკლო მუშაობას. ჭუჭყიანი მჭიდის მოთავსება იაარღში ასევე არაგონივრულია, იმიტომ რომ ჭუჭყის ნაწილი დარჩება იარაღის შიგნით. ჭუჭყიანი ვაზნა სავაზნეში შექმნის მეტ წინაღობას.  თუ მჭიდი დაბინძურდა, დაშალეთ და კარგად გაწმინდეთ, განსაკუთრებულად მიაქციეთ ყურადღება მიმწოდებლის სისუფთავეს.

და ბოლოს, გაფრთხილდით თქვენ საკუთარ მჭიდებს, ნუ ასესხებთ ნურავის, ნუ აგერევათ სხვის მჭიდებში, არავის არ უნდა ქონდეს საშუალება იხმაროს თქვენი მჭიდი, იმიტომ რომ მან შეიძლება არ დაიცვას ზემოაღნიშნული წესები და ისე, რომ თვქენ არ გეცოდეინებათ მჭიდი “მოკლას’.  ეს განსაკურებულად ეხება ტაბელური იარაღის მჭიდებს, შეიძლება საერთო ვარჯიშისას მჭიდები აირიოს ერთამენთში. ეს მიუღებელია. დანომრეთ ან მონიშნეთ თქვენი მჭიდები და თვალი ადევნეთ მათ. ნუ აურევთ ზამბარებს და მიმწოდებლებს. ისე დასალეთ და ააწყვეთ მჭიდები, რომ მათი შემადგენელი ნაწილები არ აირიოს.  ეს არის და ეს.

ჩვენთან სიტუაცია განსხვავდეაბა სხვა ქვეყნებისაგნ, ჩვენთან არც მჭიდებია იაფი, არც ზამბარები იყიდება ცალკე და არც ხლოსნებია, რომლების სპეციალობას მჭიდის რემონტი წარმოადგენს. ასე რომ გაქვთ ორი გამოსავალი ან საკამოდ დიდ ფასად იყიდოთ ახალი მჭიდი ან თავისი პასუხისმგებლობით შეეცადოთ გამოასწოროთ პრობლემა, მაგრამ თუ აირჩევთ მეორე გზას, რისკი თვქნია. მე გირჩევთ არ დაზოგოთ ფული, ბოლო ბოლო საქმე თქვენ უსაფრთხოებას და სიცოცხლეს ეხება.



2 Responses to “მჭიდის მნიშვნელობაზე”

  1. [...] მჭიდს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ავტომატრუი პისტოლეტის გამართული ფუნქციონირებისათვის, კარგ და ცუდ მჭიდებზე მე მიწერია აქ  – http://shooterscentral.ge/?p=423 [...]

  2. შალვა says:

    გაიხარე! კაი კაცი ხარ…

დატოვეთ კომენტარი