ლენს ტომასის ისტორია

 

პირველ რიგში შევეცდები განვმარტო რა არის განფაიტერი და არავის არ ეგონოს, რომ მე მოდის შესაბამისად ბევრ უცხო სიტყვას ვიყენებ ხოლმე,  მაგრამ თუ ვინმე მეტყვის ამ სიტყვის ქართულ ვარიანტს მაშინ მე სიამოვნებით გამოვიყენებ შესაბამის ქართულ ტერმინს.

ესეიგი განფაიტერი ვიკიპედიას მიხედვით არის ის ადმიანი, რომელსაც აქვს კარგი მსროლელის და სახიფათი პიროვნების რეპუტაცია. ამ ტერმინის ქვეშ მოიხსენიებენ, როგორც წესი ველური დასავლეთის ცნობილ მსროლელებს, როგორებიცაა უაიტ ერპი, ბეტ მასტერსონი, პეტ გარეტი და ასე შემდეგ. ვისაც ვესტერნები უყვარს ამ სახელებს კარგად იცნობს იმიტომ რომ მათზე უამრავი ფილმია გადაღებული.  
ჩემგან დავამატებ, რომ განფაიტერი შეიძლება იყოს როგორც კარგი ბიჭი ასევე ბოროტი. დღეს დღეისობით უფრო ხშირად გამოიყენებენ ტერმინს განსლინგერი, რომელსაც უწოდებენ ძირითად კლასიკური რევოლვერიდან მსროლელ სპორტსმენებს ან ე.წ. ტრიკ შუტერებს, მაგალითად ბობ მუნდენს. ხოლო განფაიტერი გამოიყენება უფრო, როგორც სარეკლამო ბრენდი, თუმცა ხშირად ასეთებს უწოდებენ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ამ საქმეში გარკვეულ სიმაღლეებს მიაღწიეს ანუ გარკვეული რაოდენობა ხალხის სიცოცხლეს გამოასალმეს და ამით ისტორიაში დაიმკვიდრეს ადგილი.

ეხლა მე მინდა ერთ ასეთ პიროვნებაზე დავწერო.  ყველაფერი აქ დაწერილი ძირითადა არის ამოღებული მასად აიუბის სტატიიდან, თუმცა პირველად ლენს თომასზე დაწერეს პოლ კირხნერმა და ჯეფ კუპერმა თავის წიგნში The Deadliest Men: The World’s Deadliest Combatants Through the Ages. 
ამ წიგნში ხსენებულია უალდ ბილ ჰაიკოკი, უკვე აქ ნახსენები ბეტ მასტერსონი და მათ შორის ლენს ტომასი, უბრალო ადმიანი, საათების გამყიდველი. სამი წლის განმავლობაში მან მიიღო მონაწილეობა 4 შეიარაღებულ შეტკებაში, მოკლა ხუთი და დაჭრა ერთი თავდამსხმელი. თავად იყო დაჭრილი ორჯერ, ჯამში მას 5 ტყვია მოხვდა.  ეს მისი ისტორიაა. 

ლენს ტომასი საათების მაღაზიის მფლობელი და თავის პატარა ბიზნესში ერთადერთი დასქამებული გადაწყვიტავს შეიძინოს იარაღი თავდაცვის მიზნით, იმ დროს ლოს ანჯელესი საკმაოდ კრიმინოგენური ადგილი იყო მითუმეტეს გარეუბნები. რა გასაკვირია, რომ ადმიანს გაუჩნდა სურვილი საკუთარი უსაფრთხოებაზე თავად ეზრუნა. თავდაცვის იარაღის როლში ლენს ტომასი აირჩევს 5 ვაზნიან სმიტ&ვესონს მოდელი 36 ჩიფს სპეშლ (კალიბრი .38 სპეშლ).  მე მიმაჩნია სამწუხარო ფაქტად, რომ ასეთი ტიპის იარაღს ურჩევენ გამოუცდელ მსროლელებს.  შემდეგი მოვლენები დაადასტურებენ, რომ ასეთი იარაღი არის არასაკმარისი თითქმის ნებისმიერ თავდაცვით სიტუაციაში.

 1989 წლის 10 სექტემბერს დაიწყება ლენს ტომასის საბრძოლო ბიოგრაფია. საღამოს მასთან მაღაზიაში შემოვა ორი ბოროტმოქმედი. ერთს რაღაცა გაურკვეველი უკავია ხელში, მეორეს უჭირავს პისტოლეტი. ისინი ითხოვენ მისგან სალაროს გახსნას. ამ მომენტში ლენს ტომასი იღებს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს მძარცველებს და სწრაფად იღებს მის რევოლვერს, რომელიც მანდვე ქონდა გადამალული  და სამჯერ ისვრის თავდამსხმელების მიმართუებით. ორჯერ ის ააცილებს მიზანს ხოლო მესამე ტყვია მოხვდება პისტოლეტიან მძარცველს სახეში. მეორე ბოროტმოქმედი არ ჩქარობს სროლას და ლენს ტომასი უბრძანებს მას რომ გაათრიოს თავისი დაჭრილი მეგობარი, რომელმაც გონება ეგრევე დაკარგა. მძარცველი ემორჩილება მას და ორივე ტოვებენ მაღაზიას.  მას მოგვიანებით დააკავებს პოლიცია და წაუყენებნ ბრალდებას და გაასამართლებენ.  ფაქტია, რომ მეორე თავდამსხმელს რომ ქონოდა იარაღი და უფრო აქტიურად ემოქმედა ლენს ტომასი ტავის 5 ვაზნიანი რევლვერით იქნებოდა დაუცველი, მან გამოიყენა სიურპრიზის ელემენტი დახარჯა სამი ვაზნა და მხოლოდ ერთხელ მოარტყა ერთ სამიზნეს. რა თქმა უნდა რომ მეორ სამზინე უფრო “გართულდებოდა”  და ამ სიტუაციაში რევოლვერში 2 დარჩენილი ვაზნა აბსოლუტურად არასკამრისი იქნებოდა.

ასეა თუ ისეა შეიარარებული მოქალქე არ დანებდა და ყველაფერი სწორედ და ეფექტურად გააკეთა, მან არ ატეხა უმისამართო სროლა, არ დანებდა და მოიგერია თავდასხმა.  

როგორც ჩანს ლენსმა მესააათისთვის დამახასიათებელი პედანტურობით მიუდგა ამ შემთხვევის ანალიზს და   გამოიტანა გარკვეული დასკვნები.  5 ვაზნა არ არის საკმარისი, რევოლვერის გადატენვა სწრაფად ძნელია. ის ღებულობს არსენალის გაზრდის ლოგიკურ გადაწყვეტილებას. მის პატარა სმიტს ემატება სამი რევოლვერი .357 მაგნუმ კალიბრში. Colt Python, Smith&Wesson Model 19 Combat Magnum და Ruger Sequrity Six . ოთხივე რევოლვერს ლანსი ფარულად განალაგებს თავისი სამუშაო ადგილის გარშემო. თუ რევოლვერში ვაზნები დაიცლება ის უბრალოდ დააგდებს მას და აიღებს შემდეგს…

1989 წლის 27 ნოემბერი. ორგანიზებული თავდასხმა მაღაზიაზე. 5 შეიარაღებული თავდამსხმელი. ერთი მძღოლი, ერთი გარეთ განლაგებული დამკვირვებელი და სამი თავდამსხმელი, როგორც მოიერიშე ელემენტი.
ისინი შედიან მაღაზიაში და ეგრევე იწყებენ გაუფრთხილებელ სროლას. ერთ ერთი პირდაპირ ესრის ლენსს .25 (6.35) კალიბრის პისტოლეტიდან. 8 ნასროლი ტყვიიდან ოთხი მოხვდება მას – სამი მხარში და ერთი კისერში.  მიუხედავათ ამისა ლენს ტომასი ინარჩუნებს გადაადგლების საშულებას და იღებს ყველაზე ახლოს მდებარე რევოლვერს – .357 კალიბრის რუგერს და ხსნის საპასუხო სროლას. პირველი ტყვია აცდება სამიზნეს ხოლო დანარჩენი ხუთი კი ზუსტად მიზანში აღმოჩნდება. მძარცველი მიწაზე ეცემა, ასევე ეცემა მიწაზე ცარიელი რუგერიც. შემდეგი იარაღი – პატარა სმიტ ვესონი, რომელმაც პირველად გადაარჩინა პატრონი. ლენსი ისვრის 5 ტყვიას და მას ასევე ესვრის მეორე მძარცველი, ორივე ვერ მოარტყავენ ერთმანეტს მაგრამ მძარცველი უკან იხევს. მესამე იღებს გადაწყვეტილებას გააგრძელოს სროლა მაგრამ უკვე მეორე .357-დან ნასროლი ტყვიები ხვდება მას და ის ძირს ეცემა მკვდარი. გარეთ მდგომები აფიქსირებენ, რომ მაღაზიაში სერიოზული ამბები ხდება და ხედავენ რომ სამი თავდამსხმელიდან ხმოლოდ ერთი გამორბის შენობიდან. ამიტომაც ისინი უბრალოდ გარბიან შემთხვევის ადგილიდან.
მაღაზიაში მხოლოდ დაჭრილი ლენსია და ორი გვამი. სულ ლენსმა 19-ჯერ ისროლა.

რა არის ლენსის შემდეგი ნაბიჯი? დახუროს მაღაზია? გადავიდეს სხვა ქალაქში? მკურნალობის შემდეგ ის ყიდულობს ოთხ ავტომატურ პისტოლეტს. ოთხივე არის ზიგ ზაუერი, ერთი 9მმ P225 და სამი .45 კალიბრის სხვა დასხვა მოდიფიკაციის P220–ები. გადატენვა ასევე არ შედის მის გეგმებში. ყველა იარაღი განლაგებულია ფარულად მის გვერძე, მის სამუშაო ადგილას.

გავიდა ორი წელი, 1991 წლის 4 დეკემბერს ორი პიროვნება კაცი და ქალი შედიან მაღაზიაში. ქალს იარაღი არ აქვს, კაცი კი დაადებს ლენს შუბლზე გლოკს და უბრძანებს არ გაინძრეს. რაზეა ლაპრაკი, ლენსი იმ წამსვე იღებს ყველაზე ახლოს მდებარე 9მმ-ან P225-ს. მძარცველი ესვრის მას და დაჭრის ყელში, ლენსი საპასუხოდ ისვრის სამჯერ მკერდში მაგრამ იმის გამო რომ იარაღი არასწორედ ეჭირა ის იჭედება.  ლენსი სწრაფდ ცვლის P225–ს .45 კალიბრის P220-ით და კიდევ ხუთ ტყვიას ესვრის. ყველა ტყვია სამიზნეს მოხვდება და მძარცველი ადგილზე გარდაიცვლება. ლენსი კი გადარჩება და გამოკეტდება.

1992 წლის 20 თებერვალი. ორი შეიარაღებული მძარცველი შედის მაღაზიაში. ლენსი აფიქსირებს იარაღს და ეგრევე ხსნის ცეცხლს P220-დან. პირველი მძარცველი ეცემა მკვდარი მას მთელი მჭიდი მოხვდება. ლენსი იღებს მეორე P220-ს და მეორე უბედურს ოთხი ტყვია ხვდება. წამებში ყველაფერი დამთავრებულია. ორივე თავდამსხმელი მკვდარია.

ეს არის და ეს. ოთხ შეტაკებაში ლენს ტომასი ისვრის 40-ზე მეტ ვაზნას მოკლავს ხუთს და დაჭრის ერთს. მარტო დაუპირისპირდება 11 თავდმამსხმელს. ის თავად დაიჭრება ხუთჯერ. ველური დასავლეთის დროს მას უეჭველი შერიფის თანამდებობას შეთავაზებდნენ, რომელიმე არეულ ქალაქში.

ისტორიას არც თუ ისეთი კარგი დასარული აქვს. ნაწლი იმათი ვისაც ლენსი გაუსწორდა აღმოჩნდება ორგანიზებული კრიმინალური ბანდების წევრები. იქნება ბევრი მუქარა და მათ შორის მისი კლიენტების მიმართ რის გამოც ლენს ტომასი იღებს გადაწყვეტილებას დახუროს მაღაზია და გადავიდეს სხვა ქალაქში.

არანაირ დასკვნას არ დავწერ, დასკვნები მკითხველმა გააკეთოს.

გადაცემა ლენს ტომაზე

www.youtube.com/watch?v=pkWgp2abM2w



დატოვეთ კომენტარი