ავი მორი (Avi Mor) რევოლვერებზე

წარმოგიდგენთ ავი მორის შეხედულებას რევოლვერებზე და პისტოლეტებზე და მათ შედარებას, როგორც თავდაცვის იარაღის.  უფლება მივეცი ზოგიერთ მოსაზრებაზე კომენტარები გამეკეთებინა. სტატიის ავტორი ავი მორი გახლავთ ისარელის ერთ ერთი საუკეთესო იარაღის ექსპერტი და ინსტრუქტორი, რომელმაც შექმნა “პისტოლეტის ფლობის თანამედროვე ტექნიკა”, რომელიც დღეს ფართოდ ისწავლება ისრაელში. ის ასევე არის პრაქტიკულად ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც წერს დღეს ისარელში. 10 წლის გნმავლობაში ავი იყო ინსტრუქტორი ისრაელის თავდაცვის ძალების კონტრტერორისტულ სკოლაში. სტატის მომზადებისთვის დახმარებაში დიდი მადლობა Yaf-ს.

უკვე ცოტა დაგვიანდა, მაგრამ არის რამოდენიმე საკითხი, რომელზეც მე მინდა კომენტარის გაკეთება, ესენია რევოლვერები, მათი გამოყენება თავდაცვისთვის, ტარება, გმოყენება  და საერთიდ მათი ადგილი თანამედროვე სამყაროში.

დიდ ხნის წინ, როდესაც ვაზნების ხარსხი იყო დაბალი, ხოლო იარაღის თვისება აეტანა დროს, ამინდის და სხვა პირობების ზემოქნმედება, რაც წარმოიშვება იარაღის ცხელ ამინდში  ტანზე ხანგრძლივი ტარებისას იყო საკმაოდ დაბალი, ორმაგი ერთჯერადი და არც ისე დიდხნის წინ მხოლოდ ორმაგი მოქმედების რევოლვერების ტარება იყო გამართლებული. მაშინ ბრაკიანი ვაზნაც არც ისე დიდი იშვიათობა იყო, რაც დღეს უკვე უფრო გამონაკლისია. ასეთ პიორბებში სწრაფად სასხლეტზე ხელმეორედ გამოკვრის საშუალება მართლაც გადაურჩენდა ვინმეს სიცოცხლეს, რა თქმა უნდა თუ უვარგისი ვაზნა არ იყო მეხუთე ხუთ ვაზნიან რევოლვერში.

ის რასაც მე აქ დავწერ არის   სხვა და სხვა იარაღის გამოყენებით ინსტრუქტაჟის და პრაქტიკის 30 წლიანი გამოცდილების შედეგი,  და ეს არის ნამდვილად ჩემი აზრი აღნიშნულ საკითხზე.

ჯერ გავაკეთებ რამოდენიმე წინასწარ შენიშვნას:

1. ჩვენ (იგულსხმება იზრაელი) არასდროს არ ვიყავით რევოლვერების ქვეყანა. ჩვენ დავიბადეთ გვიან, საკამოდ ბევრ ასპექტში და მათ შორის იარაღის მხრივაც. დავიბადეთ მაშინ, როდესაც დანარჩენმა მსოფლიომ დაიჯერა ავტომატურ პისტოლეტებში და ასევე სხვა ავტომატური თუ ნახევრად ავტომატური იარაღის შესაძლებლობებში. ჩვენ ნამდვილად არ ვართ ის ხალხი, რომლის ფესვები იწყება რევოლვერების ნრწყინვალე ეპოქიდან.

2. ის რევოლვერები, რომლებიც ჩვენთან მოხვდა და კიდევ რჩებიან აქ მცირე რაოდენობით, ძირითადად განეკუთვნებიან ბრიტანული მანდატის პერიოდს.  ესენია ძირითადად რევოლვერები ვებლეი და ენფილდი, კალიბრში .38 სმიტ&ვესონი. პირველი ორმაგი მოქმდედების, მეორე მხოლოდ ორმაგი მოქმედების. მცირე რაოდენობით ასევე იყო .455 კალიბრის ვებლეები. ასეთები ეხლა საერთოდ აღარ დარჩა. 

3. კიდე ერთი მიზეზია, რომლის იგნორირება არ შეიძლება არის კინო და ტელევიზია, 30 წლის წინ ბევრი იყო მოხიბლული პატარა რევოლვერებით ე.წ. დეტექტივის რევოლვერებით. მცდარი რწმენა, რომ ეს რევოლვერები ისვრიან ყველგან და ყოველთვის, საკმარისია მხოლოდ დააჭირო სასხლეტს, უბიძგა ბევრს ასეთი ტიპის იარაღის შეძენისკენ. რევოლვერების ასეთ პატრონებთან კამათს აზრი არ აქვს. ეს არის ნოსტალგია, აქ არ აქვს ადგილი ფაქტებს და ლოგიკას, ეს არის მხოლოდ ემოციები და წერტილი. მეც მაქვს კოლექციაში რამოდენიმე რევოლვერი,  მაგრამ მათი კალიბრია .22WMR და .22LR და გამოიყენბა მოლოდ გასართობი სროლისთვის. დაბალი ხმა, უკუცემა  და ვაზნების მცირე ღირებულება განაპირობებს ამას. და არაფერი ამის გარდა.  რევოლვერების მფლობელების ასაკის თემას მოგვიანებით განვიხილავთ.

4. ზუსტად 30 წლის წინ, როდესაც მე დავიწყე სროლის სწავლება, როგორც უკვე სამოქალაქო პირმა, მე მუდმივად ვაწყდებოდი კლიენტებს, რომლბიც მოდიოდნენ სხვა და სხვა  რევოლვერებით. უფრო მეტი ვიდრე დღეს. რევოლვერიდან სროლა, ოპერატიული ბუდის გამოყენებით და ყოველი გასროლის წინ ჩახმახის შეყენების გარეშე მე სერიოზულად მაფიქრებდა და მე დავიწყე ამ პრობლემის შესწავლა. უფრო მაფიქრებდა პატარა .38 კალიბრის რევოლვერები .2 (5სმ) სიგრძის ლულებით ან .357 მაგნუმ კალიბრის .2.5 სიგრძის ლულებით. ბოლო არ იყო რეკომენდირებული, როგორც ფარული ტარებისთვის გამოსადეგარი იარაღი.ორი ადამიანი მემხარებოდა ამ პრობლემის შესწავლაში.  დავიდ მენახემი, რომელმაც გამომიყო მე რევოლვერი სმიტ&ვესონი მოდელი 66, კალიბრით .357 მაგნუმი და თან მოაყოლა ძველი ვაზნების მარაგი.  ერთჯერად რეჟიმში სროლისას არაფერი რთული არ იყო დღემდე და მაშინ მე ამას დიდი ყურადღება არ მივაქციე. კიდევ ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც იმ დროს ნიუ იორკის მახლობლად ცხოვრობდა და მეგობრობდა  FBI–ს თანამშრომელბთან, მოიპოვა რვეული სადაც აღწერილი იყო ფედერალური ბიუროს ვარჯიშები. იქ იყო საკმაოდ საინტერესო ჩანაწერი. აგენტი, რომელსაც სურს მიიღონ ნებართვა ატარონ (იგულისხმება, ატარონ ტაბელური იარაღისგან განსხვავებული მოდელი )  რევოლვერი, ვალდებულები არიან ჯერ შეასრულონ 70 “მშრალი” დაჭერა სასხლეტზე ორმაგ რეჟიმში მხოლოდ 60 წამში!!! გამოდის, რომ იარაღით ვარჯიშის ქვედანაყოფის ხალხი კარაგდ ხვდებოდა პრობლემის არსებობას და სახიფათო სიტუაციაში აგენტებს დაჭირდებათ, უფრო სწრაფი და ზუსტი  სროლა ორმაგი მოქმედების რეჟიმში.

5. შემდეგი საფეხური იყო, ავტომატური პისტოლეტების აღიარება, რომლებსაც პირველად ვალტერ კკ–ს შემთხვევაში უკვე ქონდათ ორმაგი მოქმედების რეჟიმი. იქ უკვე იდო დიდი პრობლემა, ორი განსხვავებული სროლის რეჟიმი, პირველი გასროლა ჩახმახის შეყეებიტ და მოდმევნო გასროლები ერთჯერად რეჟიმში. ორი ეჟიმი რადიკლაურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, სასხლეტის ზალით, სვლით და თითის განლაგებით.  აქ შეიძლება დაზუსტებით ითქვას, რომ ზუსტადაც, რომ მხოლოდ ორმაგი მოქმედების სისტემები, რევოლვერები და პისტოლეტები უფრო ადვილია სწავლებაში.  სახლეტი ყოველთვის ერთგვაროვანია, რბილია, და ერთი სიგრძისაა ყოველვის. აქ ვლინდება ისეთი სისტემების უპირატესობა როგორიცაა გლოკი, HS2000 (HS9), შტეირი და ასე შემდეგ.  სასხლეტი ასეთ იარაღში ერთნაირია პირველიდან ბოლო გასროლამდე. მაგრამ  ნუ აურევთ მათ მხოლოდ ორმაგი  მოქმედების იარაღთნა. მათ არ აქვთ ფუნქცია დამრტყმელის შეყენების ყოველი გასროლის წინ. (პრინციპში შეყენება ხდება, მაგრამ მხოლოდ დარჩენილი ნახევრით, მაგრმა ვინაიდან მშრალად რამოდენიმეჯერ ამ იარაღს ვერ “დააწკაპუნებ” ის არ არის მხოლოდ რომაგი მოქმედების).

დღეს მე ვატარებ ტრადიციული სქემის ორმაგი მოქმედები პისტოლეტს, S&W მოდელი 3914, კალიბრით 9 мм.  რომელმაც მე ვატარებ მეორე მდგომარეობაში (მჭიდი სავსეა, სავაზნე ცარიელი),  დამცველი გამორთულია. ეს მხოლოდ იმის მერე რაც მე, დავეუფლე ორი სწრაფი გასროლსი წამოებას , პირველი ორმაგ რეჟიმში და მეორე უკვე ერთჯერადში. არჩევანი განპირობებულია ასევე მცირე გაბაიტებით და წონით (რამკა ალუმინის არის) და ამვე დროს 8 ვაზნა. დაამტებით საჭიროების შემთხვევაში ვატარებ ერთ ან ორ სათადარიგო მჭიდს.   მათი ტარება არ არის დამღლელი, მაშინაც როდესაც თან ვატარებ ფოტო–აღჭურვილობას. 10–12 საათი უპრობლემოდ. 

პატარა რევოლვერი იგივე საცეცხლე ძალის მქონე იქნებოდა უფრო მძიმე და ასევე უფრო დიდი უკუცემით და საერთოდ ბვრად უფრო მოუხერხებელი ყველა გადმოსახედიდან. ზოგადი მაჩვენებელი წონის და მოცულობის, ყოველთვის იქნება პატარა ავტომატური პისტოლეტის სასარგებლოდ. და აქ შეიძლება მრავალი მოდელის პისტოლეტი გაიხსენო, რომელიც ხელმისაწვდომია ისრაელში.  ესენია გლოკ 26, ტაურუს მილენიუმი, RAMI, CZ და ასევ ვრცელი ასორტიმენტი მეორადი პისტოლეტების, რომელთა ფასი სულ არ არის მაღალი.

სწავლების მრავალი წლის განმავლობაში, არაერთხელ გადავეყარე ქალბატონებს, რომლებიც მოდიოდნენ ტირში პატარა .38 კალიბრის რევოლვერებით. რეკომენდაცია ინსტრუქტორებისგან, განპირობებული იყო, რომ მსროლელი ვერ ახერხებდა პისტოლეტის გადატენვას და აწყდებოდა, პრობლემებ სასხლეტის ოპერირებისას. ეს ყველაფერი თითქოს მართლდებოდა პირველ სროლამდე, როდესაც მსროლელი ქალბატონი ვერ უძლებდა პატარა იარაღის უკუცემის ძალას. ამის მიზეზი იყო ტარის ფორმა. მოკლე რევოვლერი საჭიროებს უფრო რთულ მოპყრობას ვიდრე ანალოგიური გაბარიტების პისტოლეტი. მფლობელი უნდა აარებდეს იარაღს, უფრო მცირეს, მაგრამ იმას, რომელსაც ისვრის დამაკმაყოფიელბლად, და არა რევოლვერს, რომლიდანაც სროლა უბრალოდ ეშინია. 
გახსოვთ ასაკის საკითხი? როდესა ხანში შესული ადამიანები, მოდიან ნებართვის განსაახლებლად და აღნოაჩენენ, ხოლმე, რომ წამროიქმნება სროლა ერთჯერად რეჟიმშიც. ტირში, რომელაც მე ხელმძღვანელობდი და, რომელიც დღეს არ არსებობს,მოვიდა დაახლოებიტ 60 წლის კაცი, იმისთვის, რომ განეახლებინა ნებართვა მხოლოდ ორმაგი მოქმედების რევოლვერზე (ანუ აქ ლაპარაკი სავალდებული გამოცდის ჩაბარებაზე). ამ ადამიანმა ვერ მოარტყა სამიზნეს 5 მეტრის მანძილიდანანაც.  ერთ ერთმა ინსტრუქტორმა შესთავაზა მას გადასულიყო ორმაგი მოქმედების რევოლვერზე ( ჩახმახის წინასწარი შეყენების შესაძლებლობით).    მას მერე რაც მე გადავეცი მას გადახდის ქვითარი და მისი იარაღი, მე შევთავაზე მას პატარა ტესტირების გავლა. ტესტმა შედეგი არ ამოიღოდ ა ბოოს და ბოლოს ეს კაცი გადავიდა .380 კალიბრის ავტომატურ პისტოლეტზე, რომლის გამოყენება მან შეძლო მეტი ადეკვატურიბით. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია მრავლთაგანი.
ვიღაცამ ერთ დროს დაწერა, რომ ჯობია ზედმეტი ერთი ვაზნა ვიდრე ერთი ვაზნა, რომელიც დაგაკლდა. და ეს აბსოლუტურად სწორია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რევოლვერის და პისტოლეტის დატენვის საკითხი. გაცილებით უფრო ადვილია ისწავლო მჭიდის სწრაფი გამოცვლა ვიდრე რევოლვერის დატენვა.  

ცარიელი ადგილი, რომელიც არსებობს დოლურასა და ლულის შორის (Flash Gap), იმხელაა, რომ ღამით სროლისას, ის აფრქვევს ცეცხლ ისე, რომ შეგიძლია გადაიღო სურათები (ერთხელ მე ვისროლე დაბნელებულ ტირში .357 კალიბრის ლამა კომანჩიდან, შემიძლია დავადასტურო, რომ მე ცეცლხმა პრქტიკულად დამაბრმავა). თუ ისვრის ვაზნა, რომელიც ოდნავ მაინც გამოდგება თავდაცვისთვის, მაშინ ეს მხოლოდ პრობლემის ერთი ნაწილია. ვაზნა გნლაგებულია ლულისგბა გარკვეული მანძილის დაშორებით. შეცდომით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველა ტყვია განლაგებულია ზუსტად ლულის პირისპირ. მაგრამ ტყვიის მასრაში ჩასმის პროცესი (Crimping), ეს არის მასობრივი წარმოება. ასე, რომ შეუძლებელია ასეთი წარმოების პირობებში უზრუნველყო, ტყვიის მასრით ერთნაირი გარშემორტყმა. როდესაც ხდება გასროლა, ტყვია გამოდის მასრიდან სხვა და სხვა მიმართულებით. მერე ტყვიამ უნდა გადაკლახოს ეს მანძილი და “დაეჯახოს” ხრახნებს და დაიწყოს ლულაში მოძრაობა. ტყვია ოდნაფ უფრო დიდი დიამეტრისაა ვიდრე ლულა, და ამიტომაც ის დიდი ძალით აწვება ხრახნებს, განიცდის დეფორმაციას  და რაც მთავრია მოიხმარს ენერგია იმისთვის, რომ ქაოტური ფრენიდან გადავიდეს ბრუნვაში. აქ კიდე არსებობს ენერგიის დიდი დაკარგვები, და ეს დაკარგვები იწვევენ ტყვიის ენერგიის შემცირებას. ეს განსაკუთრებულად საგრძნობი ხდება მოკლე ლულიან რევოლვერებში. მარტო იმიტომ არა, რომ ენერგია იკაგება არამედ იმიტომ რომ ლულა მთავრდება ძალიან მალე. მაშინ როდესაც დენთი აგრძელებს წვას (ანუ განაგრძობს წნევის შექმას, მაშინ როდესაც ტყვიამ უკვე დატოვა ლულა და შესაბამისად ეს ენერგია ტყვილა იხარჯება, უზარმაზარი ცეცხლის ბურთზე და ხმაურზე)   გრელ ლულიან რევოლვრში ცხადია ეს დანაკარგები ქინება უფრო ნაკლები.

დაამაგრედ დიდი ქარალდის სამზინე, დოლურას გვერძე და გაისროლეთ, თქვენ აღმოაჩენთ კიდევ ერთ ნეგატიურ თვისებას. პარსვა (Shaving) –  ტყვია კარგავს თავის ნაწილაკებს, როდესაც ის ხვდებალულის  კონუსს (Forcing Cone). კონუსი დაყენებული ლულაზე ეხმარება ტყვიას შევიდეს ლულაში და შეცვალოს თავისი მიმართულება. იქ ტყვია კარგავს თავისი მასის ნაწილს და ტყვიის ნამსხვრევები მიმოიფანთება გარშემო. ამიტომაც როდეაც ფილმებში ვხდავთ, როგო ისვრის გმირი რევოვლერს, დაყუდებულს თავის იდაყვზე, ხვდებით, რომ ის ფუჭი ვაზნებით ისვრის.   (აქ უნდა ავღნიშნო, რომ მსხვილკალიბრიან რევოლვერებში თითების განლაგება დოლურასთან იწვევს სერიზულ დამწვრობას და თითის ამპუტაციასაც კი. ავტორი თავის ნაწერში აღნიშნავს, მხოლოდ ტყვიის ნაწილაკების საფრთხეს და დამწვარ თმებს ხელებზე, მაგრამ ჩემით, რომ არ მქონდეს ნანახი რა ტრავმების მიყენება შეუძლია დენთის აირებს დოლურიდან ამოფქვევისას მე ამას არ დავიჯერებდი), ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ტყვიის ნაწილაკები წარმოიქმნება, მხოლოდ გარსი გარეშე ტყვიების გამოყენებისას).    

თუ როდესმე დააპირებთ შედარებითი ცდების ჩატრებას რევოლვერის და პისტოლეტის საიმედოობაზე, გთხოვთ ჩადოთ ნახმარი, შემოწმებული რევოლვერი და პისტოლეტი (ახლის ჩადებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ზუსტად ვერ დაადგენთ რა მიზეზით მოხდა დაბრკოლება) ქვიშაში, მერე ოდნავ გამოფერთხეთ ის და ეცადეთ გაისროლოთ (ცოტა უცნაური რჩევაა, იარაღში გარეშე ნივთიერებების მოთავსება და სროლა უსაფრთხო არ არის). თქვენ აღმოაჩენთ რომ პისტოლეტი უპრობლემოდ იმუშავებს. იოსი ლანდსმანი და მე ამ ტესტს ყოველთვის ვატარებდით FN  (ალბათ იგულისხმება ჰაი პაუერი) და კოლტის სამთავრობო მოდელის (M1911) გამოუყენებით, წინააღმდეგ ნენბისმიერი რევოლვერისა. ყოველთვის, როდესაც ასე ვისროდით ქვიშით, ეს მხოლოდ უხდებოდა იარაღს, ის ასრულებდა აბრაზივის როლს და დეტალები ერთმანეთს უკეთესად ერგებოდა და სიზუსტეც იზრდებოდა. (სადაო აზრია, ძალიან გთხოვთ ამას ნუ გაიმეორებთ).  დღეს მე ამას არ ვაკეთებ, ვინაიდან წმენდა საკმაოდ ხანგრძლივია და მე ეს ადრე უკვე საკმარისად ბევრჯერ დავამტკიცე.

მრავალი წლის წი, იზრაელში დადიოდა ხუმრობა, რომ რუსულენოვანი რადიო სულ გასცემდა ორი ტიპის პასუხს მსმენელების შეკითხვაზე, პრინციპიალურად კი, პრაქტიკულად არა. მე ამაზე გამახსენდა ერთი ხუმრობა, შეუძლია თუ არა კაცს გააუპატიუროს ქალი სირბილში? მათლა მნიშვნელოვანი კითხვაა არა? რადიოს პასუხი იყო ერთნაირი, და სწორი. პრინციპში – კი მაგრამ პრაქტიკაში –არა. ქალი ახდილი კაბით დარბის უფრო ჩქარა ვიდრე კაცი ჩახდილი შარვლით (არ მჯერა, რომ მე ეხლა ამას ჩემ ბლოგზე ვწერ და ამაზე დროს ვხარჯავ). რატომ გამახსენდა მე ეს ხუმრობა? იმიტომ, რომ ვიღაცამ დაწერა, რომ ძალიან მოსახერხებელია რევოლვერის ატრეაბ წვივზე მანქანის მართვისას. რომელი ფეხის გამოყენებაზე იტყვის უარს მძღოლი, თუ ის ცაციაა, რომლიც გაზზეა თი რომელიც კონუსზეა? და როგორ აპირებს ის იარაღის ამოღებას? ალბათ ყველაზე სწორი იქნებოდა ბუდის მარცხენა გვერდზე დაფიქსირება. იარაღი იქნება კარების მხარეს, შორს მგზავრისგან, და ამავე დროს გარედან შეუმჩნეველეი, თუ რა თქმა უნდა გარეთ მყოფებს არ აქვთ რენტგენის თვალები. 

მე უერთდები იმის აზრს, ვინც განცხდა რომ წმინდა მიწაზე იმდენად ძნელია ნებართვის მოპოვება ერთ იარაღზე, რომ უნდა იყიდო ის, იარაღი, რომელიც მაქსიმალურად უპასუხებს ყველა თქვენ მოთხოვნმას, ყველა შესაძლო სიტუაციაში, თუ ამის პროგნოზირება საერთოდ შესაძლებელია. ან ბოლო ბოლო მოირგე იარაღი კონკრეტული მოთხოვნებისთვის. აქ შეიძლება დაუმატო მხოლოდ ერთი რამე. ამას ყველაფერს აქვს აზრი თუ შენ შეგიძლია დამაკმაყოფილებლად მართო იარაღი. კი, მხოლოდ ერთი ხელით. ორმაგი მოქმედბეით, ტრადიციული პისტოლეტი, ორმაგი მოქმედებით, ან მხოლოდ ორმაგი, უბრალო რევოლვერი, შენ ვალდებული  ხარ მართო ის ნებისმეირ მდგომარეობაში და ერთი ხელით.

(შემდეგ ავტორი აღწერს, რატომ შეცდომით უწოდებენ გლოკს მხოლოდ ორმაგი მოქმედების იარაღს, ამაზე მე დავწერე მტელი სტატია და ამ მონაკვეთის თარგმნას აზრი არაქვს)

როგორც ყოველთვის, შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩემი ნათქვამი. წადით ტირში (საქართველოში ორად ორ ტირში დარჩენილია მხოლოდ უძველესი სამი ოთხი მარგოლინი), იღეთ .38 კალიბრის რევოლვერი და ორმაგ რეჟიმში 10 მეტრიდან ესროლეთ სამიზნეს. გამოიყენეთ ყველაზე უბრალო ტყვიები. როდესაც საკმარისად გაღიზინდებით, მიუახლოვდით სამზინეს 7 მეტრამდე და გააგრძელეთ სროლა. მერე აიღეთ 9მმ–ნი, .40 ან .45 კლაიბრის პისტოლეტი და გაიმეორეთ სროლა. მერე ცოტა დაამუხრუჭეთ, როდესაც ვინმეს  ურჩევთ რევოლვერის შეძენას თავდაცვისთვის. ბლოს რცება ერთი მარტივი კითხვა,  რატომ აგზავნით სხვას რევოლვერის შეზაძენად ხოლო თვითომ არ ცვლით თქვენი “პლასტმასის” მაღალი ტევადობის პისტოლეტს იგივე რევოლვერში.

 

ავი მორი

image002

პს

ეს სტატია არი საკმაოდ საინტერესო და მასში გაჟღერებულია საკმაოდ საინტერესო მომენტები, რაზეც აქამდე ბევრს არ ლაპარაკობდნენ. ეს რა თქმა უნდა არ არის ბოლო ინსტანციის სიმართლე მაგრამ საკამოდ საინტერესო აზრია ერთი ძალიან გამოცდილი ადამიანისგან. მე დაუჯერე ავტორს და ეხლახან შევიძინე .22ლრ კალიბრის რევოლვერი ამადეო როსი მოდელი 518. ეხლა მხოლოდ დამრჩენია მხოლოდ დაველოდო გონივრული კანონის მიღებას, რომელიც დამრთავს ნებას გავიტან ის სახლიდან.

წარმატბეები



6 Responses to “ავი მორი (Avi Mor) რევოლვერებზე”

  1. გიორგი says:

    არა. ქალი ახდილი კაბით დარბის უფრო ჩქარა ვიდრე კაცი ჩახდილი შარვლით (არ მჯერა, რომ მე ეხლა ამას ჩემ ბლოგზე ვწერ და ამაზე დროს ვხარჯავ)

    :D კაი გადახვევეა იყო :D

    პ.ს ლევან კარგი სტატიაა ბოლომდე წავიკიტხე და მგონი გამიქრა ჩემი მოწოდება რევოლვერის შესახებ

  2. ხო კიდე 1 თემიდან გადახვეული კიტხვა მაქვს ზემოთ რატომ გიდევს რევოლვერი ფონად? :D პრაქტიკაში ხომ პისტოლეტი ჯობია

  3. Shooter says:

    ვინს შემისრულა დიზაინი მისი იდეა იყო. მომეწონა და დავტოვე.

  4. Shooter says:

    გაიხარე დიდი მადლობა. და მადლობა ავი მორს.

  5. gogi says:

    ჩიაპას ორიგინალური სისტემის რევოლვერთან ხომ არ გქონიათ შეხება, ლევან. ამბობენ რომ ძალიან ზუსტი და კომფორტული სასროლია, ტრადიციული სქემით შესრულებული რევოლვერებისგან განსხვავებით.

  6. Shooter says:

    ara samtsuxarod ar mqonia shexeba.

დატოვეთ კომენტარი